ვიკიციტატა kawikiquote https://ka.wikiquote.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98 MediaWiki 1.46.0-wmf.23 first-letter მედია სპეციალური განხილვა მომხმარებელი მომხმარებლის განხილვა ვიკიციტატა ვიკიციტატა განხილვა ფაილი ფაილის განხილვა მედიავიკი მედიავიკის განხილვა თარგი თარგის განხილვა დახმარება დახმარების განხილვა კატეგორია კატეგორიის განხილვა TimedText TimedText talk მოდული მოდულის განხილვა Event Event talk შოთა რუსთაველი 0 1718 47493 44900 2026-04-14T15:43:17Z გიორგაძე.ლანა 5265 /* ლიტერატურა */ 47493 wikitext text/x-wiki [[ფაილი:შოთა რუსთაველი. ალექსანდრე როინაშვილი.jpg|300px|მინი|შოთა რუსთაველი ]] [[w:შოთა რუსთაველი|'''შოთა რუსთაველი''']] - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „[[w:ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანი]]“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. =='''ციტატები'''== {{Q | ციტატა = {{მთავრული|ა}}რ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, [[#რესურსები ინტერნეტში|798-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა, [[#რესურსები ინტერნეტში|1392-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ბ}}ოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, [[#რესურსები ინტერნეტში|1361-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|გ}}ველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა, [[#რესურსები ინტერნეტში|901-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დასაწყისი, [[#რესურსები ინტერნეტში|მე-12 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|დ}}იდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, [[#რესურსები ინტერნეტში|924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = დგომა მგზავრისა ცთომაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, [[#რესურსები ინტერნეტში|924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ვ}}ა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა, [[#რესურსები ინტერნეტში|951-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, [[#რესურსები ინტერნეტში|მე-800 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ, [[#რესურსები ინტერნეტში|854-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, [[#რესურსები ინტერნეტში|924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ზ}}ოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, [[#რესურსები ინტერნეტში|751-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|თ}}უ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა, [[#რესურსები ინტერნეტში|726-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = მბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა. ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა, [[#რესურსები ინტერნეტში|1254-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, [[#რესურსები ინტერნეტში|1344-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|კ}}ოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო, [[#რესურსები ინტერნეტში|1094-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ლ}}ეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ამბავი როსტევან არაბთა მეფისა, [[#რესურსები ინტერნეტში|39-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|მ}}აგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა, [[#რესურსები ინტერნეტში|1500-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად. }} {{Q | ციტატა = მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისაგან ნესტან დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა, [[#რესურსები ინტერნეტში|1045-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება, [[#რესურსები ინტერნეტში|1083-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, [[#რესურსები ინტერნეტში|803-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, [[#რესურსები ინტერნეტში|1211-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა, [[#რესურსები ინტერნეტში|1323-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, [[#რესურსები ინტერნეტში|761-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მძულს უგული სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა–მტლუში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დასაწყისი, [[#რესურსები ინტერნეტში|25-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ნ}}ახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, [[#რესურსები ინტერნეტში|1196-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ო}}დეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, [[#რესურსები ინტერნეტში|773-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სხვა სხვისა ომსა ბრძენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = :რომელი ადგილი უფრო მოგწონს “ვეფხისტყაოსნისა”? :ჩვენი კრიტიკოსებისგან დაწუნებული. | ავტორი = [[აკაკი წერეთელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ''იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ'' }} =='''მის შესახებ'''== {{Q | ციტატა = „პატარა არ ერთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის რანგის პოეტი.“ | ავტორი = [[გუსტავ კირკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} == ლიტერატურა == * {{cite book |author=პროკოფი რატიანი | authorlink= | year=1975 | title=ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი | edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000020/ | accessdate= | publisher=მერანი |location=თბილისი | pages=434 }} * {{cite book |author=ანზორ აბჟანდაძე | authorlink= | year=1994 | title=ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი | edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000022/ | accessdate= | publisher=მერწყული |location=თბილისი | pages=232 }} * {{cite book |author=შოთა რუსთაველი |authorlink= |editor=ა. შანიძე |year=1937 |title=ვეფხისტყაოსანი |edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000050/ |accessdate= |publisher=თსუ |location=თბილისი |pages=230 }} * {{cite book |author=შოთა რუსთაველი |authorlink= |editor= |year=1966 |title=ვეფხისტყაოსანი |edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000051/ |accessdate= |publisher=საბჭოთა საქართველო |location=თბილისი |pages=243 }} {{ვიკიპედია}} {{DEFAULTSORT:რუსთაველი, შოთა}} [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] 7nbofit0lcs3ujaoi1bzwp4skmavaru 47494 47493 2026-04-14T15:43:48Z გიორგაძე.ლანა 5265 /* მის შესახებ */ 47494 wikitext text/x-wiki [[ფაილი:შოთა რუსთაველი. ალექსანდრე როინაშვილი.jpg|300px|მინი|შოთა რუსთაველი ]] [[w:შოთა რუსთაველი|'''შოთა რუსთაველი''']] - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „[[w:ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანი]]“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. =='''ციტატები'''== {{Q | ციტატა = {{მთავრული|ა}}რ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, [[#რესურსები ინტერნეტში|798-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა, [[#რესურსები ინტერნეტში|1392-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ბ}}ოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, [[#რესურსები ინტერნეტში|1361-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|გ}}ველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა, [[#რესურსები ინტერნეტში|901-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დასაწყისი, [[#რესურსები ინტერნეტში|მე-12 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|დ}}იდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, [[#რესურსები ინტერნეტში|924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = დგომა მგზავრისა ცთომაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, [[#რესურსები ინტერნეტში|924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ვ}}ა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა, [[#რესურსები ინტერნეტში|951-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, [[#რესურსები ინტერნეტში|მე-800 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ, [[#რესურსები ინტერნეტში|854-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, [[#რესურსები ინტერნეტში|924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ზ}}ოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, [[#რესურსები ინტერნეტში|751-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|თ}}უ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა, [[#რესურსები ინტერნეტში|726-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = მბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა. ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა, [[#რესურსები ინტერნეტში|1254-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, [[#რესურსები ინტერნეტში|1344-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|კ}}ოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო, [[#რესურსები ინტერნეტში|1094-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ლ}}ეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ამბავი როსტევან არაბთა მეფისა, [[#რესურსები ინტერნეტში|39-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|მ}}აგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა, [[#რესურსები ინტერნეტში|1500-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად. }} {{Q | ციტატა = მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისაგან ნესტან დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა, [[#რესურსები ინტერნეტში|1045-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება, [[#რესურსები ინტერნეტში|1083-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, [[#რესურსები ინტერნეტში|803-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, [[#რესურსები ინტერნეტში|1211-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა, [[#რესურსები ინტერნეტში|1323-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, [[#რესურსები ინტერნეტში|761-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მძულს უგული სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა–მტლუში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დასაწყისი, [[#რესურსები ინტერნეტში|25-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ნ}}ახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, [[#რესურსები ინტერნეტში|1196-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ო}}დეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, [[#რესურსები ინტერნეტში|773-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სხვა სხვისა ომსა ბრძენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = :რომელი ადგილი უფრო მოგწონს “ვეფხისტყაოსნისა”? :ჩვენი კრიტიკოსებისგან დაწუნებული. | ავტორი = [[აკაკი წერეთელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ''იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ'' }} =='''მის შესახებ'''== {{Q | ციტატა = „პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის რანგის პოეტი.“ | ავტორი = [[გუსტავ კირკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} == ლიტერატურა == * {{cite book |author=პროკოფი რატიანი | authorlink= | year=1975 | title=ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი | edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000020/ | accessdate= | publisher=მერანი |location=თბილისი | pages=434 }} * {{cite book |author=ანზორ აბჟანდაძე | authorlink= | year=1994 | title=ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი | edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000022/ | accessdate= | publisher=მერწყული |location=თბილისი | pages=232 }} * {{cite book |author=შოთა რუსთაველი |authorlink= |editor=ა. შანიძე |year=1937 |title=ვეფხისტყაოსანი |edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000050/ |accessdate= |publisher=თსუ |location=თბილისი |pages=230 }} * {{cite book |author=შოთა რუსთაველი |authorlink= |editor= |year=1966 |title=ვეფხისტყაოსანი |edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000051/ |accessdate= |publisher=საბჭოთა საქართველო |location=თბილისი |pages=243 }} {{ვიკიპედია}} {{DEFAULTSORT:რუსთაველი, შოთა}} [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] rd2idhe7fls8p8xmsn0h8x49becjcmn 47495 47494 2026-04-14T15:44:21Z გიორგაძე.ლანა 5265 /* ციტატები */ 47495 wikitext text/x-wiki [[ფაილი:შოთა რუსთაველი. ალექსანდრე როინაშვილი.jpg|300px|მინი|შოთა რუსთაველი ]] [[w:შოთა რუსთაველი|'''შოთა რუსთაველი''']] - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „[[w:ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანი]]“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. =='''ციტატები'''== {{Q | ციტატა = {{მთავრული|ა}}რ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, [[#რესურსები ინტერნეტში|798-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა, [[#რესურსები ინტერნეტში|1392-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ბ}}ოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, [[#რესურსები ინტერნეტში|1361-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|გ}}ველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა, [[#რესურსები ინტერნეტში|901-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დასაწყისი, [[#რესურსები ინტერნეტში|მე-12 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|დ}}იდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, [[#რესურსები ინტერნეტში|924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = დგომა მგზავრისა ცთომაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, [[#რესურსები ინტერნეტში|924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ვ}}ა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა, [[#რესურსები ინტერნეტში|951-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, [[#რესურსები ინტერნეტში|მე-800 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ, [[#რესურსები ინტერნეტში|854-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, [[#რესურსები ინტერნეტში|924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ზ}}ოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, [[#რესურსები ინტერნეტში|751-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|თ}}უ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა, [[#რესურსები ინტერნეტში|726-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = მბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა. ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა, [[#რესურსები ინტერნეტში|1254-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, [[#რესურსები ინტერნეტში|1344-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|კ}}ოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო, [[#რესურსები ინტერნეტში|1094-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ლ}}ეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ამბავი როსტევან არაბთა მეფისა, [[#რესურსები ინტერნეტში|39-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|მ}}აგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა, [[#რესურსები ინტერნეტში|1500-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად. }} {{Q | ციტატა = მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისაგან ნესტან დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა, [[#რესურსები ინტერნეტში|1045-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება, [[#რესურსები ინტერნეტში|1083-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, [[#რესურსები ინტერნეტში|803-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, [[#რესურსები ინტერნეტში|1211-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა, [[#რესურსები ინტერნეტში|1323-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, [[#რესურსები ინტერნეტში|761-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მძულს უგული სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა–მტლუში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დასაწყისი, [[#რესურსები ინტერნეტში|25-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ნ}}ახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, [[#რესურსები ინტერნეტში|1196-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ო}}დეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, [[#რესურსები ინტერნეტში|773-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სხვა სხვისა ომსა ბრძენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მის შესახებ'''== {{Q | ციტატა = „პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის რანგის პოეტი.“ | ავტორი = [[გუსტავ კირკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} == ლიტერატურა == * {{cite book |author=პროკოფი რატიანი | authorlink= | year=1975 | title=ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი | edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000020/ | accessdate= | publisher=მერანი |location=თბილისი | pages=434 }} * {{cite book |author=ანზორ აბჟანდაძე | authorlink= | year=1994 | title=ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი | edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000022/ | accessdate= | publisher=მერწყული |location=თბილისი | pages=232 }} * {{cite book |author=შოთა რუსთაველი |authorlink= |editor=ა. შანიძე |year=1937 |title=ვეფხისტყაოსანი |edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000050/ |accessdate= |publisher=თსუ |location=თბილისი |pages=230 }} * {{cite book |author=შოთა რუსთაველი |authorlink= |editor= |year=1966 |title=ვეფხისტყაოსანი |edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000051/ |accessdate= |publisher=საბჭოთა საქართველო |location=თბილისი |pages=243 }} {{ვიკიპედია}} {{DEFAULTSORT:რუსთაველი, შოთა}} [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] oz30tp3dzo1q0muws69irv6ojmli69c 47496 47495 2026-04-14T15:44:34Z გიორგაძე.ლანა 5265 /* მის შესახებ */ 47496 wikitext text/x-wiki [[ფაილი:შოთა რუსთაველი. ალექსანდრე როინაშვილი.jpg|300px|მინი|შოთა რუსთაველი ]] [[w:შოთა რუსთაველი|'''შოთა რუსთაველი''']] - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „[[w:ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანი]]“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. =='''ციტატები'''== {{Q | ციტატა = {{მთავრული|ა}}რ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, [[#რესურსები ინტერნეტში|798-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა, [[#რესურსები ინტერნეტში|1392-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ბ}}ოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, [[#რესურსები ინტერნეტში|1361-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|გ}}ველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა, [[#რესურსები ინტერნეტში|901-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დასაწყისი, [[#რესურსები ინტერნეტში|მე-12 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/shota_rustaveli/vefxistyaosani.pdf საქართველოს ეროვნული ბიბლიოთკა „ვეფხისტყაოსანი“] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|დ}}იდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, [[#რესურსები ინტერნეტში|924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = დგომა მგზავრისა ცთომაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, [[#რესურსები ინტერნეტში|924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ვ}}ა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა, [[#რესურსები ინტერნეტში|951-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, [[#რესურსები ინტერნეტში|მე-800 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ, [[#რესურსები ინტერნეტში|854-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, [[#რესურსები ინტერნეტში|924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ზ}}ოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, [[#რესურსები ინტერნეტში|751-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|თ}}უ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა, [[#რესურსები ინტერნეტში|726-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = მბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა. ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა, [[#რესურსები ინტერნეტში|1254-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, [[#რესურსები ინტერნეტში|1344-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|კ}}ოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო, [[#რესურსები ინტერნეტში|1094-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ლ}}ეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ამბავი როსტევან არაბთა მეფისა, [[#რესურსები ინტერნეტში|39-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|მ}}აგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა, [[#რესურსები ინტერნეტში|1500-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად. }} {{Q | ციტატა = მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წასლვა ავთანდილისაგან ნესტან დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა, [[#რესურსები ინტერნეტში|1045-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება, [[#რესურსები ინტერნეტში|1083-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, [[#რესურსები ინტერნეტში|803-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, [[#რესურსები ინტერნეტში|1211-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა, [[#რესურსები ინტერნეტში|1323-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, [[#რესურსები ინტერნეტში|761-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = მძულს უგული სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა–მტლუში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დასაწყისი, [[#რესურსები ინტერნეტში|25-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ნ}}ახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, [[#რესურსები ინტერნეტში|1196-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = {{მთავრული|ო}}დეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, [[#რესურსები ინტერნეტში|773-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით]] }} {{Q | ციტატა = რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სხვა სხვისა ომსა ბრძენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მის შესახებ'''== {{Q | ციტატა = „პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის რანგის პოეტი.“ | ავტორი = [[გუსტავ კირკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = :რომელი ადგილი უფრო მოგწონს “ვეფხისტყაოსნისა”? :ჩვენი კრიტიკოსებისგან დაწუნებული. | ავტორი = [[აკაკი წერეთელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ''იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ'' }} == ლიტერატურა == * {{cite book |author=პროკოფი რატიანი | authorlink= | year=1975 | title=ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი | edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000020/ | accessdate= | publisher=მერანი |location=თბილისი | pages=434 }} * {{cite book |author=ანზორ აბჟანდაძე | authorlink= | year=1994 | title=ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი | edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000022/ | accessdate= | publisher=მერწყული |location=თბილისი | pages=232 }} * {{cite book |author=შოთა რუსთაველი |authorlink= |editor=ა. შანიძე |year=1937 |title=ვეფხისტყაოსანი |edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000050/ |accessdate= |publisher=თსუ |location=თბილისი |pages=230 }} * {{cite book |author=შოთა რუსთაველი |authorlink= |editor= |year=1966 |title=ვეფხისტყაოსანი |edition= | url=http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000051/ |accessdate= |publisher=საბჭოთა საქართველო |location=თბილისი |pages=243 }} {{ვიკიპედია}} {{DEFAULTSORT:რუსთაველი, შოთა}} [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] ggs53zmr3tnz1mmmv8r2c4kkz5f1yec ქართული ანდაზები 0 1747 47491 46647 2026-04-14T15:30:54Z გიორგაძე.ლანა 5265 /* {{მთავრული|ხ}} */ 47491 wikitext text/x-wiki {{აბგ}} https://lev.ge/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ https://lev.ge/%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/?dir=32&name_directory_startswith=%E1%B2%90#name_directory_position32 =={{მთავრული|ა}}== * ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო. * ა, დათვი და ა, კვალი! * აასვენა, აღარ დაასვენა. * ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი * აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო * აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო. * აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს * ადამიანს მარჯვე ხელები ამშვენებსო * ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს * ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი * ავი კაცი თავისთავის მკვლელია * ავი შემნახავი ქურდზე უარესიაო. * ავი შვილი დედმამის მაგინებელიაო. * ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო * ავმა რა ქნა - ავის მეტი * ავს ნუ იზამ და ავის ნუ გეშინია * ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო * ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება * ანაბარი მგელმაც იცისო * ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი * არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა * არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო * არა მკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო * არ მინდამ ცხრა ხინკალი შესჭამაო * არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო * არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო * არწივს საკენკით ვერ გააძღობო * არც მწვადი დაწვა, არც შამფურიო * არწივს საკენკით ვერ გააძღობო * ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო * ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო * აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს * აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო * აქლემს გაუჭირდა და ნემსის ყუნწში გაძვრაო * აქლემს ნემსს დაადებენ – დაწვება, აიღებენ - ადგებაო * აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო * ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა * არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი =={{მთავრული|ბ}}== * ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო. * ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო * ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო * ბარი-ბარსა, თოხი-ტარსა * ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო * ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო * ბაძვა სჯობია შურსაო * ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო * ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო * ბედაური ცხენი მათრახს არ დაიკრავსო * ბედი ბრმაა, ჭკუა - თვალხილულიო * ბედის თვალი ჭკუაა * ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე * ბედი ხნავს და ბედი თესავს, ბედი მომკის ყანასაო * ბედნიერების გასაღებს მოთმინება იძლევაო * ბედნიერს უწვიმდეს, უბედურს-უქროდესო * ბედსაც კარგი პატრონი უნდაო * ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი * ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა * ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო * ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა * ბიჭს ნახევარი გვერდი რომ ლასტისა ჰქონდეს, მაინც ბიჭიაო * ბრიყვი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა * ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო * ბრმა რას სჩიოდა და _ ორთავ თვალსაო! * ბრმათა შორის ცალ თვალიო, არს პირველი სარდალიო * ბრმამ ბრმას უთხრა „ჭიტა“ო * ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო * ბუტიას კერძი გემრიელიაო =={{მთავრული|გ}}== * გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები - ბანდიანსაო * გამგონი გაიგონებსო * გამშველებელს მოხვდებაო * გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო * გარჯილობასა მოჰქონდა საწუთრო დაულეველი * გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს * გაჭირვება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო * გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო * გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან * გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო * გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით * გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ * გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო * გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო * გმირი ბრძოლაში იბადებაო * გუთანს მომეტებული ხარი არ მოსჭარბდება და წისქვილს - მომეტებული წყალიო * გულადისა ტყვიასაც კი ეშინიაო * გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს * გონიერი კაცი ქვეყანას ამშვენებს, რეგვენი ამძიმებსო =={{მთავრული|დ}}== * დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა * დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა * დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო * დათვის ტყავი ბანჯგვლით ფასობსო * დათვს ყურები დააგლიჯეს, თაფლთან ვერ მიიყვანესო, მერე კუდიც მოაგლიჯეს, ვეღარ გამოიყვანესო * დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო * დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო * დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ * დაყვედრებული ლუკმა ყელს არ გადაივლისო * დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ * დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო * დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ * დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო * დიდკაცს დიდი სულგრძელობა მართებსო * დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო * დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო * დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო =={{მთავრული|ე}}== * ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო * ენა კაცს კიდეც გადაარჩენს და მოჰკლავს კიდევაცო * ენა ტკბილი, ენა მწარე, ენა ქვეყნის ამომგდები * ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო * ენით მუნჯი სჯობია ავ მეტყველ მოუბარსაო * ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო * ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო * ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს * ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო. * ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება * ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება * ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო * ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს * ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო * ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო * ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა * ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს * ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის =={{მთავრული|ვ}}== * ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ! * ვაი - ძველის გამგდებს და უი ახალის მომგდებსო * ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო * ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო * ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია. * ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო * ვაჟკაცი გაჭირვებაში არ ატირდებაო * ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის * ვაჟკაცი ქუდს სიცივისათვის კი არ ატარებს, არამედ სირცხვილისათვისაო * ვაჟკაცს გამრჯე ხელი ამშვენებსო * ვერიდებოდი ღოლოსა, შემომხვდა ღობის ბოლოსა. * ვეშაპი ისეთს არაფერს ჩაყლაპავს, მონელება არ შეეძლოს. * ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო * ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო * ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა * ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო * ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს * ვინც ორი ხელით შრომობს, ის სხვების დასაძრახი არ იქნებაო * ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება * ვინც რა უნდა თქვას, წისქვილმა კი ფქვას * ვინც ქარს სთესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო * ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო * ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო * ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს * ვირმა ნარი მოიტანა, დაჯდა და ისევ თვითონ დახვრიმა * ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა * ვისაც ღმერთისა ეშინია, იმისა ნუ გეშინია =={{მთავრული|ზ}}== * ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს * ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა * ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ. * ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა * ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი - ცეცხლიაო. * ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა. * ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო * ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო * ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო * ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ * ზღვა კოვზით დაილიაო * ზღვა ლოცვით ბრუნავს, ხომალდი ლოცვით დადისო * ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო =={{მთავრული|თ}}== * თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო * თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო * თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის. * თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო * თავის ქება გახვრეტილი შაურის ფასიაო. * თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო, - საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო * თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო * თვალი უნებურიაო * თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო * თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო * თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს * თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო * თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო * თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო. * თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე * თუ ღმერთი მწყალობს, - ეშმაკები ვერას დამაკლებენო * თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე * თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო =={{მთავრული|ი}}== * იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო. * იაფფასიან ხორცს ძაღლი არ შეჭამსო. * იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო. * იმდენად ხმალმა არ გასჭრა, რამდენადაც ენამაო * იმედიანი შიმშილიც კარგიაო. * იმერელმა ნემსი იყიდა და ქარში ეფარებოდა, ქარი შუაზე გამიყოსო. * იმერელს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და - ცარიელი მუცელიო. * იმის მადლი მე ვიცი, თუ ხატი ჩემი შეჭედილია. * იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ იმ სიტყვამ არ გაგაწბილოსო * ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა - იგი შვილი. * ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა * ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება * ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო * ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო * ისე გაება, როგორც ჩიტი კაკანათში. * იხარე, ჭერო, იმრავლე, ერო! * იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო! =={{მთავრული|კ}}== * კაი კაცი გლახა კაცთან წახდება * კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო * კაი შეგირდი ოსტატის გულის ვარდია * კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი - შოლტსაო * კაისათვის კაი ვის უქნია * კაკალი უნაჭუჭოდ არ იქნებაო * კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია * კარგი ამხანაგობა კარგი ძმობის დარია * კარგი ვაჟკაცი მტრისგანაც პატივსაცემიაო * კარგი ვაჟკაცი ქვეყნის იმედიაო * კარგი სიტყვა კარგ ყმას ხმალივით უნდა ამშვენებდესო * კარგი სტუმრის მოსვლა კერასაც გაუხარდებაო * კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო. * კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაივლი და წინ დაგხვდება * კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა * კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა * კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო * კაცი გაზომე გაჭირვებაშიო * კაცი გულით და ხე ძირითაო * კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს * კაცი კაცის წამალიაო * კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო * კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო * კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს * კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს * კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო * კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია * კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო * კაცი კაცითაო და ღობე – ქაცვითაო. * კაცმა კაცისა თქვა, საქმემ კი – ორივესიო. * კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს * კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს გზაო * კვიცი გვარზე ხტისო * კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად * კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო * კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება * კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო =={{მთავრული|ლ}}== * ლამაზი ქალი ცოლად შეირთე - წყალში გადავარდიო. * ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი * ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო * ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო. * ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი * ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით =={{მთავრული|მ}}== * მადლი ჰქენი, მარილიც მოაყარეო * მადლი ჰქენი, ქვას დადევი, გაივლი და წინ დაგხვდება * მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე, თუ ზრდით არ შეიცვალა, წინ უძს მშობელთ გზა და მახე * მამალს უთქვია: მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდ-არაო * მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა * მარტი პატარძალია, დღეში სამჯერ მოირთვება და სამჯერ მოიღუშება * მარტოხელა კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო * მარჯვე კაცისთვის სასჯელი - უსაქმობა არისო * მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა * მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო * მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო * მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო * მგელს მგლობა დაბრალდა და ტურამ ქვეყანა ამოაგდოო * მგელს მგლურად დაუხვდი და მელას მელიურადო * მგელს ძვალი ახრჩობს, შურიანს - შურიო * მგზავრის დგომა - ცდომააო * მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ის კი მაინც ტყისკენ გარბოდაო. * მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო * მდიდარს უთხრეს: მშვიდობაშიო, ღარიბს უთხრეს – ვინ გაჩუქაო * მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო * მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო * მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო * მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო * მელია სადაც წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო * მექოთნის ნება არ არის, საიდანაც უნდა იქით გაუკეთებს ქოთანს ყურს * მთქმელი არ იქმს, მქნელი არ იტყვის * მიზეზ-მიზეზ - დოს მარილი აკლიაო * მიძალებული ლუკმა ძაღლმაც არ შეჭამაო * მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა * მოთმინება - სამოთხის გასაღებია * მომეც ბედი და - გინდ სანაგვეზე გადამაგდეო * მომრევის მომრევი არ დაილევაო * მოყვარეს და მოყვრის შუა აბრეშუმის ძაფია გაბმული, მტერსა და მტერს შუა - ბაწარიო * მოყვარული ცოლ–ქმარი თოხის ტარზე დაეტევაო * მოჩქარეს მოუგვიანდესო * მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია * მტერმა მტრის ამბავი თუ იცის, მასთან ბრძოლა არ გაუძნელდებაო * მტერს მტრულად დაუხვდი და მოყვარეს მოყვრულადო * მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო * მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო * მჯობს მჯობი არ დაელევაო =={{მთავრული|ნ}}== * ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია * ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა * ნაყიდს გემო არა აქვსო * ნაცარქექია ღონეს იქადნებოდაო * ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო * ნემსის დამკარგავს არც აქლემის დაკარგვა დაენანაო * ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო * ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა * ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნუცა ძველსა მეგობარსა * ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო * ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევს მოსძებნო ფონია * ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო =={{მთავრული|ო}}== * ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი - გამდიდრებასო * ობოლს ერთი კვერი შეხვდა, ისიც გატეხილიო * ობოლსა ჰკითხეს - რომ გაიზრდები რას იზამო? - ვინც გამზარდა დედას ვუტირებო * ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო * ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებს * ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო * ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო * ომში რა სჯობიაო, და-რაც ხელში მოგხვდებაო * ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო * ორი პურაძვირი კაცი - ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო * ოფოფს თავით იცნობენ, კარგ საქმეს ბოლოთიო * ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო =={{მთავრული|პ}}== * პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილია * პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო * პატარა ეშმაკმა დიდი ეშმაკი აცდინა * პატარა ვიყავ დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი, პატარისა მეშინიანო * პატარძალმა კოკა გატეხა და - ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო * პატივს ნურც მოითხოვ და ნურც დაითხოვო * პატიოსნება უენოდ ლაპარაკობს * პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო * პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა - ძმობაა * პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია * პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი - ახალიო =={{მთავრული|ჟ}}== * ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო * ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში * ჟამი ჟამითა, თორემ წირვა ნიადაგ იწვისო =={{მთავრული|რ}}== * რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა * რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო * რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლკარიცა დაიქცევა * რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო * რა ციხის იმედიც არ გქონდეს, თუნდაც დაქცეულაო. * რასაც დასთეს, იმას მოიმკი * რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები * რაც არ მერგებაო, არც შემერგებაო * რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო * რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო * რაც შენთვის არა გსურს, ნურც სხვას უსურვებო * რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია * რეგვენ კაცს ჭკუა თვალში აქვს და არა თავში * რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო * როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო * რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო * როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო * რატო მოხვედი რო დამაძინოო ? არაო რატო გგონიაო =={{მთავრული|ს}}== * სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან * სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი * სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო * სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე * სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაცვივაო * საზიარო ყანა ჩიტს მოუჭამიაო * სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო * სამართალი ფეხით დადისო * სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს - დედ-მამაო * სამწყოს უმწყესოდ მავალსა შესჭამს ტურა და მგელიო * სამხედრო ძალაა - ხმალი და ფარი, ნასწავლის ძალა კი - ცოდნა და ენა * სანამ თონე ცხელია, პურიც მანამდე გამოაცხვე განელდება - აღარ გამოაცხობს * სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა გარდავლო მთები * სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო * საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო * საქონელს თვალი სჭამსო * საშოვარი კარგია, ნაშოვარი ძვირფასი * საჭმელი ერთი დღისაი, სახელი - ასი დღისო * სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო * სახელი სჯობს ქონებასა და უფლება - მონებასა * სვინდისს კბილები კი არა აქვს, მაგრამ კბენა კი იცის * სიბერე ლომსაც მორევიაო * სიბერე ჭირთა სიბევრეო * სიზარმაცეა დედა ყოველგვარი ბოროტებისაო * სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო * სიკეთის ნერგი იხარებს, დარგო თუნდ სიპსა ქვაზედა * სიკვდილმა სთქვა: ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დააბრალონო * სიმართლე - თვალთა სინათლე * სიმართლე მკვდარს გააცოცხლებსო * სიმართლის ნერგი სიპ ქვაზედაც გაიხარებსო * სირცხვილი - სიკვდილიაო * სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო * სიტყვა ადვილია, ქმნა კი - ძნელი * სიტყვა უსაქმოდ მკვდარია * სიფრთხილეს თავი არ ატკივაო * სიცილით დაკარგული - ტირილით ვეღარ დაიბრუნესო * სიხარბემ რა ნახა - ყველა დაჰკარგა * სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია * სულელი მეგობარი მტერზე უარესიაო * სულმოკლე კაცი უჭკუოს მონახევრეა * სულ ოქრო როდია, რაც ბრჭყინავს * სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმმატებია * სწავლა სიბერემდეო * სჯობს უჭმელობით სიკვდილი, საყვედურითა ჭამასა * სხვა სხვისა ომში გმირია * სხვათა ჭირიო, ღობეს ჩხირიო * სხვისი ლუკმა გემრიელია =={{მთავრული|ტ}}== * ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო * ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს * ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს * ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო * ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო * ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია * ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო * ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო * ტყუილის მთქმელს მართალსაც არ დაუჯერებენო * ტყუილს მოკლე ფეხები აქვს =={{მთავრული|უ}}== * უკუდო ამპარტავანი ღმერთსაც სძულს და კაცსაცაო * უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო * ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო * ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება * ურემს რომ ძალა დაადგება - ჭრიალს დაიწყებს * ურჩი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა * ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო * უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა * უფლის წყალობას გაფრთხილება სჭირდებაო =={{მთავრული|ფ}}== * ფათერაკს თვალი არ უჩანს * ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო * ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა * ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას - ჭვინტშიო * ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური) * ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს * ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას * ფონი გასავალს დალოცე * ფული პატარა ღმერთიაო =={{მთავრული|ქ}}== * ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო * ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი * ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს - ღმერთო შემარგეო * ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო * ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო * ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო * ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო * ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის - გამსუბუქდება * ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო * ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა * ქვევრს ჩავძახე - ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო * ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო * ქვეყანა ჩალით დახურული როდია * ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო * ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო * ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო * ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო * ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს * ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო * ქურდს რომ კაცმა ყური უგდოს, დღეში ათჯერ გამოტყდებაო * ქურდს ფიცი პირზე აკერიაო * ქურდს ქუდი ეწვისო * ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა - ლაშქარი =={{მთავრული|ღ}}== * ღამემ გაიარაო, ამაგმაც ჩაიარაო. * ღამის ერთი ცხვირის დაცემინება ხეირია. * ღამის ქურდს დღისით დაიჭერენო. * ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო. * ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო. * ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო. * ღარიბის ლუკმა ტკბილია * ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლსა ბასრისა ცელითა * ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან * ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკს ალბობდენო * ღორი რომ გასუქდება, ნეტა მგელს დამაჭიდაო =={{მთავრული|ყ}}== * ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო * ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო * ყვავს არ ჰქონდა, ბუს აძლევდა * ყვავს ბახალა უკვდებოდა და ბუს მიუგდო – დიდი თავი გაქვს და იტირეო * ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც საქმეაო * ყველა ბუზი ბზუის, მხოლოდ ფუტკართან ყველა სტყუისო * ყველა გლახას დიდი გული აქვს * ყველა დაბალ ღობეზე გადადის * ყველა თავის ბედის მკვერავია * ყველა კაცი სიკვდილის შვილია * ყველა ძაღლი თავის კართან მამაცია * ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს * ყველანი ბედნიერებას ვნატრობთ და იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ადამიანს აბედნიერებს * ყველაფერი დაიქცევა კეთილი საქმის მეტი * ყველაფერი დროს ელის, დრო კი - არაფერსო * ყველი და პური - კეთილი გული * ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს - ფიცითაო * ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო * ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო - გვერდს რომ აღარ მოუწვება - მაშინ ხომ გაიგებსო =={{მთავრული|შ}}== * შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი - დაუბანლობითო. * შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო. * შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან პურის ჭამასო. * შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო. * შენ დაუკარ, მე მიამა, მე დაუკარ, შენ გიამა. * შენ რას იკვეხი მამულო, ყანა ამინდის შვილია. * შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი. * შენახულს შემნახავი უნდა სჯობდეს. * შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო. * შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება. * შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდება. * შენი ჯაგლაგი ცხენი გერჩიოს სხვის ბედაურსაო. * შენც იგი უყავ სხვასაო, რაც ირგებს თავსაო. * შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო. * შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლე. * შვილი, მომდურე დედისა, ურჩია თავის თავისა. * შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის. * შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს. * შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო. * შინ შვილები გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო. * შიში მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო. * შიშს დიდი თვალები აქვს. * შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო. * შუბი ხალთაში არ დაიმალებაო. * შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო. * შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო. =={{მთავრული|ჩ}}== * ჩათრევას ჩაყოლა სჯობიანო * ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო * ჩემი ენა - ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი * ჩემი მტერი ჩემი სვინდისიაო * ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო? * ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო * ჩემს თავზე მარტო წისქვილი არ დატრიალებულა * ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო. * ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო. * ჩვენსა მოხვალ - ღვინოს ყლუჭავ, თქვენსა მოვალთ - თვალებს ხუჭავ * ჩიტი სადაც გაიზრდება, მისი ბაღდადიც იქ არისო * ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო * ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო * ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო =={{მთავრული|ც}}== * ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო * ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო * ცალთვალა ხარს ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო * ცალი ხელით ტაში ვერ დაიკვრებაო * ცარიელი კაცი ქვაზე მაგარიაო * ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება * ცას არავინ შეაბერდება * ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო * ცდა ბედის მონახევრეა * ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა * ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო * ცეცხლი თივაში არ დაიმალებაო * ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას გადასწვავსო * ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნები * ცეცხლს ხელს ვკიდებდი და გულსა მწვავდაო * ცვილი რკინად არ გამოდნების * ცისარტყელას დარი მოსდევსო * ციხე შიგნიდან გატყდებაო * ცოდვა კაცს არ მოასვენებსო * ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო * ცოდნა სამოთხეა და არცოდნა - ჯოჯოხეთი * ცოდო კაცს არ დააყენებს * ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონა * ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი * ცუდად ჯდომას, ცუდად შრომა სჯობიან * ცუდი სიტყვა ხანსა გრძელსა, ვერ გაივლის - უთქვამს ბრძენსა * ცხენს მისივე ფეხები იპარავსო * ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო =={{მთავრული|ძ}}== * ძალა ერთობაშია * ძალა აღმართსა ხნავს * ძალად ბედს ვერავინ იშოვნის * ძალას რიგზე მოხმარება უნდაო * ძაღლი ვინც მოჰკლას - იმანვე უნდა გაათრიოსო * ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო * ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო * ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს * ძაღლი ხსენებაზედაო * ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის * ძაღლის კუდი არ გასწორდებაო * ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო * ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს * ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ * ძაღლს რომ გააძაღლებ - გიკბენსო * ძველი თივა ცეცხლია, ძველი ბზე - ვერცხლია * ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო * ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო * ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო * ძმა თუ არ გყავდეს - სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა * ძუნწმა კაცმა თაფლი გასცა, უკან გაჰყვა ლოკვითაო =={{მთავრული|წ}}== * წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო * წაბაძულობით ვაცი დამაკდაო * წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო * წინ წყალი და უკან - მეწყერი, - შუაში შენი თავიო * წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო * წინ მავალი უკან დარჩებაო * წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინებდაო * წისქვილის ქვები ერთმანეთს რომ არ ეხმარებოდეს, ერთმა რამდენიც არ უნდა იბრუნოს ვერას დაფქვავს * წლის საფიქრებელი და წამის საკეთებელიო * წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო * წყალი პირველად პატარასაო * წყალი რომ დაგუბდება, აყროლდება * წყალი რომ შენ არ მოგყვეს, შენ მიჰყევიო * წყალი სათავით მონახე * წყალნი წავლენ და წამოვლენ - ქვიშანი დარჩებიანო
დაიზრდებიან ობლები, მამულზე დადგებიანო. * წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო =={{მთავრული|ჭ}}== * ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი * ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო * ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო * ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო * ჭირისუფალი არ ტირის - მოტირალს რა ეტირება? * ჭკუას რომ არიგებდნენ - არ დასწრებიაო * ჭკუიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა * ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო * ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო * ჭკვიანი რომ შესცდება - ბრიყვზე უარესია * ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო =={{მთავრული|ხ}}== * ხალხი მირბოდეს - გაჰყევი, გაჩერდეს - გაჩერდი * ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს * ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება * ხარბის თვალს მიწა გააძღებსო * ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა კი წყალზე გატყდება * ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო * ხარს რქით დააბმენ, ადამიანს - ენითაო * ხე ერთი შემოკვრით არ წამოიქცევა * ხე ნაყოფით იცნობება * ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო * ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო * ხემ თქვა: „ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო“ * ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა * ხილს რომ პირი ჰქონდეს, თავის თავს შეჭამდაო * ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი - გაწვდება * ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო * ხუმრობაში კაცი მოკლესო =={{მთავრული|ჯ}}== * ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა * ჯერ არ მინდოდა შობა და მერე სიკვდილი * ჯერ გადახტი და ჰოოპ მერე დაიძახეო * ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო * ჯერ ძილი მერე სიზმარი * ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც დაუმატესო * ჯოჯოხეთში ძახილია და გაგონება კი - არა * ჯოჯოხეთს ერთი მაშხალა აკლდაო =={{მთავრული|ჰ}}== * ჰა პირი და ჰა პურიო. * ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო. * ჰარამ მწყერს, ხოხობ, კაკაბსა - ჰალალი ქორი სჯობია. * ჰაჩი, ვირო, არტანელო, შეშა - მკვარის მომტანელო! * ჰაცა, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და მოძოვეო. * ჰკითხე ასსა - ჰქმენ გულისა. * ჰო, შენ ისე გინდა - ნემსი დასდო და სახნისი აიღო. {{ვიკიპედია|ქართული ენა}} [[კატეგორია:ანდაზები ანბანის მიხედვით]] rkfpxl3w63j93qvczg0xhg6g6x0ni38 ფიოდორ დოსტოევსკი 0 2021 47504 47464 2026-04-14T19:37:09Z გიორგაძე.ლანა 5265 /* თეთრი ღამეები (1848) */ 47504 wikitext text/x-wiki [[ფაილი:Dostoevsky 1872.jpg|thumb|right|150პქ]] '''[[:w:ფიოდორ დოსტოევსკი|ფიოდორ დოსტოევსკი]]''' (დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821 – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881) — რუსი მწერალი. =='''ციტატები'''== [[ფაილი:Dostoevsky.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = ''„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს...“'' | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.) }} [[ფაილი:Dresden Dostojewski-Denkmal.JPG|thumb|right|150პქ]] [[ფაილი:Dostoevskaya.jpg|thumb|right|150პქ]] === ''თეთრი ღამეები'' (1848) === [[ფაილი:Image dost 01.jpg|thumb|right|150პქ|მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!]] {{Q | ციტატა = მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = თქვენ ირგვლივ იყურებით, ვიღაცას დაეძებთ, თქვენ ატყობთ... მაგრამ წამი გადის და შესაძლოა, მეორე დღეს კვლავაც იხილოთ იგივე დაფიქრებული, დაბნეული მზერა, იგივე ფერმკრთალი სახე, შენიშნოთ იგივე მორჩილი შიშნეული მოძრაობა და წუთიერი გატაცების გამო სინანულიც, მიმქრალი ნაღველისა და დარდის ნაკვალევიც კი... და გულს გაკლიათ, რომ ასე მალე, ასე სამუდამოდ დაინთქა წამიერი სილამაზე, რომ მან ასე მაცდუნებლად და ამაოდ გაიელვა თქვენს წინ - გულს გაკლიათ, რომ მისი შეყვარების დროც არა გქონიათ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = დარდში კი მართლა და რა ფანტაზიაა! გრძნობ, რომ ეს დაუშრეტელი ფანტაზია მუდმივი დაძაბულობით ბოლოს იფიტება, იშრიტება, რადგან ხომ მოწიფული ხდები, იცილებ ძველ იდეალებს: ისინი მტვრად, ნამსხვრევებად იქცევიან; თუ სხვა ცხოვრება არ გაგაჩნია, ამავე ნამსხვრევებისგან მოგიწევს მისი აშენება. ამასობაში კი სული რაღაც სხვას ითხოვს და სურს! და მეოცნებე, როგორც ნაცარში, ამაოდ იქექება თავის ძველ ოცნებებში, ეძებს თუნდაც მცირე ნაპერწკალს, რომ იგი გააღვივოს, განახლებული ცეცხლით გაითბოს გაცივებული გული და მასში კვლავ აღიდგინოს ყველაფერი, რაც ადრე ასე ძვირფასი იყო, სულს აღელვებდა, სისხლს უჩუხჩუხებდა, თვალთაგან ცრემლებს ადენდა და ასე საუცხოოდ ატყუებდა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = როცა უბედურები ვართ, უფრო ძლიერ ვგრძნობთ სხვის უბედურებას. გრძნობა კი არ სუსტდება, პირიქით, ძლიერდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ღმერთო, როგორ შეკრთა და შეჰკივლა ნასტენკამ! როგორ გამისხლტა ხელიდან და მისკენ გაფრინდა!.. მე, გულმოკლული ვიდექი და ვუყურებდი. მაგრამ რაწამს ხელები გაუწოდა და გადაეხვია, უმალ ისევ გამოტრიალდა, თვალის დახამხამებაში ჩემთან გაჩნდა და სანამ გონს მოვიდოდი, ორივე მკლავი შემომხვია და მაგრად, მაგრად მაკოცა. მერე ისევ უხმოდ გაქანდა მისკენ, ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. მე კი ვიდექი და ვუყურებდი, ვიდრე ორივე თვალს მიეფარა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = გასაოცარია, როგორ აკეთილშობილებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = მაინც როგორ ალამაზებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება! სიყვარულით როგორ ფეთქავს გული! თითქოს გინდა შენი გული სხვისას შეუნივთო, გინდა ყველა მხიარულობდეს, ყველა იცინოდეს! მერედა რა გადამდებია ეს სიხარული! ო, როგორ აკეკლუცებს ადამიანს ბედნიერება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ო! ზოგჯერ რა აუტანელია ბედნიერი ადამიანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ყველა რატომღაც სიხარულით ისმენს ყოველგვარ დამამშვიდებელ სიტყვას და უხარია, ერთ ბეწო სიმართლესაც თუ ხედავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = – რატომ ყველანი ისე არა ვართ ერთმანეთთან, ვით ძმა ძმასთან? რატომ არის, რომ თვით საუკეთესო ადამიანიც ყოველთვის თითქოს რაღაცას უმალავს მეორეს, ერიდება, გულისნადები გაუზიაროს? რატომ პირდაპირ, უყოყმანოდ არ გამოთქვა ეს გულისნადები, თუ იცი, რომ შენს სიტყვებს ქარს არ გაატან? არადა ყველა ისეთნაირად გამოიყურება, თითქოს იმაზე უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია. თითქოს ყველას ეშინია, ვაითუ გულისნადები გავამჟღავნოთ და ამით ჩვენი გრძნობები შევბღალოთო... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა არტანუჯი თბილისი 2014 }} === ''იდიოტი'' (1868) === [[ფაილი:Fjodor Michailowitsch Dostojewski.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = კოლუმბმა მაშინ კი არ იგრძნო ბედნიერება, როცა ამერიკა აღმოაჩინა, არამედ მაშინ, როცა მის აღმოსაჩენად ესწრაფებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „იდიოტი“ }} === ''ძმები კარამაზოვები'' (1880) === [[ფაილი:Trutovsky 004.jpg|thumb|right|150პქ|ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს.]] {{Q | ციტატა = ადამიანები, ავკაცნიც კი, უმეტესად, ბევრად უფრო მიამიტნი და გულუბრყვილონი არიან, როგორც საერთოდ გვგონია. თავად ჩვენც ასეთნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თქვენი თავისა ნუ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს, ყველაზე უწინარეს განაწყენდება. განაწყენება ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ასე არ არის? თანაც ხომ იცის, რომ არავის უწყენინებია და წყენას თავად მიეცა, ყოველივე თავად შეთხზა და შესაფერადებლად მოიგონა, თავად გააზვიადა, რათა სასურველი სურათი შეექმნა, სიტყვას გამოეკიდა და წვრილმანი მსხვილმანად აქცია, - ეს თავადაც იცის, მაგრამ მაინც ყველაზე უწინარეს განაწყენდება, უკიდურესი ტკბობის შეგრძნებამდე განაწყენდება, ხოლო შედეგად ნამდვილი მტრობა ეუფლება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი, ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არა მარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არა მარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა? - დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება. - ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური! - რატომ უბედური? - იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება. - შესაძლოა, მართალი ხარ!... მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია... - მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უდიდეს ძალად გაერთიანებულმა საერთო მეცნიერებამ, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, ყველაფერი განიხილა, რაც კი ჩვენთვის წმინდა წიგნებში ზეცითაა ნაანდერძევი და მკაცრი ანალიზის შემდეგ მთელი მსოფლიოს მეცნიერებს ხელში აღარაფერი შემორჩათ იმისგან, რაც ადრე წმიდათაწმიდა იყო. მაგრამ ისინი ნაწილნაწილ განიხილავდნენ, მთლიანი კი თვალთაგან გამორჩათ, თანაც გასაოცარი სიბრმავით. რამეთუ მთლიანი მათსავე თვალთა წინაშე როგორც უწინ, ახლაც ურყევად დგას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ. განა იგი ცხრამეტ საუკუნეს არ ცოცხლობდა და განა ახლა არ ცოცხლობს ცალკეული ადამიანებისა თუ ხალხთა მასების სულის მიმოქცევაში? თვით მათი სულის მიმოქცევაშიც ურყევად ცოცხლოს კვლავინდებურად! რამეთუ ქრისტიანობის უარმყოფელთა და მის წინააღმდეგ ამბოხებულთა არსი იმავე ქრისტეს სახებაა, ისინი ისეთივენი დარჩნენ, რადგან აქამდე ვერც მათმა სიბრძნემ, ვერც მათი გულის მხურვალებამ ადამიანს და მის ღირსებას ვერ შეუქმნა სხვა უმაღლესი ხატება, ვიდრე წარსულში ქრისტეს ნაჩვენები ხატებაა. როცა კი შექმნას შეეცადნენ, ხელთ მხოლოდ სიმახინჯე შერჩათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ყველამ დაუცხრომლად უნდა უთხრას აღსარება საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ცოდვისა, თუნდაც მაშინ, როცა შეიცნობთ, ოღონდაც მოინანიეთ და ღმერთს პირობას ნუ დაუთქვამთ. კვლავ გეუბნებით - ნუ გაამაყდებით. ნუ გაამაყდებით მცირეთა ზედა, ნუ გაამაყდებით ნურც დიდთა წინაშე. ნუ შეიძულებთ თქვენს უარმყოფელებს, თქვენს მძრახველებს, თქვენს მძაგებლებს, თქვენს ცილისმწამებლებს. ნუ შეიძულებთ ათეისტებს, ავის მქადაგებლებს, მატერიალისტებს, მათ შორის ღვარძლიანებსაც კი, არათუ კეთილებს, რამეთუ ბევრი მათგანი კეთილია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ლოცვისას ისინი ასე მოიხსენიეთ: ღმერთო, ყველა იხსენ, ვისთვისაც არავინ ლოცულობს, იხსენ ისინიც, ვისაც შენს წინაშე ლოცვა არ სურს. იქვე დაუმატეთ, ამას ჩემი სიამაყის გამო არ გთხოვ, ღმერთო, რამეთუ თავად ყველასა და ყოველზე უარესი ვარ... გიყვარდეთ ხალხი ღვთისა, სამწყსოს გადამთიელთ ნუ დაანებებთ, რამეთუ ძილსა და სიზარმაცეს თუ მიეცემით მოზიზღნი, გაამპარტავნებული და, რაც უარესია, ანგარებადაუფლებულნი, მაშინ ყოველი ქვეყნიდან მოვლენ და სამწყსოს წაგგვრიან. ხალხს სახარება დაუცხრომლად განუმარტეთ... მექრთამეობას განეშორეთ... ვერცხლი და ოქრო ნუ გეყვარებათ, ნუ გაეკარებით... გწამდეთ და რწმენის დროშა მაღლა აღმართეთ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. რაც მთავარია, სიცრუეს განერიდეთ, ყოველგვარ სიცრუეს, განსაკუთრებით საკუთარ სიცრუეს. დააკვირდით თქვენს სიცრუეს და შეეცადეთ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ჩასწვდეთ. ზიზღიც განიშორეთ, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ის, რაც საკუთარ არსებობაში სიბილწედ მიგაჩნიათ, უკვე განიწმინდება, თუნდაც მხოლოდ იმით, რაკიღა შეამჩნიეთ. შიშსაც განერიდეთ, თუმცაღა შიში მხოლოდ შედეგია ყოველგვარი სიცრუისა. სიყვარულის ძიებისას ნურასოდეს შეგათრობთ საკუთარი სულმოკლეობა, თქვენივე ცუდი საქციელიც ძალიან ნუ შეგაშინებთ. ვწუხვარ, რომ სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, რამეთუ ოცნებით წარმოსახული სიყვარულისაგან განსხვავებით, ქმედითი სიყვარული სასტიკი და შემაძრწუნებელი რამ გახლავთ. ოცნებით წარმოსახულ სიყვარულს კმაყოფილების მსწრაფად მომნიჭებელი, მყისიერი, თანაც ყველასთვის საჩინო გმირობა სწყურია. ამგვარი მისწრაფებათა შედეგად მართლა შეიძლება, თავიც გაწირონ, თუკი ეს დიდხანს არ გასტანს, სწრაფად მოხდება, როგორც სცენაზე, ყველა ნახავს და ხოტბას შეასხამს. ქმედითი სიყვარული კი შრომა და თავშეკავებულობაა, ხოლო ზოგთათვის კი მთელი მეცნიერებაა. მაგრამ აი, რას გიწინასწარმეტყველებთ: შესაძლოა ზუსტად იმ წუთს, როცა შეძრწუნებული იქნებით იმით, რომ თუმცა ბევრს ეცადეთ, მიზანს არათუ მიუახლოვდით, არამედ თითქოს დაშორდით კიდევაც, - გიწინასწარმეტყველებთ, რომ იმ წუთს მიზანს უეცრად მიაღწევთ და აშკარად იხილავთ თქვენზე გარდმოვლენილ სასწაულმოქმედ ძალას ღმერთისას, ვისაც ნიადაგ უყვარხართ და ვინც ნიადაგ იდუმალად წაგმართავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის არსებობის საიდუმლო ის კი არ არის, რომ მხოლოდ იცხოვროს, არამედ ის, თუ რისთვის იცხოვროს. ადამიანს თუ მყარი წარმოდგენა არა აქვს, რისთვის უნდა იცხოვროს, სიცოცხლეს არ ისურვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბებერ მოთამაშეთ, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებით მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმ წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: „ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი „წმინდა“ მრისხანებისა და მრისხანებიის „წმინდა“ წუთის მიუხედავად.“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წლები და თვეები რა არის, დღეების თვლა რა საჭიროა, ადამიანს ერთი დღეც ეყოფა, ბედნიერება მთლად რომ შეიგრძნოს. ჩემო კარგებო, რას ვდაობთ, ერთმანეთთან თავს რად ვიქებთ, ერთმანეთზე წყენას გულში რად ვიჩერებთ? გვირჩევნია, ბაღში გავიდეთ, ვისეირნოთ და ვინავარდოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი ვაქოთ, ერთმანეთს ვკოცნიდეთ და სიცოცხლეს ვლოცავდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ახლა ყველა მიისწრაფის, სხვებს რაც კი შეიძლება მეტად გაემიჯნოს, საკუთარ არსებობაში სიცოცხლე სრულად განიცადოს, მაგრამ მისი მცდელობის შედეგი სიცოცხლის სრულად განცდის ნაცვლად მხოლოდ თვითმკვლელობაა, რამეთუ თავისი არსების სრულად განსაზღვრის მაგიერ წილად ხვდება სრული განმარტოება. რადგან ჩვენს საუკუნეში ყოველივე ერთეულებად დანახევრდა, ყველა თავის სოროში განმარტოვდა, ყველანი სხვებს ემიჯნებიან, ერთმანეთს ემალებიან, თუკი რამ გააჩნიათ, მალავენ და იმით ამთავრებენ, რომ ადამიანებისგან თავს განარიდებენ და ადამიანებს განირიდებენ. სიმდიდრეს განცალკევებით იხვეჭენ და ფიქრობენ, ძლიერნი და უზრუნველყოფილნი ვართო, მაგრამ უგუნურებმა არ იციან, რაც მეტს მოიხვეჭენ, მით უფრო ეუფლებათ თვითმომსპობი უძლურება. რამეთუ მხოლოდ თავის იმედად ყოფნას არიან მიჩვეულნი, მთლიანს ერთეულებად გამიჯვნიან, მიჩვეულან, რომ ადამიანთაგან შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადამიანებისა და კაცობრიობის რწმენა დაუკარგავთ და მხოლოდ ფულსა და მოპოვებული უფლებების დაკარგვისა ეშინიათ. ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით. მაგრმა ამ საშინელ განმარტოებასაც ჟამი უსათუოდ დაუდგება და ყველანი ერთბაშად მიხვდებიან, ერთმანეთს რა არაბუნებრივად გაემიჯნენ. მაშინ დროების ასეთი სიო დაჰქროლებს და გაიკვირვებენ, წყვდიადში დიდხანს რომ ისხდნენ და სინათლეს ვერ ხედავდნენ, მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე... მანამდე კი დროშას უნდა მოვუაროთ და თითო-ოროლა ვინმემ მაინც მაგალითი უეცრად აჩვენოს, განმარტოებას განერიდოს, გმირობა გამოიჩინოს და ძმური სიყვარული თუნდაც შმაგურად გაამჟღავნოს. რათა დიადი აზრი არ ჩაკვდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი მართალთა დამდაბლებისა და შერცხვენის მოყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცხოვრება ცრემლიანი მორჩილება კი არა, დიადი სიხარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძნელად სატვირთველი ტვირთი ყველას კუთვნილი ვერ იქნება, ზოგნი ვერ გაუძლებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბევრი ადამიანი პატიოსანი სწორედ იმიტომ არის, რომ სულელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თომამ იმიტომ კი არ ირწმუნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა, არამედ იმიტომ, რომ მანამდე თვითონ უნდოდა ერწმუნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაზე ცუდი ოჯახისგანაც შეიძლება ძვირფასი მოგონებები შემოგრჩეს, თუ შენს სულს „ძვირფასის ძიების“ უნარი გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სისულელეები სჭირდება დედამიწას, სისულელეებზე დგას მსოფლიო, ამის გარეშე იქნებ არც არაფერი მომხდარიყო ამქვეყნად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ მსჯავრს დამდებთ ამ მსჯავრისთვისაც მადლობელი ვიქნები! მაგრამ დამინდეთ, ღმერთს ნუ წამართმევთ, რადგან ვიცი, ბედს დავემდურები, ჩემს სულს უმძიმს, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე ის მაწამებდა მხოლოდ, რომ კეთილშობილება მწყუროდა. ფარნით ვეძებდი, დიოგენეს ფარნით, და მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე მაინც მხოლოდ სისაძაგლეებს ჩავდიოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვარ და მე მიყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მსჯავრს ვდებ ჩემს სიცოცხლეს და ვზღავ სიცოცხლით ამ მსჯავრისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, მით უფრო ირწმუნებთ ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას. თუ მოყვასთა თქვენთა თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ადამიანი უყვარს, მას მათი სიხარულიც უნდა უყვარდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტე ადამიანთა მწუხარებას კი არა, სიხარულს ეწვია, პირველი სასწაულის ქმნით ადამიანთა სიხარულს შეეწია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მიწა სიხარულის ცრემლებით დანამე და შეიყვარე ცრემლები შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რა შემზარავ ტრაგედიებს უწყობს ადამიანებს რეალიზმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიარულზეც შეატყობთ რა ხასიათისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუმცაღა ყველაზე უადგილო ფიქრმა იქნებ სიკვდილით დასასჯელ დამნაშავესაც გაუელვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან უაღრესად მგრძნობიარე, მაგრამ როგორღაც გატეხილი ადამიანები. მათი ჯამბაზობა ერთგვარი ღვარძლიანი ირონიაა იმათ მიმართ, ვისაც სიმართლეს პირში ვერ ეუბნებიან მათ წინაშე ხანგრძლივი დამამცირებელი შიშის გამო. ასეთი ჯამბაზობა ზოგჯერ უაღრესად ტრაგიკულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ზეციური პურისთვის ათასი ან თუნდაც ათი ათასი გამოგყვება, იმ მილიონებს რა ეშველება, რომელთაც უარი ვერ თქვეს მიწიურ პურზე ზეციურის სანაცვლოდ? თუ შენთვის მხოლოდ ის ათი ათასი ძლიერი და დიადია ძვირფასი, მილიონები კი, ქვიშასავით მრავალრიცხვოვანი სუსტი, მაგრამ შენი მოყვარული მილიონები მხოლოდ იმ დიადთა გამოსადეგარი მასალაა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველანი თითქოს ოდესღაც შეთანხმებულან, რომ ამის თაობაზე ეცრუათ და აქამდე ცრუობენ, რომ სისაძაგლე სძულთ, გულში კი უყვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეიძლება ამ კატორღელ კაცს ჩამკვდარი გული აღუდგინო და აუღორძინო, შეიძლება წლობით ულოლიავო და ბოლოს ბუნაგიდან მზის სინათლეც გამოიყვანო, უკვე ამაღლებული სული, განაწამები ცნობიერება, ანგელოზი აღადგინო, გმირი ააღორძინო! ისინი კი მრავალი, ასობით არიან. ჩვენ ყველანი კი მათ გამო დამნაშავენი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენი დიადი მწუხარებით კვლავ აღვადგენთ სიხარულს, ურომლისოდაც ადამიანის არსებობა არ შეიძლება, ღმერთი კი არის, რამეთუ ღმერთი გვანიჭებს სიხარულს, ეს მისი დიდი პრივილეგიაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდაც ჩემს თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში - ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული - მაგრამ ვარსებობ! მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის, ეს მთელი სიცოცხლეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აბა სცადე და ქალის წინაშე დანაშაული აღიარე, იმავ წუთს საყვედურებს სეტყვასავით დაგაყრის! პირდაპირ, უბრალოდ არაფრის დიდებით არ გაპატიებს. დაგამცირებს, მოგმჩვარავს, რაც არ ყოფილა, იმასაც გიანგარიშებს, ყველაფერს მოხვეტავს, არაფერს დაივიწყებს, თავისას დაუმატებს და მერეღა გაპატიებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დაძალებულ რწმენას რა ფასი აქვს? რწმენას არ შველის არავითარი საბუთი, განსაკუთრებით მატერიალური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ვარ და ყოველივე ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიმართლე თითქმის ყოველთვის არამახვილგონივრულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ იცი, რომ ეშმაკი ვარ და რომ ვარსებობ, შენ მუდამ ბრაზობ, მე კი გიმეორებ, მთელ ვარსკვლავზედა ცხოვრებას, ყოველ წოდებას დავთმობდი მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჭრის შვიდფუთიანი ცოლის სულად გარდავსახულიყავი და ღმერთისთვის სანთელი დამენთო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უცნაურობა და ახირებულობა საზიანო უფროა, ვიდრე უფლების მომცემი ყურადღების მოპყრობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ცალკერძოებანი ერთიანყოს და საყოველთაო აბდაუბდას რაიმე ერთიანი აზრი გამოუძებნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებულია, ეროვნულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მონობიდან თავისუფლებისკენ ადამიანს ზნეობრივი სრულყოფისთვის მრავალგზის ნაცადი, ათასწლოვანი იარაღი, შესაძლოა, ორლესურ მახვილად გადაიქცეს, ისე რომ ზოგი იქნებ თვინიერებისა და სრული თავშეკავებულობის ნაცვლად, პირიქით, უაღრეს სატანურ ქედმაღლობამდე, ანუ ხუნდებამდე და არა თავისუფლებამდე მიიყვანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენი წილხვედრია ცოდვა, სიცრუე და საცდური, ამქვეყნად ხომ იქ, სადღაც, მაინც არის წმინდანი და უმაღლესი; სამაგიეროდ, ის არის მფლობელი სიმართლისა, სამაგიეროდ, მან იცის სიმართლე; მაშასადამე ამ ქვეყნად სიმართლე არ კვდება, ჰოდა, ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევს და მთელს დედამიწაზე დამკვიდრდება, როგორც აღთქმულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ხალხმა მდუმარე და მრავლისმომთმენი მწუხარება იცის. ეს მწუხარება გულში ჩაგუბდება და დუმს. მაგრამ არის ბობოქარი მწუხარება, გულდარდიანს ცრემლები რომ წასკდება და მალე მოთქმა-გოდებად გადაიქცევა. ასეთი რამ უმეტესად ქალებს ემართებათ. მაგრამ ეს მდუმარე მწუხარებაზე იოლი არ არის. დამწუხრებულს მოთქმა-გოდება გულს უფრო მეტად უწამლავს და უკლავს. ასეთი მწუხარება ნუგეშს კი არ ესწრაფვის, პირიქით, ტკივილის დაუამებლობით საზრდოობს. მოთქმა-გოდება მოთხოვნილებაა ჭრილობის განუწყვეტელი გაღიზიანებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიენები ბედნიერებისათვის არიან შექმნილნი და ვინც სრულად ბედნიერია, მას პირდაპირ შეუძლია თქვას: „ამქვეყნად ღვთის აღთქმა შევასრულეო“. ყველა უმწიკვლო, ყველა წმინდანი, ყველა წმინდა მოწამე ბედნიერი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - იცით, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: თუ ყველას სწამს, ეს აზრი საიდან გაჩნდა? გვარწმუნებენ, რომ თავდაპირველად ყოველივე ბუნების მრისხანე ძალთა წინაშე შიშმა გამოიწვია და ყოველივე ეს არ არსებობს. ჰოდა, ვფიქრობ, მთელი სიცოცხლე მჯეროდა - მოვკვდები და უცებ აღარაფერი იქნება, მხოლოდ „ძირხვენა ამოვა საფლავზე,“ ეს შემზარავია! როგორ დავიბრუნო რწმენა, როგორ? თუმცაღა, მხოლოდ მაშინ მწამდა, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვფიქრობდი და მექანიკურად მწამდა... ახლა იმიტომ მოვედი, რომ გკითხოთ, ეს რით უნდა დამტკიცდეს? ამ შემთხვევასაც თუ გავუშვებ ხელიდან, ჩემს სიცოცხლეში უკვე ვეღარავინ მიპასუხებს. რით უნდა დამტკიცდეს, რით უნდა დარწმუნდე? რა უბედურება მხვდა წილად! ვდგავარ და ირგვლივ ვხედავ, რომ ყველასთვის, თითქმის ყველასთვის, ყველაფერი სულ ერთია, ამაზე ახლა აღარავინ წუხს; მხოლოდ მე, ერთადერთს არ შემიძლია ამის გადატანა. ეს მომაკვდინებელია, მომაკვდინებელია! - ნამდვილად მომაკვდინებელია. მაგრამ დამტკიცება არაფრისა შეიძლება, რომ დარწმუნდე, ეს კი შეიძლება. - როგორ? რანაირად? - ქმედითი სიყვარულის გამოცდილებით. შეეცადეთ, მოყვასი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას მით უფრო ირწმუნებთ. თუ მოყვასთა თქვენთა სრული თანგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ზუსტად ასეთივე რამ, თუმცა დიდი ხნის წინ, მითხრა ერთმა ექიმმა, უკვე ხნიერმა და უდავოდ ჭკვიანმა კაცმა. ისიც თქვენსავით გულწრფელად ლაპარაკობდა, მაგრამ სევდიანად ხუმრობდა. ამბობდა, კაცობრიობა მიყვარს, მაგრამ ჩემი თავისა მევე მიკვირსო: რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა ზოგადად, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ადამიანი კერძოდ, ანუ ცალ-ცალკე, როგორც განცალკევებული პიროვნებანი. ოცნება ხშირად კაცობრიობის მსახურების მგზნებარე წადილით აღმავსებდა და, შესაძლოა, ხალხის გულისთვის თავიც გამეწირა, თუკი უეცრად ეს საჭირო გახდებოდა. ამავე დროს, ერთ ოთახში ვინმესთან ერთად ორ დღესაც კი ვერ გავძლებ; ეს გამოცდილებით ვიცი. ოდნავი სიახლოვეც კი ვინმესი თავმოყვარეობას მილახავს, თავისუფლებას მიბორკავს. საუკეთესო ადამიანსაც კი ერთ დღეში შევიძულებ: ერთს იმის გამო, რომ სადილობისას ჭამა ვერა და ვეღარ მოათავა, მეორეს იმის გამო, რომ სურდო აქვს და ცხვირს წარამარა იხოცავს. გამეკარება თუ არა ვინმე, უმალ მის მტრად გადავიქცევი. სამაგიეროდ, აი, ნიადაგ რა მემართება: ცალკეულ ადამიანებს რაც უფრო მეტად შევიძულებ, კაცობრიობის მიმართ ჩემი სიყვარული მით უფრო მგზნებარებას იძენსო. - მაშ რა უნდა ქნა? ასეთ დროს რა უნდა ქნა? სასოწარკვეთას უნდა მიეცე? - არა, რამეთუ ისიც კმარა, რომ ამის გამო წუხილი გიპყრობთ. ის ჰქმენით, რაც შეგიძლიათ, რადგან საკუთარ თავს ასე გულწრფელად და ღრმად ჩაუკვირდით! ოღონდ თუ ახლა ასე გულწრფელად მხოლოდ იმიტომ მელაპარაკებოდით, რომ ჩემგან შექება დაგემსახურებინათ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ქმედითი სიყვარულის ასპარეზზე ვერაფერს მიაღწევთ. ყოველივე მხოლოდ ოცნებად დაგრჩებათ და მთელი თქვენი ცხოვრება მოჩვენებასავით გაიელვებს და გაქრება. ასე, რა თქმა უნდა, მომავალ ცხოვრებასაც დაივიწყებთ და ბოლოს როგორღაც დამშვიდდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვეყრდნობი დებულებას, რომ ელემენტთა ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ცალკეულად აღებულ არსთა ამგვარი შერევა, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება, თუმცაღა ეს შეუძლებელია და ვერასოდეს მიაღწევს არათუ ნორმალურ, არამედ რამდენამდე შეწონასწორებულ მდგომარეობას, რამეთუ საქმის თვით საფუძველშივე დევს სიცრუე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორც, მაგალითად, სასამართლოს საკითხია, მე მგონი, სრულყოფილი და წმინდა არსით შეუძლებელია. სასულიერო პირი, რომელსაც შევედავე, ამტკიცებს, რომ ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ხოლო მე ვეკამათები, რომ ეკლესიას სახელმწიფოში მხოლოდ რაღაც კი არ უნდა განეკუთვნებოდეს, პირიქით, თვით ეკლესიამ უნდა შეითავსოს მთელი სახელმწიფო, და თუ ეს ამჟამად რატომღაც შეუძლებელია, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, არსებითად, მთელი შემდგომი განვითარების პირდაპირ და უმთავრეს მიზნად უდნა დაისახოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ყოველივე თუ ეკლესიად იქცევა, მაშინ ეკლესია დამნაშავესა და ურჩს თავს კი არ მოკვეთდა, თავისი წიაღიდან განკვეთდა, - განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა. ახლა გეკითხებით, განკვეთილი სად წავიდოდა? მაშინ ხომ იგი არა მხოლოდ ხალხს, როგორც ამჟამადაა, არამედ ქრისტესაც უნდა განშორებოდა. მისი დანაშაული არა მხოლოდ ხალხის, არამედ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხიც იქნებოდა. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამჟამადაც ასეა, მაგრამ განცხადებული ხომ მაინც არ არის და ამჟამინდელი დამნაშავის სინდისი ძალზე ხშირად თავის თავთან გარიგებას იწყებს: „მოვიპარე, მაგრამ ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, ქრისტეს მტერი არ ვარო,“ - აი, რას ეუბნებიან ამჟამინდელი დამნაშავენი საკუთარ თავს ერთპირად, ხოლო როცა ეკლესია სახელმწიფოს ადგილს დაიკავებს, მაშინ ამას ისე ვეღარ იტყოდა, თუ ამქვეყნად არსებულ მთელ ეკლესიას არ უარყოფდა: „ყველანი ცდებიან, ყველა განდგომილია, ყველა ცრუ ეკლესიაა და მხოლოდ მე, ქურდი და მკვლელი ვარ სამართლიანი ქრისტიანული ეკლესიაო.“ ეს ხომ ძალზე ძნელი სათქმელია, უზარმაზარ პირობებს და გარემოებებს საჭიროებს, რაც არც ისე ხშირად არსებობს. ახლა, მეორე მხრივ, ავიღოთ თვით ეკლესიის შეხედულება დანაშაულის თაობაზე: განა, არ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი, თითქმის წარმართული შეხედულების საპირისპიროდ და ნაცვლად დასნებოვნებული წევრის მექანიკური განკვეთისა, როგორც ამჟამად საზოგადოების დასაცავად ხდება. არ უნდა გარდაიქმნას და სრულად, სიყალბის გარეშე, ადამიანის აღორძინების, მისი აღდგომისა და ხსნის იდეად არ უნდა იქცეს? - მაინც რა არის ეს? ახლაც ვერ გამიგია, - შეაწყვეტინა მიუსოვმა, - ისევ რაღაც ოცნებაა. უფორმო რაღაცაა და გაგება შეუძლებელია. რა განკვეთა, როგორი განკვეთა? მე მგონი, უბრალოდ, თავის შესაქცევად ლაპარაკობთ, ივან ფიოდოროვიჩ. - ახლაც ხომ სინამდვილეში იგივე ხდება, - უეცრად წამოიწყო ბერ-მოძღვარმა და უკლებლივ ყველა მას მიაჩერდა, - ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ხომ მაშინ ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, როგორც ახლა ბრძანეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება. - ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რანაირად? - უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მიუსოვმა. - აი, ამნაირად, - წამოიწყო ბერ-მოძღვარმა. - ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარ გაროზგვით ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არც ერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამაზე უნდა დამეთანხმოთ. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიის წინაშე. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიას წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდადების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს რა დაემართებოდა, ო, უფალო! თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, მას ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდადების შემდეგ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რუსი დამნაშავისთვის, რამეთუ რუსი დამნაშავენი ჯერ კიდევ მორწმუნენი არიან. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა - დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებით კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ევროპაში საკუთარ თავზე) - სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან, უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული. ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამართლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არა მარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობით შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებს, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, - ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია. ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეკლესია არ გადიქცევა სახელმწიფოდ! ეს რომია და მისი ოცნება. ეს ეშმაკის მესამე ცდუნებაა! პირიქით, სახელმწიფო გარდაიქცევა ეკლესიად, ეკლესიამდე აღმაღლდება და ეკლესია იქნება მომცველი მთელი ქვეყნიერებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ის „უწმინდური,“ „ცუდი ყოფაქცევის ქალი,“ შესაძლოა, თავად თქვენზე წმინდა იყოს, თავის ხსნისთვის მზრუნველო ბატონო მღვდელმონაზვნებო! - შეუტია ფიოდორ პავლოვიჩმა. - იქნებ სინორჩისას იმსხვერპლა საზოგადოებამ. მაგრამ მან „შეიყვარა ფრიად,“ ხოლო ვინც ფრიად შეიყვარა, მას ქრისტემაც შეუნდო... - ქრისტეს ასეთი სიყვარულის გამო არ შეუნდვია... - ვეღარ მოითმინა და შესძახა თვინიერმა მამა იოსებმა. - არა, ასეთი სიყვარულის გამო, სწორედ ამ სიყვარულის გამო, ბერებო, ამ სიყვარულის გამო! თქვენ აქ კომბოსტოთი გწადიათ, თავი იხსნათ და გგონიათ, რომ წმინდანები ხართ! ლიფსიტებს ჭამთ, დღეში თითო ლიფსიტას, და გგონიათ, რომ ღმერთს გულს მოუგებთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენთან არს ქრისტე. დაიფარე გულსა შინა შენსა და ისიც დაგიფარავს. დიად მწუხარებას იხილავ და მწუხარებასა შინა იქნები ბედნიერი. ამას გიანდერძებ: მწუხარებაში ეძიე ბედნიერება. იღვაწე, დაუცხრომლად იღვაწე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სალოსებმა ასე იციან: სამიკიტნოს წინ პირჯვარს იწერენ, ტაძარს კი ქვას უღერებენ. შენი ბერ-მოძღვარიც ამას სჩადის: წმინდანს ჯოხის ცემით გააგდებს, ხოლო მკვლელს თავდახრით დაუჩოქებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცს შეუყვარდება რაიმე სილამაზე, ქალის სხეული, ანდა ქალის სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი (ამას ავხორცი მიხვდება), ჰოდა, ეს სიყვარული გააწირვინებს საკუთარ შვილებს, დედ-მამასა და სამშობლოს; პატიოსანი კაცი იქურდებს, თვინიერი ყელს გამოსჭრის ვინმეს, ერთგული მოღალატედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წმინდა ბერო, მზა ლუკმისთვის მონასტერში კი ნუ ხარ გამოკეტილი და ჯილდოს იქ, მაღლა კი ნუ ელი, ცხოვრებაში იყავი სათნო და საზოგადოებას სარგებლობა მოუტანე, - აი ეს უფრო ძნელი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის ატანა არ შემიძლია, რომ ზოგნი, ამაღლებული სულისა და მაღალი გონების მქონენიც კი, მადონას იდეალით იწყებენ და სოდომის იდეალით ამთავრებენ. უფრო შემზარავია, როცა ვინმე, სულში უკვე სოდომის იდეალის მქონე, არც მადონას იდეალს უარყოფს, გულში ეს იდეალი უღვივის, ჭეშმარიტად უღვივის, როგორც სიყრმის უმწიკვლო წლებში. ეშმაკმა უწყის, ეს რა არის! რაც გონებას სამარცხვინოდ მიაჩნია, გულს ჭეშმარიტ მშვენიერებად ესახება. მშვენიერება სოდომშია? დამიჯერე, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის სოდომშია. საშინელებაა, რომ მშვენიერება მხოლოდ შემზარავი კი არა, საიდუმლოებით მოცულიცაა. აქ სატანა და ღმერთი იბრძვიან, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცმა ზოგჯერ აღტაცების გამო შეიძლება თავი მოიკლას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს, მის ირგვლივ მყოფთა შორის სიცოცხლის ღირსი ვინ არის და ვინ ნაკლებად ღირსია? - ღირსია თუ არა, ამის მიხედვით გადაწყვეტა რა საჭიროა? ადამიანთა გულებში ეს საკითხი უმეტესად იმის მიხედვით კი არ წყდება, ვინ რისი ღირსია, არამედ სხვა, ბევრად უფრო ბუნებრივი მიზეზით. ხოლო თუ უფლებაზე მიდგება საქმე, სურვილის უფლება ვიღას არა აქვს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩემო კეთილნო, უწყოდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი უეჭველად დამნაშავეა ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის მაგიერ არა მარტო ზოგადი მსოფლიო დანაშაულის გამო, არამედ თითოეული პირადად მთელი ხალხისა და ყოველი ადამიანის განვლილი გზისა. რამეთუ ბერები სხვანაირნი კი არა, ისეთივენი არიან, როგორც მართებს ამქვეყნად ყოველ ადამიანს. მხოლოდ მაშინ აღგევსება გული უსასრულო, ქვეყნიერების მომცველი, ზღვარდაუდებელი სიყვარულით. ყოველი თქვენგანი მხოლოდ მაშინ შეძლებს, მთელი სამყარო სიყვარულით მოიპოვოს და ცრემლით თავისით მსოფლიო ცოდვანი განრეცხოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიბილწეს ყველა აგინებს, ყველანი კი მაინც სიბილწეს ეტანებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კატერინა ივანოვნას არასოდეს ვყვარებივარ! მე რომ მიყვარს, ეს ყოველთვის იცოდა, თუმცა მასთან ჩემს სიყვარულზე ერთი სიტყვაც არ დამცდენია. იცოდა, მაგრამ არ ვუყვარდი! მისი მეგობარიც არასოდეს, ერთ დღესაც არ ვყოფილვარ; ზვიად ქალს ჩემი მეგობრობა არ ესაჭიროებოდა. ახლოს მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ გამუდმებით შური ეძია. შურს იძიებდა იმ შეურაცხყოფათა გამო, რასაც გამუდმებით, ყოველ წუთას დიმიტრისგან იტანდა მათი პირველი შეხვედრიდან დღემდე... იმიტომ რომ პირველი შეხვედრაც მის გულში შეურაცხყოფად ჩარჩა. აი, როგორი გული აქვს! მე ახლა მივდივარ, კატერინა ივანოვნა, მაგრამ იცოდეთ, რომ მართლა მხოლოდ იგი გიყვართ. თანაც, რაც უფრო მეტად შეურაცხგყოფთ, მით უფრო მეტად და მეტად გეყვარებათ. აი, ეს არის თქვენი თვითგვემა. იგი სწორედ ისეთი გიყვართ, როგორიც არის, გიყვართ თქვენი შეურაცხმყოფელი. თუ გამოსწორდება, უმალ მიატოვებთ და მისი სიყვარული საერთოდ გაგიქრებათ. იგი გჭირდებათ, რათა მისდამი თქვენს თავგანწირულ ერთგულებას განუწყვეტლივ ჭვრეტდეთ, ხოლო მას ორგულობას უსაყვედურებთ. ეს ყოველივე თქვენი ზვიადობის გამოა. ოჰ, აქ მრავალგზის დამცირება და დამდაბლებაა, მაგრამ ყოველივე ზვიადობის შედეგია... მე ძალზე ახალგაზრდა ვარ და ძალზე ძლიერად მიყვარდით. ვიცი, რომ ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, უბრალოდ განგშორებოდით და ეს თქვენც ნაკლებად შეურაცხგყოფდათ. მაგრამ მე ხომ შორს მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები. მე ხომ სამუდამოდ გშორდებით... არ მსურს, თვითგვემის დამსწრე ვიყო... მშვიდობით, კატერინა ივანოვნა, ჩემზე არ უნდა გაბრაზდეთ, იმიტომ რომ მე თქვენზე ასჯერ მეტად ვარ დასჯილი: დასჯილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ვეღარასოდეს გიხილავთ. მშვიდობით. ხელს ნუ გამომიწვდით. თქვენ ძალზე შეგნებულად მტანჯავდით და ახლა არ ძალმიძს, რომ შეგინდოთ. მერე შეგინდობთ, ახლა კი ხელს ნუ გამომიწვდით. Den Dank, Dame, begehr ich nicht, - ჯილდო არ მჭირდება, ქალბატონო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დამცირებულ კაცს ძალიან უმძიმს, ყველანი კეთილიმსყოფლებივით რომ დაუწყებენ ცქერას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანებზე ერთთავად როგორც ბავშვებზე, ისე უნდა ვმზრუნველობდეთ, ხოლო ზოგს როგორც საავადმყოფოში ავადმყოფებს, ისე უნდა ვუვლიდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუნდაც ცხოვრების რწმენა დავკარგო, საყვარელმა ქალმა იმედი გამიცრუოს, ქვეყნიერებაზე წესრიგი თუა, აღარ მჯეროდეს, პირიქით, თუნდაც დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მოუწესრიგებელია, დაწყევლილია და ყველგან ეშმაკური ქაოსი სუფევს, ამქვეყნად ყოველივეზე გული რომ გამიტყდეს, სიცოცხლის წყურვილი მაინც არ გამინელდება და რაკიღა ამ თასს დავეწაფე, აღარც მოვცილდები, ვიდრე მთლად არ დავცლი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე მწყურია და ვცოცხლობ თუნდაც ლოგიკის საპირისპიროდ. ამქვეყნიური წესრიგი, ვთქვათ, არ მწამს, მაგრამ მიყვარს გაზაფხულზე გაფურჩქნული კვირტები. ლურჯი ცა, მიყვარს ზოგი ადამიანი, რომელიც, თუ დამიჯერებ, ზოგჯერ არც კი ვიცი, რატომ მიყვარს, მაგრამ გულით მაინც ძველებურად ვეთაყვანები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე უნდა შეიყვარო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი - აზრი ღმერთის აუცილებლობაზე - გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს. ხოლო მე, დიდი ხანია, გადავწყვიტე, არ ვიფიქრო ამაზე: ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არსებობს თუ არ არსებობს ღმერთი? ეს საკითხი სრულიად უჩვეულოა მხოლოდ სამი განზომილების გაგების უნარით შექმნილი გონებისათვის. მაშასადამე, ღმერთს ვაღიარებ, თანაც ხალისით, უფრო მეტიც, ვაღიარებ მის სიბრძნეს, მის მიზანსაც, ჩვენთვის სრულიად შეუცნობელს, მწამს წესრიგიანობა და აზრი ცხოვრებისა, მწამს მარადიული ჰარმონია, რისკენაც თითქოს ყველა მივემართებით, მწამს სიტყვა, რომლისკენაც სამყარო მიისწრაფვის და რომელიც თვით იყო ღმერთთან და რომელიც თვით არის ღმერთი. მგონი, სწორ გზას ვადგავარ, არა? მაგრამ, წარმოიდგინე, საბოლოო ჯამში ღმერთის საუფლო ქვეყნიერებას არ ვაღიარებ და არ შემიძლია, რომ ვცნო. ამასაც დავუმატებ: ყრმასავით მწამს, რომ ტანჯვა დასრულდება და წყლულებები მოშუშდება, ადამიანთა წინააღმდეგობის მთელი სამარცხვინო კომიზმი უსუსური მირაჟივით, უძლური და კნინი გონების მონაჩმახივით, ადამიანის ევკლიდური გონების ატომივით გაქრება და ბოლოს, სამყაროს ფინალში, მარადიული ჰარმონიის ჟამს, ქვეყნიერებას მოევლინება რაღაც ისეთი ძვირფასი, რაც ყველას გულს აღავსებს, ყოველნაირ გულისწყრომას დააცხრობს, რაც იკმარებს კაცთა მთელი ბოროტების, მათგან დაღვრილი მთელი სისხლის გამოსასყიდად, იკმარებს არა მარტო შესანდობად, არამედ გასამართლებლადაც იმისა, რაც ადამიანებს ჩაუდენიათ, - დაე, ეს მოხდეს, დაე, ეს მოგვევლინოს, მაგრამ მე ამას არ ვაღიარებ და არც მინდა, ვაღიარო! პარალელური ხაზები თუნდაც შეერთდეს და ეს თავად დავინახო: დავინახო და ვთქვა, რომ შეერთდა, მაინც არ ვაღიარებ. აი, ალიოშა, ჩემი მრწამსი, აი, ჩემი თეზისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანში, რა თქმა უნდა, მხეცი იმალება, მრისხანე მხეცი, განაწამები მსხვერპლის ყვირილით ტკბობის ავხორცული ჟინით ანთებული მხეცი, ჯაჭვებაწყვეტილი, დაუოკებელი მხეცი, გარყვნილების ჟამს რომ შეჰყრია მრავალი სენი, ნიკრისი, თირკმლების დაავადება და სხვა. ამ ხუთი წლის საბრალო გოგონას განათლებული მშობლები რანაირად არ აწამებდნენ. სცემდნენ, წკეპლავდნენ, წიხლს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რას ერჩოდნენ, მთელი სხეული დაულურჯეს. ბოლოს უკიდურეს დახვეწილობას მიაღწიეს: სიცივეში, ყინვაში, მთელ ღამეს ფეხისადგილში ამწყვდევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით გადაყენებას არ ითხოვდა (ანგელოზური ღრმა ძილით მძინარე ხუთი წლის ბავშვს თითქოს ისიც შეუძლია, რომ გადაყენება ითხოვოს), - ამის გამო მთელ სახეს განავლით უთხუპნიდნენ, აიძულებდნენ, ეს განავალი ეჭამა, და მას დედა სჩადიოდა, დედა! თანაც ამ დედას შეეძლო სძინებოდა, როცა ღამით უწმინდურ ადგილას ჩამწყვდეული ბავშვის კვნესა გაისმოდა! გესმის, თუ არა, პატარა არსება, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაუგია, რას ერჩიან, უწმინდურ ადგილას, სიბნელესა და სიცივეში ერთი ბეწვა მუშტს აქვითინებულ მკერდში იბაგუნებს და სისხლნარევი, უწყინარი, თვინიერი ცრემლებით ღმერთს შესტირის, დამიცავიო, - გესმის, ეს რა უაზრობაა, ჩემო მეგობარო და ჩემი ძმაო, ჩემო ღვთის მორჩილო და თვინიერო, გესმის, ეს უაზრობა რა საჭიროა და რატომაა შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ამქვეყნად ვერც იარსებებდა, რამეთუ სიკეთესა და ბოროტებას ვერ შეიცნობდაო. რა საჭიროა ამ ეშმაკეული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა, თუკი ასეთ ფასად დაჯდება? მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ადამიანის „მხეცურ“ სისასტიკეზე ლაპარაკობენ, რაც მხეცების მიმართ ძალზე არასამართლიანი და დამამცირებელია: მხეცი ვერასოდეს იქნება ისეთი სასტიკი, როგორიც ადამიანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გაივლის საუკუნეები და კაცობრიობა თავისი სიბრძნისა და მეცნიერების პირით იტყვის, რომ დანაშაულობანი არ არსებობს და, მაშასადამე, არც ცოდვა არსებობს, არიან მხოლოდ მშიერნი. „დააპურე და სათნოება მერე მოსთხოვე!“ - აი, რას დააწერენ იმ დროშაზე, რომელსაც შენს წინააღმდეგ აღმართავენ და რომლითაც შენი ტაძარი დაემხობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის დაეუფლება, ვინც მის სინდისს დაამშვიდებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გათავისუფლებული ადამიანისთვის იმაზე უფრო გამუდმებული და მტანჯველი საზრუნავი არა არის რა, როგორც კი თავისუფალი შეიქნება, სასწრაფოდ მოძებნოს ის, ვისაც თაყვანი უნდა სცეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სამი ძალა, მხოლოდ სამი ძალა არსებობს, რის მეშვეობითაც შესაძლოა ამ ძალნაკლულ მეამბოხეთა სინდისის საუკუნოდ ძლევა და მოხიბვლა მათივე ბედნიერებისთვის. - ეს სამი ძალაა: სასწაული, საიდუმლოება და ავტორიტეტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი სასწაულს ოდნავ უარყოფს თუ არა, უმალ ღმერთსაც უარყოფს, რამეთუ ადამიანი ღმერთს ისე არ ეძიებს, როგორც სასწაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჭკვიან კაცთან საუბარი საინტერესოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ეს გავიგოთ, ამის გაგებას თუ ვინდომებთ, მთელი ქვეყნიერება სამოთხედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მზის ამოსვლას ყოველდღიურად შევხარი, ჩემი გული ყოველდღიურად უმღერის, მაგრამ უკვე უფრო მეტად მზის ჩასვლა, მისი გრძელი, ალმაცერი სხივები მიყვარს, მასთან ერთად წყნარი, თვინიერი, გულის ამაჩუყებელი მოგონებანი, საყვარელი სახებანი, რაც ხანგრძლივი და კურთხეული სიცოცხლის მანძილზე გულში ჩამრჩენია - ხოლო ყველაფერს გულის მომლბობი, შემრიგებელი, ყოვლის შემნდობი ღვთიური სიმართლე ასხივოსნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უბირი კაცის გულში ჩაგდებული თესლი არ მოკვდება, მარად იცოცხლებს, წყვდიადსა და ცოდვათა წიაღში ნათელი წერტილივით იკიაფებს, როგორც დიადი შეგონება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ღმერთი არ სწამს, ღვთის ხალხისაც არაფერს ირწმუნებს. ვინც ღვთის ხალხისას ირწმუნებს, იმასაც განჭვრეტს, რაც ხალხისთვის წმინდათაწმიდაა, თუნდაც მისი რწმენა მანამდე სრულებით არ ჰქონდეს. მხოლოდ ხალხი და მისი მომავალი სულიერი ძალა მოაქცევს მშობლიური მიწიდან მოწყვეტილ ჩვენს ათეისტებს. რა არის ქრისტეს სიტყვა მაგალითის გარეშე? ხალხი ღვთის სიტყვის გარეშე დაიღუპება, რამეთუ მის სულს სიტყვა და ყოველგვარი მშვენიერების აღქმა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე ღვთიური რა კარგი, რა დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის გარდა ყოველივე სრულყოფილია, უცოდველია და ჩვენზე უწინარეს მათთანაა ქრისტე, რამეთუ სიტყვა ყველასთვისაა, ყოველი ქმნილება და ყოველი არსი, ყოველი ფოთოლი სიტყვისკენ მიისწრაფის, ღმერთს სადიდებელს უგალობს, ქრისტეს გამო ტირის, თავისდა უცნობელად იდუმალ, უცოდველ არსებობას აღასრულებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეუმზადებელი ერისკაცი სირცხვილისკენ ისეა მიდრეკილი, ზოგჯერ თავისი უსამართლიანესი საქციელისაც რცხვენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამანო და მოძღვარნო, რა არის ბერი? განათლებულ სამყაროში ზოგნი ამ სიტყვას ჩვენს დროში დაცინვით წარმოთქვამენ, ზოგნი კი სალანძღავად. რაც ხანი გადის, ეს უფრო მატულობს. მართალია, ოჰ, რა მართალია! ბერთა შორის მრავლად არიან მუქთახორები, ფუფუნების მოყვარენი, გემოთმოყვარულნი და თავხედი მაწანწალები. ამას მიგვითითებენ განათლებული ერისკაცნი: „თქვენ უქნარები და საზოგადოების უსარგებლო წევრები, სხვისი ნაოფლარით მცხოვრებნი, უსინდისო მათხოვრები ხართო“. ამ დროს ბერთა შორის რამდენნი არიან თავმდაბალნი და თვინიერნი, განმარტოებისა და მყუდროებაში მგზნებარე ლოცვის მსურველნი. განმარტოებით მყოფთ უძველეს მამათა, მოციქულთა და წამებულთაგან ღვთიური სიმართლის სიწმინდით გადმოცემული ქრისტეს სახება დიდმშვენიერად და შეურყევლად აქვთ გულში ჩამარხული და როცა საჭირო იქნება, წარმოუჩენენ სიმართლეშერყეულ ქვეყნიერებას. დიადია აზრი ესე. ვარსკვლავი ესე აღმოსავლეთით აღმობრწყინდება. ამას ვფიქრობ ბერზე და ნუთუ ეს მცდარია, ნუთუ ქედმაღლურია? შეხედეთ ერისკაცებს და ღვთის ხალხზე ყოველგნით განდიდებულთა სამყაროს, ღვთის სახება და მისი სიმართლე იქნებ იქ დამახინჯდა? მათ მეცნიერება აქვთ, ხოლო მეცნიერებას მხოლოდ ის გააჩნია, რაც გრძნობებს ექვემდებარება. ხოლო სულიერი სამყარო, ადამიანში არსებობის უმაღლესი ნახევარი საერთოდ უარყოფილია, ერთგვარი ზარ-ზეიმით, სიძულვილითაც კი, განდევნილია. ქვეყნიერებამ თავისუფლება გამოაცხადა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. მერედა რას ვხედავთ ამ თავისუფლებაში: მხოლოდ მონობას და თვითმკვლელობას! რამეთუ ქვეყნიერება ამბობს: „რადგან მოთხოვნილება გაგაჩნია, მაშ დაიკმაყოფილე, რამეთუ ისეთი უფლებები გაქვს, როგორც წარჩინებულებს და მდიდრებს. დაკმაყოფილებას ნუ მოერიდები, პირიქით, მეტი ინდომე“ - აი მსოფლიოს ამჟამინდელი მოძღვრება. ამას უწოდებენ თავისუფლებას. რას იძლევა ეს უფლება მოთხოვნილებათა მატებისა? მდიდართათვის განცალკევებასა და თვითმკვლელობას, ღატაკთათვის შურსა და მკვლელობას, რამეთუ უფლებები კი მისცეს, მაგრამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებანი არ მიუთითეს. როცა თავისუფლება მოთხოვნილებათა მატება და დაკმაყოფილება ჰგონიათ, თავიანთ ბუნებას ამახინჯებენ, რამეთუ გულში აღიძრავენ მრავალ უაზრო და უგუნურ სურვილს, ჩვევას და სულელურ გამონაგონს. მხოლოდ ერთმანეთის შურისთვის, ფუფუნებისა და ამპარტავნობისთვის არსებობენ. წვეულებათა გამართვა, ცხენები, ეტლები, ჩინები, მონა-მსახურები უკვე ისეთ აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ ამას თუნდაც სიცოცხლეს, ღირსებას, კაცთმოყვარეობას ანაცვალებენ, რათა ეს აუცილებლობა დაიკმაყოფილონ და თავსაც კი იკლავენ, თუ დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. ვინც მდიდრები არ არიან, ასეთივე რამ ემართებათ, ხოლო ღატაკები მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობასა და შურს ჯერხანად ლოთობით იხშობენ. მაგრამ მალე ღვინით კი არა, სისხლით დათვრებიან, მათ აქეთკენ უბიძგებენ. გეკითხებით: ასეთი ადამიანი განა თავისუფალია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სულ უფრო და უფრო ქრება აზრი კაცობრიობის სამსახურისა, ძმობისა და ადამიანთა ერთიანობისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, დანაშაული როგორღა იარსებებს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა ცოდვები ნუ შეგაშინებთ, ადამიანი მისი ცოდვებიანად გიყვარდეთ, რამეთუ ეს უკვე ღვთიური სიყვარულის მსგავსია და მიწიერი სიყვარულის მწვერვალია. გიყვარდეთ ყოველივე, რაც ღვთის შექმნილია, ერთიანადაც და ყოველი ქვიშის მარცვალიც. ყოველი ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი გიყვარდეთ. გიყვარდეთ ცხოველები, გიყვარდეთ მცენარენი, გიყვარდეთ ყოველი საგანი. თუ ყველა საგანი გეყვარებათ, საგნებში არსებულ ღვთიურ საიდუმლოს ჩასწვდებით. ერთხელ თუ ჩასწვდები, მერე განუწყვეტლივ იწყებ მის შეცნობას სულ უფრო მეტად და მეტად, ყოველდღიურად. და ბოლოს მთელ ქვეყნიერებას უკვე მთლიანად შეიყვარებ ყოვლისმომცველი სიყვარულით. ცხოველები შეიყვარეთ: მათ ღმერთმა აზრის საწყისი და უშფოთველი სიხარული მიანიჭა. ნუ შეაშფოთებთ, ნუ გააწვალებთ, სიხარულს ნუ წაართმევთ, ღვთიურ აზრს ნუ აუმხედრებთ. ადამიანო, ცხოველს ზვიადად ნუ მოეპყრობი: ისინი უცოდველნი არიან, ხოლო შენ შენი სიდიადით დედამიწას აბინძურებ ამქვეყნად შენი არსებობისას და ამქვეყნად წასვლის მერე ბინძურ კვალს ტოვებ. ვაი, რომ ასეთია თითქმის ყოველი ჩვენთაგანი! განსაკუთრებით ბავშვები გიყვარდეთ, რამეთუ ისინიც უცოდველნი არიან, როგორც ანგელოზები, და ჩვენი გრძნობების აღმძვრელებად, ჩვენი გულის განსაწმენდად და გზის მიმთითებლად არსებობენ. ვაი მას, ვინც ბავშვს შეურაცხყოფს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბრიყვები იმიტომ არსებობენ, რომ ჭკვიანები ასარგებლონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე, რაც ჭეშმარიტი და მშვენიერია, მუდამ ყოვლისმიმტევლობით აღვსილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რანაირ შერცხვენასა და ზნეობრივ დაცემას ეგუება ეჭვიანი ისე, რომ სინდისის ქენჯნას ოდნავადაც არ განიცდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვერც კი წარმოიდგენთ, რას შეეგუება და შეურიგდება, რას მიუტევებს ზოგი ეჭვიანი! ეჭვიანები ყველაზე უწინარეს მიუტევებენ და ეს ყველა ქალმა იცის. ეჭვიანს ძალზე მალე (რა თქმა უნდა, თავდაპირველად საშინელი სცენების გამართვის შემდეგ) შეუძლია, მიუტევოს, მაგალითად, უკვე თითქმის დამტკიცებული ღალატი, თავისივე თვალით ნანახი ხვევნა-კოცნა, თუკი ამავე დროს დაიჯერებს, რომ ეს „უკანასკნელად“ მოხდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია და ამიტომაც აკრძალულიც აღარაფერი არ უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არა გწამთ? - პირიქით, ღმერთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთი მხოლოდ ჰიპოთეზაა... მაგრამ.... ვაღიარებ, რომ იგი საჭიროა, წესრიგისათვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტიანული სარწმუნეობა მდიდრებმა და დიდგვაროვნებმა დაბალი კლასის დასამონებლად გამოიყენეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვაღიარებ, რომ ქალი ქვემდგომი არსებაა და უნდა გემორჩილებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როცა ადამიანები დანაშაულს ესწრაფვიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მრავალნი პატიოსნები არიან იმის გამო, რომ ბრიყვები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი გიჯობს მტრად გყავდეს, ვიდრე მეგობრად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წარმოგიდგენიათ, მათ ჰგონიათ, რომ რწმენისთვის სასარგებლონი არიან, რადგან ეშმაკები საიქიოდან რქებს უჩვენებენ. „ეს უკვე იმის, ასე ვთქვათ, მატერიალური საბუთია, საიქიო რომ არსებობსო.“ საიქიო და მატერიალური საბუთი, რა ხალხია! ამასთანავე, ეშმაკი თუნდაც დასაბუთებული იყოს, განა გვეცოდინება, რომ ღმერთიც დასაბუთებულია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძილში, განსაკუთრებით კოშმარში, ადამიანს ზოგჯერ ისეთი მხატვრული რამ ესიზმრება, ისეთი რთული და რეალური სინამდვილე, ისეთი მოვლენები ანდა მოვლენათა მთელი სამყაროც კი, ისეთ ინტრიგებზე აგებული, ისეთი მოულოდნელი წვრილმანები, თქვენებური უმაღლესი გამოვლენებიდან დაწყებული, გულისპირის უმცირესი ღილით დამთავრებული, ლევ ტოლსტოიც რომ ვერ შეთხზავდა. ზოგი ხომ სიზმარში ბედსაც კი ეწვევა ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი კეთილგონივრულად რომ იყოს, მაშინ არაფერი მოხდებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ტანჯვა არის ცხოვრება. სატანჯველის გარეშე ცხოვრებაში რა სიამოვნება იქნებოდა - ყველაფერი უსასრულო პარაკლისად გადაიქცეოდა, რაც წმინდაა, მაგრამ მოსაწყენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არც შენ გწამს? - რანაირად გითხრა, მაგრამ თუ სერიოზულად მეკითხები... - ღმერთი არის თუ არ არის? - დაჟინებით შეჰყვირა ივანმა. - მაშ სერიოზულად მეკითხები? ჩემო კარგო, ღმერთმანი არ ვიცი, სიმართლეს გეუბნები. - არ იცი, ღმერთს კი ხედავ? არა, შენ თავად შენ არა ხარ, შენ ხარ მე, მხოლოდ მე და მეტი არაფერი! სისაძაგლე ხარ, ჩემი ფანტაზია! - უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მე და შენ ერთი და იგივე ფილოსოფიის მქონენი ვართ. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, - ეს ნამდვილად ვიცი, ხოლო ყოველივე დანარჩენი, რაც ჩემს ირგვლივაა, მთელი სამყაროები, ღმერთი და თვით სატანაც კი - ჩემთვის დამტკიცებული არ არის, თავისთავად არსებობს თუ მხოლოდ ჩემი ემანაციაა, ჩემი ნაადრევად არსებული და ერთპიროვნული მეს თანამიმდევრული განვითარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რწმენასა და ურწმუნოებას შორის მონაცვლეობით გატარებ, რადგან ჩემი მიზანი მაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - როდისმე თუ გიცდუნებიათ ისეთნი, კალიებით რომ საზრდოობენ და უკაცრიელ უდაბნოში ჩვიდმეტ წელიწადს ლოცულობენ, ხავსი რომ მოსდებიათ? - ჩემო კარგო, მხოლოდ ამას ვაკეთებდი. მთელ ქვეყნიერებას, მთელ ქვეყნიერებებს დაივიწყებ, ასეთ ვინმეს კი აღარ დაეხსნები, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი ბრილიანტია. ერთი ასეთი სული ხან მთელი თანავარსკვლავედის ტოლფასია - ჩვენ ხომ სხვა არითმეტიკა გვაქვს. ასეთი გამარჯვება ხომ ძვირფასია! ხოლო ზოგი მათგანი ხომ, ღმერთმანი, განვითარებით შენ არ ჩამოგივარდება, თუცმა ამას არ დაიჯერებ: ერთსა და იმავე ჟამს რწმენისა და ურწმუნოების ისეთ უფსკრულებს ჭვრეტენ, ზოგჯერ მართლა მოგეჩვენება, ერთი მისხალიც და კაცი „თავდაყირა“ გადაეშვებაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ო, მე მიყვარს ჩემი ფიცხი, ახალგაზრდა სიცოცხლის წყურვილით ათრთოლებული მეგობრების ოცნებები! იმათ ჰგონიათ, რომ ყველაფერს დაანგრევენ და ანთროპოფაგიით დაიწყებენ. სულელები, მე არ დამეკითხნენ! მე მგონი, არაფრის დანგრევა არ არის საჭირო, ადამიანს მხოლოდ ღმერთის იდეა უნდა მოუსპო, აი, საქმეს რით უნდა შეუდგე! ამით, დიახ, ამით უნდა დაიწყო - ბრმები არიან, არაფერი გაეგებათ! როცა კაცობრიობა ღმერთს უკლებლივ განუდგება, მაშინ თავისთავად, ანთროპოფაგიის გარეშე, მთელი ადრინდელი მსოფლმხედველობა და, რაც მთავარია, მთელი ადრინდელი ზნეობა დაემხობა, შემდეგ კი ყოველივე ახალი დაიწყება. ადამიანები გაერთიანდებიან, რათა ცხოვრებისგან მიიღონ ყველაფერი, რის მოცემაც კი ცხოვრებას შეუძლია, მაგრამ უსათუოდ მარტო ამქვეყნად ბედნიერებისა და სიხარულისთვის. ადამიანს ღვთაებრივი, ტიტანურად ამაყი სული განადიდებს და ღმერთკაცად აქცევს. ნებისყოფისა და მეცნიერების შემწეობით ბუნებას იგი ყოველ წუთას უკვე შეუზღუდველად დაამარცხებს, რაც ყოველ წუთას ისეთ სიამოვნებას მიანიჭებს, რომ ეს ადრინდელ ზეციურ სიამეთა სასოების მაგივრობას გაუწევს. ყველა შეიმეცნებს, რომ სრულად მოკვდავია, აღარასოდეს აღდგება და სიკვდილს ღმერთივით მშვიდად, ამაყად შეეგებება. სიამაყე მიახვედრებს, რომ არ უნდა დრტვინავდეს იმის გამო, რომ სიცოცხლე წარმავალია და ძმასსა თვისსა უკვე ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეიყვარებს. სიყვარული დააკმაყოფილებს მარტოოდენ წამიერი სიცოცხლისას, მაგრამ თვით იმის შეგრძნება, რომ სიცოცხლე წამიერია, სიყვარულის ცეცხლს იმდენად გააძლიერებს, რამდენადაც ადრე იმქვეყნიურ და უსასრულო სიყვარულის სასოებას ბადებდა. და ასე შემდეგ, ასე შემდეგ ამგვარადვე. დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბნედით ძალზე გატანჯული სნეულნი ერთთავად განუწყვეტელი და, რა თქმა უნდა, ავადმყოფური თვითდადანაშაულებისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი იტანჯებიან რაღაცაში და ვიღაცასთან თავიანთი „დანაშულობის“ გამო, სინდისის ქენჯნა აწამებთ, ხშირად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც კი, აზვიადებენ, ხანაც თავიანთ თავს თავადვე უგონებენ სხვადასხვა დანაშაულსა და ბოროტმოქმედებას. ასეთი სუბიექტი შიშისა და დაშინების შედეგად მართლა დამნაშავე ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შებღალული ბუნება და დამნაშავე გული, ყოველგვარ მიწიერ მართლმსაჯულებაზე უფრო სრულად არის თავისივე განმსჯელი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეს გახლავთ ჟამი ცხოველური შიშის ჭვრეტისა, როცა დამნაშვე უკვე ხედავს, რომ ყველაფერი უკვე დაკარგულია, მაგრამ მაინც იბრძვის, თქვენთან ბრძოლას მაინც აპირებს. ეს ის ჟამია, როცა თვითგადარჩენის ყველა ინსტიქტი მის არსებაში ერთბაშად აღსდგება და იგი თავის გადასარჩენად მოგაპყრობთ შეკითხვის გამომხატველ, ტანჯულ, გამჭოლ მზერას, თქვენს შესწავლას, თქვენი სახის შესწავლას, თქვენს აზრებში ჩაწვდომას ცდილობს, ელის, რომელი მხრიდან დაარტყამთ და მშფოთვარე გონებაში ათასნაირ გეგმას მყისიერად ქმნის, მაგრამ სიტყვა მაინც ვერ დაუძრავს, შიშობს, რაიმე არ წამომცდესო! ეს დამამცირებელი მომენტები ადამიანის სულსა, გზანი სულის წამებისანი, ეს ცხოველური წყურვილი თავის გადარჩენისა ისეთი შემზარავია, ზოგჯერ თვით გამომძიებელსაც კი შესძრავს და დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას ჩაუნერგავს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფული ყველანაირ ვითარებაში აუცილებელია! ფულიანი კაცი ყველგან კაცია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რომანისტიც კი შეიძლება, კუთხეში მიიმწყვდიო და გააცამტვერო წვრილმანებით, იმ წვრილმანებით, რითაც მუდამ ასე მდიდარია სინამდვილე და რაც ამ საცოდავ, უნებურ მთხზველებს არაფრად მიაჩნიათ და თავში არც მოუვათ, როგორც თითქოს სრულიად უმნიშვნელო და უსარგებლო რაღაცა. ო, იმათ იმ წუთას ამისთვის არ სცალიათ, მათი გონება გრანდიოზულ მთლიანს ქმნის - ამ დროს კი ისეთ წვრილმანებს აჩეჩებენ! მაგრამ სწორედ ამით გააბამენ ხოლმე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფსიქოლოგია თუმცა უღრმესი რამ გახლავთ, მაგრამ მაინც ჯოხსა ჰგავს, რომელსაც ორი ბოლო აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წუთისოფლად ჩვენი ყოფნა ხანმოკლეა, მრავალ ავ საქმეს ვჩადივართ და ურიგო სიტყვებს წარმოვთქვამთ. ამიტომ ყველანი შევეცადოთ, ერთად ყოფნისას ხელთ ვიგდოთ ხელსაყრელი წუთი, რათა ერთმანეთს კარგი სიტყვაც ვუთხრათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტეს ცნება ჯერ თავად უნდა აღვასრულოთ და თავს ნება მხოლოდ ამის მერე მივცეთ, რომ ჩვენს შვილებს მოვთხოვოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შურიანსა და თავმოყვარე კაცს ბევრ ფულს ერთბაშად ნუ აჩვენებთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია უფლება, მით უფრო შემზარავია მისი გამოყენება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არაფრისგან სიყვარულის შექმნა შეუძლებელია, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამა ჯერ კიდევ არ არის ის, ვინც შვა, მამა ის არის, ვინც შვა და დაიმსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნამდვილ ცხოვრებაში, რომელსაც არა მარტო საკუთარი უფლებები გააჩნია, არამედ უდიდეს მოვალეობებსაც აწესებს, თუ გვინდა, რომ ჰუმანურები, ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანები ვიყოთ, მოვალენი ვართ, იმ მრწამსს მივყვეთ, რაც გონებითა და გამოცდილებით შემოწმებულია, ანალიზის ქურაში გამოტარებულია, ერთი სიტყვით, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და არა უგუნურად, როგორც სიზმარში და ბოდვისას, რათა ადამიანს არ ვავნოთ, რათა იგი არ გავტანჯოთ და არ დავღუპოთ. აი, ეს იქნება ნამდვილი ქრისტიანული საქმე, არა მხოლოდ მისტიკური, არამედ გონივრული და ჭეშმარიტად კაცთმოყვარული საქმე... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეზღუდულობის გამო მთელ ქვეყნიერებას ადანაშაულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი კეთილსა და კარგ გრძნობებს ხშირად დასცინის, მხოლოდ ქარაფშუტობის გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი, რასაც სხვა ვერავისთან ნახავ; ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს, აი ეს არის მთავარი! ეს უკვე ნიჭია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} === ''ეშმაკნი'' (1872) === [[ფაილი:Dosto3.jpg|thumb|right|150პქ|ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით, მეტსაც ვიტყვი, ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, იმასაც დროებით, ასე იცის თურმე მწუხარებამ.]] {{Q | ციტატა = არის ამქვეყნად უცნაური სახის მეგობრობა: ორმა მეგობარმა შეიძლება ცოცხლად დაჭამონ ერთმანეთი და მაინც ვერა და ვერ დაშორდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გადიდგულებული მეგობარი პირველი თვითონ გახდება ავად და შეიძლება დარდსაც გადაჰყვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო დიდბუნოვანია კაცი, მით უფრო სჩვევია უხეში აზროვნება, თუნდაც თავისი მრავალმხრივი განვითარების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალის გული დღემდე არავის ამოუცვნია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ რა ნაღველით და ბოღმით აგევსება გული, როცა წლების მანძილზე წმინდად ნალოლიავებ შენს დიდ იდეას უვიცები აიტაცებენ, ქუჩაში გაათრევენ და თავისთანა რეგვენების სათრევად გახდიან! როცა ამ შენს იდეას უეცრად ქუჩაში წააწყდები, სულ შეცვლილს, დამახინჯებულსა და ლაფში ამოსვრილს, ყოველგვარი ჰარმონიის, აზრისა და სილამაზისგან გაძარცულს და ბრიყვების საბურთაოდ გამხდარს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = აზრის წარმოსაშობად პირველ ყოვლისა შრომაა საჭირო, საკუთარი შრომა, საკუთარი თაოსნობა, საკუთარი გამოცდილება! ხელის გაუნძრევლად არასოდეს არაფერი გაკეთებულა. ვიმუშაოთ და ჩვენი აზრიც გვექნება. მაგრამ მუშაობის თავი ჩვენ ვინ მოგვცა, მაშ აზრიც იმათგან უნდა ვისესხოთ, ვინც აქამდე ჩვენს მაგიერ მუშაობდა და მაშასადამე, ისევ ევროპასა და ისევ იმ გერმანელებს მივაკითხოთ, ვინც აგერ ორასი წელია ჩვენი ჭკუის მასწავლებლები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსეთი იმდენად დიდი გაუგებრობა გახლავთ, გერმანელებისა და შრომის გარეშე ჩვენ ამ გაუგებრობას ვერც მოვერევით და ვერც თავს გავართმევთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არ შემიძლია მართლა და მართლა ისე ვიწამო, როგორც ჩემს ნასტასიას (მოახლე) ან რომელიმე ბატონკაცს სწამს, ასე ვთქვათ, „ყოველი შემთხვევისათვის“ - ან როგორც ჩვენს საყვარელ შატოვს, - თუმცა არა, შატოვი სათვალავში ჩასაგდები არ გახლავთ, შატოვს მოსკოველი სლავიანოფილივით იძულებით სწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქრისტიამობამ ქალი ვერ დააფასა, - რაც დიდებულად განავითარა ჟორჟ სანდიმ თავის ერთ-ერთ გენიალურ რომანში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სამარხვო ზეთსა და ცერცვის შეჭამანდში ხომ არ შეეძლო მართლა და მართლა ბელინსკის გზა ხსნისა ეპოვა!... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ორმოცდაშვიდ წელს, ბელინსკიმ საზღვარგარეთ ყოფნისას გოგოლს თავისი ცნობილი წერილი გაუგზავნა, სადაც სასტიკად უსაყვედურა, „ვიღაც ღმერთის“ როგორ გწამსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისი ხალხისა არა ესმის რა და ვინც მას მოწყდება, მყისვე მამულის რწმენასაც დაჰკარგავს და ათეისტი ან ყველაფერზე გულაყრილი კაცი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მარადიულმა, წმიდათა წმიდა სევდამ ერთხელ თუ აუძგერა გული რომელიმე მგრძნობიარე სულის ადამიანს, მერე თავის დღეში არ გაცვლის იმას სხვა არავითარ სიამოვნებაზე. ზოგს ხომ სევდა ყოველგვარ სიამოვნებას ურჩევნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ პატარა წვრილმანიც კი საოცრად გაგაკვირვებს და გონებაში დიდი ხნით ჩაგრჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო...“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავგანწირვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მეგობრებისათვის ზოგჯერ მართლაც მავნე გახლავთ განმარტოება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხშირად რომელიმე მწერალი ხალხს წლების მანძილზე ღრმა აზრების მატარებლად მიაჩნია, ჰგონია, საზოგადოების გარდაქმნაზე განსაკუთრებულსა და საოცარ გავლენას ახდენსო, მაგრამ ბოლოს მისი ღრმა აზრები ეგზომ წყალწყალა და უსუსური გამომდგარა, გული არავის დასწყვეტია, ასე მალე რატომ გამოიფიტაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გვხვდება ორი ჯურის ხალხი: ვინც დიდი მწუხარებისა და გაბოროტებისგან იკლავს თავს, ან შეშლილობით მოსდით თუ რაღაც სხვა მიზეზით, ისინი ბევრს არ ფიქრობენ, უცებ გადასწყვეტენ ხოლმე. ტკივილი ნაკლებ ადარდებთ; მაგრამ თუ სრულ გონებაზე მყოფი იკლავს თავს, - ის ბევრს ფიქრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - ვითომ შეიძლება სრულ გონებაზე მყოფმა მოიკლას თავი? - ძალიან ბევრი იკლავს. ტკივილის შიში რომ არა, უფრო მეტი იქნებოდა. ყველა. - მაშ თქვენი ფიქრით, რა უშლის ხელს ადამიანებს თავი მოიკლან? - მე... მე ჯერ ცოტა რამ ვიცი... ისე კი ორი რამ უშლის, მხოლოდ ორი: ერთი ძალიან პატარაა, მეორე კი ძალიან დიდი, მაგრამ ეს პატარაც ძალიან დიდია. - პატარა რაღაა? - ტკივილი. - მეორე დიდი მიზეზი რაღაა? - საიქიო. - ესე იგი სასჯელი, არა? - რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოს ფიქრია, - მხოლოდ საიქიოსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულ ერთია. აი, თავი და თავი მიზანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის იმიტომ ეშინია. მე ასე მესმის. ბუნებაც ამას გვკარნახობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ყოველივე ტკივილი და შიშია. ახლა ადამიანს სიცოცხლე უყვარს, რამეთუ ტკივილი და შიში უყვარს. ასე მოუწყვეს. სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშს ფასად ეძლევა ადამიანს, აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის, გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი, ბედნიერი და ამაყი და მისთვის სულ ერთი იქნება სიკვდილ-სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - თქვენის აზრით, მაშ ის ღმერთი მაინც არსებობს? - ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი სიკვდილის შიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ჩასწვდება ტყუილის არსს. ამის მიღმა თავისუფლება არ არსებობს. ყოველივე აქ არის, ამის იქით აღარაფერია. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ღმერთია. ახლა ყველას შეუძლია ისე გააკეთოს, აღარც ღმერთი იყოს და აღარც არაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის გაუკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ, რუსები, ამერიკელებთან შედარებით უსუსური ბალღები ვართ, კაცი ან ამერიკაში უნდა დაიბადო, ან კარგა ხანს უნდა იცხოვრო იქ, თუ გინდა იმათ დონემდე მიაღწიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მესმის, მოწყენამ როგორ უნდა აიტანოს კაცი. დარდმა არ უნდა გძლიოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = „რატომზე“ ელით პასუხს? ამ პატარა სიტყვას ჰგოდებს ქვეყნიერების გაჩენის პირველი დღიდან მთელი დედამიწა. ყოველ წუთს და წამს ამას შეჰღაღადებს თავის გამჩენს ბუნება, და პასუხი აგერ უკვე შვიდი ათასი წელია ვერ მიუღია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ისეთი სახეები, ყოველ ნახვაზე რომ მუდამ სხვანაირი გეჩვენება, მუდამ რაღაც ისეთს შეამჩნევ, რაც მანამდე არ შეგიმჩნევია, გინდა ასჯერ გყავდეს ნახული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა კაცს უჭირს თვითონ ლაპარაკი, ჰოდა, აუცილებელია ეს მესამე პირმა იკისროს, ვისაც არ გაუჭირდება ზოგიერთი საჩოთირო ამბის გადმოცემა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო საშინელ დღეშია ადამიანი, ან რაც უფრო დაჩაგრული და ღარიბია ხალხი, მით მეტი სიკერპით ეჭიდება ოცნებას, სამოთხეში ამინაზღაურდება ყველაფერიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედები მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, არც იცი, რატომ და რისთვის - იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, დროებით, ასე იცის მწუხარებამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიმართლე მუდამ დაუჯერებელია. სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რუსები უნდა მავნე პარაზიტებივით გაჟლიტონ კაცობრიობის საკეთილდღეოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვეულებრივ თუ ამქვეყნად ბოლო არაფერს აქვს, უთუოდ ექნება, უთუოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს უბედურება სწორედ ისევე სჭირია, როგორც ბედნიერება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე ეშმაკური არაფერია, კაცი რომ საკუთარ თავს თამაშობ, არავინ დაგიჯერებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმდენი უნდა იქაქანო და უმტკიცო შენი, ბოლოს შენვე აგერიოს, მსმენელმაც ვერაფერი გაიგოს და თავი დაგანებოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა რომ დიდი ბოროტება ჩაიდინო, ისეთი სამარცხვინო, თავმოსაჭრელი და ამასთან... ისეთი სასაცილო... მთელი ათასი წელი არავინ დაგივიწყოს და ათასი წელი ყველამ გაფურთხოს, უცბად კი ეს იფიქრო: „შუბლში ერთი ტყვია და მორჩა ყველაფერიო“, განა სულ ერთი არ იქნება, ვინ რას იტყვის და რას იზამს შენს შემდეგ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ადამიანისთვის დრო უცბად გაჩერდება და საუკუნოდ ასე იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი რომ სრულ ბედნიერებას მიაღწევს, მაშინ ჟამი აღარ იქნება, ვინაიდან აღარც არის საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დრო საგანი არ არის, დრო იდეაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავ წუთს ბედნიერი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არც ერთ ერს არ მოუწყვია თავისი ცხოვრება მეცნიერებისა და გონების საწყისებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გონება და მეცნიერება ადამიანთა ცხოვრებაში მუდამ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა დასაბამიდან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არასდროს მომხდარა, ყველა ერსა თუ რამდენიმეს ერთი საერთო ღმერთი ჰყოლოდათ, თითოეულს თავისი ჰყავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი კაცობრიობისა, მიზანი ყოველი ერისა, მისი არსებობის მანძილზე არის მარტოოდენ ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება და რწმენა მისი, ვითარცა ერთარსებისა, ჭეშმარიტებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი არის სინთეტიკური პიროვნება მთელი ხალხისა, ამ ხალხის არსებობის დასამაბიდან დასასრულამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშაა, ადამიანი კი უბედურია. ვინც ტკივილსა და შიშს დაძლევს, თვითონ გახდება ღმერთი. ღმერთი სიკვდილის შიშია. ვინც მხოლოდ შიშის მოსაკლავად მოიკლავს თავს, უმალ ღმერთი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რას დაიჩემეთ ეს ოცი წელი! ეს ოცი წელი [მეგობრობის] მარტო საკუთარი თავმოყვარეობის ამბავი იყო და მეტი არაფერი. წერილებს ჩემთვის კი არა, შთამომავლობისთვის წერდით. თქვენ სტილისტი ხართ და არა ჩემი მეგობარი. მეგობრობა სინამდვილეში გაბუქებული სიტყვაა: გულის ჭუჭყის გადმონთხევა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენ ყველას კატეხიზმოთი გვასწავლეს: „თუ პატივს სცემ მამასა შენსა და მშობლებსა შენსა, დღეგრძელიც იქნები და სიმდიდრეც მოგეცემაო“. ასე არის ათ მცნებაში. ჰოდა, თუ ღმერთმა საჭიროდ სცნო სიყვარულის წილ ჯილდოს დანიშვნა, მაშასადამე, ეგ თქვენი ღმერთი უზნეო არის-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ. უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცალკეულ ხალხთა გაქრობის ნიშანი საერთო ღმერთის აღიარება გახლავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც და ისპობა რწმენაც თვით ხალხთან ერთად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია ხალხი, მით განსაკუთრებულია ღმერთი მისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტებისა, საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ხალხებს საერთო ცნება ექმნებათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მაშინ იწყება მათი გადაგვარება და მაშინ იშლება სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ხალხი ამყავს ღმერთამდე. ან ყოფილა კი ოდესმე სხვანაირად? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხი ეს სხეულია ღვთისა. ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვინემ საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლივ ჰგმობს. ვინემ სწამს, რომ მისი ღმერთი სხვა ღმერთებს დაამარცხებს და განდევნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ებრაელები მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მოლოდინით სულდგმულობდნენ და ქვეყნიერებას ახალი ღმერთი დაუტოვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბერძნები ბუნებას აღმერთებდნენ და მსოფლიოს თვისი რელიგია უანდერძეს ანუ ფილოსოფია და ხელოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომმა ხალხი გააღმერთა სახელმწიფოს სახით და კაცობრიობას სახელმწიფო დაუტოვა ანდერძად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ დიად ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას, თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალა არის და არა დიდი ერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - მითხარით, თქვენ თვითონ გწამთ თუ არა ღმერთი? - მე რუსეთი მწამს, მართლმადიდებლობა მწამს მისი... მწამს ქრისტეს სხეული... მწამს, რომ მეორედ მოსვლა რუსეთში მოხდება... მწამს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვაი, რომ პიგმეები ვართ ამერიკის ჩრდილოეთ შტატების აზრთა გაქანებასთან შედარებით; რუსეთი ეს ბუნების შეცდომაა და არა ჭკუისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც დიდი ადამიანი უნდა იყო, საღმა აზრმაც არ შეგაყოყმანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რწმენა რომ ხალხის გასაპირუტყვებლად გინდათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დიდი ნიჭის ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოყვასის უბედურება უცხო თვალს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მუდამ სიამეს ჰგვრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სინამდვილეში მოწყალების გაცემით მინიჭებული სიამოვნება ამპარტავნული და უზნეო სიამოვნებაა, ეს მდიდარი კაცის განცხრომაა, აქაოდა სიმდიდრე და ძალაუფლება მაქვსო და მათხოვარზე მაღლა ვდგავარო. მოწყალება ათახსირებს გამკითხავსაც და გაკითხულსაც და ვერც მიზანს აღწევს, ვინაიდან მხოლოდ ამრავლებს გლახაკებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეულ რუსეთს ყველაზე ნაკლებ ძალუძს ამქვეყნად რასმე გაუმკლავდეს. უბირი ხალხი კიდევ ჰა, რუსთა ღმერთს ეჭიდება და იმით უდგას სული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეული რუსეთი ფიცრისგან ნაგები ქვეყანა არის, ღატაკი და... საშიში ქვეყანა, სადაც ბატონებად ქედმაღალი გლახაკნი სხედან, დანარჩენი უმრავლესობა კი ხუხულებში ცხოვრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსული რევოლუციური იდეის მთელ არსს სინდისის უარყოფა შეადგენს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცისთვის სინდისი მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და მუდამ ტვირთი იყო, მთელი მისი ისტორიის მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თავის მოკვლა იმიტომ მინდა, ეს იმიტომ ვიფიქრე, არა მსურს სიკვდილისა მეშინოდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით, ყველაზე ძლიერ რა მოქმედებს ამ ხალხზე? რა და მუნდირი. მუნდირის ჯადოს ვერავინ უძლებს. მეც განზრახ ვიგონებ ჩინებსა და თანამდებობებს: ეს მდივნებიო, ეს ფარული მეთვალყურენიო, ხაზინადარნიო, თავმჯდომარენიო, ეს რეგისტრატორნიო, მათი თანაშემწენიო - ამ ანკესზე ყველა ეგება. ამასთან სენტიმენტალობაც დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თუმცა სულ მთლად არა მწამს, მაინც არ ვიტყვი, ღმერთი უნდა დაიხვრიტოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა საკუთარი ჭკუით არავინ ცხოვრობს. საკუთარი ჭკუა ახლა ძალიან ცოტასა აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უდესპოტიზმოდ არც თავისუფლება ყოფილა ქვეყნად და არც თანასწორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნიერებას ერთი რამ აკლია მხოლოდ და ეს ერთი მორჩილებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სწავლის წყურვილი უკვე დიდკაცური სურვილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბატონკაცი რომ დემოკრატიას იწამებს, ამაზე მომხიბლავი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე აუტანელი არაფერია, როცა გაუბედურებულ კაცს ასი მეგობარი დაადგება თავზე და ჩასჩიჩინებს, ბრიყვულად მოიქეციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მთლიანად არასოდეს ინანიებს დანაშაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ საზოგადოებაში მოიძებნება ნაძირალა ადამიანები, ყოველ გარდამავალ ხანაში ამოტივტივდებიან ხოლმე ისინი ზედაპირზე და არა მარტო მიზანი, ჭკუისა და აზრის ნიშანწყალიც არ გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ მოუსვენრობასა და მოუთმენლობას გამოხატავენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე არ მესმის, რად იქცევიან ეს ჩვენი ბატონი გენიოსები თავიანთი დიდებული წლების მიწურულს, როგორც პატარა ბიჭები? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მსუბუქი ლიტერატურული კითხვის დროს, რაც უნდა გენიოსი იყო, საზოგადოებას ოც წუთზე მეტი გული არ უნდა გაუწყალო, თორემ დაუსჯელად ვერ გადარჩები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცობრიობის ბედ-იღბალისთვის სისულელე ისევე საჭირო გახლავთ, როგორც უდიდესი გენია... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანიის გარეშეც გაძლებს, რუსი კაცის გარეშე ხომ გაძლებს და გაძლებს, მეცნიერების, პურის გარეშეც გაძლებს, მაგრამ სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს, რამეთუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე! ამაშია მთელი საიდუმლოება, ეს არის, რაც არის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ მეცნიერებაც წუთით ვერ გასძლებს სილამაზის გარეშე, ეს იქნება ხეპრეობა და არა მეცნიერება, ლურსმანსაც ვერ გამოიგონებს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ; უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“ და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საერთოდ, რუსი ქალის სილამაზეს უზადოება აკლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტების თვალნათლივ დანახვამ არ შეიძლება მაინც არ შეგაძრწუნოს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რა საზიზღარი, რა სულმდაბალი პირუტყვია ადამიანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი და მისი შეხედულება - ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთმანეთისგან განსხვავებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ზოგჯერ ისეთი წამები, ეს ხუთი თუ ექვსი წამია მხოლოდ, როცა შენს სულში განუწყვეტელი ჰარმონია ისადგურებს. ამას მიწიერი არაფერი აქვს. მე არც ზეციურს დავარქმევდი, უბრალოდ მიწიერი ადამიანი ამას ვერ გაუძლებს, ან ფიზიკურად უნდა შეიცვალოს, ან მოკვდეს. ეს არის ნათელი, უდავო შეგრძნება. თითქოს უცბად შეიგრძნობ მთელ ბუნებას და უცებ ამბობ: ეს კი მართალიაო. როცა ღმერთმა ეს ქვეყანა გააჩინა, გაჩენის ყოველი დღის ბოლოს ასე ამბობდა: „ეს მართლა კარგიაო“. ეს... გულაჩუყება არაა, ეს უბრალოდ სიხარულია. თქვენ აღარც პატიება გჭირდებათ ვისიმე, ვინაიდან საპატიებელი აღარაფერი გაქვთ. ეს სიყვარულზე მეტიცაა! საშინელი ის არის, რომ ყველაფერი ასე საშინლად ცხადია და ასე დიდად სახარბიელო. ეს კიდევ ერთი წამი რომ გაგრძელდეს, შენი სული ვერ გაუძლებს და გაქრება. ამ ხუთ წამში მე მთელ სიცოცხლეს განვიცდი და მთელ სიცოცხლეს არ დავიშურებ ამ წამებისათვის. ათი ასეთი წამის გასაძლებად ფიზიკური გარდაქმნაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობდი, ლიტონი სიტყვები არ ყოფილიყო. მხოლოდ ამიტომ ვცოცხლობდი. ახლაც ყოველდღე ამას ვნატრობ, ლიტონი სიტყვები არ იყოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ ღმერთი არის, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ. თუ არ არის, ყველაფერი ჩემი ნებაა და მოვალე ვარ ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნუთუ ამ პლანეტაზე ისეთი არავინ მოიძებნება, ღმერთი უარყოს, თვითნებობა ირწმუნოს და მერე გაბედოს ეს თვითნებობა გამოავლინოს? ეს იგივეა, გლახაკმა მემკვიდრეობა მიიღოს და შიშით სალაროს ვერ გაეკაროს. მე მინდა ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. თუ სხვამ არა, მე ერთი გავაკეთებ ამას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მოვალე ვარ თავი მოვიკლა, ვინაიდან ჩემი თვითნებობის მთავარი მუხლია - შენი ხელით მოიკლა თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემთვის ყველაზე დიდი იდეა ის არის, რომ ღმერთი არ არსებობს. ამას ადასტურებს კაცობრიობის ისტორია. ადამიანს სხვა არაფერი უკეთებია, გარდა ღმერთის გამოგონებისა, რა არის თავი არ მოეკლა და ეცოცხლა. მთელი მსოფლიოს ისტორია დღემდე ეს არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იყო ამ ქვეყნად ერთი დღე და იმ დღეს დედამიწაზე სამი ჯვარი იდგა. ერთს, იმ ჯვარზე გაკრულს, ისე სწამდა, მეორეს უთხრა: „დღეს ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდებიო“. დასრულდა დღე, ორივე მოკვდა. იარეს, იარეს და ვერც სამოთხე ნახეს, ვერც მკვდრეთით აღდგომა იხილეს. ნათქვამი არ ახდა. მისმინე: ეს კაცი იყო უდიადესი არსება ამ ქვეყანაზე, მისთვის ღირდა მხოლოდ ესულდგმულა ქვეყნიერებას. მთელი პლანეტა, ყოველივე, რაც მასზე არის, ამ კაცის გარეშე სიგიჟეა და სხვა არაფერი. არც მანამდე და არც მერე მისი მსგავსი არ შექმნილა და არც შეიქმნება, რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს. სასწაულიც სწორედ ის არის, რომ მისი მსგავსი არც ყოფილა და არც იქნება. ხოლო თუ ასეა, თუ ბუნების კანონებმა ისიც არ დაინდეს, თავისივე სასწაულიც გასწირეს, ისიც იძულებული გახადეს ამ ცრუ წუთისოფელში ეცხოვრა და სიცრუისთვის მომკვდარიყო, მაშასადამე, ეს პლანეტა სიცრუეა, სიცრუეზე დგას და ყველაფერი მხოლოდ ადამიანის დაცინვაა. მაშასადამე, თვით პლანეტის კანონები სიცრუე და ეშმაკისეული ვოდევილი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვერ გამიგია, როგორ შეიძლება სცოდნოდა ათეისტს, ღმერთი არ არისო, და მაშინვე თავი არ მოეკლა? იცოდე, ღმერთი არ არის და ისიც იცოდე, შენ თვითონ ღმერთი ხარ - ამაზე მეტი უაზრობა არ შეიძლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ვიკლავ თავს, რომ დავამტკიცო ჩემი ურჩობა და ჩემი ახალი საშინელი თავისუფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ ყველას, უპირველეს ყოვლისა, შევუნდოთ და ვაპატიოთ მუდამ და ყოველთვის... იმედია, ჩვენც შეგვინდობენ. რამეთუ ყველანი ერთმანეთის წინაშე დამნაშავენი ვართ... დიახ, დამნაშავენი!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, ბედნიერია ის, ვისაც ღმერთი ცხოვრების გზაზე ქალს შეახვედრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ ქვეყანასთან რომ ანგარიში გაასწორო და სრული თავისუფლება მოიპოვო, შენდობა, შენდობა და შენდობაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძნელი ყოფილა ამ ქვეყანაზე ისე იცხოვრო, არ მოიტყუო... და... შენივე ტყუილი არ დაიჯერო, დიახ, სწორედ ასეა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ეს ეშმაკნი, გამოსულნი სნეულისგან და შესულნი ღორებში (ბიბლიური სიუჟეტი) - ეს სულ მუწუკები და წყლულებია, უწმინდურება და სიბინძურე, ეშმაკნი და ეშმაკეულნი, რომელთაც შეჭირვებული ჰყავთ ჩვენი ტკბილი სნეული, ჩვენი დიდი რუსეთი საუკუნეთა მანძილზე. დიახ, რუსეთი, რომელიც მე მუდამ მიყვარდა. მაგრამ აზრი ზენარი და ნება ზენარი მოევლინება მას ზეციდან, როგორც იმ ეშმაკებისგან შეპყრობილ შეშლილს და გამოვლენ მისგან ყველა ეს ეშმაკნი, ეს უწმინდურება, მთელი ის სიბილწე, ზედაპირზე ჩირქიან მუწუკებად გამოსული... და თვითონვე შეიხვეწებიან, გაგვიშვიო, ღორებში შევალთო. თუმცა, იქნებ უკვე შესულნიც არიან! დიახ, დიახ, ეს ჩვენ ვართ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი ახლა თუნდაც იმიტომ არის ჩემთვის აუცილებელი, რომ ადამიანს მარტო მისი სიყვარული შეუძლია ნიადაგ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უკვდავება თუნდაც იმიტომ მომენიჭება, ღმერთი არ იქნება ისე უსამართლო, გულში ჩამიქროს მისი სიყვარულის ერთხელ ანთებული ლამპარი: სიყვარულზე ძვირფასი კი განა რა არის? სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს? თუ მე შევიყვარე იგი და სიხარული მომგვარა ამ სიყვარულმა - შეიძლება კი გამაქროს მეც, ჩემი სიხარულიც და არად გვაქციოს? თუ ღმერთი არის, მეც უკვდავი ვარ! Voila ma pfofession de foi (აი, ჩემი რწმენა სჯულისა) | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს... უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, მალული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ჩემზე უსაზომოდ სამართლიანი და ბედნიერი, უკვე მეც მავსებს უზომო სასოებით, როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მქონდეს ჩადენილი! ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასათვის და ყოველივესთვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანმა მუდამ შეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთილება მოკლავთ. უსაზღვრო და უსაზომო ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც ის პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობრებო და კეთილებო: გაუმარჯოს დიად აზრს, უკვდავ, უსაზომო აზრს, ყოველმა კაცმა მუხლი უნდა მოიდრიკოს იმის წინაშე, რასაც დიადი აზრი ჰქვია. დიადი ხომ ყველაზე სულელსაც სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ წარმოუდგენლად პატივმოყვარე ლიტერატორებს თითქოსდა მოვალეობად მიაჩნიათ არც დამალონ ეს თავისი პატივმოყვარეობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ისეთი ლიბერალი, რომელსაც არავითარი მიზანი არ გააჩნია, მარტო რუსეთში გახლავთ შესაძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენი შრომით ცხოვრება არ შეგვიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ღმერთი მწამს, მაგრამ ამას გარკვევა უნდა: მწამს არსება, რომელსაც მე ჩემში ვატარებ და ჩემში შევიცნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც არ იცი, ვერც შეიყვარებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ყველა და ჩვენც ყველა ახლა - ან სულმდაბალი ათეისტები ვართ, ან გულაყრილი, გათახსირებული ვიგინდარები და მეტი არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი რამის აღიარება მართლაც ძნელია ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ისეთ რამეებზე არ ვმსჯელობ, რაც უკვე გადაწყვეტილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი ყოვლის მხილველ თვალსაც მოატყუებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგ საგანზე არამცთუ არ შეიძლება კაცმა ილაპარაკოს, ლაპარაკის წამოწყებაც კი უჭკოუბაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ აჯანყებას დაიწყებ, უთუოდ ათეიზმიდან უნდა დაიწყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომის კათოლიციზმი ქრისტიანობა აღარ არის, რომმა ის ქრისტე იწამა, რომელსაც ეშმაკის მესამე ცთუნებამ სძლია. კათოლიკებმა რომ გამოაცხადეს, ამქვეყნიური მეუფების გარეშე ქრისტე ფეხს ვერ მოიკიდებსო, ამით ანტიქრისტე აღიარეს და მთელი დასავლეთი დაღუპეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სოციალიზმი უკვე თავისი შინაარსით ათეიზმია, რამეთუ პირველივე სტრიქონი აცხადებს, რომ ის ათეისტური მოძღვრებაა და განზრახული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისა და გონების საწყისებზე მოაწყოს ყველაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საფრანგეთი მთელი თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რომაული ღმერთის იდეის განვითარება იყო, ხოლო თუ თავისი რომაული ღმერთი ბოლოს უფსკრულში გადაისროლა და ათეიზმი ირწმუნა, რასაც ჯერჯერობით სოციალიზმად ნათლავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ათეიზმი რომის კათოლიციზმზე უფრო ჯანსაღი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთს ვერ იწამებ, თუ ღმერთი არა გყავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იშრომეთ და შრომით ჰპოვეთ ღმერთი; ეს არის ყველაფრის დედაარსი, ანდა გაქრით, ვით საზიზღარი ობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ჭკვიანები აღარ ყბედობენ, პირი აქვთ დაცული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შრომა გვეზარება, ფულის მადა კი დიდი გვაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მათხოვრობამ არ შეიძლება კაცი არ გარყვნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი პროკლამაციის ერთ სტრიქონში უფრო მეტი აზრია, ვინემ რომელიმე კანცელარიის მთელ საქმიანობაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგად საკაცობრიო მიზნების მიღწევა გაცილებით მაღლა დგას ხორციელ სიამოვნებაზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი აუცილებელია და ამიტომაც უნდა იყოს, მაგრამ მე ვიცი, ღმერთი არ არის და არც შეიძლება იყოს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მაინც ქალია, გინდაც მონაზვნის სამოსელი ეცვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენს ცოდვილ დროში რწმენა მამა ზეციერისა ადამიანის ერთადერთი სასოებაა ამ ტანჯვისა და ვაების წუთისოფელში, ისევე როგორც მართალთათვის აღთქმული საუკუნო ნეტარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''საწყალი ადამიანები'' (1846) === [[ფაილი:Dostoevskij 1863.jpg|thumb|right|150პქ|მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს.]] {{Q | ციტატა = ოჰ, ნეტავი რა მომელის, როგორი იქნება ჩემი ბედი! რა მძიმეა ცხოვრება, როცა აწმყო გაურკვეველია, არა გაქვს მომავალი, არ იცი რა გელის. უკან მიხედვისა კი გეშინია. იქ ყველაფერი მწუხარებით არის მოცული, მისი ერთხელ მოგონებაც კი გულს მისერავს. მთელი სიცოცხლე უნდა ვიტირო ჩემი დამღუპველი ბოროტი ადამიანების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხანდახან ხდება ხოლმე, ადამიანი დაიბნევა საკუთარ გრძნობებში და ჩმახავს რაღაცას. ამის მიზეზი სხვა არაფერი არ არის რა, თუ არა სისულელემდე გადაჭარბებული გულის სიფიცხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ინატრეთ ვარდები, დღეს კი გიგზავნით, ხომ ხედავთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის ხოლმე, მადლობა უფალს, რომ ჩვენი უბედურებანიც მთავრდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუმცა ბნელი ადამიანი ვარ, შეიძლება ჩერჩეტიც, მაგრამ მათგან განსხვავებით ვიცი, რომ გული მეც ისეთი მაქვს, როგორიც ყველა სხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მიყვარს, როცა ბავშვი ჩაფიქრებულია, სამძიმოა მათი ყურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საწყალი ადამიანი საშინლად მომკითხველია, ის ღვთის გაჩენილ ქვეყანასაც სხვა თვალით უყურებს, ყველა გამვლელს ალმაცერად უცქერს და თავის ირგვლივ შემკრთალი იყურება, თითოეულ სიტყვას აკვირდება - ვინ იცის, იქნებ ჩემზე ამბობენ რამესო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც გინდა წერონ, რაც გინდა ჯღაბნონ მჯღაბნელებმა, საწყალი ადამიანის ცხოვრებაში მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამას წინათ ემელია მეუბნებოდა, რომ რაღაცაზე ხელი მოაწერინეს და ათშაურიანი მისცეს იმის გამო, რომ იდგა უბრალოდ გაუნძრევლად, მას ეგონა სიკეთის გამო მისცეს და თურმე, ისინი ფულს იხდიდენ საწყალი ადამიანის ნახვაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დღეს სიკეთეს რაღაც უცნაურად სჩადიან, ვინ იცის, იქნებ მუდამ ასე იყო. მათ ან არ იციან როგორ აკეთონ ეს საქმე, ანდა ამ საქმის დიდი ოსტატები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს შიშველი თითი რომ მოუჩანს, იდაყვთან გამოხეული ტანისამოსი რომ აცვია, ამას თავისებურად აღწერენ და ყიდიან. თქვენ ხომ ყველას წინაშე არ გაშიშვლდებით, სწორედ ასევე საწყალი ადამიანს არ უყვარს, როცა მის გალიაში იყურებიან და აკვირდებიან, როგორი ოჯახური პირობები აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის წლები, საიდან სად! ხანდახან ერთი კაპიკიც კი არ გამაჩნდა. მციოდა, მშიოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. დილით ნევსკაიაზე გავივლიდი, ვინმე ლამაზმანს წავაწყდებოდი და მთელი დღე ბედნიერი ვიყავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი'' (1861) === [[ფაილი:Fyodor Mikhailovich Dostoyevsky 1876.jpg|thumb|right|150პქ|თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით.]] {{Q | ციტატა = ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს ერთ წელიწადში გამოივლის ადამიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თქვენთვის, მჯღაბნელებისათვის ყველა მომხიბვლელია, ვისაც კაბა აცვია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ასე მოსდით ზოგჯერ უგულკეთილეს, ამავე დროს სუსტი ძარღვების მქონე ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი გულკეთილობისა, თვით ნეტარებამდე აჰყვებიან ხოლმე საკუთარ ვარამსა და რისხვას, ეძებენ საბაბს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველაფერი გადმოანთხიონ, თუნდაც გული ატკინონ სხვა უდანაშაულო და მეტწილად მათთვის ყველაზე მახლობელ ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ქალს მაგალითად ზოგჯერ მოთხოვნილება აქვს, თავი უბედური და დაჩაგრული ეგონოს, თუნდაც არც წყენა მიეყენებინოს ვინმეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც სამუდამოდ დაკარგულია, იმას ვეღარ დაიბრუნებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ ქალი რამეში დამნაშავედ გრძნობს თავს, უმალ ამჯობინებს შემდგომში ათასგვარი ალერსით გამოასწოროს თავისი დანაშაული, ვიდრე დანაშაულის აშკარა მხილების დროს აღიაროს იგი და პატიება ითხოვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო მეტია სათნოება და სიკეთე, მით მეტი ეგოიზმია მასში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} === ''ყმაწვილი'' (1875) === [[ფაილი:Valikhanov.jpg|thumb|right|150პქ|თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.]] {{Q | ციტატა = რასაც არ უნდა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა ,,ნაკადული'' თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა ხომ ერთნაირი ბუნებისა არ არის; ბევრ ადამიანს ლოგიკური დასკვნა ხანდახან გადაექცევა ხოლმე უძლიერეს გრძნობად, რომელიც დაეუფლება მთელ მის არსებას, რომელსაც ასე იოლად ვერ განდევნი და ვეც გადაასხვაფერებ. ასეთი კაცი რომ განკურნო, თვითონ ის გრძნობა უნდა შეუცვალო, ეს კი შეუძლებელია, თუ სანაცვლოდ არ მოინახა რომელიმე სხვა, ისეთივე სიძლიერის გრძნობა. ეს მუდამ ძნელია, ხოლო ხშირ შემთხვევაში კი - შეუძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული ერთადერთი გზაა, რომელიც არარა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამისა და თანაც მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია - პატიოსანია ის თუ უპატიოსნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, უთუოდ შემონახული აქვს ხსოვნაში რაიმე მოგონება ისეთი ამბისა, რაც მას გადახდენია და რაც მას შეუფასებია ან მზადაა შეაფასოს როგორც ფანტასტიკური, უჩვეულო, იშვიათი, თითქმის სასწაულებრივი რამ, სიზმარი იქნება ეს, შეხვედრა, მკითხაობა, წინაგრძნობა, თუ რაღაც ამგვარი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უჭირს ადამიანს იცოდეს ყველა შეცოდება, გაერკვეს რა არის ცოდვა და რა არა: აქ საიდუმლოებაა, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეიცან ყოველივე, რამეთუ როცა შეეყრები უღმერთოს ვისმეს ან თავაშვებულს, შეგეძლოს პასუხი მიაგო, რათა მან არ გაგაბრუოს მკრეხელობით და არ აგიმღვრიოს უმწიფარი ფიქრები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად რჩება; ხოლო თუ მოკვდა მრავალ ნაყოფს გამოიღებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ცუდია თუ შეწყვიტე წიგნების კითხვა, სამწუხარო იქნება თუ ცხოვრების აღსასრულს ჩემსავით ეტყვი შენს თავს: მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ კარგი არაფერი ვიცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მწამს ღმერთი, რადგანაც შემიძლია ვიწამო ის, და მწამს იმდენად, რამდენადაც შემიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეტისმეტად ამაყ ადამიანს უყვარს სწამდეს ღმერთი, მეტადრე ისეთს, ვინც ადამიანებს ცოტა არ იყოს ზიზღით შესცქერის. მრავალ ადამიანს აქვს რაღაცნაირი ბუნებრივი მოთხოვნილება - იპოვნოს ვინმე ან რამე, რის წინაშეც ქედს მოიხრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლანდელი დრო ესაა უკიდურესობათა რიდისა და უგრძნობლობის დრო, უმეცრებისკენ, სიზანტისკენ ისწრაფვის დრო, საქმის გაკეთების შნო აღარავის აქვს, ყველა მზამზარეულს მოითხოვს. არავინ არაფერს უფიქრდება, იშვიათად რომ შეიქმნეს რაიმე იდეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერ ადამიანს ხანდახან ძალიან უმძიმს საკუთარი სიძლიერის ატანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ გულწრფელად გვინდა პატიოსნები ვიყოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უსაზიზღრესი გარყვნილება კისერზე ჩამოკიდებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საუკეთესონი კაცთა შორის არც სხვებზე მეტნი არიან რამით და არც ნაკლებნი, ისინი მხოლოდ შეშლილები არიან. მარტოოდენ საშუალონი და უნიჭონი არიან მოლხენილნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხე რომ დარგო კაცმა, ყველა ირგვლივ დაგცინებს: რაღას რგავ, შენ მაგ ხეს ვერ მოესწრებიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზნის მიღწევა მათემატიკურადაა უზრუნველყოფილი. საქმე მეტად მარტივია, მთელი საიდუმლო ორად ორ სიტყვაშია: შეუპოვრობა და განუწყვეტლობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა რელიგია და ყველა ზნეობრიობა რაც კი ქვეყნად არსებობს, ერთნაირია ერთ რამეში: „გიყვარდეს სათნოება და გაურბოდე ბიწიერებას.“ ხომ თითქოს არაფერია ამაზე ადვილი არა? აბა სცადეთ ერთი, ჩაიდინეთ სათნო და გაექეცით თქვენს თუნდაც ერთ ბიწიერებას. აი, ამიტომ მეორდება ეს ორი სიტყვა საუკუნეების მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მინდა მხოლოდ ის, რაც ძლიერებით მოიპოვება, რასაც სხვა გზით, თუ არა ძლიერებით ვერ მოიპოვებ. ესაა განმარტოვება და საკუთარი ძალის მშვიდი შეგნება! აი, ყოვლად სრული განმარტება თავისუფლებისა, რაზეც ასე თავს იტეხს კაცობრიობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი ხშირად გულწრფელად განიცდის, მაგრამ მაინც თამაშობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებიც როგორც კი ცივი წყალი გადაევლებათ, მაშინვე უარს ამბობენ არა მარტო თავის საქციელზე, არამედ იდეაზეც და თვითონვე დასცინიან იმას, რაც ერთი საათის წინ წმიდათა წმინდად მიაჩნდათ, ო, რა იოლად ახერხებენ ამას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც ბევრია თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ჩვეულების გამო, ისევ ახალგაზრდა თაობა ჰგონია თავი, რაკი ჯერ კიდევ გუშინ ასეთი იყო, და იმას კი ვერ ხვდება, რომ უკვე გარიყულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნდა შეგეძლოს ცხოვრების პატარ-პატარა უბედურებათა ატანა. უბედურებანი თუ არ იქნა, ცხოვრება არცა ღირს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = წვრილმანები არ დაგავიწყდეს, რაც უფრო პატარაა რაიმე ხაზი, მით უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალზე არ უნდა უამბო მესამე პირს, კონფიდენტი ვერ მიგიხვდება. ანგელოზი რომ ანგელოზია, ისიც ვერ მიგიხვდება. თუ ქალს პატივს სცემ, ნუ გაიჩენ კონფიდენტს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოტელომ დეზდემონა იმიტომ კი არ მოკლა და მერე თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ეჭვიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას იდეალი წაართვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მხიარულება თავიან-ფეხებიანად გასცემს ადამიანს. ზოგი ხასიათი ისეთია, დიდ ხანს ვერ გაუგებ, მაგრამ გაიცინებს ადამიანი უცებ ძალზე გულწრფელად და მთელი მისი ხასიათი თითქოს ხელის გულზე გადაშლილაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოცინარი და მხიარული ბავშვი სამოთხის შუქია, მომავლის გამოცხადებაა, როცა ადამიანი ბოლოს და ბოლოს ბავშვივით უმანკო და გულუბრყვილო შეიქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა მწარეა მოხუცის ავადმყოფობა, ხომ თიითქოს სული რაღაში უდგიაო, მაგრამ მაინც რომ ცოცხალია და შეჰხარის ქვეყნიერებას და ვგონებ სიცოცხლე თავიდან რომ ჰქონდეს დასაწყები, არც ეს შეუკრთობდა სულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი დრტვინვით ან უკმაყოფილებით შეხვდა სიკვდილს, ესე არს ცოდვა უდიდესი. ხოლო თუ სულის სიმხიარულემ შეაყვარა სიცოცხლე, მაშინ ვფიქრობ უფალიც მიუტევებს ყველაფერს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაფერი საიდუმლოებაა მეგობარო, ყველაფერი უფლის საიდუმლოებაა. ეს საიდუმლობაა დატანებული ყოველ ხეში, ბალახის ყოველ ღეროში, პაწია ჩიტუნა გალობს თუ ვარსკვლავთა ხომლი კაშკაშებს ღამით ზეცაში - სულ ერთი საიდუმლოებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააკვირდით წყლის წვეთს და დაინახავთ მთელ ახალ სამყაროს, ცოცხალ არსებათა მთელს ცხოვრებას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთონი არ შემხვედრიან, მხოლოდ მოუსვენარი ადამიანები მხვდებიან, აი მათი ნამდვილი სახელი, ვინაიდან მთელი თავისი დღე და მოსწრება სულ კითხულობენ, წიგნიერი სიტკბოთი გამძღარნი ერთს მსჯელობაში არიან, თვითონ კი მაინც ვერაფერში გარკვეულან, არაფრის გადაწყვეტის შნო და უნარი არა აქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. გამოდის რომ რითაც შუქი გვეფინება, იმასვე ვწყევლით და არც კი ვიცით, რომ ასეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება თუ რამეს არ ეთაყვანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთო ათეისტი კი არა, ის არის, ვინც მართლა უღმერთოა და პირზე ღვთის სახელი აკერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვექილი დაქირავებული სინდისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ან კი რა არის შენი „ამ ქვეყნად?“ განა მარტოოდენ ოცნება არა? აიღე ქვიშა და დათესე ქვაზე; როცა ის ქვიშა იმ ქვაზე ამოვა და გაიხარებს, მაშინ შენი ოცნებაც ამქვეყნად ხორცს შეისხამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ მეკითხებოდეს, ყოველ განვითარებულ ადამიანს მცნებად დავუსახავდი, რომ თავისი სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად და რაღაცით გააბედნიეროს თუნდაც ერთი არსება. ოღონდ პრაქტიკულად, ესეიგი ნამდვილად გააბედნიეროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა იდეალისტი შუბლით შეასკდება სინამდვილეს, სხვებზე უმალ ყოველთვის სწორედ ის წარმოიდგენს ყოველგვარ სისაძაგლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენში ხომ სწორედ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს თუნდაც რაიმენაირი წესრიგი, ოღონდ კი ბოლოს და ბოლოს საკუთარი იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მუდამ ასე ემართებათ ხოლმე „უმწეოებს“: იციან, რომ იღუპებიან, და მაინც არ იშლიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი ხალხი არის მეორეხარისხოვანი ხალხი, რომელსაც წილად რგებია იყვეს მხოლოდ მასალა უფრო კეთილშობილი მოდგმისა, თვითონ კი ვერ ითამაშებს დამოუკიდებელ როლს კაცობრიობის ბედ-იღბალში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნად არიან სამი ჯურის არამზადები: მიამიტი არამზადები, ე.ი. დარწმუნებულნი, რომ მათი არამზადობა უმაღლესი კეთილშობილებაა; არამზადები, რომელთაც რცხვენიათ, - ესე იგი ერცხვინებათ საკუთარი არამზადობისა, მაგრამ უსათუოდ უნდათ მაინც ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი სიგლახე, და დასასრულ უბრალოდ არამზადები, წმიდა წყლის არამზადები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი იმდენად სამართლიანი და დიდსულოვანია, რომ, თავისდა საზიანოდ, სხვას მიაგებს კუთვნილს, ასეთი კაცი, თავისი ღირსებით, უფრო მაღლა დგას სხვებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქორწინების საქმე რომ მარტო ქალებზე იყოს დამოკიდებული - არც ერთი ქორწინება არ შერჩებოდა ბოლომდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქ, სადაც საქმე ეხება არა რწმენას, არამედ იმას, რაც მათ რწმენად მიაჩნიათ, და, მაშასადამე, მათებურად, წმიდაცაა, იქ თუ გინდა ჯვარს ეცმევიან, წამებას აიტანენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნარი - პატივი სცე საკუთარ თავს, მეტად იშვიათია ქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, ისევე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი საკუთარი ღირსება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველი კაცის ცხოვრებაში არის ხოლმე იმდენად თითქოსდა ექსცენტრული წადილი და ოცნება, რომ ერთი შეხედვით შეუცდომლად შეიძლება სიგიჟედ ჩაითვალოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საოცარია, რამდენი გარეშე ფიქრი გაუელვებს ხოლმე გონებაში ადამიანს სწორედ მაშინ, როცა სულ ერთიან შეძრულია რაიმე უდიდესი ამბით, რომელსაც, სინამდვილეში, უნდა ჩაეხშო სხვა გრძნობები და გაეფანტა ყველა სხვა, მეტადრე კი წვრილმანი ფიქრები; პირიქით კი ხდება ხოლმე, ასეთ დროს სწორედ წვრილმანი ფიქრები დაესევიან და საშველს არ აძლევენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსები - ფრენოლოგიის, კრანიოლოგიისა და თვით მათემატიკის საფუძველზეც კი - მეორეხარისხოვანი მოდგმის ხალხია, და რომ, მაშასადამე, არც ღირს რუსად სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, მუდამ აცალე ხოლმე ადამიანს ცოტა წაიტყუილოს - ამით ვის რა დაუშავდება. ბევრიც აცალე. ჯერ ერთი, ამით გამოიჩენ შენს ზრდილობას, მეორეც, სანაცვლოდ შენც გაცლიან ტყუილს - ერთბაშად ორი უდიდესი ხეირია. Que diable! უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შეუძლებელი რამაა. და, მაინც, უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე სთესე სიკეთე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უფლება არა გაქვს სხვები განსაჯო, რადგან სხვების მსაჯული რომ იყო, ტანჯვით უნდა მოიპოვო განსჯის უფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრებთან, გულით საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრება - აი სამოთხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცილი სულის შეუმცდარი ჭაშნიკია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ხოლმე ისეთი მიამიტობა, რომელიც მიენდობა ყველასა და ყველაფერს და ეჭვადაც არა აქვს, დამცინიანო. ასეთი ადამიანები მუდამ გონებაშეზღუდულები არიან, ვინაიდან შეუძლიათ პირველ შემხვედრს გადაუშალონ გული და რაც კი რამ სანუკვარი აქვთ, გადმოულაგონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს ვერ ეთაყვანა; ვერ გაუძლებს თავის თავს ასეთი კაცი, ვერც ვერანაირი კაცი. ღმერთიც რომ უარჰყოს, კერპს დაუწყებს თაყვანისცემას - ხის, ოქრისი თუ გონების კერპს. სულ კერპთაყვანისმცემლები არიან ასეთები, და არა უღმერთონი, აი რა უნდა დავარქვათ მათ. უღმერთო ვითომ რატომ არ უნდა იყოს ქვეყნად? არიან ისეთები, რომლებიც მართლაც უღმერთონი არიან, ოღონდ ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან ამათზე, რადგან პირზე ღვთის სახელი აკერიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მამაკაცი ნამდვილად ზნეობრივად ემონება დედაკაცს, მეტადრე თუ დიდსულოვანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნახულა ქალი სულმდაბალი რომ არ იყოს? ამიტომაც უნდა ბატონობდეს მასზე მამაკაცი, ამიტომაც გაუჩენია ქალი ღმერთს დამოკიდებულ არსებად. ქალი - ბიწია და ცთუნება, მამაკაცი კი - კეთილშობილება და დიდსულოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი იყოს დიადი, თორემ რა უჭირს, პატარა ჭუჭყი თუ გაერევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესად განვითარებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ზეიმურად და ძლევამოსილად ბედნიერი სახე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძალდატანებული, გადარეული სიყვარული ისე მოქმედებს, როგორც ავი ზნე, როგორც მარყუჟი, როგორც ავადმყოფობა, და - როგორც კი ნატვრას შეისრულებს კაცი - მაშინვე ჩამოეცლება ბისტი და ჩნდება სულ საწინააღმდეგო გრძნობა: ზიზღი და სიძულვილი, მოსპობის, განადგურების სურვილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნება მომეცით მოგახსენოთ „წმინდა წყლის არამზადაზე“. მე ერთი ამხნაგი მყავდა, ლამბერტი, რომელიც ჯერ კიდევ თექვსმეტი წლისა მეუბნებოდა: როცა მდიდარი ვიქნები, ჩემთვის ყველაზე დიდი ნეტარება ის იქნება, რომ პურისა და ხორცის ჭმევას დავუწყებ ძაღლებს იმ დროს, როცა ღატაკთა შვილები შიმშილისაგან სიკვდილის პირას იქნებიან მისულნიო, ხოლო როცა შეშა აღარ ექნებათ, მთელ საწყობ შეშას ვიყიდი, მინდვრად დავაწყობ და ცეცხლს გავუჩაღებ, ღარიბ-ღატაკთ ერთ ღერსაც არ მივცემო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ას წლამდე რომ ვიცოცხლო, ხელმეორედ აღარ დავუბრუნდები ავტობიოგრაფიის წერას. ზედმეტად უნდა გიყვარდეს თავი, რომ მასზე წერო და არ შეგრცხვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება?! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინაიდან სამყაროს შექმისას ჩემთვის არაფერი უკითხავთ, მეც ვიტოვებ უფლებას, ამ მხრივ საკუთარი შეხედულება ვიქონიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ შეიძლება კაცს უთხრა, გასაკეთებელი არაფერიაო? ვერ წარმომიდგენია ისეთი მდგომარეობა, რომ ოდესმე აღარაფერი იქნეს გასაკეთებელი! იშრომეთ კაცობრიობისთვის და დანარჩენზე ნუ ზრუნავთ. საქმე იმდენია, რომ ამისთვის მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა, თუკი დაკვირვებით მიმოვიხედავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა დიდი რამ უნდა მშვენიერი იდეის უარყოფას? მთავარი ისაა, ასევე მშვენიერით ჩაანაცვლო იგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები ამჯობინებენ ღმერთს, რათა ქედი არ მოუხარინ ადამიანებს, - ცხადია, თვითონაც არ უწყიან, როგორ ემართებათ ეს – ღვთის წინაშე ქედის მოხრა არც ისე შეურაცხმყოფელია. ასეთები ხშირად მეტისმეტად მორწნუნენი ხდებიან ხოლმე, უფრო სწორად, გულმხურვალედ მოსურნენი, რომ სწამდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქნებ უკეთესიც იყოს, როცა ადამიანები შეურაცხყოფას გვაყენებენ: ყოველ შემთხვევაში, ეს თავიდან აგვაცილებს იმ უბედურებას რომ შევიყვაროთ ისინი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ რევოლვერი მქონდეს, სადმე ცხრაკლიტულში დავმალავდი, ღმერთს გეფიცებით, დიდი მაცდუნებელი რამაა. მე, იქნებ, არც მჯერავს თვითმკვლელობის ეპიდემიის, მაგრამ თუ აი, ეს ყოველ წუთს თვალში გეჩხირება კაცს, - ღმერთმანი არის ხოლმე წუთები, რომ შეიძლება გაცდუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე ძნელად გასაგები სწორედ ის იდეებია, რომლებიც ყველაზე მარტივია და ნათელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უბრალოს მხოლოდ სულ ბოლოს გაიგებ კაცი ,როცა მოსინჯავ ყველაფერს, რაცაა ბრძნული და რაცაა ბრიყვული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სრულიადაც არ არიან ადამიანები ისეთი მშვენიერები, რომ მათზე ესოდენ ზრუნვა ღირდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი უდიდესი ძალაუფლებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რეალიზმი, რომელიც საკუთარი ცხვირის წვეტით განისაზღვრება, ყველაზე უგუნურ ფანტასტიკურობაზე უფრო საშიშია, ვინაიდან ბრმაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კიდევ ის მიყვარს თქვენში, რომ ღიმილი არ გშორდებათ სახიდან: ეს ჩემი სამოთხეა!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო კარგო, სრულიადაც არ მინდა შენი იდეალების სანაცვლოდ რომელიმე ბურჟუაზიულ სიკეთეს დაგახარბო. არ ჩაგჩიჩინებ, დევგმირობას ბედნიერება სჯობია-მეთქი; პირიქით, დევგმირობა ყოველგვარ ბედნიერებაზე მაღლა დგას, და თუნდაც მარტოოდენ უნარი ამისა – თავისთავად ბედნიერებაა… სწორედ ამიტომაც გცემ პატივს, რომ ამ ჩვენს დამყაყებულ დროში შეძელი, საკუთარ სულში გაგეჩინა რაღაც „შენი იდეა“, მაგრამ მაინც შეუძლებელია, არ ვიფიქროთ ზომიერებაზე, ვინაიდან შენ სწორედ ახლა გსურს გიჟმაჟი სიცოცხლე, გინდა რაღაც ააგიზგიზო, დაამსხვრიო, მთელ რუსეთზე მაღლა დადგე, საავდრო ღრუბელივით გადაუარო თავზე, ყველანი შიშითა და აღტაცებით მოცულნი დატოვო, თავად კი გადაიმალო ჩრდილო ამერიკის შტატებში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - უნდა გწამდეს ღმერთი, ჩემო კარგო. - და თუკი არ მწამს ეს ყოველივე? – წამოვიძახე ერთხელ გულმოსულმა. - ჰოდა, საუცხოოა, ჩემო კარგო… ეგ საუკეთესო ნიშანია, ჩემო მეგობარო, ყოვლად კეთილსაიმედოც კი, ვინაიდან რუსი ათეისტი, თუ ის მართლა ათეისტია და სულ მცირე ჭკუა მაინც აქვს – საუკეთესო ადამიანია მთელ დედამიწის ზურგზე და მუდამ მზადაა, მიეფეროს ღმერთს იმიტომ, რომ უსათუოდ კეთილია, ხოლო კეთილია იმიტომ, რომ უზომოდ კმაყოფილია თავისი ათეისტობით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან. და მაინც უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე და ისე თესე სიკეთე. მოითმინე მათგან სიავე, შეძლებისდაგვარად, გულს ნუ მოიყვან, „გახსოვდეს, რომ შენც ადამიანი ხარ“… ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე; არ წამოეგო ასეთ სიყვარულზე და განუწყვეტლივ გეზიზღებოდეს. ყურანში ალაჰი უბრძანებს თავის წინასწარმეტყველს, „ჭირვეულთ“ ისე მოეპყარი, როგორადაც თაგვებს, სიკეთე უყავი და გვერდი აუარეო – ცოტა ქედმაღლური ნათქვამია, მაგრამ მართალია. შეძელი, გეზიზღებოდეს მაშინაც კი, როცა კარგები არიან, ვინაიდან სწორედ აქ არიან ხოლმე ისინი ცუდები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იდეებით ცხოვრება მოსაწყენია, უიდეებოდ კი მუდამ მხიარულად ცხოვრობს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელ ამ ჩვენს პროგრესულ მოძრაობაში ბოლო ოცი წლის მანძილზე, უწინარეს ყოვლისა, ის დავამტკიცეთ, რომ ბინძურად გაუნათლებლები ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უბრალოება, კაცმა რომ თქვას, უმაღლესი ეშმაკობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული თუმცა ღმერთი არაა, მაგრამ მაინც ნახევარღმერთია - უდიდესი ცდუნებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რარიგ მიიჩქარიან თავიანთ კუთხეში სამუშაოდან და საშოვრიდან მომავალი მდაბიო, დაღვრემილი ადამიანები! ყველას სახეზე აწერია თავისი მძიმე საფიქრალი და ამ ბრბოში იქნებ ერთიც არაა საერთო, გამაერთიანებელი აზრი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ჭკუაში გაგიჯდება რაღაც უძრავი, მარადიული, ძლიერი, რომლის გარდა სხვა არაფრისთვის აღარ გცალია, - ამით თითქოს ქვეყნიერებას ერიყები და უდაბნოში გადადიხარ, და ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სადღაც შენს მიღმა მიმდინარეობს, მთავარის გვერდის ავლით. შთაბეჭდილებებიც კი არასწორად აღიქმება. და, გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ მუდამ გაქვს თავის გასამართლებელი. რარიგ ვაწვალებდი მთელი ეს ხანი დედას, რა სამარცხვინოდ ვტოვებდი ჩემს დას: „ე, მე „იდეა“ მაქვს, სხვა დანარჩენი კი წვრილმანია“, - აი, თითქოს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს. მეც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, და მტკივნეულადაც, - მოვდიოდი შეურაცხყოფილი და მერე უცებ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ე, მე სულმდაბალი ვარ, მაგრამ მაინც მაქვს „იდეა“, მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ“. „იდეა“ მანუგეშებდა და მიადვილებდა შერცხვენასაც და არარაობასაც; ჩემი ყველა სისაძაგლეც თითქოს ამ იდეის უკან იმალებოდა; ის, ასე ვთქვათ, მიმსუბუქებდა ყველაფერს, მაგრამ თან ბურუსითაც ფარავდა, რაც რამ იყო ჩემ წინ; მაგრამ შემთხვევათა და საგანთა ასეთ ბუნდოვან გაგებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ავნოს თვით „იდეასაც“ კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესი და განვითარებული ადამიანი, უზენაეს აზრს რომ ემსახურება, ზოგჯერ სულ გადაუხვევს ხოლმე არსებითს, და სასაცილო, ჟინიანი და ცივი, ანდა უბრალოდ გეტყვი - სულელი ხდება ხოლმე, და არა მხოლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში, არამედ დასასრულ, თავის თეორიებში კი სულელი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} === ''მკვდარი სახლის ჩანაწერები'' (1862) === [[ფაილი:Dostoyevsky on his Bier, Kramskoy.jpg|thumb|right|150პქ|ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება.]] {{Q | ციტატა = სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ განათლება ადამიანში მედიდურობას აღვივებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ნაკლი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარი მორჩილი და მომთმენია გარკვეულ მიჯნამდე, მაგრამ არსებობს უკიდურესობა, რომელსაც არ უნდა გადასცდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მზა თვალსაზრისით დანაშაულის შეცნობა ძნელია და მისი ფილოსოფიაც უფრო რთულია, ვიდრე ვარაუდობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რასაკვირველია, საპყრობილე და იძულებითი მუშაობის სისტემა დამნაშავეს ვერ გამოასწორებს; ამით მას მხოლოდ სჯიან და საზოგადოების სიმშვიდეს უზრუნველყოფენ; ბოროტმოქმედთა თავდასხმისგან იცავენ. დამნაშავეს კი საპყრობილე და იძულებითი მუშაობა მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილსა და საშინელ თავქარიანობას უვითარებს. მტკიცედ მწამს, რომ კარგად ცნობილი ეს სისტემაც აღწევს მხოლოდ მცდარ, მოჩვენებით, გარეგნულ მიზნებს. იგი ფიტავს ადამიანს, უღიზიანებს სულს, ასუსტებს და აშინებს, შემდეგ ზნეობრივად გამომშრალ მუმიას, ნახევრად შეშლილს, გამოსწორებისა და მონანიების ნიმუშად წარმოადგენს. რასაკვირველია, დამნაშავეს სძულს საზოგადოება, რომელიც მას დამნაშავედ მიიჩნევს, საკუთარი თავი კი ყოველთვის მართალი ჰგონია. გარდა ამისა, დანაშაულისთვის ის უკვე დაისაჯა, ამიტომ თავს განწმენდილად თვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ფული გარკვეულწილად თავისუფლებაა, ამიტომაც თავისუფლებააღკვეთილი კაცისთვის ათჯერ უფრო ძვირფასია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ ნაამბობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რამდენი ხასიათიცაა, იმდენივე ვარიაციაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = განათლებულ, პატიოსან, შეგნებულ და მგრძნობიარე კაცს სასჯელად საკუთარი გულისტკივილიც ეყოფა. მას ყველა სასჯელზე მეტად ეს სატანჯველი ღრღნის, საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო შეუბრალებლად და მკაცრად გაკიცხავს, ვიდრე ყველაზე უწყინარი კანონი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი ადამიანი იმდენად კეთილშობილია, ღვთისგან იმდენად დაჯილდოებული, რომ მათი უარესობისკენ შეცვლა შეუძლებელად მოგეჩვენებათ. მათი იმედი ყოველთვის გაქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი რამ პირადად თუ არ გამოსცადე, ისე ვერ განსჯი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზნეობრივი გაჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე მძიმეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიცოცხლო და ვიცოცხლებ კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. სწორედ ასეთი „უბედურები“ საჭიროებენ ყველაზე ადამიანურ მოპყრობას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საქმის მოღალატეებმა, ცხვრის ფარაში გარეულმა მგლებმა, როგორადაც უნდა იმართლონ თავი, მუდამ დამნაშავეები იქნებიან, მით უმეტეს, თუ ყველაფერთან ერთად კაცთმოყვარეობაც აკლიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = დასასჯელს, როგორც წესი, იპყრობს რაღაც მძაფრი, მაგრამ წმინდა ფიზიკური, უნებლიე და დაუძლეველი შიში, რომელიც ადამიანის მთელ მეობას იმორჩილებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვეფხვივით მუდამ სისხლი სწყურიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანია - ჩვეულებაა, რომელიც განვითარების თავის გზას გადის და ბოლოს, ავადმყოფობად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვეულებამ შეიძლება საუკეთესო ადამიანიც გააუხეშოს და იქამდე გადააგვაროს, რომ მხეცისგან ვეღარ გაარჩიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სისხლი და ძალაუფლება ადამიანს ათრობს, სიტლანქესა და გახრწნილებას უღვივებს: ყველაზე არანორმალური მოვლენები გრძნობა-გონებისთვის მისაღები, დაბოლოს, დამატკბობელიც კი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანში ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ კვდება; მისთვის ადამიანური ღირსებისკენ, მონანიებისა და აღდგომისკენ შემობრუნება თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს, ამგვარი თავნებობის მაგალითი მთელ საზოგადოებაზე გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცდურია. საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. ერთი სიტყვით, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ფიზიკურად დასჯის უფლება, ჩვენი საზოგაოების წყლულია, ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა ჩანასახშივე მოსპოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყოველგვარი მცდელობა და მის გარდაუვალ გადაგვარებას საფუძველი შეუქმნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უცხო წრეში ცხოვრებაზე საშინელი არაფერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მიზან და იმედდაკარგული ადამიანი დარდისგან ხშირად ნამდვილ ნადირად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საპყრობილეში კაცი მოთმინებას ეჩვევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ყველაფერს ეჩვევა. ვფიქრობ, ესაა საუკეთესო განმარტება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უსაქმურად, კანონიერი საკუთრების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, გაირყვნება, მხეცად გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოების უმაღლეს კლასს წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ზრუნავენ „უბედურებზე“ ვაჭრები, მეშჩანები - მთელი ჩვენი ხალხი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = თუ ადამიანის მოსპობა და განადგურება უნდათ, ის უნდა დასაჯონ ყველაზე საშინელი სასჯელით, ისეთით, უდიდეს ავაზაკ კაცისმკვლელსაც რომ შეაძრწუნებს და დააფრთხობს. ამისთვის საკმარისია ეს ადამიანი დაასაქმონ მისთვის სრულიად უსარგებლო და უაზრო სამუშაოზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველგვარი ზომების მიუხედავად, ცოცხალ ადამიანს ფიტულად ვერ გადააქცევ; შერჩება გრძნობები, ცხოვრებისა და შურისძიების წყურვილი, ვნებები და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე სულ სხვა რამეა, ვიდრე ის, რასაც ცოდნით და სხვათა ნათქვამით წარმოიდგენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კატორღაში მიმავალი მდაბიო თავის საზოგადოებაში მიდის, თუმცა, შეიძლება იგი მასზე განვითარებული იყოს. რასაკვირველია, მან ბევრი რამ დაკარგა - სამშობლო, ოჯახი, ყველაფერი... მაგრამ მისი გარემო არ შეცვლილა. განათლებული კაცი კი, რომელსაც კანონით მდაბიოს იდენტური სასჯელი აქვს, ხშირად მეტს კარგავს. მან ყველა მოთხოვნილება, ყველა ჩვევა უნდა დაიოკოს, გადავიდეს მისთვის დაუკმაყოფილებელ გარემოში, მიეჩვიოს სხვა ჰაერით სუნთქვას... ის წყლიდან ამოგდებული თევზია. ხშირად კანონით გათვალისწინებული სასჯელი მისთვის სხვაზე ათჯერ უფრო მტანჯველია. ეს ჭეშმარიტებაა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. თავისუფალი ადამიანიც, რასაკვირველია, იმედით ცოცხლობს, (მაგალითად, ბედის შეცვლის, ახალი საქმის დაწყების...), მაგრამ ის მოქმედებს და ცხოვრების ორომტრიალში სავსებით ერთვება, პატიმრის საქმე სხვაგვარადააა. დავუშვათ ესეც ცხოვრებაა - ყაზარმული, კატორღული; მაგრამ, ვინც უნდა იყოს კატორღელი და რა ვადითაც უნდა იყოს გადასახლებული, ვერ შეძლებს გადაჭრით, ინსტიქტურად, უპირობოდ მიიღოს თავისი ხვედრი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანი, თუნდაც ინსტინქტურად, თუნდაც შეუგნებლად, რაგინდ დაბეჩავებულიც უნდა იყოს, მაინც მოითხოვს პატივისცემას თავისი ადამიანური ღირსებისადმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარმა თვითონაც იცის თავისი მდგომარეობა, რომ პატიმარია, განკიცხულია, იცის თავისი ადგილი უფროსობის წინაშე; მაგრამ ვერავითარი დაღებით, ვერავითარი ბორკილებით ვერ აიძულებ დაივიწყოს, რომ ადამიანია. რადგან ის ჭეშმარიტი ადამიანია, მაშასადამე ადამიანურად უნდა მოეპყრა. ღმერთო ჩემო! დიახ, სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კანონის ამ უნიჭო შემსრულებლებს სრულიად არ ესმით და არც შეიძლება იცოდნენ, რომ კანონის ზუსტად და უაზროდ, არსის გაუცნობიერებლად შესრულებას სწორედაც რომ უწესრიგობა მოჰყვება და არც არასოდეს გამოუღია სხავ შედეგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საკმარისია მოაცილოთ გარეგანი ქერქი და ყურადღებით, ცრურწმენის გარეშე ჩაიხედოთ ხალხის გულში, ისეთ იშვიათ რამეს აღმოაჩენთ იქ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აკი საზოგადოებას ჯალათი სძულს, მაგრამ განა ჯალათი - ჯენტლმენი არაა?! ამაზე ახლახანს გამოთქვეს საპირისპირო აზრი, თანაც მხოლოდ წიგნებში, განყენებულად. ჯერჯერობით შორს ვართ იმისგან, რომ თვითმპყრობელური ჟინი ყველამ ჩაიკლას. თუნდაც ყოველი ფაბრიკანტი, ანტრეპრენიორი, უთუოდ უნდა გრძნობდეს, ერთგვარ გამაღიზიანებელ სიამოვნებას, რომ მასთან დასაქმებული მუშა ზოგჯერ თავისი ოჯახით მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დიახ, რეალურად სწორედ ასეა; თაობებს უჭირთ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც მემკვიდრეობით ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. ამგვარი სახელდახელო გადატრიალება შეუძლებელია. გააცნობიერო წინაპართა დანაშაული და ცოდვა, ჯერ კიდევ ცოტას ნიშნავს; საჭიროა სავსებით გათავისუფლდე მისგან. ეს კი უცებ როდი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ძნელი წარმოსადგენია, სადამდე შეიძლება დამახინჯდეს ადამიანის ბუნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რაიმე მიზნის გარეშე ცოცხალი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აგრე ღმერთი შეგეწიოთ! თავისუფლება! ახალი ცხოვრება! მკვდრეთით აღდგომა... რა საამური წუთია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} === ''თვინიერი'' 1876 === {{Q | ციტატა = ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაი რომ, სულმდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვარ კაცთა შორის უკეთილშობილესი, თუმც მევე არ მჯერა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = როცა ადამიანს ასამართლებ, უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა სულგრძელია, მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგახსენებთ, სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგცდა - უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს კი ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ - აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი მთელი სიცოცხლე სხავ არაფერი მიკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მეც ხომ უბედური ვიყავი! მეც ხომ ყველამ გამრიყა, გამრიყა და დამივიწყა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა - მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ, რომ მუქთად მოსდის, იმიტომ, რომ უშრომლად მოსდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია, ეს ხომ აქსიომა გახლავთ, ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს კიდეც ხიბლავს ზოგჯერ უცნაურობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იცით, ბატონებო, ზოგი იდეა ხმამაღლა თუ ითქვა, სიტყვად თუ იქცა, ისეთ სისულელედ მოგეჩვენებათ, შენვე შეგრცხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = თქვენ მე გამრიყეთ, ადამიანებო, უხმოდ, ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაცხყოფა მიაგებეთ. მაშასადამე, უფლება მაქვს კედელი აღვმართო ჩემ და თქვენ შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამქვეყნად არაფერი ყოფილა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვენ დაწყევლილები ვართ, ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწ და მარადის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = გოროზი, ამაყი, ნუგეშისა და ნამუსის მოწმენდას არავის სთხოვს, უსიტყვოდ იტანჯება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ნუ შეშინდები, ადამიანო, იყავი ამაყი! შენ არ ხარ დამნაშავე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, როცა, საუბედუროდ, ყველაფერი შენს დასაღუპად დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის ღრუბელივით ჩაევლო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო, დავრჩი ობლად. აგერ წიკწიკებს და წიკწიკებს საათი, რა ენაღვლება, ან რა აწუხებს. მე კი არავინ დამრჩა, არავინ მყავს მე უბედურს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = რა ჭირად ვიხლი ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაში მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ადათი, თქვენი ცხოვრება, სახელმწიფო, თქვენი მრწამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ, მე ვეტყვი, არაფერი არა მწამს-მეთქი. რად დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ ის, რაც ყველაზე მეტად მიღირდა? რა თავში ვიხლი ახლა თქვენს კანონებს? განზე გავდგები ყველაფრისგან. ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახლავთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = „ერთმანეთი გიყვარდეთ ხალხნო“, - ვინა თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ...მე ვიღუპები, მაგრამ გოეთეს დიდებულ სიტყვებს გაუმარჯოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიყო ჩემი თავის მსაჯული და ვიქნები კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე სთესოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ის იყო ჩემთვის ყველაფერი, ის იყო ჩემი ოცნებების, ჩემი მომავლის იმედი! ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც საჩემოდ ვამზადებდი, სხვა მე არავინ მინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება ჩემს გულში იყო ჩამარხული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} [[ფაილი:The Soviet Union 1971 CPA 4027 stamp (Fyodor Dostoyevsky (after Vasily Perov)).jpg|thumb|right|150პქ|მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით.]] === ''მოთამაშე'' (1867) === {{Q | ციტატა = მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით და სანამ მჭირდებით - უნდა გაგიფრთხილდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} [[ფაილი:Dostoevski grave at Alexander Nevsky Monastry.jpg|thumb|right|150პქ|ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა.]] {{Q | ციტატა = რაც შეეხება გამორჩენასა და მოგებას, მარტო რულეტზე კი არა, სადაც არ გინდათ, ადამიანები მუდამ ერთმანეთს აცლიან ლუკმას და მუდამ მოგებას ცდილობენ. ხოლო გამორჩენა და მოგება რაოდენ საძაგლობაა, ეს უკვე სხვა საკითხია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = პირდაპირ საკვირველი და სასაცილოა, რარიგ მეტყველია ხოლმე მორცხვი და ავადმყოფურად კდემამოსილი შეყვარებული კაცის თვალები, თუმცა უმალ მიწის გასკდომასა და შიგ ჩავარდნას არჩევს, ვინემ თავისი გრძნობები სიტყვითა და მზერით გაამჟღავნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = იცით წარმოუდგენელი რამ? მე თქვენ ყოველდღე უფრო ძლიერ მიყვარხართ, ეს კი თითქმის შეუძლებელი რამაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უიმედოდ მიყვარხართ და ვიცი, ამის შემდეგ ათასჯერ უფრო მეტად მეყვარებით. თუ ოდესმე მოგკლავთ, საკუთარი თავის მოკვლაც იქნება საჭირო; ასე რომ, საკუთარ თავს რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ მოვიკლავ, რათა ეს აუტანელი ტკივილი უთქვენოდ ავიტანო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველა გარემოებაში შეუძლია ღირსება შეინარჩუნოს. თუ საამისოდ ბრძოლა დასჭირდა, ეს კიდევ უფრო აამაღლებს, განა დაამცირებს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მარტოოდენ ფრანგებსა და კიდევ, მგონი, ევროპელებიდან ზოგს გააჩნიათ ისეთი გარეგნული ფორმა, უღირსი ფრიად ღირსეულად აჩინოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვიცი, არავითარი იმედი არა მაქვს და თქვენთვის ნული ვარ. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით: ყველგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გხედავთ, სხვა ჩემთვის არაფერი არსებობს. რად მიყვარხართ ასე, ვერ გეტყვით. იცით კი, რომ შეიძლება სულაც არ ხართ ლამაზი? წარმოიდგინეთ, ისიც არ ვიცი, მართლა ლამაზი სახე გაქვთ თუ არა? გული ნამდვილად ცუდი გაქვთ, არა მგონია, ჭკუაც კეთილშობილი გქონდეთ. კი, კი, შესაძლოა ასეც იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = რატომ მიწყრებით? იმიტომ, რომ თქვენს მონად ვაცხადებ თავს? მერე რა, მიმსახურეთ, ჰო, მიმსახურეთ მონასავით! იცით თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოგკლათ? იმიტომ კი არა, გადაგიყვარეთ ან ვიეჭვიანე, არა, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მინდა გშთანთქოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სიამოვნებაც ხომ ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო ცხოველური, უსაზღვრო ძალაუფლება თუნდაც ბუზზე, ესეც ხომ თავის მხრივ სიამოვნებაა. ადამიანი ბუნებით მტარვალია, სხვისი წვალება უყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შესაძლოა ამდენი გრძნობის გადალახვის შემდეგ სული არ ივსება, მხოლოდ ღიზიანდება და მეტ შეგრძნებებს ითხოვს, სულ უფრო ძლიერ და ძლიერ, საბოლოო დაღლამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ბუნებრივად თავაზიან ფრანგს იშვიათად შეხვდები. მუდამ ნაძალადევად, მუდამ ანგარიშით არის თავაზიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = როცა გვჭირდება, ჩვენთვის საძულველ ადამიანებთანაც კი საქმის დაჭერას არ ვთაკილობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ყველა ქალი ერთნაირია! ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტად სიბერეშიაც მოგკითხავს და დაგსჯის ღმერთი სიამაყისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ... კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერი და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მიმიფურთხებია ყველასთვის! ვინ ვარ უკვე? ზერო. ვინ შემიძლია ვიყო ხვალ? ხვალ შემიძლია მკვდრეთით აღვსდგე და ცხოვრება ახლიდან დავიწყო! ვიპოვო ადამიანი ჩემში, სანამ ის არ გაქრა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს. მეგობრობის დიდი ნაწილი დამცირებაზეა დაფუძნებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მეკითხებით რა საჭიროა ფული? როგორ თუ რა საჭიროა? ფული ყველაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უდიდესი სიამოვნებით მივატოვებდი ყველას და ყველაფერს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შენ ჭკვიანი და კეთილი ადამიანი ხარ... და... და სამწუხაროა, რომ ამასთანავე სულელიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მე თუ ვერ მიყიდით, ჩემი პატივისცემა შეიძლება იყიდოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ეს ზუსტად ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება. დაემეთანხმებით იმაში, რომ არ იხრჩობოდეს, ხავსს არ ჩათვლიდა ხის ტოტად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მართლა რაღაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა უცხო მხარეში გადახვეწილი, შენს ქვეყანას, შენს მეგობრებს მოშორებული, ხვალ რომ არ იცი, რას შეჭამ, აიღებ და უკანასკნელ, შენს უკანასკნელ გულდენს ჩამოხვალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჯერ კიდევ არ მესმის ჩემი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვერ ამიტანია ისეთი პატიოსანი ხალხი, ახლოს მისვლა რომ გეშინია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''უგვანო ანეკდოტი'' (1862) === {{Q | ციტატა = ჩვენ ყველანი ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის ძალგვიძს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სუფრაზე დაჯდომის ზუსტად ორი წუთის შემდეგ ერთმა ფიქრმა მოიცვა მთლიანად და შეზარა.ანაზდად იგრძნო, რომ უბედურად მთვრალია, წინანდელივით შეჭიკჭიკებული კი არადა, გალეშილი მთვრალია.ამის მიზეზი ერთი ჭიქა არაყია, შამპანურს რომ დააყოლა და მაშინვე მოერია.მთელი არსებით გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა.რა თქმა უნდა, სითამამე კი მოემატა, მაგრამ შეგნებამ არ უღალატა და უკიჟინებდა: "არ ვარგა, არა, არც შეგფერის და არც გეკადრება! ცხადია, მთვრალის მერყევ ფიქრებს ერთ წერტილზე რა გააჩერებს.თვითონაც გრძნობდა, მის სულში რო თითქოს ორი ძალა შეჭიდებოდა ერთმანეთს:ერთი ჩასძახოდა, შენს მიზანს უთუოდ მიაღწევო.მეორე კი მწარედ ღრღნიდა და გულს უწიწკნიდა: „რას იტყვიან? რით დამთავრდება? ხვალ, ხვალ რა იქნება!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''წერილი ძმას კატორღიდან'' === {{Q | ციტატა = კატორღაში გატარებული ოთხი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლებია, იქ გავიგე ძალზედ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ადამიანები ყოველთვის ცოდვილები არ არიან, მათ ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როდესაც წმინდანები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ძმაო, საყვარელო მეგობარო ჩემო... არ გავზარმაცებულვარ, არც სულიერად დავცემულვარ, ცხოვრება ყველგან ცხოვრებაა, ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენს გარშეო. იყო ადამიანთა შორის და დარჩე ბოლომდე ადამიანად, არ გაზარმაცდე, არც სულიერად დაეცე - ეს არის ჩემთვის ცხოვრება, ეს არის ცხოვრების აზრი, ეს იდეა ღრმად გაჯდა ჩემში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = დიახ! მართალია, ის თავი, რომელიც ქმნიდა, ცხოვრობდა უმაღლესი ხელოვნებით, რომელმაც შეიცნო და შეეგუა სულის ამაღლებულ მოთხოვნილებებს, ის თავი უკვე მოკვეთილია ჩემი მხრებიდან. დარჩა მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი ჯერ კიდევ განუხორციელებელი ხსოვნა და გამოსახულებები. ისინი დამასნეულებენ, მართლა! მაგრამ ჩემში დარჩა ისევ ის გული, ისევ ის სისხლი და ხორცი, რომელთაც ასევე ძალუძთ უყვარდეთ და იტანჯებოდნენ, სურდეთ და ახსოვდეთ, ეს კი ცხოვრებაა. On voit le soleil! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო ჩემო! რამდენი იერსახე ჩემ მიერ გამოძერწილი, ახლიდან შექმნილი, ჩაქრება ჩემს გონებაში ან საწამლავად ჩაიღვრება სისხლში. წერას თუ ვერ შევძლებ, დავიღუპები! უმჯობესია თხუთმეტი წელი ვიჯდე, ოღონდ ხელში კალამი მეჭიროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ნუ წუხხარ ჩემთვის, ღვთის გულისათვის! იცოდე, რომ არ ვარ ნაღვლიანი, გახსოვდეს, რომ ჩემში იმედი არ მომკვდარა, ოთხ წელიწადში შემსუბუქდება ბედი, რიგითი ვიქნები - ეს კი ტუსაღზე უკეთესია, და გაითვალისწინე, რომ ოდესღაც ჩაგეხუტები! ხომ ვიყავი დღეს სიკვდილის წინაშე? - საათის სამი მეოთხედი ამაზე ფიქრში გავატარე, უკანასკნელ საზღვრამდეც მივედი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვცხოვრობ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = თუ ვინმეს ბოროტად ვახსოვარ, თუ ვინმეს ჩემგან წყენა უდევს გულში, ყველას უთხარი, რომ დაივიწყონ, მაპატიონ. არ არის ჩემს სულში ბოროტება და წყენა. ეჰ, როგორ გადავეხვეოდი და მეყვარებოდა ნებისმიერი ჩემი წარსულიდან აქ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = როგორც კი უკან მოვიხედავ, მეფიქრება თუ რამდენი დროა გაფლანგული, რამდენი დრო დაიკარგა გზააბნეულობაში, შეცდომებში, სიცოცხლის არცოდნაში, როგორ არ ვუფრთხილდებოდი მას. რამდენჯერ შემიცოდავს საკუთარი გულისა და სულის წინაშე, გულიდან სისხლად გადმომდის ეს ყოველივე. ცხოვრება საჩუქარია, ცხოვრება ბედნიერებაა, ყოველი წუთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ახლა ყველაფერს ვშორდები, რაც კი ნაზი იყო, ძნელია მოსწყდე ამ ყოველივეს, ძნელია გატეხო საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 3“ }} === ''ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან'' (1864) === {{Q | ციტატა = მე არა მარტო ის ვერ შევძელი, რომ ანჩხლი გავმხდარიყავი, არამედ სხვაც ვერაფერი გავხდი: ვერც ბოროტი, ვერც კეთილი, ვერც უსინდისო, ვერც პატიოსანი, ვერც გმირი, ვერც მწერი. ახლა ჩემს კუთხეში ვცხოვრობ და თავს ღვარძლიანად ვანუგეშებ არაფრის მაქნისი აზრით, რომ ჭკიან კაცს სერიოზულად არც შეუძლია, რაიმე გახდეს და რაიმე მხოლოდ ბრიყვი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭკვიანი კაცი ზნეობრივად მოვალეა, რომ უპირატესად უნებისყოფო არსება იყოს, ხოლო ნებისყოფიან, მოღვაწე ადამიანს მეტწილად გონებაშეზღუდულობა მართებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ახლა ეს ვთქვათ: წესიერი კაცი ყველაზე უფრო მეტი სიამოვნებით რაზე ილაპარაკებს? პასუხი: საკუთარ თავზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მრავლის შეცნობა სნეულებაა, ნამდვილი, სრული სნეულება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მაინც მყარად მწამს, რომ არათუ ძალზე დიდი ცნობიერება, არამედ ყოველგვარი ცნობიერება სნეულებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო სრულად აღვიქვამდი სიკეთისა და ყოველივე „მშვენიერისა და ამაღლებულის“ არსს, მით უფრო ღრმად ვეფლობოდი ჩემს კუთვნილ წუმპეში და მით უფრო მეტად შემეძლო, ამ წუმპით ამოვთითხნილიყავი. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყოველივე შემთხვევით კი არ მემართებოდა, არამედ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეს ჩემი სრულიად ნორმალური მდგომარეობა გახლდათ და არა სნეულება და წახდენა, ისე რომ, ბოლოს წახდენასთან შებრძოლების სურვილიც გამიქრა. ეს იმით დასრულდა, რომ ლამის ვირწმუნე, რომ ჩემი ნორმალური მდგომარეობა სწორედაც ასეთი ყოფა იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სიამოვნებას, სახელდობრ, იწვევდა თავის დამცირების ძალზე აშკარა აღქმა, იმის შეგრძნება, უკანასკნელ ზღვართან რომ ხარ მიმდგარი, იმის შეგრძნება, ეს სისაძაგლე რომ არის, მაგრამ არც შეიძლება სხვაგვარად რომ იყოს, საშველი რომ არ გაქვს, სხვა ადამიანად ვერასოდეს რომ ვერ გადაიქცევი, თუნდაც დრო ჯერ კიდევ გქონდეს და რწმენაც გაგაჩნდეს, სხვა რაიმედ გადაქცევა რომ ძალგიძს. ამას თავად მაინც არ ისურვებდი და თუ ისურვებდი, მაინც არაფერს მოიმოქმედებდი, რამეთუ სინამდვილეში ვერაფრადაც ვერ გადაიქცეოდი. ხოლო მთავარი, ბოლოს და ბოლოს, ის გახლავთ, რომ ეს ყოველივე ხდება ჭარბი ცნობიერების ნორმალური და ძირითადი კანონებით და ამ კანონებიდან გამომდინარე ინერციით. მაშასადამე, არათუ რაიმედ ვერ გადაიქცევი, საერთოდაც ვერაფერს გახდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭარბი ცნობიერებიდან, მაგალითად, აი, რა გამომდინარეობს: თუ არამზადა თავადვე გრძნობს, რომ ნამდვილი არამზადაა, ეს თითქოს მისი მანუგეშებელი უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მძაფრი სიამოვნება სწორედ სასოწარკვეთის ჟამს გეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე ძლიერად აცნობიერებ, რომ უსაშველო ვითარებაში იმყოფები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = დამნაშავე, ჯერ ერთი, იმიტომ ვარ, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა შორის ყველაზე ჭკვიანი გახლავართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = განა შეგნებულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავის ოდნავ პატივისმცემელი მაინც რომ იყოს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი სისტემისა და განყენებული დასკვნის მიმართ იმდენად მიკერძოებულია, რომ მზად არის, სიმართლე განზრახ დაამახინჯოს, მზად არის, არც დაინახოს რამე და არც გაიგონოს, ოღონდაც თავისი ლოგიკა გაამართლოს. აბა ირგვლივ მიმოიხედეთ: სისხლი ზღვად მოედინება, თანაც ისეთი მხიარულებით, თითქოს შამპანური იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცივილიზაცია ადამიანში მხოლოდ შეგრძნებათა მრავალმხრივობას გამოიმუშავებს და მეტს არაფერს. ხოლო იმ მრავალმხრივობის განვითარებით ადამიანი ლამის იქამდეც კი მივა, რომ სისხლისღვრაში სიამოვნებას მოიძიებს. ეს ხომ უწინაც ყოფილა. არ შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე დახვეწილი სისხლისმღვრელნი თითქმის ერთიანად ყველაზე ცივილიზებული ბატონები გახლდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = იმ ბრძენთა ბრძენებმა საიდან გამოჩხრიკეს, რომ ადამიანს მაინცდამაინც ნორმალური, მაღალზნეობრივი წადილი ესაჭიროება? რანაირად წარმოიდგინეს, რომ ადამიანს უსათუოდ კეთილგონივრულად სასარგებლო წადილი სჭირდება? ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი წადილი ესაჭიროება, ეს დამოუკიდებლობა რადაც უნდა დაუჯდეს და სადამდეც უნდა მიიყვანოს. ხოლო წადილი, წადილი ხომ ეშმაკმა უწყის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ნამდვილი სისულელე ზოგჯერ იმიტომ გვსურს, რომ უგუნურობის გამო ეს სისულელე ამა თუ იმ წინასწარ ნავარაუდევი სარგებლის მოსაპოვებელ უიოლეს გზად მიგვაჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ბატონებო, ვთქვათ, ადამიანი უგუნური არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მსოფლიო ისტორიაზე ყველაფრის თქმა შეიძლება, ყველაფრისა, რაც კი თავში მოუვა უაღრესად გაღიზიანებულ წარმოსახვას. მხოლოდ იმას ვერ იტყვი, კეთილგონივრული რა არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანები ჯერ კიდევ ადამიანები არიან და არა ფორტეპიანოს კლავიშები, რაზედაც თვით ბუნების კანონები უკრავს, მაგრამ იქამდე დაუკრავს, სანამ კალენდრის გარდა სასურველიც აღარაფერი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანობის განმსაზღვრელი, ვგონებ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი თავის თავს ყოველ წუთას უმტკიცებდეს, წკირი კი არა, ადამიანი ვარო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი უპირატესად შემოქმედი ცხოველია, რომელსაც დაკისრებული აქვს, მიზნისკენ შეგნებულად მიისწრაფოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ფუქსავატი და უმსგავსი არსებაა და, შესაძლოა, მოჭადრაკისნაირად მხოლოდ მიზნის მიღწევის პროცესი უყვარს და არა თვით მიზანი. ჰოდა, ვინ იცის, შესაძლოა, მთელი მიზანი მთელ ქვეყნიერებაზე, საითკენაც კაცობრიობა მიისწრაფვის, მხოლოდ და მხოლოდ მიღწევის უწყვეტი პროცესია, სხვაგვარად თუ ვიტყვით, თვით ცხოვრებაა და არა საკუთრივ მიზანი, რაც, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, გარდა ორჯერ ორი ოთხისა, ანუ ფორმულაა, ხოლო ორჯერ ორი ოთხი, ბატონებო, ცხოვრება კი არა, სიკვდილის დასაწყისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ასე მტკიცედ, ასე მძლეთამძლედ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ნორმალური და დადებითი რამ, ერთი სიტყვით, მხოლოდ კეთილდღეობაა ადამიანისთვის სასარგებლო? გონება სარგებელთა თაობაზე ხომ არ ცდება? ადამიანს იქნებ არა მარტო კეთილდღეობა უყვარს? სატანჯველიც იქნებ იმდენადვე უყვარს? მისთვის სატანჯველი იქნებ იმდენადვე მომგებიანია, რამდენადაც კეთილდღეობა? ხოლო ადამიანს სატანჯველი ზოგჯერ მთელი ჟინით რომ უყვარს, ეს ხომ უეჭველია. თქვენსავე თავს შეეკითხეთ, თუ ადამიანი ხართ და რაღაც ხანი გიცხოვრიათ. პირადად ჩემი აზრით კი მხოლოდ კეთილდღეობის სიყვარული, ცოტა არ იყოს, უხამსობაა. რიგიანია თუ ურიგო, ზოგჯერ რაღაცის დამსხვრევა ძალზე სასიამოვნოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცნობიერება ადამიანისთვის უდიდესი უბედურებაა, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანს უყვარს და არავითარ დაკმაყოფილებაზე არ გაცვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სურვილები მომისპეთ, იდეალები წარმიხოცეთ, უკეთესი რამ დამისახეთ და სადაც გინდათ, იქ გამოგყვებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თქვენ ცხოვრება გწყურიათ და ცხოვრებისეულ საკითხებს აბდაუბდა ლოგიკით თავად წყვეტთ. თქვენი გამოხდომები ასეთი მომბეზრებელი, ასეთი თავხედურია და ამავე დროს როგორი შიში გიპყრობთ! სისულელეს ლაპარაკობთ და ამით კმაყოფილი ხართ. უტიფრად ლაპარაკობთ, თანაც ამის გამო ერთთავად შიშით კანკალებთ და ბოდიშს იხდით. გვარწმუნებთ, რომ არაფრისა გეშინიათ და ამავე დროს ჩვენი აზრის შეტყობას ლაქუცით ცდილობთ. გვარწმუნებთ, რომ კბილებს აღრჭენთ და ამავე დროს ხუმრობთ, რათა გაგვაცინოთ. იცით, რომ თქვენი ხუმრობანი მახვილგონივრული არ არის, მაგრამ, ცხადია, ამ ხუმრობათა ლიტერატურული ღირსებებით ფრიად კმაყოფილი ხართ. შესაძლოა, ზოგჯერ მართლა გატანჯულხართ, მაგრამ თქვენს ტანჯვას პატივს ოდნავადაც არ სცემთ. თქვენი გულ-გონება სიმართლეს კი მეტყველებს, მაგრამ თქვენს არსებას უბიწობა არ გააჩნია. უწვრილმანესი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სიმართლეს ბერავთ და თვალებში სამარცხვინოდ გვჩრით... რაღაცის თქმა კი მართლა გსურთ, მაგრამ თქვენს საბოლოო სიტყვას შიშის გამო მალავთ, რამეთუ სათქმელად გამბედაობა არ გყოფნით და მხოლოდ ლაჩრული თავხედობა გაგაჩნიათ. ცნობიერებით ტრაბახობთ, მაგრამ მარტოოდენ მერყეობთ, რამეთუ ჭკუა-გონება კი გიმუშავებთ, მაგრამ თქვენი გული გარყვნილებას მოუცავს, ხოლო უმწიკვლო გულის უქონლად სრული, წესიერი ცნობიერება ვერ იარსებებს, თქვენი პრანჭვა-გრეხა თავის გამოჩინებაა, რარიგ მოსაბეზრებელია! სიცრუეა, სიცრუეა, სიცრუე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანის მოგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი დროის ყოველი წესიერი ადამიანი მხდალი და მონაა და მოვალეც არის, რომ იყოს. ეს მისი ნორმალური მდგომარეობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ერთადერთი ვარ, ხოლო ისინი ყველანი ერთნაირები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მეორეხარისხოვანი როლში ყოფნას ვერც კი წარმოვიდგენდი და სწორედ ამიტომაც სინამდვილეში უკანასკნელ როლს ძალზე მშვიდად ვიკავებდი. ან გმირი უნდა ვყოფილიყავი, ან წუმპეში ამოგანგლული. საშუალო რამ არ არსებობდა. სწორედ ამან დამღუპა, რადგან წუმპეში თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ სხვა დროს გმირი ვიყავი, ხოლო გმირი წუმპის გამამართლებელი გახლდათ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ზოგი ქალი ისეთია, ქმარი რაც უფრო ძლიერ უყვარს, მით უფრო ხშირად ეჩხუბება. „რაკი ძალიან მიყვარხარ, უნდა გაგტანჯო კიდევაც და ამას უნდა გრძნობდეო“. იცით თუ არა, ვინც უყვართ, განზრახ რომ აწამებენ? ამას უმეტესად ქალები სჩადიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = არავინ, არც ერთმა სულიერმა არ უნდა იცოდეს, ქმარსა და ცოლს შორის რა ხდება, თუკი მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი წაჩხუბებულნიც უდნა იყვნენ, განმსჯელად მშობელ დედასაც არ უნდა მოუხმონ და ერთიმეორეზე სასაყვედურო არაფერი თქვან. თავიანთი განმსჯელნი თავად უნდა იყვნენ. სიყვარული ღვთაებრივი საიდუმლოა და ყველას თვალთაგან ფარული უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც მთელი ქვეყნიერება დაიქცეს, ოღონდ მე ჩაის მუდამ ვსვამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩემთვის სიყვარული ტირანულად მოპყრობას, ზნეობრივ უპირატესობას ნიშნავდა. მთელ სიცოცხლეში სხვაგვარი სიყვარულის წარმოდგენაც კი არ შემეძლო და ახლა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიყვარული სიყვარულის საგნისგან ნებაყოფლობით უფლების მოცემაა მასზე ტირანული მოპყრობისა. მიწისქვეშეთში ოცნებისას სიყვარულს მხოლოდ ქიშპობად წარმოვისახავდი, ყოველთვის მძულვარებით ვიწყებდი და ზნეობრივი დამორჩილებით ვასრულებდი, ხოლო შემდეგ აღარ ვიცოდი, დამორჩილებულს როგორ მოვქცეოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცხოვრებას ყველანი გადავეჩვიეთ, ყველანი მეტად თუ ნაკლებად მოვიკოჭლებთ. ისე გადავეჩვიეთ, რომ ზოგჯერ ნამდვილი, „ცოცხალი ცხოვრების“ მიმართ ერთგვარი ზიზღი გვეუფლება და ამის გამო ვერ აგვიტანია, როცა შეგვახსენებენ. იქამდე ვართ მისულნი, რომ ნამდვილი „ცოცხალი ცხოვრება“ ლამის შრომად, თითქმის სამსახურადაც კი მიგვაჩნია და ყველანი ვაღიარებთ, რომ წიგნისმიერად ცხოვრება გვიჯობს. დროდადრო რას ვფაციფუცობთ, რას ვჟინიანობთ, რას მოვითხოვთ თავადაც არ ვიცით. ჩვენთვის ხომ უარესი იქნება, ჟინიან მოთხოვნებს თუ აღგვისრულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = აბა, შეეცადეთ, აბა, მაგალითად, ცოტათი მეტი დამოუკიდებლობა გვიბოძეთ, რომელ ჩვენგანსაც გინდათ, ხელები გაგვიხსენით, საქმიანობის სივრცე გაგვიფართოვეთ, მეურვეობა შეასუსტეთ... ჩვენ ხომ... გარწმუნებთ, ჩვენ ხომ უმალ შეგევედრებით, რომ მეურვეობა აღგვიდგინოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ხომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უკიდურესობამდე მივიყვანე ის, რისი მიყვანაც თქვენ ნახევრამდეც ვერ გაბედეთ, ამასთანავე თქვენს სიმხდალეს კეთილგონიერებად მიიჩნევდით და თავს ამით ინუგეშებდით, თავს ამით იტყუებდით. ისე რომ, მგონი თქვენზე უფრო „ცოცხალი გახლავართ“. გულ-გონება გაიმახვილეთ! ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით, ეს ცოცხალი სად არის, რა არის და რა ეწოდება? მარტონი რომ დაგვტოვოთ, უწიგნოდ რომ დაგვტოვოთ, უმალვე თავგზა აგვებნევა - არ გვეცოდინება, რას მივეკედლოთ, რას ვებღაუჭოთ, რა გვიყვარდეს და რა გვძულდეს, პატივი რას ვცეთ და რა შევიზიზღოთ! ადამიანებად ყოფნაც კი, ნამდვილ, საკუთარ სხეულის და სისხლის მქონე ადამიანებად ყოფნაც კი გვიმძიმს, გვეჩოთირება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია და რაღაცნაირ, არარსებულ, ზოგად ადამიანებად ყოფნისკენ მივისწრაფვით. მკვდრადშობილნი ვართ, უკვე დიდი ხანია ცოცხალი მამები აღარ წარმოგვშობენ და ეს სულ უფრო და უფრო მოგვწონს. გაგვიტკბა კიდევაც. მალე იმასაც გამოვიგონებთ, რომ იდეისგან ვიშვით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} === ''მწერლის დღიური'' (1873-1881) === {{Q | ციტატა = გაიგონ ადამიანებმა, რომ ბედნიერება უსაქმურობაში არ არის, მიხვდნენ იმას, რომ აზრი ჩაქრება უსაქმურში, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ახლობელი ისე, რომ არ შრომობდე მისთვის, რომ მოსაწყენია იცხოვრო საჩუქრით, რომ ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, არამედ მის მიღწევაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იტყვით, რომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ბავშვები. მისმინეთ: ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბავშვებზე მაღლა, რადგან ჩვენ მათზე უარესნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ სულ ცოტათიც კი არ ვპატიობთ ჩვენი აზრისგან ოდნავ გადახრილ აზრს, ჩვენთან ოდნავ უთანხმოებაში მყოფს არამზადად ვთვლით, გვავიწყდება ის, რომ ვინც ასე ადვილად დაკარგავს სხვის დაფასებას, ის საკუთარ თავსაც არ აფასებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე კი გიცხადებთ გულწრფელი სიტყვით, რომ არც შექსპირს და არც ჰომეროსს, ერთად რომ აგვეღო ყველა, მაინც ვერ ვიპოვიდით უფრო მშვენიერს ვიდრე ახლა, ამ თეთრ დარბაზში შეიძლებოდა აღმოგეჩინათ თქვენ შორის. რა არის შექსპირი! აქ ისეთი გამომჟღავნდებოდა, რომ არც კი დაესიზმრებოდათ ჩვენს სწავლულებს. მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თვითონაც არ იცით თუ რაოდენ მშვენიერნი ხართ! იცით თუ არა, ნებისმიერ თქვენგანს რომ მოესურვებინა შესძლებდა გაებედნერებინა ყოველი ამ დარბაზში და ყველას აიყოლიებდა? და ეს ძალა ყოველ თქვენგანშია, მაგრამ იმდენად ღრმადაა ჩამალული, რომ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენლად გვეჩვენება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ყველანი ღელავენ, ყველა ყველაფერში იღებს მონაწილეობას, ყველას სურს გამოთქვას აზრი და წარადგინოს საკუთარი თავი. და აი, მხოლოდ ერთი ვერ ამომიხსნია, რა უფრო მეტად სურთ: იზოლირებული დარჩება ყველა თავის აზრში თუ ერთ აზრად იქცევიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = უმაღლესი იდეა დედამიწაზე ერთია - იდეა ადამიანის სულის უკვდავებისა, რადგან სხვა დანარჩენი „მაღალი“ იდეები, რომლითაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, მხოლოდ მისგანვე გამოედინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ძველი წესია: საგანში კი არაა საქმე, არამედ თვალშია. თუ გაქვთ თვალები - მოიძებნება საგანი, თუ არ გაქვთ - ესე იგი ბრმა ხართ და ვერც ერთ საგანში ვერაფერს ნახავთ. თვალები მნიშვნელოვანია, ის რაც ერთის თვალში პოემაა, სხვის თვალში უბრალო ფუთაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ოჯახიც ხომ მწიფდება, მზად ხომ არ გაძლევენ და არც ერთი წესი და არც ერთი ვალდებულება არ მოდის მზად, არამედ ეს ყოველივე თავისით იქმნება, ერთი მეორეს წარმოქმნის. მხოლოდ მაშინაა ოჯახი ძლიერი, სწორედ მაშინაა ეს წმინდა. ოჯახი დაუღლელი სიყვარულის შრომით ხდება სრულყოფილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = წარმოისახება ამოუხსნელი კითხვა: ტალანტი ფლობს ადამიანს თუ ადამიანი ტალანტს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ თანდათან უფრო შევწყვიტეთ ერთმანეთის გაგება. ვგულისხმობ სერიოზულ და გულწრფელ ხალხს - მხოლოდ ამათ არ ესმით ერთმანეთის; გადამყიდველები კი სხვა საქმეა - მათ ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იცით რას ნიშნავს ბავშვის შეურაცხყოფა? მათი გულები უმანკო, თითქმის გაუცნობიერებელი სიყვარულითაა აღსავსე. ასეთი დარტყმები კი მათში მწუხარე გაკვირვებასა და ცრემლებს იწვევს, რასაც ღმერთი ხედავს და იმახსოვრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მხოლოდ სიყვარულით ვიყიდით ბავშვების გულს და არა მხოლოდ ბუნებრივი უფლებით მათზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თითქმის ყველანი ტალანტები არიან, მაგრამ გრამითაც არ არიან პოეტები. მჭედელიც კი ტალანტურია. პოეზია, ასე ვთქვათ, შინაგანი ცეცხლია ყოველგვარი ტალანტისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ გამოაშკარავებული, მიმდინარე და ისიც დაკვირვებით, დასასრული და დასაწყისი - ეს ჯერ ფანტასტიკაა ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე ყოველთვის პირიქით მეჩვენებოდა, რომ უდიდესი ბედნიერებაა იცოდე ის, რის გამოც ხარ უბედური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რათა უკეთესები გავხადოთ, ისინი თავის მხრივ ჩვენ გვაქცევენ უკეთესებად, თუნდაც მათზე ერთი შეხებით. ისინი ადამიანურს ხდიან ჩვენს სულს, მხოლოდ ჩვენს შორის გაჩენით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაცებით უკმაყოფილო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გაისაზრო და შეიგრძნო შეიძლება სწორადაც და პირველივე ჯერზეც, მაგრამ ადამიანად გახდომა არ შეიძლება პირველივე ჯერზე, უნდა გამოიკვეთო ადამიანად. აქ დისციპლინა... მოაზროვნეები ახმოვანებენ კანონებს, იმ საერთო კანონებს, რითაც ყველანი ბედნიერნი გახდებოდნენ, განურჩველად ყველა, ოღონდ ეს კანონები შექმნილიყო. ეს იდეალი, შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, დაუსრულებელ ადამიანებში არც კი განხორციელდებოდა, არანაირი კანონი, თუნდაც ყველაზე ცხადიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მისტიკურ იდეებს უყვარს თვალთვალი, ისინი ამით იქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჭკუის შეცდომები და გაუაზრებლობა უფრო სწრაფად და უკვალოდ ქრება, ვიდრე შეცდომები, რომელსაც გული უშვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = შენს მიღმა კი არა, შენშია სიმართლე, იპოვე შენი თავი შენში, წაიკითხე შენი შენში, დაეუფლე შენს თავს და შეიცნობ სიმართლეს. ნივთებში არ არის ეს სიმართლე, არც შენ ირგვლივ და არც ზღვას იქით სადმე, არამედ უპირველეს ყოვლისა, შენს საკუთარ თავზე შრომაში. გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, მოთოკავ თავს და გახდები ისეთი თავისუფალი, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, დაიწყებ დიად საქმეს და სხვებსაც თავისუფლად აქცევ, შეიცნობ ბედნიერებას, რადგან შეივსება შენი სიცოცხლე, გაუგებ შენს ხალხს და იპოვი მათ წმინდა სიმართლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ევროპისთვის რუსეთი გაუაზრებლობაა და მისი ყოველი საქმეც გაუაზრებლად მიაჩნია, ასე იქნება მუდამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გავლილი ტანჯვა შეიძლება სულისთვის სიწმინდედ იქცეს. ადამიანი საერთოდ ისეა შექმნილი, რომ უყვარს საკუთარი განვლილი ტანჯვა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ომი მასის საბაბია, რომ საკუთარი თავი დააფასოს. ამიტომაც უყვარს ერს ომი: ის ქმნის ომზე სიმღერებს, დიდი ხნის მანძილზე ქმნის ლეგენდებს და მოთხრობებს მასზე. სისხლისღვრა მნიშვნელოვანი რამაა. ომი აუცილებელია ჩვენს დროში, ომის გარეშე ქვეყანა იქცეოდა რაღაც დორბლად, რაიმე ცრუ სისველედ, დაბინძურდებოდა დამპალი ჭრილობებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ბუნებრივადაა გადახრილი სიმხდალისა და უსირცხვილობისაკენ, და კარგადაც იცის ეს; შესაძლოა ამიტომაც წყურია მას ომი და ამიტომ უყვარს ასე ძლიერ: მასში გრძნობს წამალს. ომი აღვივებს ძმის სიყვარულს და აერთიანებს ქვეყნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადვოკატი დაქირავებული სინდისია, ადვოკატს არ ძალუძს არ ითამაშოს საკუთარი სინდისით, თუნდაც სურდეს, რომ არ ითამაშოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ამჟამად იმდენად არ ომობენ იარღით, როგორც ჭკუით, ეს უკანასკნელი ვითარება განსაკუთრებულად არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = არ მინდა ვიყო მართალი - რადგან შევცვლი საკუთარ თავს. არ მინდა ვიყო ცოდვილი - რადგან არაფერში ვარ დამნაშავე, არ მინდა ვირჩევდე - რადგან გრძნობები ერთი სიძლიერისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მწვერვალისკენ სვლის დროს თუ გაჩერდები და ყოველ მყეფარე ძაღლს ქვის სროლას დაუწყებ, მწვერვალს ვერასოდეს მიაღწევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} === ''სასაცილო ადამიანის სიზმარი'' (1877) === {{Q | ციტატა = მე სასაცილო ადამიანი ვარ. ისინი უკვე შეშლილს მეძახიან. ეს წოდების ამაღლება იქნებოდა, ისევ ისეთივე სასაცილოდ რომ არ მთვლიდნენ, როგორც წინათ. ახლა კი არ მწყინს, ისინი ყველანი საყვარლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამცინიან. თვითონაც ვიცინებდი მათთან ერთად, - საკუთარ თავზე კი არა, უბრალოდ მათი შემხედვარე, ვიცინებდი ასე დამწუხრებული რომ არ ვიყო მათი შემყურე. დამწუხრებული ვარ, რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება, მე კი ვიცი. ოჰ, რა ძნელია მარტომ იცოდე ჭეშარიტება! მაგრამ ამას ისინი ვერ გაიგებენ. არა, ვერ გაიგებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = გააზრება გააზრებას მოსდევდა. ცხადი ხდებოდა, რომ თუ მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს და ვგრძნობდე სირცხვილს საკუთარ საქციელზე, დაე. მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მაგალითად ორი საათის შემდეგ, მაშინ რაა გოგონა და რა საქმე მაქვს სირცხვილთან და ყოველივესთან ამქვეყნად? მე ვიქცევი ნულად, აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ შეიძლება შეგნება იმის, რომ მე ახლა საერთოდ არ ვიქნები და ასევე არაფერი არ იქნება, უმცირესი შეგრძნებაც კი გოგონას შეცოდებისა, არც სირცხვილი ჩადენილი სიმხდალის გამო? მე ხომ იმის გამო გავუბრაზდი და დავუყვირე ველური ხმით უბედურ ბავშვს, რომ „განმეცხადებინა, მე არა მარტო არ ვგრძნობ შეცოდებას, არამედ თუ არაადამიანურ ნაძირლობას ჩავიდენ, ახლა შემიძლია, რადგან ორ საათში ყველაფერი ჩაქრება“. გჯერათ, რომ ამის გამო დავუყვირე? მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვლინდებოდა, რომ ცხოვრება და მსოფლიო რაღაცნაირად დამოკიდებულია ჩემზე. ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: გავისვრი და მსოფლიო არ იქნება, ყოველივ შემთხვევისთვის, ჩემთვის არ იქნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შესაძლოა, მართლაც არ იყოს არავისთვის ჩემს მერე, და მთელი მსოფლიო ხალხითურთ გაქრება ჩემთან ერთად, როგორც ჩემი ცნობიერების მოჩვენება - ერთადერთი მე ვარ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმრები, როგორც ცნობილია, საოცრად უცნაური რამაა: ზოგი საშინელი სიცხადით გესახება, ოქრომჭედლის გამოკვეთილი დეტალებით და შემდეგ მეორეში გადადიხარ იმის შეუმჩნევლად, რომ განზომილებასა და დროში გადაინაცვლე. გეჩვენება, რომ სიზმრებს არა გონება, არამედ სურვილი, არა თავი, არამედ გული წარმოსახავს და ამავე დროს მათ შორის რა ეშმაკური მახეები გადაულახავს ჩემს გონებას სიზმარში! ამასთანავე, სიზმარში, სრულიად მიუღწეველი მოვლენები ხდება. ჩემი ძმა მაგალითად, ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა. ხანდახან სიზმარში ვხედავ მას: ის მონაწილეობას იღებს ჩემს საქმეებში, ძალზედ დაინტერესებულნი ვართ თან ამ დროს და მთელი სიზმრის განმავლობაში სრულიად ვიცი, რომ ჩემი ძმა გარდაცვლილია და დამარხული. რაც არ უნდა ვარწმუნო ჩემს თავს, რომ ის მკვდარია, მაინც მუხთლად ჩემ გვერდით არ მოძრაობს? რატომ აძლევს ნებას ამ ყოველივეს ჩემი გონება? მაგრამ საკმარისია. მაგრამ საკმარისია. ვუბრუნდები ჩემს სიზმარს. დიახ... მაშინ დამესიზმრა, ჩემი სამი ნოემბრის სიზმარი! ახლა უკვე მაჯავრებენ ისინი, რადგან ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მაგრამ განა სულერთი არაა სიზმარი იყო თუ ცხადი, თუკი ამ სიზმარმა ჭეშმარიტება მანახა? რადგან თუ ერთხელ ნახავ ჭეშმარიტებას, შემდეგ ყოველთვის იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა და სხვა ვერ იქნება, არც ძალუძს, რომ იყოს, მიუხედავად იმისა, გძინავთ თუ რეალობაში ხართ. დაე, იყოს სიზმარი, იყოს, მაგრამ ეს ცხოვრება, რომელსაც ასე აღამაღლებთ, მე მინდოდა თვითმკვლელობით მომესპო, სიზმარმა კი, ჩემმა სიზმარმა, ო, მან მამცნო მე ახალი, დიადი, განახლებული და ძლიერი სიცოცხლე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარში თქვენ ხან სიმაღლიდან ვარდებით ან დანით გჭრიან, ან გირტყამენ, მაგრამ არასოდეს გრძნობთ, თუ თქვენ თვითონ, როგორმე ცხადში არ დაიზიანებთ თავს საწოლში, აქ თქვენ იგრძნობთ ტკივილს და თითქმის ყოველთვის ტკივილისგან გამოგეღვიძებათ. ასევე იყო ჩემს სიზმარშიც: ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ჩემი გასროლით ჩემში ყოველივე შეიძრა, უცებ ჩაქრა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი შემზარავად გაშავდა. თითქოს დავბრმავდი და დავმუნჯდი. და აი, ვწევარ რაღაც მკვრივზე გაჭიმული, ვუცქერ სიბნელეს და ოდნავი მოძრაობის გაკეთებაც არ შემიძლია. ირგვლივ დადიან და ყვირიან, როხროხებს კაპიტანი, წიკვინებს დიასახლისი, და უცებ, ისევ შესვენება და უკვე მიმათრევენ დახურულ კუბოში მოთავსებულს. ვგრძნობ კუბოს ჭრაჭუნს და ვაანალიზებ ამას, უცებ პირველად მახსენდება - მე ხომ მკვდარი ვარ, ვიცი რომ მოვკვდი, ვერ ვინძრევი, ვერ ვხედავ და ამავდროულად შემიძლია ვიაზროვნო. მაგრამ უმალვე ვეჩვევი ამას და ჩვეულებისამებრ, როგორც სიზმარში, სინამდვილეს უდავოდ ვეგუები. და აი, უკვე მმარხავენ მიწაში. ყველა მიდის, მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, ვერ ვმოძრაობ. ყოველთვის, როდესაც ადრე წარმოვიდგენდი თუ როგორ მმარხავენ საფლავში, ყოველთვის საფლავთან ნესტსა და სიცივეს ვუკავშირებდი. ასევე ახლაც ვიგრძენი, რომ ძალიან მცივა, განსაკუთრებით ფეხის თითებზე, მაგრამ მეტი არაფერი მიგრძვნია. ვიწექი და უცნაურია - არაფერს ველოდი, უდავოდ ვიღებდი იმ ვითარებას, რომ მკვდარი ვერ ელოდება ვერაფერს. მაგრამ ნესტი იყო. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა - საათები თუ რამდენიმე დღე. მაგრამ აი, ჩემს დახუჭულ მარცხენა თვალზე დაეცა კუბოში შემოპარული წყლის წვეთი, მას წუთის შემდეგ მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეორდებოდა ერთი წუთის ინტერვალით. ღრმა გულისწყრომა აენთო ჩემს გულში და უცებ მასში ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი: „ეს ჩემი ჭრილობაა - გავიფიქრე, - გასროლა, იქ ტყვიაა...“ წვეთი კი ისევ ვარდებოდა, ყოველ წუთს და პირდაპირ დახურულ თვალზე მეცემოდა. და უცებ შევძახე არა ხმით, რადგან უძრავი ვიყავი, არამედ მთელი არსებით, ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა იმის მფლობელს: - ვინც არ უნდა იყო, და თუ შენ ხარ და არსებობს რაიმე უფრო გონივრული ვიდრე ის, რაც ახლა ხდება, მიეცი ნება რომ აქაც იყოს. თუ შენ შურს იძიებ ჩემზე ჩემი გაუცნობიერებელი თვითმკვლელობის გამო, უხამსობასა და უაზრობაზე ამგვარი ყოფით, მაშინ იცოდე, რომ არასოდეს და არანაირ წამებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის, ვერ შეედრება ეს სიძულვილი, რომელსაც მდუმარედ უნდა ვგრძნობდე, თუნდაც მილიონი წელი ამ წამებაში! ამოვიძახე და დავდუმდი. თითქმის მთელი წუთი გრძელდებოდა ღრმა მდუმარება და ერთი წვეთიც დამეცა თვალზე, მაგრამ ვიცოდი, უსაზღვროდ ვიცოდი და მწამდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. და უცებ, გაიხსნა ჩემი სამარე. არც კი ვიცოდი, გახსნეს ის თუ ამოთხარეს, მაგრამ ამიყვანა რაღაც შავმა და უცნობმა არსებამ, სულ სხვა განზომილებაში. უცებ ამეხილა თვალი: იყო უკუნი ღამე, და არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი სიბნელე! განზომილებაში მივქროდით, შორს დედამიწისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „იქნებ სამარის შემდეგაც არსებობს სამყარო!“ - გავიფიქრე სიზმრის მსუბუქი აზრით, მაგრამ ჩემი გულის არსი სიღრმეში ჩემთან რჩებოდა: „და თუ უნდა მეცხოვრა - გავიფიქრე ისევ - ვინმეს უბერებელი სურვილისამებრ, მაშინ არ მინდა, რომ დამამარცხონ და დამამცირონ!“ - „შენ იცი, რომ მეშინია შენი და ამიტომაც გეზიზღები“ - ვუთხარი ჩემს თანამგზავრს და გულში ნემსივით ჩხვლეტა ვიგრძენი დამცირებისგან. ჩემს კითხვას არ უპასუხა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ არ ვძულდი არავის და არ დამცინოდნენ, არც კი მიცოდებდნენ და რომ ჩვენს გზას აქვს მიზანი, უცნობი და საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მე მეხება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მე მიყვარს, მე შემიძლია მხოლოდ ის მიწა მიყვარდეს, რომელიც დავტოვე, რომელზეც დარჩა ჩემი სისხლის წვეთები, როდესაც მე უმადურმა, გულში ტყვია დავიხალე და ცხოვრება მოვისპე. მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია იმ დედამიწის სიყვარული, იმ ღამითაც კი, როდესაც ვეთხოვებოდი მას, შეიძლება უფრო მეტი ტანჯვით მიყვარდა, ვიდრე ოდესმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენს პლანეტაზე ჭეშმარიტად მხოლოდ ტანჯვაში შეგვიძლია გვიყვარდეს! რადგან სხვაგვარად არ შეგვიძლია გვიყვარდეს და არ ვცნობთ სხვა სიყვარულს. მე მინდა ტანჯვა, რათა მიყვარდეს. მე მინდა, მე მწყურია, ყოველ წამს, ყოველ წუთს ვკოცნო, ცრემლების ღვრით ვკოცნო მხოლოდ ის ერთი დედამიწა, რომელიც დავტოვე და არ მინდა, არ ვიღებ ცხოვრებას ნებისმიერ სხვა პლანეტაზე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მათ თითქმის არ ესმოდათ ჩემი, როდესაც სამუდამო სიცოცხლეზე ვეკითხებოდი, მაგრამ ჩანდა, რომ ამაში იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კითხვად არ აღიქვამდნენ. მათ არ ჰქონდათ ტაძარი, მაგრამ ჰქონდათ იდეალური, გამორჩეული ერთობა მთელს სამყაროსთან, მათ არ ჰქონდათ რწმენა, მაგრამ ჰქონდათ მყარი ცოდნა იმისა, რომ როდესაც დასრულდებოდა ნეტარება მიწაზე, მათვისაც და გარდაცვლილთათვისაც კიდევ უფრო გაღრმავებული შეგრძნება იქნებოდა მთელს სამყაროსთან ერთობისა. ისინი ამ მომენტს სიხარულით ელოდნენ, მაგრამ არა სულსწრაფობით, კი არ იტანჯებოდნენ ამის გამო, არამედ უკვე ჰქონდათ მისი შეგრძნება საკუთარ გულებში, რომლის შესახებაც ერთმანეთს ამცნობდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი ჩემი ტვინისთვის მიუღწევლად რჩებოდნენ, სამაგიეროდ ჩემი გული მათში აუხსნელად და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ მე ეს ყოველივე უკვე ვიგრძენი დიდი ხნის წინ, რომ მთელი ეს სიხარული და დიდება იგრძნობოდა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე, მყვირალა ტანჯვაში, მაშინ, როდესაც გარდაუვალ გლოვას ვუახლოვდებოდი; რომ მე წინასწარ ვიგრძენი ისინი ყველა თავიანთი დიდებულებით, ჩემი გულის სიზმრებში და გონების ოცნებებში, რომ მე ხშირად არ შემეძლო მეჭვრიტა მზის ჩასვლისთვის ცრემლების გარეშე... რომ ჩემი სიძულვილი ადამიანების მიმართ ყოველთვის სევდისგან შედგებოდა ჩემს მიწაზე: რატომ არ შემიძლია, რომ მძულდნენ ისინი, როდესაც არ მიყვარდნენ და რატომ არ შემეძლო არ მეპატიებინა მათთვის და არ მყვარებოდნენ სევდით: რატომ არ შემიძლია მიყვარდნენ ისინი მათ მიმართ სიძულვილში? მისმენდნენ და ვიცოდი, ვერ წარმოიდეგნდნენ იმას, რასაც მე ვეუბნებოდი, მაგრამ არ ვნანობდი, რომ მათ ამას ვეუბნებოდი: ვიცოდი, რომ მათ ესმოდათ მთელი ჩემი სევდა მათ მიმართ, ვინც მივატოვე. დიახ, როდესაც ისინი მიცქერდნენ თავიანთი ჭკვიანი, სიყვარულით სავსე გამჭოლი თვალებით, როდსაც ვგრძნობდი, რომ მათთან ყოფნით ჩემი გულიც იგივე უსაზღვრო სიყვარულით ივსებოდა, როგორც მათ გულები, მაშინ არ ვნანობდი, რომ მათი არ მესმოდა. ცხოვრების სისრულის შეგრძნებისგან სული მევსებოდა და ჩუმად ვლოცულობდი მათთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, ყველანი იცინიან ჩემს თვალში და მარწმუნებენ, რომ სიზმარშიც კი შეუძლებელია ნახო ასეთი დაწვრილებით ყველაფერი, რასაც მე გადმოვცემ, რომ ჩემს სიზმარში მე ვიგრძენი ან ვიხილე მხოლოდ გრძნობა, ჩემი გულის ბოდვაში დაუფლებული, დეტალები კი თვითონ მოვიდა თავში გამოღვიძებისთანავე. როდესაც მათ გავუმხილე, რომ სინამდვილეშიც შეიძლებოდა ასეთ ყოფილიყო - ღმერთო ჩემო, როგორი ხარხარი დაიწყეს და რაოდენ დიდი მხიარულება მივიღე! ო, დიახ, მე ვიყავი დამარცხებული მხოლოდ იმ ერთი სიზმრით და მხოლოდ ის გადარჩა სისხლამდე დაჭრილ ჩემს გულში: მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიზმრის სახეები და ფორმები, ანუ ისნინი, რომლებიც მე სინამდვილედ ვიხილე ჩემს სიზმარში, იმდენად ამაღლებული იყო, იმხელა ჰარმონიამდე, რომ გამოღვიძებულს მათი გადმოცემა უბრალო, ადამიანური სიტყვებით არ შემეძლო. ასე, რომ ისინი უნდა ჩამეხშო გონებაში და იქნებ, შეიძლება ნამდვილადაც - მე თვითონ, გაუცნობიერებლად ვალდებული ვიყავი, გამესუფთავებინა დეტალები და რა თქმა უნდა მათი წარმოთქმით, განსაკუთრებით ასეთი ვნებიან სურვილის დროს, რათა რაც შეიძლება უცებ და სრულად გამომეხატა. თან როგორ არ უნდა მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი იყო? თუნდაც სიზმარი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს არ შეეძლო რომ არ ყოფილიყო. იცით რა, საიდუმლოდ გეტყვით: ეს ყველაფერი შესაძლოა არც იყო სიზმარი, რადგან აქ მოხდა რაღაც ისეთ, რაღაც ისეთი საშინლად ჭეშმარიტი, რომ შეუძლებელი იყო სიზმარში მენახა. თუნდაც სიზმარი შეექმნა ჩემს გულს, განა მხოლოდ გულს ძალუძდა შეექმნა ის საშნელი სიმართლე, რომელიც მე შემემთხვა შემდეგ? როგორ შემეძლო მხოლოდ მე, ერთს გამომეგონებინა გულით? ნუთუ ჩემს მოკლე გულსა და წუწუნა, უბადრუკ გონებას შეეძლო ავეტაცე სიმართლის ამხელა სიმაღლეზე! ო, თვითონ განსაჯეთ: აქამდე ვმალავდი, მაგრამ ამჯერად ბოლომდე ვიტყვი სიმართლეს. საქმე იმაშია რომ მე... გავრყვენი ისინი ყველა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი. როგორც საზიზღარი ჭია, როგორც ჭირის ატომი, რომელმაც მოწამლა მთელი სახელმწიფოები, ასევე მოვწამლე მთელი ის მიწა, ჩემამდე უცოდველი და ბედნიერი. მათ ისწავლეს ტყუილი, შეიყვარეს სიცრუე და შეიცნეს მისი სილამაზე. ო, შესაძლოა ეს უნებურად დაიწყო, ხუმრობიდან, სასიყვარულო თამაშიდან, მართლაც შეიძლება ატომიდან, მაგრამ ეს სიცრუის ატომი მათ გულებში შევიდა და მოეწონათ. შემდეგ მალევე იშვა სიტკბოსმოყვარეობა, რომელმაც შვა ეჭვიანობა, ეჭვიანობამ - სისასტიკე... ო, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მალევე, ძალიან მალე გადმოწვეთა სისხლმა: მათ გაიკვირვეს, შეეშინდათ და დაშლა დაიწყეს, მთლიანისგან გადიოდნენ. იქმნებოდა ერთობები, მაგრამ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დაიწყო დაცინვა, გამოკეტვა. გრძნობდნენ სირცხვილს და სირცხვილი სიკეთედ აღამაღლეს. იშვა წოდების საკითხი და ყოველ ერთობაში შეიქმნა თავისი ცოდნა. დაიწყეს ცხოველების წამება და ცხოველები ტყეში გაიქცნენ, მათ მტრებად იქცნენ. დაიწყო ბრძოლა განცალკევებაზე, ჩამოყალიბებაზე, პიროვნებაზე, ჩემსაზე და შენსაზე. დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი. შეიცნეს გლოვა და ამავე დროს შეიყვარეს იგი. სწყუროდათ ტანჯვა და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ტანჯვით მოიპოვება. მაშინ მათ გამოეცხადათ მეცნიერება. როდესაც ბოროტებად იქცნენ, მაშინ დაიწყეს ლაპარაკი ძმობასა და ჰუმანურობაზე, გაიგეს ეს იდეები. როდესაც დამნაშავეებად იქცნენ, გამოიგონეს სამართალი და საკუთარ თავს მთელი კოდექსები მიაწერეს, რათა დაიცვან ის, ხოლო კოდექსის უზრუნველსაყოფად დადგეს გელიოტინა, ისინი მხოლოდ ოდნავ ხვდებოდნენ თუ რა დაკარგეს, არ სურდათ ამის გაგება, რომ ოდესღაც უმანკონი და ბედნიერნი იყვნენ. იცინოდნენ თუნდაც იმის შესაძლებლობაზე, რომ ასეთი ბედნიერება იქნებოდა და მას ოცნებას არქმევდნენ. არ შეეძლოთ წარმოედგინათ ის ფორმასა და სახეში, მაგრამ უცნაური და ჯადოსნური საქმეა: ყოველგვარი რწმენის დაკარგვის შემდეგ, ყოფილი ბედნიერების ოცნებად შერაცხვისას, მათ იმდენად მოუნდათ ყოფილიყვნენ ისევ უმანკონი და ბედნიერნი, რომ საკუთარი გულის სურვილის წინაშე დაემხნენ როგორც ბავშვები, გააღმერთეს ეს სურვილი, ააგეს ტაძრები და დაიწყეს საკუთარი იდეის მიმართ ლოცვა, საკუთარი „სურვილის“ მიმართ, ამავე დროს სრულებით სწამდათ მისი არასრულების და არარსებობის, მაგრამ ცრემლებით აღმერთებდნენ და ემორჩილებოდნენ. თუმცა კი, თუ შეიძლებოდა, რომ ასეც მომხდარიყო, რომ შეძლებოდათ აღედგინათ საკუთარი წარსული ბედნიერება ან ვინმეს ხელახლა ენახებინა მათი წინა მდგომარეობა და ეკითხა სურდათ თუ არა უკან დაბრუნება, - მაშინ ალბათ უარს განაცხადებდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც ჩვენ ცრუნი ვართ, ბოროტები და უსამართლონი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვტირით ამის გამო, საკუთარ თავს ვტანჯავთ და ვანადგურებთ, ვსჯით საკუთარ არსებას მეტად, ვიდრე შეგვიძლია და ამასვე ვუშვრებით იმ მოწყალე მსაჯულს, რომელიც განგვსჯის და რომლის სახელიც უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეცნიერება და ამით ისევ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მას უკვე შეგნებულად მივიღებთ. ცოდნა გრძნობაზე მაღალია, ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია.. მეცნიერება მოგვცემს სიბრძნეს, სიბრძნე გახსნის კანონებს, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალია“. აი რას ამბობდნე ისინი და ამ სიტყვების შემდეგ თითოეულმა შეიყვარა საკუთარი თავი ყველაზე მეტად და არც კი შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ყოველი მათგანი იმდენად ეჭვიანი გახდა საკუთარი პიროვნების მიმართ, რომ მთელი ძალით ცდილობდნენ მხოლოდ დაემცირებინათ საკუთარი თავი სხვების წინაშე და მთლიანად ამაში აქცევდნენ საკუთარ ცოხვრებას. გაჩნდა მონობა, გაჩნა ასევე ნებითი მონობა: სუსტები ემორჩილებოდნენ უძლიერესთ, რათა ეს უკანასკნელი მათვე დახმარებოდა, მათზე სუსტებზე ზეწოლის მოხდენაში. დნებოდნენ მართალნი, რომელნიც ამ ადამიანებთან აცრემლებულნი მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ საკუთარ სიამაყეზე, ზომის და ჰარმონიის დაკარგვაზე, დაკარგულ სირცხვილის გრძნობაზე. მათ დასცინოდნენ ან ქვებით ქოლავდნენ. ტაძრების შესასვლელთან წმინდა სისხლი იღვრებოდა. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები რომელთაც გამოგონება დაიწყეს: რათა ყველანი ისევ გაეერთიანებინათ, ისე რომ არც ერთს არ შეეშალა სხვისთვის ხელი, თან ამავე დროს არ შეეწყვიტა საკუთარი თავის ყველაზე მეტად სიყვარული და ეცხოვრათ ასე, ყველას ერთად, როგორც შეთანხმებულ საზოგადოებას. ამ იდეისთვის მთელი ომები გაიმართა. ყოველ მეომარს სჯეროდა, რომ მეცნიერება სიბრძნეთა სიბრძნეა და რომ მას თვითშენახვის ინსტინქტთან ერთად შეეძლო საზოგადოება ექცია ურთიერთშეთანხმებულ საზოგადოებად, ამის დასაჩქარებლად კი „ბრძენნი“ იღწვოდნენ „ნაკლებადბრძენთა“ გასანადგურებლად, რომელთაც არ ესმოდათ მათი იდეები, იშორებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ მათ ბატონობაზე. მაგრამ თვითგადარჩენის გრძნობამ მალევე დაიწყო შესუსტება. გამოჩნდნენ ამაყნი და ტკბილმოყვარულნი, რომელთაც პირდაპირ მოითხოვეს ყველაფერი ან არაფერი. ყველაფრის მოსახვეჭად ყაჩაღობას მიმართავდნენ და თუ არ გამოვიდოდა - თვითმკვლელობას უხმობდნენ. გამოჩნდნენ რელიგიები არყოფნის კულტებითა და თვითგანადგურებით, არარაობაში მოსვენებისათვის. ბოლოს და ბოლოს დაიღალა ეს ხალხი უაზრო შრომაში და მათ სახეზე ტკივილი გამოჩნდა. და ამ ადამიანებმა გაახმოვანეს, რომ ტანჯვა არის სილამაზე, რადგან მხოლოდ მასშია აზრი. სიმღერა დაიწყეს ტანჯვაზე. დავდიოდი მათ შორის თითების მტვრევით და ვტიროდი მათ გამო, მაგრამ მიყვარდა ისინი, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე, როდესაც მათ სახეებზე ჯერ კიდევ არ იყო ტანჯვა და როდესაც უმანკონი და მშვენიერნი იყვნენ. შევიყვარე მათ მიერ შელახული მიწა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სამოთხე იყო, იმის გამო, რომ მასზე წარმოიშვა ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სამწუხაროდ, მე ყოველთვის მიყვარდა ტკივილი და გლოვა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის... მათზე ვტიროდი მხოლოდ მათივე სიბრალულის გამო. ვიშვერდი მათკენ ხელებს, სასოწარკვეთილი ვიხუტებდი და ვწყევლიდი საკუთარ თავს. ვეუბნებოდი, რომ ყოველივე ეს მე გავაკეთე, მე ერთმა, რომ მე მოვუტანე მათ გარყვნილება, ჭირი და ტყული! ვევედრებოდი, რომ ჯვარზე გავეკარი, მე ვასწავლიდი, როგორ დაეჭედათ ჯვარი. არ შემეძლო, არ ძალმიძდა თავი მომეკლა, მაგრამ მინდოდა მათგან სატანჯველი მიმეღო, მწყუროდა წამება, მწყუროდა, რომ ამ წამებაში დაღვრილიყო ჩემი სისხლი ბოლო წვეთამდე. მაგრამ ისინი დამცინოდნენ და საბოლოოდ ცრუდ ჩამთვალეს. ისინი მამართლებდნენ, ამბობდნენ, რომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ თვითონ და ის, რომ რაც არსებობს ახლა, არ შეიძლებოდა რომ არ არსებულიყო. საბოლოოდ განმიცხადეს, რომ მათთვის საშიში ვხდებოდი და რომ საგიჟეთში მომათავსებდნენ თუ არ დავდუმდებოდი. მაშინ გლოვა ჩემს სულში გლოვა აღიძრა ისეთი ძალით, რომ გული შემეკუმშა და ვიგრძენი, რომ მოვკვდებოდი, და აქ... და აქ მე გამომეღვიძა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, აწი ცხოვრება და ცხოვრება! აღვაპრყე ხელები და მოვუწოდე სამუდამო ჭეშმარიტებას; კი არ მოვუხმე, არამედ ავტირდი, აღმაფრენა, შეუცვლელი აღმაფრენა აღამაღლებდა მთელ ჩემს არსებას. დიახ, ცხოვრება და ქადაგება! ო, ქადაგება მე იმ წუთასვე გადავწყვიტე და რა თქმა უნდა მთელი ცხოვრების მანძილზე! მივდივარ საქადაგებლად, მე მინდა ვიქადაგო - რა? ჭეშმარიტება, რადგან მე ვიხილე ის, ვიხილე საკუთარი თვალებით, მთელი მისი სიდიადით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მიყვარს ის, ვინც დამცინის. რატომაა ასე?- არ ვიცი და არც შემიძლია ავხსნა, მაგრამ დაე, ასე იყოს. ამბობენ, რომ მე უკვე ვცოტავდები და რა იქნება შემდეგ? სიმართლე, ჭეშმარიტება: მე ვიკლებ და შემდეგშიც უფრო უარესად იქნება ალბათ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, რამდენჯერმე შევეცდები, რათა ვიპოვო სწორი სიტყვები და ფორმა ქადაგებისა, ეს ხომ ძალზედ რთულია განსახორციელებლად. მე ამ ყოველივეს დღესავით ნათლად ვხედავ, მაგრამ მითხარით: ვინ არ დასრულებულა! ამავდროულად ყველანი საბოლოოდ ერთთან მიდიან, იღწვიან ერთისკენ - ჭეშმარიტებისკენ, აი სიახლე, ასე რომ ბოლომდე დასრულება არ შემიძლია. რადგან მე ვნახე ჭეშმარიტება, მე ვნახე და ვიცი, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი, მიწაზე ცხოვრების საშუალების დაკარგვის გარეშე. არ მინდა, არ შემიძლია რწმენა იმისა, რომ ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა შეიძლება ბოროტება იყოს. ისინი ხომ ამ ჩემს რწმენაზე იცინიან. მაგრამ როგორ არ მწამდეს: მე ვნახე ჭეშმარიტება - არა თუ გამოვიგონე გონებით, არამედ ვნახე, ვნახე და მისმა ცოცხალმა სახემ ჩემი სული საუკუნოდ აღავსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარი? რა არის სიზმარი? და ჩვენი ცხოვრება სიზმარი არ არის? მეტსაც ვიტყვი: დაე, დაე, არასოდეს ასრულდეს ეს და არ იყოს სამოთხე (ეს მე კარგად გამეგება) - მაგრამ მე მაინც ვიქადაგებ. ამასობაში რა უბრალოა ამის მოწყობა: ერთ დღეში, ერთ საათში - ყველაფერი უცებ მოეწყობოდა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მთავარია - გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, აი ეს არის მთავარი და მორჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალი!“ აი რასთან უნდა იბრძოლო! და ასეც ვიზამ. თუკი ყველანი მხოლოდ მოინდომებენ, ყველაფერი ახლავე მოიწყობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ის პატარა გოგონა კი მოვძებნე.... და წავალ! წავალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} === ''სტეპანჩიკოვოს სოფელი'' (1859) === {{Q | ციტატა = ეს ერთ-ერთი იმ კეთილისმყოფელ ადამიანთაგანი იყო, რომელთაც ესირცხვილებათ სხვა ადამიანს ცუდი შესთავაზონ, სიჩქარით მოსავენ საკუთარ ახლობლებს ყოველგვარი კეთილი საქმით, უხარიათ სხვისი წარმატება, ცხოვრობენ ამ წესით, მუდმივად იდეალურ მსოფლიოში, წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირველ რიგში, საკუთარ თავს ადანაშაულებენ. თავის გაწირვა სხვისი ინტერესებისათვის მათი მოწოდებაა. ზოგნი მათ როგორც პატარა სულის, უხასიათო და სუსტ არსებებად იცნობენ. რა თქმა უნდა, ის სუსტი და ზედმეტად რბილი ხასიათის იყო, მაგრამ არა ხასიათის სიმყარის ნაკლებობისგან, არამედ შიშის გამო, რომ შეურაცხყოფდა, მრისხანედ მოექცეოდა ვინმეს გადამეტებული პატივისცემისთვის ახლობლისა თუ უცხო ადამიანის მიმართ. საერთოდ, უხასიათო და პატარა სულისკვეთების იყო მაშინ, როდესაც თავის სარგებლობას ეხებოდა საქმე, რასაც ის დიდად უგულებელყოფდა, რის გამოც მთელი ცხოვრება სასაცილოდ იგდებდნენ და თან ხშირად იმათგან, ვისთვისაც ამ სარგებელს სწირავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რისხვას გადასული პატარა სული თვითონვე ავლენს რისხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = პირველად შხამით დაგათრობენ და შემდეგ იმასაც გკითხავენ, მისაყოლებელი ხომ არ გინდაო. გულის ჭრილობები უნდათ რომ განკურნონ რაიმე მომწამვლელი სოკოთი ან დამპალი ვაშლებით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რითაც არ უნდა დაფარო ჭუჭყი, ჭუჭყი მაინც ჭუჭყად რჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = და თუ აქამდე არავინ არ ჩასვა საგიჟეთში, ეს იმის გამო, რომ მასზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა დაქორწინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო! რატომ არის ადამიანი გაბოროტებული? რატომ ვარ ხოლმე ბოროტი, როდესაც ასე კარგი და მშვენიერია კეთილად ყოფნა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს... ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც კაცთმოძულედ მაქცია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = თუ გინდა დაამარცხო მთელი მსოფლიო, დაამარცხე საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = კარგი დრო ციდან არ ვარდება, არამედ მას ჩვენ ვქმნით; ის ჩვენს გულებშია დამწყვდეული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება - აი ჩემი წესი! მოითმინე, იშრომე, ილოცე და იმედი იქონიე - აი ჭეშმარიტება, რის შთაგონებასაც კაცობრიობისთვის ერთი ცდით ვისურვებდი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა ხშირად თავმოყვარე არაა, ახალგაზრდა თავმოყვარეობა კი თითქმის ყოველთვის მშიშარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ორჯერ მეტად ფრთხლად უნდა იყო უბედურებაგამოვლილ ადამიანთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ისეთია ადამიანის თავმოყვარეობა, რომ საკუთარ თავშიც არ ეტევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = სიყვარული ალამაზებს სახეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ყოველი საქმე ღირსეულად, მამაცურად უნდა გააკეთო, მაგრამ ყვირილისა და წყენის გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ფული მტრედია, მოფრინდება და უთუოდ ისევ გაფრინდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ადამიანური იმედები მატყუარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მწამს, რომ მეცნიერება, ხელოვნება... ქანდაკება, მთელი ეს მაღალი იდეები ასე ვთქვათ, თავისებურ მომხიბვლელ მხარეებს ფლობენ, მაგრამ ისინი ვერ შეცვლის ქალებს! ქალები, ქალები, ახალგაზრდავ, გაყალიბებენ თქვენ და ამიტომაც, მათ გარეშე შეუძლებელია, შეუძლებელია ახალგაზრდა ადამიანო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ლოცვებს მთელი ღამე თქვენთვის ვჩურჩულებდი, ვცდილობდი თქვენი ბედნიერება მეპოვნა. მაგრამ ვერ ვიპოვე, რადგან ბედნიერება კეთილის ქმნაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მისთვის სერიოზულად რომ ეთხოვა ვინმეს მხრებით წამიყვანე ორი ვერსის მანძლზეო, შესაძლოა წაიყვანდა კიდევაც: ისეთი კეთილი იყო, დანამდვილებით მისცემდა ყველაფერს პირველივე თხოვნისას და უკანასკნელ პერანგს გაუნაწილებდა პირველ მთხოვნელს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} === ''ბიძის სიზმარი'' (1859) === {{Q | ციტატა = ტყუილი საპატიოა თუ მას სიცოცხლის გადასარჩენად ამბობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენს შვილებში ვცოცხლობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყოველივე კვდება, ყოველივე, მოგონებებიც კი! ჩვენი კეთილშობილური გრძნობებიც კვდება. მათ ნაცვლად კი კეთილგონივრულობა დგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ტირანია მოთხოვნილებაში გადაზრდილი ჩვევაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სილამაზე ახალგაზრდობისგან არ შესდგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თქვენ არ შეგიძლიათ კეთილი საქმეების გამოაშკარავების გარეშე, საზიზღარ საქმეშიც კი. სჯობს თქვათ პირდაპირ და უბრალოდ: „ზინა ეს მუხთლობაა, მაგრამ ხეირიანი, ამიტომ დათანხმდი ამაზე!“ უკიდურეს შემთხვევაში გულწრფელობა იქნებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მეტი აღარ მსურს ვდუმდე ამ ადამიანების წინაშე, რომელთა აზრებიც მძულს და რომლებიც ჩვენს დასაცინად ჩამოვიდნენ! არ მსურს მათგან წყენა წავიღო; არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება ტალახი მესროლოს. ყველანი მზად არიან ახლავე ათასჯერ უარესი რამ გააკეთონ, ვიდრე მე ან თქვენ! გაბედავენ რომ ჩვენი მოსამართლენი იყვნენ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე ბოროტული და გამხეცებული სიხარულით ვხვდებით სკანდალს, რომელიც ჩვენს რომელიმე ახლობელს ემართება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} === ''ორი თვითმკვლელობა'' (1876) === {{Q | ციტატა = ტანჯვა გონებიდანაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = იცით თუ არა, რომ რაც არ უნდა დაწეროთ, რაც არ უნდა გამოიყვანოთ, რაც არ უნდა შენიშნოთ მხატვრულ ნაწარმოებში - ვერასოდეს ვერ გაუტოლდებით სინამდვილეს. რაც არ უნდა გამოსახოთ, ყველაფერი უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე სინამდვილეშია. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაწარმოებში მიაღწიეთ ყველაზე კომიკურს ცნობილ ცხოვრებისეულ მოვლენაზე, რეალურად კი დაიჭირეთ მხოლოდ ყველაზე მახინჯი მხარე მისი - არც მეტი, არც ნაკლები! სინამდვილე მაშინვე შემოგთავაზებთ ისეთ ეტაპს, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ და რომელიც ყველაფერს აჭარბებს, რაც კი შეეძლო შეექმნა თქვენს საკუთარ დაკვირვებასა და წარმოსახვას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = დააკვირდით სხვა, ცხოვრების სინამდვილის შეიძლება მართლაც თავდაპირველად არც თუ ისე ნათელ ფაქტს - და თუ თქვენ შეგწევთ ძალა და გაქვთ თვალები, მასში ნახავთ ისეთ სიღრმეს, რომელიც შექსპირსაც არა აქვს. მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს კითხვა: ვისია თვალი და ვის ძალუძს? რადგან მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, რომ შექმნა მხატვრული ნაწარმოები? არამედ ასევე საჭიროა ასახო ფაქტი, რასაც ცალკე მხატვრობა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგი დაკვირვებულისთვის, ყველა ცხოვრებისეული მოვლენა ყველაზე მგრძნობიარე უბრალოებაში მოდის და იმდენად გასაგებია, რომ დასაფიქრებელიც არაფერია, დასანახიც არ არის არაფერი და ამად არც კი ღირს. ზოგ დაკვირვებულს კი იგივე მოვლენები სხვა დროს იმდენად გარჯის, (რაც არც ისე იშვიათად ხდება) რომ - არ ძალუძს საბოლოოდ განავრცოს და უბრალოება შემატოს, წამოჭიმოს სწორ ხაზზე და ამით დაწყნარდეს - ის მიდის სხვა სახის გაუბრალოებასთან და ასე უბრალოდ იხლის შუბლში ტყვიას, რათა თავისი გატანჯული გონება მთელი თავისი კითხვებითურთ სულ ერთიანად ჩააქროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერასოდეს ამოვწურავთ ცხოვრების მოვლენებს თუ მის საწყისთან და ბოლოსთან არ მივალთ. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ არსებული, მიმდინარე, ხილვადი და ისიც მხოლოდ დაკვირვების შემდეგ, დასასრული და დასაწყისი - ეს ყველაფერი ადამიანისთვის ჯერ ფანტასტიკურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = გაზეთში ძალიან ბუნდოვნად იყო ნახსენები ეს ამბავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ძალზედ აღძრა ერთ ვითარებამ: მან ქლოროფილით დაასველა ბამბა, სახეზე შემოიხვია და საწოლზე დაწვა... ასეთნაირადვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ასეთი წერილი დაწერა: „Je m'en vais entreprendre un long voyage. Si cela ne reussit pas qu'on se rassemble pour feter ma resurrection avec du Cliquot. Si cela reussit, je prie qu'on ne me laisse enterrer que tout a fait morte, puisqu'il est tres desagreable de se reveiller dans un cercueil sous terra. Ce n'est pas Chic!“ რაც შემდეგნაირად ითარგმნება : „ფრთებს ვასხამ გრძელ მოგზაურობას. თუ თვითმკვლელობა არ გამოვა, მაშინ დაე, შეიკრიბონ ყველანი, მკვდრებისგან ჩემი აღდგომის აღსანიშნავად ბოკალი კლიკით ხელში. და თუ თვითმკვლელობა შედგება, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ დამმარხოთ, ოღონდ საბოლოოდ დარწმუნდით, რომ მკვდარი ვარ, რადგან რომ სრულიად უსიამოვნოა კუბოში გაღვიძება, მიწის ქვეშ. ძალზედ მოკრძალებულად გამოვა!“ ამ საზიზღარ, უხეშ ლაზათში, ჩემი აზრით შეიძლება გულისწყრომა და ბრაზი ისმის - მაგრამ რის მიმართ? უბრალოდ უხეში ნატურები ანადგურებენ საკუთარ თავს თვითმკვლელობით, მხოლოდ მატერიალური, ხილვადი, გარეგნული საბაბით, ხოლო იმ წერილით ჩანს, რომ მას არ შეიძლებოდა ისეთი მიზეზი ჰქონოდა, რის მიმართ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მისი გულისწყრომა?... წარმოდგენილის უბრალოებაზე, ცხოვრების სიცარიელეზე? ეს ის ძალიან ცნობილი მოსამართლე და ცხოვრების უარმყოფელნი არიან, რომლებიც გამწყრალნი არიან „სისულელეზე“, წყრებიან ადამიანის მიწაზე გაჩენის გამო, ამ გაჩენის უშედეგო შემთხვევითობაზე, ტირანიაზე უმოქმედო მიზეზით, რომელთანაც არ შეიძლება შერიგება? აქ ისმის სწორედ „სწორხაზოვანი“ მოვლენების წინააღმდეგ უკმაყოფილო სულის ხმა, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობაში, მამის სახლში ემცნო. და ყველაზე მეტად უშნოა ის, რომ მოკვდა ყოველგვარი მკაფიო დაეჭვების გარეშე. ეგრეთ წოდებული სიფრთხილის დაეჭვება - როგორც კითხვები, სავარაუდოდ არ ჰქონდა სულში; ყველაფერი, რაც მან ისწავლა, ბავშვობიდან იყო, სწამდა პირდაპირ, სიტყვაზე, აი ესაა სიმართლე. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ მოკვდა, „ცივი სიბნელისა და მოწყენილობისაგან“, ასე ვთქვათ ცხოველური ტანჯვითა და უიმედობით, უბრალოდ, ცხოვრება გახდა მხუთავი, თითქოს ვერ მისწვდა ჰაერს. სულმა ვერ გაუძლო სწორხაზოვნებას, უვნებლობისა და სიფრთხილის გარეშე მოითხოვა შედარებით ძნელი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ რამეზე, გარეგნულად როგორი უბრალოც არ უნდა იყოს, დიდხანს ვერ ეშვები ფიქრს, რაღაცნაირად არ ნებდება ფიქრი და რა თქმა უნდა, თქვენ ამაში დამნაშავე ხართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} === ''მარადი ქმარი'' (1870) === {{Q | ციტატა = დამეთანხმეთ, ეს საუკუნის უდიდესი ავადმყოფობაა, როცა არ იცი ვინ დააფასო, ასე არ არის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მახინჯი არის - მახინჯი, კეთილი გრძნობებით: მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, პაველ პავლოვიჩ. მაგრამ თქვენ დამნაშავე არ ხართ პაველ პავლოვიჩ, არ ხართ დამნაშავე: თქვენ მახინჯი ხართ და ამიტომ ყველაფერი მახინჯი უნდა გქონდეთ - ოცნებებიც და იმედებიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = სულ ხომ არ შეიძლება იტანჯებოდე მოგონებებით: შეიძლება მოისვენო და ანტრაქტებში გაისეირნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ, რამდენადაც დიდი გრძნობებისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიახ, მრისხანებით მიყვარდა, ეს ყველაზე ძლიერი სიყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = კარგი მტერი მკვდარი მტერია, ცოცხალი კი უკეთესი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = რქიანი რომ არ იყოს, მას არ შეუძლია, ისევე როგორც მზეს არ შეუძლია რომ ანათოს, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, თუნდაც ბუნების კანონებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი უკანასკნელ საფეხურამდე გრძნობენ საკუთარ თავს სამართლიანებად და, რა თქმა უნდა, უმანკოებად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = საკუთარ თავს უსამართლოდ და დამნაშავედ არასოდეს თვლიდა. ქმრის მუდმივი, ურიცხვი ღალატი მას საერთოდ არ ამძიმებდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = არის ფიზიონომია, რომელიც ყველაზე უსახო და უმიზნო გარყვნილებასაც აღაგზნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = - აი, ხომ ზრუნავს ვიღაცა ჩემი ზნეობისათვის, ამ წყეულ მოგონებებს თუ „სინანულის ცრემლებს“ რომ მიგზავნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} {{Q | ციტატა = უძილო ღამეებში და, საერთოდ, ღამის ფიქრებისა და განცდების მკვეთრი ცვალებადობა „ძლიერი მოაზროვნე და მგრძნობიარე პიროვნებებს“ სჩვევიათ და ზოგჯერ უძილობის მელანქოლიური ზეგავლენის შედეგად მთელი ცხოვრებისეული მრწამსი მოულოდნელად იცვლება. ისიც ხდება, რომ სრულიად მოულოდნელად საბედისწერო ნაბიჯსაც კი გადადგამსო კაცი. და ბოლოს, თუ სუბიექტი აშკარად გრძნობს ამ გაორებას, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ საქმე სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს. მაშასადამე ზომების მიღებაა საჭირო. საუკეთესო საშუალება გახლავთ ცხოვრებისეული წესის რადიკალური შეცვლა, დიეტა და მოგზაურობა. კუჭის ამორეცხვაც არ იქნება ურიგო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} === ''ორეული'' (1846) === {{Q | ციტატა = თავად კარგად მოგეხსენებათ, პატარა კაცი ვარ; მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არა ვდარდობ, პატარა კაცი რომ ვარ. პირიქით, კრესტიან ივანოვიჩ, უნდა გამოგიტყდეთ, ვამაყობ იმით, რომ პატარა კაცი ვარ და არა დიდი. არც ინტრიგანი გახლავართ და ესეც დიდად მეამაყება. ჩუმჩუმად კი არ ვმოქმედებ, პირიქით, ყველას დასანახად, სააშკარაოდ; არ ქვებუდანობ, თუმცა, ჩემდა თავად ბევრს შემიძლია ვუმტრო, მაგრადაც ვუმტრო, ისიც კი ვიცი რანაირად ვუმტრო, კრესტიან ივანოვიჩ, მაგრამ არ მინდა გავისვარო და ამით ყველაფერზე ხელი დამიბანია; ამ აზრით, მოგახსენებთ, დამიბანია-მეთქი ხელი, კრესტიან ივანოვიჩ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგ-ზოგიერთებს ეხერხება, დროულად მიულოცოს ვინმეს რამე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = არიან ადამიანები, ბატონებო, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = აი, როგორ წესს მივდევ მე, ბატონებო: არ გამომივა? - გულს ვიმაგრებ. გამომივა და თავს ვიჭერ, და ყოველ შემთხვევაში ძირს არავის ამოვუთხრი. ინტრიგანი არა ვარ, ვამაყობ კიდეც ამით, არც დიპლომატად ვივარგებდი. ასეც ამბობენ ხოლმე, ბატონებო: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო. მართალი ნათქვამია, მეც მზად ვარ დავეთანხმო, მაგრამ ვინ კატაა და ვინ თაგვი, ეს კიდევ საკითხავია, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = სადამდის მიჰყავს ზოგჯერ სიბოროტეს კაცი, სადამდის შეიძლება მივიდეს ღირსებისა და ამბიციისათვის შურისმაძიებელი გვამის გამძვინვარება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = იქნება, მხოლოდ ჩემი შეშინება უნდათ, და როცა დაინახავენ - ხმას არ ვიღებ, არ ვეწინააღმდეგები და სრულად ვემორჩილები, მორჩილებით ვიტან ყოველივეს, იქნებ მაშინვე დაიხიონ უკან, სულაც პირველებმა დაიხიონ უკან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი საქმე სულ უბრალო საქმეა. ყველაფერი სულ უბრალოდ, წვრილმანებით თავდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = მეგობრის ჭერქვეშ შიშველ იატაკზეც რბილად დამეძინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თურქები, ერთის მხრივ, მართალნი არიან, ძილშიც რომ ღმერთს უხმობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ არაკეთილმოსურნეობა და შური თავისი ყოველდღიური ბილწი საზრდოს ძებნაში არავითარ პიროვნებას არ ინდობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = პირადი შეურაცხყოფა წესიერ საზოგადოებაში დაუშვებელია; | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩემს თავზე მოგახსენებთ, ჩემო ბატონო, რომ მე, მაგალითისთვის, ნიღაბს მაშინ ვიკეთებ, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ კარნავლის დროს და მხიარულ წვეულებებში, პირდაპირი აზრით მოგახსენებთ ამას; მაგრამ ყოველდღიურად კი არ ვინიღბები ადამიანების წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თქვენი უსირცხვილო და თავხედური გამოხდომები ჩემს მიმართ, მოწყალეო ბატონო, რის მოწმეც წეღან გავხვდი, უფრო მეტად გამხელენ თქვენ, ვიდრე ჩემი სიტყვები, მაგ უხეირო ოინების იმედი ნუ გექნებათ, არაფერი გამოგივათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თვითმარქვეობითა და უსირცხვილობით, ჩვენს დროში ვერაფერს მიაღწევთ. თვითმარქვეობა და უსირცხვილობა, მოწყალეო ბატონო ჩემო, ხეირს არ დაგაყრით, სახრჩობელამდე მიგიყვანთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ პიროვნებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ შეურაცხყონ და მოატყუონ ხალხი, განსაკუთრებით კი პატიოსანი და კეთილი ზნის ადამიანები; უფრო მეტიც, ზურგს უკან ლანძღავენ მათ და უკუღმართობად ლაპარაკობენ, მხოლოდ შურისა და კიდევ იმის გამო, რომ თვითონ ასეთებად ვერ გაასაღებენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ან თქვენ უნდა იყოთ, ან მე. ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია! და ამიტომაც გიცხადებთ, რომ უცნაური, სასაცილო და ამასთანავე შეუძლებელი სურვილი თქვენი-ჩემს ტყუპის ცალად მოაჩვენოთ თავი ხალხს, სხვას არაფერს გამოიწვევს, თუ არა თქვენს საბოლოო პატივის აყრასა და დამარცხებას. და ამიტომაც გთხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე სიკეთისათვის, განზე გადგეთ და გზა მისცეთ ჭეშმარიტად კეთილშობილ და კეთილსაიმედო მიზნების მქონე ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვარ, უკიდურესი ზომები მივიღო. ვდებ კალამს და ველი... სხვაფრივ, მზად გახლავარ, როგორც სამსახურისთვის, ასევე-პისტოლეტებისათვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} === ''ნეტოჩკა ნეზვანოვა'' (1849) === {{Q | ციტატა = მაგრამ რა? რა მაჩუმებს მაშინ, როდესაც ლაპარაკია საჭირო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ხასიათის ადამიანებიც, რომელთაც უყვართ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნონ, ამაზე ხმამაღლა იწუწუნონ ან მარტოობაში დაიმშვიდონ თავი, ქედი მოიხარონ თავიანთი აუღიარებელი სიდიადის წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ტალანტს თანაგრძნობა უნდა, მას სჭირდება რომ მისი ესმოდეთ, შენ კი ნახავ რა სახეები შემოგეხვევიან გარშემო, როგორც კი ოდნავ მაინც მიაღწევ მიზანს, ისინი არფერს ჩათვლიან და შურით დააკვირდებიან იმას, რასაც შრომით, აკრძალვებით, შიმშილით, უძილო ღამეებით მიაღწიე. ისინი არ გაგამხნევებენ, არ გითანაგრძნობენ, შენი მომავალი მეგობრები; ისინი არ მიგითითებენ თუ რა არის შენში კარგი და ჭეშმარიტი, მაგრამ ბოროტი სიხარულით წამოწევენ შენს ყოველ შეცდომას, მიგითითებენ ზუსტად იმაზე, რაც ცუდია შენში, რაშიც შეცდომას უშვებ და შურითა და მლიქვნელობით ალბათ გაუხარდებათ შენი ყოველი შეცდომა (თითქოს უშეცდომოდ იყო ყველაფერი!) შენ ხომ დიდგულა ხარ, შენ ხშირად ამაყიც ხარ და შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავზე შეყვარებულ არარაობას და მაშინ უბედურება - შენ მარტო იქნები, ისინი კი ბევრნი, ისინი ქინძისთავებით გაწამებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის გარეგნულად მშვიდი იყო, მაგრამ ეს მისი სიმშვიდე უფრო მაღელვებდა, ვიდრე ყოველგვარი მისი ნერვიულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ყოველ ჩვენგანს ჰქონად ზღვარი, რომლამდეც მიდიოდა ჩვენი სიახლოვე, ზღვარს გადაბიჯება ვერ გავბედეთ, თუმცა კი გვინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტებამ ის თავისი აუტანელი ბრჭყვიალით დააბრმავა და ის რაც სიცრუე იყო, მისთვისაც სიცრუედ დარჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის მოკვდა, რადგან ასეთი სიკვდილი მისთვის აუცილებლობა იყო, ერთადერთი მიზანი მთელი მისი ცხოვრებისა. ის ასე უნდა მომკვდარიყო, როდესაც ყოველივე, რასაც მისი ცხოვრება ეკავა უცაბედად ჩამოინგრა, გაიფანტა როგორც მოჩვენება, როგორც უსხეულობა, ცარიელი ოცნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ნუთუ მას არ შეეძლო იმის გაგება, რომ ასე ძნელია მოატყუო ნატურა, რომელსაც სწყურია შეგნებული შტაბეჭდილებები, ვინც ბოლომდე იგრძნო ბევრი ბოროტება და სიკეთე? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ცნობიერებით უფრო მეტს გადაიტან, ვიდრე მთელს წელიწადში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = თითქოს და ჩანდა, რომ ეს უბედური, დაღუპული ტალანტი თავადვე ეძებდა გარეგნულ შემთხვევებს, რისთვისაც შეიძლებოდა დაებრალებინა მთელი წარუმატებლობა, მთელი უბედურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მხოლოდ ერთი სიამოვნება მქონდა - მეფიქრა და მეოცნება მასზე, მხოლოდ ერთი ნება - მეკეთებინდა ყველაფერი, რაც მას უმცირეს სიამოვნებას მოჰგვრიდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასზე იმედის ჩრდილიც კი ახდენდა გავლენას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მას დიდება სურდა და თუ არტისტისთვის დიდების სურვილი მამოძრავებელი მთავარი ძალაა, მაშინ ის არტისტი არაა, რადგან მან უკვე დაკარგა მთავარი მხატვრული ინსტინქტი, ანუ ხელოვნების სიყვარული, ერთადერთი იმის გამო, რომ ის არის ხელოვნება და არა სხვა რამ, მაგალითად დიდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საბრალო შეშლილი ადამიანი მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადამიანს თვლიდა ტალანტად, მხოლოდ ერთ არტისტს და ეს არტისტი რა თქმა უნდა, თვითონვე იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მან დაგტოვა ერთ აუხსნელ მიზანთან, რომელიც შენც კი არ აგიხსნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შენ ხომ ღუპავ საკუთარ თავს შენივე სასოწარკვეთით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = უყურე, კიდევ ერთხელ გიმეორებ: ისწავლე და ფიალები არ განასხვავო. და თუ ტკივილისგან შედრკები (ტკივილი კი ბევრი იქნება!) - საკვები გაქრება, ყველაფერი ეშმაკისკენ წავა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შეშლილი თავიდან იშორებდა ყველას, ვისზეც გაბრაზებული იყო, რადგან საკუთარი თავისა და საკუთარი მძვინვარების ეშინოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მერე შევამჩნიე, რომ ბევრი ბავშვი სიმახინჯემდე გულგრილია, მაგრამ თუკი ვინმეს შეიყვარებენ, საბოლოოდ შეიყვარებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = იმ წუთას ვიგრძენი, რომ არ ვეცოდებოდი და არ ვუყვარდი, რადგან ვერ ხედავდა როგორ მიყვარდა და ფიქრობდა, რომ სასტუმროს გამო მზად ვიყავი მისთვის მემსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მდაბალი ვარ, არარაობა ვარ, სასაცილო ვარ, სასაცილოზე უარესი კი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ვნება შენ მიერ აღძრული სიყვარული არ ყოფილა, - მე სიყვარულის მეშინოდა: ვერ გავბედე შენი შეყვარება; სიყვარულში ურთიერთდამოკიდებულებაა, ეჭვიანობაა, მე კი არ ვიყავი ამის ღირსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე უკვე მესმოდა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა - არ არის ტალანტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = სიღარიბეში ყოფნის შენს ექვს წელს უკვალოდ არ ჩაუვლია: სწავლობდი, აცნობიერებდი საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებს, შენ უკვე გაგეგება შენი ხელოვნებისა და შენი დანიშნულებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = როდესაც იმ შენმა მასწავლებელმა, რომელზეც მიყვებოდი, შენში ხელოვნებისადმი სიყვარული აღძრა და გაააღვიძა, მაშინაც იგივე მძიმედ იგრძენი ეს, როგორც ახლა გრძნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ბედნიერება, როგორც აუტანელი ტვირთი ისე მაწვებოდა და ატირებული მეუბნებოდა: „რისთვის ეს ყოველივე? რით დავიმსახურე? რით დავიმსახურე ნეტარება?“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასწავლე, მე ხომ არ მესმის, არ მესმის, ვერანაირად ვერ გამიგია - მასწავლე, როგორ გავხლიჩო ცხოვრება შუაზე, როგორ ამოვიგლიჯო გული მკერდიდან და მის გარეშე როგორ ვიცხოვრო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე დაუცველი და მარტოხელა ვიდექი ადამიანის წინაშე, რომელსაც ქალის შეურაცხყოფა შეუძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ...მაგრამ საბოლოოდ კი ყველას მოაწყინა თავი, მის ბოლო როლშიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საშინელებაა მიუღწეველ იდეასთან განშორება, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე, რომლის იდეაც მაინც ღრმა და სერიოზულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} ===''მის შესახებ''=== {{Q | ციტატა = დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას. | ავტორი = [[ფრიდრიხ ნიცშე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყოველი ხელოვნება პოეტურ მოსაზრებათა მთელ წყებებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ერთი იდეა ვერ გამოიხატება მეორე, მასთან კავშირში არმყოფ ფორმაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რა შეიძლება იყოს ჩემთვის უფრო ფანტასტიკური, ვიდრე სინამდვილეა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მიყვარს რეალიზმი, როდესაც ის ფანტასტიკურობამდე აღწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მაშინ, როცა ირონიას, ალეგორიას და ხუმრობას ვეღარ იგებენ, ეს ცუდის ნიშანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = თანამედროვე დასავლეთ ევროპას იგი შემდეგნაირად ახასიათებდა: „უარყვეს გადარჩენის ერთადერთი ფორმულა, რომელიც ღმერთისგან მოდიოდა და ხსნად ჰუმანურობას აცხადებენ, „შენ ის გიყვარს როგორც საკუთარი თავი“ — ეს მცნება ჩაანაცვლეს უფრო პრაქტიკული დასკვნით chacun pour soi et Dieu pour tous („ყველა თავისთვის და ღმერთი ყველასთვის“) ანდა სხვა მეცნიერული სლოგანებით, მაგალითად „ბრძოლა გადარჩენისთვის“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ნუ, ნუ გჯერათ ადამიანთა თანაზიარობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} ==რესურსები ინტერნეტში== {{commons|Category:Fyodor Dostoyevsky}} * [http://www.FyodorDostoevsky.com FyodorDostoevsky.com] * [http://www.fedordostoievsky.com/ingles/ingles1.htm FedorDostoievsky.com] * [http://Dostoyevsky.thefreelibrary.com/ Brief biography and works at The Free Library] * [http://www.kiosek.com/dostoevsky/contents.html Dostoevsky Research Station] {{DEFAULTSORT:დოსტოევსკი, თედორე}} [[კატეგორია:რუსი მწერლები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] ka9qijqqioy6x9q0y88d4ado9fw81v0 47505 47504 2026-04-14T19:38:05Z გიორგაძე.ლანა 5265 /* თეთრი ღამეები (1848) */ 47505 wikitext text/x-wiki [[ფაილი:Dostoevsky 1872.jpg|thumb|right|150პქ]] '''[[:w:ფიოდორ დოსტოევსკი|ფიოდორ დოსტოევსკი]]''' (დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821 – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881) — რუსი მწერალი. =='''ციტატები'''== [[ფაილი:Dostoevsky.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = ''„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს...“'' | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.) }} [[ფაილი:Dresden Dostojewski-Denkmal.JPG|thumb|right|150პქ]] [[ფაილი:Dostoevskaya.jpg|thumb|right|150პქ]] === ''თეთრი ღამეები'' (1848) === [[ფაილი:Image dost 01.jpg|thumb|right|150პქ|მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!]] {{Q | ციტატა = თქვენ ირგვლივ იყურებით, ვიღაცას დაეძებთ, თქვენ ატყობთ... მაგრამ წამი გადის და შესაძლოა, მეორე დღეს კვლავაც იხილოთ იგივე დაფიქრებული, დაბნეული მზერა, იგივე ფერმკრთალი სახე, შენიშნოთ იგივე მორჩილი შიშნეული მოძრაობა და წუთიერი გატაცების გამო სინანულიც, მიმქრალი ნაღველისა და დარდის ნაკვალევიც კი... და გულს გაკლიათ, რომ ასე მალე, ასე სამუდამოდ დაინთქა წამიერი სილამაზე, რომ მან ასე მაცდუნებლად და ამაოდ გაიელვა თქვენს წინ - გულს გაკლიათ, რომ მისი შეყვარების დროც არა გქონიათ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = დარდში კი მართლა და რა ფანტაზიაა! გრძნობ, რომ ეს დაუშრეტელი ფანტაზია მუდმივი დაძაბულობით ბოლოს იფიტება, იშრიტება, რადგან ხომ მოწიფული ხდები, იცილებ ძველ იდეალებს: ისინი მტვრად, ნამსხვრევებად იქცევიან; თუ სხვა ცხოვრება არ გაგაჩნია, ამავე ნამსხვრევებისგან მოგიწევს მისი აშენება. ამასობაში კი სული რაღაც სხვას ითხოვს და სურს! და მეოცნებე, როგორც ნაცარში, ამაოდ იქექება თავის ძველ ოცნებებში, ეძებს თუნდაც მცირე ნაპერწკალს, რომ იგი გააღვივოს, განახლებული ცეცხლით გაითბოს გაცივებული გული და მასში კვლავ აღიდგინოს ყველაფერი, რაც ადრე ასე ძვირფასი იყო, სულს აღელვებდა, სისხლს უჩუხჩუხებდა, თვალთაგან ცრემლებს ადენდა და ასე საუცხოოდ ატყუებდა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = როცა უბედურები ვართ, უფრო ძლიერ ვგრძნობთ სხვის უბედურებას. გრძნობა კი არ სუსტდება, პირიქით, ძლიერდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ღმერთო, როგორ შეკრთა და შეჰკივლა ნასტენკამ! როგორ გამისხლტა ხელიდან და მისკენ გაფრინდა!.. მე, გულმოკლული ვიდექი და ვუყურებდი. მაგრამ რაწამს ხელები გაუწოდა და გადაეხვია, უმალ ისევ გამოტრიალდა, თვალის დახამხამებაში ჩემთან გაჩნდა და სანამ გონს მოვიდოდი, ორივე მკლავი შემომხვია და მაგრად, მაგრად მაკოცა. მერე ისევ უხმოდ გაქანდა მისკენ, ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. მე კი ვიდექი და ვუყურებდი, ვიდრე ორივე თვალს მიეფარა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = გასაოცარია, როგორ აკეთილშობილებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = მაინც როგორ ალამაზებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება! სიყვარულით როგორ ფეთქავს გული! თითქოს გინდა შენი გული სხვისას შეუნივთო, გინდა ყველა მხიარულობდეს, ყველა იცინოდეს! მერედა რა გადამდებია ეს სიხარული! ო, როგორ აკეკლუცებს ადამიანს ბედნიერება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ო! ზოგჯერ რა აუტანელია ბედნიერი ადამიანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ყველა რატომღაც სიხარულით ისმენს ყოველგვარ დამამშვიდებელ სიტყვას და უხარია, ერთ ბეწო სიმართლესაც თუ ხედავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = – რატომ ყველანი ისე არა ვართ ერთმანეთთან, ვით ძმა ძმასთან? რატომ არის, რომ თვით საუკეთესო ადამიანიც ყოველთვის თითქოს რაღაცას უმალავს მეორეს, ერიდება, გულისნადები გაუზიაროს? რატომ პირდაპირ, უყოყმანოდ არ გამოთქვა ეს გულისნადები, თუ იცი, რომ შენს სიტყვებს ქარს არ გაატან? არადა ყველა ისეთნაირად გამოიყურება, თითქოს იმაზე უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია. თითქოს ყველას ეშინია, ვაითუ გულისნადები გავამჟღავნოთ და ამით ჩვენი გრძნობები შევბღალოთო... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა არტანუჯი თბილისი 2014 }} === ''იდიოტი'' (1868) === [[ფაილი:Fjodor Michailowitsch Dostojewski.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = კოლუმბმა მაშინ კი არ იგრძნო ბედნიერება, როცა ამერიკა აღმოაჩინა, არამედ მაშინ, როცა მის აღმოსაჩენად ესწრაფებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „იდიოტი“ }} === ''ძმები კარამაზოვები'' (1880) === [[ფაილი:Trutovsky 004.jpg|thumb|right|150პქ|ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს.]] {{Q | ციტატა = ადამიანები, ავკაცნიც კი, უმეტესად, ბევრად უფრო მიამიტნი და გულუბრყვილონი არიან, როგორც საერთოდ გვგონია. თავად ჩვენც ასეთნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თქვენი თავისა ნუ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს, ყველაზე უწინარეს განაწყენდება. განაწყენება ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ასე არ არის? თანაც ხომ იცის, რომ არავის უწყენინებია და წყენას თავად მიეცა, ყოველივე თავად შეთხზა და შესაფერადებლად მოიგონა, თავად გააზვიადა, რათა სასურველი სურათი შეექმნა, სიტყვას გამოეკიდა და წვრილმანი მსხვილმანად აქცია, - ეს თავადაც იცის, მაგრამ მაინც ყველაზე უწინარეს განაწყენდება, უკიდურესი ტკბობის შეგრძნებამდე განაწყენდება, ხოლო შედეგად ნამდვილი მტრობა ეუფლება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი, ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არა მარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არა მარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა? - დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება. - ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური! - რატომ უბედური? - იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება. - შესაძლოა, მართალი ხარ!... მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია... - მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უდიდეს ძალად გაერთიანებულმა საერთო მეცნიერებამ, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, ყველაფერი განიხილა, რაც კი ჩვენთვის წმინდა წიგნებში ზეცითაა ნაანდერძევი და მკაცრი ანალიზის შემდეგ მთელი მსოფლიოს მეცნიერებს ხელში აღარაფერი შემორჩათ იმისგან, რაც ადრე წმიდათაწმიდა იყო. მაგრამ ისინი ნაწილნაწილ განიხილავდნენ, მთლიანი კი თვალთაგან გამორჩათ, თანაც გასაოცარი სიბრმავით. რამეთუ მთლიანი მათსავე თვალთა წინაშე როგორც უწინ, ახლაც ურყევად დგას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ. განა იგი ცხრამეტ საუკუნეს არ ცოცხლობდა და განა ახლა არ ცოცხლობს ცალკეული ადამიანებისა თუ ხალხთა მასების სულის მიმოქცევაში? თვით მათი სულის მიმოქცევაშიც ურყევად ცოცხლოს კვლავინდებურად! რამეთუ ქრისტიანობის უარმყოფელთა და მის წინააღმდეგ ამბოხებულთა არსი იმავე ქრისტეს სახებაა, ისინი ისეთივენი დარჩნენ, რადგან აქამდე ვერც მათმა სიბრძნემ, ვერც მათი გულის მხურვალებამ ადამიანს და მის ღირსებას ვერ შეუქმნა სხვა უმაღლესი ხატება, ვიდრე წარსულში ქრისტეს ნაჩვენები ხატებაა. როცა კი შექმნას შეეცადნენ, ხელთ მხოლოდ სიმახინჯე შერჩათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ყველამ დაუცხრომლად უნდა უთხრას აღსარება საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ცოდვისა, თუნდაც მაშინ, როცა შეიცნობთ, ოღონდაც მოინანიეთ და ღმერთს პირობას ნუ დაუთქვამთ. კვლავ გეუბნებით - ნუ გაამაყდებით. ნუ გაამაყდებით მცირეთა ზედა, ნუ გაამაყდებით ნურც დიდთა წინაშე. ნუ შეიძულებთ თქვენს უარმყოფელებს, თქვენს მძრახველებს, თქვენს მძაგებლებს, თქვენს ცილისმწამებლებს. ნუ შეიძულებთ ათეისტებს, ავის მქადაგებლებს, მატერიალისტებს, მათ შორის ღვარძლიანებსაც კი, არათუ კეთილებს, რამეთუ ბევრი მათგანი კეთილია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ლოცვისას ისინი ასე მოიხსენიეთ: ღმერთო, ყველა იხსენ, ვისთვისაც არავინ ლოცულობს, იხსენ ისინიც, ვისაც შენს წინაშე ლოცვა არ სურს. იქვე დაუმატეთ, ამას ჩემი სიამაყის გამო არ გთხოვ, ღმერთო, რამეთუ თავად ყველასა და ყოველზე უარესი ვარ... გიყვარდეთ ხალხი ღვთისა, სამწყსოს გადამთიელთ ნუ დაანებებთ, რამეთუ ძილსა და სიზარმაცეს თუ მიეცემით მოზიზღნი, გაამპარტავნებული და, რაც უარესია, ანგარებადაუფლებულნი, მაშინ ყოველი ქვეყნიდან მოვლენ და სამწყსოს წაგგვრიან. ხალხს სახარება დაუცხრომლად განუმარტეთ... მექრთამეობას განეშორეთ... ვერცხლი და ოქრო ნუ გეყვარებათ, ნუ გაეკარებით... გწამდეთ და რწმენის დროშა მაღლა აღმართეთ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. რაც მთავარია, სიცრუეს განერიდეთ, ყოველგვარ სიცრუეს, განსაკუთრებით საკუთარ სიცრუეს. დააკვირდით თქვენს სიცრუეს და შეეცადეთ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ჩასწვდეთ. ზიზღიც განიშორეთ, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ის, რაც საკუთარ არსებობაში სიბილწედ მიგაჩნიათ, უკვე განიწმინდება, თუნდაც მხოლოდ იმით, რაკიღა შეამჩნიეთ. შიშსაც განერიდეთ, თუმცაღა შიში მხოლოდ შედეგია ყოველგვარი სიცრუისა. სიყვარულის ძიებისას ნურასოდეს შეგათრობთ საკუთარი სულმოკლეობა, თქვენივე ცუდი საქციელიც ძალიან ნუ შეგაშინებთ. ვწუხვარ, რომ სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, რამეთუ ოცნებით წარმოსახული სიყვარულისაგან განსხვავებით, ქმედითი სიყვარული სასტიკი და შემაძრწუნებელი რამ გახლავთ. ოცნებით წარმოსახულ სიყვარულს კმაყოფილების მსწრაფად მომნიჭებელი, მყისიერი, თანაც ყველასთვის საჩინო გმირობა სწყურია. ამგვარი მისწრაფებათა შედეგად მართლა შეიძლება, თავიც გაწირონ, თუკი ეს დიდხანს არ გასტანს, სწრაფად მოხდება, როგორც სცენაზე, ყველა ნახავს და ხოტბას შეასხამს. ქმედითი სიყვარული კი შრომა და თავშეკავებულობაა, ხოლო ზოგთათვის კი მთელი მეცნიერებაა. მაგრამ აი, რას გიწინასწარმეტყველებთ: შესაძლოა ზუსტად იმ წუთს, როცა შეძრწუნებული იქნებით იმით, რომ თუმცა ბევრს ეცადეთ, მიზანს არათუ მიუახლოვდით, არამედ თითქოს დაშორდით კიდევაც, - გიწინასწარმეტყველებთ, რომ იმ წუთს მიზანს უეცრად მიაღწევთ და აშკარად იხილავთ თქვენზე გარდმოვლენილ სასწაულმოქმედ ძალას ღმერთისას, ვისაც ნიადაგ უყვარხართ და ვინც ნიადაგ იდუმალად წაგმართავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის არსებობის საიდუმლო ის კი არ არის, რომ მხოლოდ იცხოვროს, არამედ ის, თუ რისთვის იცხოვროს. ადამიანს თუ მყარი წარმოდგენა არა აქვს, რისთვის უნდა იცხოვროს, სიცოცხლეს არ ისურვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბებერ მოთამაშეთ, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებით მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმ წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: „ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი „წმინდა“ მრისხანებისა და მრისხანებიის „წმინდა“ წუთის მიუხედავად.“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წლები და თვეები რა არის, დღეების თვლა რა საჭიროა, ადამიანს ერთი დღეც ეყოფა, ბედნიერება მთლად რომ შეიგრძნოს. ჩემო კარგებო, რას ვდაობთ, ერთმანეთთან თავს რად ვიქებთ, ერთმანეთზე წყენას გულში რად ვიჩერებთ? გვირჩევნია, ბაღში გავიდეთ, ვისეირნოთ და ვინავარდოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი ვაქოთ, ერთმანეთს ვკოცნიდეთ და სიცოცხლეს ვლოცავდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ახლა ყველა მიისწრაფის, სხვებს რაც კი შეიძლება მეტად გაემიჯნოს, საკუთარ არსებობაში სიცოცხლე სრულად განიცადოს, მაგრამ მისი მცდელობის შედეგი სიცოცხლის სრულად განცდის ნაცვლად მხოლოდ თვითმკვლელობაა, რამეთუ თავისი არსების სრულად განსაზღვრის მაგიერ წილად ხვდება სრული განმარტოება. რადგან ჩვენს საუკუნეში ყოველივე ერთეულებად დანახევრდა, ყველა თავის სოროში განმარტოვდა, ყველანი სხვებს ემიჯნებიან, ერთმანეთს ემალებიან, თუკი რამ გააჩნიათ, მალავენ და იმით ამთავრებენ, რომ ადამიანებისგან თავს განარიდებენ და ადამიანებს განირიდებენ. სიმდიდრეს განცალკევებით იხვეჭენ და ფიქრობენ, ძლიერნი და უზრუნველყოფილნი ვართო, მაგრამ უგუნურებმა არ იციან, რაც მეტს მოიხვეჭენ, მით უფრო ეუფლებათ თვითმომსპობი უძლურება. რამეთუ მხოლოდ თავის იმედად ყოფნას არიან მიჩვეულნი, მთლიანს ერთეულებად გამიჯვნიან, მიჩვეულან, რომ ადამიანთაგან შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადამიანებისა და კაცობრიობის რწმენა დაუკარგავთ და მხოლოდ ფულსა და მოპოვებული უფლებების დაკარგვისა ეშინიათ. ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით. მაგრმა ამ საშინელ განმარტოებასაც ჟამი უსათუოდ დაუდგება და ყველანი ერთბაშად მიხვდებიან, ერთმანეთს რა არაბუნებრივად გაემიჯნენ. მაშინ დროების ასეთი სიო დაჰქროლებს და გაიკვირვებენ, წყვდიადში დიდხანს რომ ისხდნენ და სინათლეს ვერ ხედავდნენ, მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე... მანამდე კი დროშას უნდა მოვუაროთ და თითო-ოროლა ვინმემ მაინც მაგალითი უეცრად აჩვენოს, განმარტოებას განერიდოს, გმირობა გამოიჩინოს და ძმური სიყვარული თუნდაც შმაგურად გაამჟღავნოს. რათა დიადი აზრი არ ჩაკვდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი მართალთა დამდაბლებისა და შერცხვენის მოყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცხოვრება ცრემლიანი მორჩილება კი არა, დიადი სიხარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძნელად სატვირთველი ტვირთი ყველას კუთვნილი ვერ იქნება, ზოგნი ვერ გაუძლებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბევრი ადამიანი პატიოსანი სწორედ იმიტომ არის, რომ სულელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თომამ იმიტომ კი არ ირწმუნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა, არამედ იმიტომ, რომ მანამდე თვითონ უნდოდა ერწმუნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაზე ცუდი ოჯახისგანაც შეიძლება ძვირფასი მოგონებები შემოგრჩეს, თუ შენს სულს „ძვირფასის ძიების“ უნარი გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სისულელეები სჭირდება დედამიწას, სისულელეებზე დგას მსოფლიო, ამის გარეშე იქნებ არც არაფერი მომხდარიყო ამქვეყნად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ მსჯავრს დამდებთ ამ მსჯავრისთვისაც მადლობელი ვიქნები! მაგრამ დამინდეთ, ღმერთს ნუ წამართმევთ, რადგან ვიცი, ბედს დავემდურები, ჩემს სულს უმძიმს, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე ის მაწამებდა მხოლოდ, რომ კეთილშობილება მწყუროდა. ფარნით ვეძებდი, დიოგენეს ფარნით, და მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე მაინც მხოლოდ სისაძაგლეებს ჩავდიოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვარ და მე მიყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მსჯავრს ვდებ ჩემს სიცოცხლეს და ვზღავ სიცოცხლით ამ მსჯავრისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, მით უფრო ირწმუნებთ ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას. თუ მოყვასთა თქვენთა თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ადამიანი უყვარს, მას მათი სიხარულიც უნდა უყვარდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტე ადამიანთა მწუხარებას კი არა, სიხარულს ეწვია, პირველი სასწაულის ქმნით ადამიანთა სიხარულს შეეწია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მიწა სიხარულის ცრემლებით დანამე და შეიყვარე ცრემლები შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რა შემზარავ ტრაგედიებს უწყობს ადამიანებს რეალიზმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიარულზეც შეატყობთ რა ხასიათისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუმცაღა ყველაზე უადგილო ფიქრმა იქნებ სიკვდილით დასასჯელ დამნაშავესაც გაუელვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან უაღრესად მგრძნობიარე, მაგრამ როგორღაც გატეხილი ადამიანები. მათი ჯამბაზობა ერთგვარი ღვარძლიანი ირონიაა იმათ მიმართ, ვისაც სიმართლეს პირში ვერ ეუბნებიან მათ წინაშე ხანგრძლივი დამამცირებელი შიშის გამო. ასეთი ჯამბაზობა ზოგჯერ უაღრესად ტრაგიკულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ზეციური პურისთვის ათასი ან თუნდაც ათი ათასი გამოგყვება, იმ მილიონებს რა ეშველება, რომელთაც უარი ვერ თქვეს მიწიურ პურზე ზეციურის სანაცვლოდ? თუ შენთვის მხოლოდ ის ათი ათასი ძლიერი და დიადია ძვირფასი, მილიონები კი, ქვიშასავით მრავალრიცხვოვანი სუსტი, მაგრამ შენი მოყვარული მილიონები მხოლოდ იმ დიადთა გამოსადეგარი მასალაა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველანი თითქოს ოდესღაც შეთანხმებულან, რომ ამის თაობაზე ეცრუათ და აქამდე ცრუობენ, რომ სისაძაგლე სძულთ, გულში კი უყვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეიძლება ამ კატორღელ კაცს ჩამკვდარი გული აღუდგინო და აუღორძინო, შეიძლება წლობით ულოლიავო და ბოლოს ბუნაგიდან მზის სინათლეც გამოიყვანო, უკვე ამაღლებული სული, განაწამები ცნობიერება, ანგელოზი აღადგინო, გმირი ააღორძინო! ისინი კი მრავალი, ასობით არიან. ჩვენ ყველანი კი მათ გამო დამნაშავენი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენი დიადი მწუხარებით კვლავ აღვადგენთ სიხარულს, ურომლისოდაც ადამიანის არსებობა არ შეიძლება, ღმერთი კი არის, რამეთუ ღმერთი გვანიჭებს სიხარულს, ეს მისი დიდი პრივილეგიაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდაც ჩემს თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში - ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული - მაგრამ ვარსებობ! მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის, ეს მთელი სიცოცხლეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აბა სცადე და ქალის წინაშე დანაშაული აღიარე, იმავ წუთს საყვედურებს სეტყვასავით დაგაყრის! პირდაპირ, უბრალოდ არაფრის დიდებით არ გაპატიებს. დაგამცირებს, მოგმჩვარავს, რაც არ ყოფილა, იმასაც გიანგარიშებს, ყველაფერს მოხვეტავს, არაფერს დაივიწყებს, თავისას დაუმატებს და მერეღა გაპატიებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დაძალებულ რწმენას რა ფასი აქვს? რწმენას არ შველის არავითარი საბუთი, განსაკუთრებით მატერიალური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ვარ და ყოველივე ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიმართლე თითქმის ყოველთვის არამახვილგონივრულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ იცი, რომ ეშმაკი ვარ და რომ ვარსებობ, შენ მუდამ ბრაზობ, მე კი გიმეორებ, მთელ ვარსკვლავზედა ცხოვრებას, ყოველ წოდებას დავთმობდი მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჭრის შვიდფუთიანი ცოლის სულად გარდავსახულიყავი და ღმერთისთვის სანთელი დამენთო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უცნაურობა და ახირებულობა საზიანო უფროა, ვიდრე უფლების მომცემი ყურადღების მოპყრობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ცალკერძოებანი ერთიანყოს და საყოველთაო აბდაუბდას რაიმე ერთიანი აზრი გამოუძებნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებულია, ეროვნულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მონობიდან თავისუფლებისკენ ადამიანს ზნეობრივი სრულყოფისთვის მრავალგზის ნაცადი, ათასწლოვანი იარაღი, შესაძლოა, ორლესურ მახვილად გადაიქცეს, ისე რომ ზოგი იქნებ თვინიერებისა და სრული თავშეკავებულობის ნაცვლად, პირიქით, უაღრეს სატანურ ქედმაღლობამდე, ანუ ხუნდებამდე და არა თავისუფლებამდე მიიყვანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენი წილხვედრია ცოდვა, სიცრუე და საცდური, ამქვეყნად ხომ იქ, სადღაც, მაინც არის წმინდანი და უმაღლესი; სამაგიეროდ, ის არის მფლობელი სიმართლისა, სამაგიეროდ, მან იცის სიმართლე; მაშასადამე ამ ქვეყნად სიმართლე არ კვდება, ჰოდა, ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევს და მთელს დედამიწაზე დამკვიდრდება, როგორც აღთქმულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ხალხმა მდუმარე და მრავლისმომთმენი მწუხარება იცის. ეს მწუხარება გულში ჩაგუბდება და დუმს. მაგრამ არის ბობოქარი მწუხარება, გულდარდიანს ცრემლები რომ წასკდება და მალე მოთქმა-გოდებად გადაიქცევა. ასეთი რამ უმეტესად ქალებს ემართებათ. მაგრამ ეს მდუმარე მწუხარებაზე იოლი არ არის. დამწუხრებულს მოთქმა-გოდება გულს უფრო მეტად უწამლავს და უკლავს. ასეთი მწუხარება ნუგეშს კი არ ესწრაფვის, პირიქით, ტკივილის დაუამებლობით საზრდოობს. მოთქმა-გოდება მოთხოვნილებაა ჭრილობის განუწყვეტელი გაღიზიანებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიენები ბედნიერებისათვის არიან შექმნილნი და ვინც სრულად ბედნიერია, მას პირდაპირ შეუძლია თქვას: „ამქვეყნად ღვთის აღთქმა შევასრულეო“. ყველა უმწიკვლო, ყველა წმინდანი, ყველა წმინდა მოწამე ბედნიერი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - იცით, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: თუ ყველას სწამს, ეს აზრი საიდან გაჩნდა? გვარწმუნებენ, რომ თავდაპირველად ყოველივე ბუნების მრისხანე ძალთა წინაშე შიშმა გამოიწვია და ყოველივე ეს არ არსებობს. ჰოდა, ვფიქრობ, მთელი სიცოცხლე მჯეროდა - მოვკვდები და უცებ აღარაფერი იქნება, მხოლოდ „ძირხვენა ამოვა საფლავზე,“ ეს შემზარავია! როგორ დავიბრუნო რწმენა, როგორ? თუმცაღა, მხოლოდ მაშინ მწამდა, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვფიქრობდი და მექანიკურად მწამდა... ახლა იმიტომ მოვედი, რომ გკითხოთ, ეს რით უნდა დამტკიცდეს? ამ შემთხვევასაც თუ გავუშვებ ხელიდან, ჩემს სიცოცხლეში უკვე ვეღარავინ მიპასუხებს. რით უნდა დამტკიცდეს, რით უნდა დარწმუნდე? რა უბედურება მხვდა წილად! ვდგავარ და ირგვლივ ვხედავ, რომ ყველასთვის, თითქმის ყველასთვის, ყველაფერი სულ ერთია, ამაზე ახლა აღარავინ წუხს; მხოლოდ მე, ერთადერთს არ შემიძლია ამის გადატანა. ეს მომაკვდინებელია, მომაკვდინებელია! - ნამდვილად მომაკვდინებელია. მაგრამ დამტკიცება არაფრისა შეიძლება, რომ დარწმუნდე, ეს კი შეიძლება. - როგორ? რანაირად? - ქმედითი სიყვარულის გამოცდილებით. შეეცადეთ, მოყვასი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას მით უფრო ირწმუნებთ. თუ მოყვასთა თქვენთა სრული თანგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ზუსტად ასეთივე რამ, თუმცა დიდი ხნის წინ, მითხრა ერთმა ექიმმა, უკვე ხნიერმა და უდავოდ ჭკვიანმა კაცმა. ისიც თქვენსავით გულწრფელად ლაპარაკობდა, მაგრამ სევდიანად ხუმრობდა. ამბობდა, კაცობრიობა მიყვარს, მაგრამ ჩემი თავისა მევე მიკვირსო: რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა ზოგადად, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ადამიანი კერძოდ, ანუ ცალ-ცალკე, როგორც განცალკევებული პიროვნებანი. ოცნება ხშირად კაცობრიობის მსახურების მგზნებარე წადილით აღმავსებდა და, შესაძლოა, ხალხის გულისთვის თავიც გამეწირა, თუკი უეცრად ეს საჭირო გახდებოდა. ამავე დროს, ერთ ოთახში ვინმესთან ერთად ორ დღესაც კი ვერ გავძლებ; ეს გამოცდილებით ვიცი. ოდნავი სიახლოვეც კი ვინმესი თავმოყვარეობას მილახავს, თავისუფლებას მიბორკავს. საუკეთესო ადამიანსაც კი ერთ დღეში შევიძულებ: ერთს იმის გამო, რომ სადილობისას ჭამა ვერა და ვეღარ მოათავა, მეორეს იმის გამო, რომ სურდო აქვს და ცხვირს წარამარა იხოცავს. გამეკარება თუ არა ვინმე, უმალ მის მტრად გადავიქცევი. სამაგიეროდ, აი, ნიადაგ რა მემართება: ცალკეულ ადამიანებს რაც უფრო მეტად შევიძულებ, კაცობრიობის მიმართ ჩემი სიყვარული მით უფრო მგზნებარებას იძენსო. - მაშ რა უნდა ქნა? ასეთ დროს რა უნდა ქნა? სასოწარკვეთას უნდა მიეცე? - არა, რამეთუ ისიც კმარა, რომ ამის გამო წუხილი გიპყრობთ. ის ჰქმენით, რაც შეგიძლიათ, რადგან საკუთარ თავს ასე გულწრფელად და ღრმად ჩაუკვირდით! ოღონდ თუ ახლა ასე გულწრფელად მხოლოდ იმიტომ მელაპარაკებოდით, რომ ჩემგან შექება დაგემსახურებინათ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ქმედითი სიყვარულის ასპარეზზე ვერაფერს მიაღწევთ. ყოველივე მხოლოდ ოცნებად დაგრჩებათ და მთელი თქვენი ცხოვრება მოჩვენებასავით გაიელვებს და გაქრება. ასე, რა თქმა უნდა, მომავალ ცხოვრებასაც დაივიწყებთ და ბოლოს როგორღაც დამშვიდდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვეყრდნობი დებულებას, რომ ელემენტთა ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ცალკეულად აღებულ არსთა ამგვარი შერევა, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება, თუმცაღა ეს შეუძლებელია და ვერასოდეს მიაღწევს არათუ ნორმალურ, არამედ რამდენამდე შეწონასწორებულ მდგომარეობას, რამეთუ საქმის თვით საფუძველშივე დევს სიცრუე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორც, მაგალითად, სასამართლოს საკითხია, მე მგონი, სრულყოფილი და წმინდა არსით შეუძლებელია. სასულიერო პირი, რომელსაც შევედავე, ამტკიცებს, რომ ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ხოლო მე ვეკამათები, რომ ეკლესიას სახელმწიფოში მხოლოდ რაღაც კი არ უნდა განეკუთვნებოდეს, პირიქით, თვით ეკლესიამ უნდა შეითავსოს მთელი სახელმწიფო, და თუ ეს ამჟამად რატომღაც შეუძლებელია, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, არსებითად, მთელი შემდგომი განვითარების პირდაპირ და უმთავრეს მიზნად უდნა დაისახოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ყოველივე თუ ეკლესიად იქცევა, მაშინ ეკლესია დამნაშავესა და ურჩს თავს კი არ მოკვეთდა, თავისი წიაღიდან განკვეთდა, - განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა. ახლა გეკითხებით, განკვეთილი სად წავიდოდა? მაშინ ხომ იგი არა მხოლოდ ხალხს, როგორც ამჟამადაა, არამედ ქრისტესაც უნდა განშორებოდა. მისი დანაშაული არა მხოლოდ ხალხის, არამედ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხიც იქნებოდა. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამჟამადაც ასეა, მაგრამ განცხადებული ხომ მაინც არ არის და ამჟამინდელი დამნაშავის სინდისი ძალზე ხშირად თავის თავთან გარიგებას იწყებს: „მოვიპარე, მაგრამ ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, ქრისტეს მტერი არ ვარო,“ - აი, რას ეუბნებიან ამჟამინდელი დამნაშავენი საკუთარ თავს ერთპირად, ხოლო როცა ეკლესია სახელმწიფოს ადგილს დაიკავებს, მაშინ ამას ისე ვეღარ იტყოდა, თუ ამქვეყნად არსებულ მთელ ეკლესიას არ უარყოფდა: „ყველანი ცდებიან, ყველა განდგომილია, ყველა ცრუ ეკლესიაა და მხოლოდ მე, ქურდი და მკვლელი ვარ სამართლიანი ქრისტიანული ეკლესიაო.“ ეს ხომ ძალზე ძნელი სათქმელია, უზარმაზარ პირობებს და გარემოებებს საჭიროებს, რაც არც ისე ხშირად არსებობს. ახლა, მეორე მხრივ, ავიღოთ თვით ეკლესიის შეხედულება დანაშაულის თაობაზე: განა, არ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი, თითქმის წარმართული შეხედულების საპირისპიროდ და ნაცვლად დასნებოვნებული წევრის მექანიკური განკვეთისა, როგორც ამჟამად საზოგადოების დასაცავად ხდება. არ უნდა გარდაიქმნას და სრულად, სიყალბის გარეშე, ადამიანის აღორძინების, მისი აღდგომისა და ხსნის იდეად არ უნდა იქცეს? - მაინც რა არის ეს? ახლაც ვერ გამიგია, - შეაწყვეტინა მიუსოვმა, - ისევ რაღაც ოცნებაა. უფორმო რაღაცაა და გაგება შეუძლებელია. რა განკვეთა, როგორი განკვეთა? მე მგონი, უბრალოდ, თავის შესაქცევად ლაპარაკობთ, ივან ფიოდოროვიჩ. - ახლაც ხომ სინამდვილეში იგივე ხდება, - უეცრად წამოიწყო ბერ-მოძღვარმა და უკლებლივ ყველა მას მიაჩერდა, - ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ხომ მაშინ ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, როგორც ახლა ბრძანეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება. - ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რანაირად? - უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მიუსოვმა. - აი, ამნაირად, - წამოიწყო ბერ-მოძღვარმა. - ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარ გაროზგვით ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არც ერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამაზე უნდა დამეთანხმოთ. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიის წინაშე. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიას წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდადების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს რა დაემართებოდა, ო, უფალო! თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, მას ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდადების შემდეგ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რუსი დამნაშავისთვის, რამეთუ რუსი დამნაშავენი ჯერ კიდევ მორწმუნენი არიან. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა - დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებით კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ევროპაში საკუთარ თავზე) - სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან, უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული. ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამართლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არა მარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობით შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებს, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, - ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია. ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეკლესია არ გადიქცევა სახელმწიფოდ! ეს რომია და მისი ოცნება. ეს ეშმაკის მესამე ცდუნებაა! პირიქით, სახელმწიფო გარდაიქცევა ეკლესიად, ეკლესიამდე აღმაღლდება და ეკლესია იქნება მომცველი მთელი ქვეყნიერებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ის „უწმინდური,“ „ცუდი ყოფაქცევის ქალი,“ შესაძლოა, თავად თქვენზე წმინდა იყოს, თავის ხსნისთვის მზრუნველო ბატონო მღვდელმონაზვნებო! - შეუტია ფიოდორ პავლოვიჩმა. - იქნებ სინორჩისას იმსხვერპლა საზოგადოებამ. მაგრამ მან „შეიყვარა ფრიად,“ ხოლო ვინც ფრიად შეიყვარა, მას ქრისტემაც შეუნდო... - ქრისტეს ასეთი სიყვარულის გამო არ შეუნდვია... - ვეღარ მოითმინა და შესძახა თვინიერმა მამა იოსებმა. - არა, ასეთი სიყვარულის გამო, სწორედ ამ სიყვარულის გამო, ბერებო, ამ სიყვარულის გამო! თქვენ აქ კომბოსტოთი გწადიათ, თავი იხსნათ და გგონიათ, რომ წმინდანები ხართ! ლიფსიტებს ჭამთ, დღეში თითო ლიფსიტას, და გგონიათ, რომ ღმერთს გულს მოუგებთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენთან არს ქრისტე. დაიფარე გულსა შინა შენსა და ისიც დაგიფარავს. დიად მწუხარებას იხილავ და მწუხარებასა შინა იქნები ბედნიერი. ამას გიანდერძებ: მწუხარებაში ეძიე ბედნიერება. იღვაწე, დაუცხრომლად იღვაწე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სალოსებმა ასე იციან: სამიკიტნოს წინ პირჯვარს იწერენ, ტაძარს კი ქვას უღერებენ. შენი ბერ-მოძღვარიც ამას სჩადის: წმინდანს ჯოხის ცემით გააგდებს, ხოლო მკვლელს თავდახრით დაუჩოქებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცს შეუყვარდება რაიმე სილამაზე, ქალის სხეული, ანდა ქალის სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი (ამას ავხორცი მიხვდება), ჰოდა, ეს სიყვარული გააწირვინებს საკუთარ შვილებს, დედ-მამასა და სამშობლოს; პატიოსანი კაცი იქურდებს, თვინიერი ყელს გამოსჭრის ვინმეს, ერთგული მოღალატედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წმინდა ბერო, მზა ლუკმისთვის მონასტერში კი ნუ ხარ გამოკეტილი და ჯილდოს იქ, მაღლა კი ნუ ელი, ცხოვრებაში იყავი სათნო და საზოგადოებას სარგებლობა მოუტანე, - აი ეს უფრო ძნელი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის ატანა არ შემიძლია, რომ ზოგნი, ამაღლებული სულისა და მაღალი გონების მქონენიც კი, მადონას იდეალით იწყებენ და სოდომის იდეალით ამთავრებენ. უფრო შემზარავია, როცა ვინმე, სულში უკვე სოდომის იდეალის მქონე, არც მადონას იდეალს უარყოფს, გულში ეს იდეალი უღვივის, ჭეშმარიტად უღვივის, როგორც სიყრმის უმწიკვლო წლებში. ეშმაკმა უწყის, ეს რა არის! რაც გონებას სამარცხვინოდ მიაჩნია, გულს ჭეშმარიტ მშვენიერებად ესახება. მშვენიერება სოდომშია? დამიჯერე, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის სოდომშია. საშინელებაა, რომ მშვენიერება მხოლოდ შემზარავი კი არა, საიდუმლოებით მოცულიცაა. აქ სატანა და ღმერთი იბრძვიან, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცმა ზოგჯერ აღტაცების გამო შეიძლება თავი მოიკლას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს, მის ირგვლივ მყოფთა შორის სიცოცხლის ღირსი ვინ არის და ვინ ნაკლებად ღირსია? - ღირსია თუ არა, ამის მიხედვით გადაწყვეტა რა საჭიროა? ადამიანთა გულებში ეს საკითხი უმეტესად იმის მიხედვით კი არ წყდება, ვინ რისი ღირსია, არამედ სხვა, ბევრად უფრო ბუნებრივი მიზეზით. ხოლო თუ უფლებაზე მიდგება საქმე, სურვილის უფლება ვიღას არა აქვს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩემო კეთილნო, უწყოდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი უეჭველად დამნაშავეა ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის მაგიერ არა მარტო ზოგადი მსოფლიო დანაშაულის გამო, არამედ თითოეული პირადად მთელი ხალხისა და ყოველი ადამიანის განვლილი გზისა. რამეთუ ბერები სხვანაირნი კი არა, ისეთივენი არიან, როგორც მართებს ამქვეყნად ყოველ ადამიანს. მხოლოდ მაშინ აღგევსება გული უსასრულო, ქვეყნიერების მომცველი, ზღვარდაუდებელი სიყვარულით. ყოველი თქვენგანი მხოლოდ მაშინ შეძლებს, მთელი სამყარო სიყვარულით მოიპოვოს და ცრემლით თავისით მსოფლიო ცოდვანი განრეცხოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიბილწეს ყველა აგინებს, ყველანი კი მაინც სიბილწეს ეტანებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კატერინა ივანოვნას არასოდეს ვყვარებივარ! მე რომ მიყვარს, ეს ყოველთვის იცოდა, თუმცა მასთან ჩემს სიყვარულზე ერთი სიტყვაც არ დამცდენია. იცოდა, მაგრამ არ ვუყვარდი! მისი მეგობარიც არასოდეს, ერთ დღესაც არ ვყოფილვარ; ზვიად ქალს ჩემი მეგობრობა არ ესაჭიროებოდა. ახლოს მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ გამუდმებით შური ეძია. შურს იძიებდა იმ შეურაცხყოფათა გამო, რასაც გამუდმებით, ყოველ წუთას დიმიტრისგან იტანდა მათი პირველი შეხვედრიდან დღემდე... იმიტომ რომ პირველი შეხვედრაც მის გულში შეურაცხყოფად ჩარჩა. აი, როგორი გული აქვს! მე ახლა მივდივარ, კატერინა ივანოვნა, მაგრამ იცოდეთ, რომ მართლა მხოლოდ იგი გიყვართ. თანაც, რაც უფრო მეტად შეურაცხგყოფთ, მით უფრო მეტად და მეტად გეყვარებათ. აი, ეს არის თქვენი თვითგვემა. იგი სწორედ ისეთი გიყვართ, როგორიც არის, გიყვართ თქვენი შეურაცხმყოფელი. თუ გამოსწორდება, უმალ მიატოვებთ და მისი სიყვარული საერთოდ გაგიქრებათ. იგი გჭირდებათ, რათა მისდამი თქვენს თავგანწირულ ერთგულებას განუწყვეტლივ ჭვრეტდეთ, ხოლო მას ორგულობას უსაყვედურებთ. ეს ყოველივე თქვენი ზვიადობის გამოა. ოჰ, აქ მრავალგზის დამცირება და დამდაბლებაა, მაგრამ ყოველივე ზვიადობის შედეგია... მე ძალზე ახალგაზრდა ვარ და ძალზე ძლიერად მიყვარდით. ვიცი, რომ ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, უბრალოდ განგშორებოდით და ეს თქვენც ნაკლებად შეურაცხგყოფდათ. მაგრამ მე ხომ შორს მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები. მე ხომ სამუდამოდ გშორდებით... არ მსურს, თვითგვემის დამსწრე ვიყო... მშვიდობით, კატერინა ივანოვნა, ჩემზე არ უნდა გაბრაზდეთ, იმიტომ რომ მე თქვენზე ასჯერ მეტად ვარ დასჯილი: დასჯილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ვეღარასოდეს გიხილავთ. მშვიდობით. ხელს ნუ გამომიწვდით. თქვენ ძალზე შეგნებულად მტანჯავდით და ახლა არ ძალმიძს, რომ შეგინდოთ. მერე შეგინდობთ, ახლა კი ხელს ნუ გამომიწვდით. Den Dank, Dame, begehr ich nicht, - ჯილდო არ მჭირდება, ქალბატონო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დამცირებულ კაცს ძალიან უმძიმს, ყველანი კეთილიმსყოფლებივით რომ დაუწყებენ ცქერას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანებზე ერთთავად როგორც ბავშვებზე, ისე უნდა ვმზრუნველობდეთ, ხოლო ზოგს როგორც საავადმყოფოში ავადმყოფებს, ისე უნდა ვუვლიდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუნდაც ცხოვრების რწმენა დავკარგო, საყვარელმა ქალმა იმედი გამიცრუოს, ქვეყნიერებაზე წესრიგი თუა, აღარ მჯეროდეს, პირიქით, თუნდაც დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მოუწესრიგებელია, დაწყევლილია და ყველგან ეშმაკური ქაოსი სუფევს, ამქვეყნად ყოველივეზე გული რომ გამიტყდეს, სიცოცხლის წყურვილი მაინც არ გამინელდება და რაკიღა ამ თასს დავეწაფე, აღარც მოვცილდები, ვიდრე მთლად არ დავცლი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე მწყურია და ვცოცხლობ თუნდაც ლოგიკის საპირისპიროდ. ამქვეყნიური წესრიგი, ვთქვათ, არ მწამს, მაგრამ მიყვარს გაზაფხულზე გაფურჩქნული კვირტები. ლურჯი ცა, მიყვარს ზოგი ადამიანი, რომელიც, თუ დამიჯერებ, ზოგჯერ არც კი ვიცი, რატომ მიყვარს, მაგრამ გულით მაინც ძველებურად ვეთაყვანები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე უნდა შეიყვარო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი - აზრი ღმერთის აუცილებლობაზე - გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს. ხოლო მე, დიდი ხანია, გადავწყვიტე, არ ვიფიქრო ამაზე: ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არსებობს თუ არ არსებობს ღმერთი? ეს საკითხი სრულიად უჩვეულოა მხოლოდ სამი განზომილების გაგების უნარით შექმნილი გონებისათვის. მაშასადამე, ღმერთს ვაღიარებ, თანაც ხალისით, უფრო მეტიც, ვაღიარებ მის სიბრძნეს, მის მიზანსაც, ჩვენთვის სრულიად შეუცნობელს, მწამს წესრიგიანობა და აზრი ცხოვრებისა, მწამს მარადიული ჰარმონია, რისკენაც თითქოს ყველა მივემართებით, მწამს სიტყვა, რომლისკენაც სამყარო მიისწრაფვის და რომელიც თვით იყო ღმერთთან და რომელიც თვით არის ღმერთი. მგონი, სწორ გზას ვადგავარ, არა? მაგრამ, წარმოიდგინე, საბოლოო ჯამში ღმერთის საუფლო ქვეყნიერებას არ ვაღიარებ და არ შემიძლია, რომ ვცნო. ამასაც დავუმატებ: ყრმასავით მწამს, რომ ტანჯვა დასრულდება და წყლულებები მოშუშდება, ადამიანთა წინააღმდეგობის მთელი სამარცხვინო კომიზმი უსუსური მირაჟივით, უძლური და კნინი გონების მონაჩმახივით, ადამიანის ევკლიდური გონების ატომივით გაქრება და ბოლოს, სამყაროს ფინალში, მარადიული ჰარმონიის ჟამს, ქვეყნიერებას მოევლინება რაღაც ისეთი ძვირფასი, რაც ყველას გულს აღავსებს, ყოველნაირ გულისწყრომას დააცხრობს, რაც იკმარებს კაცთა მთელი ბოროტების, მათგან დაღვრილი მთელი სისხლის გამოსასყიდად, იკმარებს არა მარტო შესანდობად, არამედ გასამართლებლადაც იმისა, რაც ადამიანებს ჩაუდენიათ, - დაე, ეს მოხდეს, დაე, ეს მოგვევლინოს, მაგრამ მე ამას არ ვაღიარებ და არც მინდა, ვაღიარო! პარალელური ხაზები თუნდაც შეერთდეს და ეს თავად დავინახო: დავინახო და ვთქვა, რომ შეერთდა, მაინც არ ვაღიარებ. აი, ალიოშა, ჩემი მრწამსი, აი, ჩემი თეზისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანში, რა თქმა უნდა, მხეცი იმალება, მრისხანე მხეცი, განაწამები მსხვერპლის ყვირილით ტკბობის ავხორცული ჟინით ანთებული მხეცი, ჯაჭვებაწყვეტილი, დაუოკებელი მხეცი, გარყვნილების ჟამს რომ შეჰყრია მრავალი სენი, ნიკრისი, თირკმლების დაავადება და სხვა. ამ ხუთი წლის საბრალო გოგონას განათლებული მშობლები რანაირად არ აწამებდნენ. სცემდნენ, წკეპლავდნენ, წიხლს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რას ერჩოდნენ, მთელი სხეული დაულურჯეს. ბოლოს უკიდურეს დახვეწილობას მიაღწიეს: სიცივეში, ყინვაში, მთელ ღამეს ფეხისადგილში ამწყვდევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით გადაყენებას არ ითხოვდა (ანგელოზური ღრმა ძილით მძინარე ხუთი წლის ბავშვს თითქოს ისიც შეუძლია, რომ გადაყენება ითხოვოს), - ამის გამო მთელ სახეს განავლით უთხუპნიდნენ, აიძულებდნენ, ეს განავალი ეჭამა, და მას დედა სჩადიოდა, დედა! თანაც ამ დედას შეეძლო სძინებოდა, როცა ღამით უწმინდურ ადგილას ჩამწყვდეული ბავშვის კვნესა გაისმოდა! გესმის, თუ არა, პატარა არსება, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაუგია, რას ერჩიან, უწმინდურ ადგილას, სიბნელესა და სიცივეში ერთი ბეწვა მუშტს აქვითინებულ მკერდში იბაგუნებს და სისხლნარევი, უწყინარი, თვინიერი ცრემლებით ღმერთს შესტირის, დამიცავიო, - გესმის, ეს რა უაზრობაა, ჩემო მეგობარო და ჩემი ძმაო, ჩემო ღვთის მორჩილო და თვინიერო, გესმის, ეს უაზრობა რა საჭიროა და რატომაა შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ამქვეყნად ვერც იარსებებდა, რამეთუ სიკეთესა და ბოროტებას ვერ შეიცნობდაო. რა საჭიროა ამ ეშმაკეული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა, თუკი ასეთ ფასად დაჯდება? მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ადამიანის „მხეცურ“ სისასტიკეზე ლაპარაკობენ, რაც მხეცების მიმართ ძალზე არასამართლიანი და დამამცირებელია: მხეცი ვერასოდეს იქნება ისეთი სასტიკი, როგორიც ადამიანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გაივლის საუკუნეები და კაცობრიობა თავისი სიბრძნისა და მეცნიერების პირით იტყვის, რომ დანაშაულობანი არ არსებობს და, მაშასადამე, არც ცოდვა არსებობს, არიან მხოლოდ მშიერნი. „დააპურე და სათნოება მერე მოსთხოვე!“ - აი, რას დააწერენ იმ დროშაზე, რომელსაც შენს წინააღმდეგ აღმართავენ და რომლითაც შენი ტაძარი დაემხობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის დაეუფლება, ვინც მის სინდისს დაამშვიდებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გათავისუფლებული ადამიანისთვის იმაზე უფრო გამუდმებული და მტანჯველი საზრუნავი არა არის რა, როგორც კი თავისუფალი შეიქნება, სასწრაფოდ მოძებნოს ის, ვისაც თაყვანი უნდა სცეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სამი ძალა, მხოლოდ სამი ძალა არსებობს, რის მეშვეობითაც შესაძლოა ამ ძალნაკლულ მეამბოხეთა სინდისის საუკუნოდ ძლევა და მოხიბვლა მათივე ბედნიერებისთვის. - ეს სამი ძალაა: სასწაული, საიდუმლოება და ავტორიტეტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი სასწაულს ოდნავ უარყოფს თუ არა, უმალ ღმერთსაც უარყოფს, რამეთუ ადამიანი ღმერთს ისე არ ეძიებს, როგორც სასწაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჭკვიან კაცთან საუბარი საინტერესოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ეს გავიგოთ, ამის გაგებას თუ ვინდომებთ, მთელი ქვეყნიერება სამოთხედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მზის ამოსვლას ყოველდღიურად შევხარი, ჩემი გული ყოველდღიურად უმღერის, მაგრამ უკვე უფრო მეტად მზის ჩასვლა, მისი გრძელი, ალმაცერი სხივები მიყვარს, მასთან ერთად წყნარი, თვინიერი, გულის ამაჩუყებელი მოგონებანი, საყვარელი სახებანი, რაც ხანგრძლივი და კურთხეული სიცოცხლის მანძილზე გულში ჩამრჩენია - ხოლო ყველაფერს გულის მომლბობი, შემრიგებელი, ყოვლის შემნდობი ღვთიური სიმართლე ასხივოსნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უბირი კაცის გულში ჩაგდებული თესლი არ მოკვდება, მარად იცოცხლებს, წყვდიადსა და ცოდვათა წიაღში ნათელი წერტილივით იკიაფებს, როგორც დიადი შეგონება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ღმერთი არ სწამს, ღვთის ხალხისაც არაფერს ირწმუნებს. ვინც ღვთის ხალხისას ირწმუნებს, იმასაც განჭვრეტს, რაც ხალხისთვის წმინდათაწმიდაა, თუნდაც მისი რწმენა მანამდე სრულებით არ ჰქონდეს. მხოლოდ ხალხი და მისი მომავალი სულიერი ძალა მოაქცევს მშობლიური მიწიდან მოწყვეტილ ჩვენს ათეისტებს. რა არის ქრისტეს სიტყვა მაგალითის გარეშე? ხალხი ღვთის სიტყვის გარეშე დაიღუპება, რამეთუ მის სულს სიტყვა და ყოველგვარი მშვენიერების აღქმა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე ღვთიური რა კარგი, რა დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის გარდა ყოველივე სრულყოფილია, უცოდველია და ჩვენზე უწინარეს მათთანაა ქრისტე, რამეთუ სიტყვა ყველასთვისაა, ყოველი ქმნილება და ყოველი არსი, ყოველი ფოთოლი სიტყვისკენ მიისწრაფის, ღმერთს სადიდებელს უგალობს, ქრისტეს გამო ტირის, თავისდა უცნობელად იდუმალ, უცოდველ არსებობას აღასრულებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეუმზადებელი ერისკაცი სირცხვილისკენ ისეა მიდრეკილი, ზოგჯერ თავისი უსამართლიანესი საქციელისაც რცხვენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამანო და მოძღვარნო, რა არის ბერი? განათლებულ სამყაროში ზოგნი ამ სიტყვას ჩვენს დროში დაცინვით წარმოთქვამენ, ზოგნი კი სალანძღავად. რაც ხანი გადის, ეს უფრო მატულობს. მართალია, ოჰ, რა მართალია! ბერთა შორის მრავლად არიან მუქთახორები, ფუფუნების მოყვარენი, გემოთმოყვარულნი და თავხედი მაწანწალები. ამას მიგვითითებენ განათლებული ერისკაცნი: „თქვენ უქნარები და საზოგადოების უსარგებლო წევრები, სხვისი ნაოფლარით მცხოვრებნი, უსინდისო მათხოვრები ხართო“. ამ დროს ბერთა შორის რამდენნი არიან თავმდაბალნი და თვინიერნი, განმარტოებისა და მყუდროებაში მგზნებარე ლოცვის მსურველნი. განმარტოებით მყოფთ უძველეს მამათა, მოციქულთა და წამებულთაგან ღვთიური სიმართლის სიწმინდით გადმოცემული ქრისტეს სახება დიდმშვენიერად და შეურყევლად აქვთ გულში ჩამარხული და როცა საჭირო იქნება, წარმოუჩენენ სიმართლეშერყეულ ქვეყნიერებას. დიადია აზრი ესე. ვარსკვლავი ესე აღმოსავლეთით აღმობრწყინდება. ამას ვფიქრობ ბერზე და ნუთუ ეს მცდარია, ნუთუ ქედმაღლურია? შეხედეთ ერისკაცებს და ღვთის ხალხზე ყოველგნით განდიდებულთა სამყაროს, ღვთის სახება და მისი სიმართლე იქნებ იქ დამახინჯდა? მათ მეცნიერება აქვთ, ხოლო მეცნიერებას მხოლოდ ის გააჩნია, რაც გრძნობებს ექვემდებარება. ხოლო სულიერი სამყარო, ადამიანში არსებობის უმაღლესი ნახევარი საერთოდ უარყოფილია, ერთგვარი ზარ-ზეიმით, სიძულვილითაც კი, განდევნილია. ქვეყნიერებამ თავისუფლება გამოაცხადა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. მერედა რას ვხედავთ ამ თავისუფლებაში: მხოლოდ მონობას და თვითმკვლელობას! რამეთუ ქვეყნიერება ამბობს: „რადგან მოთხოვნილება გაგაჩნია, მაშ დაიკმაყოფილე, რამეთუ ისეთი უფლებები გაქვს, როგორც წარჩინებულებს და მდიდრებს. დაკმაყოფილებას ნუ მოერიდები, პირიქით, მეტი ინდომე“ - აი მსოფლიოს ამჟამინდელი მოძღვრება. ამას უწოდებენ თავისუფლებას. რას იძლევა ეს უფლება მოთხოვნილებათა მატებისა? მდიდართათვის განცალკევებასა და თვითმკვლელობას, ღატაკთათვის შურსა და მკვლელობას, რამეთუ უფლებები კი მისცეს, მაგრამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებანი არ მიუთითეს. როცა თავისუფლება მოთხოვნილებათა მატება და დაკმაყოფილება ჰგონიათ, თავიანთ ბუნებას ამახინჯებენ, რამეთუ გულში აღიძრავენ მრავალ უაზრო და უგუნურ სურვილს, ჩვევას და სულელურ გამონაგონს. მხოლოდ ერთმანეთის შურისთვის, ფუფუნებისა და ამპარტავნობისთვის არსებობენ. წვეულებათა გამართვა, ცხენები, ეტლები, ჩინები, მონა-მსახურები უკვე ისეთ აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ ამას თუნდაც სიცოცხლეს, ღირსებას, კაცთმოყვარეობას ანაცვალებენ, რათა ეს აუცილებლობა დაიკმაყოფილონ და თავსაც კი იკლავენ, თუ დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. ვინც მდიდრები არ არიან, ასეთივე რამ ემართებათ, ხოლო ღატაკები მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობასა და შურს ჯერხანად ლოთობით იხშობენ. მაგრამ მალე ღვინით კი არა, სისხლით დათვრებიან, მათ აქეთკენ უბიძგებენ. გეკითხებით: ასეთი ადამიანი განა თავისუფალია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სულ უფრო და უფრო ქრება აზრი კაცობრიობის სამსახურისა, ძმობისა და ადამიანთა ერთიანობისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, დანაშაული როგორღა იარსებებს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა ცოდვები ნუ შეგაშინებთ, ადამიანი მისი ცოდვებიანად გიყვარდეთ, რამეთუ ეს უკვე ღვთიური სიყვარულის მსგავსია და მიწიერი სიყვარულის მწვერვალია. გიყვარდეთ ყოველივე, რაც ღვთის შექმნილია, ერთიანადაც და ყოველი ქვიშის მარცვალიც. ყოველი ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი გიყვარდეთ. გიყვარდეთ ცხოველები, გიყვარდეთ მცენარენი, გიყვარდეთ ყოველი საგანი. თუ ყველა საგანი გეყვარებათ, საგნებში არსებულ ღვთიურ საიდუმლოს ჩასწვდებით. ერთხელ თუ ჩასწვდები, მერე განუწყვეტლივ იწყებ მის შეცნობას სულ უფრო მეტად და მეტად, ყოველდღიურად. და ბოლოს მთელ ქვეყნიერებას უკვე მთლიანად შეიყვარებ ყოვლისმომცველი სიყვარულით. ცხოველები შეიყვარეთ: მათ ღმერთმა აზრის საწყისი და უშფოთველი სიხარული მიანიჭა. ნუ შეაშფოთებთ, ნუ გააწვალებთ, სიხარულს ნუ წაართმევთ, ღვთიურ აზრს ნუ აუმხედრებთ. ადამიანო, ცხოველს ზვიადად ნუ მოეპყრობი: ისინი უცოდველნი არიან, ხოლო შენ შენი სიდიადით დედამიწას აბინძურებ ამქვეყნად შენი არსებობისას და ამქვეყნად წასვლის მერე ბინძურ კვალს ტოვებ. ვაი, რომ ასეთია თითქმის ყოველი ჩვენთაგანი! განსაკუთრებით ბავშვები გიყვარდეთ, რამეთუ ისინიც უცოდველნი არიან, როგორც ანგელოზები, და ჩვენი გრძნობების აღმძვრელებად, ჩვენი გულის განსაწმენდად და გზის მიმთითებლად არსებობენ. ვაი მას, ვინც ბავშვს შეურაცხყოფს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბრიყვები იმიტომ არსებობენ, რომ ჭკვიანები ასარგებლონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე, რაც ჭეშმარიტი და მშვენიერია, მუდამ ყოვლისმიმტევლობით აღვსილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რანაირ შერცხვენასა და ზნეობრივ დაცემას ეგუება ეჭვიანი ისე, რომ სინდისის ქენჯნას ოდნავადაც არ განიცდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვერც კი წარმოიდგენთ, რას შეეგუება და შეურიგდება, რას მიუტევებს ზოგი ეჭვიანი! ეჭვიანები ყველაზე უწინარეს მიუტევებენ და ეს ყველა ქალმა იცის. ეჭვიანს ძალზე მალე (რა თქმა უნდა, თავდაპირველად საშინელი სცენების გამართვის შემდეგ) შეუძლია, მიუტევოს, მაგალითად, უკვე თითქმის დამტკიცებული ღალატი, თავისივე თვალით ნანახი ხვევნა-კოცნა, თუკი ამავე დროს დაიჯერებს, რომ ეს „უკანასკნელად“ მოხდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია და ამიტომაც აკრძალულიც აღარაფერი არ უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არა გწამთ? - პირიქით, ღმერთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთი მხოლოდ ჰიპოთეზაა... მაგრამ.... ვაღიარებ, რომ იგი საჭიროა, წესრიგისათვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტიანული სარწმუნეობა მდიდრებმა და დიდგვაროვნებმა დაბალი კლასის დასამონებლად გამოიყენეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვაღიარებ, რომ ქალი ქვემდგომი არსებაა და უნდა გემორჩილებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როცა ადამიანები დანაშაულს ესწრაფვიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მრავალნი პატიოსნები არიან იმის გამო, რომ ბრიყვები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი გიჯობს მტრად გყავდეს, ვიდრე მეგობრად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წარმოგიდგენიათ, მათ ჰგონიათ, რომ რწმენისთვის სასარგებლონი არიან, რადგან ეშმაკები საიქიოდან რქებს უჩვენებენ. „ეს უკვე იმის, ასე ვთქვათ, მატერიალური საბუთია, საიქიო რომ არსებობსო.“ საიქიო და მატერიალური საბუთი, რა ხალხია! ამასთანავე, ეშმაკი თუნდაც დასაბუთებული იყოს, განა გვეცოდინება, რომ ღმერთიც დასაბუთებულია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძილში, განსაკუთრებით კოშმარში, ადამიანს ზოგჯერ ისეთი მხატვრული რამ ესიზმრება, ისეთი რთული და რეალური სინამდვილე, ისეთი მოვლენები ანდა მოვლენათა მთელი სამყაროც კი, ისეთ ინტრიგებზე აგებული, ისეთი მოულოდნელი წვრილმანები, თქვენებური უმაღლესი გამოვლენებიდან დაწყებული, გულისპირის უმცირესი ღილით დამთავრებული, ლევ ტოლსტოიც რომ ვერ შეთხზავდა. ზოგი ხომ სიზმარში ბედსაც კი ეწვევა ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი კეთილგონივრულად რომ იყოს, მაშინ არაფერი მოხდებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ტანჯვა არის ცხოვრება. სატანჯველის გარეშე ცხოვრებაში რა სიამოვნება იქნებოდა - ყველაფერი უსასრულო პარაკლისად გადაიქცეოდა, რაც წმინდაა, მაგრამ მოსაწყენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არც შენ გწამს? - რანაირად გითხრა, მაგრამ თუ სერიოზულად მეკითხები... - ღმერთი არის თუ არ არის? - დაჟინებით შეჰყვირა ივანმა. - მაშ სერიოზულად მეკითხები? ჩემო კარგო, ღმერთმანი არ ვიცი, სიმართლეს გეუბნები. - არ იცი, ღმერთს კი ხედავ? არა, შენ თავად შენ არა ხარ, შენ ხარ მე, მხოლოდ მე და მეტი არაფერი! სისაძაგლე ხარ, ჩემი ფანტაზია! - უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მე და შენ ერთი და იგივე ფილოსოფიის მქონენი ვართ. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, - ეს ნამდვილად ვიცი, ხოლო ყოველივე დანარჩენი, რაც ჩემს ირგვლივაა, მთელი სამყაროები, ღმერთი და თვით სატანაც კი - ჩემთვის დამტკიცებული არ არის, თავისთავად არსებობს თუ მხოლოდ ჩემი ემანაციაა, ჩემი ნაადრევად არსებული და ერთპიროვნული მეს თანამიმდევრული განვითარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რწმენასა და ურწმუნოებას შორის მონაცვლეობით გატარებ, რადგან ჩემი მიზანი მაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - როდისმე თუ გიცდუნებიათ ისეთნი, კალიებით რომ საზრდოობენ და უკაცრიელ უდაბნოში ჩვიდმეტ წელიწადს ლოცულობენ, ხავსი რომ მოსდებიათ? - ჩემო კარგო, მხოლოდ ამას ვაკეთებდი. მთელ ქვეყნიერებას, მთელ ქვეყნიერებებს დაივიწყებ, ასეთ ვინმეს კი აღარ დაეხსნები, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი ბრილიანტია. ერთი ასეთი სული ხან მთელი თანავარსკვლავედის ტოლფასია - ჩვენ ხომ სხვა არითმეტიკა გვაქვს. ასეთი გამარჯვება ხომ ძვირფასია! ხოლო ზოგი მათგანი ხომ, ღმერთმანი, განვითარებით შენ არ ჩამოგივარდება, თუცმა ამას არ დაიჯერებ: ერთსა და იმავე ჟამს რწმენისა და ურწმუნოების ისეთ უფსკრულებს ჭვრეტენ, ზოგჯერ მართლა მოგეჩვენება, ერთი მისხალიც და კაცი „თავდაყირა“ გადაეშვებაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ო, მე მიყვარს ჩემი ფიცხი, ახალგაზრდა სიცოცხლის წყურვილით ათრთოლებული მეგობრების ოცნებები! იმათ ჰგონიათ, რომ ყველაფერს დაანგრევენ და ანთროპოფაგიით დაიწყებენ. სულელები, მე არ დამეკითხნენ! მე მგონი, არაფრის დანგრევა არ არის საჭირო, ადამიანს მხოლოდ ღმერთის იდეა უნდა მოუსპო, აი, საქმეს რით უნდა შეუდგე! ამით, დიახ, ამით უნდა დაიწყო - ბრმები არიან, არაფერი გაეგებათ! როცა კაცობრიობა ღმერთს უკლებლივ განუდგება, მაშინ თავისთავად, ანთროპოფაგიის გარეშე, მთელი ადრინდელი მსოფლმხედველობა და, რაც მთავარია, მთელი ადრინდელი ზნეობა დაემხობა, შემდეგ კი ყოველივე ახალი დაიწყება. ადამიანები გაერთიანდებიან, რათა ცხოვრებისგან მიიღონ ყველაფერი, რის მოცემაც კი ცხოვრებას შეუძლია, მაგრამ უსათუოდ მარტო ამქვეყნად ბედნიერებისა და სიხარულისთვის. ადამიანს ღვთაებრივი, ტიტანურად ამაყი სული განადიდებს და ღმერთკაცად აქცევს. ნებისყოფისა და მეცნიერების შემწეობით ბუნებას იგი ყოველ წუთას უკვე შეუზღუდველად დაამარცხებს, რაც ყოველ წუთას ისეთ სიამოვნებას მიანიჭებს, რომ ეს ადრინდელ ზეციურ სიამეთა სასოების მაგივრობას გაუწევს. ყველა შეიმეცნებს, რომ სრულად მოკვდავია, აღარასოდეს აღდგება და სიკვდილს ღმერთივით მშვიდად, ამაყად შეეგებება. სიამაყე მიახვედრებს, რომ არ უნდა დრტვინავდეს იმის გამო, რომ სიცოცხლე წარმავალია და ძმასსა თვისსა უკვე ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეიყვარებს. სიყვარული დააკმაყოფილებს მარტოოდენ წამიერი სიცოცხლისას, მაგრამ თვით იმის შეგრძნება, რომ სიცოცხლე წამიერია, სიყვარულის ცეცხლს იმდენად გააძლიერებს, რამდენადაც ადრე იმქვეყნიურ და უსასრულო სიყვარულის სასოებას ბადებდა. და ასე შემდეგ, ასე შემდეგ ამგვარადვე. დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბნედით ძალზე გატანჯული სნეულნი ერთთავად განუწყვეტელი და, რა თქმა უნდა, ავადმყოფური თვითდადანაშაულებისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი იტანჯებიან რაღაცაში და ვიღაცასთან თავიანთი „დანაშულობის“ გამო, სინდისის ქენჯნა აწამებთ, ხშირად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც კი, აზვიადებენ, ხანაც თავიანთ თავს თავადვე უგონებენ სხვადასხვა დანაშაულსა და ბოროტმოქმედებას. ასეთი სუბიექტი შიშისა და დაშინების შედეგად მართლა დამნაშავე ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შებღალული ბუნება და დამნაშავე გული, ყოველგვარ მიწიერ მართლმსაჯულებაზე უფრო სრულად არის თავისივე განმსჯელი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეს გახლავთ ჟამი ცხოველური შიშის ჭვრეტისა, როცა დამნაშვე უკვე ხედავს, რომ ყველაფერი უკვე დაკარგულია, მაგრამ მაინც იბრძვის, თქვენთან ბრძოლას მაინც აპირებს. ეს ის ჟამია, როცა თვითგადარჩენის ყველა ინსტიქტი მის არსებაში ერთბაშად აღსდგება და იგი თავის გადასარჩენად მოგაპყრობთ შეკითხვის გამომხატველ, ტანჯულ, გამჭოლ მზერას, თქვენს შესწავლას, თქვენი სახის შესწავლას, თქვენს აზრებში ჩაწვდომას ცდილობს, ელის, რომელი მხრიდან დაარტყამთ და მშფოთვარე გონებაში ათასნაირ გეგმას მყისიერად ქმნის, მაგრამ სიტყვა მაინც ვერ დაუძრავს, შიშობს, რაიმე არ წამომცდესო! ეს დამამცირებელი მომენტები ადამიანის სულსა, გზანი სულის წამებისანი, ეს ცხოველური წყურვილი თავის გადარჩენისა ისეთი შემზარავია, ზოგჯერ თვით გამომძიებელსაც კი შესძრავს და დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას ჩაუნერგავს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფული ყველანაირ ვითარებაში აუცილებელია! ფულიანი კაცი ყველგან კაცია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რომანისტიც კი შეიძლება, კუთხეში მიიმწყვდიო და გააცამტვერო წვრილმანებით, იმ წვრილმანებით, რითაც მუდამ ასე მდიდარია სინამდვილე და რაც ამ საცოდავ, უნებურ მთხზველებს არაფრად მიაჩნიათ და თავში არც მოუვათ, როგორც თითქოს სრულიად უმნიშვნელო და უსარგებლო რაღაცა. ო, იმათ იმ წუთას ამისთვის არ სცალიათ, მათი გონება გრანდიოზულ მთლიანს ქმნის - ამ დროს კი ისეთ წვრილმანებს აჩეჩებენ! მაგრამ სწორედ ამით გააბამენ ხოლმე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფსიქოლოგია თუმცა უღრმესი რამ გახლავთ, მაგრამ მაინც ჯოხსა ჰგავს, რომელსაც ორი ბოლო აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წუთისოფლად ჩვენი ყოფნა ხანმოკლეა, მრავალ ავ საქმეს ვჩადივართ და ურიგო სიტყვებს წარმოვთქვამთ. ამიტომ ყველანი შევეცადოთ, ერთად ყოფნისას ხელთ ვიგდოთ ხელსაყრელი წუთი, რათა ერთმანეთს კარგი სიტყვაც ვუთხრათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტეს ცნება ჯერ თავად უნდა აღვასრულოთ და თავს ნება მხოლოდ ამის მერე მივცეთ, რომ ჩვენს შვილებს მოვთხოვოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შურიანსა და თავმოყვარე კაცს ბევრ ფულს ერთბაშად ნუ აჩვენებთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია უფლება, მით უფრო შემზარავია მისი გამოყენება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არაფრისგან სიყვარულის შექმნა შეუძლებელია, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამა ჯერ კიდევ არ არის ის, ვინც შვა, მამა ის არის, ვინც შვა და დაიმსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნამდვილ ცხოვრებაში, რომელსაც არა მარტო საკუთარი უფლებები გააჩნია, არამედ უდიდეს მოვალეობებსაც აწესებს, თუ გვინდა, რომ ჰუმანურები, ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანები ვიყოთ, მოვალენი ვართ, იმ მრწამსს მივყვეთ, რაც გონებითა და გამოცდილებით შემოწმებულია, ანალიზის ქურაში გამოტარებულია, ერთი სიტყვით, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და არა უგუნურად, როგორც სიზმარში და ბოდვისას, რათა ადამიანს არ ვავნოთ, რათა იგი არ გავტანჯოთ და არ დავღუპოთ. აი, ეს იქნება ნამდვილი ქრისტიანული საქმე, არა მხოლოდ მისტიკური, არამედ გონივრული და ჭეშმარიტად კაცთმოყვარული საქმე... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეზღუდულობის გამო მთელ ქვეყნიერებას ადანაშაულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი კეთილსა და კარგ გრძნობებს ხშირად დასცინის, მხოლოდ ქარაფშუტობის გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი, რასაც სხვა ვერავისთან ნახავ; ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს, აი ეს არის მთავარი! ეს უკვე ნიჭია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} === ''ეშმაკნი'' (1872) === [[ფაილი:Dosto3.jpg|thumb|right|150პქ|ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით, მეტსაც ვიტყვი, ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, იმასაც დროებით, ასე იცის თურმე მწუხარებამ.]] {{Q | ციტატა = არის ამქვეყნად უცნაური სახის მეგობრობა: ორმა მეგობარმა შეიძლება ცოცხლად დაჭამონ ერთმანეთი და მაინც ვერა და ვერ დაშორდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გადიდგულებული მეგობარი პირველი თვითონ გახდება ავად და შეიძლება დარდსაც გადაჰყვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო დიდბუნოვანია კაცი, მით უფრო სჩვევია უხეში აზროვნება, თუნდაც თავისი მრავალმხრივი განვითარების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალის გული დღემდე არავის ამოუცვნია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ რა ნაღველით და ბოღმით აგევსება გული, როცა წლების მანძილზე წმინდად ნალოლიავებ შენს დიდ იდეას უვიცები აიტაცებენ, ქუჩაში გაათრევენ და თავისთანა რეგვენების სათრევად გახდიან! როცა ამ შენს იდეას უეცრად ქუჩაში წააწყდები, სულ შეცვლილს, დამახინჯებულსა და ლაფში ამოსვრილს, ყოველგვარი ჰარმონიის, აზრისა და სილამაზისგან გაძარცულს და ბრიყვების საბურთაოდ გამხდარს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = აზრის წარმოსაშობად პირველ ყოვლისა შრომაა საჭირო, საკუთარი შრომა, საკუთარი თაოსნობა, საკუთარი გამოცდილება! ხელის გაუნძრევლად არასოდეს არაფერი გაკეთებულა. ვიმუშაოთ და ჩვენი აზრიც გვექნება. მაგრამ მუშაობის თავი ჩვენ ვინ მოგვცა, მაშ აზრიც იმათგან უნდა ვისესხოთ, ვინც აქამდე ჩვენს მაგიერ მუშაობდა და მაშასადამე, ისევ ევროპასა და ისევ იმ გერმანელებს მივაკითხოთ, ვინც აგერ ორასი წელია ჩვენი ჭკუის მასწავლებლები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსეთი იმდენად დიდი გაუგებრობა გახლავთ, გერმანელებისა და შრომის გარეშე ჩვენ ამ გაუგებრობას ვერც მოვერევით და ვერც თავს გავართმევთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არ შემიძლია მართლა და მართლა ისე ვიწამო, როგორც ჩემს ნასტასიას (მოახლე) ან რომელიმე ბატონკაცს სწამს, ასე ვთქვათ, „ყოველი შემთხვევისათვის“ - ან როგორც ჩვენს საყვარელ შატოვს, - თუმცა არა, შატოვი სათვალავში ჩასაგდები არ გახლავთ, შატოვს მოსკოველი სლავიანოფილივით იძულებით სწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქრისტიამობამ ქალი ვერ დააფასა, - რაც დიდებულად განავითარა ჟორჟ სანდიმ თავის ერთ-ერთ გენიალურ რომანში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სამარხვო ზეთსა და ცერცვის შეჭამანდში ხომ არ შეეძლო მართლა და მართლა ბელინსკის გზა ხსნისა ეპოვა!... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ორმოცდაშვიდ წელს, ბელინსკიმ საზღვარგარეთ ყოფნისას გოგოლს თავისი ცნობილი წერილი გაუგზავნა, სადაც სასტიკად უსაყვედურა, „ვიღაც ღმერთის“ როგორ გწამსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისი ხალხისა არა ესმის რა და ვინც მას მოწყდება, მყისვე მამულის რწმენასაც დაჰკარგავს და ათეისტი ან ყველაფერზე გულაყრილი კაცი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მარადიულმა, წმიდათა წმიდა სევდამ ერთხელ თუ აუძგერა გული რომელიმე მგრძნობიარე სულის ადამიანს, მერე თავის დღეში არ გაცვლის იმას სხვა არავითარ სიამოვნებაზე. ზოგს ხომ სევდა ყოველგვარ სიამოვნებას ურჩევნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ პატარა წვრილმანიც კი საოცრად გაგაკვირვებს და გონებაში დიდი ხნით ჩაგრჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო...“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავგანწირვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მეგობრებისათვის ზოგჯერ მართლაც მავნე გახლავთ განმარტოება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხშირად რომელიმე მწერალი ხალხს წლების მანძილზე ღრმა აზრების მატარებლად მიაჩნია, ჰგონია, საზოგადოების გარდაქმნაზე განსაკუთრებულსა და საოცარ გავლენას ახდენსო, მაგრამ ბოლოს მისი ღრმა აზრები ეგზომ წყალწყალა და უსუსური გამომდგარა, გული არავის დასწყვეტია, ასე მალე რატომ გამოიფიტაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გვხვდება ორი ჯურის ხალხი: ვინც დიდი მწუხარებისა და გაბოროტებისგან იკლავს თავს, ან შეშლილობით მოსდით თუ რაღაც სხვა მიზეზით, ისინი ბევრს არ ფიქრობენ, უცებ გადასწყვეტენ ხოლმე. ტკივილი ნაკლებ ადარდებთ; მაგრამ თუ სრულ გონებაზე მყოფი იკლავს თავს, - ის ბევრს ფიქრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - ვითომ შეიძლება სრულ გონებაზე მყოფმა მოიკლას თავი? - ძალიან ბევრი იკლავს. ტკივილის შიში რომ არა, უფრო მეტი იქნებოდა. ყველა. - მაშ თქვენი ფიქრით, რა უშლის ხელს ადამიანებს თავი მოიკლან? - მე... მე ჯერ ცოტა რამ ვიცი... ისე კი ორი რამ უშლის, მხოლოდ ორი: ერთი ძალიან პატარაა, მეორე კი ძალიან დიდი, მაგრამ ეს პატარაც ძალიან დიდია. - პატარა რაღაა? - ტკივილი. - მეორე დიდი მიზეზი რაღაა? - საიქიო. - ესე იგი სასჯელი, არა? - რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოს ფიქრია, - მხოლოდ საიქიოსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულ ერთია. აი, თავი და თავი მიზანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის იმიტომ ეშინია. მე ასე მესმის. ბუნებაც ამას გვკარნახობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ყოველივე ტკივილი და შიშია. ახლა ადამიანს სიცოცხლე უყვარს, რამეთუ ტკივილი და შიში უყვარს. ასე მოუწყვეს. სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშს ფასად ეძლევა ადამიანს, აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის, გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი, ბედნიერი და ამაყი და მისთვის სულ ერთი იქნება სიკვდილ-სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - თქვენის აზრით, მაშ ის ღმერთი მაინც არსებობს? - ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი სიკვდილის შიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ჩასწვდება ტყუილის არსს. ამის მიღმა თავისუფლება არ არსებობს. ყოველივე აქ არის, ამის იქით აღარაფერია. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ღმერთია. ახლა ყველას შეუძლია ისე გააკეთოს, აღარც ღმერთი იყოს და აღარც არაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის გაუკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ, რუსები, ამერიკელებთან შედარებით უსუსური ბალღები ვართ, კაცი ან ამერიკაში უნდა დაიბადო, ან კარგა ხანს უნდა იცხოვრო იქ, თუ გინდა იმათ დონემდე მიაღწიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მესმის, მოწყენამ როგორ უნდა აიტანოს კაცი. დარდმა არ უნდა გძლიოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = „რატომზე“ ელით პასუხს? ამ პატარა სიტყვას ჰგოდებს ქვეყნიერების გაჩენის პირველი დღიდან მთელი დედამიწა. ყოველ წუთს და წამს ამას შეჰღაღადებს თავის გამჩენს ბუნება, და პასუხი აგერ უკვე შვიდი ათასი წელია ვერ მიუღია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ისეთი სახეები, ყოველ ნახვაზე რომ მუდამ სხვანაირი გეჩვენება, მუდამ რაღაც ისეთს შეამჩნევ, რაც მანამდე არ შეგიმჩნევია, გინდა ასჯერ გყავდეს ნახული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა კაცს უჭირს თვითონ ლაპარაკი, ჰოდა, აუცილებელია ეს მესამე პირმა იკისროს, ვისაც არ გაუჭირდება ზოგიერთი საჩოთირო ამბის გადმოცემა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო საშინელ დღეშია ადამიანი, ან რაც უფრო დაჩაგრული და ღარიბია ხალხი, მით მეტი სიკერპით ეჭიდება ოცნებას, სამოთხეში ამინაზღაურდება ყველაფერიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედები მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, არც იცი, რატომ და რისთვის - იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, დროებით, ასე იცის მწუხარებამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიმართლე მუდამ დაუჯერებელია. სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რუსები უნდა მავნე პარაზიტებივით გაჟლიტონ კაცობრიობის საკეთილდღეოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვეულებრივ თუ ამქვეყნად ბოლო არაფერს აქვს, უთუოდ ექნება, უთუოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს უბედურება სწორედ ისევე სჭირია, როგორც ბედნიერება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე ეშმაკური არაფერია, კაცი რომ საკუთარ თავს თამაშობ, არავინ დაგიჯერებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმდენი უნდა იქაქანო და უმტკიცო შენი, ბოლოს შენვე აგერიოს, მსმენელმაც ვერაფერი გაიგოს და თავი დაგანებოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა რომ დიდი ბოროტება ჩაიდინო, ისეთი სამარცხვინო, თავმოსაჭრელი და ამასთან... ისეთი სასაცილო... მთელი ათასი წელი არავინ დაგივიწყოს და ათასი წელი ყველამ გაფურთხოს, უცბად კი ეს იფიქრო: „შუბლში ერთი ტყვია და მორჩა ყველაფერიო“, განა სულ ერთი არ იქნება, ვინ რას იტყვის და რას იზამს შენს შემდეგ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ადამიანისთვის დრო უცბად გაჩერდება და საუკუნოდ ასე იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი რომ სრულ ბედნიერებას მიაღწევს, მაშინ ჟამი აღარ იქნება, ვინაიდან აღარც არის საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დრო საგანი არ არის, დრო იდეაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავ წუთს ბედნიერი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არც ერთ ერს არ მოუწყვია თავისი ცხოვრება მეცნიერებისა და გონების საწყისებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გონება და მეცნიერება ადამიანთა ცხოვრებაში მუდამ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა დასაბამიდან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არასდროს მომხდარა, ყველა ერსა თუ რამდენიმეს ერთი საერთო ღმერთი ჰყოლოდათ, თითოეულს თავისი ჰყავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი კაცობრიობისა, მიზანი ყოველი ერისა, მისი არსებობის მანძილზე არის მარტოოდენ ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება და რწმენა მისი, ვითარცა ერთარსებისა, ჭეშმარიტებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი არის სინთეტიკური პიროვნება მთელი ხალხისა, ამ ხალხის არსებობის დასამაბიდან დასასრულამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშაა, ადამიანი კი უბედურია. ვინც ტკივილსა და შიშს დაძლევს, თვითონ გახდება ღმერთი. ღმერთი სიკვდილის შიშია. ვინც მხოლოდ შიშის მოსაკლავად მოიკლავს თავს, უმალ ღმერთი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რას დაიჩემეთ ეს ოცი წელი! ეს ოცი წელი [მეგობრობის] მარტო საკუთარი თავმოყვარეობის ამბავი იყო და მეტი არაფერი. წერილებს ჩემთვის კი არა, შთამომავლობისთვის წერდით. თქვენ სტილისტი ხართ და არა ჩემი მეგობარი. მეგობრობა სინამდვილეში გაბუქებული სიტყვაა: გულის ჭუჭყის გადმონთხევა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენ ყველას კატეხიზმოთი გვასწავლეს: „თუ პატივს სცემ მამასა შენსა და მშობლებსა შენსა, დღეგრძელიც იქნები და სიმდიდრეც მოგეცემაო“. ასე არის ათ მცნებაში. ჰოდა, თუ ღმერთმა საჭიროდ სცნო სიყვარულის წილ ჯილდოს დანიშვნა, მაშასადამე, ეგ თქვენი ღმერთი უზნეო არის-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ. უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცალკეულ ხალხთა გაქრობის ნიშანი საერთო ღმერთის აღიარება გახლავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც და ისპობა რწმენაც თვით ხალხთან ერთად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია ხალხი, მით განსაკუთრებულია ღმერთი მისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტებისა, საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ხალხებს საერთო ცნება ექმნებათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მაშინ იწყება მათი გადაგვარება და მაშინ იშლება სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ხალხი ამყავს ღმერთამდე. ან ყოფილა კი ოდესმე სხვანაირად? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხი ეს სხეულია ღვთისა. ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვინემ საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლივ ჰგმობს. ვინემ სწამს, რომ მისი ღმერთი სხვა ღმერთებს დაამარცხებს და განდევნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ებრაელები მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მოლოდინით სულდგმულობდნენ და ქვეყნიერებას ახალი ღმერთი დაუტოვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბერძნები ბუნებას აღმერთებდნენ და მსოფლიოს თვისი რელიგია უანდერძეს ანუ ფილოსოფია და ხელოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომმა ხალხი გააღმერთა სახელმწიფოს სახით და კაცობრიობას სახელმწიფო დაუტოვა ანდერძად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ დიად ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას, თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალა არის და არა დიდი ერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - მითხარით, თქვენ თვითონ გწამთ თუ არა ღმერთი? - მე რუსეთი მწამს, მართლმადიდებლობა მწამს მისი... მწამს ქრისტეს სხეული... მწამს, რომ მეორედ მოსვლა რუსეთში მოხდება... მწამს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვაი, რომ პიგმეები ვართ ამერიკის ჩრდილოეთ შტატების აზრთა გაქანებასთან შედარებით; რუსეთი ეს ბუნების შეცდომაა და არა ჭკუისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც დიდი ადამიანი უნდა იყო, საღმა აზრმაც არ შეგაყოყმანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რწმენა რომ ხალხის გასაპირუტყვებლად გინდათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დიდი ნიჭის ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოყვასის უბედურება უცხო თვალს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მუდამ სიამეს ჰგვრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სინამდვილეში მოწყალების გაცემით მინიჭებული სიამოვნება ამპარტავნული და უზნეო სიამოვნებაა, ეს მდიდარი კაცის განცხრომაა, აქაოდა სიმდიდრე და ძალაუფლება მაქვსო და მათხოვარზე მაღლა ვდგავარო. მოწყალება ათახსირებს გამკითხავსაც და გაკითხულსაც და ვერც მიზანს აღწევს, ვინაიდან მხოლოდ ამრავლებს გლახაკებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეულ რუსეთს ყველაზე ნაკლებ ძალუძს ამქვეყნად რასმე გაუმკლავდეს. უბირი ხალხი კიდევ ჰა, რუსთა ღმერთს ეჭიდება და იმით უდგას სული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეული რუსეთი ფიცრისგან ნაგები ქვეყანა არის, ღატაკი და... საშიში ქვეყანა, სადაც ბატონებად ქედმაღალი გლახაკნი სხედან, დანარჩენი უმრავლესობა კი ხუხულებში ცხოვრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსული რევოლუციური იდეის მთელ არსს სინდისის უარყოფა შეადგენს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცისთვის სინდისი მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და მუდამ ტვირთი იყო, მთელი მისი ისტორიის მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თავის მოკვლა იმიტომ მინდა, ეს იმიტომ ვიფიქრე, არა მსურს სიკვდილისა მეშინოდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით, ყველაზე ძლიერ რა მოქმედებს ამ ხალხზე? რა და მუნდირი. მუნდირის ჯადოს ვერავინ უძლებს. მეც განზრახ ვიგონებ ჩინებსა და თანამდებობებს: ეს მდივნებიო, ეს ფარული მეთვალყურენიო, ხაზინადარნიო, თავმჯდომარენიო, ეს რეგისტრატორნიო, მათი თანაშემწენიო - ამ ანკესზე ყველა ეგება. ამასთან სენტიმენტალობაც დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თუმცა სულ მთლად არა მწამს, მაინც არ ვიტყვი, ღმერთი უნდა დაიხვრიტოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა საკუთარი ჭკუით არავინ ცხოვრობს. საკუთარი ჭკუა ახლა ძალიან ცოტასა აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უდესპოტიზმოდ არც თავისუფლება ყოფილა ქვეყნად და არც თანასწორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნიერებას ერთი რამ აკლია მხოლოდ და ეს ერთი მორჩილებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სწავლის წყურვილი უკვე დიდკაცური სურვილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბატონკაცი რომ დემოკრატიას იწამებს, ამაზე მომხიბლავი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე აუტანელი არაფერია, როცა გაუბედურებულ კაცს ასი მეგობარი დაადგება თავზე და ჩასჩიჩინებს, ბრიყვულად მოიქეციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მთლიანად არასოდეს ინანიებს დანაშაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ საზოგადოებაში მოიძებნება ნაძირალა ადამიანები, ყოველ გარდამავალ ხანაში ამოტივტივდებიან ხოლმე ისინი ზედაპირზე და არა მარტო მიზანი, ჭკუისა და აზრის ნიშანწყალიც არ გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ მოუსვენრობასა და მოუთმენლობას გამოხატავენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე არ მესმის, რად იქცევიან ეს ჩვენი ბატონი გენიოსები თავიანთი დიდებული წლების მიწურულს, როგორც პატარა ბიჭები? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მსუბუქი ლიტერატურული კითხვის დროს, რაც უნდა გენიოსი იყო, საზოგადოებას ოც წუთზე მეტი გული არ უნდა გაუწყალო, თორემ დაუსჯელად ვერ გადარჩები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცობრიობის ბედ-იღბალისთვის სისულელე ისევე საჭირო გახლავთ, როგორც უდიდესი გენია... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანიის გარეშეც გაძლებს, რუსი კაცის გარეშე ხომ გაძლებს და გაძლებს, მეცნიერების, პურის გარეშეც გაძლებს, მაგრამ სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს, რამეთუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე! ამაშია მთელი საიდუმლოება, ეს არის, რაც არის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ მეცნიერებაც წუთით ვერ გასძლებს სილამაზის გარეშე, ეს იქნება ხეპრეობა და არა მეცნიერება, ლურსმანსაც ვერ გამოიგონებს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ; უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“ და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საერთოდ, რუსი ქალის სილამაზეს უზადოება აკლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტების თვალნათლივ დანახვამ არ შეიძლება მაინც არ შეგაძრწუნოს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რა საზიზღარი, რა სულმდაბალი პირუტყვია ადამიანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი და მისი შეხედულება - ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთმანეთისგან განსხვავებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ზოგჯერ ისეთი წამები, ეს ხუთი თუ ექვსი წამია მხოლოდ, როცა შენს სულში განუწყვეტელი ჰარმონია ისადგურებს. ამას მიწიერი არაფერი აქვს. მე არც ზეციურს დავარქმევდი, უბრალოდ მიწიერი ადამიანი ამას ვერ გაუძლებს, ან ფიზიკურად უნდა შეიცვალოს, ან მოკვდეს. ეს არის ნათელი, უდავო შეგრძნება. თითქოს უცბად შეიგრძნობ მთელ ბუნებას და უცებ ამბობ: ეს კი მართალიაო. როცა ღმერთმა ეს ქვეყანა გააჩინა, გაჩენის ყოველი დღის ბოლოს ასე ამბობდა: „ეს მართლა კარგიაო“. ეს... გულაჩუყება არაა, ეს უბრალოდ სიხარულია. თქვენ აღარც პატიება გჭირდებათ ვისიმე, ვინაიდან საპატიებელი აღარაფერი გაქვთ. ეს სიყვარულზე მეტიცაა! საშინელი ის არის, რომ ყველაფერი ასე საშინლად ცხადია და ასე დიდად სახარბიელო. ეს კიდევ ერთი წამი რომ გაგრძელდეს, შენი სული ვერ გაუძლებს და გაქრება. ამ ხუთ წამში მე მთელ სიცოცხლეს განვიცდი და მთელ სიცოცხლეს არ დავიშურებ ამ წამებისათვის. ათი ასეთი წამის გასაძლებად ფიზიკური გარდაქმნაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობდი, ლიტონი სიტყვები არ ყოფილიყო. მხოლოდ ამიტომ ვცოცხლობდი. ახლაც ყოველდღე ამას ვნატრობ, ლიტონი სიტყვები არ იყოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ ღმერთი არის, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ. თუ არ არის, ყველაფერი ჩემი ნებაა და მოვალე ვარ ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნუთუ ამ პლანეტაზე ისეთი არავინ მოიძებნება, ღმერთი უარყოს, თვითნებობა ირწმუნოს და მერე გაბედოს ეს თვითნებობა გამოავლინოს? ეს იგივეა, გლახაკმა მემკვიდრეობა მიიღოს და შიშით სალაროს ვერ გაეკაროს. მე მინდა ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. თუ სხვამ არა, მე ერთი გავაკეთებ ამას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მოვალე ვარ თავი მოვიკლა, ვინაიდან ჩემი თვითნებობის მთავარი მუხლია - შენი ხელით მოიკლა თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემთვის ყველაზე დიდი იდეა ის არის, რომ ღმერთი არ არსებობს. ამას ადასტურებს კაცობრიობის ისტორია. ადამიანს სხვა არაფერი უკეთებია, გარდა ღმერთის გამოგონებისა, რა არის თავი არ მოეკლა და ეცოცხლა. მთელი მსოფლიოს ისტორია დღემდე ეს არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იყო ამ ქვეყნად ერთი დღე და იმ დღეს დედამიწაზე სამი ჯვარი იდგა. ერთს, იმ ჯვარზე გაკრულს, ისე სწამდა, მეორეს უთხრა: „დღეს ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდებიო“. დასრულდა დღე, ორივე მოკვდა. იარეს, იარეს და ვერც სამოთხე ნახეს, ვერც მკვდრეთით აღდგომა იხილეს. ნათქვამი არ ახდა. მისმინე: ეს კაცი იყო უდიადესი არსება ამ ქვეყანაზე, მისთვის ღირდა მხოლოდ ესულდგმულა ქვეყნიერებას. მთელი პლანეტა, ყოველივე, რაც მასზე არის, ამ კაცის გარეშე სიგიჟეა და სხვა არაფერი. არც მანამდე და არც მერე მისი მსგავსი არ შექმნილა და არც შეიქმნება, რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს. სასწაულიც სწორედ ის არის, რომ მისი მსგავსი არც ყოფილა და არც იქნება. ხოლო თუ ასეა, თუ ბუნების კანონებმა ისიც არ დაინდეს, თავისივე სასწაულიც გასწირეს, ისიც იძულებული გახადეს ამ ცრუ წუთისოფელში ეცხოვრა და სიცრუისთვის მომკვდარიყო, მაშასადამე, ეს პლანეტა სიცრუეა, სიცრუეზე დგას და ყველაფერი მხოლოდ ადამიანის დაცინვაა. მაშასადამე, თვით პლანეტის კანონები სიცრუე და ეშმაკისეული ვოდევილი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვერ გამიგია, როგორ შეიძლება სცოდნოდა ათეისტს, ღმერთი არ არისო, და მაშინვე თავი არ მოეკლა? იცოდე, ღმერთი არ არის და ისიც იცოდე, შენ თვითონ ღმერთი ხარ - ამაზე მეტი უაზრობა არ შეიძლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ვიკლავ თავს, რომ დავამტკიცო ჩემი ურჩობა და ჩემი ახალი საშინელი თავისუფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ ყველას, უპირველეს ყოვლისა, შევუნდოთ და ვაპატიოთ მუდამ და ყოველთვის... იმედია, ჩვენც შეგვინდობენ. რამეთუ ყველანი ერთმანეთის წინაშე დამნაშავენი ვართ... დიახ, დამნაშავენი!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, ბედნიერია ის, ვისაც ღმერთი ცხოვრების გზაზე ქალს შეახვედრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ ქვეყანასთან რომ ანგარიში გაასწორო და სრული თავისუფლება მოიპოვო, შენდობა, შენდობა და შენდობაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძნელი ყოფილა ამ ქვეყანაზე ისე იცხოვრო, არ მოიტყუო... და... შენივე ტყუილი არ დაიჯერო, დიახ, სწორედ ასეა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ეს ეშმაკნი, გამოსულნი სნეულისგან და შესულნი ღორებში (ბიბლიური სიუჟეტი) - ეს სულ მუწუკები და წყლულებია, უწმინდურება და სიბინძურე, ეშმაკნი და ეშმაკეულნი, რომელთაც შეჭირვებული ჰყავთ ჩვენი ტკბილი სნეული, ჩვენი დიდი რუსეთი საუკუნეთა მანძილზე. დიახ, რუსეთი, რომელიც მე მუდამ მიყვარდა. მაგრამ აზრი ზენარი და ნება ზენარი მოევლინება მას ზეციდან, როგორც იმ ეშმაკებისგან შეპყრობილ შეშლილს და გამოვლენ მისგან ყველა ეს ეშმაკნი, ეს უწმინდურება, მთელი ის სიბილწე, ზედაპირზე ჩირქიან მუწუკებად გამოსული... და თვითონვე შეიხვეწებიან, გაგვიშვიო, ღორებში შევალთო. თუმცა, იქნებ უკვე შესულნიც არიან! დიახ, დიახ, ეს ჩვენ ვართ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი ახლა თუნდაც იმიტომ არის ჩემთვის აუცილებელი, რომ ადამიანს მარტო მისი სიყვარული შეუძლია ნიადაგ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უკვდავება თუნდაც იმიტომ მომენიჭება, ღმერთი არ იქნება ისე უსამართლო, გულში ჩამიქროს მისი სიყვარულის ერთხელ ანთებული ლამპარი: სიყვარულზე ძვირფასი კი განა რა არის? სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს? თუ მე შევიყვარე იგი და სიხარული მომგვარა ამ სიყვარულმა - შეიძლება კი გამაქროს მეც, ჩემი სიხარულიც და არად გვაქციოს? თუ ღმერთი არის, მეც უკვდავი ვარ! Voila ma pfofession de foi (აი, ჩემი რწმენა სჯულისა) | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს... უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, მალული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ჩემზე უსაზომოდ სამართლიანი და ბედნიერი, უკვე მეც მავსებს უზომო სასოებით, როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მქონდეს ჩადენილი! ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასათვის და ყოველივესთვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანმა მუდამ შეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთილება მოკლავთ. უსაზღვრო და უსაზომო ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც ის პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობრებო და კეთილებო: გაუმარჯოს დიად აზრს, უკვდავ, უსაზომო აზრს, ყოველმა კაცმა მუხლი უნდა მოიდრიკოს იმის წინაშე, რასაც დიადი აზრი ჰქვია. დიადი ხომ ყველაზე სულელსაც სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ წარმოუდგენლად პატივმოყვარე ლიტერატორებს თითქოსდა მოვალეობად მიაჩნიათ არც დამალონ ეს თავისი პატივმოყვარეობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ისეთი ლიბერალი, რომელსაც არავითარი მიზანი არ გააჩნია, მარტო რუსეთში გახლავთ შესაძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენი შრომით ცხოვრება არ შეგვიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ღმერთი მწამს, მაგრამ ამას გარკვევა უნდა: მწამს არსება, რომელსაც მე ჩემში ვატარებ და ჩემში შევიცნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც არ იცი, ვერც შეიყვარებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ყველა და ჩვენც ყველა ახლა - ან სულმდაბალი ათეისტები ვართ, ან გულაყრილი, გათახსირებული ვიგინდარები და მეტი არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი რამის აღიარება მართლაც ძნელია ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ისეთ რამეებზე არ ვმსჯელობ, რაც უკვე გადაწყვეტილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი ყოვლის მხილველ თვალსაც მოატყუებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგ საგანზე არამცთუ არ შეიძლება კაცმა ილაპარაკოს, ლაპარაკის წამოწყებაც კი უჭკოუბაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ აჯანყებას დაიწყებ, უთუოდ ათეიზმიდან უნდა დაიწყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომის კათოლიციზმი ქრისტიანობა აღარ არის, რომმა ის ქრისტე იწამა, რომელსაც ეშმაკის მესამე ცთუნებამ სძლია. კათოლიკებმა რომ გამოაცხადეს, ამქვეყნიური მეუფების გარეშე ქრისტე ფეხს ვერ მოიკიდებსო, ამით ანტიქრისტე აღიარეს და მთელი დასავლეთი დაღუპეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სოციალიზმი უკვე თავისი შინაარსით ათეიზმია, რამეთუ პირველივე სტრიქონი აცხადებს, რომ ის ათეისტური მოძღვრებაა და განზრახული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისა და გონების საწყისებზე მოაწყოს ყველაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საფრანგეთი მთელი თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რომაული ღმერთის იდეის განვითარება იყო, ხოლო თუ თავისი რომაული ღმერთი ბოლოს უფსკრულში გადაისროლა და ათეიზმი ირწმუნა, რასაც ჯერჯერობით სოციალიზმად ნათლავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ათეიზმი რომის კათოლიციზმზე უფრო ჯანსაღი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთს ვერ იწამებ, თუ ღმერთი არა გყავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იშრომეთ და შრომით ჰპოვეთ ღმერთი; ეს არის ყველაფრის დედაარსი, ანდა გაქრით, ვით საზიზღარი ობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ჭკვიანები აღარ ყბედობენ, პირი აქვთ დაცული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შრომა გვეზარება, ფულის მადა კი დიდი გვაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მათხოვრობამ არ შეიძლება კაცი არ გარყვნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი პროკლამაციის ერთ სტრიქონში უფრო მეტი აზრია, ვინემ რომელიმე კანცელარიის მთელ საქმიანობაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგად საკაცობრიო მიზნების მიღწევა გაცილებით მაღლა დგას ხორციელ სიამოვნებაზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი აუცილებელია და ამიტომაც უნდა იყოს, მაგრამ მე ვიცი, ღმერთი არ არის და არც შეიძლება იყოს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მაინც ქალია, გინდაც მონაზვნის სამოსელი ეცვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენს ცოდვილ დროში რწმენა მამა ზეციერისა ადამიანის ერთადერთი სასოებაა ამ ტანჯვისა და ვაების წუთისოფელში, ისევე როგორც მართალთათვის აღთქმული საუკუნო ნეტარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''საწყალი ადამიანები'' (1846) === [[ფაილი:Dostoevskij 1863.jpg|thumb|right|150პქ|მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს.]] {{Q | ციტატა = ოჰ, ნეტავი რა მომელის, როგორი იქნება ჩემი ბედი! რა მძიმეა ცხოვრება, როცა აწმყო გაურკვეველია, არა გაქვს მომავალი, არ იცი რა გელის. უკან მიხედვისა კი გეშინია. იქ ყველაფერი მწუხარებით არის მოცული, მისი ერთხელ მოგონებაც კი გულს მისერავს. მთელი სიცოცხლე უნდა ვიტირო ჩემი დამღუპველი ბოროტი ადამიანების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხანდახან ხდება ხოლმე, ადამიანი დაიბნევა საკუთარ გრძნობებში და ჩმახავს რაღაცას. ამის მიზეზი სხვა არაფერი არ არის რა, თუ არა სისულელემდე გადაჭარბებული გულის სიფიცხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ინატრეთ ვარდები, დღეს კი გიგზავნით, ხომ ხედავთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის ხოლმე, მადლობა უფალს, რომ ჩვენი უბედურებანიც მთავრდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუმცა ბნელი ადამიანი ვარ, შეიძლება ჩერჩეტიც, მაგრამ მათგან განსხვავებით ვიცი, რომ გული მეც ისეთი მაქვს, როგორიც ყველა სხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მიყვარს, როცა ბავშვი ჩაფიქრებულია, სამძიმოა მათი ყურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საწყალი ადამიანი საშინლად მომკითხველია, ის ღვთის გაჩენილ ქვეყანასაც სხვა თვალით უყურებს, ყველა გამვლელს ალმაცერად უცქერს და თავის ირგვლივ შემკრთალი იყურება, თითოეულ სიტყვას აკვირდება - ვინ იცის, იქნებ ჩემზე ამბობენ რამესო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც გინდა წერონ, რაც გინდა ჯღაბნონ მჯღაბნელებმა, საწყალი ადამიანის ცხოვრებაში მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამას წინათ ემელია მეუბნებოდა, რომ რაღაცაზე ხელი მოაწერინეს და ათშაურიანი მისცეს იმის გამო, რომ იდგა უბრალოდ გაუნძრევლად, მას ეგონა სიკეთის გამო მისცეს და თურმე, ისინი ფულს იხდიდენ საწყალი ადამიანის ნახვაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დღეს სიკეთეს რაღაც უცნაურად სჩადიან, ვინ იცის, იქნებ მუდამ ასე იყო. მათ ან არ იციან როგორ აკეთონ ეს საქმე, ანდა ამ საქმის დიდი ოსტატები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს შიშველი თითი რომ მოუჩანს, იდაყვთან გამოხეული ტანისამოსი რომ აცვია, ამას თავისებურად აღწერენ და ყიდიან. თქვენ ხომ ყველას წინაშე არ გაშიშვლდებით, სწორედ ასევე საწყალი ადამიანს არ უყვარს, როცა მის გალიაში იყურებიან და აკვირდებიან, როგორი ოჯახური პირობები აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის წლები, საიდან სად! ხანდახან ერთი კაპიკიც კი არ გამაჩნდა. მციოდა, მშიოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. დილით ნევსკაიაზე გავივლიდი, ვინმე ლამაზმანს წავაწყდებოდი და მთელი დღე ბედნიერი ვიყავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი'' (1861) === [[ფაილი:Fyodor Mikhailovich Dostoyevsky 1876.jpg|thumb|right|150პქ|თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით.]] {{Q | ციტატა = ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს ერთ წელიწადში გამოივლის ადამიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თქვენთვის, მჯღაბნელებისათვის ყველა მომხიბვლელია, ვისაც კაბა აცვია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ასე მოსდით ზოგჯერ უგულკეთილეს, ამავე დროს სუსტი ძარღვების მქონე ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი გულკეთილობისა, თვით ნეტარებამდე აჰყვებიან ხოლმე საკუთარ ვარამსა და რისხვას, ეძებენ საბაბს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველაფერი გადმოანთხიონ, თუნდაც გული ატკინონ სხვა უდანაშაულო და მეტწილად მათთვის ყველაზე მახლობელ ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ქალს მაგალითად ზოგჯერ მოთხოვნილება აქვს, თავი უბედური და დაჩაგრული ეგონოს, თუნდაც არც წყენა მიეყენებინოს ვინმეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც სამუდამოდ დაკარგულია, იმას ვეღარ დაიბრუნებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ ქალი რამეში დამნაშავედ გრძნობს თავს, უმალ ამჯობინებს შემდგომში ათასგვარი ალერსით გამოასწოროს თავისი დანაშაული, ვიდრე დანაშაულის აშკარა მხილების დროს აღიაროს იგი და პატიება ითხოვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო მეტია სათნოება და სიკეთე, მით მეტი ეგოიზმია მასში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} === ''ყმაწვილი'' (1875) === [[ფაილი:Valikhanov.jpg|thumb|right|150პქ|თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.]] {{Q | ციტატა = რასაც არ უნდა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა ,,ნაკადული'' თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა ხომ ერთნაირი ბუნებისა არ არის; ბევრ ადამიანს ლოგიკური დასკვნა ხანდახან გადაექცევა ხოლმე უძლიერეს გრძნობად, რომელიც დაეუფლება მთელ მის არსებას, რომელსაც ასე იოლად ვერ განდევნი და ვეც გადაასხვაფერებ. ასეთი კაცი რომ განკურნო, თვითონ ის გრძნობა უნდა შეუცვალო, ეს კი შეუძლებელია, თუ სანაცვლოდ არ მოინახა რომელიმე სხვა, ისეთივე სიძლიერის გრძნობა. ეს მუდამ ძნელია, ხოლო ხშირ შემთხვევაში კი - შეუძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული ერთადერთი გზაა, რომელიც არარა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამისა და თანაც მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია - პატიოსანია ის თუ უპატიოსნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, უთუოდ შემონახული აქვს ხსოვნაში რაიმე მოგონება ისეთი ამბისა, რაც მას გადახდენია და რაც მას შეუფასებია ან მზადაა შეაფასოს როგორც ფანტასტიკური, უჩვეულო, იშვიათი, თითქმის სასწაულებრივი რამ, სიზმარი იქნება ეს, შეხვედრა, მკითხაობა, წინაგრძნობა, თუ რაღაც ამგვარი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უჭირს ადამიანს იცოდეს ყველა შეცოდება, გაერკვეს რა არის ცოდვა და რა არა: აქ საიდუმლოებაა, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეიცან ყოველივე, რამეთუ როცა შეეყრები უღმერთოს ვისმეს ან თავაშვებულს, შეგეძლოს პასუხი მიაგო, რათა მან არ გაგაბრუოს მკრეხელობით და არ აგიმღვრიოს უმწიფარი ფიქრები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად რჩება; ხოლო თუ მოკვდა მრავალ ნაყოფს გამოიღებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ცუდია თუ შეწყვიტე წიგნების კითხვა, სამწუხარო იქნება თუ ცხოვრების აღსასრულს ჩემსავით ეტყვი შენს თავს: მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ კარგი არაფერი ვიცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მწამს ღმერთი, რადგანაც შემიძლია ვიწამო ის, და მწამს იმდენად, რამდენადაც შემიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეტისმეტად ამაყ ადამიანს უყვარს სწამდეს ღმერთი, მეტადრე ისეთს, ვინც ადამიანებს ცოტა არ იყოს ზიზღით შესცქერის. მრავალ ადამიანს აქვს რაღაცნაირი ბუნებრივი მოთხოვნილება - იპოვნოს ვინმე ან რამე, რის წინაშეც ქედს მოიხრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლანდელი დრო ესაა უკიდურესობათა რიდისა და უგრძნობლობის დრო, უმეცრებისკენ, სიზანტისკენ ისწრაფვის დრო, საქმის გაკეთების შნო აღარავის აქვს, ყველა მზამზარეულს მოითხოვს. არავინ არაფერს უფიქრდება, იშვიათად რომ შეიქმნეს რაიმე იდეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერ ადამიანს ხანდახან ძალიან უმძიმს საკუთარი სიძლიერის ატანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ გულწრფელად გვინდა პატიოსნები ვიყოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უსაზიზღრესი გარყვნილება კისერზე ჩამოკიდებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საუკეთესონი კაცთა შორის არც სხვებზე მეტნი არიან რამით და არც ნაკლებნი, ისინი მხოლოდ შეშლილები არიან. მარტოოდენ საშუალონი და უნიჭონი არიან მოლხენილნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხე რომ დარგო კაცმა, ყველა ირგვლივ დაგცინებს: რაღას რგავ, შენ მაგ ხეს ვერ მოესწრებიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზნის მიღწევა მათემატიკურადაა უზრუნველყოფილი. საქმე მეტად მარტივია, მთელი საიდუმლო ორად ორ სიტყვაშია: შეუპოვრობა და განუწყვეტლობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა რელიგია და ყველა ზნეობრიობა რაც კი ქვეყნად არსებობს, ერთნაირია ერთ რამეში: „გიყვარდეს სათნოება და გაურბოდე ბიწიერებას.“ ხომ თითქოს არაფერია ამაზე ადვილი არა? აბა სცადეთ ერთი, ჩაიდინეთ სათნო და გაექეცით თქვენს თუნდაც ერთ ბიწიერებას. აი, ამიტომ მეორდება ეს ორი სიტყვა საუკუნეების მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მინდა მხოლოდ ის, რაც ძლიერებით მოიპოვება, რასაც სხვა გზით, თუ არა ძლიერებით ვერ მოიპოვებ. ესაა განმარტოვება და საკუთარი ძალის მშვიდი შეგნება! აი, ყოვლად სრული განმარტება თავისუფლებისა, რაზეც ასე თავს იტეხს კაცობრიობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი ხშირად გულწრფელად განიცდის, მაგრამ მაინც თამაშობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებიც როგორც კი ცივი წყალი გადაევლებათ, მაშინვე უარს ამბობენ არა მარტო თავის საქციელზე, არამედ იდეაზეც და თვითონვე დასცინიან იმას, რაც ერთი საათის წინ წმიდათა წმინდად მიაჩნდათ, ო, რა იოლად ახერხებენ ამას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც ბევრია თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ჩვეულების გამო, ისევ ახალგაზრდა თაობა ჰგონია თავი, რაკი ჯერ კიდევ გუშინ ასეთი იყო, და იმას კი ვერ ხვდება, რომ უკვე გარიყულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნდა შეგეძლოს ცხოვრების პატარ-პატარა უბედურებათა ატანა. უბედურებანი თუ არ იქნა, ცხოვრება არცა ღირს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = წვრილმანები არ დაგავიწყდეს, რაც უფრო პატარაა რაიმე ხაზი, მით უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალზე არ უნდა უამბო მესამე პირს, კონფიდენტი ვერ მიგიხვდება. ანგელოზი რომ ანგელოზია, ისიც ვერ მიგიხვდება. თუ ქალს პატივს სცემ, ნუ გაიჩენ კონფიდენტს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოტელომ დეზდემონა იმიტომ კი არ მოკლა და მერე თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ეჭვიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას იდეალი წაართვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მხიარულება თავიან-ფეხებიანად გასცემს ადამიანს. ზოგი ხასიათი ისეთია, დიდ ხანს ვერ გაუგებ, მაგრამ გაიცინებს ადამიანი უცებ ძალზე გულწრფელად და მთელი მისი ხასიათი თითქოს ხელის გულზე გადაშლილაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოცინარი და მხიარული ბავშვი სამოთხის შუქია, მომავლის გამოცხადებაა, როცა ადამიანი ბოლოს და ბოლოს ბავშვივით უმანკო და გულუბრყვილო შეიქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა მწარეა მოხუცის ავადმყოფობა, ხომ თიითქოს სული რაღაში უდგიაო, მაგრამ მაინც რომ ცოცხალია და შეჰხარის ქვეყნიერებას და ვგონებ სიცოცხლე თავიდან რომ ჰქონდეს დასაწყები, არც ეს შეუკრთობდა სულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი დრტვინვით ან უკმაყოფილებით შეხვდა სიკვდილს, ესე არს ცოდვა უდიდესი. ხოლო თუ სულის სიმხიარულემ შეაყვარა სიცოცხლე, მაშინ ვფიქრობ უფალიც მიუტევებს ყველაფერს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაფერი საიდუმლოებაა მეგობარო, ყველაფერი უფლის საიდუმლოებაა. ეს საიდუმლობაა დატანებული ყოველ ხეში, ბალახის ყოველ ღეროში, პაწია ჩიტუნა გალობს თუ ვარსკვლავთა ხომლი კაშკაშებს ღამით ზეცაში - სულ ერთი საიდუმლოებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააკვირდით წყლის წვეთს და დაინახავთ მთელ ახალ სამყაროს, ცოცხალ არსებათა მთელს ცხოვრებას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთონი არ შემხვედრიან, მხოლოდ მოუსვენარი ადამიანები მხვდებიან, აი მათი ნამდვილი სახელი, ვინაიდან მთელი თავისი დღე და მოსწრება სულ კითხულობენ, წიგნიერი სიტკბოთი გამძღარნი ერთს მსჯელობაში არიან, თვითონ კი მაინც ვერაფერში გარკვეულან, არაფრის გადაწყვეტის შნო და უნარი არა აქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. გამოდის რომ რითაც შუქი გვეფინება, იმასვე ვწყევლით და არც კი ვიცით, რომ ასეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება თუ რამეს არ ეთაყვანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთო ათეისტი კი არა, ის არის, ვინც მართლა უღმერთოა და პირზე ღვთის სახელი აკერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვექილი დაქირავებული სინდისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ან კი რა არის შენი „ამ ქვეყნად?“ განა მარტოოდენ ოცნება არა? აიღე ქვიშა და დათესე ქვაზე; როცა ის ქვიშა იმ ქვაზე ამოვა და გაიხარებს, მაშინ შენი ოცნებაც ამქვეყნად ხორცს შეისხამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ მეკითხებოდეს, ყოველ განვითარებულ ადამიანს მცნებად დავუსახავდი, რომ თავისი სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად და რაღაცით გააბედნიეროს თუნდაც ერთი არსება. ოღონდ პრაქტიკულად, ესეიგი ნამდვილად გააბედნიეროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა იდეალისტი შუბლით შეასკდება სინამდვილეს, სხვებზე უმალ ყოველთვის სწორედ ის წარმოიდგენს ყოველგვარ სისაძაგლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენში ხომ სწორედ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს თუნდაც რაიმენაირი წესრიგი, ოღონდ კი ბოლოს და ბოლოს საკუთარი იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მუდამ ასე ემართებათ ხოლმე „უმწეოებს“: იციან, რომ იღუპებიან, და მაინც არ იშლიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი ხალხი არის მეორეხარისხოვანი ხალხი, რომელსაც წილად რგებია იყვეს მხოლოდ მასალა უფრო კეთილშობილი მოდგმისა, თვითონ კი ვერ ითამაშებს დამოუკიდებელ როლს კაცობრიობის ბედ-იღბალში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნად არიან სამი ჯურის არამზადები: მიამიტი არამზადები, ე.ი. დარწმუნებულნი, რომ მათი არამზადობა უმაღლესი კეთილშობილებაა; არამზადები, რომელთაც რცხვენიათ, - ესე იგი ერცხვინებათ საკუთარი არამზადობისა, მაგრამ უსათუოდ უნდათ მაინც ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი სიგლახე, და დასასრულ უბრალოდ არამზადები, წმიდა წყლის არამზადები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი იმდენად სამართლიანი და დიდსულოვანია, რომ, თავისდა საზიანოდ, სხვას მიაგებს კუთვნილს, ასეთი კაცი, თავისი ღირსებით, უფრო მაღლა დგას სხვებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქორწინების საქმე რომ მარტო ქალებზე იყოს დამოკიდებული - არც ერთი ქორწინება არ შერჩებოდა ბოლომდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქ, სადაც საქმე ეხება არა რწმენას, არამედ იმას, რაც მათ რწმენად მიაჩნიათ, და, მაშასადამე, მათებურად, წმიდაცაა, იქ თუ გინდა ჯვარს ეცმევიან, წამებას აიტანენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნარი - პატივი სცე საკუთარ თავს, მეტად იშვიათია ქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, ისევე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი საკუთარი ღირსება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველი კაცის ცხოვრებაში არის ხოლმე იმდენად თითქოსდა ექსცენტრული წადილი და ოცნება, რომ ერთი შეხედვით შეუცდომლად შეიძლება სიგიჟედ ჩაითვალოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საოცარია, რამდენი გარეშე ფიქრი გაუელვებს ხოლმე გონებაში ადამიანს სწორედ მაშინ, როცა სულ ერთიან შეძრულია რაიმე უდიდესი ამბით, რომელსაც, სინამდვილეში, უნდა ჩაეხშო სხვა გრძნობები და გაეფანტა ყველა სხვა, მეტადრე კი წვრილმანი ფიქრები; პირიქით კი ხდება ხოლმე, ასეთ დროს სწორედ წვრილმანი ფიქრები დაესევიან და საშველს არ აძლევენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსები - ფრენოლოგიის, კრანიოლოგიისა და თვით მათემატიკის საფუძველზეც კი - მეორეხარისხოვანი მოდგმის ხალხია, და რომ, მაშასადამე, არც ღირს რუსად სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, მუდამ აცალე ხოლმე ადამიანს ცოტა წაიტყუილოს - ამით ვის რა დაუშავდება. ბევრიც აცალე. ჯერ ერთი, ამით გამოიჩენ შენს ზრდილობას, მეორეც, სანაცვლოდ შენც გაცლიან ტყუილს - ერთბაშად ორი უდიდესი ხეირია. Que diable! უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შეუძლებელი რამაა. და, მაინც, უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე სთესე სიკეთე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უფლება არა გაქვს სხვები განსაჯო, რადგან სხვების მსაჯული რომ იყო, ტანჯვით უნდა მოიპოვო განსჯის უფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრებთან, გულით საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრება - აი სამოთხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცილი სულის შეუმცდარი ჭაშნიკია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ხოლმე ისეთი მიამიტობა, რომელიც მიენდობა ყველასა და ყველაფერს და ეჭვადაც არა აქვს, დამცინიანო. ასეთი ადამიანები მუდამ გონებაშეზღუდულები არიან, ვინაიდან შეუძლიათ პირველ შემხვედრს გადაუშალონ გული და რაც კი რამ სანუკვარი აქვთ, გადმოულაგონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს ვერ ეთაყვანა; ვერ გაუძლებს თავის თავს ასეთი კაცი, ვერც ვერანაირი კაცი. ღმერთიც რომ უარჰყოს, კერპს დაუწყებს თაყვანისცემას - ხის, ოქრისი თუ გონების კერპს. სულ კერპთაყვანისმცემლები არიან ასეთები, და არა უღმერთონი, აი რა უნდა დავარქვათ მათ. უღმერთო ვითომ რატომ არ უნდა იყოს ქვეყნად? არიან ისეთები, რომლებიც მართლაც უღმერთონი არიან, ოღონდ ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან ამათზე, რადგან პირზე ღვთის სახელი აკერიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მამაკაცი ნამდვილად ზნეობრივად ემონება დედაკაცს, მეტადრე თუ დიდსულოვანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნახულა ქალი სულმდაბალი რომ არ იყოს? ამიტომაც უნდა ბატონობდეს მასზე მამაკაცი, ამიტომაც გაუჩენია ქალი ღმერთს დამოკიდებულ არსებად. ქალი - ბიწია და ცთუნება, მამაკაცი კი - კეთილშობილება და დიდსულოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი იყოს დიადი, თორემ რა უჭირს, პატარა ჭუჭყი თუ გაერევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესად განვითარებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ზეიმურად და ძლევამოსილად ბედნიერი სახე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძალდატანებული, გადარეული სიყვარული ისე მოქმედებს, როგორც ავი ზნე, როგორც მარყუჟი, როგორც ავადმყოფობა, და - როგორც კი ნატვრას შეისრულებს კაცი - მაშინვე ჩამოეცლება ბისტი და ჩნდება სულ საწინააღმდეგო გრძნობა: ზიზღი და სიძულვილი, მოსპობის, განადგურების სურვილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნება მომეცით მოგახსენოთ „წმინდა წყლის არამზადაზე“. მე ერთი ამხნაგი მყავდა, ლამბერტი, რომელიც ჯერ კიდევ თექვსმეტი წლისა მეუბნებოდა: როცა მდიდარი ვიქნები, ჩემთვის ყველაზე დიდი ნეტარება ის იქნება, რომ პურისა და ხორცის ჭმევას დავუწყებ ძაღლებს იმ დროს, როცა ღატაკთა შვილები შიმშილისაგან სიკვდილის პირას იქნებიან მისულნიო, ხოლო როცა შეშა აღარ ექნებათ, მთელ საწყობ შეშას ვიყიდი, მინდვრად დავაწყობ და ცეცხლს გავუჩაღებ, ღარიბ-ღატაკთ ერთ ღერსაც არ მივცემო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ას წლამდე რომ ვიცოცხლო, ხელმეორედ აღარ დავუბრუნდები ავტობიოგრაფიის წერას. ზედმეტად უნდა გიყვარდეს თავი, რომ მასზე წერო და არ შეგრცხვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება?! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინაიდან სამყაროს შექმისას ჩემთვის არაფერი უკითხავთ, მეც ვიტოვებ უფლებას, ამ მხრივ საკუთარი შეხედულება ვიქონიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ შეიძლება კაცს უთხრა, გასაკეთებელი არაფერიაო? ვერ წარმომიდგენია ისეთი მდგომარეობა, რომ ოდესმე აღარაფერი იქნეს გასაკეთებელი! იშრომეთ კაცობრიობისთვის და დანარჩენზე ნუ ზრუნავთ. საქმე იმდენია, რომ ამისთვის მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა, თუკი დაკვირვებით მიმოვიხედავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა დიდი რამ უნდა მშვენიერი იდეის უარყოფას? მთავარი ისაა, ასევე მშვენიერით ჩაანაცვლო იგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები ამჯობინებენ ღმერთს, რათა ქედი არ მოუხარინ ადამიანებს, - ცხადია, თვითონაც არ უწყიან, როგორ ემართებათ ეს – ღვთის წინაშე ქედის მოხრა არც ისე შეურაცხმყოფელია. ასეთები ხშირად მეტისმეტად მორწნუნენი ხდებიან ხოლმე, უფრო სწორად, გულმხურვალედ მოსურნენი, რომ სწამდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქნებ უკეთესიც იყოს, როცა ადამიანები შეურაცხყოფას გვაყენებენ: ყოველ შემთხვევაში, ეს თავიდან აგვაცილებს იმ უბედურებას რომ შევიყვაროთ ისინი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ რევოლვერი მქონდეს, სადმე ცხრაკლიტულში დავმალავდი, ღმერთს გეფიცებით, დიდი მაცდუნებელი რამაა. მე, იქნებ, არც მჯერავს თვითმკვლელობის ეპიდემიის, მაგრამ თუ აი, ეს ყოველ წუთს თვალში გეჩხირება კაცს, - ღმერთმანი არის ხოლმე წუთები, რომ შეიძლება გაცდუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე ძნელად გასაგები სწორედ ის იდეებია, რომლებიც ყველაზე მარტივია და ნათელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უბრალოს მხოლოდ სულ ბოლოს გაიგებ კაცი ,როცა მოსინჯავ ყველაფერს, რაცაა ბრძნული და რაცაა ბრიყვული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სრულიადაც არ არიან ადამიანები ისეთი მშვენიერები, რომ მათზე ესოდენ ზრუნვა ღირდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი უდიდესი ძალაუფლებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რეალიზმი, რომელიც საკუთარი ცხვირის წვეტით განისაზღვრება, ყველაზე უგუნურ ფანტასტიკურობაზე უფრო საშიშია, ვინაიდან ბრმაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კიდევ ის მიყვარს თქვენში, რომ ღიმილი არ გშორდებათ სახიდან: ეს ჩემი სამოთხეა!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო კარგო, სრულიადაც არ მინდა შენი იდეალების სანაცვლოდ რომელიმე ბურჟუაზიულ სიკეთეს დაგახარბო. არ ჩაგჩიჩინებ, დევგმირობას ბედნიერება სჯობია-მეთქი; პირიქით, დევგმირობა ყოველგვარ ბედნიერებაზე მაღლა დგას, და თუნდაც მარტოოდენ უნარი ამისა – თავისთავად ბედნიერებაა… სწორედ ამიტომაც გცემ პატივს, რომ ამ ჩვენს დამყაყებულ დროში შეძელი, საკუთარ სულში გაგეჩინა რაღაც „შენი იდეა“, მაგრამ მაინც შეუძლებელია, არ ვიფიქროთ ზომიერებაზე, ვინაიდან შენ სწორედ ახლა გსურს გიჟმაჟი სიცოცხლე, გინდა რაღაც ააგიზგიზო, დაამსხვრიო, მთელ რუსეთზე მაღლა დადგე, საავდრო ღრუბელივით გადაუარო თავზე, ყველანი შიშითა და აღტაცებით მოცულნი დატოვო, თავად კი გადაიმალო ჩრდილო ამერიკის შტატებში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - უნდა გწამდეს ღმერთი, ჩემო კარგო. - და თუკი არ მწამს ეს ყოველივე? – წამოვიძახე ერთხელ გულმოსულმა. - ჰოდა, საუცხოოა, ჩემო კარგო… ეგ საუკეთესო ნიშანია, ჩემო მეგობარო, ყოვლად კეთილსაიმედოც კი, ვინაიდან რუსი ათეისტი, თუ ის მართლა ათეისტია და სულ მცირე ჭკუა მაინც აქვს – საუკეთესო ადამიანია მთელ დედამიწის ზურგზე და მუდამ მზადაა, მიეფეროს ღმერთს იმიტომ, რომ უსათუოდ კეთილია, ხოლო კეთილია იმიტომ, რომ უზომოდ კმაყოფილია თავისი ათეისტობით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან. და მაინც უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე და ისე თესე სიკეთე. მოითმინე მათგან სიავე, შეძლებისდაგვარად, გულს ნუ მოიყვან, „გახსოვდეს, რომ შენც ადამიანი ხარ“… ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე; არ წამოეგო ასეთ სიყვარულზე და განუწყვეტლივ გეზიზღებოდეს. ყურანში ალაჰი უბრძანებს თავის წინასწარმეტყველს, „ჭირვეულთ“ ისე მოეპყარი, როგორადაც თაგვებს, სიკეთე უყავი და გვერდი აუარეო – ცოტა ქედმაღლური ნათქვამია, მაგრამ მართალია. შეძელი, გეზიზღებოდეს მაშინაც კი, როცა კარგები არიან, ვინაიდან სწორედ აქ არიან ხოლმე ისინი ცუდები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იდეებით ცხოვრება მოსაწყენია, უიდეებოდ კი მუდამ მხიარულად ცხოვრობს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელ ამ ჩვენს პროგრესულ მოძრაობაში ბოლო ოცი წლის მანძილზე, უწინარეს ყოვლისა, ის დავამტკიცეთ, რომ ბინძურად გაუნათლებლები ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უბრალოება, კაცმა რომ თქვას, უმაღლესი ეშმაკობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული თუმცა ღმერთი არაა, მაგრამ მაინც ნახევარღმერთია - უდიდესი ცდუნებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რარიგ მიიჩქარიან თავიანთ კუთხეში სამუშაოდან და საშოვრიდან მომავალი მდაბიო, დაღვრემილი ადამიანები! ყველას სახეზე აწერია თავისი მძიმე საფიქრალი და ამ ბრბოში იქნებ ერთიც არაა საერთო, გამაერთიანებელი აზრი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ჭკუაში გაგიჯდება რაღაც უძრავი, მარადიული, ძლიერი, რომლის გარდა სხვა არაფრისთვის აღარ გცალია, - ამით თითქოს ქვეყნიერებას ერიყები და უდაბნოში გადადიხარ, და ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სადღაც შენს მიღმა მიმდინარეობს, მთავარის გვერდის ავლით. შთაბეჭდილებებიც კი არასწორად აღიქმება. და, გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ მუდამ გაქვს თავის გასამართლებელი. რარიგ ვაწვალებდი მთელი ეს ხანი დედას, რა სამარცხვინოდ ვტოვებდი ჩემს დას: „ე, მე „იდეა“ მაქვს, სხვა დანარჩენი კი წვრილმანია“, - აი, თითქოს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს. მეც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, და მტკივნეულადაც, - მოვდიოდი შეურაცხყოფილი და მერე უცებ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ე, მე სულმდაბალი ვარ, მაგრამ მაინც მაქვს „იდეა“, მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ“. „იდეა“ მანუგეშებდა და მიადვილებდა შერცხვენასაც და არარაობასაც; ჩემი ყველა სისაძაგლეც თითქოს ამ იდეის უკან იმალებოდა; ის, ასე ვთქვათ, მიმსუბუქებდა ყველაფერს, მაგრამ თან ბურუსითაც ფარავდა, რაც რამ იყო ჩემ წინ; მაგრამ შემთხვევათა და საგანთა ასეთ ბუნდოვან გაგებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ავნოს თვით „იდეასაც“ კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესი და განვითარებული ადამიანი, უზენაეს აზრს რომ ემსახურება, ზოგჯერ სულ გადაუხვევს ხოლმე არსებითს, და სასაცილო, ჟინიანი და ცივი, ანდა უბრალოდ გეტყვი - სულელი ხდება ხოლმე, და არა მხოლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში, არამედ დასასრულ, თავის თეორიებში კი სულელი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} === ''მკვდარი სახლის ჩანაწერები'' (1862) === [[ფაილი:Dostoyevsky on his Bier, Kramskoy.jpg|thumb|right|150პქ|ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება.]] {{Q | ციტატა = სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ განათლება ადამიანში მედიდურობას აღვივებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ნაკლი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარი მორჩილი და მომთმენია გარკვეულ მიჯნამდე, მაგრამ არსებობს უკიდურესობა, რომელსაც არ უნდა გადასცდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მზა თვალსაზრისით დანაშაულის შეცნობა ძნელია და მისი ფილოსოფიაც უფრო რთულია, ვიდრე ვარაუდობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რასაკვირველია, საპყრობილე და იძულებითი მუშაობის სისტემა დამნაშავეს ვერ გამოასწორებს; ამით მას მხოლოდ სჯიან და საზოგადოების სიმშვიდეს უზრუნველყოფენ; ბოროტმოქმედთა თავდასხმისგან იცავენ. დამნაშავეს კი საპყრობილე და იძულებითი მუშაობა მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილსა და საშინელ თავქარიანობას უვითარებს. მტკიცედ მწამს, რომ კარგად ცნობილი ეს სისტემაც აღწევს მხოლოდ მცდარ, მოჩვენებით, გარეგნულ მიზნებს. იგი ფიტავს ადამიანს, უღიზიანებს სულს, ასუსტებს და აშინებს, შემდეგ ზნეობრივად გამომშრალ მუმიას, ნახევრად შეშლილს, გამოსწორებისა და მონანიების ნიმუშად წარმოადგენს. რასაკვირველია, დამნაშავეს სძულს საზოგადოება, რომელიც მას დამნაშავედ მიიჩნევს, საკუთარი თავი კი ყოველთვის მართალი ჰგონია. გარდა ამისა, დანაშაულისთვის ის უკვე დაისაჯა, ამიტომ თავს განწმენდილად თვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ფული გარკვეულწილად თავისუფლებაა, ამიტომაც თავისუფლებააღკვეთილი კაცისთვის ათჯერ უფრო ძვირფასია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ ნაამბობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რამდენი ხასიათიცაა, იმდენივე ვარიაციაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = განათლებულ, პატიოსან, შეგნებულ და მგრძნობიარე კაცს სასჯელად საკუთარი გულისტკივილიც ეყოფა. მას ყველა სასჯელზე მეტად ეს სატანჯველი ღრღნის, საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო შეუბრალებლად და მკაცრად გაკიცხავს, ვიდრე ყველაზე უწყინარი კანონი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი ადამიანი იმდენად კეთილშობილია, ღვთისგან იმდენად დაჯილდოებული, რომ მათი უარესობისკენ შეცვლა შეუძლებელად მოგეჩვენებათ. მათი იმედი ყოველთვის გაქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი რამ პირადად თუ არ გამოსცადე, ისე ვერ განსჯი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზნეობრივი გაჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე მძიმეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიცოცხლო და ვიცოცხლებ კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. სწორედ ასეთი „უბედურები“ საჭიროებენ ყველაზე ადამიანურ მოპყრობას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საქმის მოღალატეებმა, ცხვრის ფარაში გარეულმა მგლებმა, როგორადაც უნდა იმართლონ თავი, მუდამ დამნაშავეები იქნებიან, მით უმეტეს, თუ ყველაფერთან ერთად კაცთმოყვარეობაც აკლიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = დასასჯელს, როგორც წესი, იპყრობს რაღაც მძაფრი, მაგრამ წმინდა ფიზიკური, უნებლიე და დაუძლეველი შიში, რომელიც ადამიანის მთელ მეობას იმორჩილებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვეფხვივით მუდამ სისხლი სწყურიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანია - ჩვეულებაა, რომელიც განვითარების თავის გზას გადის და ბოლოს, ავადმყოფობად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვეულებამ შეიძლება საუკეთესო ადამიანიც გააუხეშოს და იქამდე გადააგვაროს, რომ მხეცისგან ვეღარ გაარჩიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სისხლი და ძალაუფლება ადამიანს ათრობს, სიტლანქესა და გახრწნილებას უღვივებს: ყველაზე არანორმალური მოვლენები გრძნობა-გონებისთვის მისაღები, დაბოლოს, დამატკბობელიც კი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანში ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ კვდება; მისთვის ადამიანური ღირსებისკენ, მონანიებისა და აღდგომისკენ შემობრუნება თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს, ამგვარი თავნებობის მაგალითი მთელ საზოგადოებაზე გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცდურია. საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. ერთი სიტყვით, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ფიზიკურად დასჯის უფლება, ჩვენი საზოგაოების წყლულია, ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა ჩანასახშივე მოსპოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყოველგვარი მცდელობა და მის გარდაუვალ გადაგვარებას საფუძველი შეუქმნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უცხო წრეში ცხოვრებაზე საშინელი არაფერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მიზან და იმედდაკარგული ადამიანი დარდისგან ხშირად ნამდვილ ნადირად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საპყრობილეში კაცი მოთმინებას ეჩვევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ყველაფერს ეჩვევა. ვფიქრობ, ესაა საუკეთესო განმარტება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უსაქმურად, კანონიერი საკუთრების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, გაირყვნება, მხეცად გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოების უმაღლეს კლასს წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ზრუნავენ „უბედურებზე“ ვაჭრები, მეშჩანები - მთელი ჩვენი ხალხი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = თუ ადამიანის მოსპობა და განადგურება უნდათ, ის უნდა დასაჯონ ყველაზე საშინელი სასჯელით, ისეთით, უდიდეს ავაზაკ კაცისმკვლელსაც რომ შეაძრწუნებს და დააფრთხობს. ამისთვის საკმარისია ეს ადამიანი დაასაქმონ მისთვის სრულიად უსარგებლო და უაზრო სამუშაოზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველგვარი ზომების მიუხედავად, ცოცხალ ადამიანს ფიტულად ვერ გადააქცევ; შერჩება გრძნობები, ცხოვრებისა და შურისძიების წყურვილი, ვნებები და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე სულ სხვა რამეა, ვიდრე ის, რასაც ცოდნით და სხვათა ნათქვამით წარმოიდგენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კატორღაში მიმავალი მდაბიო თავის საზოგადოებაში მიდის, თუმცა, შეიძლება იგი მასზე განვითარებული იყოს. რასაკვირველია, მან ბევრი რამ დაკარგა - სამშობლო, ოჯახი, ყველაფერი... მაგრამ მისი გარემო არ შეცვლილა. განათლებული კაცი კი, რომელსაც კანონით მდაბიოს იდენტური სასჯელი აქვს, ხშირად მეტს კარგავს. მან ყველა მოთხოვნილება, ყველა ჩვევა უნდა დაიოკოს, გადავიდეს მისთვის დაუკმაყოფილებელ გარემოში, მიეჩვიოს სხვა ჰაერით სუნთქვას... ის წყლიდან ამოგდებული თევზია. ხშირად კანონით გათვალისწინებული სასჯელი მისთვის სხვაზე ათჯერ უფრო მტანჯველია. ეს ჭეშმარიტებაა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. თავისუფალი ადამიანიც, რასაკვირველია, იმედით ცოცხლობს, (მაგალითად, ბედის შეცვლის, ახალი საქმის დაწყების...), მაგრამ ის მოქმედებს და ცხოვრების ორომტრიალში სავსებით ერთვება, პატიმრის საქმე სხვაგვარადააა. დავუშვათ ესეც ცხოვრებაა - ყაზარმული, კატორღული; მაგრამ, ვინც უნდა იყოს კატორღელი და რა ვადითაც უნდა იყოს გადასახლებული, ვერ შეძლებს გადაჭრით, ინსტიქტურად, უპირობოდ მიიღოს თავისი ხვედრი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანი, თუნდაც ინსტინქტურად, თუნდაც შეუგნებლად, რაგინდ დაბეჩავებულიც უნდა იყოს, მაინც მოითხოვს პატივისცემას თავისი ადამიანური ღირსებისადმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარმა თვითონაც იცის თავისი მდგომარეობა, რომ პატიმარია, განკიცხულია, იცის თავისი ადგილი უფროსობის წინაშე; მაგრამ ვერავითარი დაღებით, ვერავითარი ბორკილებით ვერ აიძულებ დაივიწყოს, რომ ადამიანია. რადგან ის ჭეშმარიტი ადამიანია, მაშასადამე ადამიანურად უნდა მოეპყრა. ღმერთო ჩემო! დიახ, სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კანონის ამ უნიჭო შემსრულებლებს სრულიად არ ესმით და არც შეიძლება იცოდნენ, რომ კანონის ზუსტად და უაზროდ, არსის გაუცნობიერებლად შესრულებას სწორედაც რომ უწესრიგობა მოჰყვება და არც არასოდეს გამოუღია სხავ შედეგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საკმარისია მოაცილოთ გარეგანი ქერქი და ყურადღებით, ცრურწმენის გარეშე ჩაიხედოთ ხალხის გულში, ისეთ იშვიათ რამეს აღმოაჩენთ იქ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აკი საზოგადოებას ჯალათი სძულს, მაგრამ განა ჯალათი - ჯენტლმენი არაა?! ამაზე ახლახანს გამოთქვეს საპირისპირო აზრი, თანაც მხოლოდ წიგნებში, განყენებულად. ჯერჯერობით შორს ვართ იმისგან, რომ თვითმპყრობელური ჟინი ყველამ ჩაიკლას. თუნდაც ყოველი ფაბრიკანტი, ანტრეპრენიორი, უთუოდ უნდა გრძნობდეს, ერთგვარ გამაღიზიანებელ სიამოვნებას, რომ მასთან დასაქმებული მუშა ზოგჯერ თავისი ოჯახით მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დიახ, რეალურად სწორედ ასეა; თაობებს უჭირთ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც მემკვიდრეობით ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. ამგვარი სახელდახელო გადატრიალება შეუძლებელია. გააცნობიერო წინაპართა დანაშაული და ცოდვა, ჯერ კიდევ ცოტას ნიშნავს; საჭიროა სავსებით გათავისუფლდე მისგან. ეს კი უცებ როდი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ძნელი წარმოსადგენია, სადამდე შეიძლება დამახინჯდეს ადამიანის ბუნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რაიმე მიზნის გარეშე ცოცხალი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აგრე ღმერთი შეგეწიოთ! თავისუფლება! ახალი ცხოვრება! მკვდრეთით აღდგომა... რა საამური წუთია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} === ''თვინიერი'' 1876 === {{Q | ციტატა = ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაი რომ, სულმდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვარ კაცთა შორის უკეთილშობილესი, თუმც მევე არ მჯერა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = როცა ადამიანს ასამართლებ, უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა სულგრძელია, მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგახსენებთ, სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგცდა - უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს კი ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ - აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი მთელი სიცოცხლე სხავ არაფერი მიკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მეც ხომ უბედური ვიყავი! მეც ხომ ყველამ გამრიყა, გამრიყა და დამივიწყა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა - მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ, რომ მუქთად მოსდის, იმიტომ, რომ უშრომლად მოსდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია, ეს ხომ აქსიომა გახლავთ, ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს კიდეც ხიბლავს ზოგჯერ უცნაურობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იცით, ბატონებო, ზოგი იდეა ხმამაღლა თუ ითქვა, სიტყვად თუ იქცა, ისეთ სისულელედ მოგეჩვენებათ, შენვე შეგრცხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = თქვენ მე გამრიყეთ, ადამიანებო, უხმოდ, ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაცხყოფა მიაგებეთ. მაშასადამე, უფლება მაქვს კედელი აღვმართო ჩემ და თქვენ შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამქვეყნად არაფერი ყოფილა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვენ დაწყევლილები ვართ, ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწ და მარადის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = გოროზი, ამაყი, ნუგეშისა და ნამუსის მოწმენდას არავის სთხოვს, უსიტყვოდ იტანჯება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ნუ შეშინდები, ადამიანო, იყავი ამაყი! შენ არ ხარ დამნაშავე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, როცა, საუბედუროდ, ყველაფერი შენს დასაღუპად დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის ღრუბელივით ჩაევლო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო, დავრჩი ობლად. აგერ წიკწიკებს და წიკწიკებს საათი, რა ენაღვლება, ან რა აწუხებს. მე კი არავინ დამრჩა, არავინ მყავს მე უბედურს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = რა ჭირად ვიხლი ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაში მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ადათი, თქვენი ცხოვრება, სახელმწიფო, თქვენი მრწამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ, მე ვეტყვი, არაფერი არა მწამს-მეთქი. რად დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ ის, რაც ყველაზე მეტად მიღირდა? რა თავში ვიხლი ახლა თქვენს კანონებს? განზე გავდგები ყველაფრისგან. ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახლავთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = „ერთმანეთი გიყვარდეთ ხალხნო“, - ვინა თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ...მე ვიღუპები, მაგრამ გოეთეს დიდებულ სიტყვებს გაუმარჯოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიყო ჩემი თავის მსაჯული და ვიქნები კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე სთესოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ის იყო ჩემთვის ყველაფერი, ის იყო ჩემი ოცნებების, ჩემი მომავლის იმედი! ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც საჩემოდ ვამზადებდი, სხვა მე არავინ მინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება ჩემს გულში იყო ჩამარხული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} [[ფაილი:The Soviet Union 1971 CPA 4027 stamp (Fyodor Dostoyevsky (after Vasily Perov)).jpg|thumb|right|150პქ|მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით.]] === ''მოთამაშე'' (1867) === {{Q | ციტატა = მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით და სანამ მჭირდებით - უნდა გაგიფრთხილდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} [[ფაილი:Dostoevski grave at Alexander Nevsky Monastry.jpg|thumb|right|150პქ|ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა.]] {{Q | ციტატა = რაც შეეხება გამორჩენასა და მოგებას, მარტო რულეტზე კი არა, სადაც არ გინდათ, ადამიანები მუდამ ერთმანეთს აცლიან ლუკმას და მუდამ მოგებას ცდილობენ. ხოლო გამორჩენა და მოგება რაოდენ საძაგლობაა, ეს უკვე სხვა საკითხია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = პირდაპირ საკვირველი და სასაცილოა, რარიგ მეტყველია ხოლმე მორცხვი და ავადმყოფურად კდემამოსილი შეყვარებული კაცის თვალები, თუმცა უმალ მიწის გასკდომასა და შიგ ჩავარდნას არჩევს, ვინემ თავისი გრძნობები სიტყვითა და მზერით გაამჟღავნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = იცით წარმოუდგენელი რამ? მე თქვენ ყოველდღე უფრო ძლიერ მიყვარხართ, ეს კი თითქმის შეუძლებელი რამაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უიმედოდ მიყვარხართ და ვიცი, ამის შემდეგ ათასჯერ უფრო მეტად მეყვარებით. თუ ოდესმე მოგკლავთ, საკუთარი თავის მოკვლაც იქნება საჭირო; ასე რომ, საკუთარ თავს რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ მოვიკლავ, რათა ეს აუტანელი ტკივილი უთქვენოდ ავიტანო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველა გარემოებაში შეუძლია ღირსება შეინარჩუნოს. თუ საამისოდ ბრძოლა დასჭირდა, ეს კიდევ უფრო აამაღლებს, განა დაამცირებს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მარტოოდენ ფრანგებსა და კიდევ, მგონი, ევროპელებიდან ზოგს გააჩნიათ ისეთი გარეგნული ფორმა, უღირსი ფრიად ღირსეულად აჩინოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვიცი, არავითარი იმედი არა მაქვს და თქვენთვის ნული ვარ. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით: ყველგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გხედავთ, სხვა ჩემთვის არაფერი არსებობს. რად მიყვარხართ ასე, ვერ გეტყვით. იცით კი, რომ შეიძლება სულაც არ ხართ ლამაზი? წარმოიდგინეთ, ისიც არ ვიცი, მართლა ლამაზი სახე გაქვთ თუ არა? გული ნამდვილად ცუდი გაქვთ, არა მგონია, ჭკუაც კეთილშობილი გქონდეთ. კი, კი, შესაძლოა ასეც იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = რატომ მიწყრებით? იმიტომ, რომ თქვენს მონად ვაცხადებ თავს? მერე რა, მიმსახურეთ, ჰო, მიმსახურეთ მონასავით! იცით თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოგკლათ? იმიტომ კი არა, გადაგიყვარეთ ან ვიეჭვიანე, არა, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მინდა გშთანთქოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სიამოვნებაც ხომ ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო ცხოველური, უსაზღვრო ძალაუფლება თუნდაც ბუზზე, ესეც ხომ თავის მხრივ სიამოვნებაა. ადამიანი ბუნებით მტარვალია, სხვისი წვალება უყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შესაძლოა ამდენი გრძნობის გადალახვის შემდეგ სული არ ივსება, მხოლოდ ღიზიანდება და მეტ შეგრძნებებს ითხოვს, სულ უფრო ძლიერ და ძლიერ, საბოლოო დაღლამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ბუნებრივად თავაზიან ფრანგს იშვიათად შეხვდები. მუდამ ნაძალადევად, მუდამ ანგარიშით არის თავაზიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = როცა გვჭირდება, ჩვენთვის საძულველ ადამიანებთანაც კი საქმის დაჭერას არ ვთაკილობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ყველა ქალი ერთნაირია! ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტად სიბერეშიაც მოგკითხავს და დაგსჯის ღმერთი სიამაყისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ... კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერი და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მიმიფურთხებია ყველასთვის! ვინ ვარ უკვე? ზერო. ვინ შემიძლია ვიყო ხვალ? ხვალ შემიძლია მკვდრეთით აღვსდგე და ცხოვრება ახლიდან დავიწყო! ვიპოვო ადამიანი ჩემში, სანამ ის არ გაქრა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს. მეგობრობის დიდი ნაწილი დამცირებაზეა დაფუძნებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მეკითხებით რა საჭიროა ფული? როგორ თუ რა საჭიროა? ფული ყველაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უდიდესი სიამოვნებით მივატოვებდი ყველას და ყველაფერს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შენ ჭკვიანი და კეთილი ადამიანი ხარ... და... და სამწუხაროა, რომ ამასთანავე სულელიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მე თუ ვერ მიყიდით, ჩემი პატივისცემა შეიძლება იყიდოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ეს ზუსტად ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება. დაემეთანხმებით იმაში, რომ არ იხრჩობოდეს, ხავსს არ ჩათვლიდა ხის ტოტად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მართლა რაღაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა უცხო მხარეში გადახვეწილი, შენს ქვეყანას, შენს მეგობრებს მოშორებული, ხვალ რომ არ იცი, რას შეჭამ, აიღებ და უკანასკნელ, შენს უკანასკნელ გულდენს ჩამოხვალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჯერ კიდევ არ მესმის ჩემი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვერ ამიტანია ისეთი პატიოსანი ხალხი, ახლოს მისვლა რომ გეშინია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''უგვანო ანეკდოტი'' (1862) === {{Q | ციტატა = ჩვენ ყველანი ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის ძალგვიძს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სუფრაზე დაჯდომის ზუსტად ორი წუთის შემდეგ ერთმა ფიქრმა მოიცვა მთლიანად და შეზარა.ანაზდად იგრძნო, რომ უბედურად მთვრალია, წინანდელივით შეჭიკჭიკებული კი არადა, გალეშილი მთვრალია.ამის მიზეზი ერთი ჭიქა არაყია, შამპანურს რომ დააყოლა და მაშინვე მოერია.მთელი არსებით გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა.რა თქმა უნდა, სითამამე კი მოემატა, მაგრამ შეგნებამ არ უღალატა და უკიჟინებდა: "არ ვარგა, არა, არც შეგფერის და არც გეკადრება! ცხადია, მთვრალის მერყევ ფიქრებს ერთ წერტილზე რა გააჩერებს.თვითონაც გრძნობდა, მის სულში რო თითქოს ორი ძალა შეჭიდებოდა ერთმანეთს:ერთი ჩასძახოდა, შენს მიზანს უთუოდ მიაღწევო.მეორე კი მწარედ ღრღნიდა და გულს უწიწკნიდა: „რას იტყვიან? რით დამთავრდება? ხვალ, ხვალ რა იქნება!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''წერილი ძმას კატორღიდან'' === {{Q | ციტატა = კატორღაში გატარებული ოთხი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლებია, იქ გავიგე ძალზედ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ადამიანები ყოველთვის ცოდვილები არ არიან, მათ ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როდესაც წმინდანები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ძმაო, საყვარელო მეგობარო ჩემო... არ გავზარმაცებულვარ, არც სულიერად დავცემულვარ, ცხოვრება ყველგან ცხოვრებაა, ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენს გარშეო. იყო ადამიანთა შორის და დარჩე ბოლომდე ადამიანად, არ გაზარმაცდე, არც სულიერად დაეცე - ეს არის ჩემთვის ცხოვრება, ეს არის ცხოვრების აზრი, ეს იდეა ღრმად გაჯდა ჩემში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = დიახ! მართალია, ის თავი, რომელიც ქმნიდა, ცხოვრობდა უმაღლესი ხელოვნებით, რომელმაც შეიცნო და შეეგუა სულის ამაღლებულ მოთხოვნილებებს, ის თავი უკვე მოკვეთილია ჩემი მხრებიდან. დარჩა მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი ჯერ კიდევ განუხორციელებელი ხსოვნა და გამოსახულებები. ისინი დამასნეულებენ, მართლა! მაგრამ ჩემში დარჩა ისევ ის გული, ისევ ის სისხლი და ხორცი, რომელთაც ასევე ძალუძთ უყვარდეთ და იტანჯებოდნენ, სურდეთ და ახსოვდეთ, ეს კი ცხოვრებაა. On voit le soleil! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო ჩემო! რამდენი იერსახე ჩემ მიერ გამოძერწილი, ახლიდან შექმნილი, ჩაქრება ჩემს გონებაში ან საწამლავად ჩაიღვრება სისხლში. წერას თუ ვერ შევძლებ, დავიღუპები! უმჯობესია თხუთმეტი წელი ვიჯდე, ოღონდ ხელში კალამი მეჭიროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ნუ წუხხარ ჩემთვის, ღვთის გულისათვის! იცოდე, რომ არ ვარ ნაღვლიანი, გახსოვდეს, რომ ჩემში იმედი არ მომკვდარა, ოთხ წელიწადში შემსუბუქდება ბედი, რიგითი ვიქნები - ეს კი ტუსაღზე უკეთესია, და გაითვალისწინე, რომ ოდესღაც ჩაგეხუტები! ხომ ვიყავი დღეს სიკვდილის წინაშე? - საათის სამი მეოთხედი ამაზე ფიქრში გავატარე, უკანასკნელ საზღვრამდეც მივედი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვცხოვრობ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = თუ ვინმეს ბოროტად ვახსოვარ, თუ ვინმეს ჩემგან წყენა უდევს გულში, ყველას უთხარი, რომ დაივიწყონ, მაპატიონ. არ არის ჩემს სულში ბოროტება და წყენა. ეჰ, როგორ გადავეხვეოდი და მეყვარებოდა ნებისმიერი ჩემი წარსულიდან აქ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = როგორც კი უკან მოვიხედავ, მეფიქრება თუ რამდენი დროა გაფლანგული, რამდენი დრო დაიკარგა გზააბნეულობაში, შეცდომებში, სიცოცხლის არცოდნაში, როგორ არ ვუფრთხილდებოდი მას. რამდენჯერ შემიცოდავს საკუთარი გულისა და სულის წინაშე, გულიდან სისხლად გადმომდის ეს ყოველივე. ცხოვრება საჩუქარია, ცხოვრება ბედნიერებაა, ყოველი წუთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ახლა ყველაფერს ვშორდები, რაც კი ნაზი იყო, ძნელია მოსწყდე ამ ყოველივეს, ძნელია გატეხო საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 3“ }} === ''ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან'' (1864) === {{Q | ციტატა = მე არა მარტო ის ვერ შევძელი, რომ ანჩხლი გავმხდარიყავი, არამედ სხვაც ვერაფერი გავხდი: ვერც ბოროტი, ვერც კეთილი, ვერც უსინდისო, ვერც პატიოსანი, ვერც გმირი, ვერც მწერი. ახლა ჩემს კუთხეში ვცხოვრობ და თავს ღვარძლიანად ვანუგეშებ არაფრის მაქნისი აზრით, რომ ჭკიან კაცს სერიოზულად არც შეუძლია, რაიმე გახდეს და რაიმე მხოლოდ ბრიყვი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭკვიანი კაცი ზნეობრივად მოვალეა, რომ უპირატესად უნებისყოფო არსება იყოს, ხოლო ნებისყოფიან, მოღვაწე ადამიანს მეტწილად გონებაშეზღუდულობა მართებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ახლა ეს ვთქვათ: წესიერი კაცი ყველაზე უფრო მეტი სიამოვნებით რაზე ილაპარაკებს? პასუხი: საკუთარ თავზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მრავლის შეცნობა სნეულებაა, ნამდვილი, სრული სნეულება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მაინც მყარად მწამს, რომ არათუ ძალზე დიდი ცნობიერება, არამედ ყოველგვარი ცნობიერება სნეულებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო სრულად აღვიქვამდი სიკეთისა და ყოველივე „მშვენიერისა და ამაღლებულის“ არსს, მით უფრო ღრმად ვეფლობოდი ჩემს კუთვნილ წუმპეში და მით უფრო მეტად შემეძლო, ამ წუმპით ამოვთითხნილიყავი. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყოველივე შემთხვევით კი არ მემართებოდა, არამედ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეს ჩემი სრულიად ნორმალური მდგომარეობა გახლდათ და არა სნეულება და წახდენა, ისე რომ, ბოლოს წახდენასთან შებრძოლების სურვილიც გამიქრა. ეს იმით დასრულდა, რომ ლამის ვირწმუნე, რომ ჩემი ნორმალური მდგომარეობა სწორედაც ასეთი ყოფა იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სიამოვნებას, სახელდობრ, იწვევდა თავის დამცირების ძალზე აშკარა აღქმა, იმის შეგრძნება, უკანასკნელ ზღვართან რომ ხარ მიმდგარი, იმის შეგრძნება, ეს სისაძაგლე რომ არის, მაგრამ არც შეიძლება სხვაგვარად რომ იყოს, საშველი რომ არ გაქვს, სხვა ადამიანად ვერასოდეს რომ ვერ გადაიქცევი, თუნდაც დრო ჯერ კიდევ გქონდეს და რწმენაც გაგაჩნდეს, სხვა რაიმედ გადაქცევა რომ ძალგიძს. ამას თავად მაინც არ ისურვებდი და თუ ისურვებდი, მაინც არაფერს მოიმოქმედებდი, რამეთუ სინამდვილეში ვერაფრადაც ვერ გადაიქცეოდი. ხოლო მთავარი, ბოლოს და ბოლოს, ის გახლავთ, რომ ეს ყოველივე ხდება ჭარბი ცნობიერების ნორმალური და ძირითადი კანონებით და ამ კანონებიდან გამომდინარე ინერციით. მაშასადამე, არათუ რაიმედ ვერ გადაიქცევი, საერთოდაც ვერაფერს გახდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭარბი ცნობიერებიდან, მაგალითად, აი, რა გამომდინარეობს: თუ არამზადა თავადვე გრძნობს, რომ ნამდვილი არამზადაა, ეს თითქოს მისი მანუგეშებელი უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მძაფრი სიამოვნება სწორედ სასოწარკვეთის ჟამს გეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე ძლიერად აცნობიერებ, რომ უსაშველო ვითარებაში იმყოფები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = დამნაშავე, ჯერ ერთი, იმიტომ ვარ, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა შორის ყველაზე ჭკვიანი გახლავართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = განა შეგნებულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავის ოდნავ პატივისმცემელი მაინც რომ იყოს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი სისტემისა და განყენებული დასკვნის მიმართ იმდენად მიკერძოებულია, რომ მზად არის, სიმართლე განზრახ დაამახინჯოს, მზად არის, არც დაინახოს რამე და არც გაიგონოს, ოღონდაც თავისი ლოგიკა გაამართლოს. აბა ირგვლივ მიმოიხედეთ: სისხლი ზღვად მოედინება, თანაც ისეთი მხიარულებით, თითქოს შამპანური იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცივილიზაცია ადამიანში მხოლოდ შეგრძნებათა მრავალმხრივობას გამოიმუშავებს და მეტს არაფერს. ხოლო იმ მრავალმხრივობის განვითარებით ადამიანი ლამის იქამდეც კი მივა, რომ სისხლისღვრაში სიამოვნებას მოიძიებს. ეს ხომ უწინაც ყოფილა. არ შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე დახვეწილი სისხლისმღვრელნი თითქმის ერთიანად ყველაზე ცივილიზებული ბატონები გახლდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = იმ ბრძენთა ბრძენებმა საიდან გამოჩხრიკეს, რომ ადამიანს მაინცდამაინც ნორმალური, მაღალზნეობრივი წადილი ესაჭიროება? რანაირად წარმოიდგინეს, რომ ადამიანს უსათუოდ კეთილგონივრულად სასარგებლო წადილი სჭირდება? ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი წადილი ესაჭიროება, ეს დამოუკიდებლობა რადაც უნდა დაუჯდეს და სადამდეც უნდა მიიყვანოს. ხოლო წადილი, წადილი ხომ ეშმაკმა უწყის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ნამდვილი სისულელე ზოგჯერ იმიტომ გვსურს, რომ უგუნურობის გამო ეს სისულელე ამა თუ იმ წინასწარ ნავარაუდევი სარგებლის მოსაპოვებელ უიოლეს გზად მიგვაჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ბატონებო, ვთქვათ, ადამიანი უგუნური არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მსოფლიო ისტორიაზე ყველაფრის თქმა შეიძლება, ყველაფრისა, რაც კი თავში მოუვა უაღრესად გაღიზიანებულ წარმოსახვას. მხოლოდ იმას ვერ იტყვი, კეთილგონივრული რა არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანები ჯერ კიდევ ადამიანები არიან და არა ფორტეპიანოს კლავიშები, რაზედაც თვით ბუნების კანონები უკრავს, მაგრამ იქამდე დაუკრავს, სანამ კალენდრის გარდა სასურველიც აღარაფერი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანობის განმსაზღვრელი, ვგონებ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი თავის თავს ყოველ წუთას უმტკიცებდეს, წკირი კი არა, ადამიანი ვარო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი უპირატესად შემოქმედი ცხოველია, რომელსაც დაკისრებული აქვს, მიზნისკენ შეგნებულად მიისწრაფოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ფუქსავატი და უმსგავსი არსებაა და, შესაძლოა, მოჭადრაკისნაირად მხოლოდ მიზნის მიღწევის პროცესი უყვარს და არა თვით მიზანი. ჰოდა, ვინ იცის, შესაძლოა, მთელი მიზანი მთელ ქვეყნიერებაზე, საითკენაც კაცობრიობა მიისწრაფვის, მხოლოდ და მხოლოდ მიღწევის უწყვეტი პროცესია, სხვაგვარად თუ ვიტყვით, თვით ცხოვრებაა და არა საკუთრივ მიზანი, რაც, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, გარდა ორჯერ ორი ოთხისა, ანუ ფორმულაა, ხოლო ორჯერ ორი ოთხი, ბატონებო, ცხოვრება კი არა, სიკვდილის დასაწყისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ასე მტკიცედ, ასე მძლეთამძლედ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ნორმალური და დადებითი რამ, ერთი სიტყვით, მხოლოდ კეთილდღეობაა ადამიანისთვის სასარგებლო? გონება სარგებელთა თაობაზე ხომ არ ცდება? ადამიანს იქნებ არა მარტო კეთილდღეობა უყვარს? სატანჯველიც იქნებ იმდენადვე უყვარს? მისთვის სატანჯველი იქნებ იმდენადვე მომგებიანია, რამდენადაც კეთილდღეობა? ხოლო ადამიანს სატანჯველი ზოგჯერ მთელი ჟინით რომ უყვარს, ეს ხომ უეჭველია. თქვენსავე თავს შეეკითხეთ, თუ ადამიანი ხართ და რაღაც ხანი გიცხოვრიათ. პირადად ჩემი აზრით კი მხოლოდ კეთილდღეობის სიყვარული, ცოტა არ იყოს, უხამსობაა. რიგიანია თუ ურიგო, ზოგჯერ რაღაცის დამსხვრევა ძალზე სასიამოვნოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცნობიერება ადამიანისთვის უდიდესი უბედურებაა, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანს უყვარს და არავითარ დაკმაყოფილებაზე არ გაცვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სურვილები მომისპეთ, იდეალები წარმიხოცეთ, უკეთესი რამ დამისახეთ და სადაც გინდათ, იქ გამოგყვებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თქვენ ცხოვრება გწყურიათ და ცხოვრებისეულ საკითხებს აბდაუბდა ლოგიკით თავად წყვეტთ. თქვენი გამოხდომები ასეთი მომბეზრებელი, ასეთი თავხედურია და ამავე დროს როგორი შიში გიპყრობთ! სისულელეს ლაპარაკობთ და ამით კმაყოფილი ხართ. უტიფრად ლაპარაკობთ, თანაც ამის გამო ერთთავად შიშით კანკალებთ და ბოდიშს იხდით. გვარწმუნებთ, რომ არაფრისა გეშინიათ და ამავე დროს ჩვენი აზრის შეტყობას ლაქუცით ცდილობთ. გვარწმუნებთ, რომ კბილებს აღრჭენთ და ამავე დროს ხუმრობთ, რათა გაგვაცინოთ. იცით, რომ თქვენი ხუმრობანი მახვილგონივრული არ არის, მაგრამ, ცხადია, ამ ხუმრობათა ლიტერატურული ღირსებებით ფრიად კმაყოფილი ხართ. შესაძლოა, ზოგჯერ მართლა გატანჯულხართ, მაგრამ თქვენს ტანჯვას პატივს ოდნავადაც არ სცემთ. თქვენი გულ-გონება სიმართლეს კი მეტყველებს, მაგრამ თქვენს არსებას უბიწობა არ გააჩნია. უწვრილმანესი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სიმართლეს ბერავთ და თვალებში სამარცხვინოდ გვჩრით... რაღაცის თქმა კი მართლა გსურთ, მაგრამ თქვენს საბოლოო სიტყვას შიშის გამო მალავთ, რამეთუ სათქმელად გამბედაობა არ გყოფნით და მხოლოდ ლაჩრული თავხედობა გაგაჩნიათ. ცნობიერებით ტრაბახობთ, მაგრამ მარტოოდენ მერყეობთ, რამეთუ ჭკუა-გონება კი გიმუშავებთ, მაგრამ თქვენი გული გარყვნილებას მოუცავს, ხოლო უმწიკვლო გულის უქონლად სრული, წესიერი ცნობიერება ვერ იარსებებს, თქვენი პრანჭვა-გრეხა თავის გამოჩინებაა, რარიგ მოსაბეზრებელია! სიცრუეა, სიცრუეა, სიცრუე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანის მოგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი დროის ყოველი წესიერი ადამიანი მხდალი და მონაა და მოვალეც არის, რომ იყოს. ეს მისი ნორმალური მდგომარეობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ერთადერთი ვარ, ხოლო ისინი ყველანი ერთნაირები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მეორეხარისხოვანი როლში ყოფნას ვერც კი წარმოვიდგენდი და სწორედ ამიტომაც სინამდვილეში უკანასკნელ როლს ძალზე მშვიდად ვიკავებდი. ან გმირი უნდა ვყოფილიყავი, ან წუმპეში ამოგანგლული. საშუალო რამ არ არსებობდა. სწორედ ამან დამღუპა, რადგან წუმპეში თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ სხვა დროს გმირი ვიყავი, ხოლო გმირი წუმპის გამამართლებელი გახლდათ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ზოგი ქალი ისეთია, ქმარი რაც უფრო ძლიერ უყვარს, მით უფრო ხშირად ეჩხუბება. „რაკი ძალიან მიყვარხარ, უნდა გაგტანჯო კიდევაც და ამას უნდა გრძნობდეო“. იცით თუ არა, ვინც უყვართ, განზრახ რომ აწამებენ? ამას უმეტესად ქალები სჩადიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = არავინ, არც ერთმა სულიერმა არ უნდა იცოდეს, ქმარსა და ცოლს შორის რა ხდება, თუკი მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი წაჩხუბებულნიც უდნა იყვნენ, განმსჯელად მშობელ დედასაც არ უნდა მოუხმონ და ერთიმეორეზე სასაყვედურო არაფერი თქვან. თავიანთი განმსჯელნი თავად უნდა იყვნენ. სიყვარული ღვთაებრივი საიდუმლოა და ყველას თვალთაგან ფარული უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც მთელი ქვეყნიერება დაიქცეს, ოღონდ მე ჩაის მუდამ ვსვამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩემთვის სიყვარული ტირანულად მოპყრობას, ზნეობრივ უპირატესობას ნიშნავდა. მთელ სიცოცხლეში სხვაგვარი სიყვარულის წარმოდგენაც კი არ შემეძლო და ახლა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიყვარული სიყვარულის საგნისგან ნებაყოფლობით უფლების მოცემაა მასზე ტირანული მოპყრობისა. მიწისქვეშეთში ოცნებისას სიყვარულს მხოლოდ ქიშპობად წარმოვისახავდი, ყოველთვის მძულვარებით ვიწყებდი და ზნეობრივი დამორჩილებით ვასრულებდი, ხოლო შემდეგ აღარ ვიცოდი, დამორჩილებულს როგორ მოვქცეოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცხოვრებას ყველანი გადავეჩვიეთ, ყველანი მეტად თუ ნაკლებად მოვიკოჭლებთ. ისე გადავეჩვიეთ, რომ ზოგჯერ ნამდვილი, „ცოცხალი ცხოვრების“ მიმართ ერთგვარი ზიზღი გვეუფლება და ამის გამო ვერ აგვიტანია, როცა შეგვახსენებენ. იქამდე ვართ მისულნი, რომ ნამდვილი „ცოცხალი ცხოვრება“ ლამის შრომად, თითქმის სამსახურადაც კი მიგვაჩნია და ყველანი ვაღიარებთ, რომ წიგნისმიერად ცხოვრება გვიჯობს. დროდადრო რას ვფაციფუცობთ, რას ვჟინიანობთ, რას მოვითხოვთ თავადაც არ ვიცით. ჩვენთვის ხომ უარესი იქნება, ჟინიან მოთხოვნებს თუ აღგვისრულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = აბა, შეეცადეთ, აბა, მაგალითად, ცოტათი მეტი დამოუკიდებლობა გვიბოძეთ, რომელ ჩვენგანსაც გინდათ, ხელები გაგვიხსენით, საქმიანობის სივრცე გაგვიფართოვეთ, მეურვეობა შეასუსტეთ... ჩვენ ხომ... გარწმუნებთ, ჩვენ ხომ უმალ შეგევედრებით, რომ მეურვეობა აღგვიდგინოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ხომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უკიდურესობამდე მივიყვანე ის, რისი მიყვანაც თქვენ ნახევრამდეც ვერ გაბედეთ, ამასთანავე თქვენს სიმხდალეს კეთილგონიერებად მიიჩნევდით და თავს ამით ინუგეშებდით, თავს ამით იტყუებდით. ისე რომ, მგონი თქვენზე უფრო „ცოცხალი გახლავართ“. გულ-გონება გაიმახვილეთ! ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით, ეს ცოცხალი სად არის, რა არის და რა ეწოდება? მარტონი რომ დაგვტოვოთ, უწიგნოდ რომ დაგვტოვოთ, უმალვე თავგზა აგვებნევა - არ გვეცოდინება, რას მივეკედლოთ, რას ვებღაუჭოთ, რა გვიყვარდეს და რა გვძულდეს, პატივი რას ვცეთ და რა შევიზიზღოთ! ადამიანებად ყოფნაც კი, ნამდვილ, საკუთარ სხეულის და სისხლის მქონე ადამიანებად ყოფნაც კი გვიმძიმს, გვეჩოთირება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია და რაღაცნაირ, არარსებულ, ზოგად ადამიანებად ყოფნისკენ მივისწრაფვით. მკვდრადშობილნი ვართ, უკვე დიდი ხანია ცოცხალი მამები აღარ წარმოგვშობენ და ეს სულ უფრო და უფრო მოგვწონს. გაგვიტკბა კიდევაც. მალე იმასაც გამოვიგონებთ, რომ იდეისგან ვიშვით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} === ''მწერლის დღიური'' (1873-1881) === {{Q | ციტატა = გაიგონ ადამიანებმა, რომ ბედნიერება უსაქმურობაში არ არის, მიხვდნენ იმას, რომ აზრი ჩაქრება უსაქმურში, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ახლობელი ისე, რომ არ შრომობდე მისთვის, რომ მოსაწყენია იცხოვრო საჩუქრით, რომ ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, არამედ მის მიღწევაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იტყვით, რომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ბავშვები. მისმინეთ: ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბავშვებზე მაღლა, რადგან ჩვენ მათზე უარესნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ სულ ცოტათიც კი არ ვპატიობთ ჩვენი აზრისგან ოდნავ გადახრილ აზრს, ჩვენთან ოდნავ უთანხმოებაში მყოფს არამზადად ვთვლით, გვავიწყდება ის, რომ ვინც ასე ადვილად დაკარგავს სხვის დაფასებას, ის საკუთარ თავსაც არ აფასებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე კი გიცხადებთ გულწრფელი სიტყვით, რომ არც შექსპირს და არც ჰომეროსს, ერთად რომ აგვეღო ყველა, მაინც ვერ ვიპოვიდით უფრო მშვენიერს ვიდრე ახლა, ამ თეთრ დარბაზში შეიძლებოდა აღმოგეჩინათ თქვენ შორის. რა არის შექსპირი! აქ ისეთი გამომჟღავნდებოდა, რომ არც კი დაესიზმრებოდათ ჩვენს სწავლულებს. მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თვითონაც არ იცით თუ რაოდენ მშვენიერნი ხართ! იცით თუ არა, ნებისმიერ თქვენგანს რომ მოესურვებინა შესძლებდა გაებედნერებინა ყოველი ამ დარბაზში და ყველას აიყოლიებდა? და ეს ძალა ყოველ თქვენგანშია, მაგრამ იმდენად ღრმადაა ჩამალული, რომ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენლად გვეჩვენება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ყველანი ღელავენ, ყველა ყველაფერში იღებს მონაწილეობას, ყველას სურს გამოთქვას აზრი და წარადგინოს საკუთარი თავი. და აი, მხოლოდ ერთი ვერ ამომიხსნია, რა უფრო მეტად სურთ: იზოლირებული დარჩება ყველა თავის აზრში თუ ერთ აზრად იქცევიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = უმაღლესი იდეა დედამიწაზე ერთია - იდეა ადამიანის სულის უკვდავებისა, რადგან სხვა დანარჩენი „მაღალი“ იდეები, რომლითაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, მხოლოდ მისგანვე გამოედინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ძველი წესია: საგანში კი არაა საქმე, არამედ თვალშია. თუ გაქვთ თვალები - მოიძებნება საგანი, თუ არ გაქვთ - ესე იგი ბრმა ხართ და ვერც ერთ საგანში ვერაფერს ნახავთ. თვალები მნიშვნელოვანია, ის რაც ერთის თვალში პოემაა, სხვის თვალში უბრალო ფუთაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ოჯახიც ხომ მწიფდება, მზად ხომ არ გაძლევენ და არც ერთი წესი და არც ერთი ვალდებულება არ მოდის მზად, არამედ ეს ყოველივე თავისით იქმნება, ერთი მეორეს წარმოქმნის. მხოლოდ მაშინაა ოჯახი ძლიერი, სწორედ მაშინაა ეს წმინდა. ოჯახი დაუღლელი სიყვარულის შრომით ხდება სრულყოფილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = წარმოისახება ამოუხსნელი კითხვა: ტალანტი ფლობს ადამიანს თუ ადამიანი ტალანტს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ თანდათან უფრო შევწყვიტეთ ერთმანეთის გაგება. ვგულისხმობ სერიოზულ და გულწრფელ ხალხს - მხოლოდ ამათ არ ესმით ერთმანეთის; გადამყიდველები კი სხვა საქმეა - მათ ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იცით რას ნიშნავს ბავშვის შეურაცხყოფა? მათი გულები უმანკო, თითქმის გაუცნობიერებელი სიყვარულითაა აღსავსე. ასეთი დარტყმები კი მათში მწუხარე გაკვირვებასა და ცრემლებს იწვევს, რასაც ღმერთი ხედავს და იმახსოვრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მხოლოდ სიყვარულით ვიყიდით ბავშვების გულს და არა მხოლოდ ბუნებრივი უფლებით მათზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თითქმის ყველანი ტალანტები არიან, მაგრამ გრამითაც არ არიან პოეტები. მჭედელიც კი ტალანტურია. პოეზია, ასე ვთქვათ, შინაგანი ცეცხლია ყოველგვარი ტალანტისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ გამოაშკარავებული, მიმდინარე და ისიც დაკვირვებით, დასასრული და დასაწყისი - ეს ჯერ ფანტასტიკაა ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე ყოველთვის პირიქით მეჩვენებოდა, რომ უდიდესი ბედნიერებაა იცოდე ის, რის გამოც ხარ უბედური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რათა უკეთესები გავხადოთ, ისინი თავის მხრივ ჩვენ გვაქცევენ უკეთესებად, თუნდაც მათზე ერთი შეხებით. ისინი ადამიანურს ხდიან ჩვენს სულს, მხოლოდ ჩვენს შორის გაჩენით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაცებით უკმაყოფილო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გაისაზრო და შეიგრძნო შეიძლება სწორადაც და პირველივე ჯერზეც, მაგრამ ადამიანად გახდომა არ შეიძლება პირველივე ჯერზე, უნდა გამოიკვეთო ადამიანად. აქ დისციპლინა... მოაზროვნეები ახმოვანებენ კანონებს, იმ საერთო კანონებს, რითაც ყველანი ბედნიერნი გახდებოდნენ, განურჩველად ყველა, ოღონდ ეს კანონები შექმნილიყო. ეს იდეალი, შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, დაუსრულებელ ადამიანებში არც კი განხორციელდებოდა, არანაირი კანონი, თუნდაც ყველაზე ცხადიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მისტიკურ იდეებს უყვარს თვალთვალი, ისინი ამით იქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჭკუის შეცდომები და გაუაზრებლობა უფრო სწრაფად და უკვალოდ ქრება, ვიდრე შეცდომები, რომელსაც გული უშვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = შენს მიღმა კი არა, შენშია სიმართლე, იპოვე შენი თავი შენში, წაიკითხე შენი შენში, დაეუფლე შენს თავს და შეიცნობ სიმართლეს. ნივთებში არ არის ეს სიმართლე, არც შენ ირგვლივ და არც ზღვას იქით სადმე, არამედ უპირველეს ყოვლისა, შენს საკუთარ თავზე შრომაში. გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, მოთოკავ თავს და გახდები ისეთი თავისუფალი, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, დაიწყებ დიად საქმეს და სხვებსაც თავისუფლად აქცევ, შეიცნობ ბედნიერებას, რადგან შეივსება შენი სიცოცხლე, გაუგებ შენს ხალხს და იპოვი მათ წმინდა სიმართლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ევროპისთვის რუსეთი გაუაზრებლობაა და მისი ყოველი საქმეც გაუაზრებლად მიაჩნია, ასე იქნება მუდამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გავლილი ტანჯვა შეიძლება სულისთვის სიწმინდედ იქცეს. ადამიანი საერთოდ ისეა შექმნილი, რომ უყვარს საკუთარი განვლილი ტანჯვა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ომი მასის საბაბია, რომ საკუთარი თავი დააფასოს. ამიტომაც უყვარს ერს ომი: ის ქმნის ომზე სიმღერებს, დიდი ხნის მანძილზე ქმნის ლეგენდებს და მოთხრობებს მასზე. სისხლისღვრა მნიშვნელოვანი რამაა. ომი აუცილებელია ჩვენს დროში, ომის გარეშე ქვეყანა იქცეოდა რაღაც დორბლად, რაიმე ცრუ სისველედ, დაბინძურდებოდა დამპალი ჭრილობებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ბუნებრივადაა გადახრილი სიმხდალისა და უსირცხვილობისაკენ, და კარგადაც იცის ეს; შესაძლოა ამიტომაც წყურია მას ომი და ამიტომ უყვარს ასე ძლიერ: მასში გრძნობს წამალს. ომი აღვივებს ძმის სიყვარულს და აერთიანებს ქვეყნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადვოკატი დაქირავებული სინდისია, ადვოკატს არ ძალუძს არ ითამაშოს საკუთარი სინდისით, თუნდაც სურდეს, რომ არ ითამაშოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ამჟამად იმდენად არ ომობენ იარღით, როგორც ჭკუით, ეს უკანასკნელი ვითარება განსაკუთრებულად არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = არ მინდა ვიყო მართალი - რადგან შევცვლი საკუთარ თავს. არ მინდა ვიყო ცოდვილი - რადგან არაფერში ვარ დამნაშავე, არ მინდა ვირჩევდე - რადგან გრძნობები ერთი სიძლიერისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მწვერვალისკენ სვლის დროს თუ გაჩერდები და ყოველ მყეფარე ძაღლს ქვის სროლას დაუწყებ, მწვერვალს ვერასოდეს მიაღწევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} === ''სასაცილო ადამიანის სიზმარი'' (1877) === {{Q | ციტატა = მე სასაცილო ადამიანი ვარ. ისინი უკვე შეშლილს მეძახიან. ეს წოდების ამაღლება იქნებოდა, ისევ ისეთივე სასაცილოდ რომ არ მთვლიდნენ, როგორც წინათ. ახლა კი არ მწყინს, ისინი ყველანი საყვარლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამცინიან. თვითონაც ვიცინებდი მათთან ერთად, - საკუთარ თავზე კი არა, უბრალოდ მათი შემხედვარე, ვიცინებდი ასე დამწუხრებული რომ არ ვიყო მათი შემყურე. დამწუხრებული ვარ, რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება, მე კი ვიცი. ოჰ, რა ძნელია მარტომ იცოდე ჭეშარიტება! მაგრამ ამას ისინი ვერ გაიგებენ. არა, ვერ გაიგებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = გააზრება გააზრებას მოსდევდა. ცხადი ხდებოდა, რომ თუ მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს და ვგრძნობდე სირცხვილს საკუთარ საქციელზე, დაე. მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მაგალითად ორი საათის შემდეგ, მაშინ რაა გოგონა და რა საქმე მაქვს სირცხვილთან და ყოველივესთან ამქვეყნად? მე ვიქცევი ნულად, აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ შეიძლება შეგნება იმის, რომ მე ახლა საერთოდ არ ვიქნები და ასევე არაფერი არ იქნება, უმცირესი შეგრძნებაც კი გოგონას შეცოდებისა, არც სირცხვილი ჩადენილი სიმხდალის გამო? მე ხომ იმის გამო გავუბრაზდი და დავუყვირე ველური ხმით უბედურ ბავშვს, რომ „განმეცხადებინა, მე არა მარტო არ ვგრძნობ შეცოდებას, არამედ თუ არაადამიანურ ნაძირლობას ჩავიდენ, ახლა შემიძლია, რადგან ორ საათში ყველაფერი ჩაქრება“. გჯერათ, რომ ამის გამო დავუყვირე? მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვლინდებოდა, რომ ცხოვრება და მსოფლიო რაღაცნაირად დამოკიდებულია ჩემზე. ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: გავისვრი და მსოფლიო არ იქნება, ყოველივ შემთხვევისთვის, ჩემთვის არ იქნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შესაძლოა, მართლაც არ იყოს არავისთვის ჩემს მერე, და მთელი მსოფლიო ხალხითურთ გაქრება ჩემთან ერთად, როგორც ჩემი ცნობიერების მოჩვენება - ერთადერთი მე ვარ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმრები, როგორც ცნობილია, საოცრად უცნაური რამაა: ზოგი საშინელი სიცხადით გესახება, ოქრომჭედლის გამოკვეთილი დეტალებით და შემდეგ მეორეში გადადიხარ იმის შეუმჩნევლად, რომ განზომილებასა და დროში გადაინაცვლე. გეჩვენება, რომ სიზმრებს არა გონება, არამედ სურვილი, არა თავი, არამედ გული წარმოსახავს და ამავე დროს მათ შორის რა ეშმაკური მახეები გადაულახავს ჩემს გონებას სიზმარში! ამასთანავე, სიზმარში, სრულიად მიუღწეველი მოვლენები ხდება. ჩემი ძმა მაგალითად, ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა. ხანდახან სიზმარში ვხედავ მას: ის მონაწილეობას იღებს ჩემს საქმეებში, ძალზედ დაინტერესებულნი ვართ თან ამ დროს და მთელი სიზმრის განმავლობაში სრულიად ვიცი, რომ ჩემი ძმა გარდაცვლილია და დამარხული. რაც არ უნდა ვარწმუნო ჩემს თავს, რომ ის მკვდარია, მაინც მუხთლად ჩემ გვერდით არ მოძრაობს? რატომ აძლევს ნებას ამ ყოველივეს ჩემი გონება? მაგრამ საკმარისია. მაგრამ საკმარისია. ვუბრუნდები ჩემს სიზმარს. დიახ... მაშინ დამესიზმრა, ჩემი სამი ნოემბრის სიზმარი! ახლა უკვე მაჯავრებენ ისინი, რადგან ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მაგრამ განა სულერთი არაა სიზმარი იყო თუ ცხადი, თუკი ამ სიზმარმა ჭეშმარიტება მანახა? რადგან თუ ერთხელ ნახავ ჭეშმარიტებას, შემდეგ ყოველთვის იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა და სხვა ვერ იქნება, არც ძალუძს, რომ იყოს, მიუხედავად იმისა, გძინავთ თუ რეალობაში ხართ. დაე, იყოს სიზმარი, იყოს, მაგრამ ეს ცხოვრება, რომელსაც ასე აღამაღლებთ, მე მინდოდა თვითმკვლელობით მომესპო, სიზმარმა კი, ჩემმა სიზმარმა, ო, მან მამცნო მე ახალი, დიადი, განახლებული და ძლიერი სიცოცხლე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარში თქვენ ხან სიმაღლიდან ვარდებით ან დანით გჭრიან, ან გირტყამენ, მაგრამ არასოდეს გრძნობთ, თუ თქვენ თვითონ, როგორმე ცხადში არ დაიზიანებთ თავს საწოლში, აქ თქვენ იგრძნობთ ტკივილს და თითქმის ყოველთვის ტკივილისგან გამოგეღვიძებათ. ასევე იყო ჩემს სიზმარშიც: ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ჩემი გასროლით ჩემში ყოველივე შეიძრა, უცებ ჩაქრა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი შემზარავად გაშავდა. თითქოს დავბრმავდი და დავმუნჯდი. და აი, ვწევარ რაღაც მკვრივზე გაჭიმული, ვუცქერ სიბნელეს და ოდნავი მოძრაობის გაკეთებაც არ შემიძლია. ირგვლივ დადიან და ყვირიან, როხროხებს კაპიტანი, წიკვინებს დიასახლისი, და უცებ, ისევ შესვენება და უკვე მიმათრევენ დახურულ კუბოში მოთავსებულს. ვგრძნობ კუბოს ჭრაჭუნს და ვაანალიზებ ამას, უცებ პირველად მახსენდება - მე ხომ მკვდარი ვარ, ვიცი რომ მოვკვდი, ვერ ვინძრევი, ვერ ვხედავ და ამავდროულად შემიძლია ვიაზროვნო. მაგრამ უმალვე ვეჩვევი ამას და ჩვეულებისამებრ, როგორც სიზმარში, სინამდვილეს უდავოდ ვეგუები. და აი, უკვე მმარხავენ მიწაში. ყველა მიდის, მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, ვერ ვმოძრაობ. ყოველთვის, როდესაც ადრე წარმოვიდგენდი თუ როგორ მმარხავენ საფლავში, ყოველთვის საფლავთან ნესტსა და სიცივეს ვუკავშირებდი. ასევე ახლაც ვიგრძენი, რომ ძალიან მცივა, განსაკუთრებით ფეხის თითებზე, მაგრამ მეტი არაფერი მიგრძვნია. ვიწექი და უცნაურია - არაფერს ველოდი, უდავოდ ვიღებდი იმ ვითარებას, რომ მკვდარი ვერ ელოდება ვერაფერს. მაგრამ ნესტი იყო. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა - საათები თუ რამდენიმე დღე. მაგრამ აი, ჩემს დახუჭულ მარცხენა თვალზე დაეცა კუბოში შემოპარული წყლის წვეთი, მას წუთის შემდეგ მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეორდებოდა ერთი წუთის ინტერვალით. ღრმა გულისწყრომა აენთო ჩემს გულში და უცებ მასში ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი: „ეს ჩემი ჭრილობაა - გავიფიქრე, - გასროლა, იქ ტყვიაა...“ წვეთი კი ისევ ვარდებოდა, ყოველ წუთს და პირდაპირ დახურულ თვალზე მეცემოდა. და უცებ შევძახე არა ხმით, რადგან უძრავი ვიყავი, არამედ მთელი არსებით, ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა იმის მფლობელს: - ვინც არ უნდა იყო, და თუ შენ ხარ და არსებობს რაიმე უფრო გონივრული ვიდრე ის, რაც ახლა ხდება, მიეცი ნება რომ აქაც იყოს. თუ შენ შურს იძიებ ჩემზე ჩემი გაუცნობიერებელი თვითმკვლელობის გამო, უხამსობასა და უაზრობაზე ამგვარი ყოფით, მაშინ იცოდე, რომ არასოდეს და არანაირ წამებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის, ვერ შეედრება ეს სიძულვილი, რომელსაც მდუმარედ უნდა ვგრძნობდე, თუნდაც მილიონი წელი ამ წამებაში! ამოვიძახე და დავდუმდი. თითქმის მთელი წუთი გრძელდებოდა ღრმა მდუმარება და ერთი წვეთიც დამეცა თვალზე, მაგრამ ვიცოდი, უსაზღვროდ ვიცოდი და მწამდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. და უცებ, გაიხსნა ჩემი სამარე. არც კი ვიცოდი, გახსნეს ის თუ ამოთხარეს, მაგრამ ამიყვანა რაღაც შავმა და უცნობმა არსებამ, სულ სხვა განზომილებაში. უცებ ამეხილა თვალი: იყო უკუნი ღამე, და არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი სიბნელე! განზომილებაში მივქროდით, შორს დედამიწისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „იქნებ სამარის შემდეგაც არსებობს სამყარო!“ - გავიფიქრე სიზმრის მსუბუქი აზრით, მაგრამ ჩემი გულის არსი სიღრმეში ჩემთან რჩებოდა: „და თუ უნდა მეცხოვრა - გავიფიქრე ისევ - ვინმეს უბერებელი სურვილისამებრ, მაშინ არ მინდა, რომ დამამარცხონ და დამამცირონ!“ - „შენ იცი, რომ მეშინია შენი და ამიტომაც გეზიზღები“ - ვუთხარი ჩემს თანამგზავრს და გულში ნემსივით ჩხვლეტა ვიგრძენი დამცირებისგან. ჩემს კითხვას არ უპასუხა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ არ ვძულდი არავის და არ დამცინოდნენ, არც კი მიცოდებდნენ და რომ ჩვენს გზას აქვს მიზანი, უცნობი და საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მე მეხება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მე მიყვარს, მე შემიძლია მხოლოდ ის მიწა მიყვარდეს, რომელიც დავტოვე, რომელზეც დარჩა ჩემი სისხლის წვეთები, როდესაც მე უმადურმა, გულში ტყვია დავიხალე და ცხოვრება მოვისპე. მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია იმ დედამიწის სიყვარული, იმ ღამითაც კი, როდესაც ვეთხოვებოდი მას, შეიძლება უფრო მეტი ტანჯვით მიყვარდა, ვიდრე ოდესმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენს პლანეტაზე ჭეშმარიტად მხოლოდ ტანჯვაში შეგვიძლია გვიყვარდეს! რადგან სხვაგვარად არ შეგვიძლია გვიყვარდეს და არ ვცნობთ სხვა სიყვარულს. მე მინდა ტანჯვა, რათა მიყვარდეს. მე მინდა, მე მწყურია, ყოველ წამს, ყოველ წუთს ვკოცნო, ცრემლების ღვრით ვკოცნო მხოლოდ ის ერთი დედამიწა, რომელიც დავტოვე და არ მინდა, არ ვიღებ ცხოვრებას ნებისმიერ სხვა პლანეტაზე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მათ თითქმის არ ესმოდათ ჩემი, როდესაც სამუდამო სიცოცხლეზე ვეკითხებოდი, მაგრამ ჩანდა, რომ ამაში იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კითხვად არ აღიქვამდნენ. მათ არ ჰქონდათ ტაძარი, მაგრამ ჰქონდათ იდეალური, გამორჩეული ერთობა მთელს სამყაროსთან, მათ არ ჰქონდათ რწმენა, მაგრამ ჰქონდათ მყარი ცოდნა იმისა, რომ როდესაც დასრულდებოდა ნეტარება მიწაზე, მათვისაც და გარდაცვლილთათვისაც კიდევ უფრო გაღრმავებული შეგრძნება იქნებოდა მთელს სამყაროსთან ერთობისა. ისინი ამ მომენტს სიხარულით ელოდნენ, მაგრამ არა სულსწრაფობით, კი არ იტანჯებოდნენ ამის გამო, არამედ უკვე ჰქონდათ მისი შეგრძნება საკუთარ გულებში, რომლის შესახებაც ერთმანეთს ამცნობდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი ჩემი ტვინისთვის მიუღწევლად რჩებოდნენ, სამაგიეროდ ჩემი გული მათში აუხსნელად და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ მე ეს ყოველივე უკვე ვიგრძენი დიდი ხნის წინ, რომ მთელი ეს სიხარული და დიდება იგრძნობოდა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე, მყვირალა ტანჯვაში, მაშინ, როდესაც გარდაუვალ გლოვას ვუახლოვდებოდი; რომ მე წინასწარ ვიგრძენი ისინი ყველა თავიანთი დიდებულებით, ჩემი გულის სიზმრებში და გონების ოცნებებში, რომ მე ხშირად არ შემეძლო მეჭვრიტა მზის ჩასვლისთვის ცრემლების გარეშე... რომ ჩემი სიძულვილი ადამიანების მიმართ ყოველთვის სევდისგან შედგებოდა ჩემს მიწაზე: რატომ არ შემიძლია, რომ მძულდნენ ისინი, როდესაც არ მიყვარდნენ და რატომ არ შემეძლო არ მეპატიებინა მათთვის და არ მყვარებოდნენ სევდით: რატომ არ შემიძლია მიყვარდნენ ისინი მათ მიმართ სიძულვილში? მისმენდნენ და ვიცოდი, ვერ წარმოიდეგნდნენ იმას, რასაც მე ვეუბნებოდი, მაგრამ არ ვნანობდი, რომ მათ ამას ვეუბნებოდი: ვიცოდი, რომ მათ ესმოდათ მთელი ჩემი სევდა მათ მიმართ, ვინც მივატოვე. დიახ, როდესაც ისინი მიცქერდნენ თავიანთი ჭკვიანი, სიყვარულით სავსე გამჭოლი თვალებით, როდსაც ვგრძნობდი, რომ მათთან ყოფნით ჩემი გულიც იგივე უსაზღვრო სიყვარულით ივსებოდა, როგორც მათ გულები, მაშინ არ ვნანობდი, რომ მათი არ მესმოდა. ცხოვრების სისრულის შეგრძნებისგან სული მევსებოდა და ჩუმად ვლოცულობდი მათთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, ყველანი იცინიან ჩემს თვალში და მარწმუნებენ, რომ სიზმარშიც კი შეუძლებელია ნახო ასეთი დაწვრილებით ყველაფერი, რასაც მე გადმოვცემ, რომ ჩემს სიზმარში მე ვიგრძენი ან ვიხილე მხოლოდ გრძნობა, ჩემი გულის ბოდვაში დაუფლებული, დეტალები კი თვითონ მოვიდა თავში გამოღვიძებისთანავე. როდესაც მათ გავუმხილე, რომ სინამდვილეშიც შეიძლებოდა ასეთ ყოფილიყო - ღმერთო ჩემო, როგორი ხარხარი დაიწყეს და რაოდენ დიდი მხიარულება მივიღე! ო, დიახ, მე ვიყავი დამარცხებული მხოლოდ იმ ერთი სიზმრით და მხოლოდ ის გადარჩა სისხლამდე დაჭრილ ჩემს გულში: მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიზმრის სახეები და ფორმები, ანუ ისნინი, რომლებიც მე სინამდვილედ ვიხილე ჩემს სიზმარში, იმდენად ამაღლებული იყო, იმხელა ჰარმონიამდე, რომ გამოღვიძებულს მათი გადმოცემა უბრალო, ადამიანური სიტყვებით არ შემეძლო. ასე, რომ ისინი უნდა ჩამეხშო გონებაში და იქნებ, შეიძლება ნამდვილადაც - მე თვითონ, გაუცნობიერებლად ვალდებული ვიყავი, გამესუფთავებინა დეტალები და რა თქმა უნდა მათი წარმოთქმით, განსაკუთრებით ასეთი ვნებიან სურვილის დროს, რათა რაც შეიძლება უცებ და სრულად გამომეხატა. თან როგორ არ უნდა მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი იყო? თუნდაც სიზმარი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს არ შეეძლო რომ არ ყოფილიყო. იცით რა, საიდუმლოდ გეტყვით: ეს ყველაფერი შესაძლოა არც იყო სიზმარი, რადგან აქ მოხდა რაღაც ისეთ, რაღაც ისეთი საშინლად ჭეშმარიტი, რომ შეუძლებელი იყო სიზმარში მენახა. თუნდაც სიზმარი შეექმნა ჩემს გულს, განა მხოლოდ გულს ძალუძდა შეექმნა ის საშნელი სიმართლე, რომელიც მე შემემთხვა შემდეგ? როგორ შემეძლო მხოლოდ მე, ერთს გამომეგონებინა გულით? ნუთუ ჩემს მოკლე გულსა და წუწუნა, უბადრუკ გონებას შეეძლო ავეტაცე სიმართლის ამხელა სიმაღლეზე! ო, თვითონ განსაჯეთ: აქამდე ვმალავდი, მაგრამ ამჯერად ბოლომდე ვიტყვი სიმართლეს. საქმე იმაშია რომ მე... გავრყვენი ისინი ყველა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი. როგორც საზიზღარი ჭია, როგორც ჭირის ატომი, რომელმაც მოწამლა მთელი სახელმწიფოები, ასევე მოვწამლე მთელი ის მიწა, ჩემამდე უცოდველი და ბედნიერი. მათ ისწავლეს ტყუილი, შეიყვარეს სიცრუე და შეიცნეს მისი სილამაზე. ო, შესაძლოა ეს უნებურად დაიწყო, ხუმრობიდან, სასიყვარულო თამაშიდან, მართლაც შეიძლება ატომიდან, მაგრამ ეს სიცრუის ატომი მათ გულებში შევიდა და მოეწონათ. შემდეგ მალევე იშვა სიტკბოსმოყვარეობა, რომელმაც შვა ეჭვიანობა, ეჭვიანობამ - სისასტიკე... ო, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მალევე, ძალიან მალე გადმოწვეთა სისხლმა: მათ გაიკვირვეს, შეეშინდათ და დაშლა დაიწყეს, მთლიანისგან გადიოდნენ. იქმნებოდა ერთობები, მაგრამ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დაიწყო დაცინვა, გამოკეტვა. გრძნობდნენ სირცხვილს და სირცხვილი სიკეთედ აღამაღლეს. იშვა წოდების საკითხი და ყოველ ერთობაში შეიქმნა თავისი ცოდნა. დაიწყეს ცხოველების წამება და ცხოველები ტყეში გაიქცნენ, მათ მტრებად იქცნენ. დაიწყო ბრძოლა განცალკევებაზე, ჩამოყალიბებაზე, პიროვნებაზე, ჩემსაზე და შენსაზე. დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი. შეიცნეს გლოვა და ამავე დროს შეიყვარეს იგი. სწყუროდათ ტანჯვა და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ტანჯვით მოიპოვება. მაშინ მათ გამოეცხადათ მეცნიერება. როდესაც ბოროტებად იქცნენ, მაშინ დაიწყეს ლაპარაკი ძმობასა და ჰუმანურობაზე, გაიგეს ეს იდეები. როდესაც დამნაშავეებად იქცნენ, გამოიგონეს სამართალი და საკუთარ თავს მთელი კოდექსები მიაწერეს, რათა დაიცვან ის, ხოლო კოდექსის უზრუნველსაყოფად დადგეს გელიოტინა, ისინი მხოლოდ ოდნავ ხვდებოდნენ თუ რა დაკარგეს, არ სურდათ ამის გაგება, რომ ოდესღაც უმანკონი და ბედნიერნი იყვნენ. იცინოდნენ თუნდაც იმის შესაძლებლობაზე, რომ ასეთი ბედნიერება იქნებოდა და მას ოცნებას არქმევდნენ. არ შეეძლოთ წარმოედგინათ ის ფორმასა და სახეში, მაგრამ უცნაური და ჯადოსნური საქმეა: ყოველგვარი რწმენის დაკარგვის შემდეგ, ყოფილი ბედნიერების ოცნებად შერაცხვისას, მათ იმდენად მოუნდათ ყოფილიყვნენ ისევ უმანკონი და ბედნიერნი, რომ საკუთარი გულის სურვილის წინაშე დაემხნენ როგორც ბავშვები, გააღმერთეს ეს სურვილი, ააგეს ტაძრები და დაიწყეს საკუთარი იდეის მიმართ ლოცვა, საკუთარი „სურვილის“ მიმართ, ამავე დროს სრულებით სწამდათ მისი არასრულების და არარსებობის, მაგრამ ცრემლებით აღმერთებდნენ და ემორჩილებოდნენ. თუმცა კი, თუ შეიძლებოდა, რომ ასეც მომხდარიყო, რომ შეძლებოდათ აღედგინათ საკუთარი წარსული ბედნიერება ან ვინმეს ხელახლა ენახებინა მათი წინა მდგომარეობა და ეკითხა სურდათ თუ არა უკან დაბრუნება, - მაშინ ალბათ უარს განაცხადებდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც ჩვენ ცრუნი ვართ, ბოროტები და უსამართლონი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვტირით ამის გამო, საკუთარ თავს ვტანჯავთ და ვანადგურებთ, ვსჯით საკუთარ არსებას მეტად, ვიდრე შეგვიძლია და ამასვე ვუშვრებით იმ მოწყალე მსაჯულს, რომელიც განგვსჯის და რომლის სახელიც უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეცნიერება და ამით ისევ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მას უკვე შეგნებულად მივიღებთ. ცოდნა გრძნობაზე მაღალია, ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია.. მეცნიერება მოგვცემს სიბრძნეს, სიბრძნე გახსნის კანონებს, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალია“. აი რას ამბობდნე ისინი და ამ სიტყვების შემდეგ თითოეულმა შეიყვარა საკუთარი თავი ყველაზე მეტად და არც კი შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ყოველი მათგანი იმდენად ეჭვიანი გახდა საკუთარი პიროვნების მიმართ, რომ მთელი ძალით ცდილობდნენ მხოლოდ დაემცირებინათ საკუთარი თავი სხვების წინაშე და მთლიანად ამაში აქცევდნენ საკუთარ ცოხვრებას. გაჩნდა მონობა, გაჩნა ასევე ნებითი მონობა: სუსტები ემორჩილებოდნენ უძლიერესთ, რათა ეს უკანასკნელი მათვე დახმარებოდა, მათზე სუსტებზე ზეწოლის მოხდენაში. დნებოდნენ მართალნი, რომელნიც ამ ადამიანებთან აცრემლებულნი მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ საკუთარ სიამაყეზე, ზომის და ჰარმონიის დაკარგვაზე, დაკარგულ სირცხვილის გრძნობაზე. მათ დასცინოდნენ ან ქვებით ქოლავდნენ. ტაძრების შესასვლელთან წმინდა სისხლი იღვრებოდა. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები რომელთაც გამოგონება დაიწყეს: რათა ყველანი ისევ გაეერთიანებინათ, ისე რომ არც ერთს არ შეეშალა სხვისთვის ხელი, თან ამავე დროს არ შეეწყვიტა საკუთარი თავის ყველაზე მეტად სიყვარული და ეცხოვრათ ასე, ყველას ერთად, როგორც შეთანხმებულ საზოგადოებას. ამ იდეისთვის მთელი ომები გაიმართა. ყოველ მეომარს სჯეროდა, რომ მეცნიერება სიბრძნეთა სიბრძნეა და რომ მას თვითშენახვის ინსტინქტთან ერთად შეეძლო საზოგადოება ექცია ურთიერთშეთანხმებულ საზოგადოებად, ამის დასაჩქარებლად კი „ბრძენნი“ იღწვოდნენ „ნაკლებადბრძენთა“ გასანადგურებლად, რომელთაც არ ესმოდათ მათი იდეები, იშორებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ მათ ბატონობაზე. მაგრამ თვითგადარჩენის გრძნობამ მალევე დაიწყო შესუსტება. გამოჩნდნენ ამაყნი და ტკბილმოყვარულნი, რომელთაც პირდაპირ მოითხოვეს ყველაფერი ან არაფერი. ყველაფრის მოსახვეჭად ყაჩაღობას მიმართავდნენ და თუ არ გამოვიდოდა - თვითმკვლელობას უხმობდნენ. გამოჩნდნენ რელიგიები არყოფნის კულტებითა და თვითგანადგურებით, არარაობაში მოსვენებისათვის. ბოლოს და ბოლოს დაიღალა ეს ხალხი უაზრო შრომაში და მათ სახეზე ტკივილი გამოჩნდა. და ამ ადამიანებმა გაახმოვანეს, რომ ტანჯვა არის სილამაზე, რადგან მხოლოდ მასშია აზრი. სიმღერა დაიწყეს ტანჯვაზე. დავდიოდი მათ შორის თითების მტვრევით და ვტიროდი მათ გამო, მაგრამ მიყვარდა ისინი, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე, როდესაც მათ სახეებზე ჯერ კიდევ არ იყო ტანჯვა და როდესაც უმანკონი და მშვენიერნი იყვნენ. შევიყვარე მათ მიერ შელახული მიწა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სამოთხე იყო, იმის გამო, რომ მასზე წარმოიშვა ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სამწუხაროდ, მე ყოველთვის მიყვარდა ტკივილი და გლოვა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის... მათზე ვტიროდი მხოლოდ მათივე სიბრალულის გამო. ვიშვერდი მათკენ ხელებს, სასოწარკვეთილი ვიხუტებდი და ვწყევლიდი საკუთარ თავს. ვეუბნებოდი, რომ ყოველივე ეს მე გავაკეთე, მე ერთმა, რომ მე მოვუტანე მათ გარყვნილება, ჭირი და ტყული! ვევედრებოდი, რომ ჯვარზე გავეკარი, მე ვასწავლიდი, როგორ დაეჭედათ ჯვარი. არ შემეძლო, არ ძალმიძდა თავი მომეკლა, მაგრამ მინდოდა მათგან სატანჯველი მიმეღო, მწყუროდა წამება, მწყუროდა, რომ ამ წამებაში დაღვრილიყო ჩემი სისხლი ბოლო წვეთამდე. მაგრამ ისინი დამცინოდნენ და საბოლოოდ ცრუდ ჩამთვალეს. ისინი მამართლებდნენ, ამბობდნენ, რომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ თვითონ და ის, რომ რაც არსებობს ახლა, არ შეიძლებოდა რომ არ არსებულიყო. საბოლოოდ განმიცხადეს, რომ მათთვის საშიში ვხდებოდი და რომ საგიჟეთში მომათავსებდნენ თუ არ დავდუმდებოდი. მაშინ გლოვა ჩემს სულში გლოვა აღიძრა ისეთი ძალით, რომ გული შემეკუმშა და ვიგრძენი, რომ მოვკვდებოდი, და აქ... და აქ მე გამომეღვიძა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, აწი ცხოვრება და ცხოვრება! აღვაპრყე ხელები და მოვუწოდე სამუდამო ჭეშმარიტებას; კი არ მოვუხმე, არამედ ავტირდი, აღმაფრენა, შეუცვლელი აღმაფრენა აღამაღლებდა მთელ ჩემს არსებას. დიახ, ცხოვრება და ქადაგება! ო, ქადაგება მე იმ წუთასვე გადავწყვიტე და რა თქმა უნდა მთელი ცხოვრების მანძილზე! მივდივარ საქადაგებლად, მე მინდა ვიქადაგო - რა? ჭეშმარიტება, რადგან მე ვიხილე ის, ვიხილე საკუთარი თვალებით, მთელი მისი სიდიადით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მიყვარს ის, ვინც დამცინის. რატომაა ასე?- არ ვიცი და არც შემიძლია ავხსნა, მაგრამ დაე, ასე იყოს. ამბობენ, რომ მე უკვე ვცოტავდები და რა იქნება შემდეგ? სიმართლე, ჭეშმარიტება: მე ვიკლებ და შემდეგშიც უფრო უარესად იქნება ალბათ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, რამდენჯერმე შევეცდები, რათა ვიპოვო სწორი სიტყვები და ფორმა ქადაგებისა, ეს ხომ ძალზედ რთულია განსახორციელებლად. მე ამ ყოველივეს დღესავით ნათლად ვხედავ, მაგრამ მითხარით: ვინ არ დასრულებულა! ამავდროულად ყველანი საბოლოოდ ერთთან მიდიან, იღწვიან ერთისკენ - ჭეშმარიტებისკენ, აი სიახლე, ასე რომ ბოლომდე დასრულება არ შემიძლია. რადგან მე ვნახე ჭეშმარიტება, მე ვნახე და ვიცი, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი, მიწაზე ცხოვრების საშუალების დაკარგვის გარეშე. არ მინდა, არ შემიძლია რწმენა იმისა, რომ ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა შეიძლება ბოროტება იყოს. ისინი ხომ ამ ჩემს რწმენაზე იცინიან. მაგრამ როგორ არ მწამდეს: მე ვნახე ჭეშმარიტება - არა თუ გამოვიგონე გონებით, არამედ ვნახე, ვნახე და მისმა ცოცხალმა სახემ ჩემი სული საუკუნოდ აღავსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარი? რა არის სიზმარი? და ჩვენი ცხოვრება სიზმარი არ არის? მეტსაც ვიტყვი: დაე, დაე, არასოდეს ასრულდეს ეს და არ იყოს სამოთხე (ეს მე კარგად გამეგება) - მაგრამ მე მაინც ვიქადაგებ. ამასობაში რა უბრალოა ამის მოწყობა: ერთ დღეში, ერთ საათში - ყველაფერი უცებ მოეწყობოდა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მთავარია - გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, აი ეს არის მთავარი და მორჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალი!“ აი რასთან უნდა იბრძოლო! და ასეც ვიზამ. თუკი ყველანი მხოლოდ მოინდომებენ, ყველაფერი ახლავე მოიწყობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ის პატარა გოგონა კი მოვძებნე.... და წავალ! წავალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} === ''სტეპანჩიკოვოს სოფელი'' (1859) === {{Q | ციტატა = ეს ერთ-ერთი იმ კეთილისმყოფელ ადამიანთაგანი იყო, რომელთაც ესირცხვილებათ სხვა ადამიანს ცუდი შესთავაზონ, სიჩქარით მოსავენ საკუთარ ახლობლებს ყოველგვარი კეთილი საქმით, უხარიათ სხვისი წარმატება, ცხოვრობენ ამ წესით, მუდმივად იდეალურ მსოფლიოში, წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირველ რიგში, საკუთარ თავს ადანაშაულებენ. თავის გაწირვა სხვისი ინტერესებისათვის მათი მოწოდებაა. ზოგნი მათ როგორც პატარა სულის, უხასიათო და სუსტ არსებებად იცნობენ. რა თქმა უნდა, ის სუსტი და ზედმეტად რბილი ხასიათის იყო, მაგრამ არა ხასიათის სიმყარის ნაკლებობისგან, არამედ შიშის გამო, რომ შეურაცხყოფდა, მრისხანედ მოექცეოდა ვინმეს გადამეტებული პატივისცემისთვის ახლობლისა თუ უცხო ადამიანის მიმართ. საერთოდ, უხასიათო და პატარა სულისკვეთების იყო მაშინ, როდესაც თავის სარგებლობას ეხებოდა საქმე, რასაც ის დიდად უგულებელყოფდა, რის გამოც მთელი ცხოვრება სასაცილოდ იგდებდნენ და თან ხშირად იმათგან, ვისთვისაც ამ სარგებელს სწირავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რისხვას გადასული პატარა სული თვითონვე ავლენს რისხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = პირველად შხამით დაგათრობენ და შემდეგ იმასაც გკითხავენ, მისაყოლებელი ხომ არ გინდაო. გულის ჭრილობები უნდათ რომ განკურნონ რაიმე მომწამვლელი სოკოთი ან დამპალი ვაშლებით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რითაც არ უნდა დაფარო ჭუჭყი, ჭუჭყი მაინც ჭუჭყად რჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = და თუ აქამდე არავინ არ ჩასვა საგიჟეთში, ეს იმის გამო, რომ მასზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა დაქორწინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო! რატომ არის ადამიანი გაბოროტებული? რატომ ვარ ხოლმე ბოროტი, როდესაც ასე კარგი და მშვენიერია კეთილად ყოფნა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს... ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც კაცთმოძულედ მაქცია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = თუ გინდა დაამარცხო მთელი მსოფლიო, დაამარცხე საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = კარგი დრო ციდან არ ვარდება, არამედ მას ჩვენ ვქმნით; ის ჩვენს გულებშია დამწყვდეული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება - აი ჩემი წესი! მოითმინე, იშრომე, ილოცე და იმედი იქონიე - აი ჭეშმარიტება, რის შთაგონებასაც კაცობრიობისთვის ერთი ცდით ვისურვებდი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა ხშირად თავმოყვარე არაა, ახალგაზრდა თავმოყვარეობა კი თითქმის ყოველთვის მშიშარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ორჯერ მეტად ფრთხლად უნდა იყო უბედურებაგამოვლილ ადამიანთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ისეთია ადამიანის თავმოყვარეობა, რომ საკუთარ თავშიც არ ეტევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = სიყვარული ალამაზებს სახეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ყოველი საქმე ღირსეულად, მამაცურად უნდა გააკეთო, მაგრამ ყვირილისა და წყენის გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ფული მტრედია, მოფრინდება და უთუოდ ისევ გაფრინდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ადამიანური იმედები მატყუარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მწამს, რომ მეცნიერება, ხელოვნება... ქანდაკება, მთელი ეს მაღალი იდეები ასე ვთქვათ, თავისებურ მომხიბვლელ მხარეებს ფლობენ, მაგრამ ისინი ვერ შეცვლის ქალებს! ქალები, ქალები, ახალგაზრდავ, გაყალიბებენ თქვენ და ამიტომაც, მათ გარეშე შეუძლებელია, შეუძლებელია ახალგაზრდა ადამიანო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ლოცვებს მთელი ღამე თქვენთვის ვჩურჩულებდი, ვცდილობდი თქვენი ბედნიერება მეპოვნა. მაგრამ ვერ ვიპოვე, რადგან ბედნიერება კეთილის ქმნაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მისთვის სერიოზულად რომ ეთხოვა ვინმეს მხრებით წამიყვანე ორი ვერსის მანძლზეო, შესაძლოა წაიყვანდა კიდევაც: ისეთი კეთილი იყო, დანამდვილებით მისცემდა ყველაფერს პირველივე თხოვნისას და უკანასკნელ პერანგს გაუნაწილებდა პირველ მთხოვნელს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} === ''ბიძის სიზმარი'' (1859) === {{Q | ციტატა = ტყუილი საპატიოა თუ მას სიცოცხლის გადასარჩენად ამბობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენს შვილებში ვცოცხლობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყოველივე კვდება, ყოველივე, მოგონებებიც კი! ჩვენი კეთილშობილური გრძნობებიც კვდება. მათ ნაცვლად კი კეთილგონივრულობა დგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ტირანია მოთხოვნილებაში გადაზრდილი ჩვევაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სილამაზე ახალგაზრდობისგან არ შესდგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თქვენ არ შეგიძლიათ კეთილი საქმეების გამოაშკარავების გარეშე, საზიზღარ საქმეშიც კი. სჯობს თქვათ პირდაპირ და უბრალოდ: „ზინა ეს მუხთლობაა, მაგრამ ხეირიანი, ამიტომ დათანხმდი ამაზე!“ უკიდურეს შემთხვევაში გულწრფელობა იქნებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მეტი აღარ მსურს ვდუმდე ამ ადამიანების წინაშე, რომელთა აზრებიც მძულს და რომლებიც ჩვენს დასაცინად ჩამოვიდნენ! არ მსურს მათგან წყენა წავიღო; არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება ტალახი მესროლოს. ყველანი მზად არიან ახლავე ათასჯერ უარესი რამ გააკეთონ, ვიდრე მე ან თქვენ! გაბედავენ რომ ჩვენი მოსამართლენი იყვნენ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე ბოროტული და გამხეცებული სიხარულით ვხვდებით სკანდალს, რომელიც ჩვენს რომელიმე ახლობელს ემართება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} === ''ორი თვითმკვლელობა'' (1876) === {{Q | ციტატა = ტანჯვა გონებიდანაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = იცით თუ არა, რომ რაც არ უნდა დაწეროთ, რაც არ უნდა გამოიყვანოთ, რაც არ უნდა შენიშნოთ მხატვრულ ნაწარმოებში - ვერასოდეს ვერ გაუტოლდებით სინამდვილეს. რაც არ უნდა გამოსახოთ, ყველაფერი უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე სინამდვილეშია. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაწარმოებში მიაღწიეთ ყველაზე კომიკურს ცნობილ ცხოვრებისეულ მოვლენაზე, რეალურად კი დაიჭირეთ მხოლოდ ყველაზე მახინჯი მხარე მისი - არც მეტი, არც ნაკლები! სინამდვილე მაშინვე შემოგთავაზებთ ისეთ ეტაპს, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ და რომელიც ყველაფერს აჭარბებს, რაც კი შეეძლო შეექმნა თქვენს საკუთარ დაკვირვებასა და წარმოსახვას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = დააკვირდით სხვა, ცხოვრების სინამდვილის შეიძლება მართლაც თავდაპირველად არც თუ ისე ნათელ ფაქტს - და თუ თქვენ შეგწევთ ძალა და გაქვთ თვალები, მასში ნახავთ ისეთ სიღრმეს, რომელიც შექსპირსაც არა აქვს. მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს კითხვა: ვისია თვალი და ვის ძალუძს? რადგან მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, რომ შექმნა მხატვრული ნაწარმოები? არამედ ასევე საჭიროა ასახო ფაქტი, რასაც ცალკე მხატვრობა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგი დაკვირვებულისთვის, ყველა ცხოვრებისეული მოვლენა ყველაზე მგრძნობიარე უბრალოებაში მოდის და იმდენად გასაგებია, რომ დასაფიქრებელიც არაფერია, დასანახიც არ არის არაფერი და ამად არც კი ღირს. ზოგ დაკვირვებულს კი იგივე მოვლენები სხვა დროს იმდენად გარჯის, (რაც არც ისე იშვიათად ხდება) რომ - არ ძალუძს საბოლოოდ განავრცოს და უბრალოება შემატოს, წამოჭიმოს სწორ ხაზზე და ამით დაწყნარდეს - ის მიდის სხვა სახის გაუბრალოებასთან და ასე უბრალოდ იხლის შუბლში ტყვიას, რათა თავისი გატანჯული გონება მთელი თავისი კითხვებითურთ სულ ერთიანად ჩააქროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერასოდეს ამოვწურავთ ცხოვრების მოვლენებს თუ მის საწყისთან და ბოლოსთან არ მივალთ. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ არსებული, მიმდინარე, ხილვადი და ისიც მხოლოდ დაკვირვების შემდეგ, დასასრული და დასაწყისი - ეს ყველაფერი ადამიანისთვის ჯერ ფანტასტიკურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = გაზეთში ძალიან ბუნდოვნად იყო ნახსენები ეს ამბავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ძალზედ აღძრა ერთ ვითარებამ: მან ქლოროფილით დაასველა ბამბა, სახეზე შემოიხვია და საწოლზე დაწვა... ასეთნაირადვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ასეთი წერილი დაწერა: „Je m'en vais entreprendre un long voyage. Si cela ne reussit pas qu'on se rassemble pour feter ma resurrection avec du Cliquot. Si cela reussit, je prie qu'on ne me laisse enterrer que tout a fait morte, puisqu'il est tres desagreable de se reveiller dans un cercueil sous terra. Ce n'est pas Chic!“ რაც შემდეგნაირად ითარგმნება : „ფრთებს ვასხამ გრძელ მოგზაურობას. თუ თვითმკვლელობა არ გამოვა, მაშინ დაე, შეიკრიბონ ყველანი, მკვდრებისგან ჩემი აღდგომის აღსანიშნავად ბოკალი კლიკით ხელში. და თუ თვითმკვლელობა შედგება, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ დამმარხოთ, ოღონდ საბოლოოდ დარწმუნდით, რომ მკვდარი ვარ, რადგან რომ სრულიად უსიამოვნოა კუბოში გაღვიძება, მიწის ქვეშ. ძალზედ მოკრძალებულად გამოვა!“ ამ საზიზღარ, უხეშ ლაზათში, ჩემი აზრით შეიძლება გულისწყრომა და ბრაზი ისმის - მაგრამ რის მიმართ? უბრალოდ უხეში ნატურები ანადგურებენ საკუთარ თავს თვითმკვლელობით, მხოლოდ მატერიალური, ხილვადი, გარეგნული საბაბით, ხოლო იმ წერილით ჩანს, რომ მას არ შეიძლებოდა ისეთი მიზეზი ჰქონოდა, რის მიმართ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მისი გულისწყრომა?... წარმოდგენილის უბრალოებაზე, ცხოვრების სიცარიელეზე? ეს ის ძალიან ცნობილი მოსამართლე და ცხოვრების უარმყოფელნი არიან, რომლებიც გამწყრალნი არიან „სისულელეზე“, წყრებიან ადამიანის მიწაზე გაჩენის გამო, ამ გაჩენის უშედეგო შემთხვევითობაზე, ტირანიაზე უმოქმედო მიზეზით, რომელთანაც არ შეიძლება შერიგება? აქ ისმის სწორედ „სწორხაზოვანი“ მოვლენების წინააღმდეგ უკმაყოფილო სულის ხმა, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობაში, მამის სახლში ემცნო. და ყველაზე მეტად უშნოა ის, რომ მოკვდა ყოველგვარი მკაფიო დაეჭვების გარეშე. ეგრეთ წოდებული სიფრთხილის დაეჭვება - როგორც კითხვები, სავარაუდოდ არ ჰქონდა სულში; ყველაფერი, რაც მან ისწავლა, ბავშვობიდან იყო, სწამდა პირდაპირ, სიტყვაზე, აი ესაა სიმართლე. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ მოკვდა, „ცივი სიბნელისა და მოწყენილობისაგან“, ასე ვთქვათ ცხოველური ტანჯვითა და უიმედობით, უბრალოდ, ცხოვრება გახდა მხუთავი, თითქოს ვერ მისწვდა ჰაერს. სულმა ვერ გაუძლო სწორხაზოვნებას, უვნებლობისა და სიფრთხილის გარეშე მოითხოვა შედარებით ძნელი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ რამეზე, გარეგნულად როგორი უბრალოც არ უნდა იყოს, დიდხანს ვერ ეშვები ფიქრს, რაღაცნაირად არ ნებდება ფიქრი და რა თქმა უნდა, თქვენ ამაში დამნაშავე ხართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} === ''მარადი ქმარი'' (1870) === {{Q | ციტატა = დამეთანხმეთ, ეს საუკუნის უდიდესი ავადმყოფობაა, როცა არ იცი ვინ დააფასო, ასე არ არის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მახინჯი არის - მახინჯი, კეთილი გრძნობებით: მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, პაველ პავლოვიჩ. მაგრამ თქვენ დამნაშავე არ ხართ პაველ პავლოვიჩ, არ ხართ დამნაშავე: თქვენ მახინჯი ხართ და ამიტომ ყველაფერი მახინჯი უნდა გქონდეთ - ოცნებებიც და იმედებიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = სულ ხომ არ შეიძლება იტანჯებოდე მოგონებებით: შეიძლება მოისვენო და ანტრაქტებში გაისეირნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ, რამდენადაც დიდი გრძნობებისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიახ, მრისხანებით მიყვარდა, ეს ყველაზე ძლიერი სიყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = კარგი მტერი მკვდარი მტერია, ცოცხალი კი უკეთესი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = რქიანი რომ არ იყოს, მას არ შეუძლია, ისევე როგორც მზეს არ შეუძლია რომ ანათოს, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, თუნდაც ბუნების კანონებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი უკანასკნელ საფეხურამდე გრძნობენ საკუთარ თავს სამართლიანებად და, რა თქმა უნდა, უმანკოებად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = საკუთარ თავს უსამართლოდ და დამნაშავედ არასოდეს თვლიდა. ქმრის მუდმივი, ურიცხვი ღალატი მას საერთოდ არ ამძიმებდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = არის ფიზიონომია, რომელიც ყველაზე უსახო და უმიზნო გარყვნილებასაც აღაგზნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = - აი, ხომ ზრუნავს ვიღაცა ჩემი ზნეობისათვის, ამ წყეულ მოგონებებს თუ „სინანულის ცრემლებს“ რომ მიგზავნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} {{Q | ციტატა = უძილო ღამეებში და, საერთოდ, ღამის ფიქრებისა და განცდების მკვეთრი ცვალებადობა „ძლიერი მოაზროვნე და მგრძნობიარე პიროვნებებს“ სჩვევიათ და ზოგჯერ უძილობის მელანქოლიური ზეგავლენის შედეგად მთელი ცხოვრებისეული მრწამსი მოულოდნელად იცვლება. ისიც ხდება, რომ სრულიად მოულოდნელად საბედისწერო ნაბიჯსაც კი გადადგამსო კაცი. და ბოლოს, თუ სუბიექტი აშკარად გრძნობს ამ გაორებას, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ საქმე სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს. მაშასადამე ზომების მიღებაა საჭირო. საუკეთესო საშუალება გახლავთ ცხოვრებისეული წესის რადიკალური შეცვლა, დიეტა და მოგზაურობა. კუჭის ამორეცხვაც არ იქნება ურიგო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} === ''ორეული'' (1846) === {{Q | ციტატა = თავად კარგად მოგეხსენებათ, პატარა კაცი ვარ; მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არა ვდარდობ, პატარა კაცი რომ ვარ. პირიქით, კრესტიან ივანოვიჩ, უნდა გამოგიტყდეთ, ვამაყობ იმით, რომ პატარა კაცი ვარ და არა დიდი. არც ინტრიგანი გახლავართ და ესეც დიდად მეამაყება. ჩუმჩუმად კი არ ვმოქმედებ, პირიქით, ყველას დასანახად, სააშკარაოდ; არ ქვებუდანობ, თუმცა, ჩემდა თავად ბევრს შემიძლია ვუმტრო, მაგრადაც ვუმტრო, ისიც კი ვიცი რანაირად ვუმტრო, კრესტიან ივანოვიჩ, მაგრამ არ მინდა გავისვარო და ამით ყველაფერზე ხელი დამიბანია; ამ აზრით, მოგახსენებთ, დამიბანია-მეთქი ხელი, კრესტიან ივანოვიჩ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგ-ზოგიერთებს ეხერხება, დროულად მიულოცოს ვინმეს რამე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = არიან ადამიანები, ბატონებო, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = აი, როგორ წესს მივდევ მე, ბატონებო: არ გამომივა? - გულს ვიმაგრებ. გამომივა და თავს ვიჭერ, და ყოველ შემთხვევაში ძირს არავის ამოვუთხრი. ინტრიგანი არა ვარ, ვამაყობ კიდეც ამით, არც დიპლომატად ვივარგებდი. ასეც ამბობენ ხოლმე, ბატონებო: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო. მართალი ნათქვამია, მეც მზად ვარ დავეთანხმო, მაგრამ ვინ კატაა და ვინ თაგვი, ეს კიდევ საკითხავია, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = სადამდის მიჰყავს ზოგჯერ სიბოროტეს კაცი, სადამდის შეიძლება მივიდეს ღირსებისა და ამბიციისათვის შურისმაძიებელი გვამის გამძვინვარება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = იქნება, მხოლოდ ჩემი შეშინება უნდათ, და როცა დაინახავენ - ხმას არ ვიღებ, არ ვეწინააღმდეგები და სრულად ვემორჩილები, მორჩილებით ვიტან ყოველივეს, იქნებ მაშინვე დაიხიონ უკან, სულაც პირველებმა დაიხიონ უკან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი საქმე სულ უბრალო საქმეა. ყველაფერი სულ უბრალოდ, წვრილმანებით თავდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = მეგობრის ჭერქვეშ შიშველ იატაკზეც რბილად დამეძინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თურქები, ერთის მხრივ, მართალნი არიან, ძილშიც რომ ღმერთს უხმობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ არაკეთილმოსურნეობა და შური თავისი ყოველდღიური ბილწი საზრდოს ძებნაში არავითარ პიროვნებას არ ინდობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = პირადი შეურაცხყოფა წესიერ საზოგადოებაში დაუშვებელია; | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩემს თავზე მოგახსენებთ, ჩემო ბატონო, რომ მე, მაგალითისთვის, ნიღაბს მაშინ ვიკეთებ, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ კარნავლის დროს და მხიარულ წვეულებებში, პირდაპირი აზრით მოგახსენებთ ამას; მაგრამ ყოველდღიურად კი არ ვინიღბები ადამიანების წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თქვენი უსირცხვილო და თავხედური გამოხდომები ჩემს მიმართ, მოწყალეო ბატონო, რის მოწმეც წეღან გავხვდი, უფრო მეტად გამხელენ თქვენ, ვიდრე ჩემი სიტყვები, მაგ უხეირო ოინების იმედი ნუ გექნებათ, არაფერი გამოგივათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თვითმარქვეობითა და უსირცხვილობით, ჩვენს დროში ვერაფერს მიაღწევთ. თვითმარქვეობა და უსირცხვილობა, მოწყალეო ბატონო ჩემო, ხეირს არ დაგაყრით, სახრჩობელამდე მიგიყვანთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ პიროვნებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ შეურაცხყონ და მოატყუონ ხალხი, განსაკუთრებით კი პატიოსანი და კეთილი ზნის ადამიანები; უფრო მეტიც, ზურგს უკან ლანძღავენ მათ და უკუღმართობად ლაპარაკობენ, მხოლოდ შურისა და კიდევ იმის გამო, რომ თვითონ ასეთებად ვერ გაასაღებენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ან თქვენ უნდა იყოთ, ან მე. ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია! და ამიტომაც გიცხადებთ, რომ უცნაური, სასაცილო და ამასთანავე შეუძლებელი სურვილი თქვენი-ჩემს ტყუპის ცალად მოაჩვენოთ თავი ხალხს, სხვას არაფერს გამოიწვევს, თუ არა თქვენს საბოლოო პატივის აყრასა და დამარცხებას. და ამიტომაც გთხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე სიკეთისათვის, განზე გადგეთ და გზა მისცეთ ჭეშმარიტად კეთილშობილ და კეთილსაიმედო მიზნების მქონე ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვარ, უკიდურესი ზომები მივიღო. ვდებ კალამს და ველი... სხვაფრივ, მზად გახლავარ, როგორც სამსახურისთვის, ასევე-პისტოლეტებისათვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} === ''ნეტოჩკა ნეზვანოვა'' (1849) === {{Q | ციტატა = მაგრამ რა? რა მაჩუმებს მაშინ, როდესაც ლაპარაკია საჭირო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ხასიათის ადამიანებიც, რომელთაც უყვართ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნონ, ამაზე ხმამაღლა იწუწუნონ ან მარტოობაში დაიმშვიდონ თავი, ქედი მოიხარონ თავიანთი აუღიარებელი სიდიადის წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ტალანტს თანაგრძნობა უნდა, მას სჭირდება რომ მისი ესმოდეთ, შენ კი ნახავ რა სახეები შემოგეხვევიან გარშემო, როგორც კი ოდნავ მაინც მიაღწევ მიზანს, ისინი არფერს ჩათვლიან და შურით დააკვირდებიან იმას, რასაც შრომით, აკრძალვებით, შიმშილით, უძილო ღამეებით მიაღწიე. ისინი არ გაგამხნევებენ, არ გითანაგრძნობენ, შენი მომავალი მეგობრები; ისინი არ მიგითითებენ თუ რა არის შენში კარგი და ჭეშმარიტი, მაგრამ ბოროტი სიხარულით წამოწევენ შენს ყოველ შეცდომას, მიგითითებენ ზუსტად იმაზე, რაც ცუდია შენში, რაშიც შეცდომას უშვებ და შურითა და მლიქვნელობით ალბათ გაუხარდებათ შენი ყოველი შეცდომა (თითქოს უშეცდომოდ იყო ყველაფერი!) შენ ხომ დიდგულა ხარ, შენ ხშირად ამაყიც ხარ და შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავზე შეყვარებულ არარაობას და მაშინ უბედურება - შენ მარტო იქნები, ისინი კი ბევრნი, ისინი ქინძისთავებით გაწამებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის გარეგნულად მშვიდი იყო, მაგრამ ეს მისი სიმშვიდე უფრო მაღელვებდა, ვიდრე ყოველგვარი მისი ნერვიულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ყოველ ჩვენგანს ჰქონად ზღვარი, რომლამდეც მიდიოდა ჩვენი სიახლოვე, ზღვარს გადაბიჯება ვერ გავბედეთ, თუმცა კი გვინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტებამ ის თავისი აუტანელი ბრჭყვიალით დააბრმავა და ის რაც სიცრუე იყო, მისთვისაც სიცრუედ დარჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის მოკვდა, რადგან ასეთი სიკვდილი მისთვის აუცილებლობა იყო, ერთადერთი მიზანი მთელი მისი ცხოვრებისა. ის ასე უნდა მომკვდარიყო, როდესაც ყოველივე, რასაც მისი ცხოვრება ეკავა უცაბედად ჩამოინგრა, გაიფანტა როგორც მოჩვენება, როგორც უსხეულობა, ცარიელი ოცნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ნუთუ მას არ შეეძლო იმის გაგება, რომ ასე ძნელია მოატყუო ნატურა, რომელსაც სწყურია შეგნებული შტაბეჭდილებები, ვინც ბოლომდე იგრძნო ბევრი ბოროტება და სიკეთე? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ცნობიერებით უფრო მეტს გადაიტან, ვიდრე მთელს წელიწადში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = თითქოს და ჩანდა, რომ ეს უბედური, დაღუპული ტალანტი თავადვე ეძებდა გარეგნულ შემთხვევებს, რისთვისაც შეიძლებოდა დაებრალებინა მთელი წარუმატებლობა, მთელი უბედურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მხოლოდ ერთი სიამოვნება მქონდა - მეფიქრა და მეოცნება მასზე, მხოლოდ ერთი ნება - მეკეთებინდა ყველაფერი, რაც მას უმცირეს სიამოვნებას მოჰგვრიდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასზე იმედის ჩრდილიც კი ახდენდა გავლენას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მას დიდება სურდა და თუ არტისტისთვის დიდების სურვილი მამოძრავებელი მთავარი ძალაა, მაშინ ის არტისტი არაა, რადგან მან უკვე დაკარგა მთავარი მხატვრული ინსტინქტი, ანუ ხელოვნების სიყვარული, ერთადერთი იმის გამო, რომ ის არის ხელოვნება და არა სხვა რამ, მაგალითად დიდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საბრალო შეშლილი ადამიანი მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადამიანს თვლიდა ტალანტად, მხოლოდ ერთ არტისტს და ეს არტისტი რა თქმა უნდა, თვითონვე იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მან დაგტოვა ერთ აუხსნელ მიზანთან, რომელიც შენც კი არ აგიხსნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შენ ხომ ღუპავ საკუთარ თავს შენივე სასოწარკვეთით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = უყურე, კიდევ ერთხელ გიმეორებ: ისწავლე და ფიალები არ განასხვავო. და თუ ტკივილისგან შედრკები (ტკივილი კი ბევრი იქნება!) - საკვები გაქრება, ყველაფერი ეშმაკისკენ წავა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შეშლილი თავიდან იშორებდა ყველას, ვისზეც გაბრაზებული იყო, რადგან საკუთარი თავისა და საკუთარი მძვინვარების ეშინოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მერე შევამჩნიე, რომ ბევრი ბავშვი სიმახინჯემდე გულგრილია, მაგრამ თუკი ვინმეს შეიყვარებენ, საბოლოოდ შეიყვარებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = იმ წუთას ვიგრძენი, რომ არ ვეცოდებოდი და არ ვუყვარდი, რადგან ვერ ხედავდა როგორ მიყვარდა და ფიქრობდა, რომ სასტუმროს გამო მზად ვიყავი მისთვის მემსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მდაბალი ვარ, არარაობა ვარ, სასაცილო ვარ, სასაცილოზე უარესი კი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ვნება შენ მიერ აღძრული სიყვარული არ ყოფილა, - მე სიყვარულის მეშინოდა: ვერ გავბედე შენი შეყვარება; სიყვარულში ურთიერთდამოკიდებულებაა, ეჭვიანობაა, მე კი არ ვიყავი ამის ღირსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე უკვე მესმოდა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა - არ არის ტალანტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = სიღარიბეში ყოფნის შენს ექვს წელს უკვალოდ არ ჩაუვლია: სწავლობდი, აცნობიერებდი საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებს, შენ უკვე გაგეგება შენი ხელოვნებისა და შენი დანიშნულებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = როდესაც იმ შენმა მასწავლებელმა, რომელზეც მიყვებოდი, შენში ხელოვნებისადმი სიყვარული აღძრა და გაააღვიძა, მაშინაც იგივე მძიმედ იგრძენი ეს, როგორც ახლა გრძნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ბედნიერება, როგორც აუტანელი ტვირთი ისე მაწვებოდა და ატირებული მეუბნებოდა: „რისთვის ეს ყოველივე? რით დავიმსახურე? რით დავიმსახურე ნეტარება?“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასწავლე, მე ხომ არ მესმის, არ მესმის, ვერანაირად ვერ გამიგია - მასწავლე, როგორ გავხლიჩო ცხოვრება შუაზე, როგორ ამოვიგლიჯო გული მკერდიდან და მის გარეშე როგორ ვიცხოვრო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე დაუცველი და მარტოხელა ვიდექი ადამიანის წინაშე, რომელსაც ქალის შეურაცხყოფა შეუძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ...მაგრამ საბოლოოდ კი ყველას მოაწყინა თავი, მის ბოლო როლშიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საშინელებაა მიუღწეველ იდეასთან განშორება, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე, რომლის იდეაც მაინც ღრმა და სერიოზულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} ===''მის შესახებ''=== {{Q | ციტატა = დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას. | ავტორი = [[ფრიდრიხ ნიცშე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყოველი ხელოვნება პოეტურ მოსაზრებათა მთელ წყებებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ერთი იდეა ვერ გამოიხატება მეორე, მასთან კავშირში არმყოფ ფორმაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რა შეიძლება იყოს ჩემთვის უფრო ფანტასტიკური, ვიდრე სინამდვილეა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მიყვარს რეალიზმი, როდესაც ის ფანტასტიკურობამდე აღწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მაშინ, როცა ირონიას, ალეგორიას და ხუმრობას ვეღარ იგებენ, ეს ცუდის ნიშანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = თანამედროვე დასავლეთ ევროპას იგი შემდეგნაირად ახასიათებდა: „უარყვეს გადარჩენის ერთადერთი ფორმულა, რომელიც ღმერთისგან მოდიოდა და ხსნად ჰუმანურობას აცხადებენ, „შენ ის გიყვარს როგორც საკუთარი თავი“ — ეს მცნება ჩაანაცვლეს უფრო პრაქტიკული დასკვნით chacun pour soi et Dieu pour tous („ყველა თავისთვის და ღმერთი ყველასთვის“) ანდა სხვა მეცნიერული სლოგანებით, მაგალითად „ბრძოლა გადარჩენისთვის“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ნუ, ნუ გჯერათ ადამიანთა თანაზიარობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} ==რესურსები ინტერნეტში== {{commons|Category:Fyodor Dostoyevsky}} * [http://www.FyodorDostoevsky.com FyodorDostoevsky.com] * [http://www.fedordostoievsky.com/ingles/ingles1.htm FedorDostoievsky.com] * [http://Dostoyevsky.thefreelibrary.com/ Brief biography and works at The Free Library] * [http://www.kiosek.com/dostoevsky/contents.html Dostoevsky Research Station] {{DEFAULTSORT:დოსტოევსკი, თედორე}} [[კატეგორია:რუსი მწერლები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] 6k45hwxho23xbqlorm9a81rhpeww1wg 47506 47505 2026-04-14T19:40:00Z გიორგაძე.ლანა 5265 /* თეთრი ღამეები (1848) */ 47506 wikitext text/x-wiki [[ფაილი:Dostoevsky 1872.jpg|thumb|right|150პქ]] '''[[:w:ფიოდორ დოსტოევსკი|ფიოდორ დოსტოევსკი]]''' (დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821 – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881) — რუსი მწერალი. =='''ციტატები'''== [[ფაილი:Dostoevsky.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = ''„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს...“'' | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.) }} [[ფაილი:Dresden Dostojewski-Denkmal.JPG|thumb|right|150პქ]] [[ფაილი:Dostoevskaya.jpg|thumb|right|150პქ]] === ''თეთრი ღამეები'' (1848) === [[ფაილი:Image dost 01.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = დარდში კი მართლა და რა ფანტაზიაა! გრძნობ, რომ ეს დაუშრეტელი ფანტაზია მუდმივი დაძაბულობით ბოლოს იფიტება, იშრიტება, რადგან ხომ მოწიფული ხდები, იცილებ ძველ იდეალებს: ისინი მტვრად, ნამსხვრევებად იქცევიან; თუ სხვა ცხოვრება არ გაგაჩნია, ამავე ნამსხვრევებისგან მოგიწევს მისი აშენება. ამასობაში კი სული რაღაც სხვას ითხოვს და სურს! და მეოცნებე, როგორც ნაცარში, ამაოდ იქექება თავის ძველ ოცნებებში, ეძებს თუნდაც მცირე ნაპერწკალს, რომ იგი გააღვივოს, განახლებული ცეცხლით გაითბოს გაცივებული გული და მასში კვლავ აღიდგინოს ყველაფერი, რაც ადრე ასე ძვირფასი იყო, სულს აღელვებდა, სისხლს უჩუხჩუხებდა, თვალთაგან ცრემლებს ადენდა და ასე საუცხოოდ ატყუებდა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = როცა უბედურები ვართ, უფრო ძლიერ ვგრძნობთ სხვის უბედურებას. გრძნობა კი არ სუსტდება, პირიქით, ძლიერდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ღმერთო, როგორ შეკრთა და შეჰკივლა ნასტენკამ! როგორ გამისხლტა ხელიდან და მისკენ გაფრინდა!.. მე, გულმოკლული ვიდექი და ვუყურებდი. მაგრამ რაწამს ხელები გაუწოდა და გადაეხვია, უმალ ისევ გამოტრიალდა, თვალის დახამხამებაში ჩემთან გაჩნდა და სანამ გონს მოვიდოდი, ორივე მკლავი შემომხვია და მაგრად, მაგრად მაკოცა. მერე ისევ უხმოდ გაქანდა მისკენ, ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. მე კი ვიდექი და ვუყურებდი, ვიდრე ორივე თვალს მიეფარა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = გასაოცარია, როგორ აკეთილშობილებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = მაინც როგორ ალამაზებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება! სიყვარულით როგორ ფეთქავს გული! თითქოს გინდა შენი გული სხვისას შეუნივთო, გინდა ყველა მხიარულობდეს, ყველა იცინოდეს! მერედა რა გადამდებია ეს სიხარული! ო, როგორ აკეკლუცებს ადამიანს ბედნიერება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ო! ზოგჯერ რა აუტანელია ბედნიერი ადამიანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ყველა რატომღაც სიხარულით ისმენს ყოველგვარ დამამშვიდებელ სიტყვას და უხარია, ერთ ბეწო სიმართლესაც თუ ხედავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = – რატომ ყველანი ისე არა ვართ ერთმანეთთან, ვით ძმა ძმასთან? რატომ არის, რომ თვით საუკეთესო ადამიანიც ყოველთვის თითქოს რაღაცას უმალავს მეორეს, ერიდება, გულისნადები გაუზიაროს? რატომ პირდაპირ, უყოყმანოდ არ გამოთქვა ეს გულისნადები, თუ იცი, რომ შენს სიტყვებს ქარს არ გაატან? არადა ყველა ისეთნაირად გამოიყურება, თითქოს იმაზე უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია. თითქოს ყველას ეშინია, ვაითუ გულისნადები გავამჟღავნოთ და ამით ჩვენი გრძნობები შევბღალოთო... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა არტანუჯი თბილისი 2014 }} === ''იდიოტი'' (1868) === [[ფაილი:Fjodor Michailowitsch Dostojewski.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = კოლუმბმა მაშინ კი არ იგრძნო ბედნიერება, როცა ამერიკა აღმოაჩინა, არამედ მაშინ, როცა მის აღმოსაჩენად ესწრაფებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „იდიოტი“ }} === ''ძმები კარამაზოვები'' (1880) === [[ფაილი:Trutovsky 004.jpg|thumb|right|150პქ|ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს.]] {{Q | ციტატა = ადამიანები, ავკაცნიც კი, უმეტესად, ბევრად უფრო მიამიტნი და გულუბრყვილონი არიან, როგორც საერთოდ გვგონია. თავად ჩვენც ასეთნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თქვენი თავისა ნუ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს, ყველაზე უწინარეს განაწყენდება. განაწყენება ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ასე არ არის? თანაც ხომ იცის, რომ არავის უწყენინებია და წყენას თავად მიეცა, ყოველივე თავად შეთხზა და შესაფერადებლად მოიგონა, თავად გააზვიადა, რათა სასურველი სურათი შეექმნა, სიტყვას გამოეკიდა და წვრილმანი მსხვილმანად აქცია, - ეს თავადაც იცის, მაგრამ მაინც ყველაზე უწინარეს განაწყენდება, უკიდურესი ტკბობის შეგრძნებამდე განაწყენდება, ხოლო შედეგად ნამდვილი მტრობა ეუფლება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი, ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არა მარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არა მარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა? - დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება. - ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური! - რატომ უბედური? - იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება. - შესაძლოა, მართალი ხარ!... მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია... - მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უდიდეს ძალად გაერთიანებულმა საერთო მეცნიერებამ, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, ყველაფერი განიხილა, რაც კი ჩვენთვის წმინდა წიგნებში ზეცითაა ნაანდერძევი და მკაცრი ანალიზის შემდეგ მთელი მსოფლიოს მეცნიერებს ხელში აღარაფერი შემორჩათ იმისგან, რაც ადრე წმიდათაწმიდა იყო. მაგრამ ისინი ნაწილნაწილ განიხილავდნენ, მთლიანი კი თვალთაგან გამორჩათ, თანაც გასაოცარი სიბრმავით. რამეთუ მთლიანი მათსავე თვალთა წინაშე როგორც უწინ, ახლაც ურყევად დგას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ. განა იგი ცხრამეტ საუკუნეს არ ცოცხლობდა და განა ახლა არ ცოცხლობს ცალკეული ადამიანებისა თუ ხალხთა მასების სულის მიმოქცევაში? თვით მათი სულის მიმოქცევაშიც ურყევად ცოცხლოს კვლავინდებურად! რამეთუ ქრისტიანობის უარმყოფელთა და მის წინააღმდეგ ამბოხებულთა არსი იმავე ქრისტეს სახებაა, ისინი ისეთივენი დარჩნენ, რადგან აქამდე ვერც მათმა სიბრძნემ, ვერც მათი გულის მხურვალებამ ადამიანს და მის ღირსებას ვერ შეუქმნა სხვა უმაღლესი ხატება, ვიდრე წარსულში ქრისტეს ნაჩვენები ხატებაა. როცა კი შექმნას შეეცადნენ, ხელთ მხოლოდ სიმახინჯე შერჩათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ყველამ დაუცხრომლად უნდა უთხრას აღსარება საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ცოდვისა, თუნდაც მაშინ, როცა შეიცნობთ, ოღონდაც მოინანიეთ და ღმერთს პირობას ნუ დაუთქვამთ. კვლავ გეუბნებით - ნუ გაამაყდებით. ნუ გაამაყდებით მცირეთა ზედა, ნუ გაამაყდებით ნურც დიდთა წინაშე. ნუ შეიძულებთ თქვენს უარმყოფელებს, თქვენს მძრახველებს, თქვენს მძაგებლებს, თქვენს ცილისმწამებლებს. ნუ შეიძულებთ ათეისტებს, ავის მქადაგებლებს, მატერიალისტებს, მათ შორის ღვარძლიანებსაც კი, არათუ კეთილებს, რამეთუ ბევრი მათგანი კეთილია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ლოცვისას ისინი ასე მოიხსენიეთ: ღმერთო, ყველა იხსენ, ვისთვისაც არავინ ლოცულობს, იხსენ ისინიც, ვისაც შენს წინაშე ლოცვა არ სურს. იქვე დაუმატეთ, ამას ჩემი სიამაყის გამო არ გთხოვ, ღმერთო, რამეთუ თავად ყველასა და ყოველზე უარესი ვარ... გიყვარდეთ ხალხი ღვთისა, სამწყსოს გადამთიელთ ნუ დაანებებთ, რამეთუ ძილსა და სიზარმაცეს თუ მიეცემით მოზიზღნი, გაამპარტავნებული და, რაც უარესია, ანგარებადაუფლებულნი, მაშინ ყოველი ქვეყნიდან მოვლენ და სამწყსოს წაგგვრიან. ხალხს სახარება დაუცხრომლად განუმარტეთ... მექრთამეობას განეშორეთ... ვერცხლი და ოქრო ნუ გეყვარებათ, ნუ გაეკარებით... გწამდეთ და რწმენის დროშა მაღლა აღმართეთ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. რაც მთავარია, სიცრუეს განერიდეთ, ყოველგვარ სიცრუეს, განსაკუთრებით საკუთარ სიცრუეს. დააკვირდით თქვენს სიცრუეს და შეეცადეთ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ჩასწვდეთ. ზიზღიც განიშორეთ, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ის, რაც საკუთარ არსებობაში სიბილწედ მიგაჩნიათ, უკვე განიწმინდება, თუნდაც მხოლოდ იმით, რაკიღა შეამჩნიეთ. შიშსაც განერიდეთ, თუმცაღა შიში მხოლოდ შედეგია ყოველგვარი სიცრუისა. სიყვარულის ძიებისას ნურასოდეს შეგათრობთ საკუთარი სულმოკლეობა, თქვენივე ცუდი საქციელიც ძალიან ნუ შეგაშინებთ. ვწუხვარ, რომ სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, რამეთუ ოცნებით წარმოსახული სიყვარულისაგან განსხვავებით, ქმედითი სიყვარული სასტიკი და შემაძრწუნებელი რამ გახლავთ. ოცნებით წარმოსახულ სიყვარულს კმაყოფილების მსწრაფად მომნიჭებელი, მყისიერი, თანაც ყველასთვის საჩინო გმირობა სწყურია. ამგვარი მისწრაფებათა შედეგად მართლა შეიძლება, თავიც გაწირონ, თუკი ეს დიდხანს არ გასტანს, სწრაფად მოხდება, როგორც სცენაზე, ყველა ნახავს და ხოტბას შეასხამს. ქმედითი სიყვარული კი შრომა და თავშეკავებულობაა, ხოლო ზოგთათვის კი მთელი მეცნიერებაა. მაგრამ აი, რას გიწინასწარმეტყველებთ: შესაძლოა ზუსტად იმ წუთს, როცა შეძრწუნებული იქნებით იმით, რომ თუმცა ბევრს ეცადეთ, მიზანს არათუ მიუახლოვდით, არამედ თითქოს დაშორდით კიდევაც, - გიწინასწარმეტყველებთ, რომ იმ წუთს მიზანს უეცრად მიაღწევთ და აშკარად იხილავთ თქვენზე გარდმოვლენილ სასწაულმოქმედ ძალას ღმერთისას, ვისაც ნიადაგ უყვარხართ და ვინც ნიადაგ იდუმალად წაგმართავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის არსებობის საიდუმლო ის კი არ არის, რომ მხოლოდ იცხოვროს, არამედ ის, თუ რისთვის იცხოვროს. ადამიანს თუ მყარი წარმოდგენა არა აქვს, რისთვის უნდა იცხოვროს, სიცოცხლეს არ ისურვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბებერ მოთამაშეთ, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებით მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმ წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: „ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი „წმინდა“ მრისხანებისა და მრისხანებიის „წმინდა“ წუთის მიუხედავად.“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წლები და თვეები რა არის, დღეების თვლა რა საჭიროა, ადამიანს ერთი დღეც ეყოფა, ბედნიერება მთლად რომ შეიგრძნოს. ჩემო კარგებო, რას ვდაობთ, ერთმანეთთან თავს რად ვიქებთ, ერთმანეთზე წყენას გულში რად ვიჩერებთ? გვირჩევნია, ბაღში გავიდეთ, ვისეირნოთ და ვინავარდოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი ვაქოთ, ერთმანეთს ვკოცნიდეთ და სიცოცხლეს ვლოცავდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ახლა ყველა მიისწრაფის, სხვებს რაც კი შეიძლება მეტად გაემიჯნოს, საკუთარ არსებობაში სიცოცხლე სრულად განიცადოს, მაგრამ მისი მცდელობის შედეგი სიცოცხლის სრულად განცდის ნაცვლად მხოლოდ თვითმკვლელობაა, რამეთუ თავისი არსების სრულად განსაზღვრის მაგიერ წილად ხვდება სრული განმარტოება. რადგან ჩვენს საუკუნეში ყოველივე ერთეულებად დანახევრდა, ყველა თავის სოროში განმარტოვდა, ყველანი სხვებს ემიჯნებიან, ერთმანეთს ემალებიან, თუკი რამ გააჩნიათ, მალავენ და იმით ამთავრებენ, რომ ადამიანებისგან თავს განარიდებენ და ადამიანებს განირიდებენ. სიმდიდრეს განცალკევებით იხვეჭენ და ფიქრობენ, ძლიერნი და უზრუნველყოფილნი ვართო, მაგრამ უგუნურებმა არ იციან, რაც მეტს მოიხვეჭენ, მით უფრო ეუფლებათ თვითმომსპობი უძლურება. რამეთუ მხოლოდ თავის იმედად ყოფნას არიან მიჩვეულნი, მთლიანს ერთეულებად გამიჯვნიან, მიჩვეულან, რომ ადამიანთაგან შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადამიანებისა და კაცობრიობის რწმენა დაუკარგავთ და მხოლოდ ფულსა და მოპოვებული უფლებების დაკარგვისა ეშინიათ. ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით. მაგრმა ამ საშინელ განმარტოებასაც ჟამი უსათუოდ დაუდგება და ყველანი ერთბაშად მიხვდებიან, ერთმანეთს რა არაბუნებრივად გაემიჯნენ. მაშინ დროების ასეთი სიო დაჰქროლებს და გაიკვირვებენ, წყვდიადში დიდხანს რომ ისხდნენ და სინათლეს ვერ ხედავდნენ, მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე... მანამდე კი დროშას უნდა მოვუაროთ და თითო-ოროლა ვინმემ მაინც მაგალითი უეცრად აჩვენოს, განმარტოებას განერიდოს, გმირობა გამოიჩინოს და ძმური სიყვარული თუნდაც შმაგურად გაამჟღავნოს. რათა დიადი აზრი არ ჩაკვდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი მართალთა დამდაბლებისა და შერცხვენის მოყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცხოვრება ცრემლიანი მორჩილება კი არა, დიადი სიხარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძნელად სატვირთველი ტვირთი ყველას კუთვნილი ვერ იქნება, ზოგნი ვერ გაუძლებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბევრი ადამიანი პატიოსანი სწორედ იმიტომ არის, რომ სულელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თომამ იმიტომ კი არ ირწმუნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა, არამედ იმიტომ, რომ მანამდე თვითონ უნდოდა ერწმუნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაზე ცუდი ოჯახისგანაც შეიძლება ძვირფასი მოგონებები შემოგრჩეს, თუ შენს სულს „ძვირფასის ძიების“ უნარი გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სისულელეები სჭირდება დედამიწას, სისულელეებზე დგას მსოფლიო, ამის გარეშე იქნებ არც არაფერი მომხდარიყო ამქვეყნად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ მსჯავრს დამდებთ ამ მსჯავრისთვისაც მადლობელი ვიქნები! მაგრამ დამინდეთ, ღმერთს ნუ წამართმევთ, რადგან ვიცი, ბედს დავემდურები, ჩემს სულს უმძიმს, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე ის მაწამებდა მხოლოდ, რომ კეთილშობილება მწყუროდა. ფარნით ვეძებდი, დიოგენეს ფარნით, და მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე მაინც მხოლოდ სისაძაგლეებს ჩავდიოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვარ და მე მიყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მსჯავრს ვდებ ჩემს სიცოცხლეს და ვზღავ სიცოცხლით ამ მსჯავრისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, მით უფრო ირწმუნებთ ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას. თუ მოყვასთა თქვენთა თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ადამიანი უყვარს, მას მათი სიხარულიც უნდა უყვარდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტე ადამიანთა მწუხარებას კი არა, სიხარულს ეწვია, პირველი სასწაულის ქმნით ადამიანთა სიხარულს შეეწია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მიწა სიხარულის ცრემლებით დანამე და შეიყვარე ცრემლები შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რა შემზარავ ტრაგედიებს უწყობს ადამიანებს რეალიზმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიარულზეც შეატყობთ რა ხასიათისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუმცაღა ყველაზე უადგილო ფიქრმა იქნებ სიკვდილით დასასჯელ დამნაშავესაც გაუელვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან უაღრესად მგრძნობიარე, მაგრამ როგორღაც გატეხილი ადამიანები. მათი ჯამბაზობა ერთგვარი ღვარძლიანი ირონიაა იმათ მიმართ, ვისაც სიმართლეს პირში ვერ ეუბნებიან მათ წინაშე ხანგრძლივი დამამცირებელი შიშის გამო. ასეთი ჯამბაზობა ზოგჯერ უაღრესად ტრაგიკულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ზეციური პურისთვის ათასი ან თუნდაც ათი ათასი გამოგყვება, იმ მილიონებს რა ეშველება, რომელთაც უარი ვერ თქვეს მიწიურ პურზე ზეციურის სანაცვლოდ? თუ შენთვის მხოლოდ ის ათი ათასი ძლიერი და დიადია ძვირფასი, მილიონები კი, ქვიშასავით მრავალრიცხვოვანი სუსტი, მაგრამ შენი მოყვარული მილიონები მხოლოდ იმ დიადთა გამოსადეგარი მასალაა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველანი თითქოს ოდესღაც შეთანხმებულან, რომ ამის თაობაზე ეცრუათ და აქამდე ცრუობენ, რომ სისაძაგლე სძულთ, გულში კი უყვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეიძლება ამ კატორღელ კაცს ჩამკვდარი გული აღუდგინო და აუღორძინო, შეიძლება წლობით ულოლიავო და ბოლოს ბუნაგიდან მზის სინათლეც გამოიყვანო, უკვე ამაღლებული სული, განაწამები ცნობიერება, ანგელოზი აღადგინო, გმირი ააღორძინო! ისინი კი მრავალი, ასობით არიან. ჩვენ ყველანი კი მათ გამო დამნაშავენი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენი დიადი მწუხარებით კვლავ აღვადგენთ სიხარულს, ურომლისოდაც ადამიანის არსებობა არ შეიძლება, ღმერთი კი არის, რამეთუ ღმერთი გვანიჭებს სიხარულს, ეს მისი დიდი პრივილეგიაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდაც ჩემს თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში - ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული - მაგრამ ვარსებობ! მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის, ეს მთელი სიცოცხლეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აბა სცადე და ქალის წინაშე დანაშაული აღიარე, იმავ წუთს საყვედურებს სეტყვასავით დაგაყრის! პირდაპირ, უბრალოდ არაფრის დიდებით არ გაპატიებს. დაგამცირებს, მოგმჩვარავს, რაც არ ყოფილა, იმასაც გიანგარიშებს, ყველაფერს მოხვეტავს, არაფერს დაივიწყებს, თავისას დაუმატებს და მერეღა გაპატიებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დაძალებულ რწმენას რა ფასი აქვს? რწმენას არ შველის არავითარი საბუთი, განსაკუთრებით მატერიალური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ვარ და ყოველივე ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიმართლე თითქმის ყოველთვის არამახვილგონივრულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ იცი, რომ ეშმაკი ვარ და რომ ვარსებობ, შენ მუდამ ბრაზობ, მე კი გიმეორებ, მთელ ვარსკვლავზედა ცხოვრებას, ყოველ წოდებას დავთმობდი მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჭრის შვიდფუთიანი ცოლის სულად გარდავსახულიყავი და ღმერთისთვის სანთელი დამენთო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უცნაურობა და ახირებულობა საზიანო უფროა, ვიდრე უფლების მომცემი ყურადღების მოპყრობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ცალკერძოებანი ერთიანყოს და საყოველთაო აბდაუბდას რაიმე ერთიანი აზრი გამოუძებნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებულია, ეროვნულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მონობიდან თავისუფლებისკენ ადამიანს ზნეობრივი სრულყოფისთვის მრავალგზის ნაცადი, ათასწლოვანი იარაღი, შესაძლოა, ორლესურ მახვილად გადაიქცეს, ისე რომ ზოგი იქნებ თვინიერებისა და სრული თავშეკავებულობის ნაცვლად, პირიქით, უაღრეს სატანურ ქედმაღლობამდე, ანუ ხუნდებამდე და არა თავისუფლებამდე მიიყვანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენი წილხვედრია ცოდვა, სიცრუე და საცდური, ამქვეყნად ხომ იქ, სადღაც, მაინც არის წმინდანი და უმაღლესი; სამაგიეროდ, ის არის მფლობელი სიმართლისა, სამაგიეროდ, მან იცის სიმართლე; მაშასადამე ამ ქვეყნად სიმართლე არ კვდება, ჰოდა, ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევს და მთელს დედამიწაზე დამკვიდრდება, როგორც აღთქმულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ხალხმა მდუმარე და მრავლისმომთმენი მწუხარება იცის. ეს მწუხარება გულში ჩაგუბდება და დუმს. მაგრამ არის ბობოქარი მწუხარება, გულდარდიანს ცრემლები რომ წასკდება და მალე მოთქმა-გოდებად გადაიქცევა. ასეთი რამ უმეტესად ქალებს ემართებათ. მაგრამ ეს მდუმარე მწუხარებაზე იოლი არ არის. დამწუხრებულს მოთქმა-გოდება გულს უფრო მეტად უწამლავს და უკლავს. ასეთი მწუხარება ნუგეშს კი არ ესწრაფვის, პირიქით, ტკივილის დაუამებლობით საზრდოობს. მოთქმა-გოდება მოთხოვნილებაა ჭრილობის განუწყვეტელი გაღიზიანებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიენები ბედნიერებისათვის არიან შექმნილნი და ვინც სრულად ბედნიერია, მას პირდაპირ შეუძლია თქვას: „ამქვეყნად ღვთის აღთქმა შევასრულეო“. ყველა უმწიკვლო, ყველა წმინდანი, ყველა წმინდა მოწამე ბედნიერი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - იცით, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: თუ ყველას სწამს, ეს აზრი საიდან გაჩნდა? გვარწმუნებენ, რომ თავდაპირველად ყოველივე ბუნების მრისხანე ძალთა წინაშე შიშმა გამოიწვია და ყოველივე ეს არ არსებობს. ჰოდა, ვფიქრობ, მთელი სიცოცხლე მჯეროდა - მოვკვდები და უცებ აღარაფერი იქნება, მხოლოდ „ძირხვენა ამოვა საფლავზე,“ ეს შემზარავია! როგორ დავიბრუნო რწმენა, როგორ? თუმცაღა, მხოლოდ მაშინ მწამდა, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვფიქრობდი და მექანიკურად მწამდა... ახლა იმიტომ მოვედი, რომ გკითხოთ, ეს რით უნდა დამტკიცდეს? ამ შემთხვევასაც თუ გავუშვებ ხელიდან, ჩემს სიცოცხლეში უკვე ვეღარავინ მიპასუხებს. რით უნდა დამტკიცდეს, რით უნდა დარწმუნდე? რა უბედურება მხვდა წილად! ვდგავარ და ირგვლივ ვხედავ, რომ ყველასთვის, თითქმის ყველასთვის, ყველაფერი სულ ერთია, ამაზე ახლა აღარავინ წუხს; მხოლოდ მე, ერთადერთს არ შემიძლია ამის გადატანა. ეს მომაკვდინებელია, მომაკვდინებელია! - ნამდვილად მომაკვდინებელია. მაგრამ დამტკიცება არაფრისა შეიძლება, რომ დარწმუნდე, ეს კი შეიძლება. - როგორ? რანაირად? - ქმედითი სიყვარულის გამოცდილებით. შეეცადეთ, მოყვასი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას მით უფრო ირწმუნებთ. თუ მოყვასთა თქვენთა სრული თანგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ზუსტად ასეთივე რამ, თუმცა დიდი ხნის წინ, მითხრა ერთმა ექიმმა, უკვე ხნიერმა და უდავოდ ჭკვიანმა კაცმა. ისიც თქვენსავით გულწრფელად ლაპარაკობდა, მაგრამ სევდიანად ხუმრობდა. ამბობდა, კაცობრიობა მიყვარს, მაგრამ ჩემი თავისა მევე მიკვირსო: რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა ზოგადად, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ადამიანი კერძოდ, ანუ ცალ-ცალკე, როგორც განცალკევებული პიროვნებანი. ოცნება ხშირად კაცობრიობის მსახურების მგზნებარე წადილით აღმავსებდა და, შესაძლოა, ხალხის გულისთვის თავიც გამეწირა, თუკი უეცრად ეს საჭირო გახდებოდა. ამავე დროს, ერთ ოთახში ვინმესთან ერთად ორ დღესაც კი ვერ გავძლებ; ეს გამოცდილებით ვიცი. ოდნავი სიახლოვეც კი ვინმესი თავმოყვარეობას მილახავს, თავისუფლებას მიბორკავს. საუკეთესო ადამიანსაც კი ერთ დღეში შევიძულებ: ერთს იმის გამო, რომ სადილობისას ჭამა ვერა და ვეღარ მოათავა, მეორეს იმის გამო, რომ სურდო აქვს და ცხვირს წარამარა იხოცავს. გამეკარება თუ არა ვინმე, უმალ მის მტრად გადავიქცევი. სამაგიეროდ, აი, ნიადაგ რა მემართება: ცალკეულ ადამიანებს რაც უფრო მეტად შევიძულებ, კაცობრიობის მიმართ ჩემი სიყვარული მით უფრო მგზნებარებას იძენსო. - მაშ რა უნდა ქნა? ასეთ დროს რა უნდა ქნა? სასოწარკვეთას უნდა მიეცე? - არა, რამეთუ ისიც კმარა, რომ ამის გამო წუხილი გიპყრობთ. ის ჰქმენით, რაც შეგიძლიათ, რადგან საკუთარ თავს ასე გულწრფელად და ღრმად ჩაუკვირდით! ოღონდ თუ ახლა ასე გულწრფელად მხოლოდ იმიტომ მელაპარაკებოდით, რომ ჩემგან შექება დაგემსახურებინათ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ქმედითი სიყვარულის ასპარეზზე ვერაფერს მიაღწევთ. ყოველივე მხოლოდ ოცნებად დაგრჩებათ და მთელი თქვენი ცხოვრება მოჩვენებასავით გაიელვებს და გაქრება. ასე, რა თქმა უნდა, მომავალ ცხოვრებასაც დაივიწყებთ და ბოლოს როგორღაც დამშვიდდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვეყრდნობი დებულებას, რომ ელემენტთა ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ცალკეულად აღებულ არსთა ამგვარი შერევა, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება, თუმცაღა ეს შეუძლებელია და ვერასოდეს მიაღწევს არათუ ნორმალურ, არამედ რამდენამდე შეწონასწორებულ მდგომარეობას, რამეთუ საქმის თვით საფუძველშივე დევს სიცრუე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორც, მაგალითად, სასამართლოს საკითხია, მე მგონი, სრულყოფილი და წმინდა არსით შეუძლებელია. სასულიერო პირი, რომელსაც შევედავე, ამტკიცებს, რომ ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ხოლო მე ვეკამათები, რომ ეკლესიას სახელმწიფოში მხოლოდ რაღაც კი არ უნდა განეკუთვნებოდეს, პირიქით, თვით ეკლესიამ უნდა შეითავსოს მთელი სახელმწიფო, და თუ ეს ამჟამად რატომღაც შეუძლებელია, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, არსებითად, მთელი შემდგომი განვითარების პირდაპირ და უმთავრეს მიზნად უდნა დაისახოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ყოველივე თუ ეკლესიად იქცევა, მაშინ ეკლესია დამნაშავესა და ურჩს თავს კი არ მოკვეთდა, თავისი წიაღიდან განკვეთდა, - განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა. ახლა გეკითხებით, განკვეთილი სად წავიდოდა? მაშინ ხომ იგი არა მხოლოდ ხალხს, როგორც ამჟამადაა, არამედ ქრისტესაც უნდა განშორებოდა. მისი დანაშაული არა მხოლოდ ხალხის, არამედ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხიც იქნებოდა. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამჟამადაც ასეა, მაგრამ განცხადებული ხომ მაინც არ არის და ამჟამინდელი დამნაშავის სინდისი ძალზე ხშირად თავის თავთან გარიგებას იწყებს: „მოვიპარე, მაგრამ ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, ქრისტეს მტერი არ ვარო,“ - აი, რას ეუბნებიან ამჟამინდელი დამნაშავენი საკუთარ თავს ერთპირად, ხოლო როცა ეკლესია სახელმწიფოს ადგილს დაიკავებს, მაშინ ამას ისე ვეღარ იტყოდა, თუ ამქვეყნად არსებულ მთელ ეკლესიას არ უარყოფდა: „ყველანი ცდებიან, ყველა განდგომილია, ყველა ცრუ ეკლესიაა და მხოლოდ მე, ქურდი და მკვლელი ვარ სამართლიანი ქრისტიანული ეკლესიაო.“ ეს ხომ ძალზე ძნელი სათქმელია, უზარმაზარ პირობებს და გარემოებებს საჭიროებს, რაც არც ისე ხშირად არსებობს. ახლა, მეორე მხრივ, ავიღოთ თვით ეკლესიის შეხედულება დანაშაულის თაობაზე: განა, არ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი, თითქმის წარმართული შეხედულების საპირისპიროდ და ნაცვლად დასნებოვნებული წევრის მექანიკური განკვეთისა, როგორც ამჟამად საზოგადოების დასაცავად ხდება. არ უნდა გარდაიქმნას და სრულად, სიყალბის გარეშე, ადამიანის აღორძინების, მისი აღდგომისა და ხსნის იდეად არ უნდა იქცეს? - მაინც რა არის ეს? ახლაც ვერ გამიგია, - შეაწყვეტინა მიუსოვმა, - ისევ რაღაც ოცნებაა. უფორმო რაღაცაა და გაგება შეუძლებელია. რა განკვეთა, როგორი განკვეთა? მე მგონი, უბრალოდ, თავის შესაქცევად ლაპარაკობთ, ივან ფიოდოროვიჩ. - ახლაც ხომ სინამდვილეში იგივე ხდება, - უეცრად წამოიწყო ბერ-მოძღვარმა და უკლებლივ ყველა მას მიაჩერდა, - ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ხომ მაშინ ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, როგორც ახლა ბრძანეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება. - ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რანაირად? - უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მიუსოვმა. - აი, ამნაირად, - წამოიწყო ბერ-მოძღვარმა. - ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარ გაროზგვით ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არც ერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამაზე უნდა დამეთანხმოთ. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიის წინაშე. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიას წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდადების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს რა დაემართებოდა, ო, უფალო! თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, მას ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდადების შემდეგ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რუსი დამნაშავისთვის, რამეთუ რუსი დამნაშავენი ჯერ კიდევ მორწმუნენი არიან. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა - დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებით კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ევროპაში საკუთარ თავზე) - სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან, უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული. ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამართლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არა მარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობით შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებს, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, - ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია. ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეკლესია არ გადიქცევა სახელმწიფოდ! ეს რომია და მისი ოცნება. ეს ეშმაკის მესამე ცდუნებაა! პირიქით, სახელმწიფო გარდაიქცევა ეკლესიად, ეკლესიამდე აღმაღლდება და ეკლესია იქნება მომცველი მთელი ქვეყნიერებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ის „უწმინდური,“ „ცუდი ყოფაქცევის ქალი,“ შესაძლოა, თავად თქვენზე წმინდა იყოს, თავის ხსნისთვის მზრუნველო ბატონო მღვდელმონაზვნებო! - შეუტია ფიოდორ პავლოვიჩმა. - იქნებ სინორჩისას იმსხვერპლა საზოგადოებამ. მაგრამ მან „შეიყვარა ფრიად,“ ხოლო ვინც ფრიად შეიყვარა, მას ქრისტემაც შეუნდო... - ქრისტეს ასეთი სიყვარულის გამო არ შეუნდვია... - ვეღარ მოითმინა და შესძახა თვინიერმა მამა იოსებმა. - არა, ასეთი სიყვარულის გამო, სწორედ ამ სიყვარულის გამო, ბერებო, ამ სიყვარულის გამო! თქვენ აქ კომბოსტოთი გწადიათ, თავი იხსნათ და გგონიათ, რომ წმინდანები ხართ! ლიფსიტებს ჭამთ, დღეში თითო ლიფსიტას, და გგონიათ, რომ ღმერთს გულს მოუგებთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენთან არს ქრისტე. დაიფარე გულსა შინა შენსა და ისიც დაგიფარავს. დიად მწუხარებას იხილავ და მწუხარებასა შინა იქნები ბედნიერი. ამას გიანდერძებ: მწუხარებაში ეძიე ბედნიერება. იღვაწე, დაუცხრომლად იღვაწე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სალოსებმა ასე იციან: სამიკიტნოს წინ პირჯვარს იწერენ, ტაძარს კი ქვას უღერებენ. შენი ბერ-მოძღვარიც ამას სჩადის: წმინდანს ჯოხის ცემით გააგდებს, ხოლო მკვლელს თავდახრით დაუჩოქებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცს შეუყვარდება რაიმე სილამაზე, ქალის სხეული, ანდა ქალის სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი (ამას ავხორცი მიხვდება), ჰოდა, ეს სიყვარული გააწირვინებს საკუთარ შვილებს, დედ-მამასა და სამშობლოს; პატიოსანი კაცი იქურდებს, თვინიერი ყელს გამოსჭრის ვინმეს, ერთგული მოღალატედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წმინდა ბერო, მზა ლუკმისთვის მონასტერში კი ნუ ხარ გამოკეტილი და ჯილდოს იქ, მაღლა კი ნუ ელი, ცხოვრებაში იყავი სათნო და საზოგადოებას სარგებლობა მოუტანე, - აი ეს უფრო ძნელი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის ატანა არ შემიძლია, რომ ზოგნი, ამაღლებული სულისა და მაღალი გონების მქონენიც კი, მადონას იდეალით იწყებენ და სოდომის იდეალით ამთავრებენ. უფრო შემზარავია, როცა ვინმე, სულში უკვე სოდომის იდეალის მქონე, არც მადონას იდეალს უარყოფს, გულში ეს იდეალი უღვივის, ჭეშმარიტად უღვივის, როგორც სიყრმის უმწიკვლო წლებში. ეშმაკმა უწყის, ეს რა არის! რაც გონებას სამარცხვინოდ მიაჩნია, გულს ჭეშმარიტ მშვენიერებად ესახება. მშვენიერება სოდომშია? დამიჯერე, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის სოდომშია. საშინელებაა, რომ მშვენიერება მხოლოდ შემზარავი კი არა, საიდუმლოებით მოცულიცაა. აქ სატანა და ღმერთი იბრძვიან, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცმა ზოგჯერ აღტაცების გამო შეიძლება თავი მოიკლას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს, მის ირგვლივ მყოფთა შორის სიცოცხლის ღირსი ვინ არის და ვინ ნაკლებად ღირსია? - ღირსია თუ არა, ამის მიხედვით გადაწყვეტა რა საჭიროა? ადამიანთა გულებში ეს საკითხი უმეტესად იმის მიხედვით კი არ წყდება, ვინ რისი ღირსია, არამედ სხვა, ბევრად უფრო ბუნებრივი მიზეზით. ხოლო თუ უფლებაზე მიდგება საქმე, სურვილის უფლება ვიღას არა აქვს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩემო კეთილნო, უწყოდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი უეჭველად დამნაშავეა ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის მაგიერ არა მარტო ზოგადი მსოფლიო დანაშაულის გამო, არამედ თითოეული პირადად მთელი ხალხისა და ყოველი ადამიანის განვლილი გზისა. რამეთუ ბერები სხვანაირნი კი არა, ისეთივენი არიან, როგორც მართებს ამქვეყნად ყოველ ადამიანს. მხოლოდ მაშინ აღგევსება გული უსასრულო, ქვეყნიერების მომცველი, ზღვარდაუდებელი სიყვარულით. ყოველი თქვენგანი მხოლოდ მაშინ შეძლებს, მთელი სამყარო სიყვარულით მოიპოვოს და ცრემლით თავისით მსოფლიო ცოდვანი განრეცხოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიბილწეს ყველა აგინებს, ყველანი კი მაინც სიბილწეს ეტანებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კატერინა ივანოვნას არასოდეს ვყვარებივარ! მე რომ მიყვარს, ეს ყოველთვის იცოდა, თუმცა მასთან ჩემს სიყვარულზე ერთი სიტყვაც არ დამცდენია. იცოდა, მაგრამ არ ვუყვარდი! მისი მეგობარიც არასოდეს, ერთ დღესაც არ ვყოფილვარ; ზვიად ქალს ჩემი მეგობრობა არ ესაჭიროებოდა. ახლოს მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ გამუდმებით შური ეძია. შურს იძიებდა იმ შეურაცხყოფათა გამო, რასაც გამუდმებით, ყოველ წუთას დიმიტრისგან იტანდა მათი პირველი შეხვედრიდან დღემდე... იმიტომ რომ პირველი შეხვედრაც მის გულში შეურაცხყოფად ჩარჩა. აი, როგორი გული აქვს! მე ახლა მივდივარ, კატერინა ივანოვნა, მაგრამ იცოდეთ, რომ მართლა მხოლოდ იგი გიყვართ. თანაც, რაც უფრო მეტად შეურაცხგყოფთ, მით უფრო მეტად და მეტად გეყვარებათ. აი, ეს არის თქვენი თვითგვემა. იგი სწორედ ისეთი გიყვართ, როგორიც არის, გიყვართ თქვენი შეურაცხმყოფელი. თუ გამოსწორდება, უმალ მიატოვებთ და მისი სიყვარული საერთოდ გაგიქრებათ. იგი გჭირდებათ, რათა მისდამი თქვენს თავგანწირულ ერთგულებას განუწყვეტლივ ჭვრეტდეთ, ხოლო მას ორგულობას უსაყვედურებთ. ეს ყოველივე თქვენი ზვიადობის გამოა. ოჰ, აქ მრავალგზის დამცირება და დამდაბლებაა, მაგრამ ყოველივე ზვიადობის შედეგია... მე ძალზე ახალგაზრდა ვარ და ძალზე ძლიერად მიყვარდით. ვიცი, რომ ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, უბრალოდ განგშორებოდით და ეს თქვენც ნაკლებად შეურაცხგყოფდათ. მაგრამ მე ხომ შორს მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები. მე ხომ სამუდამოდ გშორდებით... არ მსურს, თვითგვემის დამსწრე ვიყო... მშვიდობით, კატერინა ივანოვნა, ჩემზე არ უნდა გაბრაზდეთ, იმიტომ რომ მე თქვენზე ასჯერ მეტად ვარ დასჯილი: დასჯილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ვეღარასოდეს გიხილავთ. მშვიდობით. ხელს ნუ გამომიწვდით. თქვენ ძალზე შეგნებულად მტანჯავდით და ახლა არ ძალმიძს, რომ შეგინდოთ. მერე შეგინდობთ, ახლა კი ხელს ნუ გამომიწვდით. Den Dank, Dame, begehr ich nicht, - ჯილდო არ მჭირდება, ქალბატონო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დამცირებულ კაცს ძალიან უმძიმს, ყველანი კეთილიმსყოფლებივით რომ დაუწყებენ ცქერას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანებზე ერთთავად როგორც ბავშვებზე, ისე უნდა ვმზრუნველობდეთ, ხოლო ზოგს როგორც საავადმყოფოში ავადმყოფებს, ისე უნდა ვუვლიდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუნდაც ცხოვრების რწმენა დავკარგო, საყვარელმა ქალმა იმედი გამიცრუოს, ქვეყნიერებაზე წესრიგი თუა, აღარ მჯეროდეს, პირიქით, თუნდაც დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მოუწესრიგებელია, დაწყევლილია და ყველგან ეშმაკური ქაოსი სუფევს, ამქვეყნად ყოველივეზე გული რომ გამიტყდეს, სიცოცხლის წყურვილი მაინც არ გამინელდება და რაკიღა ამ თასს დავეწაფე, აღარც მოვცილდები, ვიდრე მთლად არ დავცლი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე მწყურია და ვცოცხლობ თუნდაც ლოგიკის საპირისპიროდ. ამქვეყნიური წესრიგი, ვთქვათ, არ მწამს, მაგრამ მიყვარს გაზაფხულზე გაფურჩქნული კვირტები. ლურჯი ცა, მიყვარს ზოგი ადამიანი, რომელიც, თუ დამიჯერებ, ზოგჯერ არც კი ვიცი, რატომ მიყვარს, მაგრამ გულით მაინც ძველებურად ვეთაყვანები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე უნდა შეიყვარო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი - აზრი ღმერთის აუცილებლობაზე - გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს. ხოლო მე, დიდი ხანია, გადავწყვიტე, არ ვიფიქრო ამაზე: ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არსებობს თუ არ არსებობს ღმერთი? ეს საკითხი სრულიად უჩვეულოა მხოლოდ სამი განზომილების გაგების უნარით შექმნილი გონებისათვის. მაშასადამე, ღმერთს ვაღიარებ, თანაც ხალისით, უფრო მეტიც, ვაღიარებ მის სიბრძნეს, მის მიზანსაც, ჩვენთვის სრულიად შეუცნობელს, მწამს წესრიგიანობა და აზრი ცხოვრებისა, მწამს მარადიული ჰარმონია, რისკენაც თითქოს ყველა მივემართებით, მწამს სიტყვა, რომლისკენაც სამყარო მიისწრაფვის და რომელიც თვით იყო ღმერთთან და რომელიც თვით არის ღმერთი. მგონი, სწორ გზას ვადგავარ, არა? მაგრამ, წარმოიდგინე, საბოლოო ჯამში ღმერთის საუფლო ქვეყნიერებას არ ვაღიარებ და არ შემიძლია, რომ ვცნო. ამასაც დავუმატებ: ყრმასავით მწამს, რომ ტანჯვა დასრულდება და წყლულებები მოშუშდება, ადამიანთა წინააღმდეგობის მთელი სამარცხვინო კომიზმი უსუსური მირაჟივით, უძლური და კნინი გონების მონაჩმახივით, ადამიანის ევკლიდური გონების ატომივით გაქრება და ბოლოს, სამყაროს ფინალში, მარადიული ჰარმონიის ჟამს, ქვეყნიერებას მოევლინება რაღაც ისეთი ძვირფასი, რაც ყველას გულს აღავსებს, ყოველნაირ გულისწყრომას დააცხრობს, რაც იკმარებს კაცთა მთელი ბოროტების, მათგან დაღვრილი მთელი სისხლის გამოსასყიდად, იკმარებს არა მარტო შესანდობად, არამედ გასამართლებლადაც იმისა, რაც ადამიანებს ჩაუდენიათ, - დაე, ეს მოხდეს, დაე, ეს მოგვევლინოს, მაგრამ მე ამას არ ვაღიარებ და არც მინდა, ვაღიარო! პარალელური ხაზები თუნდაც შეერთდეს და ეს თავად დავინახო: დავინახო და ვთქვა, რომ შეერთდა, მაინც არ ვაღიარებ. აი, ალიოშა, ჩემი მრწამსი, აი, ჩემი თეზისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანში, რა თქმა უნდა, მხეცი იმალება, მრისხანე მხეცი, განაწამები მსხვერპლის ყვირილით ტკბობის ავხორცული ჟინით ანთებული მხეცი, ჯაჭვებაწყვეტილი, დაუოკებელი მხეცი, გარყვნილების ჟამს რომ შეჰყრია მრავალი სენი, ნიკრისი, თირკმლების დაავადება და სხვა. ამ ხუთი წლის საბრალო გოგონას განათლებული მშობლები რანაირად არ აწამებდნენ. სცემდნენ, წკეპლავდნენ, წიხლს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რას ერჩოდნენ, მთელი სხეული დაულურჯეს. ბოლოს უკიდურეს დახვეწილობას მიაღწიეს: სიცივეში, ყინვაში, მთელ ღამეს ფეხისადგილში ამწყვდევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით გადაყენებას არ ითხოვდა (ანგელოზური ღრმა ძილით მძინარე ხუთი წლის ბავშვს თითქოს ისიც შეუძლია, რომ გადაყენება ითხოვოს), - ამის გამო მთელ სახეს განავლით უთხუპნიდნენ, აიძულებდნენ, ეს განავალი ეჭამა, და მას დედა სჩადიოდა, დედა! თანაც ამ დედას შეეძლო სძინებოდა, როცა ღამით უწმინდურ ადგილას ჩამწყვდეული ბავშვის კვნესა გაისმოდა! გესმის, თუ არა, პატარა არსება, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაუგია, რას ერჩიან, უწმინდურ ადგილას, სიბნელესა და სიცივეში ერთი ბეწვა მუშტს აქვითინებულ მკერდში იბაგუნებს და სისხლნარევი, უწყინარი, თვინიერი ცრემლებით ღმერთს შესტირის, დამიცავიო, - გესმის, ეს რა უაზრობაა, ჩემო მეგობარო და ჩემი ძმაო, ჩემო ღვთის მორჩილო და თვინიერო, გესმის, ეს უაზრობა რა საჭიროა და რატომაა შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ამქვეყნად ვერც იარსებებდა, რამეთუ სიკეთესა და ბოროტებას ვერ შეიცნობდაო. რა საჭიროა ამ ეშმაკეული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა, თუკი ასეთ ფასად დაჯდება? მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ადამიანის „მხეცურ“ სისასტიკეზე ლაპარაკობენ, რაც მხეცების მიმართ ძალზე არასამართლიანი და დამამცირებელია: მხეცი ვერასოდეს იქნება ისეთი სასტიკი, როგორიც ადამიანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გაივლის საუკუნეები და კაცობრიობა თავისი სიბრძნისა და მეცნიერების პირით იტყვის, რომ დანაშაულობანი არ არსებობს და, მაშასადამე, არც ცოდვა არსებობს, არიან მხოლოდ მშიერნი. „დააპურე და სათნოება მერე მოსთხოვე!“ - აი, რას დააწერენ იმ დროშაზე, რომელსაც შენს წინააღმდეგ აღმართავენ და რომლითაც შენი ტაძარი დაემხობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის დაეუფლება, ვინც მის სინდისს დაამშვიდებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გათავისუფლებული ადამიანისთვის იმაზე უფრო გამუდმებული და მტანჯველი საზრუნავი არა არის რა, როგორც კი თავისუფალი შეიქნება, სასწრაფოდ მოძებნოს ის, ვისაც თაყვანი უნდა სცეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სამი ძალა, მხოლოდ სამი ძალა არსებობს, რის მეშვეობითაც შესაძლოა ამ ძალნაკლულ მეამბოხეთა სინდისის საუკუნოდ ძლევა და მოხიბვლა მათივე ბედნიერებისთვის. - ეს სამი ძალაა: სასწაული, საიდუმლოება და ავტორიტეტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი სასწაულს ოდნავ უარყოფს თუ არა, უმალ ღმერთსაც უარყოფს, რამეთუ ადამიანი ღმერთს ისე არ ეძიებს, როგორც სასწაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჭკვიან კაცთან საუბარი საინტერესოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ეს გავიგოთ, ამის გაგებას თუ ვინდომებთ, მთელი ქვეყნიერება სამოთხედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მზის ამოსვლას ყოველდღიურად შევხარი, ჩემი გული ყოველდღიურად უმღერის, მაგრამ უკვე უფრო მეტად მზის ჩასვლა, მისი გრძელი, ალმაცერი სხივები მიყვარს, მასთან ერთად წყნარი, თვინიერი, გულის ამაჩუყებელი მოგონებანი, საყვარელი სახებანი, რაც ხანგრძლივი და კურთხეული სიცოცხლის მანძილზე გულში ჩამრჩენია - ხოლო ყველაფერს გულის მომლბობი, შემრიგებელი, ყოვლის შემნდობი ღვთიური სიმართლე ასხივოსნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უბირი კაცის გულში ჩაგდებული თესლი არ მოკვდება, მარად იცოცხლებს, წყვდიადსა და ცოდვათა წიაღში ნათელი წერტილივით იკიაფებს, როგორც დიადი შეგონება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ღმერთი არ სწამს, ღვთის ხალხისაც არაფერს ირწმუნებს. ვინც ღვთის ხალხისას ირწმუნებს, იმასაც განჭვრეტს, რაც ხალხისთვის წმინდათაწმიდაა, თუნდაც მისი რწმენა მანამდე სრულებით არ ჰქონდეს. მხოლოდ ხალხი და მისი მომავალი სულიერი ძალა მოაქცევს მშობლიური მიწიდან მოწყვეტილ ჩვენს ათეისტებს. რა არის ქრისტეს სიტყვა მაგალითის გარეშე? ხალხი ღვთის სიტყვის გარეშე დაიღუპება, რამეთუ მის სულს სიტყვა და ყოველგვარი მშვენიერების აღქმა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე ღვთიური რა კარგი, რა დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის გარდა ყოველივე სრულყოფილია, უცოდველია და ჩვენზე უწინარეს მათთანაა ქრისტე, რამეთუ სიტყვა ყველასთვისაა, ყოველი ქმნილება და ყოველი არსი, ყოველი ფოთოლი სიტყვისკენ მიისწრაფის, ღმერთს სადიდებელს უგალობს, ქრისტეს გამო ტირის, თავისდა უცნობელად იდუმალ, უცოდველ არსებობას აღასრულებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეუმზადებელი ერისკაცი სირცხვილისკენ ისეა მიდრეკილი, ზოგჯერ თავისი უსამართლიანესი საქციელისაც რცხვენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამანო და მოძღვარნო, რა არის ბერი? განათლებულ სამყაროში ზოგნი ამ სიტყვას ჩვენს დროში დაცინვით წარმოთქვამენ, ზოგნი კი სალანძღავად. რაც ხანი გადის, ეს უფრო მატულობს. მართალია, ოჰ, რა მართალია! ბერთა შორის მრავლად არიან მუქთახორები, ფუფუნების მოყვარენი, გემოთმოყვარულნი და თავხედი მაწანწალები. ამას მიგვითითებენ განათლებული ერისკაცნი: „თქვენ უქნარები და საზოგადოების უსარგებლო წევრები, სხვისი ნაოფლარით მცხოვრებნი, უსინდისო მათხოვრები ხართო“. ამ დროს ბერთა შორის რამდენნი არიან თავმდაბალნი და თვინიერნი, განმარტოებისა და მყუდროებაში მგზნებარე ლოცვის მსურველნი. განმარტოებით მყოფთ უძველეს მამათა, მოციქულთა და წამებულთაგან ღვთიური სიმართლის სიწმინდით გადმოცემული ქრისტეს სახება დიდმშვენიერად და შეურყევლად აქვთ გულში ჩამარხული და როცა საჭირო იქნება, წარმოუჩენენ სიმართლეშერყეულ ქვეყნიერებას. დიადია აზრი ესე. ვარსკვლავი ესე აღმოსავლეთით აღმობრწყინდება. ამას ვფიქრობ ბერზე და ნუთუ ეს მცდარია, ნუთუ ქედმაღლურია? შეხედეთ ერისკაცებს და ღვთის ხალხზე ყოველგნით განდიდებულთა სამყაროს, ღვთის სახება და მისი სიმართლე იქნებ იქ დამახინჯდა? მათ მეცნიერება აქვთ, ხოლო მეცნიერებას მხოლოდ ის გააჩნია, რაც გრძნობებს ექვემდებარება. ხოლო სულიერი სამყარო, ადამიანში არსებობის უმაღლესი ნახევარი საერთოდ უარყოფილია, ერთგვარი ზარ-ზეიმით, სიძულვილითაც კი, განდევნილია. ქვეყნიერებამ თავისუფლება გამოაცხადა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. მერედა რას ვხედავთ ამ თავისუფლებაში: მხოლოდ მონობას და თვითმკვლელობას! რამეთუ ქვეყნიერება ამბობს: „რადგან მოთხოვნილება გაგაჩნია, მაშ დაიკმაყოფილე, რამეთუ ისეთი უფლებები გაქვს, როგორც წარჩინებულებს და მდიდრებს. დაკმაყოფილებას ნუ მოერიდები, პირიქით, მეტი ინდომე“ - აი მსოფლიოს ამჟამინდელი მოძღვრება. ამას უწოდებენ თავისუფლებას. რას იძლევა ეს უფლება მოთხოვნილებათა მატებისა? მდიდართათვის განცალკევებასა და თვითმკვლელობას, ღატაკთათვის შურსა და მკვლელობას, რამეთუ უფლებები კი მისცეს, მაგრამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებანი არ მიუთითეს. როცა თავისუფლება მოთხოვნილებათა მატება და დაკმაყოფილება ჰგონიათ, თავიანთ ბუნებას ამახინჯებენ, რამეთუ გულში აღიძრავენ მრავალ უაზრო და უგუნურ სურვილს, ჩვევას და სულელურ გამონაგონს. მხოლოდ ერთმანეთის შურისთვის, ფუფუნებისა და ამპარტავნობისთვის არსებობენ. წვეულებათა გამართვა, ცხენები, ეტლები, ჩინები, მონა-მსახურები უკვე ისეთ აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ ამას თუნდაც სიცოცხლეს, ღირსებას, კაცთმოყვარეობას ანაცვალებენ, რათა ეს აუცილებლობა დაიკმაყოფილონ და თავსაც კი იკლავენ, თუ დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. ვინც მდიდრები არ არიან, ასეთივე რამ ემართებათ, ხოლო ღატაკები მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობასა და შურს ჯერხანად ლოთობით იხშობენ. მაგრამ მალე ღვინით კი არა, სისხლით დათვრებიან, მათ აქეთკენ უბიძგებენ. გეკითხებით: ასეთი ადამიანი განა თავისუფალია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სულ უფრო და უფრო ქრება აზრი კაცობრიობის სამსახურისა, ძმობისა და ადამიანთა ერთიანობისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, დანაშაული როგორღა იარსებებს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა ცოდვები ნუ შეგაშინებთ, ადამიანი მისი ცოდვებიანად გიყვარდეთ, რამეთუ ეს უკვე ღვთიური სიყვარულის მსგავსია და მიწიერი სიყვარულის მწვერვალია. გიყვარდეთ ყოველივე, რაც ღვთის შექმნილია, ერთიანადაც და ყოველი ქვიშის მარცვალიც. ყოველი ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი გიყვარდეთ. გიყვარდეთ ცხოველები, გიყვარდეთ მცენარენი, გიყვარდეთ ყოველი საგანი. თუ ყველა საგანი გეყვარებათ, საგნებში არსებულ ღვთიურ საიდუმლოს ჩასწვდებით. ერთხელ თუ ჩასწვდები, მერე განუწყვეტლივ იწყებ მის შეცნობას სულ უფრო მეტად და მეტად, ყოველდღიურად. და ბოლოს მთელ ქვეყნიერებას უკვე მთლიანად შეიყვარებ ყოვლისმომცველი სიყვარულით. ცხოველები შეიყვარეთ: მათ ღმერთმა აზრის საწყისი და უშფოთველი სიხარული მიანიჭა. ნუ შეაშფოთებთ, ნუ გააწვალებთ, სიხარულს ნუ წაართმევთ, ღვთიურ აზრს ნუ აუმხედრებთ. ადამიანო, ცხოველს ზვიადად ნუ მოეპყრობი: ისინი უცოდველნი არიან, ხოლო შენ შენი სიდიადით დედამიწას აბინძურებ ამქვეყნად შენი არსებობისას და ამქვეყნად წასვლის მერე ბინძურ კვალს ტოვებ. ვაი, რომ ასეთია თითქმის ყოველი ჩვენთაგანი! განსაკუთრებით ბავშვები გიყვარდეთ, რამეთუ ისინიც უცოდველნი არიან, როგორც ანგელოზები, და ჩვენი გრძნობების აღმძვრელებად, ჩვენი გულის განსაწმენდად და გზის მიმთითებლად არსებობენ. ვაი მას, ვინც ბავშვს შეურაცხყოფს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბრიყვები იმიტომ არსებობენ, რომ ჭკვიანები ასარგებლონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე, რაც ჭეშმარიტი და მშვენიერია, მუდამ ყოვლისმიმტევლობით აღვსილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რანაირ შერცხვენასა და ზნეობრივ დაცემას ეგუება ეჭვიანი ისე, რომ სინდისის ქენჯნას ოდნავადაც არ განიცდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვერც კი წარმოიდგენთ, რას შეეგუება და შეურიგდება, რას მიუტევებს ზოგი ეჭვიანი! ეჭვიანები ყველაზე უწინარეს მიუტევებენ და ეს ყველა ქალმა იცის. ეჭვიანს ძალზე მალე (რა თქმა უნდა, თავდაპირველად საშინელი სცენების გამართვის შემდეგ) შეუძლია, მიუტევოს, მაგალითად, უკვე თითქმის დამტკიცებული ღალატი, თავისივე თვალით ნანახი ხვევნა-კოცნა, თუკი ამავე დროს დაიჯერებს, რომ ეს „უკანასკნელად“ მოხდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია და ამიტომაც აკრძალულიც აღარაფერი არ უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არა გწამთ? - პირიქით, ღმერთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთი მხოლოდ ჰიპოთეზაა... მაგრამ.... ვაღიარებ, რომ იგი საჭიროა, წესრიგისათვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტიანული სარწმუნეობა მდიდრებმა და დიდგვაროვნებმა დაბალი კლასის დასამონებლად გამოიყენეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვაღიარებ, რომ ქალი ქვემდგომი არსებაა და უნდა გემორჩილებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როცა ადამიანები დანაშაულს ესწრაფვიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მრავალნი პატიოსნები არიან იმის გამო, რომ ბრიყვები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი გიჯობს მტრად გყავდეს, ვიდრე მეგობრად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წარმოგიდგენიათ, მათ ჰგონიათ, რომ რწმენისთვის სასარგებლონი არიან, რადგან ეშმაკები საიქიოდან რქებს უჩვენებენ. „ეს უკვე იმის, ასე ვთქვათ, მატერიალური საბუთია, საიქიო რომ არსებობსო.“ საიქიო და მატერიალური საბუთი, რა ხალხია! ამასთანავე, ეშმაკი თუნდაც დასაბუთებული იყოს, განა გვეცოდინება, რომ ღმერთიც დასაბუთებულია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძილში, განსაკუთრებით კოშმარში, ადამიანს ზოგჯერ ისეთი მხატვრული რამ ესიზმრება, ისეთი რთული და რეალური სინამდვილე, ისეთი მოვლენები ანდა მოვლენათა მთელი სამყაროც კი, ისეთ ინტრიგებზე აგებული, ისეთი მოულოდნელი წვრილმანები, თქვენებური უმაღლესი გამოვლენებიდან დაწყებული, გულისპირის უმცირესი ღილით დამთავრებული, ლევ ტოლსტოიც რომ ვერ შეთხზავდა. ზოგი ხომ სიზმარში ბედსაც კი ეწვევა ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი კეთილგონივრულად რომ იყოს, მაშინ არაფერი მოხდებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ტანჯვა არის ცხოვრება. სატანჯველის გარეშე ცხოვრებაში რა სიამოვნება იქნებოდა - ყველაფერი უსასრულო პარაკლისად გადაიქცეოდა, რაც წმინდაა, მაგრამ მოსაწყენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არც შენ გწამს? - რანაირად გითხრა, მაგრამ თუ სერიოზულად მეკითხები... - ღმერთი არის თუ არ არის? - დაჟინებით შეჰყვირა ივანმა. - მაშ სერიოზულად მეკითხები? ჩემო კარგო, ღმერთმანი არ ვიცი, სიმართლეს გეუბნები. - არ იცი, ღმერთს კი ხედავ? არა, შენ თავად შენ არა ხარ, შენ ხარ მე, მხოლოდ მე და მეტი არაფერი! სისაძაგლე ხარ, ჩემი ფანტაზია! - უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მე და შენ ერთი და იგივე ფილოსოფიის მქონენი ვართ. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, - ეს ნამდვილად ვიცი, ხოლო ყოველივე დანარჩენი, რაც ჩემს ირგვლივაა, მთელი სამყაროები, ღმერთი და თვით სატანაც კი - ჩემთვის დამტკიცებული არ არის, თავისთავად არსებობს თუ მხოლოდ ჩემი ემანაციაა, ჩემი ნაადრევად არსებული და ერთპიროვნული მეს თანამიმდევრული განვითარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რწმენასა და ურწმუნოებას შორის მონაცვლეობით გატარებ, რადგან ჩემი მიზანი მაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - როდისმე თუ გიცდუნებიათ ისეთნი, კალიებით რომ საზრდოობენ და უკაცრიელ უდაბნოში ჩვიდმეტ წელიწადს ლოცულობენ, ხავსი რომ მოსდებიათ? - ჩემო კარგო, მხოლოდ ამას ვაკეთებდი. მთელ ქვეყნიერებას, მთელ ქვეყნიერებებს დაივიწყებ, ასეთ ვინმეს კი აღარ დაეხსნები, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი ბრილიანტია. ერთი ასეთი სული ხან მთელი თანავარსკვლავედის ტოლფასია - ჩვენ ხომ სხვა არითმეტიკა გვაქვს. ასეთი გამარჯვება ხომ ძვირფასია! ხოლო ზოგი მათგანი ხომ, ღმერთმანი, განვითარებით შენ არ ჩამოგივარდება, თუცმა ამას არ დაიჯერებ: ერთსა და იმავე ჟამს რწმენისა და ურწმუნოების ისეთ უფსკრულებს ჭვრეტენ, ზოგჯერ მართლა მოგეჩვენება, ერთი მისხალიც და კაცი „თავდაყირა“ გადაეშვებაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ო, მე მიყვარს ჩემი ფიცხი, ახალგაზრდა სიცოცხლის წყურვილით ათრთოლებული მეგობრების ოცნებები! იმათ ჰგონიათ, რომ ყველაფერს დაანგრევენ და ანთროპოფაგიით დაიწყებენ. სულელები, მე არ დამეკითხნენ! მე მგონი, არაფრის დანგრევა არ არის საჭირო, ადამიანს მხოლოდ ღმერთის იდეა უნდა მოუსპო, აი, საქმეს რით უნდა შეუდგე! ამით, დიახ, ამით უნდა დაიწყო - ბრმები არიან, არაფერი გაეგებათ! როცა კაცობრიობა ღმერთს უკლებლივ განუდგება, მაშინ თავისთავად, ანთროპოფაგიის გარეშე, მთელი ადრინდელი მსოფლმხედველობა და, რაც მთავარია, მთელი ადრინდელი ზნეობა დაემხობა, შემდეგ კი ყოველივე ახალი დაიწყება. ადამიანები გაერთიანდებიან, რათა ცხოვრებისგან მიიღონ ყველაფერი, რის მოცემაც კი ცხოვრებას შეუძლია, მაგრამ უსათუოდ მარტო ამქვეყნად ბედნიერებისა და სიხარულისთვის. ადამიანს ღვთაებრივი, ტიტანურად ამაყი სული განადიდებს და ღმერთკაცად აქცევს. ნებისყოფისა და მეცნიერების შემწეობით ბუნებას იგი ყოველ წუთას უკვე შეუზღუდველად დაამარცხებს, რაც ყოველ წუთას ისეთ სიამოვნებას მიანიჭებს, რომ ეს ადრინდელ ზეციურ სიამეთა სასოების მაგივრობას გაუწევს. ყველა შეიმეცნებს, რომ სრულად მოკვდავია, აღარასოდეს აღდგება და სიკვდილს ღმერთივით მშვიდად, ამაყად შეეგებება. სიამაყე მიახვედრებს, რომ არ უნდა დრტვინავდეს იმის გამო, რომ სიცოცხლე წარმავალია და ძმასსა თვისსა უკვე ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეიყვარებს. სიყვარული დააკმაყოფილებს მარტოოდენ წამიერი სიცოცხლისას, მაგრამ თვით იმის შეგრძნება, რომ სიცოცხლე წამიერია, სიყვარულის ცეცხლს იმდენად გააძლიერებს, რამდენადაც ადრე იმქვეყნიურ და უსასრულო სიყვარულის სასოებას ბადებდა. და ასე შემდეგ, ასე შემდეგ ამგვარადვე. დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბნედით ძალზე გატანჯული სნეულნი ერთთავად განუწყვეტელი და, რა თქმა უნდა, ავადმყოფური თვითდადანაშაულებისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი იტანჯებიან რაღაცაში და ვიღაცასთან თავიანთი „დანაშულობის“ გამო, სინდისის ქენჯნა აწამებთ, ხშირად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც კი, აზვიადებენ, ხანაც თავიანთ თავს თავადვე უგონებენ სხვადასხვა დანაშაულსა და ბოროტმოქმედებას. ასეთი სუბიექტი შიშისა და დაშინების შედეგად მართლა დამნაშავე ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შებღალული ბუნება და დამნაშავე გული, ყოველგვარ მიწიერ მართლმსაჯულებაზე უფრო სრულად არის თავისივე განმსჯელი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეს გახლავთ ჟამი ცხოველური შიშის ჭვრეტისა, როცა დამნაშვე უკვე ხედავს, რომ ყველაფერი უკვე დაკარგულია, მაგრამ მაინც იბრძვის, თქვენთან ბრძოლას მაინც აპირებს. ეს ის ჟამია, როცა თვითგადარჩენის ყველა ინსტიქტი მის არსებაში ერთბაშად აღსდგება და იგი თავის გადასარჩენად მოგაპყრობთ შეკითხვის გამომხატველ, ტანჯულ, გამჭოლ მზერას, თქვენს შესწავლას, თქვენი სახის შესწავლას, თქვენს აზრებში ჩაწვდომას ცდილობს, ელის, რომელი მხრიდან დაარტყამთ და მშფოთვარე გონებაში ათასნაირ გეგმას მყისიერად ქმნის, მაგრამ სიტყვა მაინც ვერ დაუძრავს, შიშობს, რაიმე არ წამომცდესო! ეს დამამცირებელი მომენტები ადამიანის სულსა, გზანი სულის წამებისანი, ეს ცხოველური წყურვილი თავის გადარჩენისა ისეთი შემზარავია, ზოგჯერ თვით გამომძიებელსაც კი შესძრავს და დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას ჩაუნერგავს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფული ყველანაირ ვითარებაში აუცილებელია! ფულიანი კაცი ყველგან კაცია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რომანისტიც კი შეიძლება, კუთხეში მიიმწყვდიო და გააცამტვერო წვრილმანებით, იმ წვრილმანებით, რითაც მუდამ ასე მდიდარია სინამდვილე და რაც ამ საცოდავ, უნებურ მთხზველებს არაფრად მიაჩნიათ და თავში არც მოუვათ, როგორც თითქოს სრულიად უმნიშვნელო და უსარგებლო რაღაცა. ო, იმათ იმ წუთას ამისთვის არ სცალიათ, მათი გონება გრანდიოზულ მთლიანს ქმნის - ამ დროს კი ისეთ წვრილმანებს აჩეჩებენ! მაგრამ სწორედ ამით გააბამენ ხოლმე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფსიქოლოგია თუმცა უღრმესი რამ გახლავთ, მაგრამ მაინც ჯოხსა ჰგავს, რომელსაც ორი ბოლო აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წუთისოფლად ჩვენი ყოფნა ხანმოკლეა, მრავალ ავ საქმეს ვჩადივართ და ურიგო სიტყვებს წარმოვთქვამთ. ამიტომ ყველანი შევეცადოთ, ერთად ყოფნისას ხელთ ვიგდოთ ხელსაყრელი წუთი, რათა ერთმანეთს კარგი სიტყვაც ვუთხრათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტეს ცნება ჯერ თავად უნდა აღვასრულოთ და თავს ნება მხოლოდ ამის მერე მივცეთ, რომ ჩვენს შვილებს მოვთხოვოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შურიანსა და თავმოყვარე კაცს ბევრ ფულს ერთბაშად ნუ აჩვენებთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია უფლება, მით უფრო შემზარავია მისი გამოყენება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არაფრისგან სიყვარულის შექმნა შეუძლებელია, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამა ჯერ კიდევ არ არის ის, ვინც შვა, მამა ის არის, ვინც შვა და დაიმსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნამდვილ ცხოვრებაში, რომელსაც არა მარტო საკუთარი უფლებები გააჩნია, არამედ უდიდეს მოვალეობებსაც აწესებს, თუ გვინდა, რომ ჰუმანურები, ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანები ვიყოთ, მოვალენი ვართ, იმ მრწამსს მივყვეთ, რაც გონებითა და გამოცდილებით შემოწმებულია, ანალიზის ქურაში გამოტარებულია, ერთი სიტყვით, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და არა უგუნურად, როგორც სიზმარში და ბოდვისას, რათა ადამიანს არ ვავნოთ, რათა იგი არ გავტანჯოთ და არ დავღუპოთ. აი, ეს იქნება ნამდვილი ქრისტიანული საქმე, არა მხოლოდ მისტიკური, არამედ გონივრული და ჭეშმარიტად კაცთმოყვარული საქმე... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეზღუდულობის გამო მთელ ქვეყნიერებას ადანაშაულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი კეთილსა და კარგ გრძნობებს ხშირად დასცინის, მხოლოდ ქარაფშუტობის გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი, რასაც სხვა ვერავისთან ნახავ; ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს, აი ეს არის მთავარი! ეს უკვე ნიჭია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} === ''ეშმაკნი'' (1872) === [[ფაილი:Dosto3.jpg|thumb|right|150პქ|ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით, მეტსაც ვიტყვი, ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, იმასაც დროებით, ასე იცის თურმე მწუხარებამ.]] {{Q | ციტატა = არის ამქვეყნად უცნაური სახის მეგობრობა: ორმა მეგობარმა შეიძლება ცოცხლად დაჭამონ ერთმანეთი და მაინც ვერა და ვერ დაშორდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გადიდგულებული მეგობარი პირველი თვითონ გახდება ავად და შეიძლება დარდსაც გადაჰყვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო დიდბუნოვანია კაცი, მით უფრო სჩვევია უხეში აზროვნება, თუნდაც თავისი მრავალმხრივი განვითარების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალის გული დღემდე არავის ამოუცვნია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ რა ნაღველით და ბოღმით აგევსება გული, როცა წლების მანძილზე წმინდად ნალოლიავებ შენს დიდ იდეას უვიცები აიტაცებენ, ქუჩაში გაათრევენ და თავისთანა რეგვენების სათრევად გახდიან! როცა ამ შენს იდეას უეცრად ქუჩაში წააწყდები, სულ შეცვლილს, დამახინჯებულსა და ლაფში ამოსვრილს, ყოველგვარი ჰარმონიის, აზრისა და სილამაზისგან გაძარცულს და ბრიყვების საბურთაოდ გამხდარს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = აზრის წარმოსაშობად პირველ ყოვლისა შრომაა საჭირო, საკუთარი შრომა, საკუთარი თაოსნობა, საკუთარი გამოცდილება! ხელის გაუნძრევლად არასოდეს არაფერი გაკეთებულა. ვიმუშაოთ და ჩვენი აზრიც გვექნება. მაგრამ მუშაობის თავი ჩვენ ვინ მოგვცა, მაშ აზრიც იმათგან უნდა ვისესხოთ, ვინც აქამდე ჩვენს მაგიერ მუშაობდა და მაშასადამე, ისევ ევროპასა და ისევ იმ გერმანელებს მივაკითხოთ, ვინც აგერ ორასი წელია ჩვენი ჭკუის მასწავლებლები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსეთი იმდენად დიდი გაუგებრობა გახლავთ, გერმანელებისა და შრომის გარეშე ჩვენ ამ გაუგებრობას ვერც მოვერევით და ვერც თავს გავართმევთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არ შემიძლია მართლა და მართლა ისე ვიწამო, როგორც ჩემს ნასტასიას (მოახლე) ან რომელიმე ბატონკაცს სწამს, ასე ვთქვათ, „ყოველი შემთხვევისათვის“ - ან როგორც ჩვენს საყვარელ შატოვს, - თუმცა არა, შატოვი სათვალავში ჩასაგდები არ გახლავთ, შატოვს მოსკოველი სლავიანოფილივით იძულებით სწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქრისტიამობამ ქალი ვერ დააფასა, - რაც დიდებულად განავითარა ჟორჟ სანდიმ თავის ერთ-ერთ გენიალურ რომანში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სამარხვო ზეთსა და ცერცვის შეჭამანდში ხომ არ შეეძლო მართლა და მართლა ბელინსკის გზა ხსნისა ეპოვა!... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ორმოცდაშვიდ წელს, ბელინსკიმ საზღვარგარეთ ყოფნისას გოგოლს თავისი ცნობილი წერილი გაუგზავნა, სადაც სასტიკად უსაყვედურა, „ვიღაც ღმერთის“ როგორ გწამსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისი ხალხისა არა ესმის რა და ვინც მას მოწყდება, მყისვე მამულის რწმენასაც დაჰკარგავს და ათეისტი ან ყველაფერზე გულაყრილი კაცი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მარადიულმა, წმიდათა წმიდა სევდამ ერთხელ თუ აუძგერა გული რომელიმე მგრძნობიარე სულის ადამიანს, მერე თავის დღეში არ გაცვლის იმას სხვა არავითარ სიამოვნებაზე. ზოგს ხომ სევდა ყოველგვარ სიამოვნებას ურჩევნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ პატარა წვრილმანიც კი საოცრად გაგაკვირვებს და გონებაში დიდი ხნით ჩაგრჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო...“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავგანწირვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მეგობრებისათვის ზოგჯერ მართლაც მავნე გახლავთ განმარტოება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხშირად რომელიმე მწერალი ხალხს წლების მანძილზე ღრმა აზრების მატარებლად მიაჩნია, ჰგონია, საზოგადოების გარდაქმნაზე განსაკუთრებულსა და საოცარ გავლენას ახდენსო, მაგრამ ბოლოს მისი ღრმა აზრები ეგზომ წყალწყალა და უსუსური გამომდგარა, გული არავის დასწყვეტია, ასე მალე რატომ გამოიფიტაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გვხვდება ორი ჯურის ხალხი: ვინც დიდი მწუხარებისა და გაბოროტებისგან იკლავს თავს, ან შეშლილობით მოსდით თუ რაღაც სხვა მიზეზით, ისინი ბევრს არ ფიქრობენ, უცებ გადასწყვეტენ ხოლმე. ტკივილი ნაკლებ ადარდებთ; მაგრამ თუ სრულ გონებაზე მყოფი იკლავს თავს, - ის ბევრს ფიქრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - ვითომ შეიძლება სრულ გონებაზე მყოფმა მოიკლას თავი? - ძალიან ბევრი იკლავს. ტკივილის შიში რომ არა, უფრო მეტი იქნებოდა. ყველა. - მაშ თქვენი ფიქრით, რა უშლის ხელს ადამიანებს თავი მოიკლან? - მე... მე ჯერ ცოტა რამ ვიცი... ისე კი ორი რამ უშლის, მხოლოდ ორი: ერთი ძალიან პატარაა, მეორე კი ძალიან დიდი, მაგრამ ეს პატარაც ძალიან დიდია. - პატარა რაღაა? - ტკივილი. - მეორე დიდი მიზეზი რაღაა? - საიქიო. - ესე იგი სასჯელი, არა? - რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოს ფიქრია, - მხოლოდ საიქიოსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულ ერთია. აი, თავი და თავი მიზანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის იმიტომ ეშინია. მე ასე მესმის. ბუნებაც ამას გვკარნახობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ყოველივე ტკივილი და შიშია. ახლა ადამიანს სიცოცხლე უყვარს, რამეთუ ტკივილი და შიში უყვარს. ასე მოუწყვეს. სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშს ფასად ეძლევა ადამიანს, აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის, გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი, ბედნიერი და ამაყი და მისთვის სულ ერთი იქნება სიკვდილ-სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - თქვენის აზრით, მაშ ის ღმერთი მაინც არსებობს? - ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი სიკვდილის შიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ჩასწვდება ტყუილის არსს. ამის მიღმა თავისუფლება არ არსებობს. ყოველივე აქ არის, ამის იქით აღარაფერია. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ღმერთია. ახლა ყველას შეუძლია ისე გააკეთოს, აღარც ღმერთი იყოს და აღარც არაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის გაუკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ, რუსები, ამერიკელებთან შედარებით უსუსური ბალღები ვართ, კაცი ან ამერიკაში უნდა დაიბადო, ან კარგა ხანს უნდა იცხოვრო იქ, თუ გინდა იმათ დონემდე მიაღწიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მესმის, მოწყენამ როგორ უნდა აიტანოს კაცი. დარდმა არ უნდა გძლიოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = „რატომზე“ ელით პასუხს? ამ პატარა სიტყვას ჰგოდებს ქვეყნიერების გაჩენის პირველი დღიდან მთელი დედამიწა. ყოველ წუთს და წამს ამას შეჰღაღადებს თავის გამჩენს ბუნება, და პასუხი აგერ უკვე შვიდი ათასი წელია ვერ მიუღია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ისეთი სახეები, ყოველ ნახვაზე რომ მუდამ სხვანაირი გეჩვენება, მუდამ რაღაც ისეთს შეამჩნევ, რაც მანამდე არ შეგიმჩნევია, გინდა ასჯერ გყავდეს ნახული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა კაცს უჭირს თვითონ ლაპარაკი, ჰოდა, აუცილებელია ეს მესამე პირმა იკისროს, ვისაც არ გაუჭირდება ზოგიერთი საჩოთირო ამბის გადმოცემა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო საშინელ დღეშია ადამიანი, ან რაც უფრო დაჩაგრული და ღარიბია ხალხი, მით მეტი სიკერპით ეჭიდება ოცნებას, სამოთხეში ამინაზღაურდება ყველაფერიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედები მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, არც იცი, რატომ და რისთვის - იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, დროებით, ასე იცის მწუხარებამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიმართლე მუდამ დაუჯერებელია. სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რუსები უნდა მავნე პარაზიტებივით გაჟლიტონ კაცობრიობის საკეთილდღეოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვეულებრივ თუ ამქვეყნად ბოლო არაფერს აქვს, უთუოდ ექნება, უთუოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს უბედურება სწორედ ისევე სჭირია, როგორც ბედნიერება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე ეშმაკური არაფერია, კაცი რომ საკუთარ თავს თამაშობ, არავინ დაგიჯერებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმდენი უნდა იქაქანო და უმტკიცო შენი, ბოლოს შენვე აგერიოს, მსმენელმაც ვერაფერი გაიგოს და თავი დაგანებოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა რომ დიდი ბოროტება ჩაიდინო, ისეთი სამარცხვინო, თავმოსაჭრელი და ამასთან... ისეთი სასაცილო... მთელი ათასი წელი არავინ დაგივიწყოს და ათასი წელი ყველამ გაფურთხოს, უცბად კი ეს იფიქრო: „შუბლში ერთი ტყვია და მორჩა ყველაფერიო“, განა სულ ერთი არ იქნება, ვინ რას იტყვის და რას იზამს შენს შემდეგ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ადამიანისთვის დრო უცბად გაჩერდება და საუკუნოდ ასე იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი რომ სრულ ბედნიერებას მიაღწევს, მაშინ ჟამი აღარ იქნება, ვინაიდან აღარც არის საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დრო საგანი არ არის, დრო იდეაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავ წუთს ბედნიერი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არც ერთ ერს არ მოუწყვია თავისი ცხოვრება მეცნიერებისა და გონების საწყისებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გონება და მეცნიერება ადამიანთა ცხოვრებაში მუდამ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა დასაბამიდან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არასდროს მომხდარა, ყველა ერსა თუ რამდენიმეს ერთი საერთო ღმერთი ჰყოლოდათ, თითოეულს თავისი ჰყავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი კაცობრიობისა, მიზანი ყოველი ერისა, მისი არსებობის მანძილზე არის მარტოოდენ ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება და რწმენა მისი, ვითარცა ერთარსებისა, ჭეშმარიტებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი არის სინთეტიკური პიროვნება მთელი ხალხისა, ამ ხალხის არსებობის დასამაბიდან დასასრულამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშაა, ადამიანი კი უბედურია. ვინც ტკივილსა და შიშს დაძლევს, თვითონ გახდება ღმერთი. ღმერთი სიკვდილის შიშია. ვინც მხოლოდ შიშის მოსაკლავად მოიკლავს თავს, უმალ ღმერთი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რას დაიჩემეთ ეს ოცი წელი! ეს ოცი წელი [მეგობრობის] მარტო საკუთარი თავმოყვარეობის ამბავი იყო და მეტი არაფერი. წერილებს ჩემთვის კი არა, შთამომავლობისთვის წერდით. თქვენ სტილისტი ხართ და არა ჩემი მეგობარი. მეგობრობა სინამდვილეში გაბუქებული სიტყვაა: გულის ჭუჭყის გადმონთხევა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენ ყველას კატეხიზმოთი გვასწავლეს: „თუ პატივს სცემ მამასა შენსა და მშობლებსა შენსა, დღეგრძელიც იქნები და სიმდიდრეც მოგეცემაო“. ასე არის ათ მცნებაში. ჰოდა, თუ ღმერთმა საჭიროდ სცნო სიყვარულის წილ ჯილდოს დანიშვნა, მაშასადამე, ეგ თქვენი ღმერთი უზნეო არის-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ. უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცალკეულ ხალხთა გაქრობის ნიშანი საერთო ღმერთის აღიარება გახლავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც და ისპობა რწმენაც თვით ხალხთან ერთად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია ხალხი, მით განსაკუთრებულია ღმერთი მისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტებისა, საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ხალხებს საერთო ცნება ექმნებათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მაშინ იწყება მათი გადაგვარება და მაშინ იშლება სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ხალხი ამყავს ღმერთამდე. ან ყოფილა კი ოდესმე სხვანაირად? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხი ეს სხეულია ღვთისა. ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვინემ საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლივ ჰგმობს. ვინემ სწამს, რომ მისი ღმერთი სხვა ღმერთებს დაამარცხებს და განდევნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ებრაელები მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მოლოდინით სულდგმულობდნენ და ქვეყნიერებას ახალი ღმერთი დაუტოვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბერძნები ბუნებას აღმერთებდნენ და მსოფლიოს თვისი რელიგია უანდერძეს ანუ ფილოსოფია და ხელოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომმა ხალხი გააღმერთა სახელმწიფოს სახით და კაცობრიობას სახელმწიფო დაუტოვა ანდერძად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ დიად ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას, თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალა არის და არა დიდი ერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - მითხარით, თქვენ თვითონ გწამთ თუ არა ღმერთი? - მე რუსეთი მწამს, მართლმადიდებლობა მწამს მისი... მწამს ქრისტეს სხეული... მწამს, რომ მეორედ მოსვლა რუსეთში მოხდება... მწამს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვაი, რომ პიგმეები ვართ ამერიკის ჩრდილოეთ შტატების აზრთა გაქანებასთან შედარებით; რუსეთი ეს ბუნების შეცდომაა და არა ჭკუისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც დიდი ადამიანი უნდა იყო, საღმა აზრმაც არ შეგაყოყმანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რწმენა რომ ხალხის გასაპირუტყვებლად გინდათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დიდი ნიჭის ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოყვასის უბედურება უცხო თვალს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მუდამ სიამეს ჰგვრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სინამდვილეში მოწყალების გაცემით მინიჭებული სიამოვნება ამპარტავნული და უზნეო სიამოვნებაა, ეს მდიდარი კაცის განცხრომაა, აქაოდა სიმდიდრე და ძალაუფლება მაქვსო და მათხოვარზე მაღლა ვდგავარო. მოწყალება ათახსირებს გამკითხავსაც და გაკითხულსაც და ვერც მიზანს აღწევს, ვინაიდან მხოლოდ ამრავლებს გლახაკებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეულ რუსეთს ყველაზე ნაკლებ ძალუძს ამქვეყნად რასმე გაუმკლავდეს. უბირი ხალხი კიდევ ჰა, რუსთა ღმერთს ეჭიდება და იმით უდგას სული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეული რუსეთი ფიცრისგან ნაგები ქვეყანა არის, ღატაკი და... საშიში ქვეყანა, სადაც ბატონებად ქედმაღალი გლახაკნი სხედან, დანარჩენი უმრავლესობა კი ხუხულებში ცხოვრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსული რევოლუციური იდეის მთელ არსს სინდისის უარყოფა შეადგენს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცისთვის სინდისი მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და მუდამ ტვირთი იყო, მთელი მისი ისტორიის მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თავის მოკვლა იმიტომ მინდა, ეს იმიტომ ვიფიქრე, არა მსურს სიკვდილისა მეშინოდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით, ყველაზე ძლიერ რა მოქმედებს ამ ხალხზე? რა და მუნდირი. მუნდირის ჯადოს ვერავინ უძლებს. მეც განზრახ ვიგონებ ჩინებსა და თანამდებობებს: ეს მდივნებიო, ეს ფარული მეთვალყურენიო, ხაზინადარნიო, თავმჯდომარენიო, ეს რეგისტრატორნიო, მათი თანაშემწენიო - ამ ანკესზე ყველა ეგება. ამასთან სენტიმენტალობაც დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თუმცა სულ მთლად არა მწამს, მაინც არ ვიტყვი, ღმერთი უნდა დაიხვრიტოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა საკუთარი ჭკუით არავინ ცხოვრობს. საკუთარი ჭკუა ახლა ძალიან ცოტასა აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უდესპოტიზმოდ არც თავისუფლება ყოფილა ქვეყნად და არც თანასწორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნიერებას ერთი რამ აკლია მხოლოდ და ეს ერთი მორჩილებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სწავლის წყურვილი უკვე დიდკაცური სურვილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბატონკაცი რომ დემოკრატიას იწამებს, ამაზე მომხიბლავი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე აუტანელი არაფერია, როცა გაუბედურებულ კაცს ასი მეგობარი დაადგება თავზე და ჩასჩიჩინებს, ბრიყვულად მოიქეციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მთლიანად არასოდეს ინანიებს დანაშაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ საზოგადოებაში მოიძებნება ნაძირალა ადამიანები, ყოველ გარდამავალ ხანაში ამოტივტივდებიან ხოლმე ისინი ზედაპირზე და არა მარტო მიზანი, ჭკუისა და აზრის ნიშანწყალიც არ გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ მოუსვენრობასა და მოუთმენლობას გამოხატავენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე არ მესმის, რად იქცევიან ეს ჩვენი ბატონი გენიოსები თავიანთი დიდებული წლების მიწურულს, როგორც პატარა ბიჭები? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მსუბუქი ლიტერატურული კითხვის დროს, რაც უნდა გენიოსი იყო, საზოგადოებას ოც წუთზე მეტი გული არ უნდა გაუწყალო, თორემ დაუსჯელად ვერ გადარჩები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცობრიობის ბედ-იღბალისთვის სისულელე ისევე საჭირო გახლავთ, როგორც უდიდესი გენია... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანიის გარეშეც გაძლებს, რუსი კაცის გარეშე ხომ გაძლებს და გაძლებს, მეცნიერების, პურის გარეშეც გაძლებს, მაგრამ სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს, რამეთუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე! ამაშია მთელი საიდუმლოება, ეს არის, რაც არის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ მეცნიერებაც წუთით ვერ გასძლებს სილამაზის გარეშე, ეს იქნება ხეპრეობა და არა მეცნიერება, ლურსმანსაც ვერ გამოიგონებს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ; უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“ და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საერთოდ, რუსი ქალის სილამაზეს უზადოება აკლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტების თვალნათლივ დანახვამ არ შეიძლება მაინც არ შეგაძრწუნოს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რა საზიზღარი, რა სულმდაბალი პირუტყვია ადამიანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი და მისი შეხედულება - ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთმანეთისგან განსხვავებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ზოგჯერ ისეთი წამები, ეს ხუთი თუ ექვსი წამია მხოლოდ, როცა შენს სულში განუწყვეტელი ჰარმონია ისადგურებს. ამას მიწიერი არაფერი აქვს. მე არც ზეციურს დავარქმევდი, უბრალოდ მიწიერი ადამიანი ამას ვერ გაუძლებს, ან ფიზიკურად უნდა შეიცვალოს, ან მოკვდეს. ეს არის ნათელი, უდავო შეგრძნება. თითქოს უცბად შეიგრძნობ მთელ ბუნებას და უცებ ამბობ: ეს კი მართალიაო. როცა ღმერთმა ეს ქვეყანა გააჩინა, გაჩენის ყოველი დღის ბოლოს ასე ამბობდა: „ეს მართლა კარგიაო“. ეს... გულაჩუყება არაა, ეს უბრალოდ სიხარულია. თქვენ აღარც პატიება გჭირდებათ ვისიმე, ვინაიდან საპატიებელი აღარაფერი გაქვთ. ეს სიყვარულზე მეტიცაა! საშინელი ის არის, რომ ყველაფერი ასე საშინლად ცხადია და ასე დიდად სახარბიელო. ეს კიდევ ერთი წამი რომ გაგრძელდეს, შენი სული ვერ გაუძლებს და გაქრება. ამ ხუთ წამში მე მთელ სიცოცხლეს განვიცდი და მთელ სიცოცხლეს არ დავიშურებ ამ წამებისათვის. ათი ასეთი წამის გასაძლებად ფიზიკური გარდაქმნაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობდი, ლიტონი სიტყვები არ ყოფილიყო. მხოლოდ ამიტომ ვცოცხლობდი. ახლაც ყოველდღე ამას ვნატრობ, ლიტონი სიტყვები არ იყოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ ღმერთი არის, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ. თუ არ არის, ყველაფერი ჩემი ნებაა და მოვალე ვარ ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნუთუ ამ პლანეტაზე ისეთი არავინ მოიძებნება, ღმერთი უარყოს, თვითნებობა ირწმუნოს და მერე გაბედოს ეს თვითნებობა გამოავლინოს? ეს იგივეა, გლახაკმა მემკვიდრეობა მიიღოს და შიშით სალაროს ვერ გაეკაროს. მე მინდა ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. თუ სხვამ არა, მე ერთი გავაკეთებ ამას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მოვალე ვარ თავი მოვიკლა, ვინაიდან ჩემი თვითნებობის მთავარი მუხლია - შენი ხელით მოიკლა თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემთვის ყველაზე დიდი იდეა ის არის, რომ ღმერთი არ არსებობს. ამას ადასტურებს კაცობრიობის ისტორია. ადამიანს სხვა არაფერი უკეთებია, გარდა ღმერთის გამოგონებისა, რა არის თავი არ მოეკლა და ეცოცხლა. მთელი მსოფლიოს ისტორია დღემდე ეს არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იყო ამ ქვეყნად ერთი დღე და იმ დღეს დედამიწაზე სამი ჯვარი იდგა. ერთს, იმ ჯვარზე გაკრულს, ისე სწამდა, მეორეს უთხრა: „დღეს ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდებიო“. დასრულდა დღე, ორივე მოკვდა. იარეს, იარეს და ვერც სამოთხე ნახეს, ვერც მკვდრეთით აღდგომა იხილეს. ნათქვამი არ ახდა. მისმინე: ეს კაცი იყო უდიადესი არსება ამ ქვეყანაზე, მისთვის ღირდა მხოლოდ ესულდგმულა ქვეყნიერებას. მთელი პლანეტა, ყოველივე, რაც მასზე არის, ამ კაცის გარეშე სიგიჟეა და სხვა არაფერი. არც მანამდე და არც მერე მისი მსგავსი არ შექმნილა და არც შეიქმნება, რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს. სასწაულიც სწორედ ის არის, რომ მისი მსგავსი არც ყოფილა და არც იქნება. ხოლო თუ ასეა, თუ ბუნების კანონებმა ისიც არ დაინდეს, თავისივე სასწაულიც გასწირეს, ისიც იძულებული გახადეს ამ ცრუ წუთისოფელში ეცხოვრა და სიცრუისთვის მომკვდარიყო, მაშასადამე, ეს პლანეტა სიცრუეა, სიცრუეზე დგას და ყველაფერი მხოლოდ ადამიანის დაცინვაა. მაშასადამე, თვით პლანეტის კანონები სიცრუე და ეშმაკისეული ვოდევილი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვერ გამიგია, როგორ შეიძლება სცოდნოდა ათეისტს, ღმერთი არ არისო, და მაშინვე თავი არ მოეკლა? იცოდე, ღმერთი არ არის და ისიც იცოდე, შენ თვითონ ღმერთი ხარ - ამაზე მეტი უაზრობა არ შეიძლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ვიკლავ თავს, რომ დავამტკიცო ჩემი ურჩობა და ჩემი ახალი საშინელი თავისუფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ ყველას, უპირველეს ყოვლისა, შევუნდოთ და ვაპატიოთ მუდამ და ყოველთვის... იმედია, ჩვენც შეგვინდობენ. რამეთუ ყველანი ერთმანეთის წინაშე დამნაშავენი ვართ... დიახ, დამნაშავენი!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, ბედნიერია ის, ვისაც ღმერთი ცხოვრების გზაზე ქალს შეახვედრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ ქვეყანასთან რომ ანგარიში გაასწორო და სრული თავისუფლება მოიპოვო, შენდობა, შენდობა და შენდობაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძნელი ყოფილა ამ ქვეყანაზე ისე იცხოვრო, არ მოიტყუო... და... შენივე ტყუილი არ დაიჯერო, დიახ, სწორედ ასეა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ეს ეშმაკნი, გამოსულნი სნეულისგან და შესულნი ღორებში (ბიბლიური სიუჟეტი) - ეს სულ მუწუკები და წყლულებია, უწმინდურება და სიბინძურე, ეშმაკნი და ეშმაკეულნი, რომელთაც შეჭირვებული ჰყავთ ჩვენი ტკბილი სნეული, ჩვენი დიდი რუსეთი საუკუნეთა მანძილზე. დიახ, რუსეთი, რომელიც მე მუდამ მიყვარდა. მაგრამ აზრი ზენარი და ნება ზენარი მოევლინება მას ზეციდან, როგორც იმ ეშმაკებისგან შეპყრობილ შეშლილს და გამოვლენ მისგან ყველა ეს ეშმაკნი, ეს უწმინდურება, მთელი ის სიბილწე, ზედაპირზე ჩირქიან მუწუკებად გამოსული... და თვითონვე შეიხვეწებიან, გაგვიშვიო, ღორებში შევალთო. თუმცა, იქნებ უკვე შესულნიც არიან! დიახ, დიახ, ეს ჩვენ ვართ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი ახლა თუნდაც იმიტომ არის ჩემთვის აუცილებელი, რომ ადამიანს მარტო მისი სიყვარული შეუძლია ნიადაგ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უკვდავება თუნდაც იმიტომ მომენიჭება, ღმერთი არ იქნება ისე უსამართლო, გულში ჩამიქროს მისი სიყვარულის ერთხელ ანთებული ლამპარი: სიყვარულზე ძვირფასი კი განა რა არის? სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს? თუ მე შევიყვარე იგი და სიხარული მომგვარა ამ სიყვარულმა - შეიძლება კი გამაქროს მეც, ჩემი სიხარულიც და არად გვაქციოს? თუ ღმერთი არის, მეც უკვდავი ვარ! Voila ma pfofession de foi (აი, ჩემი რწმენა სჯულისა) | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს... უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, მალული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ჩემზე უსაზომოდ სამართლიანი და ბედნიერი, უკვე მეც მავსებს უზომო სასოებით, როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მქონდეს ჩადენილი! ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასათვის და ყოველივესთვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანმა მუდამ შეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთილება მოკლავთ. უსაზღვრო და უსაზომო ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც ის პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობრებო და კეთილებო: გაუმარჯოს დიად აზრს, უკვდავ, უსაზომო აზრს, ყოველმა კაცმა მუხლი უნდა მოიდრიკოს იმის წინაშე, რასაც დიადი აზრი ჰქვია. დიადი ხომ ყველაზე სულელსაც სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ წარმოუდგენლად პატივმოყვარე ლიტერატორებს თითქოსდა მოვალეობად მიაჩნიათ არც დამალონ ეს თავისი პატივმოყვარეობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ისეთი ლიბერალი, რომელსაც არავითარი მიზანი არ გააჩნია, მარტო რუსეთში გახლავთ შესაძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენი შრომით ცხოვრება არ შეგვიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ღმერთი მწამს, მაგრამ ამას გარკვევა უნდა: მწამს არსება, რომელსაც მე ჩემში ვატარებ და ჩემში შევიცნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც არ იცი, ვერც შეიყვარებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ყველა და ჩვენც ყველა ახლა - ან სულმდაბალი ათეისტები ვართ, ან გულაყრილი, გათახსირებული ვიგინდარები და მეტი არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი რამის აღიარება მართლაც ძნელია ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ისეთ რამეებზე არ ვმსჯელობ, რაც უკვე გადაწყვეტილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი ყოვლის მხილველ თვალსაც მოატყუებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგ საგანზე არამცთუ არ შეიძლება კაცმა ილაპარაკოს, ლაპარაკის წამოწყებაც კი უჭკოუბაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ აჯანყებას დაიწყებ, უთუოდ ათეიზმიდან უნდა დაიწყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომის კათოლიციზმი ქრისტიანობა აღარ არის, რომმა ის ქრისტე იწამა, რომელსაც ეშმაკის მესამე ცთუნებამ სძლია. კათოლიკებმა რომ გამოაცხადეს, ამქვეყნიური მეუფების გარეშე ქრისტე ფეხს ვერ მოიკიდებსო, ამით ანტიქრისტე აღიარეს და მთელი დასავლეთი დაღუპეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სოციალიზმი უკვე თავისი შინაარსით ათეიზმია, რამეთუ პირველივე სტრიქონი აცხადებს, რომ ის ათეისტური მოძღვრებაა და განზრახული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისა და გონების საწყისებზე მოაწყოს ყველაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საფრანგეთი მთელი თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რომაული ღმერთის იდეის განვითარება იყო, ხოლო თუ თავისი რომაული ღმერთი ბოლოს უფსკრულში გადაისროლა და ათეიზმი ირწმუნა, რასაც ჯერჯერობით სოციალიზმად ნათლავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ათეიზმი რომის კათოლიციზმზე უფრო ჯანსაღი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთს ვერ იწამებ, თუ ღმერთი არა გყავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იშრომეთ და შრომით ჰპოვეთ ღმერთი; ეს არის ყველაფრის დედაარსი, ანდა გაქრით, ვით საზიზღარი ობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ჭკვიანები აღარ ყბედობენ, პირი აქვთ დაცული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შრომა გვეზარება, ფულის მადა კი დიდი გვაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მათხოვრობამ არ შეიძლება კაცი არ გარყვნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი პროკლამაციის ერთ სტრიქონში უფრო მეტი აზრია, ვინემ რომელიმე კანცელარიის მთელ საქმიანობაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგად საკაცობრიო მიზნების მიღწევა გაცილებით მაღლა დგას ხორციელ სიამოვნებაზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი აუცილებელია და ამიტომაც უნდა იყოს, მაგრამ მე ვიცი, ღმერთი არ არის და არც შეიძლება იყოს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მაინც ქალია, გინდაც მონაზვნის სამოსელი ეცვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენს ცოდვილ დროში რწმენა მამა ზეციერისა ადამიანის ერთადერთი სასოებაა ამ ტანჯვისა და ვაების წუთისოფელში, ისევე როგორც მართალთათვის აღთქმული საუკუნო ნეტარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''საწყალი ადამიანები'' (1846) === [[ფაილი:Dostoevskij 1863.jpg|thumb|right|150პქ|მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს.]] {{Q | ციტატა = ოჰ, ნეტავი რა მომელის, როგორი იქნება ჩემი ბედი! რა მძიმეა ცხოვრება, როცა აწმყო გაურკვეველია, არა გაქვს მომავალი, არ იცი რა გელის. უკან მიხედვისა კი გეშინია. იქ ყველაფერი მწუხარებით არის მოცული, მისი ერთხელ მოგონებაც კი გულს მისერავს. მთელი სიცოცხლე უნდა ვიტირო ჩემი დამღუპველი ბოროტი ადამიანების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხანდახან ხდება ხოლმე, ადამიანი დაიბნევა საკუთარ გრძნობებში და ჩმახავს რაღაცას. ამის მიზეზი სხვა არაფერი არ არის რა, თუ არა სისულელემდე გადაჭარბებული გულის სიფიცხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ინატრეთ ვარდები, დღეს კი გიგზავნით, ხომ ხედავთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის ხოლმე, მადლობა უფალს, რომ ჩვენი უბედურებანიც მთავრდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუმცა ბნელი ადამიანი ვარ, შეიძლება ჩერჩეტიც, მაგრამ მათგან განსხვავებით ვიცი, რომ გული მეც ისეთი მაქვს, როგორიც ყველა სხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მიყვარს, როცა ბავშვი ჩაფიქრებულია, სამძიმოა მათი ყურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საწყალი ადამიანი საშინლად მომკითხველია, ის ღვთის გაჩენილ ქვეყანასაც სხვა თვალით უყურებს, ყველა გამვლელს ალმაცერად უცქერს და თავის ირგვლივ შემკრთალი იყურება, თითოეულ სიტყვას აკვირდება - ვინ იცის, იქნებ ჩემზე ამბობენ რამესო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც გინდა წერონ, რაც გინდა ჯღაბნონ მჯღაბნელებმა, საწყალი ადამიანის ცხოვრებაში მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამას წინათ ემელია მეუბნებოდა, რომ რაღაცაზე ხელი მოაწერინეს და ათშაურიანი მისცეს იმის გამო, რომ იდგა უბრალოდ გაუნძრევლად, მას ეგონა სიკეთის გამო მისცეს და თურმე, ისინი ფულს იხდიდენ საწყალი ადამიანის ნახვაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დღეს სიკეთეს რაღაც უცნაურად სჩადიან, ვინ იცის, იქნებ მუდამ ასე იყო. მათ ან არ იციან როგორ აკეთონ ეს საქმე, ანდა ამ საქმის დიდი ოსტატები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს შიშველი თითი რომ მოუჩანს, იდაყვთან გამოხეული ტანისამოსი რომ აცვია, ამას თავისებურად აღწერენ და ყიდიან. თქვენ ხომ ყველას წინაშე არ გაშიშვლდებით, სწორედ ასევე საწყალი ადამიანს არ უყვარს, როცა მის გალიაში იყურებიან და აკვირდებიან, როგორი ოჯახური პირობები აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის წლები, საიდან სად! ხანდახან ერთი კაპიკიც კი არ გამაჩნდა. მციოდა, მშიოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. დილით ნევსკაიაზე გავივლიდი, ვინმე ლამაზმანს წავაწყდებოდი და მთელი დღე ბედნიერი ვიყავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი'' (1861) === [[ფაილი:Fyodor Mikhailovich Dostoyevsky 1876.jpg|thumb|right|150პქ|თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით.]] {{Q | ციტატა = ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს ერთ წელიწადში გამოივლის ადამიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თქვენთვის, მჯღაბნელებისათვის ყველა მომხიბვლელია, ვისაც კაბა აცვია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ასე მოსდით ზოგჯერ უგულკეთილეს, ამავე დროს სუსტი ძარღვების მქონე ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი გულკეთილობისა, თვით ნეტარებამდე აჰყვებიან ხოლმე საკუთარ ვარამსა და რისხვას, ეძებენ საბაბს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველაფერი გადმოანთხიონ, თუნდაც გული ატკინონ სხვა უდანაშაულო და მეტწილად მათთვის ყველაზე მახლობელ ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ქალს მაგალითად ზოგჯერ მოთხოვნილება აქვს, თავი უბედური და დაჩაგრული ეგონოს, თუნდაც არც წყენა მიეყენებინოს ვინმეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც სამუდამოდ დაკარგულია, იმას ვეღარ დაიბრუნებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ ქალი რამეში დამნაშავედ გრძნობს თავს, უმალ ამჯობინებს შემდგომში ათასგვარი ალერსით გამოასწოროს თავისი დანაშაული, ვიდრე დანაშაულის აშკარა მხილების დროს აღიაროს იგი და პატიება ითხოვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო მეტია სათნოება და სიკეთე, მით მეტი ეგოიზმია მასში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} === ''ყმაწვილი'' (1875) === [[ფაილი:Valikhanov.jpg|thumb|right|150პქ|თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.]] {{Q | ციტატა = რასაც არ უნდა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა ,,ნაკადული'' თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა ხომ ერთნაირი ბუნებისა არ არის; ბევრ ადამიანს ლოგიკური დასკვნა ხანდახან გადაექცევა ხოლმე უძლიერეს გრძნობად, რომელიც დაეუფლება მთელ მის არსებას, რომელსაც ასე იოლად ვერ განდევნი და ვეც გადაასხვაფერებ. ასეთი კაცი რომ განკურნო, თვითონ ის გრძნობა უნდა შეუცვალო, ეს კი შეუძლებელია, თუ სანაცვლოდ არ მოინახა რომელიმე სხვა, ისეთივე სიძლიერის გრძნობა. ეს მუდამ ძნელია, ხოლო ხშირ შემთხვევაში კი - შეუძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული ერთადერთი გზაა, რომელიც არარა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამისა და თანაც მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია - პატიოსანია ის თუ უპატიოსნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, უთუოდ შემონახული აქვს ხსოვნაში რაიმე მოგონება ისეთი ამბისა, რაც მას გადახდენია და რაც მას შეუფასებია ან მზადაა შეაფასოს როგორც ფანტასტიკური, უჩვეულო, იშვიათი, თითქმის სასწაულებრივი რამ, სიზმარი იქნება ეს, შეხვედრა, მკითხაობა, წინაგრძნობა, თუ რაღაც ამგვარი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უჭირს ადამიანს იცოდეს ყველა შეცოდება, გაერკვეს რა არის ცოდვა და რა არა: აქ საიდუმლოებაა, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეიცან ყოველივე, რამეთუ როცა შეეყრები უღმერთოს ვისმეს ან თავაშვებულს, შეგეძლოს პასუხი მიაგო, რათა მან არ გაგაბრუოს მკრეხელობით და არ აგიმღვრიოს უმწიფარი ფიქრები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად რჩება; ხოლო თუ მოკვდა მრავალ ნაყოფს გამოიღებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ცუდია თუ შეწყვიტე წიგნების კითხვა, სამწუხარო იქნება თუ ცხოვრების აღსასრულს ჩემსავით ეტყვი შენს თავს: მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ კარგი არაფერი ვიცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მწამს ღმერთი, რადგანაც შემიძლია ვიწამო ის, და მწამს იმდენად, რამდენადაც შემიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეტისმეტად ამაყ ადამიანს უყვარს სწამდეს ღმერთი, მეტადრე ისეთს, ვინც ადამიანებს ცოტა არ იყოს ზიზღით შესცქერის. მრავალ ადამიანს აქვს რაღაცნაირი ბუნებრივი მოთხოვნილება - იპოვნოს ვინმე ან რამე, რის წინაშეც ქედს მოიხრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლანდელი დრო ესაა უკიდურესობათა რიდისა და უგრძნობლობის დრო, უმეცრებისკენ, სიზანტისკენ ისწრაფვის დრო, საქმის გაკეთების შნო აღარავის აქვს, ყველა მზამზარეულს მოითხოვს. არავინ არაფერს უფიქრდება, იშვიათად რომ შეიქმნეს რაიმე იდეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერ ადამიანს ხანდახან ძალიან უმძიმს საკუთარი სიძლიერის ატანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ გულწრფელად გვინდა პატიოსნები ვიყოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უსაზიზღრესი გარყვნილება კისერზე ჩამოკიდებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საუკეთესონი კაცთა შორის არც სხვებზე მეტნი არიან რამით და არც ნაკლებნი, ისინი მხოლოდ შეშლილები არიან. მარტოოდენ საშუალონი და უნიჭონი არიან მოლხენილნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხე რომ დარგო კაცმა, ყველა ირგვლივ დაგცინებს: რაღას რგავ, შენ მაგ ხეს ვერ მოესწრებიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზნის მიღწევა მათემატიკურადაა უზრუნველყოფილი. საქმე მეტად მარტივია, მთელი საიდუმლო ორად ორ სიტყვაშია: შეუპოვრობა და განუწყვეტლობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა რელიგია და ყველა ზნეობრიობა რაც კი ქვეყნად არსებობს, ერთნაირია ერთ რამეში: „გიყვარდეს სათნოება და გაურბოდე ბიწიერებას.“ ხომ თითქოს არაფერია ამაზე ადვილი არა? აბა სცადეთ ერთი, ჩაიდინეთ სათნო და გაექეცით თქვენს თუნდაც ერთ ბიწიერებას. აი, ამიტომ მეორდება ეს ორი სიტყვა საუკუნეების მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მინდა მხოლოდ ის, რაც ძლიერებით მოიპოვება, რასაც სხვა გზით, თუ არა ძლიერებით ვერ მოიპოვებ. ესაა განმარტოვება და საკუთარი ძალის მშვიდი შეგნება! აი, ყოვლად სრული განმარტება თავისუფლებისა, რაზეც ასე თავს იტეხს კაცობრიობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი ხშირად გულწრფელად განიცდის, მაგრამ მაინც თამაშობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებიც როგორც კი ცივი წყალი გადაევლებათ, მაშინვე უარს ამბობენ არა მარტო თავის საქციელზე, არამედ იდეაზეც და თვითონვე დასცინიან იმას, რაც ერთი საათის წინ წმიდათა წმინდად მიაჩნდათ, ო, რა იოლად ახერხებენ ამას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც ბევრია თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ჩვეულების გამო, ისევ ახალგაზრდა თაობა ჰგონია თავი, რაკი ჯერ კიდევ გუშინ ასეთი იყო, და იმას კი ვერ ხვდება, რომ უკვე გარიყულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნდა შეგეძლოს ცხოვრების პატარ-პატარა უბედურებათა ატანა. უბედურებანი თუ არ იქნა, ცხოვრება არცა ღირს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = წვრილმანები არ დაგავიწყდეს, რაც უფრო პატარაა რაიმე ხაზი, მით უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალზე არ უნდა უამბო მესამე პირს, კონფიდენტი ვერ მიგიხვდება. ანგელოზი რომ ანგელოზია, ისიც ვერ მიგიხვდება. თუ ქალს პატივს სცემ, ნუ გაიჩენ კონფიდენტს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოტელომ დეზდემონა იმიტომ კი არ მოკლა და მერე თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ეჭვიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას იდეალი წაართვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მხიარულება თავიან-ფეხებიანად გასცემს ადამიანს. ზოგი ხასიათი ისეთია, დიდ ხანს ვერ გაუგებ, მაგრამ გაიცინებს ადამიანი უცებ ძალზე გულწრფელად და მთელი მისი ხასიათი თითქოს ხელის გულზე გადაშლილაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოცინარი და მხიარული ბავშვი სამოთხის შუქია, მომავლის გამოცხადებაა, როცა ადამიანი ბოლოს და ბოლოს ბავშვივით უმანკო და გულუბრყვილო შეიქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა მწარეა მოხუცის ავადმყოფობა, ხომ თიითქოს სული რაღაში უდგიაო, მაგრამ მაინც რომ ცოცხალია და შეჰხარის ქვეყნიერებას და ვგონებ სიცოცხლე თავიდან რომ ჰქონდეს დასაწყები, არც ეს შეუკრთობდა სულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი დრტვინვით ან უკმაყოფილებით შეხვდა სიკვდილს, ესე არს ცოდვა უდიდესი. ხოლო თუ სულის სიმხიარულემ შეაყვარა სიცოცხლე, მაშინ ვფიქრობ უფალიც მიუტევებს ყველაფერს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაფერი საიდუმლოებაა მეგობარო, ყველაფერი უფლის საიდუმლოებაა. ეს საიდუმლობაა დატანებული ყოველ ხეში, ბალახის ყოველ ღეროში, პაწია ჩიტუნა გალობს თუ ვარსკვლავთა ხომლი კაშკაშებს ღამით ზეცაში - სულ ერთი საიდუმლოებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააკვირდით წყლის წვეთს და დაინახავთ მთელ ახალ სამყაროს, ცოცხალ არსებათა მთელს ცხოვრებას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთონი არ შემხვედრიან, მხოლოდ მოუსვენარი ადამიანები მხვდებიან, აი მათი ნამდვილი სახელი, ვინაიდან მთელი თავისი დღე და მოსწრება სულ კითხულობენ, წიგნიერი სიტკბოთი გამძღარნი ერთს მსჯელობაში არიან, თვითონ კი მაინც ვერაფერში გარკვეულან, არაფრის გადაწყვეტის შნო და უნარი არა აქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. გამოდის რომ რითაც შუქი გვეფინება, იმასვე ვწყევლით და არც კი ვიცით, რომ ასეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება თუ რამეს არ ეთაყვანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთო ათეისტი კი არა, ის არის, ვინც მართლა უღმერთოა და პირზე ღვთის სახელი აკერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვექილი დაქირავებული სინდისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ან კი რა არის შენი „ამ ქვეყნად?“ განა მარტოოდენ ოცნება არა? აიღე ქვიშა და დათესე ქვაზე; როცა ის ქვიშა იმ ქვაზე ამოვა და გაიხარებს, მაშინ შენი ოცნებაც ამქვეყნად ხორცს შეისხამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ მეკითხებოდეს, ყოველ განვითარებულ ადამიანს მცნებად დავუსახავდი, რომ თავისი სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად და რაღაცით გააბედნიეროს თუნდაც ერთი არსება. ოღონდ პრაქტიკულად, ესეიგი ნამდვილად გააბედნიეროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა იდეალისტი შუბლით შეასკდება სინამდვილეს, სხვებზე უმალ ყოველთვის სწორედ ის წარმოიდგენს ყოველგვარ სისაძაგლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენში ხომ სწორედ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს თუნდაც რაიმენაირი წესრიგი, ოღონდ კი ბოლოს და ბოლოს საკუთარი იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მუდამ ასე ემართებათ ხოლმე „უმწეოებს“: იციან, რომ იღუპებიან, და მაინც არ იშლიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი ხალხი არის მეორეხარისხოვანი ხალხი, რომელსაც წილად რგებია იყვეს მხოლოდ მასალა უფრო კეთილშობილი მოდგმისა, თვითონ კი ვერ ითამაშებს დამოუკიდებელ როლს კაცობრიობის ბედ-იღბალში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნად არიან სამი ჯურის არამზადები: მიამიტი არამზადები, ე.ი. დარწმუნებულნი, რომ მათი არამზადობა უმაღლესი კეთილშობილებაა; არამზადები, რომელთაც რცხვენიათ, - ესე იგი ერცხვინებათ საკუთარი არამზადობისა, მაგრამ უსათუოდ უნდათ მაინც ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი სიგლახე, და დასასრულ უბრალოდ არამზადები, წმიდა წყლის არამზადები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი იმდენად სამართლიანი და დიდსულოვანია, რომ, თავისდა საზიანოდ, სხვას მიაგებს კუთვნილს, ასეთი კაცი, თავისი ღირსებით, უფრო მაღლა დგას სხვებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქორწინების საქმე რომ მარტო ქალებზე იყოს დამოკიდებული - არც ერთი ქორწინება არ შერჩებოდა ბოლომდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქ, სადაც საქმე ეხება არა რწმენას, არამედ იმას, რაც მათ რწმენად მიაჩნიათ, და, მაშასადამე, მათებურად, წმიდაცაა, იქ თუ გინდა ჯვარს ეცმევიან, წამებას აიტანენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნარი - პატივი სცე საკუთარ თავს, მეტად იშვიათია ქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, ისევე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი საკუთარი ღირსება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველი კაცის ცხოვრებაში არის ხოლმე იმდენად თითქოსდა ექსცენტრული წადილი და ოცნება, რომ ერთი შეხედვით შეუცდომლად შეიძლება სიგიჟედ ჩაითვალოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საოცარია, რამდენი გარეშე ფიქრი გაუელვებს ხოლმე გონებაში ადამიანს სწორედ მაშინ, როცა სულ ერთიან შეძრულია რაიმე უდიდესი ამბით, რომელსაც, სინამდვილეში, უნდა ჩაეხშო სხვა გრძნობები და გაეფანტა ყველა სხვა, მეტადრე კი წვრილმანი ფიქრები; პირიქით კი ხდება ხოლმე, ასეთ დროს სწორედ წვრილმანი ფიქრები დაესევიან და საშველს არ აძლევენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსები - ფრენოლოგიის, კრანიოლოგიისა და თვით მათემატიკის საფუძველზეც კი - მეორეხარისხოვანი მოდგმის ხალხია, და რომ, მაშასადამე, არც ღირს რუსად სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, მუდამ აცალე ხოლმე ადამიანს ცოტა წაიტყუილოს - ამით ვის რა დაუშავდება. ბევრიც აცალე. ჯერ ერთი, ამით გამოიჩენ შენს ზრდილობას, მეორეც, სანაცვლოდ შენც გაცლიან ტყუილს - ერთბაშად ორი უდიდესი ხეირია. Que diable! უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შეუძლებელი რამაა. და, მაინც, უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე სთესე სიკეთე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უფლება არა გაქვს სხვები განსაჯო, რადგან სხვების მსაჯული რომ იყო, ტანჯვით უნდა მოიპოვო განსჯის უფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრებთან, გულით საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრება - აი სამოთხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცილი სულის შეუმცდარი ჭაშნიკია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ხოლმე ისეთი მიამიტობა, რომელიც მიენდობა ყველასა და ყველაფერს და ეჭვადაც არა აქვს, დამცინიანო. ასეთი ადამიანები მუდამ გონებაშეზღუდულები არიან, ვინაიდან შეუძლიათ პირველ შემხვედრს გადაუშალონ გული და რაც კი რამ სანუკვარი აქვთ, გადმოულაგონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს ვერ ეთაყვანა; ვერ გაუძლებს თავის თავს ასეთი კაცი, ვერც ვერანაირი კაცი. ღმერთიც რომ უარჰყოს, კერპს დაუწყებს თაყვანისცემას - ხის, ოქრისი თუ გონების კერპს. სულ კერპთაყვანისმცემლები არიან ასეთები, და არა უღმერთონი, აი რა უნდა დავარქვათ მათ. უღმერთო ვითომ რატომ არ უნდა იყოს ქვეყნად? არიან ისეთები, რომლებიც მართლაც უღმერთონი არიან, ოღონდ ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან ამათზე, რადგან პირზე ღვთის სახელი აკერიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მამაკაცი ნამდვილად ზნეობრივად ემონება დედაკაცს, მეტადრე თუ დიდსულოვანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნახულა ქალი სულმდაბალი რომ არ იყოს? ამიტომაც უნდა ბატონობდეს მასზე მამაკაცი, ამიტომაც გაუჩენია ქალი ღმერთს დამოკიდებულ არსებად. ქალი - ბიწია და ცთუნება, მამაკაცი კი - კეთილშობილება და დიდსულოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი იყოს დიადი, თორემ რა უჭირს, პატარა ჭუჭყი თუ გაერევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესად განვითარებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ზეიმურად და ძლევამოსილად ბედნიერი სახე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძალდატანებული, გადარეული სიყვარული ისე მოქმედებს, როგორც ავი ზნე, როგორც მარყუჟი, როგორც ავადმყოფობა, და - როგორც კი ნატვრას შეისრულებს კაცი - მაშინვე ჩამოეცლება ბისტი და ჩნდება სულ საწინააღმდეგო გრძნობა: ზიზღი და სიძულვილი, მოსპობის, განადგურების სურვილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნება მომეცით მოგახსენოთ „წმინდა წყლის არამზადაზე“. მე ერთი ამხნაგი მყავდა, ლამბერტი, რომელიც ჯერ კიდევ თექვსმეტი წლისა მეუბნებოდა: როცა მდიდარი ვიქნები, ჩემთვის ყველაზე დიდი ნეტარება ის იქნება, რომ პურისა და ხორცის ჭმევას დავუწყებ ძაღლებს იმ დროს, როცა ღატაკთა შვილები შიმშილისაგან სიკვდილის პირას იქნებიან მისულნიო, ხოლო როცა შეშა აღარ ექნებათ, მთელ საწყობ შეშას ვიყიდი, მინდვრად დავაწყობ და ცეცხლს გავუჩაღებ, ღარიბ-ღატაკთ ერთ ღერსაც არ მივცემო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ას წლამდე რომ ვიცოცხლო, ხელმეორედ აღარ დავუბრუნდები ავტობიოგრაფიის წერას. ზედმეტად უნდა გიყვარდეს თავი, რომ მასზე წერო და არ შეგრცხვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება?! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინაიდან სამყაროს შექმისას ჩემთვის არაფერი უკითხავთ, მეც ვიტოვებ უფლებას, ამ მხრივ საკუთარი შეხედულება ვიქონიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ შეიძლება კაცს უთხრა, გასაკეთებელი არაფერიაო? ვერ წარმომიდგენია ისეთი მდგომარეობა, რომ ოდესმე აღარაფერი იქნეს გასაკეთებელი! იშრომეთ კაცობრიობისთვის და დანარჩენზე ნუ ზრუნავთ. საქმე იმდენია, რომ ამისთვის მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა, თუკი დაკვირვებით მიმოვიხედავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა დიდი რამ უნდა მშვენიერი იდეის უარყოფას? მთავარი ისაა, ასევე მშვენიერით ჩაანაცვლო იგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები ამჯობინებენ ღმერთს, რათა ქედი არ მოუხარინ ადამიანებს, - ცხადია, თვითონაც არ უწყიან, როგორ ემართებათ ეს – ღვთის წინაშე ქედის მოხრა არც ისე შეურაცხმყოფელია. ასეთები ხშირად მეტისმეტად მორწნუნენი ხდებიან ხოლმე, უფრო სწორად, გულმხურვალედ მოსურნენი, რომ სწამდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქნებ უკეთესიც იყოს, როცა ადამიანები შეურაცხყოფას გვაყენებენ: ყოველ შემთხვევაში, ეს თავიდან აგვაცილებს იმ უბედურებას რომ შევიყვაროთ ისინი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ რევოლვერი მქონდეს, სადმე ცხრაკლიტულში დავმალავდი, ღმერთს გეფიცებით, დიდი მაცდუნებელი რამაა. მე, იქნებ, არც მჯერავს თვითმკვლელობის ეპიდემიის, მაგრამ თუ აი, ეს ყოველ წუთს თვალში გეჩხირება კაცს, - ღმერთმანი არის ხოლმე წუთები, რომ შეიძლება გაცდუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე ძნელად გასაგები სწორედ ის იდეებია, რომლებიც ყველაზე მარტივია და ნათელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უბრალოს მხოლოდ სულ ბოლოს გაიგებ კაცი ,როცა მოსინჯავ ყველაფერს, რაცაა ბრძნული და რაცაა ბრიყვული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სრულიადაც არ არიან ადამიანები ისეთი მშვენიერები, რომ მათზე ესოდენ ზრუნვა ღირდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი უდიდესი ძალაუფლებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რეალიზმი, რომელიც საკუთარი ცხვირის წვეტით განისაზღვრება, ყველაზე უგუნურ ფანტასტიკურობაზე უფრო საშიშია, ვინაიდან ბრმაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კიდევ ის მიყვარს თქვენში, რომ ღიმილი არ გშორდებათ სახიდან: ეს ჩემი სამოთხეა!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო კარგო, სრულიადაც არ მინდა შენი იდეალების სანაცვლოდ რომელიმე ბურჟუაზიულ სიკეთეს დაგახარბო. არ ჩაგჩიჩინებ, დევგმირობას ბედნიერება სჯობია-მეთქი; პირიქით, დევგმირობა ყოველგვარ ბედნიერებაზე მაღლა დგას, და თუნდაც მარტოოდენ უნარი ამისა – თავისთავად ბედნიერებაა… სწორედ ამიტომაც გცემ პატივს, რომ ამ ჩვენს დამყაყებულ დროში შეძელი, საკუთარ სულში გაგეჩინა რაღაც „შენი იდეა“, მაგრამ მაინც შეუძლებელია, არ ვიფიქროთ ზომიერებაზე, ვინაიდან შენ სწორედ ახლა გსურს გიჟმაჟი სიცოცხლე, გინდა რაღაც ააგიზგიზო, დაამსხვრიო, მთელ რუსეთზე მაღლა დადგე, საავდრო ღრუბელივით გადაუარო თავზე, ყველანი შიშითა და აღტაცებით მოცულნი დატოვო, თავად კი გადაიმალო ჩრდილო ამერიკის შტატებში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - უნდა გწამდეს ღმერთი, ჩემო კარგო. - და თუკი არ მწამს ეს ყოველივე? – წამოვიძახე ერთხელ გულმოსულმა. - ჰოდა, საუცხოოა, ჩემო კარგო… ეგ საუკეთესო ნიშანია, ჩემო მეგობარო, ყოვლად კეთილსაიმედოც კი, ვინაიდან რუსი ათეისტი, თუ ის მართლა ათეისტია და სულ მცირე ჭკუა მაინც აქვს – საუკეთესო ადამიანია მთელ დედამიწის ზურგზე და მუდამ მზადაა, მიეფეროს ღმერთს იმიტომ, რომ უსათუოდ კეთილია, ხოლო კეთილია იმიტომ, რომ უზომოდ კმაყოფილია თავისი ათეისტობით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან. და მაინც უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე და ისე თესე სიკეთე. მოითმინე მათგან სიავე, შეძლებისდაგვარად, გულს ნუ მოიყვან, „გახსოვდეს, რომ შენც ადამიანი ხარ“… ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე; არ წამოეგო ასეთ სიყვარულზე და განუწყვეტლივ გეზიზღებოდეს. ყურანში ალაჰი უბრძანებს თავის წინასწარმეტყველს, „ჭირვეულთ“ ისე მოეპყარი, როგორადაც თაგვებს, სიკეთე უყავი და გვერდი აუარეო – ცოტა ქედმაღლური ნათქვამია, მაგრამ მართალია. შეძელი, გეზიზღებოდეს მაშინაც კი, როცა კარგები არიან, ვინაიდან სწორედ აქ არიან ხოლმე ისინი ცუდები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იდეებით ცხოვრება მოსაწყენია, უიდეებოდ კი მუდამ მხიარულად ცხოვრობს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელ ამ ჩვენს პროგრესულ მოძრაობაში ბოლო ოცი წლის მანძილზე, უწინარეს ყოვლისა, ის დავამტკიცეთ, რომ ბინძურად გაუნათლებლები ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უბრალოება, კაცმა რომ თქვას, უმაღლესი ეშმაკობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული თუმცა ღმერთი არაა, მაგრამ მაინც ნახევარღმერთია - უდიდესი ცდუნებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რარიგ მიიჩქარიან თავიანთ კუთხეში სამუშაოდან და საშოვრიდან მომავალი მდაბიო, დაღვრემილი ადამიანები! ყველას სახეზე აწერია თავისი მძიმე საფიქრალი და ამ ბრბოში იქნებ ერთიც არაა საერთო, გამაერთიანებელი აზრი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ჭკუაში გაგიჯდება რაღაც უძრავი, მარადიული, ძლიერი, რომლის გარდა სხვა არაფრისთვის აღარ გცალია, - ამით თითქოს ქვეყნიერებას ერიყები და უდაბნოში გადადიხარ, და ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სადღაც შენს მიღმა მიმდინარეობს, მთავარის გვერდის ავლით. შთაბეჭდილებებიც კი არასწორად აღიქმება. და, გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ მუდამ გაქვს თავის გასამართლებელი. რარიგ ვაწვალებდი მთელი ეს ხანი დედას, რა სამარცხვინოდ ვტოვებდი ჩემს დას: „ე, მე „იდეა“ მაქვს, სხვა დანარჩენი კი წვრილმანია“, - აი, თითქოს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს. მეც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, და მტკივნეულადაც, - მოვდიოდი შეურაცხყოფილი და მერე უცებ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ე, მე სულმდაბალი ვარ, მაგრამ მაინც მაქვს „იდეა“, მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ“. „იდეა“ მანუგეშებდა და მიადვილებდა შერცხვენასაც და არარაობასაც; ჩემი ყველა სისაძაგლეც თითქოს ამ იდეის უკან იმალებოდა; ის, ასე ვთქვათ, მიმსუბუქებდა ყველაფერს, მაგრამ თან ბურუსითაც ფარავდა, რაც რამ იყო ჩემ წინ; მაგრამ შემთხვევათა და საგანთა ასეთ ბუნდოვან გაგებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ავნოს თვით „იდეასაც“ კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესი და განვითარებული ადამიანი, უზენაეს აზრს რომ ემსახურება, ზოგჯერ სულ გადაუხვევს ხოლმე არსებითს, და სასაცილო, ჟინიანი და ცივი, ანდა უბრალოდ გეტყვი - სულელი ხდება ხოლმე, და არა მხოლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში, არამედ დასასრულ, თავის თეორიებში კი სულელი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} === ''მკვდარი სახლის ჩანაწერები'' (1862) === [[ფაილი:Dostoyevsky on his Bier, Kramskoy.jpg|thumb|right|150პქ|ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება.]] {{Q | ციტატა = სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ განათლება ადამიანში მედიდურობას აღვივებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ნაკლი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარი მორჩილი და მომთმენია გარკვეულ მიჯნამდე, მაგრამ არსებობს უკიდურესობა, რომელსაც არ უნდა გადასცდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მზა თვალსაზრისით დანაშაულის შეცნობა ძნელია და მისი ფილოსოფიაც უფრო რთულია, ვიდრე ვარაუდობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რასაკვირველია, საპყრობილე და იძულებითი მუშაობის სისტემა დამნაშავეს ვერ გამოასწორებს; ამით მას მხოლოდ სჯიან და საზოგადოების სიმშვიდეს უზრუნველყოფენ; ბოროტმოქმედთა თავდასხმისგან იცავენ. დამნაშავეს კი საპყრობილე და იძულებითი მუშაობა მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილსა და საშინელ თავქარიანობას უვითარებს. მტკიცედ მწამს, რომ კარგად ცნობილი ეს სისტემაც აღწევს მხოლოდ მცდარ, მოჩვენებით, გარეგნულ მიზნებს. იგი ფიტავს ადამიანს, უღიზიანებს სულს, ასუსტებს და აშინებს, შემდეგ ზნეობრივად გამომშრალ მუმიას, ნახევრად შეშლილს, გამოსწორებისა და მონანიების ნიმუშად წარმოადგენს. რასაკვირველია, დამნაშავეს სძულს საზოგადოება, რომელიც მას დამნაშავედ მიიჩნევს, საკუთარი თავი კი ყოველთვის მართალი ჰგონია. გარდა ამისა, დანაშაულისთვის ის უკვე დაისაჯა, ამიტომ თავს განწმენდილად თვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ფული გარკვეულწილად თავისუფლებაა, ამიტომაც თავისუფლებააღკვეთილი კაცისთვის ათჯერ უფრო ძვირფასია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ ნაამბობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რამდენი ხასიათიცაა, იმდენივე ვარიაციაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = განათლებულ, პატიოსან, შეგნებულ და მგრძნობიარე კაცს სასჯელად საკუთარი გულისტკივილიც ეყოფა. მას ყველა სასჯელზე მეტად ეს სატანჯველი ღრღნის, საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო შეუბრალებლად და მკაცრად გაკიცხავს, ვიდრე ყველაზე უწყინარი კანონი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი ადამიანი იმდენად კეთილშობილია, ღვთისგან იმდენად დაჯილდოებული, რომ მათი უარესობისკენ შეცვლა შეუძლებელად მოგეჩვენებათ. მათი იმედი ყოველთვის გაქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი რამ პირადად თუ არ გამოსცადე, ისე ვერ განსჯი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზნეობრივი გაჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე მძიმეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიცოცხლო და ვიცოცხლებ კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. სწორედ ასეთი „უბედურები“ საჭიროებენ ყველაზე ადამიანურ მოპყრობას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საქმის მოღალატეებმა, ცხვრის ფარაში გარეულმა მგლებმა, როგორადაც უნდა იმართლონ თავი, მუდამ დამნაშავეები იქნებიან, მით უმეტეს, თუ ყველაფერთან ერთად კაცთმოყვარეობაც აკლიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = დასასჯელს, როგორც წესი, იპყრობს რაღაც მძაფრი, მაგრამ წმინდა ფიზიკური, უნებლიე და დაუძლეველი შიში, რომელიც ადამიანის მთელ მეობას იმორჩილებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვეფხვივით მუდამ სისხლი სწყურიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანია - ჩვეულებაა, რომელიც განვითარების თავის გზას გადის და ბოლოს, ავადმყოფობად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვეულებამ შეიძლება საუკეთესო ადამიანიც გააუხეშოს და იქამდე გადააგვაროს, რომ მხეცისგან ვეღარ გაარჩიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სისხლი და ძალაუფლება ადამიანს ათრობს, სიტლანქესა და გახრწნილებას უღვივებს: ყველაზე არანორმალური მოვლენები გრძნობა-გონებისთვის მისაღები, დაბოლოს, დამატკბობელიც კი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანში ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ კვდება; მისთვის ადამიანური ღირსებისკენ, მონანიებისა და აღდგომისკენ შემობრუნება თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს, ამგვარი თავნებობის მაგალითი მთელ საზოგადოებაზე გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცდურია. საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. ერთი სიტყვით, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ფიზიკურად დასჯის უფლება, ჩვენი საზოგაოების წყლულია, ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა ჩანასახშივე მოსპოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყოველგვარი მცდელობა და მის გარდაუვალ გადაგვარებას საფუძველი შეუქმნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უცხო წრეში ცხოვრებაზე საშინელი არაფერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მიზან და იმედდაკარგული ადამიანი დარდისგან ხშირად ნამდვილ ნადირად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საპყრობილეში კაცი მოთმინებას ეჩვევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ყველაფერს ეჩვევა. ვფიქრობ, ესაა საუკეთესო განმარტება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უსაქმურად, კანონიერი საკუთრების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, გაირყვნება, მხეცად გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოების უმაღლეს კლასს წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ზრუნავენ „უბედურებზე“ ვაჭრები, მეშჩანები - მთელი ჩვენი ხალხი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = თუ ადამიანის მოსპობა და განადგურება უნდათ, ის უნდა დასაჯონ ყველაზე საშინელი სასჯელით, ისეთით, უდიდეს ავაზაკ კაცისმკვლელსაც რომ შეაძრწუნებს და დააფრთხობს. ამისთვის საკმარისია ეს ადამიანი დაასაქმონ მისთვის სრულიად უსარგებლო და უაზრო სამუშაოზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველგვარი ზომების მიუხედავად, ცოცხალ ადამიანს ფიტულად ვერ გადააქცევ; შერჩება გრძნობები, ცხოვრებისა და შურისძიების წყურვილი, ვნებები და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე სულ სხვა რამეა, ვიდრე ის, რასაც ცოდნით და სხვათა ნათქვამით წარმოიდგენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კატორღაში მიმავალი მდაბიო თავის საზოგადოებაში მიდის, თუმცა, შეიძლება იგი მასზე განვითარებული იყოს. რასაკვირველია, მან ბევრი რამ დაკარგა - სამშობლო, ოჯახი, ყველაფერი... მაგრამ მისი გარემო არ შეცვლილა. განათლებული კაცი კი, რომელსაც კანონით მდაბიოს იდენტური სასჯელი აქვს, ხშირად მეტს კარგავს. მან ყველა მოთხოვნილება, ყველა ჩვევა უნდა დაიოკოს, გადავიდეს მისთვის დაუკმაყოფილებელ გარემოში, მიეჩვიოს სხვა ჰაერით სუნთქვას... ის წყლიდან ამოგდებული თევზია. ხშირად კანონით გათვალისწინებული სასჯელი მისთვის სხვაზე ათჯერ უფრო მტანჯველია. ეს ჭეშმარიტებაა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. თავისუფალი ადამიანიც, რასაკვირველია, იმედით ცოცხლობს, (მაგალითად, ბედის შეცვლის, ახალი საქმის დაწყების...), მაგრამ ის მოქმედებს და ცხოვრების ორომტრიალში სავსებით ერთვება, პატიმრის საქმე სხვაგვარადააა. დავუშვათ ესეც ცხოვრებაა - ყაზარმული, კატორღული; მაგრამ, ვინც უნდა იყოს კატორღელი და რა ვადითაც უნდა იყოს გადასახლებული, ვერ შეძლებს გადაჭრით, ინსტიქტურად, უპირობოდ მიიღოს თავისი ხვედრი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანი, თუნდაც ინსტინქტურად, თუნდაც შეუგნებლად, რაგინდ დაბეჩავებულიც უნდა იყოს, მაინც მოითხოვს პატივისცემას თავისი ადამიანური ღირსებისადმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარმა თვითონაც იცის თავისი მდგომარეობა, რომ პატიმარია, განკიცხულია, იცის თავისი ადგილი უფროსობის წინაშე; მაგრამ ვერავითარი დაღებით, ვერავითარი ბორკილებით ვერ აიძულებ დაივიწყოს, რომ ადამიანია. რადგან ის ჭეშმარიტი ადამიანია, მაშასადამე ადამიანურად უნდა მოეპყრა. ღმერთო ჩემო! დიახ, სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კანონის ამ უნიჭო შემსრულებლებს სრულიად არ ესმით და არც შეიძლება იცოდნენ, რომ კანონის ზუსტად და უაზროდ, არსის გაუცნობიერებლად შესრულებას სწორედაც რომ უწესრიგობა მოჰყვება და არც არასოდეს გამოუღია სხავ შედეგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საკმარისია მოაცილოთ გარეგანი ქერქი და ყურადღებით, ცრურწმენის გარეშე ჩაიხედოთ ხალხის გულში, ისეთ იშვიათ რამეს აღმოაჩენთ იქ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აკი საზოგადოებას ჯალათი სძულს, მაგრამ განა ჯალათი - ჯენტლმენი არაა?! ამაზე ახლახანს გამოთქვეს საპირისპირო აზრი, თანაც მხოლოდ წიგნებში, განყენებულად. ჯერჯერობით შორს ვართ იმისგან, რომ თვითმპყრობელური ჟინი ყველამ ჩაიკლას. თუნდაც ყოველი ფაბრიკანტი, ანტრეპრენიორი, უთუოდ უნდა გრძნობდეს, ერთგვარ გამაღიზიანებელ სიამოვნებას, რომ მასთან დასაქმებული მუშა ზოგჯერ თავისი ოჯახით მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დიახ, რეალურად სწორედ ასეა; თაობებს უჭირთ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც მემკვიდრეობით ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. ამგვარი სახელდახელო გადატრიალება შეუძლებელია. გააცნობიერო წინაპართა დანაშაული და ცოდვა, ჯერ კიდევ ცოტას ნიშნავს; საჭიროა სავსებით გათავისუფლდე მისგან. ეს კი უცებ როდი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ძნელი წარმოსადგენია, სადამდე შეიძლება დამახინჯდეს ადამიანის ბუნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რაიმე მიზნის გარეშე ცოცხალი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აგრე ღმერთი შეგეწიოთ! თავისუფლება! ახალი ცხოვრება! მკვდრეთით აღდგომა... რა საამური წუთია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} === ''თვინიერი'' 1876 === {{Q | ციტატა = ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაი რომ, სულმდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვარ კაცთა შორის უკეთილშობილესი, თუმც მევე არ მჯერა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = როცა ადამიანს ასამართლებ, უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა სულგრძელია, მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგახსენებთ, სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგცდა - უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს კი ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ - აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი მთელი სიცოცხლე სხავ არაფერი მიკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მეც ხომ უბედური ვიყავი! მეც ხომ ყველამ გამრიყა, გამრიყა და დამივიწყა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა - მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ, რომ მუქთად მოსდის, იმიტომ, რომ უშრომლად მოსდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია, ეს ხომ აქსიომა გახლავთ, ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს კიდეც ხიბლავს ზოგჯერ უცნაურობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იცით, ბატონებო, ზოგი იდეა ხმამაღლა თუ ითქვა, სიტყვად თუ იქცა, ისეთ სისულელედ მოგეჩვენებათ, შენვე შეგრცხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = თქვენ მე გამრიყეთ, ადამიანებო, უხმოდ, ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაცხყოფა მიაგებეთ. მაშასადამე, უფლება მაქვს კედელი აღვმართო ჩემ და თქვენ შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამქვეყნად არაფერი ყოფილა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვენ დაწყევლილები ვართ, ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწ და მარადის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = გოროზი, ამაყი, ნუგეშისა და ნამუსის მოწმენდას არავის სთხოვს, უსიტყვოდ იტანჯება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ნუ შეშინდები, ადამიანო, იყავი ამაყი! შენ არ ხარ დამნაშავე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, როცა, საუბედუროდ, ყველაფერი შენს დასაღუპად დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის ღრუბელივით ჩაევლო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო, დავრჩი ობლად. აგერ წიკწიკებს და წიკწიკებს საათი, რა ენაღვლება, ან რა აწუხებს. მე კი არავინ დამრჩა, არავინ მყავს მე უბედურს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = რა ჭირად ვიხლი ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაში მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ადათი, თქვენი ცხოვრება, სახელმწიფო, თქვენი მრწამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ, მე ვეტყვი, არაფერი არა მწამს-მეთქი. რად დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ ის, რაც ყველაზე მეტად მიღირდა? რა თავში ვიხლი ახლა თქვენს კანონებს? განზე გავდგები ყველაფრისგან. ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახლავთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = „ერთმანეთი გიყვარდეთ ხალხნო“, - ვინა თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ...მე ვიღუპები, მაგრამ გოეთეს დიდებულ სიტყვებს გაუმარჯოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიყო ჩემი თავის მსაჯული და ვიქნები კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე სთესოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ის იყო ჩემთვის ყველაფერი, ის იყო ჩემი ოცნებების, ჩემი მომავლის იმედი! ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც საჩემოდ ვამზადებდი, სხვა მე არავინ მინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება ჩემს გულში იყო ჩამარხული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} [[ფაილი:The Soviet Union 1971 CPA 4027 stamp (Fyodor Dostoyevsky (after Vasily Perov)).jpg|thumb|right|150პქ|მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით.]] === ''მოთამაშე'' (1867) === {{Q | ციტატა = მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით და სანამ მჭირდებით - უნდა გაგიფრთხილდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} [[ფაილი:Dostoevski grave at Alexander Nevsky Monastry.jpg|thumb|right|150პქ|ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა.]] {{Q | ციტატა = რაც შეეხება გამორჩენასა და მოგებას, მარტო რულეტზე კი არა, სადაც არ გინდათ, ადამიანები მუდამ ერთმანეთს აცლიან ლუკმას და მუდამ მოგებას ცდილობენ. ხოლო გამორჩენა და მოგება რაოდენ საძაგლობაა, ეს უკვე სხვა საკითხია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = პირდაპირ საკვირველი და სასაცილოა, რარიგ მეტყველია ხოლმე მორცხვი და ავადმყოფურად კდემამოსილი შეყვარებული კაცის თვალები, თუმცა უმალ მიწის გასკდომასა და შიგ ჩავარდნას არჩევს, ვინემ თავისი გრძნობები სიტყვითა და მზერით გაამჟღავნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = იცით წარმოუდგენელი რამ? მე თქვენ ყოველდღე უფრო ძლიერ მიყვარხართ, ეს კი თითქმის შეუძლებელი რამაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უიმედოდ მიყვარხართ და ვიცი, ამის შემდეგ ათასჯერ უფრო მეტად მეყვარებით. თუ ოდესმე მოგკლავთ, საკუთარი თავის მოკვლაც იქნება საჭირო; ასე რომ, საკუთარ თავს რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ მოვიკლავ, რათა ეს აუტანელი ტკივილი უთქვენოდ ავიტანო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველა გარემოებაში შეუძლია ღირსება შეინარჩუნოს. თუ საამისოდ ბრძოლა დასჭირდა, ეს კიდევ უფრო აამაღლებს, განა დაამცირებს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მარტოოდენ ფრანგებსა და კიდევ, მგონი, ევროპელებიდან ზოგს გააჩნიათ ისეთი გარეგნული ფორმა, უღირსი ფრიად ღირსეულად აჩინოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვიცი, არავითარი იმედი არა მაქვს და თქვენთვის ნული ვარ. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით: ყველგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გხედავთ, სხვა ჩემთვის არაფერი არსებობს. რად მიყვარხართ ასე, ვერ გეტყვით. იცით კი, რომ შეიძლება სულაც არ ხართ ლამაზი? წარმოიდგინეთ, ისიც არ ვიცი, მართლა ლამაზი სახე გაქვთ თუ არა? გული ნამდვილად ცუდი გაქვთ, არა მგონია, ჭკუაც კეთილშობილი გქონდეთ. კი, კი, შესაძლოა ასეც იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = რატომ მიწყრებით? იმიტომ, რომ თქვენს მონად ვაცხადებ თავს? მერე რა, მიმსახურეთ, ჰო, მიმსახურეთ მონასავით! იცით თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოგკლათ? იმიტომ კი არა, გადაგიყვარეთ ან ვიეჭვიანე, არა, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მინდა გშთანთქოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სიამოვნებაც ხომ ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო ცხოველური, უსაზღვრო ძალაუფლება თუნდაც ბუზზე, ესეც ხომ თავის მხრივ სიამოვნებაა. ადამიანი ბუნებით მტარვალია, სხვისი წვალება უყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შესაძლოა ამდენი გრძნობის გადალახვის შემდეგ სული არ ივსება, მხოლოდ ღიზიანდება და მეტ შეგრძნებებს ითხოვს, სულ უფრო ძლიერ და ძლიერ, საბოლოო დაღლამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ბუნებრივად თავაზიან ფრანგს იშვიათად შეხვდები. მუდამ ნაძალადევად, მუდამ ანგარიშით არის თავაზიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = როცა გვჭირდება, ჩვენთვის საძულველ ადამიანებთანაც კი საქმის დაჭერას არ ვთაკილობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ყველა ქალი ერთნაირია! ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტად სიბერეშიაც მოგკითხავს და დაგსჯის ღმერთი სიამაყისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ... კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერი და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მიმიფურთხებია ყველასთვის! ვინ ვარ უკვე? ზერო. ვინ შემიძლია ვიყო ხვალ? ხვალ შემიძლია მკვდრეთით აღვსდგე და ცხოვრება ახლიდან დავიწყო! ვიპოვო ადამიანი ჩემში, სანამ ის არ გაქრა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს. მეგობრობის დიდი ნაწილი დამცირებაზეა დაფუძნებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მეკითხებით რა საჭიროა ფული? როგორ თუ რა საჭიროა? ფული ყველაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უდიდესი სიამოვნებით მივატოვებდი ყველას და ყველაფერს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შენ ჭკვიანი და კეთილი ადამიანი ხარ... და... და სამწუხაროა, რომ ამასთანავე სულელიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მე თუ ვერ მიყიდით, ჩემი პატივისცემა შეიძლება იყიდოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ეს ზუსტად ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება. დაემეთანხმებით იმაში, რომ არ იხრჩობოდეს, ხავსს არ ჩათვლიდა ხის ტოტად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მართლა რაღაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა უცხო მხარეში გადახვეწილი, შენს ქვეყანას, შენს მეგობრებს მოშორებული, ხვალ რომ არ იცი, რას შეჭამ, აიღებ და უკანასკნელ, შენს უკანასკნელ გულდენს ჩამოხვალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჯერ კიდევ არ მესმის ჩემი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვერ ამიტანია ისეთი პატიოსანი ხალხი, ახლოს მისვლა რომ გეშინია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''უგვანო ანეკდოტი'' (1862) === {{Q | ციტატა = ჩვენ ყველანი ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის ძალგვიძს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სუფრაზე დაჯდომის ზუსტად ორი წუთის შემდეგ ერთმა ფიქრმა მოიცვა მთლიანად და შეზარა.ანაზდად იგრძნო, რომ უბედურად მთვრალია, წინანდელივით შეჭიკჭიკებული კი არადა, გალეშილი მთვრალია.ამის მიზეზი ერთი ჭიქა არაყია, შამპანურს რომ დააყოლა და მაშინვე მოერია.მთელი არსებით გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა.რა თქმა უნდა, სითამამე კი მოემატა, მაგრამ შეგნებამ არ უღალატა და უკიჟინებდა: "არ ვარგა, არა, არც შეგფერის და არც გეკადრება! ცხადია, მთვრალის მერყევ ფიქრებს ერთ წერტილზე რა გააჩერებს.თვითონაც გრძნობდა, მის სულში რო თითქოს ორი ძალა შეჭიდებოდა ერთმანეთს:ერთი ჩასძახოდა, შენს მიზანს უთუოდ მიაღწევო.მეორე კი მწარედ ღრღნიდა და გულს უწიწკნიდა: „რას იტყვიან? რით დამთავრდება? ხვალ, ხვალ რა იქნება!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''წერილი ძმას კატორღიდან'' === {{Q | ციტატა = კატორღაში გატარებული ოთხი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლებია, იქ გავიგე ძალზედ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ადამიანები ყოველთვის ცოდვილები არ არიან, მათ ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როდესაც წმინდანები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ძმაო, საყვარელო მეგობარო ჩემო... არ გავზარმაცებულვარ, არც სულიერად დავცემულვარ, ცხოვრება ყველგან ცხოვრებაა, ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენს გარშეო. იყო ადამიანთა შორის და დარჩე ბოლომდე ადამიანად, არ გაზარმაცდე, არც სულიერად დაეცე - ეს არის ჩემთვის ცხოვრება, ეს არის ცხოვრების აზრი, ეს იდეა ღრმად გაჯდა ჩემში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = დიახ! მართალია, ის თავი, რომელიც ქმნიდა, ცხოვრობდა უმაღლესი ხელოვნებით, რომელმაც შეიცნო და შეეგუა სულის ამაღლებულ მოთხოვნილებებს, ის თავი უკვე მოკვეთილია ჩემი მხრებიდან. დარჩა მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი ჯერ კიდევ განუხორციელებელი ხსოვნა და გამოსახულებები. ისინი დამასნეულებენ, მართლა! მაგრამ ჩემში დარჩა ისევ ის გული, ისევ ის სისხლი და ხორცი, რომელთაც ასევე ძალუძთ უყვარდეთ და იტანჯებოდნენ, სურდეთ და ახსოვდეთ, ეს კი ცხოვრებაა. On voit le soleil! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო ჩემო! რამდენი იერსახე ჩემ მიერ გამოძერწილი, ახლიდან შექმნილი, ჩაქრება ჩემს გონებაში ან საწამლავად ჩაიღვრება სისხლში. წერას თუ ვერ შევძლებ, დავიღუპები! უმჯობესია თხუთმეტი წელი ვიჯდე, ოღონდ ხელში კალამი მეჭიროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ნუ წუხხარ ჩემთვის, ღვთის გულისათვის! იცოდე, რომ არ ვარ ნაღვლიანი, გახსოვდეს, რომ ჩემში იმედი არ მომკვდარა, ოთხ წელიწადში შემსუბუქდება ბედი, რიგითი ვიქნები - ეს კი ტუსაღზე უკეთესია, და გაითვალისწინე, რომ ოდესღაც ჩაგეხუტები! ხომ ვიყავი დღეს სიკვდილის წინაშე? - საათის სამი მეოთხედი ამაზე ფიქრში გავატარე, უკანასკნელ საზღვრამდეც მივედი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვცხოვრობ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = თუ ვინმეს ბოროტად ვახსოვარ, თუ ვინმეს ჩემგან წყენა უდევს გულში, ყველას უთხარი, რომ დაივიწყონ, მაპატიონ. არ არის ჩემს სულში ბოროტება და წყენა. ეჰ, როგორ გადავეხვეოდი და მეყვარებოდა ნებისმიერი ჩემი წარსულიდან აქ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = როგორც კი უკან მოვიხედავ, მეფიქრება თუ რამდენი დროა გაფლანგული, რამდენი დრო დაიკარგა გზააბნეულობაში, შეცდომებში, სიცოცხლის არცოდნაში, როგორ არ ვუფრთხილდებოდი მას. რამდენჯერ შემიცოდავს საკუთარი გულისა და სულის წინაშე, გულიდან სისხლად გადმომდის ეს ყოველივე. ცხოვრება საჩუქარია, ცხოვრება ბედნიერებაა, ყოველი წუთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ახლა ყველაფერს ვშორდები, რაც კი ნაზი იყო, ძნელია მოსწყდე ამ ყოველივეს, ძნელია გატეხო საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 3“ }} === ''ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან'' (1864) === {{Q | ციტატა = მე არა მარტო ის ვერ შევძელი, რომ ანჩხლი გავმხდარიყავი, არამედ სხვაც ვერაფერი გავხდი: ვერც ბოროტი, ვერც კეთილი, ვერც უსინდისო, ვერც პატიოსანი, ვერც გმირი, ვერც მწერი. ახლა ჩემს კუთხეში ვცხოვრობ და თავს ღვარძლიანად ვანუგეშებ არაფრის მაქნისი აზრით, რომ ჭკიან კაცს სერიოზულად არც შეუძლია, რაიმე გახდეს და რაიმე მხოლოდ ბრიყვი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭკვიანი კაცი ზნეობრივად მოვალეა, რომ უპირატესად უნებისყოფო არსება იყოს, ხოლო ნებისყოფიან, მოღვაწე ადამიანს მეტწილად გონებაშეზღუდულობა მართებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ახლა ეს ვთქვათ: წესიერი კაცი ყველაზე უფრო მეტი სიამოვნებით რაზე ილაპარაკებს? პასუხი: საკუთარ თავზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მრავლის შეცნობა სნეულებაა, ნამდვილი, სრული სნეულება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მაინც მყარად მწამს, რომ არათუ ძალზე დიდი ცნობიერება, არამედ ყოველგვარი ცნობიერება სნეულებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო სრულად აღვიქვამდი სიკეთისა და ყოველივე „მშვენიერისა და ამაღლებულის“ არსს, მით უფრო ღრმად ვეფლობოდი ჩემს კუთვნილ წუმპეში და მით უფრო მეტად შემეძლო, ამ წუმპით ამოვთითხნილიყავი. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყოველივე შემთხვევით კი არ მემართებოდა, არამედ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეს ჩემი სრულიად ნორმალური მდგომარეობა გახლდათ და არა სნეულება და წახდენა, ისე რომ, ბოლოს წახდენასთან შებრძოლების სურვილიც გამიქრა. ეს იმით დასრულდა, რომ ლამის ვირწმუნე, რომ ჩემი ნორმალური მდგომარეობა სწორედაც ასეთი ყოფა იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სიამოვნებას, სახელდობრ, იწვევდა თავის დამცირების ძალზე აშკარა აღქმა, იმის შეგრძნება, უკანასკნელ ზღვართან რომ ხარ მიმდგარი, იმის შეგრძნება, ეს სისაძაგლე რომ არის, მაგრამ არც შეიძლება სხვაგვარად რომ იყოს, საშველი რომ არ გაქვს, სხვა ადამიანად ვერასოდეს რომ ვერ გადაიქცევი, თუნდაც დრო ჯერ კიდევ გქონდეს და რწმენაც გაგაჩნდეს, სხვა რაიმედ გადაქცევა რომ ძალგიძს. ამას თავად მაინც არ ისურვებდი და თუ ისურვებდი, მაინც არაფერს მოიმოქმედებდი, რამეთუ სინამდვილეში ვერაფრადაც ვერ გადაიქცეოდი. ხოლო მთავარი, ბოლოს და ბოლოს, ის გახლავთ, რომ ეს ყოველივე ხდება ჭარბი ცნობიერების ნორმალური და ძირითადი კანონებით და ამ კანონებიდან გამომდინარე ინერციით. მაშასადამე, არათუ რაიმედ ვერ გადაიქცევი, საერთოდაც ვერაფერს გახდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭარბი ცნობიერებიდან, მაგალითად, აი, რა გამომდინარეობს: თუ არამზადა თავადვე გრძნობს, რომ ნამდვილი არამზადაა, ეს თითქოს მისი მანუგეშებელი უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მძაფრი სიამოვნება სწორედ სასოწარკვეთის ჟამს გეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე ძლიერად აცნობიერებ, რომ უსაშველო ვითარებაში იმყოფები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = დამნაშავე, ჯერ ერთი, იმიტომ ვარ, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა შორის ყველაზე ჭკვიანი გახლავართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = განა შეგნებულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავის ოდნავ პატივისმცემელი მაინც რომ იყოს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი სისტემისა და განყენებული დასკვნის მიმართ იმდენად მიკერძოებულია, რომ მზად არის, სიმართლე განზრახ დაამახინჯოს, მზად არის, არც დაინახოს რამე და არც გაიგონოს, ოღონდაც თავისი ლოგიკა გაამართლოს. აბა ირგვლივ მიმოიხედეთ: სისხლი ზღვად მოედინება, თანაც ისეთი მხიარულებით, თითქოს შამპანური იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცივილიზაცია ადამიანში მხოლოდ შეგრძნებათა მრავალმხრივობას გამოიმუშავებს და მეტს არაფერს. ხოლო იმ მრავალმხრივობის განვითარებით ადამიანი ლამის იქამდეც კი მივა, რომ სისხლისღვრაში სიამოვნებას მოიძიებს. ეს ხომ უწინაც ყოფილა. არ შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე დახვეწილი სისხლისმღვრელნი თითქმის ერთიანად ყველაზე ცივილიზებული ბატონები გახლდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = იმ ბრძენთა ბრძენებმა საიდან გამოჩხრიკეს, რომ ადამიანს მაინცდამაინც ნორმალური, მაღალზნეობრივი წადილი ესაჭიროება? რანაირად წარმოიდგინეს, რომ ადამიანს უსათუოდ კეთილგონივრულად სასარგებლო წადილი სჭირდება? ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი წადილი ესაჭიროება, ეს დამოუკიდებლობა რადაც უნდა დაუჯდეს და სადამდეც უნდა მიიყვანოს. ხოლო წადილი, წადილი ხომ ეშმაკმა უწყის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ნამდვილი სისულელე ზოგჯერ იმიტომ გვსურს, რომ უგუნურობის გამო ეს სისულელე ამა თუ იმ წინასწარ ნავარაუდევი სარგებლის მოსაპოვებელ უიოლეს გზად მიგვაჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ბატონებო, ვთქვათ, ადამიანი უგუნური არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მსოფლიო ისტორიაზე ყველაფრის თქმა შეიძლება, ყველაფრისა, რაც კი თავში მოუვა უაღრესად გაღიზიანებულ წარმოსახვას. მხოლოდ იმას ვერ იტყვი, კეთილგონივრული რა არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანები ჯერ კიდევ ადამიანები არიან და არა ფორტეპიანოს კლავიშები, რაზედაც თვით ბუნების კანონები უკრავს, მაგრამ იქამდე დაუკრავს, სანამ კალენდრის გარდა სასურველიც აღარაფერი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანობის განმსაზღვრელი, ვგონებ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი თავის თავს ყოველ წუთას უმტკიცებდეს, წკირი კი არა, ადამიანი ვარო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი უპირატესად შემოქმედი ცხოველია, რომელსაც დაკისრებული აქვს, მიზნისკენ შეგნებულად მიისწრაფოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ფუქსავატი და უმსგავსი არსებაა და, შესაძლოა, მოჭადრაკისნაირად მხოლოდ მიზნის მიღწევის პროცესი უყვარს და არა თვით მიზანი. ჰოდა, ვინ იცის, შესაძლოა, მთელი მიზანი მთელ ქვეყნიერებაზე, საითკენაც კაცობრიობა მიისწრაფვის, მხოლოდ და მხოლოდ მიღწევის უწყვეტი პროცესია, სხვაგვარად თუ ვიტყვით, თვით ცხოვრებაა და არა საკუთრივ მიზანი, რაც, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, გარდა ორჯერ ორი ოთხისა, ანუ ფორმულაა, ხოლო ორჯერ ორი ოთხი, ბატონებო, ცხოვრება კი არა, სიკვდილის დასაწყისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ასე მტკიცედ, ასე მძლეთამძლედ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ნორმალური და დადებითი რამ, ერთი სიტყვით, მხოლოდ კეთილდღეობაა ადამიანისთვის სასარგებლო? გონება სარგებელთა თაობაზე ხომ არ ცდება? ადამიანს იქნებ არა მარტო კეთილდღეობა უყვარს? სატანჯველიც იქნებ იმდენადვე უყვარს? მისთვის სატანჯველი იქნებ იმდენადვე მომგებიანია, რამდენადაც კეთილდღეობა? ხოლო ადამიანს სატანჯველი ზოგჯერ მთელი ჟინით რომ უყვარს, ეს ხომ უეჭველია. თქვენსავე თავს შეეკითხეთ, თუ ადამიანი ხართ და რაღაც ხანი გიცხოვრიათ. პირადად ჩემი აზრით კი მხოლოდ კეთილდღეობის სიყვარული, ცოტა არ იყოს, უხამსობაა. რიგიანია თუ ურიგო, ზოგჯერ რაღაცის დამსხვრევა ძალზე სასიამოვნოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცნობიერება ადამიანისთვის უდიდესი უბედურებაა, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანს უყვარს და არავითარ დაკმაყოფილებაზე არ გაცვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სურვილები მომისპეთ, იდეალები წარმიხოცეთ, უკეთესი რამ დამისახეთ და სადაც გინდათ, იქ გამოგყვებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თქვენ ცხოვრება გწყურიათ და ცხოვრებისეულ საკითხებს აბდაუბდა ლოგიკით თავად წყვეტთ. თქვენი გამოხდომები ასეთი მომბეზრებელი, ასეთი თავხედურია და ამავე დროს როგორი შიში გიპყრობთ! სისულელეს ლაპარაკობთ და ამით კმაყოფილი ხართ. უტიფრად ლაპარაკობთ, თანაც ამის გამო ერთთავად შიშით კანკალებთ და ბოდიშს იხდით. გვარწმუნებთ, რომ არაფრისა გეშინიათ და ამავე დროს ჩვენი აზრის შეტყობას ლაქუცით ცდილობთ. გვარწმუნებთ, რომ კბილებს აღრჭენთ და ამავე დროს ხუმრობთ, რათა გაგვაცინოთ. იცით, რომ თქვენი ხუმრობანი მახვილგონივრული არ არის, მაგრამ, ცხადია, ამ ხუმრობათა ლიტერატურული ღირსებებით ფრიად კმაყოფილი ხართ. შესაძლოა, ზოგჯერ მართლა გატანჯულხართ, მაგრამ თქვენს ტანჯვას პატივს ოდნავადაც არ სცემთ. თქვენი გულ-გონება სიმართლეს კი მეტყველებს, მაგრამ თქვენს არსებას უბიწობა არ გააჩნია. უწვრილმანესი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სიმართლეს ბერავთ და თვალებში სამარცხვინოდ გვჩრით... რაღაცის თქმა კი მართლა გსურთ, მაგრამ თქვენს საბოლოო სიტყვას შიშის გამო მალავთ, რამეთუ სათქმელად გამბედაობა არ გყოფნით და მხოლოდ ლაჩრული თავხედობა გაგაჩნიათ. ცნობიერებით ტრაბახობთ, მაგრამ მარტოოდენ მერყეობთ, რამეთუ ჭკუა-გონება კი გიმუშავებთ, მაგრამ თქვენი გული გარყვნილებას მოუცავს, ხოლო უმწიკვლო გულის უქონლად სრული, წესიერი ცნობიერება ვერ იარსებებს, თქვენი პრანჭვა-გრეხა თავის გამოჩინებაა, რარიგ მოსაბეზრებელია! სიცრუეა, სიცრუეა, სიცრუე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანის მოგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი დროის ყოველი წესიერი ადამიანი მხდალი და მონაა და მოვალეც არის, რომ იყოს. ეს მისი ნორმალური მდგომარეობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ერთადერთი ვარ, ხოლო ისინი ყველანი ერთნაირები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მეორეხარისხოვანი როლში ყოფნას ვერც კი წარმოვიდგენდი და სწორედ ამიტომაც სინამდვილეში უკანასკნელ როლს ძალზე მშვიდად ვიკავებდი. ან გმირი უნდა ვყოფილიყავი, ან წუმპეში ამოგანგლული. საშუალო რამ არ არსებობდა. სწორედ ამან დამღუპა, რადგან წუმპეში თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ სხვა დროს გმირი ვიყავი, ხოლო გმირი წუმპის გამამართლებელი გახლდათ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ზოგი ქალი ისეთია, ქმარი რაც უფრო ძლიერ უყვარს, მით უფრო ხშირად ეჩხუბება. „რაკი ძალიან მიყვარხარ, უნდა გაგტანჯო კიდევაც და ამას უნდა გრძნობდეო“. იცით თუ არა, ვინც უყვართ, განზრახ რომ აწამებენ? ამას უმეტესად ქალები სჩადიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = არავინ, არც ერთმა სულიერმა არ უნდა იცოდეს, ქმარსა და ცოლს შორის რა ხდება, თუკი მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი წაჩხუბებულნიც უდნა იყვნენ, განმსჯელად მშობელ დედასაც არ უნდა მოუხმონ და ერთიმეორეზე სასაყვედურო არაფერი თქვან. თავიანთი განმსჯელნი თავად უნდა იყვნენ. სიყვარული ღვთაებრივი საიდუმლოა და ყველას თვალთაგან ფარული უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც მთელი ქვეყნიერება დაიქცეს, ოღონდ მე ჩაის მუდამ ვსვამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩემთვის სიყვარული ტირანულად მოპყრობას, ზნეობრივ უპირატესობას ნიშნავდა. მთელ სიცოცხლეში სხვაგვარი სიყვარულის წარმოდგენაც კი არ შემეძლო და ახლა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიყვარული სიყვარულის საგნისგან ნებაყოფლობით უფლების მოცემაა მასზე ტირანული მოპყრობისა. მიწისქვეშეთში ოცნებისას სიყვარულს მხოლოდ ქიშპობად წარმოვისახავდი, ყოველთვის მძულვარებით ვიწყებდი და ზნეობრივი დამორჩილებით ვასრულებდი, ხოლო შემდეგ აღარ ვიცოდი, დამორჩილებულს როგორ მოვქცეოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცხოვრებას ყველანი გადავეჩვიეთ, ყველანი მეტად თუ ნაკლებად მოვიკოჭლებთ. ისე გადავეჩვიეთ, რომ ზოგჯერ ნამდვილი, „ცოცხალი ცხოვრების“ მიმართ ერთგვარი ზიზღი გვეუფლება და ამის გამო ვერ აგვიტანია, როცა შეგვახსენებენ. იქამდე ვართ მისულნი, რომ ნამდვილი „ცოცხალი ცხოვრება“ ლამის შრომად, თითქმის სამსახურადაც კი მიგვაჩნია და ყველანი ვაღიარებთ, რომ წიგნისმიერად ცხოვრება გვიჯობს. დროდადრო რას ვფაციფუცობთ, რას ვჟინიანობთ, რას მოვითხოვთ თავადაც არ ვიცით. ჩვენთვის ხომ უარესი იქნება, ჟინიან მოთხოვნებს თუ აღგვისრულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = აბა, შეეცადეთ, აბა, მაგალითად, ცოტათი მეტი დამოუკიდებლობა გვიბოძეთ, რომელ ჩვენგანსაც გინდათ, ხელები გაგვიხსენით, საქმიანობის სივრცე გაგვიფართოვეთ, მეურვეობა შეასუსტეთ... ჩვენ ხომ... გარწმუნებთ, ჩვენ ხომ უმალ შეგევედრებით, რომ მეურვეობა აღგვიდგინოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ხომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უკიდურესობამდე მივიყვანე ის, რისი მიყვანაც თქვენ ნახევრამდეც ვერ გაბედეთ, ამასთანავე თქვენს სიმხდალეს კეთილგონიერებად მიიჩნევდით და თავს ამით ინუგეშებდით, თავს ამით იტყუებდით. ისე რომ, მგონი თქვენზე უფრო „ცოცხალი გახლავართ“. გულ-გონება გაიმახვილეთ! ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით, ეს ცოცხალი სად არის, რა არის და რა ეწოდება? მარტონი რომ დაგვტოვოთ, უწიგნოდ რომ დაგვტოვოთ, უმალვე თავგზა აგვებნევა - არ გვეცოდინება, რას მივეკედლოთ, რას ვებღაუჭოთ, რა გვიყვარდეს და რა გვძულდეს, პატივი რას ვცეთ და რა შევიზიზღოთ! ადამიანებად ყოფნაც კი, ნამდვილ, საკუთარ სხეულის და სისხლის მქონე ადამიანებად ყოფნაც კი გვიმძიმს, გვეჩოთირება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია და რაღაცნაირ, არარსებულ, ზოგად ადამიანებად ყოფნისკენ მივისწრაფვით. მკვდრადშობილნი ვართ, უკვე დიდი ხანია ცოცხალი მამები აღარ წარმოგვშობენ და ეს სულ უფრო და უფრო მოგვწონს. გაგვიტკბა კიდევაც. მალე იმასაც გამოვიგონებთ, რომ იდეისგან ვიშვით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} === ''მწერლის დღიური'' (1873-1881) === {{Q | ციტატა = გაიგონ ადამიანებმა, რომ ბედნიერება უსაქმურობაში არ არის, მიხვდნენ იმას, რომ აზრი ჩაქრება უსაქმურში, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ახლობელი ისე, რომ არ შრომობდე მისთვის, რომ მოსაწყენია იცხოვრო საჩუქრით, რომ ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, არამედ მის მიღწევაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იტყვით, რომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ბავშვები. მისმინეთ: ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბავშვებზე მაღლა, რადგან ჩვენ მათზე უარესნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ სულ ცოტათიც კი არ ვპატიობთ ჩვენი აზრისგან ოდნავ გადახრილ აზრს, ჩვენთან ოდნავ უთანხმოებაში მყოფს არამზადად ვთვლით, გვავიწყდება ის, რომ ვინც ასე ადვილად დაკარგავს სხვის დაფასებას, ის საკუთარ თავსაც არ აფასებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე კი გიცხადებთ გულწრფელი სიტყვით, რომ არც შექსპირს და არც ჰომეროსს, ერთად რომ აგვეღო ყველა, მაინც ვერ ვიპოვიდით უფრო მშვენიერს ვიდრე ახლა, ამ თეთრ დარბაზში შეიძლებოდა აღმოგეჩინათ თქვენ შორის. რა არის შექსპირი! აქ ისეთი გამომჟღავნდებოდა, რომ არც კი დაესიზმრებოდათ ჩვენს სწავლულებს. მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თვითონაც არ იცით თუ რაოდენ მშვენიერნი ხართ! იცით თუ არა, ნებისმიერ თქვენგანს რომ მოესურვებინა შესძლებდა გაებედნერებინა ყოველი ამ დარბაზში და ყველას აიყოლიებდა? და ეს ძალა ყოველ თქვენგანშია, მაგრამ იმდენად ღრმადაა ჩამალული, რომ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენლად გვეჩვენება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ყველანი ღელავენ, ყველა ყველაფერში იღებს მონაწილეობას, ყველას სურს გამოთქვას აზრი და წარადგინოს საკუთარი თავი. და აი, მხოლოდ ერთი ვერ ამომიხსნია, რა უფრო მეტად სურთ: იზოლირებული დარჩება ყველა თავის აზრში თუ ერთ აზრად იქცევიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = უმაღლესი იდეა დედამიწაზე ერთია - იდეა ადამიანის სულის უკვდავებისა, რადგან სხვა დანარჩენი „მაღალი“ იდეები, რომლითაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, მხოლოდ მისგანვე გამოედინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ძველი წესია: საგანში კი არაა საქმე, არამედ თვალშია. თუ გაქვთ თვალები - მოიძებნება საგანი, თუ არ გაქვთ - ესე იგი ბრმა ხართ და ვერც ერთ საგანში ვერაფერს ნახავთ. თვალები მნიშვნელოვანია, ის რაც ერთის თვალში პოემაა, სხვის თვალში უბრალო ფუთაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ოჯახიც ხომ მწიფდება, მზად ხომ არ გაძლევენ და არც ერთი წესი და არც ერთი ვალდებულება არ მოდის მზად, არამედ ეს ყოველივე თავისით იქმნება, ერთი მეორეს წარმოქმნის. მხოლოდ მაშინაა ოჯახი ძლიერი, სწორედ მაშინაა ეს წმინდა. ოჯახი დაუღლელი სიყვარულის შრომით ხდება სრულყოფილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = წარმოისახება ამოუხსნელი კითხვა: ტალანტი ფლობს ადამიანს თუ ადამიანი ტალანტს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ თანდათან უფრო შევწყვიტეთ ერთმანეთის გაგება. ვგულისხმობ სერიოზულ და გულწრფელ ხალხს - მხოლოდ ამათ არ ესმით ერთმანეთის; გადამყიდველები კი სხვა საქმეა - მათ ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იცით რას ნიშნავს ბავშვის შეურაცხყოფა? მათი გულები უმანკო, თითქმის გაუცნობიერებელი სიყვარულითაა აღსავსე. ასეთი დარტყმები კი მათში მწუხარე გაკვირვებასა და ცრემლებს იწვევს, რასაც ღმერთი ხედავს და იმახსოვრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მხოლოდ სიყვარულით ვიყიდით ბავშვების გულს და არა მხოლოდ ბუნებრივი უფლებით მათზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თითქმის ყველანი ტალანტები არიან, მაგრამ გრამითაც არ არიან პოეტები. მჭედელიც კი ტალანტურია. პოეზია, ასე ვთქვათ, შინაგანი ცეცხლია ყოველგვარი ტალანტისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ გამოაშკარავებული, მიმდინარე და ისიც დაკვირვებით, დასასრული და დასაწყისი - ეს ჯერ ფანტასტიკაა ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე ყოველთვის პირიქით მეჩვენებოდა, რომ უდიდესი ბედნიერებაა იცოდე ის, რის გამოც ხარ უბედური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რათა უკეთესები გავხადოთ, ისინი თავის მხრივ ჩვენ გვაქცევენ უკეთესებად, თუნდაც მათზე ერთი შეხებით. ისინი ადამიანურს ხდიან ჩვენს სულს, მხოლოდ ჩვენს შორის გაჩენით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაცებით უკმაყოფილო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გაისაზრო და შეიგრძნო შეიძლება სწორადაც და პირველივე ჯერზეც, მაგრამ ადამიანად გახდომა არ შეიძლება პირველივე ჯერზე, უნდა გამოიკვეთო ადამიანად. აქ დისციპლინა... მოაზროვნეები ახმოვანებენ კანონებს, იმ საერთო კანონებს, რითაც ყველანი ბედნიერნი გახდებოდნენ, განურჩველად ყველა, ოღონდ ეს კანონები შექმნილიყო. ეს იდეალი, შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, დაუსრულებელ ადამიანებში არც კი განხორციელდებოდა, არანაირი კანონი, თუნდაც ყველაზე ცხადიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მისტიკურ იდეებს უყვარს თვალთვალი, ისინი ამით იქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჭკუის შეცდომები და გაუაზრებლობა უფრო სწრაფად და უკვალოდ ქრება, ვიდრე შეცდომები, რომელსაც გული უშვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = შენს მიღმა კი არა, შენშია სიმართლე, იპოვე შენი თავი შენში, წაიკითხე შენი შენში, დაეუფლე შენს თავს და შეიცნობ სიმართლეს. ნივთებში არ არის ეს სიმართლე, არც შენ ირგვლივ და არც ზღვას იქით სადმე, არამედ უპირველეს ყოვლისა, შენს საკუთარ თავზე შრომაში. გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, მოთოკავ თავს და გახდები ისეთი თავისუფალი, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, დაიწყებ დიად საქმეს და სხვებსაც თავისუფლად აქცევ, შეიცნობ ბედნიერებას, რადგან შეივსება შენი სიცოცხლე, გაუგებ შენს ხალხს და იპოვი მათ წმინდა სიმართლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ევროპისთვის რუსეთი გაუაზრებლობაა და მისი ყოველი საქმეც გაუაზრებლად მიაჩნია, ასე იქნება მუდამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გავლილი ტანჯვა შეიძლება სულისთვის სიწმინდედ იქცეს. ადამიანი საერთოდ ისეა შექმნილი, რომ უყვარს საკუთარი განვლილი ტანჯვა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ომი მასის საბაბია, რომ საკუთარი თავი დააფასოს. ამიტომაც უყვარს ერს ომი: ის ქმნის ომზე სიმღერებს, დიდი ხნის მანძილზე ქმნის ლეგენდებს და მოთხრობებს მასზე. სისხლისღვრა მნიშვნელოვანი რამაა. ომი აუცილებელია ჩვენს დროში, ომის გარეშე ქვეყანა იქცეოდა რაღაც დორბლად, რაიმე ცრუ სისველედ, დაბინძურდებოდა დამპალი ჭრილობებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ბუნებრივადაა გადახრილი სიმხდალისა და უსირცხვილობისაკენ, და კარგადაც იცის ეს; შესაძლოა ამიტომაც წყურია მას ომი და ამიტომ უყვარს ასე ძლიერ: მასში გრძნობს წამალს. ომი აღვივებს ძმის სიყვარულს და აერთიანებს ქვეყნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადვოკატი დაქირავებული სინდისია, ადვოკატს არ ძალუძს არ ითამაშოს საკუთარი სინდისით, თუნდაც სურდეს, რომ არ ითამაშოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ამჟამად იმდენად არ ომობენ იარღით, როგორც ჭკუით, ეს უკანასკნელი ვითარება განსაკუთრებულად არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = არ მინდა ვიყო მართალი - რადგან შევცვლი საკუთარ თავს. არ მინდა ვიყო ცოდვილი - რადგან არაფერში ვარ დამნაშავე, არ მინდა ვირჩევდე - რადგან გრძნობები ერთი სიძლიერისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მწვერვალისკენ სვლის დროს თუ გაჩერდები და ყოველ მყეფარე ძაღლს ქვის სროლას დაუწყებ, მწვერვალს ვერასოდეს მიაღწევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} === ''სასაცილო ადამიანის სიზმარი'' (1877) === {{Q | ციტატა = მე სასაცილო ადამიანი ვარ. ისინი უკვე შეშლილს მეძახიან. ეს წოდების ამაღლება იქნებოდა, ისევ ისეთივე სასაცილოდ რომ არ მთვლიდნენ, როგორც წინათ. ახლა კი არ მწყინს, ისინი ყველანი საყვარლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამცინიან. თვითონაც ვიცინებდი მათთან ერთად, - საკუთარ თავზე კი არა, უბრალოდ მათი შემხედვარე, ვიცინებდი ასე დამწუხრებული რომ არ ვიყო მათი შემყურე. დამწუხრებული ვარ, რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება, მე კი ვიცი. ოჰ, რა ძნელია მარტომ იცოდე ჭეშარიტება! მაგრამ ამას ისინი ვერ გაიგებენ. არა, ვერ გაიგებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = გააზრება გააზრებას მოსდევდა. ცხადი ხდებოდა, რომ თუ მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს და ვგრძნობდე სირცხვილს საკუთარ საქციელზე, დაე. მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მაგალითად ორი საათის შემდეგ, მაშინ რაა გოგონა და რა საქმე მაქვს სირცხვილთან და ყოველივესთან ამქვეყნად? მე ვიქცევი ნულად, აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ შეიძლება შეგნება იმის, რომ მე ახლა საერთოდ არ ვიქნები და ასევე არაფერი არ იქნება, უმცირესი შეგრძნებაც კი გოგონას შეცოდებისა, არც სირცხვილი ჩადენილი სიმხდალის გამო? მე ხომ იმის გამო გავუბრაზდი და დავუყვირე ველური ხმით უბედურ ბავშვს, რომ „განმეცხადებინა, მე არა მარტო არ ვგრძნობ შეცოდებას, არამედ თუ არაადამიანურ ნაძირლობას ჩავიდენ, ახლა შემიძლია, რადგან ორ საათში ყველაფერი ჩაქრება“. გჯერათ, რომ ამის გამო დავუყვირე? მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვლინდებოდა, რომ ცხოვრება და მსოფლიო რაღაცნაირად დამოკიდებულია ჩემზე. ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: გავისვრი და მსოფლიო არ იქნება, ყოველივ შემთხვევისთვის, ჩემთვის არ იქნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შესაძლოა, მართლაც არ იყოს არავისთვის ჩემს მერე, და მთელი მსოფლიო ხალხითურთ გაქრება ჩემთან ერთად, როგორც ჩემი ცნობიერების მოჩვენება - ერთადერთი მე ვარ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმრები, როგორც ცნობილია, საოცრად უცნაური რამაა: ზოგი საშინელი სიცხადით გესახება, ოქრომჭედლის გამოკვეთილი დეტალებით და შემდეგ მეორეში გადადიხარ იმის შეუმჩნევლად, რომ განზომილებასა და დროში გადაინაცვლე. გეჩვენება, რომ სიზმრებს არა გონება, არამედ სურვილი, არა თავი, არამედ გული წარმოსახავს და ამავე დროს მათ შორის რა ეშმაკური მახეები გადაულახავს ჩემს გონებას სიზმარში! ამასთანავე, სიზმარში, სრულიად მიუღწეველი მოვლენები ხდება. ჩემი ძმა მაგალითად, ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა. ხანდახან სიზმარში ვხედავ მას: ის მონაწილეობას იღებს ჩემს საქმეებში, ძალზედ დაინტერესებულნი ვართ თან ამ დროს და მთელი სიზმრის განმავლობაში სრულიად ვიცი, რომ ჩემი ძმა გარდაცვლილია და დამარხული. რაც არ უნდა ვარწმუნო ჩემს თავს, რომ ის მკვდარია, მაინც მუხთლად ჩემ გვერდით არ მოძრაობს? რატომ აძლევს ნებას ამ ყოველივეს ჩემი გონება? მაგრამ საკმარისია. მაგრამ საკმარისია. ვუბრუნდები ჩემს სიზმარს. დიახ... მაშინ დამესიზმრა, ჩემი სამი ნოემბრის სიზმარი! ახლა უკვე მაჯავრებენ ისინი, რადგან ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მაგრამ განა სულერთი არაა სიზმარი იყო თუ ცხადი, თუკი ამ სიზმარმა ჭეშმარიტება მანახა? რადგან თუ ერთხელ ნახავ ჭეშმარიტებას, შემდეგ ყოველთვის იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა და სხვა ვერ იქნება, არც ძალუძს, რომ იყოს, მიუხედავად იმისა, გძინავთ თუ რეალობაში ხართ. დაე, იყოს სიზმარი, იყოს, მაგრამ ეს ცხოვრება, რომელსაც ასე აღამაღლებთ, მე მინდოდა თვითმკვლელობით მომესპო, სიზმარმა კი, ჩემმა სიზმარმა, ო, მან მამცნო მე ახალი, დიადი, განახლებული და ძლიერი სიცოცხლე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარში თქვენ ხან სიმაღლიდან ვარდებით ან დანით გჭრიან, ან გირტყამენ, მაგრამ არასოდეს გრძნობთ, თუ თქვენ თვითონ, როგორმე ცხადში არ დაიზიანებთ თავს საწოლში, აქ თქვენ იგრძნობთ ტკივილს და თითქმის ყოველთვის ტკივილისგან გამოგეღვიძებათ. ასევე იყო ჩემს სიზმარშიც: ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ჩემი გასროლით ჩემში ყოველივე შეიძრა, უცებ ჩაქრა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი შემზარავად გაშავდა. თითქოს დავბრმავდი და დავმუნჯდი. და აი, ვწევარ რაღაც მკვრივზე გაჭიმული, ვუცქერ სიბნელეს და ოდნავი მოძრაობის გაკეთებაც არ შემიძლია. ირგვლივ დადიან და ყვირიან, როხროხებს კაპიტანი, წიკვინებს დიასახლისი, და უცებ, ისევ შესვენება და უკვე მიმათრევენ დახურულ კუბოში მოთავსებულს. ვგრძნობ კუბოს ჭრაჭუნს და ვაანალიზებ ამას, უცებ პირველად მახსენდება - მე ხომ მკვდარი ვარ, ვიცი რომ მოვკვდი, ვერ ვინძრევი, ვერ ვხედავ და ამავდროულად შემიძლია ვიაზროვნო. მაგრამ უმალვე ვეჩვევი ამას და ჩვეულებისამებრ, როგორც სიზმარში, სინამდვილეს უდავოდ ვეგუები. და აი, უკვე მმარხავენ მიწაში. ყველა მიდის, მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, ვერ ვმოძრაობ. ყოველთვის, როდესაც ადრე წარმოვიდგენდი თუ როგორ მმარხავენ საფლავში, ყოველთვის საფლავთან ნესტსა და სიცივეს ვუკავშირებდი. ასევე ახლაც ვიგრძენი, რომ ძალიან მცივა, განსაკუთრებით ფეხის თითებზე, მაგრამ მეტი არაფერი მიგრძვნია. ვიწექი და უცნაურია - არაფერს ველოდი, უდავოდ ვიღებდი იმ ვითარებას, რომ მკვდარი ვერ ელოდება ვერაფერს. მაგრამ ნესტი იყო. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა - საათები თუ რამდენიმე დღე. მაგრამ აი, ჩემს დახუჭულ მარცხენა თვალზე დაეცა კუბოში შემოპარული წყლის წვეთი, მას წუთის შემდეგ მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეორდებოდა ერთი წუთის ინტერვალით. ღრმა გულისწყრომა აენთო ჩემს გულში და უცებ მასში ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი: „ეს ჩემი ჭრილობაა - გავიფიქრე, - გასროლა, იქ ტყვიაა...“ წვეთი კი ისევ ვარდებოდა, ყოველ წუთს და პირდაპირ დახურულ თვალზე მეცემოდა. და უცებ შევძახე არა ხმით, რადგან უძრავი ვიყავი, არამედ მთელი არსებით, ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა იმის მფლობელს: - ვინც არ უნდა იყო, და თუ შენ ხარ და არსებობს რაიმე უფრო გონივრული ვიდრე ის, რაც ახლა ხდება, მიეცი ნება რომ აქაც იყოს. თუ შენ შურს იძიებ ჩემზე ჩემი გაუცნობიერებელი თვითმკვლელობის გამო, უხამსობასა და უაზრობაზე ამგვარი ყოფით, მაშინ იცოდე, რომ არასოდეს და არანაირ წამებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის, ვერ შეედრება ეს სიძულვილი, რომელსაც მდუმარედ უნდა ვგრძნობდე, თუნდაც მილიონი წელი ამ წამებაში! ამოვიძახე და დავდუმდი. თითქმის მთელი წუთი გრძელდებოდა ღრმა მდუმარება და ერთი წვეთიც დამეცა თვალზე, მაგრამ ვიცოდი, უსაზღვროდ ვიცოდი და მწამდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. და უცებ, გაიხსნა ჩემი სამარე. არც კი ვიცოდი, გახსნეს ის თუ ამოთხარეს, მაგრამ ამიყვანა რაღაც შავმა და უცნობმა არსებამ, სულ სხვა განზომილებაში. უცებ ამეხილა თვალი: იყო უკუნი ღამე, და არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი სიბნელე! განზომილებაში მივქროდით, შორს დედამიწისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „იქნებ სამარის შემდეგაც არსებობს სამყარო!“ - გავიფიქრე სიზმრის მსუბუქი აზრით, მაგრამ ჩემი გულის არსი სიღრმეში ჩემთან რჩებოდა: „და თუ უნდა მეცხოვრა - გავიფიქრე ისევ - ვინმეს უბერებელი სურვილისამებრ, მაშინ არ მინდა, რომ დამამარცხონ და დამამცირონ!“ - „შენ იცი, რომ მეშინია შენი და ამიტომაც გეზიზღები“ - ვუთხარი ჩემს თანამგზავრს და გულში ნემსივით ჩხვლეტა ვიგრძენი დამცირებისგან. ჩემს კითხვას არ უპასუხა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ არ ვძულდი არავის და არ დამცინოდნენ, არც კი მიცოდებდნენ და რომ ჩვენს გზას აქვს მიზანი, უცნობი და საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მე მეხება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მე მიყვარს, მე შემიძლია მხოლოდ ის მიწა მიყვარდეს, რომელიც დავტოვე, რომელზეც დარჩა ჩემი სისხლის წვეთები, როდესაც მე უმადურმა, გულში ტყვია დავიხალე და ცხოვრება მოვისპე. მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია იმ დედამიწის სიყვარული, იმ ღამითაც კი, როდესაც ვეთხოვებოდი მას, შეიძლება უფრო მეტი ტანჯვით მიყვარდა, ვიდრე ოდესმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენს პლანეტაზე ჭეშმარიტად მხოლოდ ტანჯვაში შეგვიძლია გვიყვარდეს! რადგან სხვაგვარად არ შეგვიძლია გვიყვარდეს და არ ვცნობთ სხვა სიყვარულს. მე მინდა ტანჯვა, რათა მიყვარდეს. მე მინდა, მე მწყურია, ყოველ წამს, ყოველ წუთს ვკოცნო, ცრემლების ღვრით ვკოცნო მხოლოდ ის ერთი დედამიწა, რომელიც დავტოვე და არ მინდა, არ ვიღებ ცხოვრებას ნებისმიერ სხვა პლანეტაზე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მათ თითქმის არ ესმოდათ ჩემი, როდესაც სამუდამო სიცოცხლეზე ვეკითხებოდი, მაგრამ ჩანდა, რომ ამაში იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კითხვად არ აღიქვამდნენ. მათ არ ჰქონდათ ტაძარი, მაგრამ ჰქონდათ იდეალური, გამორჩეული ერთობა მთელს სამყაროსთან, მათ არ ჰქონდათ რწმენა, მაგრამ ჰქონდათ მყარი ცოდნა იმისა, რომ როდესაც დასრულდებოდა ნეტარება მიწაზე, მათვისაც და გარდაცვლილთათვისაც კიდევ უფრო გაღრმავებული შეგრძნება იქნებოდა მთელს სამყაროსთან ერთობისა. ისინი ამ მომენტს სიხარულით ელოდნენ, მაგრამ არა სულსწრაფობით, კი არ იტანჯებოდნენ ამის გამო, არამედ უკვე ჰქონდათ მისი შეგრძნება საკუთარ გულებში, რომლის შესახებაც ერთმანეთს ამცნობდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი ჩემი ტვინისთვის მიუღწევლად რჩებოდნენ, სამაგიეროდ ჩემი გული მათში აუხსნელად და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ მე ეს ყოველივე უკვე ვიგრძენი დიდი ხნის წინ, რომ მთელი ეს სიხარული და დიდება იგრძნობოდა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე, მყვირალა ტანჯვაში, მაშინ, როდესაც გარდაუვალ გლოვას ვუახლოვდებოდი; რომ მე წინასწარ ვიგრძენი ისინი ყველა თავიანთი დიდებულებით, ჩემი გულის სიზმრებში და გონების ოცნებებში, რომ მე ხშირად არ შემეძლო მეჭვრიტა მზის ჩასვლისთვის ცრემლების გარეშე... რომ ჩემი სიძულვილი ადამიანების მიმართ ყოველთვის სევდისგან შედგებოდა ჩემს მიწაზე: რატომ არ შემიძლია, რომ მძულდნენ ისინი, როდესაც არ მიყვარდნენ და რატომ არ შემეძლო არ მეპატიებინა მათთვის და არ მყვარებოდნენ სევდით: რატომ არ შემიძლია მიყვარდნენ ისინი მათ მიმართ სიძულვილში? მისმენდნენ და ვიცოდი, ვერ წარმოიდეგნდნენ იმას, რასაც მე ვეუბნებოდი, მაგრამ არ ვნანობდი, რომ მათ ამას ვეუბნებოდი: ვიცოდი, რომ მათ ესმოდათ მთელი ჩემი სევდა მათ მიმართ, ვინც მივატოვე. დიახ, როდესაც ისინი მიცქერდნენ თავიანთი ჭკვიანი, სიყვარულით სავსე გამჭოლი თვალებით, როდსაც ვგრძნობდი, რომ მათთან ყოფნით ჩემი გულიც იგივე უსაზღვრო სიყვარულით ივსებოდა, როგორც მათ გულები, მაშინ არ ვნანობდი, რომ მათი არ მესმოდა. ცხოვრების სისრულის შეგრძნებისგან სული მევსებოდა და ჩუმად ვლოცულობდი მათთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, ყველანი იცინიან ჩემს თვალში და მარწმუნებენ, რომ სიზმარშიც კი შეუძლებელია ნახო ასეთი დაწვრილებით ყველაფერი, რასაც მე გადმოვცემ, რომ ჩემს სიზმარში მე ვიგრძენი ან ვიხილე მხოლოდ გრძნობა, ჩემი გულის ბოდვაში დაუფლებული, დეტალები კი თვითონ მოვიდა თავში გამოღვიძებისთანავე. როდესაც მათ გავუმხილე, რომ სინამდვილეშიც შეიძლებოდა ასეთ ყოფილიყო - ღმერთო ჩემო, როგორი ხარხარი დაიწყეს და რაოდენ დიდი მხიარულება მივიღე! ო, დიახ, მე ვიყავი დამარცხებული მხოლოდ იმ ერთი სიზმრით და მხოლოდ ის გადარჩა სისხლამდე დაჭრილ ჩემს გულში: მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიზმრის სახეები და ფორმები, ანუ ისნინი, რომლებიც მე სინამდვილედ ვიხილე ჩემს სიზმარში, იმდენად ამაღლებული იყო, იმხელა ჰარმონიამდე, რომ გამოღვიძებულს მათი გადმოცემა უბრალო, ადამიანური სიტყვებით არ შემეძლო. ასე, რომ ისინი უნდა ჩამეხშო გონებაში და იქნებ, შეიძლება ნამდვილადაც - მე თვითონ, გაუცნობიერებლად ვალდებული ვიყავი, გამესუფთავებინა დეტალები და რა თქმა უნდა მათი წარმოთქმით, განსაკუთრებით ასეთი ვნებიან სურვილის დროს, რათა რაც შეიძლება უცებ და სრულად გამომეხატა. თან როგორ არ უნდა მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი იყო? თუნდაც სიზმარი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს არ შეეძლო რომ არ ყოფილიყო. იცით რა, საიდუმლოდ გეტყვით: ეს ყველაფერი შესაძლოა არც იყო სიზმარი, რადგან აქ მოხდა რაღაც ისეთ, რაღაც ისეთი საშინლად ჭეშმარიტი, რომ შეუძლებელი იყო სიზმარში მენახა. თუნდაც სიზმარი შეექმნა ჩემს გულს, განა მხოლოდ გულს ძალუძდა შეექმნა ის საშნელი სიმართლე, რომელიც მე შემემთხვა შემდეგ? როგორ შემეძლო მხოლოდ მე, ერთს გამომეგონებინა გულით? ნუთუ ჩემს მოკლე გულსა და წუწუნა, უბადრუკ გონებას შეეძლო ავეტაცე სიმართლის ამხელა სიმაღლეზე! ო, თვითონ განსაჯეთ: აქამდე ვმალავდი, მაგრამ ამჯერად ბოლომდე ვიტყვი სიმართლეს. საქმე იმაშია რომ მე... გავრყვენი ისინი ყველა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი. როგორც საზიზღარი ჭია, როგორც ჭირის ატომი, რომელმაც მოწამლა მთელი სახელმწიფოები, ასევე მოვწამლე მთელი ის მიწა, ჩემამდე უცოდველი და ბედნიერი. მათ ისწავლეს ტყუილი, შეიყვარეს სიცრუე და შეიცნეს მისი სილამაზე. ო, შესაძლოა ეს უნებურად დაიწყო, ხუმრობიდან, სასიყვარულო თამაშიდან, მართლაც შეიძლება ატომიდან, მაგრამ ეს სიცრუის ატომი მათ გულებში შევიდა და მოეწონათ. შემდეგ მალევე იშვა სიტკბოსმოყვარეობა, რომელმაც შვა ეჭვიანობა, ეჭვიანობამ - სისასტიკე... ო, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მალევე, ძალიან მალე გადმოწვეთა სისხლმა: მათ გაიკვირვეს, შეეშინდათ და დაშლა დაიწყეს, მთლიანისგან გადიოდნენ. იქმნებოდა ერთობები, მაგრამ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დაიწყო დაცინვა, გამოკეტვა. გრძნობდნენ სირცხვილს და სირცხვილი სიკეთედ აღამაღლეს. იშვა წოდების საკითხი და ყოველ ერთობაში შეიქმნა თავისი ცოდნა. დაიწყეს ცხოველების წამება და ცხოველები ტყეში გაიქცნენ, მათ მტრებად იქცნენ. დაიწყო ბრძოლა განცალკევებაზე, ჩამოყალიბებაზე, პიროვნებაზე, ჩემსაზე და შენსაზე. დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი. შეიცნეს გლოვა და ამავე დროს შეიყვარეს იგი. სწყუროდათ ტანჯვა და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ტანჯვით მოიპოვება. მაშინ მათ გამოეცხადათ მეცნიერება. როდესაც ბოროტებად იქცნენ, მაშინ დაიწყეს ლაპარაკი ძმობასა და ჰუმანურობაზე, გაიგეს ეს იდეები. როდესაც დამნაშავეებად იქცნენ, გამოიგონეს სამართალი და საკუთარ თავს მთელი კოდექსები მიაწერეს, რათა დაიცვან ის, ხოლო კოდექსის უზრუნველსაყოფად დადგეს გელიოტინა, ისინი მხოლოდ ოდნავ ხვდებოდნენ თუ რა დაკარგეს, არ სურდათ ამის გაგება, რომ ოდესღაც უმანკონი და ბედნიერნი იყვნენ. იცინოდნენ თუნდაც იმის შესაძლებლობაზე, რომ ასეთი ბედნიერება იქნებოდა და მას ოცნებას არქმევდნენ. არ შეეძლოთ წარმოედგინათ ის ფორმასა და სახეში, მაგრამ უცნაური და ჯადოსნური საქმეა: ყოველგვარი რწმენის დაკარგვის შემდეგ, ყოფილი ბედნიერების ოცნებად შერაცხვისას, მათ იმდენად მოუნდათ ყოფილიყვნენ ისევ უმანკონი და ბედნიერნი, რომ საკუთარი გულის სურვილის წინაშე დაემხნენ როგორც ბავშვები, გააღმერთეს ეს სურვილი, ააგეს ტაძრები და დაიწყეს საკუთარი იდეის მიმართ ლოცვა, საკუთარი „სურვილის“ მიმართ, ამავე დროს სრულებით სწამდათ მისი არასრულების და არარსებობის, მაგრამ ცრემლებით აღმერთებდნენ და ემორჩილებოდნენ. თუმცა კი, თუ შეიძლებოდა, რომ ასეც მომხდარიყო, რომ შეძლებოდათ აღედგინათ საკუთარი წარსული ბედნიერება ან ვინმეს ხელახლა ენახებინა მათი წინა მდგომარეობა და ეკითხა სურდათ თუ არა უკან დაბრუნება, - მაშინ ალბათ უარს განაცხადებდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც ჩვენ ცრუნი ვართ, ბოროტები და უსამართლონი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვტირით ამის გამო, საკუთარ თავს ვტანჯავთ და ვანადგურებთ, ვსჯით საკუთარ არსებას მეტად, ვიდრე შეგვიძლია და ამასვე ვუშვრებით იმ მოწყალე მსაჯულს, რომელიც განგვსჯის და რომლის სახელიც უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეცნიერება და ამით ისევ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მას უკვე შეგნებულად მივიღებთ. ცოდნა გრძნობაზე მაღალია, ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია.. მეცნიერება მოგვცემს სიბრძნეს, სიბრძნე გახსნის კანონებს, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალია“. აი რას ამბობდნე ისინი და ამ სიტყვების შემდეგ თითოეულმა შეიყვარა საკუთარი თავი ყველაზე მეტად და არც კი შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ყოველი მათგანი იმდენად ეჭვიანი გახდა საკუთარი პიროვნების მიმართ, რომ მთელი ძალით ცდილობდნენ მხოლოდ დაემცირებინათ საკუთარი თავი სხვების წინაშე და მთლიანად ამაში აქცევდნენ საკუთარ ცოხვრებას. გაჩნდა მონობა, გაჩნა ასევე ნებითი მონობა: სუსტები ემორჩილებოდნენ უძლიერესთ, რათა ეს უკანასკნელი მათვე დახმარებოდა, მათზე სუსტებზე ზეწოლის მოხდენაში. დნებოდნენ მართალნი, რომელნიც ამ ადამიანებთან აცრემლებულნი მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ საკუთარ სიამაყეზე, ზომის და ჰარმონიის დაკარგვაზე, დაკარგულ სირცხვილის გრძნობაზე. მათ დასცინოდნენ ან ქვებით ქოლავდნენ. ტაძრების შესასვლელთან წმინდა სისხლი იღვრებოდა. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები რომელთაც გამოგონება დაიწყეს: რათა ყველანი ისევ გაეერთიანებინათ, ისე რომ არც ერთს არ შეეშალა სხვისთვის ხელი, თან ამავე დროს არ შეეწყვიტა საკუთარი თავის ყველაზე მეტად სიყვარული და ეცხოვრათ ასე, ყველას ერთად, როგორც შეთანხმებულ საზოგადოებას. ამ იდეისთვის მთელი ომები გაიმართა. ყოველ მეომარს სჯეროდა, რომ მეცნიერება სიბრძნეთა სიბრძნეა და რომ მას თვითშენახვის ინსტინქტთან ერთად შეეძლო საზოგადოება ექცია ურთიერთშეთანხმებულ საზოგადოებად, ამის დასაჩქარებლად კი „ბრძენნი“ იღწვოდნენ „ნაკლებადბრძენთა“ გასანადგურებლად, რომელთაც არ ესმოდათ მათი იდეები, იშორებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ მათ ბატონობაზე. მაგრამ თვითგადარჩენის გრძნობამ მალევე დაიწყო შესუსტება. გამოჩნდნენ ამაყნი და ტკბილმოყვარულნი, რომელთაც პირდაპირ მოითხოვეს ყველაფერი ან არაფერი. ყველაფრის მოსახვეჭად ყაჩაღობას მიმართავდნენ და თუ არ გამოვიდოდა - თვითმკვლელობას უხმობდნენ. გამოჩნდნენ რელიგიები არყოფნის კულტებითა და თვითგანადგურებით, არარაობაში მოსვენებისათვის. ბოლოს და ბოლოს დაიღალა ეს ხალხი უაზრო შრომაში და მათ სახეზე ტკივილი გამოჩნდა. და ამ ადამიანებმა გაახმოვანეს, რომ ტანჯვა არის სილამაზე, რადგან მხოლოდ მასშია აზრი. სიმღერა დაიწყეს ტანჯვაზე. დავდიოდი მათ შორის თითების მტვრევით და ვტიროდი მათ გამო, მაგრამ მიყვარდა ისინი, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე, როდესაც მათ სახეებზე ჯერ კიდევ არ იყო ტანჯვა და როდესაც უმანკონი და მშვენიერნი იყვნენ. შევიყვარე მათ მიერ შელახული მიწა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სამოთხე იყო, იმის გამო, რომ მასზე წარმოიშვა ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სამწუხაროდ, მე ყოველთვის მიყვარდა ტკივილი და გლოვა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის... მათზე ვტიროდი მხოლოდ მათივე სიბრალულის გამო. ვიშვერდი მათკენ ხელებს, სასოწარკვეთილი ვიხუტებდი და ვწყევლიდი საკუთარ თავს. ვეუბნებოდი, რომ ყოველივე ეს მე გავაკეთე, მე ერთმა, რომ მე მოვუტანე მათ გარყვნილება, ჭირი და ტყული! ვევედრებოდი, რომ ჯვარზე გავეკარი, მე ვასწავლიდი, როგორ დაეჭედათ ჯვარი. არ შემეძლო, არ ძალმიძდა თავი მომეკლა, მაგრამ მინდოდა მათგან სატანჯველი მიმეღო, მწყუროდა წამება, მწყუროდა, რომ ამ წამებაში დაღვრილიყო ჩემი სისხლი ბოლო წვეთამდე. მაგრამ ისინი დამცინოდნენ და საბოლოოდ ცრუდ ჩამთვალეს. ისინი მამართლებდნენ, ამბობდნენ, რომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ თვითონ და ის, რომ რაც არსებობს ახლა, არ შეიძლებოდა რომ არ არსებულიყო. საბოლოოდ განმიცხადეს, რომ მათთვის საშიში ვხდებოდი და რომ საგიჟეთში მომათავსებდნენ თუ არ დავდუმდებოდი. მაშინ გლოვა ჩემს სულში გლოვა აღიძრა ისეთი ძალით, რომ გული შემეკუმშა და ვიგრძენი, რომ მოვკვდებოდი, და აქ... და აქ მე გამომეღვიძა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, აწი ცხოვრება და ცხოვრება! აღვაპრყე ხელები და მოვუწოდე სამუდამო ჭეშმარიტებას; კი არ მოვუხმე, არამედ ავტირდი, აღმაფრენა, შეუცვლელი აღმაფრენა აღამაღლებდა მთელ ჩემს არსებას. დიახ, ცხოვრება და ქადაგება! ო, ქადაგება მე იმ წუთასვე გადავწყვიტე და რა თქმა უნდა მთელი ცხოვრების მანძილზე! მივდივარ საქადაგებლად, მე მინდა ვიქადაგო - რა? ჭეშმარიტება, რადგან მე ვიხილე ის, ვიხილე საკუთარი თვალებით, მთელი მისი სიდიადით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მიყვარს ის, ვინც დამცინის. რატომაა ასე?- არ ვიცი და არც შემიძლია ავხსნა, მაგრამ დაე, ასე იყოს. ამბობენ, რომ მე უკვე ვცოტავდები და რა იქნება შემდეგ? სიმართლე, ჭეშმარიტება: მე ვიკლებ და შემდეგშიც უფრო უარესად იქნება ალბათ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, რამდენჯერმე შევეცდები, რათა ვიპოვო სწორი სიტყვები და ფორმა ქადაგებისა, ეს ხომ ძალზედ რთულია განსახორციელებლად. მე ამ ყოველივეს დღესავით ნათლად ვხედავ, მაგრამ მითხარით: ვინ არ დასრულებულა! ამავდროულად ყველანი საბოლოოდ ერთთან მიდიან, იღწვიან ერთისკენ - ჭეშმარიტებისკენ, აი სიახლე, ასე რომ ბოლომდე დასრულება არ შემიძლია. რადგან მე ვნახე ჭეშმარიტება, მე ვნახე და ვიცი, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი, მიწაზე ცხოვრების საშუალების დაკარგვის გარეშე. არ მინდა, არ შემიძლია რწმენა იმისა, რომ ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა შეიძლება ბოროტება იყოს. ისინი ხომ ამ ჩემს რწმენაზე იცინიან. მაგრამ როგორ არ მწამდეს: მე ვნახე ჭეშმარიტება - არა თუ გამოვიგონე გონებით, არამედ ვნახე, ვნახე და მისმა ცოცხალმა სახემ ჩემი სული საუკუნოდ აღავსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარი? რა არის სიზმარი? და ჩვენი ცხოვრება სიზმარი არ არის? მეტსაც ვიტყვი: დაე, დაე, არასოდეს ასრულდეს ეს და არ იყოს სამოთხე (ეს მე კარგად გამეგება) - მაგრამ მე მაინც ვიქადაგებ. ამასობაში რა უბრალოა ამის მოწყობა: ერთ დღეში, ერთ საათში - ყველაფერი უცებ მოეწყობოდა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მთავარია - გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, აი ეს არის მთავარი და მორჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალი!“ აი რასთან უნდა იბრძოლო! და ასეც ვიზამ. თუკი ყველანი მხოლოდ მოინდომებენ, ყველაფერი ახლავე მოიწყობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ის პატარა გოგონა კი მოვძებნე.... და წავალ! წავალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} === ''სტეპანჩიკოვოს სოფელი'' (1859) === {{Q | ციტატა = ეს ერთ-ერთი იმ კეთილისმყოფელ ადამიანთაგანი იყო, რომელთაც ესირცხვილებათ სხვა ადამიანს ცუდი შესთავაზონ, სიჩქარით მოსავენ საკუთარ ახლობლებს ყოველგვარი კეთილი საქმით, უხარიათ სხვისი წარმატება, ცხოვრობენ ამ წესით, მუდმივად იდეალურ მსოფლიოში, წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირველ რიგში, საკუთარ თავს ადანაშაულებენ. თავის გაწირვა სხვისი ინტერესებისათვის მათი მოწოდებაა. ზოგნი მათ როგორც პატარა სულის, უხასიათო და სუსტ არსებებად იცნობენ. რა თქმა უნდა, ის სუსტი და ზედმეტად რბილი ხასიათის იყო, მაგრამ არა ხასიათის სიმყარის ნაკლებობისგან, არამედ შიშის გამო, რომ შეურაცხყოფდა, მრისხანედ მოექცეოდა ვინმეს გადამეტებული პატივისცემისთვის ახლობლისა თუ უცხო ადამიანის მიმართ. საერთოდ, უხასიათო და პატარა სულისკვეთების იყო მაშინ, როდესაც თავის სარგებლობას ეხებოდა საქმე, რასაც ის დიდად უგულებელყოფდა, რის გამოც მთელი ცხოვრება სასაცილოდ იგდებდნენ და თან ხშირად იმათგან, ვისთვისაც ამ სარგებელს სწირავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რისხვას გადასული პატარა სული თვითონვე ავლენს რისხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = პირველად შხამით დაგათრობენ და შემდეგ იმასაც გკითხავენ, მისაყოლებელი ხომ არ გინდაო. გულის ჭრილობები უნდათ რომ განკურნონ რაიმე მომწამვლელი სოკოთი ან დამპალი ვაშლებით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რითაც არ უნდა დაფარო ჭუჭყი, ჭუჭყი მაინც ჭუჭყად რჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = და თუ აქამდე არავინ არ ჩასვა საგიჟეთში, ეს იმის გამო, რომ მასზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა დაქორწინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო! რატომ არის ადამიანი გაბოროტებული? რატომ ვარ ხოლმე ბოროტი, როდესაც ასე კარგი და მშვენიერია კეთილად ყოფნა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს... ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც კაცთმოძულედ მაქცია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = თუ გინდა დაამარცხო მთელი მსოფლიო, დაამარცხე საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = კარგი დრო ციდან არ ვარდება, არამედ მას ჩვენ ვქმნით; ის ჩვენს გულებშია დამწყვდეული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება - აი ჩემი წესი! მოითმინე, იშრომე, ილოცე და იმედი იქონიე - აი ჭეშმარიტება, რის შთაგონებასაც კაცობრიობისთვის ერთი ცდით ვისურვებდი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა ხშირად თავმოყვარე არაა, ახალგაზრდა თავმოყვარეობა კი თითქმის ყოველთვის მშიშარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ორჯერ მეტად ფრთხლად უნდა იყო უბედურებაგამოვლილ ადამიანთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ისეთია ადამიანის თავმოყვარეობა, რომ საკუთარ თავშიც არ ეტევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = სიყვარული ალამაზებს სახეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ყოველი საქმე ღირსეულად, მამაცურად უნდა გააკეთო, მაგრამ ყვირილისა და წყენის გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ფული მტრედია, მოფრინდება და უთუოდ ისევ გაფრინდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ადამიანური იმედები მატყუარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მწამს, რომ მეცნიერება, ხელოვნება... ქანდაკება, მთელი ეს მაღალი იდეები ასე ვთქვათ, თავისებურ მომხიბვლელ მხარეებს ფლობენ, მაგრამ ისინი ვერ შეცვლის ქალებს! ქალები, ქალები, ახალგაზრდავ, გაყალიბებენ თქვენ და ამიტომაც, მათ გარეშე შეუძლებელია, შეუძლებელია ახალგაზრდა ადამიანო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ლოცვებს მთელი ღამე თქვენთვის ვჩურჩულებდი, ვცდილობდი თქვენი ბედნიერება მეპოვნა. მაგრამ ვერ ვიპოვე, რადგან ბედნიერება კეთილის ქმნაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მისთვის სერიოზულად რომ ეთხოვა ვინმეს მხრებით წამიყვანე ორი ვერსის მანძლზეო, შესაძლოა წაიყვანდა კიდევაც: ისეთი კეთილი იყო, დანამდვილებით მისცემდა ყველაფერს პირველივე თხოვნისას და უკანასკნელ პერანგს გაუნაწილებდა პირველ მთხოვნელს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} === ''ბიძის სიზმარი'' (1859) === {{Q | ციტატა = ტყუილი საპატიოა თუ მას სიცოცხლის გადასარჩენად ამბობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენს შვილებში ვცოცხლობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყოველივე კვდება, ყოველივე, მოგონებებიც კი! ჩვენი კეთილშობილური გრძნობებიც კვდება. მათ ნაცვლად კი კეთილგონივრულობა დგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ტირანია მოთხოვნილებაში გადაზრდილი ჩვევაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სილამაზე ახალგაზრდობისგან არ შესდგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თქვენ არ შეგიძლიათ კეთილი საქმეების გამოაშკარავების გარეშე, საზიზღარ საქმეშიც კი. სჯობს თქვათ პირდაპირ და უბრალოდ: „ზინა ეს მუხთლობაა, მაგრამ ხეირიანი, ამიტომ დათანხმდი ამაზე!“ უკიდურეს შემთხვევაში გულწრფელობა იქნებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მეტი აღარ მსურს ვდუმდე ამ ადამიანების წინაშე, რომელთა აზრებიც მძულს და რომლებიც ჩვენს დასაცინად ჩამოვიდნენ! არ მსურს მათგან წყენა წავიღო; არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება ტალახი მესროლოს. ყველანი მზად არიან ახლავე ათასჯერ უარესი რამ გააკეთონ, ვიდრე მე ან თქვენ! გაბედავენ რომ ჩვენი მოსამართლენი იყვნენ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე ბოროტული და გამხეცებული სიხარულით ვხვდებით სკანდალს, რომელიც ჩვენს რომელიმე ახლობელს ემართება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} === ''ორი თვითმკვლელობა'' (1876) === {{Q | ციტატა = ტანჯვა გონებიდანაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = იცით თუ არა, რომ რაც არ უნდა დაწეროთ, რაც არ უნდა გამოიყვანოთ, რაც არ უნდა შენიშნოთ მხატვრულ ნაწარმოებში - ვერასოდეს ვერ გაუტოლდებით სინამდვილეს. რაც არ უნდა გამოსახოთ, ყველაფერი უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე სინამდვილეშია. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაწარმოებში მიაღწიეთ ყველაზე კომიკურს ცნობილ ცხოვრებისეულ მოვლენაზე, რეალურად კი დაიჭირეთ მხოლოდ ყველაზე მახინჯი მხარე მისი - არც მეტი, არც ნაკლები! სინამდვილე მაშინვე შემოგთავაზებთ ისეთ ეტაპს, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ და რომელიც ყველაფერს აჭარბებს, რაც კი შეეძლო შეექმნა თქვენს საკუთარ დაკვირვებასა და წარმოსახვას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = დააკვირდით სხვა, ცხოვრების სინამდვილის შეიძლება მართლაც თავდაპირველად არც თუ ისე ნათელ ფაქტს - და თუ თქვენ შეგწევთ ძალა და გაქვთ თვალები, მასში ნახავთ ისეთ სიღრმეს, რომელიც შექსპირსაც არა აქვს. მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს კითხვა: ვისია თვალი და ვის ძალუძს? რადგან მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, რომ შექმნა მხატვრული ნაწარმოები? არამედ ასევე საჭიროა ასახო ფაქტი, რასაც ცალკე მხატვრობა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგი დაკვირვებულისთვის, ყველა ცხოვრებისეული მოვლენა ყველაზე მგრძნობიარე უბრალოებაში მოდის და იმდენად გასაგებია, რომ დასაფიქრებელიც არაფერია, დასანახიც არ არის არაფერი და ამად არც კი ღირს. ზოგ დაკვირვებულს კი იგივე მოვლენები სხვა დროს იმდენად გარჯის, (რაც არც ისე იშვიათად ხდება) რომ - არ ძალუძს საბოლოოდ განავრცოს და უბრალოება შემატოს, წამოჭიმოს სწორ ხაზზე და ამით დაწყნარდეს - ის მიდის სხვა სახის გაუბრალოებასთან და ასე უბრალოდ იხლის შუბლში ტყვიას, რათა თავისი გატანჯული გონება მთელი თავისი კითხვებითურთ სულ ერთიანად ჩააქროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერასოდეს ამოვწურავთ ცხოვრების მოვლენებს თუ მის საწყისთან და ბოლოსთან არ მივალთ. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ არსებული, მიმდინარე, ხილვადი და ისიც მხოლოდ დაკვირვების შემდეგ, დასასრული და დასაწყისი - ეს ყველაფერი ადამიანისთვის ჯერ ფანტასტიკურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = გაზეთში ძალიან ბუნდოვნად იყო ნახსენები ეს ამბავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ძალზედ აღძრა ერთ ვითარებამ: მან ქლოროფილით დაასველა ბამბა, სახეზე შემოიხვია და საწოლზე დაწვა... ასეთნაირადვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ასეთი წერილი დაწერა: „Je m'en vais entreprendre un long voyage. Si cela ne reussit pas qu'on se rassemble pour feter ma resurrection avec du Cliquot. Si cela reussit, je prie qu'on ne me laisse enterrer que tout a fait morte, puisqu'il est tres desagreable de se reveiller dans un cercueil sous terra. Ce n'est pas Chic!“ რაც შემდეგნაირად ითარგმნება : „ფრთებს ვასხამ გრძელ მოგზაურობას. თუ თვითმკვლელობა არ გამოვა, მაშინ დაე, შეიკრიბონ ყველანი, მკვდრებისგან ჩემი აღდგომის აღსანიშნავად ბოკალი კლიკით ხელში. და თუ თვითმკვლელობა შედგება, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ დამმარხოთ, ოღონდ საბოლოოდ დარწმუნდით, რომ მკვდარი ვარ, რადგან რომ სრულიად უსიამოვნოა კუბოში გაღვიძება, მიწის ქვეშ. ძალზედ მოკრძალებულად გამოვა!“ ამ საზიზღარ, უხეშ ლაზათში, ჩემი აზრით შეიძლება გულისწყრომა და ბრაზი ისმის - მაგრამ რის მიმართ? უბრალოდ უხეში ნატურები ანადგურებენ საკუთარ თავს თვითმკვლელობით, მხოლოდ მატერიალური, ხილვადი, გარეგნული საბაბით, ხოლო იმ წერილით ჩანს, რომ მას არ შეიძლებოდა ისეთი მიზეზი ჰქონოდა, რის მიმართ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მისი გულისწყრომა?... წარმოდგენილის უბრალოებაზე, ცხოვრების სიცარიელეზე? ეს ის ძალიან ცნობილი მოსამართლე და ცხოვრების უარმყოფელნი არიან, რომლებიც გამწყრალნი არიან „სისულელეზე“, წყრებიან ადამიანის მიწაზე გაჩენის გამო, ამ გაჩენის უშედეგო შემთხვევითობაზე, ტირანიაზე უმოქმედო მიზეზით, რომელთანაც არ შეიძლება შერიგება? აქ ისმის სწორედ „სწორხაზოვანი“ მოვლენების წინააღმდეგ უკმაყოფილო სულის ხმა, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობაში, მამის სახლში ემცნო. და ყველაზე მეტად უშნოა ის, რომ მოკვდა ყოველგვარი მკაფიო დაეჭვების გარეშე. ეგრეთ წოდებული სიფრთხილის დაეჭვება - როგორც კითხვები, სავარაუდოდ არ ჰქონდა სულში; ყველაფერი, რაც მან ისწავლა, ბავშვობიდან იყო, სწამდა პირდაპირ, სიტყვაზე, აი ესაა სიმართლე. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ მოკვდა, „ცივი სიბნელისა და მოწყენილობისაგან“, ასე ვთქვათ ცხოველური ტანჯვითა და უიმედობით, უბრალოდ, ცხოვრება გახდა მხუთავი, თითქოს ვერ მისწვდა ჰაერს. სულმა ვერ გაუძლო სწორხაზოვნებას, უვნებლობისა და სიფრთხილის გარეშე მოითხოვა შედარებით ძნელი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ რამეზე, გარეგნულად როგორი უბრალოც არ უნდა იყოს, დიდხანს ვერ ეშვები ფიქრს, რაღაცნაირად არ ნებდება ფიქრი და რა თქმა უნდა, თქვენ ამაში დამნაშავე ხართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} === ''მარადი ქმარი'' (1870) === {{Q | ციტატა = დამეთანხმეთ, ეს საუკუნის უდიდესი ავადმყოფობაა, როცა არ იცი ვინ დააფასო, ასე არ არის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მახინჯი არის - მახინჯი, კეთილი გრძნობებით: მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, პაველ პავლოვიჩ. მაგრამ თქვენ დამნაშავე არ ხართ პაველ პავლოვიჩ, არ ხართ დამნაშავე: თქვენ მახინჯი ხართ და ამიტომ ყველაფერი მახინჯი უნდა გქონდეთ - ოცნებებიც და იმედებიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = სულ ხომ არ შეიძლება იტანჯებოდე მოგონებებით: შეიძლება მოისვენო და ანტრაქტებში გაისეირნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ, რამდენადაც დიდი გრძნობებისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიახ, მრისხანებით მიყვარდა, ეს ყველაზე ძლიერი სიყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = კარგი მტერი მკვდარი მტერია, ცოცხალი კი უკეთესი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = რქიანი რომ არ იყოს, მას არ შეუძლია, ისევე როგორც მზეს არ შეუძლია რომ ანათოს, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, თუნდაც ბუნების კანონებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი უკანასკნელ საფეხურამდე გრძნობენ საკუთარ თავს სამართლიანებად და, რა თქმა უნდა, უმანკოებად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = საკუთარ თავს უსამართლოდ და დამნაშავედ არასოდეს თვლიდა. ქმრის მუდმივი, ურიცხვი ღალატი მას საერთოდ არ ამძიმებდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = არის ფიზიონომია, რომელიც ყველაზე უსახო და უმიზნო გარყვნილებასაც აღაგზნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = - აი, ხომ ზრუნავს ვიღაცა ჩემი ზნეობისათვის, ამ წყეულ მოგონებებს თუ „სინანულის ცრემლებს“ რომ მიგზავნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} {{Q | ციტატა = უძილო ღამეებში და, საერთოდ, ღამის ფიქრებისა და განცდების მკვეთრი ცვალებადობა „ძლიერი მოაზროვნე და მგრძნობიარე პიროვნებებს“ სჩვევიათ და ზოგჯერ უძილობის მელანქოლიური ზეგავლენის შედეგად მთელი ცხოვრებისეული მრწამსი მოულოდნელად იცვლება. ისიც ხდება, რომ სრულიად მოულოდნელად საბედისწერო ნაბიჯსაც კი გადადგამსო კაცი. და ბოლოს, თუ სუბიექტი აშკარად გრძნობს ამ გაორებას, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ საქმე სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს. მაშასადამე ზომების მიღებაა საჭირო. საუკეთესო საშუალება გახლავთ ცხოვრებისეული წესის რადიკალური შეცვლა, დიეტა და მოგზაურობა. კუჭის ამორეცხვაც არ იქნება ურიგო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} === ''ორეული'' (1846) === {{Q | ციტატა = თავად კარგად მოგეხსენებათ, პატარა კაცი ვარ; მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არა ვდარდობ, პატარა კაცი რომ ვარ. პირიქით, კრესტიან ივანოვიჩ, უნდა გამოგიტყდეთ, ვამაყობ იმით, რომ პატარა კაცი ვარ და არა დიდი. არც ინტრიგანი გახლავართ და ესეც დიდად მეამაყება. ჩუმჩუმად კი არ ვმოქმედებ, პირიქით, ყველას დასანახად, სააშკარაოდ; არ ქვებუდანობ, თუმცა, ჩემდა თავად ბევრს შემიძლია ვუმტრო, მაგრადაც ვუმტრო, ისიც კი ვიცი რანაირად ვუმტრო, კრესტიან ივანოვიჩ, მაგრამ არ მინდა გავისვარო და ამით ყველაფერზე ხელი დამიბანია; ამ აზრით, მოგახსენებთ, დამიბანია-მეთქი ხელი, კრესტიან ივანოვიჩ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგ-ზოგიერთებს ეხერხება, დროულად მიულოცოს ვინმეს რამე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = არიან ადამიანები, ბატონებო, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = აი, როგორ წესს მივდევ მე, ბატონებო: არ გამომივა? - გულს ვიმაგრებ. გამომივა და თავს ვიჭერ, და ყოველ შემთხვევაში ძირს არავის ამოვუთხრი. ინტრიგანი არა ვარ, ვამაყობ კიდეც ამით, არც დიპლომატად ვივარგებდი. ასეც ამბობენ ხოლმე, ბატონებო: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო. მართალი ნათქვამია, მეც მზად ვარ დავეთანხმო, მაგრამ ვინ კატაა და ვინ თაგვი, ეს კიდევ საკითხავია, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = სადამდის მიჰყავს ზოგჯერ სიბოროტეს კაცი, სადამდის შეიძლება მივიდეს ღირსებისა და ამბიციისათვის შურისმაძიებელი გვამის გამძვინვარება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = იქნება, მხოლოდ ჩემი შეშინება უნდათ, და როცა დაინახავენ - ხმას არ ვიღებ, არ ვეწინააღმდეგები და სრულად ვემორჩილები, მორჩილებით ვიტან ყოველივეს, იქნებ მაშინვე დაიხიონ უკან, სულაც პირველებმა დაიხიონ უკან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი საქმე სულ უბრალო საქმეა. ყველაფერი სულ უბრალოდ, წვრილმანებით თავდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = მეგობრის ჭერქვეშ შიშველ იატაკზეც რბილად დამეძინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თურქები, ერთის მხრივ, მართალნი არიან, ძილშიც რომ ღმერთს უხმობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ არაკეთილმოსურნეობა და შური თავისი ყოველდღიური ბილწი საზრდოს ძებნაში არავითარ პიროვნებას არ ინდობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = პირადი შეურაცხყოფა წესიერ საზოგადოებაში დაუშვებელია; | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩემს თავზე მოგახსენებთ, ჩემო ბატონო, რომ მე, მაგალითისთვის, ნიღაბს მაშინ ვიკეთებ, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ კარნავლის დროს და მხიარულ წვეულებებში, პირდაპირი აზრით მოგახსენებთ ამას; მაგრამ ყოველდღიურად კი არ ვინიღბები ადამიანების წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თქვენი უსირცხვილო და თავხედური გამოხდომები ჩემს მიმართ, მოწყალეო ბატონო, რის მოწმეც წეღან გავხვდი, უფრო მეტად გამხელენ თქვენ, ვიდრე ჩემი სიტყვები, მაგ უხეირო ოინების იმედი ნუ გექნებათ, არაფერი გამოგივათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თვითმარქვეობითა და უსირცხვილობით, ჩვენს დროში ვერაფერს მიაღწევთ. თვითმარქვეობა და უსირცხვილობა, მოწყალეო ბატონო ჩემო, ხეირს არ დაგაყრით, სახრჩობელამდე მიგიყვანთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ პიროვნებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ შეურაცხყონ და მოატყუონ ხალხი, განსაკუთრებით კი პატიოსანი და კეთილი ზნის ადამიანები; უფრო მეტიც, ზურგს უკან ლანძღავენ მათ და უკუღმართობად ლაპარაკობენ, მხოლოდ შურისა და კიდევ იმის გამო, რომ თვითონ ასეთებად ვერ გაასაღებენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ან თქვენ უნდა იყოთ, ან მე. ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია! და ამიტომაც გიცხადებთ, რომ უცნაური, სასაცილო და ამასთანავე შეუძლებელი სურვილი თქვენი-ჩემს ტყუპის ცალად მოაჩვენოთ თავი ხალხს, სხვას არაფერს გამოიწვევს, თუ არა თქვენს საბოლოო პატივის აყრასა და დამარცხებას. და ამიტომაც გთხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე სიკეთისათვის, განზე გადგეთ და გზა მისცეთ ჭეშმარიტად კეთილშობილ და კეთილსაიმედო მიზნების მქონე ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვარ, უკიდურესი ზომები მივიღო. ვდებ კალამს და ველი... სხვაფრივ, მზად გახლავარ, როგორც სამსახურისთვის, ასევე-პისტოლეტებისათვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} === ''ნეტოჩკა ნეზვანოვა'' (1849) === {{Q | ციტატა = მაგრამ რა? რა მაჩუმებს მაშინ, როდესაც ლაპარაკია საჭირო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ხასიათის ადამიანებიც, რომელთაც უყვართ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნონ, ამაზე ხმამაღლა იწუწუნონ ან მარტოობაში დაიმშვიდონ თავი, ქედი მოიხარონ თავიანთი აუღიარებელი სიდიადის წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ტალანტს თანაგრძნობა უნდა, მას სჭირდება რომ მისი ესმოდეთ, შენ კი ნახავ რა სახეები შემოგეხვევიან გარშემო, როგორც კი ოდნავ მაინც მიაღწევ მიზანს, ისინი არფერს ჩათვლიან და შურით დააკვირდებიან იმას, რასაც შრომით, აკრძალვებით, შიმშილით, უძილო ღამეებით მიაღწიე. ისინი არ გაგამხნევებენ, არ გითანაგრძნობენ, შენი მომავალი მეგობრები; ისინი არ მიგითითებენ თუ რა არის შენში კარგი და ჭეშმარიტი, მაგრამ ბოროტი სიხარულით წამოწევენ შენს ყოველ შეცდომას, მიგითითებენ ზუსტად იმაზე, რაც ცუდია შენში, რაშიც შეცდომას უშვებ და შურითა და მლიქვნელობით ალბათ გაუხარდებათ შენი ყოველი შეცდომა (თითქოს უშეცდომოდ იყო ყველაფერი!) შენ ხომ დიდგულა ხარ, შენ ხშირად ამაყიც ხარ და შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავზე შეყვარებულ არარაობას და მაშინ უბედურება - შენ მარტო იქნები, ისინი კი ბევრნი, ისინი ქინძისთავებით გაწამებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის გარეგნულად მშვიდი იყო, მაგრამ ეს მისი სიმშვიდე უფრო მაღელვებდა, ვიდრე ყოველგვარი მისი ნერვიულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ყოველ ჩვენგანს ჰქონად ზღვარი, რომლამდეც მიდიოდა ჩვენი სიახლოვე, ზღვარს გადაბიჯება ვერ გავბედეთ, თუმცა კი გვინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტებამ ის თავისი აუტანელი ბრჭყვიალით დააბრმავა და ის რაც სიცრუე იყო, მისთვისაც სიცრუედ დარჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის მოკვდა, რადგან ასეთი სიკვდილი მისთვის აუცილებლობა იყო, ერთადერთი მიზანი მთელი მისი ცხოვრებისა. ის ასე უნდა მომკვდარიყო, როდესაც ყოველივე, რასაც მისი ცხოვრება ეკავა უცაბედად ჩამოინგრა, გაიფანტა როგორც მოჩვენება, როგორც უსხეულობა, ცარიელი ოცნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ნუთუ მას არ შეეძლო იმის გაგება, რომ ასე ძნელია მოატყუო ნატურა, რომელსაც სწყურია შეგნებული შტაბეჭდილებები, ვინც ბოლომდე იგრძნო ბევრი ბოროტება და სიკეთე? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ცნობიერებით უფრო მეტს გადაიტან, ვიდრე მთელს წელიწადში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = თითქოს და ჩანდა, რომ ეს უბედური, დაღუპული ტალანტი თავადვე ეძებდა გარეგნულ შემთხვევებს, რისთვისაც შეიძლებოდა დაებრალებინა მთელი წარუმატებლობა, მთელი უბედურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მხოლოდ ერთი სიამოვნება მქონდა - მეფიქრა და მეოცნება მასზე, მხოლოდ ერთი ნება - მეკეთებინდა ყველაფერი, რაც მას უმცირეს სიამოვნებას მოჰგვრიდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასზე იმედის ჩრდილიც კი ახდენდა გავლენას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მას დიდება სურდა და თუ არტისტისთვის დიდების სურვილი მამოძრავებელი მთავარი ძალაა, მაშინ ის არტისტი არაა, რადგან მან უკვე დაკარგა მთავარი მხატვრული ინსტინქტი, ანუ ხელოვნების სიყვარული, ერთადერთი იმის გამო, რომ ის არის ხელოვნება და არა სხვა რამ, მაგალითად დიდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საბრალო შეშლილი ადამიანი მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადამიანს თვლიდა ტალანტად, მხოლოდ ერთ არტისტს და ეს არტისტი რა თქმა უნდა, თვითონვე იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მან დაგტოვა ერთ აუხსნელ მიზანთან, რომელიც შენც კი არ აგიხსნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შენ ხომ ღუპავ საკუთარ თავს შენივე სასოწარკვეთით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = უყურე, კიდევ ერთხელ გიმეორებ: ისწავლე და ფიალები არ განასხვავო. და თუ ტკივილისგან შედრკები (ტკივილი კი ბევრი იქნება!) - საკვები გაქრება, ყველაფერი ეშმაკისკენ წავა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შეშლილი თავიდან იშორებდა ყველას, ვისზეც გაბრაზებული იყო, რადგან საკუთარი თავისა და საკუთარი მძვინვარების ეშინოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მერე შევამჩნიე, რომ ბევრი ბავშვი სიმახინჯემდე გულგრილია, მაგრამ თუკი ვინმეს შეიყვარებენ, საბოლოოდ შეიყვარებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = იმ წუთას ვიგრძენი, რომ არ ვეცოდებოდი და არ ვუყვარდი, რადგან ვერ ხედავდა როგორ მიყვარდა და ფიქრობდა, რომ სასტუმროს გამო მზად ვიყავი მისთვის მემსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მდაბალი ვარ, არარაობა ვარ, სასაცილო ვარ, სასაცილოზე უარესი კი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ვნება შენ მიერ აღძრული სიყვარული არ ყოფილა, - მე სიყვარულის მეშინოდა: ვერ გავბედე შენი შეყვარება; სიყვარულში ურთიერთდამოკიდებულებაა, ეჭვიანობაა, მე კი არ ვიყავი ამის ღირსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე უკვე მესმოდა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა - არ არის ტალანტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = სიღარიბეში ყოფნის შენს ექვს წელს უკვალოდ არ ჩაუვლია: სწავლობდი, აცნობიერებდი საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებს, შენ უკვე გაგეგება შენი ხელოვნებისა და შენი დანიშნულებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = როდესაც იმ შენმა მასწავლებელმა, რომელზეც მიყვებოდი, შენში ხელოვნებისადმი სიყვარული აღძრა და გაააღვიძა, მაშინაც იგივე მძიმედ იგრძენი ეს, როგორც ახლა გრძნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ბედნიერება, როგორც აუტანელი ტვირთი ისე მაწვებოდა და ატირებული მეუბნებოდა: „რისთვის ეს ყოველივე? რით დავიმსახურე? რით დავიმსახურე ნეტარება?“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასწავლე, მე ხომ არ მესმის, არ მესმის, ვერანაირად ვერ გამიგია - მასწავლე, როგორ გავხლიჩო ცხოვრება შუაზე, როგორ ამოვიგლიჯო გული მკერდიდან და მის გარეშე როგორ ვიცხოვრო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე დაუცველი და მარტოხელა ვიდექი ადამიანის წინაშე, რომელსაც ქალის შეურაცხყოფა შეუძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ...მაგრამ საბოლოოდ კი ყველას მოაწყინა თავი, მის ბოლო როლშიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საშინელებაა მიუღწეველ იდეასთან განშორება, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე, რომლის იდეაც მაინც ღრმა და სერიოზულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} ===''მის შესახებ''=== {{Q | ციტატა = დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას. | ავტორი = [[ფრიდრიხ ნიცშე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყოველი ხელოვნება პოეტურ მოსაზრებათა მთელ წყებებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ერთი იდეა ვერ გამოიხატება მეორე, მასთან კავშირში არმყოფ ფორმაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რა შეიძლება იყოს ჩემთვის უფრო ფანტასტიკური, ვიდრე სინამდვილეა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მიყვარს რეალიზმი, როდესაც ის ფანტასტიკურობამდე აღწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მაშინ, როცა ირონიას, ალეგორიას და ხუმრობას ვეღარ იგებენ, ეს ცუდის ნიშანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = თანამედროვე დასავლეთ ევროპას იგი შემდეგნაირად ახასიათებდა: „უარყვეს გადარჩენის ერთადერთი ფორმულა, რომელიც ღმერთისგან მოდიოდა და ხსნად ჰუმანურობას აცხადებენ, „შენ ის გიყვარს როგორც საკუთარი თავი“ — ეს მცნება ჩაანაცვლეს უფრო პრაქტიკული დასკვნით chacun pour soi et Dieu pour tous („ყველა თავისთვის და ღმერთი ყველასთვის“) ანდა სხვა მეცნიერული სლოგანებით, მაგალითად „ბრძოლა გადარჩენისთვის“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ნუ, ნუ გჯერათ ადამიანთა თანაზიარობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} ==რესურსები ინტერნეტში== {{commons|Category:Fyodor Dostoyevsky}} * [http://www.FyodorDostoevsky.com FyodorDostoevsky.com] * [http://www.fedordostoievsky.com/ingles/ingles1.htm FedorDostoievsky.com] * [http://Dostoyevsky.thefreelibrary.com/ Brief biography and works at The Free Library] * [http://www.kiosek.com/dostoevsky/contents.html Dostoevsky Research Station] {{DEFAULTSORT:დოსტოევსკი, თედორე}} [[კატეგორია:რუსი მწერლები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] o8hoi99vxq694sllxjx3vxt137qd628 47507 47506 2026-04-14T19:41:28Z გიორგაძე.ლანა 5265 /* თეთრი ღამეები (1848) */ 47507 wikitext text/x-wiki [[ფაილი:Dostoevsky 1872.jpg|thumb|right|150პქ]] '''[[:w:ფიოდორ დოსტოევსკი|ფიოდორ დოსტოევსკი]]''' (დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821 – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881) — რუსი მწერალი. =='''ციტატები'''== [[ფაილი:Dostoevsky.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = ''„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს...“'' | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.) }} [[ფაილი:Dresden Dostojewski-Denkmal.JPG|thumb|right|150პქ]] [[ფაილი:Dostoevskaya.jpg|thumb|right|150პქ]] === ''თეთრი ღამეები'' (1848) === [[ფაილი:Image dost 01.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ღმერთო, როგორ შეკრთა და შეჰკივლა ნასტენკამ! როგორ გამისხლტა ხელიდან და მისკენ გაფრინდა!.. მე, გულმოკლული ვიდექი და ვუყურებდი. მაგრამ რაწამს ხელები გაუწოდა და გადაეხვია, უმალ ისევ გამოტრიალდა, თვალის დახამხამებაში ჩემთან გაჩნდა და სანამ გონს მოვიდოდი, ორივე მკლავი შემომხვია და მაგრად, მაგრად მაკოცა. მერე ისევ უხმოდ გაქანდა მისკენ, ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. მე კი ვიდექი და ვუყურებდი, ვიდრე ორივე თვალს მიეფარა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = გასაოცარია, როგორ აკეთილშობილებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = მაინც როგორ ალამაზებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება! სიყვარულით როგორ ფეთქავს გული! თითქოს გინდა შენი გული სხვისას შეუნივთო, გინდა ყველა მხიარულობდეს, ყველა იცინოდეს! მერედა რა გადამდებია ეს სიხარული! ო, როგორ აკეკლუცებს ადამიანს ბედნიერება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ო! ზოგჯერ რა აუტანელია ბედნიერი ადამიანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ყველა რატომღაც სიხარულით ისმენს ყოველგვარ დამამშვიდებელ სიტყვას და უხარია, ერთ ბეწო სიმართლესაც თუ ხედავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = – რატომ ყველანი ისე არა ვართ ერთმანეთთან, ვით ძმა ძმასთან? რატომ არის, რომ თვით საუკეთესო ადამიანიც ყოველთვის თითქოს რაღაცას უმალავს მეორეს, ერიდება, გულისნადები გაუზიაროს? რატომ პირდაპირ, უყოყმანოდ არ გამოთქვა ეს გულისნადები, თუ იცი, რომ შენს სიტყვებს ქარს არ გაატან? არადა ყველა ისეთნაირად გამოიყურება, თითქოს იმაზე უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია. თითქოს ყველას ეშინია, ვაითუ გულისნადები გავამჟღავნოთ და ამით ჩვენი გრძნობები შევბღალოთო... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა არტანუჯი თბილისი 2014 }} === ''იდიოტი'' (1868) === [[ფაილი:Fjodor Michailowitsch Dostojewski.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = კოლუმბმა მაშინ კი არ იგრძნო ბედნიერება, როცა ამერიკა აღმოაჩინა, არამედ მაშინ, როცა მის აღმოსაჩენად ესწრაფებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „იდიოტი“ }} === ''ძმები კარამაზოვები'' (1880) === [[ფაილი:Trutovsky 004.jpg|thumb|right|150პქ|ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს.]] {{Q | ციტატა = ადამიანები, ავკაცნიც კი, უმეტესად, ბევრად უფრო მიამიტნი და გულუბრყვილონი არიან, როგორც საერთოდ გვგონია. თავად ჩვენც ასეთნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თქვენი თავისა ნუ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს, ყველაზე უწინარეს განაწყენდება. განაწყენება ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ასე არ არის? თანაც ხომ იცის, რომ არავის უწყენინებია და წყენას თავად მიეცა, ყოველივე თავად შეთხზა და შესაფერადებლად მოიგონა, თავად გააზვიადა, რათა სასურველი სურათი შეექმნა, სიტყვას გამოეკიდა და წვრილმანი მსხვილმანად აქცია, - ეს თავადაც იცის, მაგრამ მაინც ყველაზე უწინარეს განაწყენდება, უკიდურესი ტკბობის შეგრძნებამდე განაწყენდება, ხოლო შედეგად ნამდვილი მტრობა ეუფლება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი, ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არა მარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არა მარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა? - დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება. - ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური! - რატომ უბედური? - იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება. - შესაძლოა, მართალი ხარ!... მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია... - მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უდიდეს ძალად გაერთიანებულმა საერთო მეცნიერებამ, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, ყველაფერი განიხილა, რაც კი ჩვენთვის წმინდა წიგნებში ზეცითაა ნაანდერძევი და მკაცრი ანალიზის შემდეგ მთელი მსოფლიოს მეცნიერებს ხელში აღარაფერი შემორჩათ იმისგან, რაც ადრე წმიდათაწმიდა იყო. მაგრამ ისინი ნაწილნაწილ განიხილავდნენ, მთლიანი კი თვალთაგან გამორჩათ, თანაც გასაოცარი სიბრმავით. რამეთუ მთლიანი მათსავე თვალთა წინაშე როგორც უწინ, ახლაც ურყევად დგას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ. განა იგი ცხრამეტ საუკუნეს არ ცოცხლობდა და განა ახლა არ ცოცხლობს ცალკეული ადამიანებისა თუ ხალხთა მასების სულის მიმოქცევაში? თვით მათი სულის მიმოქცევაშიც ურყევად ცოცხლოს კვლავინდებურად! რამეთუ ქრისტიანობის უარმყოფელთა და მის წინააღმდეგ ამბოხებულთა არსი იმავე ქრისტეს სახებაა, ისინი ისეთივენი დარჩნენ, რადგან აქამდე ვერც მათმა სიბრძნემ, ვერც მათი გულის მხურვალებამ ადამიანს და მის ღირსებას ვერ შეუქმნა სხვა უმაღლესი ხატება, ვიდრე წარსულში ქრისტეს ნაჩვენები ხატებაა. როცა კი შექმნას შეეცადნენ, ხელთ მხოლოდ სიმახინჯე შერჩათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ყველამ დაუცხრომლად უნდა უთხრას აღსარება საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ცოდვისა, თუნდაც მაშინ, როცა შეიცნობთ, ოღონდაც მოინანიეთ და ღმერთს პირობას ნუ დაუთქვამთ. კვლავ გეუბნებით - ნუ გაამაყდებით. ნუ გაამაყდებით მცირეთა ზედა, ნუ გაამაყდებით ნურც დიდთა წინაშე. ნუ შეიძულებთ თქვენს უარმყოფელებს, თქვენს მძრახველებს, თქვენს მძაგებლებს, თქვენს ცილისმწამებლებს. ნუ შეიძულებთ ათეისტებს, ავის მქადაგებლებს, მატერიალისტებს, მათ შორის ღვარძლიანებსაც კი, არათუ კეთილებს, რამეთუ ბევრი მათგანი კეთილია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ლოცვისას ისინი ასე მოიხსენიეთ: ღმერთო, ყველა იხსენ, ვისთვისაც არავინ ლოცულობს, იხსენ ისინიც, ვისაც შენს წინაშე ლოცვა არ სურს. იქვე დაუმატეთ, ამას ჩემი სიამაყის გამო არ გთხოვ, ღმერთო, რამეთუ თავად ყველასა და ყოველზე უარესი ვარ... გიყვარდეთ ხალხი ღვთისა, სამწყსოს გადამთიელთ ნუ დაანებებთ, რამეთუ ძილსა და სიზარმაცეს თუ მიეცემით მოზიზღნი, გაამპარტავნებული და, რაც უარესია, ანგარებადაუფლებულნი, მაშინ ყოველი ქვეყნიდან მოვლენ და სამწყსოს წაგგვრიან. ხალხს სახარება დაუცხრომლად განუმარტეთ... მექრთამეობას განეშორეთ... ვერცხლი და ოქრო ნუ გეყვარებათ, ნუ გაეკარებით... გწამდეთ და რწმენის დროშა მაღლა აღმართეთ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. რაც მთავარია, სიცრუეს განერიდეთ, ყოველგვარ სიცრუეს, განსაკუთრებით საკუთარ სიცრუეს. დააკვირდით თქვენს სიცრუეს და შეეცადეთ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ჩასწვდეთ. ზიზღიც განიშორეთ, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ის, რაც საკუთარ არსებობაში სიბილწედ მიგაჩნიათ, უკვე განიწმინდება, თუნდაც მხოლოდ იმით, რაკიღა შეამჩნიეთ. შიშსაც განერიდეთ, თუმცაღა შიში მხოლოდ შედეგია ყოველგვარი სიცრუისა. სიყვარულის ძიებისას ნურასოდეს შეგათრობთ საკუთარი სულმოკლეობა, თქვენივე ცუდი საქციელიც ძალიან ნუ შეგაშინებთ. ვწუხვარ, რომ სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, რამეთუ ოცნებით წარმოსახული სიყვარულისაგან განსხვავებით, ქმედითი სიყვარული სასტიკი და შემაძრწუნებელი რამ გახლავთ. ოცნებით წარმოსახულ სიყვარულს კმაყოფილების მსწრაფად მომნიჭებელი, მყისიერი, თანაც ყველასთვის საჩინო გმირობა სწყურია. ამგვარი მისწრაფებათა შედეგად მართლა შეიძლება, თავიც გაწირონ, თუკი ეს დიდხანს არ გასტანს, სწრაფად მოხდება, როგორც სცენაზე, ყველა ნახავს და ხოტბას შეასხამს. ქმედითი სიყვარული კი შრომა და თავშეკავებულობაა, ხოლო ზოგთათვის კი მთელი მეცნიერებაა. მაგრამ აი, რას გიწინასწარმეტყველებთ: შესაძლოა ზუსტად იმ წუთს, როცა შეძრწუნებული იქნებით იმით, რომ თუმცა ბევრს ეცადეთ, მიზანს არათუ მიუახლოვდით, არამედ თითქოს დაშორდით კიდევაც, - გიწინასწარმეტყველებთ, რომ იმ წუთს მიზანს უეცრად მიაღწევთ და აშკარად იხილავთ თქვენზე გარდმოვლენილ სასწაულმოქმედ ძალას ღმერთისას, ვისაც ნიადაგ უყვარხართ და ვინც ნიადაგ იდუმალად წაგმართავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის არსებობის საიდუმლო ის კი არ არის, რომ მხოლოდ იცხოვროს, არამედ ის, თუ რისთვის იცხოვროს. ადამიანს თუ მყარი წარმოდგენა არა აქვს, რისთვის უნდა იცხოვროს, სიცოცხლეს არ ისურვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბებერ მოთამაშეთ, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებით მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმ წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: „ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი „წმინდა“ მრისხანებისა და მრისხანებიის „წმინდა“ წუთის მიუხედავად.“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წლები და თვეები რა არის, დღეების თვლა რა საჭიროა, ადამიანს ერთი დღეც ეყოფა, ბედნიერება მთლად რომ შეიგრძნოს. ჩემო კარგებო, რას ვდაობთ, ერთმანეთთან თავს რად ვიქებთ, ერთმანეთზე წყენას გულში რად ვიჩერებთ? გვირჩევნია, ბაღში გავიდეთ, ვისეირნოთ და ვინავარდოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი ვაქოთ, ერთმანეთს ვკოცნიდეთ და სიცოცხლეს ვლოცავდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ახლა ყველა მიისწრაფის, სხვებს რაც კი შეიძლება მეტად გაემიჯნოს, საკუთარ არსებობაში სიცოცხლე სრულად განიცადოს, მაგრამ მისი მცდელობის შედეგი სიცოცხლის სრულად განცდის ნაცვლად მხოლოდ თვითმკვლელობაა, რამეთუ თავისი არსების სრულად განსაზღვრის მაგიერ წილად ხვდება სრული განმარტოება. რადგან ჩვენს საუკუნეში ყოველივე ერთეულებად დანახევრდა, ყველა თავის სოროში განმარტოვდა, ყველანი სხვებს ემიჯნებიან, ერთმანეთს ემალებიან, თუკი რამ გააჩნიათ, მალავენ და იმით ამთავრებენ, რომ ადამიანებისგან თავს განარიდებენ და ადამიანებს განირიდებენ. სიმდიდრეს განცალკევებით იხვეჭენ და ფიქრობენ, ძლიერნი და უზრუნველყოფილნი ვართო, მაგრამ უგუნურებმა არ იციან, რაც მეტს მოიხვეჭენ, მით უფრო ეუფლებათ თვითმომსპობი უძლურება. რამეთუ მხოლოდ თავის იმედად ყოფნას არიან მიჩვეულნი, მთლიანს ერთეულებად გამიჯვნიან, მიჩვეულან, რომ ადამიანთაგან შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადამიანებისა და კაცობრიობის რწმენა დაუკარგავთ და მხოლოდ ფულსა და მოპოვებული უფლებების დაკარგვისა ეშინიათ. ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით. მაგრმა ამ საშინელ განმარტოებასაც ჟამი უსათუოდ დაუდგება და ყველანი ერთბაშად მიხვდებიან, ერთმანეთს რა არაბუნებრივად გაემიჯნენ. მაშინ დროების ასეთი სიო დაჰქროლებს და გაიკვირვებენ, წყვდიადში დიდხანს რომ ისხდნენ და სინათლეს ვერ ხედავდნენ, მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე... მანამდე კი დროშას უნდა მოვუაროთ და თითო-ოროლა ვინმემ მაინც მაგალითი უეცრად აჩვენოს, განმარტოებას განერიდოს, გმირობა გამოიჩინოს და ძმური სიყვარული თუნდაც შმაგურად გაამჟღავნოს. რათა დიადი აზრი არ ჩაკვდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი მართალთა დამდაბლებისა და შერცხვენის მოყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცხოვრება ცრემლიანი მორჩილება კი არა, დიადი სიხარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძნელად სატვირთველი ტვირთი ყველას კუთვნილი ვერ იქნება, ზოგნი ვერ გაუძლებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბევრი ადამიანი პატიოსანი სწორედ იმიტომ არის, რომ სულელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თომამ იმიტომ კი არ ირწმუნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა, არამედ იმიტომ, რომ მანამდე თვითონ უნდოდა ერწმუნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაზე ცუდი ოჯახისგანაც შეიძლება ძვირფასი მოგონებები შემოგრჩეს, თუ შენს სულს „ძვირფასის ძიების“ უნარი გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სისულელეები სჭირდება დედამიწას, სისულელეებზე დგას მსოფლიო, ამის გარეშე იქნებ არც არაფერი მომხდარიყო ამქვეყნად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ მსჯავრს დამდებთ ამ მსჯავრისთვისაც მადლობელი ვიქნები! მაგრამ დამინდეთ, ღმერთს ნუ წამართმევთ, რადგან ვიცი, ბედს დავემდურები, ჩემს სულს უმძიმს, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე ის მაწამებდა მხოლოდ, რომ კეთილშობილება მწყუროდა. ფარნით ვეძებდი, დიოგენეს ფარნით, და მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე მაინც მხოლოდ სისაძაგლეებს ჩავდიოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვარ და მე მიყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მსჯავრს ვდებ ჩემს სიცოცხლეს და ვზღავ სიცოცხლით ამ მსჯავრისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, მით უფრო ირწმუნებთ ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას. თუ მოყვასთა თქვენთა თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ადამიანი უყვარს, მას მათი სიხარულიც უნდა უყვარდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტე ადამიანთა მწუხარებას კი არა, სიხარულს ეწვია, პირველი სასწაულის ქმნით ადამიანთა სიხარულს შეეწია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მიწა სიხარულის ცრემლებით დანამე და შეიყვარე ცრემლები შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რა შემზარავ ტრაგედიებს უწყობს ადამიანებს რეალიზმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიარულზეც შეატყობთ რა ხასიათისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუმცაღა ყველაზე უადგილო ფიქრმა იქნებ სიკვდილით დასასჯელ დამნაშავესაც გაუელვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან უაღრესად მგრძნობიარე, მაგრამ როგორღაც გატეხილი ადამიანები. მათი ჯამბაზობა ერთგვარი ღვარძლიანი ირონიაა იმათ მიმართ, ვისაც სიმართლეს პირში ვერ ეუბნებიან მათ წინაშე ხანგრძლივი დამამცირებელი შიშის გამო. ასეთი ჯამბაზობა ზოგჯერ უაღრესად ტრაგიკულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ზეციური პურისთვის ათასი ან თუნდაც ათი ათასი გამოგყვება, იმ მილიონებს რა ეშველება, რომელთაც უარი ვერ თქვეს მიწიურ პურზე ზეციურის სანაცვლოდ? თუ შენთვის მხოლოდ ის ათი ათასი ძლიერი და დიადია ძვირფასი, მილიონები კი, ქვიშასავით მრავალრიცხვოვანი სუსტი, მაგრამ შენი მოყვარული მილიონები მხოლოდ იმ დიადთა გამოსადეგარი მასალაა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველანი თითქოს ოდესღაც შეთანხმებულან, რომ ამის თაობაზე ეცრუათ და აქამდე ცრუობენ, რომ სისაძაგლე სძულთ, გულში კი უყვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეიძლება ამ კატორღელ კაცს ჩამკვდარი გული აღუდგინო და აუღორძინო, შეიძლება წლობით ულოლიავო და ბოლოს ბუნაგიდან მზის სინათლეც გამოიყვანო, უკვე ამაღლებული სული, განაწამები ცნობიერება, ანგელოზი აღადგინო, გმირი ააღორძინო! ისინი კი მრავალი, ასობით არიან. ჩვენ ყველანი კი მათ გამო დამნაშავენი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენი დიადი მწუხარებით კვლავ აღვადგენთ სიხარულს, ურომლისოდაც ადამიანის არსებობა არ შეიძლება, ღმერთი კი არის, რამეთუ ღმერთი გვანიჭებს სიხარულს, ეს მისი დიდი პრივილეგიაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდაც ჩემს თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში - ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული - მაგრამ ვარსებობ! მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის, ეს მთელი სიცოცხლეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აბა სცადე და ქალის წინაშე დანაშაული აღიარე, იმავ წუთს საყვედურებს სეტყვასავით დაგაყრის! პირდაპირ, უბრალოდ არაფრის დიდებით არ გაპატიებს. დაგამცირებს, მოგმჩვარავს, რაც არ ყოფილა, იმასაც გიანგარიშებს, ყველაფერს მოხვეტავს, არაფერს დაივიწყებს, თავისას დაუმატებს და მერეღა გაპატიებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დაძალებულ რწმენას რა ფასი აქვს? რწმენას არ შველის არავითარი საბუთი, განსაკუთრებით მატერიალური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ვარ და ყოველივე ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიმართლე თითქმის ყოველთვის არამახვილგონივრულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ იცი, რომ ეშმაკი ვარ და რომ ვარსებობ, შენ მუდამ ბრაზობ, მე კი გიმეორებ, მთელ ვარსკვლავზედა ცხოვრებას, ყოველ წოდებას დავთმობდი მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჭრის შვიდფუთიანი ცოლის სულად გარდავსახულიყავი და ღმერთისთვის სანთელი დამენთო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უცნაურობა და ახირებულობა საზიანო უფროა, ვიდრე უფლების მომცემი ყურადღების მოპყრობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ცალკერძოებანი ერთიანყოს და საყოველთაო აბდაუბდას რაიმე ერთიანი აზრი გამოუძებნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებულია, ეროვნულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მონობიდან თავისუფლებისკენ ადამიანს ზნეობრივი სრულყოფისთვის მრავალგზის ნაცადი, ათასწლოვანი იარაღი, შესაძლოა, ორლესურ მახვილად გადაიქცეს, ისე რომ ზოგი იქნებ თვინიერებისა და სრული თავშეკავებულობის ნაცვლად, პირიქით, უაღრეს სატანურ ქედმაღლობამდე, ანუ ხუნდებამდე და არა თავისუფლებამდე მიიყვანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენი წილხვედრია ცოდვა, სიცრუე და საცდური, ამქვეყნად ხომ იქ, სადღაც, მაინც არის წმინდანი და უმაღლესი; სამაგიეროდ, ის არის მფლობელი სიმართლისა, სამაგიეროდ, მან იცის სიმართლე; მაშასადამე ამ ქვეყნად სიმართლე არ კვდება, ჰოდა, ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევს და მთელს დედამიწაზე დამკვიდრდება, როგორც აღთქმულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ხალხმა მდუმარე და მრავლისმომთმენი მწუხარება იცის. ეს მწუხარება გულში ჩაგუბდება და დუმს. მაგრამ არის ბობოქარი მწუხარება, გულდარდიანს ცრემლები რომ წასკდება და მალე მოთქმა-გოდებად გადაიქცევა. ასეთი რამ უმეტესად ქალებს ემართებათ. მაგრამ ეს მდუმარე მწუხარებაზე იოლი არ არის. დამწუხრებულს მოთქმა-გოდება გულს უფრო მეტად უწამლავს და უკლავს. ასეთი მწუხარება ნუგეშს კი არ ესწრაფვის, პირიქით, ტკივილის დაუამებლობით საზრდოობს. მოთქმა-გოდება მოთხოვნილებაა ჭრილობის განუწყვეტელი გაღიზიანებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიენები ბედნიერებისათვის არიან შექმნილნი და ვინც სრულად ბედნიერია, მას პირდაპირ შეუძლია თქვას: „ამქვეყნად ღვთის აღთქმა შევასრულეო“. ყველა უმწიკვლო, ყველა წმინდანი, ყველა წმინდა მოწამე ბედნიერი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - იცით, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: თუ ყველას სწამს, ეს აზრი საიდან გაჩნდა? გვარწმუნებენ, რომ თავდაპირველად ყოველივე ბუნების მრისხანე ძალთა წინაშე შიშმა გამოიწვია და ყოველივე ეს არ არსებობს. ჰოდა, ვფიქრობ, მთელი სიცოცხლე მჯეროდა - მოვკვდები და უცებ აღარაფერი იქნება, მხოლოდ „ძირხვენა ამოვა საფლავზე,“ ეს შემზარავია! როგორ დავიბრუნო რწმენა, როგორ? თუმცაღა, მხოლოდ მაშინ მწამდა, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვფიქრობდი და მექანიკურად მწამდა... ახლა იმიტომ მოვედი, რომ გკითხოთ, ეს რით უნდა დამტკიცდეს? ამ შემთხვევასაც თუ გავუშვებ ხელიდან, ჩემს სიცოცხლეში უკვე ვეღარავინ მიპასუხებს. რით უნდა დამტკიცდეს, რით უნდა დარწმუნდე? რა უბედურება მხვდა წილად! ვდგავარ და ირგვლივ ვხედავ, რომ ყველასთვის, თითქმის ყველასთვის, ყველაფერი სულ ერთია, ამაზე ახლა აღარავინ წუხს; მხოლოდ მე, ერთადერთს არ შემიძლია ამის გადატანა. ეს მომაკვდინებელია, მომაკვდინებელია! - ნამდვილად მომაკვდინებელია. მაგრამ დამტკიცება არაფრისა შეიძლება, რომ დარწმუნდე, ეს კი შეიძლება. - როგორ? რანაირად? - ქმედითი სიყვარულის გამოცდილებით. შეეცადეთ, მოყვასი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას მით უფრო ირწმუნებთ. თუ მოყვასთა თქვენთა სრული თანგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ზუსტად ასეთივე რამ, თუმცა დიდი ხნის წინ, მითხრა ერთმა ექიმმა, უკვე ხნიერმა და უდავოდ ჭკვიანმა კაცმა. ისიც თქვენსავით გულწრფელად ლაპარაკობდა, მაგრამ სევდიანად ხუმრობდა. ამბობდა, კაცობრიობა მიყვარს, მაგრამ ჩემი თავისა მევე მიკვირსო: რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა ზოგადად, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ადამიანი კერძოდ, ანუ ცალ-ცალკე, როგორც განცალკევებული პიროვნებანი. ოცნება ხშირად კაცობრიობის მსახურების მგზნებარე წადილით აღმავსებდა და, შესაძლოა, ხალხის გულისთვის თავიც გამეწირა, თუკი უეცრად ეს საჭირო გახდებოდა. ამავე დროს, ერთ ოთახში ვინმესთან ერთად ორ დღესაც კი ვერ გავძლებ; ეს გამოცდილებით ვიცი. ოდნავი სიახლოვეც კი ვინმესი თავმოყვარეობას მილახავს, თავისუფლებას მიბორკავს. საუკეთესო ადამიანსაც კი ერთ დღეში შევიძულებ: ერთს იმის გამო, რომ სადილობისას ჭამა ვერა და ვეღარ მოათავა, მეორეს იმის გამო, რომ სურდო აქვს და ცხვირს წარამარა იხოცავს. გამეკარება თუ არა ვინმე, უმალ მის მტრად გადავიქცევი. სამაგიეროდ, აი, ნიადაგ რა მემართება: ცალკეულ ადამიანებს რაც უფრო მეტად შევიძულებ, კაცობრიობის მიმართ ჩემი სიყვარული მით უფრო მგზნებარებას იძენსო. - მაშ რა უნდა ქნა? ასეთ დროს რა უნდა ქნა? სასოწარკვეთას უნდა მიეცე? - არა, რამეთუ ისიც კმარა, რომ ამის გამო წუხილი გიპყრობთ. ის ჰქმენით, რაც შეგიძლიათ, რადგან საკუთარ თავს ასე გულწრფელად და ღრმად ჩაუკვირდით! ოღონდ თუ ახლა ასე გულწრფელად მხოლოდ იმიტომ მელაპარაკებოდით, რომ ჩემგან შექება დაგემსახურებინათ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ქმედითი სიყვარულის ასპარეზზე ვერაფერს მიაღწევთ. ყოველივე მხოლოდ ოცნებად დაგრჩებათ და მთელი თქვენი ცხოვრება მოჩვენებასავით გაიელვებს და გაქრება. ასე, რა თქმა უნდა, მომავალ ცხოვრებასაც დაივიწყებთ და ბოლოს როგორღაც დამშვიდდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვეყრდნობი დებულებას, რომ ელემენტთა ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ცალკეულად აღებულ არსთა ამგვარი შერევა, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება, თუმცაღა ეს შეუძლებელია და ვერასოდეს მიაღწევს არათუ ნორმალურ, არამედ რამდენამდე შეწონასწორებულ მდგომარეობას, რამეთუ საქმის თვით საფუძველშივე დევს სიცრუე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორც, მაგალითად, სასამართლოს საკითხია, მე მგონი, სრულყოფილი და წმინდა არსით შეუძლებელია. სასულიერო პირი, რომელსაც შევედავე, ამტკიცებს, რომ ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ხოლო მე ვეკამათები, რომ ეკლესიას სახელმწიფოში მხოლოდ რაღაც კი არ უნდა განეკუთვნებოდეს, პირიქით, თვით ეკლესიამ უნდა შეითავსოს მთელი სახელმწიფო, და თუ ეს ამჟამად რატომღაც შეუძლებელია, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, არსებითად, მთელი შემდგომი განვითარების პირდაპირ და უმთავრეს მიზნად უდნა დაისახოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ყოველივე თუ ეკლესიად იქცევა, მაშინ ეკლესია დამნაშავესა და ურჩს თავს კი არ მოკვეთდა, თავისი წიაღიდან განკვეთდა, - განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა. ახლა გეკითხებით, განკვეთილი სად წავიდოდა? მაშინ ხომ იგი არა მხოლოდ ხალხს, როგორც ამჟამადაა, არამედ ქრისტესაც უნდა განშორებოდა. მისი დანაშაული არა მხოლოდ ხალხის, არამედ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხიც იქნებოდა. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამჟამადაც ასეა, მაგრამ განცხადებული ხომ მაინც არ არის და ამჟამინდელი დამნაშავის სინდისი ძალზე ხშირად თავის თავთან გარიგებას იწყებს: „მოვიპარე, მაგრამ ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, ქრისტეს მტერი არ ვარო,“ - აი, რას ეუბნებიან ამჟამინდელი დამნაშავენი საკუთარ თავს ერთპირად, ხოლო როცა ეკლესია სახელმწიფოს ადგილს დაიკავებს, მაშინ ამას ისე ვეღარ იტყოდა, თუ ამქვეყნად არსებულ მთელ ეკლესიას არ უარყოფდა: „ყველანი ცდებიან, ყველა განდგომილია, ყველა ცრუ ეკლესიაა და მხოლოდ მე, ქურდი და მკვლელი ვარ სამართლიანი ქრისტიანული ეკლესიაო.“ ეს ხომ ძალზე ძნელი სათქმელია, უზარმაზარ პირობებს და გარემოებებს საჭიროებს, რაც არც ისე ხშირად არსებობს. ახლა, მეორე მხრივ, ავიღოთ თვით ეკლესიის შეხედულება დანაშაულის თაობაზე: განა, არ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი, თითქმის წარმართული შეხედულების საპირისპიროდ და ნაცვლად დასნებოვნებული წევრის მექანიკური განკვეთისა, როგორც ამჟამად საზოგადოების დასაცავად ხდება. არ უნდა გარდაიქმნას და სრულად, სიყალბის გარეშე, ადამიანის აღორძინების, მისი აღდგომისა და ხსნის იდეად არ უნდა იქცეს? - მაინც რა არის ეს? ახლაც ვერ გამიგია, - შეაწყვეტინა მიუსოვმა, - ისევ რაღაც ოცნებაა. უფორმო რაღაცაა და გაგება შეუძლებელია. რა განკვეთა, როგორი განკვეთა? მე მგონი, უბრალოდ, თავის შესაქცევად ლაპარაკობთ, ივან ფიოდოროვიჩ. - ახლაც ხომ სინამდვილეში იგივე ხდება, - უეცრად წამოიწყო ბერ-მოძღვარმა და უკლებლივ ყველა მას მიაჩერდა, - ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ხომ მაშინ ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, როგორც ახლა ბრძანეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება. - ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რანაირად? - უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მიუსოვმა. - აი, ამნაირად, - წამოიწყო ბერ-მოძღვარმა. - ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარ გაროზგვით ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არც ერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამაზე უნდა დამეთანხმოთ. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიის წინაშე. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიას წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდადების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს რა დაემართებოდა, ო, უფალო! თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, მას ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდადების შემდეგ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რუსი დამნაშავისთვის, რამეთუ რუსი დამნაშავენი ჯერ კიდევ მორწმუნენი არიან. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა - დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებით კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ევროპაში საკუთარ თავზე) - სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან, უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული. ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამართლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არა მარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობით შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებს, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, - ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია. ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეკლესია არ გადიქცევა სახელმწიფოდ! ეს რომია და მისი ოცნება. ეს ეშმაკის მესამე ცდუნებაა! პირიქით, სახელმწიფო გარდაიქცევა ეკლესიად, ეკლესიამდე აღმაღლდება და ეკლესია იქნება მომცველი მთელი ქვეყნიერებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ის „უწმინდური,“ „ცუდი ყოფაქცევის ქალი,“ შესაძლოა, თავად თქვენზე წმინდა იყოს, თავის ხსნისთვის მზრუნველო ბატონო მღვდელმონაზვნებო! - შეუტია ფიოდორ პავლოვიჩმა. - იქნებ სინორჩისას იმსხვერპლა საზოგადოებამ. მაგრამ მან „შეიყვარა ფრიად,“ ხოლო ვინც ფრიად შეიყვარა, მას ქრისტემაც შეუნდო... - ქრისტეს ასეთი სიყვარულის გამო არ შეუნდვია... - ვეღარ მოითმინა და შესძახა თვინიერმა მამა იოსებმა. - არა, ასეთი სიყვარულის გამო, სწორედ ამ სიყვარულის გამო, ბერებო, ამ სიყვარულის გამო! თქვენ აქ კომბოსტოთი გწადიათ, თავი იხსნათ და გგონიათ, რომ წმინდანები ხართ! ლიფსიტებს ჭამთ, დღეში თითო ლიფსიტას, და გგონიათ, რომ ღმერთს გულს მოუგებთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენთან არს ქრისტე. დაიფარე გულსა შინა შენსა და ისიც დაგიფარავს. დიად მწუხარებას იხილავ და მწუხარებასა შინა იქნები ბედნიერი. ამას გიანდერძებ: მწუხარებაში ეძიე ბედნიერება. იღვაწე, დაუცხრომლად იღვაწე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სალოსებმა ასე იციან: სამიკიტნოს წინ პირჯვარს იწერენ, ტაძარს კი ქვას უღერებენ. შენი ბერ-მოძღვარიც ამას სჩადის: წმინდანს ჯოხის ცემით გააგდებს, ხოლო მკვლელს თავდახრით დაუჩოქებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცს შეუყვარდება რაიმე სილამაზე, ქალის სხეული, ანდა ქალის სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი (ამას ავხორცი მიხვდება), ჰოდა, ეს სიყვარული გააწირვინებს საკუთარ შვილებს, დედ-მამასა და სამშობლოს; პატიოსანი კაცი იქურდებს, თვინიერი ყელს გამოსჭრის ვინმეს, ერთგული მოღალატედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წმინდა ბერო, მზა ლუკმისთვის მონასტერში კი ნუ ხარ გამოკეტილი და ჯილდოს იქ, მაღლა კი ნუ ელი, ცხოვრებაში იყავი სათნო და საზოგადოებას სარგებლობა მოუტანე, - აი ეს უფრო ძნელი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის ატანა არ შემიძლია, რომ ზოგნი, ამაღლებული სულისა და მაღალი გონების მქონენიც კი, მადონას იდეალით იწყებენ და სოდომის იდეალით ამთავრებენ. უფრო შემზარავია, როცა ვინმე, სულში უკვე სოდომის იდეალის მქონე, არც მადონას იდეალს უარყოფს, გულში ეს იდეალი უღვივის, ჭეშმარიტად უღვივის, როგორც სიყრმის უმწიკვლო წლებში. ეშმაკმა უწყის, ეს რა არის! რაც გონებას სამარცხვინოდ მიაჩნია, გულს ჭეშმარიტ მშვენიერებად ესახება. მშვენიერება სოდომშია? დამიჯერე, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის სოდომშია. საშინელებაა, რომ მშვენიერება მხოლოდ შემზარავი კი არა, საიდუმლოებით მოცულიცაა. აქ სატანა და ღმერთი იბრძვიან, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცმა ზოგჯერ აღტაცების გამო შეიძლება თავი მოიკლას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს, მის ირგვლივ მყოფთა შორის სიცოცხლის ღირსი ვინ არის და ვინ ნაკლებად ღირსია? - ღირსია თუ არა, ამის მიხედვით გადაწყვეტა რა საჭიროა? ადამიანთა გულებში ეს საკითხი უმეტესად იმის მიხედვით კი არ წყდება, ვინ რისი ღირსია, არამედ სხვა, ბევრად უფრო ბუნებრივი მიზეზით. ხოლო თუ უფლებაზე მიდგება საქმე, სურვილის უფლება ვიღას არა აქვს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩემო კეთილნო, უწყოდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი უეჭველად დამნაშავეა ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის მაგიერ არა მარტო ზოგადი მსოფლიო დანაშაულის გამო, არამედ თითოეული პირადად მთელი ხალხისა და ყოველი ადამიანის განვლილი გზისა. რამეთუ ბერები სხვანაირნი კი არა, ისეთივენი არიან, როგორც მართებს ამქვეყნად ყოველ ადამიანს. მხოლოდ მაშინ აღგევსება გული უსასრულო, ქვეყნიერების მომცველი, ზღვარდაუდებელი სიყვარულით. ყოველი თქვენგანი მხოლოდ მაშინ შეძლებს, მთელი სამყარო სიყვარულით მოიპოვოს და ცრემლით თავისით მსოფლიო ცოდვანი განრეცხოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიბილწეს ყველა აგინებს, ყველანი კი მაინც სიბილწეს ეტანებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კატერინა ივანოვნას არასოდეს ვყვარებივარ! მე რომ მიყვარს, ეს ყოველთვის იცოდა, თუმცა მასთან ჩემს სიყვარულზე ერთი სიტყვაც არ დამცდენია. იცოდა, მაგრამ არ ვუყვარდი! მისი მეგობარიც არასოდეს, ერთ დღესაც არ ვყოფილვარ; ზვიად ქალს ჩემი მეგობრობა არ ესაჭიროებოდა. ახლოს მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ გამუდმებით შური ეძია. შურს იძიებდა იმ შეურაცხყოფათა გამო, რასაც გამუდმებით, ყოველ წუთას დიმიტრისგან იტანდა მათი პირველი შეხვედრიდან დღემდე... იმიტომ რომ პირველი შეხვედრაც მის გულში შეურაცხყოფად ჩარჩა. აი, როგორი გული აქვს! მე ახლა მივდივარ, კატერინა ივანოვნა, მაგრამ იცოდეთ, რომ მართლა მხოლოდ იგი გიყვართ. თანაც, რაც უფრო მეტად შეურაცხგყოფთ, მით უფრო მეტად და მეტად გეყვარებათ. აი, ეს არის თქვენი თვითგვემა. იგი სწორედ ისეთი გიყვართ, როგორიც არის, გიყვართ თქვენი შეურაცხმყოფელი. თუ გამოსწორდება, უმალ მიატოვებთ და მისი სიყვარული საერთოდ გაგიქრებათ. იგი გჭირდებათ, რათა მისდამი თქვენს თავგანწირულ ერთგულებას განუწყვეტლივ ჭვრეტდეთ, ხოლო მას ორგულობას უსაყვედურებთ. ეს ყოველივე თქვენი ზვიადობის გამოა. ოჰ, აქ მრავალგზის დამცირება და დამდაბლებაა, მაგრამ ყოველივე ზვიადობის შედეგია... მე ძალზე ახალგაზრდა ვარ და ძალზე ძლიერად მიყვარდით. ვიცი, რომ ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, უბრალოდ განგშორებოდით და ეს თქვენც ნაკლებად შეურაცხგყოფდათ. მაგრამ მე ხომ შორს მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები. მე ხომ სამუდამოდ გშორდებით... არ მსურს, თვითგვემის დამსწრე ვიყო... მშვიდობით, კატერინა ივანოვნა, ჩემზე არ უნდა გაბრაზდეთ, იმიტომ რომ მე თქვენზე ასჯერ მეტად ვარ დასჯილი: დასჯილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ვეღარასოდეს გიხილავთ. მშვიდობით. ხელს ნუ გამომიწვდით. თქვენ ძალზე შეგნებულად მტანჯავდით და ახლა არ ძალმიძს, რომ შეგინდოთ. მერე შეგინდობთ, ახლა კი ხელს ნუ გამომიწვდით. Den Dank, Dame, begehr ich nicht, - ჯილდო არ მჭირდება, ქალბატონო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დამცირებულ კაცს ძალიან უმძიმს, ყველანი კეთილიმსყოფლებივით რომ დაუწყებენ ცქერას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანებზე ერთთავად როგორც ბავშვებზე, ისე უნდა ვმზრუნველობდეთ, ხოლო ზოგს როგორც საავადმყოფოში ავადმყოფებს, ისე უნდა ვუვლიდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუნდაც ცხოვრების რწმენა დავკარგო, საყვარელმა ქალმა იმედი გამიცრუოს, ქვეყნიერებაზე წესრიგი თუა, აღარ მჯეროდეს, პირიქით, თუნდაც დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მოუწესრიგებელია, დაწყევლილია და ყველგან ეშმაკური ქაოსი სუფევს, ამქვეყნად ყოველივეზე გული რომ გამიტყდეს, სიცოცხლის წყურვილი მაინც არ გამინელდება და რაკიღა ამ თასს დავეწაფე, აღარც მოვცილდები, ვიდრე მთლად არ დავცლი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე მწყურია და ვცოცხლობ თუნდაც ლოგიკის საპირისპიროდ. ამქვეყნიური წესრიგი, ვთქვათ, არ მწამს, მაგრამ მიყვარს გაზაფხულზე გაფურჩქნული კვირტები. ლურჯი ცა, მიყვარს ზოგი ადამიანი, რომელიც, თუ დამიჯერებ, ზოგჯერ არც კი ვიცი, რატომ მიყვარს, მაგრამ გულით მაინც ძველებურად ვეთაყვანები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე უნდა შეიყვარო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი - აზრი ღმერთის აუცილებლობაზე - გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს. ხოლო მე, დიდი ხანია, გადავწყვიტე, არ ვიფიქრო ამაზე: ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არსებობს თუ არ არსებობს ღმერთი? ეს საკითხი სრულიად უჩვეულოა მხოლოდ სამი განზომილების გაგების უნარით შექმნილი გონებისათვის. მაშასადამე, ღმერთს ვაღიარებ, თანაც ხალისით, უფრო მეტიც, ვაღიარებ მის სიბრძნეს, მის მიზანსაც, ჩვენთვის სრულიად შეუცნობელს, მწამს წესრიგიანობა და აზრი ცხოვრებისა, მწამს მარადიული ჰარმონია, რისკენაც თითქოს ყველა მივემართებით, მწამს სიტყვა, რომლისკენაც სამყარო მიისწრაფვის და რომელიც თვით იყო ღმერთთან და რომელიც თვით არის ღმერთი. მგონი, სწორ გზას ვადგავარ, არა? მაგრამ, წარმოიდგინე, საბოლოო ჯამში ღმერთის საუფლო ქვეყნიერებას არ ვაღიარებ და არ შემიძლია, რომ ვცნო. ამასაც დავუმატებ: ყრმასავით მწამს, რომ ტანჯვა დასრულდება და წყლულებები მოშუშდება, ადამიანთა წინააღმდეგობის მთელი სამარცხვინო კომიზმი უსუსური მირაჟივით, უძლური და კნინი გონების მონაჩმახივით, ადამიანის ევკლიდური გონების ატომივით გაქრება და ბოლოს, სამყაროს ფინალში, მარადიული ჰარმონიის ჟამს, ქვეყნიერებას მოევლინება რაღაც ისეთი ძვირფასი, რაც ყველას გულს აღავსებს, ყოველნაირ გულისწყრომას დააცხრობს, რაც იკმარებს კაცთა მთელი ბოროტების, მათგან დაღვრილი მთელი სისხლის გამოსასყიდად, იკმარებს არა მარტო შესანდობად, არამედ გასამართლებლადაც იმისა, რაც ადამიანებს ჩაუდენიათ, - დაე, ეს მოხდეს, დაე, ეს მოგვევლინოს, მაგრამ მე ამას არ ვაღიარებ და არც მინდა, ვაღიარო! პარალელური ხაზები თუნდაც შეერთდეს და ეს თავად დავინახო: დავინახო და ვთქვა, რომ შეერთდა, მაინც არ ვაღიარებ. აი, ალიოშა, ჩემი მრწამსი, აი, ჩემი თეზისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანში, რა თქმა უნდა, მხეცი იმალება, მრისხანე მხეცი, განაწამები მსხვერპლის ყვირილით ტკბობის ავხორცული ჟინით ანთებული მხეცი, ჯაჭვებაწყვეტილი, დაუოკებელი მხეცი, გარყვნილების ჟამს რომ შეჰყრია მრავალი სენი, ნიკრისი, თირკმლების დაავადება და სხვა. ამ ხუთი წლის საბრალო გოგონას განათლებული მშობლები რანაირად არ აწამებდნენ. სცემდნენ, წკეპლავდნენ, წიხლს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რას ერჩოდნენ, მთელი სხეული დაულურჯეს. ბოლოს უკიდურეს დახვეწილობას მიაღწიეს: სიცივეში, ყინვაში, მთელ ღამეს ფეხისადგილში ამწყვდევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით გადაყენებას არ ითხოვდა (ანგელოზური ღრმა ძილით მძინარე ხუთი წლის ბავშვს თითქოს ისიც შეუძლია, რომ გადაყენება ითხოვოს), - ამის გამო მთელ სახეს განავლით უთხუპნიდნენ, აიძულებდნენ, ეს განავალი ეჭამა, და მას დედა სჩადიოდა, დედა! თანაც ამ დედას შეეძლო სძინებოდა, როცა ღამით უწმინდურ ადგილას ჩამწყვდეული ბავშვის კვნესა გაისმოდა! გესმის, თუ არა, პატარა არსება, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაუგია, რას ერჩიან, უწმინდურ ადგილას, სიბნელესა და სიცივეში ერთი ბეწვა მუშტს აქვითინებულ მკერდში იბაგუნებს და სისხლნარევი, უწყინარი, თვინიერი ცრემლებით ღმერთს შესტირის, დამიცავიო, - გესმის, ეს რა უაზრობაა, ჩემო მეგობარო და ჩემი ძმაო, ჩემო ღვთის მორჩილო და თვინიერო, გესმის, ეს უაზრობა რა საჭიროა და რატომაა შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ამქვეყნად ვერც იარსებებდა, რამეთუ სიკეთესა და ბოროტებას ვერ შეიცნობდაო. რა საჭიროა ამ ეშმაკეული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა, თუკი ასეთ ფასად დაჯდება? მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ადამიანის „მხეცურ“ სისასტიკეზე ლაპარაკობენ, რაც მხეცების მიმართ ძალზე არასამართლიანი და დამამცირებელია: მხეცი ვერასოდეს იქნება ისეთი სასტიკი, როგორიც ადამიანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გაივლის საუკუნეები და კაცობრიობა თავისი სიბრძნისა და მეცნიერების პირით იტყვის, რომ დანაშაულობანი არ არსებობს და, მაშასადამე, არც ცოდვა არსებობს, არიან მხოლოდ მშიერნი. „დააპურე და სათნოება მერე მოსთხოვე!“ - აი, რას დააწერენ იმ დროშაზე, რომელსაც შენს წინააღმდეგ აღმართავენ და რომლითაც შენი ტაძარი დაემხობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის დაეუფლება, ვინც მის სინდისს დაამშვიდებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გათავისუფლებული ადამიანისთვის იმაზე უფრო გამუდმებული და მტანჯველი საზრუნავი არა არის რა, როგორც კი თავისუფალი შეიქნება, სასწრაფოდ მოძებნოს ის, ვისაც თაყვანი უნდა სცეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სამი ძალა, მხოლოდ სამი ძალა არსებობს, რის მეშვეობითაც შესაძლოა ამ ძალნაკლულ მეამბოხეთა სინდისის საუკუნოდ ძლევა და მოხიბვლა მათივე ბედნიერებისთვის. - ეს სამი ძალაა: სასწაული, საიდუმლოება და ავტორიტეტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი სასწაულს ოდნავ უარყოფს თუ არა, უმალ ღმერთსაც უარყოფს, რამეთუ ადამიანი ღმერთს ისე არ ეძიებს, როგორც სასწაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჭკვიან კაცთან საუბარი საინტერესოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ეს გავიგოთ, ამის გაგებას თუ ვინდომებთ, მთელი ქვეყნიერება სამოთხედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მზის ამოსვლას ყოველდღიურად შევხარი, ჩემი გული ყოველდღიურად უმღერის, მაგრამ უკვე უფრო მეტად მზის ჩასვლა, მისი გრძელი, ალმაცერი სხივები მიყვარს, მასთან ერთად წყნარი, თვინიერი, გულის ამაჩუყებელი მოგონებანი, საყვარელი სახებანი, რაც ხანგრძლივი და კურთხეული სიცოცხლის მანძილზე გულში ჩამრჩენია - ხოლო ყველაფერს გულის მომლბობი, შემრიგებელი, ყოვლის შემნდობი ღვთიური სიმართლე ასხივოსნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უბირი კაცის გულში ჩაგდებული თესლი არ მოკვდება, მარად იცოცხლებს, წყვდიადსა და ცოდვათა წიაღში ნათელი წერტილივით იკიაფებს, როგორც დიადი შეგონება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ღმერთი არ სწამს, ღვთის ხალხისაც არაფერს ირწმუნებს. ვინც ღვთის ხალხისას ირწმუნებს, იმასაც განჭვრეტს, რაც ხალხისთვის წმინდათაწმიდაა, თუნდაც მისი რწმენა მანამდე სრულებით არ ჰქონდეს. მხოლოდ ხალხი და მისი მომავალი სულიერი ძალა მოაქცევს მშობლიური მიწიდან მოწყვეტილ ჩვენს ათეისტებს. რა არის ქრისტეს სიტყვა მაგალითის გარეშე? ხალხი ღვთის სიტყვის გარეშე დაიღუპება, რამეთუ მის სულს სიტყვა და ყოველგვარი მშვენიერების აღქმა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე ღვთიური რა კარგი, რა დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის გარდა ყოველივე სრულყოფილია, უცოდველია და ჩვენზე უწინარეს მათთანაა ქრისტე, რამეთუ სიტყვა ყველასთვისაა, ყოველი ქმნილება და ყოველი არსი, ყოველი ფოთოლი სიტყვისკენ მიისწრაფის, ღმერთს სადიდებელს უგალობს, ქრისტეს გამო ტირის, თავისდა უცნობელად იდუმალ, უცოდველ არსებობას აღასრულებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეუმზადებელი ერისკაცი სირცხვილისკენ ისეა მიდრეკილი, ზოგჯერ თავისი უსამართლიანესი საქციელისაც რცხვენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამანო და მოძღვარნო, რა არის ბერი? განათლებულ სამყაროში ზოგნი ამ სიტყვას ჩვენს დროში დაცინვით წარმოთქვამენ, ზოგნი კი სალანძღავად. რაც ხანი გადის, ეს უფრო მატულობს. მართალია, ოჰ, რა მართალია! ბერთა შორის მრავლად არიან მუქთახორები, ფუფუნების მოყვარენი, გემოთმოყვარულნი და თავხედი მაწანწალები. ამას მიგვითითებენ განათლებული ერისკაცნი: „თქვენ უქნარები და საზოგადოების უსარგებლო წევრები, სხვისი ნაოფლარით მცხოვრებნი, უსინდისო მათხოვრები ხართო“. ამ დროს ბერთა შორის რამდენნი არიან თავმდაბალნი და თვინიერნი, განმარტოებისა და მყუდროებაში მგზნებარე ლოცვის მსურველნი. განმარტოებით მყოფთ უძველეს მამათა, მოციქულთა და წამებულთაგან ღვთიური სიმართლის სიწმინდით გადმოცემული ქრისტეს სახება დიდმშვენიერად და შეურყევლად აქვთ გულში ჩამარხული და როცა საჭირო იქნება, წარმოუჩენენ სიმართლეშერყეულ ქვეყნიერებას. დიადია აზრი ესე. ვარსკვლავი ესე აღმოსავლეთით აღმობრწყინდება. ამას ვფიქრობ ბერზე და ნუთუ ეს მცდარია, ნუთუ ქედმაღლურია? შეხედეთ ერისკაცებს და ღვთის ხალხზე ყოველგნით განდიდებულთა სამყაროს, ღვთის სახება და მისი სიმართლე იქნებ იქ დამახინჯდა? მათ მეცნიერება აქვთ, ხოლო მეცნიერებას მხოლოდ ის გააჩნია, რაც გრძნობებს ექვემდებარება. ხოლო სულიერი სამყარო, ადამიანში არსებობის უმაღლესი ნახევარი საერთოდ უარყოფილია, ერთგვარი ზარ-ზეიმით, სიძულვილითაც კი, განდევნილია. ქვეყნიერებამ თავისუფლება გამოაცხადა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. მერედა რას ვხედავთ ამ თავისუფლებაში: მხოლოდ მონობას და თვითმკვლელობას! რამეთუ ქვეყნიერება ამბობს: „რადგან მოთხოვნილება გაგაჩნია, მაშ დაიკმაყოფილე, რამეთუ ისეთი უფლებები გაქვს, როგორც წარჩინებულებს და მდიდრებს. დაკმაყოფილებას ნუ მოერიდები, პირიქით, მეტი ინდომე“ - აი მსოფლიოს ამჟამინდელი მოძღვრება. ამას უწოდებენ თავისუფლებას. რას იძლევა ეს უფლება მოთხოვნილებათა მატებისა? მდიდართათვის განცალკევებასა და თვითმკვლელობას, ღატაკთათვის შურსა და მკვლელობას, რამეთუ უფლებები კი მისცეს, მაგრამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებანი არ მიუთითეს. როცა თავისუფლება მოთხოვნილებათა მატება და დაკმაყოფილება ჰგონიათ, თავიანთ ბუნებას ამახინჯებენ, რამეთუ გულში აღიძრავენ მრავალ უაზრო და უგუნურ სურვილს, ჩვევას და სულელურ გამონაგონს. მხოლოდ ერთმანეთის შურისთვის, ფუფუნებისა და ამპარტავნობისთვის არსებობენ. წვეულებათა გამართვა, ცხენები, ეტლები, ჩინები, მონა-მსახურები უკვე ისეთ აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ ამას თუნდაც სიცოცხლეს, ღირსებას, კაცთმოყვარეობას ანაცვალებენ, რათა ეს აუცილებლობა დაიკმაყოფილონ და თავსაც კი იკლავენ, თუ დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. ვინც მდიდრები არ არიან, ასეთივე რამ ემართებათ, ხოლო ღატაკები მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობასა და შურს ჯერხანად ლოთობით იხშობენ. მაგრამ მალე ღვინით კი არა, სისხლით დათვრებიან, მათ აქეთკენ უბიძგებენ. გეკითხებით: ასეთი ადამიანი განა თავისუფალია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სულ უფრო და უფრო ქრება აზრი კაცობრიობის სამსახურისა, ძმობისა და ადამიანთა ერთიანობისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, დანაშაული როგორღა იარსებებს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა ცოდვები ნუ შეგაშინებთ, ადამიანი მისი ცოდვებიანად გიყვარდეთ, რამეთუ ეს უკვე ღვთიური სიყვარულის მსგავსია და მიწიერი სიყვარულის მწვერვალია. გიყვარდეთ ყოველივე, რაც ღვთის შექმნილია, ერთიანადაც და ყოველი ქვიშის მარცვალიც. ყოველი ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი გიყვარდეთ. გიყვარდეთ ცხოველები, გიყვარდეთ მცენარენი, გიყვარდეთ ყოველი საგანი. თუ ყველა საგანი გეყვარებათ, საგნებში არსებულ ღვთიურ საიდუმლოს ჩასწვდებით. ერთხელ თუ ჩასწვდები, მერე განუწყვეტლივ იწყებ მის შეცნობას სულ უფრო მეტად და მეტად, ყოველდღიურად. და ბოლოს მთელ ქვეყნიერებას უკვე მთლიანად შეიყვარებ ყოვლისმომცველი სიყვარულით. ცხოველები შეიყვარეთ: მათ ღმერთმა აზრის საწყისი და უშფოთველი სიხარული მიანიჭა. ნუ შეაშფოთებთ, ნუ გააწვალებთ, სიხარულს ნუ წაართმევთ, ღვთიურ აზრს ნუ აუმხედრებთ. ადამიანო, ცხოველს ზვიადად ნუ მოეპყრობი: ისინი უცოდველნი არიან, ხოლო შენ შენი სიდიადით დედამიწას აბინძურებ ამქვეყნად შენი არსებობისას და ამქვეყნად წასვლის მერე ბინძურ კვალს ტოვებ. ვაი, რომ ასეთია თითქმის ყოველი ჩვენთაგანი! განსაკუთრებით ბავშვები გიყვარდეთ, რამეთუ ისინიც უცოდველნი არიან, როგორც ანგელოზები, და ჩვენი გრძნობების აღმძვრელებად, ჩვენი გულის განსაწმენდად და გზის მიმთითებლად არსებობენ. ვაი მას, ვინც ბავშვს შეურაცხყოფს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბრიყვები იმიტომ არსებობენ, რომ ჭკვიანები ასარგებლონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე, რაც ჭეშმარიტი და მშვენიერია, მუდამ ყოვლისმიმტევლობით აღვსილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რანაირ შერცხვენასა და ზნეობრივ დაცემას ეგუება ეჭვიანი ისე, რომ სინდისის ქენჯნას ოდნავადაც არ განიცდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვერც კი წარმოიდგენთ, რას შეეგუება და შეურიგდება, რას მიუტევებს ზოგი ეჭვიანი! ეჭვიანები ყველაზე უწინარეს მიუტევებენ და ეს ყველა ქალმა იცის. ეჭვიანს ძალზე მალე (რა თქმა უნდა, თავდაპირველად საშინელი სცენების გამართვის შემდეგ) შეუძლია, მიუტევოს, მაგალითად, უკვე თითქმის დამტკიცებული ღალატი, თავისივე თვალით ნანახი ხვევნა-კოცნა, თუკი ამავე დროს დაიჯერებს, რომ ეს „უკანასკნელად“ მოხდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია და ამიტომაც აკრძალულიც აღარაფერი არ უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არა გწამთ? - პირიქით, ღმერთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთი მხოლოდ ჰიპოთეზაა... მაგრამ.... ვაღიარებ, რომ იგი საჭიროა, წესრიგისათვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტიანული სარწმუნეობა მდიდრებმა და დიდგვაროვნებმა დაბალი კლასის დასამონებლად გამოიყენეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვაღიარებ, რომ ქალი ქვემდგომი არსებაა და უნდა გემორჩილებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როცა ადამიანები დანაშაულს ესწრაფვიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მრავალნი პატიოსნები არიან იმის გამო, რომ ბრიყვები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი გიჯობს მტრად გყავდეს, ვიდრე მეგობრად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წარმოგიდგენიათ, მათ ჰგონიათ, რომ რწმენისთვის სასარგებლონი არიან, რადგან ეშმაკები საიქიოდან რქებს უჩვენებენ. „ეს უკვე იმის, ასე ვთქვათ, მატერიალური საბუთია, საიქიო რომ არსებობსო.“ საიქიო და მატერიალური საბუთი, რა ხალხია! ამასთანავე, ეშმაკი თუნდაც დასაბუთებული იყოს, განა გვეცოდინება, რომ ღმერთიც დასაბუთებულია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძილში, განსაკუთრებით კოშმარში, ადამიანს ზოგჯერ ისეთი მხატვრული რამ ესიზმრება, ისეთი რთული და რეალური სინამდვილე, ისეთი მოვლენები ანდა მოვლენათა მთელი სამყაროც კი, ისეთ ინტრიგებზე აგებული, ისეთი მოულოდნელი წვრილმანები, თქვენებური უმაღლესი გამოვლენებიდან დაწყებული, გულისპირის უმცირესი ღილით დამთავრებული, ლევ ტოლსტოიც რომ ვერ შეთხზავდა. ზოგი ხომ სიზმარში ბედსაც კი ეწვევა ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი კეთილგონივრულად რომ იყოს, მაშინ არაფერი მოხდებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ტანჯვა არის ცხოვრება. სატანჯველის გარეშე ცხოვრებაში რა სიამოვნება იქნებოდა - ყველაფერი უსასრულო პარაკლისად გადაიქცეოდა, რაც წმინდაა, მაგრამ მოსაწყენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არც შენ გწამს? - რანაირად გითხრა, მაგრამ თუ სერიოზულად მეკითხები... - ღმერთი არის თუ არ არის? - დაჟინებით შეჰყვირა ივანმა. - მაშ სერიოზულად მეკითხები? ჩემო კარგო, ღმერთმანი არ ვიცი, სიმართლეს გეუბნები. - არ იცი, ღმერთს კი ხედავ? არა, შენ თავად შენ არა ხარ, შენ ხარ მე, მხოლოდ მე და მეტი არაფერი! სისაძაგლე ხარ, ჩემი ფანტაზია! - უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მე და შენ ერთი და იგივე ფილოსოფიის მქონენი ვართ. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, - ეს ნამდვილად ვიცი, ხოლო ყოველივე დანარჩენი, რაც ჩემს ირგვლივაა, მთელი სამყაროები, ღმერთი და თვით სატანაც კი - ჩემთვის დამტკიცებული არ არის, თავისთავად არსებობს თუ მხოლოდ ჩემი ემანაციაა, ჩემი ნაადრევად არსებული და ერთპიროვნული მეს თანამიმდევრული განვითარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რწმენასა და ურწმუნოებას შორის მონაცვლეობით გატარებ, რადგან ჩემი მიზანი მაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - როდისმე თუ გიცდუნებიათ ისეთნი, კალიებით რომ საზრდოობენ და უკაცრიელ უდაბნოში ჩვიდმეტ წელიწადს ლოცულობენ, ხავსი რომ მოსდებიათ? - ჩემო კარგო, მხოლოდ ამას ვაკეთებდი. მთელ ქვეყნიერებას, მთელ ქვეყნიერებებს დაივიწყებ, ასეთ ვინმეს კი აღარ დაეხსნები, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი ბრილიანტია. ერთი ასეთი სული ხან მთელი თანავარსკვლავედის ტოლფასია - ჩვენ ხომ სხვა არითმეტიკა გვაქვს. ასეთი გამარჯვება ხომ ძვირფასია! ხოლო ზოგი მათგანი ხომ, ღმერთმანი, განვითარებით შენ არ ჩამოგივარდება, თუცმა ამას არ დაიჯერებ: ერთსა და იმავე ჟამს რწმენისა და ურწმუნოების ისეთ უფსკრულებს ჭვრეტენ, ზოგჯერ მართლა მოგეჩვენება, ერთი მისხალიც და კაცი „თავდაყირა“ გადაეშვებაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ო, მე მიყვარს ჩემი ფიცხი, ახალგაზრდა სიცოცხლის წყურვილით ათრთოლებული მეგობრების ოცნებები! იმათ ჰგონიათ, რომ ყველაფერს დაანგრევენ და ანთროპოფაგიით დაიწყებენ. სულელები, მე არ დამეკითხნენ! მე მგონი, არაფრის დანგრევა არ არის საჭირო, ადამიანს მხოლოდ ღმერთის იდეა უნდა მოუსპო, აი, საქმეს რით უნდა შეუდგე! ამით, დიახ, ამით უნდა დაიწყო - ბრმები არიან, არაფერი გაეგებათ! როცა კაცობრიობა ღმერთს უკლებლივ განუდგება, მაშინ თავისთავად, ანთროპოფაგიის გარეშე, მთელი ადრინდელი მსოფლმხედველობა და, რაც მთავარია, მთელი ადრინდელი ზნეობა დაემხობა, შემდეგ კი ყოველივე ახალი დაიწყება. ადამიანები გაერთიანდებიან, რათა ცხოვრებისგან მიიღონ ყველაფერი, რის მოცემაც კი ცხოვრებას შეუძლია, მაგრამ უსათუოდ მარტო ამქვეყნად ბედნიერებისა და სიხარულისთვის. ადამიანს ღვთაებრივი, ტიტანურად ამაყი სული განადიდებს და ღმერთკაცად აქცევს. ნებისყოფისა და მეცნიერების შემწეობით ბუნებას იგი ყოველ წუთას უკვე შეუზღუდველად დაამარცხებს, რაც ყოველ წუთას ისეთ სიამოვნებას მიანიჭებს, რომ ეს ადრინდელ ზეციურ სიამეთა სასოების მაგივრობას გაუწევს. ყველა შეიმეცნებს, რომ სრულად მოკვდავია, აღარასოდეს აღდგება და სიკვდილს ღმერთივით მშვიდად, ამაყად შეეგებება. სიამაყე მიახვედრებს, რომ არ უნდა დრტვინავდეს იმის გამო, რომ სიცოცხლე წარმავალია და ძმასსა თვისსა უკვე ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეიყვარებს. სიყვარული დააკმაყოფილებს მარტოოდენ წამიერი სიცოცხლისას, მაგრამ თვით იმის შეგრძნება, რომ სიცოცხლე წამიერია, სიყვარულის ცეცხლს იმდენად გააძლიერებს, რამდენადაც ადრე იმქვეყნიურ და უსასრულო სიყვარულის სასოებას ბადებდა. და ასე შემდეგ, ასე შემდეგ ამგვარადვე. დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბნედით ძალზე გატანჯული სნეულნი ერთთავად განუწყვეტელი და, რა თქმა უნდა, ავადმყოფური თვითდადანაშაულებისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი იტანჯებიან რაღაცაში და ვიღაცასთან თავიანთი „დანაშულობის“ გამო, სინდისის ქენჯნა აწამებთ, ხშირად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც კი, აზვიადებენ, ხანაც თავიანთ თავს თავადვე უგონებენ სხვადასხვა დანაშაულსა და ბოროტმოქმედებას. ასეთი სუბიექტი შიშისა და დაშინების შედეგად მართლა დამნაშავე ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შებღალული ბუნება და დამნაშავე გული, ყოველგვარ მიწიერ მართლმსაჯულებაზე უფრო სრულად არის თავისივე განმსჯელი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეს გახლავთ ჟამი ცხოველური შიშის ჭვრეტისა, როცა დამნაშვე უკვე ხედავს, რომ ყველაფერი უკვე დაკარგულია, მაგრამ მაინც იბრძვის, თქვენთან ბრძოლას მაინც აპირებს. ეს ის ჟამია, როცა თვითგადარჩენის ყველა ინსტიქტი მის არსებაში ერთბაშად აღსდგება და იგი თავის გადასარჩენად მოგაპყრობთ შეკითხვის გამომხატველ, ტანჯულ, გამჭოლ მზერას, თქვენს შესწავლას, თქვენი სახის შესწავლას, თქვენს აზრებში ჩაწვდომას ცდილობს, ელის, რომელი მხრიდან დაარტყამთ და მშფოთვარე გონებაში ათასნაირ გეგმას მყისიერად ქმნის, მაგრამ სიტყვა მაინც ვერ დაუძრავს, შიშობს, რაიმე არ წამომცდესო! ეს დამამცირებელი მომენტები ადამიანის სულსა, გზანი სულის წამებისანი, ეს ცხოველური წყურვილი თავის გადარჩენისა ისეთი შემზარავია, ზოგჯერ თვით გამომძიებელსაც კი შესძრავს და დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას ჩაუნერგავს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფული ყველანაირ ვითარებაში აუცილებელია! ფულიანი კაცი ყველგან კაცია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რომანისტიც კი შეიძლება, კუთხეში მიიმწყვდიო და გააცამტვერო წვრილმანებით, იმ წვრილმანებით, რითაც მუდამ ასე მდიდარია სინამდვილე და რაც ამ საცოდავ, უნებურ მთხზველებს არაფრად მიაჩნიათ და თავში არც მოუვათ, როგორც თითქოს სრულიად უმნიშვნელო და უსარგებლო რაღაცა. ო, იმათ იმ წუთას ამისთვის არ სცალიათ, მათი გონება გრანდიოზულ მთლიანს ქმნის - ამ დროს კი ისეთ წვრილმანებს აჩეჩებენ! მაგრამ სწორედ ამით გააბამენ ხოლმე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფსიქოლოგია თუმცა უღრმესი რამ გახლავთ, მაგრამ მაინც ჯოხსა ჰგავს, რომელსაც ორი ბოლო აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წუთისოფლად ჩვენი ყოფნა ხანმოკლეა, მრავალ ავ საქმეს ვჩადივართ და ურიგო სიტყვებს წარმოვთქვამთ. ამიტომ ყველანი შევეცადოთ, ერთად ყოფნისას ხელთ ვიგდოთ ხელსაყრელი წუთი, რათა ერთმანეთს კარგი სიტყვაც ვუთხრათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტეს ცნება ჯერ თავად უნდა აღვასრულოთ და თავს ნება მხოლოდ ამის მერე მივცეთ, რომ ჩვენს შვილებს მოვთხოვოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შურიანსა და თავმოყვარე კაცს ბევრ ფულს ერთბაშად ნუ აჩვენებთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია უფლება, მით უფრო შემზარავია მისი გამოყენება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არაფრისგან სიყვარულის შექმნა შეუძლებელია, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამა ჯერ კიდევ არ არის ის, ვინც შვა, მამა ის არის, ვინც შვა და დაიმსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნამდვილ ცხოვრებაში, რომელსაც არა მარტო საკუთარი უფლებები გააჩნია, არამედ უდიდეს მოვალეობებსაც აწესებს, თუ გვინდა, რომ ჰუმანურები, ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანები ვიყოთ, მოვალენი ვართ, იმ მრწამსს მივყვეთ, რაც გონებითა და გამოცდილებით შემოწმებულია, ანალიზის ქურაში გამოტარებულია, ერთი სიტყვით, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და არა უგუნურად, როგორც სიზმარში და ბოდვისას, რათა ადამიანს არ ვავნოთ, რათა იგი არ გავტანჯოთ და არ დავღუპოთ. აი, ეს იქნება ნამდვილი ქრისტიანული საქმე, არა მხოლოდ მისტიკური, არამედ გონივრული და ჭეშმარიტად კაცთმოყვარული საქმე... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეზღუდულობის გამო მთელ ქვეყნიერებას ადანაშაულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი კეთილსა და კარგ გრძნობებს ხშირად დასცინის, მხოლოდ ქარაფშუტობის გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი, რასაც სხვა ვერავისთან ნახავ; ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს, აი ეს არის მთავარი! ეს უკვე ნიჭია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} === ''ეშმაკნი'' (1872) === [[ფაილი:Dosto3.jpg|thumb|right|150პქ|ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით, მეტსაც ვიტყვი, ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, იმასაც დროებით, ასე იცის თურმე მწუხარებამ.]] {{Q | ციტატა = არის ამქვეყნად უცნაური სახის მეგობრობა: ორმა მეგობარმა შეიძლება ცოცხლად დაჭამონ ერთმანეთი და მაინც ვერა და ვერ დაშორდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გადიდგულებული მეგობარი პირველი თვითონ გახდება ავად და შეიძლება დარდსაც გადაჰყვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო დიდბუნოვანია კაცი, მით უფრო სჩვევია უხეში აზროვნება, თუნდაც თავისი მრავალმხრივი განვითარების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალის გული დღემდე არავის ამოუცვნია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ რა ნაღველით და ბოღმით აგევსება გული, როცა წლების მანძილზე წმინდად ნალოლიავებ შენს დიდ იდეას უვიცები აიტაცებენ, ქუჩაში გაათრევენ და თავისთანა რეგვენების სათრევად გახდიან! როცა ამ შენს იდეას უეცრად ქუჩაში წააწყდები, სულ შეცვლილს, დამახინჯებულსა და ლაფში ამოსვრილს, ყოველგვარი ჰარმონიის, აზრისა და სილამაზისგან გაძარცულს და ბრიყვების საბურთაოდ გამხდარს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = აზრის წარმოსაშობად პირველ ყოვლისა შრომაა საჭირო, საკუთარი შრომა, საკუთარი თაოსნობა, საკუთარი გამოცდილება! ხელის გაუნძრევლად არასოდეს არაფერი გაკეთებულა. ვიმუშაოთ და ჩვენი აზრიც გვექნება. მაგრამ მუშაობის თავი ჩვენ ვინ მოგვცა, მაშ აზრიც იმათგან უნდა ვისესხოთ, ვინც აქამდე ჩვენს მაგიერ მუშაობდა და მაშასადამე, ისევ ევროპასა და ისევ იმ გერმანელებს მივაკითხოთ, ვინც აგერ ორასი წელია ჩვენი ჭკუის მასწავლებლები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსეთი იმდენად დიდი გაუგებრობა გახლავთ, გერმანელებისა და შრომის გარეშე ჩვენ ამ გაუგებრობას ვერც მოვერევით და ვერც თავს გავართმევთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არ შემიძლია მართლა და მართლა ისე ვიწამო, როგორც ჩემს ნასტასიას (მოახლე) ან რომელიმე ბატონკაცს სწამს, ასე ვთქვათ, „ყოველი შემთხვევისათვის“ - ან როგორც ჩვენს საყვარელ შატოვს, - თუმცა არა, შატოვი სათვალავში ჩასაგდები არ გახლავთ, შატოვს მოსკოველი სლავიანოფილივით იძულებით სწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქრისტიამობამ ქალი ვერ დააფასა, - რაც დიდებულად განავითარა ჟორჟ სანდიმ თავის ერთ-ერთ გენიალურ რომანში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სამარხვო ზეთსა და ცერცვის შეჭამანდში ხომ არ შეეძლო მართლა და მართლა ბელინსკის გზა ხსნისა ეპოვა!... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ორმოცდაშვიდ წელს, ბელინსკიმ საზღვარგარეთ ყოფნისას გოგოლს თავისი ცნობილი წერილი გაუგზავნა, სადაც სასტიკად უსაყვედურა, „ვიღაც ღმერთის“ როგორ გწამსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისი ხალხისა არა ესმის რა და ვინც მას მოწყდება, მყისვე მამულის რწმენასაც დაჰკარგავს და ათეისტი ან ყველაფერზე გულაყრილი კაცი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მარადიულმა, წმიდათა წმიდა სევდამ ერთხელ თუ აუძგერა გული რომელიმე მგრძნობიარე სულის ადამიანს, მერე თავის დღეში არ გაცვლის იმას სხვა არავითარ სიამოვნებაზე. ზოგს ხომ სევდა ყოველგვარ სიამოვნებას ურჩევნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ პატარა წვრილმანიც კი საოცრად გაგაკვირვებს და გონებაში დიდი ხნით ჩაგრჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო...“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავგანწირვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მეგობრებისათვის ზოგჯერ მართლაც მავნე გახლავთ განმარტოება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხშირად რომელიმე მწერალი ხალხს წლების მანძილზე ღრმა აზრების მატარებლად მიაჩნია, ჰგონია, საზოგადოების გარდაქმნაზე განსაკუთრებულსა და საოცარ გავლენას ახდენსო, მაგრამ ბოლოს მისი ღრმა აზრები ეგზომ წყალწყალა და უსუსური გამომდგარა, გული არავის დასწყვეტია, ასე მალე რატომ გამოიფიტაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გვხვდება ორი ჯურის ხალხი: ვინც დიდი მწუხარებისა და გაბოროტებისგან იკლავს თავს, ან შეშლილობით მოსდით თუ რაღაც სხვა მიზეზით, ისინი ბევრს არ ფიქრობენ, უცებ გადასწყვეტენ ხოლმე. ტკივილი ნაკლებ ადარდებთ; მაგრამ თუ სრულ გონებაზე მყოფი იკლავს თავს, - ის ბევრს ფიქრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - ვითომ შეიძლება სრულ გონებაზე მყოფმა მოიკლას თავი? - ძალიან ბევრი იკლავს. ტკივილის შიში რომ არა, უფრო მეტი იქნებოდა. ყველა. - მაშ თქვენი ფიქრით, რა უშლის ხელს ადამიანებს თავი მოიკლან? - მე... მე ჯერ ცოტა რამ ვიცი... ისე კი ორი რამ უშლის, მხოლოდ ორი: ერთი ძალიან პატარაა, მეორე კი ძალიან დიდი, მაგრამ ეს პატარაც ძალიან დიდია. - პატარა რაღაა? - ტკივილი. - მეორე დიდი მიზეზი რაღაა? - საიქიო. - ესე იგი სასჯელი, არა? - რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოს ფიქრია, - მხოლოდ საიქიოსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულ ერთია. აი, თავი და თავი მიზანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის იმიტომ ეშინია. მე ასე მესმის. ბუნებაც ამას გვკარნახობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ყოველივე ტკივილი და შიშია. ახლა ადამიანს სიცოცხლე უყვარს, რამეთუ ტკივილი და შიში უყვარს. ასე მოუწყვეს. სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშს ფასად ეძლევა ადამიანს, აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის, გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი, ბედნიერი და ამაყი და მისთვის სულ ერთი იქნება სიკვდილ-სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - თქვენის აზრით, მაშ ის ღმერთი მაინც არსებობს? - ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი სიკვდილის შიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ჩასწვდება ტყუილის არსს. ამის მიღმა თავისუფლება არ არსებობს. ყოველივე აქ არის, ამის იქით აღარაფერია. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ღმერთია. ახლა ყველას შეუძლია ისე გააკეთოს, აღარც ღმერთი იყოს და აღარც არაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის გაუკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ, რუსები, ამერიკელებთან შედარებით უსუსური ბალღები ვართ, კაცი ან ამერიკაში უნდა დაიბადო, ან კარგა ხანს უნდა იცხოვრო იქ, თუ გინდა იმათ დონემდე მიაღწიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მესმის, მოწყენამ როგორ უნდა აიტანოს კაცი. დარდმა არ უნდა გძლიოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = „რატომზე“ ელით პასუხს? ამ პატარა სიტყვას ჰგოდებს ქვეყნიერების გაჩენის პირველი დღიდან მთელი დედამიწა. ყოველ წუთს და წამს ამას შეჰღაღადებს თავის გამჩენს ბუნება, და პასუხი აგერ უკვე შვიდი ათასი წელია ვერ მიუღია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ისეთი სახეები, ყოველ ნახვაზე რომ მუდამ სხვანაირი გეჩვენება, მუდამ რაღაც ისეთს შეამჩნევ, რაც მანამდე არ შეგიმჩნევია, გინდა ასჯერ გყავდეს ნახული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა კაცს უჭირს თვითონ ლაპარაკი, ჰოდა, აუცილებელია ეს მესამე პირმა იკისროს, ვისაც არ გაუჭირდება ზოგიერთი საჩოთირო ამბის გადმოცემა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო საშინელ დღეშია ადამიანი, ან რაც უფრო დაჩაგრული და ღარიბია ხალხი, მით მეტი სიკერპით ეჭიდება ოცნებას, სამოთხეში ამინაზღაურდება ყველაფერიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედები მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, არც იცი, რატომ და რისთვის - იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, დროებით, ასე იცის მწუხარებამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიმართლე მუდამ დაუჯერებელია. სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რუსები უნდა მავნე პარაზიტებივით გაჟლიტონ კაცობრიობის საკეთილდღეოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვეულებრივ თუ ამქვეყნად ბოლო არაფერს აქვს, უთუოდ ექნება, უთუოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს უბედურება სწორედ ისევე სჭირია, როგორც ბედნიერება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე ეშმაკური არაფერია, კაცი რომ საკუთარ თავს თამაშობ, არავინ დაგიჯერებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმდენი უნდა იქაქანო და უმტკიცო შენი, ბოლოს შენვე აგერიოს, მსმენელმაც ვერაფერი გაიგოს და თავი დაგანებოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა რომ დიდი ბოროტება ჩაიდინო, ისეთი სამარცხვინო, თავმოსაჭრელი და ამასთან... ისეთი სასაცილო... მთელი ათასი წელი არავინ დაგივიწყოს და ათასი წელი ყველამ გაფურთხოს, უცბად კი ეს იფიქრო: „შუბლში ერთი ტყვია და მორჩა ყველაფერიო“, განა სულ ერთი არ იქნება, ვინ რას იტყვის და რას იზამს შენს შემდეგ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ადამიანისთვის დრო უცბად გაჩერდება და საუკუნოდ ასე იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი რომ სრულ ბედნიერებას მიაღწევს, მაშინ ჟამი აღარ იქნება, ვინაიდან აღარც არის საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დრო საგანი არ არის, დრო იდეაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავ წუთს ბედნიერი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არც ერთ ერს არ მოუწყვია თავისი ცხოვრება მეცნიერებისა და გონების საწყისებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გონება და მეცნიერება ადამიანთა ცხოვრებაში მუდამ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა დასაბამიდან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არასდროს მომხდარა, ყველა ერსა თუ რამდენიმეს ერთი საერთო ღმერთი ჰყოლოდათ, თითოეულს თავისი ჰყავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი კაცობრიობისა, მიზანი ყოველი ერისა, მისი არსებობის მანძილზე არის მარტოოდენ ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება და რწმენა მისი, ვითარცა ერთარსებისა, ჭეშმარიტებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი არის სინთეტიკური პიროვნება მთელი ხალხისა, ამ ხალხის არსებობის დასამაბიდან დასასრულამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშაა, ადამიანი კი უბედურია. ვინც ტკივილსა და შიშს დაძლევს, თვითონ გახდება ღმერთი. ღმერთი სიკვდილის შიშია. ვინც მხოლოდ შიშის მოსაკლავად მოიკლავს თავს, უმალ ღმერთი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რას დაიჩემეთ ეს ოცი წელი! ეს ოცი წელი [მეგობრობის] მარტო საკუთარი თავმოყვარეობის ამბავი იყო და მეტი არაფერი. წერილებს ჩემთვის კი არა, შთამომავლობისთვის წერდით. თქვენ სტილისტი ხართ და არა ჩემი მეგობარი. მეგობრობა სინამდვილეში გაბუქებული სიტყვაა: გულის ჭუჭყის გადმონთხევა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენ ყველას კატეხიზმოთი გვასწავლეს: „თუ პატივს სცემ მამასა შენსა და მშობლებსა შენსა, დღეგრძელიც იქნები და სიმდიდრეც მოგეცემაო“. ასე არის ათ მცნებაში. ჰოდა, თუ ღმერთმა საჭიროდ სცნო სიყვარულის წილ ჯილდოს დანიშვნა, მაშასადამე, ეგ თქვენი ღმერთი უზნეო არის-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ. უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცალკეულ ხალხთა გაქრობის ნიშანი საერთო ღმერთის აღიარება გახლავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც და ისპობა რწმენაც თვით ხალხთან ერთად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია ხალხი, მით განსაკუთრებულია ღმერთი მისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტებისა, საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ხალხებს საერთო ცნება ექმნებათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მაშინ იწყება მათი გადაგვარება და მაშინ იშლება სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ხალხი ამყავს ღმერთამდე. ან ყოფილა კი ოდესმე სხვანაირად? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხი ეს სხეულია ღვთისა. ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვინემ საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლივ ჰგმობს. ვინემ სწამს, რომ მისი ღმერთი სხვა ღმერთებს დაამარცხებს და განდევნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ებრაელები მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მოლოდინით სულდგმულობდნენ და ქვეყნიერებას ახალი ღმერთი დაუტოვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბერძნები ბუნებას აღმერთებდნენ და მსოფლიოს თვისი რელიგია უანდერძეს ანუ ფილოსოფია და ხელოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომმა ხალხი გააღმერთა სახელმწიფოს სახით და კაცობრიობას სახელმწიფო დაუტოვა ანდერძად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ დიად ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას, თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალა არის და არა დიდი ერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - მითხარით, თქვენ თვითონ გწამთ თუ არა ღმერთი? - მე რუსეთი მწამს, მართლმადიდებლობა მწამს მისი... მწამს ქრისტეს სხეული... მწამს, რომ მეორედ მოსვლა რუსეთში მოხდება... მწამს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვაი, რომ პიგმეები ვართ ამერიკის ჩრდილოეთ შტატების აზრთა გაქანებასთან შედარებით; რუსეთი ეს ბუნების შეცდომაა და არა ჭკუისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც დიდი ადამიანი უნდა იყო, საღმა აზრმაც არ შეგაყოყმანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რწმენა რომ ხალხის გასაპირუტყვებლად გინდათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დიდი ნიჭის ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოყვასის უბედურება უცხო თვალს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მუდამ სიამეს ჰგვრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სინამდვილეში მოწყალების გაცემით მინიჭებული სიამოვნება ამპარტავნული და უზნეო სიამოვნებაა, ეს მდიდარი კაცის განცხრომაა, აქაოდა სიმდიდრე და ძალაუფლება მაქვსო და მათხოვარზე მაღლა ვდგავარო. მოწყალება ათახსირებს გამკითხავსაც და გაკითხულსაც და ვერც მიზანს აღწევს, ვინაიდან მხოლოდ ამრავლებს გლახაკებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეულ რუსეთს ყველაზე ნაკლებ ძალუძს ამქვეყნად რასმე გაუმკლავდეს. უბირი ხალხი კიდევ ჰა, რუსთა ღმერთს ეჭიდება და იმით უდგას სული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეული რუსეთი ფიცრისგან ნაგები ქვეყანა არის, ღატაკი და... საშიში ქვეყანა, სადაც ბატონებად ქედმაღალი გლახაკნი სხედან, დანარჩენი უმრავლესობა კი ხუხულებში ცხოვრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსული რევოლუციური იდეის მთელ არსს სინდისის უარყოფა შეადგენს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცისთვის სინდისი მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და მუდამ ტვირთი იყო, მთელი მისი ისტორიის მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თავის მოკვლა იმიტომ მინდა, ეს იმიტომ ვიფიქრე, არა მსურს სიკვდილისა მეშინოდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით, ყველაზე ძლიერ რა მოქმედებს ამ ხალხზე? რა და მუნდირი. მუნდირის ჯადოს ვერავინ უძლებს. მეც განზრახ ვიგონებ ჩინებსა და თანამდებობებს: ეს მდივნებიო, ეს ფარული მეთვალყურენიო, ხაზინადარნიო, თავმჯდომარენიო, ეს რეგისტრატორნიო, მათი თანაშემწენიო - ამ ანკესზე ყველა ეგება. ამასთან სენტიმენტალობაც დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თუმცა სულ მთლად არა მწამს, მაინც არ ვიტყვი, ღმერთი უნდა დაიხვრიტოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა საკუთარი ჭკუით არავინ ცხოვრობს. საკუთარი ჭკუა ახლა ძალიან ცოტასა აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უდესპოტიზმოდ არც თავისუფლება ყოფილა ქვეყნად და არც თანასწორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნიერებას ერთი რამ აკლია მხოლოდ და ეს ერთი მორჩილებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სწავლის წყურვილი უკვე დიდკაცური სურვილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბატონკაცი რომ დემოკრატიას იწამებს, ამაზე მომხიბლავი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე აუტანელი არაფერია, როცა გაუბედურებულ კაცს ასი მეგობარი დაადგება თავზე და ჩასჩიჩინებს, ბრიყვულად მოიქეციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მთლიანად არასოდეს ინანიებს დანაშაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ საზოგადოებაში მოიძებნება ნაძირალა ადამიანები, ყოველ გარდამავალ ხანაში ამოტივტივდებიან ხოლმე ისინი ზედაპირზე და არა მარტო მიზანი, ჭკუისა და აზრის ნიშანწყალიც არ გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ მოუსვენრობასა და მოუთმენლობას გამოხატავენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე არ მესმის, რად იქცევიან ეს ჩვენი ბატონი გენიოსები თავიანთი დიდებული წლების მიწურულს, როგორც პატარა ბიჭები? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მსუბუქი ლიტერატურული კითხვის დროს, რაც უნდა გენიოსი იყო, საზოგადოებას ოც წუთზე მეტი გული არ უნდა გაუწყალო, თორემ დაუსჯელად ვერ გადარჩები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცობრიობის ბედ-იღბალისთვის სისულელე ისევე საჭირო გახლავთ, როგორც უდიდესი გენია... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანიის გარეშეც გაძლებს, რუსი კაცის გარეშე ხომ გაძლებს და გაძლებს, მეცნიერების, პურის გარეშეც გაძლებს, მაგრამ სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს, რამეთუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე! ამაშია მთელი საიდუმლოება, ეს არის, რაც არის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ მეცნიერებაც წუთით ვერ გასძლებს სილამაზის გარეშე, ეს იქნება ხეპრეობა და არა მეცნიერება, ლურსმანსაც ვერ გამოიგონებს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ; უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“ და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საერთოდ, რუსი ქალის სილამაზეს უზადოება აკლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტების თვალნათლივ დანახვამ არ შეიძლება მაინც არ შეგაძრწუნოს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რა საზიზღარი, რა სულმდაბალი პირუტყვია ადამიანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი და მისი შეხედულება - ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთმანეთისგან განსხვავებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ზოგჯერ ისეთი წამები, ეს ხუთი თუ ექვსი წამია მხოლოდ, როცა შენს სულში განუწყვეტელი ჰარმონია ისადგურებს. ამას მიწიერი არაფერი აქვს. მე არც ზეციურს დავარქმევდი, უბრალოდ მიწიერი ადამიანი ამას ვერ გაუძლებს, ან ფიზიკურად უნდა შეიცვალოს, ან მოკვდეს. ეს არის ნათელი, უდავო შეგრძნება. თითქოს უცბად შეიგრძნობ მთელ ბუნებას და უცებ ამბობ: ეს კი მართალიაო. როცა ღმერთმა ეს ქვეყანა გააჩინა, გაჩენის ყოველი დღის ბოლოს ასე ამბობდა: „ეს მართლა კარგიაო“. ეს... გულაჩუყება არაა, ეს უბრალოდ სიხარულია. თქვენ აღარც პატიება გჭირდებათ ვისიმე, ვინაიდან საპატიებელი აღარაფერი გაქვთ. ეს სიყვარულზე მეტიცაა! საშინელი ის არის, რომ ყველაფერი ასე საშინლად ცხადია და ასე დიდად სახარბიელო. ეს კიდევ ერთი წამი რომ გაგრძელდეს, შენი სული ვერ გაუძლებს და გაქრება. ამ ხუთ წამში მე მთელ სიცოცხლეს განვიცდი და მთელ სიცოცხლეს არ დავიშურებ ამ წამებისათვის. ათი ასეთი წამის გასაძლებად ფიზიკური გარდაქმნაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობდი, ლიტონი სიტყვები არ ყოფილიყო. მხოლოდ ამიტომ ვცოცხლობდი. ახლაც ყოველდღე ამას ვნატრობ, ლიტონი სიტყვები არ იყოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ ღმერთი არის, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ. თუ არ არის, ყველაფერი ჩემი ნებაა და მოვალე ვარ ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნუთუ ამ პლანეტაზე ისეთი არავინ მოიძებნება, ღმერთი უარყოს, თვითნებობა ირწმუნოს და მერე გაბედოს ეს თვითნებობა გამოავლინოს? ეს იგივეა, გლახაკმა მემკვიდრეობა მიიღოს და შიშით სალაროს ვერ გაეკაროს. მე მინდა ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. თუ სხვამ არა, მე ერთი გავაკეთებ ამას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მოვალე ვარ თავი მოვიკლა, ვინაიდან ჩემი თვითნებობის მთავარი მუხლია - შენი ხელით მოიკლა თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემთვის ყველაზე დიდი იდეა ის არის, რომ ღმერთი არ არსებობს. ამას ადასტურებს კაცობრიობის ისტორია. ადამიანს სხვა არაფერი უკეთებია, გარდა ღმერთის გამოგონებისა, რა არის თავი არ მოეკლა და ეცოცხლა. მთელი მსოფლიოს ისტორია დღემდე ეს არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იყო ამ ქვეყნად ერთი დღე და იმ დღეს დედამიწაზე სამი ჯვარი იდგა. ერთს, იმ ჯვარზე გაკრულს, ისე სწამდა, მეორეს უთხრა: „დღეს ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდებიო“. დასრულდა დღე, ორივე მოკვდა. იარეს, იარეს და ვერც სამოთხე ნახეს, ვერც მკვდრეთით აღდგომა იხილეს. ნათქვამი არ ახდა. მისმინე: ეს კაცი იყო უდიადესი არსება ამ ქვეყანაზე, მისთვის ღირდა მხოლოდ ესულდგმულა ქვეყნიერებას. მთელი პლანეტა, ყოველივე, რაც მასზე არის, ამ კაცის გარეშე სიგიჟეა და სხვა არაფერი. არც მანამდე და არც მერე მისი მსგავსი არ შექმნილა და არც შეიქმნება, რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს. სასწაულიც სწორედ ის არის, რომ მისი მსგავსი არც ყოფილა და არც იქნება. ხოლო თუ ასეა, თუ ბუნების კანონებმა ისიც არ დაინდეს, თავისივე სასწაულიც გასწირეს, ისიც იძულებული გახადეს ამ ცრუ წუთისოფელში ეცხოვრა და სიცრუისთვის მომკვდარიყო, მაშასადამე, ეს პლანეტა სიცრუეა, სიცრუეზე დგას და ყველაფერი მხოლოდ ადამიანის დაცინვაა. მაშასადამე, თვით პლანეტის კანონები სიცრუე და ეშმაკისეული ვოდევილი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვერ გამიგია, როგორ შეიძლება სცოდნოდა ათეისტს, ღმერთი არ არისო, და მაშინვე თავი არ მოეკლა? იცოდე, ღმერთი არ არის და ისიც იცოდე, შენ თვითონ ღმერთი ხარ - ამაზე მეტი უაზრობა არ შეიძლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ვიკლავ თავს, რომ დავამტკიცო ჩემი ურჩობა და ჩემი ახალი საშინელი თავისუფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ ყველას, უპირველეს ყოვლისა, შევუნდოთ და ვაპატიოთ მუდამ და ყოველთვის... იმედია, ჩვენც შეგვინდობენ. რამეთუ ყველანი ერთმანეთის წინაშე დამნაშავენი ვართ... დიახ, დამნაშავენი!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, ბედნიერია ის, ვისაც ღმერთი ცხოვრების გზაზე ქალს შეახვედრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ ქვეყანასთან რომ ანგარიში გაასწორო და სრული თავისუფლება მოიპოვო, შენდობა, შენდობა და შენდობაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძნელი ყოფილა ამ ქვეყანაზე ისე იცხოვრო, არ მოიტყუო... და... შენივე ტყუილი არ დაიჯერო, დიახ, სწორედ ასეა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ეს ეშმაკნი, გამოსულნი სნეულისგან და შესულნი ღორებში (ბიბლიური სიუჟეტი) - ეს სულ მუწუკები და წყლულებია, უწმინდურება და სიბინძურე, ეშმაკნი და ეშმაკეულნი, რომელთაც შეჭირვებული ჰყავთ ჩვენი ტკბილი სნეული, ჩვენი დიდი რუსეთი საუკუნეთა მანძილზე. დიახ, რუსეთი, რომელიც მე მუდამ მიყვარდა. მაგრამ აზრი ზენარი და ნება ზენარი მოევლინება მას ზეციდან, როგორც იმ ეშმაკებისგან შეპყრობილ შეშლილს და გამოვლენ მისგან ყველა ეს ეშმაკნი, ეს უწმინდურება, მთელი ის სიბილწე, ზედაპირზე ჩირქიან მუწუკებად გამოსული... და თვითონვე შეიხვეწებიან, გაგვიშვიო, ღორებში შევალთო. თუმცა, იქნებ უკვე შესულნიც არიან! დიახ, დიახ, ეს ჩვენ ვართ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი ახლა თუნდაც იმიტომ არის ჩემთვის აუცილებელი, რომ ადამიანს მარტო მისი სიყვარული შეუძლია ნიადაგ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უკვდავება თუნდაც იმიტომ მომენიჭება, ღმერთი არ იქნება ისე უსამართლო, გულში ჩამიქროს მისი სიყვარულის ერთხელ ანთებული ლამპარი: სიყვარულზე ძვირფასი კი განა რა არის? სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს? თუ მე შევიყვარე იგი და სიხარული მომგვარა ამ სიყვარულმა - შეიძლება კი გამაქროს მეც, ჩემი სიხარულიც და არად გვაქციოს? თუ ღმერთი არის, მეც უკვდავი ვარ! Voila ma pfofession de foi (აი, ჩემი რწმენა სჯულისა) | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს... უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, მალული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ჩემზე უსაზომოდ სამართლიანი და ბედნიერი, უკვე მეც მავსებს უზომო სასოებით, როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მქონდეს ჩადენილი! ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასათვის და ყოველივესთვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანმა მუდამ შეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთილება მოკლავთ. უსაზღვრო და უსაზომო ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც ის პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობრებო და კეთილებო: გაუმარჯოს დიად აზრს, უკვდავ, უსაზომო აზრს, ყოველმა კაცმა მუხლი უნდა მოიდრიკოს იმის წინაშე, რასაც დიადი აზრი ჰქვია. დიადი ხომ ყველაზე სულელსაც სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ წარმოუდგენლად პატივმოყვარე ლიტერატორებს თითქოსდა მოვალეობად მიაჩნიათ არც დამალონ ეს თავისი პატივმოყვარეობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ისეთი ლიბერალი, რომელსაც არავითარი მიზანი არ გააჩნია, მარტო რუსეთში გახლავთ შესაძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენი შრომით ცხოვრება არ შეგვიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ღმერთი მწამს, მაგრამ ამას გარკვევა უნდა: მწამს არსება, რომელსაც მე ჩემში ვატარებ და ჩემში შევიცნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც არ იცი, ვერც შეიყვარებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ყველა და ჩვენც ყველა ახლა - ან სულმდაბალი ათეისტები ვართ, ან გულაყრილი, გათახსირებული ვიგინდარები და მეტი არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი რამის აღიარება მართლაც ძნელია ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ისეთ რამეებზე არ ვმსჯელობ, რაც უკვე გადაწყვეტილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი ყოვლის მხილველ თვალსაც მოატყუებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგ საგანზე არამცთუ არ შეიძლება კაცმა ილაპარაკოს, ლაპარაკის წამოწყებაც კი უჭკოუბაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ აჯანყებას დაიწყებ, უთუოდ ათეიზმიდან უნდა დაიწყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომის კათოლიციზმი ქრისტიანობა აღარ არის, რომმა ის ქრისტე იწამა, რომელსაც ეშმაკის მესამე ცთუნებამ სძლია. კათოლიკებმა რომ გამოაცხადეს, ამქვეყნიური მეუფების გარეშე ქრისტე ფეხს ვერ მოიკიდებსო, ამით ანტიქრისტე აღიარეს და მთელი დასავლეთი დაღუპეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სოციალიზმი უკვე თავისი შინაარსით ათეიზმია, რამეთუ პირველივე სტრიქონი აცხადებს, რომ ის ათეისტური მოძღვრებაა და განზრახული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისა და გონების საწყისებზე მოაწყოს ყველაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საფრანგეთი მთელი თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რომაული ღმერთის იდეის განვითარება იყო, ხოლო თუ თავისი რომაული ღმერთი ბოლოს უფსკრულში გადაისროლა და ათეიზმი ირწმუნა, რასაც ჯერჯერობით სოციალიზმად ნათლავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ათეიზმი რომის კათოლიციზმზე უფრო ჯანსაღი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთს ვერ იწამებ, თუ ღმერთი არა გყავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იშრომეთ და შრომით ჰპოვეთ ღმერთი; ეს არის ყველაფრის დედაარსი, ანდა გაქრით, ვით საზიზღარი ობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ჭკვიანები აღარ ყბედობენ, პირი აქვთ დაცული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შრომა გვეზარება, ფულის მადა კი დიდი გვაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მათხოვრობამ არ შეიძლება კაცი არ გარყვნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი პროკლამაციის ერთ სტრიქონში უფრო მეტი აზრია, ვინემ რომელიმე კანცელარიის მთელ საქმიანობაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგად საკაცობრიო მიზნების მიღწევა გაცილებით მაღლა დგას ხორციელ სიამოვნებაზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი აუცილებელია და ამიტომაც უნდა იყოს, მაგრამ მე ვიცი, ღმერთი არ არის და არც შეიძლება იყოს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მაინც ქალია, გინდაც მონაზვნის სამოსელი ეცვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენს ცოდვილ დროში რწმენა მამა ზეციერისა ადამიანის ერთადერთი სასოებაა ამ ტანჯვისა და ვაების წუთისოფელში, ისევე როგორც მართალთათვის აღთქმული საუკუნო ნეტარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''საწყალი ადამიანები'' (1846) === [[ფაილი:Dostoevskij 1863.jpg|thumb|right|150პქ|მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს.]] {{Q | ციტატა = ოჰ, ნეტავი რა მომელის, როგორი იქნება ჩემი ბედი! რა მძიმეა ცხოვრება, როცა აწმყო გაურკვეველია, არა გაქვს მომავალი, არ იცი რა გელის. უკან მიხედვისა კი გეშინია. იქ ყველაფერი მწუხარებით არის მოცული, მისი ერთხელ მოგონებაც კი გულს მისერავს. მთელი სიცოცხლე უნდა ვიტირო ჩემი დამღუპველი ბოროტი ადამიანების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხანდახან ხდება ხოლმე, ადამიანი დაიბნევა საკუთარ გრძნობებში და ჩმახავს რაღაცას. ამის მიზეზი სხვა არაფერი არ არის რა, თუ არა სისულელემდე გადაჭარბებული გულის სიფიცხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ინატრეთ ვარდები, დღეს კი გიგზავნით, ხომ ხედავთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის ხოლმე, მადლობა უფალს, რომ ჩვენი უბედურებანიც მთავრდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუმცა ბნელი ადამიანი ვარ, შეიძლება ჩერჩეტიც, მაგრამ მათგან განსხვავებით ვიცი, რომ გული მეც ისეთი მაქვს, როგორიც ყველა სხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მიყვარს, როცა ბავშვი ჩაფიქრებულია, სამძიმოა მათი ყურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საწყალი ადამიანი საშინლად მომკითხველია, ის ღვთის გაჩენილ ქვეყანასაც სხვა თვალით უყურებს, ყველა გამვლელს ალმაცერად უცქერს და თავის ირგვლივ შემკრთალი იყურება, თითოეულ სიტყვას აკვირდება - ვინ იცის, იქნებ ჩემზე ამბობენ რამესო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც გინდა წერონ, რაც გინდა ჯღაბნონ მჯღაბნელებმა, საწყალი ადამიანის ცხოვრებაში მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამას წინათ ემელია მეუბნებოდა, რომ რაღაცაზე ხელი მოაწერინეს და ათშაურიანი მისცეს იმის გამო, რომ იდგა უბრალოდ გაუნძრევლად, მას ეგონა სიკეთის გამო მისცეს და თურმე, ისინი ფულს იხდიდენ საწყალი ადამიანის ნახვაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დღეს სიკეთეს რაღაც უცნაურად სჩადიან, ვინ იცის, იქნებ მუდამ ასე იყო. მათ ან არ იციან როგორ აკეთონ ეს საქმე, ანდა ამ საქმის დიდი ოსტატები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს შიშველი თითი რომ მოუჩანს, იდაყვთან გამოხეული ტანისამოსი რომ აცვია, ამას თავისებურად აღწერენ და ყიდიან. თქვენ ხომ ყველას წინაშე არ გაშიშვლდებით, სწორედ ასევე საწყალი ადამიანს არ უყვარს, როცა მის გალიაში იყურებიან და აკვირდებიან, როგორი ოჯახური პირობები აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის წლები, საიდან სად! ხანდახან ერთი კაპიკიც კი არ გამაჩნდა. მციოდა, მშიოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. დილით ნევსკაიაზე გავივლიდი, ვინმე ლამაზმანს წავაწყდებოდი და მთელი დღე ბედნიერი ვიყავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი'' (1861) === [[ფაილი:Fyodor Mikhailovich Dostoyevsky 1876.jpg|thumb|right|150პქ|თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით.]] {{Q | ციტატა = ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს ერთ წელიწადში გამოივლის ადამიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თქვენთვის, მჯღაბნელებისათვის ყველა მომხიბვლელია, ვისაც კაბა აცვია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ასე მოსდით ზოგჯერ უგულკეთილეს, ამავე დროს სუსტი ძარღვების მქონე ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი გულკეთილობისა, თვით ნეტარებამდე აჰყვებიან ხოლმე საკუთარ ვარამსა და რისხვას, ეძებენ საბაბს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველაფერი გადმოანთხიონ, თუნდაც გული ატკინონ სხვა უდანაშაულო და მეტწილად მათთვის ყველაზე მახლობელ ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ქალს მაგალითად ზოგჯერ მოთხოვნილება აქვს, თავი უბედური და დაჩაგრული ეგონოს, თუნდაც არც წყენა მიეყენებინოს ვინმეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც სამუდამოდ დაკარგულია, იმას ვეღარ დაიბრუნებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ ქალი რამეში დამნაშავედ გრძნობს თავს, უმალ ამჯობინებს შემდგომში ათასგვარი ალერსით გამოასწოროს თავისი დანაშაული, ვიდრე დანაშაულის აშკარა მხილების დროს აღიაროს იგი და პატიება ითხოვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო მეტია სათნოება და სიკეთე, მით მეტი ეგოიზმია მასში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} === ''ყმაწვილი'' (1875) === [[ფაილი:Valikhanov.jpg|thumb|right|150პქ|თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.]] {{Q | ციტატა = რასაც არ უნდა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა ,,ნაკადული'' თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა ხომ ერთნაირი ბუნებისა არ არის; ბევრ ადამიანს ლოგიკური დასკვნა ხანდახან გადაექცევა ხოლმე უძლიერეს გრძნობად, რომელიც დაეუფლება მთელ მის არსებას, რომელსაც ასე იოლად ვერ განდევნი და ვეც გადაასხვაფერებ. ასეთი კაცი რომ განკურნო, თვითონ ის გრძნობა უნდა შეუცვალო, ეს კი შეუძლებელია, თუ სანაცვლოდ არ მოინახა რომელიმე სხვა, ისეთივე სიძლიერის გრძნობა. ეს მუდამ ძნელია, ხოლო ხშირ შემთხვევაში კი - შეუძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული ერთადერთი გზაა, რომელიც არარა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამისა და თანაც მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია - პატიოსანია ის თუ უპატიოსნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, უთუოდ შემონახული აქვს ხსოვნაში რაიმე მოგონება ისეთი ამბისა, რაც მას გადახდენია და რაც მას შეუფასებია ან მზადაა შეაფასოს როგორც ფანტასტიკური, უჩვეულო, იშვიათი, თითქმის სასწაულებრივი რამ, სიზმარი იქნება ეს, შეხვედრა, მკითხაობა, წინაგრძნობა, თუ რაღაც ამგვარი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უჭირს ადამიანს იცოდეს ყველა შეცოდება, გაერკვეს რა არის ცოდვა და რა არა: აქ საიდუმლოებაა, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეიცან ყოველივე, რამეთუ როცა შეეყრები უღმერთოს ვისმეს ან თავაშვებულს, შეგეძლოს პასუხი მიაგო, რათა მან არ გაგაბრუოს მკრეხელობით და არ აგიმღვრიოს უმწიფარი ფიქრები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად რჩება; ხოლო თუ მოკვდა მრავალ ნაყოფს გამოიღებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ცუდია თუ შეწყვიტე წიგნების კითხვა, სამწუხარო იქნება თუ ცხოვრების აღსასრულს ჩემსავით ეტყვი შენს თავს: მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ კარგი არაფერი ვიცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მწამს ღმერთი, რადგანაც შემიძლია ვიწამო ის, და მწამს იმდენად, რამდენადაც შემიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეტისმეტად ამაყ ადამიანს უყვარს სწამდეს ღმერთი, მეტადრე ისეთს, ვინც ადამიანებს ცოტა არ იყოს ზიზღით შესცქერის. მრავალ ადამიანს აქვს რაღაცნაირი ბუნებრივი მოთხოვნილება - იპოვნოს ვინმე ან რამე, რის წინაშეც ქედს მოიხრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლანდელი დრო ესაა უკიდურესობათა რიდისა და უგრძნობლობის დრო, უმეცრებისკენ, სიზანტისკენ ისწრაფვის დრო, საქმის გაკეთების შნო აღარავის აქვს, ყველა მზამზარეულს მოითხოვს. არავინ არაფერს უფიქრდება, იშვიათად რომ შეიქმნეს რაიმე იდეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერ ადამიანს ხანდახან ძალიან უმძიმს საკუთარი სიძლიერის ატანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ გულწრფელად გვინდა პატიოსნები ვიყოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უსაზიზღრესი გარყვნილება კისერზე ჩამოკიდებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საუკეთესონი კაცთა შორის არც სხვებზე მეტნი არიან რამით და არც ნაკლებნი, ისინი მხოლოდ შეშლილები არიან. მარტოოდენ საშუალონი და უნიჭონი არიან მოლხენილნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხე რომ დარგო კაცმა, ყველა ირგვლივ დაგცინებს: რაღას რგავ, შენ მაგ ხეს ვერ მოესწრებიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზნის მიღწევა მათემატიკურადაა უზრუნველყოფილი. საქმე მეტად მარტივია, მთელი საიდუმლო ორად ორ სიტყვაშია: შეუპოვრობა და განუწყვეტლობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა რელიგია და ყველა ზნეობრიობა რაც კი ქვეყნად არსებობს, ერთნაირია ერთ რამეში: „გიყვარდეს სათნოება და გაურბოდე ბიწიერებას.“ ხომ თითქოს არაფერია ამაზე ადვილი არა? აბა სცადეთ ერთი, ჩაიდინეთ სათნო და გაექეცით თქვენს თუნდაც ერთ ბიწიერებას. აი, ამიტომ მეორდება ეს ორი სიტყვა საუკუნეების მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მინდა მხოლოდ ის, რაც ძლიერებით მოიპოვება, რასაც სხვა გზით, თუ არა ძლიერებით ვერ მოიპოვებ. ესაა განმარტოვება და საკუთარი ძალის მშვიდი შეგნება! აი, ყოვლად სრული განმარტება თავისუფლებისა, რაზეც ასე თავს იტეხს კაცობრიობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი ხშირად გულწრფელად განიცდის, მაგრამ მაინც თამაშობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებიც როგორც კი ცივი წყალი გადაევლებათ, მაშინვე უარს ამბობენ არა მარტო თავის საქციელზე, არამედ იდეაზეც და თვითონვე დასცინიან იმას, რაც ერთი საათის წინ წმიდათა წმინდად მიაჩნდათ, ო, რა იოლად ახერხებენ ამას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც ბევრია თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ჩვეულების გამო, ისევ ახალგაზრდა თაობა ჰგონია თავი, რაკი ჯერ კიდევ გუშინ ასეთი იყო, და იმას კი ვერ ხვდება, რომ უკვე გარიყულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნდა შეგეძლოს ცხოვრების პატარ-პატარა უბედურებათა ატანა. უბედურებანი თუ არ იქნა, ცხოვრება არცა ღირს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = წვრილმანები არ დაგავიწყდეს, რაც უფრო პატარაა რაიმე ხაზი, მით უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალზე არ უნდა უამბო მესამე პირს, კონფიდენტი ვერ მიგიხვდება. ანგელოზი რომ ანგელოზია, ისიც ვერ მიგიხვდება. თუ ქალს პატივს სცემ, ნუ გაიჩენ კონფიდენტს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოტელომ დეზდემონა იმიტომ კი არ მოკლა და მერე თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ეჭვიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას იდეალი წაართვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მხიარულება თავიან-ფეხებიანად გასცემს ადამიანს. ზოგი ხასიათი ისეთია, დიდ ხანს ვერ გაუგებ, მაგრამ გაიცინებს ადამიანი უცებ ძალზე გულწრფელად და მთელი მისი ხასიათი თითქოს ხელის გულზე გადაშლილაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოცინარი და მხიარული ბავშვი სამოთხის შუქია, მომავლის გამოცხადებაა, როცა ადამიანი ბოლოს და ბოლოს ბავშვივით უმანკო და გულუბრყვილო შეიქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა მწარეა მოხუცის ავადმყოფობა, ხომ თიითქოს სული რაღაში უდგიაო, მაგრამ მაინც რომ ცოცხალია და შეჰხარის ქვეყნიერებას და ვგონებ სიცოცხლე თავიდან რომ ჰქონდეს დასაწყები, არც ეს შეუკრთობდა სულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი დრტვინვით ან უკმაყოფილებით შეხვდა სიკვდილს, ესე არს ცოდვა უდიდესი. ხოლო თუ სულის სიმხიარულემ შეაყვარა სიცოცხლე, მაშინ ვფიქრობ უფალიც მიუტევებს ყველაფერს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაფერი საიდუმლოებაა მეგობარო, ყველაფერი უფლის საიდუმლოებაა. ეს საიდუმლობაა დატანებული ყოველ ხეში, ბალახის ყოველ ღეროში, პაწია ჩიტუნა გალობს თუ ვარსკვლავთა ხომლი კაშკაშებს ღამით ზეცაში - სულ ერთი საიდუმლოებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააკვირდით წყლის წვეთს და დაინახავთ მთელ ახალ სამყაროს, ცოცხალ არსებათა მთელს ცხოვრებას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთონი არ შემხვედრიან, მხოლოდ მოუსვენარი ადამიანები მხვდებიან, აი მათი ნამდვილი სახელი, ვინაიდან მთელი თავისი დღე და მოსწრება სულ კითხულობენ, წიგნიერი სიტკბოთი გამძღარნი ერთს მსჯელობაში არიან, თვითონ კი მაინც ვერაფერში გარკვეულან, არაფრის გადაწყვეტის შნო და უნარი არა აქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. გამოდის რომ რითაც შუქი გვეფინება, იმასვე ვწყევლით და არც კი ვიცით, რომ ასეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება თუ რამეს არ ეთაყვანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთო ათეისტი კი არა, ის არის, ვინც მართლა უღმერთოა და პირზე ღვთის სახელი აკერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვექილი დაქირავებული სინდისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ან კი რა არის შენი „ამ ქვეყნად?“ განა მარტოოდენ ოცნება არა? აიღე ქვიშა და დათესე ქვაზე; როცა ის ქვიშა იმ ქვაზე ამოვა და გაიხარებს, მაშინ შენი ოცნებაც ამქვეყნად ხორცს შეისხამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ მეკითხებოდეს, ყოველ განვითარებულ ადამიანს მცნებად დავუსახავდი, რომ თავისი სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად და რაღაცით გააბედნიეროს თუნდაც ერთი არსება. ოღონდ პრაქტიკულად, ესეიგი ნამდვილად გააბედნიეროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა იდეალისტი შუბლით შეასკდება სინამდვილეს, სხვებზე უმალ ყოველთვის სწორედ ის წარმოიდგენს ყოველგვარ სისაძაგლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენში ხომ სწორედ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს თუნდაც რაიმენაირი წესრიგი, ოღონდ კი ბოლოს და ბოლოს საკუთარი იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მუდამ ასე ემართებათ ხოლმე „უმწეოებს“: იციან, რომ იღუპებიან, და მაინც არ იშლიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი ხალხი არის მეორეხარისხოვანი ხალხი, რომელსაც წილად რგებია იყვეს მხოლოდ მასალა უფრო კეთილშობილი მოდგმისა, თვითონ კი ვერ ითამაშებს დამოუკიდებელ როლს კაცობრიობის ბედ-იღბალში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნად არიან სამი ჯურის არამზადები: მიამიტი არამზადები, ე.ი. დარწმუნებულნი, რომ მათი არამზადობა უმაღლესი კეთილშობილებაა; არამზადები, რომელთაც რცხვენიათ, - ესე იგი ერცხვინებათ საკუთარი არამზადობისა, მაგრამ უსათუოდ უნდათ მაინც ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი სიგლახე, და დასასრულ უბრალოდ არამზადები, წმიდა წყლის არამზადები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი იმდენად სამართლიანი და დიდსულოვანია, რომ, თავისდა საზიანოდ, სხვას მიაგებს კუთვნილს, ასეთი კაცი, თავისი ღირსებით, უფრო მაღლა დგას სხვებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქორწინების საქმე რომ მარტო ქალებზე იყოს დამოკიდებული - არც ერთი ქორწინება არ შერჩებოდა ბოლომდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქ, სადაც საქმე ეხება არა რწმენას, არამედ იმას, რაც მათ რწმენად მიაჩნიათ, და, მაშასადამე, მათებურად, წმიდაცაა, იქ თუ გინდა ჯვარს ეცმევიან, წამებას აიტანენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნარი - პატივი სცე საკუთარ თავს, მეტად იშვიათია ქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, ისევე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი საკუთარი ღირსება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველი კაცის ცხოვრებაში არის ხოლმე იმდენად თითქოსდა ექსცენტრული წადილი და ოცნება, რომ ერთი შეხედვით შეუცდომლად შეიძლება სიგიჟედ ჩაითვალოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საოცარია, რამდენი გარეშე ფიქრი გაუელვებს ხოლმე გონებაში ადამიანს სწორედ მაშინ, როცა სულ ერთიან შეძრულია რაიმე უდიდესი ამბით, რომელსაც, სინამდვილეში, უნდა ჩაეხშო სხვა გრძნობები და გაეფანტა ყველა სხვა, მეტადრე კი წვრილმანი ფიქრები; პირიქით კი ხდება ხოლმე, ასეთ დროს სწორედ წვრილმანი ფიქრები დაესევიან და საშველს არ აძლევენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსები - ფრენოლოგიის, კრანიოლოგიისა და თვით მათემატიკის საფუძველზეც კი - მეორეხარისხოვანი მოდგმის ხალხია, და რომ, მაშასადამე, არც ღირს რუსად სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, მუდამ აცალე ხოლმე ადამიანს ცოტა წაიტყუილოს - ამით ვის რა დაუშავდება. ბევრიც აცალე. ჯერ ერთი, ამით გამოიჩენ შენს ზრდილობას, მეორეც, სანაცვლოდ შენც გაცლიან ტყუილს - ერთბაშად ორი უდიდესი ხეირია. Que diable! უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შეუძლებელი რამაა. და, მაინც, უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე სთესე სიკეთე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უფლება არა გაქვს სხვები განსაჯო, რადგან სხვების მსაჯული რომ იყო, ტანჯვით უნდა მოიპოვო განსჯის უფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრებთან, გულით საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრება - აი სამოთხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცილი სულის შეუმცდარი ჭაშნიკია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ხოლმე ისეთი მიამიტობა, რომელიც მიენდობა ყველასა და ყველაფერს და ეჭვადაც არა აქვს, დამცინიანო. ასეთი ადამიანები მუდამ გონებაშეზღუდულები არიან, ვინაიდან შეუძლიათ პირველ შემხვედრს გადაუშალონ გული და რაც კი რამ სანუკვარი აქვთ, გადმოულაგონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს ვერ ეთაყვანა; ვერ გაუძლებს თავის თავს ასეთი კაცი, ვერც ვერანაირი კაცი. ღმერთიც რომ უარჰყოს, კერპს დაუწყებს თაყვანისცემას - ხის, ოქრისი თუ გონების კერპს. სულ კერპთაყვანისმცემლები არიან ასეთები, და არა უღმერთონი, აი რა უნდა დავარქვათ მათ. უღმერთო ვითომ რატომ არ უნდა იყოს ქვეყნად? არიან ისეთები, რომლებიც მართლაც უღმერთონი არიან, ოღონდ ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან ამათზე, რადგან პირზე ღვთის სახელი აკერიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მამაკაცი ნამდვილად ზნეობრივად ემონება დედაკაცს, მეტადრე თუ დიდსულოვანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნახულა ქალი სულმდაბალი რომ არ იყოს? ამიტომაც უნდა ბატონობდეს მასზე მამაკაცი, ამიტომაც გაუჩენია ქალი ღმერთს დამოკიდებულ არსებად. ქალი - ბიწია და ცთუნება, მამაკაცი კი - კეთილშობილება და დიდსულოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი იყოს დიადი, თორემ რა უჭირს, პატარა ჭუჭყი თუ გაერევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესად განვითარებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ზეიმურად და ძლევამოსილად ბედნიერი სახე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძალდატანებული, გადარეული სიყვარული ისე მოქმედებს, როგორც ავი ზნე, როგორც მარყუჟი, როგორც ავადმყოფობა, და - როგორც კი ნატვრას შეისრულებს კაცი - მაშინვე ჩამოეცლება ბისტი და ჩნდება სულ საწინააღმდეგო გრძნობა: ზიზღი და სიძულვილი, მოსპობის, განადგურების სურვილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნება მომეცით მოგახსენოთ „წმინდა წყლის არამზადაზე“. მე ერთი ამხნაგი მყავდა, ლამბერტი, რომელიც ჯერ კიდევ თექვსმეტი წლისა მეუბნებოდა: როცა მდიდარი ვიქნები, ჩემთვის ყველაზე დიდი ნეტარება ის იქნება, რომ პურისა და ხორცის ჭმევას დავუწყებ ძაღლებს იმ დროს, როცა ღატაკთა შვილები შიმშილისაგან სიკვდილის პირას იქნებიან მისულნიო, ხოლო როცა შეშა აღარ ექნებათ, მთელ საწყობ შეშას ვიყიდი, მინდვრად დავაწყობ და ცეცხლს გავუჩაღებ, ღარიბ-ღატაკთ ერთ ღერსაც არ მივცემო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ას წლამდე რომ ვიცოცხლო, ხელმეორედ აღარ დავუბრუნდები ავტობიოგრაფიის წერას. ზედმეტად უნდა გიყვარდეს თავი, რომ მასზე წერო და არ შეგრცხვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება?! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინაიდან სამყაროს შექმისას ჩემთვის არაფერი უკითხავთ, მეც ვიტოვებ უფლებას, ამ მხრივ საკუთარი შეხედულება ვიქონიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ შეიძლება კაცს უთხრა, გასაკეთებელი არაფერიაო? ვერ წარმომიდგენია ისეთი მდგომარეობა, რომ ოდესმე აღარაფერი იქნეს გასაკეთებელი! იშრომეთ კაცობრიობისთვის და დანარჩენზე ნუ ზრუნავთ. საქმე იმდენია, რომ ამისთვის მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა, თუკი დაკვირვებით მიმოვიხედავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა დიდი რამ უნდა მშვენიერი იდეის უარყოფას? მთავარი ისაა, ასევე მშვენიერით ჩაანაცვლო იგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები ამჯობინებენ ღმერთს, რათა ქედი არ მოუხარინ ადამიანებს, - ცხადია, თვითონაც არ უწყიან, როგორ ემართებათ ეს – ღვთის წინაშე ქედის მოხრა არც ისე შეურაცხმყოფელია. ასეთები ხშირად მეტისმეტად მორწნუნენი ხდებიან ხოლმე, უფრო სწორად, გულმხურვალედ მოსურნენი, რომ სწამდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქნებ უკეთესიც იყოს, როცა ადამიანები შეურაცხყოფას გვაყენებენ: ყოველ შემთხვევაში, ეს თავიდან აგვაცილებს იმ უბედურებას რომ შევიყვაროთ ისინი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ რევოლვერი მქონდეს, სადმე ცხრაკლიტულში დავმალავდი, ღმერთს გეფიცებით, დიდი მაცდუნებელი რამაა. მე, იქნებ, არც მჯერავს თვითმკვლელობის ეპიდემიის, მაგრამ თუ აი, ეს ყოველ წუთს თვალში გეჩხირება კაცს, - ღმერთმანი არის ხოლმე წუთები, რომ შეიძლება გაცდუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე ძნელად გასაგები სწორედ ის იდეებია, რომლებიც ყველაზე მარტივია და ნათელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უბრალოს მხოლოდ სულ ბოლოს გაიგებ კაცი ,როცა მოსინჯავ ყველაფერს, რაცაა ბრძნული და რაცაა ბრიყვული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სრულიადაც არ არიან ადამიანები ისეთი მშვენიერები, რომ მათზე ესოდენ ზრუნვა ღირდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი უდიდესი ძალაუფლებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რეალიზმი, რომელიც საკუთარი ცხვირის წვეტით განისაზღვრება, ყველაზე უგუნურ ფანტასტიკურობაზე უფრო საშიშია, ვინაიდან ბრმაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კიდევ ის მიყვარს თქვენში, რომ ღიმილი არ გშორდებათ სახიდან: ეს ჩემი სამოთხეა!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო კარგო, სრულიადაც არ მინდა შენი იდეალების სანაცვლოდ რომელიმე ბურჟუაზიულ სიკეთეს დაგახარბო. არ ჩაგჩიჩინებ, დევგმირობას ბედნიერება სჯობია-მეთქი; პირიქით, დევგმირობა ყოველგვარ ბედნიერებაზე მაღლა დგას, და თუნდაც მარტოოდენ უნარი ამისა – თავისთავად ბედნიერებაა… სწორედ ამიტომაც გცემ პატივს, რომ ამ ჩვენს დამყაყებულ დროში შეძელი, საკუთარ სულში გაგეჩინა რაღაც „შენი იდეა“, მაგრამ მაინც შეუძლებელია, არ ვიფიქროთ ზომიერებაზე, ვინაიდან შენ სწორედ ახლა გსურს გიჟმაჟი სიცოცხლე, გინდა რაღაც ააგიზგიზო, დაამსხვრიო, მთელ რუსეთზე მაღლა დადგე, საავდრო ღრუბელივით გადაუარო თავზე, ყველანი შიშითა და აღტაცებით მოცულნი დატოვო, თავად კი გადაიმალო ჩრდილო ამერიკის შტატებში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - უნდა გწამდეს ღმერთი, ჩემო კარგო. - და თუკი არ მწამს ეს ყოველივე? – წამოვიძახე ერთხელ გულმოსულმა. - ჰოდა, საუცხოოა, ჩემო კარგო… ეგ საუკეთესო ნიშანია, ჩემო მეგობარო, ყოვლად კეთილსაიმედოც კი, ვინაიდან რუსი ათეისტი, თუ ის მართლა ათეისტია და სულ მცირე ჭკუა მაინც აქვს – საუკეთესო ადამიანია მთელ დედამიწის ზურგზე და მუდამ მზადაა, მიეფეროს ღმერთს იმიტომ, რომ უსათუოდ კეთილია, ხოლო კეთილია იმიტომ, რომ უზომოდ კმაყოფილია თავისი ათეისტობით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან. და მაინც უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე და ისე თესე სიკეთე. მოითმინე მათგან სიავე, შეძლებისდაგვარად, გულს ნუ მოიყვან, „გახსოვდეს, რომ შენც ადამიანი ხარ“… ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე; არ წამოეგო ასეთ სიყვარულზე და განუწყვეტლივ გეზიზღებოდეს. ყურანში ალაჰი უბრძანებს თავის წინასწარმეტყველს, „ჭირვეულთ“ ისე მოეპყარი, როგორადაც თაგვებს, სიკეთე უყავი და გვერდი აუარეო – ცოტა ქედმაღლური ნათქვამია, მაგრამ მართალია. შეძელი, გეზიზღებოდეს მაშინაც კი, როცა კარგები არიან, ვინაიდან სწორედ აქ არიან ხოლმე ისინი ცუდები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იდეებით ცხოვრება მოსაწყენია, უიდეებოდ კი მუდამ მხიარულად ცხოვრობს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელ ამ ჩვენს პროგრესულ მოძრაობაში ბოლო ოცი წლის მანძილზე, უწინარეს ყოვლისა, ის დავამტკიცეთ, რომ ბინძურად გაუნათლებლები ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უბრალოება, კაცმა რომ თქვას, უმაღლესი ეშმაკობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული თუმცა ღმერთი არაა, მაგრამ მაინც ნახევარღმერთია - უდიდესი ცდუნებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რარიგ მიიჩქარიან თავიანთ კუთხეში სამუშაოდან და საშოვრიდან მომავალი მდაბიო, დაღვრემილი ადამიანები! ყველას სახეზე აწერია თავისი მძიმე საფიქრალი და ამ ბრბოში იქნებ ერთიც არაა საერთო, გამაერთიანებელი აზრი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ჭკუაში გაგიჯდება რაღაც უძრავი, მარადიული, ძლიერი, რომლის გარდა სხვა არაფრისთვის აღარ გცალია, - ამით თითქოს ქვეყნიერებას ერიყები და უდაბნოში გადადიხარ, და ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სადღაც შენს მიღმა მიმდინარეობს, მთავარის გვერდის ავლით. შთაბეჭდილებებიც კი არასწორად აღიქმება. და, გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ მუდამ გაქვს თავის გასამართლებელი. რარიგ ვაწვალებდი მთელი ეს ხანი დედას, რა სამარცხვინოდ ვტოვებდი ჩემს დას: „ე, მე „იდეა“ მაქვს, სხვა დანარჩენი კი წვრილმანია“, - აი, თითქოს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს. მეც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, და მტკივნეულადაც, - მოვდიოდი შეურაცხყოფილი და მერე უცებ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ე, მე სულმდაბალი ვარ, მაგრამ მაინც მაქვს „იდეა“, მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ“. „იდეა“ მანუგეშებდა და მიადვილებდა შერცხვენასაც და არარაობასაც; ჩემი ყველა სისაძაგლეც თითქოს ამ იდეის უკან იმალებოდა; ის, ასე ვთქვათ, მიმსუბუქებდა ყველაფერს, მაგრამ თან ბურუსითაც ფარავდა, რაც რამ იყო ჩემ წინ; მაგრამ შემთხვევათა და საგანთა ასეთ ბუნდოვან გაგებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ავნოს თვით „იდეასაც“ კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესი და განვითარებული ადამიანი, უზენაეს აზრს რომ ემსახურება, ზოგჯერ სულ გადაუხვევს ხოლმე არსებითს, და სასაცილო, ჟინიანი და ცივი, ანდა უბრალოდ გეტყვი - სულელი ხდება ხოლმე, და არა მხოლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში, არამედ დასასრულ, თავის თეორიებში კი სულელი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} === ''მკვდარი სახლის ჩანაწერები'' (1862) === [[ფაილი:Dostoyevsky on his Bier, Kramskoy.jpg|thumb|right|150პქ|ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება.]] {{Q | ციტატა = სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ განათლება ადამიანში მედიდურობას აღვივებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ნაკლი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარი მორჩილი და მომთმენია გარკვეულ მიჯნამდე, მაგრამ არსებობს უკიდურესობა, რომელსაც არ უნდა გადასცდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მზა თვალსაზრისით დანაშაულის შეცნობა ძნელია და მისი ფილოსოფიაც უფრო რთულია, ვიდრე ვარაუდობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რასაკვირველია, საპყრობილე და იძულებითი მუშაობის სისტემა დამნაშავეს ვერ გამოასწორებს; ამით მას მხოლოდ სჯიან და საზოგადოების სიმშვიდეს უზრუნველყოფენ; ბოროტმოქმედთა თავდასხმისგან იცავენ. დამნაშავეს კი საპყრობილე და იძულებითი მუშაობა მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილსა და საშინელ თავქარიანობას უვითარებს. მტკიცედ მწამს, რომ კარგად ცნობილი ეს სისტემაც აღწევს მხოლოდ მცდარ, მოჩვენებით, გარეგნულ მიზნებს. იგი ფიტავს ადამიანს, უღიზიანებს სულს, ასუსტებს და აშინებს, შემდეგ ზნეობრივად გამომშრალ მუმიას, ნახევრად შეშლილს, გამოსწორებისა და მონანიების ნიმუშად წარმოადგენს. რასაკვირველია, დამნაშავეს სძულს საზოგადოება, რომელიც მას დამნაშავედ მიიჩნევს, საკუთარი თავი კი ყოველთვის მართალი ჰგონია. გარდა ამისა, დანაშაულისთვის ის უკვე დაისაჯა, ამიტომ თავს განწმენდილად თვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ფული გარკვეულწილად თავისუფლებაა, ამიტომაც თავისუფლებააღკვეთილი კაცისთვის ათჯერ უფრო ძვირფასია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ ნაამბობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რამდენი ხასიათიცაა, იმდენივე ვარიაციაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = განათლებულ, პატიოსან, შეგნებულ და მგრძნობიარე კაცს სასჯელად საკუთარი გულისტკივილიც ეყოფა. მას ყველა სასჯელზე მეტად ეს სატანჯველი ღრღნის, საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო შეუბრალებლად და მკაცრად გაკიცხავს, ვიდრე ყველაზე უწყინარი კანონი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი ადამიანი იმდენად კეთილშობილია, ღვთისგან იმდენად დაჯილდოებული, რომ მათი უარესობისკენ შეცვლა შეუძლებელად მოგეჩვენებათ. მათი იმედი ყოველთვის გაქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი რამ პირადად თუ არ გამოსცადე, ისე ვერ განსჯი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზნეობრივი გაჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე მძიმეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიცოცხლო და ვიცოცხლებ კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. სწორედ ასეთი „უბედურები“ საჭიროებენ ყველაზე ადამიანურ მოპყრობას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საქმის მოღალატეებმა, ცხვრის ფარაში გარეულმა მგლებმა, როგორადაც უნდა იმართლონ თავი, მუდამ დამნაშავეები იქნებიან, მით უმეტეს, თუ ყველაფერთან ერთად კაცთმოყვარეობაც აკლიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = დასასჯელს, როგორც წესი, იპყრობს რაღაც მძაფრი, მაგრამ წმინდა ფიზიკური, უნებლიე და დაუძლეველი შიში, რომელიც ადამიანის მთელ მეობას იმორჩილებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვეფხვივით მუდამ სისხლი სწყურიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანია - ჩვეულებაა, რომელიც განვითარების თავის გზას გადის და ბოლოს, ავადმყოფობად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვეულებამ შეიძლება საუკეთესო ადამიანიც გააუხეშოს და იქამდე გადააგვაროს, რომ მხეცისგან ვეღარ გაარჩიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სისხლი და ძალაუფლება ადამიანს ათრობს, სიტლანქესა და გახრწნილებას უღვივებს: ყველაზე არანორმალური მოვლენები გრძნობა-გონებისთვის მისაღები, დაბოლოს, დამატკბობელიც კი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანში ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ კვდება; მისთვის ადამიანური ღირსებისკენ, მონანიებისა და აღდგომისკენ შემობრუნება თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს, ამგვარი თავნებობის მაგალითი მთელ საზოგადოებაზე გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცდურია. საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. ერთი სიტყვით, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ფიზიკურად დასჯის უფლება, ჩვენი საზოგაოების წყლულია, ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა ჩანასახშივე მოსპოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყოველგვარი მცდელობა და მის გარდაუვალ გადაგვარებას საფუძველი შეუქმნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უცხო წრეში ცხოვრებაზე საშინელი არაფერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მიზან და იმედდაკარგული ადამიანი დარდისგან ხშირად ნამდვილ ნადირად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საპყრობილეში კაცი მოთმინებას ეჩვევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ყველაფერს ეჩვევა. ვფიქრობ, ესაა საუკეთესო განმარტება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უსაქმურად, კანონიერი საკუთრების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, გაირყვნება, მხეცად გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოების უმაღლეს კლასს წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ზრუნავენ „უბედურებზე“ ვაჭრები, მეშჩანები - მთელი ჩვენი ხალხი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = თუ ადამიანის მოსპობა და განადგურება უნდათ, ის უნდა დასაჯონ ყველაზე საშინელი სასჯელით, ისეთით, უდიდეს ავაზაკ კაცისმკვლელსაც რომ შეაძრწუნებს და დააფრთხობს. ამისთვის საკმარისია ეს ადამიანი დაასაქმონ მისთვის სრულიად უსარგებლო და უაზრო სამუშაოზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველგვარი ზომების მიუხედავად, ცოცხალ ადამიანს ფიტულად ვერ გადააქცევ; შერჩება გრძნობები, ცხოვრებისა და შურისძიების წყურვილი, ვნებები და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე სულ სხვა რამეა, ვიდრე ის, რასაც ცოდნით და სხვათა ნათქვამით წარმოიდგენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კატორღაში მიმავალი მდაბიო თავის საზოგადოებაში მიდის, თუმცა, შეიძლება იგი მასზე განვითარებული იყოს. რასაკვირველია, მან ბევრი რამ დაკარგა - სამშობლო, ოჯახი, ყველაფერი... მაგრამ მისი გარემო არ შეცვლილა. განათლებული კაცი კი, რომელსაც კანონით მდაბიოს იდენტური სასჯელი აქვს, ხშირად მეტს კარგავს. მან ყველა მოთხოვნილება, ყველა ჩვევა უნდა დაიოკოს, გადავიდეს მისთვის დაუკმაყოფილებელ გარემოში, მიეჩვიოს სხვა ჰაერით სუნთქვას... ის წყლიდან ამოგდებული თევზია. ხშირად კანონით გათვალისწინებული სასჯელი მისთვის სხვაზე ათჯერ უფრო მტანჯველია. ეს ჭეშმარიტებაა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. თავისუფალი ადამიანიც, რასაკვირველია, იმედით ცოცხლობს, (მაგალითად, ბედის შეცვლის, ახალი საქმის დაწყების...), მაგრამ ის მოქმედებს და ცხოვრების ორომტრიალში სავსებით ერთვება, პატიმრის საქმე სხვაგვარადააა. დავუშვათ ესეც ცხოვრებაა - ყაზარმული, კატორღული; მაგრამ, ვინც უნდა იყოს კატორღელი და რა ვადითაც უნდა იყოს გადასახლებული, ვერ შეძლებს გადაჭრით, ინსტიქტურად, უპირობოდ მიიღოს თავისი ხვედრი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანი, თუნდაც ინსტინქტურად, თუნდაც შეუგნებლად, რაგინდ დაბეჩავებულიც უნდა იყოს, მაინც მოითხოვს პატივისცემას თავისი ადამიანური ღირსებისადმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარმა თვითონაც იცის თავისი მდგომარეობა, რომ პატიმარია, განკიცხულია, იცის თავისი ადგილი უფროსობის წინაშე; მაგრამ ვერავითარი დაღებით, ვერავითარი ბორკილებით ვერ აიძულებ დაივიწყოს, რომ ადამიანია. რადგან ის ჭეშმარიტი ადამიანია, მაშასადამე ადამიანურად უნდა მოეპყრა. ღმერთო ჩემო! დიახ, სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კანონის ამ უნიჭო შემსრულებლებს სრულიად არ ესმით და არც შეიძლება იცოდნენ, რომ კანონის ზუსტად და უაზროდ, არსის გაუცნობიერებლად შესრულებას სწორედაც რომ უწესრიგობა მოჰყვება და არც არასოდეს გამოუღია სხავ შედეგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საკმარისია მოაცილოთ გარეგანი ქერქი და ყურადღებით, ცრურწმენის გარეშე ჩაიხედოთ ხალხის გულში, ისეთ იშვიათ რამეს აღმოაჩენთ იქ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აკი საზოგადოებას ჯალათი სძულს, მაგრამ განა ჯალათი - ჯენტლმენი არაა?! ამაზე ახლახანს გამოთქვეს საპირისპირო აზრი, თანაც მხოლოდ წიგნებში, განყენებულად. ჯერჯერობით შორს ვართ იმისგან, რომ თვითმპყრობელური ჟინი ყველამ ჩაიკლას. თუნდაც ყოველი ფაბრიკანტი, ანტრეპრენიორი, უთუოდ უნდა გრძნობდეს, ერთგვარ გამაღიზიანებელ სიამოვნებას, რომ მასთან დასაქმებული მუშა ზოგჯერ თავისი ოჯახით მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დიახ, რეალურად სწორედ ასეა; თაობებს უჭირთ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც მემკვიდრეობით ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. ამგვარი სახელდახელო გადატრიალება შეუძლებელია. გააცნობიერო წინაპართა დანაშაული და ცოდვა, ჯერ კიდევ ცოტას ნიშნავს; საჭიროა სავსებით გათავისუფლდე მისგან. ეს კი უცებ როდი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ძნელი წარმოსადგენია, სადამდე შეიძლება დამახინჯდეს ადამიანის ბუნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რაიმე მიზნის გარეშე ცოცხალი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აგრე ღმერთი შეგეწიოთ! თავისუფლება! ახალი ცხოვრება! მკვდრეთით აღდგომა... რა საამური წუთია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} === ''თვინიერი'' 1876 === {{Q | ციტატა = ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაი რომ, სულმდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვარ კაცთა შორის უკეთილშობილესი, თუმც მევე არ მჯერა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = როცა ადამიანს ასამართლებ, უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა სულგრძელია, მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგახსენებთ, სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგცდა - უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს კი ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ - აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი მთელი სიცოცხლე სხავ არაფერი მიკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მეც ხომ უბედური ვიყავი! მეც ხომ ყველამ გამრიყა, გამრიყა და დამივიწყა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა - მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ, რომ მუქთად მოსდის, იმიტომ, რომ უშრომლად მოსდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია, ეს ხომ აქსიომა გახლავთ, ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს კიდეც ხიბლავს ზოგჯერ უცნაურობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იცით, ბატონებო, ზოგი იდეა ხმამაღლა თუ ითქვა, სიტყვად თუ იქცა, ისეთ სისულელედ მოგეჩვენებათ, შენვე შეგრცხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = თქვენ მე გამრიყეთ, ადამიანებო, უხმოდ, ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაცხყოფა მიაგებეთ. მაშასადამე, უფლება მაქვს კედელი აღვმართო ჩემ და თქვენ შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამქვეყნად არაფერი ყოფილა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვენ დაწყევლილები ვართ, ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწ და მარადის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = გოროზი, ამაყი, ნუგეშისა და ნამუსის მოწმენდას არავის სთხოვს, უსიტყვოდ იტანჯება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ნუ შეშინდები, ადამიანო, იყავი ამაყი! შენ არ ხარ დამნაშავე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, როცა, საუბედუროდ, ყველაფერი შენს დასაღუპად დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის ღრუბელივით ჩაევლო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო, დავრჩი ობლად. აგერ წიკწიკებს და წიკწიკებს საათი, რა ენაღვლება, ან რა აწუხებს. მე კი არავინ დამრჩა, არავინ მყავს მე უბედურს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = რა ჭირად ვიხლი ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაში მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ადათი, თქვენი ცხოვრება, სახელმწიფო, თქვენი მრწამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ, მე ვეტყვი, არაფერი არა მწამს-მეთქი. რად დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ ის, რაც ყველაზე მეტად მიღირდა? რა თავში ვიხლი ახლა თქვენს კანონებს? განზე გავდგები ყველაფრისგან. ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახლავთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = „ერთმანეთი გიყვარდეთ ხალხნო“, - ვინა თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ...მე ვიღუპები, მაგრამ გოეთეს დიდებულ სიტყვებს გაუმარჯოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიყო ჩემი თავის მსაჯული და ვიქნები კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე სთესოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ის იყო ჩემთვის ყველაფერი, ის იყო ჩემი ოცნებების, ჩემი მომავლის იმედი! ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც საჩემოდ ვამზადებდი, სხვა მე არავინ მინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება ჩემს გულში იყო ჩამარხული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} [[ფაილი:The Soviet Union 1971 CPA 4027 stamp (Fyodor Dostoyevsky (after Vasily Perov)).jpg|thumb|right|150პქ|მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით.]] === ''მოთამაშე'' (1867) === {{Q | ციტატა = მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით და სანამ მჭირდებით - უნდა გაგიფრთხილდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} [[ფაილი:Dostoevski grave at Alexander Nevsky Monastry.jpg|thumb|right|150პქ|ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა.]] {{Q | ციტატა = რაც შეეხება გამორჩენასა და მოგებას, მარტო რულეტზე კი არა, სადაც არ გინდათ, ადამიანები მუდამ ერთმანეთს აცლიან ლუკმას და მუდამ მოგებას ცდილობენ. ხოლო გამორჩენა და მოგება რაოდენ საძაგლობაა, ეს უკვე სხვა საკითხია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = პირდაპირ საკვირველი და სასაცილოა, რარიგ მეტყველია ხოლმე მორცხვი და ავადმყოფურად კდემამოსილი შეყვარებული კაცის თვალები, თუმცა უმალ მიწის გასკდომასა და შიგ ჩავარდნას არჩევს, ვინემ თავისი გრძნობები სიტყვითა და მზერით გაამჟღავნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = იცით წარმოუდგენელი რამ? მე თქვენ ყოველდღე უფრო ძლიერ მიყვარხართ, ეს კი თითქმის შეუძლებელი რამაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უიმედოდ მიყვარხართ და ვიცი, ამის შემდეგ ათასჯერ უფრო მეტად მეყვარებით. თუ ოდესმე მოგკლავთ, საკუთარი თავის მოკვლაც იქნება საჭირო; ასე რომ, საკუთარ თავს რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ მოვიკლავ, რათა ეს აუტანელი ტკივილი უთქვენოდ ავიტანო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველა გარემოებაში შეუძლია ღირსება შეინარჩუნოს. თუ საამისოდ ბრძოლა დასჭირდა, ეს კიდევ უფრო აამაღლებს, განა დაამცირებს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მარტოოდენ ფრანგებსა და კიდევ, მგონი, ევროპელებიდან ზოგს გააჩნიათ ისეთი გარეგნული ფორმა, უღირსი ფრიად ღირსეულად აჩინოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვიცი, არავითარი იმედი არა მაქვს და თქვენთვის ნული ვარ. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით: ყველგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გხედავთ, სხვა ჩემთვის არაფერი არსებობს. რად მიყვარხართ ასე, ვერ გეტყვით. იცით კი, რომ შეიძლება სულაც არ ხართ ლამაზი? წარმოიდგინეთ, ისიც არ ვიცი, მართლა ლამაზი სახე გაქვთ თუ არა? გული ნამდვილად ცუდი გაქვთ, არა მგონია, ჭკუაც კეთილშობილი გქონდეთ. კი, კი, შესაძლოა ასეც იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = რატომ მიწყრებით? იმიტომ, რომ თქვენს მონად ვაცხადებ თავს? მერე რა, მიმსახურეთ, ჰო, მიმსახურეთ მონასავით! იცით თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოგკლათ? იმიტომ კი არა, გადაგიყვარეთ ან ვიეჭვიანე, არა, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მინდა გშთანთქოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სიამოვნებაც ხომ ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო ცხოველური, უსაზღვრო ძალაუფლება თუნდაც ბუზზე, ესეც ხომ თავის მხრივ სიამოვნებაა. ადამიანი ბუნებით მტარვალია, სხვისი წვალება უყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შესაძლოა ამდენი გრძნობის გადალახვის შემდეგ სული არ ივსება, მხოლოდ ღიზიანდება და მეტ შეგრძნებებს ითხოვს, სულ უფრო ძლიერ და ძლიერ, საბოლოო დაღლამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ბუნებრივად თავაზიან ფრანგს იშვიათად შეხვდები. მუდამ ნაძალადევად, მუდამ ანგარიშით არის თავაზიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = როცა გვჭირდება, ჩვენთვის საძულველ ადამიანებთანაც კი საქმის დაჭერას არ ვთაკილობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ყველა ქალი ერთნაირია! ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტად სიბერეშიაც მოგკითხავს და დაგსჯის ღმერთი სიამაყისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ... კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერი და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მიმიფურთხებია ყველასთვის! ვინ ვარ უკვე? ზერო. ვინ შემიძლია ვიყო ხვალ? ხვალ შემიძლია მკვდრეთით აღვსდგე და ცხოვრება ახლიდან დავიწყო! ვიპოვო ადამიანი ჩემში, სანამ ის არ გაქრა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს. მეგობრობის დიდი ნაწილი დამცირებაზეა დაფუძნებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მეკითხებით რა საჭიროა ფული? როგორ თუ რა საჭიროა? ფული ყველაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უდიდესი სიამოვნებით მივატოვებდი ყველას და ყველაფერს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შენ ჭკვიანი და კეთილი ადამიანი ხარ... და... და სამწუხაროა, რომ ამასთანავე სულელიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მე თუ ვერ მიყიდით, ჩემი პატივისცემა შეიძლება იყიდოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ეს ზუსტად ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება. დაემეთანხმებით იმაში, რომ არ იხრჩობოდეს, ხავსს არ ჩათვლიდა ხის ტოტად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მართლა რაღაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა უცხო მხარეში გადახვეწილი, შენს ქვეყანას, შენს მეგობრებს მოშორებული, ხვალ რომ არ იცი, რას შეჭამ, აიღებ და უკანასკნელ, შენს უკანასკნელ გულდენს ჩამოხვალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჯერ კიდევ არ მესმის ჩემი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვერ ამიტანია ისეთი პატიოსანი ხალხი, ახლოს მისვლა რომ გეშინია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''უგვანო ანეკდოტი'' (1862) === {{Q | ციტატა = ჩვენ ყველანი ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის ძალგვიძს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სუფრაზე დაჯდომის ზუსტად ორი წუთის შემდეგ ერთმა ფიქრმა მოიცვა მთლიანად და შეზარა.ანაზდად იგრძნო, რომ უბედურად მთვრალია, წინანდელივით შეჭიკჭიკებული კი არადა, გალეშილი მთვრალია.ამის მიზეზი ერთი ჭიქა არაყია, შამპანურს რომ დააყოლა და მაშინვე მოერია.მთელი არსებით გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა.რა თქმა უნდა, სითამამე კი მოემატა, მაგრამ შეგნებამ არ უღალატა და უკიჟინებდა: "არ ვარგა, არა, არც შეგფერის და არც გეკადრება! ცხადია, მთვრალის მერყევ ფიქრებს ერთ წერტილზე რა გააჩერებს.თვითონაც გრძნობდა, მის სულში რო თითქოს ორი ძალა შეჭიდებოდა ერთმანეთს:ერთი ჩასძახოდა, შენს მიზანს უთუოდ მიაღწევო.მეორე კი მწარედ ღრღნიდა და გულს უწიწკნიდა: „რას იტყვიან? რით დამთავრდება? ხვალ, ხვალ რა იქნება!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''წერილი ძმას კატორღიდან'' === {{Q | ციტატა = კატორღაში გატარებული ოთხი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლებია, იქ გავიგე ძალზედ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ადამიანები ყოველთვის ცოდვილები არ არიან, მათ ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როდესაც წმინდანები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ძმაო, საყვარელო მეგობარო ჩემო... არ გავზარმაცებულვარ, არც სულიერად დავცემულვარ, ცხოვრება ყველგან ცხოვრებაა, ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენს გარშეო. იყო ადამიანთა შორის და დარჩე ბოლომდე ადამიანად, არ გაზარმაცდე, არც სულიერად დაეცე - ეს არის ჩემთვის ცხოვრება, ეს არის ცხოვრების აზრი, ეს იდეა ღრმად გაჯდა ჩემში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = დიახ! მართალია, ის თავი, რომელიც ქმნიდა, ცხოვრობდა უმაღლესი ხელოვნებით, რომელმაც შეიცნო და შეეგუა სულის ამაღლებულ მოთხოვნილებებს, ის თავი უკვე მოკვეთილია ჩემი მხრებიდან. დარჩა მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი ჯერ კიდევ განუხორციელებელი ხსოვნა და გამოსახულებები. ისინი დამასნეულებენ, მართლა! მაგრამ ჩემში დარჩა ისევ ის გული, ისევ ის სისხლი და ხორცი, რომელთაც ასევე ძალუძთ უყვარდეთ და იტანჯებოდნენ, სურდეთ და ახსოვდეთ, ეს კი ცხოვრებაა. On voit le soleil! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო ჩემო! რამდენი იერსახე ჩემ მიერ გამოძერწილი, ახლიდან შექმნილი, ჩაქრება ჩემს გონებაში ან საწამლავად ჩაიღვრება სისხლში. წერას თუ ვერ შევძლებ, დავიღუპები! უმჯობესია თხუთმეტი წელი ვიჯდე, ოღონდ ხელში კალამი მეჭიროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ნუ წუხხარ ჩემთვის, ღვთის გულისათვის! იცოდე, რომ არ ვარ ნაღვლიანი, გახსოვდეს, რომ ჩემში იმედი არ მომკვდარა, ოთხ წელიწადში შემსუბუქდება ბედი, რიგითი ვიქნები - ეს კი ტუსაღზე უკეთესია, და გაითვალისწინე, რომ ოდესღაც ჩაგეხუტები! ხომ ვიყავი დღეს სიკვდილის წინაშე? - საათის სამი მეოთხედი ამაზე ფიქრში გავატარე, უკანასკნელ საზღვრამდეც მივედი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვცხოვრობ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = თუ ვინმეს ბოროტად ვახსოვარ, თუ ვინმეს ჩემგან წყენა უდევს გულში, ყველას უთხარი, რომ დაივიწყონ, მაპატიონ. არ არის ჩემს სულში ბოროტება და წყენა. ეჰ, როგორ გადავეხვეოდი და მეყვარებოდა ნებისმიერი ჩემი წარსულიდან აქ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = როგორც კი უკან მოვიხედავ, მეფიქრება თუ რამდენი დროა გაფლანგული, რამდენი დრო დაიკარგა გზააბნეულობაში, შეცდომებში, სიცოცხლის არცოდნაში, როგორ არ ვუფრთხილდებოდი მას. რამდენჯერ შემიცოდავს საკუთარი გულისა და სულის წინაშე, გულიდან სისხლად გადმომდის ეს ყოველივე. ცხოვრება საჩუქარია, ცხოვრება ბედნიერებაა, ყოველი წუთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ახლა ყველაფერს ვშორდები, რაც კი ნაზი იყო, ძნელია მოსწყდე ამ ყოველივეს, ძნელია გატეხო საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 3“ }} === ''ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან'' (1864) === {{Q | ციტატა = მე არა მარტო ის ვერ შევძელი, რომ ანჩხლი გავმხდარიყავი, არამედ სხვაც ვერაფერი გავხდი: ვერც ბოროტი, ვერც კეთილი, ვერც უსინდისო, ვერც პატიოსანი, ვერც გმირი, ვერც მწერი. ახლა ჩემს კუთხეში ვცხოვრობ და თავს ღვარძლიანად ვანუგეშებ არაფრის მაქნისი აზრით, რომ ჭკიან კაცს სერიოზულად არც შეუძლია, რაიმე გახდეს და რაიმე მხოლოდ ბრიყვი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭკვიანი კაცი ზნეობრივად მოვალეა, რომ უპირატესად უნებისყოფო არსება იყოს, ხოლო ნებისყოფიან, მოღვაწე ადამიანს მეტწილად გონებაშეზღუდულობა მართებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ახლა ეს ვთქვათ: წესიერი კაცი ყველაზე უფრო მეტი სიამოვნებით რაზე ილაპარაკებს? პასუხი: საკუთარ თავზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მრავლის შეცნობა სნეულებაა, ნამდვილი, სრული სნეულება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მაინც მყარად მწამს, რომ არათუ ძალზე დიდი ცნობიერება, არამედ ყოველგვარი ცნობიერება სნეულებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო სრულად აღვიქვამდი სიკეთისა და ყოველივე „მშვენიერისა და ამაღლებულის“ არსს, მით უფრო ღრმად ვეფლობოდი ჩემს კუთვნილ წუმპეში და მით უფრო მეტად შემეძლო, ამ წუმპით ამოვთითხნილიყავი. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყოველივე შემთხვევით კი არ მემართებოდა, არამედ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეს ჩემი სრულიად ნორმალური მდგომარეობა გახლდათ და არა სნეულება და წახდენა, ისე რომ, ბოლოს წახდენასთან შებრძოლების სურვილიც გამიქრა. ეს იმით დასრულდა, რომ ლამის ვირწმუნე, რომ ჩემი ნორმალური მდგომარეობა სწორედაც ასეთი ყოფა იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სიამოვნებას, სახელდობრ, იწვევდა თავის დამცირების ძალზე აშკარა აღქმა, იმის შეგრძნება, უკანასკნელ ზღვართან რომ ხარ მიმდგარი, იმის შეგრძნება, ეს სისაძაგლე რომ არის, მაგრამ არც შეიძლება სხვაგვარად რომ იყოს, საშველი რომ არ გაქვს, სხვა ადამიანად ვერასოდეს რომ ვერ გადაიქცევი, თუნდაც დრო ჯერ კიდევ გქონდეს და რწმენაც გაგაჩნდეს, სხვა რაიმედ გადაქცევა რომ ძალგიძს. ამას თავად მაინც არ ისურვებდი და თუ ისურვებდი, მაინც არაფერს მოიმოქმედებდი, რამეთუ სინამდვილეში ვერაფრადაც ვერ გადაიქცეოდი. ხოლო მთავარი, ბოლოს და ბოლოს, ის გახლავთ, რომ ეს ყოველივე ხდება ჭარბი ცნობიერების ნორმალური და ძირითადი კანონებით და ამ კანონებიდან გამომდინარე ინერციით. მაშასადამე, არათუ რაიმედ ვერ გადაიქცევი, საერთოდაც ვერაფერს გახდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭარბი ცნობიერებიდან, მაგალითად, აი, რა გამომდინარეობს: თუ არამზადა თავადვე გრძნობს, რომ ნამდვილი არამზადაა, ეს თითქოს მისი მანუგეშებელი უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მძაფრი სიამოვნება სწორედ სასოწარკვეთის ჟამს გეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე ძლიერად აცნობიერებ, რომ უსაშველო ვითარებაში იმყოფები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = დამნაშავე, ჯერ ერთი, იმიტომ ვარ, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა შორის ყველაზე ჭკვიანი გახლავართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = განა შეგნებულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავის ოდნავ პატივისმცემელი მაინც რომ იყოს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი სისტემისა და განყენებული დასკვნის მიმართ იმდენად მიკერძოებულია, რომ მზად არის, სიმართლე განზრახ დაამახინჯოს, მზად არის, არც დაინახოს რამე და არც გაიგონოს, ოღონდაც თავისი ლოგიკა გაამართლოს. აბა ირგვლივ მიმოიხედეთ: სისხლი ზღვად მოედინება, თანაც ისეთი მხიარულებით, თითქოს შამპანური იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცივილიზაცია ადამიანში მხოლოდ შეგრძნებათა მრავალმხრივობას გამოიმუშავებს და მეტს არაფერს. ხოლო იმ მრავალმხრივობის განვითარებით ადამიანი ლამის იქამდეც კი მივა, რომ სისხლისღვრაში სიამოვნებას მოიძიებს. ეს ხომ უწინაც ყოფილა. არ შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე დახვეწილი სისხლისმღვრელნი თითქმის ერთიანად ყველაზე ცივილიზებული ბატონები გახლდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = იმ ბრძენთა ბრძენებმა საიდან გამოჩხრიკეს, რომ ადამიანს მაინცდამაინც ნორმალური, მაღალზნეობრივი წადილი ესაჭიროება? რანაირად წარმოიდგინეს, რომ ადამიანს უსათუოდ კეთილგონივრულად სასარგებლო წადილი სჭირდება? ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი წადილი ესაჭიროება, ეს დამოუკიდებლობა რადაც უნდა დაუჯდეს და სადამდეც უნდა მიიყვანოს. ხოლო წადილი, წადილი ხომ ეშმაკმა უწყის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ნამდვილი სისულელე ზოგჯერ იმიტომ გვსურს, რომ უგუნურობის გამო ეს სისულელე ამა თუ იმ წინასწარ ნავარაუდევი სარგებლის მოსაპოვებელ უიოლეს გზად მიგვაჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ბატონებო, ვთქვათ, ადამიანი უგუნური არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მსოფლიო ისტორიაზე ყველაფრის თქმა შეიძლება, ყველაფრისა, რაც კი თავში მოუვა უაღრესად გაღიზიანებულ წარმოსახვას. მხოლოდ იმას ვერ იტყვი, კეთილგონივრული რა არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანები ჯერ კიდევ ადამიანები არიან და არა ფორტეპიანოს კლავიშები, რაზედაც თვით ბუნების კანონები უკრავს, მაგრამ იქამდე დაუკრავს, სანამ კალენდრის გარდა სასურველიც აღარაფერი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანობის განმსაზღვრელი, ვგონებ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი თავის თავს ყოველ წუთას უმტკიცებდეს, წკირი კი არა, ადამიანი ვარო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი უპირატესად შემოქმედი ცხოველია, რომელსაც დაკისრებული აქვს, მიზნისკენ შეგნებულად მიისწრაფოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ფუქსავატი და უმსგავსი არსებაა და, შესაძლოა, მოჭადრაკისნაირად მხოლოდ მიზნის მიღწევის პროცესი უყვარს და არა თვით მიზანი. ჰოდა, ვინ იცის, შესაძლოა, მთელი მიზანი მთელ ქვეყნიერებაზე, საითკენაც კაცობრიობა მიისწრაფვის, მხოლოდ და მხოლოდ მიღწევის უწყვეტი პროცესია, სხვაგვარად თუ ვიტყვით, თვით ცხოვრებაა და არა საკუთრივ მიზანი, რაც, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, გარდა ორჯერ ორი ოთხისა, ანუ ფორმულაა, ხოლო ორჯერ ორი ოთხი, ბატონებო, ცხოვრება კი არა, სიკვდილის დასაწყისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ასე მტკიცედ, ასე მძლეთამძლედ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ნორმალური და დადებითი რამ, ერთი სიტყვით, მხოლოდ კეთილდღეობაა ადამიანისთვის სასარგებლო? გონება სარგებელთა თაობაზე ხომ არ ცდება? ადამიანს იქნებ არა მარტო კეთილდღეობა უყვარს? სატანჯველიც იქნებ იმდენადვე უყვარს? მისთვის სატანჯველი იქნებ იმდენადვე მომგებიანია, რამდენადაც კეთილდღეობა? ხოლო ადამიანს სატანჯველი ზოგჯერ მთელი ჟინით რომ უყვარს, ეს ხომ უეჭველია. თქვენსავე თავს შეეკითხეთ, თუ ადამიანი ხართ და რაღაც ხანი გიცხოვრიათ. პირადად ჩემი აზრით კი მხოლოდ კეთილდღეობის სიყვარული, ცოტა არ იყოს, უხამსობაა. რიგიანია თუ ურიგო, ზოგჯერ რაღაცის დამსხვრევა ძალზე სასიამოვნოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცნობიერება ადამიანისთვის უდიდესი უბედურებაა, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანს უყვარს და არავითარ დაკმაყოფილებაზე არ გაცვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სურვილები მომისპეთ, იდეალები წარმიხოცეთ, უკეთესი რამ დამისახეთ და სადაც გინდათ, იქ გამოგყვებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თქვენ ცხოვრება გწყურიათ და ცხოვრებისეულ საკითხებს აბდაუბდა ლოგიკით თავად წყვეტთ. თქვენი გამოხდომები ასეთი მომბეზრებელი, ასეთი თავხედურია და ამავე დროს როგორი შიში გიპყრობთ! სისულელეს ლაპარაკობთ და ამით კმაყოფილი ხართ. უტიფრად ლაპარაკობთ, თანაც ამის გამო ერთთავად შიშით კანკალებთ და ბოდიშს იხდით. გვარწმუნებთ, რომ არაფრისა გეშინიათ და ამავე დროს ჩვენი აზრის შეტყობას ლაქუცით ცდილობთ. გვარწმუნებთ, რომ კბილებს აღრჭენთ და ამავე დროს ხუმრობთ, რათა გაგვაცინოთ. იცით, რომ თქვენი ხუმრობანი მახვილგონივრული არ არის, მაგრამ, ცხადია, ამ ხუმრობათა ლიტერატურული ღირსებებით ფრიად კმაყოფილი ხართ. შესაძლოა, ზოგჯერ მართლა გატანჯულხართ, მაგრამ თქვენს ტანჯვას პატივს ოდნავადაც არ სცემთ. თქვენი გულ-გონება სიმართლეს კი მეტყველებს, მაგრამ თქვენს არსებას უბიწობა არ გააჩნია. უწვრილმანესი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სიმართლეს ბერავთ და თვალებში სამარცხვინოდ გვჩრით... რაღაცის თქმა კი მართლა გსურთ, მაგრამ თქვენს საბოლოო სიტყვას შიშის გამო მალავთ, რამეთუ სათქმელად გამბედაობა არ გყოფნით და მხოლოდ ლაჩრული თავხედობა გაგაჩნიათ. ცნობიერებით ტრაბახობთ, მაგრამ მარტოოდენ მერყეობთ, რამეთუ ჭკუა-გონება კი გიმუშავებთ, მაგრამ თქვენი გული გარყვნილებას მოუცავს, ხოლო უმწიკვლო გულის უქონლად სრული, წესიერი ცნობიერება ვერ იარსებებს, თქვენი პრანჭვა-გრეხა თავის გამოჩინებაა, რარიგ მოსაბეზრებელია! სიცრუეა, სიცრუეა, სიცრუე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანის მოგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი დროის ყოველი წესიერი ადამიანი მხდალი და მონაა და მოვალეც არის, რომ იყოს. ეს მისი ნორმალური მდგომარეობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ერთადერთი ვარ, ხოლო ისინი ყველანი ერთნაირები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მეორეხარისხოვანი როლში ყოფნას ვერც კი წარმოვიდგენდი და სწორედ ამიტომაც სინამდვილეში უკანასკნელ როლს ძალზე მშვიდად ვიკავებდი. ან გმირი უნდა ვყოფილიყავი, ან წუმპეში ამოგანგლული. საშუალო რამ არ არსებობდა. სწორედ ამან დამღუპა, რადგან წუმპეში თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ სხვა დროს გმირი ვიყავი, ხოლო გმირი წუმპის გამამართლებელი გახლდათ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ზოგი ქალი ისეთია, ქმარი რაც უფრო ძლიერ უყვარს, მით უფრო ხშირად ეჩხუბება. „რაკი ძალიან მიყვარხარ, უნდა გაგტანჯო კიდევაც და ამას უნდა გრძნობდეო“. იცით თუ არა, ვინც უყვართ, განზრახ რომ აწამებენ? ამას უმეტესად ქალები სჩადიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = არავინ, არც ერთმა სულიერმა არ უნდა იცოდეს, ქმარსა და ცოლს შორის რა ხდება, თუკი მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი წაჩხუბებულნიც უდნა იყვნენ, განმსჯელად მშობელ დედასაც არ უნდა მოუხმონ და ერთიმეორეზე სასაყვედურო არაფერი თქვან. თავიანთი განმსჯელნი თავად უნდა იყვნენ. სიყვარული ღვთაებრივი საიდუმლოა და ყველას თვალთაგან ფარული უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც მთელი ქვეყნიერება დაიქცეს, ოღონდ მე ჩაის მუდამ ვსვამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩემთვის სიყვარული ტირანულად მოპყრობას, ზნეობრივ უპირატესობას ნიშნავდა. მთელ სიცოცხლეში სხვაგვარი სიყვარულის წარმოდგენაც კი არ შემეძლო და ახლა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიყვარული სიყვარულის საგნისგან ნებაყოფლობით უფლების მოცემაა მასზე ტირანული მოპყრობისა. მიწისქვეშეთში ოცნებისას სიყვარულს მხოლოდ ქიშპობად წარმოვისახავდი, ყოველთვის მძულვარებით ვიწყებდი და ზნეობრივი დამორჩილებით ვასრულებდი, ხოლო შემდეგ აღარ ვიცოდი, დამორჩილებულს როგორ მოვქცეოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცხოვრებას ყველანი გადავეჩვიეთ, ყველანი მეტად თუ ნაკლებად მოვიკოჭლებთ. ისე გადავეჩვიეთ, რომ ზოგჯერ ნამდვილი, „ცოცხალი ცხოვრების“ მიმართ ერთგვარი ზიზღი გვეუფლება და ამის გამო ვერ აგვიტანია, როცა შეგვახსენებენ. იქამდე ვართ მისულნი, რომ ნამდვილი „ცოცხალი ცხოვრება“ ლამის შრომად, თითქმის სამსახურადაც კი მიგვაჩნია და ყველანი ვაღიარებთ, რომ წიგნისმიერად ცხოვრება გვიჯობს. დროდადრო რას ვფაციფუცობთ, რას ვჟინიანობთ, რას მოვითხოვთ თავადაც არ ვიცით. ჩვენთვის ხომ უარესი იქნება, ჟინიან მოთხოვნებს თუ აღგვისრულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = აბა, შეეცადეთ, აბა, მაგალითად, ცოტათი მეტი დამოუკიდებლობა გვიბოძეთ, რომელ ჩვენგანსაც გინდათ, ხელები გაგვიხსენით, საქმიანობის სივრცე გაგვიფართოვეთ, მეურვეობა შეასუსტეთ... ჩვენ ხომ... გარწმუნებთ, ჩვენ ხომ უმალ შეგევედრებით, რომ მეურვეობა აღგვიდგინოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ხომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უკიდურესობამდე მივიყვანე ის, რისი მიყვანაც თქვენ ნახევრამდეც ვერ გაბედეთ, ამასთანავე თქვენს სიმხდალეს კეთილგონიერებად მიიჩნევდით და თავს ამით ინუგეშებდით, თავს ამით იტყუებდით. ისე რომ, მგონი თქვენზე უფრო „ცოცხალი გახლავართ“. გულ-გონება გაიმახვილეთ! ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით, ეს ცოცხალი სად არის, რა არის და რა ეწოდება? მარტონი რომ დაგვტოვოთ, უწიგნოდ რომ დაგვტოვოთ, უმალვე თავგზა აგვებნევა - არ გვეცოდინება, რას მივეკედლოთ, რას ვებღაუჭოთ, რა გვიყვარდეს და რა გვძულდეს, პატივი რას ვცეთ და რა შევიზიზღოთ! ადამიანებად ყოფნაც კი, ნამდვილ, საკუთარ სხეულის და სისხლის მქონე ადამიანებად ყოფნაც კი გვიმძიმს, გვეჩოთირება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია და რაღაცნაირ, არარსებულ, ზოგად ადამიანებად ყოფნისკენ მივისწრაფვით. მკვდრადშობილნი ვართ, უკვე დიდი ხანია ცოცხალი მამები აღარ წარმოგვშობენ და ეს სულ უფრო და უფრო მოგვწონს. გაგვიტკბა კიდევაც. მალე იმასაც გამოვიგონებთ, რომ იდეისგან ვიშვით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} === ''მწერლის დღიური'' (1873-1881) === {{Q | ციტატა = გაიგონ ადამიანებმა, რომ ბედნიერება უსაქმურობაში არ არის, მიხვდნენ იმას, რომ აზრი ჩაქრება უსაქმურში, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ახლობელი ისე, რომ არ შრომობდე მისთვის, რომ მოსაწყენია იცხოვრო საჩუქრით, რომ ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, არამედ მის მიღწევაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იტყვით, რომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ბავშვები. მისმინეთ: ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბავშვებზე მაღლა, რადგან ჩვენ მათზე უარესნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ სულ ცოტათიც კი არ ვპატიობთ ჩვენი აზრისგან ოდნავ გადახრილ აზრს, ჩვენთან ოდნავ უთანხმოებაში მყოფს არამზადად ვთვლით, გვავიწყდება ის, რომ ვინც ასე ადვილად დაკარგავს სხვის დაფასებას, ის საკუთარ თავსაც არ აფასებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე კი გიცხადებთ გულწრფელი სიტყვით, რომ არც შექსპირს და არც ჰომეროსს, ერთად რომ აგვეღო ყველა, მაინც ვერ ვიპოვიდით უფრო მშვენიერს ვიდრე ახლა, ამ თეთრ დარბაზში შეიძლებოდა აღმოგეჩინათ თქვენ შორის. რა არის შექსპირი! აქ ისეთი გამომჟღავნდებოდა, რომ არც კი დაესიზმრებოდათ ჩვენს სწავლულებს. მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თვითონაც არ იცით თუ რაოდენ მშვენიერნი ხართ! იცით თუ არა, ნებისმიერ თქვენგანს რომ მოესურვებინა შესძლებდა გაებედნერებინა ყოველი ამ დარბაზში და ყველას აიყოლიებდა? და ეს ძალა ყოველ თქვენგანშია, მაგრამ იმდენად ღრმადაა ჩამალული, რომ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენლად გვეჩვენება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ყველანი ღელავენ, ყველა ყველაფერში იღებს მონაწილეობას, ყველას სურს გამოთქვას აზრი და წარადგინოს საკუთარი თავი. და აი, მხოლოდ ერთი ვერ ამომიხსნია, რა უფრო მეტად სურთ: იზოლირებული დარჩება ყველა თავის აზრში თუ ერთ აზრად იქცევიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = უმაღლესი იდეა დედამიწაზე ერთია - იდეა ადამიანის სულის უკვდავებისა, რადგან სხვა დანარჩენი „მაღალი“ იდეები, რომლითაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, მხოლოდ მისგანვე გამოედინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ძველი წესია: საგანში კი არაა საქმე, არამედ თვალშია. თუ გაქვთ თვალები - მოიძებნება საგანი, თუ არ გაქვთ - ესე იგი ბრმა ხართ და ვერც ერთ საგანში ვერაფერს ნახავთ. თვალები მნიშვნელოვანია, ის რაც ერთის თვალში პოემაა, სხვის თვალში უბრალო ფუთაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ოჯახიც ხომ მწიფდება, მზად ხომ არ გაძლევენ და არც ერთი წესი და არც ერთი ვალდებულება არ მოდის მზად, არამედ ეს ყოველივე თავისით იქმნება, ერთი მეორეს წარმოქმნის. მხოლოდ მაშინაა ოჯახი ძლიერი, სწორედ მაშინაა ეს წმინდა. ოჯახი დაუღლელი სიყვარულის შრომით ხდება სრულყოფილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = წარმოისახება ამოუხსნელი კითხვა: ტალანტი ფლობს ადამიანს თუ ადამიანი ტალანტს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ თანდათან უფრო შევწყვიტეთ ერთმანეთის გაგება. ვგულისხმობ სერიოზულ და გულწრფელ ხალხს - მხოლოდ ამათ არ ესმით ერთმანეთის; გადამყიდველები კი სხვა საქმეა - მათ ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იცით რას ნიშნავს ბავშვის შეურაცხყოფა? მათი გულები უმანკო, თითქმის გაუცნობიერებელი სიყვარულითაა აღსავსე. ასეთი დარტყმები კი მათში მწუხარე გაკვირვებასა და ცრემლებს იწვევს, რასაც ღმერთი ხედავს და იმახსოვრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მხოლოდ სიყვარულით ვიყიდით ბავშვების გულს და არა მხოლოდ ბუნებრივი უფლებით მათზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თითქმის ყველანი ტალანტები არიან, მაგრამ გრამითაც არ არიან პოეტები. მჭედელიც კი ტალანტურია. პოეზია, ასე ვთქვათ, შინაგანი ცეცხლია ყოველგვარი ტალანტისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ გამოაშკარავებული, მიმდინარე და ისიც დაკვირვებით, დასასრული და დასაწყისი - ეს ჯერ ფანტასტიკაა ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე ყოველთვის პირიქით მეჩვენებოდა, რომ უდიდესი ბედნიერებაა იცოდე ის, რის გამოც ხარ უბედური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რათა უკეთესები გავხადოთ, ისინი თავის მხრივ ჩვენ გვაქცევენ უკეთესებად, თუნდაც მათზე ერთი შეხებით. ისინი ადამიანურს ხდიან ჩვენს სულს, მხოლოდ ჩვენს შორის გაჩენით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაცებით უკმაყოფილო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გაისაზრო და შეიგრძნო შეიძლება სწორადაც და პირველივე ჯერზეც, მაგრამ ადამიანად გახდომა არ შეიძლება პირველივე ჯერზე, უნდა გამოიკვეთო ადამიანად. აქ დისციპლინა... მოაზროვნეები ახმოვანებენ კანონებს, იმ საერთო კანონებს, რითაც ყველანი ბედნიერნი გახდებოდნენ, განურჩველად ყველა, ოღონდ ეს კანონები შექმნილიყო. ეს იდეალი, შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, დაუსრულებელ ადამიანებში არც კი განხორციელდებოდა, არანაირი კანონი, თუნდაც ყველაზე ცხადიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მისტიკურ იდეებს უყვარს თვალთვალი, ისინი ამით იქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჭკუის შეცდომები და გაუაზრებლობა უფრო სწრაფად და უკვალოდ ქრება, ვიდრე შეცდომები, რომელსაც გული უშვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = შენს მიღმა კი არა, შენშია სიმართლე, იპოვე შენი თავი შენში, წაიკითხე შენი შენში, დაეუფლე შენს თავს და შეიცნობ სიმართლეს. ნივთებში არ არის ეს სიმართლე, არც შენ ირგვლივ და არც ზღვას იქით სადმე, არამედ უპირველეს ყოვლისა, შენს საკუთარ თავზე შრომაში. გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, მოთოკავ თავს და გახდები ისეთი თავისუფალი, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, დაიწყებ დიად საქმეს და სხვებსაც თავისუფლად აქცევ, შეიცნობ ბედნიერებას, რადგან შეივსება შენი სიცოცხლე, გაუგებ შენს ხალხს და იპოვი მათ წმინდა სიმართლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ევროპისთვის რუსეთი გაუაზრებლობაა და მისი ყოველი საქმეც გაუაზრებლად მიაჩნია, ასე იქნება მუდამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გავლილი ტანჯვა შეიძლება სულისთვის სიწმინდედ იქცეს. ადამიანი საერთოდ ისეა შექმნილი, რომ უყვარს საკუთარი განვლილი ტანჯვა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ომი მასის საბაბია, რომ საკუთარი თავი დააფასოს. ამიტომაც უყვარს ერს ომი: ის ქმნის ომზე სიმღერებს, დიდი ხნის მანძილზე ქმნის ლეგენდებს და მოთხრობებს მასზე. სისხლისღვრა მნიშვნელოვანი რამაა. ომი აუცილებელია ჩვენს დროში, ომის გარეშე ქვეყანა იქცეოდა რაღაც დორბლად, რაიმე ცრუ სისველედ, დაბინძურდებოდა დამპალი ჭრილობებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ბუნებრივადაა გადახრილი სიმხდალისა და უსირცხვილობისაკენ, და კარგადაც იცის ეს; შესაძლოა ამიტომაც წყურია მას ომი და ამიტომ უყვარს ასე ძლიერ: მასში გრძნობს წამალს. ომი აღვივებს ძმის სიყვარულს და აერთიანებს ქვეყნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადვოკატი დაქირავებული სინდისია, ადვოკატს არ ძალუძს არ ითამაშოს საკუთარი სინდისით, თუნდაც სურდეს, რომ არ ითამაშოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ამჟამად იმდენად არ ომობენ იარღით, როგორც ჭკუით, ეს უკანასკნელი ვითარება განსაკუთრებულად არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = არ მინდა ვიყო მართალი - რადგან შევცვლი საკუთარ თავს. არ მინდა ვიყო ცოდვილი - რადგან არაფერში ვარ დამნაშავე, არ მინდა ვირჩევდე - რადგან გრძნობები ერთი სიძლიერისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მწვერვალისკენ სვლის დროს თუ გაჩერდები და ყოველ მყეფარე ძაღლს ქვის სროლას დაუწყებ, მწვერვალს ვერასოდეს მიაღწევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} === ''სასაცილო ადამიანის სიზმარი'' (1877) === {{Q | ციტატა = მე სასაცილო ადამიანი ვარ. ისინი უკვე შეშლილს მეძახიან. ეს წოდების ამაღლება იქნებოდა, ისევ ისეთივე სასაცილოდ რომ არ მთვლიდნენ, როგორც წინათ. ახლა კი არ მწყინს, ისინი ყველანი საყვარლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამცინიან. თვითონაც ვიცინებდი მათთან ერთად, - საკუთარ თავზე კი არა, უბრალოდ მათი შემხედვარე, ვიცინებდი ასე დამწუხრებული რომ არ ვიყო მათი შემყურე. დამწუხრებული ვარ, რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება, მე კი ვიცი. ოჰ, რა ძნელია მარტომ იცოდე ჭეშარიტება! მაგრამ ამას ისინი ვერ გაიგებენ. არა, ვერ გაიგებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = გააზრება გააზრებას მოსდევდა. ცხადი ხდებოდა, რომ თუ მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს და ვგრძნობდე სირცხვილს საკუთარ საქციელზე, დაე. მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მაგალითად ორი საათის შემდეგ, მაშინ რაა გოგონა და რა საქმე მაქვს სირცხვილთან და ყოველივესთან ამქვეყნად? მე ვიქცევი ნულად, აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ შეიძლება შეგნება იმის, რომ მე ახლა საერთოდ არ ვიქნები და ასევე არაფერი არ იქნება, უმცირესი შეგრძნებაც კი გოგონას შეცოდებისა, არც სირცხვილი ჩადენილი სიმხდალის გამო? მე ხომ იმის გამო გავუბრაზდი და დავუყვირე ველური ხმით უბედურ ბავშვს, რომ „განმეცხადებინა, მე არა მარტო არ ვგრძნობ შეცოდებას, არამედ თუ არაადამიანურ ნაძირლობას ჩავიდენ, ახლა შემიძლია, რადგან ორ საათში ყველაფერი ჩაქრება“. გჯერათ, რომ ამის გამო დავუყვირე? მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვლინდებოდა, რომ ცხოვრება და მსოფლიო რაღაცნაირად დამოკიდებულია ჩემზე. ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: გავისვრი და მსოფლიო არ იქნება, ყოველივ შემთხვევისთვის, ჩემთვის არ იქნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შესაძლოა, მართლაც არ იყოს არავისთვის ჩემს მერე, და მთელი მსოფლიო ხალხითურთ გაქრება ჩემთან ერთად, როგორც ჩემი ცნობიერების მოჩვენება - ერთადერთი მე ვარ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმრები, როგორც ცნობილია, საოცრად უცნაური რამაა: ზოგი საშინელი სიცხადით გესახება, ოქრომჭედლის გამოკვეთილი დეტალებით და შემდეგ მეორეში გადადიხარ იმის შეუმჩნევლად, რომ განზომილებასა და დროში გადაინაცვლე. გეჩვენება, რომ სიზმრებს არა გონება, არამედ სურვილი, არა თავი, არამედ გული წარმოსახავს და ამავე დროს მათ შორის რა ეშმაკური მახეები გადაულახავს ჩემს გონებას სიზმარში! ამასთანავე, სიზმარში, სრულიად მიუღწეველი მოვლენები ხდება. ჩემი ძმა მაგალითად, ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა. ხანდახან სიზმარში ვხედავ მას: ის მონაწილეობას იღებს ჩემს საქმეებში, ძალზედ დაინტერესებულნი ვართ თან ამ დროს და მთელი სიზმრის განმავლობაში სრულიად ვიცი, რომ ჩემი ძმა გარდაცვლილია და დამარხული. რაც არ უნდა ვარწმუნო ჩემს თავს, რომ ის მკვდარია, მაინც მუხთლად ჩემ გვერდით არ მოძრაობს? რატომ აძლევს ნებას ამ ყოველივეს ჩემი გონება? მაგრამ საკმარისია. მაგრამ საკმარისია. ვუბრუნდები ჩემს სიზმარს. დიახ... მაშინ დამესიზმრა, ჩემი სამი ნოემბრის სიზმარი! ახლა უკვე მაჯავრებენ ისინი, რადგან ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მაგრამ განა სულერთი არაა სიზმარი იყო თუ ცხადი, თუკი ამ სიზმარმა ჭეშმარიტება მანახა? რადგან თუ ერთხელ ნახავ ჭეშმარიტებას, შემდეგ ყოველთვის იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა და სხვა ვერ იქნება, არც ძალუძს, რომ იყოს, მიუხედავად იმისა, გძინავთ თუ რეალობაში ხართ. დაე, იყოს სიზმარი, იყოს, მაგრამ ეს ცხოვრება, რომელსაც ასე აღამაღლებთ, მე მინდოდა თვითმკვლელობით მომესპო, სიზმარმა კი, ჩემმა სიზმარმა, ო, მან მამცნო მე ახალი, დიადი, განახლებული და ძლიერი სიცოცხლე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარში თქვენ ხან სიმაღლიდან ვარდებით ან დანით გჭრიან, ან გირტყამენ, მაგრამ არასოდეს გრძნობთ, თუ თქვენ თვითონ, როგორმე ცხადში არ დაიზიანებთ თავს საწოლში, აქ თქვენ იგრძნობთ ტკივილს და თითქმის ყოველთვის ტკივილისგან გამოგეღვიძებათ. ასევე იყო ჩემს სიზმარშიც: ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ჩემი გასროლით ჩემში ყოველივე შეიძრა, უცებ ჩაქრა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი შემზარავად გაშავდა. თითქოს დავბრმავდი და დავმუნჯდი. და აი, ვწევარ რაღაც მკვრივზე გაჭიმული, ვუცქერ სიბნელეს და ოდნავი მოძრაობის გაკეთებაც არ შემიძლია. ირგვლივ დადიან და ყვირიან, როხროხებს კაპიტანი, წიკვინებს დიასახლისი, და უცებ, ისევ შესვენება და უკვე მიმათრევენ დახურულ კუბოში მოთავსებულს. ვგრძნობ კუბოს ჭრაჭუნს და ვაანალიზებ ამას, უცებ პირველად მახსენდება - მე ხომ მკვდარი ვარ, ვიცი რომ მოვკვდი, ვერ ვინძრევი, ვერ ვხედავ და ამავდროულად შემიძლია ვიაზროვნო. მაგრამ უმალვე ვეჩვევი ამას და ჩვეულებისამებრ, როგორც სიზმარში, სინამდვილეს უდავოდ ვეგუები. და აი, უკვე მმარხავენ მიწაში. ყველა მიდის, მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, ვერ ვმოძრაობ. ყოველთვის, როდესაც ადრე წარმოვიდგენდი თუ როგორ მმარხავენ საფლავში, ყოველთვის საფლავთან ნესტსა და სიცივეს ვუკავშირებდი. ასევე ახლაც ვიგრძენი, რომ ძალიან მცივა, განსაკუთრებით ფეხის თითებზე, მაგრამ მეტი არაფერი მიგრძვნია. ვიწექი და უცნაურია - არაფერს ველოდი, უდავოდ ვიღებდი იმ ვითარებას, რომ მკვდარი ვერ ელოდება ვერაფერს. მაგრამ ნესტი იყო. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა - საათები თუ რამდენიმე დღე. მაგრამ აი, ჩემს დახუჭულ მარცხენა თვალზე დაეცა კუბოში შემოპარული წყლის წვეთი, მას წუთის შემდეგ მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეორდებოდა ერთი წუთის ინტერვალით. ღრმა გულისწყრომა აენთო ჩემს გულში და უცებ მასში ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი: „ეს ჩემი ჭრილობაა - გავიფიქრე, - გასროლა, იქ ტყვიაა...“ წვეთი კი ისევ ვარდებოდა, ყოველ წუთს და პირდაპირ დახურულ თვალზე მეცემოდა. და უცებ შევძახე არა ხმით, რადგან უძრავი ვიყავი, არამედ მთელი არსებით, ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა იმის მფლობელს: - ვინც არ უნდა იყო, და თუ შენ ხარ და არსებობს რაიმე უფრო გონივრული ვიდრე ის, რაც ახლა ხდება, მიეცი ნება რომ აქაც იყოს. თუ შენ შურს იძიებ ჩემზე ჩემი გაუცნობიერებელი თვითმკვლელობის გამო, უხამსობასა და უაზრობაზე ამგვარი ყოფით, მაშინ იცოდე, რომ არასოდეს და არანაირ წამებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის, ვერ შეედრება ეს სიძულვილი, რომელსაც მდუმარედ უნდა ვგრძნობდე, თუნდაც მილიონი წელი ამ წამებაში! ამოვიძახე და დავდუმდი. თითქმის მთელი წუთი გრძელდებოდა ღრმა მდუმარება და ერთი წვეთიც დამეცა თვალზე, მაგრამ ვიცოდი, უსაზღვროდ ვიცოდი და მწამდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. და უცებ, გაიხსნა ჩემი სამარე. არც კი ვიცოდი, გახსნეს ის თუ ამოთხარეს, მაგრამ ამიყვანა რაღაც შავმა და უცნობმა არსებამ, სულ სხვა განზომილებაში. უცებ ამეხილა თვალი: იყო უკუნი ღამე, და არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი სიბნელე! განზომილებაში მივქროდით, შორს დედამიწისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „იქნებ სამარის შემდეგაც არსებობს სამყარო!“ - გავიფიქრე სიზმრის მსუბუქი აზრით, მაგრამ ჩემი გულის არსი სიღრმეში ჩემთან რჩებოდა: „და თუ უნდა მეცხოვრა - გავიფიქრე ისევ - ვინმეს უბერებელი სურვილისამებრ, მაშინ არ მინდა, რომ დამამარცხონ და დამამცირონ!“ - „შენ იცი, რომ მეშინია შენი და ამიტომაც გეზიზღები“ - ვუთხარი ჩემს თანამგზავრს და გულში ნემსივით ჩხვლეტა ვიგრძენი დამცირებისგან. ჩემს კითხვას არ უპასუხა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ არ ვძულდი არავის და არ დამცინოდნენ, არც კი მიცოდებდნენ და რომ ჩვენს გზას აქვს მიზანი, უცნობი და საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მე მეხება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მე მიყვარს, მე შემიძლია მხოლოდ ის მიწა მიყვარდეს, რომელიც დავტოვე, რომელზეც დარჩა ჩემი სისხლის წვეთები, როდესაც მე უმადურმა, გულში ტყვია დავიხალე და ცხოვრება მოვისპე. მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია იმ დედამიწის სიყვარული, იმ ღამითაც კი, როდესაც ვეთხოვებოდი მას, შეიძლება უფრო მეტი ტანჯვით მიყვარდა, ვიდრე ოდესმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენს პლანეტაზე ჭეშმარიტად მხოლოდ ტანჯვაში შეგვიძლია გვიყვარდეს! რადგან სხვაგვარად არ შეგვიძლია გვიყვარდეს და არ ვცნობთ სხვა სიყვარულს. მე მინდა ტანჯვა, რათა მიყვარდეს. მე მინდა, მე მწყურია, ყოველ წამს, ყოველ წუთს ვკოცნო, ცრემლების ღვრით ვკოცნო მხოლოდ ის ერთი დედამიწა, რომელიც დავტოვე და არ მინდა, არ ვიღებ ცხოვრებას ნებისმიერ სხვა პლანეტაზე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მათ თითქმის არ ესმოდათ ჩემი, როდესაც სამუდამო სიცოცხლეზე ვეკითხებოდი, მაგრამ ჩანდა, რომ ამაში იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კითხვად არ აღიქვამდნენ. მათ არ ჰქონდათ ტაძარი, მაგრამ ჰქონდათ იდეალური, გამორჩეული ერთობა მთელს სამყაროსთან, მათ არ ჰქონდათ რწმენა, მაგრამ ჰქონდათ მყარი ცოდნა იმისა, რომ როდესაც დასრულდებოდა ნეტარება მიწაზე, მათვისაც და გარდაცვლილთათვისაც კიდევ უფრო გაღრმავებული შეგრძნება იქნებოდა მთელს სამყაროსთან ერთობისა. ისინი ამ მომენტს სიხარულით ელოდნენ, მაგრამ არა სულსწრაფობით, კი არ იტანჯებოდნენ ამის გამო, არამედ უკვე ჰქონდათ მისი შეგრძნება საკუთარ გულებში, რომლის შესახებაც ერთმანეთს ამცნობდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი ჩემი ტვინისთვის მიუღწევლად რჩებოდნენ, სამაგიეროდ ჩემი გული მათში აუხსნელად და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ მე ეს ყოველივე უკვე ვიგრძენი დიდი ხნის წინ, რომ მთელი ეს სიხარული და დიდება იგრძნობოდა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე, მყვირალა ტანჯვაში, მაშინ, როდესაც გარდაუვალ გლოვას ვუახლოვდებოდი; რომ მე წინასწარ ვიგრძენი ისინი ყველა თავიანთი დიდებულებით, ჩემი გულის სიზმრებში და გონების ოცნებებში, რომ მე ხშირად არ შემეძლო მეჭვრიტა მზის ჩასვლისთვის ცრემლების გარეშე... რომ ჩემი სიძულვილი ადამიანების მიმართ ყოველთვის სევდისგან შედგებოდა ჩემს მიწაზე: რატომ არ შემიძლია, რომ მძულდნენ ისინი, როდესაც არ მიყვარდნენ და რატომ არ შემეძლო არ მეპატიებინა მათთვის და არ მყვარებოდნენ სევდით: რატომ არ შემიძლია მიყვარდნენ ისინი მათ მიმართ სიძულვილში? მისმენდნენ და ვიცოდი, ვერ წარმოიდეგნდნენ იმას, რასაც მე ვეუბნებოდი, მაგრამ არ ვნანობდი, რომ მათ ამას ვეუბნებოდი: ვიცოდი, რომ მათ ესმოდათ მთელი ჩემი სევდა მათ მიმართ, ვინც მივატოვე. დიახ, როდესაც ისინი მიცქერდნენ თავიანთი ჭკვიანი, სიყვარულით სავსე გამჭოლი თვალებით, როდსაც ვგრძნობდი, რომ მათთან ყოფნით ჩემი გულიც იგივე უსაზღვრო სიყვარულით ივსებოდა, როგორც მათ გულები, მაშინ არ ვნანობდი, რომ მათი არ მესმოდა. ცხოვრების სისრულის შეგრძნებისგან სული მევსებოდა და ჩუმად ვლოცულობდი მათთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, ყველანი იცინიან ჩემს თვალში და მარწმუნებენ, რომ სიზმარშიც კი შეუძლებელია ნახო ასეთი დაწვრილებით ყველაფერი, რასაც მე გადმოვცემ, რომ ჩემს სიზმარში მე ვიგრძენი ან ვიხილე მხოლოდ გრძნობა, ჩემი გულის ბოდვაში დაუფლებული, დეტალები კი თვითონ მოვიდა თავში გამოღვიძებისთანავე. როდესაც მათ გავუმხილე, რომ სინამდვილეშიც შეიძლებოდა ასეთ ყოფილიყო - ღმერთო ჩემო, როგორი ხარხარი დაიწყეს და რაოდენ დიდი მხიარულება მივიღე! ო, დიახ, მე ვიყავი დამარცხებული მხოლოდ იმ ერთი სიზმრით და მხოლოდ ის გადარჩა სისხლამდე დაჭრილ ჩემს გულში: მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიზმრის სახეები და ფორმები, ანუ ისნინი, რომლებიც მე სინამდვილედ ვიხილე ჩემს სიზმარში, იმდენად ამაღლებული იყო, იმხელა ჰარმონიამდე, რომ გამოღვიძებულს მათი გადმოცემა უბრალო, ადამიანური სიტყვებით არ შემეძლო. ასე, რომ ისინი უნდა ჩამეხშო გონებაში და იქნებ, შეიძლება ნამდვილადაც - მე თვითონ, გაუცნობიერებლად ვალდებული ვიყავი, გამესუფთავებინა დეტალები და რა თქმა უნდა მათი წარმოთქმით, განსაკუთრებით ასეთი ვნებიან სურვილის დროს, რათა რაც შეიძლება უცებ და სრულად გამომეხატა. თან როგორ არ უნდა მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი იყო? თუნდაც სიზმარი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს არ შეეძლო რომ არ ყოფილიყო. იცით რა, საიდუმლოდ გეტყვით: ეს ყველაფერი შესაძლოა არც იყო სიზმარი, რადგან აქ მოხდა რაღაც ისეთ, რაღაც ისეთი საშინლად ჭეშმარიტი, რომ შეუძლებელი იყო სიზმარში მენახა. თუნდაც სიზმარი შეექმნა ჩემს გულს, განა მხოლოდ გულს ძალუძდა შეექმნა ის საშნელი სიმართლე, რომელიც მე შემემთხვა შემდეგ? როგორ შემეძლო მხოლოდ მე, ერთს გამომეგონებინა გულით? ნუთუ ჩემს მოკლე გულსა და წუწუნა, უბადრუკ გონებას შეეძლო ავეტაცე სიმართლის ამხელა სიმაღლეზე! ო, თვითონ განსაჯეთ: აქამდე ვმალავდი, მაგრამ ამჯერად ბოლომდე ვიტყვი სიმართლეს. საქმე იმაშია რომ მე... გავრყვენი ისინი ყველა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი. როგორც საზიზღარი ჭია, როგორც ჭირის ატომი, რომელმაც მოწამლა მთელი სახელმწიფოები, ასევე მოვწამლე მთელი ის მიწა, ჩემამდე უცოდველი და ბედნიერი. მათ ისწავლეს ტყუილი, შეიყვარეს სიცრუე და შეიცნეს მისი სილამაზე. ო, შესაძლოა ეს უნებურად დაიწყო, ხუმრობიდან, სასიყვარულო თამაშიდან, მართლაც შეიძლება ატომიდან, მაგრამ ეს სიცრუის ატომი მათ გულებში შევიდა და მოეწონათ. შემდეგ მალევე იშვა სიტკბოსმოყვარეობა, რომელმაც შვა ეჭვიანობა, ეჭვიანობამ - სისასტიკე... ო, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მალევე, ძალიან მალე გადმოწვეთა სისხლმა: მათ გაიკვირვეს, შეეშინდათ და დაშლა დაიწყეს, მთლიანისგან გადიოდნენ. იქმნებოდა ერთობები, მაგრამ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დაიწყო დაცინვა, გამოკეტვა. გრძნობდნენ სირცხვილს და სირცხვილი სიკეთედ აღამაღლეს. იშვა წოდების საკითხი და ყოველ ერთობაში შეიქმნა თავისი ცოდნა. დაიწყეს ცხოველების წამება და ცხოველები ტყეში გაიქცნენ, მათ მტრებად იქცნენ. დაიწყო ბრძოლა განცალკევებაზე, ჩამოყალიბებაზე, პიროვნებაზე, ჩემსაზე და შენსაზე. დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი. შეიცნეს გლოვა და ამავე დროს შეიყვარეს იგი. სწყუროდათ ტანჯვა და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ტანჯვით მოიპოვება. მაშინ მათ გამოეცხადათ მეცნიერება. როდესაც ბოროტებად იქცნენ, მაშინ დაიწყეს ლაპარაკი ძმობასა და ჰუმანურობაზე, გაიგეს ეს იდეები. როდესაც დამნაშავეებად იქცნენ, გამოიგონეს სამართალი და საკუთარ თავს მთელი კოდექსები მიაწერეს, რათა დაიცვან ის, ხოლო კოდექსის უზრუნველსაყოფად დადგეს გელიოტინა, ისინი მხოლოდ ოდნავ ხვდებოდნენ თუ რა დაკარგეს, არ სურდათ ამის გაგება, რომ ოდესღაც უმანკონი და ბედნიერნი იყვნენ. იცინოდნენ თუნდაც იმის შესაძლებლობაზე, რომ ასეთი ბედნიერება იქნებოდა და მას ოცნებას არქმევდნენ. არ შეეძლოთ წარმოედგინათ ის ფორმასა და სახეში, მაგრამ უცნაური და ჯადოსნური საქმეა: ყოველგვარი რწმენის დაკარგვის შემდეგ, ყოფილი ბედნიერების ოცნებად შერაცხვისას, მათ იმდენად მოუნდათ ყოფილიყვნენ ისევ უმანკონი და ბედნიერნი, რომ საკუთარი გულის სურვილის წინაშე დაემხნენ როგორც ბავშვები, გააღმერთეს ეს სურვილი, ააგეს ტაძრები და დაიწყეს საკუთარი იდეის მიმართ ლოცვა, საკუთარი „სურვილის“ მიმართ, ამავე დროს სრულებით სწამდათ მისი არასრულების და არარსებობის, მაგრამ ცრემლებით აღმერთებდნენ და ემორჩილებოდნენ. თუმცა კი, თუ შეიძლებოდა, რომ ასეც მომხდარიყო, რომ შეძლებოდათ აღედგინათ საკუთარი წარსული ბედნიერება ან ვინმეს ხელახლა ენახებინა მათი წინა მდგომარეობა და ეკითხა სურდათ თუ არა უკან დაბრუნება, - მაშინ ალბათ უარს განაცხადებდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც ჩვენ ცრუნი ვართ, ბოროტები და უსამართლონი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვტირით ამის გამო, საკუთარ თავს ვტანჯავთ და ვანადგურებთ, ვსჯით საკუთარ არსებას მეტად, ვიდრე შეგვიძლია და ამასვე ვუშვრებით იმ მოწყალე მსაჯულს, რომელიც განგვსჯის და რომლის სახელიც უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეცნიერება და ამით ისევ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მას უკვე შეგნებულად მივიღებთ. ცოდნა გრძნობაზე მაღალია, ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია.. მეცნიერება მოგვცემს სიბრძნეს, სიბრძნე გახსნის კანონებს, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალია“. აი რას ამბობდნე ისინი და ამ სიტყვების შემდეგ თითოეულმა შეიყვარა საკუთარი თავი ყველაზე მეტად და არც კი შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ყოველი მათგანი იმდენად ეჭვიანი გახდა საკუთარი პიროვნების მიმართ, რომ მთელი ძალით ცდილობდნენ მხოლოდ დაემცირებინათ საკუთარი თავი სხვების წინაშე და მთლიანად ამაში აქცევდნენ საკუთარ ცოხვრებას. გაჩნდა მონობა, გაჩნა ასევე ნებითი მონობა: სუსტები ემორჩილებოდნენ უძლიერესთ, რათა ეს უკანასკნელი მათვე დახმარებოდა, მათზე სუსტებზე ზეწოლის მოხდენაში. დნებოდნენ მართალნი, რომელნიც ამ ადამიანებთან აცრემლებულნი მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ საკუთარ სიამაყეზე, ზომის და ჰარმონიის დაკარგვაზე, დაკარგულ სირცხვილის გრძნობაზე. მათ დასცინოდნენ ან ქვებით ქოლავდნენ. ტაძრების შესასვლელთან წმინდა სისხლი იღვრებოდა. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები რომელთაც გამოგონება დაიწყეს: რათა ყველანი ისევ გაეერთიანებინათ, ისე რომ არც ერთს არ შეეშალა სხვისთვის ხელი, თან ამავე დროს არ შეეწყვიტა საკუთარი თავის ყველაზე მეტად სიყვარული და ეცხოვრათ ასე, ყველას ერთად, როგორც შეთანხმებულ საზოგადოებას. ამ იდეისთვის მთელი ომები გაიმართა. ყოველ მეომარს სჯეროდა, რომ მეცნიერება სიბრძნეთა სიბრძნეა და რომ მას თვითშენახვის ინსტინქტთან ერთად შეეძლო საზოგადოება ექცია ურთიერთშეთანხმებულ საზოგადოებად, ამის დასაჩქარებლად კი „ბრძენნი“ იღწვოდნენ „ნაკლებადბრძენთა“ გასანადგურებლად, რომელთაც არ ესმოდათ მათი იდეები, იშორებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ მათ ბატონობაზე. მაგრამ თვითგადარჩენის გრძნობამ მალევე დაიწყო შესუსტება. გამოჩნდნენ ამაყნი და ტკბილმოყვარულნი, რომელთაც პირდაპირ მოითხოვეს ყველაფერი ან არაფერი. ყველაფრის მოსახვეჭად ყაჩაღობას მიმართავდნენ და თუ არ გამოვიდოდა - თვითმკვლელობას უხმობდნენ. გამოჩნდნენ რელიგიები არყოფნის კულტებითა და თვითგანადგურებით, არარაობაში მოსვენებისათვის. ბოლოს და ბოლოს დაიღალა ეს ხალხი უაზრო შრომაში და მათ სახეზე ტკივილი გამოჩნდა. და ამ ადამიანებმა გაახმოვანეს, რომ ტანჯვა არის სილამაზე, რადგან მხოლოდ მასშია აზრი. სიმღერა დაიწყეს ტანჯვაზე. დავდიოდი მათ შორის თითების მტვრევით და ვტიროდი მათ გამო, მაგრამ მიყვარდა ისინი, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე, როდესაც მათ სახეებზე ჯერ კიდევ არ იყო ტანჯვა და როდესაც უმანკონი და მშვენიერნი იყვნენ. შევიყვარე მათ მიერ შელახული მიწა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სამოთხე იყო, იმის გამო, რომ მასზე წარმოიშვა ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სამწუხაროდ, მე ყოველთვის მიყვარდა ტკივილი და გლოვა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის... მათზე ვტიროდი მხოლოდ მათივე სიბრალულის გამო. ვიშვერდი მათკენ ხელებს, სასოწარკვეთილი ვიხუტებდი და ვწყევლიდი საკუთარ თავს. ვეუბნებოდი, რომ ყოველივე ეს მე გავაკეთე, მე ერთმა, რომ მე მოვუტანე მათ გარყვნილება, ჭირი და ტყული! ვევედრებოდი, რომ ჯვარზე გავეკარი, მე ვასწავლიდი, როგორ დაეჭედათ ჯვარი. არ შემეძლო, არ ძალმიძდა თავი მომეკლა, მაგრამ მინდოდა მათგან სატანჯველი მიმეღო, მწყუროდა წამება, მწყუროდა, რომ ამ წამებაში დაღვრილიყო ჩემი სისხლი ბოლო წვეთამდე. მაგრამ ისინი დამცინოდნენ და საბოლოოდ ცრუდ ჩამთვალეს. ისინი მამართლებდნენ, ამბობდნენ, რომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ თვითონ და ის, რომ რაც არსებობს ახლა, არ შეიძლებოდა რომ არ არსებულიყო. საბოლოოდ განმიცხადეს, რომ მათთვის საშიში ვხდებოდი და რომ საგიჟეთში მომათავსებდნენ თუ არ დავდუმდებოდი. მაშინ გლოვა ჩემს სულში გლოვა აღიძრა ისეთი ძალით, რომ გული შემეკუმშა და ვიგრძენი, რომ მოვკვდებოდი, და აქ... და აქ მე გამომეღვიძა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, აწი ცხოვრება და ცხოვრება! აღვაპრყე ხელები და მოვუწოდე სამუდამო ჭეშმარიტებას; კი არ მოვუხმე, არამედ ავტირდი, აღმაფრენა, შეუცვლელი აღმაფრენა აღამაღლებდა მთელ ჩემს არსებას. დიახ, ცხოვრება და ქადაგება! ო, ქადაგება მე იმ წუთასვე გადავწყვიტე და რა თქმა უნდა მთელი ცხოვრების მანძილზე! მივდივარ საქადაგებლად, მე მინდა ვიქადაგო - რა? ჭეშმარიტება, რადგან მე ვიხილე ის, ვიხილე საკუთარი თვალებით, მთელი მისი სიდიადით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მიყვარს ის, ვინც დამცინის. რატომაა ასე?- არ ვიცი და არც შემიძლია ავხსნა, მაგრამ დაე, ასე იყოს. ამბობენ, რომ მე უკვე ვცოტავდები და რა იქნება შემდეგ? სიმართლე, ჭეშმარიტება: მე ვიკლებ და შემდეგშიც უფრო უარესად იქნება ალბათ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, რამდენჯერმე შევეცდები, რათა ვიპოვო სწორი სიტყვები და ფორმა ქადაგებისა, ეს ხომ ძალზედ რთულია განსახორციელებლად. მე ამ ყოველივეს დღესავით ნათლად ვხედავ, მაგრამ მითხარით: ვინ არ დასრულებულა! ამავდროულად ყველანი საბოლოოდ ერთთან მიდიან, იღწვიან ერთისკენ - ჭეშმარიტებისკენ, აი სიახლე, ასე რომ ბოლომდე დასრულება არ შემიძლია. რადგან მე ვნახე ჭეშმარიტება, მე ვნახე და ვიცი, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი, მიწაზე ცხოვრების საშუალების დაკარგვის გარეშე. არ მინდა, არ შემიძლია რწმენა იმისა, რომ ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა შეიძლება ბოროტება იყოს. ისინი ხომ ამ ჩემს რწმენაზე იცინიან. მაგრამ როგორ არ მწამდეს: მე ვნახე ჭეშმარიტება - არა თუ გამოვიგონე გონებით, არამედ ვნახე, ვნახე და მისმა ცოცხალმა სახემ ჩემი სული საუკუნოდ აღავსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარი? რა არის სიზმარი? და ჩვენი ცხოვრება სიზმარი არ არის? მეტსაც ვიტყვი: დაე, დაე, არასოდეს ასრულდეს ეს და არ იყოს სამოთხე (ეს მე კარგად გამეგება) - მაგრამ მე მაინც ვიქადაგებ. ამასობაში რა უბრალოა ამის მოწყობა: ერთ დღეში, ერთ საათში - ყველაფერი უცებ მოეწყობოდა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მთავარია - გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, აი ეს არის მთავარი და მორჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალი!“ აი რასთან უნდა იბრძოლო! და ასეც ვიზამ. თუკი ყველანი მხოლოდ მოინდომებენ, ყველაფერი ახლავე მოიწყობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ის პატარა გოგონა კი მოვძებნე.... და წავალ! წავალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} === ''სტეპანჩიკოვოს სოფელი'' (1859) === {{Q | ციტატა = ეს ერთ-ერთი იმ კეთილისმყოფელ ადამიანთაგანი იყო, რომელთაც ესირცხვილებათ სხვა ადამიანს ცუდი შესთავაზონ, სიჩქარით მოსავენ საკუთარ ახლობლებს ყოველგვარი კეთილი საქმით, უხარიათ სხვისი წარმატება, ცხოვრობენ ამ წესით, მუდმივად იდეალურ მსოფლიოში, წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირველ რიგში, საკუთარ თავს ადანაშაულებენ. თავის გაწირვა სხვისი ინტერესებისათვის მათი მოწოდებაა. ზოგნი მათ როგორც პატარა სულის, უხასიათო და სუსტ არსებებად იცნობენ. რა თქმა უნდა, ის სუსტი და ზედმეტად რბილი ხასიათის იყო, მაგრამ არა ხასიათის სიმყარის ნაკლებობისგან, არამედ შიშის გამო, რომ შეურაცხყოფდა, მრისხანედ მოექცეოდა ვინმეს გადამეტებული პატივისცემისთვის ახლობლისა თუ უცხო ადამიანის მიმართ. საერთოდ, უხასიათო და პატარა სულისკვეთების იყო მაშინ, როდესაც თავის სარგებლობას ეხებოდა საქმე, რასაც ის დიდად უგულებელყოფდა, რის გამოც მთელი ცხოვრება სასაცილოდ იგდებდნენ და თან ხშირად იმათგან, ვისთვისაც ამ სარგებელს სწირავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რისხვას გადასული პატარა სული თვითონვე ავლენს რისხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = პირველად შხამით დაგათრობენ და შემდეგ იმასაც გკითხავენ, მისაყოლებელი ხომ არ გინდაო. გულის ჭრილობები უნდათ რომ განკურნონ რაიმე მომწამვლელი სოკოთი ან დამპალი ვაშლებით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რითაც არ უნდა დაფარო ჭუჭყი, ჭუჭყი მაინც ჭუჭყად რჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = და თუ აქამდე არავინ არ ჩასვა საგიჟეთში, ეს იმის გამო, რომ მასზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა დაქორწინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო! რატომ არის ადამიანი გაბოროტებული? რატომ ვარ ხოლმე ბოროტი, როდესაც ასე კარგი და მშვენიერია კეთილად ყოფნა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს... ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც კაცთმოძულედ მაქცია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = თუ გინდა დაამარცხო მთელი მსოფლიო, დაამარცხე საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = კარგი დრო ციდან არ ვარდება, არამედ მას ჩვენ ვქმნით; ის ჩვენს გულებშია დამწყვდეული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება - აი ჩემი წესი! მოითმინე, იშრომე, ილოცე და იმედი იქონიე - აი ჭეშმარიტება, რის შთაგონებასაც კაცობრიობისთვის ერთი ცდით ვისურვებდი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა ხშირად თავმოყვარე არაა, ახალგაზრდა თავმოყვარეობა კი თითქმის ყოველთვის მშიშარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ორჯერ მეტად ფრთხლად უნდა იყო უბედურებაგამოვლილ ადამიანთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ისეთია ადამიანის თავმოყვარეობა, რომ საკუთარ თავშიც არ ეტევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = სიყვარული ალამაზებს სახეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ყოველი საქმე ღირსეულად, მამაცურად უნდა გააკეთო, მაგრამ ყვირილისა და წყენის გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ფული მტრედია, მოფრინდება და უთუოდ ისევ გაფრინდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ადამიანური იმედები მატყუარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მწამს, რომ მეცნიერება, ხელოვნება... ქანდაკება, მთელი ეს მაღალი იდეები ასე ვთქვათ, თავისებურ მომხიბვლელ მხარეებს ფლობენ, მაგრამ ისინი ვერ შეცვლის ქალებს! ქალები, ქალები, ახალგაზრდავ, გაყალიბებენ თქვენ და ამიტომაც, მათ გარეშე შეუძლებელია, შეუძლებელია ახალგაზრდა ადამიანო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ლოცვებს მთელი ღამე თქვენთვის ვჩურჩულებდი, ვცდილობდი თქვენი ბედნიერება მეპოვნა. მაგრამ ვერ ვიპოვე, რადგან ბედნიერება კეთილის ქმნაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მისთვის სერიოზულად რომ ეთხოვა ვინმეს მხრებით წამიყვანე ორი ვერსის მანძლზეო, შესაძლოა წაიყვანდა კიდევაც: ისეთი კეთილი იყო, დანამდვილებით მისცემდა ყველაფერს პირველივე თხოვნისას და უკანასკნელ პერანგს გაუნაწილებდა პირველ მთხოვნელს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} === ''ბიძის სიზმარი'' (1859) === {{Q | ციტატა = ტყუილი საპატიოა თუ მას სიცოცხლის გადასარჩენად ამბობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენს შვილებში ვცოცხლობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყოველივე კვდება, ყოველივე, მოგონებებიც კი! ჩვენი კეთილშობილური გრძნობებიც კვდება. მათ ნაცვლად კი კეთილგონივრულობა დგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ტირანია მოთხოვნილებაში გადაზრდილი ჩვევაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სილამაზე ახალგაზრდობისგან არ შესდგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თქვენ არ შეგიძლიათ კეთილი საქმეების გამოაშკარავების გარეშე, საზიზღარ საქმეშიც კი. სჯობს თქვათ პირდაპირ და უბრალოდ: „ზინა ეს მუხთლობაა, მაგრამ ხეირიანი, ამიტომ დათანხმდი ამაზე!“ უკიდურეს შემთხვევაში გულწრფელობა იქნებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მეტი აღარ მსურს ვდუმდე ამ ადამიანების წინაშე, რომელთა აზრებიც მძულს და რომლებიც ჩვენს დასაცინად ჩამოვიდნენ! არ მსურს მათგან წყენა წავიღო; არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება ტალახი მესროლოს. ყველანი მზად არიან ახლავე ათასჯერ უარესი რამ გააკეთონ, ვიდრე მე ან თქვენ! გაბედავენ რომ ჩვენი მოსამართლენი იყვნენ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე ბოროტული და გამხეცებული სიხარულით ვხვდებით სკანდალს, რომელიც ჩვენს რომელიმე ახლობელს ემართება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} === ''ორი თვითმკვლელობა'' (1876) === {{Q | ციტატა = ტანჯვა გონებიდანაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = იცით თუ არა, რომ რაც არ უნდა დაწეროთ, რაც არ უნდა გამოიყვანოთ, რაც არ უნდა შენიშნოთ მხატვრულ ნაწარმოებში - ვერასოდეს ვერ გაუტოლდებით სინამდვილეს. რაც არ უნდა გამოსახოთ, ყველაფერი უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე სინამდვილეშია. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაწარმოებში მიაღწიეთ ყველაზე კომიკურს ცნობილ ცხოვრებისეულ მოვლენაზე, რეალურად კი დაიჭირეთ მხოლოდ ყველაზე მახინჯი მხარე მისი - არც მეტი, არც ნაკლები! სინამდვილე მაშინვე შემოგთავაზებთ ისეთ ეტაპს, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ და რომელიც ყველაფერს აჭარბებს, რაც კი შეეძლო შეექმნა თქვენს საკუთარ დაკვირვებასა და წარმოსახვას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = დააკვირდით სხვა, ცხოვრების სინამდვილის შეიძლება მართლაც თავდაპირველად არც თუ ისე ნათელ ფაქტს - და თუ თქვენ შეგწევთ ძალა და გაქვთ თვალები, მასში ნახავთ ისეთ სიღრმეს, რომელიც შექსპირსაც არა აქვს. მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს კითხვა: ვისია თვალი და ვის ძალუძს? რადგან მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, რომ შექმნა მხატვრული ნაწარმოები? არამედ ასევე საჭიროა ასახო ფაქტი, რასაც ცალკე მხატვრობა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგი დაკვირვებულისთვის, ყველა ცხოვრებისეული მოვლენა ყველაზე მგრძნობიარე უბრალოებაში მოდის და იმდენად გასაგებია, რომ დასაფიქრებელიც არაფერია, დასანახიც არ არის არაფერი და ამად არც კი ღირს. ზოგ დაკვირვებულს კი იგივე მოვლენები სხვა დროს იმდენად გარჯის, (რაც არც ისე იშვიათად ხდება) რომ - არ ძალუძს საბოლოოდ განავრცოს და უბრალოება შემატოს, წამოჭიმოს სწორ ხაზზე და ამით დაწყნარდეს - ის მიდის სხვა სახის გაუბრალოებასთან და ასე უბრალოდ იხლის შუბლში ტყვიას, რათა თავისი გატანჯული გონება მთელი თავისი კითხვებითურთ სულ ერთიანად ჩააქროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერასოდეს ამოვწურავთ ცხოვრების მოვლენებს თუ მის საწყისთან და ბოლოსთან არ მივალთ. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ არსებული, მიმდინარე, ხილვადი და ისიც მხოლოდ დაკვირვების შემდეგ, დასასრული და დასაწყისი - ეს ყველაფერი ადამიანისთვის ჯერ ფანტასტიკურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = გაზეთში ძალიან ბუნდოვნად იყო ნახსენები ეს ამბავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ძალზედ აღძრა ერთ ვითარებამ: მან ქლოროფილით დაასველა ბამბა, სახეზე შემოიხვია და საწოლზე დაწვა... ასეთნაირადვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ასეთი წერილი დაწერა: „Je m'en vais entreprendre un long voyage. Si cela ne reussit pas qu'on se rassemble pour feter ma resurrection avec du Cliquot. Si cela reussit, je prie qu'on ne me laisse enterrer que tout a fait morte, puisqu'il est tres desagreable de se reveiller dans un cercueil sous terra. Ce n'est pas Chic!“ რაც შემდეგნაირად ითარგმნება : „ფრთებს ვასხამ გრძელ მოგზაურობას. თუ თვითმკვლელობა არ გამოვა, მაშინ დაე, შეიკრიბონ ყველანი, მკვდრებისგან ჩემი აღდგომის აღსანიშნავად ბოკალი კლიკით ხელში. და თუ თვითმკვლელობა შედგება, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ დამმარხოთ, ოღონდ საბოლოოდ დარწმუნდით, რომ მკვდარი ვარ, რადგან რომ სრულიად უსიამოვნოა კუბოში გაღვიძება, მიწის ქვეშ. ძალზედ მოკრძალებულად გამოვა!“ ამ საზიზღარ, უხეშ ლაზათში, ჩემი აზრით შეიძლება გულისწყრომა და ბრაზი ისმის - მაგრამ რის მიმართ? უბრალოდ უხეში ნატურები ანადგურებენ საკუთარ თავს თვითმკვლელობით, მხოლოდ მატერიალური, ხილვადი, გარეგნული საბაბით, ხოლო იმ წერილით ჩანს, რომ მას არ შეიძლებოდა ისეთი მიზეზი ჰქონოდა, რის მიმართ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მისი გულისწყრომა?... წარმოდგენილის უბრალოებაზე, ცხოვრების სიცარიელეზე? ეს ის ძალიან ცნობილი მოსამართლე და ცხოვრების უარმყოფელნი არიან, რომლებიც გამწყრალნი არიან „სისულელეზე“, წყრებიან ადამიანის მიწაზე გაჩენის გამო, ამ გაჩენის უშედეგო შემთხვევითობაზე, ტირანიაზე უმოქმედო მიზეზით, რომელთანაც არ შეიძლება შერიგება? აქ ისმის სწორედ „სწორხაზოვანი“ მოვლენების წინააღმდეგ უკმაყოფილო სულის ხმა, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობაში, მამის სახლში ემცნო. და ყველაზე მეტად უშნოა ის, რომ მოკვდა ყოველგვარი მკაფიო დაეჭვების გარეშე. ეგრეთ წოდებული სიფრთხილის დაეჭვება - როგორც კითხვები, სავარაუდოდ არ ჰქონდა სულში; ყველაფერი, რაც მან ისწავლა, ბავშვობიდან იყო, სწამდა პირდაპირ, სიტყვაზე, აი ესაა სიმართლე. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ მოკვდა, „ცივი სიბნელისა და მოწყენილობისაგან“, ასე ვთქვათ ცხოველური ტანჯვითა და უიმედობით, უბრალოდ, ცხოვრება გახდა მხუთავი, თითქოს ვერ მისწვდა ჰაერს. სულმა ვერ გაუძლო სწორხაზოვნებას, უვნებლობისა და სიფრთხილის გარეშე მოითხოვა შედარებით ძნელი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ რამეზე, გარეგნულად როგორი უბრალოც არ უნდა იყოს, დიდხანს ვერ ეშვები ფიქრს, რაღაცნაირად არ ნებდება ფიქრი და რა თქმა უნდა, თქვენ ამაში დამნაშავე ხართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} === ''მარადი ქმარი'' (1870) === {{Q | ციტატა = დამეთანხმეთ, ეს საუკუნის უდიდესი ავადმყოფობაა, როცა არ იცი ვინ დააფასო, ასე არ არის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მახინჯი არის - მახინჯი, კეთილი გრძნობებით: მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, პაველ პავლოვიჩ. მაგრამ თქვენ დამნაშავე არ ხართ პაველ პავლოვიჩ, არ ხართ დამნაშავე: თქვენ მახინჯი ხართ და ამიტომ ყველაფერი მახინჯი უნდა გქონდეთ - ოცნებებიც და იმედებიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = სულ ხომ არ შეიძლება იტანჯებოდე მოგონებებით: შეიძლება მოისვენო და ანტრაქტებში გაისეირნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ, რამდენადაც დიდი გრძნობებისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიახ, მრისხანებით მიყვარდა, ეს ყველაზე ძლიერი სიყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = კარგი მტერი მკვდარი მტერია, ცოცხალი კი უკეთესი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = რქიანი რომ არ იყოს, მას არ შეუძლია, ისევე როგორც მზეს არ შეუძლია რომ ანათოს, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, თუნდაც ბუნების კანონებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი უკანასკნელ საფეხურამდე გრძნობენ საკუთარ თავს სამართლიანებად და, რა თქმა უნდა, უმანკოებად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = საკუთარ თავს უსამართლოდ და დამნაშავედ არასოდეს თვლიდა. ქმრის მუდმივი, ურიცხვი ღალატი მას საერთოდ არ ამძიმებდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = არის ფიზიონომია, რომელიც ყველაზე უსახო და უმიზნო გარყვნილებასაც აღაგზნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = - აი, ხომ ზრუნავს ვიღაცა ჩემი ზნეობისათვის, ამ წყეულ მოგონებებს თუ „სინანულის ცრემლებს“ რომ მიგზავნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} {{Q | ციტატა = უძილო ღამეებში და, საერთოდ, ღამის ფიქრებისა და განცდების მკვეთრი ცვალებადობა „ძლიერი მოაზროვნე და მგრძნობიარე პიროვნებებს“ სჩვევიათ და ზოგჯერ უძილობის მელანქოლიური ზეგავლენის შედეგად მთელი ცხოვრებისეული მრწამსი მოულოდნელად იცვლება. ისიც ხდება, რომ სრულიად მოულოდნელად საბედისწერო ნაბიჯსაც კი გადადგამსო კაცი. და ბოლოს, თუ სუბიექტი აშკარად გრძნობს ამ გაორებას, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ საქმე სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს. მაშასადამე ზომების მიღებაა საჭირო. საუკეთესო საშუალება გახლავთ ცხოვრებისეული წესის რადიკალური შეცვლა, დიეტა და მოგზაურობა. კუჭის ამორეცხვაც არ იქნება ურიგო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} === ''ორეული'' (1846) === {{Q | ციტატა = თავად კარგად მოგეხსენებათ, პატარა კაცი ვარ; მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არა ვდარდობ, პატარა კაცი რომ ვარ. პირიქით, კრესტიან ივანოვიჩ, უნდა გამოგიტყდეთ, ვამაყობ იმით, რომ პატარა კაცი ვარ და არა დიდი. არც ინტრიგანი გახლავართ და ესეც დიდად მეამაყება. ჩუმჩუმად კი არ ვმოქმედებ, პირიქით, ყველას დასანახად, სააშკარაოდ; არ ქვებუდანობ, თუმცა, ჩემდა თავად ბევრს შემიძლია ვუმტრო, მაგრადაც ვუმტრო, ისიც კი ვიცი რანაირად ვუმტრო, კრესტიან ივანოვიჩ, მაგრამ არ მინდა გავისვარო და ამით ყველაფერზე ხელი დამიბანია; ამ აზრით, მოგახსენებთ, დამიბანია-მეთქი ხელი, კრესტიან ივანოვიჩ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგ-ზოგიერთებს ეხერხება, დროულად მიულოცოს ვინმეს რამე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = არიან ადამიანები, ბატონებო, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = აი, როგორ წესს მივდევ მე, ბატონებო: არ გამომივა? - გულს ვიმაგრებ. გამომივა და თავს ვიჭერ, და ყოველ შემთხვევაში ძირს არავის ამოვუთხრი. ინტრიგანი არა ვარ, ვამაყობ კიდეც ამით, არც დიპლომატად ვივარგებდი. ასეც ამბობენ ხოლმე, ბატონებო: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო. მართალი ნათქვამია, მეც მზად ვარ დავეთანხმო, მაგრამ ვინ კატაა და ვინ თაგვი, ეს კიდევ საკითხავია, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = სადამდის მიჰყავს ზოგჯერ სიბოროტეს კაცი, სადამდის შეიძლება მივიდეს ღირსებისა და ამბიციისათვის შურისმაძიებელი გვამის გამძვინვარება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = იქნება, მხოლოდ ჩემი შეშინება უნდათ, და როცა დაინახავენ - ხმას არ ვიღებ, არ ვეწინააღმდეგები და სრულად ვემორჩილები, მორჩილებით ვიტან ყოველივეს, იქნებ მაშინვე დაიხიონ უკან, სულაც პირველებმა დაიხიონ უკან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი საქმე სულ უბრალო საქმეა. ყველაფერი სულ უბრალოდ, წვრილმანებით თავდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = მეგობრის ჭერქვეშ შიშველ იატაკზეც რბილად დამეძინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თურქები, ერთის მხრივ, მართალნი არიან, ძილშიც რომ ღმერთს უხმობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ არაკეთილმოსურნეობა და შური თავისი ყოველდღიური ბილწი საზრდოს ძებნაში არავითარ პიროვნებას არ ინდობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = პირადი შეურაცხყოფა წესიერ საზოგადოებაში დაუშვებელია; | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩემს თავზე მოგახსენებთ, ჩემო ბატონო, რომ მე, მაგალითისთვის, ნიღაბს მაშინ ვიკეთებ, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ კარნავლის დროს და მხიარულ წვეულებებში, პირდაპირი აზრით მოგახსენებთ ამას; მაგრამ ყოველდღიურად კი არ ვინიღბები ადამიანების წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თქვენი უსირცხვილო და თავხედური გამოხდომები ჩემს მიმართ, მოწყალეო ბატონო, რის მოწმეც წეღან გავხვდი, უფრო მეტად გამხელენ თქვენ, ვიდრე ჩემი სიტყვები, მაგ უხეირო ოინების იმედი ნუ გექნებათ, არაფერი გამოგივათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თვითმარქვეობითა და უსირცხვილობით, ჩვენს დროში ვერაფერს მიაღწევთ. თვითმარქვეობა და უსირცხვილობა, მოწყალეო ბატონო ჩემო, ხეირს არ დაგაყრით, სახრჩობელამდე მიგიყვანთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ პიროვნებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ შეურაცხყონ და მოატყუონ ხალხი, განსაკუთრებით კი პატიოსანი და კეთილი ზნის ადამიანები; უფრო მეტიც, ზურგს უკან ლანძღავენ მათ და უკუღმართობად ლაპარაკობენ, მხოლოდ შურისა და კიდევ იმის გამო, რომ თვითონ ასეთებად ვერ გაასაღებენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ან თქვენ უნდა იყოთ, ან მე. ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია! და ამიტომაც გიცხადებთ, რომ უცნაური, სასაცილო და ამასთანავე შეუძლებელი სურვილი თქვენი-ჩემს ტყუპის ცალად მოაჩვენოთ თავი ხალხს, სხვას არაფერს გამოიწვევს, თუ არა თქვენს საბოლოო პატივის აყრასა და დამარცხებას. და ამიტომაც გთხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე სიკეთისათვის, განზე გადგეთ და გზა მისცეთ ჭეშმარიტად კეთილშობილ და კეთილსაიმედო მიზნების მქონე ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვარ, უკიდურესი ზომები მივიღო. ვდებ კალამს და ველი... სხვაფრივ, მზად გახლავარ, როგორც სამსახურისთვის, ასევე-პისტოლეტებისათვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} === ''ნეტოჩკა ნეზვანოვა'' (1849) === {{Q | ციტატა = მაგრამ რა? რა მაჩუმებს მაშინ, როდესაც ლაპარაკია საჭირო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ხასიათის ადამიანებიც, რომელთაც უყვართ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნონ, ამაზე ხმამაღლა იწუწუნონ ან მარტოობაში დაიმშვიდონ თავი, ქედი მოიხარონ თავიანთი აუღიარებელი სიდიადის წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ტალანტს თანაგრძნობა უნდა, მას სჭირდება რომ მისი ესმოდეთ, შენ კი ნახავ რა სახეები შემოგეხვევიან გარშემო, როგორც კი ოდნავ მაინც მიაღწევ მიზანს, ისინი არფერს ჩათვლიან და შურით დააკვირდებიან იმას, რასაც შრომით, აკრძალვებით, შიმშილით, უძილო ღამეებით მიაღწიე. ისინი არ გაგამხნევებენ, არ გითანაგრძნობენ, შენი მომავალი მეგობრები; ისინი არ მიგითითებენ თუ რა არის შენში კარგი და ჭეშმარიტი, მაგრამ ბოროტი სიხარულით წამოწევენ შენს ყოველ შეცდომას, მიგითითებენ ზუსტად იმაზე, რაც ცუდია შენში, რაშიც შეცდომას უშვებ და შურითა და მლიქვნელობით ალბათ გაუხარდებათ შენი ყოველი შეცდომა (თითქოს უშეცდომოდ იყო ყველაფერი!) შენ ხომ დიდგულა ხარ, შენ ხშირად ამაყიც ხარ და შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავზე შეყვარებულ არარაობას და მაშინ უბედურება - შენ მარტო იქნები, ისინი კი ბევრნი, ისინი ქინძისთავებით გაწამებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის გარეგნულად მშვიდი იყო, მაგრამ ეს მისი სიმშვიდე უფრო მაღელვებდა, ვიდრე ყოველგვარი მისი ნერვიულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ყოველ ჩვენგანს ჰქონად ზღვარი, რომლამდეც მიდიოდა ჩვენი სიახლოვე, ზღვარს გადაბიჯება ვერ გავბედეთ, თუმცა კი გვინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტებამ ის თავისი აუტანელი ბრჭყვიალით დააბრმავა და ის რაც სიცრუე იყო, მისთვისაც სიცრუედ დარჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის მოკვდა, რადგან ასეთი სიკვდილი მისთვის აუცილებლობა იყო, ერთადერთი მიზანი მთელი მისი ცხოვრებისა. ის ასე უნდა მომკვდარიყო, როდესაც ყოველივე, რასაც მისი ცხოვრება ეკავა უცაბედად ჩამოინგრა, გაიფანტა როგორც მოჩვენება, როგორც უსხეულობა, ცარიელი ოცნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ნუთუ მას არ შეეძლო იმის გაგება, რომ ასე ძნელია მოატყუო ნატურა, რომელსაც სწყურია შეგნებული შტაბეჭდილებები, ვინც ბოლომდე იგრძნო ბევრი ბოროტება და სიკეთე? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ცნობიერებით უფრო მეტს გადაიტან, ვიდრე მთელს წელიწადში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = თითქოს და ჩანდა, რომ ეს უბედური, დაღუპული ტალანტი თავადვე ეძებდა გარეგნულ შემთხვევებს, რისთვისაც შეიძლებოდა დაებრალებინა მთელი წარუმატებლობა, მთელი უბედურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მხოლოდ ერთი სიამოვნება მქონდა - მეფიქრა და მეოცნება მასზე, მხოლოდ ერთი ნება - მეკეთებინდა ყველაფერი, რაც მას უმცირეს სიამოვნებას მოჰგვრიდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასზე იმედის ჩრდილიც კი ახდენდა გავლენას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მას დიდება სურდა და თუ არტისტისთვის დიდების სურვილი მამოძრავებელი მთავარი ძალაა, მაშინ ის არტისტი არაა, რადგან მან უკვე დაკარგა მთავარი მხატვრული ინსტინქტი, ანუ ხელოვნების სიყვარული, ერთადერთი იმის გამო, რომ ის არის ხელოვნება და არა სხვა რამ, მაგალითად დიდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საბრალო შეშლილი ადამიანი მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადამიანს თვლიდა ტალანტად, მხოლოდ ერთ არტისტს და ეს არტისტი რა თქმა უნდა, თვითონვე იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მან დაგტოვა ერთ აუხსნელ მიზანთან, რომელიც შენც კი არ აგიხსნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შენ ხომ ღუპავ საკუთარ თავს შენივე სასოწარკვეთით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = უყურე, კიდევ ერთხელ გიმეორებ: ისწავლე და ფიალები არ განასხვავო. და თუ ტკივილისგან შედრკები (ტკივილი კი ბევრი იქნება!) - საკვები გაქრება, ყველაფერი ეშმაკისკენ წავა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შეშლილი თავიდან იშორებდა ყველას, ვისზეც გაბრაზებული იყო, რადგან საკუთარი თავისა და საკუთარი მძვინვარების ეშინოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მერე შევამჩნიე, რომ ბევრი ბავშვი სიმახინჯემდე გულგრილია, მაგრამ თუკი ვინმეს შეიყვარებენ, საბოლოოდ შეიყვარებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = იმ წუთას ვიგრძენი, რომ არ ვეცოდებოდი და არ ვუყვარდი, რადგან ვერ ხედავდა როგორ მიყვარდა და ფიქრობდა, რომ სასტუმროს გამო მზად ვიყავი მისთვის მემსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მდაბალი ვარ, არარაობა ვარ, სასაცილო ვარ, სასაცილოზე უარესი კი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ვნება შენ მიერ აღძრული სიყვარული არ ყოფილა, - მე სიყვარულის მეშინოდა: ვერ გავბედე შენი შეყვარება; სიყვარულში ურთიერთდამოკიდებულებაა, ეჭვიანობაა, მე კი არ ვიყავი ამის ღირსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე უკვე მესმოდა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა - არ არის ტალანტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = სიღარიბეში ყოფნის შენს ექვს წელს უკვალოდ არ ჩაუვლია: სწავლობდი, აცნობიერებდი საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებს, შენ უკვე გაგეგება შენი ხელოვნებისა და შენი დანიშნულებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = როდესაც იმ შენმა მასწავლებელმა, რომელზეც მიყვებოდი, შენში ხელოვნებისადმი სიყვარული აღძრა და გაააღვიძა, მაშინაც იგივე მძიმედ იგრძენი ეს, როგორც ახლა გრძნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ბედნიერება, როგორც აუტანელი ტვირთი ისე მაწვებოდა და ატირებული მეუბნებოდა: „რისთვის ეს ყოველივე? რით დავიმსახურე? რით დავიმსახურე ნეტარება?“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასწავლე, მე ხომ არ მესმის, არ მესმის, ვერანაირად ვერ გამიგია - მასწავლე, როგორ გავხლიჩო ცხოვრება შუაზე, როგორ ამოვიგლიჯო გული მკერდიდან და მის გარეშე როგორ ვიცხოვრო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე დაუცველი და მარტოხელა ვიდექი ადამიანის წინაშე, რომელსაც ქალის შეურაცხყოფა შეუძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ...მაგრამ საბოლოოდ კი ყველას მოაწყინა თავი, მის ბოლო როლშიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საშინელებაა მიუღწეველ იდეასთან განშორება, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე, რომლის იდეაც მაინც ღრმა და სერიოზულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} ===''მის შესახებ''=== {{Q | ციტატა = დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას. | ავტორი = [[ფრიდრიხ ნიცშე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყოველი ხელოვნება პოეტურ მოსაზრებათა მთელ წყებებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ერთი იდეა ვერ გამოიხატება მეორე, მასთან კავშირში არმყოფ ფორმაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რა შეიძლება იყოს ჩემთვის უფრო ფანტასტიკური, ვიდრე სინამდვილეა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მიყვარს რეალიზმი, როდესაც ის ფანტასტიკურობამდე აღწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მაშინ, როცა ირონიას, ალეგორიას და ხუმრობას ვეღარ იგებენ, ეს ცუდის ნიშანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = თანამედროვე დასავლეთ ევროპას იგი შემდეგნაირად ახასიათებდა: „უარყვეს გადარჩენის ერთადერთი ფორმულა, რომელიც ღმერთისგან მოდიოდა და ხსნად ჰუმანურობას აცხადებენ, „შენ ის გიყვარს როგორც საკუთარი თავი“ — ეს მცნება ჩაანაცვლეს უფრო პრაქტიკული დასკვნით chacun pour soi et Dieu pour tous („ყველა თავისთვის და ღმერთი ყველასთვის“) ანდა სხვა მეცნიერული სლოგანებით, მაგალითად „ბრძოლა გადარჩენისთვის“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ნუ, ნუ გჯერათ ადამიანთა თანაზიარობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} ==რესურსები ინტერნეტში== {{commons|Category:Fyodor Dostoyevsky}} * [http://www.FyodorDostoevsky.com FyodorDostoevsky.com] * [http://www.fedordostoievsky.com/ingles/ingles1.htm FedorDostoievsky.com] * [http://Dostoyevsky.thefreelibrary.com/ Brief biography and works at The Free Library] * [http://www.kiosek.com/dostoevsky/contents.html Dostoevsky Research Station] {{DEFAULTSORT:დოსტოევსკი, თედორე}} [[კატეგორია:რუსი მწერლები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] t5uxaua8w47gs3h58wvwjfnucyd5ojg 47508 47507 2026-04-14T19:43:22Z გიორგაძე.ლანა 5265 /* თეთრი ღამეები (1848) */ 47508 wikitext text/x-wiki [[ფაილი:Dostoevsky 1872.jpg|thumb|right|150პქ]] '''[[:w:ფიოდორ დოსტოევსკი|ფიოდორ დოსტოევსკი]]''' (დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821 – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881) — რუსი მწერალი. =='''ციტატები'''== [[ფაილი:Dostoevsky.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = ''„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს...“'' | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.) }} [[ფაილი:Dresden Dostojewski-Denkmal.JPG|thumb|right|150პქ]] [[ფაილი:Dostoevskaya.jpg|thumb|right|150პქ]] === ''თეთრი ღამეები'' (1848) === [[ფაილი:Image dost 01.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = ყველა რატომღაც სიხარულით ისმენს ყოველგვარ დამამშვიდებელ სიტყვას და უხარია, ერთ ბეწო სიმართლესაც თუ ხედავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = – რატომ ყველანი ისე არა ვართ ერთმანეთთან, ვით ძმა ძმასთან? რატომ არის, რომ თვით საუკეთესო ადამიანიც ყოველთვის თითქოს რაღაცას უმალავს მეორეს, ერიდება, გულისნადები გაუზიაროს? რატომ პირდაპირ, უყოყმანოდ არ გამოთქვა ეს გულისნადები, თუ იცი, რომ შენს სიტყვებს ქარს არ გაატან? არადა ყველა ისეთნაირად გამოიყურება, თითქოს იმაზე უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია. თითქოს ყველას ეშინია, ვაითუ გულისნადები გავამჟღავნოთ და ამით ჩვენი გრძნობები შევბღალოთო... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა არტანუჯი თბილისი 2014 }} === ''იდიოტი'' (1868) === [[ფაილი:Fjodor Michailowitsch Dostojewski.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = კოლუმბმა მაშინ კი არ იგრძნო ბედნიერება, როცა ამერიკა აღმოაჩინა, არამედ მაშინ, როცა მის აღმოსაჩენად ესწრაფებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „იდიოტი“ }} === ''ძმები კარამაზოვები'' (1880) === [[ფაილი:Trutovsky 004.jpg|thumb|right|150პქ|ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს.]] {{Q | ციტატა = ადამიანები, ავკაცნიც კი, უმეტესად, ბევრად უფრო მიამიტნი და გულუბრყვილონი არიან, როგორც საერთოდ გვგონია. თავად ჩვენც ასეთნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თქვენი თავისა ნუ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს, ყველაზე უწინარეს განაწყენდება. განაწყენება ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ასე არ არის? თანაც ხომ იცის, რომ არავის უწყენინებია და წყენას თავად მიეცა, ყოველივე თავად შეთხზა და შესაფერადებლად მოიგონა, თავად გააზვიადა, რათა სასურველი სურათი შეექმნა, სიტყვას გამოეკიდა და წვრილმანი მსხვილმანად აქცია, - ეს თავადაც იცის, მაგრამ მაინც ყველაზე უწინარეს განაწყენდება, უკიდურესი ტკბობის შეგრძნებამდე განაწყენდება, ხოლო შედეგად ნამდვილი მტრობა ეუფლება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი, ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არა მარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არა მარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა? - დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება. - ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური! - რატომ უბედური? - იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება. - შესაძლოა, მართალი ხარ!... მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია... - მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უდიდეს ძალად გაერთიანებულმა საერთო მეცნიერებამ, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, ყველაფერი განიხილა, რაც კი ჩვენთვის წმინდა წიგნებში ზეცითაა ნაანდერძევი და მკაცრი ანალიზის შემდეგ მთელი მსოფლიოს მეცნიერებს ხელში აღარაფერი შემორჩათ იმისგან, რაც ადრე წმიდათაწმიდა იყო. მაგრამ ისინი ნაწილნაწილ განიხილავდნენ, მთლიანი კი თვალთაგან გამორჩათ, თანაც გასაოცარი სიბრმავით. რამეთუ მთლიანი მათსავე თვალთა წინაშე როგორც უწინ, ახლაც ურყევად დგას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ. განა იგი ცხრამეტ საუკუნეს არ ცოცხლობდა და განა ახლა არ ცოცხლობს ცალკეული ადამიანებისა თუ ხალხთა მასების სულის მიმოქცევაში? თვით მათი სულის მიმოქცევაშიც ურყევად ცოცხლოს კვლავინდებურად! რამეთუ ქრისტიანობის უარმყოფელთა და მის წინააღმდეგ ამბოხებულთა არსი იმავე ქრისტეს სახებაა, ისინი ისეთივენი დარჩნენ, რადგან აქამდე ვერც მათმა სიბრძნემ, ვერც მათი გულის მხურვალებამ ადამიანს და მის ღირსებას ვერ შეუქმნა სხვა უმაღლესი ხატება, ვიდრე წარსულში ქრისტეს ნაჩვენები ხატებაა. როცა კი შექმნას შეეცადნენ, ხელთ მხოლოდ სიმახინჯე შერჩათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ყველამ დაუცხრომლად უნდა უთხრას აღსარება საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ცოდვისა, თუნდაც მაშინ, როცა შეიცნობთ, ოღონდაც მოინანიეთ და ღმერთს პირობას ნუ დაუთქვამთ. კვლავ გეუბნებით - ნუ გაამაყდებით. ნუ გაამაყდებით მცირეთა ზედა, ნუ გაამაყდებით ნურც დიდთა წინაშე. ნუ შეიძულებთ თქვენს უარმყოფელებს, თქვენს მძრახველებს, თქვენს მძაგებლებს, თქვენს ცილისმწამებლებს. ნუ შეიძულებთ ათეისტებს, ავის მქადაგებლებს, მატერიალისტებს, მათ შორის ღვარძლიანებსაც კი, არათუ კეთილებს, რამეთუ ბევრი მათგანი კეთილია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ლოცვისას ისინი ასე მოიხსენიეთ: ღმერთო, ყველა იხსენ, ვისთვისაც არავინ ლოცულობს, იხსენ ისინიც, ვისაც შენს წინაშე ლოცვა არ სურს. იქვე დაუმატეთ, ამას ჩემი სიამაყის გამო არ გთხოვ, ღმერთო, რამეთუ თავად ყველასა და ყოველზე უარესი ვარ... გიყვარდეთ ხალხი ღვთისა, სამწყსოს გადამთიელთ ნუ დაანებებთ, რამეთუ ძილსა და სიზარმაცეს თუ მიეცემით მოზიზღნი, გაამპარტავნებული და, რაც უარესია, ანგარებადაუფლებულნი, მაშინ ყოველი ქვეყნიდან მოვლენ და სამწყსოს წაგგვრიან. ხალხს სახარება დაუცხრომლად განუმარტეთ... მექრთამეობას განეშორეთ... ვერცხლი და ოქრო ნუ გეყვარებათ, ნუ გაეკარებით... გწამდეთ და რწმენის დროშა მაღლა აღმართეთ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. რაც მთავარია, სიცრუეს განერიდეთ, ყოველგვარ სიცრუეს, განსაკუთრებით საკუთარ სიცრუეს. დააკვირდით თქვენს სიცრუეს და შეეცადეთ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ჩასწვდეთ. ზიზღიც განიშორეთ, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ის, რაც საკუთარ არსებობაში სიბილწედ მიგაჩნიათ, უკვე განიწმინდება, თუნდაც მხოლოდ იმით, რაკიღა შეამჩნიეთ. შიშსაც განერიდეთ, თუმცაღა შიში მხოლოდ შედეგია ყოველგვარი სიცრუისა. სიყვარულის ძიებისას ნურასოდეს შეგათრობთ საკუთარი სულმოკლეობა, თქვენივე ცუდი საქციელიც ძალიან ნუ შეგაშინებთ. ვწუხვარ, რომ სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, რამეთუ ოცნებით წარმოსახული სიყვარულისაგან განსხვავებით, ქმედითი სიყვარული სასტიკი და შემაძრწუნებელი რამ გახლავთ. ოცნებით წარმოსახულ სიყვარულს კმაყოფილების მსწრაფად მომნიჭებელი, მყისიერი, თანაც ყველასთვის საჩინო გმირობა სწყურია. ამგვარი მისწრაფებათა შედეგად მართლა შეიძლება, თავიც გაწირონ, თუკი ეს დიდხანს არ გასტანს, სწრაფად მოხდება, როგორც სცენაზე, ყველა ნახავს და ხოტბას შეასხამს. ქმედითი სიყვარული კი შრომა და თავშეკავებულობაა, ხოლო ზოგთათვის კი მთელი მეცნიერებაა. მაგრამ აი, რას გიწინასწარმეტყველებთ: შესაძლოა ზუსტად იმ წუთს, როცა შეძრწუნებული იქნებით იმით, რომ თუმცა ბევრს ეცადეთ, მიზანს არათუ მიუახლოვდით, არამედ თითქოს დაშორდით კიდევაც, - გიწინასწარმეტყველებთ, რომ იმ წუთს მიზანს უეცრად მიაღწევთ და აშკარად იხილავთ თქვენზე გარდმოვლენილ სასწაულმოქმედ ძალას ღმერთისას, ვისაც ნიადაგ უყვარხართ და ვინც ნიადაგ იდუმალად წაგმართავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის არსებობის საიდუმლო ის კი არ არის, რომ მხოლოდ იცხოვროს, არამედ ის, თუ რისთვის იცხოვროს. ადამიანს თუ მყარი წარმოდგენა არა აქვს, რისთვის უნდა იცხოვროს, სიცოცხლეს არ ისურვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბებერ მოთამაშეთ, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებით მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმ წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: „ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი „წმინდა“ მრისხანებისა და მრისხანებიის „წმინდა“ წუთის მიუხედავად.“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წლები და თვეები რა არის, დღეების თვლა რა საჭიროა, ადამიანს ერთი დღეც ეყოფა, ბედნიერება მთლად რომ შეიგრძნოს. ჩემო კარგებო, რას ვდაობთ, ერთმანეთთან თავს რად ვიქებთ, ერთმანეთზე წყენას გულში რად ვიჩერებთ? გვირჩევნია, ბაღში გავიდეთ, ვისეირნოთ და ვინავარდოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი ვაქოთ, ერთმანეთს ვკოცნიდეთ და სიცოცხლეს ვლოცავდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ახლა ყველა მიისწრაფის, სხვებს რაც კი შეიძლება მეტად გაემიჯნოს, საკუთარ არსებობაში სიცოცხლე სრულად განიცადოს, მაგრამ მისი მცდელობის შედეგი სიცოცხლის სრულად განცდის ნაცვლად მხოლოდ თვითმკვლელობაა, რამეთუ თავისი არსების სრულად განსაზღვრის მაგიერ წილად ხვდება სრული განმარტოება. რადგან ჩვენს საუკუნეში ყოველივე ერთეულებად დანახევრდა, ყველა თავის სოროში განმარტოვდა, ყველანი სხვებს ემიჯნებიან, ერთმანეთს ემალებიან, თუკი რამ გააჩნიათ, მალავენ და იმით ამთავრებენ, რომ ადამიანებისგან თავს განარიდებენ და ადამიანებს განირიდებენ. სიმდიდრეს განცალკევებით იხვეჭენ და ფიქრობენ, ძლიერნი და უზრუნველყოფილნი ვართო, მაგრამ უგუნურებმა არ იციან, რაც მეტს მოიხვეჭენ, მით უფრო ეუფლებათ თვითმომსპობი უძლურება. რამეთუ მხოლოდ თავის იმედად ყოფნას არიან მიჩვეულნი, მთლიანს ერთეულებად გამიჯვნიან, მიჩვეულან, რომ ადამიანთაგან შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადამიანებისა და კაცობრიობის რწმენა დაუკარგავთ და მხოლოდ ფულსა და მოპოვებული უფლებების დაკარგვისა ეშინიათ. ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით. მაგრმა ამ საშინელ განმარტოებასაც ჟამი უსათუოდ დაუდგება და ყველანი ერთბაშად მიხვდებიან, ერთმანეთს რა არაბუნებრივად გაემიჯნენ. მაშინ დროების ასეთი სიო დაჰქროლებს და გაიკვირვებენ, წყვდიადში დიდხანს რომ ისხდნენ და სინათლეს ვერ ხედავდნენ, მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე... მანამდე კი დროშას უნდა მოვუაროთ და თითო-ოროლა ვინმემ მაინც მაგალითი უეცრად აჩვენოს, განმარტოებას განერიდოს, გმირობა გამოიჩინოს და ძმური სიყვარული თუნდაც შმაგურად გაამჟღავნოს. რათა დიადი აზრი არ ჩაკვდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი მართალთა დამდაბლებისა და შერცხვენის მოყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცხოვრება ცრემლიანი მორჩილება კი არა, დიადი სიხარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძნელად სატვირთველი ტვირთი ყველას კუთვნილი ვერ იქნება, ზოგნი ვერ გაუძლებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბევრი ადამიანი პატიოსანი სწორედ იმიტომ არის, რომ სულელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თომამ იმიტომ კი არ ირწმუნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა, არამედ იმიტომ, რომ მანამდე თვითონ უნდოდა ერწმუნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაზე ცუდი ოჯახისგანაც შეიძლება ძვირფასი მოგონებები შემოგრჩეს, თუ შენს სულს „ძვირფასის ძიების“ უნარი გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სისულელეები სჭირდება დედამიწას, სისულელეებზე დგას მსოფლიო, ამის გარეშე იქნებ არც არაფერი მომხდარიყო ამქვეყნად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ მსჯავრს დამდებთ ამ მსჯავრისთვისაც მადლობელი ვიქნები! მაგრამ დამინდეთ, ღმერთს ნუ წამართმევთ, რადგან ვიცი, ბედს დავემდურები, ჩემს სულს უმძიმს, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე ის მაწამებდა მხოლოდ, რომ კეთილშობილება მწყუროდა. ფარნით ვეძებდი, დიოგენეს ფარნით, და მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე მაინც მხოლოდ სისაძაგლეებს ჩავდიოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვარ და მე მიყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მსჯავრს ვდებ ჩემს სიცოცხლეს და ვზღავ სიცოცხლით ამ მსჯავრისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, მით უფრო ირწმუნებთ ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას. თუ მოყვასთა თქვენთა თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ადამიანი უყვარს, მას მათი სიხარულიც უნდა უყვარდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტე ადამიანთა მწუხარებას კი არა, სიხარულს ეწვია, პირველი სასწაულის ქმნით ადამიანთა სიხარულს შეეწია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მიწა სიხარულის ცრემლებით დანამე და შეიყვარე ცრემლები შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რა შემზარავ ტრაგედიებს უწყობს ადამიანებს რეალიზმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიარულზეც შეატყობთ რა ხასიათისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუმცაღა ყველაზე უადგილო ფიქრმა იქნებ სიკვდილით დასასჯელ დამნაშავესაც გაუელვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან უაღრესად მგრძნობიარე, მაგრამ როგორღაც გატეხილი ადამიანები. მათი ჯამბაზობა ერთგვარი ღვარძლიანი ირონიაა იმათ მიმართ, ვისაც სიმართლეს პირში ვერ ეუბნებიან მათ წინაშე ხანგრძლივი დამამცირებელი შიშის გამო. ასეთი ჯამბაზობა ზოგჯერ უაღრესად ტრაგიკულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ზეციური პურისთვის ათასი ან თუნდაც ათი ათასი გამოგყვება, იმ მილიონებს რა ეშველება, რომელთაც უარი ვერ თქვეს მიწიურ პურზე ზეციურის სანაცვლოდ? თუ შენთვის მხოლოდ ის ათი ათასი ძლიერი და დიადია ძვირფასი, მილიონები კი, ქვიშასავით მრავალრიცხვოვანი სუსტი, მაგრამ შენი მოყვარული მილიონები მხოლოდ იმ დიადთა გამოსადეგარი მასალაა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველანი თითქოს ოდესღაც შეთანხმებულან, რომ ამის თაობაზე ეცრუათ და აქამდე ცრუობენ, რომ სისაძაგლე სძულთ, გულში კი უყვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეიძლება ამ კატორღელ კაცს ჩამკვდარი გული აღუდგინო და აუღორძინო, შეიძლება წლობით ულოლიავო და ბოლოს ბუნაგიდან მზის სინათლეც გამოიყვანო, უკვე ამაღლებული სული, განაწამები ცნობიერება, ანგელოზი აღადგინო, გმირი ააღორძინო! ისინი კი მრავალი, ასობით არიან. ჩვენ ყველანი კი მათ გამო დამნაშავენი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენი დიადი მწუხარებით კვლავ აღვადგენთ სიხარულს, ურომლისოდაც ადამიანის არსებობა არ შეიძლება, ღმერთი კი არის, რამეთუ ღმერთი გვანიჭებს სიხარულს, ეს მისი დიდი პრივილეგიაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდაც ჩემს თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში - ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული - მაგრამ ვარსებობ! მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის, ეს მთელი სიცოცხლეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აბა სცადე და ქალის წინაშე დანაშაული აღიარე, იმავ წუთს საყვედურებს სეტყვასავით დაგაყრის! პირდაპირ, უბრალოდ არაფრის დიდებით არ გაპატიებს. დაგამცირებს, მოგმჩვარავს, რაც არ ყოფილა, იმასაც გიანგარიშებს, ყველაფერს მოხვეტავს, არაფერს დაივიწყებს, თავისას დაუმატებს და მერეღა გაპატიებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დაძალებულ რწმენას რა ფასი აქვს? რწმენას არ შველის არავითარი საბუთი, განსაკუთრებით მატერიალური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ვარ და ყოველივე ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიმართლე თითქმის ყოველთვის არამახვილგონივრულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ იცი, რომ ეშმაკი ვარ და რომ ვარსებობ, შენ მუდამ ბრაზობ, მე კი გიმეორებ, მთელ ვარსკვლავზედა ცხოვრებას, ყოველ წოდებას დავთმობდი მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჭრის შვიდფუთიანი ცოლის სულად გარდავსახულიყავი და ღმერთისთვის სანთელი დამენთო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უცნაურობა და ახირებულობა საზიანო უფროა, ვიდრე უფლების მომცემი ყურადღების მოპყრობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ცალკერძოებანი ერთიანყოს და საყოველთაო აბდაუბდას რაიმე ერთიანი აზრი გამოუძებნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებულია, ეროვნულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მონობიდან თავისუფლებისკენ ადამიანს ზნეობრივი სრულყოფისთვის მრავალგზის ნაცადი, ათასწლოვანი იარაღი, შესაძლოა, ორლესურ მახვილად გადაიქცეს, ისე რომ ზოგი იქნებ თვინიერებისა და სრული თავშეკავებულობის ნაცვლად, პირიქით, უაღრეს სატანურ ქედმაღლობამდე, ანუ ხუნდებამდე და არა თავისუფლებამდე მიიყვანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენი წილხვედრია ცოდვა, სიცრუე და საცდური, ამქვეყნად ხომ იქ, სადღაც, მაინც არის წმინდანი და უმაღლესი; სამაგიეროდ, ის არის მფლობელი სიმართლისა, სამაგიეროდ, მან იცის სიმართლე; მაშასადამე ამ ქვეყნად სიმართლე არ კვდება, ჰოდა, ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევს და მთელს დედამიწაზე დამკვიდრდება, როგორც აღთქმულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ხალხმა მდუმარე და მრავლისმომთმენი მწუხარება იცის. ეს მწუხარება გულში ჩაგუბდება და დუმს. მაგრამ არის ბობოქარი მწუხარება, გულდარდიანს ცრემლები რომ წასკდება და მალე მოთქმა-გოდებად გადაიქცევა. ასეთი რამ უმეტესად ქალებს ემართებათ. მაგრამ ეს მდუმარე მწუხარებაზე იოლი არ არის. დამწუხრებულს მოთქმა-გოდება გულს უფრო მეტად უწამლავს და უკლავს. ასეთი მწუხარება ნუგეშს კი არ ესწრაფვის, პირიქით, ტკივილის დაუამებლობით საზრდოობს. მოთქმა-გოდება მოთხოვნილებაა ჭრილობის განუწყვეტელი გაღიზიანებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიენები ბედნიერებისათვის არიან შექმნილნი და ვინც სრულად ბედნიერია, მას პირდაპირ შეუძლია თქვას: „ამქვეყნად ღვთის აღთქმა შევასრულეო“. ყველა უმწიკვლო, ყველა წმინდანი, ყველა წმინდა მოწამე ბედნიერი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - იცით, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: თუ ყველას სწამს, ეს აზრი საიდან გაჩნდა? გვარწმუნებენ, რომ თავდაპირველად ყოველივე ბუნების მრისხანე ძალთა წინაშე შიშმა გამოიწვია და ყოველივე ეს არ არსებობს. ჰოდა, ვფიქრობ, მთელი სიცოცხლე მჯეროდა - მოვკვდები და უცებ აღარაფერი იქნება, მხოლოდ „ძირხვენა ამოვა საფლავზე,“ ეს შემზარავია! როგორ დავიბრუნო რწმენა, როგორ? თუმცაღა, მხოლოდ მაშინ მწამდა, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვფიქრობდი და მექანიკურად მწამდა... ახლა იმიტომ მოვედი, რომ გკითხოთ, ეს რით უნდა დამტკიცდეს? ამ შემთხვევასაც თუ გავუშვებ ხელიდან, ჩემს სიცოცხლეში უკვე ვეღარავინ მიპასუხებს. რით უნდა დამტკიცდეს, რით უნდა დარწმუნდე? რა უბედურება მხვდა წილად! ვდგავარ და ირგვლივ ვხედავ, რომ ყველასთვის, თითქმის ყველასთვის, ყველაფერი სულ ერთია, ამაზე ახლა აღარავინ წუხს; მხოლოდ მე, ერთადერთს არ შემიძლია ამის გადატანა. ეს მომაკვდინებელია, მომაკვდინებელია! - ნამდვილად მომაკვდინებელია. მაგრამ დამტკიცება არაფრისა შეიძლება, რომ დარწმუნდე, ეს კი შეიძლება. - როგორ? რანაირად? - ქმედითი სიყვარულის გამოცდილებით. შეეცადეთ, მოყვასი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას მით უფრო ირწმუნებთ. თუ მოყვასთა თქვენთა სრული თანგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ზუსტად ასეთივე რამ, თუმცა დიდი ხნის წინ, მითხრა ერთმა ექიმმა, უკვე ხნიერმა და უდავოდ ჭკვიანმა კაცმა. ისიც თქვენსავით გულწრფელად ლაპარაკობდა, მაგრამ სევდიანად ხუმრობდა. ამბობდა, კაცობრიობა მიყვარს, მაგრამ ჩემი თავისა მევე მიკვირსო: რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა ზოგადად, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ადამიანი კერძოდ, ანუ ცალ-ცალკე, როგორც განცალკევებული პიროვნებანი. ოცნება ხშირად კაცობრიობის მსახურების მგზნებარე წადილით აღმავსებდა და, შესაძლოა, ხალხის გულისთვის თავიც გამეწირა, თუკი უეცრად ეს საჭირო გახდებოდა. ამავე დროს, ერთ ოთახში ვინმესთან ერთად ორ დღესაც კი ვერ გავძლებ; ეს გამოცდილებით ვიცი. ოდნავი სიახლოვეც კი ვინმესი თავმოყვარეობას მილახავს, თავისუფლებას მიბორკავს. საუკეთესო ადამიანსაც კი ერთ დღეში შევიძულებ: ერთს იმის გამო, რომ სადილობისას ჭამა ვერა და ვეღარ მოათავა, მეორეს იმის გამო, რომ სურდო აქვს და ცხვირს წარამარა იხოცავს. გამეკარება თუ არა ვინმე, უმალ მის მტრად გადავიქცევი. სამაგიეროდ, აი, ნიადაგ რა მემართება: ცალკეულ ადამიანებს რაც უფრო მეტად შევიძულებ, კაცობრიობის მიმართ ჩემი სიყვარული მით უფრო მგზნებარებას იძენსო. - მაშ რა უნდა ქნა? ასეთ დროს რა უნდა ქნა? სასოწარკვეთას უნდა მიეცე? - არა, რამეთუ ისიც კმარა, რომ ამის გამო წუხილი გიპყრობთ. ის ჰქმენით, რაც შეგიძლიათ, რადგან საკუთარ თავს ასე გულწრფელად და ღრმად ჩაუკვირდით! ოღონდ თუ ახლა ასე გულწრფელად მხოლოდ იმიტომ მელაპარაკებოდით, რომ ჩემგან შექება დაგემსახურებინათ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ქმედითი სიყვარულის ასპარეზზე ვერაფერს მიაღწევთ. ყოველივე მხოლოდ ოცნებად დაგრჩებათ და მთელი თქვენი ცხოვრება მოჩვენებასავით გაიელვებს და გაქრება. ასე, რა თქმა უნდა, მომავალ ცხოვრებასაც დაივიწყებთ და ბოლოს როგორღაც დამშვიდდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვეყრდნობი დებულებას, რომ ელემენტთა ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ცალკეულად აღებულ არსთა ამგვარი შერევა, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება, თუმცაღა ეს შეუძლებელია და ვერასოდეს მიაღწევს არათუ ნორმალურ, არამედ რამდენამდე შეწონასწორებულ მდგომარეობას, რამეთუ საქმის თვით საფუძველშივე დევს სიცრუე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორც, მაგალითად, სასამართლოს საკითხია, მე მგონი, სრულყოფილი და წმინდა არსით შეუძლებელია. სასულიერო პირი, რომელსაც შევედავე, ამტკიცებს, რომ ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ხოლო მე ვეკამათები, რომ ეკლესიას სახელმწიფოში მხოლოდ რაღაც კი არ უნდა განეკუთვნებოდეს, პირიქით, თვით ეკლესიამ უნდა შეითავსოს მთელი სახელმწიფო, და თუ ეს ამჟამად რატომღაც შეუძლებელია, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, არსებითად, მთელი შემდგომი განვითარების პირდაპირ და უმთავრეს მიზნად უდნა დაისახოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ყოველივე თუ ეკლესიად იქცევა, მაშინ ეკლესია დამნაშავესა და ურჩს თავს კი არ მოკვეთდა, თავისი წიაღიდან განკვეთდა, - განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა. ახლა გეკითხებით, განკვეთილი სად წავიდოდა? მაშინ ხომ იგი არა მხოლოდ ხალხს, როგორც ამჟამადაა, არამედ ქრისტესაც უნდა განშორებოდა. მისი დანაშაული არა მხოლოდ ხალხის, არამედ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხიც იქნებოდა. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამჟამადაც ასეა, მაგრამ განცხადებული ხომ მაინც არ არის და ამჟამინდელი დამნაშავის სინდისი ძალზე ხშირად თავის თავთან გარიგებას იწყებს: „მოვიპარე, მაგრამ ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, ქრისტეს მტერი არ ვარო,“ - აი, რას ეუბნებიან ამჟამინდელი დამნაშავენი საკუთარ თავს ერთპირად, ხოლო როცა ეკლესია სახელმწიფოს ადგილს დაიკავებს, მაშინ ამას ისე ვეღარ იტყოდა, თუ ამქვეყნად არსებულ მთელ ეკლესიას არ უარყოფდა: „ყველანი ცდებიან, ყველა განდგომილია, ყველა ცრუ ეკლესიაა და მხოლოდ მე, ქურდი და მკვლელი ვარ სამართლიანი ქრისტიანული ეკლესიაო.“ ეს ხომ ძალზე ძნელი სათქმელია, უზარმაზარ პირობებს და გარემოებებს საჭიროებს, რაც არც ისე ხშირად არსებობს. ახლა, მეორე მხრივ, ავიღოთ თვით ეკლესიის შეხედულება დანაშაულის თაობაზე: განა, არ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი, თითქმის წარმართული შეხედულების საპირისპიროდ და ნაცვლად დასნებოვნებული წევრის მექანიკური განკვეთისა, როგორც ამჟამად საზოგადოების დასაცავად ხდება. არ უნდა გარდაიქმნას და სრულად, სიყალბის გარეშე, ადამიანის აღორძინების, მისი აღდგომისა და ხსნის იდეად არ უნდა იქცეს? - მაინც რა არის ეს? ახლაც ვერ გამიგია, - შეაწყვეტინა მიუსოვმა, - ისევ რაღაც ოცნებაა. უფორმო რაღაცაა და გაგება შეუძლებელია. რა განკვეთა, როგორი განკვეთა? მე მგონი, უბრალოდ, თავის შესაქცევად ლაპარაკობთ, ივან ფიოდოროვიჩ. - ახლაც ხომ სინამდვილეში იგივე ხდება, - უეცრად წამოიწყო ბერ-მოძღვარმა და უკლებლივ ყველა მას მიაჩერდა, - ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ხომ მაშინ ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, როგორც ახლა ბრძანეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება. - ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რანაირად? - უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მიუსოვმა. - აი, ამნაირად, - წამოიწყო ბერ-მოძღვარმა. - ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარ გაროზგვით ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არც ერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამაზე უნდა დამეთანხმოთ. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიის წინაშე. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიას წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდადების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს რა დაემართებოდა, ო, უფალო! თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, მას ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდადების შემდეგ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რუსი დამნაშავისთვის, რამეთუ რუსი დამნაშავენი ჯერ კიდევ მორწმუნენი არიან. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა - დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებით კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ევროპაში საკუთარ თავზე) - სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან, უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული. ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამართლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არა მარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობით შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებს, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, - ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია. ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეკლესია არ გადიქცევა სახელმწიფოდ! ეს რომია და მისი ოცნება. ეს ეშმაკის მესამე ცდუნებაა! პირიქით, სახელმწიფო გარდაიქცევა ეკლესიად, ეკლესიამდე აღმაღლდება და ეკლესია იქნება მომცველი მთელი ქვეყნიერებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ის „უწმინდური,“ „ცუდი ყოფაქცევის ქალი,“ შესაძლოა, თავად თქვენზე წმინდა იყოს, თავის ხსნისთვის მზრუნველო ბატონო მღვდელმონაზვნებო! - შეუტია ფიოდორ პავლოვიჩმა. - იქნებ სინორჩისას იმსხვერპლა საზოგადოებამ. მაგრამ მან „შეიყვარა ფრიად,“ ხოლო ვინც ფრიად შეიყვარა, მას ქრისტემაც შეუნდო... - ქრისტეს ასეთი სიყვარულის გამო არ შეუნდვია... - ვეღარ მოითმინა და შესძახა თვინიერმა მამა იოსებმა. - არა, ასეთი სიყვარულის გამო, სწორედ ამ სიყვარულის გამო, ბერებო, ამ სიყვარულის გამო! თქვენ აქ კომბოსტოთი გწადიათ, თავი იხსნათ და გგონიათ, რომ წმინდანები ხართ! ლიფსიტებს ჭამთ, დღეში თითო ლიფსიტას, და გგონიათ, რომ ღმერთს გულს მოუგებთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენთან არს ქრისტე. დაიფარე გულსა შინა შენსა და ისიც დაგიფარავს. დიად მწუხარებას იხილავ და მწუხარებასა შინა იქნები ბედნიერი. ამას გიანდერძებ: მწუხარებაში ეძიე ბედნიერება. იღვაწე, დაუცხრომლად იღვაწე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სალოსებმა ასე იციან: სამიკიტნოს წინ პირჯვარს იწერენ, ტაძარს კი ქვას უღერებენ. შენი ბერ-მოძღვარიც ამას სჩადის: წმინდანს ჯოხის ცემით გააგდებს, ხოლო მკვლელს თავდახრით დაუჩოქებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცს შეუყვარდება რაიმე სილამაზე, ქალის სხეული, ანდა ქალის სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი (ამას ავხორცი მიხვდება), ჰოდა, ეს სიყვარული გააწირვინებს საკუთარ შვილებს, დედ-მამასა და სამშობლოს; პატიოსანი კაცი იქურდებს, თვინიერი ყელს გამოსჭრის ვინმეს, ერთგული მოღალატედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წმინდა ბერო, მზა ლუკმისთვის მონასტერში კი ნუ ხარ გამოკეტილი და ჯილდოს იქ, მაღლა კი ნუ ელი, ცხოვრებაში იყავი სათნო და საზოგადოებას სარგებლობა მოუტანე, - აი ეს უფრო ძნელი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის ატანა არ შემიძლია, რომ ზოგნი, ამაღლებული სულისა და მაღალი გონების მქონენიც კი, მადონას იდეალით იწყებენ და სოდომის იდეალით ამთავრებენ. უფრო შემზარავია, როცა ვინმე, სულში უკვე სოდომის იდეალის მქონე, არც მადონას იდეალს უარყოფს, გულში ეს იდეალი უღვივის, ჭეშმარიტად უღვივის, როგორც სიყრმის უმწიკვლო წლებში. ეშმაკმა უწყის, ეს რა არის! რაც გონებას სამარცხვინოდ მიაჩნია, გულს ჭეშმარიტ მშვენიერებად ესახება. მშვენიერება სოდომშია? დამიჯერე, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის სოდომშია. საშინელებაა, რომ მშვენიერება მხოლოდ შემზარავი კი არა, საიდუმლოებით მოცულიცაა. აქ სატანა და ღმერთი იბრძვიან, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცმა ზოგჯერ აღტაცების გამო შეიძლება თავი მოიკლას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს, მის ირგვლივ მყოფთა შორის სიცოცხლის ღირსი ვინ არის და ვინ ნაკლებად ღირსია? - ღირსია თუ არა, ამის მიხედვით გადაწყვეტა რა საჭიროა? ადამიანთა გულებში ეს საკითხი უმეტესად იმის მიხედვით კი არ წყდება, ვინ რისი ღირსია, არამედ სხვა, ბევრად უფრო ბუნებრივი მიზეზით. ხოლო თუ უფლებაზე მიდგება საქმე, სურვილის უფლება ვიღას არა აქვს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩემო კეთილნო, უწყოდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი უეჭველად დამნაშავეა ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის მაგიერ არა მარტო ზოგადი მსოფლიო დანაშაულის გამო, არამედ თითოეული პირადად მთელი ხალხისა და ყოველი ადამიანის განვლილი გზისა. რამეთუ ბერები სხვანაირნი კი არა, ისეთივენი არიან, როგორც მართებს ამქვეყნად ყოველ ადამიანს. მხოლოდ მაშინ აღგევსება გული უსასრულო, ქვეყნიერების მომცველი, ზღვარდაუდებელი სიყვარულით. ყოველი თქვენგანი მხოლოდ მაშინ შეძლებს, მთელი სამყარო სიყვარულით მოიპოვოს და ცრემლით თავისით მსოფლიო ცოდვანი განრეცხოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიბილწეს ყველა აგინებს, ყველანი კი მაინც სიბილწეს ეტანებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კატერინა ივანოვნას არასოდეს ვყვარებივარ! მე რომ მიყვარს, ეს ყოველთვის იცოდა, თუმცა მასთან ჩემს სიყვარულზე ერთი სიტყვაც არ დამცდენია. იცოდა, მაგრამ არ ვუყვარდი! მისი მეგობარიც არასოდეს, ერთ დღესაც არ ვყოფილვარ; ზვიად ქალს ჩემი მეგობრობა არ ესაჭიროებოდა. ახლოს მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ გამუდმებით შური ეძია. შურს იძიებდა იმ შეურაცხყოფათა გამო, რასაც გამუდმებით, ყოველ წუთას დიმიტრისგან იტანდა მათი პირველი შეხვედრიდან დღემდე... იმიტომ რომ პირველი შეხვედრაც მის გულში შეურაცხყოფად ჩარჩა. აი, როგორი გული აქვს! მე ახლა მივდივარ, კატერინა ივანოვნა, მაგრამ იცოდეთ, რომ მართლა მხოლოდ იგი გიყვართ. თანაც, რაც უფრო მეტად შეურაცხგყოფთ, მით უფრო მეტად და მეტად გეყვარებათ. აი, ეს არის თქვენი თვითგვემა. იგი სწორედ ისეთი გიყვართ, როგორიც არის, გიყვართ თქვენი შეურაცხმყოფელი. თუ გამოსწორდება, უმალ მიატოვებთ და მისი სიყვარული საერთოდ გაგიქრებათ. იგი გჭირდებათ, რათა მისდამი თქვენს თავგანწირულ ერთგულებას განუწყვეტლივ ჭვრეტდეთ, ხოლო მას ორგულობას უსაყვედურებთ. ეს ყოველივე თქვენი ზვიადობის გამოა. ოჰ, აქ მრავალგზის დამცირება და დამდაბლებაა, მაგრამ ყოველივე ზვიადობის შედეგია... მე ძალზე ახალგაზრდა ვარ და ძალზე ძლიერად მიყვარდით. ვიცი, რომ ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, უბრალოდ განგშორებოდით და ეს თქვენც ნაკლებად შეურაცხგყოფდათ. მაგრამ მე ხომ შორს მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები. მე ხომ სამუდამოდ გშორდებით... არ მსურს, თვითგვემის დამსწრე ვიყო... მშვიდობით, კატერინა ივანოვნა, ჩემზე არ უნდა გაბრაზდეთ, იმიტომ რომ მე თქვენზე ასჯერ მეტად ვარ დასჯილი: დასჯილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ვეღარასოდეს გიხილავთ. მშვიდობით. ხელს ნუ გამომიწვდით. თქვენ ძალზე შეგნებულად მტანჯავდით და ახლა არ ძალმიძს, რომ შეგინდოთ. მერე შეგინდობთ, ახლა კი ხელს ნუ გამომიწვდით. Den Dank, Dame, begehr ich nicht, - ჯილდო არ მჭირდება, ქალბატონო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დამცირებულ კაცს ძალიან უმძიმს, ყველანი კეთილიმსყოფლებივით რომ დაუწყებენ ცქერას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანებზე ერთთავად როგორც ბავშვებზე, ისე უნდა ვმზრუნველობდეთ, ხოლო ზოგს როგორც საავადმყოფოში ავადმყოფებს, ისე უნდა ვუვლიდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუნდაც ცხოვრების რწმენა დავკარგო, საყვარელმა ქალმა იმედი გამიცრუოს, ქვეყნიერებაზე წესრიგი თუა, აღარ მჯეროდეს, პირიქით, თუნდაც დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მოუწესრიგებელია, დაწყევლილია და ყველგან ეშმაკური ქაოსი სუფევს, ამქვეყნად ყოველივეზე გული რომ გამიტყდეს, სიცოცხლის წყურვილი მაინც არ გამინელდება და რაკიღა ამ თასს დავეწაფე, აღარც მოვცილდები, ვიდრე მთლად არ დავცლი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე მწყურია და ვცოცხლობ თუნდაც ლოგიკის საპირისპიროდ. ამქვეყნიური წესრიგი, ვთქვათ, არ მწამს, მაგრამ მიყვარს გაზაფხულზე გაფურჩქნული კვირტები. ლურჯი ცა, მიყვარს ზოგი ადამიანი, რომელიც, თუ დამიჯერებ, ზოგჯერ არც კი ვიცი, რატომ მიყვარს, მაგრამ გულით მაინც ძველებურად ვეთაყვანები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე უნდა შეიყვარო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი - აზრი ღმერთის აუცილებლობაზე - გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს. ხოლო მე, დიდი ხანია, გადავწყვიტე, არ ვიფიქრო ამაზე: ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არსებობს თუ არ არსებობს ღმერთი? ეს საკითხი სრულიად უჩვეულოა მხოლოდ სამი განზომილების გაგების უნარით შექმნილი გონებისათვის. მაშასადამე, ღმერთს ვაღიარებ, თანაც ხალისით, უფრო მეტიც, ვაღიარებ მის სიბრძნეს, მის მიზანსაც, ჩვენთვის სრულიად შეუცნობელს, მწამს წესრიგიანობა და აზრი ცხოვრებისა, მწამს მარადიული ჰარმონია, რისკენაც თითქოს ყველა მივემართებით, მწამს სიტყვა, რომლისკენაც სამყარო მიისწრაფვის და რომელიც თვით იყო ღმერთთან და რომელიც თვით არის ღმერთი. მგონი, სწორ გზას ვადგავარ, არა? მაგრამ, წარმოიდგინე, საბოლოო ჯამში ღმერთის საუფლო ქვეყნიერებას არ ვაღიარებ და არ შემიძლია, რომ ვცნო. ამასაც დავუმატებ: ყრმასავით მწამს, რომ ტანჯვა დასრულდება და წყლულებები მოშუშდება, ადამიანთა წინააღმდეგობის მთელი სამარცხვინო კომიზმი უსუსური მირაჟივით, უძლური და კნინი გონების მონაჩმახივით, ადამიანის ევკლიდური გონების ატომივით გაქრება და ბოლოს, სამყაროს ფინალში, მარადიული ჰარმონიის ჟამს, ქვეყნიერებას მოევლინება რაღაც ისეთი ძვირფასი, რაც ყველას გულს აღავსებს, ყოველნაირ გულისწყრომას დააცხრობს, რაც იკმარებს კაცთა მთელი ბოროტების, მათგან დაღვრილი მთელი სისხლის გამოსასყიდად, იკმარებს არა მარტო შესანდობად, არამედ გასამართლებლადაც იმისა, რაც ადამიანებს ჩაუდენიათ, - დაე, ეს მოხდეს, დაე, ეს მოგვევლინოს, მაგრამ მე ამას არ ვაღიარებ და არც მინდა, ვაღიარო! პარალელური ხაზები თუნდაც შეერთდეს და ეს თავად დავინახო: დავინახო და ვთქვა, რომ შეერთდა, მაინც არ ვაღიარებ. აი, ალიოშა, ჩემი მრწამსი, აი, ჩემი თეზისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანში, რა თქმა უნდა, მხეცი იმალება, მრისხანე მხეცი, განაწამები მსხვერპლის ყვირილით ტკბობის ავხორცული ჟინით ანთებული მხეცი, ჯაჭვებაწყვეტილი, დაუოკებელი მხეცი, გარყვნილების ჟამს რომ შეჰყრია მრავალი სენი, ნიკრისი, თირკმლების დაავადება და სხვა. ამ ხუთი წლის საბრალო გოგონას განათლებული მშობლები რანაირად არ აწამებდნენ. სცემდნენ, წკეპლავდნენ, წიხლს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რას ერჩოდნენ, მთელი სხეული დაულურჯეს. ბოლოს უკიდურეს დახვეწილობას მიაღწიეს: სიცივეში, ყინვაში, მთელ ღამეს ფეხისადგილში ამწყვდევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით გადაყენებას არ ითხოვდა (ანგელოზური ღრმა ძილით მძინარე ხუთი წლის ბავშვს თითქოს ისიც შეუძლია, რომ გადაყენება ითხოვოს), - ამის გამო მთელ სახეს განავლით უთხუპნიდნენ, აიძულებდნენ, ეს განავალი ეჭამა, და მას დედა სჩადიოდა, დედა! თანაც ამ დედას შეეძლო სძინებოდა, როცა ღამით უწმინდურ ადგილას ჩამწყვდეული ბავშვის კვნესა გაისმოდა! გესმის, თუ არა, პატარა არსება, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაუგია, რას ერჩიან, უწმინდურ ადგილას, სიბნელესა და სიცივეში ერთი ბეწვა მუშტს აქვითინებულ მკერდში იბაგუნებს და სისხლნარევი, უწყინარი, თვინიერი ცრემლებით ღმერთს შესტირის, დამიცავიო, - გესმის, ეს რა უაზრობაა, ჩემო მეგობარო და ჩემი ძმაო, ჩემო ღვთის მორჩილო და თვინიერო, გესმის, ეს უაზრობა რა საჭიროა და რატომაა შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ამქვეყნად ვერც იარსებებდა, რამეთუ სიკეთესა და ბოროტებას ვერ შეიცნობდაო. რა საჭიროა ამ ეშმაკეული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა, თუკი ასეთ ფასად დაჯდება? მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ადამიანის „მხეცურ“ სისასტიკეზე ლაპარაკობენ, რაც მხეცების მიმართ ძალზე არასამართლიანი და დამამცირებელია: მხეცი ვერასოდეს იქნება ისეთი სასტიკი, როგორიც ადამიანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გაივლის საუკუნეები და კაცობრიობა თავისი სიბრძნისა და მეცნიერების პირით იტყვის, რომ დანაშაულობანი არ არსებობს და, მაშასადამე, არც ცოდვა არსებობს, არიან მხოლოდ მშიერნი. „დააპურე და სათნოება მერე მოსთხოვე!“ - აი, რას დააწერენ იმ დროშაზე, რომელსაც შენს წინააღმდეგ აღმართავენ და რომლითაც შენი ტაძარი დაემხობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის დაეუფლება, ვინც მის სინდისს დაამშვიდებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გათავისუფლებული ადამიანისთვის იმაზე უფრო გამუდმებული და მტანჯველი საზრუნავი არა არის რა, როგორც კი თავისუფალი შეიქნება, სასწრაფოდ მოძებნოს ის, ვისაც თაყვანი უნდა სცეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სამი ძალა, მხოლოდ სამი ძალა არსებობს, რის მეშვეობითაც შესაძლოა ამ ძალნაკლულ მეამბოხეთა სინდისის საუკუნოდ ძლევა და მოხიბვლა მათივე ბედნიერებისთვის. - ეს სამი ძალაა: სასწაული, საიდუმლოება და ავტორიტეტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი სასწაულს ოდნავ უარყოფს თუ არა, უმალ ღმერთსაც უარყოფს, რამეთუ ადამიანი ღმერთს ისე არ ეძიებს, როგორც სასწაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჭკვიან კაცთან საუბარი საინტერესოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ეს გავიგოთ, ამის გაგებას თუ ვინდომებთ, მთელი ქვეყნიერება სამოთხედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მზის ამოსვლას ყოველდღიურად შევხარი, ჩემი გული ყოველდღიურად უმღერის, მაგრამ უკვე უფრო მეტად მზის ჩასვლა, მისი გრძელი, ალმაცერი სხივები მიყვარს, მასთან ერთად წყნარი, თვინიერი, გულის ამაჩუყებელი მოგონებანი, საყვარელი სახებანი, რაც ხანგრძლივი და კურთხეული სიცოცხლის მანძილზე გულში ჩამრჩენია - ხოლო ყველაფერს გულის მომლბობი, შემრიგებელი, ყოვლის შემნდობი ღვთიური სიმართლე ასხივოსნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უბირი კაცის გულში ჩაგდებული თესლი არ მოკვდება, მარად იცოცხლებს, წყვდიადსა და ცოდვათა წიაღში ნათელი წერტილივით იკიაფებს, როგორც დიადი შეგონება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ღმერთი არ სწამს, ღვთის ხალხისაც არაფერს ირწმუნებს. ვინც ღვთის ხალხისას ირწმუნებს, იმასაც განჭვრეტს, რაც ხალხისთვის წმინდათაწმიდაა, თუნდაც მისი რწმენა მანამდე სრულებით არ ჰქონდეს. მხოლოდ ხალხი და მისი მომავალი სულიერი ძალა მოაქცევს მშობლიური მიწიდან მოწყვეტილ ჩვენს ათეისტებს. რა არის ქრისტეს სიტყვა მაგალითის გარეშე? ხალხი ღვთის სიტყვის გარეშე დაიღუპება, რამეთუ მის სულს სიტყვა და ყოველგვარი მშვენიერების აღქმა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე ღვთიური რა კარგი, რა დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის გარდა ყოველივე სრულყოფილია, უცოდველია და ჩვენზე უწინარეს მათთანაა ქრისტე, რამეთუ სიტყვა ყველასთვისაა, ყოველი ქმნილება და ყოველი არსი, ყოველი ფოთოლი სიტყვისკენ მიისწრაფის, ღმერთს სადიდებელს უგალობს, ქრისტეს გამო ტირის, თავისდა უცნობელად იდუმალ, უცოდველ არსებობას აღასრულებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეუმზადებელი ერისკაცი სირცხვილისკენ ისეა მიდრეკილი, ზოგჯერ თავისი უსამართლიანესი საქციელისაც რცხვენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამანო და მოძღვარნო, რა არის ბერი? განათლებულ სამყაროში ზოგნი ამ სიტყვას ჩვენს დროში დაცინვით წარმოთქვამენ, ზოგნი კი სალანძღავად. რაც ხანი გადის, ეს უფრო მატულობს. მართალია, ოჰ, რა მართალია! ბერთა შორის მრავლად არიან მუქთახორები, ფუფუნების მოყვარენი, გემოთმოყვარულნი და თავხედი მაწანწალები. ამას მიგვითითებენ განათლებული ერისკაცნი: „თქვენ უქნარები და საზოგადოების უსარგებლო წევრები, სხვისი ნაოფლარით მცხოვრებნი, უსინდისო მათხოვრები ხართო“. ამ დროს ბერთა შორის რამდენნი არიან თავმდაბალნი და თვინიერნი, განმარტოებისა და მყუდროებაში მგზნებარე ლოცვის მსურველნი. განმარტოებით მყოფთ უძველეს მამათა, მოციქულთა და წამებულთაგან ღვთიური სიმართლის სიწმინდით გადმოცემული ქრისტეს სახება დიდმშვენიერად და შეურყევლად აქვთ გულში ჩამარხული და როცა საჭირო იქნება, წარმოუჩენენ სიმართლეშერყეულ ქვეყნიერებას. დიადია აზრი ესე. ვარსკვლავი ესე აღმოსავლეთით აღმობრწყინდება. ამას ვფიქრობ ბერზე და ნუთუ ეს მცდარია, ნუთუ ქედმაღლურია? შეხედეთ ერისკაცებს და ღვთის ხალხზე ყოველგნით განდიდებულთა სამყაროს, ღვთის სახება და მისი სიმართლე იქნებ იქ დამახინჯდა? მათ მეცნიერება აქვთ, ხოლო მეცნიერებას მხოლოდ ის გააჩნია, რაც გრძნობებს ექვემდებარება. ხოლო სულიერი სამყარო, ადამიანში არსებობის უმაღლესი ნახევარი საერთოდ უარყოფილია, ერთგვარი ზარ-ზეიმით, სიძულვილითაც კი, განდევნილია. ქვეყნიერებამ თავისუფლება გამოაცხადა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. მერედა რას ვხედავთ ამ თავისუფლებაში: მხოლოდ მონობას და თვითმკვლელობას! რამეთუ ქვეყნიერება ამბობს: „რადგან მოთხოვნილება გაგაჩნია, მაშ დაიკმაყოფილე, რამეთუ ისეთი უფლებები გაქვს, როგორც წარჩინებულებს და მდიდრებს. დაკმაყოფილებას ნუ მოერიდები, პირიქით, მეტი ინდომე“ - აი მსოფლიოს ამჟამინდელი მოძღვრება. ამას უწოდებენ თავისუფლებას. რას იძლევა ეს უფლება მოთხოვნილებათა მატებისა? მდიდართათვის განცალკევებასა და თვითმკვლელობას, ღატაკთათვის შურსა და მკვლელობას, რამეთუ უფლებები კი მისცეს, მაგრამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებანი არ მიუთითეს. როცა თავისუფლება მოთხოვნილებათა მატება და დაკმაყოფილება ჰგონიათ, თავიანთ ბუნებას ამახინჯებენ, რამეთუ გულში აღიძრავენ მრავალ უაზრო და უგუნურ სურვილს, ჩვევას და სულელურ გამონაგონს. მხოლოდ ერთმანეთის შურისთვის, ფუფუნებისა და ამპარტავნობისთვის არსებობენ. წვეულებათა გამართვა, ცხენები, ეტლები, ჩინები, მონა-მსახურები უკვე ისეთ აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ ამას თუნდაც სიცოცხლეს, ღირსებას, კაცთმოყვარეობას ანაცვალებენ, რათა ეს აუცილებლობა დაიკმაყოფილონ და თავსაც კი იკლავენ, თუ დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. ვინც მდიდრები არ არიან, ასეთივე რამ ემართებათ, ხოლო ღატაკები მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობასა და შურს ჯერხანად ლოთობით იხშობენ. მაგრამ მალე ღვინით კი არა, სისხლით დათვრებიან, მათ აქეთკენ უბიძგებენ. გეკითხებით: ასეთი ადამიანი განა თავისუფალია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სულ უფრო და უფრო ქრება აზრი კაცობრიობის სამსახურისა, ძმობისა და ადამიანთა ერთიანობისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, დანაშაული როგორღა იარსებებს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა ცოდვები ნუ შეგაშინებთ, ადამიანი მისი ცოდვებიანად გიყვარდეთ, რამეთუ ეს უკვე ღვთიური სიყვარულის მსგავსია და მიწიერი სიყვარულის მწვერვალია. გიყვარდეთ ყოველივე, რაც ღვთის შექმნილია, ერთიანადაც და ყოველი ქვიშის მარცვალიც. ყოველი ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი გიყვარდეთ. გიყვარდეთ ცხოველები, გიყვარდეთ მცენარენი, გიყვარდეთ ყოველი საგანი. თუ ყველა საგანი გეყვარებათ, საგნებში არსებულ ღვთიურ საიდუმლოს ჩასწვდებით. ერთხელ თუ ჩასწვდები, მერე განუწყვეტლივ იწყებ მის შეცნობას სულ უფრო მეტად და მეტად, ყოველდღიურად. და ბოლოს მთელ ქვეყნიერებას უკვე მთლიანად შეიყვარებ ყოვლისმომცველი სიყვარულით. ცხოველები შეიყვარეთ: მათ ღმერთმა აზრის საწყისი და უშფოთველი სიხარული მიანიჭა. ნუ შეაშფოთებთ, ნუ გააწვალებთ, სიხარულს ნუ წაართმევთ, ღვთიურ აზრს ნუ აუმხედრებთ. ადამიანო, ცხოველს ზვიადად ნუ მოეპყრობი: ისინი უცოდველნი არიან, ხოლო შენ შენი სიდიადით დედამიწას აბინძურებ ამქვეყნად შენი არსებობისას და ამქვეყნად წასვლის მერე ბინძურ კვალს ტოვებ. ვაი, რომ ასეთია თითქმის ყოველი ჩვენთაგანი! განსაკუთრებით ბავშვები გიყვარდეთ, რამეთუ ისინიც უცოდველნი არიან, როგორც ანგელოზები, და ჩვენი გრძნობების აღმძვრელებად, ჩვენი გულის განსაწმენდად და გზის მიმთითებლად არსებობენ. ვაი მას, ვინც ბავშვს შეურაცხყოფს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბრიყვები იმიტომ არსებობენ, რომ ჭკვიანები ასარგებლონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე, რაც ჭეშმარიტი და მშვენიერია, მუდამ ყოვლისმიმტევლობით აღვსილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რანაირ შერცხვენასა და ზნეობრივ დაცემას ეგუება ეჭვიანი ისე, რომ სინდისის ქენჯნას ოდნავადაც არ განიცდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვერც კი წარმოიდგენთ, რას შეეგუება და შეურიგდება, რას მიუტევებს ზოგი ეჭვიანი! ეჭვიანები ყველაზე უწინარეს მიუტევებენ და ეს ყველა ქალმა იცის. ეჭვიანს ძალზე მალე (რა თქმა უნდა, თავდაპირველად საშინელი სცენების გამართვის შემდეგ) შეუძლია, მიუტევოს, მაგალითად, უკვე თითქმის დამტკიცებული ღალატი, თავისივე თვალით ნანახი ხვევნა-კოცნა, თუკი ამავე დროს დაიჯერებს, რომ ეს „უკანასკნელად“ მოხდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია და ამიტომაც აკრძალულიც აღარაფერი არ უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არა გწამთ? - პირიქით, ღმერთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთი მხოლოდ ჰიპოთეზაა... მაგრამ.... ვაღიარებ, რომ იგი საჭიროა, წესრიგისათვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტიანული სარწმუნეობა მდიდრებმა და დიდგვაროვნებმა დაბალი კლასის დასამონებლად გამოიყენეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვაღიარებ, რომ ქალი ქვემდგომი არსებაა და უნდა გემორჩილებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როცა ადამიანები დანაშაულს ესწრაფვიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მრავალნი პატიოსნები არიან იმის გამო, რომ ბრიყვები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი გიჯობს მტრად გყავდეს, ვიდრე მეგობრად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წარმოგიდგენიათ, მათ ჰგონიათ, რომ რწმენისთვის სასარგებლონი არიან, რადგან ეშმაკები საიქიოდან რქებს უჩვენებენ. „ეს უკვე იმის, ასე ვთქვათ, მატერიალური საბუთია, საიქიო რომ არსებობსო.“ საიქიო და მატერიალური საბუთი, რა ხალხია! ამასთანავე, ეშმაკი თუნდაც დასაბუთებული იყოს, განა გვეცოდინება, რომ ღმერთიც დასაბუთებულია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძილში, განსაკუთრებით კოშმარში, ადამიანს ზოგჯერ ისეთი მხატვრული რამ ესიზმრება, ისეთი რთული და რეალური სინამდვილე, ისეთი მოვლენები ანდა მოვლენათა მთელი სამყაროც კი, ისეთ ინტრიგებზე აგებული, ისეთი მოულოდნელი წვრილმანები, თქვენებური უმაღლესი გამოვლენებიდან დაწყებული, გულისპირის უმცირესი ღილით დამთავრებული, ლევ ტოლსტოიც რომ ვერ შეთხზავდა. ზოგი ხომ სიზმარში ბედსაც კი ეწვევა ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი კეთილგონივრულად რომ იყოს, მაშინ არაფერი მოხდებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ტანჯვა არის ცხოვრება. სატანჯველის გარეშე ცხოვრებაში რა სიამოვნება იქნებოდა - ყველაფერი უსასრულო პარაკლისად გადაიქცეოდა, რაც წმინდაა, მაგრამ მოსაწყენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არც შენ გწამს? - რანაირად გითხრა, მაგრამ თუ სერიოზულად მეკითხები... - ღმერთი არის თუ არ არის? - დაჟინებით შეჰყვირა ივანმა. - მაშ სერიოზულად მეკითხები? ჩემო კარგო, ღმერთმანი არ ვიცი, სიმართლეს გეუბნები. - არ იცი, ღმერთს კი ხედავ? არა, შენ თავად შენ არა ხარ, შენ ხარ მე, მხოლოდ მე და მეტი არაფერი! სისაძაგლე ხარ, ჩემი ფანტაზია! - უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მე და შენ ერთი და იგივე ფილოსოფიის მქონენი ვართ. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, - ეს ნამდვილად ვიცი, ხოლო ყოველივე დანარჩენი, რაც ჩემს ირგვლივაა, მთელი სამყაროები, ღმერთი და თვით სატანაც კი - ჩემთვის დამტკიცებული არ არის, თავისთავად არსებობს თუ მხოლოდ ჩემი ემანაციაა, ჩემი ნაადრევად არსებული და ერთპიროვნული მეს თანამიმდევრული განვითარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რწმენასა და ურწმუნოებას შორის მონაცვლეობით გატარებ, რადგან ჩემი მიზანი მაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - როდისმე თუ გიცდუნებიათ ისეთნი, კალიებით რომ საზრდოობენ და უკაცრიელ უდაბნოში ჩვიდმეტ წელიწადს ლოცულობენ, ხავსი რომ მოსდებიათ? - ჩემო კარგო, მხოლოდ ამას ვაკეთებდი. მთელ ქვეყნიერებას, მთელ ქვეყნიერებებს დაივიწყებ, ასეთ ვინმეს კი აღარ დაეხსნები, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი ბრილიანტია. ერთი ასეთი სული ხან მთელი თანავარსკვლავედის ტოლფასია - ჩვენ ხომ სხვა არითმეტიკა გვაქვს. ასეთი გამარჯვება ხომ ძვირფასია! ხოლო ზოგი მათგანი ხომ, ღმერთმანი, განვითარებით შენ არ ჩამოგივარდება, თუცმა ამას არ დაიჯერებ: ერთსა და იმავე ჟამს რწმენისა და ურწმუნოების ისეთ უფსკრულებს ჭვრეტენ, ზოგჯერ მართლა მოგეჩვენება, ერთი მისხალიც და კაცი „თავდაყირა“ გადაეშვებაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ო, მე მიყვარს ჩემი ფიცხი, ახალგაზრდა სიცოცხლის წყურვილით ათრთოლებული მეგობრების ოცნებები! იმათ ჰგონიათ, რომ ყველაფერს დაანგრევენ და ანთროპოფაგიით დაიწყებენ. სულელები, მე არ დამეკითხნენ! მე მგონი, არაფრის დანგრევა არ არის საჭირო, ადამიანს მხოლოდ ღმერთის იდეა უნდა მოუსპო, აი, საქმეს რით უნდა შეუდგე! ამით, დიახ, ამით უნდა დაიწყო - ბრმები არიან, არაფერი გაეგებათ! როცა კაცობრიობა ღმერთს უკლებლივ განუდგება, მაშინ თავისთავად, ანთროპოფაგიის გარეშე, მთელი ადრინდელი მსოფლმხედველობა და, რაც მთავარია, მთელი ადრინდელი ზნეობა დაემხობა, შემდეგ კი ყოველივე ახალი დაიწყება. ადამიანები გაერთიანდებიან, რათა ცხოვრებისგან მიიღონ ყველაფერი, რის მოცემაც კი ცხოვრებას შეუძლია, მაგრამ უსათუოდ მარტო ამქვეყნად ბედნიერებისა და სიხარულისთვის. ადამიანს ღვთაებრივი, ტიტანურად ამაყი სული განადიდებს და ღმერთკაცად აქცევს. ნებისყოფისა და მეცნიერების შემწეობით ბუნებას იგი ყოველ წუთას უკვე შეუზღუდველად დაამარცხებს, რაც ყოველ წუთას ისეთ სიამოვნებას მიანიჭებს, რომ ეს ადრინდელ ზეციურ სიამეთა სასოების მაგივრობას გაუწევს. ყველა შეიმეცნებს, რომ სრულად მოკვდავია, აღარასოდეს აღდგება და სიკვდილს ღმერთივით მშვიდად, ამაყად შეეგებება. სიამაყე მიახვედრებს, რომ არ უნდა დრტვინავდეს იმის გამო, რომ სიცოცხლე წარმავალია და ძმასსა თვისსა უკვე ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეიყვარებს. სიყვარული დააკმაყოფილებს მარტოოდენ წამიერი სიცოცხლისას, მაგრამ თვით იმის შეგრძნება, რომ სიცოცხლე წამიერია, სიყვარულის ცეცხლს იმდენად გააძლიერებს, რამდენადაც ადრე იმქვეყნიურ და უსასრულო სიყვარულის სასოებას ბადებდა. და ასე შემდეგ, ასე შემდეგ ამგვარადვე. დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბნედით ძალზე გატანჯული სნეულნი ერთთავად განუწყვეტელი და, რა თქმა უნდა, ავადმყოფური თვითდადანაშაულებისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი იტანჯებიან რაღაცაში და ვიღაცასთან თავიანთი „დანაშულობის“ გამო, სინდისის ქენჯნა აწამებთ, ხშირად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც კი, აზვიადებენ, ხანაც თავიანთ თავს თავადვე უგონებენ სხვადასხვა დანაშაულსა და ბოროტმოქმედებას. ასეთი სუბიექტი შიშისა და დაშინების შედეგად მართლა დამნაშავე ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შებღალული ბუნება და დამნაშავე გული, ყოველგვარ მიწიერ მართლმსაჯულებაზე უფრო სრულად არის თავისივე განმსჯელი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეს გახლავთ ჟამი ცხოველური შიშის ჭვრეტისა, როცა დამნაშვე უკვე ხედავს, რომ ყველაფერი უკვე დაკარგულია, მაგრამ მაინც იბრძვის, თქვენთან ბრძოლას მაინც აპირებს. ეს ის ჟამია, როცა თვითგადარჩენის ყველა ინსტიქტი მის არსებაში ერთბაშად აღსდგება და იგი თავის გადასარჩენად მოგაპყრობთ შეკითხვის გამომხატველ, ტანჯულ, გამჭოლ მზერას, თქვენს შესწავლას, თქვენი სახის შესწავლას, თქვენს აზრებში ჩაწვდომას ცდილობს, ელის, რომელი მხრიდან დაარტყამთ და მშფოთვარე გონებაში ათასნაირ გეგმას მყისიერად ქმნის, მაგრამ სიტყვა მაინც ვერ დაუძრავს, შიშობს, რაიმე არ წამომცდესო! ეს დამამცირებელი მომენტები ადამიანის სულსა, გზანი სულის წამებისანი, ეს ცხოველური წყურვილი თავის გადარჩენისა ისეთი შემზარავია, ზოგჯერ თვით გამომძიებელსაც კი შესძრავს და დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას ჩაუნერგავს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფული ყველანაირ ვითარებაში აუცილებელია! ფულიანი კაცი ყველგან კაცია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რომანისტიც კი შეიძლება, კუთხეში მიიმწყვდიო და გააცამტვერო წვრილმანებით, იმ წვრილმანებით, რითაც მუდამ ასე მდიდარია სინამდვილე და რაც ამ საცოდავ, უნებურ მთხზველებს არაფრად მიაჩნიათ და თავში არც მოუვათ, როგორც თითქოს სრულიად უმნიშვნელო და უსარგებლო რაღაცა. ო, იმათ იმ წუთას ამისთვის არ სცალიათ, მათი გონება გრანდიოზულ მთლიანს ქმნის - ამ დროს კი ისეთ წვრილმანებს აჩეჩებენ! მაგრამ სწორედ ამით გააბამენ ხოლმე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფსიქოლოგია თუმცა უღრმესი რამ გახლავთ, მაგრამ მაინც ჯოხსა ჰგავს, რომელსაც ორი ბოლო აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წუთისოფლად ჩვენი ყოფნა ხანმოკლეა, მრავალ ავ საქმეს ვჩადივართ და ურიგო სიტყვებს წარმოვთქვამთ. ამიტომ ყველანი შევეცადოთ, ერთად ყოფნისას ხელთ ვიგდოთ ხელსაყრელი წუთი, რათა ერთმანეთს კარგი სიტყვაც ვუთხრათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტეს ცნება ჯერ თავად უნდა აღვასრულოთ და თავს ნება მხოლოდ ამის მერე მივცეთ, რომ ჩვენს შვილებს მოვთხოვოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შურიანსა და თავმოყვარე კაცს ბევრ ფულს ერთბაშად ნუ აჩვენებთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია უფლება, მით უფრო შემზარავია მისი გამოყენება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არაფრისგან სიყვარულის შექმნა შეუძლებელია, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამა ჯერ კიდევ არ არის ის, ვინც შვა, მამა ის არის, ვინც შვა და დაიმსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნამდვილ ცხოვრებაში, რომელსაც არა მარტო საკუთარი უფლებები გააჩნია, არამედ უდიდეს მოვალეობებსაც აწესებს, თუ გვინდა, რომ ჰუმანურები, ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანები ვიყოთ, მოვალენი ვართ, იმ მრწამსს მივყვეთ, რაც გონებითა და გამოცდილებით შემოწმებულია, ანალიზის ქურაში გამოტარებულია, ერთი სიტყვით, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და არა უგუნურად, როგორც სიზმარში და ბოდვისას, რათა ადამიანს არ ვავნოთ, რათა იგი არ გავტანჯოთ და არ დავღუპოთ. აი, ეს იქნება ნამდვილი ქრისტიანული საქმე, არა მხოლოდ მისტიკური, არამედ გონივრული და ჭეშმარიტად კაცთმოყვარული საქმე... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეზღუდულობის გამო მთელ ქვეყნიერებას ადანაშაულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი კეთილსა და კარგ გრძნობებს ხშირად დასცინის, მხოლოდ ქარაფშუტობის გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი, რასაც სხვა ვერავისთან ნახავ; ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს, აი ეს არის მთავარი! ეს უკვე ნიჭია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} === ''ეშმაკნი'' (1872) === [[ფაილი:Dosto3.jpg|thumb|right|150პქ|ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით, მეტსაც ვიტყვი, ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, იმასაც დროებით, ასე იცის თურმე მწუხარებამ.]] {{Q | ციტატა = არის ამქვეყნად უცნაური სახის მეგობრობა: ორმა მეგობარმა შეიძლება ცოცხლად დაჭამონ ერთმანეთი და მაინც ვერა და ვერ დაშორდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გადიდგულებული მეგობარი პირველი თვითონ გახდება ავად და შეიძლება დარდსაც გადაჰყვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო დიდბუნოვანია კაცი, მით უფრო სჩვევია უხეში აზროვნება, თუნდაც თავისი მრავალმხრივი განვითარების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალის გული დღემდე არავის ამოუცვნია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ რა ნაღველით და ბოღმით აგევსება გული, როცა წლების მანძილზე წმინდად ნალოლიავებ შენს დიდ იდეას უვიცები აიტაცებენ, ქუჩაში გაათრევენ და თავისთანა რეგვენების სათრევად გახდიან! როცა ამ შენს იდეას უეცრად ქუჩაში წააწყდები, სულ შეცვლილს, დამახინჯებულსა და ლაფში ამოსვრილს, ყოველგვარი ჰარმონიის, აზრისა და სილამაზისგან გაძარცულს და ბრიყვების საბურთაოდ გამხდარს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = აზრის წარმოსაშობად პირველ ყოვლისა შრომაა საჭირო, საკუთარი შრომა, საკუთარი თაოსნობა, საკუთარი გამოცდილება! ხელის გაუნძრევლად არასოდეს არაფერი გაკეთებულა. ვიმუშაოთ და ჩვენი აზრიც გვექნება. მაგრამ მუშაობის თავი ჩვენ ვინ მოგვცა, მაშ აზრიც იმათგან უნდა ვისესხოთ, ვინც აქამდე ჩვენს მაგიერ მუშაობდა და მაშასადამე, ისევ ევროპასა და ისევ იმ გერმანელებს მივაკითხოთ, ვინც აგერ ორასი წელია ჩვენი ჭკუის მასწავლებლები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსეთი იმდენად დიდი გაუგებრობა გახლავთ, გერმანელებისა და შრომის გარეშე ჩვენ ამ გაუგებრობას ვერც მოვერევით და ვერც თავს გავართმევთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არ შემიძლია მართლა და მართლა ისე ვიწამო, როგორც ჩემს ნასტასიას (მოახლე) ან რომელიმე ბატონკაცს სწამს, ასე ვთქვათ, „ყოველი შემთხვევისათვის“ - ან როგორც ჩვენს საყვარელ შატოვს, - თუმცა არა, შატოვი სათვალავში ჩასაგდები არ გახლავთ, შატოვს მოსკოველი სლავიანოფილივით იძულებით სწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქრისტიამობამ ქალი ვერ დააფასა, - რაც დიდებულად განავითარა ჟორჟ სანდიმ თავის ერთ-ერთ გენიალურ რომანში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სამარხვო ზეთსა და ცერცვის შეჭამანდში ხომ არ შეეძლო მართლა და მართლა ბელინსკის გზა ხსნისა ეპოვა!... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ორმოცდაშვიდ წელს, ბელინსკიმ საზღვარგარეთ ყოფნისას გოგოლს თავისი ცნობილი წერილი გაუგზავნა, სადაც სასტიკად უსაყვედურა, „ვიღაც ღმერთის“ როგორ გწამსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისი ხალხისა არა ესმის რა და ვინც მას მოწყდება, მყისვე მამულის რწმენასაც დაჰკარგავს და ათეისტი ან ყველაფერზე გულაყრილი კაცი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მარადიულმა, წმიდათა წმიდა სევდამ ერთხელ თუ აუძგერა გული რომელიმე მგრძნობიარე სულის ადამიანს, მერე თავის დღეში არ გაცვლის იმას სხვა არავითარ სიამოვნებაზე. ზოგს ხომ სევდა ყოველგვარ სიამოვნებას ურჩევნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ პატარა წვრილმანიც კი საოცრად გაგაკვირვებს და გონებაში დიდი ხნით ჩაგრჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო...“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავგანწირვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მეგობრებისათვის ზოგჯერ მართლაც მავნე გახლავთ განმარტოება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხშირად რომელიმე მწერალი ხალხს წლების მანძილზე ღრმა აზრების მატარებლად მიაჩნია, ჰგონია, საზოგადოების გარდაქმნაზე განსაკუთრებულსა და საოცარ გავლენას ახდენსო, მაგრამ ბოლოს მისი ღრმა აზრები ეგზომ წყალწყალა და უსუსური გამომდგარა, გული არავის დასწყვეტია, ასე მალე რატომ გამოიფიტაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გვხვდება ორი ჯურის ხალხი: ვინც დიდი მწუხარებისა და გაბოროტებისგან იკლავს თავს, ან შეშლილობით მოსდით თუ რაღაც სხვა მიზეზით, ისინი ბევრს არ ფიქრობენ, უცებ გადასწყვეტენ ხოლმე. ტკივილი ნაკლებ ადარდებთ; მაგრამ თუ სრულ გონებაზე მყოფი იკლავს თავს, - ის ბევრს ფიქრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - ვითომ შეიძლება სრულ გონებაზე მყოფმა მოიკლას თავი? - ძალიან ბევრი იკლავს. ტკივილის შიში რომ არა, უფრო მეტი იქნებოდა. ყველა. - მაშ თქვენი ფიქრით, რა უშლის ხელს ადამიანებს თავი მოიკლან? - მე... მე ჯერ ცოტა რამ ვიცი... ისე კი ორი რამ უშლის, მხოლოდ ორი: ერთი ძალიან პატარაა, მეორე კი ძალიან დიდი, მაგრამ ეს პატარაც ძალიან დიდია. - პატარა რაღაა? - ტკივილი. - მეორე დიდი მიზეზი რაღაა? - საიქიო. - ესე იგი სასჯელი, არა? - რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოს ფიქრია, - მხოლოდ საიქიოსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულ ერთია. აი, თავი და თავი მიზანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის იმიტომ ეშინია. მე ასე მესმის. ბუნებაც ამას გვკარნახობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ყოველივე ტკივილი და შიშია. ახლა ადამიანს სიცოცხლე უყვარს, რამეთუ ტკივილი და შიში უყვარს. ასე მოუწყვეს. სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშს ფასად ეძლევა ადამიანს, აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის, გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი, ბედნიერი და ამაყი და მისთვის სულ ერთი იქნება სიკვდილ-სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - თქვენის აზრით, მაშ ის ღმერთი მაინც არსებობს? - ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი სიკვდილის შიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ჩასწვდება ტყუილის არსს. ამის მიღმა თავისუფლება არ არსებობს. ყოველივე აქ არის, ამის იქით აღარაფერია. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ღმერთია. ახლა ყველას შეუძლია ისე გააკეთოს, აღარც ღმერთი იყოს და აღარც არაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის გაუკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ, რუსები, ამერიკელებთან შედარებით უსუსური ბალღები ვართ, კაცი ან ამერიკაში უნდა დაიბადო, ან კარგა ხანს უნდა იცხოვრო იქ, თუ გინდა იმათ დონემდე მიაღწიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მესმის, მოწყენამ როგორ უნდა აიტანოს კაცი. დარდმა არ უნდა გძლიოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = „რატომზე“ ელით პასუხს? ამ პატარა სიტყვას ჰგოდებს ქვეყნიერების გაჩენის პირველი დღიდან მთელი დედამიწა. ყოველ წუთს და წამს ამას შეჰღაღადებს თავის გამჩენს ბუნება, და პასუხი აგერ უკვე შვიდი ათასი წელია ვერ მიუღია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ისეთი სახეები, ყოველ ნახვაზე რომ მუდამ სხვანაირი გეჩვენება, მუდამ რაღაც ისეთს შეამჩნევ, რაც მანამდე არ შეგიმჩნევია, გინდა ასჯერ გყავდეს ნახული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა კაცს უჭირს თვითონ ლაპარაკი, ჰოდა, აუცილებელია ეს მესამე პირმა იკისროს, ვისაც არ გაუჭირდება ზოგიერთი საჩოთირო ამბის გადმოცემა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო საშინელ დღეშია ადამიანი, ან რაც უფრო დაჩაგრული და ღარიბია ხალხი, მით მეტი სიკერპით ეჭიდება ოცნებას, სამოთხეში ამინაზღაურდება ყველაფერიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედები მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, არც იცი, რატომ და რისთვის - იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, დროებით, ასე იცის მწუხარებამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიმართლე მუდამ დაუჯერებელია. სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რუსები უნდა მავნე პარაზიტებივით გაჟლიტონ კაცობრიობის საკეთილდღეოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვეულებრივ თუ ამქვეყნად ბოლო არაფერს აქვს, უთუოდ ექნება, უთუოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს უბედურება სწორედ ისევე სჭირია, როგორც ბედნიერება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე ეშმაკური არაფერია, კაცი რომ საკუთარ თავს თამაშობ, არავინ დაგიჯერებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმდენი უნდა იქაქანო და უმტკიცო შენი, ბოლოს შენვე აგერიოს, მსმენელმაც ვერაფერი გაიგოს და თავი დაგანებოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა რომ დიდი ბოროტება ჩაიდინო, ისეთი სამარცხვინო, თავმოსაჭრელი და ამასთან... ისეთი სასაცილო... მთელი ათასი წელი არავინ დაგივიწყოს და ათასი წელი ყველამ გაფურთხოს, უცბად კი ეს იფიქრო: „შუბლში ერთი ტყვია და მორჩა ყველაფერიო“, განა სულ ერთი არ იქნება, ვინ რას იტყვის და რას იზამს შენს შემდეგ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ადამიანისთვის დრო უცბად გაჩერდება და საუკუნოდ ასე იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი რომ სრულ ბედნიერებას მიაღწევს, მაშინ ჟამი აღარ იქნება, ვინაიდან აღარც არის საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დრო საგანი არ არის, დრო იდეაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავ წუთს ბედნიერი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არც ერთ ერს არ მოუწყვია თავისი ცხოვრება მეცნიერებისა და გონების საწყისებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გონება და მეცნიერება ადამიანთა ცხოვრებაში მუდამ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა დასაბამიდან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არასდროს მომხდარა, ყველა ერსა თუ რამდენიმეს ერთი საერთო ღმერთი ჰყოლოდათ, თითოეულს თავისი ჰყავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი კაცობრიობისა, მიზანი ყოველი ერისა, მისი არსებობის მანძილზე არის მარტოოდენ ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება და რწმენა მისი, ვითარცა ერთარსებისა, ჭეშმარიტებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი არის სინთეტიკური პიროვნება მთელი ხალხისა, ამ ხალხის არსებობის დასამაბიდან დასასრულამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშაა, ადამიანი კი უბედურია. ვინც ტკივილსა და შიშს დაძლევს, თვითონ გახდება ღმერთი. ღმერთი სიკვდილის შიშია. ვინც მხოლოდ შიშის მოსაკლავად მოიკლავს თავს, უმალ ღმერთი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რას დაიჩემეთ ეს ოცი წელი! ეს ოცი წელი [მეგობრობის] მარტო საკუთარი თავმოყვარეობის ამბავი იყო და მეტი არაფერი. წერილებს ჩემთვის კი არა, შთამომავლობისთვის წერდით. თქვენ სტილისტი ხართ და არა ჩემი მეგობარი. მეგობრობა სინამდვილეში გაბუქებული სიტყვაა: გულის ჭუჭყის გადმონთხევა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენ ყველას კატეხიზმოთი გვასწავლეს: „თუ პატივს სცემ მამასა შენსა და მშობლებსა შენსა, დღეგრძელიც იქნები და სიმდიდრეც მოგეცემაო“. ასე არის ათ მცნებაში. ჰოდა, თუ ღმერთმა საჭიროდ სცნო სიყვარულის წილ ჯილდოს დანიშვნა, მაშასადამე, ეგ თქვენი ღმერთი უზნეო არის-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ. უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცალკეულ ხალხთა გაქრობის ნიშანი საერთო ღმერთის აღიარება გახლავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც და ისპობა რწმენაც თვით ხალხთან ერთად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია ხალხი, მით განსაკუთრებულია ღმერთი მისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტებისა, საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ხალხებს საერთო ცნება ექმნებათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მაშინ იწყება მათი გადაგვარება და მაშინ იშლება სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ხალხი ამყავს ღმერთამდე. ან ყოფილა კი ოდესმე სხვანაირად? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხი ეს სხეულია ღვთისა. ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვინემ საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლივ ჰგმობს. ვინემ სწამს, რომ მისი ღმერთი სხვა ღმერთებს დაამარცხებს და განდევნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ებრაელები მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მოლოდინით სულდგმულობდნენ და ქვეყნიერებას ახალი ღმერთი დაუტოვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბერძნები ბუნებას აღმერთებდნენ და მსოფლიოს თვისი რელიგია უანდერძეს ანუ ფილოსოფია და ხელოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომმა ხალხი გააღმერთა სახელმწიფოს სახით და კაცობრიობას სახელმწიფო დაუტოვა ანდერძად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ დიად ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას, თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალა არის და არა დიდი ერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - მითხარით, თქვენ თვითონ გწამთ თუ არა ღმერთი? - მე რუსეთი მწამს, მართლმადიდებლობა მწამს მისი... მწამს ქრისტეს სხეული... მწამს, რომ მეორედ მოსვლა რუსეთში მოხდება... მწამს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვაი, რომ პიგმეები ვართ ამერიკის ჩრდილოეთ შტატების აზრთა გაქანებასთან შედარებით; რუსეთი ეს ბუნების შეცდომაა და არა ჭკუისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც დიდი ადამიანი უნდა იყო, საღმა აზრმაც არ შეგაყოყმანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რწმენა რომ ხალხის გასაპირუტყვებლად გინდათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დიდი ნიჭის ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოყვასის უბედურება უცხო თვალს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მუდამ სიამეს ჰგვრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სინამდვილეში მოწყალების გაცემით მინიჭებული სიამოვნება ამპარტავნული და უზნეო სიამოვნებაა, ეს მდიდარი კაცის განცხრომაა, აქაოდა სიმდიდრე და ძალაუფლება მაქვსო და მათხოვარზე მაღლა ვდგავარო. მოწყალება ათახსირებს გამკითხავსაც და გაკითხულსაც და ვერც მიზანს აღწევს, ვინაიდან მხოლოდ ამრავლებს გლახაკებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეულ რუსეთს ყველაზე ნაკლებ ძალუძს ამქვეყნად რასმე გაუმკლავდეს. უბირი ხალხი კიდევ ჰა, რუსთა ღმერთს ეჭიდება და იმით უდგას სული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეული რუსეთი ფიცრისგან ნაგები ქვეყანა არის, ღატაკი და... საშიში ქვეყანა, სადაც ბატონებად ქედმაღალი გლახაკნი სხედან, დანარჩენი უმრავლესობა კი ხუხულებში ცხოვრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსული რევოლუციური იდეის მთელ არსს სინდისის უარყოფა შეადგენს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცისთვის სინდისი მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და მუდამ ტვირთი იყო, მთელი მისი ისტორიის მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თავის მოკვლა იმიტომ მინდა, ეს იმიტომ ვიფიქრე, არა მსურს სიკვდილისა მეშინოდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით, ყველაზე ძლიერ რა მოქმედებს ამ ხალხზე? რა და მუნდირი. მუნდირის ჯადოს ვერავინ უძლებს. მეც განზრახ ვიგონებ ჩინებსა და თანამდებობებს: ეს მდივნებიო, ეს ფარული მეთვალყურენიო, ხაზინადარნიო, თავმჯდომარენიო, ეს რეგისტრატორნიო, მათი თანაშემწენიო - ამ ანკესზე ყველა ეგება. ამასთან სენტიმენტალობაც დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თუმცა სულ მთლად არა მწამს, მაინც არ ვიტყვი, ღმერთი უნდა დაიხვრიტოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა საკუთარი ჭკუით არავინ ცხოვრობს. საკუთარი ჭკუა ახლა ძალიან ცოტასა აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უდესპოტიზმოდ არც თავისუფლება ყოფილა ქვეყნად და არც თანასწორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნიერებას ერთი რამ აკლია მხოლოდ და ეს ერთი მორჩილებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სწავლის წყურვილი უკვე დიდკაცური სურვილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბატონკაცი რომ დემოკრატიას იწამებს, ამაზე მომხიბლავი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე აუტანელი არაფერია, როცა გაუბედურებულ კაცს ასი მეგობარი დაადგება თავზე და ჩასჩიჩინებს, ბრიყვულად მოიქეციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მთლიანად არასოდეს ინანიებს დანაშაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ საზოგადოებაში მოიძებნება ნაძირალა ადამიანები, ყოველ გარდამავალ ხანაში ამოტივტივდებიან ხოლმე ისინი ზედაპირზე და არა მარტო მიზანი, ჭკუისა და აზრის ნიშანწყალიც არ გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ მოუსვენრობასა და მოუთმენლობას გამოხატავენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე არ მესმის, რად იქცევიან ეს ჩვენი ბატონი გენიოსები თავიანთი დიდებული წლების მიწურულს, როგორც პატარა ბიჭები? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მსუბუქი ლიტერატურული კითხვის დროს, რაც უნდა გენიოსი იყო, საზოგადოებას ოც წუთზე მეტი გული არ უნდა გაუწყალო, თორემ დაუსჯელად ვერ გადარჩები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცობრიობის ბედ-იღბალისთვის სისულელე ისევე საჭირო გახლავთ, როგორც უდიდესი გენია... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანიის გარეშეც გაძლებს, რუსი კაცის გარეშე ხომ გაძლებს და გაძლებს, მეცნიერების, პურის გარეშეც გაძლებს, მაგრამ სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს, რამეთუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე! ამაშია მთელი საიდუმლოება, ეს არის, რაც არის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ მეცნიერებაც წუთით ვერ გასძლებს სილამაზის გარეშე, ეს იქნება ხეპრეობა და არა მეცნიერება, ლურსმანსაც ვერ გამოიგონებს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ; უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“ და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საერთოდ, რუსი ქალის სილამაზეს უზადოება აკლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტების თვალნათლივ დანახვამ არ შეიძლება მაინც არ შეგაძრწუნოს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რა საზიზღარი, რა სულმდაბალი პირუტყვია ადამიანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი და მისი შეხედულება - ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთმანეთისგან განსხვავებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ზოგჯერ ისეთი წამები, ეს ხუთი თუ ექვსი წამია მხოლოდ, როცა შენს სულში განუწყვეტელი ჰარმონია ისადგურებს. ამას მიწიერი არაფერი აქვს. მე არც ზეციურს დავარქმევდი, უბრალოდ მიწიერი ადამიანი ამას ვერ გაუძლებს, ან ფიზიკურად უნდა შეიცვალოს, ან მოკვდეს. ეს არის ნათელი, უდავო შეგრძნება. თითქოს უცბად შეიგრძნობ მთელ ბუნებას და უცებ ამბობ: ეს კი მართალიაო. როცა ღმერთმა ეს ქვეყანა გააჩინა, გაჩენის ყოველი დღის ბოლოს ასე ამბობდა: „ეს მართლა კარგიაო“. ეს... გულაჩუყება არაა, ეს უბრალოდ სიხარულია. თქვენ აღარც პატიება გჭირდებათ ვისიმე, ვინაიდან საპატიებელი აღარაფერი გაქვთ. ეს სიყვარულზე მეტიცაა! საშინელი ის არის, რომ ყველაფერი ასე საშინლად ცხადია და ასე დიდად სახარბიელო. ეს კიდევ ერთი წამი რომ გაგრძელდეს, შენი სული ვერ გაუძლებს და გაქრება. ამ ხუთ წამში მე მთელ სიცოცხლეს განვიცდი და მთელ სიცოცხლეს არ დავიშურებ ამ წამებისათვის. ათი ასეთი წამის გასაძლებად ფიზიკური გარდაქმნაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობდი, ლიტონი სიტყვები არ ყოფილიყო. მხოლოდ ამიტომ ვცოცხლობდი. ახლაც ყოველდღე ამას ვნატრობ, ლიტონი სიტყვები არ იყოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ ღმერთი არის, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ. თუ არ არის, ყველაფერი ჩემი ნებაა და მოვალე ვარ ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნუთუ ამ პლანეტაზე ისეთი არავინ მოიძებნება, ღმერთი უარყოს, თვითნებობა ირწმუნოს და მერე გაბედოს ეს თვითნებობა გამოავლინოს? ეს იგივეა, გლახაკმა მემკვიდრეობა მიიღოს და შიშით სალაროს ვერ გაეკაროს. მე მინდა ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. თუ სხვამ არა, მე ერთი გავაკეთებ ამას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მოვალე ვარ თავი მოვიკლა, ვინაიდან ჩემი თვითნებობის მთავარი მუხლია - შენი ხელით მოიკლა თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემთვის ყველაზე დიდი იდეა ის არის, რომ ღმერთი არ არსებობს. ამას ადასტურებს კაცობრიობის ისტორია. ადამიანს სხვა არაფერი უკეთებია, გარდა ღმერთის გამოგონებისა, რა არის თავი არ მოეკლა და ეცოცხლა. მთელი მსოფლიოს ისტორია დღემდე ეს არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იყო ამ ქვეყნად ერთი დღე და იმ დღეს დედამიწაზე სამი ჯვარი იდგა. ერთს, იმ ჯვარზე გაკრულს, ისე სწამდა, მეორეს უთხრა: „დღეს ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდებიო“. დასრულდა დღე, ორივე მოკვდა. იარეს, იარეს და ვერც სამოთხე ნახეს, ვერც მკვდრეთით აღდგომა იხილეს. ნათქვამი არ ახდა. მისმინე: ეს კაცი იყო უდიადესი არსება ამ ქვეყანაზე, მისთვის ღირდა მხოლოდ ესულდგმულა ქვეყნიერებას. მთელი პლანეტა, ყოველივე, რაც მასზე არის, ამ კაცის გარეშე სიგიჟეა და სხვა არაფერი. არც მანამდე და არც მერე მისი მსგავსი არ შექმნილა და არც შეიქმნება, რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს. სასწაულიც სწორედ ის არის, რომ მისი მსგავსი არც ყოფილა და არც იქნება. ხოლო თუ ასეა, თუ ბუნების კანონებმა ისიც არ დაინდეს, თავისივე სასწაულიც გასწირეს, ისიც იძულებული გახადეს ამ ცრუ წუთისოფელში ეცხოვრა და სიცრუისთვის მომკვდარიყო, მაშასადამე, ეს პლანეტა სიცრუეა, სიცრუეზე დგას და ყველაფერი მხოლოდ ადამიანის დაცინვაა. მაშასადამე, თვით პლანეტის კანონები სიცრუე და ეშმაკისეული ვოდევილი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვერ გამიგია, როგორ შეიძლება სცოდნოდა ათეისტს, ღმერთი არ არისო, და მაშინვე თავი არ მოეკლა? იცოდე, ღმერთი არ არის და ისიც იცოდე, შენ თვითონ ღმერთი ხარ - ამაზე მეტი უაზრობა არ შეიძლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ვიკლავ თავს, რომ დავამტკიცო ჩემი ურჩობა და ჩემი ახალი საშინელი თავისუფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ ყველას, უპირველეს ყოვლისა, შევუნდოთ და ვაპატიოთ მუდამ და ყოველთვის... იმედია, ჩვენც შეგვინდობენ. რამეთუ ყველანი ერთმანეთის წინაშე დამნაშავენი ვართ... დიახ, დამნაშავენი!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, ბედნიერია ის, ვისაც ღმერთი ცხოვრების გზაზე ქალს შეახვედრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ ქვეყანასთან რომ ანგარიში გაასწორო და სრული თავისუფლება მოიპოვო, შენდობა, შენდობა და შენდობაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძნელი ყოფილა ამ ქვეყანაზე ისე იცხოვრო, არ მოიტყუო... და... შენივე ტყუილი არ დაიჯერო, დიახ, სწორედ ასეა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ეს ეშმაკნი, გამოსულნი სნეულისგან და შესულნი ღორებში (ბიბლიური სიუჟეტი) - ეს სულ მუწუკები და წყლულებია, უწმინდურება და სიბინძურე, ეშმაკნი და ეშმაკეულნი, რომელთაც შეჭირვებული ჰყავთ ჩვენი ტკბილი სნეული, ჩვენი დიდი რუსეთი საუკუნეთა მანძილზე. დიახ, რუსეთი, რომელიც მე მუდამ მიყვარდა. მაგრამ აზრი ზენარი და ნება ზენარი მოევლინება მას ზეციდან, როგორც იმ ეშმაკებისგან შეპყრობილ შეშლილს და გამოვლენ მისგან ყველა ეს ეშმაკნი, ეს უწმინდურება, მთელი ის სიბილწე, ზედაპირზე ჩირქიან მუწუკებად გამოსული... და თვითონვე შეიხვეწებიან, გაგვიშვიო, ღორებში შევალთო. თუმცა, იქნებ უკვე შესულნიც არიან! დიახ, დიახ, ეს ჩვენ ვართ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი ახლა თუნდაც იმიტომ არის ჩემთვის აუცილებელი, რომ ადამიანს მარტო მისი სიყვარული შეუძლია ნიადაგ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უკვდავება თუნდაც იმიტომ მომენიჭება, ღმერთი არ იქნება ისე უსამართლო, გულში ჩამიქროს მისი სიყვარულის ერთხელ ანთებული ლამპარი: სიყვარულზე ძვირფასი კი განა რა არის? სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს? თუ მე შევიყვარე იგი და სიხარული მომგვარა ამ სიყვარულმა - შეიძლება კი გამაქროს მეც, ჩემი სიხარულიც და არად გვაქციოს? თუ ღმერთი არის, მეც უკვდავი ვარ! Voila ma pfofession de foi (აი, ჩემი რწმენა სჯულისა) | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს... უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, მალული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ჩემზე უსაზომოდ სამართლიანი და ბედნიერი, უკვე მეც მავსებს უზომო სასოებით, როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მქონდეს ჩადენილი! ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასათვის და ყოველივესთვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანმა მუდამ შეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთილება მოკლავთ. უსაზღვრო და უსაზომო ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც ის პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობრებო და კეთილებო: გაუმარჯოს დიად აზრს, უკვდავ, უსაზომო აზრს, ყოველმა კაცმა მუხლი უნდა მოიდრიკოს იმის წინაშე, რასაც დიადი აზრი ჰქვია. დიადი ხომ ყველაზე სულელსაც სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ წარმოუდგენლად პატივმოყვარე ლიტერატორებს თითქოსდა მოვალეობად მიაჩნიათ არც დამალონ ეს თავისი პატივმოყვარეობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ისეთი ლიბერალი, რომელსაც არავითარი მიზანი არ გააჩნია, მარტო რუსეთში გახლავთ შესაძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენი შრომით ცხოვრება არ შეგვიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ღმერთი მწამს, მაგრამ ამას გარკვევა უნდა: მწამს არსება, რომელსაც მე ჩემში ვატარებ და ჩემში შევიცნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც არ იცი, ვერც შეიყვარებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ყველა და ჩვენც ყველა ახლა - ან სულმდაბალი ათეისტები ვართ, ან გულაყრილი, გათახსირებული ვიგინდარები და მეტი არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი რამის აღიარება მართლაც ძნელია ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ისეთ რამეებზე არ ვმსჯელობ, რაც უკვე გადაწყვეტილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი ყოვლის მხილველ თვალსაც მოატყუებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგ საგანზე არამცთუ არ შეიძლება კაცმა ილაპარაკოს, ლაპარაკის წამოწყებაც კი უჭკოუბაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ აჯანყებას დაიწყებ, უთუოდ ათეიზმიდან უნდა დაიწყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომის კათოლიციზმი ქრისტიანობა აღარ არის, რომმა ის ქრისტე იწამა, რომელსაც ეშმაკის მესამე ცთუნებამ სძლია. კათოლიკებმა რომ გამოაცხადეს, ამქვეყნიური მეუფების გარეშე ქრისტე ფეხს ვერ მოიკიდებსო, ამით ანტიქრისტე აღიარეს და მთელი დასავლეთი დაღუპეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სოციალიზმი უკვე თავისი შინაარსით ათეიზმია, რამეთუ პირველივე სტრიქონი აცხადებს, რომ ის ათეისტური მოძღვრებაა და განზრახული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისა და გონების საწყისებზე მოაწყოს ყველაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საფრანგეთი მთელი თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რომაული ღმერთის იდეის განვითარება იყო, ხოლო თუ თავისი რომაული ღმერთი ბოლოს უფსკრულში გადაისროლა და ათეიზმი ირწმუნა, რასაც ჯერჯერობით სოციალიზმად ნათლავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ათეიზმი რომის კათოლიციზმზე უფრო ჯანსაღი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთს ვერ იწამებ, თუ ღმერთი არა გყავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იშრომეთ და შრომით ჰპოვეთ ღმერთი; ეს არის ყველაფრის დედაარსი, ანდა გაქრით, ვით საზიზღარი ობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ჭკვიანები აღარ ყბედობენ, პირი აქვთ დაცული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შრომა გვეზარება, ფულის მადა კი დიდი გვაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მათხოვრობამ არ შეიძლება კაცი არ გარყვნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი პროკლამაციის ერთ სტრიქონში უფრო მეტი აზრია, ვინემ რომელიმე კანცელარიის მთელ საქმიანობაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგად საკაცობრიო მიზნების მიღწევა გაცილებით მაღლა დგას ხორციელ სიამოვნებაზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი აუცილებელია და ამიტომაც უნდა იყოს, მაგრამ მე ვიცი, ღმერთი არ არის და არც შეიძლება იყოს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მაინც ქალია, გინდაც მონაზვნის სამოსელი ეცვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენს ცოდვილ დროში რწმენა მამა ზეციერისა ადამიანის ერთადერთი სასოებაა ამ ტანჯვისა და ვაების წუთისოფელში, ისევე როგორც მართალთათვის აღთქმული საუკუნო ნეტარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''საწყალი ადამიანები'' (1846) === [[ფაილი:Dostoevskij 1863.jpg|thumb|right|150პქ|მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს.]] {{Q | ციტატა = ოჰ, ნეტავი რა მომელის, როგორი იქნება ჩემი ბედი! რა მძიმეა ცხოვრება, როცა აწმყო გაურკვეველია, არა გაქვს მომავალი, არ იცი რა გელის. უკან მიხედვისა კი გეშინია. იქ ყველაფერი მწუხარებით არის მოცული, მისი ერთხელ მოგონებაც კი გულს მისერავს. მთელი სიცოცხლე უნდა ვიტირო ჩემი დამღუპველი ბოროტი ადამიანების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხანდახან ხდება ხოლმე, ადამიანი დაიბნევა საკუთარ გრძნობებში და ჩმახავს რაღაცას. ამის მიზეზი სხვა არაფერი არ არის რა, თუ არა სისულელემდე გადაჭარბებული გულის სიფიცხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ინატრეთ ვარდები, დღეს კი გიგზავნით, ხომ ხედავთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის ხოლმე, მადლობა უფალს, რომ ჩვენი უბედურებანიც მთავრდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუმცა ბნელი ადამიანი ვარ, შეიძლება ჩერჩეტიც, მაგრამ მათგან განსხვავებით ვიცი, რომ გული მეც ისეთი მაქვს, როგორიც ყველა სხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მიყვარს, როცა ბავშვი ჩაფიქრებულია, სამძიმოა მათი ყურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საწყალი ადამიანი საშინლად მომკითხველია, ის ღვთის გაჩენილ ქვეყანასაც სხვა თვალით უყურებს, ყველა გამვლელს ალმაცერად უცქერს და თავის ირგვლივ შემკრთალი იყურება, თითოეულ სიტყვას აკვირდება - ვინ იცის, იქნებ ჩემზე ამბობენ რამესო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც გინდა წერონ, რაც გინდა ჯღაბნონ მჯღაბნელებმა, საწყალი ადამიანის ცხოვრებაში მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამას წინათ ემელია მეუბნებოდა, რომ რაღაცაზე ხელი მოაწერინეს და ათშაურიანი მისცეს იმის გამო, რომ იდგა უბრალოდ გაუნძრევლად, მას ეგონა სიკეთის გამო მისცეს და თურმე, ისინი ფულს იხდიდენ საწყალი ადამიანის ნახვაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დღეს სიკეთეს რაღაც უცნაურად სჩადიან, ვინ იცის, იქნებ მუდამ ასე იყო. მათ ან არ იციან როგორ აკეთონ ეს საქმე, ანდა ამ საქმის დიდი ოსტატები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს შიშველი თითი რომ მოუჩანს, იდაყვთან გამოხეული ტანისამოსი რომ აცვია, ამას თავისებურად აღწერენ და ყიდიან. თქვენ ხომ ყველას წინაშე არ გაშიშვლდებით, სწორედ ასევე საწყალი ადამიანს არ უყვარს, როცა მის გალიაში იყურებიან და აკვირდებიან, როგორი ოჯახური პირობები აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის წლები, საიდან სად! ხანდახან ერთი კაპიკიც კი არ გამაჩნდა. მციოდა, მშიოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. დილით ნევსკაიაზე გავივლიდი, ვინმე ლამაზმანს წავაწყდებოდი და მთელი დღე ბედნიერი ვიყავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი'' (1861) === [[ფაილი:Fyodor Mikhailovich Dostoyevsky 1876.jpg|thumb|right|150პქ|თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით.]] {{Q | ციტატა = ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს ერთ წელიწადში გამოივლის ადამიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თქვენთვის, მჯღაბნელებისათვის ყველა მომხიბვლელია, ვისაც კაბა აცვია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ასე მოსდით ზოგჯერ უგულკეთილეს, ამავე დროს სუსტი ძარღვების მქონე ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი გულკეთილობისა, თვით ნეტარებამდე აჰყვებიან ხოლმე საკუთარ ვარამსა და რისხვას, ეძებენ საბაბს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველაფერი გადმოანთხიონ, თუნდაც გული ატკინონ სხვა უდანაშაულო და მეტწილად მათთვის ყველაზე მახლობელ ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ქალს მაგალითად ზოგჯერ მოთხოვნილება აქვს, თავი უბედური და დაჩაგრული ეგონოს, თუნდაც არც წყენა მიეყენებინოს ვინმეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც სამუდამოდ დაკარგულია, იმას ვეღარ დაიბრუნებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ ქალი რამეში დამნაშავედ გრძნობს თავს, უმალ ამჯობინებს შემდგომში ათასგვარი ალერსით გამოასწოროს თავისი დანაშაული, ვიდრე დანაშაულის აშკარა მხილების დროს აღიაროს იგი და პატიება ითხოვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო მეტია სათნოება და სიკეთე, მით მეტი ეგოიზმია მასში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} === ''ყმაწვილი'' (1875) === [[ფაილი:Valikhanov.jpg|thumb|right|150პქ|თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.]] {{Q | ციტატა = რასაც არ უნდა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა ,,ნაკადული'' თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა ხომ ერთნაირი ბუნებისა არ არის; ბევრ ადამიანს ლოგიკური დასკვნა ხანდახან გადაექცევა ხოლმე უძლიერეს გრძნობად, რომელიც დაეუფლება მთელ მის არსებას, რომელსაც ასე იოლად ვერ განდევნი და ვეც გადაასხვაფერებ. ასეთი კაცი რომ განკურნო, თვითონ ის გრძნობა უნდა შეუცვალო, ეს კი შეუძლებელია, თუ სანაცვლოდ არ მოინახა რომელიმე სხვა, ისეთივე სიძლიერის გრძნობა. ეს მუდამ ძნელია, ხოლო ხშირ შემთხვევაში კი - შეუძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული ერთადერთი გზაა, რომელიც არარა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამისა და თანაც მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია - პატიოსანია ის თუ უპატიოსნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, უთუოდ შემონახული აქვს ხსოვნაში რაიმე მოგონება ისეთი ამბისა, რაც მას გადახდენია და რაც მას შეუფასებია ან მზადაა შეაფასოს როგორც ფანტასტიკური, უჩვეულო, იშვიათი, თითქმის სასწაულებრივი რამ, სიზმარი იქნება ეს, შეხვედრა, მკითხაობა, წინაგრძნობა, თუ რაღაც ამგვარი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უჭირს ადამიანს იცოდეს ყველა შეცოდება, გაერკვეს რა არის ცოდვა და რა არა: აქ საიდუმლოებაა, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეიცან ყოველივე, რამეთუ როცა შეეყრები უღმერთოს ვისმეს ან თავაშვებულს, შეგეძლოს პასუხი მიაგო, რათა მან არ გაგაბრუოს მკრეხელობით და არ აგიმღვრიოს უმწიფარი ფიქრები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად რჩება; ხოლო თუ მოკვდა მრავალ ნაყოფს გამოიღებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ცუდია თუ შეწყვიტე წიგნების კითხვა, სამწუხარო იქნება თუ ცხოვრების აღსასრულს ჩემსავით ეტყვი შენს თავს: მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ კარგი არაფერი ვიცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მწამს ღმერთი, რადგანაც შემიძლია ვიწამო ის, და მწამს იმდენად, რამდენადაც შემიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეტისმეტად ამაყ ადამიანს უყვარს სწამდეს ღმერთი, მეტადრე ისეთს, ვინც ადამიანებს ცოტა არ იყოს ზიზღით შესცქერის. მრავალ ადამიანს აქვს რაღაცნაირი ბუნებრივი მოთხოვნილება - იპოვნოს ვინმე ან რამე, რის წინაშეც ქედს მოიხრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლანდელი დრო ესაა უკიდურესობათა რიდისა და უგრძნობლობის დრო, უმეცრებისკენ, სიზანტისკენ ისწრაფვის დრო, საქმის გაკეთების შნო აღარავის აქვს, ყველა მზამზარეულს მოითხოვს. არავინ არაფერს უფიქრდება, იშვიათად რომ შეიქმნეს რაიმე იდეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერ ადამიანს ხანდახან ძალიან უმძიმს საკუთარი სიძლიერის ატანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ გულწრფელად გვინდა პატიოსნები ვიყოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უსაზიზღრესი გარყვნილება კისერზე ჩამოკიდებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საუკეთესონი კაცთა შორის არც სხვებზე მეტნი არიან რამით და არც ნაკლებნი, ისინი მხოლოდ შეშლილები არიან. მარტოოდენ საშუალონი და უნიჭონი არიან მოლხენილნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხე რომ დარგო კაცმა, ყველა ირგვლივ დაგცინებს: რაღას რგავ, შენ მაგ ხეს ვერ მოესწრებიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზნის მიღწევა მათემატიკურადაა უზრუნველყოფილი. საქმე მეტად მარტივია, მთელი საიდუმლო ორად ორ სიტყვაშია: შეუპოვრობა და განუწყვეტლობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა რელიგია და ყველა ზნეობრიობა რაც კი ქვეყნად არსებობს, ერთნაირია ერთ რამეში: „გიყვარდეს სათნოება და გაურბოდე ბიწიერებას.“ ხომ თითქოს არაფერია ამაზე ადვილი არა? აბა სცადეთ ერთი, ჩაიდინეთ სათნო და გაექეცით თქვენს თუნდაც ერთ ბიწიერებას. აი, ამიტომ მეორდება ეს ორი სიტყვა საუკუნეების მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მინდა მხოლოდ ის, რაც ძლიერებით მოიპოვება, რასაც სხვა გზით, თუ არა ძლიერებით ვერ მოიპოვებ. ესაა განმარტოვება და საკუთარი ძალის მშვიდი შეგნება! აი, ყოვლად სრული განმარტება თავისუფლებისა, რაზეც ასე თავს იტეხს კაცობრიობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი ხშირად გულწრფელად განიცდის, მაგრამ მაინც თამაშობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებიც როგორც კი ცივი წყალი გადაევლებათ, მაშინვე უარს ამბობენ არა მარტო თავის საქციელზე, არამედ იდეაზეც და თვითონვე დასცინიან იმას, რაც ერთი საათის წინ წმიდათა წმინდად მიაჩნდათ, ო, რა იოლად ახერხებენ ამას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც ბევრია თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ჩვეულების გამო, ისევ ახალგაზრდა თაობა ჰგონია თავი, რაკი ჯერ კიდევ გუშინ ასეთი იყო, და იმას კი ვერ ხვდება, რომ უკვე გარიყულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნდა შეგეძლოს ცხოვრების პატარ-პატარა უბედურებათა ატანა. უბედურებანი თუ არ იქნა, ცხოვრება არცა ღირს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = წვრილმანები არ დაგავიწყდეს, რაც უფრო პატარაა რაიმე ხაზი, მით უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალზე არ უნდა უამბო მესამე პირს, კონფიდენტი ვერ მიგიხვდება. ანგელოზი რომ ანგელოზია, ისიც ვერ მიგიხვდება. თუ ქალს პატივს სცემ, ნუ გაიჩენ კონფიდენტს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოტელომ დეზდემონა იმიტომ კი არ მოკლა და მერე თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ეჭვიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას იდეალი წაართვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მხიარულება თავიან-ფეხებიანად გასცემს ადამიანს. ზოგი ხასიათი ისეთია, დიდ ხანს ვერ გაუგებ, მაგრამ გაიცინებს ადამიანი უცებ ძალზე გულწრფელად და მთელი მისი ხასიათი თითქოს ხელის გულზე გადაშლილაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოცინარი და მხიარული ბავშვი სამოთხის შუქია, მომავლის გამოცხადებაა, როცა ადამიანი ბოლოს და ბოლოს ბავშვივით უმანკო და გულუბრყვილო შეიქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა მწარეა მოხუცის ავადმყოფობა, ხომ თიითქოს სული რაღაში უდგიაო, მაგრამ მაინც რომ ცოცხალია და შეჰხარის ქვეყნიერებას და ვგონებ სიცოცხლე თავიდან რომ ჰქონდეს დასაწყები, არც ეს შეუკრთობდა სულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი დრტვინვით ან უკმაყოფილებით შეხვდა სიკვდილს, ესე არს ცოდვა უდიდესი. ხოლო თუ სულის სიმხიარულემ შეაყვარა სიცოცხლე, მაშინ ვფიქრობ უფალიც მიუტევებს ყველაფერს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაფერი საიდუმლოებაა მეგობარო, ყველაფერი უფლის საიდუმლოებაა. ეს საიდუმლობაა დატანებული ყოველ ხეში, ბალახის ყოველ ღეროში, პაწია ჩიტუნა გალობს თუ ვარსკვლავთა ხომლი კაშკაშებს ღამით ზეცაში - სულ ერთი საიდუმლოებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააკვირდით წყლის წვეთს და დაინახავთ მთელ ახალ სამყაროს, ცოცხალ არსებათა მთელს ცხოვრებას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთონი არ შემხვედრიან, მხოლოდ მოუსვენარი ადამიანები მხვდებიან, აი მათი ნამდვილი სახელი, ვინაიდან მთელი თავისი დღე და მოსწრება სულ კითხულობენ, წიგნიერი სიტკბოთი გამძღარნი ერთს მსჯელობაში არიან, თვითონ კი მაინც ვერაფერში გარკვეულან, არაფრის გადაწყვეტის შნო და უნარი არა აქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. გამოდის რომ რითაც შუქი გვეფინება, იმასვე ვწყევლით და არც კი ვიცით, რომ ასეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება თუ რამეს არ ეთაყვანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთო ათეისტი კი არა, ის არის, ვინც მართლა უღმერთოა და პირზე ღვთის სახელი აკერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვექილი დაქირავებული სინდისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ან კი რა არის შენი „ამ ქვეყნად?“ განა მარტოოდენ ოცნება არა? აიღე ქვიშა და დათესე ქვაზე; როცა ის ქვიშა იმ ქვაზე ამოვა და გაიხარებს, მაშინ შენი ოცნებაც ამქვეყნად ხორცს შეისხამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ მეკითხებოდეს, ყოველ განვითარებულ ადამიანს მცნებად დავუსახავდი, რომ თავისი სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად და რაღაცით გააბედნიეროს თუნდაც ერთი არსება. ოღონდ პრაქტიკულად, ესეიგი ნამდვილად გააბედნიეროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა იდეალისტი შუბლით შეასკდება სინამდვილეს, სხვებზე უმალ ყოველთვის სწორედ ის წარმოიდგენს ყოველგვარ სისაძაგლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენში ხომ სწორედ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს თუნდაც რაიმენაირი წესრიგი, ოღონდ კი ბოლოს და ბოლოს საკუთარი იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მუდამ ასე ემართებათ ხოლმე „უმწეოებს“: იციან, რომ იღუპებიან, და მაინც არ იშლიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი ხალხი არის მეორეხარისხოვანი ხალხი, რომელსაც წილად რგებია იყვეს მხოლოდ მასალა უფრო კეთილშობილი მოდგმისა, თვითონ კი ვერ ითამაშებს დამოუკიდებელ როლს კაცობრიობის ბედ-იღბალში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნად არიან სამი ჯურის არამზადები: მიამიტი არამზადები, ე.ი. დარწმუნებულნი, რომ მათი არამზადობა უმაღლესი კეთილშობილებაა; არამზადები, რომელთაც რცხვენიათ, - ესე იგი ერცხვინებათ საკუთარი არამზადობისა, მაგრამ უსათუოდ უნდათ მაინც ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი სიგლახე, და დასასრულ უბრალოდ არამზადები, წმიდა წყლის არამზადები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი იმდენად სამართლიანი და დიდსულოვანია, რომ, თავისდა საზიანოდ, სხვას მიაგებს კუთვნილს, ასეთი კაცი, თავისი ღირსებით, უფრო მაღლა დგას სხვებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქორწინების საქმე რომ მარტო ქალებზე იყოს დამოკიდებული - არც ერთი ქორწინება არ შერჩებოდა ბოლომდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქ, სადაც საქმე ეხება არა რწმენას, არამედ იმას, რაც მათ რწმენად მიაჩნიათ, და, მაშასადამე, მათებურად, წმიდაცაა, იქ თუ გინდა ჯვარს ეცმევიან, წამებას აიტანენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნარი - პატივი სცე საკუთარ თავს, მეტად იშვიათია ქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, ისევე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი საკუთარი ღირსება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველი კაცის ცხოვრებაში არის ხოლმე იმდენად თითქოსდა ექსცენტრული წადილი და ოცნება, რომ ერთი შეხედვით შეუცდომლად შეიძლება სიგიჟედ ჩაითვალოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საოცარია, რამდენი გარეშე ფიქრი გაუელვებს ხოლმე გონებაში ადამიანს სწორედ მაშინ, როცა სულ ერთიან შეძრულია რაიმე უდიდესი ამბით, რომელსაც, სინამდვილეში, უნდა ჩაეხშო სხვა გრძნობები და გაეფანტა ყველა სხვა, მეტადრე კი წვრილმანი ფიქრები; პირიქით კი ხდება ხოლმე, ასეთ დროს სწორედ წვრილმანი ფიქრები დაესევიან და საშველს არ აძლევენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსები - ფრენოლოგიის, კრანიოლოგიისა და თვით მათემატიკის საფუძველზეც კი - მეორეხარისხოვანი მოდგმის ხალხია, და რომ, მაშასადამე, არც ღირს რუსად სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, მუდამ აცალე ხოლმე ადამიანს ცოტა წაიტყუილოს - ამით ვის რა დაუშავდება. ბევრიც აცალე. ჯერ ერთი, ამით გამოიჩენ შენს ზრდილობას, მეორეც, სანაცვლოდ შენც გაცლიან ტყუილს - ერთბაშად ორი უდიდესი ხეირია. Que diable! უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შეუძლებელი რამაა. და, მაინც, უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე სთესე სიკეთე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უფლება არა გაქვს სხვები განსაჯო, რადგან სხვების მსაჯული რომ იყო, ტანჯვით უნდა მოიპოვო განსჯის უფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრებთან, გულით საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრება - აი სამოთხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცილი სულის შეუმცდარი ჭაშნიკია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ხოლმე ისეთი მიამიტობა, რომელიც მიენდობა ყველასა და ყველაფერს და ეჭვადაც არა აქვს, დამცინიანო. ასეთი ადამიანები მუდამ გონებაშეზღუდულები არიან, ვინაიდან შეუძლიათ პირველ შემხვედრს გადაუშალონ გული და რაც კი რამ სანუკვარი აქვთ, გადმოულაგონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს ვერ ეთაყვანა; ვერ გაუძლებს თავის თავს ასეთი კაცი, ვერც ვერანაირი კაცი. ღმერთიც რომ უარჰყოს, კერპს დაუწყებს თაყვანისცემას - ხის, ოქრისი თუ გონების კერპს. სულ კერპთაყვანისმცემლები არიან ასეთები, და არა უღმერთონი, აი რა უნდა დავარქვათ მათ. უღმერთო ვითომ რატომ არ უნდა იყოს ქვეყნად? არიან ისეთები, რომლებიც მართლაც უღმერთონი არიან, ოღონდ ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან ამათზე, რადგან პირზე ღვთის სახელი აკერიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მამაკაცი ნამდვილად ზნეობრივად ემონება დედაკაცს, მეტადრე თუ დიდსულოვანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნახულა ქალი სულმდაბალი რომ არ იყოს? ამიტომაც უნდა ბატონობდეს მასზე მამაკაცი, ამიტომაც გაუჩენია ქალი ღმერთს დამოკიდებულ არსებად. ქალი - ბიწია და ცთუნება, მამაკაცი კი - კეთილშობილება და დიდსულოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი იყოს დიადი, თორემ რა უჭირს, პატარა ჭუჭყი თუ გაერევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესად განვითარებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ზეიმურად და ძლევამოსილად ბედნიერი სახე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძალდატანებული, გადარეული სიყვარული ისე მოქმედებს, როგორც ავი ზნე, როგორც მარყუჟი, როგორც ავადმყოფობა, და - როგორც კი ნატვრას შეისრულებს კაცი - მაშინვე ჩამოეცლება ბისტი და ჩნდება სულ საწინააღმდეგო გრძნობა: ზიზღი და სიძულვილი, მოსპობის, განადგურების სურვილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნება მომეცით მოგახსენოთ „წმინდა წყლის არამზადაზე“. მე ერთი ამხნაგი მყავდა, ლამბერტი, რომელიც ჯერ კიდევ თექვსმეტი წლისა მეუბნებოდა: როცა მდიდარი ვიქნები, ჩემთვის ყველაზე დიდი ნეტარება ის იქნება, რომ პურისა და ხორცის ჭმევას დავუწყებ ძაღლებს იმ დროს, როცა ღატაკთა შვილები შიმშილისაგან სიკვდილის პირას იქნებიან მისულნიო, ხოლო როცა შეშა აღარ ექნებათ, მთელ საწყობ შეშას ვიყიდი, მინდვრად დავაწყობ და ცეცხლს გავუჩაღებ, ღარიბ-ღატაკთ ერთ ღერსაც არ მივცემო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ას წლამდე რომ ვიცოცხლო, ხელმეორედ აღარ დავუბრუნდები ავტობიოგრაფიის წერას. ზედმეტად უნდა გიყვარდეს თავი, რომ მასზე წერო და არ შეგრცხვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება?! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინაიდან სამყაროს შექმისას ჩემთვის არაფერი უკითხავთ, მეც ვიტოვებ უფლებას, ამ მხრივ საკუთარი შეხედულება ვიქონიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ შეიძლება კაცს უთხრა, გასაკეთებელი არაფერიაო? ვერ წარმომიდგენია ისეთი მდგომარეობა, რომ ოდესმე აღარაფერი იქნეს გასაკეთებელი! იშრომეთ კაცობრიობისთვის და დანარჩენზე ნუ ზრუნავთ. საქმე იმდენია, რომ ამისთვის მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა, თუკი დაკვირვებით მიმოვიხედავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა დიდი რამ უნდა მშვენიერი იდეის უარყოფას? მთავარი ისაა, ასევე მშვენიერით ჩაანაცვლო იგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები ამჯობინებენ ღმერთს, რათა ქედი არ მოუხარინ ადამიანებს, - ცხადია, თვითონაც არ უწყიან, როგორ ემართებათ ეს – ღვთის წინაშე ქედის მოხრა არც ისე შეურაცხმყოფელია. ასეთები ხშირად მეტისმეტად მორწნუნენი ხდებიან ხოლმე, უფრო სწორად, გულმხურვალედ მოსურნენი, რომ სწამდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქნებ უკეთესიც იყოს, როცა ადამიანები შეურაცხყოფას გვაყენებენ: ყოველ შემთხვევაში, ეს თავიდან აგვაცილებს იმ უბედურებას რომ შევიყვაროთ ისინი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ რევოლვერი მქონდეს, სადმე ცხრაკლიტულში დავმალავდი, ღმერთს გეფიცებით, დიდი მაცდუნებელი რამაა. მე, იქნებ, არც მჯერავს თვითმკვლელობის ეპიდემიის, მაგრამ თუ აი, ეს ყოველ წუთს თვალში გეჩხირება კაცს, - ღმერთმანი არის ხოლმე წუთები, რომ შეიძლება გაცდუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე ძნელად გასაგები სწორედ ის იდეებია, რომლებიც ყველაზე მარტივია და ნათელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უბრალოს მხოლოდ სულ ბოლოს გაიგებ კაცი ,როცა მოსინჯავ ყველაფერს, რაცაა ბრძნული და რაცაა ბრიყვული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სრულიადაც არ არიან ადამიანები ისეთი მშვენიერები, რომ მათზე ესოდენ ზრუნვა ღირდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი უდიდესი ძალაუფლებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რეალიზმი, რომელიც საკუთარი ცხვირის წვეტით განისაზღვრება, ყველაზე უგუნურ ფანტასტიკურობაზე უფრო საშიშია, ვინაიდან ბრმაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კიდევ ის მიყვარს თქვენში, რომ ღიმილი არ გშორდებათ სახიდან: ეს ჩემი სამოთხეა!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო კარგო, სრულიადაც არ მინდა შენი იდეალების სანაცვლოდ რომელიმე ბურჟუაზიულ სიკეთეს დაგახარბო. არ ჩაგჩიჩინებ, დევგმირობას ბედნიერება სჯობია-მეთქი; პირიქით, დევგმირობა ყოველგვარ ბედნიერებაზე მაღლა დგას, და თუნდაც მარტოოდენ უნარი ამისა – თავისთავად ბედნიერებაა… სწორედ ამიტომაც გცემ პატივს, რომ ამ ჩვენს დამყაყებულ დროში შეძელი, საკუთარ სულში გაგეჩინა რაღაც „შენი იდეა“, მაგრამ მაინც შეუძლებელია, არ ვიფიქროთ ზომიერებაზე, ვინაიდან შენ სწორედ ახლა გსურს გიჟმაჟი სიცოცხლე, გინდა რაღაც ააგიზგიზო, დაამსხვრიო, მთელ რუსეთზე მაღლა დადგე, საავდრო ღრუბელივით გადაუარო თავზე, ყველანი შიშითა და აღტაცებით მოცულნი დატოვო, თავად კი გადაიმალო ჩრდილო ამერიკის შტატებში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - უნდა გწამდეს ღმერთი, ჩემო კარგო. - და თუკი არ მწამს ეს ყოველივე? – წამოვიძახე ერთხელ გულმოსულმა. - ჰოდა, საუცხოოა, ჩემო კარგო… ეგ საუკეთესო ნიშანია, ჩემო მეგობარო, ყოვლად კეთილსაიმედოც კი, ვინაიდან რუსი ათეისტი, თუ ის მართლა ათეისტია და სულ მცირე ჭკუა მაინც აქვს – საუკეთესო ადამიანია მთელ დედამიწის ზურგზე და მუდამ მზადაა, მიეფეროს ღმერთს იმიტომ, რომ უსათუოდ კეთილია, ხოლო კეთილია იმიტომ, რომ უზომოდ კმაყოფილია თავისი ათეისტობით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან. და მაინც უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე და ისე თესე სიკეთე. მოითმინე მათგან სიავე, შეძლებისდაგვარად, გულს ნუ მოიყვან, „გახსოვდეს, რომ შენც ადამიანი ხარ“… ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე; არ წამოეგო ასეთ სიყვარულზე და განუწყვეტლივ გეზიზღებოდეს. ყურანში ალაჰი უბრძანებს თავის წინასწარმეტყველს, „ჭირვეულთ“ ისე მოეპყარი, როგორადაც თაგვებს, სიკეთე უყავი და გვერდი აუარეო – ცოტა ქედმაღლური ნათქვამია, მაგრამ მართალია. შეძელი, გეზიზღებოდეს მაშინაც კი, როცა კარგები არიან, ვინაიდან სწორედ აქ არიან ხოლმე ისინი ცუდები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იდეებით ცხოვრება მოსაწყენია, უიდეებოდ კი მუდამ მხიარულად ცხოვრობს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელ ამ ჩვენს პროგრესულ მოძრაობაში ბოლო ოცი წლის მანძილზე, უწინარეს ყოვლისა, ის დავამტკიცეთ, რომ ბინძურად გაუნათლებლები ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უბრალოება, კაცმა რომ თქვას, უმაღლესი ეშმაკობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული თუმცა ღმერთი არაა, მაგრამ მაინც ნახევარღმერთია - უდიდესი ცდუნებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რარიგ მიიჩქარიან თავიანთ კუთხეში სამუშაოდან და საშოვრიდან მომავალი მდაბიო, დაღვრემილი ადამიანები! ყველას სახეზე აწერია თავისი მძიმე საფიქრალი და ამ ბრბოში იქნებ ერთიც არაა საერთო, გამაერთიანებელი აზრი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ჭკუაში გაგიჯდება რაღაც უძრავი, მარადიული, ძლიერი, რომლის გარდა სხვა არაფრისთვის აღარ გცალია, - ამით თითქოს ქვეყნიერებას ერიყები და უდაბნოში გადადიხარ, და ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სადღაც შენს მიღმა მიმდინარეობს, მთავარის გვერდის ავლით. შთაბეჭდილებებიც კი არასწორად აღიქმება. და, გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ მუდამ გაქვს თავის გასამართლებელი. რარიგ ვაწვალებდი მთელი ეს ხანი დედას, რა სამარცხვინოდ ვტოვებდი ჩემს დას: „ე, მე „იდეა“ მაქვს, სხვა დანარჩენი კი წვრილმანია“, - აი, თითქოს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს. მეც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, და მტკივნეულადაც, - მოვდიოდი შეურაცხყოფილი და მერე უცებ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ე, მე სულმდაბალი ვარ, მაგრამ მაინც მაქვს „იდეა“, მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ“. „იდეა“ მანუგეშებდა და მიადვილებდა შერცხვენასაც და არარაობასაც; ჩემი ყველა სისაძაგლეც თითქოს ამ იდეის უკან იმალებოდა; ის, ასე ვთქვათ, მიმსუბუქებდა ყველაფერს, მაგრამ თან ბურუსითაც ფარავდა, რაც რამ იყო ჩემ წინ; მაგრამ შემთხვევათა და საგანთა ასეთ ბუნდოვან გაგებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ავნოს თვით „იდეასაც“ კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესი და განვითარებული ადამიანი, უზენაეს აზრს რომ ემსახურება, ზოგჯერ სულ გადაუხვევს ხოლმე არსებითს, და სასაცილო, ჟინიანი და ცივი, ანდა უბრალოდ გეტყვი - სულელი ხდება ხოლმე, და არა მხოლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში, არამედ დასასრულ, თავის თეორიებში კი სულელი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} === ''მკვდარი სახლის ჩანაწერები'' (1862) === [[ფაილი:Dostoyevsky on his Bier, Kramskoy.jpg|thumb|right|150პქ|ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება.]] {{Q | ციტატა = სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ განათლება ადამიანში მედიდურობას აღვივებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ნაკლი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარი მორჩილი და მომთმენია გარკვეულ მიჯნამდე, მაგრამ არსებობს უკიდურესობა, რომელსაც არ უნდა გადასცდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მზა თვალსაზრისით დანაშაულის შეცნობა ძნელია და მისი ფილოსოფიაც უფრო რთულია, ვიდრე ვარაუდობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რასაკვირველია, საპყრობილე და იძულებითი მუშაობის სისტემა დამნაშავეს ვერ გამოასწორებს; ამით მას მხოლოდ სჯიან და საზოგადოების სიმშვიდეს უზრუნველყოფენ; ბოროტმოქმედთა თავდასხმისგან იცავენ. დამნაშავეს კი საპყრობილე და იძულებითი მუშაობა მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილსა და საშინელ თავქარიანობას უვითარებს. მტკიცედ მწამს, რომ კარგად ცნობილი ეს სისტემაც აღწევს მხოლოდ მცდარ, მოჩვენებით, გარეგნულ მიზნებს. იგი ფიტავს ადამიანს, უღიზიანებს სულს, ასუსტებს და აშინებს, შემდეგ ზნეობრივად გამომშრალ მუმიას, ნახევრად შეშლილს, გამოსწორებისა და მონანიების ნიმუშად წარმოადგენს. რასაკვირველია, დამნაშავეს სძულს საზოგადოება, რომელიც მას დამნაშავედ მიიჩნევს, საკუთარი თავი კი ყოველთვის მართალი ჰგონია. გარდა ამისა, დანაშაულისთვის ის უკვე დაისაჯა, ამიტომ თავს განწმენდილად თვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ფული გარკვეულწილად თავისუფლებაა, ამიტომაც თავისუფლებააღკვეთილი კაცისთვის ათჯერ უფრო ძვირფასია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ ნაამბობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რამდენი ხასიათიცაა, იმდენივე ვარიაციაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = განათლებულ, პატიოსან, შეგნებულ და მგრძნობიარე კაცს სასჯელად საკუთარი გულისტკივილიც ეყოფა. მას ყველა სასჯელზე მეტად ეს სატანჯველი ღრღნის, საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო შეუბრალებლად და მკაცრად გაკიცხავს, ვიდრე ყველაზე უწყინარი კანონი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი ადამიანი იმდენად კეთილშობილია, ღვთისგან იმდენად დაჯილდოებული, რომ მათი უარესობისკენ შეცვლა შეუძლებელად მოგეჩვენებათ. მათი იმედი ყოველთვის გაქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი რამ პირადად თუ არ გამოსცადე, ისე ვერ განსჯი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზნეობრივი გაჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე მძიმეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიცოცხლო და ვიცოცხლებ კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. სწორედ ასეთი „უბედურები“ საჭიროებენ ყველაზე ადამიანურ მოპყრობას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საქმის მოღალატეებმა, ცხვრის ფარაში გარეულმა მგლებმა, როგორადაც უნდა იმართლონ თავი, მუდამ დამნაშავეები იქნებიან, მით უმეტეს, თუ ყველაფერთან ერთად კაცთმოყვარეობაც აკლიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = დასასჯელს, როგორც წესი, იპყრობს რაღაც მძაფრი, მაგრამ წმინდა ფიზიკური, უნებლიე და დაუძლეველი შიში, რომელიც ადამიანის მთელ მეობას იმორჩილებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვეფხვივით მუდამ სისხლი სწყურიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანია - ჩვეულებაა, რომელიც განვითარების თავის გზას გადის და ბოლოს, ავადმყოფობად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვეულებამ შეიძლება საუკეთესო ადამიანიც გააუხეშოს და იქამდე გადააგვაროს, რომ მხეცისგან ვეღარ გაარჩიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სისხლი და ძალაუფლება ადამიანს ათრობს, სიტლანქესა და გახრწნილებას უღვივებს: ყველაზე არანორმალური მოვლენები გრძნობა-გონებისთვის მისაღები, დაბოლოს, დამატკბობელიც კი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანში ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ კვდება; მისთვის ადამიანური ღირსებისკენ, მონანიებისა და აღდგომისკენ შემობრუნება თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს, ამგვარი თავნებობის მაგალითი მთელ საზოგადოებაზე გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცდურია. საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. ერთი სიტყვით, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ფიზიკურად დასჯის უფლება, ჩვენი საზოგაოების წყლულია, ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა ჩანასახშივე მოსპოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყოველგვარი მცდელობა და მის გარდაუვალ გადაგვარებას საფუძველი შეუქმნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უცხო წრეში ცხოვრებაზე საშინელი არაფერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მიზან და იმედდაკარგული ადამიანი დარდისგან ხშირად ნამდვილ ნადირად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საპყრობილეში კაცი მოთმინებას ეჩვევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ყველაფერს ეჩვევა. ვფიქრობ, ესაა საუკეთესო განმარტება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უსაქმურად, კანონიერი საკუთრების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, გაირყვნება, მხეცად გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოების უმაღლეს კლასს წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ზრუნავენ „უბედურებზე“ ვაჭრები, მეშჩანები - მთელი ჩვენი ხალხი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = თუ ადამიანის მოსპობა და განადგურება უნდათ, ის უნდა დასაჯონ ყველაზე საშინელი სასჯელით, ისეთით, უდიდეს ავაზაკ კაცისმკვლელსაც რომ შეაძრწუნებს და დააფრთხობს. ამისთვის საკმარისია ეს ადამიანი დაასაქმონ მისთვის სრულიად უსარგებლო და უაზრო სამუშაოზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველგვარი ზომების მიუხედავად, ცოცხალ ადამიანს ფიტულად ვერ გადააქცევ; შერჩება გრძნობები, ცხოვრებისა და შურისძიების წყურვილი, ვნებები და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე სულ სხვა რამეა, ვიდრე ის, რასაც ცოდნით და სხვათა ნათქვამით წარმოიდგენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კატორღაში მიმავალი მდაბიო თავის საზოგადოებაში მიდის, თუმცა, შეიძლება იგი მასზე განვითარებული იყოს. რასაკვირველია, მან ბევრი რამ დაკარგა - სამშობლო, ოჯახი, ყველაფერი... მაგრამ მისი გარემო არ შეცვლილა. განათლებული კაცი კი, რომელსაც კანონით მდაბიოს იდენტური სასჯელი აქვს, ხშირად მეტს კარგავს. მან ყველა მოთხოვნილება, ყველა ჩვევა უნდა დაიოკოს, გადავიდეს მისთვის დაუკმაყოფილებელ გარემოში, მიეჩვიოს სხვა ჰაერით სუნთქვას... ის წყლიდან ამოგდებული თევზია. ხშირად კანონით გათვალისწინებული სასჯელი მისთვის სხვაზე ათჯერ უფრო მტანჯველია. ეს ჭეშმარიტებაა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. თავისუფალი ადამიანიც, რასაკვირველია, იმედით ცოცხლობს, (მაგალითად, ბედის შეცვლის, ახალი საქმის დაწყების...), მაგრამ ის მოქმედებს და ცხოვრების ორომტრიალში სავსებით ერთვება, პატიმრის საქმე სხვაგვარადააა. დავუშვათ ესეც ცხოვრებაა - ყაზარმული, კატორღული; მაგრამ, ვინც უნდა იყოს კატორღელი და რა ვადითაც უნდა იყოს გადასახლებული, ვერ შეძლებს გადაჭრით, ინსტიქტურად, უპირობოდ მიიღოს თავისი ხვედრი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანი, თუნდაც ინსტინქტურად, თუნდაც შეუგნებლად, რაგინდ დაბეჩავებულიც უნდა იყოს, მაინც მოითხოვს პატივისცემას თავისი ადამიანური ღირსებისადმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარმა თვითონაც იცის თავისი მდგომარეობა, რომ პატიმარია, განკიცხულია, იცის თავისი ადგილი უფროსობის წინაშე; მაგრამ ვერავითარი დაღებით, ვერავითარი ბორკილებით ვერ აიძულებ დაივიწყოს, რომ ადამიანია. რადგან ის ჭეშმარიტი ადამიანია, მაშასადამე ადამიანურად უნდა მოეპყრა. ღმერთო ჩემო! დიახ, სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კანონის ამ უნიჭო შემსრულებლებს სრულიად არ ესმით და არც შეიძლება იცოდნენ, რომ კანონის ზუსტად და უაზროდ, არსის გაუცნობიერებლად შესრულებას სწორედაც რომ უწესრიგობა მოჰყვება და არც არასოდეს გამოუღია სხავ შედეგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საკმარისია მოაცილოთ გარეგანი ქერქი და ყურადღებით, ცრურწმენის გარეშე ჩაიხედოთ ხალხის გულში, ისეთ იშვიათ რამეს აღმოაჩენთ იქ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აკი საზოგადოებას ჯალათი სძულს, მაგრამ განა ჯალათი - ჯენტლმენი არაა?! ამაზე ახლახანს გამოთქვეს საპირისპირო აზრი, თანაც მხოლოდ წიგნებში, განყენებულად. ჯერჯერობით შორს ვართ იმისგან, რომ თვითმპყრობელური ჟინი ყველამ ჩაიკლას. თუნდაც ყოველი ფაბრიკანტი, ანტრეპრენიორი, უთუოდ უნდა გრძნობდეს, ერთგვარ გამაღიზიანებელ სიამოვნებას, რომ მასთან დასაქმებული მუშა ზოგჯერ თავისი ოჯახით მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დიახ, რეალურად სწორედ ასეა; თაობებს უჭირთ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც მემკვიდრეობით ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. ამგვარი სახელდახელო გადატრიალება შეუძლებელია. გააცნობიერო წინაპართა დანაშაული და ცოდვა, ჯერ კიდევ ცოტას ნიშნავს; საჭიროა სავსებით გათავისუფლდე მისგან. ეს კი უცებ როდი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ძნელი წარმოსადგენია, სადამდე შეიძლება დამახინჯდეს ადამიანის ბუნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რაიმე მიზნის გარეშე ცოცხალი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აგრე ღმერთი შეგეწიოთ! თავისუფლება! ახალი ცხოვრება! მკვდრეთით აღდგომა... რა საამური წუთია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} === ''თვინიერი'' 1876 === {{Q | ციტატა = ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაი რომ, სულმდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვარ კაცთა შორის უკეთილშობილესი, თუმც მევე არ მჯერა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = როცა ადამიანს ასამართლებ, უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა სულგრძელია, მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგახსენებთ, სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგცდა - უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს კი ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ - აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი მთელი სიცოცხლე სხავ არაფერი მიკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მეც ხომ უბედური ვიყავი! მეც ხომ ყველამ გამრიყა, გამრიყა და დამივიწყა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა - მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ, რომ მუქთად მოსდის, იმიტომ, რომ უშრომლად მოსდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია, ეს ხომ აქსიომა გახლავთ, ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს კიდეც ხიბლავს ზოგჯერ უცნაურობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იცით, ბატონებო, ზოგი იდეა ხმამაღლა თუ ითქვა, სიტყვად თუ იქცა, ისეთ სისულელედ მოგეჩვენებათ, შენვე შეგრცხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = თქვენ მე გამრიყეთ, ადამიანებო, უხმოდ, ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაცხყოფა მიაგებეთ. მაშასადამე, უფლება მაქვს კედელი აღვმართო ჩემ და თქვენ შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამქვეყნად არაფერი ყოფილა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვენ დაწყევლილები ვართ, ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწ და მარადის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = გოროზი, ამაყი, ნუგეშისა და ნამუსის მოწმენდას არავის სთხოვს, უსიტყვოდ იტანჯება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ნუ შეშინდები, ადამიანო, იყავი ამაყი! შენ არ ხარ დამნაშავე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, როცა, საუბედუროდ, ყველაფერი შენს დასაღუპად დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის ღრუბელივით ჩაევლო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო, დავრჩი ობლად. აგერ წიკწიკებს და წიკწიკებს საათი, რა ენაღვლება, ან რა აწუხებს. მე კი არავინ დამრჩა, არავინ მყავს მე უბედურს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = რა ჭირად ვიხლი ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაში მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ადათი, თქვენი ცხოვრება, სახელმწიფო, თქვენი მრწამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ, მე ვეტყვი, არაფერი არა მწამს-მეთქი. რად დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ ის, რაც ყველაზე მეტად მიღირდა? რა თავში ვიხლი ახლა თქვენს კანონებს? განზე გავდგები ყველაფრისგან. ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახლავთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = „ერთმანეთი გიყვარდეთ ხალხნო“, - ვინა თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ...მე ვიღუპები, მაგრამ გოეთეს დიდებულ სიტყვებს გაუმარჯოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიყო ჩემი თავის მსაჯული და ვიქნები კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე სთესოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ის იყო ჩემთვის ყველაფერი, ის იყო ჩემი ოცნებების, ჩემი მომავლის იმედი! ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც საჩემოდ ვამზადებდი, სხვა მე არავინ მინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება ჩემს გულში იყო ჩამარხული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} [[ფაილი:The Soviet Union 1971 CPA 4027 stamp (Fyodor Dostoyevsky (after Vasily Perov)).jpg|thumb|right|150პქ|მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით.]] === ''მოთამაშე'' (1867) === {{Q | ციტატა = მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით და სანამ მჭირდებით - უნდა გაგიფრთხილდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} [[ფაილი:Dostoevski grave at Alexander Nevsky Monastry.jpg|thumb|right|150პქ|ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა.]] {{Q | ციტატა = რაც შეეხება გამორჩენასა და მოგებას, მარტო რულეტზე კი არა, სადაც არ გინდათ, ადამიანები მუდამ ერთმანეთს აცლიან ლუკმას და მუდამ მოგებას ცდილობენ. ხოლო გამორჩენა და მოგება რაოდენ საძაგლობაა, ეს უკვე სხვა საკითხია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = პირდაპირ საკვირველი და სასაცილოა, რარიგ მეტყველია ხოლმე მორცხვი და ავადმყოფურად კდემამოსილი შეყვარებული კაცის თვალები, თუმცა უმალ მიწის გასკდომასა და შიგ ჩავარდნას არჩევს, ვინემ თავისი გრძნობები სიტყვითა და მზერით გაამჟღავნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = იცით წარმოუდგენელი რამ? მე თქვენ ყოველდღე უფრო ძლიერ მიყვარხართ, ეს კი თითქმის შეუძლებელი რამაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უიმედოდ მიყვარხართ და ვიცი, ამის შემდეგ ათასჯერ უფრო მეტად მეყვარებით. თუ ოდესმე მოგკლავთ, საკუთარი თავის მოკვლაც იქნება საჭირო; ასე რომ, საკუთარ თავს რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ მოვიკლავ, რათა ეს აუტანელი ტკივილი უთქვენოდ ავიტანო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველა გარემოებაში შეუძლია ღირსება შეინარჩუნოს. თუ საამისოდ ბრძოლა დასჭირდა, ეს კიდევ უფრო აამაღლებს, განა დაამცირებს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მარტოოდენ ფრანგებსა და კიდევ, მგონი, ევროპელებიდან ზოგს გააჩნიათ ისეთი გარეგნული ფორმა, უღირსი ფრიად ღირსეულად აჩინოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვიცი, არავითარი იმედი არა მაქვს და თქვენთვის ნული ვარ. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით: ყველგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გხედავთ, სხვა ჩემთვის არაფერი არსებობს. რად მიყვარხართ ასე, ვერ გეტყვით. იცით კი, რომ შეიძლება სულაც არ ხართ ლამაზი? წარმოიდგინეთ, ისიც არ ვიცი, მართლა ლამაზი სახე გაქვთ თუ არა? გული ნამდვილად ცუდი გაქვთ, არა მგონია, ჭკუაც კეთილშობილი გქონდეთ. კი, კი, შესაძლოა ასეც იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = რატომ მიწყრებით? იმიტომ, რომ თქვენს მონად ვაცხადებ თავს? მერე რა, მიმსახურეთ, ჰო, მიმსახურეთ მონასავით! იცით თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოგკლათ? იმიტომ კი არა, გადაგიყვარეთ ან ვიეჭვიანე, არა, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მინდა გშთანთქოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სიამოვნებაც ხომ ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო ცხოველური, უსაზღვრო ძალაუფლება თუნდაც ბუზზე, ესეც ხომ თავის მხრივ სიამოვნებაა. ადამიანი ბუნებით მტარვალია, სხვისი წვალება უყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შესაძლოა ამდენი გრძნობის გადალახვის შემდეგ სული არ ივსება, მხოლოდ ღიზიანდება და მეტ შეგრძნებებს ითხოვს, სულ უფრო ძლიერ და ძლიერ, საბოლოო დაღლამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ბუნებრივად თავაზიან ფრანგს იშვიათად შეხვდები. მუდამ ნაძალადევად, მუდამ ანგარიშით არის თავაზიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = როცა გვჭირდება, ჩვენთვის საძულველ ადამიანებთანაც კი საქმის დაჭერას არ ვთაკილობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ყველა ქალი ერთნაირია! ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტად სიბერეშიაც მოგკითხავს და დაგსჯის ღმერთი სიამაყისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ... კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერი და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მიმიფურთხებია ყველასთვის! ვინ ვარ უკვე? ზერო. ვინ შემიძლია ვიყო ხვალ? ხვალ შემიძლია მკვდრეთით აღვსდგე და ცხოვრება ახლიდან დავიწყო! ვიპოვო ადამიანი ჩემში, სანამ ის არ გაქრა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს. მეგობრობის დიდი ნაწილი დამცირებაზეა დაფუძნებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მეკითხებით რა საჭიროა ფული? როგორ თუ რა საჭიროა? ფული ყველაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უდიდესი სიამოვნებით მივატოვებდი ყველას და ყველაფერს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შენ ჭკვიანი და კეთილი ადამიანი ხარ... და... და სამწუხაროა, რომ ამასთანავე სულელიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მე თუ ვერ მიყიდით, ჩემი პატივისცემა შეიძლება იყიდოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ეს ზუსტად ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება. დაემეთანხმებით იმაში, რომ არ იხრჩობოდეს, ხავსს არ ჩათვლიდა ხის ტოტად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მართლა რაღაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა უცხო მხარეში გადახვეწილი, შენს ქვეყანას, შენს მეგობრებს მოშორებული, ხვალ რომ არ იცი, რას შეჭამ, აიღებ და უკანასკნელ, შენს უკანასკნელ გულდენს ჩამოხვალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჯერ კიდევ არ მესმის ჩემი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვერ ამიტანია ისეთი პატიოსანი ხალხი, ახლოს მისვლა რომ გეშინია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''უგვანო ანეკდოტი'' (1862) === {{Q | ციტატა = ჩვენ ყველანი ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის ძალგვიძს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სუფრაზე დაჯდომის ზუსტად ორი წუთის შემდეგ ერთმა ფიქრმა მოიცვა მთლიანად და შეზარა.ანაზდად იგრძნო, რომ უბედურად მთვრალია, წინანდელივით შეჭიკჭიკებული კი არადა, გალეშილი მთვრალია.ამის მიზეზი ერთი ჭიქა არაყია, შამპანურს რომ დააყოლა და მაშინვე მოერია.მთელი არსებით გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა.რა თქმა უნდა, სითამამე კი მოემატა, მაგრამ შეგნებამ არ უღალატა და უკიჟინებდა: "არ ვარგა, არა, არც შეგფერის და არც გეკადრება! ცხადია, მთვრალის მერყევ ფიქრებს ერთ წერტილზე რა გააჩერებს.თვითონაც გრძნობდა, მის სულში რო თითქოს ორი ძალა შეჭიდებოდა ერთმანეთს:ერთი ჩასძახოდა, შენს მიზანს უთუოდ მიაღწევო.მეორე კი მწარედ ღრღნიდა და გულს უწიწკნიდა: „რას იტყვიან? რით დამთავრდება? ხვალ, ხვალ რა იქნება!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''წერილი ძმას კატორღიდან'' === {{Q | ციტატა = კატორღაში გატარებული ოთხი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლებია, იქ გავიგე ძალზედ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ადამიანები ყოველთვის ცოდვილები არ არიან, მათ ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როდესაც წმინდანები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ძმაო, საყვარელო მეგობარო ჩემო... არ გავზარმაცებულვარ, არც სულიერად დავცემულვარ, ცხოვრება ყველგან ცხოვრებაა, ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენს გარშეო. იყო ადამიანთა შორის და დარჩე ბოლომდე ადამიანად, არ გაზარმაცდე, არც სულიერად დაეცე - ეს არის ჩემთვის ცხოვრება, ეს არის ცხოვრების აზრი, ეს იდეა ღრმად გაჯდა ჩემში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = დიახ! მართალია, ის თავი, რომელიც ქმნიდა, ცხოვრობდა უმაღლესი ხელოვნებით, რომელმაც შეიცნო და შეეგუა სულის ამაღლებულ მოთხოვნილებებს, ის თავი უკვე მოკვეთილია ჩემი მხრებიდან. დარჩა მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი ჯერ კიდევ განუხორციელებელი ხსოვნა და გამოსახულებები. ისინი დამასნეულებენ, მართლა! მაგრამ ჩემში დარჩა ისევ ის გული, ისევ ის სისხლი და ხორცი, რომელთაც ასევე ძალუძთ უყვარდეთ და იტანჯებოდნენ, სურდეთ და ახსოვდეთ, ეს კი ცხოვრებაა. On voit le soleil! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო ჩემო! რამდენი იერსახე ჩემ მიერ გამოძერწილი, ახლიდან შექმნილი, ჩაქრება ჩემს გონებაში ან საწამლავად ჩაიღვრება სისხლში. წერას თუ ვერ შევძლებ, დავიღუპები! უმჯობესია თხუთმეტი წელი ვიჯდე, ოღონდ ხელში კალამი მეჭიროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ნუ წუხხარ ჩემთვის, ღვთის გულისათვის! იცოდე, რომ არ ვარ ნაღვლიანი, გახსოვდეს, რომ ჩემში იმედი არ მომკვდარა, ოთხ წელიწადში შემსუბუქდება ბედი, რიგითი ვიქნები - ეს კი ტუსაღზე უკეთესია, და გაითვალისწინე, რომ ოდესღაც ჩაგეხუტები! ხომ ვიყავი დღეს სიკვდილის წინაშე? - საათის სამი მეოთხედი ამაზე ფიქრში გავატარე, უკანასკნელ საზღვრამდეც მივედი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვცხოვრობ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = თუ ვინმეს ბოროტად ვახსოვარ, თუ ვინმეს ჩემგან წყენა უდევს გულში, ყველას უთხარი, რომ დაივიწყონ, მაპატიონ. არ არის ჩემს სულში ბოროტება და წყენა. ეჰ, როგორ გადავეხვეოდი და მეყვარებოდა ნებისმიერი ჩემი წარსულიდან აქ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = როგორც კი უკან მოვიხედავ, მეფიქრება თუ რამდენი დროა გაფლანგული, რამდენი დრო დაიკარგა გზააბნეულობაში, შეცდომებში, სიცოცხლის არცოდნაში, როგორ არ ვუფრთხილდებოდი მას. რამდენჯერ შემიცოდავს საკუთარი გულისა და სულის წინაშე, გულიდან სისხლად გადმომდის ეს ყოველივე. ცხოვრება საჩუქარია, ცხოვრება ბედნიერებაა, ყოველი წუთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ახლა ყველაფერს ვშორდები, რაც კი ნაზი იყო, ძნელია მოსწყდე ამ ყოველივეს, ძნელია გატეხო საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 3“ }} === ''ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან'' (1864) === {{Q | ციტატა = მე არა მარტო ის ვერ შევძელი, რომ ანჩხლი გავმხდარიყავი, არამედ სხვაც ვერაფერი გავხდი: ვერც ბოროტი, ვერც კეთილი, ვერც უსინდისო, ვერც პატიოსანი, ვერც გმირი, ვერც მწერი. ახლა ჩემს კუთხეში ვცხოვრობ და თავს ღვარძლიანად ვანუგეშებ არაფრის მაქნისი აზრით, რომ ჭკიან კაცს სერიოზულად არც შეუძლია, რაიმე გახდეს და რაიმე მხოლოდ ბრიყვი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭკვიანი კაცი ზნეობრივად მოვალეა, რომ უპირატესად უნებისყოფო არსება იყოს, ხოლო ნებისყოფიან, მოღვაწე ადამიანს მეტწილად გონებაშეზღუდულობა მართებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ახლა ეს ვთქვათ: წესიერი კაცი ყველაზე უფრო მეტი სიამოვნებით რაზე ილაპარაკებს? პასუხი: საკუთარ თავზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მრავლის შეცნობა სნეულებაა, ნამდვილი, სრული სნეულება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მაინც მყარად მწამს, რომ არათუ ძალზე დიდი ცნობიერება, არამედ ყოველგვარი ცნობიერება სნეულებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო სრულად აღვიქვამდი სიკეთისა და ყოველივე „მშვენიერისა და ამაღლებულის“ არსს, მით უფრო ღრმად ვეფლობოდი ჩემს კუთვნილ წუმპეში და მით უფრო მეტად შემეძლო, ამ წუმპით ამოვთითხნილიყავი. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყოველივე შემთხვევით კი არ მემართებოდა, არამედ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეს ჩემი სრულიად ნორმალური მდგომარეობა გახლდათ და არა სნეულება და წახდენა, ისე რომ, ბოლოს წახდენასთან შებრძოლების სურვილიც გამიქრა. ეს იმით დასრულდა, რომ ლამის ვირწმუნე, რომ ჩემი ნორმალური მდგომარეობა სწორედაც ასეთი ყოფა იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სიამოვნებას, სახელდობრ, იწვევდა თავის დამცირების ძალზე აშკარა აღქმა, იმის შეგრძნება, უკანასკნელ ზღვართან რომ ხარ მიმდგარი, იმის შეგრძნება, ეს სისაძაგლე რომ არის, მაგრამ არც შეიძლება სხვაგვარად რომ იყოს, საშველი რომ არ გაქვს, სხვა ადამიანად ვერასოდეს რომ ვერ გადაიქცევი, თუნდაც დრო ჯერ კიდევ გქონდეს და რწმენაც გაგაჩნდეს, სხვა რაიმედ გადაქცევა რომ ძალგიძს. ამას თავად მაინც არ ისურვებდი და თუ ისურვებდი, მაინც არაფერს მოიმოქმედებდი, რამეთუ სინამდვილეში ვერაფრადაც ვერ გადაიქცეოდი. ხოლო მთავარი, ბოლოს და ბოლოს, ის გახლავთ, რომ ეს ყოველივე ხდება ჭარბი ცნობიერების ნორმალური და ძირითადი კანონებით და ამ კანონებიდან გამომდინარე ინერციით. მაშასადამე, არათუ რაიმედ ვერ გადაიქცევი, საერთოდაც ვერაფერს გახდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭარბი ცნობიერებიდან, მაგალითად, აი, რა გამომდინარეობს: თუ არამზადა თავადვე გრძნობს, რომ ნამდვილი არამზადაა, ეს თითქოს მისი მანუგეშებელი უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მძაფრი სიამოვნება სწორედ სასოწარკვეთის ჟამს გეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე ძლიერად აცნობიერებ, რომ უსაშველო ვითარებაში იმყოფები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = დამნაშავე, ჯერ ერთი, იმიტომ ვარ, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა შორის ყველაზე ჭკვიანი გახლავართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = განა შეგნებულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავის ოდნავ პატივისმცემელი მაინც რომ იყოს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი სისტემისა და განყენებული დასკვნის მიმართ იმდენად მიკერძოებულია, რომ მზად არის, სიმართლე განზრახ დაამახინჯოს, მზად არის, არც დაინახოს რამე და არც გაიგონოს, ოღონდაც თავისი ლოგიკა გაამართლოს. აბა ირგვლივ მიმოიხედეთ: სისხლი ზღვად მოედინება, თანაც ისეთი მხიარულებით, თითქოს შამპანური იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცივილიზაცია ადამიანში მხოლოდ შეგრძნებათა მრავალმხრივობას გამოიმუშავებს და მეტს არაფერს. ხოლო იმ მრავალმხრივობის განვითარებით ადამიანი ლამის იქამდეც კი მივა, რომ სისხლისღვრაში სიამოვნებას მოიძიებს. ეს ხომ უწინაც ყოფილა. არ შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე დახვეწილი სისხლისმღვრელნი თითქმის ერთიანად ყველაზე ცივილიზებული ბატონები გახლდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = იმ ბრძენთა ბრძენებმა საიდან გამოჩხრიკეს, რომ ადამიანს მაინცდამაინც ნორმალური, მაღალზნეობრივი წადილი ესაჭიროება? რანაირად წარმოიდგინეს, რომ ადამიანს უსათუოდ კეთილგონივრულად სასარგებლო წადილი სჭირდება? ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი წადილი ესაჭიროება, ეს დამოუკიდებლობა რადაც უნდა დაუჯდეს და სადამდეც უნდა მიიყვანოს. ხოლო წადილი, წადილი ხომ ეშმაკმა უწყის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ნამდვილი სისულელე ზოგჯერ იმიტომ გვსურს, რომ უგუნურობის გამო ეს სისულელე ამა თუ იმ წინასწარ ნავარაუდევი სარგებლის მოსაპოვებელ უიოლეს გზად მიგვაჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ბატონებო, ვთქვათ, ადამიანი უგუნური არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მსოფლიო ისტორიაზე ყველაფრის თქმა შეიძლება, ყველაფრისა, რაც კი თავში მოუვა უაღრესად გაღიზიანებულ წარმოსახვას. მხოლოდ იმას ვერ იტყვი, კეთილგონივრული რა არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანები ჯერ კიდევ ადამიანები არიან და არა ფორტეპიანოს კლავიშები, რაზედაც თვით ბუნების კანონები უკრავს, მაგრამ იქამდე დაუკრავს, სანამ კალენდრის გარდა სასურველიც აღარაფერი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანობის განმსაზღვრელი, ვგონებ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი თავის თავს ყოველ წუთას უმტკიცებდეს, წკირი კი არა, ადამიანი ვარო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი უპირატესად შემოქმედი ცხოველია, რომელსაც დაკისრებული აქვს, მიზნისკენ შეგნებულად მიისწრაფოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ფუქსავატი და უმსგავსი არსებაა და, შესაძლოა, მოჭადრაკისნაირად მხოლოდ მიზნის მიღწევის პროცესი უყვარს და არა თვით მიზანი. ჰოდა, ვინ იცის, შესაძლოა, მთელი მიზანი მთელ ქვეყნიერებაზე, საითკენაც კაცობრიობა მიისწრაფვის, მხოლოდ და მხოლოდ მიღწევის უწყვეტი პროცესია, სხვაგვარად თუ ვიტყვით, თვით ცხოვრებაა და არა საკუთრივ მიზანი, რაც, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, გარდა ორჯერ ორი ოთხისა, ანუ ფორმულაა, ხოლო ორჯერ ორი ოთხი, ბატონებო, ცხოვრება კი არა, სიკვდილის დასაწყისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ასე მტკიცედ, ასე მძლეთამძლედ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ნორმალური და დადებითი რამ, ერთი სიტყვით, მხოლოდ კეთილდღეობაა ადამიანისთვის სასარგებლო? გონება სარგებელთა თაობაზე ხომ არ ცდება? ადამიანს იქნებ არა მარტო კეთილდღეობა უყვარს? სატანჯველიც იქნებ იმდენადვე უყვარს? მისთვის სატანჯველი იქნებ იმდენადვე მომგებიანია, რამდენადაც კეთილდღეობა? ხოლო ადამიანს სატანჯველი ზოგჯერ მთელი ჟინით რომ უყვარს, ეს ხომ უეჭველია. თქვენსავე თავს შეეკითხეთ, თუ ადამიანი ხართ და რაღაც ხანი გიცხოვრიათ. პირადად ჩემი აზრით კი მხოლოდ კეთილდღეობის სიყვარული, ცოტა არ იყოს, უხამსობაა. რიგიანია თუ ურიგო, ზოგჯერ რაღაცის დამსხვრევა ძალზე სასიამოვნოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცნობიერება ადამიანისთვის უდიდესი უბედურებაა, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანს უყვარს და არავითარ დაკმაყოფილებაზე არ გაცვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სურვილები მომისპეთ, იდეალები წარმიხოცეთ, უკეთესი რამ დამისახეთ და სადაც გინდათ, იქ გამოგყვებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თქვენ ცხოვრება გწყურიათ და ცხოვრებისეულ საკითხებს აბდაუბდა ლოგიკით თავად წყვეტთ. თქვენი გამოხდომები ასეთი მომბეზრებელი, ასეთი თავხედურია და ამავე დროს როგორი შიში გიპყრობთ! სისულელეს ლაპარაკობთ და ამით კმაყოფილი ხართ. უტიფრად ლაპარაკობთ, თანაც ამის გამო ერთთავად შიშით კანკალებთ და ბოდიშს იხდით. გვარწმუნებთ, რომ არაფრისა გეშინიათ და ამავე დროს ჩვენი აზრის შეტყობას ლაქუცით ცდილობთ. გვარწმუნებთ, რომ კბილებს აღრჭენთ და ამავე დროს ხუმრობთ, რათა გაგვაცინოთ. იცით, რომ თქვენი ხუმრობანი მახვილგონივრული არ არის, მაგრამ, ცხადია, ამ ხუმრობათა ლიტერატურული ღირსებებით ფრიად კმაყოფილი ხართ. შესაძლოა, ზოგჯერ მართლა გატანჯულხართ, მაგრამ თქვენს ტანჯვას პატივს ოდნავადაც არ სცემთ. თქვენი გულ-გონება სიმართლეს კი მეტყველებს, მაგრამ თქვენს არსებას უბიწობა არ გააჩნია. უწვრილმანესი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სიმართლეს ბერავთ და თვალებში სამარცხვინოდ გვჩრით... რაღაცის თქმა კი მართლა გსურთ, მაგრამ თქვენს საბოლოო სიტყვას შიშის გამო მალავთ, რამეთუ სათქმელად გამბედაობა არ გყოფნით და მხოლოდ ლაჩრული თავხედობა გაგაჩნიათ. ცნობიერებით ტრაბახობთ, მაგრამ მარტოოდენ მერყეობთ, რამეთუ ჭკუა-გონება კი გიმუშავებთ, მაგრამ თქვენი გული გარყვნილებას მოუცავს, ხოლო უმწიკვლო გულის უქონლად სრული, წესიერი ცნობიერება ვერ იარსებებს, თქვენი პრანჭვა-გრეხა თავის გამოჩინებაა, რარიგ მოსაბეზრებელია! სიცრუეა, სიცრუეა, სიცრუე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანის მოგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი დროის ყოველი წესიერი ადამიანი მხდალი და მონაა და მოვალეც არის, რომ იყოს. ეს მისი ნორმალური მდგომარეობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ერთადერთი ვარ, ხოლო ისინი ყველანი ერთნაირები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მეორეხარისხოვანი როლში ყოფნას ვერც კი წარმოვიდგენდი და სწორედ ამიტომაც სინამდვილეში უკანასკნელ როლს ძალზე მშვიდად ვიკავებდი. ან გმირი უნდა ვყოფილიყავი, ან წუმპეში ამოგანგლული. საშუალო რამ არ არსებობდა. სწორედ ამან დამღუპა, რადგან წუმპეში თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ სხვა დროს გმირი ვიყავი, ხოლო გმირი წუმპის გამამართლებელი გახლდათ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ზოგი ქალი ისეთია, ქმარი რაც უფრო ძლიერ უყვარს, მით უფრო ხშირად ეჩხუბება. „რაკი ძალიან მიყვარხარ, უნდა გაგტანჯო კიდევაც და ამას უნდა გრძნობდეო“. იცით თუ არა, ვინც უყვართ, განზრახ რომ აწამებენ? ამას უმეტესად ქალები სჩადიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = არავინ, არც ერთმა სულიერმა არ უნდა იცოდეს, ქმარსა და ცოლს შორის რა ხდება, თუკი მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი წაჩხუბებულნიც უდნა იყვნენ, განმსჯელად მშობელ დედასაც არ უნდა მოუხმონ და ერთიმეორეზე სასაყვედურო არაფერი თქვან. თავიანთი განმსჯელნი თავად უნდა იყვნენ. სიყვარული ღვთაებრივი საიდუმლოა და ყველას თვალთაგან ფარული უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც მთელი ქვეყნიერება დაიქცეს, ოღონდ მე ჩაის მუდამ ვსვამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩემთვის სიყვარული ტირანულად მოპყრობას, ზნეობრივ უპირატესობას ნიშნავდა. მთელ სიცოცხლეში სხვაგვარი სიყვარულის წარმოდგენაც კი არ შემეძლო და ახლა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიყვარული სიყვარულის საგნისგან ნებაყოფლობით უფლების მოცემაა მასზე ტირანული მოპყრობისა. მიწისქვეშეთში ოცნებისას სიყვარულს მხოლოდ ქიშპობად წარმოვისახავდი, ყოველთვის მძულვარებით ვიწყებდი და ზნეობრივი დამორჩილებით ვასრულებდი, ხოლო შემდეგ აღარ ვიცოდი, დამორჩილებულს როგორ მოვქცეოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცხოვრებას ყველანი გადავეჩვიეთ, ყველანი მეტად თუ ნაკლებად მოვიკოჭლებთ. ისე გადავეჩვიეთ, რომ ზოგჯერ ნამდვილი, „ცოცხალი ცხოვრების“ მიმართ ერთგვარი ზიზღი გვეუფლება და ამის გამო ვერ აგვიტანია, როცა შეგვახსენებენ. იქამდე ვართ მისულნი, რომ ნამდვილი „ცოცხალი ცხოვრება“ ლამის შრომად, თითქმის სამსახურადაც კი მიგვაჩნია და ყველანი ვაღიარებთ, რომ წიგნისმიერად ცხოვრება გვიჯობს. დროდადრო რას ვფაციფუცობთ, რას ვჟინიანობთ, რას მოვითხოვთ თავადაც არ ვიცით. ჩვენთვის ხომ უარესი იქნება, ჟინიან მოთხოვნებს თუ აღგვისრულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = აბა, შეეცადეთ, აბა, მაგალითად, ცოტათი მეტი დამოუკიდებლობა გვიბოძეთ, რომელ ჩვენგანსაც გინდათ, ხელები გაგვიხსენით, საქმიანობის სივრცე გაგვიფართოვეთ, მეურვეობა შეასუსტეთ... ჩვენ ხომ... გარწმუნებთ, ჩვენ ხომ უმალ შეგევედრებით, რომ მეურვეობა აღგვიდგინოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ხომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უკიდურესობამდე მივიყვანე ის, რისი მიყვანაც თქვენ ნახევრამდეც ვერ გაბედეთ, ამასთანავე თქვენს სიმხდალეს კეთილგონიერებად მიიჩნევდით და თავს ამით ინუგეშებდით, თავს ამით იტყუებდით. ისე რომ, მგონი თქვენზე უფრო „ცოცხალი გახლავართ“. გულ-გონება გაიმახვილეთ! ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით, ეს ცოცხალი სად არის, რა არის და რა ეწოდება? მარტონი რომ დაგვტოვოთ, უწიგნოდ რომ დაგვტოვოთ, უმალვე თავგზა აგვებნევა - არ გვეცოდინება, რას მივეკედლოთ, რას ვებღაუჭოთ, რა გვიყვარდეს და რა გვძულდეს, პატივი რას ვცეთ და რა შევიზიზღოთ! ადამიანებად ყოფნაც კი, ნამდვილ, საკუთარ სხეულის და სისხლის მქონე ადამიანებად ყოფნაც კი გვიმძიმს, გვეჩოთირება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია და რაღაცნაირ, არარსებულ, ზოგად ადამიანებად ყოფნისკენ მივისწრაფვით. მკვდრადშობილნი ვართ, უკვე დიდი ხანია ცოცხალი მამები აღარ წარმოგვშობენ და ეს სულ უფრო და უფრო მოგვწონს. გაგვიტკბა კიდევაც. მალე იმასაც გამოვიგონებთ, რომ იდეისგან ვიშვით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} === ''მწერლის დღიური'' (1873-1881) === {{Q | ციტატა = გაიგონ ადამიანებმა, რომ ბედნიერება უსაქმურობაში არ არის, მიხვდნენ იმას, რომ აზრი ჩაქრება უსაქმურში, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ახლობელი ისე, რომ არ შრომობდე მისთვის, რომ მოსაწყენია იცხოვრო საჩუქრით, რომ ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, არამედ მის მიღწევაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იტყვით, რომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ბავშვები. მისმინეთ: ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბავშვებზე მაღლა, რადგან ჩვენ მათზე უარესნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ სულ ცოტათიც კი არ ვპატიობთ ჩვენი აზრისგან ოდნავ გადახრილ აზრს, ჩვენთან ოდნავ უთანხმოებაში მყოფს არამზადად ვთვლით, გვავიწყდება ის, რომ ვინც ასე ადვილად დაკარგავს სხვის დაფასებას, ის საკუთარ თავსაც არ აფასებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე კი გიცხადებთ გულწრფელი სიტყვით, რომ არც შექსპირს და არც ჰომეროსს, ერთად რომ აგვეღო ყველა, მაინც ვერ ვიპოვიდით უფრო მშვენიერს ვიდრე ახლა, ამ თეთრ დარბაზში შეიძლებოდა აღმოგეჩინათ თქვენ შორის. რა არის შექსპირი! აქ ისეთი გამომჟღავნდებოდა, რომ არც კი დაესიზმრებოდათ ჩვენს სწავლულებს. მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თვითონაც არ იცით თუ რაოდენ მშვენიერნი ხართ! იცით თუ არა, ნებისმიერ თქვენგანს რომ მოესურვებინა შესძლებდა გაებედნერებინა ყოველი ამ დარბაზში და ყველას აიყოლიებდა? და ეს ძალა ყოველ თქვენგანშია, მაგრამ იმდენად ღრმადაა ჩამალული, რომ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენლად გვეჩვენება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ყველანი ღელავენ, ყველა ყველაფერში იღებს მონაწილეობას, ყველას სურს გამოთქვას აზრი და წარადგინოს საკუთარი თავი. და აი, მხოლოდ ერთი ვერ ამომიხსნია, რა უფრო მეტად სურთ: იზოლირებული დარჩება ყველა თავის აზრში თუ ერთ აზრად იქცევიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = უმაღლესი იდეა დედამიწაზე ერთია - იდეა ადამიანის სულის უკვდავებისა, რადგან სხვა დანარჩენი „მაღალი“ იდეები, რომლითაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, მხოლოდ მისგანვე გამოედინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ძველი წესია: საგანში კი არაა საქმე, არამედ თვალშია. თუ გაქვთ თვალები - მოიძებნება საგანი, თუ არ გაქვთ - ესე იგი ბრმა ხართ და ვერც ერთ საგანში ვერაფერს ნახავთ. თვალები მნიშვნელოვანია, ის რაც ერთის თვალში პოემაა, სხვის თვალში უბრალო ფუთაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ოჯახიც ხომ მწიფდება, მზად ხომ არ გაძლევენ და არც ერთი წესი და არც ერთი ვალდებულება არ მოდის მზად, არამედ ეს ყოველივე თავისით იქმნება, ერთი მეორეს წარმოქმნის. მხოლოდ მაშინაა ოჯახი ძლიერი, სწორედ მაშინაა ეს წმინდა. ოჯახი დაუღლელი სიყვარულის შრომით ხდება სრულყოფილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = წარმოისახება ამოუხსნელი კითხვა: ტალანტი ფლობს ადამიანს თუ ადამიანი ტალანტს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ თანდათან უფრო შევწყვიტეთ ერთმანეთის გაგება. ვგულისხმობ სერიოზულ და გულწრფელ ხალხს - მხოლოდ ამათ არ ესმით ერთმანეთის; გადამყიდველები კი სხვა საქმეა - მათ ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იცით რას ნიშნავს ბავშვის შეურაცხყოფა? მათი გულები უმანკო, თითქმის გაუცნობიერებელი სიყვარულითაა აღსავსე. ასეთი დარტყმები კი მათში მწუხარე გაკვირვებასა და ცრემლებს იწვევს, რასაც ღმერთი ხედავს და იმახსოვრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მხოლოდ სიყვარულით ვიყიდით ბავშვების გულს და არა მხოლოდ ბუნებრივი უფლებით მათზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თითქმის ყველანი ტალანტები არიან, მაგრამ გრამითაც არ არიან პოეტები. მჭედელიც კი ტალანტურია. პოეზია, ასე ვთქვათ, შინაგანი ცეცხლია ყოველგვარი ტალანტისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ გამოაშკარავებული, მიმდინარე და ისიც დაკვირვებით, დასასრული და დასაწყისი - ეს ჯერ ფანტასტიკაა ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე ყოველთვის პირიქით მეჩვენებოდა, რომ უდიდესი ბედნიერებაა იცოდე ის, რის გამოც ხარ უბედური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რათა უკეთესები გავხადოთ, ისინი თავის მხრივ ჩვენ გვაქცევენ უკეთესებად, თუნდაც მათზე ერთი შეხებით. ისინი ადამიანურს ხდიან ჩვენს სულს, მხოლოდ ჩვენს შორის გაჩენით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაცებით უკმაყოფილო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გაისაზრო და შეიგრძნო შეიძლება სწორადაც და პირველივე ჯერზეც, მაგრამ ადამიანად გახდომა არ შეიძლება პირველივე ჯერზე, უნდა გამოიკვეთო ადამიანად. აქ დისციპლინა... მოაზროვნეები ახმოვანებენ კანონებს, იმ საერთო კანონებს, რითაც ყველანი ბედნიერნი გახდებოდნენ, განურჩველად ყველა, ოღონდ ეს კანონები შექმნილიყო. ეს იდეალი, შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, დაუსრულებელ ადამიანებში არც კი განხორციელდებოდა, არანაირი კანონი, თუნდაც ყველაზე ცხადიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მისტიკურ იდეებს უყვარს თვალთვალი, ისინი ამით იქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჭკუის შეცდომები და გაუაზრებლობა უფრო სწრაფად და უკვალოდ ქრება, ვიდრე შეცდომები, რომელსაც გული უშვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = შენს მიღმა კი არა, შენშია სიმართლე, იპოვე შენი თავი შენში, წაიკითხე შენი შენში, დაეუფლე შენს თავს და შეიცნობ სიმართლეს. ნივთებში არ არის ეს სიმართლე, არც შენ ირგვლივ და არც ზღვას იქით სადმე, არამედ უპირველეს ყოვლისა, შენს საკუთარ თავზე შრომაში. გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, მოთოკავ თავს და გახდები ისეთი თავისუფალი, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, დაიწყებ დიად საქმეს და სხვებსაც თავისუფლად აქცევ, შეიცნობ ბედნიერებას, რადგან შეივსება შენი სიცოცხლე, გაუგებ შენს ხალხს და იპოვი მათ წმინდა სიმართლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ევროპისთვის რუსეთი გაუაზრებლობაა და მისი ყოველი საქმეც გაუაზრებლად მიაჩნია, ასე იქნება მუდამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გავლილი ტანჯვა შეიძლება სულისთვის სიწმინდედ იქცეს. ადამიანი საერთოდ ისეა შექმნილი, რომ უყვარს საკუთარი განვლილი ტანჯვა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ომი მასის საბაბია, რომ საკუთარი თავი დააფასოს. ამიტომაც უყვარს ერს ომი: ის ქმნის ომზე სიმღერებს, დიდი ხნის მანძილზე ქმნის ლეგენდებს და მოთხრობებს მასზე. სისხლისღვრა მნიშვნელოვანი რამაა. ომი აუცილებელია ჩვენს დროში, ომის გარეშე ქვეყანა იქცეოდა რაღაც დორბლად, რაიმე ცრუ სისველედ, დაბინძურდებოდა დამპალი ჭრილობებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ბუნებრივადაა გადახრილი სიმხდალისა და უსირცხვილობისაკენ, და კარგადაც იცის ეს; შესაძლოა ამიტომაც წყურია მას ომი და ამიტომ უყვარს ასე ძლიერ: მასში გრძნობს წამალს. ომი აღვივებს ძმის სიყვარულს და აერთიანებს ქვეყნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადვოკატი დაქირავებული სინდისია, ადვოკატს არ ძალუძს არ ითამაშოს საკუთარი სინდისით, თუნდაც სურდეს, რომ არ ითამაშოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ამჟამად იმდენად არ ომობენ იარღით, როგორც ჭკუით, ეს უკანასკნელი ვითარება განსაკუთრებულად არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = არ მინდა ვიყო მართალი - რადგან შევცვლი საკუთარ თავს. არ მინდა ვიყო ცოდვილი - რადგან არაფერში ვარ დამნაშავე, არ მინდა ვირჩევდე - რადგან გრძნობები ერთი სიძლიერისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მწვერვალისკენ სვლის დროს თუ გაჩერდები და ყოველ მყეფარე ძაღლს ქვის სროლას დაუწყებ, მწვერვალს ვერასოდეს მიაღწევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} === ''სასაცილო ადამიანის სიზმარი'' (1877) === {{Q | ციტატა = მე სასაცილო ადამიანი ვარ. ისინი უკვე შეშლილს მეძახიან. ეს წოდების ამაღლება იქნებოდა, ისევ ისეთივე სასაცილოდ რომ არ მთვლიდნენ, როგორც წინათ. ახლა კი არ მწყინს, ისინი ყველანი საყვარლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამცინიან. თვითონაც ვიცინებდი მათთან ერთად, - საკუთარ თავზე კი არა, უბრალოდ მათი შემხედვარე, ვიცინებდი ასე დამწუხრებული რომ არ ვიყო მათი შემყურე. დამწუხრებული ვარ, რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება, მე კი ვიცი. ოჰ, რა ძნელია მარტომ იცოდე ჭეშარიტება! მაგრამ ამას ისინი ვერ გაიგებენ. არა, ვერ გაიგებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = გააზრება გააზრებას მოსდევდა. ცხადი ხდებოდა, რომ თუ მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს და ვგრძნობდე სირცხვილს საკუთარ საქციელზე, დაე. მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მაგალითად ორი საათის შემდეგ, მაშინ რაა გოგონა და რა საქმე მაქვს სირცხვილთან და ყოველივესთან ამქვეყნად? მე ვიქცევი ნულად, აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ შეიძლება შეგნება იმის, რომ მე ახლა საერთოდ არ ვიქნები და ასევე არაფერი არ იქნება, უმცირესი შეგრძნებაც კი გოგონას შეცოდებისა, არც სირცხვილი ჩადენილი სიმხდალის გამო? მე ხომ იმის გამო გავუბრაზდი და დავუყვირე ველური ხმით უბედურ ბავშვს, რომ „განმეცხადებინა, მე არა მარტო არ ვგრძნობ შეცოდებას, არამედ თუ არაადამიანურ ნაძირლობას ჩავიდენ, ახლა შემიძლია, რადგან ორ საათში ყველაფერი ჩაქრება“. გჯერათ, რომ ამის გამო დავუყვირე? მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვლინდებოდა, რომ ცხოვრება და მსოფლიო რაღაცნაირად დამოკიდებულია ჩემზე. ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: გავისვრი და მსოფლიო არ იქნება, ყოველივ შემთხვევისთვის, ჩემთვის არ იქნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შესაძლოა, მართლაც არ იყოს არავისთვის ჩემს მერე, და მთელი მსოფლიო ხალხითურთ გაქრება ჩემთან ერთად, როგორც ჩემი ცნობიერების მოჩვენება - ერთადერთი მე ვარ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმრები, როგორც ცნობილია, საოცრად უცნაური რამაა: ზოგი საშინელი სიცხადით გესახება, ოქრომჭედლის გამოკვეთილი დეტალებით და შემდეგ მეორეში გადადიხარ იმის შეუმჩნევლად, რომ განზომილებასა და დროში გადაინაცვლე. გეჩვენება, რომ სიზმრებს არა გონება, არამედ სურვილი, არა თავი, არამედ გული წარმოსახავს და ამავე დროს მათ შორის რა ეშმაკური მახეები გადაულახავს ჩემს გონებას სიზმარში! ამასთანავე, სიზმარში, სრულიად მიუღწეველი მოვლენები ხდება. ჩემი ძმა მაგალითად, ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა. ხანდახან სიზმარში ვხედავ მას: ის მონაწილეობას იღებს ჩემს საქმეებში, ძალზედ დაინტერესებულნი ვართ თან ამ დროს და მთელი სიზმრის განმავლობაში სრულიად ვიცი, რომ ჩემი ძმა გარდაცვლილია და დამარხული. რაც არ უნდა ვარწმუნო ჩემს თავს, რომ ის მკვდარია, მაინც მუხთლად ჩემ გვერდით არ მოძრაობს? რატომ აძლევს ნებას ამ ყოველივეს ჩემი გონება? მაგრამ საკმარისია. მაგრამ საკმარისია. ვუბრუნდები ჩემს სიზმარს. დიახ... მაშინ დამესიზმრა, ჩემი სამი ნოემბრის სიზმარი! ახლა უკვე მაჯავრებენ ისინი, რადგან ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მაგრამ განა სულერთი არაა სიზმარი იყო თუ ცხადი, თუკი ამ სიზმარმა ჭეშმარიტება მანახა? რადგან თუ ერთხელ ნახავ ჭეშმარიტებას, შემდეგ ყოველთვის იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა და სხვა ვერ იქნება, არც ძალუძს, რომ იყოს, მიუხედავად იმისა, გძინავთ თუ რეალობაში ხართ. დაე, იყოს სიზმარი, იყოს, მაგრამ ეს ცხოვრება, რომელსაც ასე აღამაღლებთ, მე მინდოდა თვითმკვლელობით მომესპო, სიზმარმა კი, ჩემმა სიზმარმა, ო, მან მამცნო მე ახალი, დიადი, განახლებული და ძლიერი სიცოცხლე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარში თქვენ ხან სიმაღლიდან ვარდებით ან დანით გჭრიან, ან გირტყამენ, მაგრამ არასოდეს გრძნობთ, თუ თქვენ თვითონ, როგორმე ცხადში არ დაიზიანებთ თავს საწოლში, აქ თქვენ იგრძნობთ ტკივილს და თითქმის ყოველთვის ტკივილისგან გამოგეღვიძებათ. ასევე იყო ჩემს სიზმარშიც: ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ჩემი გასროლით ჩემში ყოველივე შეიძრა, უცებ ჩაქრა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი შემზარავად გაშავდა. თითქოს დავბრმავდი და დავმუნჯდი. და აი, ვწევარ რაღაც მკვრივზე გაჭიმული, ვუცქერ სიბნელეს და ოდნავი მოძრაობის გაკეთებაც არ შემიძლია. ირგვლივ დადიან და ყვირიან, როხროხებს კაპიტანი, წიკვინებს დიასახლისი, და უცებ, ისევ შესვენება და უკვე მიმათრევენ დახურულ კუბოში მოთავსებულს. ვგრძნობ კუბოს ჭრაჭუნს და ვაანალიზებ ამას, უცებ პირველად მახსენდება - მე ხომ მკვდარი ვარ, ვიცი რომ მოვკვდი, ვერ ვინძრევი, ვერ ვხედავ და ამავდროულად შემიძლია ვიაზროვნო. მაგრამ უმალვე ვეჩვევი ამას და ჩვეულებისამებრ, როგორც სიზმარში, სინამდვილეს უდავოდ ვეგუები. და აი, უკვე მმარხავენ მიწაში. ყველა მიდის, მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, ვერ ვმოძრაობ. ყოველთვის, როდესაც ადრე წარმოვიდგენდი თუ როგორ მმარხავენ საფლავში, ყოველთვის საფლავთან ნესტსა და სიცივეს ვუკავშირებდი. ასევე ახლაც ვიგრძენი, რომ ძალიან მცივა, განსაკუთრებით ფეხის თითებზე, მაგრამ მეტი არაფერი მიგრძვნია. ვიწექი და უცნაურია - არაფერს ველოდი, უდავოდ ვიღებდი იმ ვითარებას, რომ მკვდარი ვერ ელოდება ვერაფერს. მაგრამ ნესტი იყო. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა - საათები თუ რამდენიმე დღე. მაგრამ აი, ჩემს დახუჭულ მარცხენა თვალზე დაეცა კუბოში შემოპარული წყლის წვეთი, მას წუთის შემდეგ მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეორდებოდა ერთი წუთის ინტერვალით. ღრმა გულისწყრომა აენთო ჩემს გულში და უცებ მასში ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი: „ეს ჩემი ჭრილობაა - გავიფიქრე, - გასროლა, იქ ტყვიაა...“ წვეთი კი ისევ ვარდებოდა, ყოველ წუთს და პირდაპირ დახურულ თვალზე მეცემოდა. და უცებ შევძახე არა ხმით, რადგან უძრავი ვიყავი, არამედ მთელი არსებით, ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა იმის მფლობელს: - ვინც არ უნდა იყო, და თუ შენ ხარ და არსებობს რაიმე უფრო გონივრული ვიდრე ის, რაც ახლა ხდება, მიეცი ნება რომ აქაც იყოს. თუ შენ შურს იძიებ ჩემზე ჩემი გაუცნობიერებელი თვითმკვლელობის გამო, უხამსობასა და უაზრობაზე ამგვარი ყოფით, მაშინ იცოდე, რომ არასოდეს და არანაირ წამებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის, ვერ შეედრება ეს სიძულვილი, რომელსაც მდუმარედ უნდა ვგრძნობდე, თუნდაც მილიონი წელი ამ წამებაში! ამოვიძახე და დავდუმდი. თითქმის მთელი წუთი გრძელდებოდა ღრმა მდუმარება და ერთი წვეთიც დამეცა თვალზე, მაგრამ ვიცოდი, უსაზღვროდ ვიცოდი და მწამდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. და უცებ, გაიხსნა ჩემი სამარე. არც კი ვიცოდი, გახსნეს ის თუ ამოთხარეს, მაგრამ ამიყვანა რაღაც შავმა და უცნობმა არსებამ, სულ სხვა განზომილებაში. უცებ ამეხილა თვალი: იყო უკუნი ღამე, და არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი სიბნელე! განზომილებაში მივქროდით, შორს დედამიწისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „იქნებ სამარის შემდეგაც არსებობს სამყარო!“ - გავიფიქრე სიზმრის მსუბუქი აზრით, მაგრამ ჩემი გულის არსი სიღრმეში ჩემთან რჩებოდა: „და თუ უნდა მეცხოვრა - გავიფიქრე ისევ - ვინმეს უბერებელი სურვილისამებრ, მაშინ არ მინდა, რომ დამამარცხონ და დამამცირონ!“ - „შენ იცი, რომ მეშინია შენი და ამიტომაც გეზიზღები“ - ვუთხარი ჩემს თანამგზავრს და გულში ნემსივით ჩხვლეტა ვიგრძენი დამცირებისგან. ჩემს კითხვას არ უპასუხა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ არ ვძულდი არავის და არ დამცინოდნენ, არც კი მიცოდებდნენ და რომ ჩვენს გზას აქვს მიზანი, უცნობი და საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მე მეხება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მე მიყვარს, მე შემიძლია მხოლოდ ის მიწა მიყვარდეს, რომელიც დავტოვე, რომელზეც დარჩა ჩემი სისხლის წვეთები, როდესაც მე უმადურმა, გულში ტყვია დავიხალე და ცხოვრება მოვისპე. მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია იმ დედამიწის სიყვარული, იმ ღამითაც კი, როდესაც ვეთხოვებოდი მას, შეიძლება უფრო მეტი ტანჯვით მიყვარდა, ვიდრე ოდესმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენს პლანეტაზე ჭეშმარიტად მხოლოდ ტანჯვაში შეგვიძლია გვიყვარდეს! რადგან სხვაგვარად არ შეგვიძლია გვიყვარდეს და არ ვცნობთ სხვა სიყვარულს. მე მინდა ტანჯვა, რათა მიყვარდეს. მე მინდა, მე მწყურია, ყოველ წამს, ყოველ წუთს ვკოცნო, ცრემლების ღვრით ვკოცნო მხოლოდ ის ერთი დედამიწა, რომელიც დავტოვე და არ მინდა, არ ვიღებ ცხოვრებას ნებისმიერ სხვა პლანეტაზე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მათ თითქმის არ ესმოდათ ჩემი, როდესაც სამუდამო სიცოცხლეზე ვეკითხებოდი, მაგრამ ჩანდა, რომ ამაში იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კითხვად არ აღიქვამდნენ. მათ არ ჰქონდათ ტაძარი, მაგრამ ჰქონდათ იდეალური, გამორჩეული ერთობა მთელს სამყაროსთან, მათ არ ჰქონდათ რწმენა, მაგრამ ჰქონდათ მყარი ცოდნა იმისა, რომ როდესაც დასრულდებოდა ნეტარება მიწაზე, მათვისაც და გარდაცვლილთათვისაც კიდევ უფრო გაღრმავებული შეგრძნება იქნებოდა მთელს სამყაროსთან ერთობისა. ისინი ამ მომენტს სიხარულით ელოდნენ, მაგრამ არა სულსწრაფობით, კი არ იტანჯებოდნენ ამის გამო, არამედ უკვე ჰქონდათ მისი შეგრძნება საკუთარ გულებში, რომლის შესახებაც ერთმანეთს ამცნობდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი ჩემი ტვინისთვის მიუღწევლად რჩებოდნენ, სამაგიეროდ ჩემი გული მათში აუხსნელად და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ მე ეს ყოველივე უკვე ვიგრძენი დიდი ხნის წინ, რომ მთელი ეს სიხარული და დიდება იგრძნობოდა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე, მყვირალა ტანჯვაში, მაშინ, როდესაც გარდაუვალ გლოვას ვუახლოვდებოდი; რომ მე წინასწარ ვიგრძენი ისინი ყველა თავიანთი დიდებულებით, ჩემი გულის სიზმრებში და გონების ოცნებებში, რომ მე ხშირად არ შემეძლო მეჭვრიტა მზის ჩასვლისთვის ცრემლების გარეშე... რომ ჩემი სიძულვილი ადამიანების მიმართ ყოველთვის სევდისგან შედგებოდა ჩემს მიწაზე: რატომ არ შემიძლია, რომ მძულდნენ ისინი, როდესაც არ მიყვარდნენ და რატომ არ შემეძლო არ მეპატიებინა მათთვის და არ მყვარებოდნენ სევდით: რატომ არ შემიძლია მიყვარდნენ ისინი მათ მიმართ სიძულვილში? მისმენდნენ და ვიცოდი, ვერ წარმოიდეგნდნენ იმას, რასაც მე ვეუბნებოდი, მაგრამ არ ვნანობდი, რომ მათ ამას ვეუბნებოდი: ვიცოდი, რომ მათ ესმოდათ მთელი ჩემი სევდა მათ მიმართ, ვინც მივატოვე. დიახ, როდესაც ისინი მიცქერდნენ თავიანთი ჭკვიანი, სიყვარულით სავსე გამჭოლი თვალებით, როდსაც ვგრძნობდი, რომ მათთან ყოფნით ჩემი გულიც იგივე უსაზღვრო სიყვარულით ივსებოდა, როგორც მათ გულები, მაშინ არ ვნანობდი, რომ მათი არ მესმოდა. ცხოვრების სისრულის შეგრძნებისგან სული მევსებოდა და ჩუმად ვლოცულობდი მათთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, ყველანი იცინიან ჩემს თვალში და მარწმუნებენ, რომ სიზმარშიც კი შეუძლებელია ნახო ასეთი დაწვრილებით ყველაფერი, რასაც მე გადმოვცემ, რომ ჩემს სიზმარში მე ვიგრძენი ან ვიხილე მხოლოდ გრძნობა, ჩემი გულის ბოდვაში დაუფლებული, დეტალები კი თვითონ მოვიდა თავში გამოღვიძებისთანავე. როდესაც მათ გავუმხილე, რომ სინამდვილეშიც შეიძლებოდა ასეთ ყოფილიყო - ღმერთო ჩემო, როგორი ხარხარი დაიწყეს და რაოდენ დიდი მხიარულება მივიღე! ო, დიახ, მე ვიყავი დამარცხებული მხოლოდ იმ ერთი სიზმრით და მხოლოდ ის გადარჩა სისხლამდე დაჭრილ ჩემს გულში: მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიზმრის სახეები და ფორმები, ანუ ისნინი, რომლებიც მე სინამდვილედ ვიხილე ჩემს სიზმარში, იმდენად ამაღლებული იყო, იმხელა ჰარმონიამდე, რომ გამოღვიძებულს მათი გადმოცემა უბრალო, ადამიანური სიტყვებით არ შემეძლო. ასე, რომ ისინი უნდა ჩამეხშო გონებაში და იქნებ, შეიძლება ნამდვილადაც - მე თვითონ, გაუცნობიერებლად ვალდებული ვიყავი, გამესუფთავებინა დეტალები და რა თქმა უნდა მათი წარმოთქმით, განსაკუთრებით ასეთი ვნებიან სურვილის დროს, რათა რაც შეიძლება უცებ და სრულად გამომეხატა. თან როგორ არ უნდა მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი იყო? თუნდაც სიზმარი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს არ შეეძლო რომ არ ყოფილიყო. იცით რა, საიდუმლოდ გეტყვით: ეს ყველაფერი შესაძლოა არც იყო სიზმარი, რადგან აქ მოხდა რაღაც ისეთ, რაღაც ისეთი საშინლად ჭეშმარიტი, რომ შეუძლებელი იყო სიზმარში მენახა. თუნდაც სიზმარი შეექმნა ჩემს გულს, განა მხოლოდ გულს ძალუძდა შეექმნა ის საშნელი სიმართლე, რომელიც მე შემემთხვა შემდეგ? როგორ შემეძლო მხოლოდ მე, ერთს გამომეგონებინა გულით? ნუთუ ჩემს მოკლე გულსა და წუწუნა, უბადრუკ გონებას შეეძლო ავეტაცე სიმართლის ამხელა სიმაღლეზე! ო, თვითონ განსაჯეთ: აქამდე ვმალავდი, მაგრამ ამჯერად ბოლომდე ვიტყვი სიმართლეს. საქმე იმაშია რომ მე... გავრყვენი ისინი ყველა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი. როგორც საზიზღარი ჭია, როგორც ჭირის ატომი, რომელმაც მოწამლა მთელი სახელმწიფოები, ასევე მოვწამლე მთელი ის მიწა, ჩემამდე უცოდველი და ბედნიერი. მათ ისწავლეს ტყუილი, შეიყვარეს სიცრუე და შეიცნეს მისი სილამაზე. ო, შესაძლოა ეს უნებურად დაიწყო, ხუმრობიდან, სასიყვარულო თამაშიდან, მართლაც შეიძლება ატომიდან, მაგრამ ეს სიცრუის ატომი მათ გულებში შევიდა და მოეწონათ. შემდეგ მალევე იშვა სიტკბოსმოყვარეობა, რომელმაც შვა ეჭვიანობა, ეჭვიანობამ - სისასტიკე... ო, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მალევე, ძალიან მალე გადმოწვეთა სისხლმა: მათ გაიკვირვეს, შეეშინდათ და დაშლა დაიწყეს, მთლიანისგან გადიოდნენ. იქმნებოდა ერთობები, მაგრამ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დაიწყო დაცინვა, გამოკეტვა. გრძნობდნენ სირცხვილს და სირცხვილი სიკეთედ აღამაღლეს. იშვა წოდების საკითხი და ყოველ ერთობაში შეიქმნა თავისი ცოდნა. დაიწყეს ცხოველების წამება და ცხოველები ტყეში გაიქცნენ, მათ მტრებად იქცნენ. დაიწყო ბრძოლა განცალკევებაზე, ჩამოყალიბებაზე, პიროვნებაზე, ჩემსაზე და შენსაზე. დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი. შეიცნეს გლოვა და ამავე დროს შეიყვარეს იგი. სწყუროდათ ტანჯვა და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ტანჯვით მოიპოვება. მაშინ მათ გამოეცხადათ მეცნიერება. როდესაც ბოროტებად იქცნენ, მაშინ დაიწყეს ლაპარაკი ძმობასა და ჰუმანურობაზე, გაიგეს ეს იდეები. როდესაც დამნაშავეებად იქცნენ, გამოიგონეს სამართალი და საკუთარ თავს მთელი კოდექსები მიაწერეს, რათა დაიცვან ის, ხოლო კოდექსის უზრუნველსაყოფად დადგეს გელიოტინა, ისინი მხოლოდ ოდნავ ხვდებოდნენ თუ რა დაკარგეს, არ სურდათ ამის გაგება, რომ ოდესღაც უმანკონი და ბედნიერნი იყვნენ. იცინოდნენ თუნდაც იმის შესაძლებლობაზე, რომ ასეთი ბედნიერება იქნებოდა და მას ოცნებას არქმევდნენ. არ შეეძლოთ წარმოედგინათ ის ფორმასა და სახეში, მაგრამ უცნაური და ჯადოსნური საქმეა: ყოველგვარი რწმენის დაკარგვის შემდეგ, ყოფილი ბედნიერების ოცნებად შერაცხვისას, მათ იმდენად მოუნდათ ყოფილიყვნენ ისევ უმანკონი და ბედნიერნი, რომ საკუთარი გულის სურვილის წინაშე დაემხნენ როგორც ბავშვები, გააღმერთეს ეს სურვილი, ააგეს ტაძრები და დაიწყეს საკუთარი იდეის მიმართ ლოცვა, საკუთარი „სურვილის“ მიმართ, ამავე დროს სრულებით სწამდათ მისი არასრულების და არარსებობის, მაგრამ ცრემლებით აღმერთებდნენ და ემორჩილებოდნენ. თუმცა კი, თუ შეიძლებოდა, რომ ასეც მომხდარიყო, რომ შეძლებოდათ აღედგინათ საკუთარი წარსული ბედნიერება ან ვინმეს ხელახლა ენახებინა მათი წინა მდგომარეობა და ეკითხა სურდათ თუ არა უკან დაბრუნება, - მაშინ ალბათ უარს განაცხადებდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც ჩვენ ცრუნი ვართ, ბოროტები და უსამართლონი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვტირით ამის გამო, საკუთარ თავს ვტანჯავთ და ვანადგურებთ, ვსჯით საკუთარ არსებას მეტად, ვიდრე შეგვიძლია და ამასვე ვუშვრებით იმ მოწყალე მსაჯულს, რომელიც განგვსჯის და რომლის სახელიც უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეცნიერება და ამით ისევ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მას უკვე შეგნებულად მივიღებთ. ცოდნა გრძნობაზე მაღალია, ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია.. მეცნიერება მოგვცემს სიბრძნეს, სიბრძნე გახსნის კანონებს, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალია“. აი რას ამბობდნე ისინი და ამ სიტყვების შემდეგ თითოეულმა შეიყვარა საკუთარი თავი ყველაზე მეტად და არც კი შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ყოველი მათგანი იმდენად ეჭვიანი გახდა საკუთარი პიროვნების მიმართ, რომ მთელი ძალით ცდილობდნენ მხოლოდ დაემცირებინათ საკუთარი თავი სხვების წინაშე და მთლიანად ამაში აქცევდნენ საკუთარ ცოხვრებას. გაჩნდა მონობა, გაჩნა ასევე ნებითი მონობა: სუსტები ემორჩილებოდნენ უძლიერესთ, რათა ეს უკანასკნელი მათვე დახმარებოდა, მათზე სუსტებზე ზეწოლის მოხდენაში. დნებოდნენ მართალნი, რომელნიც ამ ადამიანებთან აცრემლებულნი მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ საკუთარ სიამაყეზე, ზომის და ჰარმონიის დაკარგვაზე, დაკარგულ სირცხვილის გრძნობაზე. მათ დასცინოდნენ ან ქვებით ქოლავდნენ. ტაძრების შესასვლელთან წმინდა სისხლი იღვრებოდა. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები რომელთაც გამოგონება დაიწყეს: რათა ყველანი ისევ გაეერთიანებინათ, ისე რომ არც ერთს არ შეეშალა სხვისთვის ხელი, თან ამავე დროს არ შეეწყვიტა საკუთარი თავის ყველაზე მეტად სიყვარული და ეცხოვრათ ასე, ყველას ერთად, როგორც შეთანხმებულ საზოგადოებას. ამ იდეისთვის მთელი ომები გაიმართა. ყოველ მეომარს სჯეროდა, რომ მეცნიერება სიბრძნეთა სიბრძნეა და რომ მას თვითშენახვის ინსტინქტთან ერთად შეეძლო საზოგადოება ექცია ურთიერთშეთანხმებულ საზოგადოებად, ამის დასაჩქარებლად კი „ბრძენნი“ იღწვოდნენ „ნაკლებადბრძენთა“ გასანადგურებლად, რომელთაც არ ესმოდათ მათი იდეები, იშორებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ მათ ბატონობაზე. მაგრამ თვითგადარჩენის გრძნობამ მალევე დაიწყო შესუსტება. გამოჩნდნენ ამაყნი და ტკბილმოყვარულნი, რომელთაც პირდაპირ მოითხოვეს ყველაფერი ან არაფერი. ყველაფრის მოსახვეჭად ყაჩაღობას მიმართავდნენ და თუ არ გამოვიდოდა - თვითმკვლელობას უხმობდნენ. გამოჩნდნენ რელიგიები არყოფნის კულტებითა და თვითგანადგურებით, არარაობაში მოსვენებისათვის. ბოლოს და ბოლოს დაიღალა ეს ხალხი უაზრო შრომაში და მათ სახეზე ტკივილი გამოჩნდა. და ამ ადამიანებმა გაახმოვანეს, რომ ტანჯვა არის სილამაზე, რადგან მხოლოდ მასშია აზრი. სიმღერა დაიწყეს ტანჯვაზე. დავდიოდი მათ შორის თითების მტვრევით და ვტიროდი მათ გამო, მაგრამ მიყვარდა ისინი, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე, როდესაც მათ სახეებზე ჯერ კიდევ არ იყო ტანჯვა და როდესაც უმანკონი და მშვენიერნი იყვნენ. შევიყვარე მათ მიერ შელახული მიწა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სამოთხე იყო, იმის გამო, რომ მასზე წარმოიშვა ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სამწუხაროდ, მე ყოველთვის მიყვარდა ტკივილი და გლოვა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის... მათზე ვტიროდი მხოლოდ მათივე სიბრალულის გამო. ვიშვერდი მათკენ ხელებს, სასოწარკვეთილი ვიხუტებდი და ვწყევლიდი საკუთარ თავს. ვეუბნებოდი, რომ ყოველივე ეს მე გავაკეთე, მე ერთმა, რომ მე მოვუტანე მათ გარყვნილება, ჭირი და ტყული! ვევედრებოდი, რომ ჯვარზე გავეკარი, მე ვასწავლიდი, როგორ დაეჭედათ ჯვარი. არ შემეძლო, არ ძალმიძდა თავი მომეკლა, მაგრამ მინდოდა მათგან სატანჯველი მიმეღო, მწყუროდა წამება, მწყუროდა, რომ ამ წამებაში დაღვრილიყო ჩემი სისხლი ბოლო წვეთამდე. მაგრამ ისინი დამცინოდნენ და საბოლოოდ ცრუდ ჩამთვალეს. ისინი მამართლებდნენ, ამბობდნენ, რომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ თვითონ და ის, რომ რაც არსებობს ახლა, არ შეიძლებოდა რომ არ არსებულიყო. საბოლოოდ განმიცხადეს, რომ მათთვის საშიში ვხდებოდი და რომ საგიჟეთში მომათავსებდნენ თუ არ დავდუმდებოდი. მაშინ გლოვა ჩემს სულში გლოვა აღიძრა ისეთი ძალით, რომ გული შემეკუმშა და ვიგრძენი, რომ მოვკვდებოდი, და აქ... და აქ მე გამომეღვიძა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, აწი ცხოვრება და ცხოვრება! აღვაპრყე ხელები და მოვუწოდე სამუდამო ჭეშმარიტებას; კი არ მოვუხმე, არამედ ავტირდი, აღმაფრენა, შეუცვლელი აღმაფრენა აღამაღლებდა მთელ ჩემს არსებას. დიახ, ცხოვრება და ქადაგება! ო, ქადაგება მე იმ წუთასვე გადავწყვიტე და რა თქმა უნდა მთელი ცხოვრების მანძილზე! მივდივარ საქადაგებლად, მე მინდა ვიქადაგო - რა? ჭეშმარიტება, რადგან მე ვიხილე ის, ვიხილე საკუთარი თვალებით, მთელი მისი სიდიადით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მიყვარს ის, ვინც დამცინის. რატომაა ასე?- არ ვიცი და არც შემიძლია ავხსნა, მაგრამ დაე, ასე იყოს. ამბობენ, რომ მე უკვე ვცოტავდები და რა იქნება შემდეგ? სიმართლე, ჭეშმარიტება: მე ვიკლებ და შემდეგშიც უფრო უარესად იქნება ალბათ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, რამდენჯერმე შევეცდები, რათა ვიპოვო სწორი სიტყვები და ფორმა ქადაგებისა, ეს ხომ ძალზედ რთულია განსახორციელებლად. მე ამ ყოველივეს დღესავით ნათლად ვხედავ, მაგრამ მითხარით: ვინ არ დასრულებულა! ამავდროულად ყველანი საბოლოოდ ერთთან მიდიან, იღწვიან ერთისკენ - ჭეშმარიტებისკენ, აი სიახლე, ასე რომ ბოლომდე დასრულება არ შემიძლია. რადგან მე ვნახე ჭეშმარიტება, მე ვნახე და ვიცი, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი, მიწაზე ცხოვრების საშუალების დაკარგვის გარეშე. არ მინდა, არ შემიძლია რწმენა იმისა, რომ ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა შეიძლება ბოროტება იყოს. ისინი ხომ ამ ჩემს რწმენაზე იცინიან. მაგრამ როგორ არ მწამდეს: მე ვნახე ჭეშმარიტება - არა თუ გამოვიგონე გონებით, არამედ ვნახე, ვნახე და მისმა ცოცხალმა სახემ ჩემი სული საუკუნოდ აღავსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარი? რა არის სიზმარი? და ჩვენი ცხოვრება სიზმარი არ არის? მეტსაც ვიტყვი: დაე, დაე, არასოდეს ასრულდეს ეს და არ იყოს სამოთხე (ეს მე კარგად გამეგება) - მაგრამ მე მაინც ვიქადაგებ. ამასობაში რა უბრალოა ამის მოწყობა: ერთ დღეში, ერთ საათში - ყველაფერი უცებ მოეწყობოდა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მთავარია - გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, აი ეს არის მთავარი და მორჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალი!“ აი რასთან უნდა იბრძოლო! და ასეც ვიზამ. თუკი ყველანი მხოლოდ მოინდომებენ, ყველაფერი ახლავე მოიწყობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ის პატარა გოგონა კი მოვძებნე.... და წავალ! წავალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} === ''სტეპანჩიკოვოს სოფელი'' (1859) === {{Q | ციტატა = ეს ერთ-ერთი იმ კეთილისმყოფელ ადამიანთაგანი იყო, რომელთაც ესირცხვილებათ სხვა ადამიანს ცუდი შესთავაზონ, სიჩქარით მოსავენ საკუთარ ახლობლებს ყოველგვარი კეთილი საქმით, უხარიათ სხვისი წარმატება, ცხოვრობენ ამ წესით, მუდმივად იდეალურ მსოფლიოში, წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირველ რიგში, საკუთარ თავს ადანაშაულებენ. თავის გაწირვა სხვისი ინტერესებისათვის მათი მოწოდებაა. ზოგნი მათ როგორც პატარა სულის, უხასიათო და სუსტ არსებებად იცნობენ. რა თქმა უნდა, ის სუსტი და ზედმეტად რბილი ხასიათის იყო, მაგრამ არა ხასიათის სიმყარის ნაკლებობისგან, არამედ შიშის გამო, რომ შეურაცხყოფდა, მრისხანედ მოექცეოდა ვინმეს გადამეტებული პატივისცემისთვის ახლობლისა თუ უცხო ადამიანის მიმართ. საერთოდ, უხასიათო და პატარა სულისკვეთების იყო მაშინ, როდესაც თავის სარგებლობას ეხებოდა საქმე, რასაც ის დიდად უგულებელყოფდა, რის გამოც მთელი ცხოვრება სასაცილოდ იგდებდნენ და თან ხშირად იმათგან, ვისთვისაც ამ სარგებელს სწირავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რისხვას გადასული პატარა სული თვითონვე ავლენს რისხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = პირველად შხამით დაგათრობენ და შემდეგ იმასაც გკითხავენ, მისაყოლებელი ხომ არ გინდაო. გულის ჭრილობები უნდათ რომ განკურნონ რაიმე მომწამვლელი სოკოთი ან დამპალი ვაშლებით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რითაც არ უნდა დაფარო ჭუჭყი, ჭუჭყი მაინც ჭუჭყად რჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = და თუ აქამდე არავინ არ ჩასვა საგიჟეთში, ეს იმის გამო, რომ მასზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა დაქორწინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო! რატომ არის ადამიანი გაბოროტებული? რატომ ვარ ხოლმე ბოროტი, როდესაც ასე კარგი და მშვენიერია კეთილად ყოფნა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს... ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც კაცთმოძულედ მაქცია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = თუ გინდა დაამარცხო მთელი მსოფლიო, დაამარცხე საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = კარგი დრო ციდან არ ვარდება, არამედ მას ჩვენ ვქმნით; ის ჩვენს გულებშია დამწყვდეული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება - აი ჩემი წესი! მოითმინე, იშრომე, ილოცე და იმედი იქონიე - აი ჭეშმარიტება, რის შთაგონებასაც კაცობრიობისთვის ერთი ცდით ვისურვებდი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა ხშირად თავმოყვარე არაა, ახალგაზრდა თავმოყვარეობა კი თითქმის ყოველთვის მშიშარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ორჯერ მეტად ფრთხლად უნდა იყო უბედურებაგამოვლილ ადამიანთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ისეთია ადამიანის თავმოყვარეობა, რომ საკუთარ თავშიც არ ეტევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = სიყვარული ალამაზებს სახეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ყოველი საქმე ღირსეულად, მამაცურად უნდა გააკეთო, მაგრამ ყვირილისა და წყენის გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ფული მტრედია, მოფრინდება და უთუოდ ისევ გაფრინდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ადამიანური იმედები მატყუარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მწამს, რომ მეცნიერება, ხელოვნება... ქანდაკება, მთელი ეს მაღალი იდეები ასე ვთქვათ, თავისებურ მომხიბვლელ მხარეებს ფლობენ, მაგრამ ისინი ვერ შეცვლის ქალებს! ქალები, ქალები, ახალგაზრდავ, გაყალიბებენ თქვენ და ამიტომაც, მათ გარეშე შეუძლებელია, შეუძლებელია ახალგაზრდა ადამიანო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ლოცვებს მთელი ღამე თქვენთვის ვჩურჩულებდი, ვცდილობდი თქვენი ბედნიერება მეპოვნა. მაგრამ ვერ ვიპოვე, რადგან ბედნიერება კეთილის ქმნაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მისთვის სერიოზულად რომ ეთხოვა ვინმეს მხრებით წამიყვანე ორი ვერსის მანძლზეო, შესაძლოა წაიყვანდა კიდევაც: ისეთი კეთილი იყო, დანამდვილებით მისცემდა ყველაფერს პირველივე თხოვნისას და უკანასკნელ პერანგს გაუნაწილებდა პირველ მთხოვნელს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} === ''ბიძის სიზმარი'' (1859) === {{Q | ციტატა = ტყუილი საპატიოა თუ მას სიცოცხლის გადასარჩენად ამბობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენს შვილებში ვცოცხლობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყოველივე კვდება, ყოველივე, მოგონებებიც კი! ჩვენი კეთილშობილური გრძნობებიც კვდება. მათ ნაცვლად კი კეთილგონივრულობა დგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ტირანია მოთხოვნილებაში გადაზრდილი ჩვევაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სილამაზე ახალგაზრდობისგან არ შესდგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თქვენ არ შეგიძლიათ კეთილი საქმეების გამოაშკარავების გარეშე, საზიზღარ საქმეშიც კი. სჯობს თქვათ პირდაპირ და უბრალოდ: „ზინა ეს მუხთლობაა, მაგრამ ხეირიანი, ამიტომ დათანხმდი ამაზე!“ უკიდურეს შემთხვევაში გულწრფელობა იქნებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მეტი აღარ მსურს ვდუმდე ამ ადამიანების წინაშე, რომელთა აზრებიც მძულს და რომლებიც ჩვენს დასაცინად ჩამოვიდნენ! არ მსურს მათგან წყენა წავიღო; არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება ტალახი მესროლოს. ყველანი მზად არიან ახლავე ათასჯერ უარესი რამ გააკეთონ, ვიდრე მე ან თქვენ! გაბედავენ რომ ჩვენი მოსამართლენი იყვნენ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე ბოროტული და გამხეცებული სიხარულით ვხვდებით სკანდალს, რომელიც ჩვენს რომელიმე ახლობელს ემართება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} === ''ორი თვითმკვლელობა'' (1876) === {{Q | ციტატა = ტანჯვა გონებიდანაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = იცით თუ არა, რომ რაც არ უნდა დაწეროთ, რაც არ უნდა გამოიყვანოთ, რაც არ უნდა შენიშნოთ მხატვრულ ნაწარმოებში - ვერასოდეს ვერ გაუტოლდებით სინამდვილეს. რაც არ უნდა გამოსახოთ, ყველაფერი უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე სინამდვილეშია. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაწარმოებში მიაღწიეთ ყველაზე კომიკურს ცნობილ ცხოვრებისეულ მოვლენაზე, რეალურად კი დაიჭირეთ მხოლოდ ყველაზე მახინჯი მხარე მისი - არც მეტი, არც ნაკლები! სინამდვილე მაშინვე შემოგთავაზებთ ისეთ ეტაპს, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ და რომელიც ყველაფერს აჭარბებს, რაც კი შეეძლო შეექმნა თქვენს საკუთარ დაკვირვებასა და წარმოსახვას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = დააკვირდით სხვა, ცხოვრების სინამდვილის შეიძლება მართლაც თავდაპირველად არც თუ ისე ნათელ ფაქტს - და თუ თქვენ შეგწევთ ძალა და გაქვთ თვალები, მასში ნახავთ ისეთ სიღრმეს, რომელიც შექსპირსაც არა აქვს. მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს კითხვა: ვისია თვალი და ვის ძალუძს? რადგან მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, რომ შექმნა მხატვრული ნაწარმოები? არამედ ასევე საჭიროა ასახო ფაქტი, რასაც ცალკე მხატვრობა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგი დაკვირვებულისთვის, ყველა ცხოვრებისეული მოვლენა ყველაზე მგრძნობიარე უბრალოებაში მოდის და იმდენად გასაგებია, რომ დასაფიქრებელიც არაფერია, დასანახიც არ არის არაფერი და ამად არც კი ღირს. ზოგ დაკვირვებულს კი იგივე მოვლენები სხვა დროს იმდენად გარჯის, (რაც არც ისე იშვიათად ხდება) რომ - არ ძალუძს საბოლოოდ განავრცოს და უბრალოება შემატოს, წამოჭიმოს სწორ ხაზზე და ამით დაწყნარდეს - ის მიდის სხვა სახის გაუბრალოებასთან და ასე უბრალოდ იხლის შუბლში ტყვიას, რათა თავისი გატანჯული გონება მთელი თავისი კითხვებითურთ სულ ერთიანად ჩააქროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერასოდეს ამოვწურავთ ცხოვრების მოვლენებს თუ მის საწყისთან და ბოლოსთან არ მივალთ. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ არსებული, მიმდინარე, ხილვადი და ისიც მხოლოდ დაკვირვების შემდეგ, დასასრული და დასაწყისი - ეს ყველაფერი ადამიანისთვის ჯერ ფანტასტიკურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = გაზეთში ძალიან ბუნდოვნად იყო ნახსენები ეს ამბავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ძალზედ აღძრა ერთ ვითარებამ: მან ქლოროფილით დაასველა ბამბა, სახეზე შემოიხვია და საწოლზე დაწვა... ასეთნაირადვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ასეთი წერილი დაწერა: „Je m'en vais entreprendre un long voyage. Si cela ne reussit pas qu'on se rassemble pour feter ma resurrection avec du Cliquot. Si cela reussit, je prie qu'on ne me laisse enterrer que tout a fait morte, puisqu'il est tres desagreable de se reveiller dans un cercueil sous terra. Ce n'est pas Chic!“ რაც შემდეგნაირად ითარგმნება : „ფრთებს ვასხამ გრძელ მოგზაურობას. თუ თვითმკვლელობა არ გამოვა, მაშინ დაე, შეიკრიბონ ყველანი, მკვდრებისგან ჩემი აღდგომის აღსანიშნავად ბოკალი კლიკით ხელში. და თუ თვითმკვლელობა შედგება, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ დამმარხოთ, ოღონდ საბოლოოდ დარწმუნდით, რომ მკვდარი ვარ, რადგან რომ სრულიად უსიამოვნოა კუბოში გაღვიძება, მიწის ქვეშ. ძალზედ მოკრძალებულად გამოვა!“ ამ საზიზღარ, უხეშ ლაზათში, ჩემი აზრით შეიძლება გულისწყრომა და ბრაზი ისმის - მაგრამ რის მიმართ? უბრალოდ უხეში ნატურები ანადგურებენ საკუთარ თავს თვითმკვლელობით, მხოლოდ მატერიალური, ხილვადი, გარეგნული საბაბით, ხოლო იმ წერილით ჩანს, რომ მას არ შეიძლებოდა ისეთი მიზეზი ჰქონოდა, რის მიმართ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მისი გულისწყრომა?... წარმოდგენილის უბრალოებაზე, ცხოვრების სიცარიელეზე? ეს ის ძალიან ცნობილი მოსამართლე და ცხოვრების უარმყოფელნი არიან, რომლებიც გამწყრალნი არიან „სისულელეზე“, წყრებიან ადამიანის მიწაზე გაჩენის გამო, ამ გაჩენის უშედეგო შემთხვევითობაზე, ტირანიაზე უმოქმედო მიზეზით, რომელთანაც არ შეიძლება შერიგება? აქ ისმის სწორედ „სწორხაზოვანი“ მოვლენების წინააღმდეგ უკმაყოფილო სულის ხმა, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობაში, მამის სახლში ემცნო. და ყველაზე მეტად უშნოა ის, რომ მოკვდა ყოველგვარი მკაფიო დაეჭვების გარეშე. ეგრეთ წოდებული სიფრთხილის დაეჭვება - როგორც კითხვები, სავარაუდოდ არ ჰქონდა სულში; ყველაფერი, რაც მან ისწავლა, ბავშვობიდან იყო, სწამდა პირდაპირ, სიტყვაზე, აი ესაა სიმართლე. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ მოკვდა, „ცივი სიბნელისა და მოწყენილობისაგან“, ასე ვთქვათ ცხოველური ტანჯვითა და უიმედობით, უბრალოდ, ცხოვრება გახდა მხუთავი, თითქოს ვერ მისწვდა ჰაერს. სულმა ვერ გაუძლო სწორხაზოვნებას, უვნებლობისა და სიფრთხილის გარეშე მოითხოვა შედარებით ძნელი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ რამეზე, გარეგნულად როგორი უბრალოც არ უნდა იყოს, დიდხანს ვერ ეშვები ფიქრს, რაღაცნაირად არ ნებდება ფიქრი და რა თქმა უნდა, თქვენ ამაში დამნაშავე ხართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} === ''მარადი ქმარი'' (1870) === {{Q | ციტატა = დამეთანხმეთ, ეს საუკუნის უდიდესი ავადმყოფობაა, როცა არ იცი ვინ დააფასო, ასე არ არის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მახინჯი არის - მახინჯი, კეთილი გრძნობებით: მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, პაველ პავლოვიჩ. მაგრამ თქვენ დამნაშავე არ ხართ პაველ პავლოვიჩ, არ ხართ დამნაშავე: თქვენ მახინჯი ხართ და ამიტომ ყველაფერი მახინჯი უნდა გქონდეთ - ოცნებებიც და იმედებიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = სულ ხომ არ შეიძლება იტანჯებოდე მოგონებებით: შეიძლება მოისვენო და ანტრაქტებში გაისეირნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ, რამდენადაც დიდი გრძნობებისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიახ, მრისხანებით მიყვარდა, ეს ყველაზე ძლიერი სიყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = კარგი მტერი მკვდარი მტერია, ცოცხალი კი უკეთესი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = რქიანი რომ არ იყოს, მას არ შეუძლია, ისევე როგორც მზეს არ შეუძლია რომ ანათოს, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, თუნდაც ბუნების კანონებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი უკანასკნელ საფეხურამდე გრძნობენ საკუთარ თავს სამართლიანებად და, რა თქმა უნდა, უმანკოებად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = საკუთარ თავს უსამართლოდ და დამნაშავედ არასოდეს თვლიდა. ქმრის მუდმივი, ურიცხვი ღალატი მას საერთოდ არ ამძიმებდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = არის ფიზიონომია, რომელიც ყველაზე უსახო და უმიზნო გარყვნილებასაც აღაგზნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = - აი, ხომ ზრუნავს ვიღაცა ჩემი ზნეობისათვის, ამ წყეულ მოგონებებს თუ „სინანულის ცრემლებს“ რომ მიგზავნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} {{Q | ციტატა = უძილო ღამეებში და, საერთოდ, ღამის ფიქრებისა და განცდების მკვეთრი ცვალებადობა „ძლიერი მოაზროვნე და მგრძნობიარე პიროვნებებს“ სჩვევიათ და ზოგჯერ უძილობის მელანქოლიური ზეგავლენის შედეგად მთელი ცხოვრებისეული მრწამსი მოულოდნელად იცვლება. ისიც ხდება, რომ სრულიად მოულოდნელად საბედისწერო ნაბიჯსაც კი გადადგამსო კაცი. და ბოლოს, თუ სუბიექტი აშკარად გრძნობს ამ გაორებას, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ საქმე სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს. მაშასადამე ზომების მიღებაა საჭირო. საუკეთესო საშუალება გახლავთ ცხოვრებისეული წესის რადიკალური შეცვლა, დიეტა და მოგზაურობა. კუჭის ამორეცხვაც არ იქნება ურიგო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} === ''ორეული'' (1846) === {{Q | ციტატა = თავად კარგად მოგეხსენებათ, პატარა კაცი ვარ; მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არა ვდარდობ, პატარა კაცი რომ ვარ. პირიქით, კრესტიან ივანოვიჩ, უნდა გამოგიტყდეთ, ვამაყობ იმით, რომ პატარა კაცი ვარ და არა დიდი. არც ინტრიგანი გახლავართ და ესეც დიდად მეამაყება. ჩუმჩუმად კი არ ვმოქმედებ, პირიქით, ყველას დასანახად, სააშკარაოდ; არ ქვებუდანობ, თუმცა, ჩემდა თავად ბევრს შემიძლია ვუმტრო, მაგრადაც ვუმტრო, ისიც კი ვიცი რანაირად ვუმტრო, კრესტიან ივანოვიჩ, მაგრამ არ მინდა გავისვარო და ამით ყველაფერზე ხელი დამიბანია; ამ აზრით, მოგახსენებთ, დამიბანია-მეთქი ხელი, კრესტიან ივანოვიჩ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგ-ზოგიერთებს ეხერხება, დროულად მიულოცოს ვინმეს რამე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = არიან ადამიანები, ბატონებო, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = აი, როგორ წესს მივდევ მე, ბატონებო: არ გამომივა? - გულს ვიმაგრებ. გამომივა და თავს ვიჭერ, და ყოველ შემთხვევაში ძირს არავის ამოვუთხრი. ინტრიგანი არა ვარ, ვამაყობ კიდეც ამით, არც დიპლომატად ვივარგებდი. ასეც ამბობენ ხოლმე, ბატონებო: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო. მართალი ნათქვამია, მეც მზად ვარ დავეთანხმო, მაგრამ ვინ კატაა და ვინ თაგვი, ეს კიდევ საკითხავია, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = სადამდის მიჰყავს ზოგჯერ სიბოროტეს კაცი, სადამდის შეიძლება მივიდეს ღირსებისა და ამბიციისათვის შურისმაძიებელი გვამის გამძვინვარება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = იქნება, მხოლოდ ჩემი შეშინება უნდათ, და როცა დაინახავენ - ხმას არ ვიღებ, არ ვეწინააღმდეგები და სრულად ვემორჩილები, მორჩილებით ვიტან ყოველივეს, იქნებ მაშინვე დაიხიონ უკან, სულაც პირველებმა დაიხიონ უკან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი საქმე სულ უბრალო საქმეა. ყველაფერი სულ უბრალოდ, წვრილმანებით თავდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = მეგობრის ჭერქვეშ შიშველ იატაკზეც რბილად დამეძინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თურქები, ერთის მხრივ, მართალნი არიან, ძილშიც რომ ღმერთს უხმობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ არაკეთილმოსურნეობა და შური თავისი ყოველდღიური ბილწი საზრდოს ძებნაში არავითარ პიროვნებას არ ინდობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = პირადი შეურაცხყოფა წესიერ საზოგადოებაში დაუშვებელია; | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩემს თავზე მოგახსენებთ, ჩემო ბატონო, რომ მე, მაგალითისთვის, ნიღაბს მაშინ ვიკეთებ, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ კარნავლის დროს და მხიარულ წვეულებებში, პირდაპირი აზრით მოგახსენებთ ამას; მაგრამ ყოველდღიურად კი არ ვინიღბები ადამიანების წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თქვენი უსირცხვილო და თავხედური გამოხდომები ჩემს მიმართ, მოწყალეო ბატონო, რის მოწმეც წეღან გავხვდი, უფრო მეტად გამხელენ თქვენ, ვიდრე ჩემი სიტყვები, მაგ უხეირო ოინების იმედი ნუ გექნებათ, არაფერი გამოგივათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თვითმარქვეობითა და უსირცხვილობით, ჩვენს დროში ვერაფერს მიაღწევთ. თვითმარქვეობა და უსირცხვილობა, მოწყალეო ბატონო ჩემო, ხეირს არ დაგაყრით, სახრჩობელამდე მიგიყვანთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ პიროვნებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ შეურაცხყონ და მოატყუონ ხალხი, განსაკუთრებით კი პატიოსანი და კეთილი ზნის ადამიანები; უფრო მეტიც, ზურგს უკან ლანძღავენ მათ და უკუღმართობად ლაპარაკობენ, მხოლოდ შურისა და კიდევ იმის გამო, რომ თვითონ ასეთებად ვერ გაასაღებენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ან თქვენ უნდა იყოთ, ან მე. ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია! და ამიტომაც გიცხადებთ, რომ უცნაური, სასაცილო და ამასთანავე შეუძლებელი სურვილი თქვენი-ჩემს ტყუპის ცალად მოაჩვენოთ თავი ხალხს, სხვას არაფერს გამოიწვევს, თუ არა თქვენს საბოლოო პატივის აყრასა და დამარცხებას. და ამიტომაც გთხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე სიკეთისათვის, განზე გადგეთ და გზა მისცეთ ჭეშმარიტად კეთილშობილ და კეთილსაიმედო მიზნების მქონე ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვარ, უკიდურესი ზომები მივიღო. ვდებ კალამს და ველი... სხვაფრივ, მზად გახლავარ, როგორც სამსახურისთვის, ასევე-პისტოლეტებისათვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} === ''ნეტოჩკა ნეზვანოვა'' (1849) === {{Q | ციტატა = მაგრამ რა? რა მაჩუმებს მაშინ, როდესაც ლაპარაკია საჭირო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ხასიათის ადამიანებიც, რომელთაც უყვართ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნონ, ამაზე ხმამაღლა იწუწუნონ ან მარტოობაში დაიმშვიდონ თავი, ქედი მოიხარონ თავიანთი აუღიარებელი სიდიადის წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ტალანტს თანაგრძნობა უნდა, მას სჭირდება რომ მისი ესმოდეთ, შენ კი ნახავ რა სახეები შემოგეხვევიან გარშემო, როგორც კი ოდნავ მაინც მიაღწევ მიზანს, ისინი არფერს ჩათვლიან და შურით დააკვირდებიან იმას, რასაც შრომით, აკრძალვებით, შიმშილით, უძილო ღამეებით მიაღწიე. ისინი არ გაგამხნევებენ, არ გითანაგრძნობენ, შენი მომავალი მეგობრები; ისინი არ მიგითითებენ თუ რა არის შენში კარგი და ჭეშმარიტი, მაგრამ ბოროტი სიხარულით წამოწევენ შენს ყოველ შეცდომას, მიგითითებენ ზუსტად იმაზე, რაც ცუდია შენში, რაშიც შეცდომას უშვებ და შურითა და მლიქვნელობით ალბათ გაუხარდებათ შენი ყოველი შეცდომა (თითქოს უშეცდომოდ იყო ყველაფერი!) შენ ხომ დიდგულა ხარ, შენ ხშირად ამაყიც ხარ და შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავზე შეყვარებულ არარაობას და მაშინ უბედურება - შენ მარტო იქნები, ისინი კი ბევრნი, ისინი ქინძისთავებით გაწამებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის გარეგნულად მშვიდი იყო, მაგრამ ეს მისი სიმშვიდე უფრო მაღელვებდა, ვიდრე ყოველგვარი მისი ნერვიულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ყოველ ჩვენგანს ჰქონად ზღვარი, რომლამდეც მიდიოდა ჩვენი სიახლოვე, ზღვარს გადაბიჯება ვერ გავბედეთ, თუმცა კი გვინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტებამ ის თავისი აუტანელი ბრჭყვიალით დააბრმავა და ის რაც სიცრუე იყო, მისთვისაც სიცრუედ დარჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის მოკვდა, რადგან ასეთი სიკვდილი მისთვის აუცილებლობა იყო, ერთადერთი მიზანი მთელი მისი ცხოვრებისა. ის ასე უნდა მომკვდარიყო, როდესაც ყოველივე, რასაც მისი ცხოვრება ეკავა უცაბედად ჩამოინგრა, გაიფანტა როგორც მოჩვენება, როგორც უსხეულობა, ცარიელი ოცნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ნუთუ მას არ შეეძლო იმის გაგება, რომ ასე ძნელია მოატყუო ნატურა, რომელსაც სწყურია შეგნებული შტაბეჭდილებები, ვინც ბოლომდე იგრძნო ბევრი ბოროტება და სიკეთე? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ცნობიერებით უფრო მეტს გადაიტან, ვიდრე მთელს წელიწადში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = თითქოს და ჩანდა, რომ ეს უბედური, დაღუპული ტალანტი თავადვე ეძებდა გარეგნულ შემთხვევებს, რისთვისაც შეიძლებოდა დაებრალებინა მთელი წარუმატებლობა, მთელი უბედურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მხოლოდ ერთი სიამოვნება მქონდა - მეფიქრა და მეოცნება მასზე, მხოლოდ ერთი ნება - მეკეთებინდა ყველაფერი, რაც მას უმცირეს სიამოვნებას მოჰგვრიდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასზე იმედის ჩრდილიც კი ახდენდა გავლენას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მას დიდება სურდა და თუ არტისტისთვის დიდების სურვილი მამოძრავებელი მთავარი ძალაა, მაშინ ის არტისტი არაა, რადგან მან უკვე დაკარგა მთავარი მხატვრული ინსტინქტი, ანუ ხელოვნების სიყვარული, ერთადერთი იმის გამო, რომ ის არის ხელოვნება და არა სხვა რამ, მაგალითად დიდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საბრალო შეშლილი ადამიანი მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადამიანს თვლიდა ტალანტად, მხოლოდ ერთ არტისტს და ეს არტისტი რა თქმა უნდა, თვითონვე იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მან დაგტოვა ერთ აუხსნელ მიზანთან, რომელიც შენც კი არ აგიხსნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შენ ხომ ღუპავ საკუთარ თავს შენივე სასოწარკვეთით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = უყურე, კიდევ ერთხელ გიმეორებ: ისწავლე და ფიალები არ განასხვავო. და თუ ტკივილისგან შედრკები (ტკივილი კი ბევრი იქნება!) - საკვები გაქრება, ყველაფერი ეშმაკისკენ წავა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შეშლილი თავიდან იშორებდა ყველას, ვისზეც გაბრაზებული იყო, რადგან საკუთარი თავისა და საკუთარი მძვინვარების ეშინოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მერე შევამჩნიე, რომ ბევრი ბავშვი სიმახინჯემდე გულგრილია, მაგრამ თუკი ვინმეს შეიყვარებენ, საბოლოოდ შეიყვარებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = იმ წუთას ვიგრძენი, რომ არ ვეცოდებოდი და არ ვუყვარდი, რადგან ვერ ხედავდა როგორ მიყვარდა და ფიქრობდა, რომ სასტუმროს გამო მზად ვიყავი მისთვის მემსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მდაბალი ვარ, არარაობა ვარ, სასაცილო ვარ, სასაცილოზე უარესი კი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ვნება შენ მიერ აღძრული სიყვარული არ ყოფილა, - მე სიყვარულის მეშინოდა: ვერ გავბედე შენი შეყვარება; სიყვარულში ურთიერთდამოკიდებულებაა, ეჭვიანობაა, მე კი არ ვიყავი ამის ღირსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე უკვე მესმოდა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა - არ არის ტალანტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = სიღარიბეში ყოფნის შენს ექვს წელს უკვალოდ არ ჩაუვლია: სწავლობდი, აცნობიერებდი საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებს, შენ უკვე გაგეგება შენი ხელოვნებისა და შენი დანიშნულებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = როდესაც იმ შენმა მასწავლებელმა, რომელზეც მიყვებოდი, შენში ხელოვნებისადმი სიყვარული აღძრა და გაააღვიძა, მაშინაც იგივე მძიმედ იგრძენი ეს, როგორც ახლა გრძნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ბედნიერება, როგორც აუტანელი ტვირთი ისე მაწვებოდა და ატირებული მეუბნებოდა: „რისთვის ეს ყოველივე? რით დავიმსახურე? რით დავიმსახურე ნეტარება?“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასწავლე, მე ხომ არ მესმის, არ მესმის, ვერანაირად ვერ გამიგია - მასწავლე, როგორ გავხლიჩო ცხოვრება შუაზე, როგორ ამოვიგლიჯო გული მკერდიდან და მის გარეშე როგორ ვიცხოვრო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე დაუცველი და მარტოხელა ვიდექი ადამიანის წინაშე, რომელსაც ქალის შეურაცხყოფა შეუძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ...მაგრამ საბოლოოდ კი ყველას მოაწყინა თავი, მის ბოლო როლშიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საშინელებაა მიუღწეველ იდეასთან განშორება, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე, რომლის იდეაც მაინც ღრმა და სერიოზულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} ===''მის შესახებ''=== {{Q | ციტატა = დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას. | ავტორი = [[ფრიდრიხ ნიცშე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყოველი ხელოვნება პოეტურ მოსაზრებათა მთელ წყებებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ერთი იდეა ვერ გამოიხატება მეორე, მასთან კავშირში არმყოფ ფორმაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რა შეიძლება იყოს ჩემთვის უფრო ფანტასტიკური, ვიდრე სინამდვილეა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მიყვარს რეალიზმი, როდესაც ის ფანტასტიკურობამდე აღწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მაშინ, როცა ირონიას, ალეგორიას და ხუმრობას ვეღარ იგებენ, ეს ცუდის ნიშანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = თანამედროვე დასავლეთ ევროპას იგი შემდეგნაირად ახასიათებდა: „უარყვეს გადარჩენის ერთადერთი ფორმულა, რომელიც ღმერთისგან მოდიოდა და ხსნად ჰუმანურობას აცხადებენ, „შენ ის გიყვარს როგორც საკუთარი თავი“ — ეს მცნება ჩაანაცვლეს უფრო პრაქტიკული დასკვნით chacun pour soi et Dieu pour tous („ყველა თავისთვის და ღმერთი ყველასთვის“) ანდა სხვა მეცნიერული სლოგანებით, მაგალითად „ბრძოლა გადარჩენისთვის“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ნუ, ნუ გჯერათ ადამიანთა თანაზიარობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} ==რესურსები ინტერნეტში== {{commons|Category:Fyodor Dostoyevsky}} * [http://www.FyodorDostoevsky.com FyodorDostoevsky.com] * [http://www.fedordostoievsky.com/ingles/ingles1.htm FedorDostoievsky.com] * [http://Dostoyevsky.thefreelibrary.com/ Brief biography and works at The Free Library] * [http://www.kiosek.com/dostoevsky/contents.html Dostoevsky Research Station] {{DEFAULTSORT:დოსტოევსკი, თედორე}} [[კატეგორია:რუსი მწერლები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] qc6ygrc4b0hr0jzgh02dx49xpzlc0ny 47509 47508 2026-04-14T19:43:52Z გიორგაძე.ლანა 5265 /* თეთრი ღამეები (1848) */ 47509 wikitext text/x-wiki [[ფაილი:Dostoevsky 1872.jpg|thumb|right|150პქ]] '''[[:w:ფიოდორ დოსტოევსკი|ფიოდორ დოსტოევსკი]]''' (დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821 – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881) — რუსი მწერალი. =='''ციტატები'''== [[ფაილი:Dostoevsky.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = ''„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს...“'' | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.) }} [[ფაილი:Dresden Dostojewski-Denkmal.JPG|thumb|right|150პქ]] [[ფაილი:Dostoevskaya.jpg|thumb|right|150პქ]] === ''თეთრი ღამეები'' (1848) === [[ფაილი:Image dost 01.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971 }} {{Q | ციტატა = – რატომ ყველანი ისე არა ვართ ერთმანეთთან, ვით ძმა ძმასთან? რატომ არის, რომ თვით საუკეთესო ადამიანიც ყოველთვის თითქოს რაღაცას უმალავს მეორეს, ერიდება, გულისნადები გაუზიაროს? რატომ პირდაპირ, უყოყმანოდ არ გამოთქვა ეს გულისნადები, თუ იცი, რომ შენს სიტყვებს ქარს არ გაატან? არადა ყველა ისეთნაირად გამოიყურება, თითქოს იმაზე უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია. თითქოს ყველას ეშინია, ვაითუ გულისნადები გავამჟღავნოთ და ამით ჩვენი გრძნობები შევბღალოთო... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა არტანუჯი თბილისი 2014 }} === ''იდიოტი'' (1868) === [[ფაილი:Fjodor Michailowitsch Dostojewski.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = კოლუმბმა მაშინ კი არ იგრძნო ბედნიერება, როცა ამერიკა აღმოაჩინა, არამედ მაშინ, როცა მის აღმოსაჩენად ესწრაფებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „იდიოტი“ }} === ''ძმები კარამაზოვები'' (1880) === [[ფაილი:Trutovsky 004.jpg|thumb|right|150პქ|ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს.]] {{Q | ციტატა = ადამიანები, ავკაცნიც კი, უმეტესად, ბევრად უფრო მიამიტნი და გულუბრყვილონი არიან, როგორც საერთოდ გვგონია. თავად ჩვენც ასეთნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თქვენი თავისა ნუ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს, ყველაზე უწინარეს განაწყენდება. განაწყენება ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ასე არ არის? თანაც ხომ იცის, რომ არავის უწყენინებია და წყენას თავად მიეცა, ყოველივე თავად შეთხზა და შესაფერადებლად მოიგონა, თავად გააზვიადა, რათა სასურველი სურათი შეექმნა, სიტყვას გამოეკიდა და წვრილმანი მსხვილმანად აქცია, - ეს თავადაც იცის, მაგრამ მაინც ყველაზე უწინარეს განაწყენდება, უკიდურესი ტკბობის შეგრძნებამდე განაწყენდება, ხოლო შედეგად ნამდვილი მტრობა ეუფლება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი, ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არა მარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არა მარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა? - დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება. - ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური! - რატომ უბედური? - იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება. - შესაძლოა, მართალი ხარ!... მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია... - მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უდიდეს ძალად გაერთიანებულმა საერთო მეცნიერებამ, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, ყველაფერი განიხილა, რაც კი ჩვენთვის წმინდა წიგნებში ზეცითაა ნაანდერძევი და მკაცრი ანალიზის შემდეგ მთელი მსოფლიოს მეცნიერებს ხელში აღარაფერი შემორჩათ იმისგან, რაც ადრე წმიდათაწმიდა იყო. მაგრამ ისინი ნაწილნაწილ განიხილავდნენ, მთლიანი კი თვალთაგან გამორჩათ, თანაც გასაოცარი სიბრმავით. რამეთუ მთლიანი მათსავე თვალთა წინაშე როგორც უწინ, ახლაც ურყევად დგას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ. განა იგი ცხრამეტ საუკუნეს არ ცოცხლობდა და განა ახლა არ ცოცხლობს ცალკეული ადამიანებისა თუ ხალხთა მასების სულის მიმოქცევაში? თვით მათი სულის მიმოქცევაშიც ურყევად ცოცხლოს კვლავინდებურად! რამეთუ ქრისტიანობის უარმყოფელთა და მის წინააღმდეგ ამბოხებულთა არსი იმავე ქრისტეს სახებაა, ისინი ისეთივენი დარჩნენ, რადგან აქამდე ვერც მათმა სიბრძნემ, ვერც მათი გულის მხურვალებამ ადამიანს და მის ღირსებას ვერ შეუქმნა სხვა უმაღლესი ხატება, ვიდრე წარსულში ქრისტეს ნაჩვენები ხატებაა. როცა კი შექმნას შეეცადნენ, ხელთ მხოლოდ სიმახინჯე შერჩათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ყველამ დაუცხრომლად უნდა უთხრას აღსარება საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ცოდვისა, თუნდაც მაშინ, როცა შეიცნობთ, ოღონდაც მოინანიეთ და ღმერთს პირობას ნუ დაუთქვამთ. კვლავ გეუბნებით - ნუ გაამაყდებით. ნუ გაამაყდებით მცირეთა ზედა, ნუ გაამაყდებით ნურც დიდთა წინაშე. ნუ შეიძულებთ თქვენს უარმყოფელებს, თქვენს მძრახველებს, თქვენს მძაგებლებს, თქვენს ცილისმწამებლებს. ნუ შეიძულებთ ათეისტებს, ავის მქადაგებლებს, მატერიალისტებს, მათ შორის ღვარძლიანებსაც კი, არათუ კეთილებს, რამეთუ ბევრი მათგანი კეთილია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ლოცვისას ისინი ასე მოიხსენიეთ: ღმერთო, ყველა იხსენ, ვისთვისაც არავინ ლოცულობს, იხსენ ისინიც, ვისაც შენს წინაშე ლოცვა არ სურს. იქვე დაუმატეთ, ამას ჩემი სიამაყის გამო არ გთხოვ, ღმერთო, რამეთუ თავად ყველასა და ყოველზე უარესი ვარ... გიყვარდეთ ხალხი ღვთისა, სამწყსოს გადამთიელთ ნუ დაანებებთ, რამეთუ ძილსა და სიზარმაცეს თუ მიეცემით მოზიზღნი, გაამპარტავნებული და, რაც უარესია, ანგარებადაუფლებულნი, მაშინ ყოველი ქვეყნიდან მოვლენ და სამწყსოს წაგგვრიან. ხალხს სახარება დაუცხრომლად განუმარტეთ... მექრთამეობას განეშორეთ... ვერცხლი და ოქრო ნუ გეყვარებათ, ნუ გაეკარებით... გწამდეთ და რწმენის დროშა მაღლა აღმართეთ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. რაც მთავარია, სიცრუეს განერიდეთ, ყოველგვარ სიცრუეს, განსაკუთრებით საკუთარ სიცრუეს. დააკვირდით თქვენს სიცრუეს და შეეცადეთ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ჩასწვდეთ. ზიზღიც განიშორეთ, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ის, რაც საკუთარ არსებობაში სიბილწედ მიგაჩნიათ, უკვე განიწმინდება, თუნდაც მხოლოდ იმით, რაკიღა შეამჩნიეთ. შიშსაც განერიდეთ, თუმცაღა შიში მხოლოდ შედეგია ყოველგვარი სიცრუისა. სიყვარულის ძიებისას ნურასოდეს შეგათრობთ საკუთარი სულმოკლეობა, თქვენივე ცუდი საქციელიც ძალიან ნუ შეგაშინებთ. ვწუხვარ, რომ სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, რამეთუ ოცნებით წარმოსახული სიყვარულისაგან განსხვავებით, ქმედითი სიყვარული სასტიკი და შემაძრწუნებელი რამ გახლავთ. ოცნებით წარმოსახულ სიყვარულს კმაყოფილების მსწრაფად მომნიჭებელი, მყისიერი, თანაც ყველასთვის საჩინო გმირობა სწყურია. ამგვარი მისწრაფებათა შედეგად მართლა შეიძლება, თავიც გაწირონ, თუკი ეს დიდხანს არ გასტანს, სწრაფად მოხდება, როგორც სცენაზე, ყველა ნახავს და ხოტბას შეასხამს. ქმედითი სიყვარული კი შრომა და თავშეკავებულობაა, ხოლო ზოგთათვის კი მთელი მეცნიერებაა. მაგრამ აი, რას გიწინასწარმეტყველებთ: შესაძლოა ზუსტად იმ წუთს, როცა შეძრწუნებული იქნებით იმით, რომ თუმცა ბევრს ეცადეთ, მიზანს არათუ მიუახლოვდით, არამედ თითქოს დაშორდით კიდევაც, - გიწინასწარმეტყველებთ, რომ იმ წუთს მიზანს უეცრად მიაღწევთ და აშკარად იხილავთ თქვენზე გარდმოვლენილ სასწაულმოქმედ ძალას ღმერთისას, ვისაც ნიადაგ უყვარხართ და ვინც ნიადაგ იდუმალად წაგმართავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის არსებობის საიდუმლო ის კი არ არის, რომ მხოლოდ იცხოვროს, არამედ ის, თუ რისთვის იცხოვროს. ადამიანს თუ მყარი წარმოდგენა არა აქვს, რისთვის უნდა იცხოვროს, სიცოცხლეს არ ისურვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბებერ მოთამაშეთ, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებით მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმ წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: „ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი „წმინდა“ მრისხანებისა და მრისხანებიის „წმინდა“ წუთის მიუხედავად.“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წლები და თვეები რა არის, დღეების თვლა რა საჭიროა, ადამიანს ერთი დღეც ეყოფა, ბედნიერება მთლად რომ შეიგრძნოს. ჩემო კარგებო, რას ვდაობთ, ერთმანეთთან თავს რად ვიქებთ, ერთმანეთზე წყენას გულში რად ვიჩერებთ? გვირჩევნია, ბაღში გავიდეთ, ვისეირნოთ და ვინავარდოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი ვაქოთ, ერთმანეთს ვკოცნიდეთ და სიცოცხლეს ვლოცავდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ახლა ყველა მიისწრაფის, სხვებს რაც კი შეიძლება მეტად გაემიჯნოს, საკუთარ არსებობაში სიცოცხლე სრულად განიცადოს, მაგრამ მისი მცდელობის შედეგი სიცოცხლის სრულად განცდის ნაცვლად მხოლოდ თვითმკვლელობაა, რამეთუ თავისი არსების სრულად განსაზღვრის მაგიერ წილად ხვდება სრული განმარტოება. რადგან ჩვენს საუკუნეში ყოველივე ერთეულებად დანახევრდა, ყველა თავის სოროში განმარტოვდა, ყველანი სხვებს ემიჯნებიან, ერთმანეთს ემალებიან, თუკი რამ გააჩნიათ, მალავენ და იმით ამთავრებენ, რომ ადამიანებისგან თავს განარიდებენ და ადამიანებს განირიდებენ. სიმდიდრეს განცალკევებით იხვეჭენ და ფიქრობენ, ძლიერნი და უზრუნველყოფილნი ვართო, მაგრამ უგუნურებმა არ იციან, რაც მეტს მოიხვეჭენ, მით უფრო ეუფლებათ თვითმომსპობი უძლურება. რამეთუ მხოლოდ თავის იმედად ყოფნას არიან მიჩვეულნი, მთლიანს ერთეულებად გამიჯვნიან, მიჩვეულან, რომ ადამიანთაგან შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადამიანებისა და კაცობრიობის რწმენა დაუკარგავთ და მხოლოდ ფულსა და მოპოვებული უფლებების დაკარგვისა ეშინიათ. ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით. მაგრმა ამ საშინელ განმარტოებასაც ჟამი უსათუოდ დაუდგება და ყველანი ერთბაშად მიხვდებიან, ერთმანეთს რა არაბუნებრივად გაემიჯნენ. მაშინ დროების ასეთი სიო დაჰქროლებს და გაიკვირვებენ, წყვდიადში დიდხანს რომ ისხდნენ და სინათლეს ვერ ხედავდნენ, მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე... მანამდე კი დროშას უნდა მოვუაროთ და თითო-ოროლა ვინმემ მაინც მაგალითი უეცრად აჩვენოს, განმარტოებას განერიდოს, გმირობა გამოიჩინოს და ძმური სიყვარული თუნდაც შმაგურად გაამჟღავნოს. რათა დიადი აზრი არ ჩაკვდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი მართალთა დამდაბლებისა და შერცხვენის მოყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცხოვრება ცრემლიანი მორჩილება კი არა, დიადი სიხარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძნელად სატვირთველი ტვირთი ყველას კუთვნილი ვერ იქნება, ზოგნი ვერ გაუძლებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბევრი ადამიანი პატიოსანი სწორედ იმიტომ არის, რომ სულელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თომამ იმიტომ კი არ ირწმუნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა, არამედ იმიტომ, რომ მანამდე თვითონ უნდოდა ერწმუნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაზე ცუდი ოჯახისგანაც შეიძლება ძვირფასი მოგონებები შემოგრჩეს, თუ შენს სულს „ძვირფასის ძიების“ უნარი გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სისულელეები სჭირდება დედამიწას, სისულელეებზე დგას მსოფლიო, ამის გარეშე იქნებ არც არაფერი მომხდარიყო ამქვეყნად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ მსჯავრს დამდებთ ამ მსჯავრისთვისაც მადლობელი ვიქნები! მაგრამ დამინდეთ, ღმერთს ნუ წამართმევთ, რადგან ვიცი, ბედს დავემდურები, ჩემს სულს უმძიმს, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე ის მაწამებდა მხოლოდ, რომ კეთილშობილება მწყუროდა. ფარნით ვეძებდი, დიოგენეს ფარნით, და მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე მაინც მხოლოდ სისაძაგლეებს ჩავდიოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვარ და მე მიყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მსჯავრს ვდებ ჩემს სიცოცხლეს და ვზღავ სიცოცხლით ამ მსჯავრისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, მით უფრო ირწმუნებთ ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას. თუ მოყვასთა თქვენთა თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ადამიანი უყვარს, მას მათი სიხარულიც უნდა უყვარდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტე ადამიანთა მწუხარებას კი არა, სიხარულს ეწვია, პირველი სასწაულის ქმნით ადამიანთა სიხარულს შეეწია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მიწა სიხარულის ცრემლებით დანამე და შეიყვარე ცრემლები შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რა შემზარავ ტრაგედიებს უწყობს ადამიანებს რეალიზმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიარულზეც შეატყობთ რა ხასიათისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუმცაღა ყველაზე უადგილო ფიქრმა იქნებ სიკვდილით დასასჯელ დამნაშავესაც გაუელვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან უაღრესად მგრძნობიარე, მაგრამ როგორღაც გატეხილი ადამიანები. მათი ჯამბაზობა ერთგვარი ღვარძლიანი ირონიაა იმათ მიმართ, ვისაც სიმართლეს პირში ვერ ეუბნებიან მათ წინაშე ხანგრძლივი დამამცირებელი შიშის გამო. ასეთი ჯამბაზობა ზოგჯერ უაღრესად ტრაგიკულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ზეციური პურისთვის ათასი ან თუნდაც ათი ათასი გამოგყვება, იმ მილიონებს რა ეშველება, რომელთაც უარი ვერ თქვეს მიწიურ პურზე ზეციურის სანაცვლოდ? თუ შენთვის მხოლოდ ის ათი ათასი ძლიერი და დიადია ძვირფასი, მილიონები კი, ქვიშასავით მრავალრიცხვოვანი სუსტი, მაგრამ შენი მოყვარული მილიონები მხოლოდ იმ დიადთა გამოსადეგარი მასალაა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველანი თითქოს ოდესღაც შეთანხმებულან, რომ ამის თაობაზე ეცრუათ და აქამდე ცრუობენ, რომ სისაძაგლე სძულთ, გულში კი უყვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეიძლება ამ კატორღელ კაცს ჩამკვდარი გული აღუდგინო და აუღორძინო, შეიძლება წლობით ულოლიავო და ბოლოს ბუნაგიდან მზის სინათლეც გამოიყვანო, უკვე ამაღლებული სული, განაწამები ცნობიერება, ანგელოზი აღადგინო, გმირი ააღორძინო! ისინი კი მრავალი, ასობით არიან. ჩვენ ყველანი კი მათ გამო დამნაშავენი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენი დიადი მწუხარებით კვლავ აღვადგენთ სიხარულს, ურომლისოდაც ადამიანის არსებობა არ შეიძლება, ღმერთი კი არის, რამეთუ ღმერთი გვანიჭებს სიხარულს, ეს მისი დიდი პრივილეგიაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდაც ჩემს თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში - ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული - მაგრამ ვარსებობ! მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის, ეს მთელი სიცოცხლეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აბა სცადე და ქალის წინაშე დანაშაული აღიარე, იმავ წუთს საყვედურებს სეტყვასავით დაგაყრის! პირდაპირ, უბრალოდ არაფრის დიდებით არ გაპატიებს. დაგამცირებს, მოგმჩვარავს, რაც არ ყოფილა, იმასაც გიანგარიშებს, ყველაფერს მოხვეტავს, არაფერს დაივიწყებს, თავისას დაუმატებს და მერეღა გაპატიებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დაძალებულ რწმენას რა ფასი აქვს? რწმენას არ შველის არავითარი საბუთი, განსაკუთრებით მატერიალური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ვარ და ყოველივე ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიმართლე თითქმის ყოველთვის არამახვილგონივრულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ იცი, რომ ეშმაკი ვარ და რომ ვარსებობ, შენ მუდამ ბრაზობ, მე კი გიმეორებ, მთელ ვარსკვლავზედა ცხოვრებას, ყოველ წოდებას დავთმობდი მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჭრის შვიდფუთიანი ცოლის სულად გარდავსახულიყავი და ღმერთისთვის სანთელი დამენთო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უცნაურობა და ახირებულობა საზიანო უფროა, ვიდრე უფლების მომცემი ყურადღების მოპყრობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ცალკერძოებანი ერთიანყოს და საყოველთაო აბდაუბდას რაიმე ერთიანი აზრი გამოუძებნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებულია, ეროვნულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მონობიდან თავისუფლებისკენ ადამიანს ზნეობრივი სრულყოფისთვის მრავალგზის ნაცადი, ათასწლოვანი იარაღი, შესაძლოა, ორლესურ მახვილად გადაიქცეს, ისე რომ ზოგი იქნებ თვინიერებისა და სრული თავშეკავებულობის ნაცვლად, პირიქით, უაღრეს სატანურ ქედმაღლობამდე, ანუ ხუნდებამდე და არა თავისუფლებამდე მიიყვანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენი წილხვედრია ცოდვა, სიცრუე და საცდური, ამქვეყნად ხომ იქ, სადღაც, მაინც არის წმინდანი და უმაღლესი; სამაგიეროდ, ის არის მფლობელი სიმართლისა, სამაგიეროდ, მან იცის სიმართლე; მაშასადამე ამ ქვეყნად სიმართლე არ კვდება, ჰოდა, ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევს და მთელს დედამიწაზე დამკვიდრდება, როგორც აღთქმულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ხალხმა მდუმარე და მრავლისმომთმენი მწუხარება იცის. ეს მწუხარება გულში ჩაგუბდება და დუმს. მაგრამ არის ბობოქარი მწუხარება, გულდარდიანს ცრემლები რომ წასკდება და მალე მოთქმა-გოდებად გადაიქცევა. ასეთი რამ უმეტესად ქალებს ემართებათ. მაგრამ ეს მდუმარე მწუხარებაზე იოლი არ არის. დამწუხრებულს მოთქმა-გოდება გულს უფრო მეტად უწამლავს და უკლავს. ასეთი მწუხარება ნუგეშს კი არ ესწრაფვის, პირიქით, ტკივილის დაუამებლობით საზრდოობს. მოთქმა-გოდება მოთხოვნილებაა ჭრილობის განუწყვეტელი გაღიზიანებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიენები ბედნიერებისათვის არიან შექმნილნი და ვინც სრულად ბედნიერია, მას პირდაპირ შეუძლია თქვას: „ამქვეყნად ღვთის აღთქმა შევასრულეო“. ყველა უმწიკვლო, ყველა წმინდანი, ყველა წმინდა მოწამე ბედნიერი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - იცით, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: თუ ყველას სწამს, ეს აზრი საიდან გაჩნდა? გვარწმუნებენ, რომ თავდაპირველად ყოველივე ბუნების მრისხანე ძალთა წინაშე შიშმა გამოიწვია და ყოველივე ეს არ არსებობს. ჰოდა, ვფიქრობ, მთელი სიცოცხლე მჯეროდა - მოვკვდები და უცებ აღარაფერი იქნება, მხოლოდ „ძირხვენა ამოვა საფლავზე,“ ეს შემზარავია! როგორ დავიბრუნო რწმენა, როგორ? თუმცაღა, მხოლოდ მაშინ მწამდა, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვფიქრობდი და მექანიკურად მწამდა... ახლა იმიტომ მოვედი, რომ გკითხოთ, ეს რით უნდა დამტკიცდეს? ამ შემთხვევასაც თუ გავუშვებ ხელიდან, ჩემს სიცოცხლეში უკვე ვეღარავინ მიპასუხებს. რით უნდა დამტკიცდეს, რით უნდა დარწმუნდე? რა უბედურება მხვდა წილად! ვდგავარ და ირგვლივ ვხედავ, რომ ყველასთვის, თითქმის ყველასთვის, ყველაფერი სულ ერთია, ამაზე ახლა აღარავინ წუხს; მხოლოდ მე, ერთადერთს არ შემიძლია ამის გადატანა. ეს მომაკვდინებელია, მომაკვდინებელია! - ნამდვილად მომაკვდინებელია. მაგრამ დამტკიცება არაფრისა შეიძლება, რომ დარწმუნდე, ეს კი შეიძლება. - როგორ? რანაირად? - ქმედითი სიყვარულის გამოცდილებით. შეეცადეთ, მოყვასი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას მით უფრო ირწმუნებთ. თუ მოყვასთა თქვენთა სრული თანგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ზუსტად ასეთივე რამ, თუმცა დიდი ხნის წინ, მითხრა ერთმა ექიმმა, უკვე ხნიერმა და უდავოდ ჭკვიანმა კაცმა. ისიც თქვენსავით გულწრფელად ლაპარაკობდა, მაგრამ სევდიანად ხუმრობდა. ამბობდა, კაცობრიობა მიყვარს, მაგრამ ჩემი თავისა მევე მიკვირსო: რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა ზოგადად, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ადამიანი კერძოდ, ანუ ცალ-ცალკე, როგორც განცალკევებული პიროვნებანი. ოცნება ხშირად კაცობრიობის მსახურების მგზნებარე წადილით აღმავსებდა და, შესაძლოა, ხალხის გულისთვის თავიც გამეწირა, თუკი უეცრად ეს საჭირო გახდებოდა. ამავე დროს, ერთ ოთახში ვინმესთან ერთად ორ დღესაც კი ვერ გავძლებ; ეს გამოცდილებით ვიცი. ოდნავი სიახლოვეც კი ვინმესი თავმოყვარეობას მილახავს, თავისუფლებას მიბორკავს. საუკეთესო ადამიანსაც კი ერთ დღეში შევიძულებ: ერთს იმის გამო, რომ სადილობისას ჭამა ვერა და ვეღარ მოათავა, მეორეს იმის გამო, რომ სურდო აქვს და ცხვირს წარამარა იხოცავს. გამეკარება თუ არა ვინმე, უმალ მის მტრად გადავიქცევი. სამაგიეროდ, აი, ნიადაგ რა მემართება: ცალკეულ ადამიანებს რაც უფრო მეტად შევიძულებ, კაცობრიობის მიმართ ჩემი სიყვარული მით უფრო მგზნებარებას იძენსო. - მაშ რა უნდა ქნა? ასეთ დროს რა უნდა ქნა? სასოწარკვეთას უნდა მიეცე? - არა, რამეთუ ისიც კმარა, რომ ამის გამო წუხილი გიპყრობთ. ის ჰქმენით, რაც შეგიძლიათ, რადგან საკუთარ თავს ასე გულწრფელად და ღრმად ჩაუკვირდით! ოღონდ თუ ახლა ასე გულწრფელად მხოლოდ იმიტომ მელაპარაკებოდით, რომ ჩემგან შექება დაგემსახურებინათ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ქმედითი სიყვარულის ასპარეზზე ვერაფერს მიაღწევთ. ყოველივე მხოლოდ ოცნებად დაგრჩებათ და მთელი თქვენი ცხოვრება მოჩვენებასავით გაიელვებს და გაქრება. ასე, რა თქმა უნდა, მომავალ ცხოვრებასაც დაივიწყებთ და ბოლოს როგორღაც დამშვიდდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვეყრდნობი დებულებას, რომ ელემენტთა ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ცალკეულად აღებულ არსთა ამგვარი შერევა, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება, თუმცაღა ეს შეუძლებელია და ვერასოდეს მიაღწევს არათუ ნორმალურ, არამედ რამდენამდე შეწონასწორებულ მდგომარეობას, რამეთუ საქმის თვით საფუძველშივე დევს სიცრუე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორც, მაგალითად, სასამართლოს საკითხია, მე მგონი, სრულყოფილი და წმინდა არსით შეუძლებელია. სასულიერო პირი, რომელსაც შევედავე, ამტკიცებს, რომ ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ხოლო მე ვეკამათები, რომ ეკლესიას სახელმწიფოში მხოლოდ რაღაც კი არ უნდა განეკუთვნებოდეს, პირიქით, თვით ეკლესიამ უნდა შეითავსოს მთელი სახელმწიფო, და თუ ეს ამჟამად რატომღაც შეუძლებელია, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, არსებითად, მთელი შემდგომი განვითარების პირდაპირ და უმთავრეს მიზნად უდნა დაისახოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ყოველივე თუ ეკლესიად იქცევა, მაშინ ეკლესია დამნაშავესა და ურჩს თავს კი არ მოკვეთდა, თავისი წიაღიდან განკვეთდა, - განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა. ახლა გეკითხებით, განკვეთილი სად წავიდოდა? მაშინ ხომ იგი არა მხოლოდ ხალხს, როგორც ამჟამადაა, არამედ ქრისტესაც უნდა განშორებოდა. მისი დანაშაული არა მხოლოდ ხალხის, არამედ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხიც იქნებოდა. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამჟამადაც ასეა, მაგრამ განცხადებული ხომ მაინც არ არის და ამჟამინდელი დამნაშავის სინდისი ძალზე ხშირად თავის თავთან გარიგებას იწყებს: „მოვიპარე, მაგრამ ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, ქრისტეს მტერი არ ვარო,“ - აი, რას ეუბნებიან ამჟამინდელი დამნაშავენი საკუთარ თავს ერთპირად, ხოლო როცა ეკლესია სახელმწიფოს ადგილს დაიკავებს, მაშინ ამას ისე ვეღარ იტყოდა, თუ ამქვეყნად არსებულ მთელ ეკლესიას არ უარყოფდა: „ყველანი ცდებიან, ყველა განდგომილია, ყველა ცრუ ეკლესიაა და მხოლოდ მე, ქურდი და მკვლელი ვარ სამართლიანი ქრისტიანული ეკლესიაო.“ ეს ხომ ძალზე ძნელი სათქმელია, უზარმაზარ პირობებს და გარემოებებს საჭიროებს, რაც არც ისე ხშირად არსებობს. ახლა, მეორე მხრივ, ავიღოთ თვით ეკლესიის შეხედულება დანაშაულის თაობაზე: განა, არ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი, თითქმის წარმართული შეხედულების საპირისპიროდ და ნაცვლად დასნებოვნებული წევრის მექანიკური განკვეთისა, როგორც ამჟამად საზოგადოების დასაცავად ხდება. არ უნდა გარდაიქმნას და სრულად, სიყალბის გარეშე, ადამიანის აღორძინების, მისი აღდგომისა და ხსნის იდეად არ უნდა იქცეს? - მაინც რა არის ეს? ახლაც ვერ გამიგია, - შეაწყვეტინა მიუსოვმა, - ისევ რაღაც ოცნებაა. უფორმო რაღაცაა და გაგება შეუძლებელია. რა განკვეთა, როგორი განკვეთა? მე მგონი, უბრალოდ, თავის შესაქცევად ლაპარაკობთ, ივან ფიოდოროვიჩ. - ახლაც ხომ სინამდვილეში იგივე ხდება, - უეცრად წამოიწყო ბერ-მოძღვარმა და უკლებლივ ყველა მას მიაჩერდა, - ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ხომ მაშინ ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, როგორც ახლა ბრძანეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება. - ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რანაირად? - უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მიუსოვმა. - აი, ამნაირად, - წამოიწყო ბერ-მოძღვარმა. - ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარ გაროზგვით ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არც ერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამაზე უნდა დამეთანხმოთ. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიის წინაშე. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიას წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდადების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს რა დაემართებოდა, ო, უფალო! თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, მას ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდადების შემდეგ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რუსი დამნაშავისთვის, რამეთუ რუსი დამნაშავენი ჯერ კიდევ მორწმუნენი არიან. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა - დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებით კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ევროპაში საკუთარ თავზე) - სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან, უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული. ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამართლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არა მარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობით შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებს, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, - ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია. ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეკლესია არ გადიქცევა სახელმწიფოდ! ეს რომია და მისი ოცნება. ეს ეშმაკის მესამე ცდუნებაა! პირიქით, სახელმწიფო გარდაიქცევა ეკლესიად, ეკლესიამდე აღმაღლდება და ეკლესია იქნება მომცველი მთელი ქვეყნიერებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ის „უწმინდური,“ „ცუდი ყოფაქცევის ქალი,“ შესაძლოა, თავად თქვენზე წმინდა იყოს, თავის ხსნისთვის მზრუნველო ბატონო მღვდელმონაზვნებო! - შეუტია ფიოდორ პავლოვიჩმა. - იქნებ სინორჩისას იმსხვერპლა საზოგადოებამ. მაგრამ მან „შეიყვარა ფრიად,“ ხოლო ვინც ფრიად შეიყვარა, მას ქრისტემაც შეუნდო... - ქრისტეს ასეთი სიყვარულის გამო არ შეუნდვია... - ვეღარ მოითმინა და შესძახა თვინიერმა მამა იოსებმა. - არა, ასეთი სიყვარულის გამო, სწორედ ამ სიყვარულის გამო, ბერებო, ამ სიყვარულის გამო! თქვენ აქ კომბოსტოთი გწადიათ, თავი იხსნათ და გგონიათ, რომ წმინდანები ხართ! ლიფსიტებს ჭამთ, დღეში თითო ლიფსიტას, და გგონიათ, რომ ღმერთს გულს მოუგებთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენთან არს ქრისტე. დაიფარე გულსა შინა შენსა და ისიც დაგიფარავს. დიად მწუხარებას იხილავ და მწუხარებასა შინა იქნები ბედნიერი. ამას გიანდერძებ: მწუხარებაში ეძიე ბედნიერება. იღვაწე, დაუცხრომლად იღვაწე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სალოსებმა ასე იციან: სამიკიტნოს წინ პირჯვარს იწერენ, ტაძარს კი ქვას უღერებენ. შენი ბერ-მოძღვარიც ამას სჩადის: წმინდანს ჯოხის ცემით გააგდებს, ხოლო მკვლელს თავდახრით დაუჩოქებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცს შეუყვარდება რაიმე სილამაზე, ქალის სხეული, ანდა ქალის სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი (ამას ავხორცი მიხვდება), ჰოდა, ეს სიყვარული გააწირვინებს საკუთარ შვილებს, დედ-მამასა და სამშობლოს; პატიოსანი კაცი იქურდებს, თვინიერი ყელს გამოსჭრის ვინმეს, ერთგული მოღალატედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წმინდა ბერო, მზა ლუკმისთვის მონასტერში კი ნუ ხარ გამოკეტილი და ჯილდოს იქ, მაღლა კი ნუ ელი, ცხოვრებაში იყავი სათნო და საზოგადოებას სარგებლობა მოუტანე, - აი ეს უფრო ძნელი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის ატანა არ შემიძლია, რომ ზოგნი, ამაღლებული სულისა და მაღალი გონების მქონენიც კი, მადონას იდეალით იწყებენ და სოდომის იდეალით ამთავრებენ. უფრო შემზარავია, როცა ვინმე, სულში უკვე სოდომის იდეალის მქონე, არც მადონას იდეალს უარყოფს, გულში ეს იდეალი უღვივის, ჭეშმარიტად უღვივის, როგორც სიყრმის უმწიკვლო წლებში. ეშმაკმა უწყის, ეს რა არის! რაც გონებას სამარცხვინოდ მიაჩნია, გულს ჭეშმარიტ მშვენიერებად ესახება. მშვენიერება სოდომშია? დამიჯერე, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის სოდომშია. საშინელებაა, რომ მშვენიერება მხოლოდ შემზარავი კი არა, საიდუმლოებით მოცულიცაა. აქ სატანა და ღმერთი იბრძვიან, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცმა ზოგჯერ აღტაცების გამო შეიძლება თავი მოიკლას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს, მის ირგვლივ მყოფთა შორის სიცოცხლის ღირსი ვინ არის და ვინ ნაკლებად ღირსია? - ღირსია თუ არა, ამის მიხედვით გადაწყვეტა რა საჭიროა? ადამიანთა გულებში ეს საკითხი უმეტესად იმის მიხედვით კი არ წყდება, ვინ რისი ღირსია, არამედ სხვა, ბევრად უფრო ბუნებრივი მიზეზით. ხოლო თუ უფლებაზე მიდგება საქმე, სურვილის უფლება ვიღას არა აქვს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩემო კეთილნო, უწყოდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი უეჭველად დამნაშავეა ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის მაგიერ არა მარტო ზოგადი მსოფლიო დანაშაულის გამო, არამედ თითოეული პირადად მთელი ხალხისა და ყოველი ადამიანის განვლილი გზისა. რამეთუ ბერები სხვანაირნი კი არა, ისეთივენი არიან, როგორც მართებს ამქვეყნად ყოველ ადამიანს. მხოლოდ მაშინ აღგევსება გული უსასრულო, ქვეყნიერების მომცველი, ზღვარდაუდებელი სიყვარულით. ყოველი თქვენგანი მხოლოდ მაშინ შეძლებს, მთელი სამყარო სიყვარულით მოიპოვოს და ცრემლით თავისით მსოფლიო ცოდვანი განრეცხოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიბილწეს ყველა აგინებს, ყველანი კი მაინც სიბილწეს ეტანებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კატერინა ივანოვნას არასოდეს ვყვარებივარ! მე რომ მიყვარს, ეს ყოველთვის იცოდა, თუმცა მასთან ჩემს სიყვარულზე ერთი სიტყვაც არ დამცდენია. იცოდა, მაგრამ არ ვუყვარდი! მისი მეგობარიც არასოდეს, ერთ დღესაც არ ვყოფილვარ; ზვიად ქალს ჩემი მეგობრობა არ ესაჭიროებოდა. ახლოს მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ გამუდმებით შური ეძია. შურს იძიებდა იმ შეურაცხყოფათა გამო, რასაც გამუდმებით, ყოველ წუთას დიმიტრისგან იტანდა მათი პირველი შეხვედრიდან დღემდე... იმიტომ რომ პირველი შეხვედრაც მის გულში შეურაცხყოფად ჩარჩა. აი, როგორი გული აქვს! მე ახლა მივდივარ, კატერინა ივანოვნა, მაგრამ იცოდეთ, რომ მართლა მხოლოდ იგი გიყვართ. თანაც, რაც უფრო მეტად შეურაცხგყოფთ, მით უფრო მეტად და მეტად გეყვარებათ. აი, ეს არის თქვენი თვითგვემა. იგი სწორედ ისეთი გიყვართ, როგორიც არის, გიყვართ თქვენი შეურაცხმყოფელი. თუ გამოსწორდება, უმალ მიატოვებთ და მისი სიყვარული საერთოდ გაგიქრებათ. იგი გჭირდებათ, რათა მისდამი თქვენს თავგანწირულ ერთგულებას განუწყვეტლივ ჭვრეტდეთ, ხოლო მას ორგულობას უსაყვედურებთ. ეს ყოველივე თქვენი ზვიადობის გამოა. ოჰ, აქ მრავალგზის დამცირება და დამდაბლებაა, მაგრამ ყოველივე ზვიადობის შედეგია... მე ძალზე ახალგაზრდა ვარ და ძალზე ძლიერად მიყვარდით. ვიცი, რომ ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, უბრალოდ განგშორებოდით და ეს თქვენც ნაკლებად შეურაცხგყოფდათ. მაგრამ მე ხომ შორს მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები. მე ხომ სამუდამოდ გშორდებით... არ მსურს, თვითგვემის დამსწრე ვიყო... მშვიდობით, კატერინა ივანოვნა, ჩემზე არ უნდა გაბრაზდეთ, იმიტომ რომ მე თქვენზე ასჯერ მეტად ვარ დასჯილი: დასჯილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ვეღარასოდეს გიხილავთ. მშვიდობით. ხელს ნუ გამომიწვდით. თქვენ ძალზე შეგნებულად მტანჯავდით და ახლა არ ძალმიძს, რომ შეგინდოთ. მერე შეგინდობთ, ახლა კი ხელს ნუ გამომიწვდით. Den Dank, Dame, begehr ich nicht, - ჯილდო არ მჭირდება, ქალბატონო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დამცირებულ კაცს ძალიან უმძიმს, ყველანი კეთილიმსყოფლებივით რომ დაუწყებენ ცქერას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანებზე ერთთავად როგორც ბავშვებზე, ისე უნდა ვმზრუნველობდეთ, ხოლო ზოგს როგორც საავადმყოფოში ავადმყოფებს, ისე უნდა ვუვლიდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუნდაც ცხოვრების რწმენა დავკარგო, საყვარელმა ქალმა იმედი გამიცრუოს, ქვეყნიერებაზე წესრიგი თუა, აღარ მჯეროდეს, პირიქით, თუნდაც დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მოუწესრიგებელია, დაწყევლილია და ყველგან ეშმაკური ქაოსი სუფევს, ამქვეყნად ყოველივეზე გული რომ გამიტყდეს, სიცოცხლის წყურვილი მაინც არ გამინელდება და რაკიღა ამ თასს დავეწაფე, აღარც მოვცილდები, ვიდრე მთლად არ დავცლი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე მწყურია და ვცოცხლობ თუნდაც ლოგიკის საპირისპიროდ. ამქვეყნიური წესრიგი, ვთქვათ, არ მწამს, მაგრამ მიყვარს გაზაფხულზე გაფურჩქნული კვირტები. ლურჯი ცა, მიყვარს ზოგი ადამიანი, რომელიც, თუ დამიჯერებ, ზოგჯერ არც კი ვიცი, რატომ მიყვარს, მაგრამ გულით მაინც ძველებურად ვეთაყვანები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე უნდა შეიყვარო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი - აზრი ღმერთის აუცილებლობაზე - გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს. ხოლო მე, დიდი ხანია, გადავწყვიტე, არ ვიფიქრო ამაზე: ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არსებობს თუ არ არსებობს ღმერთი? ეს საკითხი სრულიად უჩვეულოა მხოლოდ სამი განზომილების გაგების უნარით შექმნილი გონებისათვის. მაშასადამე, ღმერთს ვაღიარებ, თანაც ხალისით, უფრო მეტიც, ვაღიარებ მის სიბრძნეს, მის მიზანსაც, ჩვენთვის სრულიად შეუცნობელს, მწამს წესრიგიანობა და აზრი ცხოვრებისა, მწამს მარადიული ჰარმონია, რისკენაც თითქოს ყველა მივემართებით, მწამს სიტყვა, რომლისკენაც სამყარო მიისწრაფვის და რომელიც თვით იყო ღმერთთან და რომელიც თვით არის ღმერთი. მგონი, სწორ გზას ვადგავარ, არა? მაგრამ, წარმოიდგინე, საბოლოო ჯამში ღმერთის საუფლო ქვეყნიერებას არ ვაღიარებ და არ შემიძლია, რომ ვცნო. ამასაც დავუმატებ: ყრმასავით მწამს, რომ ტანჯვა დასრულდება და წყლულებები მოშუშდება, ადამიანთა წინააღმდეგობის მთელი სამარცხვინო კომიზმი უსუსური მირაჟივით, უძლური და კნინი გონების მონაჩმახივით, ადამიანის ევკლიდური გონების ატომივით გაქრება და ბოლოს, სამყაროს ფინალში, მარადიული ჰარმონიის ჟამს, ქვეყნიერებას მოევლინება რაღაც ისეთი ძვირფასი, რაც ყველას გულს აღავსებს, ყოველნაირ გულისწყრომას დააცხრობს, რაც იკმარებს კაცთა მთელი ბოროტების, მათგან დაღვრილი მთელი სისხლის გამოსასყიდად, იკმარებს არა მარტო შესანდობად, არამედ გასამართლებლადაც იმისა, რაც ადამიანებს ჩაუდენიათ, - დაე, ეს მოხდეს, დაე, ეს მოგვევლინოს, მაგრამ მე ამას არ ვაღიარებ და არც მინდა, ვაღიარო! პარალელური ხაზები თუნდაც შეერთდეს და ეს თავად დავინახო: დავინახო და ვთქვა, რომ შეერთდა, მაინც არ ვაღიარებ. აი, ალიოშა, ჩემი მრწამსი, აი, ჩემი თეზისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანში, რა თქმა უნდა, მხეცი იმალება, მრისხანე მხეცი, განაწამები მსხვერპლის ყვირილით ტკბობის ავხორცული ჟინით ანთებული მხეცი, ჯაჭვებაწყვეტილი, დაუოკებელი მხეცი, გარყვნილების ჟამს რომ შეჰყრია მრავალი სენი, ნიკრისი, თირკმლების დაავადება და სხვა. ამ ხუთი წლის საბრალო გოგონას განათლებული მშობლები რანაირად არ აწამებდნენ. სცემდნენ, წკეპლავდნენ, წიხლს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რას ერჩოდნენ, მთელი სხეული დაულურჯეს. ბოლოს უკიდურეს დახვეწილობას მიაღწიეს: სიცივეში, ყინვაში, მთელ ღამეს ფეხისადგილში ამწყვდევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით გადაყენებას არ ითხოვდა (ანგელოზური ღრმა ძილით მძინარე ხუთი წლის ბავშვს თითქოს ისიც შეუძლია, რომ გადაყენება ითხოვოს), - ამის გამო მთელ სახეს განავლით უთხუპნიდნენ, აიძულებდნენ, ეს განავალი ეჭამა, და მას დედა სჩადიოდა, დედა! თანაც ამ დედას შეეძლო სძინებოდა, როცა ღამით უწმინდურ ადგილას ჩამწყვდეული ბავშვის კვნესა გაისმოდა! გესმის, თუ არა, პატარა არსება, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაუგია, რას ერჩიან, უწმინდურ ადგილას, სიბნელესა და სიცივეში ერთი ბეწვა მუშტს აქვითინებულ მკერდში იბაგუნებს და სისხლნარევი, უწყინარი, თვინიერი ცრემლებით ღმერთს შესტირის, დამიცავიო, - გესმის, ეს რა უაზრობაა, ჩემო მეგობარო და ჩემი ძმაო, ჩემო ღვთის მორჩილო და თვინიერო, გესმის, ეს უაზრობა რა საჭიროა და რატომაა შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ამქვეყნად ვერც იარსებებდა, რამეთუ სიკეთესა და ბოროტებას ვერ შეიცნობდაო. რა საჭიროა ამ ეშმაკეული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა, თუკი ასეთ ფასად დაჯდება? მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ადამიანის „მხეცურ“ სისასტიკეზე ლაპარაკობენ, რაც მხეცების მიმართ ძალზე არასამართლიანი და დამამცირებელია: მხეცი ვერასოდეს იქნება ისეთი სასტიკი, როგორიც ადამიანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გაივლის საუკუნეები და კაცობრიობა თავისი სიბრძნისა და მეცნიერების პირით იტყვის, რომ დანაშაულობანი არ არსებობს და, მაშასადამე, არც ცოდვა არსებობს, არიან მხოლოდ მშიერნი. „დააპურე და სათნოება მერე მოსთხოვე!“ - აი, რას დააწერენ იმ დროშაზე, რომელსაც შენს წინააღმდეგ აღმართავენ და რომლითაც შენი ტაძარი დაემხობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის დაეუფლება, ვინც მის სინდისს დაამშვიდებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გათავისუფლებული ადამიანისთვის იმაზე უფრო გამუდმებული და მტანჯველი საზრუნავი არა არის რა, როგორც კი თავისუფალი შეიქნება, სასწრაფოდ მოძებნოს ის, ვისაც თაყვანი უნდა სცეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სამი ძალა, მხოლოდ სამი ძალა არსებობს, რის მეშვეობითაც შესაძლოა ამ ძალნაკლულ მეამბოხეთა სინდისის საუკუნოდ ძლევა და მოხიბვლა მათივე ბედნიერებისთვის. - ეს სამი ძალაა: სასწაული, საიდუმლოება და ავტორიტეტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი სასწაულს ოდნავ უარყოფს თუ არა, უმალ ღმერთსაც უარყოფს, რამეთუ ადამიანი ღმერთს ისე არ ეძიებს, როგორც სასწაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჭკვიან კაცთან საუბარი საინტერესოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ეს გავიგოთ, ამის გაგებას თუ ვინდომებთ, მთელი ქვეყნიერება სამოთხედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მზის ამოსვლას ყოველდღიურად შევხარი, ჩემი გული ყოველდღიურად უმღერის, მაგრამ უკვე უფრო მეტად მზის ჩასვლა, მისი გრძელი, ალმაცერი სხივები მიყვარს, მასთან ერთად წყნარი, თვინიერი, გულის ამაჩუყებელი მოგონებანი, საყვარელი სახებანი, რაც ხანგრძლივი და კურთხეული სიცოცხლის მანძილზე გულში ჩამრჩენია - ხოლო ყველაფერს გულის მომლბობი, შემრიგებელი, ყოვლის შემნდობი ღვთიური სიმართლე ასხივოსნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უბირი კაცის გულში ჩაგდებული თესლი არ მოკვდება, მარად იცოცხლებს, წყვდიადსა და ცოდვათა წიაღში ნათელი წერტილივით იკიაფებს, როგორც დიადი შეგონება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ღმერთი არ სწამს, ღვთის ხალხისაც არაფერს ირწმუნებს. ვინც ღვთის ხალხისას ირწმუნებს, იმასაც განჭვრეტს, რაც ხალხისთვის წმინდათაწმიდაა, თუნდაც მისი რწმენა მანამდე სრულებით არ ჰქონდეს. მხოლოდ ხალხი და მისი მომავალი სულიერი ძალა მოაქცევს მშობლიური მიწიდან მოწყვეტილ ჩვენს ათეისტებს. რა არის ქრისტეს სიტყვა მაგალითის გარეშე? ხალხი ღვთის სიტყვის გარეშე დაიღუპება, რამეთუ მის სულს სიტყვა და ყოველგვარი მშვენიერების აღქმა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე ღვთიური რა კარგი, რა დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის გარდა ყოველივე სრულყოფილია, უცოდველია და ჩვენზე უწინარეს მათთანაა ქრისტე, რამეთუ სიტყვა ყველასთვისაა, ყოველი ქმნილება და ყოველი არსი, ყოველი ფოთოლი სიტყვისკენ მიისწრაფის, ღმერთს სადიდებელს უგალობს, ქრისტეს გამო ტირის, თავისდა უცნობელად იდუმალ, უცოდველ არსებობას აღასრულებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეუმზადებელი ერისკაცი სირცხვილისკენ ისეა მიდრეკილი, ზოგჯერ თავისი უსამართლიანესი საქციელისაც რცხვენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამანო და მოძღვარნო, რა არის ბერი? განათლებულ სამყაროში ზოგნი ამ სიტყვას ჩვენს დროში დაცინვით წარმოთქვამენ, ზოგნი კი სალანძღავად. რაც ხანი გადის, ეს უფრო მატულობს. მართალია, ოჰ, რა მართალია! ბერთა შორის მრავლად არიან მუქთახორები, ფუფუნების მოყვარენი, გემოთმოყვარულნი და თავხედი მაწანწალები. ამას მიგვითითებენ განათლებული ერისკაცნი: „თქვენ უქნარები და საზოგადოების უსარგებლო წევრები, სხვისი ნაოფლარით მცხოვრებნი, უსინდისო მათხოვრები ხართო“. ამ დროს ბერთა შორის რამდენნი არიან თავმდაბალნი და თვინიერნი, განმარტოებისა და მყუდროებაში მგზნებარე ლოცვის მსურველნი. განმარტოებით მყოფთ უძველეს მამათა, მოციქულთა და წამებულთაგან ღვთიური სიმართლის სიწმინდით გადმოცემული ქრისტეს სახება დიდმშვენიერად და შეურყევლად აქვთ გულში ჩამარხული და როცა საჭირო იქნება, წარმოუჩენენ სიმართლეშერყეულ ქვეყნიერებას. დიადია აზრი ესე. ვარსკვლავი ესე აღმოსავლეთით აღმობრწყინდება. ამას ვფიქრობ ბერზე და ნუთუ ეს მცდარია, ნუთუ ქედმაღლურია? შეხედეთ ერისკაცებს და ღვთის ხალხზე ყოველგნით განდიდებულთა სამყაროს, ღვთის სახება და მისი სიმართლე იქნებ იქ დამახინჯდა? მათ მეცნიერება აქვთ, ხოლო მეცნიერებას მხოლოდ ის გააჩნია, რაც გრძნობებს ექვემდებარება. ხოლო სულიერი სამყარო, ადამიანში არსებობის უმაღლესი ნახევარი საერთოდ უარყოფილია, ერთგვარი ზარ-ზეიმით, სიძულვილითაც კი, განდევნილია. ქვეყნიერებამ თავისუფლება გამოაცხადა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. მერედა რას ვხედავთ ამ თავისუფლებაში: მხოლოდ მონობას და თვითმკვლელობას! რამეთუ ქვეყნიერება ამბობს: „რადგან მოთხოვნილება გაგაჩნია, მაშ დაიკმაყოფილე, რამეთუ ისეთი უფლებები გაქვს, როგორც წარჩინებულებს და მდიდრებს. დაკმაყოფილებას ნუ მოერიდები, პირიქით, მეტი ინდომე“ - აი მსოფლიოს ამჟამინდელი მოძღვრება. ამას უწოდებენ თავისუფლებას. რას იძლევა ეს უფლება მოთხოვნილებათა მატებისა? მდიდართათვის განცალკევებასა და თვითმკვლელობას, ღატაკთათვის შურსა და მკვლელობას, რამეთუ უფლებები კი მისცეს, მაგრამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებანი არ მიუთითეს. როცა თავისუფლება მოთხოვნილებათა მატება და დაკმაყოფილება ჰგონიათ, თავიანთ ბუნებას ამახინჯებენ, რამეთუ გულში აღიძრავენ მრავალ უაზრო და უგუნურ სურვილს, ჩვევას და სულელურ გამონაგონს. მხოლოდ ერთმანეთის შურისთვის, ფუფუნებისა და ამპარტავნობისთვის არსებობენ. წვეულებათა გამართვა, ცხენები, ეტლები, ჩინები, მონა-მსახურები უკვე ისეთ აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ ამას თუნდაც სიცოცხლეს, ღირსებას, კაცთმოყვარეობას ანაცვალებენ, რათა ეს აუცილებლობა დაიკმაყოფილონ და თავსაც კი იკლავენ, თუ დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. ვინც მდიდრები არ არიან, ასეთივე რამ ემართებათ, ხოლო ღატაკები მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობასა და შურს ჯერხანად ლოთობით იხშობენ. მაგრამ მალე ღვინით კი არა, სისხლით დათვრებიან, მათ აქეთკენ უბიძგებენ. გეკითხებით: ასეთი ადამიანი განა თავისუფალია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სულ უფრო და უფრო ქრება აზრი კაცობრიობის სამსახურისა, ძმობისა და ადამიანთა ერთიანობისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, დანაშაული როგორღა იარსებებს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა ცოდვები ნუ შეგაშინებთ, ადამიანი მისი ცოდვებიანად გიყვარდეთ, რამეთუ ეს უკვე ღვთიური სიყვარულის მსგავსია და მიწიერი სიყვარულის მწვერვალია. გიყვარდეთ ყოველივე, რაც ღვთის შექმნილია, ერთიანადაც და ყოველი ქვიშის მარცვალიც. ყოველი ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი გიყვარდეთ. გიყვარდეთ ცხოველები, გიყვარდეთ მცენარენი, გიყვარდეთ ყოველი საგანი. თუ ყველა საგანი გეყვარებათ, საგნებში არსებულ ღვთიურ საიდუმლოს ჩასწვდებით. ერთხელ თუ ჩასწვდები, მერე განუწყვეტლივ იწყებ მის შეცნობას სულ უფრო მეტად და მეტად, ყოველდღიურად. და ბოლოს მთელ ქვეყნიერებას უკვე მთლიანად შეიყვარებ ყოვლისმომცველი სიყვარულით. ცხოველები შეიყვარეთ: მათ ღმერთმა აზრის საწყისი და უშფოთველი სიხარული მიანიჭა. ნუ შეაშფოთებთ, ნუ გააწვალებთ, სიხარულს ნუ წაართმევთ, ღვთიურ აზრს ნუ აუმხედრებთ. ადამიანო, ცხოველს ზვიადად ნუ მოეპყრობი: ისინი უცოდველნი არიან, ხოლო შენ შენი სიდიადით დედამიწას აბინძურებ ამქვეყნად შენი არსებობისას და ამქვეყნად წასვლის მერე ბინძურ კვალს ტოვებ. ვაი, რომ ასეთია თითქმის ყოველი ჩვენთაგანი! განსაკუთრებით ბავშვები გიყვარდეთ, რამეთუ ისინიც უცოდველნი არიან, როგორც ანგელოზები, და ჩვენი გრძნობების აღმძვრელებად, ჩვენი გულის განსაწმენდად და გზის მიმთითებლად არსებობენ. ვაი მას, ვინც ბავშვს შეურაცხყოფს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბრიყვები იმიტომ არსებობენ, რომ ჭკვიანები ასარგებლონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე, რაც ჭეშმარიტი და მშვენიერია, მუდამ ყოვლისმიმტევლობით აღვსილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რანაირ შერცხვენასა და ზნეობრივ დაცემას ეგუება ეჭვიანი ისე, რომ სინდისის ქენჯნას ოდნავადაც არ განიცდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვერც კი წარმოიდგენთ, რას შეეგუება და შეურიგდება, რას მიუტევებს ზოგი ეჭვიანი! ეჭვიანები ყველაზე უწინარეს მიუტევებენ და ეს ყველა ქალმა იცის. ეჭვიანს ძალზე მალე (რა თქმა უნდა, თავდაპირველად საშინელი სცენების გამართვის შემდეგ) შეუძლია, მიუტევოს, მაგალითად, უკვე თითქმის დამტკიცებული ღალატი, თავისივე თვალით ნანახი ხვევნა-კოცნა, თუკი ამავე დროს დაიჯერებს, რომ ეს „უკანასკნელად“ მოხდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია და ამიტომაც აკრძალულიც აღარაფერი არ უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არა გწამთ? - პირიქით, ღმერთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთი მხოლოდ ჰიპოთეზაა... მაგრამ.... ვაღიარებ, რომ იგი საჭიროა, წესრიგისათვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტიანული სარწმუნეობა მდიდრებმა და დიდგვაროვნებმა დაბალი კლასის დასამონებლად გამოიყენეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვაღიარებ, რომ ქალი ქვემდგომი არსებაა და უნდა გემორჩილებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როცა ადამიანები დანაშაულს ესწრაფვიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მრავალნი პატიოსნები არიან იმის გამო, რომ ბრიყვები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი გიჯობს მტრად გყავდეს, ვიდრე მეგობრად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წარმოგიდგენიათ, მათ ჰგონიათ, რომ რწმენისთვის სასარგებლონი არიან, რადგან ეშმაკები საიქიოდან რქებს უჩვენებენ. „ეს უკვე იმის, ასე ვთქვათ, მატერიალური საბუთია, საიქიო რომ არსებობსო.“ საიქიო და მატერიალური საბუთი, რა ხალხია! ამასთანავე, ეშმაკი თუნდაც დასაბუთებული იყოს, განა გვეცოდინება, რომ ღმერთიც დასაბუთებულია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძილში, განსაკუთრებით კოშმარში, ადამიანს ზოგჯერ ისეთი მხატვრული რამ ესიზმრება, ისეთი რთული და რეალური სინამდვილე, ისეთი მოვლენები ანდა მოვლენათა მთელი სამყაროც კი, ისეთ ინტრიგებზე აგებული, ისეთი მოულოდნელი წვრილმანები, თქვენებური უმაღლესი გამოვლენებიდან დაწყებული, გულისპირის უმცირესი ღილით დამთავრებული, ლევ ტოლსტოიც რომ ვერ შეთხზავდა. ზოგი ხომ სიზმარში ბედსაც კი ეწვევა ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი კეთილგონივრულად რომ იყოს, მაშინ არაფერი მოხდებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ტანჯვა არის ცხოვრება. სატანჯველის გარეშე ცხოვრებაში რა სიამოვნება იქნებოდა - ყველაფერი უსასრულო პარაკლისად გადაიქცეოდა, რაც წმინდაა, მაგრამ მოსაწყენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არც შენ გწამს? - რანაირად გითხრა, მაგრამ თუ სერიოზულად მეკითხები... - ღმერთი არის თუ არ არის? - დაჟინებით შეჰყვირა ივანმა. - მაშ სერიოზულად მეკითხები? ჩემო კარგო, ღმერთმანი არ ვიცი, სიმართლეს გეუბნები. - არ იცი, ღმერთს კი ხედავ? არა, შენ თავად შენ არა ხარ, შენ ხარ მე, მხოლოდ მე და მეტი არაფერი! სისაძაგლე ხარ, ჩემი ფანტაზია! - უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მე და შენ ერთი და იგივე ფილოსოფიის მქონენი ვართ. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, - ეს ნამდვილად ვიცი, ხოლო ყოველივე დანარჩენი, რაც ჩემს ირგვლივაა, მთელი სამყაროები, ღმერთი და თვით სატანაც კი - ჩემთვის დამტკიცებული არ არის, თავისთავად არსებობს თუ მხოლოდ ჩემი ემანაციაა, ჩემი ნაადრევად არსებული და ერთპიროვნული მეს თანამიმდევრული განვითარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რწმენასა და ურწმუნოებას შორის მონაცვლეობით გატარებ, რადგან ჩემი მიზანი მაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - როდისმე თუ გიცდუნებიათ ისეთნი, კალიებით რომ საზრდოობენ და უკაცრიელ უდაბნოში ჩვიდმეტ წელიწადს ლოცულობენ, ხავსი რომ მოსდებიათ? - ჩემო კარგო, მხოლოდ ამას ვაკეთებდი. მთელ ქვეყნიერებას, მთელ ქვეყნიერებებს დაივიწყებ, ასეთ ვინმეს კი აღარ დაეხსნები, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი ბრილიანტია. ერთი ასეთი სული ხან მთელი თანავარსკვლავედის ტოლფასია - ჩვენ ხომ სხვა არითმეტიკა გვაქვს. ასეთი გამარჯვება ხომ ძვირფასია! ხოლო ზოგი მათგანი ხომ, ღმერთმანი, განვითარებით შენ არ ჩამოგივარდება, თუცმა ამას არ დაიჯერებ: ერთსა და იმავე ჟამს რწმენისა და ურწმუნოების ისეთ უფსკრულებს ჭვრეტენ, ზოგჯერ მართლა მოგეჩვენება, ერთი მისხალიც და კაცი „თავდაყირა“ გადაეშვებაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ო, მე მიყვარს ჩემი ფიცხი, ახალგაზრდა სიცოცხლის წყურვილით ათრთოლებული მეგობრების ოცნებები! იმათ ჰგონიათ, რომ ყველაფერს დაანგრევენ და ანთროპოფაგიით დაიწყებენ. სულელები, მე არ დამეკითხნენ! მე მგონი, არაფრის დანგრევა არ არის საჭირო, ადამიანს მხოლოდ ღმერთის იდეა უნდა მოუსპო, აი, საქმეს რით უნდა შეუდგე! ამით, დიახ, ამით უნდა დაიწყო - ბრმები არიან, არაფერი გაეგებათ! როცა კაცობრიობა ღმერთს უკლებლივ განუდგება, მაშინ თავისთავად, ანთროპოფაგიის გარეშე, მთელი ადრინდელი მსოფლმხედველობა და, რაც მთავარია, მთელი ადრინდელი ზნეობა დაემხობა, შემდეგ კი ყოველივე ახალი დაიწყება. ადამიანები გაერთიანდებიან, რათა ცხოვრებისგან მიიღონ ყველაფერი, რის მოცემაც კი ცხოვრებას შეუძლია, მაგრამ უსათუოდ მარტო ამქვეყნად ბედნიერებისა და სიხარულისთვის. ადამიანს ღვთაებრივი, ტიტანურად ამაყი სული განადიდებს და ღმერთკაცად აქცევს. ნებისყოფისა და მეცნიერების შემწეობით ბუნებას იგი ყოველ წუთას უკვე შეუზღუდველად დაამარცხებს, რაც ყოველ წუთას ისეთ სიამოვნებას მიანიჭებს, რომ ეს ადრინდელ ზეციურ სიამეთა სასოების მაგივრობას გაუწევს. ყველა შეიმეცნებს, რომ სრულად მოკვდავია, აღარასოდეს აღდგება და სიკვდილს ღმერთივით მშვიდად, ამაყად შეეგებება. სიამაყე მიახვედრებს, რომ არ უნდა დრტვინავდეს იმის გამო, რომ სიცოცხლე წარმავალია და ძმასსა თვისსა უკვე ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეიყვარებს. სიყვარული დააკმაყოფილებს მარტოოდენ წამიერი სიცოცხლისას, მაგრამ თვით იმის შეგრძნება, რომ სიცოცხლე წამიერია, სიყვარულის ცეცხლს იმდენად გააძლიერებს, რამდენადაც ადრე იმქვეყნიურ და უსასრულო სიყვარულის სასოებას ბადებდა. და ასე შემდეგ, ასე შემდეგ ამგვარადვე. დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბნედით ძალზე გატანჯული სნეულნი ერთთავად განუწყვეტელი და, რა თქმა უნდა, ავადმყოფური თვითდადანაშაულებისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი იტანჯებიან რაღაცაში და ვიღაცასთან თავიანთი „დანაშულობის“ გამო, სინდისის ქენჯნა აწამებთ, ხშირად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც კი, აზვიადებენ, ხანაც თავიანთ თავს თავადვე უგონებენ სხვადასხვა დანაშაულსა და ბოროტმოქმედებას. ასეთი სუბიექტი შიშისა და დაშინების შედეგად მართლა დამნაშავე ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შებღალული ბუნება და დამნაშავე გული, ყოველგვარ მიწიერ მართლმსაჯულებაზე უფრო სრულად არის თავისივე განმსჯელი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეს გახლავთ ჟამი ცხოველური შიშის ჭვრეტისა, როცა დამნაშვე უკვე ხედავს, რომ ყველაფერი უკვე დაკარგულია, მაგრამ მაინც იბრძვის, თქვენთან ბრძოლას მაინც აპირებს. ეს ის ჟამია, როცა თვითგადარჩენის ყველა ინსტიქტი მის არსებაში ერთბაშად აღსდგება და იგი თავის გადასარჩენად მოგაპყრობთ შეკითხვის გამომხატველ, ტანჯულ, გამჭოლ მზერას, თქვენს შესწავლას, თქვენი სახის შესწავლას, თქვენს აზრებში ჩაწვდომას ცდილობს, ელის, რომელი მხრიდან დაარტყამთ და მშფოთვარე გონებაში ათასნაირ გეგმას მყისიერად ქმნის, მაგრამ სიტყვა მაინც ვერ დაუძრავს, შიშობს, რაიმე არ წამომცდესო! ეს დამამცირებელი მომენტები ადამიანის სულსა, გზანი სულის წამებისანი, ეს ცხოველური წყურვილი თავის გადარჩენისა ისეთი შემზარავია, ზოგჯერ თვით გამომძიებელსაც კი შესძრავს და დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას ჩაუნერგავს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფული ყველანაირ ვითარებაში აუცილებელია! ფულიანი კაცი ყველგან კაცია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რომანისტიც კი შეიძლება, კუთხეში მიიმწყვდიო და გააცამტვერო წვრილმანებით, იმ წვრილმანებით, რითაც მუდამ ასე მდიდარია სინამდვილე და რაც ამ საცოდავ, უნებურ მთხზველებს არაფრად მიაჩნიათ და თავში არც მოუვათ, როგორც თითქოს სრულიად უმნიშვნელო და უსარგებლო რაღაცა. ო, იმათ იმ წუთას ამისთვის არ სცალიათ, მათი გონება გრანდიოზულ მთლიანს ქმნის - ამ დროს კი ისეთ წვრილმანებს აჩეჩებენ! მაგრამ სწორედ ამით გააბამენ ხოლმე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფსიქოლოგია თუმცა უღრმესი რამ გახლავთ, მაგრამ მაინც ჯოხსა ჰგავს, რომელსაც ორი ბოლო აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წუთისოფლად ჩვენი ყოფნა ხანმოკლეა, მრავალ ავ საქმეს ვჩადივართ და ურიგო სიტყვებს წარმოვთქვამთ. ამიტომ ყველანი შევეცადოთ, ერთად ყოფნისას ხელთ ვიგდოთ ხელსაყრელი წუთი, რათა ერთმანეთს კარგი სიტყვაც ვუთხრათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტეს ცნება ჯერ თავად უნდა აღვასრულოთ და თავს ნება მხოლოდ ამის მერე მივცეთ, რომ ჩვენს შვილებს მოვთხოვოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შურიანსა და თავმოყვარე კაცს ბევრ ფულს ერთბაშად ნუ აჩვენებთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია უფლება, მით უფრო შემზარავია მისი გამოყენება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არაფრისგან სიყვარულის შექმნა შეუძლებელია, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამა ჯერ კიდევ არ არის ის, ვინც შვა, მამა ის არის, ვინც შვა და დაიმსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნამდვილ ცხოვრებაში, რომელსაც არა მარტო საკუთარი უფლებები გააჩნია, არამედ უდიდეს მოვალეობებსაც აწესებს, თუ გვინდა, რომ ჰუმანურები, ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანები ვიყოთ, მოვალენი ვართ, იმ მრწამსს მივყვეთ, რაც გონებითა და გამოცდილებით შემოწმებულია, ანალიზის ქურაში გამოტარებულია, ერთი სიტყვით, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და არა უგუნურად, როგორც სიზმარში და ბოდვისას, რათა ადამიანს არ ვავნოთ, რათა იგი არ გავტანჯოთ და არ დავღუპოთ. აი, ეს იქნება ნამდვილი ქრისტიანული საქმე, არა მხოლოდ მისტიკური, არამედ გონივრული და ჭეშმარიტად კაცთმოყვარული საქმე... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეზღუდულობის გამო მთელ ქვეყნიერებას ადანაშაულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი კეთილსა და კარგ გრძნობებს ხშირად დასცინის, მხოლოდ ქარაფშუტობის გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი, რასაც სხვა ვერავისთან ნახავ; ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს, აი ეს არის მთავარი! ეს უკვე ნიჭია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} === ''ეშმაკნი'' (1872) === [[ფაილი:Dosto3.jpg|thumb|right|150პქ|ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით, მეტსაც ვიტყვი, ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, იმასაც დროებით, ასე იცის თურმე მწუხარებამ.]] {{Q | ციტატა = არის ამქვეყნად უცნაური სახის მეგობრობა: ორმა მეგობარმა შეიძლება ცოცხლად დაჭამონ ერთმანეთი და მაინც ვერა და ვერ დაშორდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გადიდგულებული მეგობარი პირველი თვითონ გახდება ავად და შეიძლება დარდსაც გადაჰყვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო დიდბუნოვანია კაცი, მით უფრო სჩვევია უხეში აზროვნება, თუნდაც თავისი მრავალმხრივი განვითარების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალის გული დღემდე არავის ამოუცვნია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ რა ნაღველით და ბოღმით აგევსება გული, როცა წლების მანძილზე წმინდად ნალოლიავებ შენს დიდ იდეას უვიცები აიტაცებენ, ქუჩაში გაათრევენ და თავისთანა რეგვენების სათრევად გახდიან! როცა ამ შენს იდეას უეცრად ქუჩაში წააწყდები, სულ შეცვლილს, დამახინჯებულსა და ლაფში ამოსვრილს, ყოველგვარი ჰარმონიის, აზრისა და სილამაზისგან გაძარცულს და ბრიყვების საბურთაოდ გამხდარს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = აზრის წარმოსაშობად პირველ ყოვლისა შრომაა საჭირო, საკუთარი შრომა, საკუთარი თაოსნობა, საკუთარი გამოცდილება! ხელის გაუნძრევლად არასოდეს არაფერი გაკეთებულა. ვიმუშაოთ და ჩვენი აზრიც გვექნება. მაგრამ მუშაობის თავი ჩვენ ვინ მოგვცა, მაშ აზრიც იმათგან უნდა ვისესხოთ, ვინც აქამდე ჩვენს მაგიერ მუშაობდა და მაშასადამე, ისევ ევროპასა და ისევ იმ გერმანელებს მივაკითხოთ, ვინც აგერ ორასი წელია ჩვენი ჭკუის მასწავლებლები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსეთი იმდენად დიდი გაუგებრობა გახლავთ, გერმანელებისა და შრომის გარეშე ჩვენ ამ გაუგებრობას ვერც მოვერევით და ვერც თავს გავართმევთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არ შემიძლია მართლა და მართლა ისე ვიწამო, როგორც ჩემს ნასტასიას (მოახლე) ან რომელიმე ბატონკაცს სწამს, ასე ვთქვათ, „ყოველი შემთხვევისათვის“ - ან როგორც ჩვენს საყვარელ შატოვს, - თუმცა არა, შატოვი სათვალავში ჩასაგდები არ გახლავთ, შატოვს მოსკოველი სლავიანოფილივით იძულებით სწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქრისტიამობამ ქალი ვერ დააფასა, - რაც დიდებულად განავითარა ჟორჟ სანდიმ თავის ერთ-ერთ გენიალურ რომანში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სამარხვო ზეთსა და ცერცვის შეჭამანდში ხომ არ შეეძლო მართლა და მართლა ბელინსკის გზა ხსნისა ეპოვა!... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ორმოცდაშვიდ წელს, ბელინსკიმ საზღვარგარეთ ყოფნისას გოგოლს თავისი ცნობილი წერილი გაუგზავნა, სადაც სასტიკად უსაყვედურა, „ვიღაც ღმერთის“ როგორ გწამსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისი ხალხისა არა ესმის რა და ვინც მას მოწყდება, მყისვე მამულის რწმენასაც დაჰკარგავს და ათეისტი ან ყველაფერზე გულაყრილი კაცი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მარადიულმა, წმიდათა წმიდა სევდამ ერთხელ თუ აუძგერა გული რომელიმე მგრძნობიარე სულის ადამიანს, მერე თავის დღეში არ გაცვლის იმას სხვა არავითარ სიამოვნებაზე. ზოგს ხომ სევდა ყოველგვარ სიამოვნებას ურჩევნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ პატარა წვრილმანიც კი საოცრად გაგაკვირვებს და გონებაში დიდი ხნით ჩაგრჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო...“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავგანწირვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მეგობრებისათვის ზოგჯერ მართლაც მავნე გახლავთ განმარტოება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხშირად რომელიმე მწერალი ხალხს წლების მანძილზე ღრმა აზრების მატარებლად მიაჩნია, ჰგონია, საზოგადოების გარდაქმნაზე განსაკუთრებულსა და საოცარ გავლენას ახდენსო, მაგრამ ბოლოს მისი ღრმა აზრები ეგზომ წყალწყალა და უსუსური გამომდგარა, გული არავის დასწყვეტია, ასე მალე რატომ გამოიფიტაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გვხვდება ორი ჯურის ხალხი: ვინც დიდი მწუხარებისა და გაბოროტებისგან იკლავს თავს, ან შეშლილობით მოსდით თუ რაღაც სხვა მიზეზით, ისინი ბევრს არ ფიქრობენ, უცებ გადასწყვეტენ ხოლმე. ტკივილი ნაკლებ ადარდებთ; მაგრამ თუ სრულ გონებაზე მყოფი იკლავს თავს, - ის ბევრს ფიქრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - ვითომ შეიძლება სრულ გონებაზე მყოფმა მოიკლას თავი? - ძალიან ბევრი იკლავს. ტკივილის შიში რომ არა, უფრო მეტი იქნებოდა. ყველა. - მაშ თქვენი ფიქრით, რა უშლის ხელს ადამიანებს თავი მოიკლან? - მე... მე ჯერ ცოტა რამ ვიცი... ისე კი ორი რამ უშლის, მხოლოდ ორი: ერთი ძალიან პატარაა, მეორე კი ძალიან დიდი, მაგრამ ეს პატარაც ძალიან დიდია. - პატარა რაღაა? - ტკივილი. - მეორე დიდი მიზეზი რაღაა? - საიქიო. - ესე იგი სასჯელი, არა? - რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოს ფიქრია, - მხოლოდ საიქიოსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულ ერთია. აი, თავი და თავი მიზანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის იმიტომ ეშინია. მე ასე მესმის. ბუნებაც ამას გვკარნახობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ყოველივე ტკივილი და შიშია. ახლა ადამიანს სიცოცხლე უყვარს, რამეთუ ტკივილი და შიში უყვარს. ასე მოუწყვეს. სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშს ფასად ეძლევა ადამიანს, აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის, გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი, ბედნიერი და ამაყი და მისთვის სულ ერთი იქნება სიკვდილ-სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - თქვენის აზრით, მაშ ის ღმერთი მაინც არსებობს? - ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი სიკვდილის შიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ჩასწვდება ტყუილის არსს. ამის მიღმა თავისუფლება არ არსებობს. ყოველივე აქ არის, ამის იქით აღარაფერია. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ღმერთია. ახლა ყველას შეუძლია ისე გააკეთოს, აღარც ღმერთი იყოს და აღარც არაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის გაუკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ, რუსები, ამერიკელებთან შედარებით უსუსური ბალღები ვართ, კაცი ან ამერიკაში უნდა დაიბადო, ან კარგა ხანს უნდა იცხოვრო იქ, თუ გინდა იმათ დონემდე მიაღწიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მესმის, მოწყენამ როგორ უნდა აიტანოს კაცი. დარდმა არ უნდა გძლიოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = „რატომზე“ ელით პასუხს? ამ პატარა სიტყვას ჰგოდებს ქვეყნიერების გაჩენის პირველი დღიდან მთელი დედამიწა. ყოველ წუთს და წამს ამას შეჰღაღადებს თავის გამჩენს ბუნება, და პასუხი აგერ უკვე შვიდი ათასი წელია ვერ მიუღია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ისეთი სახეები, ყოველ ნახვაზე რომ მუდამ სხვანაირი გეჩვენება, მუდამ რაღაც ისეთს შეამჩნევ, რაც მანამდე არ შეგიმჩნევია, გინდა ასჯერ გყავდეს ნახული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა კაცს უჭირს თვითონ ლაპარაკი, ჰოდა, აუცილებელია ეს მესამე პირმა იკისროს, ვისაც არ გაუჭირდება ზოგიერთი საჩოთირო ამბის გადმოცემა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო საშინელ დღეშია ადამიანი, ან რაც უფრო დაჩაგრული და ღარიბია ხალხი, მით მეტი სიკერპით ეჭიდება ოცნებას, სამოთხეში ამინაზღაურდება ყველაფერიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედები მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, არც იცი, რატომ და რისთვის - იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, დროებით, ასე იცის მწუხარებამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიმართლე მუდამ დაუჯერებელია. სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რუსები უნდა მავნე პარაზიტებივით გაჟლიტონ კაცობრიობის საკეთილდღეოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვეულებრივ თუ ამქვეყნად ბოლო არაფერს აქვს, უთუოდ ექნება, უთუოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს უბედურება სწორედ ისევე სჭირია, როგორც ბედნიერება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე ეშმაკური არაფერია, კაცი რომ საკუთარ თავს თამაშობ, არავინ დაგიჯერებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმდენი უნდა იქაქანო და უმტკიცო შენი, ბოლოს შენვე აგერიოს, მსმენელმაც ვერაფერი გაიგოს და თავი დაგანებოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა რომ დიდი ბოროტება ჩაიდინო, ისეთი სამარცხვინო, თავმოსაჭრელი და ამასთან... ისეთი სასაცილო... მთელი ათასი წელი არავინ დაგივიწყოს და ათასი წელი ყველამ გაფურთხოს, უცბად კი ეს იფიქრო: „შუბლში ერთი ტყვია და მორჩა ყველაფერიო“, განა სულ ერთი არ იქნება, ვინ რას იტყვის და რას იზამს შენს შემდეგ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ადამიანისთვის დრო უცბად გაჩერდება და საუკუნოდ ასე იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი რომ სრულ ბედნიერებას მიაღწევს, მაშინ ჟამი აღარ იქნება, ვინაიდან აღარც არის საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დრო საგანი არ არის, დრო იდეაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავ წუთს ბედნიერი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არც ერთ ერს არ მოუწყვია თავისი ცხოვრება მეცნიერებისა და გონების საწყისებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გონება და მეცნიერება ადამიანთა ცხოვრებაში მუდამ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა დასაბამიდან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არასდროს მომხდარა, ყველა ერსა თუ რამდენიმეს ერთი საერთო ღმერთი ჰყოლოდათ, თითოეულს თავისი ჰყავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი კაცობრიობისა, მიზანი ყოველი ერისა, მისი არსებობის მანძილზე არის მარტოოდენ ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება და რწმენა მისი, ვითარცა ერთარსებისა, ჭეშმარიტებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი არის სინთეტიკური პიროვნება მთელი ხალხისა, ამ ხალხის არსებობის დასამაბიდან დასასრულამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშაა, ადამიანი კი უბედურია. ვინც ტკივილსა და შიშს დაძლევს, თვითონ გახდება ღმერთი. ღმერთი სიკვდილის შიშია. ვინც მხოლოდ შიშის მოსაკლავად მოიკლავს თავს, უმალ ღმერთი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რას დაიჩემეთ ეს ოცი წელი! ეს ოცი წელი [მეგობრობის] მარტო საკუთარი თავმოყვარეობის ამბავი იყო და მეტი არაფერი. წერილებს ჩემთვის კი არა, შთამომავლობისთვის წერდით. თქვენ სტილისტი ხართ და არა ჩემი მეგობარი. მეგობრობა სინამდვილეში გაბუქებული სიტყვაა: გულის ჭუჭყის გადმონთხევა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენ ყველას კატეხიზმოთი გვასწავლეს: „თუ პატივს სცემ მამასა შენსა და მშობლებსა შენსა, დღეგრძელიც იქნები და სიმდიდრეც მოგეცემაო“. ასე არის ათ მცნებაში. ჰოდა, თუ ღმერთმა საჭიროდ სცნო სიყვარულის წილ ჯილდოს დანიშვნა, მაშასადამე, ეგ თქვენი ღმერთი უზნეო არის-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ. უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცალკეულ ხალხთა გაქრობის ნიშანი საერთო ღმერთის აღიარება გახლავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც და ისპობა რწმენაც თვით ხალხთან ერთად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია ხალხი, მით განსაკუთრებულია ღმერთი მისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტებისა, საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ხალხებს საერთო ცნება ექმნებათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მაშინ იწყება მათი გადაგვარება და მაშინ იშლება სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ხალხი ამყავს ღმერთამდე. ან ყოფილა კი ოდესმე სხვანაირად? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხი ეს სხეულია ღვთისა. ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვინემ საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლივ ჰგმობს. ვინემ სწამს, რომ მისი ღმერთი სხვა ღმერთებს დაამარცხებს და განდევნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ებრაელები მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მოლოდინით სულდგმულობდნენ და ქვეყნიერებას ახალი ღმერთი დაუტოვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბერძნები ბუნებას აღმერთებდნენ და მსოფლიოს თვისი რელიგია უანდერძეს ანუ ფილოსოფია და ხელოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომმა ხალხი გააღმერთა სახელმწიფოს სახით და კაცობრიობას სახელმწიფო დაუტოვა ანდერძად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ დიად ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას, თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალა არის და არა დიდი ერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - მითხარით, თქვენ თვითონ გწამთ თუ არა ღმერთი? - მე რუსეთი მწამს, მართლმადიდებლობა მწამს მისი... მწამს ქრისტეს სხეული... მწამს, რომ მეორედ მოსვლა რუსეთში მოხდება... მწამს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვაი, რომ პიგმეები ვართ ამერიკის ჩრდილოეთ შტატების აზრთა გაქანებასთან შედარებით; რუსეთი ეს ბუნების შეცდომაა და არა ჭკუისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც დიდი ადამიანი უნდა იყო, საღმა აზრმაც არ შეგაყოყმანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რწმენა რომ ხალხის გასაპირუტყვებლად გინდათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დიდი ნიჭის ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოყვასის უბედურება უცხო თვალს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მუდამ სიამეს ჰგვრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სინამდვილეში მოწყალების გაცემით მინიჭებული სიამოვნება ამპარტავნული და უზნეო სიამოვნებაა, ეს მდიდარი კაცის განცხრომაა, აქაოდა სიმდიდრე და ძალაუფლება მაქვსო და მათხოვარზე მაღლა ვდგავარო. მოწყალება ათახსირებს გამკითხავსაც და გაკითხულსაც და ვერც მიზანს აღწევს, ვინაიდან მხოლოდ ამრავლებს გლახაკებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეულ რუსეთს ყველაზე ნაკლებ ძალუძს ამქვეყნად რასმე გაუმკლავდეს. უბირი ხალხი კიდევ ჰა, რუსთა ღმერთს ეჭიდება და იმით უდგას სული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეული რუსეთი ფიცრისგან ნაგები ქვეყანა არის, ღატაკი და... საშიში ქვეყანა, სადაც ბატონებად ქედმაღალი გლახაკნი სხედან, დანარჩენი უმრავლესობა კი ხუხულებში ცხოვრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსული რევოლუციური იდეის მთელ არსს სინდისის უარყოფა შეადგენს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცისთვის სინდისი მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და მუდამ ტვირთი იყო, მთელი მისი ისტორიის მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თავის მოკვლა იმიტომ მინდა, ეს იმიტომ ვიფიქრე, არა მსურს სიკვდილისა მეშინოდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით, ყველაზე ძლიერ რა მოქმედებს ამ ხალხზე? რა და მუნდირი. მუნდირის ჯადოს ვერავინ უძლებს. მეც განზრახ ვიგონებ ჩინებსა და თანამდებობებს: ეს მდივნებიო, ეს ფარული მეთვალყურენიო, ხაზინადარნიო, თავმჯდომარენიო, ეს რეგისტრატორნიო, მათი თანაშემწენიო - ამ ანკესზე ყველა ეგება. ამასთან სენტიმენტალობაც დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თუმცა სულ მთლად არა მწამს, მაინც არ ვიტყვი, ღმერთი უნდა დაიხვრიტოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა საკუთარი ჭკუით არავინ ცხოვრობს. საკუთარი ჭკუა ახლა ძალიან ცოტასა აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უდესპოტიზმოდ არც თავისუფლება ყოფილა ქვეყნად და არც თანასწორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნიერებას ერთი რამ აკლია მხოლოდ და ეს ერთი მორჩილებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სწავლის წყურვილი უკვე დიდკაცური სურვილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბატონკაცი რომ დემოკრატიას იწამებს, ამაზე მომხიბლავი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე აუტანელი არაფერია, როცა გაუბედურებულ კაცს ასი მეგობარი დაადგება თავზე და ჩასჩიჩინებს, ბრიყვულად მოიქეციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მთლიანად არასოდეს ინანიებს დანაშაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ საზოგადოებაში მოიძებნება ნაძირალა ადამიანები, ყოველ გარდამავალ ხანაში ამოტივტივდებიან ხოლმე ისინი ზედაპირზე და არა მარტო მიზანი, ჭკუისა და აზრის ნიშანწყალიც არ გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ მოუსვენრობასა და მოუთმენლობას გამოხატავენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე არ მესმის, რად იქცევიან ეს ჩვენი ბატონი გენიოსები თავიანთი დიდებული წლების მიწურულს, როგორც პატარა ბიჭები? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მსუბუქი ლიტერატურული კითხვის დროს, რაც უნდა გენიოსი იყო, საზოგადოებას ოც წუთზე მეტი გული არ უნდა გაუწყალო, თორემ დაუსჯელად ვერ გადარჩები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცობრიობის ბედ-იღბალისთვის სისულელე ისევე საჭირო გახლავთ, როგორც უდიდესი გენია... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანიის გარეშეც გაძლებს, რუსი კაცის გარეშე ხომ გაძლებს და გაძლებს, მეცნიერების, პურის გარეშეც გაძლებს, მაგრამ სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს, რამეთუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე! ამაშია მთელი საიდუმლოება, ეს არის, რაც არის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ მეცნიერებაც წუთით ვერ გასძლებს სილამაზის გარეშე, ეს იქნება ხეპრეობა და არა მეცნიერება, ლურსმანსაც ვერ გამოიგონებს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ; უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“ და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საერთოდ, რუსი ქალის სილამაზეს უზადოება აკლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტების თვალნათლივ დანახვამ არ შეიძლება მაინც არ შეგაძრწუნოს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რა საზიზღარი, რა სულმდაბალი პირუტყვია ადამიანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი და მისი შეხედულება - ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთმანეთისგან განსხვავებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ზოგჯერ ისეთი წამები, ეს ხუთი თუ ექვსი წამია მხოლოდ, როცა შენს სულში განუწყვეტელი ჰარმონია ისადგურებს. ამას მიწიერი არაფერი აქვს. მე არც ზეციურს დავარქმევდი, უბრალოდ მიწიერი ადამიანი ამას ვერ გაუძლებს, ან ფიზიკურად უნდა შეიცვალოს, ან მოკვდეს. ეს არის ნათელი, უდავო შეგრძნება. თითქოს უცბად შეიგრძნობ მთელ ბუნებას და უცებ ამბობ: ეს კი მართალიაო. როცა ღმერთმა ეს ქვეყანა გააჩინა, გაჩენის ყოველი დღის ბოლოს ასე ამბობდა: „ეს მართლა კარგიაო“. ეს... გულაჩუყება არაა, ეს უბრალოდ სიხარულია. თქვენ აღარც პატიება გჭირდებათ ვისიმე, ვინაიდან საპატიებელი აღარაფერი გაქვთ. ეს სიყვარულზე მეტიცაა! საშინელი ის არის, რომ ყველაფერი ასე საშინლად ცხადია და ასე დიდად სახარბიელო. ეს კიდევ ერთი წამი რომ გაგრძელდეს, შენი სული ვერ გაუძლებს და გაქრება. ამ ხუთ წამში მე მთელ სიცოცხლეს განვიცდი და მთელ სიცოცხლეს არ დავიშურებ ამ წამებისათვის. ათი ასეთი წამის გასაძლებად ფიზიკური გარდაქმნაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობდი, ლიტონი სიტყვები არ ყოფილიყო. მხოლოდ ამიტომ ვცოცხლობდი. ახლაც ყოველდღე ამას ვნატრობ, ლიტონი სიტყვები არ იყოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ ღმერთი არის, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ. თუ არ არის, ყველაფერი ჩემი ნებაა და მოვალე ვარ ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნუთუ ამ პლანეტაზე ისეთი არავინ მოიძებნება, ღმერთი უარყოს, თვითნებობა ირწმუნოს და მერე გაბედოს ეს თვითნებობა გამოავლინოს? ეს იგივეა, გლახაკმა მემკვიდრეობა მიიღოს და შიშით სალაროს ვერ გაეკაროს. მე მინდა ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. თუ სხვამ არა, მე ერთი გავაკეთებ ამას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მოვალე ვარ თავი მოვიკლა, ვინაიდან ჩემი თვითნებობის მთავარი მუხლია - შენი ხელით მოიკლა თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემთვის ყველაზე დიდი იდეა ის არის, რომ ღმერთი არ არსებობს. ამას ადასტურებს კაცობრიობის ისტორია. ადამიანს სხვა არაფერი უკეთებია, გარდა ღმერთის გამოგონებისა, რა არის თავი არ მოეკლა და ეცოცხლა. მთელი მსოფლიოს ისტორია დღემდე ეს არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იყო ამ ქვეყნად ერთი დღე და იმ დღეს დედამიწაზე სამი ჯვარი იდგა. ერთს, იმ ჯვარზე გაკრულს, ისე სწამდა, მეორეს უთხრა: „დღეს ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდებიო“. დასრულდა დღე, ორივე მოკვდა. იარეს, იარეს და ვერც სამოთხე ნახეს, ვერც მკვდრეთით აღდგომა იხილეს. ნათქვამი არ ახდა. მისმინე: ეს კაცი იყო უდიადესი არსება ამ ქვეყანაზე, მისთვის ღირდა მხოლოდ ესულდგმულა ქვეყნიერებას. მთელი პლანეტა, ყოველივე, რაც მასზე არის, ამ კაცის გარეშე სიგიჟეა და სხვა არაფერი. არც მანამდე და არც მერე მისი მსგავსი არ შექმნილა და არც შეიქმნება, რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს. სასწაულიც სწორედ ის არის, რომ მისი მსგავსი არც ყოფილა და არც იქნება. ხოლო თუ ასეა, თუ ბუნების კანონებმა ისიც არ დაინდეს, თავისივე სასწაულიც გასწირეს, ისიც იძულებული გახადეს ამ ცრუ წუთისოფელში ეცხოვრა და სიცრუისთვის მომკვდარიყო, მაშასადამე, ეს პლანეტა სიცრუეა, სიცრუეზე დგას და ყველაფერი მხოლოდ ადამიანის დაცინვაა. მაშასადამე, თვით პლანეტის კანონები სიცრუე და ეშმაკისეული ვოდევილი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვერ გამიგია, როგორ შეიძლება სცოდნოდა ათეისტს, ღმერთი არ არისო, და მაშინვე თავი არ მოეკლა? იცოდე, ღმერთი არ არის და ისიც იცოდე, შენ თვითონ ღმერთი ხარ - ამაზე მეტი უაზრობა არ შეიძლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ვიკლავ თავს, რომ დავამტკიცო ჩემი ურჩობა და ჩემი ახალი საშინელი თავისუფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ ყველას, უპირველეს ყოვლისა, შევუნდოთ და ვაპატიოთ მუდამ და ყოველთვის... იმედია, ჩვენც შეგვინდობენ. რამეთუ ყველანი ერთმანეთის წინაშე დამნაშავენი ვართ... დიახ, დამნაშავენი!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, ბედნიერია ის, ვისაც ღმერთი ცხოვრების გზაზე ქალს შეახვედრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ ქვეყანასთან რომ ანგარიში გაასწორო და სრული თავისუფლება მოიპოვო, შენდობა, შენდობა და შენდობაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძნელი ყოფილა ამ ქვეყანაზე ისე იცხოვრო, არ მოიტყუო... და... შენივე ტყუილი არ დაიჯერო, დიახ, სწორედ ასეა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ეს ეშმაკნი, გამოსულნი სნეულისგან და შესულნი ღორებში (ბიბლიური სიუჟეტი) - ეს სულ მუწუკები და წყლულებია, უწმინდურება და სიბინძურე, ეშმაკნი და ეშმაკეულნი, რომელთაც შეჭირვებული ჰყავთ ჩვენი ტკბილი სნეული, ჩვენი დიდი რუსეთი საუკუნეთა მანძილზე. დიახ, რუსეთი, რომელიც მე მუდამ მიყვარდა. მაგრამ აზრი ზენარი და ნება ზენარი მოევლინება მას ზეციდან, როგორც იმ ეშმაკებისგან შეპყრობილ შეშლილს და გამოვლენ მისგან ყველა ეს ეშმაკნი, ეს უწმინდურება, მთელი ის სიბილწე, ზედაპირზე ჩირქიან მუწუკებად გამოსული... და თვითონვე შეიხვეწებიან, გაგვიშვიო, ღორებში შევალთო. თუმცა, იქნებ უკვე შესულნიც არიან! დიახ, დიახ, ეს ჩვენ ვართ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი ახლა თუნდაც იმიტომ არის ჩემთვის აუცილებელი, რომ ადამიანს მარტო მისი სიყვარული შეუძლია ნიადაგ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უკვდავება თუნდაც იმიტომ მომენიჭება, ღმერთი არ იქნება ისე უსამართლო, გულში ჩამიქროს მისი სიყვარულის ერთხელ ანთებული ლამპარი: სიყვარულზე ძვირფასი კი განა რა არის? სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს? თუ მე შევიყვარე იგი და სიხარული მომგვარა ამ სიყვარულმა - შეიძლება კი გამაქროს მეც, ჩემი სიხარულიც და არად გვაქციოს? თუ ღმერთი არის, მეც უკვდავი ვარ! Voila ma pfofession de foi (აი, ჩემი რწმენა სჯულისა) | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს... უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, მალული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ჩემზე უსაზომოდ სამართლიანი და ბედნიერი, უკვე მეც მავსებს უზომო სასოებით, როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მქონდეს ჩადენილი! ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასათვის და ყოველივესთვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანმა მუდამ შეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთილება მოკლავთ. უსაზღვრო და უსაზომო ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც ის პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობრებო და კეთილებო: გაუმარჯოს დიად აზრს, უკვდავ, უსაზომო აზრს, ყოველმა კაცმა მუხლი უნდა მოიდრიკოს იმის წინაშე, რასაც დიადი აზრი ჰქვია. დიადი ხომ ყველაზე სულელსაც სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ წარმოუდგენლად პატივმოყვარე ლიტერატორებს თითქოსდა მოვალეობად მიაჩნიათ არც დამალონ ეს თავისი პატივმოყვარეობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ისეთი ლიბერალი, რომელსაც არავითარი მიზანი არ გააჩნია, მარტო რუსეთში გახლავთ შესაძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენი შრომით ცხოვრება არ შეგვიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ღმერთი მწამს, მაგრამ ამას გარკვევა უნდა: მწამს არსება, რომელსაც მე ჩემში ვატარებ და ჩემში შევიცნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც არ იცი, ვერც შეიყვარებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ყველა და ჩვენც ყველა ახლა - ან სულმდაბალი ათეისტები ვართ, ან გულაყრილი, გათახსირებული ვიგინდარები და მეტი არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი რამის აღიარება მართლაც ძნელია ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ისეთ რამეებზე არ ვმსჯელობ, რაც უკვე გადაწყვეტილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი ყოვლის მხილველ თვალსაც მოატყუებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგ საგანზე არამცთუ არ შეიძლება კაცმა ილაპარაკოს, ლაპარაკის წამოწყებაც კი უჭკოუბაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ აჯანყებას დაიწყებ, უთუოდ ათეიზმიდან უნდა დაიწყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომის კათოლიციზმი ქრისტიანობა აღარ არის, რომმა ის ქრისტე იწამა, რომელსაც ეშმაკის მესამე ცთუნებამ სძლია. კათოლიკებმა რომ გამოაცხადეს, ამქვეყნიური მეუფების გარეშე ქრისტე ფეხს ვერ მოიკიდებსო, ამით ანტიქრისტე აღიარეს და მთელი დასავლეთი დაღუპეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სოციალიზმი უკვე თავისი შინაარსით ათეიზმია, რამეთუ პირველივე სტრიქონი აცხადებს, რომ ის ათეისტური მოძღვრებაა და განზრახული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისა და გონების საწყისებზე მოაწყოს ყველაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საფრანგეთი მთელი თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რომაული ღმერთის იდეის განვითარება იყო, ხოლო თუ თავისი რომაული ღმერთი ბოლოს უფსკრულში გადაისროლა და ათეიზმი ირწმუნა, რასაც ჯერჯერობით სოციალიზმად ნათლავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ათეიზმი რომის კათოლიციზმზე უფრო ჯანსაღი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთს ვერ იწამებ, თუ ღმერთი არა გყავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იშრომეთ და შრომით ჰპოვეთ ღმერთი; ეს არის ყველაფრის დედაარსი, ანდა გაქრით, ვით საზიზღარი ობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ჭკვიანები აღარ ყბედობენ, პირი აქვთ დაცული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შრომა გვეზარება, ფულის მადა კი დიდი გვაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მათხოვრობამ არ შეიძლება კაცი არ გარყვნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი პროკლამაციის ერთ სტრიქონში უფრო მეტი აზრია, ვინემ რომელიმე კანცელარიის მთელ საქმიანობაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგად საკაცობრიო მიზნების მიღწევა გაცილებით მაღლა დგას ხორციელ სიამოვნებაზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი აუცილებელია და ამიტომაც უნდა იყოს, მაგრამ მე ვიცი, ღმერთი არ არის და არც შეიძლება იყოს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მაინც ქალია, გინდაც მონაზვნის სამოსელი ეცვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენს ცოდვილ დროში რწმენა მამა ზეციერისა ადამიანის ერთადერთი სასოებაა ამ ტანჯვისა და ვაების წუთისოფელში, ისევე როგორც მართალთათვის აღთქმული საუკუნო ნეტარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''საწყალი ადამიანები'' (1846) === [[ფაილი:Dostoevskij 1863.jpg|thumb|right|150პქ|მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს.]] {{Q | ციტატა = ოჰ, ნეტავი რა მომელის, როგორი იქნება ჩემი ბედი! რა მძიმეა ცხოვრება, როცა აწმყო გაურკვეველია, არა გაქვს მომავალი, არ იცი რა გელის. უკან მიხედვისა კი გეშინია. იქ ყველაფერი მწუხარებით არის მოცული, მისი ერთხელ მოგონებაც კი გულს მისერავს. მთელი სიცოცხლე უნდა ვიტირო ჩემი დამღუპველი ბოროტი ადამიანების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხანდახან ხდება ხოლმე, ადამიანი დაიბნევა საკუთარ გრძნობებში და ჩმახავს რაღაცას. ამის მიზეზი სხვა არაფერი არ არის რა, თუ არა სისულელემდე გადაჭარბებული გულის სიფიცხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ინატრეთ ვარდები, დღეს კი გიგზავნით, ხომ ხედავთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის ხოლმე, მადლობა უფალს, რომ ჩვენი უბედურებანიც მთავრდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუმცა ბნელი ადამიანი ვარ, შეიძლება ჩერჩეტიც, მაგრამ მათგან განსხვავებით ვიცი, რომ გული მეც ისეთი მაქვს, როგორიც ყველა სხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მიყვარს, როცა ბავშვი ჩაფიქრებულია, სამძიმოა მათი ყურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საწყალი ადამიანი საშინლად მომკითხველია, ის ღვთის გაჩენილ ქვეყანასაც სხვა თვალით უყურებს, ყველა გამვლელს ალმაცერად უცქერს და თავის ირგვლივ შემკრთალი იყურება, თითოეულ სიტყვას აკვირდება - ვინ იცის, იქნებ ჩემზე ამბობენ რამესო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც გინდა წერონ, რაც გინდა ჯღაბნონ მჯღაბნელებმა, საწყალი ადამიანის ცხოვრებაში მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამას წინათ ემელია მეუბნებოდა, რომ რაღაცაზე ხელი მოაწერინეს და ათშაურიანი მისცეს იმის გამო, რომ იდგა უბრალოდ გაუნძრევლად, მას ეგონა სიკეთის გამო მისცეს და თურმე, ისინი ფულს იხდიდენ საწყალი ადამიანის ნახვაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დღეს სიკეთეს რაღაც უცნაურად სჩადიან, ვინ იცის, იქნებ მუდამ ასე იყო. მათ ან არ იციან როგორ აკეთონ ეს საქმე, ანდა ამ საქმის დიდი ოსტატები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს შიშველი თითი რომ მოუჩანს, იდაყვთან გამოხეული ტანისამოსი რომ აცვია, ამას თავისებურად აღწერენ და ყიდიან. თქვენ ხომ ყველას წინაშე არ გაშიშვლდებით, სწორედ ასევე საწყალი ადამიანს არ უყვარს, როცა მის გალიაში იყურებიან და აკვირდებიან, როგორი ოჯახური პირობები აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის წლები, საიდან სად! ხანდახან ერთი კაპიკიც კი არ გამაჩნდა. მციოდა, მშიოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. დილით ნევსკაიაზე გავივლიდი, ვინმე ლამაზმანს წავაწყდებოდი და მთელი დღე ბედნიერი ვიყავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი'' (1861) === [[ფაილი:Fyodor Mikhailovich Dostoyevsky 1876.jpg|thumb|right|150პქ|თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით.]] {{Q | ციტატა = ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს ერთ წელიწადში გამოივლის ადამიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თქვენთვის, მჯღაბნელებისათვის ყველა მომხიბვლელია, ვისაც კაბა აცვია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ასე მოსდით ზოგჯერ უგულკეთილეს, ამავე დროს სუსტი ძარღვების მქონე ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი გულკეთილობისა, თვით ნეტარებამდე აჰყვებიან ხოლმე საკუთარ ვარამსა და რისხვას, ეძებენ საბაბს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველაფერი გადმოანთხიონ, თუნდაც გული ატკინონ სხვა უდანაშაულო და მეტწილად მათთვის ყველაზე მახლობელ ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ქალს მაგალითად ზოგჯერ მოთხოვნილება აქვს, თავი უბედური და დაჩაგრული ეგონოს, თუნდაც არც წყენა მიეყენებინოს ვინმეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც სამუდამოდ დაკარგულია, იმას ვეღარ დაიბრუნებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ ქალი რამეში დამნაშავედ გრძნობს თავს, უმალ ამჯობინებს შემდგომში ათასგვარი ალერსით გამოასწოროს თავისი დანაშაული, ვიდრე დანაშაულის აშკარა მხილების დროს აღიაროს იგი და პატიება ითხოვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო მეტია სათნოება და სიკეთე, მით მეტი ეგოიზმია მასში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} === ''ყმაწვილი'' (1875) === [[ფაილი:Valikhanov.jpg|thumb|right|150პქ|თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.]] {{Q | ციტატა = რასაც არ უნდა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა ,,ნაკადული'' თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა ხომ ერთნაირი ბუნებისა არ არის; ბევრ ადამიანს ლოგიკური დასკვნა ხანდახან გადაექცევა ხოლმე უძლიერეს გრძნობად, რომელიც დაეუფლება მთელ მის არსებას, რომელსაც ასე იოლად ვერ განდევნი და ვეც გადაასხვაფერებ. ასეთი კაცი რომ განკურნო, თვითონ ის გრძნობა უნდა შეუცვალო, ეს კი შეუძლებელია, თუ სანაცვლოდ არ მოინახა რომელიმე სხვა, ისეთივე სიძლიერის გრძნობა. ეს მუდამ ძნელია, ხოლო ხშირ შემთხვევაში კი - შეუძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული ერთადერთი გზაა, რომელიც არარა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამისა და თანაც მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია - პატიოსანია ის თუ უპატიოსნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, უთუოდ შემონახული აქვს ხსოვნაში რაიმე მოგონება ისეთი ამბისა, რაც მას გადახდენია და რაც მას შეუფასებია ან მზადაა შეაფასოს როგორც ფანტასტიკური, უჩვეულო, იშვიათი, თითქმის სასწაულებრივი რამ, სიზმარი იქნება ეს, შეხვედრა, მკითხაობა, წინაგრძნობა, თუ რაღაც ამგვარი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უჭირს ადამიანს იცოდეს ყველა შეცოდება, გაერკვეს რა არის ცოდვა და რა არა: აქ საიდუმლოებაა, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეიცან ყოველივე, რამეთუ როცა შეეყრები უღმერთოს ვისმეს ან თავაშვებულს, შეგეძლოს პასუხი მიაგო, რათა მან არ გაგაბრუოს მკრეხელობით და არ აგიმღვრიოს უმწიფარი ფიქრები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად რჩება; ხოლო თუ მოკვდა მრავალ ნაყოფს გამოიღებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ცუდია თუ შეწყვიტე წიგნების კითხვა, სამწუხარო იქნება თუ ცხოვრების აღსასრულს ჩემსავით ეტყვი შენს თავს: მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ კარგი არაფერი ვიცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მწამს ღმერთი, რადგანაც შემიძლია ვიწამო ის, და მწამს იმდენად, რამდენადაც შემიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეტისმეტად ამაყ ადამიანს უყვარს სწამდეს ღმერთი, მეტადრე ისეთს, ვინც ადამიანებს ცოტა არ იყოს ზიზღით შესცქერის. მრავალ ადამიანს აქვს რაღაცნაირი ბუნებრივი მოთხოვნილება - იპოვნოს ვინმე ან რამე, რის წინაშეც ქედს მოიხრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლანდელი დრო ესაა უკიდურესობათა რიდისა და უგრძნობლობის დრო, უმეცრებისკენ, სიზანტისკენ ისწრაფვის დრო, საქმის გაკეთების შნო აღარავის აქვს, ყველა მზამზარეულს მოითხოვს. არავინ არაფერს უფიქრდება, იშვიათად რომ შეიქმნეს რაიმე იდეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერ ადამიანს ხანდახან ძალიან უმძიმს საკუთარი სიძლიერის ატანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ გულწრფელად გვინდა პატიოსნები ვიყოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უსაზიზღრესი გარყვნილება კისერზე ჩამოკიდებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საუკეთესონი კაცთა შორის არც სხვებზე მეტნი არიან რამით და არც ნაკლებნი, ისინი მხოლოდ შეშლილები არიან. მარტოოდენ საშუალონი და უნიჭონი არიან მოლხენილნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხე რომ დარგო კაცმა, ყველა ირგვლივ დაგცინებს: რაღას რგავ, შენ მაგ ხეს ვერ მოესწრებიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზნის მიღწევა მათემატიკურადაა უზრუნველყოფილი. საქმე მეტად მარტივია, მთელი საიდუმლო ორად ორ სიტყვაშია: შეუპოვრობა და განუწყვეტლობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა რელიგია და ყველა ზნეობრიობა რაც კი ქვეყნად არსებობს, ერთნაირია ერთ რამეში: „გიყვარდეს სათნოება და გაურბოდე ბიწიერებას.“ ხომ თითქოს არაფერია ამაზე ადვილი არა? აბა სცადეთ ერთი, ჩაიდინეთ სათნო და გაექეცით თქვენს თუნდაც ერთ ბიწიერებას. აი, ამიტომ მეორდება ეს ორი სიტყვა საუკუნეების მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მინდა მხოლოდ ის, რაც ძლიერებით მოიპოვება, რასაც სხვა გზით, თუ არა ძლიერებით ვერ მოიპოვებ. ესაა განმარტოვება და საკუთარი ძალის მშვიდი შეგნება! აი, ყოვლად სრული განმარტება თავისუფლებისა, რაზეც ასე თავს იტეხს კაცობრიობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი ხშირად გულწრფელად განიცდის, მაგრამ მაინც თამაშობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებიც როგორც კი ცივი წყალი გადაევლებათ, მაშინვე უარს ამბობენ არა მარტო თავის საქციელზე, არამედ იდეაზეც და თვითონვე დასცინიან იმას, რაც ერთი საათის წინ წმიდათა წმინდად მიაჩნდათ, ო, რა იოლად ახერხებენ ამას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც ბევრია თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ჩვეულების გამო, ისევ ახალგაზრდა თაობა ჰგონია თავი, რაკი ჯერ კიდევ გუშინ ასეთი იყო, და იმას კი ვერ ხვდება, რომ უკვე გარიყულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნდა შეგეძლოს ცხოვრების პატარ-პატარა უბედურებათა ატანა. უბედურებანი თუ არ იქნა, ცხოვრება არცა ღირს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = წვრილმანები არ დაგავიწყდეს, რაც უფრო პატარაა რაიმე ხაზი, მით უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალზე არ უნდა უამბო მესამე პირს, კონფიდენტი ვერ მიგიხვდება. ანგელოზი რომ ანგელოზია, ისიც ვერ მიგიხვდება. თუ ქალს პატივს სცემ, ნუ გაიჩენ კონფიდენტს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოტელომ დეზდემონა იმიტომ კი არ მოკლა და მერე თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ეჭვიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას იდეალი წაართვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მხიარულება თავიან-ფეხებიანად გასცემს ადამიანს. ზოგი ხასიათი ისეთია, დიდ ხანს ვერ გაუგებ, მაგრამ გაიცინებს ადამიანი უცებ ძალზე გულწრფელად და მთელი მისი ხასიათი თითქოს ხელის გულზე გადაშლილაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოცინარი და მხიარული ბავშვი სამოთხის შუქია, მომავლის გამოცხადებაა, როცა ადამიანი ბოლოს და ბოლოს ბავშვივით უმანკო და გულუბრყვილო შეიქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა მწარეა მოხუცის ავადმყოფობა, ხომ თიითქოს სული რაღაში უდგიაო, მაგრამ მაინც რომ ცოცხალია და შეჰხარის ქვეყნიერებას და ვგონებ სიცოცხლე თავიდან რომ ჰქონდეს დასაწყები, არც ეს შეუკრთობდა სულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი დრტვინვით ან უკმაყოფილებით შეხვდა სიკვდილს, ესე არს ცოდვა უდიდესი. ხოლო თუ სულის სიმხიარულემ შეაყვარა სიცოცხლე, მაშინ ვფიქრობ უფალიც მიუტევებს ყველაფერს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაფერი საიდუმლოებაა მეგობარო, ყველაფერი უფლის საიდუმლოებაა. ეს საიდუმლობაა დატანებული ყოველ ხეში, ბალახის ყოველ ღეროში, პაწია ჩიტუნა გალობს თუ ვარსკვლავთა ხომლი კაშკაშებს ღამით ზეცაში - სულ ერთი საიდუმლოებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააკვირდით წყლის წვეთს და დაინახავთ მთელ ახალ სამყაროს, ცოცხალ არსებათა მთელს ცხოვრებას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთონი არ შემხვედრიან, მხოლოდ მოუსვენარი ადამიანები მხვდებიან, აი მათი ნამდვილი სახელი, ვინაიდან მთელი თავისი დღე და მოსწრება სულ კითხულობენ, წიგნიერი სიტკბოთი გამძღარნი ერთს მსჯელობაში არიან, თვითონ კი მაინც ვერაფერში გარკვეულან, არაფრის გადაწყვეტის შნო და უნარი არა აქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. გამოდის რომ რითაც შუქი გვეფინება, იმასვე ვწყევლით და არც კი ვიცით, რომ ასეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება თუ რამეს არ ეთაყვანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთო ათეისტი კი არა, ის არის, ვინც მართლა უღმერთოა და პირზე ღვთის სახელი აკერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვექილი დაქირავებული სინდისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ან კი რა არის შენი „ამ ქვეყნად?“ განა მარტოოდენ ოცნება არა? აიღე ქვიშა და დათესე ქვაზე; როცა ის ქვიშა იმ ქვაზე ამოვა და გაიხარებს, მაშინ შენი ოცნებაც ამქვეყნად ხორცს შეისხამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ მეკითხებოდეს, ყოველ განვითარებულ ადამიანს მცნებად დავუსახავდი, რომ თავისი სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად და რაღაცით გააბედნიეროს თუნდაც ერთი არსება. ოღონდ პრაქტიკულად, ესეიგი ნამდვილად გააბედნიეროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა იდეალისტი შუბლით შეასკდება სინამდვილეს, სხვებზე უმალ ყოველთვის სწორედ ის წარმოიდგენს ყოველგვარ სისაძაგლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენში ხომ სწორედ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს თუნდაც რაიმენაირი წესრიგი, ოღონდ კი ბოლოს და ბოლოს საკუთარი იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მუდამ ასე ემართებათ ხოლმე „უმწეოებს“: იციან, რომ იღუპებიან, და მაინც არ იშლიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი ხალხი არის მეორეხარისხოვანი ხალხი, რომელსაც წილად რგებია იყვეს მხოლოდ მასალა უფრო კეთილშობილი მოდგმისა, თვითონ კი ვერ ითამაშებს დამოუკიდებელ როლს კაცობრიობის ბედ-იღბალში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნად არიან სამი ჯურის არამზადები: მიამიტი არამზადები, ე.ი. დარწმუნებულნი, რომ მათი არამზადობა უმაღლესი კეთილშობილებაა; არამზადები, რომელთაც რცხვენიათ, - ესე იგი ერცხვინებათ საკუთარი არამზადობისა, მაგრამ უსათუოდ უნდათ მაინც ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი სიგლახე, და დასასრულ უბრალოდ არამზადები, წმიდა წყლის არამზადები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი იმდენად სამართლიანი და დიდსულოვანია, რომ, თავისდა საზიანოდ, სხვას მიაგებს კუთვნილს, ასეთი კაცი, თავისი ღირსებით, უფრო მაღლა დგას სხვებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქორწინების საქმე რომ მარტო ქალებზე იყოს დამოკიდებული - არც ერთი ქორწინება არ შერჩებოდა ბოლომდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქ, სადაც საქმე ეხება არა რწმენას, არამედ იმას, რაც მათ რწმენად მიაჩნიათ, და, მაშასადამე, მათებურად, წმიდაცაა, იქ თუ გინდა ჯვარს ეცმევიან, წამებას აიტანენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნარი - პატივი სცე საკუთარ თავს, მეტად იშვიათია ქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, ისევე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი საკუთარი ღირსება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველი კაცის ცხოვრებაში არის ხოლმე იმდენად თითქოსდა ექსცენტრული წადილი და ოცნება, რომ ერთი შეხედვით შეუცდომლად შეიძლება სიგიჟედ ჩაითვალოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საოცარია, რამდენი გარეშე ფიქრი გაუელვებს ხოლმე გონებაში ადამიანს სწორედ მაშინ, როცა სულ ერთიან შეძრულია რაიმე უდიდესი ამბით, რომელსაც, სინამდვილეში, უნდა ჩაეხშო სხვა გრძნობები და გაეფანტა ყველა სხვა, მეტადრე კი წვრილმანი ფიქრები; პირიქით კი ხდება ხოლმე, ასეთ დროს სწორედ წვრილმანი ფიქრები დაესევიან და საშველს არ აძლევენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსები - ფრენოლოგიის, კრანიოლოგიისა და თვით მათემატიკის საფუძველზეც კი - მეორეხარისხოვანი მოდგმის ხალხია, და რომ, მაშასადამე, არც ღირს რუსად სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, მუდამ აცალე ხოლმე ადამიანს ცოტა წაიტყუილოს - ამით ვის რა დაუშავდება. ბევრიც აცალე. ჯერ ერთი, ამით გამოიჩენ შენს ზრდილობას, მეორეც, სანაცვლოდ შენც გაცლიან ტყუილს - ერთბაშად ორი უდიდესი ხეირია. Que diable! უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შეუძლებელი რამაა. და, მაინც, უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე სთესე სიკეთე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უფლება არა გაქვს სხვები განსაჯო, რადგან სხვების მსაჯული რომ იყო, ტანჯვით უნდა მოიპოვო განსჯის უფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრებთან, გულით საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრება - აი სამოთხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცილი სულის შეუმცდარი ჭაშნიკია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ხოლმე ისეთი მიამიტობა, რომელიც მიენდობა ყველასა და ყველაფერს და ეჭვადაც არა აქვს, დამცინიანო. ასეთი ადამიანები მუდამ გონებაშეზღუდულები არიან, ვინაიდან შეუძლიათ პირველ შემხვედრს გადაუშალონ გული და რაც კი რამ სანუკვარი აქვთ, გადმოულაგონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს ვერ ეთაყვანა; ვერ გაუძლებს თავის თავს ასეთი კაცი, ვერც ვერანაირი კაცი. ღმერთიც რომ უარჰყოს, კერპს დაუწყებს თაყვანისცემას - ხის, ოქრისი თუ გონების კერპს. სულ კერპთაყვანისმცემლები არიან ასეთები, და არა უღმერთონი, აი რა უნდა დავარქვათ მათ. უღმერთო ვითომ რატომ არ უნდა იყოს ქვეყნად? არიან ისეთები, რომლებიც მართლაც უღმერთონი არიან, ოღონდ ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან ამათზე, რადგან პირზე ღვთის სახელი აკერიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მამაკაცი ნამდვილად ზნეობრივად ემონება დედაკაცს, მეტადრე თუ დიდსულოვანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნახულა ქალი სულმდაბალი რომ არ იყოს? ამიტომაც უნდა ბატონობდეს მასზე მამაკაცი, ამიტომაც გაუჩენია ქალი ღმერთს დამოკიდებულ არსებად. ქალი - ბიწია და ცთუნება, მამაკაცი კი - კეთილშობილება და დიდსულოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი იყოს დიადი, თორემ რა უჭირს, პატარა ჭუჭყი თუ გაერევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესად განვითარებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ზეიმურად და ძლევამოსილად ბედნიერი სახე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძალდატანებული, გადარეული სიყვარული ისე მოქმედებს, როგორც ავი ზნე, როგორც მარყუჟი, როგორც ავადმყოფობა, და - როგორც კი ნატვრას შეისრულებს კაცი - მაშინვე ჩამოეცლება ბისტი და ჩნდება სულ საწინააღმდეგო გრძნობა: ზიზღი და სიძულვილი, მოსპობის, განადგურების სურვილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნება მომეცით მოგახსენოთ „წმინდა წყლის არამზადაზე“. მე ერთი ამხნაგი მყავდა, ლამბერტი, რომელიც ჯერ კიდევ თექვსმეტი წლისა მეუბნებოდა: როცა მდიდარი ვიქნები, ჩემთვის ყველაზე დიდი ნეტარება ის იქნება, რომ პურისა და ხორცის ჭმევას დავუწყებ ძაღლებს იმ დროს, როცა ღატაკთა შვილები შიმშილისაგან სიკვდილის პირას იქნებიან მისულნიო, ხოლო როცა შეშა აღარ ექნებათ, მთელ საწყობ შეშას ვიყიდი, მინდვრად დავაწყობ და ცეცხლს გავუჩაღებ, ღარიბ-ღატაკთ ერთ ღერსაც არ მივცემო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ას წლამდე რომ ვიცოცხლო, ხელმეორედ აღარ დავუბრუნდები ავტობიოგრაფიის წერას. ზედმეტად უნდა გიყვარდეს თავი, რომ მასზე წერო და არ შეგრცხვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება?! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინაიდან სამყაროს შექმისას ჩემთვის არაფერი უკითხავთ, მეც ვიტოვებ უფლებას, ამ მხრივ საკუთარი შეხედულება ვიქონიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ შეიძლება კაცს უთხრა, გასაკეთებელი არაფერიაო? ვერ წარმომიდგენია ისეთი მდგომარეობა, რომ ოდესმე აღარაფერი იქნეს გასაკეთებელი! იშრომეთ კაცობრიობისთვის და დანარჩენზე ნუ ზრუნავთ. საქმე იმდენია, რომ ამისთვის მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა, თუკი დაკვირვებით მიმოვიხედავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა დიდი რამ უნდა მშვენიერი იდეის უარყოფას? მთავარი ისაა, ასევე მშვენიერით ჩაანაცვლო იგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები ამჯობინებენ ღმერთს, რათა ქედი არ მოუხარინ ადამიანებს, - ცხადია, თვითონაც არ უწყიან, როგორ ემართებათ ეს – ღვთის წინაშე ქედის მოხრა არც ისე შეურაცხმყოფელია. ასეთები ხშირად მეტისმეტად მორწნუნენი ხდებიან ხოლმე, უფრო სწორად, გულმხურვალედ მოსურნენი, რომ სწამდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქნებ უკეთესიც იყოს, როცა ადამიანები შეურაცხყოფას გვაყენებენ: ყოველ შემთხვევაში, ეს თავიდან აგვაცილებს იმ უბედურებას რომ შევიყვაროთ ისინი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ რევოლვერი მქონდეს, სადმე ცხრაკლიტულში დავმალავდი, ღმერთს გეფიცებით, დიდი მაცდუნებელი რამაა. მე, იქნებ, არც მჯერავს თვითმკვლელობის ეპიდემიის, მაგრამ თუ აი, ეს ყოველ წუთს თვალში გეჩხირება კაცს, - ღმერთმანი არის ხოლმე წუთები, რომ შეიძლება გაცდუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე ძნელად გასაგები სწორედ ის იდეებია, რომლებიც ყველაზე მარტივია და ნათელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უბრალოს მხოლოდ სულ ბოლოს გაიგებ კაცი ,როცა მოსინჯავ ყველაფერს, რაცაა ბრძნული და რაცაა ბრიყვული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სრულიადაც არ არიან ადამიანები ისეთი მშვენიერები, რომ მათზე ესოდენ ზრუნვა ღირდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი უდიდესი ძალაუფლებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რეალიზმი, რომელიც საკუთარი ცხვირის წვეტით განისაზღვრება, ყველაზე უგუნურ ფანტასტიკურობაზე უფრო საშიშია, ვინაიდან ბრმაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კიდევ ის მიყვარს თქვენში, რომ ღიმილი არ გშორდებათ სახიდან: ეს ჩემი სამოთხეა!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო კარგო, სრულიადაც არ მინდა შენი იდეალების სანაცვლოდ რომელიმე ბურჟუაზიულ სიკეთეს დაგახარბო. არ ჩაგჩიჩინებ, დევგმირობას ბედნიერება სჯობია-მეთქი; პირიქით, დევგმირობა ყოველგვარ ბედნიერებაზე მაღლა დგას, და თუნდაც მარტოოდენ უნარი ამისა – თავისთავად ბედნიერებაა… სწორედ ამიტომაც გცემ პატივს, რომ ამ ჩვენს დამყაყებულ დროში შეძელი, საკუთარ სულში გაგეჩინა რაღაც „შენი იდეა“, მაგრამ მაინც შეუძლებელია, არ ვიფიქროთ ზომიერებაზე, ვინაიდან შენ სწორედ ახლა გსურს გიჟმაჟი სიცოცხლე, გინდა რაღაც ააგიზგიზო, დაამსხვრიო, მთელ რუსეთზე მაღლა დადგე, საავდრო ღრუბელივით გადაუარო თავზე, ყველანი შიშითა და აღტაცებით მოცულნი დატოვო, თავად კი გადაიმალო ჩრდილო ამერიკის შტატებში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - უნდა გწამდეს ღმერთი, ჩემო კარგო. - და თუკი არ მწამს ეს ყოველივე? – წამოვიძახე ერთხელ გულმოსულმა. - ჰოდა, საუცხოოა, ჩემო კარგო… ეგ საუკეთესო ნიშანია, ჩემო მეგობარო, ყოვლად კეთილსაიმედოც კი, ვინაიდან რუსი ათეისტი, თუ ის მართლა ათეისტია და სულ მცირე ჭკუა მაინც აქვს – საუკეთესო ადამიანია მთელ დედამიწის ზურგზე და მუდამ მზადაა, მიეფეროს ღმერთს იმიტომ, რომ უსათუოდ კეთილია, ხოლო კეთილია იმიტომ, რომ უზომოდ კმაყოფილია თავისი ათეისტობით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან. და მაინც უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე და ისე თესე სიკეთე. მოითმინე მათგან სიავე, შეძლებისდაგვარად, გულს ნუ მოიყვან, „გახსოვდეს, რომ შენც ადამიანი ხარ“… ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე; არ წამოეგო ასეთ სიყვარულზე და განუწყვეტლივ გეზიზღებოდეს. ყურანში ალაჰი უბრძანებს თავის წინასწარმეტყველს, „ჭირვეულთ“ ისე მოეპყარი, როგორადაც თაგვებს, სიკეთე უყავი და გვერდი აუარეო – ცოტა ქედმაღლური ნათქვამია, მაგრამ მართალია. შეძელი, გეზიზღებოდეს მაშინაც კი, როცა კარგები არიან, ვინაიდან სწორედ აქ არიან ხოლმე ისინი ცუდები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იდეებით ცხოვრება მოსაწყენია, უიდეებოდ კი მუდამ მხიარულად ცხოვრობს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელ ამ ჩვენს პროგრესულ მოძრაობაში ბოლო ოცი წლის მანძილზე, უწინარეს ყოვლისა, ის დავამტკიცეთ, რომ ბინძურად გაუნათლებლები ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უბრალოება, კაცმა რომ თქვას, უმაღლესი ეშმაკობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული თუმცა ღმერთი არაა, მაგრამ მაინც ნახევარღმერთია - უდიდესი ცდუნებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რარიგ მიიჩქარიან თავიანთ კუთხეში სამუშაოდან და საშოვრიდან მომავალი მდაბიო, დაღვრემილი ადამიანები! ყველას სახეზე აწერია თავისი მძიმე საფიქრალი და ამ ბრბოში იქნებ ერთიც არაა საერთო, გამაერთიანებელი აზრი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ჭკუაში გაგიჯდება რაღაც უძრავი, მარადიული, ძლიერი, რომლის გარდა სხვა არაფრისთვის აღარ გცალია, - ამით თითქოს ქვეყნიერებას ერიყები და უდაბნოში გადადიხარ, და ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სადღაც შენს მიღმა მიმდინარეობს, მთავარის გვერდის ავლით. შთაბეჭდილებებიც კი არასწორად აღიქმება. და, გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ მუდამ გაქვს თავის გასამართლებელი. რარიგ ვაწვალებდი მთელი ეს ხანი დედას, რა სამარცხვინოდ ვტოვებდი ჩემს დას: „ე, მე „იდეა“ მაქვს, სხვა დანარჩენი კი წვრილმანია“, - აი, თითქოს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს. მეც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, და მტკივნეულადაც, - მოვდიოდი შეურაცხყოფილი და მერე უცებ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ე, მე სულმდაბალი ვარ, მაგრამ მაინც მაქვს „იდეა“, მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ“. „იდეა“ მანუგეშებდა და მიადვილებდა შერცხვენასაც და არარაობასაც; ჩემი ყველა სისაძაგლეც თითქოს ამ იდეის უკან იმალებოდა; ის, ასე ვთქვათ, მიმსუბუქებდა ყველაფერს, მაგრამ თან ბურუსითაც ფარავდა, რაც რამ იყო ჩემ წინ; მაგრამ შემთხვევათა და საგანთა ასეთ ბუნდოვან გაგებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ავნოს თვით „იდეასაც“ კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესი და განვითარებული ადამიანი, უზენაეს აზრს რომ ემსახურება, ზოგჯერ სულ გადაუხვევს ხოლმე არსებითს, და სასაცილო, ჟინიანი და ცივი, ანდა უბრალოდ გეტყვი - სულელი ხდება ხოლმე, და არა მხოლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში, არამედ დასასრულ, თავის თეორიებში კი სულელი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} === ''მკვდარი სახლის ჩანაწერები'' (1862) === [[ფაილი:Dostoyevsky on his Bier, Kramskoy.jpg|thumb|right|150პქ|ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება.]] {{Q | ციტატა = სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ განათლება ადამიანში მედიდურობას აღვივებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ნაკლი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარი მორჩილი და მომთმენია გარკვეულ მიჯნამდე, მაგრამ არსებობს უკიდურესობა, რომელსაც არ უნდა გადასცდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მზა თვალსაზრისით დანაშაულის შეცნობა ძნელია და მისი ფილოსოფიაც უფრო რთულია, ვიდრე ვარაუდობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რასაკვირველია, საპყრობილე და იძულებითი მუშაობის სისტემა დამნაშავეს ვერ გამოასწორებს; ამით მას მხოლოდ სჯიან და საზოგადოების სიმშვიდეს უზრუნველყოფენ; ბოროტმოქმედთა თავდასხმისგან იცავენ. დამნაშავეს კი საპყრობილე და იძულებითი მუშაობა მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილსა და საშინელ თავქარიანობას უვითარებს. მტკიცედ მწამს, რომ კარგად ცნობილი ეს სისტემაც აღწევს მხოლოდ მცდარ, მოჩვენებით, გარეგნულ მიზნებს. იგი ფიტავს ადამიანს, უღიზიანებს სულს, ასუსტებს და აშინებს, შემდეგ ზნეობრივად გამომშრალ მუმიას, ნახევრად შეშლილს, გამოსწორებისა და მონანიების ნიმუშად წარმოადგენს. რასაკვირველია, დამნაშავეს სძულს საზოგადოება, რომელიც მას დამნაშავედ მიიჩნევს, საკუთარი თავი კი ყოველთვის მართალი ჰგონია. გარდა ამისა, დანაშაულისთვის ის უკვე დაისაჯა, ამიტომ თავს განწმენდილად თვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ფული გარკვეულწილად თავისუფლებაა, ამიტომაც თავისუფლებააღკვეთილი კაცისთვის ათჯერ უფრო ძვირფასია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ ნაამბობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რამდენი ხასიათიცაა, იმდენივე ვარიაციაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = განათლებულ, პატიოსან, შეგნებულ და მგრძნობიარე კაცს სასჯელად საკუთარი გულისტკივილიც ეყოფა. მას ყველა სასჯელზე მეტად ეს სატანჯველი ღრღნის, საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო შეუბრალებლად და მკაცრად გაკიცხავს, ვიდრე ყველაზე უწყინარი კანონი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი ადამიანი იმდენად კეთილშობილია, ღვთისგან იმდენად დაჯილდოებული, რომ მათი უარესობისკენ შეცვლა შეუძლებელად მოგეჩვენებათ. მათი იმედი ყოველთვის გაქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი რამ პირადად თუ არ გამოსცადე, ისე ვერ განსჯი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზნეობრივი გაჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე მძიმეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიცოცხლო და ვიცოცხლებ კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. სწორედ ასეთი „უბედურები“ საჭიროებენ ყველაზე ადამიანურ მოპყრობას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საქმის მოღალატეებმა, ცხვრის ფარაში გარეულმა მგლებმა, როგორადაც უნდა იმართლონ თავი, მუდამ დამნაშავეები იქნებიან, მით უმეტეს, თუ ყველაფერთან ერთად კაცთმოყვარეობაც აკლიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = დასასჯელს, როგორც წესი, იპყრობს რაღაც მძაფრი, მაგრამ წმინდა ფიზიკური, უნებლიე და დაუძლეველი შიში, რომელიც ადამიანის მთელ მეობას იმორჩილებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვეფხვივით მუდამ სისხლი სწყურიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანია - ჩვეულებაა, რომელიც განვითარების თავის გზას გადის და ბოლოს, ავადმყოფობად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვეულებამ შეიძლება საუკეთესო ადამიანიც გააუხეშოს და იქამდე გადააგვაროს, რომ მხეცისგან ვეღარ გაარჩიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სისხლი და ძალაუფლება ადამიანს ათრობს, სიტლანქესა და გახრწნილებას უღვივებს: ყველაზე არანორმალური მოვლენები გრძნობა-გონებისთვის მისაღები, დაბოლოს, დამატკბობელიც კი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანში ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ კვდება; მისთვის ადამიანური ღირსებისკენ, მონანიებისა და აღდგომისკენ შემობრუნება თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს, ამგვარი თავნებობის მაგალითი მთელ საზოგადოებაზე გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცდურია. საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. ერთი სიტყვით, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ფიზიკურად დასჯის უფლება, ჩვენი საზოგაოების წყლულია, ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა ჩანასახშივე მოსპოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყოველგვარი მცდელობა და მის გარდაუვალ გადაგვარებას საფუძველი შეუქმნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უცხო წრეში ცხოვრებაზე საშინელი არაფერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მიზან და იმედდაკარგული ადამიანი დარდისგან ხშირად ნამდვილ ნადირად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საპყრობილეში კაცი მოთმინებას ეჩვევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ყველაფერს ეჩვევა. ვფიქრობ, ესაა საუკეთესო განმარტება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უსაქმურად, კანონიერი საკუთრების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, გაირყვნება, მხეცად გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოების უმაღლეს კლასს წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ზრუნავენ „უბედურებზე“ ვაჭრები, მეშჩანები - მთელი ჩვენი ხალხი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = თუ ადამიანის მოსპობა და განადგურება უნდათ, ის უნდა დასაჯონ ყველაზე საშინელი სასჯელით, ისეთით, უდიდეს ავაზაკ კაცისმკვლელსაც რომ შეაძრწუნებს და დააფრთხობს. ამისთვის საკმარისია ეს ადამიანი დაასაქმონ მისთვის სრულიად უსარგებლო და უაზრო სამუშაოზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველგვარი ზომების მიუხედავად, ცოცხალ ადამიანს ფიტულად ვერ გადააქცევ; შერჩება გრძნობები, ცხოვრებისა და შურისძიების წყურვილი, ვნებები და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე სულ სხვა რამეა, ვიდრე ის, რასაც ცოდნით და სხვათა ნათქვამით წარმოიდგენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კატორღაში მიმავალი მდაბიო თავის საზოგადოებაში მიდის, თუმცა, შეიძლება იგი მასზე განვითარებული იყოს. რასაკვირველია, მან ბევრი რამ დაკარგა - სამშობლო, ოჯახი, ყველაფერი... მაგრამ მისი გარემო არ შეცვლილა. განათლებული კაცი კი, რომელსაც კანონით მდაბიოს იდენტური სასჯელი აქვს, ხშირად მეტს კარგავს. მან ყველა მოთხოვნილება, ყველა ჩვევა უნდა დაიოკოს, გადავიდეს მისთვის დაუკმაყოფილებელ გარემოში, მიეჩვიოს სხვა ჰაერით სუნთქვას... ის წყლიდან ამოგდებული თევზია. ხშირად კანონით გათვალისწინებული სასჯელი მისთვის სხვაზე ათჯერ უფრო მტანჯველია. ეს ჭეშმარიტებაა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. თავისუფალი ადამიანიც, რასაკვირველია, იმედით ცოცხლობს, (მაგალითად, ბედის შეცვლის, ახალი საქმის დაწყების...), მაგრამ ის მოქმედებს და ცხოვრების ორომტრიალში სავსებით ერთვება, პატიმრის საქმე სხვაგვარადააა. დავუშვათ ესეც ცხოვრებაა - ყაზარმული, კატორღული; მაგრამ, ვინც უნდა იყოს კატორღელი და რა ვადითაც უნდა იყოს გადასახლებული, ვერ შეძლებს გადაჭრით, ინსტიქტურად, უპირობოდ მიიღოს თავისი ხვედრი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანი, თუნდაც ინსტინქტურად, თუნდაც შეუგნებლად, რაგინდ დაბეჩავებულიც უნდა იყოს, მაინც მოითხოვს პატივისცემას თავისი ადამიანური ღირსებისადმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარმა თვითონაც იცის თავისი მდგომარეობა, რომ პატიმარია, განკიცხულია, იცის თავისი ადგილი უფროსობის წინაშე; მაგრამ ვერავითარი დაღებით, ვერავითარი ბორკილებით ვერ აიძულებ დაივიწყოს, რომ ადამიანია. რადგან ის ჭეშმარიტი ადამიანია, მაშასადამე ადამიანურად უნდა მოეპყრა. ღმერთო ჩემო! დიახ, სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კანონის ამ უნიჭო შემსრულებლებს სრულიად არ ესმით და არც შეიძლება იცოდნენ, რომ კანონის ზუსტად და უაზროდ, არსის გაუცნობიერებლად შესრულებას სწორედაც რომ უწესრიგობა მოჰყვება და არც არასოდეს გამოუღია სხავ შედეგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საკმარისია მოაცილოთ გარეგანი ქერქი და ყურადღებით, ცრურწმენის გარეშე ჩაიხედოთ ხალხის გულში, ისეთ იშვიათ რამეს აღმოაჩენთ იქ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აკი საზოგადოებას ჯალათი სძულს, მაგრამ განა ჯალათი - ჯენტლმენი არაა?! ამაზე ახლახანს გამოთქვეს საპირისპირო აზრი, თანაც მხოლოდ წიგნებში, განყენებულად. ჯერჯერობით შორს ვართ იმისგან, რომ თვითმპყრობელური ჟინი ყველამ ჩაიკლას. თუნდაც ყოველი ფაბრიკანტი, ანტრეპრენიორი, უთუოდ უნდა გრძნობდეს, ერთგვარ გამაღიზიანებელ სიამოვნებას, რომ მასთან დასაქმებული მუშა ზოგჯერ თავისი ოჯახით მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დიახ, რეალურად სწორედ ასეა; თაობებს უჭირთ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც მემკვიდრეობით ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. ამგვარი სახელდახელო გადატრიალება შეუძლებელია. გააცნობიერო წინაპართა დანაშაული და ცოდვა, ჯერ კიდევ ცოტას ნიშნავს; საჭიროა სავსებით გათავისუფლდე მისგან. ეს კი უცებ როდი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ძნელი წარმოსადგენია, სადამდე შეიძლება დამახინჯდეს ადამიანის ბუნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რაიმე მიზნის გარეშე ცოცხალი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აგრე ღმერთი შეგეწიოთ! თავისუფლება! ახალი ცხოვრება! მკვდრეთით აღდგომა... რა საამური წუთია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} === ''თვინიერი'' 1876 === {{Q | ციტატა = ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაი რომ, სულმდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვარ კაცთა შორის უკეთილშობილესი, თუმც მევე არ მჯერა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = როცა ადამიანს ასამართლებ, უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა სულგრძელია, მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგახსენებთ, სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგცდა - უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს კი ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ - აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი მთელი სიცოცხლე სხავ არაფერი მიკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მეც ხომ უბედური ვიყავი! მეც ხომ ყველამ გამრიყა, გამრიყა და დამივიწყა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა - მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ, რომ მუქთად მოსდის, იმიტომ, რომ უშრომლად მოსდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია, ეს ხომ აქსიომა გახლავთ, ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს კიდეც ხიბლავს ზოგჯერ უცნაურობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იცით, ბატონებო, ზოგი იდეა ხმამაღლა თუ ითქვა, სიტყვად თუ იქცა, ისეთ სისულელედ მოგეჩვენებათ, შენვე შეგრცხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = თქვენ მე გამრიყეთ, ადამიანებო, უხმოდ, ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაცხყოფა მიაგებეთ. მაშასადამე, უფლება მაქვს კედელი აღვმართო ჩემ და თქვენ შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამქვეყნად არაფერი ყოფილა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვენ დაწყევლილები ვართ, ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწ და მარადის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = გოროზი, ამაყი, ნუგეშისა და ნამუსის მოწმენდას არავის სთხოვს, უსიტყვოდ იტანჯება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ნუ შეშინდები, ადამიანო, იყავი ამაყი! შენ არ ხარ დამნაშავე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, როცა, საუბედუროდ, ყველაფერი შენს დასაღუპად დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის ღრუბელივით ჩაევლო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო, დავრჩი ობლად. აგერ წიკწიკებს და წიკწიკებს საათი, რა ენაღვლება, ან რა აწუხებს. მე კი არავინ დამრჩა, არავინ მყავს მე უბედურს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = რა ჭირად ვიხლი ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაში მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ადათი, თქვენი ცხოვრება, სახელმწიფო, თქვენი მრწამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ, მე ვეტყვი, არაფერი არა მწამს-მეთქი. რად დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ ის, რაც ყველაზე მეტად მიღირდა? რა თავში ვიხლი ახლა თქვენს კანონებს? განზე გავდგები ყველაფრისგან. ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახლავთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = „ერთმანეთი გიყვარდეთ ხალხნო“, - ვინა თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ...მე ვიღუპები, მაგრამ გოეთეს დიდებულ სიტყვებს გაუმარჯოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიყო ჩემი თავის მსაჯული და ვიქნები კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე სთესოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ის იყო ჩემთვის ყველაფერი, ის იყო ჩემი ოცნებების, ჩემი მომავლის იმედი! ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც საჩემოდ ვამზადებდი, სხვა მე არავინ მინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება ჩემს გულში იყო ჩამარხული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} [[ფაილი:The Soviet Union 1971 CPA 4027 stamp (Fyodor Dostoyevsky (after Vasily Perov)).jpg|thumb|right|150პქ|მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით.]] === ''მოთამაშე'' (1867) === {{Q | ციტატა = მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით და სანამ მჭირდებით - უნდა გაგიფრთხილდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} [[ფაილი:Dostoevski grave at Alexander Nevsky Monastry.jpg|thumb|right|150პქ|ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა.]] {{Q | ციტატა = რაც შეეხება გამორჩენასა და მოგებას, მარტო რულეტზე კი არა, სადაც არ გინდათ, ადამიანები მუდამ ერთმანეთს აცლიან ლუკმას და მუდამ მოგებას ცდილობენ. ხოლო გამორჩენა და მოგება რაოდენ საძაგლობაა, ეს უკვე სხვა საკითხია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = პირდაპირ საკვირველი და სასაცილოა, რარიგ მეტყველია ხოლმე მორცხვი და ავადმყოფურად კდემამოსილი შეყვარებული კაცის თვალები, თუმცა უმალ მიწის გასკდომასა და შიგ ჩავარდნას არჩევს, ვინემ თავისი გრძნობები სიტყვითა და მზერით გაამჟღავნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = იცით წარმოუდგენელი რამ? მე თქვენ ყოველდღე უფრო ძლიერ მიყვარხართ, ეს კი თითქმის შეუძლებელი რამაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უიმედოდ მიყვარხართ და ვიცი, ამის შემდეგ ათასჯერ უფრო მეტად მეყვარებით. თუ ოდესმე მოგკლავთ, საკუთარი თავის მოკვლაც იქნება საჭირო; ასე რომ, საკუთარ თავს რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ მოვიკლავ, რათა ეს აუტანელი ტკივილი უთქვენოდ ავიტანო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველა გარემოებაში შეუძლია ღირსება შეინარჩუნოს. თუ საამისოდ ბრძოლა დასჭირდა, ეს კიდევ უფრო აამაღლებს, განა დაამცირებს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მარტოოდენ ფრანგებსა და კიდევ, მგონი, ევროპელებიდან ზოგს გააჩნიათ ისეთი გარეგნული ფორმა, უღირსი ფრიად ღირსეულად აჩინოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვიცი, არავითარი იმედი არა მაქვს და თქვენთვის ნული ვარ. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით: ყველგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გხედავთ, სხვა ჩემთვის არაფერი არსებობს. რად მიყვარხართ ასე, ვერ გეტყვით. იცით კი, რომ შეიძლება სულაც არ ხართ ლამაზი? წარმოიდგინეთ, ისიც არ ვიცი, მართლა ლამაზი სახე გაქვთ თუ არა? გული ნამდვილად ცუდი გაქვთ, არა მგონია, ჭკუაც კეთილშობილი გქონდეთ. კი, კი, შესაძლოა ასეც იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = რატომ მიწყრებით? იმიტომ, რომ თქვენს მონად ვაცხადებ თავს? მერე რა, მიმსახურეთ, ჰო, მიმსახურეთ მონასავით! იცით თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოგკლათ? იმიტომ კი არა, გადაგიყვარეთ ან ვიეჭვიანე, არა, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მინდა გშთანთქოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სიამოვნებაც ხომ ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო ცხოველური, უსაზღვრო ძალაუფლება თუნდაც ბუზზე, ესეც ხომ თავის მხრივ სიამოვნებაა. ადამიანი ბუნებით მტარვალია, სხვისი წვალება უყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შესაძლოა ამდენი გრძნობის გადალახვის შემდეგ სული არ ივსება, მხოლოდ ღიზიანდება და მეტ შეგრძნებებს ითხოვს, სულ უფრო ძლიერ და ძლიერ, საბოლოო დაღლამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ბუნებრივად თავაზიან ფრანგს იშვიათად შეხვდები. მუდამ ნაძალადევად, მუდამ ანგარიშით არის თავაზიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = როცა გვჭირდება, ჩვენთვის საძულველ ადამიანებთანაც კი საქმის დაჭერას არ ვთაკილობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ყველა ქალი ერთნაირია! ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტად სიბერეშიაც მოგკითხავს და დაგსჯის ღმერთი სიამაყისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ... კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერი და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მიმიფურთხებია ყველასთვის! ვინ ვარ უკვე? ზერო. ვინ შემიძლია ვიყო ხვალ? ხვალ შემიძლია მკვდრეთით აღვსდგე და ცხოვრება ახლიდან დავიწყო! ვიპოვო ადამიანი ჩემში, სანამ ის არ გაქრა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს. მეგობრობის დიდი ნაწილი დამცირებაზეა დაფუძნებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მეკითხებით რა საჭიროა ფული? როგორ თუ რა საჭიროა? ფული ყველაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უდიდესი სიამოვნებით მივატოვებდი ყველას და ყველაფერს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შენ ჭკვიანი და კეთილი ადამიანი ხარ... და... და სამწუხაროა, რომ ამასთანავე სულელიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მე თუ ვერ მიყიდით, ჩემი პატივისცემა შეიძლება იყიდოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ეს ზუსტად ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება. დაემეთანხმებით იმაში, რომ არ იხრჩობოდეს, ხავსს არ ჩათვლიდა ხის ტოტად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მართლა რაღაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა უცხო მხარეში გადახვეწილი, შენს ქვეყანას, შენს მეგობრებს მოშორებული, ხვალ რომ არ იცი, რას შეჭამ, აიღებ და უკანასკნელ, შენს უკანასკნელ გულდენს ჩამოხვალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჯერ კიდევ არ მესმის ჩემი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვერ ამიტანია ისეთი პატიოსანი ხალხი, ახლოს მისვლა რომ გეშინია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''უგვანო ანეკდოტი'' (1862) === {{Q | ციტატა = ჩვენ ყველანი ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის ძალგვიძს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სუფრაზე დაჯდომის ზუსტად ორი წუთის შემდეგ ერთმა ფიქრმა მოიცვა მთლიანად და შეზარა.ანაზდად იგრძნო, რომ უბედურად მთვრალია, წინანდელივით შეჭიკჭიკებული კი არადა, გალეშილი მთვრალია.ამის მიზეზი ერთი ჭიქა არაყია, შამპანურს რომ დააყოლა და მაშინვე მოერია.მთელი არსებით გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა.რა თქმა უნდა, სითამამე კი მოემატა, მაგრამ შეგნებამ არ უღალატა და უკიჟინებდა: "არ ვარგა, არა, არც შეგფერის და არც გეკადრება! ცხადია, მთვრალის მერყევ ფიქრებს ერთ წერტილზე რა გააჩერებს.თვითონაც გრძნობდა, მის სულში რო თითქოს ორი ძალა შეჭიდებოდა ერთმანეთს:ერთი ჩასძახოდა, შენს მიზანს უთუოდ მიაღწევო.მეორე კი მწარედ ღრღნიდა და გულს უწიწკნიდა: „რას იტყვიან? რით დამთავრდება? ხვალ, ხვალ რა იქნება!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''წერილი ძმას კატორღიდან'' === {{Q | ციტატა = კატორღაში გატარებული ოთხი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლებია, იქ გავიგე ძალზედ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ადამიანები ყოველთვის ცოდვილები არ არიან, მათ ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როდესაც წმინდანები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ძმაო, საყვარელო მეგობარო ჩემო... არ გავზარმაცებულვარ, არც სულიერად დავცემულვარ, ცხოვრება ყველგან ცხოვრებაა, ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენს გარშეო. იყო ადამიანთა შორის და დარჩე ბოლომდე ადამიანად, არ გაზარმაცდე, არც სულიერად დაეცე - ეს არის ჩემთვის ცხოვრება, ეს არის ცხოვრების აზრი, ეს იდეა ღრმად გაჯდა ჩემში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = დიახ! მართალია, ის თავი, რომელიც ქმნიდა, ცხოვრობდა უმაღლესი ხელოვნებით, რომელმაც შეიცნო და შეეგუა სულის ამაღლებულ მოთხოვნილებებს, ის თავი უკვე მოკვეთილია ჩემი მხრებიდან. დარჩა მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი ჯერ კიდევ განუხორციელებელი ხსოვნა და გამოსახულებები. ისინი დამასნეულებენ, მართლა! მაგრამ ჩემში დარჩა ისევ ის გული, ისევ ის სისხლი და ხორცი, რომელთაც ასევე ძალუძთ უყვარდეთ და იტანჯებოდნენ, სურდეთ და ახსოვდეთ, ეს კი ცხოვრებაა. On voit le soleil! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო ჩემო! რამდენი იერსახე ჩემ მიერ გამოძერწილი, ახლიდან შექმნილი, ჩაქრება ჩემს გონებაში ან საწამლავად ჩაიღვრება სისხლში. წერას თუ ვერ შევძლებ, დავიღუპები! უმჯობესია თხუთმეტი წელი ვიჯდე, ოღონდ ხელში კალამი მეჭიროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ნუ წუხხარ ჩემთვის, ღვთის გულისათვის! იცოდე, რომ არ ვარ ნაღვლიანი, გახსოვდეს, რომ ჩემში იმედი არ მომკვდარა, ოთხ წელიწადში შემსუბუქდება ბედი, რიგითი ვიქნები - ეს კი ტუსაღზე უკეთესია, და გაითვალისწინე, რომ ოდესღაც ჩაგეხუტები! ხომ ვიყავი დღეს სიკვდილის წინაშე? - საათის სამი მეოთხედი ამაზე ფიქრში გავატარე, უკანასკნელ საზღვრამდეც მივედი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვცხოვრობ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = თუ ვინმეს ბოროტად ვახსოვარ, თუ ვინმეს ჩემგან წყენა უდევს გულში, ყველას უთხარი, რომ დაივიწყონ, მაპატიონ. არ არის ჩემს სულში ბოროტება და წყენა. ეჰ, როგორ გადავეხვეოდი და მეყვარებოდა ნებისმიერი ჩემი წარსულიდან აქ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = როგორც კი უკან მოვიხედავ, მეფიქრება თუ რამდენი დროა გაფლანგული, რამდენი დრო დაიკარგა გზააბნეულობაში, შეცდომებში, სიცოცხლის არცოდნაში, როგორ არ ვუფრთხილდებოდი მას. რამდენჯერ შემიცოდავს საკუთარი გულისა და სულის წინაშე, გულიდან სისხლად გადმომდის ეს ყოველივე. ცხოვრება საჩუქარია, ცხოვრება ბედნიერებაა, ყოველი წუთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ახლა ყველაფერს ვშორდები, რაც კი ნაზი იყო, ძნელია მოსწყდე ამ ყოველივეს, ძნელია გატეხო საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 3“ }} === ''ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან'' (1864) === {{Q | ციტატა = მე არა მარტო ის ვერ შევძელი, რომ ანჩხლი გავმხდარიყავი, არამედ სხვაც ვერაფერი გავხდი: ვერც ბოროტი, ვერც კეთილი, ვერც უსინდისო, ვერც პატიოსანი, ვერც გმირი, ვერც მწერი. ახლა ჩემს კუთხეში ვცხოვრობ და თავს ღვარძლიანად ვანუგეშებ არაფრის მაქნისი აზრით, რომ ჭკიან კაცს სერიოზულად არც შეუძლია, რაიმე გახდეს და რაიმე მხოლოდ ბრიყვი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭკვიანი კაცი ზნეობრივად მოვალეა, რომ უპირატესად უნებისყოფო არსება იყოს, ხოლო ნებისყოფიან, მოღვაწე ადამიანს მეტწილად გონებაშეზღუდულობა მართებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ახლა ეს ვთქვათ: წესიერი კაცი ყველაზე უფრო მეტი სიამოვნებით რაზე ილაპარაკებს? პასუხი: საკუთარ თავზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მრავლის შეცნობა სნეულებაა, ნამდვილი, სრული სნეულება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მაინც მყარად მწამს, რომ არათუ ძალზე დიდი ცნობიერება, არამედ ყოველგვარი ცნობიერება სნეულებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო სრულად აღვიქვამდი სიკეთისა და ყოველივე „მშვენიერისა და ამაღლებულის“ არსს, მით უფრო ღრმად ვეფლობოდი ჩემს კუთვნილ წუმპეში და მით უფრო მეტად შემეძლო, ამ წუმპით ამოვთითხნილიყავი. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყოველივე შემთხვევით კი არ მემართებოდა, არამედ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეს ჩემი სრულიად ნორმალური მდგომარეობა გახლდათ და არა სნეულება და წახდენა, ისე რომ, ბოლოს წახდენასთან შებრძოლების სურვილიც გამიქრა. ეს იმით დასრულდა, რომ ლამის ვირწმუნე, რომ ჩემი ნორმალური მდგომარეობა სწორედაც ასეთი ყოფა იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სიამოვნებას, სახელდობრ, იწვევდა თავის დამცირების ძალზე აშკარა აღქმა, იმის შეგრძნება, უკანასკნელ ზღვართან რომ ხარ მიმდგარი, იმის შეგრძნება, ეს სისაძაგლე რომ არის, მაგრამ არც შეიძლება სხვაგვარად რომ იყოს, საშველი რომ არ გაქვს, სხვა ადამიანად ვერასოდეს რომ ვერ გადაიქცევი, თუნდაც დრო ჯერ კიდევ გქონდეს და რწმენაც გაგაჩნდეს, სხვა რაიმედ გადაქცევა რომ ძალგიძს. ამას თავად მაინც არ ისურვებდი და თუ ისურვებდი, მაინც არაფერს მოიმოქმედებდი, რამეთუ სინამდვილეში ვერაფრადაც ვერ გადაიქცეოდი. ხოლო მთავარი, ბოლოს და ბოლოს, ის გახლავთ, რომ ეს ყოველივე ხდება ჭარბი ცნობიერების ნორმალური და ძირითადი კანონებით და ამ კანონებიდან გამომდინარე ინერციით. მაშასადამე, არათუ რაიმედ ვერ გადაიქცევი, საერთოდაც ვერაფერს გახდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭარბი ცნობიერებიდან, მაგალითად, აი, რა გამომდინარეობს: თუ არამზადა თავადვე გრძნობს, რომ ნამდვილი არამზადაა, ეს თითქოს მისი მანუგეშებელი უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მძაფრი სიამოვნება სწორედ სასოწარკვეთის ჟამს გეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე ძლიერად აცნობიერებ, რომ უსაშველო ვითარებაში იმყოფები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = დამნაშავე, ჯერ ერთი, იმიტომ ვარ, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა შორის ყველაზე ჭკვიანი გახლავართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = განა შეგნებულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავის ოდნავ პატივისმცემელი მაინც რომ იყოს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი სისტემისა და განყენებული დასკვნის მიმართ იმდენად მიკერძოებულია, რომ მზად არის, სიმართლე განზრახ დაამახინჯოს, მზად არის, არც დაინახოს რამე და არც გაიგონოს, ოღონდაც თავისი ლოგიკა გაამართლოს. აბა ირგვლივ მიმოიხედეთ: სისხლი ზღვად მოედინება, თანაც ისეთი მხიარულებით, თითქოს შამპანური იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცივილიზაცია ადამიანში მხოლოდ შეგრძნებათა მრავალმხრივობას გამოიმუშავებს და მეტს არაფერს. ხოლო იმ მრავალმხრივობის განვითარებით ადამიანი ლამის იქამდეც კი მივა, რომ სისხლისღვრაში სიამოვნებას მოიძიებს. ეს ხომ უწინაც ყოფილა. არ შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე დახვეწილი სისხლისმღვრელნი თითქმის ერთიანად ყველაზე ცივილიზებული ბატონები გახლდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = იმ ბრძენთა ბრძენებმა საიდან გამოჩხრიკეს, რომ ადამიანს მაინცდამაინც ნორმალური, მაღალზნეობრივი წადილი ესაჭიროება? რანაირად წარმოიდგინეს, რომ ადამიანს უსათუოდ კეთილგონივრულად სასარგებლო წადილი სჭირდება? ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი წადილი ესაჭიროება, ეს დამოუკიდებლობა რადაც უნდა დაუჯდეს და სადამდეც უნდა მიიყვანოს. ხოლო წადილი, წადილი ხომ ეშმაკმა უწყის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ნამდვილი სისულელე ზოგჯერ იმიტომ გვსურს, რომ უგუნურობის გამო ეს სისულელე ამა თუ იმ წინასწარ ნავარაუდევი სარგებლის მოსაპოვებელ უიოლეს გზად მიგვაჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ბატონებო, ვთქვათ, ადამიანი უგუნური არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მსოფლიო ისტორიაზე ყველაფრის თქმა შეიძლება, ყველაფრისა, რაც კი თავში მოუვა უაღრესად გაღიზიანებულ წარმოსახვას. მხოლოდ იმას ვერ იტყვი, კეთილგონივრული რა არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანები ჯერ კიდევ ადამიანები არიან და არა ფორტეპიანოს კლავიშები, რაზედაც თვით ბუნების კანონები უკრავს, მაგრამ იქამდე დაუკრავს, სანამ კალენდრის გარდა სასურველიც აღარაფერი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანობის განმსაზღვრელი, ვგონებ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი თავის თავს ყოველ წუთას უმტკიცებდეს, წკირი კი არა, ადამიანი ვარო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი უპირატესად შემოქმედი ცხოველია, რომელსაც დაკისრებული აქვს, მიზნისკენ შეგნებულად მიისწრაფოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ფუქსავატი და უმსგავსი არსებაა და, შესაძლოა, მოჭადრაკისნაირად მხოლოდ მიზნის მიღწევის პროცესი უყვარს და არა თვით მიზანი. ჰოდა, ვინ იცის, შესაძლოა, მთელი მიზანი მთელ ქვეყნიერებაზე, საითკენაც კაცობრიობა მიისწრაფვის, მხოლოდ და მხოლოდ მიღწევის უწყვეტი პროცესია, სხვაგვარად თუ ვიტყვით, თვით ცხოვრებაა და არა საკუთრივ მიზანი, რაც, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, გარდა ორჯერ ორი ოთხისა, ანუ ფორმულაა, ხოლო ორჯერ ორი ოთხი, ბატონებო, ცხოვრება კი არა, სიკვდილის დასაწყისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ასე მტკიცედ, ასე მძლეთამძლედ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ნორმალური და დადებითი რამ, ერთი სიტყვით, მხოლოდ კეთილდღეობაა ადამიანისთვის სასარგებლო? გონება სარგებელთა თაობაზე ხომ არ ცდება? ადამიანს იქნებ არა მარტო კეთილდღეობა უყვარს? სატანჯველიც იქნებ იმდენადვე უყვარს? მისთვის სატანჯველი იქნებ იმდენადვე მომგებიანია, რამდენადაც კეთილდღეობა? ხოლო ადამიანს სატანჯველი ზოგჯერ მთელი ჟინით რომ უყვარს, ეს ხომ უეჭველია. თქვენსავე თავს შეეკითხეთ, თუ ადამიანი ხართ და რაღაც ხანი გიცხოვრიათ. პირადად ჩემი აზრით კი მხოლოდ კეთილდღეობის სიყვარული, ცოტა არ იყოს, უხამსობაა. რიგიანია თუ ურიგო, ზოგჯერ რაღაცის დამსხვრევა ძალზე სასიამოვნოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცნობიერება ადამიანისთვის უდიდესი უბედურებაა, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანს უყვარს და არავითარ დაკმაყოფილებაზე არ გაცვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სურვილები მომისპეთ, იდეალები წარმიხოცეთ, უკეთესი რამ დამისახეთ და სადაც გინდათ, იქ გამოგყვებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თქვენ ცხოვრება გწყურიათ და ცხოვრებისეულ საკითხებს აბდაუბდა ლოგიკით თავად წყვეტთ. თქვენი გამოხდომები ასეთი მომბეზრებელი, ასეთი თავხედურია და ამავე დროს როგორი შიში გიპყრობთ! სისულელეს ლაპარაკობთ და ამით კმაყოფილი ხართ. უტიფრად ლაპარაკობთ, თანაც ამის გამო ერთთავად შიშით კანკალებთ და ბოდიშს იხდით. გვარწმუნებთ, რომ არაფრისა გეშინიათ და ამავე დროს ჩვენი აზრის შეტყობას ლაქუცით ცდილობთ. გვარწმუნებთ, რომ კბილებს აღრჭენთ და ამავე დროს ხუმრობთ, რათა გაგვაცინოთ. იცით, რომ თქვენი ხუმრობანი მახვილგონივრული არ არის, მაგრამ, ცხადია, ამ ხუმრობათა ლიტერატურული ღირსებებით ფრიად კმაყოფილი ხართ. შესაძლოა, ზოგჯერ მართლა გატანჯულხართ, მაგრამ თქვენს ტანჯვას პატივს ოდნავადაც არ სცემთ. თქვენი გულ-გონება სიმართლეს კი მეტყველებს, მაგრამ თქვენს არსებას უბიწობა არ გააჩნია. უწვრილმანესი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სიმართლეს ბერავთ და თვალებში სამარცხვინოდ გვჩრით... რაღაცის თქმა კი მართლა გსურთ, მაგრამ თქვენს საბოლოო სიტყვას შიშის გამო მალავთ, რამეთუ სათქმელად გამბედაობა არ გყოფნით და მხოლოდ ლაჩრული თავხედობა გაგაჩნიათ. ცნობიერებით ტრაბახობთ, მაგრამ მარტოოდენ მერყეობთ, რამეთუ ჭკუა-გონება კი გიმუშავებთ, მაგრამ თქვენი გული გარყვნილებას მოუცავს, ხოლო უმწიკვლო გულის უქონლად სრული, წესიერი ცნობიერება ვერ იარსებებს, თქვენი პრანჭვა-გრეხა თავის გამოჩინებაა, რარიგ მოსაბეზრებელია! სიცრუეა, სიცრუეა, სიცრუე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანის მოგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი დროის ყოველი წესიერი ადამიანი მხდალი და მონაა და მოვალეც არის, რომ იყოს. ეს მისი ნორმალური მდგომარეობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ერთადერთი ვარ, ხოლო ისინი ყველანი ერთნაირები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მეორეხარისხოვანი როლში ყოფნას ვერც კი წარმოვიდგენდი და სწორედ ამიტომაც სინამდვილეში უკანასკნელ როლს ძალზე მშვიდად ვიკავებდი. ან გმირი უნდა ვყოფილიყავი, ან წუმპეში ამოგანგლული. საშუალო რამ არ არსებობდა. სწორედ ამან დამღუპა, რადგან წუმპეში თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ სხვა დროს გმირი ვიყავი, ხოლო გმირი წუმპის გამამართლებელი გახლდათ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ზოგი ქალი ისეთია, ქმარი რაც უფრო ძლიერ უყვარს, მით უფრო ხშირად ეჩხუბება. „რაკი ძალიან მიყვარხარ, უნდა გაგტანჯო კიდევაც და ამას უნდა გრძნობდეო“. იცით თუ არა, ვინც უყვართ, განზრახ რომ აწამებენ? ამას უმეტესად ქალები სჩადიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = არავინ, არც ერთმა სულიერმა არ უნდა იცოდეს, ქმარსა და ცოლს შორის რა ხდება, თუკი მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი წაჩხუბებულნიც უდნა იყვნენ, განმსჯელად მშობელ დედასაც არ უნდა მოუხმონ და ერთიმეორეზე სასაყვედურო არაფერი თქვან. თავიანთი განმსჯელნი თავად უნდა იყვნენ. სიყვარული ღვთაებრივი საიდუმლოა და ყველას თვალთაგან ფარული უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც მთელი ქვეყნიერება დაიქცეს, ოღონდ მე ჩაის მუდამ ვსვამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩემთვის სიყვარული ტირანულად მოპყრობას, ზნეობრივ უპირატესობას ნიშნავდა. მთელ სიცოცხლეში სხვაგვარი სიყვარულის წარმოდგენაც კი არ შემეძლო და ახლა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიყვარული სიყვარულის საგნისგან ნებაყოფლობით უფლების მოცემაა მასზე ტირანული მოპყრობისა. მიწისქვეშეთში ოცნებისას სიყვარულს მხოლოდ ქიშპობად წარმოვისახავდი, ყოველთვის მძულვარებით ვიწყებდი და ზნეობრივი დამორჩილებით ვასრულებდი, ხოლო შემდეგ აღარ ვიცოდი, დამორჩილებულს როგორ მოვქცეოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცხოვრებას ყველანი გადავეჩვიეთ, ყველანი მეტად თუ ნაკლებად მოვიკოჭლებთ. ისე გადავეჩვიეთ, რომ ზოგჯერ ნამდვილი, „ცოცხალი ცხოვრების“ მიმართ ერთგვარი ზიზღი გვეუფლება და ამის გამო ვერ აგვიტანია, როცა შეგვახსენებენ. იქამდე ვართ მისულნი, რომ ნამდვილი „ცოცხალი ცხოვრება“ ლამის შრომად, თითქმის სამსახურადაც კი მიგვაჩნია და ყველანი ვაღიარებთ, რომ წიგნისმიერად ცხოვრება გვიჯობს. დროდადრო რას ვფაციფუცობთ, რას ვჟინიანობთ, რას მოვითხოვთ თავადაც არ ვიცით. ჩვენთვის ხომ უარესი იქნება, ჟინიან მოთხოვნებს თუ აღგვისრულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = აბა, შეეცადეთ, აბა, მაგალითად, ცოტათი მეტი დამოუკიდებლობა გვიბოძეთ, რომელ ჩვენგანსაც გინდათ, ხელები გაგვიხსენით, საქმიანობის სივრცე გაგვიფართოვეთ, მეურვეობა შეასუსტეთ... ჩვენ ხომ... გარწმუნებთ, ჩვენ ხომ უმალ შეგევედრებით, რომ მეურვეობა აღგვიდგინოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ხომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უკიდურესობამდე მივიყვანე ის, რისი მიყვანაც თქვენ ნახევრამდეც ვერ გაბედეთ, ამასთანავე თქვენს სიმხდალეს კეთილგონიერებად მიიჩნევდით და თავს ამით ინუგეშებდით, თავს ამით იტყუებდით. ისე რომ, მგონი თქვენზე უფრო „ცოცხალი გახლავართ“. გულ-გონება გაიმახვილეთ! ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით, ეს ცოცხალი სად არის, რა არის და რა ეწოდება? მარტონი რომ დაგვტოვოთ, უწიგნოდ რომ დაგვტოვოთ, უმალვე თავგზა აგვებნევა - არ გვეცოდინება, რას მივეკედლოთ, რას ვებღაუჭოთ, რა გვიყვარდეს და რა გვძულდეს, პატივი რას ვცეთ და რა შევიზიზღოთ! ადამიანებად ყოფნაც კი, ნამდვილ, საკუთარ სხეულის და სისხლის მქონე ადამიანებად ყოფნაც კი გვიმძიმს, გვეჩოთირება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია და რაღაცნაირ, არარსებულ, ზოგად ადამიანებად ყოფნისკენ მივისწრაფვით. მკვდრადშობილნი ვართ, უკვე დიდი ხანია ცოცხალი მამები აღარ წარმოგვშობენ და ეს სულ უფრო და უფრო მოგვწონს. გაგვიტკბა კიდევაც. მალე იმასაც გამოვიგონებთ, რომ იდეისგან ვიშვით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} === ''მწერლის დღიური'' (1873-1881) === {{Q | ციტატა = გაიგონ ადამიანებმა, რომ ბედნიერება უსაქმურობაში არ არის, მიხვდნენ იმას, რომ აზრი ჩაქრება უსაქმურში, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ახლობელი ისე, რომ არ შრომობდე მისთვის, რომ მოსაწყენია იცხოვრო საჩუქრით, რომ ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, არამედ მის მიღწევაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იტყვით, რომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ბავშვები. მისმინეთ: ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბავშვებზე მაღლა, რადგან ჩვენ მათზე უარესნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ სულ ცოტათიც კი არ ვპატიობთ ჩვენი აზრისგან ოდნავ გადახრილ აზრს, ჩვენთან ოდნავ უთანხმოებაში მყოფს არამზადად ვთვლით, გვავიწყდება ის, რომ ვინც ასე ადვილად დაკარგავს სხვის დაფასებას, ის საკუთარ თავსაც არ აფასებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე კი გიცხადებთ გულწრფელი სიტყვით, რომ არც შექსპირს და არც ჰომეროსს, ერთად რომ აგვეღო ყველა, მაინც ვერ ვიპოვიდით უფრო მშვენიერს ვიდრე ახლა, ამ თეთრ დარბაზში შეიძლებოდა აღმოგეჩინათ თქვენ შორის. რა არის შექსპირი! აქ ისეთი გამომჟღავნდებოდა, რომ არც კი დაესიზმრებოდათ ჩვენს სწავლულებს. მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თვითონაც არ იცით თუ რაოდენ მშვენიერნი ხართ! იცით თუ არა, ნებისმიერ თქვენგანს რომ მოესურვებინა შესძლებდა გაებედნერებინა ყოველი ამ დარბაზში და ყველას აიყოლიებდა? და ეს ძალა ყოველ თქვენგანშია, მაგრამ იმდენად ღრმადაა ჩამალული, რომ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენლად გვეჩვენება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ყველანი ღელავენ, ყველა ყველაფერში იღებს მონაწილეობას, ყველას სურს გამოთქვას აზრი და წარადგინოს საკუთარი თავი. და აი, მხოლოდ ერთი ვერ ამომიხსნია, რა უფრო მეტად სურთ: იზოლირებული დარჩება ყველა თავის აზრში თუ ერთ აზრად იქცევიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = უმაღლესი იდეა დედამიწაზე ერთია - იდეა ადამიანის სულის უკვდავებისა, რადგან სხვა დანარჩენი „მაღალი“ იდეები, რომლითაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, მხოლოდ მისგანვე გამოედინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ძველი წესია: საგანში კი არაა საქმე, არამედ თვალშია. თუ გაქვთ თვალები - მოიძებნება საგანი, თუ არ გაქვთ - ესე იგი ბრმა ხართ და ვერც ერთ საგანში ვერაფერს ნახავთ. თვალები მნიშვნელოვანია, ის რაც ერთის თვალში პოემაა, სხვის თვალში უბრალო ფუთაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ოჯახიც ხომ მწიფდება, მზად ხომ არ გაძლევენ და არც ერთი წესი და არც ერთი ვალდებულება არ მოდის მზად, არამედ ეს ყოველივე თავისით იქმნება, ერთი მეორეს წარმოქმნის. მხოლოდ მაშინაა ოჯახი ძლიერი, სწორედ მაშინაა ეს წმინდა. ოჯახი დაუღლელი სიყვარულის შრომით ხდება სრულყოფილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = წარმოისახება ამოუხსნელი კითხვა: ტალანტი ფლობს ადამიანს თუ ადამიანი ტალანტს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ თანდათან უფრო შევწყვიტეთ ერთმანეთის გაგება. ვგულისხმობ სერიოზულ და გულწრფელ ხალხს - მხოლოდ ამათ არ ესმით ერთმანეთის; გადამყიდველები კი სხვა საქმეა - მათ ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იცით რას ნიშნავს ბავშვის შეურაცხყოფა? მათი გულები უმანკო, თითქმის გაუცნობიერებელი სიყვარულითაა აღსავსე. ასეთი დარტყმები კი მათში მწუხარე გაკვირვებასა და ცრემლებს იწვევს, რასაც ღმერთი ხედავს და იმახსოვრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მხოლოდ სიყვარულით ვიყიდით ბავშვების გულს და არა მხოლოდ ბუნებრივი უფლებით მათზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თითქმის ყველანი ტალანტები არიან, მაგრამ გრამითაც არ არიან პოეტები. მჭედელიც კი ტალანტურია. პოეზია, ასე ვთქვათ, შინაგანი ცეცხლია ყოველგვარი ტალანტისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ გამოაშკარავებული, მიმდინარე და ისიც დაკვირვებით, დასასრული და დასაწყისი - ეს ჯერ ფანტასტიკაა ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე ყოველთვის პირიქით მეჩვენებოდა, რომ უდიდესი ბედნიერებაა იცოდე ის, რის გამოც ხარ უბედური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რათა უკეთესები გავხადოთ, ისინი თავის მხრივ ჩვენ გვაქცევენ უკეთესებად, თუნდაც მათზე ერთი შეხებით. ისინი ადამიანურს ხდიან ჩვენს სულს, მხოლოდ ჩვენს შორის გაჩენით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაცებით უკმაყოფილო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გაისაზრო და შეიგრძნო შეიძლება სწორადაც და პირველივე ჯერზეც, მაგრამ ადამიანად გახდომა არ შეიძლება პირველივე ჯერზე, უნდა გამოიკვეთო ადამიანად. აქ დისციპლინა... მოაზროვნეები ახმოვანებენ კანონებს, იმ საერთო კანონებს, რითაც ყველანი ბედნიერნი გახდებოდნენ, განურჩველად ყველა, ოღონდ ეს კანონები შექმნილიყო. ეს იდეალი, შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, დაუსრულებელ ადამიანებში არც კი განხორციელდებოდა, არანაირი კანონი, თუნდაც ყველაზე ცხადიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მისტიკურ იდეებს უყვარს თვალთვალი, ისინი ამით იქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჭკუის შეცდომები და გაუაზრებლობა უფრო სწრაფად და უკვალოდ ქრება, ვიდრე შეცდომები, რომელსაც გული უშვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = შენს მიღმა კი არა, შენშია სიმართლე, იპოვე შენი თავი შენში, წაიკითხე შენი შენში, დაეუფლე შენს თავს და შეიცნობ სიმართლეს. ნივთებში არ არის ეს სიმართლე, არც შენ ირგვლივ და არც ზღვას იქით სადმე, არამედ უპირველეს ყოვლისა, შენს საკუთარ თავზე შრომაში. გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, მოთოკავ თავს და გახდები ისეთი თავისუფალი, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, დაიწყებ დიად საქმეს და სხვებსაც თავისუფლად აქცევ, შეიცნობ ბედნიერებას, რადგან შეივსება შენი სიცოცხლე, გაუგებ შენს ხალხს და იპოვი მათ წმინდა სიმართლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ევროპისთვის რუსეთი გაუაზრებლობაა და მისი ყოველი საქმეც გაუაზრებლად მიაჩნია, ასე იქნება მუდამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გავლილი ტანჯვა შეიძლება სულისთვის სიწმინდედ იქცეს. ადამიანი საერთოდ ისეა შექმნილი, რომ უყვარს საკუთარი განვლილი ტანჯვა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ომი მასის საბაბია, რომ საკუთარი თავი დააფასოს. ამიტომაც უყვარს ერს ომი: ის ქმნის ომზე სიმღერებს, დიდი ხნის მანძილზე ქმნის ლეგენდებს და მოთხრობებს მასზე. სისხლისღვრა მნიშვნელოვანი რამაა. ომი აუცილებელია ჩვენს დროში, ომის გარეშე ქვეყანა იქცეოდა რაღაც დორბლად, რაიმე ცრუ სისველედ, დაბინძურდებოდა დამპალი ჭრილობებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ბუნებრივადაა გადახრილი სიმხდალისა და უსირცხვილობისაკენ, და კარგადაც იცის ეს; შესაძლოა ამიტომაც წყურია მას ომი და ამიტომ უყვარს ასე ძლიერ: მასში გრძნობს წამალს. ომი აღვივებს ძმის სიყვარულს და აერთიანებს ქვეყნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადვოკატი დაქირავებული სინდისია, ადვოკატს არ ძალუძს არ ითამაშოს საკუთარი სინდისით, თუნდაც სურდეს, რომ არ ითამაშოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ამჟამად იმდენად არ ომობენ იარღით, როგორც ჭკუით, ეს უკანასკნელი ვითარება განსაკუთრებულად არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = არ მინდა ვიყო მართალი - რადგან შევცვლი საკუთარ თავს. არ მინდა ვიყო ცოდვილი - რადგან არაფერში ვარ დამნაშავე, არ მინდა ვირჩევდე - რადგან გრძნობები ერთი სიძლიერისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მწვერვალისკენ სვლის დროს თუ გაჩერდები და ყოველ მყეფარე ძაღლს ქვის სროლას დაუწყებ, მწვერვალს ვერასოდეს მიაღწევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} === ''სასაცილო ადამიანის სიზმარი'' (1877) === {{Q | ციტატა = მე სასაცილო ადამიანი ვარ. ისინი უკვე შეშლილს მეძახიან. ეს წოდების ამაღლება იქნებოდა, ისევ ისეთივე სასაცილოდ რომ არ მთვლიდნენ, როგორც წინათ. ახლა კი არ მწყინს, ისინი ყველანი საყვარლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამცინიან. თვითონაც ვიცინებდი მათთან ერთად, - საკუთარ თავზე კი არა, უბრალოდ მათი შემხედვარე, ვიცინებდი ასე დამწუხრებული რომ არ ვიყო მათი შემყურე. დამწუხრებული ვარ, რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება, მე კი ვიცი. ოჰ, რა ძნელია მარტომ იცოდე ჭეშარიტება! მაგრამ ამას ისინი ვერ გაიგებენ. არა, ვერ გაიგებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = გააზრება გააზრებას მოსდევდა. ცხადი ხდებოდა, რომ თუ მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს და ვგრძნობდე სირცხვილს საკუთარ საქციელზე, დაე. მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მაგალითად ორი საათის შემდეგ, მაშინ რაა გოგონა და რა საქმე მაქვს სირცხვილთან და ყოველივესთან ამქვეყნად? მე ვიქცევი ნულად, აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ შეიძლება შეგნება იმის, რომ მე ახლა საერთოდ არ ვიქნები და ასევე არაფერი არ იქნება, უმცირესი შეგრძნებაც კი გოგონას შეცოდებისა, არც სირცხვილი ჩადენილი სიმხდალის გამო? მე ხომ იმის გამო გავუბრაზდი და დავუყვირე ველური ხმით უბედურ ბავშვს, რომ „განმეცხადებინა, მე არა მარტო არ ვგრძნობ შეცოდებას, არამედ თუ არაადამიანურ ნაძირლობას ჩავიდენ, ახლა შემიძლია, რადგან ორ საათში ყველაფერი ჩაქრება“. გჯერათ, რომ ამის გამო დავუყვირე? მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვლინდებოდა, რომ ცხოვრება და მსოფლიო რაღაცნაირად დამოკიდებულია ჩემზე. ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: გავისვრი და მსოფლიო არ იქნება, ყოველივ შემთხვევისთვის, ჩემთვის არ იქნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შესაძლოა, მართლაც არ იყოს არავისთვის ჩემს მერე, და მთელი მსოფლიო ხალხითურთ გაქრება ჩემთან ერთად, როგორც ჩემი ცნობიერების მოჩვენება - ერთადერთი მე ვარ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმრები, როგორც ცნობილია, საოცრად უცნაური რამაა: ზოგი საშინელი სიცხადით გესახება, ოქრომჭედლის გამოკვეთილი დეტალებით და შემდეგ მეორეში გადადიხარ იმის შეუმჩნევლად, რომ განზომილებასა და დროში გადაინაცვლე. გეჩვენება, რომ სიზმრებს არა გონება, არამედ სურვილი, არა თავი, არამედ გული წარმოსახავს და ამავე დროს მათ შორის რა ეშმაკური მახეები გადაულახავს ჩემს გონებას სიზმარში! ამასთანავე, სიზმარში, სრულიად მიუღწეველი მოვლენები ხდება. ჩემი ძმა მაგალითად, ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა. ხანდახან სიზმარში ვხედავ მას: ის მონაწილეობას იღებს ჩემს საქმეებში, ძალზედ დაინტერესებულნი ვართ თან ამ დროს და მთელი სიზმრის განმავლობაში სრულიად ვიცი, რომ ჩემი ძმა გარდაცვლილია და დამარხული. რაც არ უნდა ვარწმუნო ჩემს თავს, რომ ის მკვდარია, მაინც მუხთლად ჩემ გვერდით არ მოძრაობს? რატომ აძლევს ნებას ამ ყოველივეს ჩემი გონება? მაგრამ საკმარისია. მაგრამ საკმარისია. ვუბრუნდები ჩემს სიზმარს. დიახ... მაშინ დამესიზმრა, ჩემი სამი ნოემბრის სიზმარი! ახლა უკვე მაჯავრებენ ისინი, რადგან ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მაგრამ განა სულერთი არაა სიზმარი იყო თუ ცხადი, თუკი ამ სიზმარმა ჭეშმარიტება მანახა? რადგან თუ ერთხელ ნახავ ჭეშმარიტებას, შემდეგ ყოველთვის იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა და სხვა ვერ იქნება, არც ძალუძს, რომ იყოს, მიუხედავად იმისა, გძინავთ თუ რეალობაში ხართ. დაე, იყოს სიზმარი, იყოს, მაგრამ ეს ცხოვრება, რომელსაც ასე აღამაღლებთ, მე მინდოდა თვითმკვლელობით მომესპო, სიზმარმა კი, ჩემმა სიზმარმა, ო, მან მამცნო მე ახალი, დიადი, განახლებული და ძლიერი სიცოცხლე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარში თქვენ ხან სიმაღლიდან ვარდებით ან დანით გჭრიან, ან გირტყამენ, მაგრამ არასოდეს გრძნობთ, თუ თქვენ თვითონ, როგორმე ცხადში არ დაიზიანებთ თავს საწოლში, აქ თქვენ იგრძნობთ ტკივილს და თითქმის ყოველთვის ტკივილისგან გამოგეღვიძებათ. ასევე იყო ჩემს სიზმარშიც: ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ჩემი გასროლით ჩემში ყოველივე შეიძრა, უცებ ჩაქრა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი შემზარავად გაშავდა. თითქოს დავბრმავდი და დავმუნჯდი. და აი, ვწევარ რაღაც მკვრივზე გაჭიმული, ვუცქერ სიბნელეს და ოდნავი მოძრაობის გაკეთებაც არ შემიძლია. ირგვლივ დადიან და ყვირიან, როხროხებს კაპიტანი, წიკვინებს დიასახლისი, და უცებ, ისევ შესვენება და უკვე მიმათრევენ დახურულ კუბოში მოთავსებულს. ვგრძნობ კუბოს ჭრაჭუნს და ვაანალიზებ ამას, უცებ პირველად მახსენდება - მე ხომ მკვდარი ვარ, ვიცი რომ მოვკვდი, ვერ ვინძრევი, ვერ ვხედავ და ამავდროულად შემიძლია ვიაზროვნო. მაგრამ უმალვე ვეჩვევი ამას და ჩვეულებისამებრ, როგორც სიზმარში, სინამდვილეს უდავოდ ვეგუები. და აი, უკვე მმარხავენ მიწაში. ყველა მიდის, მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, ვერ ვმოძრაობ. ყოველთვის, როდესაც ადრე წარმოვიდგენდი თუ როგორ მმარხავენ საფლავში, ყოველთვის საფლავთან ნესტსა და სიცივეს ვუკავშირებდი. ასევე ახლაც ვიგრძენი, რომ ძალიან მცივა, განსაკუთრებით ფეხის თითებზე, მაგრამ მეტი არაფერი მიგრძვნია. ვიწექი და უცნაურია - არაფერს ველოდი, უდავოდ ვიღებდი იმ ვითარებას, რომ მკვდარი ვერ ელოდება ვერაფერს. მაგრამ ნესტი იყო. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა - საათები თუ რამდენიმე დღე. მაგრამ აი, ჩემს დახუჭულ მარცხენა თვალზე დაეცა კუბოში შემოპარული წყლის წვეთი, მას წუთის შემდეგ მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეორდებოდა ერთი წუთის ინტერვალით. ღრმა გულისწყრომა აენთო ჩემს გულში და უცებ მასში ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი: „ეს ჩემი ჭრილობაა - გავიფიქრე, - გასროლა, იქ ტყვიაა...“ წვეთი კი ისევ ვარდებოდა, ყოველ წუთს და პირდაპირ დახურულ თვალზე მეცემოდა. და უცებ შევძახე არა ხმით, რადგან უძრავი ვიყავი, არამედ მთელი არსებით, ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა იმის მფლობელს: - ვინც არ უნდა იყო, და თუ შენ ხარ და არსებობს რაიმე უფრო გონივრული ვიდრე ის, რაც ახლა ხდება, მიეცი ნება რომ აქაც იყოს. თუ შენ შურს იძიებ ჩემზე ჩემი გაუცნობიერებელი თვითმკვლელობის გამო, უხამსობასა და უაზრობაზე ამგვარი ყოფით, მაშინ იცოდე, რომ არასოდეს და არანაირ წამებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის, ვერ შეედრება ეს სიძულვილი, რომელსაც მდუმარედ უნდა ვგრძნობდე, თუნდაც მილიონი წელი ამ წამებაში! ამოვიძახე და დავდუმდი. თითქმის მთელი წუთი გრძელდებოდა ღრმა მდუმარება და ერთი წვეთიც დამეცა თვალზე, მაგრამ ვიცოდი, უსაზღვროდ ვიცოდი და მწამდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. და უცებ, გაიხსნა ჩემი სამარე. არც კი ვიცოდი, გახსნეს ის თუ ამოთხარეს, მაგრამ ამიყვანა რაღაც შავმა და უცნობმა არსებამ, სულ სხვა განზომილებაში. უცებ ამეხილა თვალი: იყო უკუნი ღამე, და არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი სიბნელე! განზომილებაში მივქროდით, შორს დედამიწისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „იქნებ სამარის შემდეგაც არსებობს სამყარო!“ - გავიფიქრე სიზმრის მსუბუქი აზრით, მაგრამ ჩემი გულის არსი სიღრმეში ჩემთან რჩებოდა: „და თუ უნდა მეცხოვრა - გავიფიქრე ისევ - ვინმეს უბერებელი სურვილისამებრ, მაშინ არ მინდა, რომ დამამარცხონ და დამამცირონ!“ - „შენ იცი, რომ მეშინია შენი და ამიტომაც გეზიზღები“ - ვუთხარი ჩემს თანამგზავრს და გულში ნემსივით ჩხვლეტა ვიგრძენი დამცირებისგან. ჩემს კითხვას არ უპასუხა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ არ ვძულდი არავის და არ დამცინოდნენ, არც კი მიცოდებდნენ და რომ ჩვენს გზას აქვს მიზანი, უცნობი და საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მე მეხება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მე მიყვარს, მე შემიძლია მხოლოდ ის მიწა მიყვარდეს, რომელიც დავტოვე, რომელზეც დარჩა ჩემი სისხლის წვეთები, როდესაც მე უმადურმა, გულში ტყვია დავიხალე და ცხოვრება მოვისპე. მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია იმ დედამიწის სიყვარული, იმ ღამითაც კი, როდესაც ვეთხოვებოდი მას, შეიძლება უფრო მეტი ტანჯვით მიყვარდა, ვიდრე ოდესმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენს პლანეტაზე ჭეშმარიტად მხოლოდ ტანჯვაში შეგვიძლია გვიყვარდეს! რადგან სხვაგვარად არ შეგვიძლია გვიყვარდეს და არ ვცნობთ სხვა სიყვარულს. მე მინდა ტანჯვა, რათა მიყვარდეს. მე მინდა, მე მწყურია, ყოველ წამს, ყოველ წუთს ვკოცნო, ცრემლების ღვრით ვკოცნო მხოლოდ ის ერთი დედამიწა, რომელიც დავტოვე და არ მინდა, არ ვიღებ ცხოვრებას ნებისმიერ სხვა პლანეტაზე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მათ თითქმის არ ესმოდათ ჩემი, როდესაც სამუდამო სიცოცხლეზე ვეკითხებოდი, მაგრამ ჩანდა, რომ ამაში იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კითხვად არ აღიქვამდნენ. მათ არ ჰქონდათ ტაძარი, მაგრამ ჰქონდათ იდეალური, გამორჩეული ერთობა მთელს სამყაროსთან, მათ არ ჰქონდათ რწმენა, მაგრამ ჰქონდათ მყარი ცოდნა იმისა, რომ როდესაც დასრულდებოდა ნეტარება მიწაზე, მათვისაც და გარდაცვლილთათვისაც კიდევ უფრო გაღრმავებული შეგრძნება იქნებოდა მთელს სამყაროსთან ერთობისა. ისინი ამ მომენტს სიხარულით ელოდნენ, მაგრამ არა სულსწრაფობით, კი არ იტანჯებოდნენ ამის გამო, არამედ უკვე ჰქონდათ მისი შეგრძნება საკუთარ გულებში, რომლის შესახებაც ერთმანეთს ამცნობდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი ჩემი ტვინისთვის მიუღწევლად რჩებოდნენ, სამაგიეროდ ჩემი გული მათში აუხსნელად და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ მე ეს ყოველივე უკვე ვიგრძენი დიდი ხნის წინ, რომ მთელი ეს სიხარული და დიდება იგრძნობოდა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე, მყვირალა ტანჯვაში, მაშინ, როდესაც გარდაუვალ გლოვას ვუახლოვდებოდი; რომ მე წინასწარ ვიგრძენი ისინი ყველა თავიანთი დიდებულებით, ჩემი გულის სიზმრებში და გონების ოცნებებში, რომ მე ხშირად არ შემეძლო მეჭვრიტა მზის ჩასვლისთვის ცრემლების გარეშე... რომ ჩემი სიძულვილი ადამიანების მიმართ ყოველთვის სევდისგან შედგებოდა ჩემს მიწაზე: რატომ არ შემიძლია, რომ მძულდნენ ისინი, როდესაც არ მიყვარდნენ და რატომ არ შემეძლო არ მეპატიებინა მათთვის და არ მყვარებოდნენ სევდით: რატომ არ შემიძლია მიყვარდნენ ისინი მათ მიმართ სიძულვილში? მისმენდნენ და ვიცოდი, ვერ წარმოიდეგნდნენ იმას, რასაც მე ვეუბნებოდი, მაგრამ არ ვნანობდი, რომ მათ ამას ვეუბნებოდი: ვიცოდი, რომ მათ ესმოდათ მთელი ჩემი სევდა მათ მიმართ, ვინც მივატოვე. დიახ, როდესაც ისინი მიცქერდნენ თავიანთი ჭკვიანი, სიყვარულით სავსე გამჭოლი თვალებით, როდსაც ვგრძნობდი, რომ მათთან ყოფნით ჩემი გულიც იგივე უსაზღვრო სიყვარულით ივსებოდა, როგორც მათ გულები, მაშინ არ ვნანობდი, რომ მათი არ მესმოდა. ცხოვრების სისრულის შეგრძნებისგან სული მევსებოდა და ჩუმად ვლოცულობდი მათთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, ყველანი იცინიან ჩემს თვალში და მარწმუნებენ, რომ სიზმარშიც კი შეუძლებელია ნახო ასეთი დაწვრილებით ყველაფერი, რასაც მე გადმოვცემ, რომ ჩემს სიზმარში მე ვიგრძენი ან ვიხილე მხოლოდ გრძნობა, ჩემი გულის ბოდვაში დაუფლებული, დეტალები კი თვითონ მოვიდა თავში გამოღვიძებისთანავე. როდესაც მათ გავუმხილე, რომ სინამდვილეშიც შეიძლებოდა ასეთ ყოფილიყო - ღმერთო ჩემო, როგორი ხარხარი დაიწყეს და რაოდენ დიდი მხიარულება მივიღე! ო, დიახ, მე ვიყავი დამარცხებული მხოლოდ იმ ერთი სიზმრით და მხოლოდ ის გადარჩა სისხლამდე დაჭრილ ჩემს გულში: მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიზმრის სახეები და ფორმები, ანუ ისნინი, რომლებიც მე სინამდვილედ ვიხილე ჩემს სიზმარში, იმდენად ამაღლებული იყო, იმხელა ჰარმონიამდე, რომ გამოღვიძებულს მათი გადმოცემა უბრალო, ადამიანური სიტყვებით არ შემეძლო. ასე, რომ ისინი უნდა ჩამეხშო გონებაში და იქნებ, შეიძლება ნამდვილადაც - მე თვითონ, გაუცნობიერებლად ვალდებული ვიყავი, გამესუფთავებინა დეტალები და რა თქმა უნდა მათი წარმოთქმით, განსაკუთრებით ასეთი ვნებიან სურვილის დროს, რათა რაც შეიძლება უცებ და სრულად გამომეხატა. თან როგორ არ უნდა მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი იყო? თუნდაც სიზმარი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს არ შეეძლო რომ არ ყოფილიყო. იცით რა, საიდუმლოდ გეტყვით: ეს ყველაფერი შესაძლოა არც იყო სიზმარი, რადგან აქ მოხდა რაღაც ისეთ, რაღაც ისეთი საშინლად ჭეშმარიტი, რომ შეუძლებელი იყო სიზმარში მენახა. თუნდაც სიზმარი შეექმნა ჩემს გულს, განა მხოლოდ გულს ძალუძდა შეექმნა ის საშნელი სიმართლე, რომელიც მე შემემთხვა შემდეგ? როგორ შემეძლო მხოლოდ მე, ერთს გამომეგონებინა გულით? ნუთუ ჩემს მოკლე გულსა და წუწუნა, უბადრუკ გონებას შეეძლო ავეტაცე სიმართლის ამხელა სიმაღლეზე! ო, თვითონ განსაჯეთ: აქამდე ვმალავდი, მაგრამ ამჯერად ბოლომდე ვიტყვი სიმართლეს. საქმე იმაშია რომ მე... გავრყვენი ისინი ყველა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი. როგორც საზიზღარი ჭია, როგორც ჭირის ატომი, რომელმაც მოწამლა მთელი სახელმწიფოები, ასევე მოვწამლე მთელი ის მიწა, ჩემამდე უცოდველი და ბედნიერი. მათ ისწავლეს ტყუილი, შეიყვარეს სიცრუე და შეიცნეს მისი სილამაზე. ო, შესაძლოა ეს უნებურად დაიწყო, ხუმრობიდან, სასიყვარულო თამაშიდან, მართლაც შეიძლება ატომიდან, მაგრამ ეს სიცრუის ატომი მათ გულებში შევიდა და მოეწონათ. შემდეგ მალევე იშვა სიტკბოსმოყვარეობა, რომელმაც შვა ეჭვიანობა, ეჭვიანობამ - სისასტიკე... ო, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მალევე, ძალიან მალე გადმოწვეთა სისხლმა: მათ გაიკვირვეს, შეეშინდათ და დაშლა დაიწყეს, მთლიანისგან გადიოდნენ. იქმნებოდა ერთობები, მაგრამ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დაიწყო დაცინვა, გამოკეტვა. გრძნობდნენ სირცხვილს და სირცხვილი სიკეთედ აღამაღლეს. იშვა წოდების საკითხი და ყოველ ერთობაში შეიქმნა თავისი ცოდნა. დაიწყეს ცხოველების წამება და ცხოველები ტყეში გაიქცნენ, მათ მტრებად იქცნენ. დაიწყო ბრძოლა განცალკევებაზე, ჩამოყალიბებაზე, პიროვნებაზე, ჩემსაზე და შენსაზე. დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი. შეიცნეს გლოვა და ამავე დროს შეიყვარეს იგი. სწყუროდათ ტანჯვა და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ტანჯვით მოიპოვება. მაშინ მათ გამოეცხადათ მეცნიერება. როდესაც ბოროტებად იქცნენ, მაშინ დაიწყეს ლაპარაკი ძმობასა და ჰუმანურობაზე, გაიგეს ეს იდეები. როდესაც დამნაშავეებად იქცნენ, გამოიგონეს სამართალი და საკუთარ თავს მთელი კოდექსები მიაწერეს, რათა დაიცვან ის, ხოლო კოდექსის უზრუნველსაყოფად დადგეს გელიოტინა, ისინი მხოლოდ ოდნავ ხვდებოდნენ თუ რა დაკარგეს, არ სურდათ ამის გაგება, რომ ოდესღაც უმანკონი და ბედნიერნი იყვნენ. იცინოდნენ თუნდაც იმის შესაძლებლობაზე, რომ ასეთი ბედნიერება იქნებოდა და მას ოცნებას არქმევდნენ. არ შეეძლოთ წარმოედგინათ ის ფორმასა და სახეში, მაგრამ უცნაური და ჯადოსნური საქმეა: ყოველგვარი რწმენის დაკარგვის შემდეგ, ყოფილი ბედნიერების ოცნებად შერაცხვისას, მათ იმდენად მოუნდათ ყოფილიყვნენ ისევ უმანკონი და ბედნიერნი, რომ საკუთარი გულის სურვილის წინაშე დაემხნენ როგორც ბავშვები, გააღმერთეს ეს სურვილი, ააგეს ტაძრები და დაიწყეს საკუთარი იდეის მიმართ ლოცვა, საკუთარი „სურვილის“ მიმართ, ამავე დროს სრულებით სწამდათ მისი არასრულების და არარსებობის, მაგრამ ცრემლებით აღმერთებდნენ და ემორჩილებოდნენ. თუმცა კი, თუ შეიძლებოდა, რომ ასეც მომხდარიყო, რომ შეძლებოდათ აღედგინათ საკუთარი წარსული ბედნიერება ან ვინმეს ხელახლა ენახებინა მათი წინა მდგომარეობა და ეკითხა სურდათ თუ არა უკან დაბრუნება, - მაშინ ალბათ უარს განაცხადებდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც ჩვენ ცრუნი ვართ, ბოროტები და უსამართლონი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვტირით ამის გამო, საკუთარ თავს ვტანჯავთ და ვანადგურებთ, ვსჯით საკუთარ არსებას მეტად, ვიდრე შეგვიძლია და ამასვე ვუშვრებით იმ მოწყალე მსაჯულს, რომელიც განგვსჯის და რომლის სახელიც უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეცნიერება და ამით ისევ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მას უკვე შეგნებულად მივიღებთ. ცოდნა გრძნობაზე მაღალია, ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია.. მეცნიერება მოგვცემს სიბრძნეს, სიბრძნე გახსნის კანონებს, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალია“. აი რას ამბობდნე ისინი და ამ სიტყვების შემდეგ თითოეულმა შეიყვარა საკუთარი თავი ყველაზე მეტად და არც კი შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ყოველი მათგანი იმდენად ეჭვიანი გახდა საკუთარი პიროვნების მიმართ, რომ მთელი ძალით ცდილობდნენ მხოლოდ დაემცირებინათ საკუთარი თავი სხვების წინაშე და მთლიანად ამაში აქცევდნენ საკუთარ ცოხვრებას. გაჩნდა მონობა, გაჩნა ასევე ნებითი მონობა: სუსტები ემორჩილებოდნენ უძლიერესთ, რათა ეს უკანასკნელი მათვე დახმარებოდა, მათზე სუსტებზე ზეწოლის მოხდენაში. დნებოდნენ მართალნი, რომელნიც ამ ადამიანებთან აცრემლებულნი მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ საკუთარ სიამაყეზე, ზომის და ჰარმონიის დაკარგვაზე, დაკარგულ სირცხვილის გრძნობაზე. მათ დასცინოდნენ ან ქვებით ქოლავდნენ. ტაძრების შესასვლელთან წმინდა სისხლი იღვრებოდა. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები რომელთაც გამოგონება დაიწყეს: რათა ყველანი ისევ გაეერთიანებინათ, ისე რომ არც ერთს არ შეეშალა სხვისთვის ხელი, თან ამავე დროს არ შეეწყვიტა საკუთარი თავის ყველაზე მეტად სიყვარული და ეცხოვრათ ასე, ყველას ერთად, როგორც შეთანხმებულ საზოგადოებას. ამ იდეისთვის მთელი ომები გაიმართა. ყოველ მეომარს სჯეროდა, რომ მეცნიერება სიბრძნეთა სიბრძნეა და რომ მას თვითშენახვის ინსტინქტთან ერთად შეეძლო საზოგადოება ექცია ურთიერთშეთანხმებულ საზოგადოებად, ამის დასაჩქარებლად კი „ბრძენნი“ იღწვოდნენ „ნაკლებადბრძენთა“ გასანადგურებლად, რომელთაც არ ესმოდათ მათი იდეები, იშორებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ მათ ბატონობაზე. მაგრამ თვითგადარჩენის გრძნობამ მალევე დაიწყო შესუსტება. გამოჩნდნენ ამაყნი და ტკბილმოყვარულნი, რომელთაც პირდაპირ მოითხოვეს ყველაფერი ან არაფერი. ყველაფრის მოსახვეჭად ყაჩაღობას მიმართავდნენ და თუ არ გამოვიდოდა - თვითმკვლელობას უხმობდნენ. გამოჩნდნენ რელიგიები არყოფნის კულტებითა და თვითგანადგურებით, არარაობაში მოსვენებისათვის. ბოლოს და ბოლოს დაიღალა ეს ხალხი უაზრო შრომაში და მათ სახეზე ტკივილი გამოჩნდა. და ამ ადამიანებმა გაახმოვანეს, რომ ტანჯვა არის სილამაზე, რადგან მხოლოდ მასშია აზრი. სიმღერა დაიწყეს ტანჯვაზე. დავდიოდი მათ შორის თითების მტვრევით და ვტიროდი მათ გამო, მაგრამ მიყვარდა ისინი, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე, როდესაც მათ სახეებზე ჯერ კიდევ არ იყო ტანჯვა და როდესაც უმანკონი და მშვენიერნი იყვნენ. შევიყვარე მათ მიერ შელახული მიწა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სამოთხე იყო, იმის გამო, რომ მასზე წარმოიშვა ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სამწუხაროდ, მე ყოველთვის მიყვარდა ტკივილი და გლოვა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის... მათზე ვტიროდი მხოლოდ მათივე სიბრალულის გამო. ვიშვერდი მათკენ ხელებს, სასოწარკვეთილი ვიხუტებდი და ვწყევლიდი საკუთარ თავს. ვეუბნებოდი, რომ ყოველივე ეს მე გავაკეთე, მე ერთმა, რომ მე მოვუტანე მათ გარყვნილება, ჭირი და ტყული! ვევედრებოდი, რომ ჯვარზე გავეკარი, მე ვასწავლიდი, როგორ დაეჭედათ ჯვარი. არ შემეძლო, არ ძალმიძდა თავი მომეკლა, მაგრამ მინდოდა მათგან სატანჯველი მიმეღო, მწყუროდა წამება, მწყუროდა, რომ ამ წამებაში დაღვრილიყო ჩემი სისხლი ბოლო წვეთამდე. მაგრამ ისინი დამცინოდნენ და საბოლოოდ ცრუდ ჩამთვალეს. ისინი მამართლებდნენ, ამბობდნენ, რომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ თვითონ და ის, რომ რაც არსებობს ახლა, არ შეიძლებოდა რომ არ არსებულიყო. საბოლოოდ განმიცხადეს, რომ მათთვის საშიში ვხდებოდი და რომ საგიჟეთში მომათავსებდნენ თუ არ დავდუმდებოდი. მაშინ გლოვა ჩემს სულში გლოვა აღიძრა ისეთი ძალით, რომ გული შემეკუმშა და ვიგრძენი, რომ მოვკვდებოდი, და აქ... და აქ მე გამომეღვიძა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, აწი ცხოვრება და ცხოვრება! აღვაპრყე ხელები და მოვუწოდე სამუდამო ჭეშმარიტებას; კი არ მოვუხმე, არამედ ავტირდი, აღმაფრენა, შეუცვლელი აღმაფრენა აღამაღლებდა მთელ ჩემს არსებას. დიახ, ცხოვრება და ქადაგება! ო, ქადაგება მე იმ წუთასვე გადავწყვიტე და რა თქმა უნდა მთელი ცხოვრების მანძილზე! მივდივარ საქადაგებლად, მე მინდა ვიქადაგო - რა? ჭეშმარიტება, რადგან მე ვიხილე ის, ვიხილე საკუთარი თვალებით, მთელი მისი სიდიადით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მიყვარს ის, ვინც დამცინის. რატომაა ასე?- არ ვიცი და არც შემიძლია ავხსნა, მაგრამ დაე, ასე იყოს. ამბობენ, რომ მე უკვე ვცოტავდები და რა იქნება შემდეგ? სიმართლე, ჭეშმარიტება: მე ვიკლებ და შემდეგშიც უფრო უარესად იქნება ალბათ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, რამდენჯერმე შევეცდები, რათა ვიპოვო სწორი სიტყვები და ფორმა ქადაგებისა, ეს ხომ ძალზედ რთულია განსახორციელებლად. მე ამ ყოველივეს დღესავით ნათლად ვხედავ, მაგრამ მითხარით: ვინ არ დასრულებულა! ამავდროულად ყველანი საბოლოოდ ერთთან მიდიან, იღწვიან ერთისკენ - ჭეშმარიტებისკენ, აი სიახლე, ასე რომ ბოლომდე დასრულება არ შემიძლია. რადგან მე ვნახე ჭეშმარიტება, მე ვნახე და ვიცი, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი, მიწაზე ცხოვრების საშუალების დაკარგვის გარეშე. არ მინდა, არ შემიძლია რწმენა იმისა, რომ ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა შეიძლება ბოროტება იყოს. ისინი ხომ ამ ჩემს რწმენაზე იცინიან. მაგრამ როგორ არ მწამდეს: მე ვნახე ჭეშმარიტება - არა თუ გამოვიგონე გონებით, არამედ ვნახე, ვნახე და მისმა ცოცხალმა სახემ ჩემი სული საუკუნოდ აღავსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარი? რა არის სიზმარი? და ჩვენი ცხოვრება სიზმარი არ არის? მეტსაც ვიტყვი: დაე, დაე, არასოდეს ასრულდეს ეს და არ იყოს სამოთხე (ეს მე კარგად გამეგება) - მაგრამ მე მაინც ვიქადაგებ. ამასობაში რა უბრალოა ამის მოწყობა: ერთ დღეში, ერთ საათში - ყველაფერი უცებ მოეწყობოდა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მთავარია - გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, აი ეს არის მთავარი და მორჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალი!“ აი რასთან უნდა იბრძოლო! და ასეც ვიზამ. თუკი ყველანი მხოლოდ მოინდომებენ, ყველაფერი ახლავე მოიწყობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ის პატარა გოგონა კი მოვძებნე.... და წავალ! წავალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} === ''სტეპანჩიკოვოს სოფელი'' (1859) === {{Q | ციტატა = ეს ერთ-ერთი იმ კეთილისმყოფელ ადამიანთაგანი იყო, რომელთაც ესირცხვილებათ სხვა ადამიანს ცუდი შესთავაზონ, სიჩქარით მოსავენ საკუთარ ახლობლებს ყოველგვარი კეთილი საქმით, უხარიათ სხვისი წარმატება, ცხოვრობენ ამ წესით, მუდმივად იდეალურ მსოფლიოში, წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირველ რიგში, საკუთარ თავს ადანაშაულებენ. თავის გაწირვა სხვისი ინტერესებისათვის მათი მოწოდებაა. ზოგნი მათ როგორც პატარა სულის, უხასიათო და სუსტ არსებებად იცნობენ. რა თქმა უნდა, ის სუსტი და ზედმეტად რბილი ხასიათის იყო, მაგრამ არა ხასიათის სიმყარის ნაკლებობისგან, არამედ შიშის გამო, რომ შეურაცხყოფდა, მრისხანედ მოექცეოდა ვინმეს გადამეტებული პატივისცემისთვის ახლობლისა თუ უცხო ადამიანის მიმართ. საერთოდ, უხასიათო და პატარა სულისკვეთების იყო მაშინ, როდესაც თავის სარგებლობას ეხებოდა საქმე, რასაც ის დიდად უგულებელყოფდა, რის გამოც მთელი ცხოვრება სასაცილოდ იგდებდნენ და თან ხშირად იმათგან, ვისთვისაც ამ სარგებელს სწირავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რისხვას გადასული პატარა სული თვითონვე ავლენს რისხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = პირველად შხამით დაგათრობენ და შემდეგ იმასაც გკითხავენ, მისაყოლებელი ხომ არ გინდაო. გულის ჭრილობები უნდათ რომ განკურნონ რაიმე მომწამვლელი სოკოთი ან დამპალი ვაშლებით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რითაც არ უნდა დაფარო ჭუჭყი, ჭუჭყი მაინც ჭუჭყად რჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = და თუ აქამდე არავინ არ ჩასვა საგიჟეთში, ეს იმის გამო, რომ მასზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა დაქორწინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო! რატომ არის ადამიანი გაბოროტებული? რატომ ვარ ხოლმე ბოროტი, როდესაც ასე კარგი და მშვენიერია კეთილად ყოფნა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს... ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც კაცთმოძულედ მაქცია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = თუ გინდა დაამარცხო მთელი მსოფლიო, დაამარცხე საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = კარგი დრო ციდან არ ვარდება, არამედ მას ჩვენ ვქმნით; ის ჩვენს გულებშია დამწყვდეული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება - აი ჩემი წესი! მოითმინე, იშრომე, ილოცე და იმედი იქონიე - აი ჭეშმარიტება, რის შთაგონებასაც კაცობრიობისთვის ერთი ცდით ვისურვებდი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა ხშირად თავმოყვარე არაა, ახალგაზრდა თავმოყვარეობა კი თითქმის ყოველთვის მშიშარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ორჯერ მეტად ფრთხლად უნდა იყო უბედურებაგამოვლილ ადამიანთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ისეთია ადამიანის თავმოყვარეობა, რომ საკუთარ თავშიც არ ეტევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = სიყვარული ალამაზებს სახეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ყოველი საქმე ღირსეულად, მამაცურად უნდა გააკეთო, მაგრამ ყვირილისა და წყენის გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ფული მტრედია, მოფრინდება და უთუოდ ისევ გაფრინდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ადამიანური იმედები მატყუარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მწამს, რომ მეცნიერება, ხელოვნება... ქანდაკება, მთელი ეს მაღალი იდეები ასე ვთქვათ, თავისებურ მომხიბვლელ მხარეებს ფლობენ, მაგრამ ისინი ვერ შეცვლის ქალებს! ქალები, ქალები, ახალგაზრდავ, გაყალიბებენ თქვენ და ამიტომაც, მათ გარეშე შეუძლებელია, შეუძლებელია ახალგაზრდა ადამიანო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ლოცვებს მთელი ღამე თქვენთვის ვჩურჩულებდი, ვცდილობდი თქვენი ბედნიერება მეპოვნა. მაგრამ ვერ ვიპოვე, რადგან ბედნიერება კეთილის ქმნაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მისთვის სერიოზულად რომ ეთხოვა ვინმეს მხრებით წამიყვანე ორი ვერსის მანძლზეო, შესაძლოა წაიყვანდა კიდევაც: ისეთი კეთილი იყო, დანამდვილებით მისცემდა ყველაფერს პირველივე თხოვნისას და უკანასკნელ პერანგს გაუნაწილებდა პირველ მთხოვნელს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} === ''ბიძის სიზმარი'' (1859) === {{Q | ციტატა = ტყუილი საპატიოა თუ მას სიცოცხლის გადასარჩენად ამბობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენს შვილებში ვცოცხლობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყოველივე კვდება, ყოველივე, მოგონებებიც კი! ჩვენი კეთილშობილური გრძნობებიც კვდება. მათ ნაცვლად კი კეთილგონივრულობა დგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ტირანია მოთხოვნილებაში გადაზრდილი ჩვევაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სილამაზე ახალგაზრდობისგან არ შესდგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თქვენ არ შეგიძლიათ კეთილი საქმეების გამოაშკარავების გარეშე, საზიზღარ საქმეშიც კი. სჯობს თქვათ პირდაპირ და უბრალოდ: „ზინა ეს მუხთლობაა, მაგრამ ხეირიანი, ამიტომ დათანხმდი ამაზე!“ უკიდურეს შემთხვევაში გულწრფელობა იქნებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მეტი აღარ მსურს ვდუმდე ამ ადამიანების წინაშე, რომელთა აზრებიც მძულს და რომლებიც ჩვენს დასაცინად ჩამოვიდნენ! არ მსურს მათგან წყენა წავიღო; არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება ტალახი მესროლოს. ყველანი მზად არიან ახლავე ათასჯერ უარესი რამ გააკეთონ, ვიდრე მე ან თქვენ! გაბედავენ რომ ჩვენი მოსამართლენი იყვნენ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე ბოროტული და გამხეცებული სიხარულით ვხვდებით სკანდალს, რომელიც ჩვენს რომელიმე ახლობელს ემართება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} === ''ორი თვითმკვლელობა'' (1876) === {{Q | ციტატა = ტანჯვა გონებიდანაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = იცით თუ არა, რომ რაც არ უნდა დაწეროთ, რაც არ უნდა გამოიყვანოთ, რაც არ უნდა შენიშნოთ მხატვრულ ნაწარმოებში - ვერასოდეს ვერ გაუტოლდებით სინამდვილეს. რაც არ უნდა გამოსახოთ, ყველაფერი უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე სინამდვილეშია. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაწარმოებში მიაღწიეთ ყველაზე კომიკურს ცნობილ ცხოვრებისეულ მოვლენაზე, რეალურად კი დაიჭირეთ მხოლოდ ყველაზე მახინჯი მხარე მისი - არც მეტი, არც ნაკლები! სინამდვილე მაშინვე შემოგთავაზებთ ისეთ ეტაპს, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ და რომელიც ყველაფერს აჭარბებს, რაც კი შეეძლო შეექმნა თქვენს საკუთარ დაკვირვებასა და წარმოსახვას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = დააკვირდით სხვა, ცხოვრების სინამდვილის შეიძლება მართლაც თავდაპირველად არც თუ ისე ნათელ ფაქტს - და თუ თქვენ შეგწევთ ძალა და გაქვთ თვალები, მასში ნახავთ ისეთ სიღრმეს, რომელიც შექსპირსაც არა აქვს. მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს კითხვა: ვისია თვალი და ვის ძალუძს? რადგან მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, რომ შექმნა მხატვრული ნაწარმოები? არამედ ასევე საჭიროა ასახო ფაქტი, რასაც ცალკე მხატვრობა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგი დაკვირვებულისთვის, ყველა ცხოვრებისეული მოვლენა ყველაზე მგრძნობიარე უბრალოებაში მოდის და იმდენად გასაგებია, რომ დასაფიქრებელიც არაფერია, დასანახიც არ არის არაფერი და ამად არც კი ღირს. ზოგ დაკვირვებულს კი იგივე მოვლენები სხვა დროს იმდენად გარჯის, (რაც არც ისე იშვიათად ხდება) რომ - არ ძალუძს საბოლოოდ განავრცოს და უბრალოება შემატოს, წამოჭიმოს სწორ ხაზზე და ამით დაწყნარდეს - ის მიდის სხვა სახის გაუბრალოებასთან და ასე უბრალოდ იხლის შუბლში ტყვიას, რათა თავისი გატანჯული გონება მთელი თავისი კითხვებითურთ სულ ერთიანად ჩააქროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერასოდეს ამოვწურავთ ცხოვრების მოვლენებს თუ მის საწყისთან და ბოლოსთან არ მივალთ. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ არსებული, მიმდინარე, ხილვადი და ისიც მხოლოდ დაკვირვების შემდეგ, დასასრული და დასაწყისი - ეს ყველაფერი ადამიანისთვის ჯერ ფანტასტიკურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = გაზეთში ძალიან ბუნდოვნად იყო ნახსენები ეს ამბავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ძალზედ აღძრა ერთ ვითარებამ: მან ქლოროფილით დაასველა ბამბა, სახეზე შემოიხვია და საწოლზე დაწვა... ასეთნაირადვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ასეთი წერილი დაწერა: „Je m'en vais entreprendre un long voyage. Si cela ne reussit pas qu'on se rassemble pour feter ma resurrection avec du Cliquot. Si cela reussit, je prie qu'on ne me laisse enterrer que tout a fait morte, puisqu'il est tres desagreable de se reveiller dans un cercueil sous terra. Ce n'est pas Chic!“ რაც შემდეგნაირად ითარგმნება : „ფრთებს ვასხამ გრძელ მოგზაურობას. თუ თვითმკვლელობა არ გამოვა, მაშინ დაე, შეიკრიბონ ყველანი, მკვდრებისგან ჩემი აღდგომის აღსანიშნავად ბოკალი კლიკით ხელში. და თუ თვითმკვლელობა შედგება, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ დამმარხოთ, ოღონდ საბოლოოდ დარწმუნდით, რომ მკვდარი ვარ, რადგან რომ სრულიად უსიამოვნოა კუბოში გაღვიძება, მიწის ქვეშ. ძალზედ მოკრძალებულად გამოვა!“ ამ საზიზღარ, უხეშ ლაზათში, ჩემი აზრით შეიძლება გულისწყრომა და ბრაზი ისმის - მაგრამ რის მიმართ? უბრალოდ უხეში ნატურები ანადგურებენ საკუთარ თავს თვითმკვლელობით, მხოლოდ მატერიალური, ხილვადი, გარეგნული საბაბით, ხოლო იმ წერილით ჩანს, რომ მას არ შეიძლებოდა ისეთი მიზეზი ჰქონოდა, რის მიმართ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მისი გულისწყრომა?... წარმოდგენილის უბრალოებაზე, ცხოვრების სიცარიელეზე? ეს ის ძალიან ცნობილი მოსამართლე და ცხოვრების უარმყოფელნი არიან, რომლებიც გამწყრალნი არიან „სისულელეზე“, წყრებიან ადამიანის მიწაზე გაჩენის გამო, ამ გაჩენის უშედეგო შემთხვევითობაზე, ტირანიაზე უმოქმედო მიზეზით, რომელთანაც არ შეიძლება შერიგება? აქ ისმის სწორედ „სწორხაზოვანი“ მოვლენების წინააღმდეგ უკმაყოფილო სულის ხმა, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობაში, მამის სახლში ემცნო. და ყველაზე მეტად უშნოა ის, რომ მოკვდა ყოველგვარი მკაფიო დაეჭვების გარეშე. ეგრეთ წოდებული სიფრთხილის დაეჭვება - როგორც კითხვები, სავარაუდოდ არ ჰქონდა სულში; ყველაფერი, რაც მან ისწავლა, ბავშვობიდან იყო, სწამდა პირდაპირ, სიტყვაზე, აი ესაა სიმართლე. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ მოკვდა, „ცივი სიბნელისა და მოწყენილობისაგან“, ასე ვთქვათ ცხოველური ტანჯვითა და უიმედობით, უბრალოდ, ცხოვრება გახდა მხუთავი, თითქოს ვერ მისწვდა ჰაერს. სულმა ვერ გაუძლო სწორხაზოვნებას, უვნებლობისა და სიფრთხილის გარეშე მოითხოვა შედარებით ძნელი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ რამეზე, გარეგნულად როგორი უბრალოც არ უნდა იყოს, დიდხანს ვერ ეშვები ფიქრს, რაღაცნაირად არ ნებდება ფიქრი და რა თქმა უნდა, თქვენ ამაში დამნაშავე ხართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} === ''მარადი ქმარი'' (1870) === {{Q | ციტატა = დამეთანხმეთ, ეს საუკუნის უდიდესი ავადმყოფობაა, როცა არ იცი ვინ დააფასო, ასე არ არის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მახინჯი არის - მახინჯი, კეთილი გრძნობებით: მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, პაველ პავლოვიჩ. მაგრამ თქვენ დამნაშავე არ ხართ პაველ პავლოვიჩ, არ ხართ დამნაშავე: თქვენ მახინჯი ხართ და ამიტომ ყველაფერი მახინჯი უნდა გქონდეთ - ოცნებებიც და იმედებიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = სულ ხომ არ შეიძლება იტანჯებოდე მოგონებებით: შეიძლება მოისვენო და ანტრაქტებში გაისეირნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ, რამდენადაც დიდი გრძნობებისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიახ, მრისხანებით მიყვარდა, ეს ყველაზე ძლიერი სიყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = კარგი მტერი მკვდარი მტერია, ცოცხალი კი უკეთესი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = რქიანი რომ არ იყოს, მას არ შეუძლია, ისევე როგორც მზეს არ შეუძლია რომ ანათოს, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, თუნდაც ბუნების კანონებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი უკანასკნელ საფეხურამდე გრძნობენ საკუთარ თავს სამართლიანებად და, რა თქმა უნდა, უმანკოებად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = საკუთარ თავს უსამართლოდ და დამნაშავედ არასოდეს თვლიდა. ქმრის მუდმივი, ურიცხვი ღალატი მას საერთოდ არ ამძიმებდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = არის ფიზიონომია, რომელიც ყველაზე უსახო და უმიზნო გარყვნილებასაც აღაგზნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = - აი, ხომ ზრუნავს ვიღაცა ჩემი ზნეობისათვის, ამ წყეულ მოგონებებს თუ „სინანულის ცრემლებს“ რომ მიგზავნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} {{Q | ციტატა = უძილო ღამეებში და, საერთოდ, ღამის ფიქრებისა და განცდების მკვეთრი ცვალებადობა „ძლიერი მოაზროვნე და მგრძნობიარე პიროვნებებს“ სჩვევიათ და ზოგჯერ უძილობის მელანქოლიური ზეგავლენის შედეგად მთელი ცხოვრებისეული მრწამსი მოულოდნელად იცვლება. ისიც ხდება, რომ სრულიად მოულოდნელად საბედისწერო ნაბიჯსაც კი გადადგამსო კაცი. და ბოლოს, თუ სუბიექტი აშკარად გრძნობს ამ გაორებას, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ საქმე სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს. მაშასადამე ზომების მიღებაა საჭირო. საუკეთესო საშუალება გახლავთ ცხოვრებისეული წესის რადიკალური შეცვლა, დიეტა და მოგზაურობა. კუჭის ამორეცხვაც არ იქნება ურიგო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} === ''ორეული'' (1846) === {{Q | ციტატა = თავად კარგად მოგეხსენებათ, პატარა კაცი ვარ; მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არა ვდარდობ, პატარა კაცი რომ ვარ. პირიქით, კრესტიან ივანოვიჩ, უნდა გამოგიტყდეთ, ვამაყობ იმით, რომ პატარა კაცი ვარ და არა დიდი. არც ინტრიგანი გახლავართ და ესეც დიდად მეამაყება. ჩუმჩუმად კი არ ვმოქმედებ, პირიქით, ყველას დასანახად, სააშკარაოდ; არ ქვებუდანობ, თუმცა, ჩემდა თავად ბევრს შემიძლია ვუმტრო, მაგრადაც ვუმტრო, ისიც კი ვიცი რანაირად ვუმტრო, კრესტიან ივანოვიჩ, მაგრამ არ მინდა გავისვარო და ამით ყველაფერზე ხელი დამიბანია; ამ აზრით, მოგახსენებთ, დამიბანია-მეთქი ხელი, კრესტიან ივანოვიჩ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგ-ზოგიერთებს ეხერხება, დროულად მიულოცოს ვინმეს რამე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = არიან ადამიანები, ბატონებო, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = აი, როგორ წესს მივდევ მე, ბატონებო: არ გამომივა? - გულს ვიმაგრებ. გამომივა და თავს ვიჭერ, და ყოველ შემთხვევაში ძირს არავის ამოვუთხრი. ინტრიგანი არა ვარ, ვამაყობ კიდეც ამით, არც დიპლომატად ვივარგებდი. ასეც ამბობენ ხოლმე, ბატონებო: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო. მართალი ნათქვამია, მეც მზად ვარ დავეთანხმო, მაგრამ ვინ კატაა და ვინ თაგვი, ეს კიდევ საკითხავია, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = სადამდის მიჰყავს ზოგჯერ სიბოროტეს კაცი, სადამდის შეიძლება მივიდეს ღირსებისა და ამბიციისათვის შურისმაძიებელი გვამის გამძვინვარება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = იქნება, მხოლოდ ჩემი შეშინება უნდათ, და როცა დაინახავენ - ხმას არ ვიღებ, არ ვეწინააღმდეგები და სრულად ვემორჩილები, მორჩილებით ვიტან ყოველივეს, იქნებ მაშინვე დაიხიონ უკან, სულაც პირველებმა დაიხიონ უკან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი საქმე სულ უბრალო საქმეა. ყველაფერი სულ უბრალოდ, წვრილმანებით თავდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = მეგობრის ჭერქვეშ შიშველ იატაკზეც რბილად დამეძინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თურქები, ერთის მხრივ, მართალნი არიან, ძილშიც რომ ღმერთს უხმობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ არაკეთილმოსურნეობა და შური თავისი ყოველდღიური ბილწი საზრდოს ძებნაში არავითარ პიროვნებას არ ინდობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = პირადი შეურაცხყოფა წესიერ საზოგადოებაში დაუშვებელია; | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩემს თავზე მოგახსენებთ, ჩემო ბატონო, რომ მე, მაგალითისთვის, ნიღაბს მაშინ ვიკეთებ, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ კარნავლის დროს და მხიარულ წვეულებებში, პირდაპირი აზრით მოგახსენებთ ამას; მაგრამ ყოველდღიურად კი არ ვინიღბები ადამიანების წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თქვენი უსირცხვილო და თავხედური გამოხდომები ჩემს მიმართ, მოწყალეო ბატონო, რის მოწმეც წეღან გავხვდი, უფრო მეტად გამხელენ თქვენ, ვიდრე ჩემი სიტყვები, მაგ უხეირო ოინების იმედი ნუ გექნებათ, არაფერი გამოგივათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თვითმარქვეობითა და უსირცხვილობით, ჩვენს დროში ვერაფერს მიაღწევთ. თვითმარქვეობა და უსირცხვილობა, მოწყალეო ბატონო ჩემო, ხეირს არ დაგაყრით, სახრჩობელამდე მიგიყვანთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ პიროვნებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ შეურაცხყონ და მოატყუონ ხალხი, განსაკუთრებით კი პატიოსანი და კეთილი ზნის ადამიანები; უფრო მეტიც, ზურგს უკან ლანძღავენ მათ და უკუღმართობად ლაპარაკობენ, მხოლოდ შურისა და კიდევ იმის გამო, რომ თვითონ ასეთებად ვერ გაასაღებენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ან თქვენ უნდა იყოთ, ან მე. ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია! და ამიტომაც გიცხადებთ, რომ უცნაური, სასაცილო და ამასთანავე შეუძლებელი სურვილი თქვენი-ჩემს ტყუპის ცალად მოაჩვენოთ თავი ხალხს, სხვას არაფერს გამოიწვევს, თუ არა თქვენს საბოლოო პატივის აყრასა და დამარცხებას. და ამიტომაც გთხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე სიკეთისათვის, განზე გადგეთ და გზა მისცეთ ჭეშმარიტად კეთილშობილ და კეთილსაიმედო მიზნების მქონე ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვარ, უკიდურესი ზომები მივიღო. ვდებ კალამს და ველი... სხვაფრივ, მზად გახლავარ, როგორც სამსახურისთვის, ასევე-პისტოლეტებისათვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} === ''ნეტოჩკა ნეზვანოვა'' (1849) === {{Q | ციტატა = მაგრამ რა? რა მაჩუმებს მაშინ, როდესაც ლაპარაკია საჭირო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ხასიათის ადამიანებიც, რომელთაც უყვართ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნონ, ამაზე ხმამაღლა იწუწუნონ ან მარტოობაში დაიმშვიდონ თავი, ქედი მოიხარონ თავიანთი აუღიარებელი სიდიადის წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ტალანტს თანაგრძნობა უნდა, მას სჭირდება რომ მისი ესმოდეთ, შენ კი ნახავ რა სახეები შემოგეხვევიან გარშემო, როგორც კი ოდნავ მაინც მიაღწევ მიზანს, ისინი არფერს ჩათვლიან და შურით დააკვირდებიან იმას, რასაც შრომით, აკრძალვებით, შიმშილით, უძილო ღამეებით მიაღწიე. ისინი არ გაგამხნევებენ, არ გითანაგრძნობენ, შენი მომავალი მეგობრები; ისინი არ მიგითითებენ თუ რა არის შენში კარგი და ჭეშმარიტი, მაგრამ ბოროტი სიხარულით წამოწევენ შენს ყოველ შეცდომას, მიგითითებენ ზუსტად იმაზე, რაც ცუდია შენში, რაშიც შეცდომას უშვებ და შურითა და მლიქვნელობით ალბათ გაუხარდებათ შენი ყოველი შეცდომა (თითქოს უშეცდომოდ იყო ყველაფერი!) შენ ხომ დიდგულა ხარ, შენ ხშირად ამაყიც ხარ და შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავზე შეყვარებულ არარაობას და მაშინ უბედურება - შენ მარტო იქნები, ისინი კი ბევრნი, ისინი ქინძისთავებით გაწამებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის გარეგნულად მშვიდი იყო, მაგრამ ეს მისი სიმშვიდე უფრო მაღელვებდა, ვიდრე ყოველგვარი მისი ნერვიულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ყოველ ჩვენგანს ჰქონად ზღვარი, რომლამდეც მიდიოდა ჩვენი სიახლოვე, ზღვარს გადაბიჯება ვერ გავბედეთ, თუმცა კი გვინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტებამ ის თავისი აუტანელი ბრჭყვიალით დააბრმავა და ის რაც სიცრუე იყო, მისთვისაც სიცრუედ დარჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის მოკვდა, რადგან ასეთი სიკვდილი მისთვის აუცილებლობა იყო, ერთადერთი მიზანი მთელი მისი ცხოვრებისა. ის ასე უნდა მომკვდარიყო, როდესაც ყოველივე, რასაც მისი ცხოვრება ეკავა უცაბედად ჩამოინგრა, გაიფანტა როგორც მოჩვენება, როგორც უსხეულობა, ცარიელი ოცნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ნუთუ მას არ შეეძლო იმის გაგება, რომ ასე ძნელია მოატყუო ნატურა, რომელსაც სწყურია შეგნებული შტაბეჭდილებები, ვინც ბოლომდე იგრძნო ბევრი ბოროტება და სიკეთე? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ცნობიერებით უფრო მეტს გადაიტან, ვიდრე მთელს წელიწადში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = თითქოს და ჩანდა, რომ ეს უბედური, დაღუპული ტალანტი თავადვე ეძებდა გარეგნულ შემთხვევებს, რისთვისაც შეიძლებოდა დაებრალებინა მთელი წარუმატებლობა, მთელი უბედურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მხოლოდ ერთი სიამოვნება მქონდა - მეფიქრა და მეოცნება მასზე, მხოლოდ ერთი ნება - მეკეთებინდა ყველაფერი, რაც მას უმცირეს სიამოვნებას მოჰგვრიდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასზე იმედის ჩრდილიც კი ახდენდა გავლენას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მას დიდება სურდა და თუ არტისტისთვის დიდების სურვილი მამოძრავებელი მთავარი ძალაა, მაშინ ის არტისტი არაა, რადგან მან უკვე დაკარგა მთავარი მხატვრული ინსტინქტი, ანუ ხელოვნების სიყვარული, ერთადერთი იმის გამო, რომ ის არის ხელოვნება და არა სხვა რამ, მაგალითად დიდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საბრალო შეშლილი ადამიანი მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადამიანს თვლიდა ტალანტად, მხოლოდ ერთ არტისტს და ეს არტისტი რა თქმა უნდა, თვითონვე იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მან დაგტოვა ერთ აუხსნელ მიზანთან, რომელიც შენც კი არ აგიხსნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შენ ხომ ღუპავ საკუთარ თავს შენივე სასოწარკვეთით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = უყურე, კიდევ ერთხელ გიმეორებ: ისწავლე და ფიალები არ განასხვავო. და თუ ტკივილისგან შედრკები (ტკივილი კი ბევრი იქნება!) - საკვები გაქრება, ყველაფერი ეშმაკისკენ წავა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შეშლილი თავიდან იშორებდა ყველას, ვისზეც გაბრაზებული იყო, რადგან საკუთარი თავისა და საკუთარი მძვინვარების ეშინოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მერე შევამჩნიე, რომ ბევრი ბავშვი სიმახინჯემდე გულგრილია, მაგრამ თუკი ვინმეს შეიყვარებენ, საბოლოოდ შეიყვარებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = იმ წუთას ვიგრძენი, რომ არ ვეცოდებოდი და არ ვუყვარდი, რადგან ვერ ხედავდა როგორ მიყვარდა და ფიქრობდა, რომ სასტუმროს გამო მზად ვიყავი მისთვის მემსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მდაბალი ვარ, არარაობა ვარ, სასაცილო ვარ, სასაცილოზე უარესი კი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ვნება შენ მიერ აღძრული სიყვარული არ ყოფილა, - მე სიყვარულის მეშინოდა: ვერ გავბედე შენი შეყვარება; სიყვარულში ურთიერთდამოკიდებულებაა, ეჭვიანობაა, მე კი არ ვიყავი ამის ღირსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე უკვე მესმოდა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა - არ არის ტალანტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = სიღარიბეში ყოფნის შენს ექვს წელს უკვალოდ არ ჩაუვლია: სწავლობდი, აცნობიერებდი საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებს, შენ უკვე გაგეგება შენი ხელოვნებისა და შენი დანიშნულებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = როდესაც იმ შენმა მასწავლებელმა, რომელზეც მიყვებოდი, შენში ხელოვნებისადმი სიყვარული აღძრა და გაააღვიძა, მაშინაც იგივე მძიმედ იგრძენი ეს, როგორც ახლა გრძნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ბედნიერება, როგორც აუტანელი ტვირთი ისე მაწვებოდა და ატირებული მეუბნებოდა: „რისთვის ეს ყოველივე? რით დავიმსახურე? რით დავიმსახურე ნეტარება?“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასწავლე, მე ხომ არ მესმის, არ მესმის, ვერანაირად ვერ გამიგია - მასწავლე, როგორ გავხლიჩო ცხოვრება შუაზე, როგორ ამოვიგლიჯო გული მკერდიდან და მის გარეშე როგორ ვიცხოვრო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე დაუცველი და მარტოხელა ვიდექი ადამიანის წინაშე, რომელსაც ქალის შეურაცხყოფა შეუძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ...მაგრამ საბოლოოდ კი ყველას მოაწყინა თავი, მის ბოლო როლშიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საშინელებაა მიუღწეველ იდეასთან განშორება, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე, რომლის იდეაც მაინც ღრმა და სერიოზულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} ===''მის შესახებ''=== {{Q | ციტატა = დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას. | ავტორი = [[ფრიდრიხ ნიცშე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყოველი ხელოვნება პოეტურ მოსაზრებათა მთელ წყებებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ერთი იდეა ვერ გამოიხატება მეორე, მასთან კავშირში არმყოფ ფორმაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რა შეიძლება იყოს ჩემთვის უფრო ფანტასტიკური, ვიდრე სინამდვილეა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მიყვარს რეალიზმი, როდესაც ის ფანტასტიკურობამდე აღწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მაშინ, როცა ირონიას, ალეგორიას და ხუმრობას ვეღარ იგებენ, ეს ცუდის ნიშანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = თანამედროვე დასავლეთ ევროპას იგი შემდეგნაირად ახასიათებდა: „უარყვეს გადარჩენის ერთადერთი ფორმულა, რომელიც ღმერთისგან მოდიოდა და ხსნად ჰუმანურობას აცხადებენ, „შენ ის გიყვარს როგორც საკუთარი თავი“ — ეს მცნება ჩაანაცვლეს უფრო პრაქტიკული დასკვნით chacun pour soi et Dieu pour tous („ყველა თავისთვის და ღმერთი ყველასთვის“) ანდა სხვა მეცნიერული სლოგანებით, მაგალითად „ბრძოლა გადარჩენისთვის“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ნუ, ნუ გჯერათ ადამიანთა თანაზიარობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} ==რესურსები ინტერნეტში== {{commons|Category:Fyodor Dostoyevsky}} * [http://www.FyodorDostoevsky.com FyodorDostoevsky.com] * [http://www.fedordostoievsky.com/ingles/ingles1.htm FedorDostoievsky.com] * [http://Dostoyevsky.thefreelibrary.com/ Brief biography and works at The Free Library] * [http://www.kiosek.com/dostoevsky/contents.html Dostoevsky Research Station] {{DEFAULTSORT:დოსტოევსკი, თედორე}} [[კატეგორია:რუსი მწერლები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] rpyhyearakfmch3u6s4s3x03e1wjuih 47513 47509 2026-04-14T19:50:38Z გიორგაძე.ლანა 5265 /* თეთრი ღამეები (1848) */ 47513 wikitext text/x-wiki [[ფაილი:Dostoevsky 1872.jpg|thumb|right|150პქ]] '''[[:w:ფიოდორ დოსტოევსკი|ფიოდორ დოსტოევსკი]]''' (დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821 – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881) — რუსი მწერალი. =='''ციტატები'''== [[ფაილი:Dostoevsky.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = ''„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს...“'' | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.) }} [[ფაილი:Dresden Dostojewski-Denkmal.JPG|thumb|right|150პქ]] [[ფაილი:Dostoevskaya.jpg|thumb|right|150პქ]] [[ფაილი:Image dost 01.jpg|thumb|right|150პქ]] === ''იდიოტი'' (1868) === [[ფაილი:Fjodor Michailowitsch Dostojewski.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = კოლუმბმა მაშინ კი არ იგრძნო ბედნიერება, როცა ამერიკა აღმოაჩინა, არამედ მაშინ, როცა მის აღმოსაჩენად ესწრაფებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „იდიოტი“ }} === ''ძმები კარამაზოვები'' (1880) === [[ფაილი:Trutovsky 004.jpg|thumb|right|150პქ|ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს.]] {{Q | ციტატა = ადამიანები, ავკაცნიც კი, უმეტესად, ბევრად უფრო მიამიტნი და გულუბრყვილონი არიან, როგორც საერთოდ გვგონია. თავად ჩვენც ასეთნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თქვენი თავისა ნუ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს, ყველაზე უწინარეს განაწყენდება. განაწყენება ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ასე არ არის? თანაც ხომ იცის, რომ არავის უწყენინებია და წყენას თავად მიეცა, ყოველივე თავად შეთხზა და შესაფერადებლად მოიგონა, თავად გააზვიადა, რათა სასურველი სურათი შეექმნა, სიტყვას გამოეკიდა და წვრილმანი მსხვილმანად აქცია, - ეს თავადაც იცის, მაგრამ მაინც ყველაზე უწინარეს განაწყენდება, უკიდურესი ტკბობის შეგრძნებამდე განაწყენდება, ხოლო შედეგად ნამდვილი მტრობა ეუფლება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი, ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არა მარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არა მარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა? - დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება. - ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური! - რატომ უბედური? - იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება. - შესაძლოა, მართალი ხარ!... მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია... - მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უდიდეს ძალად გაერთიანებულმა საერთო მეცნიერებამ, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, ყველაფერი განიხილა, რაც კი ჩვენთვის წმინდა წიგნებში ზეცითაა ნაანდერძევი და მკაცრი ანალიზის შემდეგ მთელი მსოფლიოს მეცნიერებს ხელში აღარაფერი შემორჩათ იმისგან, რაც ადრე წმიდათაწმიდა იყო. მაგრამ ისინი ნაწილნაწილ განიხილავდნენ, მთლიანი კი თვალთაგან გამორჩათ, თანაც გასაოცარი სიბრმავით. რამეთუ მთლიანი მათსავე თვალთა წინაშე როგორც უწინ, ახლაც ურყევად დგას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ. განა იგი ცხრამეტ საუკუნეს არ ცოცხლობდა და განა ახლა არ ცოცხლობს ცალკეული ადამიანებისა თუ ხალხთა მასების სულის მიმოქცევაში? თვით მათი სულის მიმოქცევაშიც ურყევად ცოცხლოს კვლავინდებურად! რამეთუ ქრისტიანობის უარმყოფელთა და მის წინააღმდეგ ამბოხებულთა არსი იმავე ქრისტეს სახებაა, ისინი ისეთივენი დარჩნენ, რადგან აქამდე ვერც მათმა სიბრძნემ, ვერც მათი გულის მხურვალებამ ადამიანს და მის ღირსებას ვერ შეუქმნა სხვა უმაღლესი ხატება, ვიდრე წარსულში ქრისტეს ნაჩვენები ხატებაა. როცა კი შექმნას შეეცადნენ, ხელთ მხოლოდ სიმახინჯე შერჩათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ყველამ დაუცხრომლად უნდა უთხრას აღსარება საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ცოდვისა, თუნდაც მაშინ, როცა შეიცნობთ, ოღონდაც მოინანიეთ და ღმერთს პირობას ნუ დაუთქვამთ. კვლავ გეუბნებით - ნუ გაამაყდებით. ნუ გაამაყდებით მცირეთა ზედა, ნუ გაამაყდებით ნურც დიდთა წინაშე. ნუ შეიძულებთ თქვენს უარმყოფელებს, თქვენს მძრახველებს, თქვენს მძაგებლებს, თქვენს ცილისმწამებლებს. ნუ შეიძულებთ ათეისტებს, ავის მქადაგებლებს, მატერიალისტებს, მათ შორის ღვარძლიანებსაც კი, არათუ კეთილებს, რამეთუ ბევრი მათგანი კეთილია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ლოცვისას ისინი ასე მოიხსენიეთ: ღმერთო, ყველა იხსენ, ვისთვისაც არავინ ლოცულობს, იხსენ ისინიც, ვისაც შენს წინაშე ლოცვა არ სურს. იქვე დაუმატეთ, ამას ჩემი სიამაყის გამო არ გთხოვ, ღმერთო, რამეთუ თავად ყველასა და ყოველზე უარესი ვარ... გიყვარდეთ ხალხი ღვთისა, სამწყსოს გადამთიელთ ნუ დაანებებთ, რამეთუ ძილსა და სიზარმაცეს თუ მიეცემით მოზიზღნი, გაამპარტავნებული და, რაც უარესია, ანგარებადაუფლებულნი, მაშინ ყოველი ქვეყნიდან მოვლენ და სამწყსოს წაგგვრიან. ხალხს სახარება დაუცხრომლად განუმარტეთ... მექრთამეობას განეშორეთ... ვერცხლი და ოქრო ნუ გეყვარებათ, ნუ გაეკარებით... გწამდეთ და რწმენის დროშა მაღლა აღმართეთ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. რაც მთავარია, სიცრუეს განერიდეთ, ყოველგვარ სიცრუეს, განსაკუთრებით საკუთარ სიცრუეს. დააკვირდით თქვენს სიცრუეს და შეეცადეთ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ჩასწვდეთ. ზიზღიც განიშორეთ, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ის, რაც საკუთარ არსებობაში სიბილწედ მიგაჩნიათ, უკვე განიწმინდება, თუნდაც მხოლოდ იმით, რაკიღა შეამჩნიეთ. შიშსაც განერიდეთ, თუმცაღა შიში მხოლოდ შედეგია ყოველგვარი სიცრუისა. სიყვარულის ძიებისას ნურასოდეს შეგათრობთ საკუთარი სულმოკლეობა, თქვენივე ცუდი საქციელიც ძალიან ნუ შეგაშინებთ. ვწუხვარ, რომ სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, რამეთუ ოცნებით წარმოსახული სიყვარულისაგან განსხვავებით, ქმედითი სიყვარული სასტიკი და შემაძრწუნებელი რამ გახლავთ. ოცნებით წარმოსახულ სიყვარულს კმაყოფილების მსწრაფად მომნიჭებელი, მყისიერი, თანაც ყველასთვის საჩინო გმირობა სწყურია. ამგვარი მისწრაფებათა შედეგად მართლა შეიძლება, თავიც გაწირონ, თუკი ეს დიდხანს არ გასტანს, სწრაფად მოხდება, როგორც სცენაზე, ყველა ნახავს და ხოტბას შეასხამს. ქმედითი სიყვარული კი შრომა და თავშეკავებულობაა, ხოლო ზოგთათვის კი მთელი მეცნიერებაა. მაგრამ აი, რას გიწინასწარმეტყველებთ: შესაძლოა ზუსტად იმ წუთს, როცა შეძრწუნებული იქნებით იმით, რომ თუმცა ბევრს ეცადეთ, მიზანს არათუ მიუახლოვდით, არამედ თითქოს დაშორდით კიდევაც, - გიწინასწარმეტყველებთ, რომ იმ წუთს მიზანს უეცრად მიაღწევთ და აშკარად იხილავთ თქვენზე გარდმოვლენილ სასწაულმოქმედ ძალას ღმერთისას, ვისაც ნიადაგ უყვარხართ და ვინც ნიადაგ იდუმალად წაგმართავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის არსებობის საიდუმლო ის კი არ არის, რომ მხოლოდ იცხოვროს, არამედ ის, თუ რისთვის იცხოვროს. ადამიანს თუ მყარი წარმოდგენა არა აქვს, რისთვის უნდა იცხოვროს, სიცოცხლეს არ ისურვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბებერ მოთამაშეთ, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებით მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმ წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: „ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი „წმინდა“ მრისხანებისა და მრისხანებიის „წმინდა“ წუთის მიუხედავად.“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წლები და თვეები რა არის, დღეების თვლა რა საჭიროა, ადამიანს ერთი დღეც ეყოფა, ბედნიერება მთლად რომ შეიგრძნოს. ჩემო კარგებო, რას ვდაობთ, ერთმანეთთან თავს რად ვიქებთ, ერთმანეთზე წყენას გულში რად ვიჩერებთ? გვირჩევნია, ბაღში გავიდეთ, ვისეირნოთ და ვინავარდოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი ვაქოთ, ერთმანეთს ვკოცნიდეთ და სიცოცხლეს ვლოცავდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ახლა ყველა მიისწრაფის, სხვებს რაც კი შეიძლება მეტად გაემიჯნოს, საკუთარ არსებობაში სიცოცხლე სრულად განიცადოს, მაგრამ მისი მცდელობის შედეგი სიცოცხლის სრულად განცდის ნაცვლად მხოლოდ თვითმკვლელობაა, რამეთუ თავისი არსების სრულად განსაზღვრის მაგიერ წილად ხვდება სრული განმარტოება. რადგან ჩვენს საუკუნეში ყოველივე ერთეულებად დანახევრდა, ყველა თავის სოროში განმარტოვდა, ყველანი სხვებს ემიჯნებიან, ერთმანეთს ემალებიან, თუკი რამ გააჩნიათ, მალავენ და იმით ამთავრებენ, რომ ადამიანებისგან თავს განარიდებენ და ადამიანებს განირიდებენ. სიმდიდრეს განცალკევებით იხვეჭენ და ფიქრობენ, ძლიერნი და უზრუნველყოფილნი ვართო, მაგრამ უგუნურებმა არ იციან, რაც მეტს მოიხვეჭენ, მით უფრო ეუფლებათ თვითმომსპობი უძლურება. რამეთუ მხოლოდ თავის იმედად ყოფნას არიან მიჩვეულნი, მთლიანს ერთეულებად გამიჯვნიან, მიჩვეულან, რომ ადამიანთაგან შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადამიანებისა და კაცობრიობის რწმენა დაუკარგავთ და მხოლოდ ფულსა და მოპოვებული უფლებების დაკარგვისა ეშინიათ. ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით. მაგრმა ამ საშინელ განმარტოებასაც ჟამი უსათუოდ დაუდგება და ყველანი ერთბაშად მიხვდებიან, ერთმანეთს რა არაბუნებრივად გაემიჯნენ. მაშინ დროების ასეთი სიო დაჰქროლებს და გაიკვირვებენ, წყვდიადში დიდხანს რომ ისხდნენ და სინათლეს ვერ ხედავდნენ, მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე... მანამდე კი დროშას უნდა მოვუაროთ და თითო-ოროლა ვინმემ მაინც მაგალითი უეცრად აჩვენოს, განმარტოებას განერიდოს, გმირობა გამოიჩინოს და ძმური სიყვარული თუნდაც შმაგურად გაამჟღავნოს. რათა დიადი აზრი არ ჩაკვდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი მართალთა დამდაბლებისა და შერცხვენის მოყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცხოვრება ცრემლიანი მორჩილება კი არა, დიადი სიხარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძნელად სატვირთველი ტვირთი ყველას კუთვნილი ვერ იქნება, ზოგნი ვერ გაუძლებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბევრი ადამიანი პატიოსანი სწორედ იმიტომ არის, რომ სულელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თომამ იმიტომ კი არ ირწმუნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა, არამედ იმიტომ, რომ მანამდე თვითონ უნდოდა ერწმუნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაზე ცუდი ოჯახისგანაც შეიძლება ძვირფასი მოგონებები შემოგრჩეს, თუ შენს სულს „ძვირფასის ძიების“ უნარი გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სისულელეები სჭირდება დედამიწას, სისულელეებზე დგას მსოფლიო, ამის გარეშე იქნებ არც არაფერი მომხდარიყო ამქვეყნად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ მსჯავრს დამდებთ ამ მსჯავრისთვისაც მადლობელი ვიქნები! მაგრამ დამინდეთ, ღმერთს ნუ წამართმევთ, რადგან ვიცი, ბედს დავემდურები, ჩემს სულს უმძიმს, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე ის მაწამებდა მხოლოდ, რომ კეთილშობილება მწყუროდა. ფარნით ვეძებდი, დიოგენეს ფარნით, და მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე მაინც მხოლოდ სისაძაგლეებს ჩავდიოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვარ და მე მიყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მსჯავრს ვდებ ჩემს სიცოცხლეს და ვზღავ სიცოცხლით ამ მსჯავრისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, მით უფრო ირწმუნებთ ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას. თუ მოყვასთა თქვენთა თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ადამიანი უყვარს, მას მათი სიხარულიც უნდა უყვარდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტე ადამიანთა მწუხარებას კი არა, სიხარულს ეწვია, პირველი სასწაულის ქმნით ადამიანთა სიხარულს შეეწია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მიწა სიხარულის ცრემლებით დანამე და შეიყვარე ცრემლები შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რა შემზარავ ტრაგედიებს უწყობს ადამიანებს რეალიზმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიარულზეც შეატყობთ რა ხასიათისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუმცაღა ყველაზე უადგილო ფიქრმა იქნებ სიკვდილით დასასჯელ დამნაშავესაც გაუელვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან უაღრესად მგრძნობიარე, მაგრამ როგორღაც გატეხილი ადამიანები. მათი ჯამბაზობა ერთგვარი ღვარძლიანი ირონიაა იმათ მიმართ, ვისაც სიმართლეს პირში ვერ ეუბნებიან მათ წინაშე ხანგრძლივი დამამცირებელი შიშის გამო. ასეთი ჯამბაზობა ზოგჯერ უაღრესად ტრაგიკულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ზეციური პურისთვის ათასი ან თუნდაც ათი ათასი გამოგყვება, იმ მილიონებს რა ეშველება, რომელთაც უარი ვერ თქვეს მიწიურ პურზე ზეციურის სანაცვლოდ? თუ შენთვის მხოლოდ ის ათი ათასი ძლიერი და დიადია ძვირფასი, მილიონები კი, ქვიშასავით მრავალრიცხვოვანი სუსტი, მაგრამ შენი მოყვარული მილიონები მხოლოდ იმ დიადთა გამოსადეგარი მასალაა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველანი თითქოს ოდესღაც შეთანხმებულან, რომ ამის თაობაზე ეცრუათ და აქამდე ცრუობენ, რომ სისაძაგლე სძულთ, გულში კი უყვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეიძლება ამ კატორღელ კაცს ჩამკვდარი გული აღუდგინო და აუღორძინო, შეიძლება წლობით ულოლიავო და ბოლოს ბუნაგიდან მზის სინათლეც გამოიყვანო, უკვე ამაღლებული სული, განაწამები ცნობიერება, ანგელოზი აღადგინო, გმირი ააღორძინო! ისინი კი მრავალი, ასობით არიან. ჩვენ ყველანი კი მათ გამო დამნაშავენი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენი დიადი მწუხარებით კვლავ აღვადგენთ სიხარულს, ურომლისოდაც ადამიანის არსებობა არ შეიძლება, ღმერთი კი არის, რამეთუ ღმერთი გვანიჭებს სიხარულს, ეს მისი დიდი პრივილეგიაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდაც ჩემს თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში - ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული - მაგრამ ვარსებობ! მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის, ეს მთელი სიცოცხლეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აბა სცადე და ქალის წინაშე დანაშაული აღიარე, იმავ წუთს საყვედურებს სეტყვასავით დაგაყრის! პირდაპირ, უბრალოდ არაფრის დიდებით არ გაპატიებს. დაგამცირებს, მოგმჩვარავს, რაც არ ყოფილა, იმასაც გიანგარიშებს, ყველაფერს მოხვეტავს, არაფერს დაივიწყებს, თავისას დაუმატებს და მერეღა გაპატიებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დაძალებულ რწმენას რა ფასი აქვს? რწმენას არ შველის არავითარი საბუთი, განსაკუთრებით მატერიალური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ვარ და ყოველივე ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიმართლე თითქმის ყოველთვის არამახვილგონივრულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ იცი, რომ ეშმაკი ვარ და რომ ვარსებობ, შენ მუდამ ბრაზობ, მე კი გიმეორებ, მთელ ვარსკვლავზედა ცხოვრებას, ყოველ წოდებას დავთმობდი მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჭრის შვიდფუთიანი ცოლის სულად გარდავსახულიყავი და ღმერთისთვის სანთელი დამენთო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უცნაურობა და ახირებულობა საზიანო უფროა, ვიდრე უფლების მომცემი ყურადღების მოპყრობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ცალკერძოებანი ერთიანყოს და საყოველთაო აბდაუბდას რაიმე ერთიანი აზრი გამოუძებნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებულია, ეროვნულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მონობიდან თავისუფლებისკენ ადამიანს ზნეობრივი სრულყოფისთვის მრავალგზის ნაცადი, ათასწლოვანი იარაღი, შესაძლოა, ორლესურ მახვილად გადაიქცეს, ისე რომ ზოგი იქნებ თვინიერებისა და სრული თავშეკავებულობის ნაცვლად, პირიქით, უაღრეს სატანურ ქედმაღლობამდე, ანუ ხუნდებამდე და არა თავისუფლებამდე მიიყვანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენი წილხვედრია ცოდვა, სიცრუე და საცდური, ამქვეყნად ხომ იქ, სადღაც, მაინც არის წმინდანი და უმაღლესი; სამაგიეროდ, ის არის მფლობელი სიმართლისა, სამაგიეროდ, მან იცის სიმართლე; მაშასადამე ამ ქვეყნად სიმართლე არ კვდება, ჰოდა, ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევს და მთელს დედამიწაზე დამკვიდრდება, როგორც აღთქმულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ხალხმა მდუმარე და მრავლისმომთმენი მწუხარება იცის. ეს მწუხარება გულში ჩაგუბდება და დუმს. მაგრამ არის ბობოქარი მწუხარება, გულდარდიანს ცრემლები რომ წასკდება და მალე მოთქმა-გოდებად გადაიქცევა. ასეთი რამ უმეტესად ქალებს ემართებათ. მაგრამ ეს მდუმარე მწუხარებაზე იოლი არ არის. დამწუხრებულს მოთქმა-გოდება გულს უფრო მეტად უწამლავს და უკლავს. ასეთი მწუხარება ნუგეშს კი არ ესწრაფვის, პირიქით, ტკივილის დაუამებლობით საზრდოობს. მოთქმა-გოდება მოთხოვნილებაა ჭრილობის განუწყვეტელი გაღიზიანებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიენები ბედნიერებისათვის არიან შექმნილნი და ვინც სრულად ბედნიერია, მას პირდაპირ შეუძლია თქვას: „ამქვეყნად ღვთის აღთქმა შევასრულეო“. ყველა უმწიკვლო, ყველა წმინდანი, ყველა წმინდა მოწამე ბედნიერი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - იცით, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: თუ ყველას სწამს, ეს აზრი საიდან გაჩნდა? გვარწმუნებენ, რომ თავდაპირველად ყოველივე ბუნების მრისხანე ძალთა წინაშე შიშმა გამოიწვია და ყოველივე ეს არ არსებობს. ჰოდა, ვფიქრობ, მთელი სიცოცხლე მჯეროდა - მოვკვდები და უცებ აღარაფერი იქნება, მხოლოდ „ძირხვენა ამოვა საფლავზე,“ ეს შემზარავია! როგორ დავიბრუნო რწმენა, როგორ? თუმცაღა, მხოლოდ მაშინ მწამდა, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვფიქრობდი და მექანიკურად მწამდა... ახლა იმიტომ მოვედი, რომ გკითხოთ, ეს რით უნდა დამტკიცდეს? ამ შემთხვევასაც თუ გავუშვებ ხელიდან, ჩემს სიცოცხლეში უკვე ვეღარავინ მიპასუხებს. რით უნდა დამტკიცდეს, რით უნდა დარწმუნდე? რა უბედურება მხვდა წილად! ვდგავარ და ირგვლივ ვხედავ, რომ ყველასთვის, თითქმის ყველასთვის, ყველაფერი სულ ერთია, ამაზე ახლა აღარავინ წუხს; მხოლოდ მე, ერთადერთს არ შემიძლია ამის გადატანა. ეს მომაკვდინებელია, მომაკვდინებელია! - ნამდვილად მომაკვდინებელია. მაგრამ დამტკიცება არაფრისა შეიძლება, რომ დარწმუნდე, ეს კი შეიძლება. - როგორ? რანაირად? - ქმედითი სიყვარულის გამოცდილებით. შეეცადეთ, მოყვასი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას მით უფრო ირწმუნებთ. თუ მოყვასთა თქვენთა სრული თანგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ზუსტად ასეთივე რამ, თუმცა დიდი ხნის წინ, მითხრა ერთმა ექიმმა, უკვე ხნიერმა და უდავოდ ჭკვიანმა კაცმა. ისიც თქვენსავით გულწრფელად ლაპარაკობდა, მაგრამ სევდიანად ხუმრობდა. ამბობდა, კაცობრიობა მიყვარს, მაგრამ ჩემი თავისა მევე მიკვირსო: რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა ზოგადად, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ადამიანი კერძოდ, ანუ ცალ-ცალკე, როგორც განცალკევებული პიროვნებანი. ოცნება ხშირად კაცობრიობის მსახურების მგზნებარე წადილით აღმავსებდა და, შესაძლოა, ხალხის გულისთვის თავიც გამეწირა, თუკი უეცრად ეს საჭირო გახდებოდა. ამავე დროს, ერთ ოთახში ვინმესთან ერთად ორ დღესაც კი ვერ გავძლებ; ეს გამოცდილებით ვიცი. ოდნავი სიახლოვეც კი ვინმესი თავმოყვარეობას მილახავს, თავისუფლებას მიბორკავს. საუკეთესო ადამიანსაც კი ერთ დღეში შევიძულებ: ერთს იმის გამო, რომ სადილობისას ჭამა ვერა და ვეღარ მოათავა, მეორეს იმის გამო, რომ სურდო აქვს და ცხვირს წარამარა იხოცავს. გამეკარება თუ არა ვინმე, უმალ მის მტრად გადავიქცევი. სამაგიეროდ, აი, ნიადაგ რა მემართება: ცალკეულ ადამიანებს რაც უფრო მეტად შევიძულებ, კაცობრიობის მიმართ ჩემი სიყვარული მით უფრო მგზნებარებას იძენსო. - მაშ რა უნდა ქნა? ასეთ დროს რა უნდა ქნა? სასოწარკვეთას უნდა მიეცე? - არა, რამეთუ ისიც კმარა, რომ ამის გამო წუხილი გიპყრობთ. ის ჰქმენით, რაც შეგიძლიათ, რადგან საკუთარ თავს ასე გულწრფელად და ღრმად ჩაუკვირდით! ოღონდ თუ ახლა ასე გულწრფელად მხოლოდ იმიტომ მელაპარაკებოდით, რომ ჩემგან შექება დაგემსახურებინათ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ქმედითი სიყვარულის ასპარეზზე ვერაფერს მიაღწევთ. ყოველივე მხოლოდ ოცნებად დაგრჩებათ და მთელი თქვენი ცხოვრება მოჩვენებასავით გაიელვებს და გაქრება. ასე, რა თქმა უნდა, მომავალ ცხოვრებასაც დაივიწყებთ და ბოლოს როგორღაც დამშვიდდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვეყრდნობი დებულებას, რომ ელემენტთა ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ცალკეულად აღებულ არსთა ამგვარი შერევა, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება, თუმცაღა ეს შეუძლებელია და ვერასოდეს მიაღწევს არათუ ნორმალურ, არამედ რამდენამდე შეწონასწორებულ მდგომარეობას, რამეთუ საქმის თვით საფუძველშივე დევს სიცრუე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორც, მაგალითად, სასამართლოს საკითხია, მე მგონი, სრულყოფილი და წმინდა არსით შეუძლებელია. სასულიერო პირი, რომელსაც შევედავე, ამტკიცებს, რომ ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ხოლო მე ვეკამათები, რომ ეკლესიას სახელმწიფოში მხოლოდ რაღაც კი არ უნდა განეკუთვნებოდეს, პირიქით, თვით ეკლესიამ უნდა შეითავსოს მთელი სახელმწიფო, და თუ ეს ამჟამად რატომღაც შეუძლებელია, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, არსებითად, მთელი შემდგომი განვითარების პირდაპირ და უმთავრეს მიზნად უდნა დაისახოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ყოველივე თუ ეკლესიად იქცევა, მაშინ ეკლესია დამნაშავესა და ურჩს თავს კი არ მოკვეთდა, თავისი წიაღიდან განკვეთდა, - განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა. ახლა გეკითხებით, განკვეთილი სად წავიდოდა? მაშინ ხომ იგი არა მხოლოდ ხალხს, როგორც ამჟამადაა, არამედ ქრისტესაც უნდა განშორებოდა. მისი დანაშაული არა მხოლოდ ხალხის, არამედ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხიც იქნებოდა. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამჟამადაც ასეა, მაგრამ განცხადებული ხომ მაინც არ არის და ამჟამინდელი დამნაშავის სინდისი ძალზე ხშირად თავის თავთან გარიგებას იწყებს: „მოვიპარე, მაგრამ ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, ქრისტეს მტერი არ ვარო,“ - აი, რას ეუბნებიან ამჟამინდელი დამნაშავენი საკუთარ თავს ერთპირად, ხოლო როცა ეკლესია სახელმწიფოს ადგილს დაიკავებს, მაშინ ამას ისე ვეღარ იტყოდა, თუ ამქვეყნად არსებულ მთელ ეკლესიას არ უარყოფდა: „ყველანი ცდებიან, ყველა განდგომილია, ყველა ცრუ ეკლესიაა და მხოლოდ მე, ქურდი და მკვლელი ვარ სამართლიანი ქრისტიანული ეკლესიაო.“ ეს ხომ ძალზე ძნელი სათქმელია, უზარმაზარ პირობებს და გარემოებებს საჭიროებს, რაც არც ისე ხშირად არსებობს. ახლა, მეორე მხრივ, ავიღოთ თვით ეკლესიის შეხედულება დანაშაულის თაობაზე: განა, არ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი, თითქმის წარმართული შეხედულების საპირისპიროდ და ნაცვლად დასნებოვნებული წევრის მექანიკური განკვეთისა, როგორც ამჟამად საზოგადოების დასაცავად ხდება. არ უნდა გარდაიქმნას და სრულად, სიყალბის გარეშე, ადამიანის აღორძინების, მისი აღდგომისა და ხსნის იდეად არ უნდა იქცეს? - მაინც რა არის ეს? ახლაც ვერ გამიგია, - შეაწყვეტინა მიუსოვმა, - ისევ რაღაც ოცნებაა. უფორმო რაღაცაა და გაგება შეუძლებელია. რა განკვეთა, როგორი განკვეთა? მე მგონი, უბრალოდ, თავის შესაქცევად ლაპარაკობთ, ივან ფიოდოროვიჩ. - ახლაც ხომ სინამდვილეში იგივე ხდება, - უეცრად წამოიწყო ბერ-მოძღვარმა და უკლებლივ ყველა მას მიაჩერდა, - ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ხომ მაშინ ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, როგორც ახლა ბრძანეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება. - ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რანაირად? - უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მიუსოვმა. - აი, ამნაირად, - წამოიწყო ბერ-მოძღვარმა. - ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარ გაროზგვით ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არც ერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამაზე უნდა დამეთანხმოთ. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიის წინაშე. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიას წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდადების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს რა დაემართებოდა, ო, უფალო! თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, მას ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდადების შემდეგ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რუსი დამნაშავისთვის, რამეთუ რუსი დამნაშავენი ჯერ კიდევ მორწმუნენი არიან. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა - დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებით კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ევროპაში საკუთარ თავზე) - სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან, უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული. ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამართლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არა მარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობით შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებს, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, - ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია. ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეკლესია არ გადიქცევა სახელმწიფოდ! ეს რომია და მისი ოცნება. ეს ეშმაკის მესამე ცდუნებაა! პირიქით, სახელმწიფო გარდაიქცევა ეკლესიად, ეკლესიამდე აღმაღლდება და ეკლესია იქნება მომცველი მთელი ქვეყნიერებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ის „უწმინდური,“ „ცუდი ყოფაქცევის ქალი,“ შესაძლოა, თავად თქვენზე წმინდა იყოს, თავის ხსნისთვის მზრუნველო ბატონო მღვდელმონაზვნებო! - შეუტია ფიოდორ პავლოვიჩმა. - იქნებ სინორჩისას იმსხვერპლა საზოგადოებამ. მაგრამ მან „შეიყვარა ფრიად,“ ხოლო ვინც ფრიად შეიყვარა, მას ქრისტემაც შეუნდო... - ქრისტეს ასეთი სიყვარულის გამო არ შეუნდვია... - ვეღარ მოითმინა და შესძახა თვინიერმა მამა იოსებმა. - არა, ასეთი სიყვარულის გამო, სწორედ ამ სიყვარულის გამო, ბერებო, ამ სიყვარულის გამო! თქვენ აქ კომბოსტოთი გწადიათ, თავი იხსნათ და გგონიათ, რომ წმინდანები ხართ! ლიფსიტებს ჭამთ, დღეში თითო ლიფსიტას, და გგონიათ, რომ ღმერთს გულს მოუგებთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენთან არს ქრისტე. დაიფარე გულსა შინა შენსა და ისიც დაგიფარავს. დიად მწუხარებას იხილავ და მწუხარებასა შინა იქნები ბედნიერი. ამას გიანდერძებ: მწუხარებაში ეძიე ბედნიერება. იღვაწე, დაუცხრომლად იღვაწე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სალოსებმა ასე იციან: სამიკიტნოს წინ პირჯვარს იწერენ, ტაძარს კი ქვას უღერებენ. შენი ბერ-მოძღვარიც ამას სჩადის: წმინდანს ჯოხის ცემით გააგდებს, ხოლო მკვლელს თავდახრით დაუჩოქებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცს შეუყვარდება რაიმე სილამაზე, ქალის სხეული, ანდა ქალის სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი (ამას ავხორცი მიხვდება), ჰოდა, ეს სიყვარული გააწირვინებს საკუთარ შვილებს, დედ-მამასა და სამშობლოს; პატიოსანი კაცი იქურდებს, თვინიერი ყელს გამოსჭრის ვინმეს, ერთგული მოღალატედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წმინდა ბერო, მზა ლუკმისთვის მონასტერში კი ნუ ხარ გამოკეტილი და ჯილდოს იქ, მაღლა კი ნუ ელი, ცხოვრებაში იყავი სათნო და საზოგადოებას სარგებლობა მოუტანე, - აი ეს უფრო ძნელი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის ატანა არ შემიძლია, რომ ზოგნი, ამაღლებული სულისა და მაღალი გონების მქონენიც კი, მადონას იდეალით იწყებენ და სოდომის იდეალით ამთავრებენ. უფრო შემზარავია, როცა ვინმე, სულში უკვე სოდომის იდეალის მქონე, არც მადონას იდეალს უარყოფს, გულში ეს იდეალი უღვივის, ჭეშმარიტად უღვივის, როგორც სიყრმის უმწიკვლო წლებში. ეშმაკმა უწყის, ეს რა არის! რაც გონებას სამარცხვინოდ მიაჩნია, გულს ჭეშმარიტ მშვენიერებად ესახება. მშვენიერება სოდომშია? დამიჯერე, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის სოდომშია. საშინელებაა, რომ მშვენიერება მხოლოდ შემზარავი კი არა, საიდუმლოებით მოცულიცაა. აქ სატანა და ღმერთი იბრძვიან, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცმა ზოგჯერ აღტაცების გამო შეიძლება თავი მოიკლას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს, მის ირგვლივ მყოფთა შორის სიცოცხლის ღირსი ვინ არის და ვინ ნაკლებად ღირსია? - ღირსია თუ არა, ამის მიხედვით გადაწყვეტა რა საჭიროა? ადამიანთა გულებში ეს საკითხი უმეტესად იმის მიხედვით კი არ წყდება, ვინ რისი ღირსია, არამედ სხვა, ბევრად უფრო ბუნებრივი მიზეზით. ხოლო თუ უფლებაზე მიდგება საქმე, სურვილის უფლება ვიღას არა აქვს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩემო კეთილნო, უწყოდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი უეჭველად დამნაშავეა ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის მაგიერ არა მარტო ზოგადი მსოფლიო დანაშაულის გამო, არამედ თითოეული პირადად მთელი ხალხისა და ყოველი ადამიანის განვლილი გზისა. რამეთუ ბერები სხვანაირნი კი არა, ისეთივენი არიან, როგორც მართებს ამქვეყნად ყოველ ადამიანს. მხოლოდ მაშინ აღგევსება გული უსასრულო, ქვეყნიერების მომცველი, ზღვარდაუდებელი სიყვარულით. ყოველი თქვენგანი მხოლოდ მაშინ შეძლებს, მთელი სამყარო სიყვარულით მოიპოვოს და ცრემლით თავისით მსოფლიო ცოდვანი განრეცხოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიბილწეს ყველა აგინებს, ყველანი კი მაინც სიბილწეს ეტანებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კატერინა ივანოვნას არასოდეს ვყვარებივარ! მე რომ მიყვარს, ეს ყოველთვის იცოდა, თუმცა მასთან ჩემს სიყვარულზე ერთი სიტყვაც არ დამცდენია. იცოდა, მაგრამ არ ვუყვარდი! მისი მეგობარიც არასოდეს, ერთ დღესაც არ ვყოფილვარ; ზვიად ქალს ჩემი მეგობრობა არ ესაჭიროებოდა. ახლოს მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ გამუდმებით შური ეძია. შურს იძიებდა იმ შეურაცხყოფათა გამო, რასაც გამუდმებით, ყოველ წუთას დიმიტრისგან იტანდა მათი პირველი შეხვედრიდან დღემდე... იმიტომ რომ პირველი შეხვედრაც მის გულში შეურაცხყოფად ჩარჩა. აი, როგორი გული აქვს! მე ახლა მივდივარ, კატერინა ივანოვნა, მაგრამ იცოდეთ, რომ მართლა მხოლოდ იგი გიყვართ. თანაც, რაც უფრო მეტად შეურაცხგყოფთ, მით უფრო მეტად და მეტად გეყვარებათ. აი, ეს არის თქვენი თვითგვემა. იგი სწორედ ისეთი გიყვართ, როგორიც არის, გიყვართ თქვენი შეურაცხმყოფელი. თუ გამოსწორდება, უმალ მიატოვებთ და მისი სიყვარული საერთოდ გაგიქრებათ. იგი გჭირდებათ, რათა მისდამი თქვენს თავგანწირულ ერთგულებას განუწყვეტლივ ჭვრეტდეთ, ხოლო მას ორგულობას უსაყვედურებთ. ეს ყოველივე თქვენი ზვიადობის გამოა. ოჰ, აქ მრავალგზის დამცირება და დამდაბლებაა, მაგრამ ყოველივე ზვიადობის შედეგია... მე ძალზე ახალგაზრდა ვარ და ძალზე ძლიერად მიყვარდით. ვიცი, რომ ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, უბრალოდ განგშორებოდით და ეს თქვენც ნაკლებად შეურაცხგყოფდათ. მაგრამ მე ხომ შორს მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები. მე ხომ სამუდამოდ გშორდებით... არ მსურს, თვითგვემის დამსწრე ვიყო... მშვიდობით, კატერინა ივანოვნა, ჩემზე არ უნდა გაბრაზდეთ, იმიტომ რომ მე თქვენზე ასჯერ მეტად ვარ დასჯილი: დასჯილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ვეღარასოდეს გიხილავთ. მშვიდობით. ხელს ნუ გამომიწვდით. თქვენ ძალზე შეგნებულად მტანჯავდით და ახლა არ ძალმიძს, რომ შეგინდოთ. მერე შეგინდობთ, ახლა კი ხელს ნუ გამომიწვდით. Den Dank, Dame, begehr ich nicht, - ჯილდო არ მჭირდება, ქალბატონო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დამცირებულ კაცს ძალიან უმძიმს, ყველანი კეთილიმსყოფლებივით რომ დაუწყებენ ცქერას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანებზე ერთთავად როგორც ბავშვებზე, ისე უნდა ვმზრუნველობდეთ, ხოლო ზოგს როგორც საავადმყოფოში ავადმყოფებს, ისე უნდა ვუვლიდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუნდაც ცხოვრების რწმენა დავკარგო, საყვარელმა ქალმა იმედი გამიცრუოს, ქვეყნიერებაზე წესრიგი თუა, აღარ მჯეროდეს, პირიქით, თუნდაც დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მოუწესრიგებელია, დაწყევლილია და ყველგან ეშმაკური ქაოსი სუფევს, ამქვეყნად ყოველივეზე გული რომ გამიტყდეს, სიცოცხლის წყურვილი მაინც არ გამინელდება და რაკიღა ამ თასს დავეწაფე, აღარც მოვცილდები, ვიდრე მთლად არ დავცლი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე მწყურია და ვცოცხლობ თუნდაც ლოგიკის საპირისპიროდ. ამქვეყნიური წესრიგი, ვთქვათ, არ მწამს, მაგრამ მიყვარს გაზაფხულზე გაფურჩქნული კვირტები. ლურჯი ცა, მიყვარს ზოგი ადამიანი, რომელიც, თუ დამიჯერებ, ზოგჯერ არც კი ვიცი, რატომ მიყვარს, მაგრამ გულით მაინც ძველებურად ვეთაყვანები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე უნდა შეიყვარო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი - აზრი ღმერთის აუცილებლობაზე - გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს. ხოლო მე, დიდი ხანია, გადავწყვიტე, არ ვიფიქრო ამაზე: ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არსებობს თუ არ არსებობს ღმერთი? ეს საკითხი სრულიად უჩვეულოა მხოლოდ სამი განზომილების გაგების უნარით შექმნილი გონებისათვის. მაშასადამე, ღმერთს ვაღიარებ, თანაც ხალისით, უფრო მეტიც, ვაღიარებ მის სიბრძნეს, მის მიზანსაც, ჩვენთვის სრულიად შეუცნობელს, მწამს წესრიგიანობა და აზრი ცხოვრებისა, მწამს მარადიული ჰარმონია, რისკენაც თითქოს ყველა მივემართებით, მწამს სიტყვა, რომლისკენაც სამყარო მიისწრაფვის და რომელიც თვით იყო ღმერთთან და რომელიც თვით არის ღმერთი. მგონი, სწორ გზას ვადგავარ, არა? მაგრამ, წარმოიდგინე, საბოლოო ჯამში ღმერთის საუფლო ქვეყნიერებას არ ვაღიარებ და არ შემიძლია, რომ ვცნო. ამასაც დავუმატებ: ყრმასავით მწამს, რომ ტანჯვა დასრულდება და წყლულებები მოშუშდება, ადამიანთა წინააღმდეგობის მთელი სამარცხვინო კომიზმი უსუსური მირაჟივით, უძლური და კნინი გონების მონაჩმახივით, ადამიანის ევკლიდური გონების ატომივით გაქრება და ბოლოს, სამყაროს ფინალში, მარადიული ჰარმონიის ჟამს, ქვეყნიერებას მოევლინება რაღაც ისეთი ძვირფასი, რაც ყველას გულს აღავსებს, ყოველნაირ გულისწყრომას დააცხრობს, რაც იკმარებს კაცთა მთელი ბოროტების, მათგან დაღვრილი მთელი სისხლის გამოსასყიდად, იკმარებს არა მარტო შესანდობად, არამედ გასამართლებლადაც იმისა, რაც ადამიანებს ჩაუდენიათ, - დაე, ეს მოხდეს, დაე, ეს მოგვევლინოს, მაგრამ მე ამას არ ვაღიარებ და არც მინდა, ვაღიარო! პარალელური ხაზები თუნდაც შეერთდეს და ეს თავად დავინახო: დავინახო და ვთქვა, რომ შეერთდა, მაინც არ ვაღიარებ. აი, ალიოშა, ჩემი მრწამსი, აი, ჩემი თეზისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანში, რა თქმა უნდა, მხეცი იმალება, მრისხანე მხეცი, განაწამები მსხვერპლის ყვირილით ტკბობის ავხორცული ჟინით ანთებული მხეცი, ჯაჭვებაწყვეტილი, დაუოკებელი მხეცი, გარყვნილების ჟამს რომ შეჰყრია მრავალი სენი, ნიკრისი, თირკმლების დაავადება და სხვა. ამ ხუთი წლის საბრალო გოგონას განათლებული მშობლები რანაირად არ აწამებდნენ. სცემდნენ, წკეპლავდნენ, წიხლს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რას ერჩოდნენ, მთელი სხეული დაულურჯეს. ბოლოს უკიდურეს დახვეწილობას მიაღწიეს: სიცივეში, ყინვაში, მთელ ღამეს ფეხისადგილში ამწყვდევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით გადაყენებას არ ითხოვდა (ანგელოზური ღრმა ძილით მძინარე ხუთი წლის ბავშვს თითქოს ისიც შეუძლია, რომ გადაყენება ითხოვოს), - ამის გამო მთელ სახეს განავლით უთხუპნიდნენ, აიძულებდნენ, ეს განავალი ეჭამა, და მას დედა სჩადიოდა, დედა! თანაც ამ დედას შეეძლო სძინებოდა, როცა ღამით უწმინდურ ადგილას ჩამწყვდეული ბავშვის კვნესა გაისმოდა! გესმის, თუ არა, პატარა არსება, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაუგია, რას ერჩიან, უწმინდურ ადგილას, სიბნელესა და სიცივეში ერთი ბეწვა მუშტს აქვითინებულ მკერდში იბაგუნებს და სისხლნარევი, უწყინარი, თვინიერი ცრემლებით ღმერთს შესტირის, დამიცავიო, - გესმის, ეს რა უაზრობაა, ჩემო მეგობარო და ჩემი ძმაო, ჩემო ღვთის მორჩილო და თვინიერო, გესმის, ეს უაზრობა რა საჭიროა და რატომაა შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ამქვეყნად ვერც იარსებებდა, რამეთუ სიკეთესა და ბოროტებას ვერ შეიცნობდაო. რა საჭიროა ამ ეშმაკეული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა, თუკი ასეთ ფასად დაჯდება? მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ადამიანის „მხეცურ“ სისასტიკეზე ლაპარაკობენ, რაც მხეცების მიმართ ძალზე არასამართლიანი და დამამცირებელია: მხეცი ვერასოდეს იქნება ისეთი სასტიკი, როგორიც ადამიანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გაივლის საუკუნეები და კაცობრიობა თავისი სიბრძნისა და მეცნიერების პირით იტყვის, რომ დანაშაულობანი არ არსებობს და, მაშასადამე, არც ცოდვა არსებობს, არიან მხოლოდ მშიერნი. „დააპურე და სათნოება მერე მოსთხოვე!“ - აი, რას დააწერენ იმ დროშაზე, რომელსაც შენს წინააღმდეგ აღმართავენ და რომლითაც შენი ტაძარი დაემხობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის დაეუფლება, ვინც მის სინდისს დაამშვიდებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გათავისუფლებული ადამიანისთვის იმაზე უფრო გამუდმებული და მტანჯველი საზრუნავი არა არის რა, როგორც კი თავისუფალი შეიქნება, სასწრაფოდ მოძებნოს ის, ვისაც თაყვანი უნდა სცეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სამი ძალა, მხოლოდ სამი ძალა არსებობს, რის მეშვეობითაც შესაძლოა ამ ძალნაკლულ მეამბოხეთა სინდისის საუკუნოდ ძლევა და მოხიბვლა მათივე ბედნიერებისთვის. - ეს სამი ძალაა: სასწაული, საიდუმლოება და ავტორიტეტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი სასწაულს ოდნავ უარყოფს თუ არა, უმალ ღმერთსაც უარყოფს, რამეთუ ადამიანი ღმერთს ისე არ ეძიებს, როგორც სასწაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჭკვიან კაცთან საუბარი საინტერესოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ეს გავიგოთ, ამის გაგებას თუ ვინდომებთ, მთელი ქვეყნიერება სამოთხედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მზის ამოსვლას ყოველდღიურად შევხარი, ჩემი გული ყოველდღიურად უმღერის, მაგრამ უკვე უფრო მეტად მზის ჩასვლა, მისი გრძელი, ალმაცერი სხივები მიყვარს, მასთან ერთად წყნარი, თვინიერი, გულის ამაჩუყებელი მოგონებანი, საყვარელი სახებანი, რაც ხანგრძლივი და კურთხეული სიცოცხლის მანძილზე გულში ჩამრჩენია - ხოლო ყველაფერს გულის მომლბობი, შემრიგებელი, ყოვლის შემნდობი ღვთიური სიმართლე ასხივოსნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უბირი კაცის გულში ჩაგდებული თესლი არ მოკვდება, მარად იცოცხლებს, წყვდიადსა და ცოდვათა წიაღში ნათელი წერტილივით იკიაფებს, როგორც დიადი შეგონება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ღმერთი არ სწამს, ღვთის ხალხისაც არაფერს ირწმუნებს. ვინც ღვთის ხალხისას ირწმუნებს, იმასაც განჭვრეტს, რაც ხალხისთვის წმინდათაწმიდაა, თუნდაც მისი რწმენა მანამდე სრულებით არ ჰქონდეს. მხოლოდ ხალხი და მისი მომავალი სულიერი ძალა მოაქცევს მშობლიური მიწიდან მოწყვეტილ ჩვენს ათეისტებს. რა არის ქრისტეს სიტყვა მაგალითის გარეშე? ხალხი ღვთის სიტყვის გარეშე დაიღუპება, რამეთუ მის სულს სიტყვა და ყოველგვარი მშვენიერების აღქმა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე ღვთიური რა კარგი, რა დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის გარდა ყოველივე სრულყოფილია, უცოდველია და ჩვენზე უწინარეს მათთანაა ქრისტე, რამეთუ სიტყვა ყველასთვისაა, ყოველი ქმნილება და ყოველი არსი, ყოველი ფოთოლი სიტყვისკენ მიისწრაფის, ღმერთს სადიდებელს უგალობს, ქრისტეს გამო ტირის, თავისდა უცნობელად იდუმალ, უცოდველ არსებობას აღასრულებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეუმზადებელი ერისკაცი სირცხვილისკენ ისეა მიდრეკილი, ზოგჯერ თავისი უსამართლიანესი საქციელისაც რცხვენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამანო და მოძღვარნო, რა არის ბერი? განათლებულ სამყაროში ზოგნი ამ სიტყვას ჩვენს დროში დაცინვით წარმოთქვამენ, ზოგნი კი სალანძღავად. რაც ხანი გადის, ეს უფრო მატულობს. მართალია, ოჰ, რა მართალია! ბერთა შორის მრავლად არიან მუქთახორები, ფუფუნების მოყვარენი, გემოთმოყვარულნი და თავხედი მაწანწალები. ამას მიგვითითებენ განათლებული ერისკაცნი: „თქვენ უქნარები და საზოგადოების უსარგებლო წევრები, სხვისი ნაოფლარით მცხოვრებნი, უსინდისო მათხოვრები ხართო“. ამ დროს ბერთა შორის რამდენნი არიან თავმდაბალნი და თვინიერნი, განმარტოებისა და მყუდროებაში მგზნებარე ლოცვის მსურველნი. განმარტოებით მყოფთ უძველეს მამათა, მოციქულთა და წამებულთაგან ღვთიური სიმართლის სიწმინდით გადმოცემული ქრისტეს სახება დიდმშვენიერად და შეურყევლად აქვთ გულში ჩამარხული და როცა საჭირო იქნება, წარმოუჩენენ სიმართლეშერყეულ ქვეყნიერებას. დიადია აზრი ესე. ვარსკვლავი ესე აღმოსავლეთით აღმობრწყინდება. ამას ვფიქრობ ბერზე და ნუთუ ეს მცდარია, ნუთუ ქედმაღლურია? შეხედეთ ერისკაცებს და ღვთის ხალხზე ყოველგნით განდიდებულთა სამყაროს, ღვთის სახება და მისი სიმართლე იქნებ იქ დამახინჯდა? მათ მეცნიერება აქვთ, ხოლო მეცნიერებას მხოლოდ ის გააჩნია, რაც გრძნობებს ექვემდებარება. ხოლო სულიერი სამყარო, ადამიანში არსებობის უმაღლესი ნახევარი საერთოდ უარყოფილია, ერთგვარი ზარ-ზეიმით, სიძულვილითაც კი, განდევნილია. ქვეყნიერებამ თავისუფლება გამოაცხადა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. მერედა რას ვხედავთ ამ თავისუფლებაში: მხოლოდ მონობას და თვითმკვლელობას! რამეთუ ქვეყნიერება ამბობს: „რადგან მოთხოვნილება გაგაჩნია, მაშ დაიკმაყოფილე, რამეთუ ისეთი უფლებები გაქვს, როგორც წარჩინებულებს და მდიდრებს. დაკმაყოფილებას ნუ მოერიდები, პირიქით, მეტი ინდომე“ - აი მსოფლიოს ამჟამინდელი მოძღვრება. ამას უწოდებენ თავისუფლებას. რას იძლევა ეს უფლება მოთხოვნილებათა მატებისა? მდიდართათვის განცალკევებასა და თვითმკვლელობას, ღატაკთათვის შურსა და მკვლელობას, რამეთუ უფლებები კი მისცეს, მაგრამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებანი არ მიუთითეს. როცა თავისუფლება მოთხოვნილებათა მატება და დაკმაყოფილება ჰგონიათ, თავიანთ ბუნებას ამახინჯებენ, რამეთუ გულში აღიძრავენ მრავალ უაზრო და უგუნურ სურვილს, ჩვევას და სულელურ გამონაგონს. მხოლოდ ერთმანეთის შურისთვის, ფუფუნებისა და ამპარტავნობისთვის არსებობენ. წვეულებათა გამართვა, ცხენები, ეტლები, ჩინები, მონა-მსახურები უკვე ისეთ აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ ამას თუნდაც სიცოცხლეს, ღირსებას, კაცთმოყვარეობას ანაცვალებენ, რათა ეს აუცილებლობა დაიკმაყოფილონ და თავსაც კი იკლავენ, თუ დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. ვინც მდიდრები არ არიან, ასეთივე რამ ემართებათ, ხოლო ღატაკები მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობასა და შურს ჯერხანად ლოთობით იხშობენ. მაგრამ მალე ღვინით კი არა, სისხლით დათვრებიან, მათ აქეთკენ უბიძგებენ. გეკითხებით: ასეთი ადამიანი განა თავისუფალია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სულ უფრო და უფრო ქრება აზრი კაცობრიობის სამსახურისა, ძმობისა და ადამიანთა ერთიანობისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, დანაშაული როგორღა იარსებებს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა ცოდვები ნუ შეგაშინებთ, ადამიანი მისი ცოდვებიანად გიყვარდეთ, რამეთუ ეს უკვე ღვთიური სიყვარულის მსგავსია და მიწიერი სიყვარულის მწვერვალია. გიყვარდეთ ყოველივე, რაც ღვთის შექმნილია, ერთიანადაც და ყოველი ქვიშის მარცვალიც. ყოველი ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი გიყვარდეთ. გიყვარდეთ ცხოველები, გიყვარდეთ მცენარენი, გიყვარდეთ ყოველი საგანი. თუ ყველა საგანი გეყვარებათ, საგნებში არსებულ ღვთიურ საიდუმლოს ჩასწვდებით. ერთხელ თუ ჩასწვდები, მერე განუწყვეტლივ იწყებ მის შეცნობას სულ უფრო მეტად და მეტად, ყოველდღიურად. და ბოლოს მთელ ქვეყნიერებას უკვე მთლიანად შეიყვარებ ყოვლისმომცველი სიყვარულით. ცხოველები შეიყვარეთ: მათ ღმერთმა აზრის საწყისი და უშფოთველი სიხარული მიანიჭა. ნუ შეაშფოთებთ, ნუ გააწვალებთ, სიხარულს ნუ წაართმევთ, ღვთიურ აზრს ნუ აუმხედრებთ. ადამიანო, ცხოველს ზვიადად ნუ მოეპყრობი: ისინი უცოდველნი არიან, ხოლო შენ შენი სიდიადით დედამიწას აბინძურებ ამქვეყნად შენი არსებობისას და ამქვეყნად წასვლის მერე ბინძურ კვალს ტოვებ. ვაი, რომ ასეთია თითქმის ყოველი ჩვენთაგანი! განსაკუთრებით ბავშვები გიყვარდეთ, რამეთუ ისინიც უცოდველნი არიან, როგორც ანგელოზები, და ჩვენი გრძნობების აღმძვრელებად, ჩვენი გულის განსაწმენდად და გზის მიმთითებლად არსებობენ. ვაი მას, ვინც ბავშვს შეურაცხყოფს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბრიყვები იმიტომ არსებობენ, რომ ჭკვიანები ასარგებლონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე, რაც ჭეშმარიტი და მშვენიერია, მუდამ ყოვლისმიმტევლობით აღვსილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რანაირ შერცხვენასა და ზნეობრივ დაცემას ეგუება ეჭვიანი ისე, რომ სინდისის ქენჯნას ოდნავადაც არ განიცდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვერც კი წარმოიდგენთ, რას შეეგუება და შეურიგდება, რას მიუტევებს ზოგი ეჭვიანი! ეჭვიანები ყველაზე უწინარეს მიუტევებენ და ეს ყველა ქალმა იცის. ეჭვიანს ძალზე მალე (რა თქმა უნდა, თავდაპირველად საშინელი სცენების გამართვის შემდეგ) შეუძლია, მიუტევოს, მაგალითად, უკვე თითქმის დამტკიცებული ღალატი, თავისივე თვალით ნანახი ხვევნა-კოცნა, თუკი ამავე დროს დაიჯერებს, რომ ეს „უკანასკნელად“ მოხდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია და ამიტომაც აკრძალულიც აღარაფერი არ უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არა გწამთ? - პირიქით, ღმერთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთი მხოლოდ ჰიპოთეზაა... მაგრამ.... ვაღიარებ, რომ იგი საჭიროა, წესრიგისათვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტიანული სარწმუნეობა მდიდრებმა და დიდგვაროვნებმა დაბალი კლასის დასამონებლად გამოიყენეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვაღიარებ, რომ ქალი ქვემდგომი არსებაა და უნდა გემორჩილებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როცა ადამიანები დანაშაულს ესწრაფვიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მრავალნი პატიოსნები არიან იმის გამო, რომ ბრიყვები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი გიჯობს მტრად გყავდეს, ვიდრე მეგობრად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წარმოგიდგენიათ, მათ ჰგონიათ, რომ რწმენისთვის სასარგებლონი არიან, რადგან ეშმაკები საიქიოდან რქებს უჩვენებენ. „ეს უკვე იმის, ასე ვთქვათ, მატერიალური საბუთია, საიქიო რომ არსებობსო.“ საიქიო და მატერიალური საბუთი, რა ხალხია! ამასთანავე, ეშმაკი თუნდაც დასაბუთებული იყოს, განა გვეცოდინება, რომ ღმერთიც დასაბუთებულია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძილში, განსაკუთრებით კოშმარში, ადამიანს ზოგჯერ ისეთი მხატვრული რამ ესიზმრება, ისეთი რთული და რეალური სინამდვილე, ისეთი მოვლენები ანდა მოვლენათა მთელი სამყაროც კი, ისეთ ინტრიგებზე აგებული, ისეთი მოულოდნელი წვრილმანები, თქვენებური უმაღლესი გამოვლენებიდან დაწყებული, გულისპირის უმცირესი ღილით დამთავრებული, ლევ ტოლსტოიც რომ ვერ შეთხზავდა. ზოგი ხომ სიზმარში ბედსაც კი ეწვევა ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი კეთილგონივრულად რომ იყოს, მაშინ არაფერი მოხდებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ტანჯვა არის ცხოვრება. სატანჯველის გარეშე ცხოვრებაში რა სიამოვნება იქნებოდა - ყველაფერი უსასრულო პარაკლისად გადაიქცეოდა, რაც წმინდაა, მაგრამ მოსაწყენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არც შენ გწამს? - რანაირად გითხრა, მაგრამ თუ სერიოზულად მეკითხები... - ღმერთი არის თუ არ არის? - დაჟინებით შეჰყვირა ივანმა. - მაშ სერიოზულად მეკითხები? ჩემო კარგო, ღმერთმანი არ ვიცი, სიმართლეს გეუბნები. - არ იცი, ღმერთს კი ხედავ? არა, შენ თავად შენ არა ხარ, შენ ხარ მე, მხოლოდ მე და მეტი არაფერი! სისაძაგლე ხარ, ჩემი ფანტაზია! - უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მე და შენ ერთი და იგივე ფილოსოფიის მქონენი ვართ. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, - ეს ნამდვილად ვიცი, ხოლო ყოველივე დანარჩენი, რაც ჩემს ირგვლივაა, მთელი სამყაროები, ღმერთი და თვით სატანაც კი - ჩემთვის დამტკიცებული არ არის, თავისთავად არსებობს თუ მხოლოდ ჩემი ემანაციაა, ჩემი ნაადრევად არსებული და ერთპიროვნული მეს თანამიმდევრული განვითარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რწმენასა და ურწმუნოებას შორის მონაცვლეობით გატარებ, რადგან ჩემი მიზანი მაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - როდისმე თუ გიცდუნებიათ ისეთნი, კალიებით რომ საზრდოობენ და უკაცრიელ უდაბნოში ჩვიდმეტ წელიწადს ლოცულობენ, ხავსი რომ მოსდებიათ? - ჩემო კარგო, მხოლოდ ამას ვაკეთებდი. მთელ ქვეყნიერებას, მთელ ქვეყნიერებებს დაივიწყებ, ასეთ ვინმეს კი აღარ დაეხსნები, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი ბრილიანტია. ერთი ასეთი სული ხან მთელი თანავარსკვლავედის ტოლფასია - ჩვენ ხომ სხვა არითმეტიკა გვაქვს. ასეთი გამარჯვება ხომ ძვირფასია! ხოლო ზოგი მათგანი ხომ, ღმერთმანი, განვითარებით შენ არ ჩამოგივარდება, თუცმა ამას არ დაიჯერებ: ერთსა და იმავე ჟამს რწმენისა და ურწმუნოების ისეთ უფსკრულებს ჭვრეტენ, ზოგჯერ მართლა მოგეჩვენება, ერთი მისხალიც და კაცი „თავდაყირა“ გადაეშვებაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ო, მე მიყვარს ჩემი ფიცხი, ახალგაზრდა სიცოცხლის წყურვილით ათრთოლებული მეგობრების ოცნებები! იმათ ჰგონიათ, რომ ყველაფერს დაანგრევენ და ანთროპოფაგიით დაიწყებენ. სულელები, მე არ დამეკითხნენ! მე მგონი, არაფრის დანგრევა არ არის საჭირო, ადამიანს მხოლოდ ღმერთის იდეა უნდა მოუსპო, აი, საქმეს რით უნდა შეუდგე! ამით, დიახ, ამით უნდა დაიწყო - ბრმები არიან, არაფერი გაეგებათ! როცა კაცობრიობა ღმერთს უკლებლივ განუდგება, მაშინ თავისთავად, ანთროპოფაგიის გარეშე, მთელი ადრინდელი მსოფლმხედველობა და, რაც მთავარია, მთელი ადრინდელი ზნეობა დაემხობა, შემდეგ კი ყოველივე ახალი დაიწყება. ადამიანები გაერთიანდებიან, რათა ცხოვრებისგან მიიღონ ყველაფერი, რის მოცემაც კი ცხოვრებას შეუძლია, მაგრამ უსათუოდ მარტო ამქვეყნად ბედნიერებისა და სიხარულისთვის. ადამიანს ღვთაებრივი, ტიტანურად ამაყი სული განადიდებს და ღმერთკაცად აქცევს. ნებისყოფისა და მეცნიერების შემწეობით ბუნებას იგი ყოველ წუთას უკვე შეუზღუდველად დაამარცხებს, რაც ყოველ წუთას ისეთ სიამოვნებას მიანიჭებს, რომ ეს ადრინდელ ზეციურ სიამეთა სასოების მაგივრობას გაუწევს. ყველა შეიმეცნებს, რომ სრულად მოკვდავია, აღარასოდეს აღდგება და სიკვდილს ღმერთივით მშვიდად, ამაყად შეეგებება. სიამაყე მიახვედრებს, რომ არ უნდა დრტვინავდეს იმის გამო, რომ სიცოცხლე წარმავალია და ძმასსა თვისსა უკვე ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეიყვარებს. სიყვარული დააკმაყოფილებს მარტოოდენ წამიერი სიცოცხლისას, მაგრამ თვით იმის შეგრძნება, რომ სიცოცხლე წამიერია, სიყვარულის ცეცხლს იმდენად გააძლიერებს, რამდენადაც ადრე იმქვეყნიურ და უსასრულო სიყვარულის სასოებას ბადებდა. და ასე შემდეგ, ასე შემდეგ ამგვარადვე. დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბნედით ძალზე გატანჯული სნეულნი ერთთავად განუწყვეტელი და, რა თქმა უნდა, ავადმყოფური თვითდადანაშაულებისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი იტანჯებიან რაღაცაში და ვიღაცასთან თავიანთი „დანაშულობის“ გამო, სინდისის ქენჯნა აწამებთ, ხშირად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც კი, აზვიადებენ, ხანაც თავიანთ თავს თავადვე უგონებენ სხვადასხვა დანაშაულსა და ბოროტმოქმედებას. ასეთი სუბიექტი შიშისა და დაშინების შედეგად მართლა დამნაშავე ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შებღალული ბუნება და დამნაშავე გული, ყოველგვარ მიწიერ მართლმსაჯულებაზე უფრო სრულად არის თავისივე განმსჯელი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეს გახლავთ ჟამი ცხოველური შიშის ჭვრეტისა, როცა დამნაშვე უკვე ხედავს, რომ ყველაფერი უკვე დაკარგულია, მაგრამ მაინც იბრძვის, თქვენთან ბრძოლას მაინც აპირებს. ეს ის ჟამია, როცა თვითგადარჩენის ყველა ინსტიქტი მის არსებაში ერთბაშად აღსდგება და იგი თავის გადასარჩენად მოგაპყრობთ შეკითხვის გამომხატველ, ტანჯულ, გამჭოლ მზერას, თქვენს შესწავლას, თქვენი სახის შესწავლას, თქვენს აზრებში ჩაწვდომას ცდილობს, ელის, რომელი მხრიდან დაარტყამთ და მშფოთვარე გონებაში ათასნაირ გეგმას მყისიერად ქმნის, მაგრამ სიტყვა მაინც ვერ დაუძრავს, შიშობს, რაიმე არ წამომცდესო! ეს დამამცირებელი მომენტები ადამიანის სულსა, გზანი სულის წამებისანი, ეს ცხოველური წყურვილი თავის გადარჩენისა ისეთი შემზარავია, ზოგჯერ თვით გამომძიებელსაც კი შესძრავს და დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას ჩაუნერგავს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფული ყველანაირ ვითარებაში აუცილებელია! ფულიანი კაცი ყველგან კაცია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რომანისტიც კი შეიძლება, კუთხეში მიიმწყვდიო და გააცამტვერო წვრილმანებით, იმ წვრილმანებით, რითაც მუდამ ასე მდიდარია სინამდვილე და რაც ამ საცოდავ, უნებურ მთხზველებს არაფრად მიაჩნიათ და თავში არც მოუვათ, როგორც თითქოს სრულიად უმნიშვნელო და უსარგებლო რაღაცა. ო, იმათ იმ წუთას ამისთვის არ სცალიათ, მათი გონება გრანდიოზულ მთლიანს ქმნის - ამ დროს კი ისეთ წვრილმანებს აჩეჩებენ! მაგრამ სწორედ ამით გააბამენ ხოლმე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფსიქოლოგია თუმცა უღრმესი რამ გახლავთ, მაგრამ მაინც ჯოხსა ჰგავს, რომელსაც ორი ბოლო აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წუთისოფლად ჩვენი ყოფნა ხანმოკლეა, მრავალ ავ საქმეს ვჩადივართ და ურიგო სიტყვებს წარმოვთქვამთ. ამიტომ ყველანი შევეცადოთ, ერთად ყოფნისას ხელთ ვიგდოთ ხელსაყრელი წუთი, რათა ერთმანეთს კარგი სიტყვაც ვუთხრათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტეს ცნება ჯერ თავად უნდა აღვასრულოთ და თავს ნება მხოლოდ ამის მერე მივცეთ, რომ ჩვენს შვილებს მოვთხოვოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შურიანსა და თავმოყვარე კაცს ბევრ ფულს ერთბაშად ნუ აჩვენებთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია უფლება, მით უფრო შემზარავია მისი გამოყენება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არაფრისგან სიყვარულის შექმნა შეუძლებელია, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამა ჯერ კიდევ არ არის ის, ვინც შვა, მამა ის არის, ვინც შვა და დაიმსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნამდვილ ცხოვრებაში, რომელსაც არა მარტო საკუთარი უფლებები გააჩნია, არამედ უდიდეს მოვალეობებსაც აწესებს, თუ გვინდა, რომ ჰუმანურები, ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანები ვიყოთ, მოვალენი ვართ, იმ მრწამსს მივყვეთ, რაც გონებითა და გამოცდილებით შემოწმებულია, ანალიზის ქურაში გამოტარებულია, ერთი სიტყვით, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და არა უგუნურად, როგორც სიზმარში და ბოდვისას, რათა ადამიანს არ ვავნოთ, რათა იგი არ გავტანჯოთ და არ დავღუპოთ. აი, ეს იქნება ნამდვილი ქრისტიანული საქმე, არა მხოლოდ მისტიკური, არამედ გონივრული და ჭეშმარიტად კაცთმოყვარული საქმე... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეზღუდულობის გამო მთელ ქვეყნიერებას ადანაშაულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი კეთილსა და კარგ გრძნობებს ხშირად დასცინის, მხოლოდ ქარაფშუტობის გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი, რასაც სხვა ვერავისთან ნახავ; ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს, აი ეს არის მთავარი! ეს უკვე ნიჭია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} === ''ეშმაკნი'' (1872) === [[ფაილი:Dosto3.jpg|thumb|right|150პქ|ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით, მეტსაც ვიტყვი, ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, იმასაც დროებით, ასე იცის თურმე მწუხარებამ.]] {{Q | ციტატა = არის ამქვეყნად უცნაური სახის მეგობრობა: ორმა მეგობარმა შეიძლება ცოცხლად დაჭამონ ერთმანეთი და მაინც ვერა და ვერ დაშორდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გადიდგულებული მეგობარი პირველი თვითონ გახდება ავად და შეიძლება დარდსაც გადაჰყვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო დიდბუნოვანია კაცი, მით უფრო სჩვევია უხეში აზროვნება, თუნდაც თავისი მრავალმხრივი განვითარების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალის გული დღემდე არავის ამოუცვნია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ რა ნაღველით და ბოღმით აგევსება გული, როცა წლების მანძილზე წმინდად ნალოლიავებ შენს დიდ იდეას უვიცები აიტაცებენ, ქუჩაში გაათრევენ და თავისთანა რეგვენების სათრევად გახდიან! როცა ამ შენს იდეას უეცრად ქუჩაში წააწყდები, სულ შეცვლილს, დამახინჯებულსა და ლაფში ამოსვრილს, ყოველგვარი ჰარმონიის, აზრისა და სილამაზისგან გაძარცულს და ბრიყვების საბურთაოდ გამხდარს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = აზრის წარმოსაშობად პირველ ყოვლისა შრომაა საჭირო, საკუთარი შრომა, საკუთარი თაოსნობა, საკუთარი გამოცდილება! ხელის გაუნძრევლად არასოდეს არაფერი გაკეთებულა. ვიმუშაოთ და ჩვენი აზრიც გვექნება. მაგრამ მუშაობის თავი ჩვენ ვინ მოგვცა, მაშ აზრიც იმათგან უნდა ვისესხოთ, ვინც აქამდე ჩვენს მაგიერ მუშაობდა და მაშასადამე, ისევ ევროპასა და ისევ იმ გერმანელებს მივაკითხოთ, ვინც აგერ ორასი წელია ჩვენი ჭკუის მასწავლებლები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსეთი იმდენად დიდი გაუგებრობა გახლავთ, გერმანელებისა და შრომის გარეშე ჩვენ ამ გაუგებრობას ვერც მოვერევით და ვერც თავს გავართმევთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არ შემიძლია მართლა და მართლა ისე ვიწამო, როგორც ჩემს ნასტასიას (მოახლე) ან რომელიმე ბატონკაცს სწამს, ასე ვთქვათ, „ყოველი შემთხვევისათვის“ - ან როგორც ჩვენს საყვარელ შატოვს, - თუმცა არა, შატოვი სათვალავში ჩასაგდები არ გახლავთ, შატოვს მოსკოველი სლავიანოფილივით იძულებით სწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქრისტიამობამ ქალი ვერ დააფასა, - რაც დიდებულად განავითარა ჟორჟ სანდიმ თავის ერთ-ერთ გენიალურ რომანში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სამარხვო ზეთსა და ცერცვის შეჭამანდში ხომ არ შეეძლო მართლა და მართლა ბელინსკის გზა ხსნისა ეპოვა!... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ორმოცდაშვიდ წელს, ბელინსკიმ საზღვარგარეთ ყოფნისას გოგოლს თავისი ცნობილი წერილი გაუგზავნა, სადაც სასტიკად უსაყვედურა, „ვიღაც ღმერთის“ როგორ გწამსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისი ხალხისა არა ესმის რა და ვინც მას მოწყდება, მყისვე მამულის რწმენასაც დაჰკარგავს და ათეისტი ან ყველაფერზე გულაყრილი კაცი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მარადიულმა, წმიდათა წმიდა სევდამ ერთხელ თუ აუძგერა გული რომელიმე მგრძნობიარე სულის ადამიანს, მერე თავის დღეში არ გაცვლის იმას სხვა არავითარ სიამოვნებაზე. ზოგს ხომ სევდა ყოველგვარ სიამოვნებას ურჩევნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ პატარა წვრილმანიც კი საოცრად გაგაკვირვებს და გონებაში დიდი ხნით ჩაგრჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო...“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავგანწირვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მეგობრებისათვის ზოგჯერ მართლაც მავნე გახლავთ განმარტოება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხშირად რომელიმე მწერალი ხალხს წლების მანძილზე ღრმა აზრების მატარებლად მიაჩნია, ჰგონია, საზოგადოების გარდაქმნაზე განსაკუთრებულსა და საოცარ გავლენას ახდენსო, მაგრამ ბოლოს მისი ღრმა აზრები ეგზომ წყალწყალა და უსუსური გამომდგარა, გული არავის დასწყვეტია, ასე მალე რატომ გამოიფიტაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გვხვდება ორი ჯურის ხალხი: ვინც დიდი მწუხარებისა და გაბოროტებისგან იკლავს თავს, ან შეშლილობით მოსდით თუ რაღაც სხვა მიზეზით, ისინი ბევრს არ ფიქრობენ, უცებ გადასწყვეტენ ხოლმე. ტკივილი ნაკლებ ადარდებთ; მაგრამ თუ სრულ გონებაზე მყოფი იკლავს თავს, - ის ბევრს ფიქრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - ვითომ შეიძლება სრულ გონებაზე მყოფმა მოიკლას თავი? - ძალიან ბევრი იკლავს. ტკივილის შიში რომ არა, უფრო მეტი იქნებოდა. ყველა. - მაშ თქვენი ფიქრით, რა უშლის ხელს ადამიანებს თავი მოიკლან? - მე... მე ჯერ ცოტა რამ ვიცი... ისე კი ორი რამ უშლის, მხოლოდ ორი: ერთი ძალიან პატარაა, მეორე კი ძალიან დიდი, მაგრამ ეს პატარაც ძალიან დიდია. - პატარა რაღაა? - ტკივილი. - მეორე დიდი მიზეზი რაღაა? - საიქიო. - ესე იგი სასჯელი, არა? - რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოს ფიქრია, - მხოლოდ საიქიოსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულ ერთია. აი, თავი და თავი მიზანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის იმიტომ ეშინია. მე ასე მესმის. ბუნებაც ამას გვკარნახობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ყოველივე ტკივილი და შიშია. ახლა ადამიანს სიცოცხლე უყვარს, რამეთუ ტკივილი და შიში უყვარს. ასე მოუწყვეს. სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშს ფასად ეძლევა ადამიანს, აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის, გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი, ბედნიერი და ამაყი და მისთვის სულ ერთი იქნება სიკვდილ-სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - თქვენის აზრით, მაშ ის ღმერთი მაინც არსებობს? - ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი სიკვდილის შიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ჩასწვდება ტყუილის არსს. ამის მიღმა თავისუფლება არ არსებობს. ყოველივე აქ არის, ამის იქით აღარაფერია. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ღმერთია. ახლა ყველას შეუძლია ისე გააკეთოს, აღარც ღმერთი იყოს და აღარც არაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის გაუკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ, რუსები, ამერიკელებთან შედარებით უსუსური ბალღები ვართ, კაცი ან ამერიკაში უნდა დაიბადო, ან კარგა ხანს უნდა იცხოვრო იქ, თუ გინდა იმათ დონემდე მიაღწიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მესმის, მოწყენამ როგორ უნდა აიტანოს კაცი. დარდმა არ უნდა გძლიოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = „რატომზე“ ელით პასუხს? ამ პატარა სიტყვას ჰგოდებს ქვეყნიერების გაჩენის პირველი დღიდან მთელი დედამიწა. ყოველ წუთს და წამს ამას შეჰღაღადებს თავის გამჩენს ბუნება, და პასუხი აგერ უკვე შვიდი ათასი წელია ვერ მიუღია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ისეთი სახეები, ყოველ ნახვაზე რომ მუდამ სხვანაირი გეჩვენება, მუდამ რაღაც ისეთს შეამჩნევ, რაც მანამდე არ შეგიმჩნევია, გინდა ასჯერ გყავდეს ნახული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა კაცს უჭირს თვითონ ლაპარაკი, ჰოდა, აუცილებელია ეს მესამე პირმა იკისროს, ვისაც არ გაუჭირდება ზოგიერთი საჩოთირო ამბის გადმოცემა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო საშინელ დღეშია ადამიანი, ან რაც უფრო დაჩაგრული და ღარიბია ხალხი, მით მეტი სიკერპით ეჭიდება ოცნებას, სამოთხეში ამინაზღაურდება ყველაფერიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედები მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, არც იცი, რატომ და რისთვის - იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, დროებით, ასე იცის მწუხარებამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიმართლე მუდამ დაუჯერებელია. სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რუსები უნდა მავნე პარაზიტებივით გაჟლიტონ კაცობრიობის საკეთილდღეოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვეულებრივ თუ ამქვეყნად ბოლო არაფერს აქვს, უთუოდ ექნება, უთუოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს უბედურება სწორედ ისევე სჭირია, როგორც ბედნიერება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე ეშმაკური არაფერია, კაცი რომ საკუთარ თავს თამაშობ, არავინ დაგიჯერებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმდენი უნდა იქაქანო და უმტკიცო შენი, ბოლოს შენვე აგერიოს, მსმენელმაც ვერაფერი გაიგოს და თავი დაგანებოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა რომ დიდი ბოროტება ჩაიდინო, ისეთი სამარცხვინო, თავმოსაჭრელი და ამასთან... ისეთი სასაცილო... მთელი ათასი წელი არავინ დაგივიწყოს და ათასი წელი ყველამ გაფურთხოს, უცბად კი ეს იფიქრო: „შუბლში ერთი ტყვია და მორჩა ყველაფერიო“, განა სულ ერთი არ იქნება, ვინ რას იტყვის და რას იზამს შენს შემდეგ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ადამიანისთვის დრო უცბად გაჩერდება და საუკუნოდ ასე იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი რომ სრულ ბედნიერებას მიაღწევს, მაშინ ჟამი აღარ იქნება, ვინაიდან აღარც არის საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დრო საგანი არ არის, დრო იდეაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავ წუთს ბედნიერი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არც ერთ ერს არ მოუწყვია თავისი ცხოვრება მეცნიერებისა და გონების საწყისებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გონება და მეცნიერება ადამიანთა ცხოვრებაში მუდამ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა დასაბამიდან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არასდროს მომხდარა, ყველა ერსა თუ რამდენიმეს ერთი საერთო ღმერთი ჰყოლოდათ, თითოეულს თავისი ჰყავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი კაცობრიობისა, მიზანი ყოველი ერისა, მისი არსებობის მანძილზე არის მარტოოდენ ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება და რწმენა მისი, ვითარცა ერთარსებისა, ჭეშმარიტებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი არის სინთეტიკური პიროვნება მთელი ხალხისა, ამ ხალხის არსებობის დასამაბიდან დასასრულამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშაა, ადამიანი კი უბედურია. ვინც ტკივილსა და შიშს დაძლევს, თვითონ გახდება ღმერთი. ღმერთი სიკვდილის შიშია. ვინც მხოლოდ შიშის მოსაკლავად მოიკლავს თავს, უმალ ღმერთი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რას დაიჩემეთ ეს ოცი წელი! ეს ოცი წელი [მეგობრობის] მარტო საკუთარი თავმოყვარეობის ამბავი იყო და მეტი არაფერი. წერილებს ჩემთვის კი არა, შთამომავლობისთვის წერდით. თქვენ სტილისტი ხართ და არა ჩემი მეგობარი. მეგობრობა სინამდვილეში გაბუქებული სიტყვაა: გულის ჭუჭყის გადმონთხევა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენ ყველას კატეხიზმოთი გვასწავლეს: „თუ პატივს სცემ მამასა შენსა და მშობლებსა შენსა, დღეგრძელიც იქნები და სიმდიდრეც მოგეცემაო“. ასე არის ათ მცნებაში. ჰოდა, თუ ღმერთმა საჭიროდ სცნო სიყვარულის წილ ჯილდოს დანიშვნა, მაშასადამე, ეგ თქვენი ღმერთი უზნეო არის-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ. უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცალკეულ ხალხთა გაქრობის ნიშანი საერთო ღმერთის აღიარება გახლავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც და ისპობა რწმენაც თვით ხალხთან ერთად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია ხალხი, მით განსაკუთრებულია ღმერთი მისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტებისა, საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ხალხებს საერთო ცნება ექმნებათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მაშინ იწყება მათი გადაგვარება და მაშინ იშლება სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ხალხი ამყავს ღმერთამდე. ან ყოფილა კი ოდესმე სხვანაირად? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხი ეს სხეულია ღვთისა. ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვინემ საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლივ ჰგმობს. ვინემ სწამს, რომ მისი ღმერთი სხვა ღმერთებს დაამარცხებს და განდევნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ებრაელები მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მოლოდინით სულდგმულობდნენ და ქვეყნიერებას ახალი ღმერთი დაუტოვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბერძნები ბუნებას აღმერთებდნენ და მსოფლიოს თვისი რელიგია უანდერძეს ანუ ფილოსოფია და ხელოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომმა ხალხი გააღმერთა სახელმწიფოს სახით და კაცობრიობას სახელმწიფო დაუტოვა ანდერძად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ დიად ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას, თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალა არის და არა დიდი ერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - მითხარით, თქვენ თვითონ გწამთ თუ არა ღმერთი? - მე რუსეთი მწამს, მართლმადიდებლობა მწამს მისი... მწამს ქრისტეს სხეული... მწამს, რომ მეორედ მოსვლა რუსეთში მოხდება... მწამს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვაი, რომ პიგმეები ვართ ამერიკის ჩრდილოეთ შტატების აზრთა გაქანებასთან შედარებით; რუსეთი ეს ბუნების შეცდომაა და არა ჭკუისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც დიდი ადამიანი უნდა იყო, საღმა აზრმაც არ შეგაყოყმანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რწმენა რომ ხალხის გასაპირუტყვებლად გინდათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დიდი ნიჭის ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოყვასის უბედურება უცხო თვალს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მუდამ სიამეს ჰგვრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სინამდვილეში მოწყალების გაცემით მინიჭებული სიამოვნება ამპარტავნული და უზნეო სიამოვნებაა, ეს მდიდარი კაცის განცხრომაა, აქაოდა სიმდიდრე და ძალაუფლება მაქვსო და მათხოვარზე მაღლა ვდგავარო. მოწყალება ათახსირებს გამკითხავსაც და გაკითხულსაც და ვერც მიზანს აღწევს, ვინაიდან მხოლოდ ამრავლებს გლახაკებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეულ რუსეთს ყველაზე ნაკლებ ძალუძს ამქვეყნად რასმე გაუმკლავდეს. უბირი ხალხი კიდევ ჰა, რუსთა ღმერთს ეჭიდება და იმით უდგას სული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეული რუსეთი ფიცრისგან ნაგები ქვეყანა არის, ღატაკი და... საშიში ქვეყანა, სადაც ბატონებად ქედმაღალი გლახაკნი სხედან, დანარჩენი უმრავლესობა კი ხუხულებში ცხოვრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსული რევოლუციური იდეის მთელ არსს სინდისის უარყოფა შეადგენს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცისთვის სინდისი მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და მუდამ ტვირთი იყო, მთელი მისი ისტორიის მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თავის მოკვლა იმიტომ მინდა, ეს იმიტომ ვიფიქრე, არა მსურს სიკვდილისა მეშინოდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით, ყველაზე ძლიერ რა მოქმედებს ამ ხალხზე? რა და მუნდირი. მუნდირის ჯადოს ვერავინ უძლებს. მეც განზრახ ვიგონებ ჩინებსა და თანამდებობებს: ეს მდივნებიო, ეს ფარული მეთვალყურენიო, ხაზინადარნიო, თავმჯდომარენიო, ეს რეგისტრატორნიო, მათი თანაშემწენიო - ამ ანკესზე ყველა ეგება. ამასთან სენტიმენტალობაც დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თუმცა სულ მთლად არა მწამს, მაინც არ ვიტყვი, ღმერთი უნდა დაიხვრიტოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა საკუთარი ჭკუით არავინ ცხოვრობს. საკუთარი ჭკუა ახლა ძალიან ცოტასა აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უდესპოტიზმოდ არც თავისუფლება ყოფილა ქვეყნად და არც თანასწორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნიერებას ერთი რამ აკლია მხოლოდ და ეს ერთი მორჩილებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სწავლის წყურვილი უკვე დიდკაცური სურვილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბატონკაცი რომ დემოკრატიას იწამებს, ამაზე მომხიბლავი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე აუტანელი არაფერია, როცა გაუბედურებულ კაცს ასი მეგობარი დაადგება თავზე და ჩასჩიჩინებს, ბრიყვულად მოიქეციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მთლიანად არასოდეს ინანიებს დანაშაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ საზოგადოებაში მოიძებნება ნაძირალა ადამიანები, ყოველ გარდამავალ ხანაში ამოტივტივდებიან ხოლმე ისინი ზედაპირზე და არა მარტო მიზანი, ჭკუისა და აზრის ნიშანწყალიც არ გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ მოუსვენრობასა და მოუთმენლობას გამოხატავენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე არ მესმის, რად იქცევიან ეს ჩვენი ბატონი გენიოსები თავიანთი დიდებული წლების მიწურულს, როგორც პატარა ბიჭები? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მსუბუქი ლიტერატურული კითხვის დროს, რაც უნდა გენიოსი იყო, საზოგადოებას ოც წუთზე მეტი გული არ უნდა გაუწყალო, თორემ დაუსჯელად ვერ გადარჩები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცობრიობის ბედ-იღბალისთვის სისულელე ისევე საჭირო გახლავთ, როგორც უდიდესი გენია... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანიის გარეშეც გაძლებს, რუსი კაცის გარეშე ხომ გაძლებს და გაძლებს, მეცნიერების, პურის გარეშეც გაძლებს, მაგრამ სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს, რამეთუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე! ამაშია მთელი საიდუმლოება, ეს არის, რაც არის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ მეცნიერებაც წუთით ვერ გასძლებს სილამაზის გარეშე, ეს იქნება ხეპრეობა და არა მეცნიერება, ლურსმანსაც ვერ გამოიგონებს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ; უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“ და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საერთოდ, რუსი ქალის სილამაზეს უზადოება აკლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტების თვალნათლივ დანახვამ არ შეიძლება მაინც არ შეგაძრწუნოს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რა საზიზღარი, რა სულმდაბალი პირუტყვია ადამიანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი და მისი შეხედულება - ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთმანეთისგან განსხვავებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ზოგჯერ ისეთი წამები, ეს ხუთი თუ ექვსი წამია მხოლოდ, როცა შენს სულში განუწყვეტელი ჰარმონია ისადგურებს. ამას მიწიერი არაფერი აქვს. მე არც ზეციურს დავარქმევდი, უბრალოდ მიწიერი ადამიანი ამას ვერ გაუძლებს, ან ფიზიკურად უნდა შეიცვალოს, ან მოკვდეს. ეს არის ნათელი, უდავო შეგრძნება. თითქოს უცბად შეიგრძნობ მთელ ბუნებას და უცებ ამბობ: ეს კი მართალიაო. როცა ღმერთმა ეს ქვეყანა გააჩინა, გაჩენის ყოველი დღის ბოლოს ასე ამბობდა: „ეს მართლა კარგიაო“. ეს... გულაჩუყება არაა, ეს უბრალოდ სიხარულია. თქვენ აღარც პატიება გჭირდებათ ვისიმე, ვინაიდან საპატიებელი აღარაფერი გაქვთ. ეს სიყვარულზე მეტიცაა! საშინელი ის არის, რომ ყველაფერი ასე საშინლად ცხადია და ასე დიდად სახარბიელო. ეს კიდევ ერთი წამი რომ გაგრძელდეს, შენი სული ვერ გაუძლებს და გაქრება. ამ ხუთ წამში მე მთელ სიცოცხლეს განვიცდი და მთელ სიცოცხლეს არ დავიშურებ ამ წამებისათვის. ათი ასეთი წამის გასაძლებად ფიზიკური გარდაქმნაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობდი, ლიტონი სიტყვები არ ყოფილიყო. მხოლოდ ამიტომ ვცოცხლობდი. ახლაც ყოველდღე ამას ვნატრობ, ლიტონი სიტყვები არ იყოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ ღმერთი არის, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ. თუ არ არის, ყველაფერი ჩემი ნებაა და მოვალე ვარ ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნუთუ ამ პლანეტაზე ისეთი არავინ მოიძებნება, ღმერთი უარყოს, თვითნებობა ირწმუნოს და მერე გაბედოს ეს თვითნებობა გამოავლინოს? ეს იგივეა, გლახაკმა მემკვიდრეობა მიიღოს და შიშით სალაროს ვერ გაეკაროს. მე მინდა ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. თუ სხვამ არა, მე ერთი გავაკეთებ ამას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მოვალე ვარ თავი მოვიკლა, ვინაიდან ჩემი თვითნებობის მთავარი მუხლია - შენი ხელით მოიკლა თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემთვის ყველაზე დიდი იდეა ის არის, რომ ღმერთი არ არსებობს. ამას ადასტურებს კაცობრიობის ისტორია. ადამიანს სხვა არაფერი უკეთებია, გარდა ღმერთის გამოგონებისა, რა არის თავი არ მოეკლა და ეცოცხლა. მთელი მსოფლიოს ისტორია დღემდე ეს არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იყო ამ ქვეყნად ერთი დღე და იმ დღეს დედამიწაზე სამი ჯვარი იდგა. ერთს, იმ ჯვარზე გაკრულს, ისე სწამდა, მეორეს უთხრა: „დღეს ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდებიო“. დასრულდა დღე, ორივე მოკვდა. იარეს, იარეს და ვერც სამოთხე ნახეს, ვერც მკვდრეთით აღდგომა იხილეს. ნათქვამი არ ახდა. მისმინე: ეს კაცი იყო უდიადესი არსება ამ ქვეყანაზე, მისთვის ღირდა მხოლოდ ესულდგმულა ქვეყნიერებას. მთელი პლანეტა, ყოველივე, რაც მასზე არის, ამ კაცის გარეშე სიგიჟეა და სხვა არაფერი. არც მანამდე და არც მერე მისი მსგავსი არ შექმნილა და არც შეიქმნება, რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს. სასწაულიც სწორედ ის არის, რომ მისი მსგავსი არც ყოფილა და არც იქნება. ხოლო თუ ასეა, თუ ბუნების კანონებმა ისიც არ დაინდეს, თავისივე სასწაულიც გასწირეს, ისიც იძულებული გახადეს ამ ცრუ წუთისოფელში ეცხოვრა და სიცრუისთვის მომკვდარიყო, მაშასადამე, ეს პლანეტა სიცრუეა, სიცრუეზე დგას და ყველაფერი მხოლოდ ადამიანის დაცინვაა. მაშასადამე, თვით პლანეტის კანონები სიცრუე და ეშმაკისეული ვოდევილი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვერ გამიგია, როგორ შეიძლება სცოდნოდა ათეისტს, ღმერთი არ არისო, და მაშინვე თავი არ მოეკლა? იცოდე, ღმერთი არ არის და ისიც იცოდე, შენ თვითონ ღმერთი ხარ - ამაზე მეტი უაზრობა არ შეიძლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ვიკლავ თავს, რომ დავამტკიცო ჩემი ურჩობა და ჩემი ახალი საშინელი თავისუფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ ყველას, უპირველეს ყოვლისა, შევუნდოთ და ვაპატიოთ მუდამ და ყოველთვის... იმედია, ჩვენც შეგვინდობენ. რამეთუ ყველანი ერთმანეთის წინაშე დამნაშავენი ვართ... დიახ, დამნაშავენი!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, ბედნიერია ის, ვისაც ღმერთი ცხოვრების გზაზე ქალს შეახვედრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ ქვეყანასთან რომ ანგარიში გაასწორო და სრული თავისუფლება მოიპოვო, შენდობა, შენდობა და შენდობაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძნელი ყოფილა ამ ქვეყანაზე ისე იცხოვრო, არ მოიტყუო... და... შენივე ტყუილი არ დაიჯერო, დიახ, სწორედ ასეა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ეს ეშმაკნი, გამოსულნი სნეულისგან და შესულნი ღორებში (ბიბლიური სიუჟეტი) - ეს სულ მუწუკები და წყლულებია, უწმინდურება და სიბინძურე, ეშმაკნი და ეშმაკეულნი, რომელთაც შეჭირვებული ჰყავთ ჩვენი ტკბილი სნეული, ჩვენი დიდი რუსეთი საუკუნეთა მანძილზე. დიახ, რუსეთი, რომელიც მე მუდამ მიყვარდა. მაგრამ აზრი ზენარი და ნება ზენარი მოევლინება მას ზეციდან, როგორც იმ ეშმაკებისგან შეპყრობილ შეშლილს და გამოვლენ მისგან ყველა ეს ეშმაკნი, ეს უწმინდურება, მთელი ის სიბილწე, ზედაპირზე ჩირქიან მუწუკებად გამოსული... და თვითონვე შეიხვეწებიან, გაგვიშვიო, ღორებში შევალთო. თუმცა, იქნებ უკვე შესულნიც არიან! დიახ, დიახ, ეს ჩვენ ვართ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი ახლა თუნდაც იმიტომ არის ჩემთვის აუცილებელი, რომ ადამიანს მარტო მისი სიყვარული შეუძლია ნიადაგ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უკვდავება თუნდაც იმიტომ მომენიჭება, ღმერთი არ იქნება ისე უსამართლო, გულში ჩამიქროს მისი სიყვარულის ერთხელ ანთებული ლამპარი: სიყვარულზე ძვირფასი კი განა რა არის? სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს? თუ მე შევიყვარე იგი და სიხარული მომგვარა ამ სიყვარულმა - შეიძლება კი გამაქროს მეც, ჩემი სიხარულიც და არად გვაქციოს? თუ ღმერთი არის, მეც უკვდავი ვარ! Voila ma pfofession de foi (აი, ჩემი რწმენა სჯულისა) | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს... უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, მალული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ჩემზე უსაზომოდ სამართლიანი და ბედნიერი, უკვე მეც მავსებს უზომო სასოებით, როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მქონდეს ჩადენილი! ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასათვის და ყოველივესთვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანმა მუდამ შეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთილება მოკლავთ. უსაზღვრო და უსაზომო ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც ის პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობრებო და კეთილებო: გაუმარჯოს დიად აზრს, უკვდავ, უსაზომო აზრს, ყოველმა კაცმა მუხლი უნდა მოიდრიკოს იმის წინაშე, რასაც დიადი აზრი ჰქვია. დიადი ხომ ყველაზე სულელსაც სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ წარმოუდგენლად პატივმოყვარე ლიტერატორებს თითქოსდა მოვალეობად მიაჩნიათ არც დამალონ ეს თავისი პატივმოყვარეობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ისეთი ლიბერალი, რომელსაც არავითარი მიზანი არ გააჩნია, მარტო რუსეთში გახლავთ შესაძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენი შრომით ცხოვრება არ შეგვიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ღმერთი მწამს, მაგრამ ამას გარკვევა უნდა: მწამს არსება, რომელსაც მე ჩემში ვატარებ და ჩემში შევიცნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც არ იცი, ვერც შეიყვარებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ყველა და ჩვენც ყველა ახლა - ან სულმდაბალი ათეისტები ვართ, ან გულაყრილი, გათახსირებული ვიგინდარები და მეტი არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი რამის აღიარება მართლაც ძნელია ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ისეთ რამეებზე არ ვმსჯელობ, რაც უკვე გადაწყვეტილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი ყოვლის მხილველ თვალსაც მოატყუებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგ საგანზე არამცთუ არ შეიძლება კაცმა ილაპარაკოს, ლაპარაკის წამოწყებაც კი უჭკოუბაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ აჯანყებას დაიწყებ, უთუოდ ათეიზმიდან უნდა დაიწყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომის კათოლიციზმი ქრისტიანობა აღარ არის, რომმა ის ქრისტე იწამა, რომელსაც ეშმაკის მესამე ცთუნებამ სძლია. კათოლიკებმა რომ გამოაცხადეს, ამქვეყნიური მეუფების გარეშე ქრისტე ფეხს ვერ მოიკიდებსო, ამით ანტიქრისტე აღიარეს და მთელი დასავლეთი დაღუპეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სოციალიზმი უკვე თავისი შინაარსით ათეიზმია, რამეთუ პირველივე სტრიქონი აცხადებს, რომ ის ათეისტური მოძღვრებაა და განზრახული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისა და გონების საწყისებზე მოაწყოს ყველაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საფრანგეთი მთელი თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რომაული ღმერთის იდეის განვითარება იყო, ხოლო თუ თავისი რომაული ღმერთი ბოლოს უფსკრულში გადაისროლა და ათეიზმი ირწმუნა, რასაც ჯერჯერობით სოციალიზმად ნათლავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ათეიზმი რომის კათოლიციზმზე უფრო ჯანსაღი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთს ვერ იწამებ, თუ ღმერთი არა გყავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იშრომეთ და შრომით ჰპოვეთ ღმერთი; ეს არის ყველაფრის დედაარსი, ანდა გაქრით, ვით საზიზღარი ობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ჭკვიანები აღარ ყბედობენ, პირი აქვთ დაცული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შრომა გვეზარება, ფულის მადა კი დიდი გვაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მათხოვრობამ არ შეიძლება კაცი არ გარყვნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი პროკლამაციის ერთ სტრიქონში უფრო მეტი აზრია, ვინემ რომელიმე კანცელარიის მთელ საქმიანობაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგად საკაცობრიო მიზნების მიღწევა გაცილებით მაღლა დგას ხორციელ სიამოვნებაზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი აუცილებელია და ამიტომაც უნდა იყოს, მაგრამ მე ვიცი, ღმერთი არ არის და არც შეიძლება იყოს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მაინც ქალია, გინდაც მონაზვნის სამოსელი ეცვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენს ცოდვილ დროში რწმენა მამა ზეციერისა ადამიანის ერთადერთი სასოებაა ამ ტანჯვისა და ვაების წუთისოფელში, ისევე როგორც მართალთათვის აღთქმული საუკუნო ნეტარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''საწყალი ადამიანები'' (1846) === [[ფაილი:Dostoevskij 1863.jpg|thumb|right|150პქ|მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს.]] {{Q | ციტატა = ოჰ, ნეტავი რა მომელის, როგორი იქნება ჩემი ბედი! რა მძიმეა ცხოვრება, როცა აწმყო გაურკვეველია, არა გაქვს მომავალი, არ იცი რა გელის. უკან მიხედვისა კი გეშინია. იქ ყველაფერი მწუხარებით არის მოცული, მისი ერთხელ მოგონებაც კი გულს მისერავს. მთელი სიცოცხლე უნდა ვიტირო ჩემი დამღუპველი ბოროტი ადამიანების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხანდახან ხდება ხოლმე, ადამიანი დაიბნევა საკუთარ გრძნობებში და ჩმახავს რაღაცას. ამის მიზეზი სხვა არაფერი არ არის რა, თუ არა სისულელემდე გადაჭარბებული გულის სიფიცხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ინატრეთ ვარდები, დღეს კი გიგზავნით, ხომ ხედავთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის ხოლმე, მადლობა უფალს, რომ ჩვენი უბედურებანიც მთავრდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუმცა ბნელი ადამიანი ვარ, შეიძლება ჩერჩეტიც, მაგრამ მათგან განსხვავებით ვიცი, რომ გული მეც ისეთი მაქვს, როგორიც ყველა სხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მიყვარს, როცა ბავშვი ჩაფიქრებულია, სამძიმოა მათი ყურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საწყალი ადამიანი საშინლად მომკითხველია, ის ღვთის გაჩენილ ქვეყანასაც სხვა თვალით უყურებს, ყველა გამვლელს ალმაცერად უცქერს და თავის ირგვლივ შემკრთალი იყურება, თითოეულ სიტყვას აკვირდება - ვინ იცის, იქნებ ჩემზე ამბობენ რამესო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც გინდა წერონ, რაც გინდა ჯღაბნონ მჯღაბნელებმა, საწყალი ადამიანის ცხოვრებაში მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამას წინათ ემელია მეუბნებოდა, რომ რაღაცაზე ხელი მოაწერინეს და ათშაურიანი მისცეს იმის გამო, რომ იდგა უბრალოდ გაუნძრევლად, მას ეგონა სიკეთის გამო მისცეს და თურმე, ისინი ფულს იხდიდენ საწყალი ადამიანის ნახვაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დღეს სიკეთეს რაღაც უცნაურად სჩადიან, ვინ იცის, იქნებ მუდამ ასე იყო. მათ ან არ იციან როგორ აკეთონ ეს საქმე, ანდა ამ საქმის დიდი ოსტატები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს შიშველი თითი რომ მოუჩანს, იდაყვთან გამოხეული ტანისამოსი რომ აცვია, ამას თავისებურად აღწერენ და ყიდიან. თქვენ ხომ ყველას წინაშე არ გაშიშვლდებით, სწორედ ასევე საწყალი ადამიანს არ უყვარს, როცა მის გალიაში იყურებიან და აკვირდებიან, როგორი ოჯახური პირობები აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის წლები, საიდან სად! ხანდახან ერთი კაპიკიც კი არ გამაჩნდა. მციოდა, მშიოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. დილით ნევსკაიაზე გავივლიდი, ვინმე ლამაზმანს წავაწყდებოდი და მთელი დღე ბედნიერი ვიყავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი'' (1861) === [[ფაილი:Fyodor Mikhailovich Dostoyevsky 1876.jpg|thumb|right|150პქ|თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით.]] {{Q | ციტატა = ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს ერთ წელიწადში გამოივლის ადამიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თქვენთვის, მჯღაბნელებისათვის ყველა მომხიბვლელია, ვისაც კაბა აცვია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ასე მოსდით ზოგჯერ უგულკეთილეს, ამავე დროს სუსტი ძარღვების მქონე ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი გულკეთილობისა, თვით ნეტარებამდე აჰყვებიან ხოლმე საკუთარ ვარამსა და რისხვას, ეძებენ საბაბს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველაფერი გადმოანთხიონ, თუნდაც გული ატკინონ სხვა უდანაშაულო და მეტწილად მათთვის ყველაზე მახლობელ ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ქალს მაგალითად ზოგჯერ მოთხოვნილება აქვს, თავი უბედური და დაჩაგრული ეგონოს, თუნდაც არც წყენა მიეყენებინოს ვინმეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც სამუდამოდ დაკარგულია, იმას ვეღარ დაიბრუნებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ ქალი რამეში დამნაშავედ გრძნობს თავს, უმალ ამჯობინებს შემდგომში ათასგვარი ალერსით გამოასწოროს თავისი დანაშაული, ვიდრე დანაშაულის აშკარა მხილების დროს აღიაროს იგი და პატიება ითხოვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო მეტია სათნოება და სიკეთე, მით მეტი ეგოიზმია მასში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} === ''ყმაწვილი'' (1875) === [[ფაილი:Valikhanov.jpg|thumb|right|150პქ|თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.]] {{Q | ციტატა = რასაც არ უნდა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა ,,ნაკადული'' თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა ხომ ერთნაირი ბუნებისა არ არის; ბევრ ადამიანს ლოგიკური დასკვნა ხანდახან გადაექცევა ხოლმე უძლიერეს გრძნობად, რომელიც დაეუფლება მთელ მის არსებას, რომელსაც ასე იოლად ვერ განდევნი და ვეც გადაასხვაფერებ. ასეთი კაცი რომ განკურნო, თვითონ ის გრძნობა უნდა შეუცვალო, ეს კი შეუძლებელია, თუ სანაცვლოდ არ მოინახა რომელიმე სხვა, ისეთივე სიძლიერის გრძნობა. ეს მუდამ ძნელია, ხოლო ხშირ შემთხვევაში კი - შეუძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული ერთადერთი გზაა, რომელიც არარა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამისა და თანაც მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია - პატიოსანია ის თუ უპატიოსნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, უთუოდ შემონახული აქვს ხსოვნაში რაიმე მოგონება ისეთი ამბისა, რაც მას გადახდენია და რაც მას შეუფასებია ან მზადაა შეაფასოს როგორც ფანტასტიკური, უჩვეულო, იშვიათი, თითქმის სასწაულებრივი რამ, სიზმარი იქნება ეს, შეხვედრა, მკითხაობა, წინაგრძნობა, თუ რაღაც ამგვარი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უჭირს ადამიანს იცოდეს ყველა შეცოდება, გაერკვეს რა არის ცოდვა და რა არა: აქ საიდუმლოებაა, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეიცან ყოველივე, რამეთუ როცა შეეყრები უღმერთოს ვისმეს ან თავაშვებულს, შეგეძლოს პასუხი მიაგო, რათა მან არ გაგაბრუოს მკრეხელობით და არ აგიმღვრიოს უმწიფარი ფიქრები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად რჩება; ხოლო თუ მოკვდა მრავალ ნაყოფს გამოიღებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ცუდია თუ შეწყვიტე წიგნების კითხვა, სამწუხარო იქნება თუ ცხოვრების აღსასრულს ჩემსავით ეტყვი შენს თავს: მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ კარგი არაფერი ვიცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მწამს ღმერთი, რადგანაც შემიძლია ვიწამო ის, და მწამს იმდენად, რამდენადაც შემიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეტისმეტად ამაყ ადამიანს უყვარს სწამდეს ღმერთი, მეტადრე ისეთს, ვინც ადამიანებს ცოტა არ იყოს ზიზღით შესცქერის. მრავალ ადამიანს აქვს რაღაცნაირი ბუნებრივი მოთხოვნილება - იპოვნოს ვინმე ან რამე, რის წინაშეც ქედს მოიხრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლანდელი დრო ესაა უკიდურესობათა რიდისა და უგრძნობლობის დრო, უმეცრებისკენ, სიზანტისკენ ისწრაფვის დრო, საქმის გაკეთების შნო აღარავის აქვს, ყველა მზამზარეულს მოითხოვს. არავინ არაფერს უფიქრდება, იშვიათად რომ შეიქმნეს რაიმე იდეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერ ადამიანს ხანდახან ძალიან უმძიმს საკუთარი სიძლიერის ატანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ გულწრფელად გვინდა პატიოსნები ვიყოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უსაზიზღრესი გარყვნილება კისერზე ჩამოკიდებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საუკეთესონი კაცთა შორის არც სხვებზე მეტნი არიან რამით და არც ნაკლებნი, ისინი მხოლოდ შეშლილები არიან. მარტოოდენ საშუალონი და უნიჭონი არიან მოლხენილნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხე რომ დარგო კაცმა, ყველა ირგვლივ დაგცინებს: რაღას რგავ, შენ მაგ ხეს ვერ მოესწრებიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზნის მიღწევა მათემატიკურადაა უზრუნველყოფილი. საქმე მეტად მარტივია, მთელი საიდუმლო ორად ორ სიტყვაშია: შეუპოვრობა და განუწყვეტლობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა რელიგია და ყველა ზნეობრიობა რაც კი ქვეყნად არსებობს, ერთნაირია ერთ რამეში: „გიყვარდეს სათნოება და გაურბოდე ბიწიერებას.“ ხომ თითქოს არაფერია ამაზე ადვილი არა? აბა სცადეთ ერთი, ჩაიდინეთ სათნო და გაექეცით თქვენს თუნდაც ერთ ბიწიერებას. აი, ამიტომ მეორდება ეს ორი სიტყვა საუკუნეების მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მინდა მხოლოდ ის, რაც ძლიერებით მოიპოვება, რასაც სხვა გზით, თუ არა ძლიერებით ვერ მოიპოვებ. ესაა განმარტოვება და საკუთარი ძალის მშვიდი შეგნება! აი, ყოვლად სრული განმარტება თავისუფლებისა, რაზეც ასე თავს იტეხს კაცობრიობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი ხშირად გულწრფელად განიცდის, მაგრამ მაინც თამაშობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებიც როგორც კი ცივი წყალი გადაევლებათ, მაშინვე უარს ამბობენ არა მარტო თავის საქციელზე, არამედ იდეაზეც და თვითონვე დასცინიან იმას, რაც ერთი საათის წინ წმიდათა წმინდად მიაჩნდათ, ო, რა იოლად ახერხებენ ამას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც ბევრია თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ჩვეულების გამო, ისევ ახალგაზრდა თაობა ჰგონია თავი, რაკი ჯერ კიდევ გუშინ ასეთი იყო, და იმას კი ვერ ხვდება, რომ უკვე გარიყულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნდა შეგეძლოს ცხოვრების პატარ-პატარა უბედურებათა ატანა. უბედურებანი თუ არ იქნა, ცხოვრება არცა ღირს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = წვრილმანები არ დაგავიწყდეს, რაც უფრო პატარაა რაიმე ხაზი, მით უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალზე არ უნდა უამბო მესამე პირს, კონფიდენტი ვერ მიგიხვდება. ანგელოზი რომ ანგელოზია, ისიც ვერ მიგიხვდება. თუ ქალს პატივს სცემ, ნუ გაიჩენ კონფიდენტს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოტელომ დეზდემონა იმიტომ კი არ მოკლა და მერე თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ეჭვიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას იდეალი წაართვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მხიარულება თავიან-ფეხებიანად გასცემს ადამიანს. ზოგი ხასიათი ისეთია, დიდ ხანს ვერ გაუგებ, მაგრამ გაიცინებს ადამიანი უცებ ძალზე გულწრფელად და მთელი მისი ხასიათი თითქოს ხელის გულზე გადაშლილაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოცინარი და მხიარული ბავშვი სამოთხის შუქია, მომავლის გამოცხადებაა, როცა ადამიანი ბოლოს და ბოლოს ბავშვივით უმანკო და გულუბრყვილო შეიქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა მწარეა მოხუცის ავადმყოფობა, ხომ თიითქოს სული რაღაში უდგიაო, მაგრამ მაინც რომ ცოცხალია და შეჰხარის ქვეყნიერებას და ვგონებ სიცოცხლე თავიდან რომ ჰქონდეს დასაწყები, არც ეს შეუკრთობდა სულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი დრტვინვით ან უკმაყოფილებით შეხვდა სიკვდილს, ესე არს ცოდვა უდიდესი. ხოლო თუ სულის სიმხიარულემ შეაყვარა სიცოცხლე, მაშინ ვფიქრობ უფალიც მიუტევებს ყველაფერს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაფერი საიდუმლოებაა მეგობარო, ყველაფერი უფლის საიდუმლოებაა. ეს საიდუმლობაა დატანებული ყოველ ხეში, ბალახის ყოველ ღეროში, პაწია ჩიტუნა გალობს თუ ვარსკვლავთა ხომლი კაშკაშებს ღამით ზეცაში - სულ ერთი საიდუმლოებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააკვირდით წყლის წვეთს და დაინახავთ მთელ ახალ სამყაროს, ცოცხალ არსებათა მთელს ცხოვრებას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთონი არ შემხვედრიან, მხოლოდ მოუსვენარი ადამიანები მხვდებიან, აი მათი ნამდვილი სახელი, ვინაიდან მთელი თავისი დღე და მოსწრება სულ კითხულობენ, წიგნიერი სიტკბოთი გამძღარნი ერთს მსჯელობაში არიან, თვითონ კი მაინც ვერაფერში გარკვეულან, არაფრის გადაწყვეტის შნო და უნარი არა აქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. გამოდის რომ რითაც შუქი გვეფინება, იმასვე ვწყევლით და არც კი ვიცით, რომ ასეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება თუ რამეს არ ეთაყვანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთო ათეისტი კი არა, ის არის, ვინც მართლა უღმერთოა და პირზე ღვთის სახელი აკერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვექილი დაქირავებული სინდისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ან კი რა არის შენი „ამ ქვეყნად?“ განა მარტოოდენ ოცნება არა? აიღე ქვიშა და დათესე ქვაზე; როცა ის ქვიშა იმ ქვაზე ამოვა და გაიხარებს, მაშინ შენი ოცნებაც ამქვეყნად ხორცს შეისხამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ მეკითხებოდეს, ყოველ განვითარებულ ადამიანს მცნებად დავუსახავდი, რომ თავისი სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად და რაღაცით გააბედნიეროს თუნდაც ერთი არსება. ოღონდ პრაქტიკულად, ესეიგი ნამდვილად გააბედნიეროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა იდეალისტი შუბლით შეასკდება სინამდვილეს, სხვებზე უმალ ყოველთვის სწორედ ის წარმოიდგენს ყოველგვარ სისაძაგლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენში ხომ სწორედ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს თუნდაც რაიმენაირი წესრიგი, ოღონდ კი ბოლოს და ბოლოს საკუთარი იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მუდამ ასე ემართებათ ხოლმე „უმწეოებს“: იციან, რომ იღუპებიან, და მაინც არ იშლიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი ხალხი არის მეორეხარისხოვანი ხალხი, რომელსაც წილად რგებია იყვეს მხოლოდ მასალა უფრო კეთილშობილი მოდგმისა, თვითონ კი ვერ ითამაშებს დამოუკიდებელ როლს კაცობრიობის ბედ-იღბალში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნად არიან სამი ჯურის არამზადები: მიამიტი არამზადები, ე.ი. დარწმუნებულნი, რომ მათი არამზადობა უმაღლესი კეთილშობილებაა; არამზადები, რომელთაც რცხვენიათ, - ესე იგი ერცხვინებათ საკუთარი არამზადობისა, მაგრამ უსათუოდ უნდათ მაინც ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი სიგლახე, და დასასრულ უბრალოდ არამზადები, წმიდა წყლის არამზადები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი იმდენად სამართლიანი და დიდსულოვანია, რომ, თავისდა საზიანოდ, სხვას მიაგებს კუთვნილს, ასეთი კაცი, თავისი ღირსებით, უფრო მაღლა დგას სხვებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქორწინების საქმე რომ მარტო ქალებზე იყოს დამოკიდებული - არც ერთი ქორწინება არ შერჩებოდა ბოლომდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქ, სადაც საქმე ეხება არა რწმენას, არამედ იმას, რაც მათ რწმენად მიაჩნიათ, და, მაშასადამე, მათებურად, წმიდაცაა, იქ თუ გინდა ჯვარს ეცმევიან, წამებას აიტანენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნარი - პატივი სცე საკუთარ თავს, მეტად იშვიათია ქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, ისევე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი საკუთარი ღირსება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველი კაცის ცხოვრებაში არის ხოლმე იმდენად თითქოსდა ექსცენტრული წადილი და ოცნება, რომ ერთი შეხედვით შეუცდომლად შეიძლება სიგიჟედ ჩაითვალოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საოცარია, რამდენი გარეშე ფიქრი გაუელვებს ხოლმე გონებაში ადამიანს სწორედ მაშინ, როცა სულ ერთიან შეძრულია რაიმე უდიდესი ამბით, რომელსაც, სინამდვილეში, უნდა ჩაეხშო სხვა გრძნობები და გაეფანტა ყველა სხვა, მეტადრე კი წვრილმანი ფიქრები; პირიქით კი ხდება ხოლმე, ასეთ დროს სწორედ წვრილმანი ფიქრები დაესევიან და საშველს არ აძლევენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსები - ფრენოლოგიის, კრანიოლოგიისა და თვით მათემატიკის საფუძველზეც კი - მეორეხარისხოვანი მოდგმის ხალხია, და რომ, მაშასადამე, არც ღირს რუსად სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, მუდამ აცალე ხოლმე ადამიანს ცოტა წაიტყუილოს - ამით ვის რა დაუშავდება. ბევრიც აცალე. ჯერ ერთი, ამით გამოიჩენ შენს ზრდილობას, მეორეც, სანაცვლოდ შენც გაცლიან ტყუილს - ერთბაშად ორი უდიდესი ხეირია. Que diable! უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შეუძლებელი რამაა. და, მაინც, უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე სთესე სიკეთე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უფლება არა გაქვს სხვები განსაჯო, რადგან სხვების მსაჯული რომ იყო, ტანჯვით უნდა მოიპოვო განსჯის უფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრებთან, გულით საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრება - აი სამოთხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცილი სულის შეუმცდარი ჭაშნიკია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ხოლმე ისეთი მიამიტობა, რომელიც მიენდობა ყველასა და ყველაფერს და ეჭვადაც არა აქვს, დამცინიანო. ასეთი ადამიანები მუდამ გონებაშეზღუდულები არიან, ვინაიდან შეუძლიათ პირველ შემხვედრს გადაუშალონ გული და რაც კი რამ სანუკვარი აქვთ, გადმოულაგონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს ვერ ეთაყვანა; ვერ გაუძლებს თავის თავს ასეთი კაცი, ვერც ვერანაირი კაცი. ღმერთიც რომ უარჰყოს, კერპს დაუწყებს თაყვანისცემას - ხის, ოქრისი თუ გონების კერპს. სულ კერპთაყვანისმცემლები არიან ასეთები, და არა უღმერთონი, აი რა უნდა დავარქვათ მათ. უღმერთო ვითომ რატომ არ უნდა იყოს ქვეყნად? არიან ისეთები, რომლებიც მართლაც უღმერთონი არიან, ოღონდ ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან ამათზე, რადგან პირზე ღვთის სახელი აკერიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მამაკაცი ნამდვილად ზნეობრივად ემონება დედაკაცს, მეტადრე თუ დიდსულოვანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნახულა ქალი სულმდაბალი რომ არ იყოს? ამიტომაც უნდა ბატონობდეს მასზე მამაკაცი, ამიტომაც გაუჩენია ქალი ღმერთს დამოკიდებულ არსებად. ქალი - ბიწია და ცთუნება, მამაკაცი კი - კეთილშობილება და დიდსულოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი იყოს დიადი, თორემ რა უჭირს, პატარა ჭუჭყი თუ გაერევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესად განვითარებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ზეიმურად და ძლევამოსილად ბედნიერი სახე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძალდატანებული, გადარეული სიყვარული ისე მოქმედებს, როგორც ავი ზნე, როგორც მარყუჟი, როგორც ავადმყოფობა, და - როგორც კი ნატვრას შეისრულებს კაცი - მაშინვე ჩამოეცლება ბისტი და ჩნდება სულ საწინააღმდეგო გრძნობა: ზიზღი და სიძულვილი, მოსპობის, განადგურების სურვილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნება მომეცით მოგახსენოთ „წმინდა წყლის არამზადაზე“. მე ერთი ამხნაგი მყავდა, ლამბერტი, რომელიც ჯერ კიდევ თექვსმეტი წლისა მეუბნებოდა: როცა მდიდარი ვიქნები, ჩემთვის ყველაზე დიდი ნეტარება ის იქნება, რომ პურისა და ხორცის ჭმევას დავუწყებ ძაღლებს იმ დროს, როცა ღატაკთა შვილები შიმშილისაგან სიკვდილის პირას იქნებიან მისულნიო, ხოლო როცა შეშა აღარ ექნებათ, მთელ საწყობ შეშას ვიყიდი, მინდვრად დავაწყობ და ცეცხლს გავუჩაღებ, ღარიბ-ღატაკთ ერთ ღერსაც არ მივცემო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ას წლამდე რომ ვიცოცხლო, ხელმეორედ აღარ დავუბრუნდები ავტობიოგრაფიის წერას. ზედმეტად უნდა გიყვარდეს თავი, რომ მასზე წერო და არ შეგრცხვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება?! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინაიდან სამყაროს შექმისას ჩემთვის არაფერი უკითხავთ, მეც ვიტოვებ უფლებას, ამ მხრივ საკუთარი შეხედულება ვიქონიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ შეიძლება კაცს უთხრა, გასაკეთებელი არაფერიაო? ვერ წარმომიდგენია ისეთი მდგომარეობა, რომ ოდესმე აღარაფერი იქნეს გასაკეთებელი! იშრომეთ კაცობრიობისთვის და დანარჩენზე ნუ ზრუნავთ. საქმე იმდენია, რომ ამისთვის მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა, თუკი დაკვირვებით მიმოვიხედავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა დიდი რამ უნდა მშვენიერი იდეის უარყოფას? მთავარი ისაა, ასევე მშვენიერით ჩაანაცვლო იგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები ამჯობინებენ ღმერთს, რათა ქედი არ მოუხარინ ადამიანებს, - ცხადია, თვითონაც არ უწყიან, როგორ ემართებათ ეს – ღვთის წინაშე ქედის მოხრა არც ისე შეურაცხმყოფელია. ასეთები ხშირად მეტისმეტად მორწნუნენი ხდებიან ხოლმე, უფრო სწორად, გულმხურვალედ მოსურნენი, რომ სწამდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქნებ უკეთესიც იყოს, როცა ადამიანები შეურაცხყოფას გვაყენებენ: ყოველ შემთხვევაში, ეს თავიდან აგვაცილებს იმ უბედურებას რომ შევიყვაროთ ისინი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ რევოლვერი მქონდეს, სადმე ცხრაკლიტულში დავმალავდი, ღმერთს გეფიცებით, დიდი მაცდუნებელი რამაა. მე, იქნებ, არც მჯერავს თვითმკვლელობის ეპიდემიის, მაგრამ თუ აი, ეს ყოველ წუთს თვალში გეჩხირება კაცს, - ღმერთმანი არის ხოლმე წუთები, რომ შეიძლება გაცდუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე ძნელად გასაგები სწორედ ის იდეებია, რომლებიც ყველაზე მარტივია და ნათელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უბრალოს მხოლოდ სულ ბოლოს გაიგებ კაცი ,როცა მოსინჯავ ყველაფერს, რაცაა ბრძნული და რაცაა ბრიყვული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სრულიადაც არ არიან ადამიანები ისეთი მშვენიერები, რომ მათზე ესოდენ ზრუნვა ღირდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი უდიდესი ძალაუფლებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რეალიზმი, რომელიც საკუთარი ცხვირის წვეტით განისაზღვრება, ყველაზე უგუნურ ფანტასტიკურობაზე უფრო საშიშია, ვინაიდან ბრმაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კიდევ ის მიყვარს თქვენში, რომ ღიმილი არ გშორდებათ სახიდან: ეს ჩემი სამოთხეა!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო კარგო, სრულიადაც არ მინდა შენი იდეალების სანაცვლოდ რომელიმე ბურჟუაზიულ სიკეთეს დაგახარბო. არ ჩაგჩიჩინებ, დევგმირობას ბედნიერება სჯობია-მეთქი; პირიქით, დევგმირობა ყოველგვარ ბედნიერებაზე მაღლა დგას, და თუნდაც მარტოოდენ უნარი ამისა – თავისთავად ბედნიერებაა… სწორედ ამიტომაც გცემ პატივს, რომ ამ ჩვენს დამყაყებულ დროში შეძელი, საკუთარ სულში გაგეჩინა რაღაც „შენი იდეა“, მაგრამ მაინც შეუძლებელია, არ ვიფიქროთ ზომიერებაზე, ვინაიდან შენ სწორედ ახლა გსურს გიჟმაჟი სიცოცხლე, გინდა რაღაც ააგიზგიზო, დაამსხვრიო, მთელ რუსეთზე მაღლა დადგე, საავდრო ღრუბელივით გადაუარო თავზე, ყველანი შიშითა და აღტაცებით მოცულნი დატოვო, თავად კი გადაიმალო ჩრდილო ამერიკის შტატებში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - უნდა გწამდეს ღმერთი, ჩემო კარგო. - და თუკი არ მწამს ეს ყოველივე? – წამოვიძახე ერთხელ გულმოსულმა. - ჰოდა, საუცხოოა, ჩემო კარგო… ეგ საუკეთესო ნიშანია, ჩემო მეგობარო, ყოვლად კეთილსაიმედოც კი, ვინაიდან რუსი ათეისტი, თუ ის მართლა ათეისტია და სულ მცირე ჭკუა მაინც აქვს – საუკეთესო ადამიანია მთელ დედამიწის ზურგზე და მუდამ მზადაა, მიეფეროს ღმერთს იმიტომ, რომ უსათუოდ კეთილია, ხოლო კეთილია იმიტომ, რომ უზომოდ კმაყოფილია თავისი ათეისტობით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან. და მაინც უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე და ისე თესე სიკეთე. მოითმინე მათგან სიავე, შეძლებისდაგვარად, გულს ნუ მოიყვან, „გახსოვდეს, რომ შენც ადამიანი ხარ“… ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე; არ წამოეგო ასეთ სიყვარულზე და განუწყვეტლივ გეზიზღებოდეს. ყურანში ალაჰი უბრძანებს თავის წინასწარმეტყველს, „ჭირვეულთ“ ისე მოეპყარი, როგორადაც თაგვებს, სიკეთე უყავი და გვერდი აუარეო – ცოტა ქედმაღლური ნათქვამია, მაგრამ მართალია. შეძელი, გეზიზღებოდეს მაშინაც კი, როცა კარგები არიან, ვინაიდან სწორედ აქ არიან ხოლმე ისინი ცუდები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იდეებით ცხოვრება მოსაწყენია, უიდეებოდ კი მუდამ მხიარულად ცხოვრობს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელ ამ ჩვენს პროგრესულ მოძრაობაში ბოლო ოცი წლის მანძილზე, უწინარეს ყოვლისა, ის დავამტკიცეთ, რომ ბინძურად გაუნათლებლები ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უბრალოება, კაცმა რომ თქვას, უმაღლესი ეშმაკობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული თუმცა ღმერთი არაა, მაგრამ მაინც ნახევარღმერთია - უდიდესი ცდუნებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რარიგ მიიჩქარიან თავიანთ კუთხეში სამუშაოდან და საშოვრიდან მომავალი მდაბიო, დაღვრემილი ადამიანები! ყველას სახეზე აწერია თავისი მძიმე საფიქრალი და ამ ბრბოში იქნებ ერთიც არაა საერთო, გამაერთიანებელი აზრი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ჭკუაში გაგიჯდება რაღაც უძრავი, მარადიული, ძლიერი, რომლის გარდა სხვა არაფრისთვის აღარ გცალია, - ამით თითქოს ქვეყნიერებას ერიყები და უდაბნოში გადადიხარ, და ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სადღაც შენს მიღმა მიმდინარეობს, მთავარის გვერდის ავლით. შთაბეჭდილებებიც კი არასწორად აღიქმება. და, გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ მუდამ გაქვს თავის გასამართლებელი. რარიგ ვაწვალებდი მთელი ეს ხანი დედას, რა სამარცხვინოდ ვტოვებდი ჩემს დას: „ე, მე „იდეა“ მაქვს, სხვა დანარჩენი კი წვრილმანია“, - აი, თითქოს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს. მეც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, და მტკივნეულადაც, - მოვდიოდი შეურაცხყოფილი და მერე უცებ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ე, მე სულმდაბალი ვარ, მაგრამ მაინც მაქვს „იდეა“, მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ“. „იდეა“ მანუგეშებდა და მიადვილებდა შერცხვენასაც და არარაობასაც; ჩემი ყველა სისაძაგლეც თითქოს ამ იდეის უკან იმალებოდა; ის, ასე ვთქვათ, მიმსუბუქებდა ყველაფერს, მაგრამ თან ბურუსითაც ფარავდა, რაც რამ იყო ჩემ წინ; მაგრამ შემთხვევათა და საგანთა ასეთ ბუნდოვან გაგებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ავნოს თვით „იდეასაც“ კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესი და განვითარებული ადამიანი, უზენაეს აზრს რომ ემსახურება, ზოგჯერ სულ გადაუხვევს ხოლმე არსებითს, და სასაცილო, ჟინიანი და ცივი, ანდა უბრალოდ გეტყვი - სულელი ხდება ხოლმე, და არა მხოლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში, არამედ დასასრულ, თავის თეორიებში კი სულელი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} === ''მკვდარი სახლის ჩანაწერები'' (1862) === [[ფაილი:Dostoyevsky on his Bier, Kramskoy.jpg|thumb|right|150პქ|ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება.]] {{Q | ციტატა = სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ განათლება ადამიანში მედიდურობას აღვივებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ნაკლი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარი მორჩილი და მომთმენია გარკვეულ მიჯნამდე, მაგრამ არსებობს უკიდურესობა, რომელსაც არ უნდა გადასცდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მზა თვალსაზრისით დანაშაულის შეცნობა ძნელია და მისი ფილოსოფიაც უფრო რთულია, ვიდრე ვარაუდობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რასაკვირველია, საპყრობილე და იძულებითი მუშაობის სისტემა დამნაშავეს ვერ გამოასწორებს; ამით მას მხოლოდ სჯიან და საზოგადოების სიმშვიდეს უზრუნველყოფენ; ბოროტმოქმედთა თავდასხმისგან იცავენ. დამნაშავეს კი საპყრობილე და იძულებითი მუშაობა მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილსა და საშინელ თავქარიანობას უვითარებს. მტკიცედ მწამს, რომ კარგად ცნობილი ეს სისტემაც აღწევს მხოლოდ მცდარ, მოჩვენებით, გარეგნულ მიზნებს. იგი ფიტავს ადამიანს, უღიზიანებს სულს, ასუსტებს და აშინებს, შემდეგ ზნეობრივად გამომშრალ მუმიას, ნახევრად შეშლილს, გამოსწორებისა და მონანიების ნიმუშად წარმოადგენს. რასაკვირველია, დამნაშავეს სძულს საზოგადოება, რომელიც მას დამნაშავედ მიიჩნევს, საკუთარი თავი კი ყოველთვის მართალი ჰგონია. გარდა ამისა, დანაშაულისთვის ის უკვე დაისაჯა, ამიტომ თავს განწმენდილად თვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ფული გარკვეულწილად თავისუფლებაა, ამიტომაც თავისუფლებააღკვეთილი კაცისთვის ათჯერ უფრო ძვირფასია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ ნაამბობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რამდენი ხასიათიცაა, იმდენივე ვარიაციაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = განათლებულ, პატიოსან, შეგნებულ და მგრძნობიარე კაცს სასჯელად საკუთარი გულისტკივილიც ეყოფა. მას ყველა სასჯელზე მეტად ეს სატანჯველი ღრღნის, საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო შეუბრალებლად და მკაცრად გაკიცხავს, ვიდრე ყველაზე უწყინარი კანონი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი ადამიანი იმდენად კეთილშობილია, ღვთისგან იმდენად დაჯილდოებული, რომ მათი უარესობისკენ შეცვლა შეუძლებელად მოგეჩვენებათ. მათი იმედი ყოველთვის გაქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი რამ პირადად თუ არ გამოსცადე, ისე ვერ განსჯი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზნეობრივი გაჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე მძიმეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიცოცხლო და ვიცოცხლებ კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. სწორედ ასეთი „უბედურები“ საჭიროებენ ყველაზე ადამიანურ მოპყრობას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საქმის მოღალატეებმა, ცხვრის ფარაში გარეულმა მგლებმა, როგორადაც უნდა იმართლონ თავი, მუდამ დამნაშავეები იქნებიან, მით უმეტეს, თუ ყველაფერთან ერთად კაცთმოყვარეობაც აკლიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = დასასჯელს, როგორც წესი, იპყრობს რაღაც მძაფრი, მაგრამ წმინდა ფიზიკური, უნებლიე და დაუძლეველი შიში, რომელიც ადამიანის მთელ მეობას იმორჩილებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვეფხვივით მუდამ სისხლი სწყურიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანია - ჩვეულებაა, რომელიც განვითარების თავის გზას გადის და ბოლოს, ავადმყოფობად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვეულებამ შეიძლება საუკეთესო ადამიანიც გააუხეშოს და იქამდე გადააგვაროს, რომ მხეცისგან ვეღარ გაარჩიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სისხლი და ძალაუფლება ადამიანს ათრობს, სიტლანქესა და გახრწნილებას უღვივებს: ყველაზე არანორმალური მოვლენები გრძნობა-გონებისთვის მისაღები, დაბოლოს, დამატკბობელიც კი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანში ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ კვდება; მისთვის ადამიანური ღირსებისკენ, მონანიებისა და აღდგომისკენ შემობრუნება თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს, ამგვარი თავნებობის მაგალითი მთელ საზოგადოებაზე გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცდურია. საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. ერთი სიტყვით, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ფიზიკურად დასჯის უფლება, ჩვენი საზოგაოების წყლულია, ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა ჩანასახშივე მოსპოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყოველგვარი მცდელობა და მის გარდაუვალ გადაგვარებას საფუძველი შეუქმნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უცხო წრეში ცხოვრებაზე საშინელი არაფერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მიზან და იმედდაკარგული ადამიანი დარდისგან ხშირად ნამდვილ ნადირად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საპყრობილეში კაცი მოთმინებას ეჩვევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ყველაფერს ეჩვევა. ვფიქრობ, ესაა საუკეთესო განმარტება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უსაქმურად, კანონიერი საკუთრების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, გაირყვნება, მხეცად გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოების უმაღლეს კლასს წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ზრუნავენ „უბედურებზე“ ვაჭრები, მეშჩანები - მთელი ჩვენი ხალხი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = თუ ადამიანის მოსპობა და განადგურება უნდათ, ის უნდა დასაჯონ ყველაზე საშინელი სასჯელით, ისეთით, უდიდეს ავაზაკ კაცისმკვლელსაც რომ შეაძრწუნებს და დააფრთხობს. ამისთვის საკმარისია ეს ადამიანი დაასაქმონ მისთვის სრულიად უსარგებლო და უაზრო სამუშაოზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველგვარი ზომების მიუხედავად, ცოცხალ ადამიანს ფიტულად ვერ გადააქცევ; შერჩება გრძნობები, ცხოვრებისა და შურისძიების წყურვილი, ვნებები და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე სულ სხვა რამეა, ვიდრე ის, რასაც ცოდნით და სხვათა ნათქვამით წარმოიდგენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კატორღაში მიმავალი მდაბიო თავის საზოგადოებაში მიდის, თუმცა, შეიძლება იგი მასზე განვითარებული იყოს. რასაკვირველია, მან ბევრი რამ დაკარგა - სამშობლო, ოჯახი, ყველაფერი... მაგრამ მისი გარემო არ შეცვლილა. განათლებული კაცი კი, რომელსაც კანონით მდაბიოს იდენტური სასჯელი აქვს, ხშირად მეტს კარგავს. მან ყველა მოთხოვნილება, ყველა ჩვევა უნდა დაიოკოს, გადავიდეს მისთვის დაუკმაყოფილებელ გარემოში, მიეჩვიოს სხვა ჰაერით სუნთქვას... ის წყლიდან ამოგდებული თევზია. ხშირად კანონით გათვალისწინებული სასჯელი მისთვის სხვაზე ათჯერ უფრო მტანჯველია. ეს ჭეშმარიტებაა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. თავისუფალი ადამიანიც, რასაკვირველია, იმედით ცოცხლობს, (მაგალითად, ბედის შეცვლის, ახალი საქმის დაწყების...), მაგრამ ის მოქმედებს და ცხოვრების ორომტრიალში სავსებით ერთვება, პატიმრის საქმე სხვაგვარადააა. დავუშვათ ესეც ცხოვრებაა - ყაზარმული, კატორღული; მაგრამ, ვინც უნდა იყოს კატორღელი და რა ვადითაც უნდა იყოს გადასახლებული, ვერ შეძლებს გადაჭრით, ინსტიქტურად, უპირობოდ მიიღოს თავისი ხვედრი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანი, თუნდაც ინსტინქტურად, თუნდაც შეუგნებლად, რაგინდ დაბეჩავებულიც უნდა იყოს, მაინც მოითხოვს პატივისცემას თავისი ადამიანური ღირსებისადმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარმა თვითონაც იცის თავისი მდგომარეობა, რომ პატიმარია, განკიცხულია, იცის თავისი ადგილი უფროსობის წინაშე; მაგრამ ვერავითარი დაღებით, ვერავითარი ბორკილებით ვერ აიძულებ დაივიწყოს, რომ ადამიანია. რადგან ის ჭეშმარიტი ადამიანია, მაშასადამე ადამიანურად უნდა მოეპყრა. ღმერთო ჩემო! დიახ, სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კანონის ამ უნიჭო შემსრულებლებს სრულიად არ ესმით და არც შეიძლება იცოდნენ, რომ კანონის ზუსტად და უაზროდ, არსის გაუცნობიერებლად შესრულებას სწორედაც რომ უწესრიგობა მოჰყვება და არც არასოდეს გამოუღია სხავ შედეგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საკმარისია მოაცილოთ გარეგანი ქერქი და ყურადღებით, ცრურწმენის გარეშე ჩაიხედოთ ხალხის გულში, ისეთ იშვიათ რამეს აღმოაჩენთ იქ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აკი საზოგადოებას ჯალათი სძულს, მაგრამ განა ჯალათი - ჯენტლმენი არაა?! ამაზე ახლახანს გამოთქვეს საპირისპირო აზრი, თანაც მხოლოდ წიგნებში, განყენებულად. ჯერჯერობით შორს ვართ იმისგან, რომ თვითმპყრობელური ჟინი ყველამ ჩაიკლას. თუნდაც ყოველი ფაბრიკანტი, ანტრეპრენიორი, უთუოდ უნდა გრძნობდეს, ერთგვარ გამაღიზიანებელ სიამოვნებას, რომ მასთან დასაქმებული მუშა ზოგჯერ თავისი ოჯახით მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დიახ, რეალურად სწორედ ასეა; თაობებს უჭირთ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც მემკვიდრეობით ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. ამგვარი სახელდახელო გადატრიალება შეუძლებელია. გააცნობიერო წინაპართა დანაშაული და ცოდვა, ჯერ კიდევ ცოტას ნიშნავს; საჭიროა სავსებით გათავისუფლდე მისგან. ეს კი უცებ როდი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ძნელი წარმოსადგენია, სადამდე შეიძლება დამახინჯდეს ადამიანის ბუნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რაიმე მიზნის გარეშე ცოცხალი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აგრე ღმერთი შეგეწიოთ! თავისუფლება! ახალი ცხოვრება! მკვდრეთით აღდგომა... რა საამური წუთია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} === ''თვინიერი'' 1876 === {{Q | ციტატა = ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაი რომ, სულმდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვარ კაცთა შორის უკეთილშობილესი, თუმც მევე არ მჯერა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = როცა ადამიანს ასამართლებ, უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა სულგრძელია, მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგახსენებთ, სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგცდა - უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს კი ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ - აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი მთელი სიცოცხლე სხავ არაფერი მიკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მეც ხომ უბედური ვიყავი! მეც ხომ ყველამ გამრიყა, გამრიყა და დამივიწყა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა - მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ, რომ მუქთად მოსდის, იმიტომ, რომ უშრომლად მოსდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია, ეს ხომ აქსიომა გახლავთ, ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს კიდეც ხიბლავს ზოგჯერ უცნაურობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იცით, ბატონებო, ზოგი იდეა ხმამაღლა თუ ითქვა, სიტყვად თუ იქცა, ისეთ სისულელედ მოგეჩვენებათ, შენვე შეგრცხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = თქვენ მე გამრიყეთ, ადამიანებო, უხმოდ, ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაცხყოფა მიაგებეთ. მაშასადამე, უფლება მაქვს კედელი აღვმართო ჩემ და თქვენ შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამქვეყნად არაფერი ყოფილა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვენ დაწყევლილები ვართ, ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწ და მარადის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = გოროზი, ამაყი, ნუგეშისა და ნამუსის მოწმენდას არავის სთხოვს, უსიტყვოდ იტანჯება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ნუ შეშინდები, ადამიანო, იყავი ამაყი! შენ არ ხარ დამნაშავე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, როცა, საუბედუროდ, ყველაფერი შენს დასაღუპად დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის ღრუბელივით ჩაევლო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო, დავრჩი ობლად. აგერ წიკწიკებს და წიკწიკებს საათი, რა ენაღვლება, ან რა აწუხებს. მე კი არავინ დამრჩა, არავინ მყავს მე უბედურს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = რა ჭირად ვიხლი ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაში მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ადათი, თქვენი ცხოვრება, სახელმწიფო, თქვენი მრწამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ, მე ვეტყვი, არაფერი არა მწამს-მეთქი. რად დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ ის, რაც ყველაზე მეტად მიღირდა? რა თავში ვიხლი ახლა თქვენს კანონებს? განზე გავდგები ყველაფრისგან. ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახლავთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = „ერთმანეთი გიყვარდეთ ხალხნო“, - ვინა თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ...მე ვიღუპები, მაგრამ გოეთეს დიდებულ სიტყვებს გაუმარჯოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიყო ჩემი თავის მსაჯული და ვიქნები კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე სთესოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ის იყო ჩემთვის ყველაფერი, ის იყო ჩემი ოცნებების, ჩემი მომავლის იმედი! ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც საჩემოდ ვამზადებდი, სხვა მე არავინ მინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება ჩემს გულში იყო ჩამარხული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} [[ფაილი:The Soviet Union 1971 CPA 4027 stamp (Fyodor Dostoyevsky (after Vasily Perov)).jpg|thumb|right|150პქ|მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით.]] === ''მოთამაშე'' (1867) === {{Q | ციტატა = მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით და სანამ მჭირდებით - უნდა გაგიფრთხილდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} [[ფაილი:Dostoevski grave at Alexander Nevsky Monastry.jpg|thumb|right|150პქ|ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა.]] {{Q | ციტატა = რაც შეეხება გამორჩენასა და მოგებას, მარტო რულეტზე კი არა, სადაც არ გინდათ, ადამიანები მუდამ ერთმანეთს აცლიან ლუკმას და მუდამ მოგებას ცდილობენ. ხოლო გამორჩენა და მოგება რაოდენ საძაგლობაა, ეს უკვე სხვა საკითხია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = პირდაპირ საკვირველი და სასაცილოა, რარიგ მეტყველია ხოლმე მორცხვი და ავადმყოფურად კდემამოსილი შეყვარებული კაცის თვალები, თუმცა უმალ მიწის გასკდომასა და შიგ ჩავარდნას არჩევს, ვინემ თავისი გრძნობები სიტყვითა და მზერით გაამჟღავნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = იცით წარმოუდგენელი რამ? მე თქვენ ყოველდღე უფრო ძლიერ მიყვარხართ, ეს კი თითქმის შეუძლებელი რამაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უიმედოდ მიყვარხართ და ვიცი, ამის შემდეგ ათასჯერ უფრო მეტად მეყვარებით. თუ ოდესმე მოგკლავთ, საკუთარი თავის მოკვლაც იქნება საჭირო; ასე რომ, საკუთარ თავს რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ მოვიკლავ, რათა ეს აუტანელი ტკივილი უთქვენოდ ავიტანო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველა გარემოებაში შეუძლია ღირსება შეინარჩუნოს. თუ საამისოდ ბრძოლა დასჭირდა, ეს კიდევ უფრო აამაღლებს, განა დაამცირებს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მარტოოდენ ფრანგებსა და კიდევ, მგონი, ევროპელებიდან ზოგს გააჩნიათ ისეთი გარეგნული ფორმა, უღირსი ფრიად ღირსეულად აჩინოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვიცი, არავითარი იმედი არა მაქვს და თქვენთვის ნული ვარ. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით: ყველგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გხედავთ, სხვა ჩემთვის არაფერი არსებობს. რად მიყვარხართ ასე, ვერ გეტყვით. იცით კი, რომ შეიძლება სულაც არ ხართ ლამაზი? წარმოიდგინეთ, ისიც არ ვიცი, მართლა ლამაზი სახე გაქვთ თუ არა? გული ნამდვილად ცუდი გაქვთ, არა მგონია, ჭკუაც კეთილშობილი გქონდეთ. კი, კი, შესაძლოა ასეც იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = რატომ მიწყრებით? იმიტომ, რომ თქვენს მონად ვაცხადებ თავს? მერე რა, მიმსახურეთ, ჰო, მიმსახურეთ მონასავით! იცით თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოგკლათ? იმიტომ კი არა, გადაგიყვარეთ ან ვიეჭვიანე, არა, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მინდა გშთანთქოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სიამოვნებაც ხომ ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო ცხოველური, უსაზღვრო ძალაუფლება თუნდაც ბუზზე, ესეც ხომ თავის მხრივ სიამოვნებაა. ადამიანი ბუნებით მტარვალია, სხვისი წვალება უყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შესაძლოა ამდენი გრძნობის გადალახვის შემდეგ სული არ ივსება, მხოლოდ ღიზიანდება და მეტ შეგრძნებებს ითხოვს, სულ უფრო ძლიერ და ძლიერ, საბოლოო დაღლამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ბუნებრივად თავაზიან ფრანგს იშვიათად შეხვდები. მუდამ ნაძალადევად, მუდამ ანგარიშით არის თავაზიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = როცა გვჭირდება, ჩვენთვის საძულველ ადამიანებთანაც კი საქმის დაჭერას არ ვთაკილობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ყველა ქალი ერთნაირია! ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტად სიბერეშიაც მოგკითხავს და დაგსჯის ღმერთი სიამაყისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ... კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერი და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მიმიფურთხებია ყველასთვის! ვინ ვარ უკვე? ზერო. ვინ შემიძლია ვიყო ხვალ? ხვალ შემიძლია მკვდრეთით აღვსდგე და ცხოვრება ახლიდან დავიწყო! ვიპოვო ადამიანი ჩემში, სანამ ის არ გაქრა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს. მეგობრობის დიდი ნაწილი დამცირებაზეა დაფუძნებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მეკითხებით რა საჭიროა ფული? როგორ თუ რა საჭიროა? ფული ყველაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უდიდესი სიამოვნებით მივატოვებდი ყველას და ყველაფერს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შენ ჭკვიანი და კეთილი ადამიანი ხარ... და... და სამწუხაროა, რომ ამასთანავე სულელიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მე თუ ვერ მიყიდით, ჩემი პატივისცემა შეიძლება იყიდოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ეს ზუსტად ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება. დაემეთანხმებით იმაში, რომ არ იხრჩობოდეს, ხავსს არ ჩათვლიდა ხის ტოტად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მართლა რაღაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა უცხო მხარეში გადახვეწილი, შენს ქვეყანას, შენს მეგობრებს მოშორებული, ხვალ რომ არ იცი, რას შეჭამ, აიღებ და უკანასკნელ, შენს უკანასკნელ გულდენს ჩამოხვალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჯერ კიდევ არ მესმის ჩემი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვერ ამიტანია ისეთი პატიოსანი ხალხი, ახლოს მისვლა რომ გეშინია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''უგვანო ანეკდოტი'' (1862) === {{Q | ციტატა = ჩვენ ყველანი ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის ძალგვიძს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სუფრაზე დაჯდომის ზუსტად ორი წუთის შემდეგ ერთმა ფიქრმა მოიცვა მთლიანად და შეზარა.ანაზდად იგრძნო, რომ უბედურად მთვრალია, წინანდელივით შეჭიკჭიკებული კი არადა, გალეშილი მთვრალია.ამის მიზეზი ერთი ჭიქა არაყია, შამპანურს რომ დააყოლა და მაშინვე მოერია.მთელი არსებით გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა.რა თქმა უნდა, სითამამე კი მოემატა, მაგრამ შეგნებამ არ უღალატა და უკიჟინებდა: "არ ვარგა, არა, არც შეგფერის და არც გეკადრება! ცხადია, მთვრალის მერყევ ფიქრებს ერთ წერტილზე რა გააჩერებს.თვითონაც გრძნობდა, მის სულში რო თითქოს ორი ძალა შეჭიდებოდა ერთმანეთს:ერთი ჩასძახოდა, შენს მიზანს უთუოდ მიაღწევო.მეორე კი მწარედ ღრღნიდა და გულს უწიწკნიდა: „რას იტყვიან? რით დამთავრდება? ხვალ, ხვალ რა იქნება!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''წერილი ძმას კატორღიდან'' === {{Q | ციტატა = კატორღაში გატარებული ოთხი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლებია, იქ გავიგე ძალზედ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ადამიანები ყოველთვის ცოდვილები არ არიან, მათ ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როდესაც წმინდანები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ძმაო, საყვარელო მეგობარო ჩემო... არ გავზარმაცებულვარ, არც სულიერად დავცემულვარ, ცხოვრება ყველგან ცხოვრებაა, ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენს გარშეო. იყო ადამიანთა შორის და დარჩე ბოლომდე ადამიანად, არ გაზარმაცდე, არც სულიერად დაეცე - ეს არის ჩემთვის ცხოვრება, ეს არის ცხოვრების აზრი, ეს იდეა ღრმად გაჯდა ჩემში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = დიახ! მართალია, ის თავი, რომელიც ქმნიდა, ცხოვრობდა უმაღლესი ხელოვნებით, რომელმაც შეიცნო და შეეგუა სულის ამაღლებულ მოთხოვნილებებს, ის თავი უკვე მოკვეთილია ჩემი მხრებიდან. დარჩა მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი ჯერ კიდევ განუხორციელებელი ხსოვნა და გამოსახულებები. ისინი დამასნეულებენ, მართლა! მაგრამ ჩემში დარჩა ისევ ის გული, ისევ ის სისხლი და ხორცი, რომელთაც ასევე ძალუძთ უყვარდეთ და იტანჯებოდნენ, სურდეთ და ახსოვდეთ, ეს კი ცხოვრებაა. On voit le soleil! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო ჩემო! რამდენი იერსახე ჩემ მიერ გამოძერწილი, ახლიდან შექმნილი, ჩაქრება ჩემს გონებაში ან საწამლავად ჩაიღვრება სისხლში. წერას თუ ვერ შევძლებ, დავიღუპები! უმჯობესია თხუთმეტი წელი ვიჯდე, ოღონდ ხელში კალამი მეჭიროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ნუ წუხხარ ჩემთვის, ღვთის გულისათვის! იცოდე, რომ არ ვარ ნაღვლიანი, გახსოვდეს, რომ ჩემში იმედი არ მომკვდარა, ოთხ წელიწადში შემსუბუქდება ბედი, რიგითი ვიქნები - ეს კი ტუსაღზე უკეთესია, და გაითვალისწინე, რომ ოდესღაც ჩაგეხუტები! ხომ ვიყავი დღეს სიკვდილის წინაშე? - საათის სამი მეოთხედი ამაზე ფიქრში გავატარე, უკანასკნელ საზღვრამდეც მივედი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვცხოვრობ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = თუ ვინმეს ბოროტად ვახსოვარ, თუ ვინმეს ჩემგან წყენა უდევს გულში, ყველას უთხარი, რომ დაივიწყონ, მაპატიონ. არ არის ჩემს სულში ბოროტება და წყენა. ეჰ, როგორ გადავეხვეოდი და მეყვარებოდა ნებისმიერი ჩემი წარსულიდან აქ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = როგორც კი უკან მოვიხედავ, მეფიქრება თუ რამდენი დროა გაფლანგული, რამდენი დრო დაიკარგა გზააბნეულობაში, შეცდომებში, სიცოცხლის არცოდნაში, როგორ არ ვუფრთხილდებოდი მას. რამდენჯერ შემიცოდავს საკუთარი გულისა და სულის წინაშე, გულიდან სისხლად გადმომდის ეს ყოველივე. ცხოვრება საჩუქარია, ცხოვრება ბედნიერებაა, ყოველი წუთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ახლა ყველაფერს ვშორდები, რაც კი ნაზი იყო, ძნელია მოსწყდე ამ ყოველივეს, ძნელია გატეხო საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 3“ }} === ''ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან'' (1864) === {{Q | ციტატა = მე არა მარტო ის ვერ შევძელი, რომ ანჩხლი გავმხდარიყავი, არამედ სხვაც ვერაფერი გავხდი: ვერც ბოროტი, ვერც კეთილი, ვერც უსინდისო, ვერც პატიოსანი, ვერც გმირი, ვერც მწერი. ახლა ჩემს კუთხეში ვცხოვრობ და თავს ღვარძლიანად ვანუგეშებ არაფრის მაქნისი აზრით, რომ ჭკიან კაცს სერიოზულად არც შეუძლია, რაიმე გახდეს და რაიმე მხოლოდ ბრიყვი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭკვიანი კაცი ზნეობრივად მოვალეა, რომ უპირატესად უნებისყოფო არსება იყოს, ხოლო ნებისყოფიან, მოღვაწე ადამიანს მეტწილად გონებაშეზღუდულობა მართებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ახლა ეს ვთქვათ: წესიერი კაცი ყველაზე უფრო მეტი სიამოვნებით რაზე ილაპარაკებს? პასუხი: საკუთარ თავზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მრავლის შეცნობა სნეულებაა, ნამდვილი, სრული სნეულება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მაინც მყარად მწამს, რომ არათუ ძალზე დიდი ცნობიერება, არამედ ყოველგვარი ცნობიერება სნეულებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო სრულად აღვიქვამდი სიკეთისა და ყოველივე „მშვენიერისა და ამაღლებულის“ არსს, მით უფრო ღრმად ვეფლობოდი ჩემს კუთვნილ წუმპეში და მით უფრო მეტად შემეძლო, ამ წუმპით ამოვთითხნილიყავი. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყოველივე შემთხვევით კი არ მემართებოდა, არამედ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეს ჩემი სრულიად ნორმალური მდგომარეობა გახლდათ და არა სნეულება და წახდენა, ისე რომ, ბოლოს წახდენასთან შებრძოლების სურვილიც გამიქრა. ეს იმით დასრულდა, რომ ლამის ვირწმუნე, რომ ჩემი ნორმალური მდგომარეობა სწორედაც ასეთი ყოფა იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სიამოვნებას, სახელდობრ, იწვევდა თავის დამცირების ძალზე აშკარა აღქმა, იმის შეგრძნება, უკანასკნელ ზღვართან რომ ხარ მიმდგარი, იმის შეგრძნება, ეს სისაძაგლე რომ არის, მაგრამ არც შეიძლება სხვაგვარად რომ იყოს, საშველი რომ არ გაქვს, სხვა ადამიანად ვერასოდეს რომ ვერ გადაიქცევი, თუნდაც დრო ჯერ კიდევ გქონდეს და რწმენაც გაგაჩნდეს, სხვა რაიმედ გადაქცევა რომ ძალგიძს. ამას თავად მაინც არ ისურვებდი და თუ ისურვებდი, მაინც არაფერს მოიმოქმედებდი, რამეთუ სინამდვილეში ვერაფრადაც ვერ გადაიქცეოდი. ხოლო მთავარი, ბოლოს და ბოლოს, ის გახლავთ, რომ ეს ყოველივე ხდება ჭარბი ცნობიერების ნორმალური და ძირითადი კანონებით და ამ კანონებიდან გამომდინარე ინერციით. მაშასადამე, არათუ რაიმედ ვერ გადაიქცევი, საერთოდაც ვერაფერს გახდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭარბი ცნობიერებიდან, მაგალითად, აი, რა გამომდინარეობს: თუ არამზადა თავადვე გრძნობს, რომ ნამდვილი არამზადაა, ეს თითქოს მისი მანუგეშებელი უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მძაფრი სიამოვნება სწორედ სასოწარკვეთის ჟამს გეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე ძლიერად აცნობიერებ, რომ უსაშველო ვითარებაში იმყოფები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = დამნაშავე, ჯერ ერთი, იმიტომ ვარ, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა შორის ყველაზე ჭკვიანი გახლავართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = განა შეგნებულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავის ოდნავ პატივისმცემელი მაინც რომ იყოს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი სისტემისა და განყენებული დასკვნის მიმართ იმდენად მიკერძოებულია, რომ მზად არის, სიმართლე განზრახ დაამახინჯოს, მზად არის, არც დაინახოს რამე და არც გაიგონოს, ოღონდაც თავისი ლოგიკა გაამართლოს. აბა ირგვლივ მიმოიხედეთ: სისხლი ზღვად მოედინება, თანაც ისეთი მხიარულებით, თითქოს შამპანური იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცივილიზაცია ადამიანში მხოლოდ შეგრძნებათა მრავალმხრივობას გამოიმუშავებს და მეტს არაფერს. ხოლო იმ მრავალმხრივობის განვითარებით ადამიანი ლამის იქამდეც კი მივა, რომ სისხლისღვრაში სიამოვნებას მოიძიებს. ეს ხომ უწინაც ყოფილა. არ შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე დახვეწილი სისხლისმღვრელნი თითქმის ერთიანად ყველაზე ცივილიზებული ბატონები გახლდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = იმ ბრძენთა ბრძენებმა საიდან გამოჩხრიკეს, რომ ადამიანს მაინცდამაინც ნორმალური, მაღალზნეობრივი წადილი ესაჭიროება? რანაირად წარმოიდგინეს, რომ ადამიანს უსათუოდ კეთილგონივრულად სასარგებლო წადილი სჭირდება? ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი წადილი ესაჭიროება, ეს დამოუკიდებლობა რადაც უნდა დაუჯდეს და სადამდეც უნდა მიიყვანოს. ხოლო წადილი, წადილი ხომ ეშმაკმა უწყის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ნამდვილი სისულელე ზოგჯერ იმიტომ გვსურს, რომ უგუნურობის გამო ეს სისულელე ამა თუ იმ წინასწარ ნავარაუდევი სარგებლის მოსაპოვებელ უიოლეს გზად მიგვაჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ბატონებო, ვთქვათ, ადამიანი უგუნური არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მსოფლიო ისტორიაზე ყველაფრის თქმა შეიძლება, ყველაფრისა, რაც კი თავში მოუვა უაღრესად გაღიზიანებულ წარმოსახვას. მხოლოდ იმას ვერ იტყვი, კეთილგონივრული რა არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანები ჯერ კიდევ ადამიანები არიან და არა ფორტეპიანოს კლავიშები, რაზედაც თვით ბუნების კანონები უკრავს, მაგრამ იქამდე დაუკრავს, სანამ კალენდრის გარდა სასურველიც აღარაფერი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანობის განმსაზღვრელი, ვგონებ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი თავის თავს ყოველ წუთას უმტკიცებდეს, წკირი კი არა, ადამიანი ვარო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი უპირატესად შემოქმედი ცხოველია, რომელსაც დაკისრებული აქვს, მიზნისკენ შეგნებულად მიისწრაფოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ფუქსავატი და უმსგავსი არსებაა და, შესაძლოა, მოჭადრაკისნაირად მხოლოდ მიზნის მიღწევის პროცესი უყვარს და არა თვით მიზანი. ჰოდა, ვინ იცის, შესაძლოა, მთელი მიზანი მთელ ქვეყნიერებაზე, საითკენაც კაცობრიობა მიისწრაფვის, მხოლოდ და მხოლოდ მიღწევის უწყვეტი პროცესია, სხვაგვარად თუ ვიტყვით, თვით ცხოვრებაა და არა საკუთრივ მიზანი, რაც, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, გარდა ორჯერ ორი ოთხისა, ანუ ფორმულაა, ხოლო ორჯერ ორი ოთხი, ბატონებო, ცხოვრება კი არა, სიკვდილის დასაწყისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ასე მტკიცედ, ასე მძლეთამძლედ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ნორმალური და დადებითი რამ, ერთი სიტყვით, მხოლოდ კეთილდღეობაა ადამიანისთვის სასარგებლო? გონება სარგებელთა თაობაზე ხომ არ ცდება? ადამიანს იქნებ არა მარტო კეთილდღეობა უყვარს? სატანჯველიც იქნებ იმდენადვე უყვარს? მისთვის სატანჯველი იქნებ იმდენადვე მომგებიანია, რამდენადაც კეთილდღეობა? ხოლო ადამიანს სატანჯველი ზოგჯერ მთელი ჟინით რომ უყვარს, ეს ხომ უეჭველია. თქვენსავე თავს შეეკითხეთ, თუ ადამიანი ხართ და რაღაც ხანი გიცხოვრიათ. პირადად ჩემი აზრით კი მხოლოდ კეთილდღეობის სიყვარული, ცოტა არ იყოს, უხამსობაა. რიგიანია თუ ურიგო, ზოგჯერ რაღაცის დამსხვრევა ძალზე სასიამოვნოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცნობიერება ადამიანისთვის უდიდესი უბედურებაა, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანს უყვარს და არავითარ დაკმაყოფილებაზე არ გაცვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სურვილები მომისპეთ, იდეალები წარმიხოცეთ, უკეთესი რამ დამისახეთ და სადაც გინდათ, იქ გამოგყვებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თქვენ ცხოვრება გწყურიათ და ცხოვრებისეულ საკითხებს აბდაუბდა ლოგიკით თავად წყვეტთ. თქვენი გამოხდომები ასეთი მომბეზრებელი, ასეთი თავხედურია და ამავე დროს როგორი შიში გიპყრობთ! სისულელეს ლაპარაკობთ და ამით კმაყოფილი ხართ. უტიფრად ლაპარაკობთ, თანაც ამის გამო ერთთავად შიშით კანკალებთ და ბოდიშს იხდით. გვარწმუნებთ, რომ არაფრისა გეშინიათ და ამავე დროს ჩვენი აზრის შეტყობას ლაქუცით ცდილობთ. გვარწმუნებთ, რომ კბილებს აღრჭენთ და ამავე დროს ხუმრობთ, რათა გაგვაცინოთ. იცით, რომ თქვენი ხუმრობანი მახვილგონივრული არ არის, მაგრამ, ცხადია, ამ ხუმრობათა ლიტერატურული ღირსებებით ფრიად კმაყოფილი ხართ. შესაძლოა, ზოგჯერ მართლა გატანჯულხართ, მაგრამ თქვენს ტანჯვას პატივს ოდნავადაც არ სცემთ. თქვენი გულ-გონება სიმართლეს კი მეტყველებს, მაგრამ თქვენს არსებას უბიწობა არ გააჩნია. უწვრილმანესი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სიმართლეს ბერავთ და თვალებში სამარცხვინოდ გვჩრით... რაღაცის თქმა კი მართლა გსურთ, მაგრამ თქვენს საბოლოო სიტყვას შიშის გამო მალავთ, რამეთუ სათქმელად გამბედაობა არ გყოფნით და მხოლოდ ლაჩრული თავხედობა გაგაჩნიათ. ცნობიერებით ტრაბახობთ, მაგრამ მარტოოდენ მერყეობთ, რამეთუ ჭკუა-გონება კი გიმუშავებთ, მაგრამ თქვენი გული გარყვნილებას მოუცავს, ხოლო უმწიკვლო გულის უქონლად სრული, წესიერი ცნობიერება ვერ იარსებებს, თქვენი პრანჭვა-გრეხა თავის გამოჩინებაა, რარიგ მოსაბეზრებელია! სიცრუეა, სიცრუეა, სიცრუე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანის მოგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი დროის ყოველი წესიერი ადამიანი მხდალი და მონაა და მოვალეც არის, რომ იყოს. ეს მისი ნორმალური მდგომარეობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ერთადერთი ვარ, ხოლო ისინი ყველანი ერთნაირები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მეორეხარისხოვანი როლში ყოფნას ვერც კი წარმოვიდგენდი და სწორედ ამიტომაც სინამდვილეში უკანასკნელ როლს ძალზე მშვიდად ვიკავებდი. ან გმირი უნდა ვყოფილიყავი, ან წუმპეში ამოგანგლული. საშუალო რამ არ არსებობდა. სწორედ ამან დამღუპა, რადგან წუმპეში თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ სხვა დროს გმირი ვიყავი, ხოლო გმირი წუმპის გამამართლებელი გახლდათ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ზოგი ქალი ისეთია, ქმარი რაც უფრო ძლიერ უყვარს, მით უფრო ხშირად ეჩხუბება. „რაკი ძალიან მიყვარხარ, უნდა გაგტანჯო კიდევაც და ამას უნდა გრძნობდეო“. იცით თუ არა, ვინც უყვართ, განზრახ რომ აწამებენ? ამას უმეტესად ქალები სჩადიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = არავინ, არც ერთმა სულიერმა არ უნდა იცოდეს, ქმარსა და ცოლს შორის რა ხდება, თუკი მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი წაჩხუბებულნიც უდნა იყვნენ, განმსჯელად მშობელ დედასაც არ უნდა მოუხმონ და ერთიმეორეზე სასაყვედურო არაფერი თქვან. თავიანთი განმსჯელნი თავად უნდა იყვნენ. სიყვარული ღვთაებრივი საიდუმლოა და ყველას თვალთაგან ფარული უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც მთელი ქვეყნიერება დაიქცეს, ოღონდ მე ჩაის მუდამ ვსვამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩემთვის სიყვარული ტირანულად მოპყრობას, ზნეობრივ უპირატესობას ნიშნავდა. მთელ სიცოცხლეში სხვაგვარი სიყვარულის წარმოდგენაც კი არ შემეძლო და ახლა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიყვარული სიყვარულის საგნისგან ნებაყოფლობით უფლების მოცემაა მასზე ტირანული მოპყრობისა. მიწისქვეშეთში ოცნებისას სიყვარულს მხოლოდ ქიშპობად წარმოვისახავდი, ყოველთვის მძულვარებით ვიწყებდი და ზნეობრივი დამორჩილებით ვასრულებდი, ხოლო შემდეგ აღარ ვიცოდი, დამორჩილებულს როგორ მოვქცეოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცხოვრებას ყველანი გადავეჩვიეთ, ყველანი მეტად თუ ნაკლებად მოვიკოჭლებთ. ისე გადავეჩვიეთ, რომ ზოგჯერ ნამდვილი, „ცოცხალი ცხოვრების“ მიმართ ერთგვარი ზიზღი გვეუფლება და ამის გამო ვერ აგვიტანია, როცა შეგვახსენებენ. იქამდე ვართ მისულნი, რომ ნამდვილი „ცოცხალი ცხოვრება“ ლამის შრომად, თითქმის სამსახურადაც კი მიგვაჩნია და ყველანი ვაღიარებთ, რომ წიგნისმიერად ცხოვრება გვიჯობს. დროდადრო რას ვფაციფუცობთ, რას ვჟინიანობთ, რას მოვითხოვთ თავადაც არ ვიცით. ჩვენთვის ხომ უარესი იქნება, ჟინიან მოთხოვნებს თუ აღგვისრულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = აბა, შეეცადეთ, აბა, მაგალითად, ცოტათი მეტი დამოუკიდებლობა გვიბოძეთ, რომელ ჩვენგანსაც გინდათ, ხელები გაგვიხსენით, საქმიანობის სივრცე გაგვიფართოვეთ, მეურვეობა შეასუსტეთ... ჩვენ ხომ... გარწმუნებთ, ჩვენ ხომ უმალ შეგევედრებით, რომ მეურვეობა აღგვიდგინოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ხომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უკიდურესობამდე მივიყვანე ის, რისი მიყვანაც თქვენ ნახევრამდეც ვერ გაბედეთ, ამასთანავე თქვენს სიმხდალეს კეთილგონიერებად მიიჩნევდით და თავს ამით ინუგეშებდით, თავს ამით იტყუებდით. ისე რომ, მგონი თქვენზე უფრო „ცოცხალი გახლავართ“. გულ-გონება გაიმახვილეთ! ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით, ეს ცოცხალი სად არის, რა არის და რა ეწოდება? მარტონი რომ დაგვტოვოთ, უწიგნოდ რომ დაგვტოვოთ, უმალვე თავგზა აგვებნევა - არ გვეცოდინება, რას მივეკედლოთ, რას ვებღაუჭოთ, რა გვიყვარდეს და რა გვძულდეს, პატივი რას ვცეთ და რა შევიზიზღოთ! ადამიანებად ყოფნაც კი, ნამდვილ, საკუთარ სხეულის და სისხლის მქონე ადამიანებად ყოფნაც კი გვიმძიმს, გვეჩოთირება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია და რაღაცნაირ, არარსებულ, ზოგად ადამიანებად ყოფნისკენ მივისწრაფვით. მკვდრადშობილნი ვართ, უკვე დიდი ხანია ცოცხალი მამები აღარ წარმოგვშობენ და ეს სულ უფრო და უფრო მოგვწონს. გაგვიტკბა კიდევაც. მალე იმასაც გამოვიგონებთ, რომ იდეისგან ვიშვით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} === ''მწერლის დღიური'' (1873-1881) === {{Q | ციტატა = გაიგონ ადამიანებმა, რომ ბედნიერება უსაქმურობაში არ არის, მიხვდნენ იმას, რომ აზრი ჩაქრება უსაქმურში, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ახლობელი ისე, რომ არ შრომობდე მისთვის, რომ მოსაწყენია იცხოვრო საჩუქრით, რომ ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, არამედ მის მიღწევაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იტყვით, რომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ბავშვები. მისმინეთ: ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბავშვებზე მაღლა, რადგან ჩვენ მათზე უარესნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ სულ ცოტათიც კი არ ვპატიობთ ჩვენი აზრისგან ოდნავ გადახრილ აზრს, ჩვენთან ოდნავ უთანხმოებაში მყოფს არამზადად ვთვლით, გვავიწყდება ის, რომ ვინც ასე ადვილად დაკარგავს სხვის დაფასებას, ის საკუთარ თავსაც არ აფასებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე კი გიცხადებთ გულწრფელი სიტყვით, რომ არც შექსპირს და არც ჰომეროსს, ერთად რომ აგვეღო ყველა, მაინც ვერ ვიპოვიდით უფრო მშვენიერს ვიდრე ახლა, ამ თეთრ დარბაზში შეიძლებოდა აღმოგეჩინათ თქვენ შორის. რა არის შექსპირი! აქ ისეთი გამომჟღავნდებოდა, რომ არც კი დაესიზმრებოდათ ჩვენს სწავლულებს. მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თვითონაც არ იცით თუ რაოდენ მშვენიერნი ხართ! იცით თუ არა, ნებისმიერ თქვენგანს რომ მოესურვებინა შესძლებდა გაებედნერებინა ყოველი ამ დარბაზში და ყველას აიყოლიებდა? და ეს ძალა ყოველ თქვენგანშია, მაგრამ იმდენად ღრმადაა ჩამალული, რომ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენლად გვეჩვენება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ყველანი ღელავენ, ყველა ყველაფერში იღებს მონაწილეობას, ყველას სურს გამოთქვას აზრი და წარადგინოს საკუთარი თავი. და აი, მხოლოდ ერთი ვერ ამომიხსნია, რა უფრო მეტად სურთ: იზოლირებული დარჩება ყველა თავის აზრში თუ ერთ აზრად იქცევიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = უმაღლესი იდეა დედამიწაზე ერთია - იდეა ადამიანის სულის უკვდავებისა, რადგან სხვა დანარჩენი „მაღალი“ იდეები, რომლითაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, მხოლოდ მისგანვე გამოედინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ძველი წესია: საგანში კი არაა საქმე, არამედ თვალშია. თუ გაქვთ თვალები - მოიძებნება საგანი, თუ არ გაქვთ - ესე იგი ბრმა ხართ და ვერც ერთ საგანში ვერაფერს ნახავთ. თვალები მნიშვნელოვანია, ის რაც ერთის თვალში პოემაა, სხვის თვალში უბრალო ფუთაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ოჯახიც ხომ მწიფდება, მზად ხომ არ გაძლევენ და არც ერთი წესი და არც ერთი ვალდებულება არ მოდის მზად, არამედ ეს ყოველივე თავისით იქმნება, ერთი მეორეს წარმოქმნის. მხოლოდ მაშინაა ოჯახი ძლიერი, სწორედ მაშინაა ეს წმინდა. ოჯახი დაუღლელი სიყვარულის შრომით ხდება სრულყოფილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = წარმოისახება ამოუხსნელი კითხვა: ტალანტი ფლობს ადამიანს თუ ადამიანი ტალანტს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ თანდათან უფრო შევწყვიტეთ ერთმანეთის გაგება. ვგულისხმობ სერიოზულ და გულწრფელ ხალხს - მხოლოდ ამათ არ ესმით ერთმანეთის; გადამყიდველები კი სხვა საქმეა - მათ ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იცით რას ნიშნავს ბავშვის შეურაცხყოფა? მათი გულები უმანკო, თითქმის გაუცნობიერებელი სიყვარულითაა აღსავსე. ასეთი დარტყმები კი მათში მწუხარე გაკვირვებასა და ცრემლებს იწვევს, რასაც ღმერთი ხედავს და იმახსოვრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მხოლოდ სიყვარულით ვიყიდით ბავშვების გულს და არა მხოლოდ ბუნებრივი უფლებით მათზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თითქმის ყველანი ტალანტები არიან, მაგრამ გრამითაც არ არიან პოეტები. მჭედელიც კი ტალანტურია. პოეზია, ასე ვთქვათ, შინაგანი ცეცხლია ყოველგვარი ტალანტისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ გამოაშკარავებული, მიმდინარე და ისიც დაკვირვებით, დასასრული და დასაწყისი - ეს ჯერ ფანტასტიკაა ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე ყოველთვის პირიქით მეჩვენებოდა, რომ უდიდესი ბედნიერებაა იცოდე ის, რის გამოც ხარ უბედური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რათა უკეთესები გავხადოთ, ისინი თავის მხრივ ჩვენ გვაქცევენ უკეთესებად, თუნდაც მათზე ერთი შეხებით. ისინი ადამიანურს ხდიან ჩვენს სულს, მხოლოდ ჩვენს შორის გაჩენით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაცებით უკმაყოფილო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გაისაზრო და შეიგრძნო შეიძლება სწორადაც და პირველივე ჯერზეც, მაგრამ ადამიანად გახდომა არ შეიძლება პირველივე ჯერზე, უნდა გამოიკვეთო ადამიანად. აქ დისციპლინა... მოაზროვნეები ახმოვანებენ კანონებს, იმ საერთო კანონებს, რითაც ყველანი ბედნიერნი გახდებოდნენ, განურჩველად ყველა, ოღონდ ეს კანონები შექმნილიყო. ეს იდეალი, შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, დაუსრულებელ ადამიანებში არც კი განხორციელდებოდა, არანაირი კანონი, თუნდაც ყველაზე ცხადიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მისტიკურ იდეებს უყვარს თვალთვალი, ისინი ამით იქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჭკუის შეცდომები და გაუაზრებლობა უფრო სწრაფად და უკვალოდ ქრება, ვიდრე შეცდომები, რომელსაც გული უშვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = შენს მიღმა კი არა, შენშია სიმართლე, იპოვე შენი თავი შენში, წაიკითხე შენი შენში, დაეუფლე შენს თავს და შეიცნობ სიმართლეს. ნივთებში არ არის ეს სიმართლე, არც შენ ირგვლივ და არც ზღვას იქით სადმე, არამედ უპირველეს ყოვლისა, შენს საკუთარ თავზე შრომაში. გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, მოთოკავ თავს და გახდები ისეთი თავისუფალი, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, დაიწყებ დიად საქმეს და სხვებსაც თავისუფლად აქცევ, შეიცნობ ბედნიერებას, რადგან შეივსება შენი სიცოცხლე, გაუგებ შენს ხალხს და იპოვი მათ წმინდა სიმართლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ევროპისთვის რუსეთი გაუაზრებლობაა და მისი ყოველი საქმეც გაუაზრებლად მიაჩნია, ასე იქნება მუდამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გავლილი ტანჯვა შეიძლება სულისთვის სიწმინდედ იქცეს. ადამიანი საერთოდ ისეა შექმნილი, რომ უყვარს საკუთარი განვლილი ტანჯვა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ომი მასის საბაბია, რომ საკუთარი თავი დააფასოს. ამიტომაც უყვარს ერს ომი: ის ქმნის ომზე სიმღერებს, დიდი ხნის მანძილზე ქმნის ლეგენდებს და მოთხრობებს მასზე. სისხლისღვრა მნიშვნელოვანი რამაა. ომი აუცილებელია ჩვენს დროში, ომის გარეშე ქვეყანა იქცეოდა რაღაც დორბლად, რაიმე ცრუ სისველედ, დაბინძურდებოდა დამპალი ჭრილობებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ბუნებრივადაა გადახრილი სიმხდალისა და უსირცხვილობისაკენ, და კარგადაც იცის ეს; შესაძლოა ამიტომაც წყურია მას ომი და ამიტომ უყვარს ასე ძლიერ: მასში გრძნობს წამალს. ომი აღვივებს ძმის სიყვარულს და აერთიანებს ქვეყნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადვოკატი დაქირავებული სინდისია, ადვოკატს არ ძალუძს არ ითამაშოს საკუთარი სინდისით, თუნდაც სურდეს, რომ არ ითამაშოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ამჟამად იმდენად არ ომობენ იარღით, როგორც ჭკუით, ეს უკანასკნელი ვითარება განსაკუთრებულად არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = არ მინდა ვიყო მართალი - რადგან შევცვლი საკუთარ თავს. არ მინდა ვიყო ცოდვილი - რადგან არაფერში ვარ დამნაშავე, არ მინდა ვირჩევდე - რადგან გრძნობები ერთი სიძლიერისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მწვერვალისკენ სვლის დროს თუ გაჩერდები და ყოველ მყეფარე ძაღლს ქვის სროლას დაუწყებ, მწვერვალს ვერასოდეს მიაღწევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} === ''სასაცილო ადამიანის სიზმარი'' (1877) === {{Q | ციტატა = მე სასაცილო ადამიანი ვარ. ისინი უკვე შეშლილს მეძახიან. ეს წოდების ამაღლება იქნებოდა, ისევ ისეთივე სასაცილოდ რომ არ მთვლიდნენ, როგორც წინათ. ახლა კი არ მწყინს, ისინი ყველანი საყვარლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამცინიან. თვითონაც ვიცინებდი მათთან ერთად, - საკუთარ თავზე კი არა, უბრალოდ მათი შემხედვარე, ვიცინებდი ასე დამწუხრებული რომ არ ვიყო მათი შემყურე. დამწუხრებული ვარ, რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება, მე კი ვიცი. ოჰ, რა ძნელია მარტომ იცოდე ჭეშარიტება! მაგრამ ამას ისინი ვერ გაიგებენ. არა, ვერ გაიგებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = გააზრება გააზრებას მოსდევდა. ცხადი ხდებოდა, რომ თუ მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს და ვგრძნობდე სირცხვილს საკუთარ საქციელზე, დაე. მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მაგალითად ორი საათის შემდეგ, მაშინ რაა გოგონა და რა საქმე მაქვს სირცხვილთან და ყოველივესთან ამქვეყნად? მე ვიქცევი ნულად, აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ შეიძლება შეგნება იმის, რომ მე ახლა საერთოდ არ ვიქნები და ასევე არაფერი არ იქნება, უმცირესი შეგრძნებაც კი გოგონას შეცოდებისა, არც სირცხვილი ჩადენილი სიმხდალის გამო? მე ხომ იმის გამო გავუბრაზდი და დავუყვირე ველური ხმით უბედურ ბავშვს, რომ „განმეცხადებინა, მე არა მარტო არ ვგრძნობ შეცოდებას, არამედ თუ არაადამიანურ ნაძირლობას ჩავიდენ, ახლა შემიძლია, რადგან ორ საათში ყველაფერი ჩაქრება“. გჯერათ, რომ ამის გამო დავუყვირე? მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვლინდებოდა, რომ ცხოვრება და მსოფლიო რაღაცნაირად დამოკიდებულია ჩემზე. ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: გავისვრი და მსოფლიო არ იქნება, ყოველივ შემთხვევისთვის, ჩემთვის არ იქნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შესაძლოა, მართლაც არ იყოს არავისთვის ჩემს მერე, და მთელი მსოფლიო ხალხითურთ გაქრება ჩემთან ერთად, როგორც ჩემი ცნობიერების მოჩვენება - ერთადერთი მე ვარ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმრები, როგორც ცნობილია, საოცრად უცნაური რამაა: ზოგი საშინელი სიცხადით გესახება, ოქრომჭედლის გამოკვეთილი დეტალებით და შემდეგ მეორეში გადადიხარ იმის შეუმჩნევლად, რომ განზომილებასა და დროში გადაინაცვლე. გეჩვენება, რომ სიზმრებს არა გონება, არამედ სურვილი, არა თავი, არამედ გული წარმოსახავს და ამავე დროს მათ შორის რა ეშმაკური მახეები გადაულახავს ჩემს გონებას სიზმარში! ამასთანავე, სიზმარში, სრულიად მიუღწეველი მოვლენები ხდება. ჩემი ძმა მაგალითად, ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა. ხანდახან სიზმარში ვხედავ მას: ის მონაწილეობას იღებს ჩემს საქმეებში, ძალზედ დაინტერესებულნი ვართ თან ამ დროს და მთელი სიზმრის განმავლობაში სრულიად ვიცი, რომ ჩემი ძმა გარდაცვლილია და დამარხული. რაც არ უნდა ვარწმუნო ჩემს თავს, რომ ის მკვდარია, მაინც მუხთლად ჩემ გვერდით არ მოძრაობს? რატომ აძლევს ნებას ამ ყოველივეს ჩემი გონება? მაგრამ საკმარისია. მაგრამ საკმარისია. ვუბრუნდები ჩემს სიზმარს. დიახ... მაშინ დამესიზმრა, ჩემი სამი ნოემბრის სიზმარი! ახლა უკვე მაჯავრებენ ისინი, რადგან ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მაგრამ განა სულერთი არაა სიზმარი იყო თუ ცხადი, თუკი ამ სიზმარმა ჭეშმარიტება მანახა? რადგან თუ ერთხელ ნახავ ჭეშმარიტებას, შემდეგ ყოველთვის იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა და სხვა ვერ იქნება, არც ძალუძს, რომ იყოს, მიუხედავად იმისა, გძინავთ თუ რეალობაში ხართ. დაე, იყოს სიზმარი, იყოს, მაგრამ ეს ცხოვრება, რომელსაც ასე აღამაღლებთ, მე მინდოდა თვითმკვლელობით მომესპო, სიზმარმა კი, ჩემმა სიზმარმა, ო, მან მამცნო მე ახალი, დიადი, განახლებული და ძლიერი სიცოცხლე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარში თქვენ ხან სიმაღლიდან ვარდებით ან დანით გჭრიან, ან გირტყამენ, მაგრამ არასოდეს გრძნობთ, თუ თქვენ თვითონ, როგორმე ცხადში არ დაიზიანებთ თავს საწოლში, აქ თქვენ იგრძნობთ ტკივილს და თითქმის ყოველთვის ტკივილისგან გამოგეღვიძებათ. ასევე იყო ჩემს სიზმარშიც: ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ჩემი გასროლით ჩემში ყოველივე შეიძრა, უცებ ჩაქრა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი შემზარავად გაშავდა. თითქოს დავბრმავდი და დავმუნჯდი. და აი, ვწევარ რაღაც მკვრივზე გაჭიმული, ვუცქერ სიბნელეს და ოდნავი მოძრაობის გაკეთებაც არ შემიძლია. ირგვლივ დადიან და ყვირიან, როხროხებს კაპიტანი, წიკვინებს დიასახლისი, და უცებ, ისევ შესვენება და უკვე მიმათრევენ დახურულ კუბოში მოთავსებულს. ვგრძნობ კუბოს ჭრაჭუნს და ვაანალიზებ ამას, უცებ პირველად მახსენდება - მე ხომ მკვდარი ვარ, ვიცი რომ მოვკვდი, ვერ ვინძრევი, ვერ ვხედავ და ამავდროულად შემიძლია ვიაზროვნო. მაგრამ უმალვე ვეჩვევი ამას და ჩვეულებისამებრ, როგორც სიზმარში, სინამდვილეს უდავოდ ვეგუები. და აი, უკვე მმარხავენ მიწაში. ყველა მიდის, მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, ვერ ვმოძრაობ. ყოველთვის, როდესაც ადრე წარმოვიდგენდი თუ როგორ მმარხავენ საფლავში, ყოველთვის საფლავთან ნესტსა და სიცივეს ვუკავშირებდი. ასევე ახლაც ვიგრძენი, რომ ძალიან მცივა, განსაკუთრებით ფეხის თითებზე, მაგრამ მეტი არაფერი მიგრძვნია. ვიწექი და უცნაურია - არაფერს ველოდი, უდავოდ ვიღებდი იმ ვითარებას, რომ მკვდარი ვერ ელოდება ვერაფერს. მაგრამ ნესტი იყო. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა - საათები თუ რამდენიმე დღე. მაგრამ აი, ჩემს დახუჭულ მარცხენა თვალზე დაეცა კუბოში შემოპარული წყლის წვეთი, მას წუთის შემდეგ მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეორდებოდა ერთი წუთის ინტერვალით. ღრმა გულისწყრომა აენთო ჩემს გულში და უცებ მასში ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი: „ეს ჩემი ჭრილობაა - გავიფიქრე, - გასროლა, იქ ტყვიაა...“ წვეთი კი ისევ ვარდებოდა, ყოველ წუთს და პირდაპირ დახურულ თვალზე მეცემოდა. და უცებ შევძახე არა ხმით, რადგან უძრავი ვიყავი, არამედ მთელი არსებით, ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა იმის მფლობელს: - ვინც არ უნდა იყო, და თუ შენ ხარ და არსებობს რაიმე უფრო გონივრული ვიდრე ის, რაც ახლა ხდება, მიეცი ნება რომ აქაც იყოს. თუ შენ შურს იძიებ ჩემზე ჩემი გაუცნობიერებელი თვითმკვლელობის გამო, უხამსობასა და უაზრობაზე ამგვარი ყოფით, მაშინ იცოდე, რომ არასოდეს და არანაირ წამებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის, ვერ შეედრება ეს სიძულვილი, რომელსაც მდუმარედ უნდა ვგრძნობდე, თუნდაც მილიონი წელი ამ წამებაში! ამოვიძახე და დავდუმდი. თითქმის მთელი წუთი გრძელდებოდა ღრმა მდუმარება და ერთი წვეთიც დამეცა თვალზე, მაგრამ ვიცოდი, უსაზღვროდ ვიცოდი და მწამდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. და უცებ, გაიხსნა ჩემი სამარე. არც კი ვიცოდი, გახსნეს ის თუ ამოთხარეს, მაგრამ ამიყვანა რაღაც შავმა და უცნობმა არსებამ, სულ სხვა განზომილებაში. უცებ ამეხილა თვალი: იყო უკუნი ღამე, და არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი სიბნელე! განზომილებაში მივქროდით, შორს დედამიწისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „იქნებ სამარის შემდეგაც არსებობს სამყარო!“ - გავიფიქრე სიზმრის მსუბუქი აზრით, მაგრამ ჩემი გულის არსი სიღრმეში ჩემთან რჩებოდა: „და თუ უნდა მეცხოვრა - გავიფიქრე ისევ - ვინმეს უბერებელი სურვილისამებრ, მაშინ არ მინდა, რომ დამამარცხონ და დამამცირონ!“ - „შენ იცი, რომ მეშინია შენი და ამიტომაც გეზიზღები“ - ვუთხარი ჩემს თანამგზავრს და გულში ნემსივით ჩხვლეტა ვიგრძენი დამცირებისგან. ჩემს კითხვას არ უპასუხა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ არ ვძულდი არავის და არ დამცინოდნენ, არც კი მიცოდებდნენ და რომ ჩვენს გზას აქვს მიზანი, უცნობი და საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მე მეხება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მე მიყვარს, მე შემიძლია მხოლოდ ის მიწა მიყვარდეს, რომელიც დავტოვე, რომელზეც დარჩა ჩემი სისხლის წვეთები, როდესაც მე უმადურმა, გულში ტყვია დავიხალე და ცხოვრება მოვისპე. მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია იმ დედამიწის სიყვარული, იმ ღამითაც კი, როდესაც ვეთხოვებოდი მას, შეიძლება უფრო მეტი ტანჯვით მიყვარდა, ვიდრე ოდესმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენს პლანეტაზე ჭეშმარიტად მხოლოდ ტანჯვაში შეგვიძლია გვიყვარდეს! რადგან სხვაგვარად არ შეგვიძლია გვიყვარდეს და არ ვცნობთ სხვა სიყვარულს. მე მინდა ტანჯვა, რათა მიყვარდეს. მე მინდა, მე მწყურია, ყოველ წამს, ყოველ წუთს ვკოცნო, ცრემლების ღვრით ვკოცნო მხოლოდ ის ერთი დედამიწა, რომელიც დავტოვე და არ მინდა, არ ვიღებ ცხოვრებას ნებისმიერ სხვა პლანეტაზე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მათ თითქმის არ ესმოდათ ჩემი, როდესაც სამუდამო სიცოცხლეზე ვეკითხებოდი, მაგრამ ჩანდა, რომ ამაში იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კითხვად არ აღიქვამდნენ. მათ არ ჰქონდათ ტაძარი, მაგრამ ჰქონდათ იდეალური, გამორჩეული ერთობა მთელს სამყაროსთან, მათ არ ჰქონდათ რწმენა, მაგრამ ჰქონდათ მყარი ცოდნა იმისა, რომ როდესაც დასრულდებოდა ნეტარება მიწაზე, მათვისაც და გარდაცვლილთათვისაც კიდევ უფრო გაღრმავებული შეგრძნება იქნებოდა მთელს სამყაროსთან ერთობისა. ისინი ამ მომენტს სიხარულით ელოდნენ, მაგრამ არა სულსწრაფობით, კი არ იტანჯებოდნენ ამის გამო, არამედ უკვე ჰქონდათ მისი შეგრძნება საკუთარ გულებში, რომლის შესახებაც ერთმანეთს ამცნობდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი ჩემი ტვინისთვის მიუღწევლად რჩებოდნენ, სამაგიეროდ ჩემი გული მათში აუხსნელად და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ მე ეს ყოველივე უკვე ვიგრძენი დიდი ხნის წინ, რომ მთელი ეს სიხარული და დიდება იგრძნობოდა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე, მყვირალა ტანჯვაში, მაშინ, როდესაც გარდაუვალ გლოვას ვუახლოვდებოდი; რომ მე წინასწარ ვიგრძენი ისინი ყველა თავიანთი დიდებულებით, ჩემი გულის სიზმრებში და გონების ოცნებებში, რომ მე ხშირად არ შემეძლო მეჭვრიტა მზის ჩასვლისთვის ცრემლების გარეშე... რომ ჩემი სიძულვილი ადამიანების მიმართ ყოველთვის სევდისგან შედგებოდა ჩემს მიწაზე: რატომ არ შემიძლია, რომ მძულდნენ ისინი, როდესაც არ მიყვარდნენ და რატომ არ შემეძლო არ მეპატიებინა მათთვის და არ მყვარებოდნენ სევდით: რატომ არ შემიძლია მიყვარდნენ ისინი მათ მიმართ სიძულვილში? მისმენდნენ და ვიცოდი, ვერ წარმოიდეგნდნენ იმას, რასაც მე ვეუბნებოდი, მაგრამ არ ვნანობდი, რომ მათ ამას ვეუბნებოდი: ვიცოდი, რომ მათ ესმოდათ მთელი ჩემი სევდა მათ მიმართ, ვინც მივატოვე. დიახ, როდესაც ისინი მიცქერდნენ თავიანთი ჭკვიანი, სიყვარულით სავსე გამჭოლი თვალებით, როდსაც ვგრძნობდი, რომ მათთან ყოფნით ჩემი გულიც იგივე უსაზღვრო სიყვარულით ივსებოდა, როგორც მათ გულები, მაშინ არ ვნანობდი, რომ მათი არ მესმოდა. ცხოვრების სისრულის შეგრძნებისგან სული მევსებოდა და ჩუმად ვლოცულობდი მათთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, ყველანი იცინიან ჩემს თვალში და მარწმუნებენ, რომ სიზმარშიც კი შეუძლებელია ნახო ასეთი დაწვრილებით ყველაფერი, რასაც მე გადმოვცემ, რომ ჩემს სიზმარში მე ვიგრძენი ან ვიხილე მხოლოდ გრძნობა, ჩემი გულის ბოდვაში დაუფლებული, დეტალები კი თვითონ მოვიდა თავში გამოღვიძებისთანავე. როდესაც მათ გავუმხილე, რომ სინამდვილეშიც შეიძლებოდა ასეთ ყოფილიყო - ღმერთო ჩემო, როგორი ხარხარი დაიწყეს და რაოდენ დიდი მხიარულება მივიღე! ო, დიახ, მე ვიყავი დამარცხებული მხოლოდ იმ ერთი სიზმრით და მხოლოდ ის გადარჩა სისხლამდე დაჭრილ ჩემს გულში: მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიზმრის სახეები და ფორმები, ანუ ისნინი, რომლებიც მე სინამდვილედ ვიხილე ჩემს სიზმარში, იმდენად ამაღლებული იყო, იმხელა ჰარმონიამდე, რომ გამოღვიძებულს მათი გადმოცემა უბრალო, ადამიანური სიტყვებით არ შემეძლო. ასე, რომ ისინი უნდა ჩამეხშო გონებაში და იქნებ, შეიძლება ნამდვილადაც - მე თვითონ, გაუცნობიერებლად ვალდებული ვიყავი, გამესუფთავებინა დეტალები და რა თქმა უნდა მათი წარმოთქმით, განსაკუთრებით ასეთი ვნებიან სურვილის დროს, რათა რაც შეიძლება უცებ და სრულად გამომეხატა. თან როგორ არ უნდა მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი იყო? თუნდაც სიზმარი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს არ შეეძლო რომ არ ყოფილიყო. იცით რა, საიდუმლოდ გეტყვით: ეს ყველაფერი შესაძლოა არც იყო სიზმარი, რადგან აქ მოხდა რაღაც ისეთ, რაღაც ისეთი საშინლად ჭეშმარიტი, რომ შეუძლებელი იყო სიზმარში მენახა. თუნდაც სიზმარი შეექმნა ჩემს გულს, განა მხოლოდ გულს ძალუძდა შეექმნა ის საშნელი სიმართლე, რომელიც მე შემემთხვა შემდეგ? როგორ შემეძლო მხოლოდ მე, ერთს გამომეგონებინა გულით? ნუთუ ჩემს მოკლე გულსა და წუწუნა, უბადრუკ გონებას შეეძლო ავეტაცე სიმართლის ამხელა სიმაღლეზე! ო, თვითონ განსაჯეთ: აქამდე ვმალავდი, მაგრამ ამჯერად ბოლომდე ვიტყვი სიმართლეს. საქმე იმაშია რომ მე... გავრყვენი ისინი ყველა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი. როგორც საზიზღარი ჭია, როგორც ჭირის ატომი, რომელმაც მოწამლა მთელი სახელმწიფოები, ასევე მოვწამლე მთელი ის მიწა, ჩემამდე უცოდველი და ბედნიერი. მათ ისწავლეს ტყუილი, შეიყვარეს სიცრუე და შეიცნეს მისი სილამაზე. ო, შესაძლოა ეს უნებურად დაიწყო, ხუმრობიდან, სასიყვარულო თამაშიდან, მართლაც შეიძლება ატომიდან, მაგრამ ეს სიცრუის ატომი მათ გულებში შევიდა და მოეწონათ. შემდეგ მალევე იშვა სიტკბოსმოყვარეობა, რომელმაც შვა ეჭვიანობა, ეჭვიანობამ - სისასტიკე... ო, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მალევე, ძალიან მალე გადმოწვეთა სისხლმა: მათ გაიკვირვეს, შეეშინდათ და დაშლა დაიწყეს, მთლიანისგან გადიოდნენ. იქმნებოდა ერთობები, მაგრამ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დაიწყო დაცინვა, გამოკეტვა. გრძნობდნენ სირცხვილს და სირცხვილი სიკეთედ აღამაღლეს. იშვა წოდების საკითხი და ყოველ ერთობაში შეიქმნა თავისი ცოდნა. დაიწყეს ცხოველების წამება და ცხოველები ტყეში გაიქცნენ, მათ მტრებად იქცნენ. დაიწყო ბრძოლა განცალკევებაზე, ჩამოყალიბებაზე, პიროვნებაზე, ჩემსაზე და შენსაზე. დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი. შეიცნეს გლოვა და ამავე დროს შეიყვარეს იგი. სწყუროდათ ტანჯვა და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ტანჯვით მოიპოვება. მაშინ მათ გამოეცხადათ მეცნიერება. როდესაც ბოროტებად იქცნენ, მაშინ დაიწყეს ლაპარაკი ძმობასა და ჰუმანურობაზე, გაიგეს ეს იდეები. როდესაც დამნაშავეებად იქცნენ, გამოიგონეს სამართალი და საკუთარ თავს მთელი კოდექსები მიაწერეს, რათა დაიცვან ის, ხოლო კოდექსის უზრუნველსაყოფად დადგეს გელიოტინა, ისინი მხოლოდ ოდნავ ხვდებოდნენ თუ რა დაკარგეს, არ სურდათ ამის გაგება, რომ ოდესღაც უმანკონი და ბედნიერნი იყვნენ. იცინოდნენ თუნდაც იმის შესაძლებლობაზე, რომ ასეთი ბედნიერება იქნებოდა და მას ოცნებას არქმევდნენ. არ შეეძლოთ წარმოედგინათ ის ფორმასა და სახეში, მაგრამ უცნაური და ჯადოსნური საქმეა: ყოველგვარი რწმენის დაკარგვის შემდეგ, ყოფილი ბედნიერების ოცნებად შერაცხვისას, მათ იმდენად მოუნდათ ყოფილიყვნენ ისევ უმანკონი და ბედნიერნი, რომ საკუთარი გულის სურვილის წინაშე დაემხნენ როგორც ბავშვები, გააღმერთეს ეს სურვილი, ააგეს ტაძრები და დაიწყეს საკუთარი იდეის მიმართ ლოცვა, საკუთარი „სურვილის“ მიმართ, ამავე დროს სრულებით სწამდათ მისი არასრულების და არარსებობის, მაგრამ ცრემლებით აღმერთებდნენ და ემორჩილებოდნენ. თუმცა კი, თუ შეიძლებოდა, რომ ასეც მომხდარიყო, რომ შეძლებოდათ აღედგინათ საკუთარი წარსული ბედნიერება ან ვინმეს ხელახლა ენახებინა მათი წინა მდგომარეობა და ეკითხა სურდათ თუ არა უკან დაბრუნება, - მაშინ ალბათ უარს განაცხადებდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც ჩვენ ცრუნი ვართ, ბოროტები და უსამართლონი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვტირით ამის გამო, საკუთარ თავს ვტანჯავთ და ვანადგურებთ, ვსჯით საკუთარ არსებას მეტად, ვიდრე შეგვიძლია და ამასვე ვუშვრებით იმ მოწყალე მსაჯულს, რომელიც განგვსჯის და რომლის სახელიც უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეცნიერება და ამით ისევ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მას უკვე შეგნებულად მივიღებთ. ცოდნა გრძნობაზე მაღალია, ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია.. მეცნიერება მოგვცემს სიბრძნეს, სიბრძნე გახსნის კანონებს, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალია“. აი რას ამბობდნე ისინი და ამ სიტყვების შემდეგ თითოეულმა შეიყვარა საკუთარი თავი ყველაზე მეტად და არც კი შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ყოველი მათგანი იმდენად ეჭვიანი გახდა საკუთარი პიროვნების მიმართ, რომ მთელი ძალით ცდილობდნენ მხოლოდ დაემცირებინათ საკუთარი თავი სხვების წინაშე და მთლიანად ამაში აქცევდნენ საკუთარ ცოხვრებას. გაჩნდა მონობა, გაჩნა ასევე ნებითი მონობა: სუსტები ემორჩილებოდნენ უძლიერესთ, რათა ეს უკანასკნელი მათვე დახმარებოდა, მათზე სუსტებზე ზეწოლის მოხდენაში. დნებოდნენ მართალნი, რომელნიც ამ ადამიანებთან აცრემლებულნი მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ საკუთარ სიამაყეზე, ზომის და ჰარმონიის დაკარგვაზე, დაკარგულ სირცხვილის გრძნობაზე. მათ დასცინოდნენ ან ქვებით ქოლავდნენ. ტაძრების შესასვლელთან წმინდა სისხლი იღვრებოდა. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები რომელთაც გამოგონება დაიწყეს: რათა ყველანი ისევ გაეერთიანებინათ, ისე რომ არც ერთს არ შეეშალა სხვისთვის ხელი, თან ამავე დროს არ შეეწყვიტა საკუთარი თავის ყველაზე მეტად სიყვარული და ეცხოვრათ ასე, ყველას ერთად, როგორც შეთანხმებულ საზოგადოებას. ამ იდეისთვის მთელი ომები გაიმართა. ყოველ მეომარს სჯეროდა, რომ მეცნიერება სიბრძნეთა სიბრძნეა და რომ მას თვითშენახვის ინსტინქტთან ერთად შეეძლო საზოგადოება ექცია ურთიერთშეთანხმებულ საზოგადოებად, ამის დასაჩქარებლად კი „ბრძენნი“ იღწვოდნენ „ნაკლებადბრძენთა“ გასანადგურებლად, რომელთაც არ ესმოდათ მათი იდეები, იშორებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ მათ ბატონობაზე. მაგრამ თვითგადარჩენის გრძნობამ მალევე დაიწყო შესუსტება. გამოჩნდნენ ამაყნი და ტკბილმოყვარულნი, რომელთაც პირდაპირ მოითხოვეს ყველაფერი ან არაფერი. ყველაფრის მოსახვეჭად ყაჩაღობას მიმართავდნენ და თუ არ გამოვიდოდა - თვითმკვლელობას უხმობდნენ. გამოჩნდნენ რელიგიები არყოფნის კულტებითა და თვითგანადგურებით, არარაობაში მოსვენებისათვის. ბოლოს და ბოლოს დაიღალა ეს ხალხი უაზრო შრომაში და მათ სახეზე ტკივილი გამოჩნდა. და ამ ადამიანებმა გაახმოვანეს, რომ ტანჯვა არის სილამაზე, რადგან მხოლოდ მასშია აზრი. სიმღერა დაიწყეს ტანჯვაზე. დავდიოდი მათ შორის თითების მტვრევით და ვტიროდი მათ გამო, მაგრამ მიყვარდა ისინი, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე, როდესაც მათ სახეებზე ჯერ კიდევ არ იყო ტანჯვა და როდესაც უმანკონი და მშვენიერნი იყვნენ. შევიყვარე მათ მიერ შელახული მიწა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სამოთხე იყო, იმის გამო, რომ მასზე წარმოიშვა ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სამწუხაროდ, მე ყოველთვის მიყვარდა ტკივილი და გლოვა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის... მათზე ვტიროდი მხოლოდ მათივე სიბრალულის გამო. ვიშვერდი მათკენ ხელებს, სასოწარკვეთილი ვიხუტებდი და ვწყევლიდი საკუთარ თავს. ვეუბნებოდი, რომ ყოველივე ეს მე გავაკეთე, მე ერთმა, რომ მე მოვუტანე მათ გარყვნილება, ჭირი და ტყული! ვევედრებოდი, რომ ჯვარზე გავეკარი, მე ვასწავლიდი, როგორ დაეჭედათ ჯვარი. არ შემეძლო, არ ძალმიძდა თავი მომეკლა, მაგრამ მინდოდა მათგან სატანჯველი მიმეღო, მწყუროდა წამება, მწყუროდა, რომ ამ წამებაში დაღვრილიყო ჩემი სისხლი ბოლო წვეთამდე. მაგრამ ისინი დამცინოდნენ და საბოლოოდ ცრუდ ჩამთვალეს. ისინი მამართლებდნენ, ამბობდნენ, რომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ თვითონ და ის, რომ რაც არსებობს ახლა, არ შეიძლებოდა რომ არ არსებულიყო. საბოლოოდ განმიცხადეს, რომ მათთვის საშიში ვხდებოდი და რომ საგიჟეთში მომათავსებდნენ თუ არ დავდუმდებოდი. მაშინ გლოვა ჩემს სულში გლოვა აღიძრა ისეთი ძალით, რომ გული შემეკუმშა და ვიგრძენი, რომ მოვკვდებოდი, და აქ... და აქ მე გამომეღვიძა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, აწი ცხოვრება და ცხოვრება! აღვაპრყე ხელები და მოვუწოდე სამუდამო ჭეშმარიტებას; კი არ მოვუხმე, არამედ ავტირდი, აღმაფრენა, შეუცვლელი აღმაფრენა აღამაღლებდა მთელ ჩემს არსებას. დიახ, ცხოვრება და ქადაგება! ო, ქადაგება მე იმ წუთასვე გადავწყვიტე და რა თქმა უნდა მთელი ცხოვრების მანძილზე! მივდივარ საქადაგებლად, მე მინდა ვიქადაგო - რა? ჭეშმარიტება, რადგან მე ვიხილე ის, ვიხილე საკუთარი თვალებით, მთელი მისი სიდიადით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მიყვარს ის, ვინც დამცინის. რატომაა ასე?- არ ვიცი და არც შემიძლია ავხსნა, მაგრამ დაე, ასე იყოს. ამბობენ, რომ მე უკვე ვცოტავდები და რა იქნება შემდეგ? სიმართლე, ჭეშმარიტება: მე ვიკლებ და შემდეგშიც უფრო უარესად იქნება ალბათ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, რამდენჯერმე შევეცდები, რათა ვიპოვო სწორი სიტყვები და ფორმა ქადაგებისა, ეს ხომ ძალზედ რთულია განსახორციელებლად. მე ამ ყოველივეს დღესავით ნათლად ვხედავ, მაგრამ მითხარით: ვინ არ დასრულებულა! ამავდროულად ყველანი საბოლოოდ ერთთან მიდიან, იღწვიან ერთისკენ - ჭეშმარიტებისკენ, აი სიახლე, ასე რომ ბოლომდე დასრულება არ შემიძლია. რადგან მე ვნახე ჭეშმარიტება, მე ვნახე და ვიცი, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი, მიწაზე ცხოვრების საშუალების დაკარგვის გარეშე. არ მინდა, არ შემიძლია რწმენა იმისა, რომ ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა შეიძლება ბოროტება იყოს. ისინი ხომ ამ ჩემს რწმენაზე იცინიან. მაგრამ როგორ არ მწამდეს: მე ვნახე ჭეშმარიტება - არა თუ გამოვიგონე გონებით, არამედ ვნახე, ვნახე და მისმა ცოცხალმა სახემ ჩემი სული საუკუნოდ აღავსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარი? რა არის სიზმარი? და ჩვენი ცხოვრება სიზმარი არ არის? მეტსაც ვიტყვი: დაე, დაე, არასოდეს ასრულდეს ეს და არ იყოს სამოთხე (ეს მე კარგად გამეგება) - მაგრამ მე მაინც ვიქადაგებ. ამასობაში რა უბრალოა ამის მოწყობა: ერთ დღეში, ერთ საათში - ყველაფერი უცებ მოეწყობოდა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მთავარია - გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, აი ეს არის მთავარი და მორჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალი!“ აი რასთან უნდა იბრძოლო! და ასეც ვიზამ. თუკი ყველანი მხოლოდ მოინდომებენ, ყველაფერი ახლავე მოიწყობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ის პატარა გოგონა კი მოვძებნე.... და წავალ! წავალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} === ''სტეპანჩიკოვოს სოფელი'' (1859) === {{Q | ციტატა = ეს ერთ-ერთი იმ კეთილისმყოფელ ადამიანთაგანი იყო, რომელთაც ესირცხვილებათ სხვა ადამიანს ცუდი შესთავაზონ, სიჩქარით მოსავენ საკუთარ ახლობლებს ყოველგვარი კეთილი საქმით, უხარიათ სხვისი წარმატება, ცხოვრობენ ამ წესით, მუდმივად იდეალურ მსოფლიოში, წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირველ რიგში, საკუთარ თავს ადანაშაულებენ. თავის გაწირვა სხვისი ინტერესებისათვის მათი მოწოდებაა. ზოგნი მათ როგორც პატარა სულის, უხასიათო და სუსტ არსებებად იცნობენ. რა თქმა უნდა, ის სუსტი და ზედმეტად რბილი ხასიათის იყო, მაგრამ არა ხასიათის სიმყარის ნაკლებობისგან, არამედ შიშის გამო, რომ შეურაცხყოფდა, მრისხანედ მოექცეოდა ვინმეს გადამეტებული პატივისცემისთვის ახლობლისა თუ უცხო ადამიანის მიმართ. საერთოდ, უხასიათო და პატარა სულისკვეთების იყო მაშინ, როდესაც თავის სარგებლობას ეხებოდა საქმე, რასაც ის დიდად უგულებელყოფდა, რის გამოც მთელი ცხოვრება სასაცილოდ იგდებდნენ და თან ხშირად იმათგან, ვისთვისაც ამ სარგებელს სწირავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რისხვას გადასული პატარა სული თვითონვე ავლენს რისხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = პირველად შხამით დაგათრობენ და შემდეგ იმასაც გკითხავენ, მისაყოლებელი ხომ არ გინდაო. გულის ჭრილობები უნდათ რომ განკურნონ რაიმე მომწამვლელი სოკოთი ან დამპალი ვაშლებით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რითაც არ უნდა დაფარო ჭუჭყი, ჭუჭყი მაინც ჭუჭყად რჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = და თუ აქამდე არავინ არ ჩასვა საგიჟეთში, ეს იმის გამო, რომ მასზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა დაქორწინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო! რატომ არის ადამიანი გაბოროტებული? რატომ ვარ ხოლმე ბოროტი, როდესაც ასე კარგი და მშვენიერია კეთილად ყოფნა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს... ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც კაცთმოძულედ მაქცია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = თუ გინდა დაამარცხო მთელი მსოფლიო, დაამარცხე საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = კარგი დრო ციდან არ ვარდება, არამედ მას ჩვენ ვქმნით; ის ჩვენს გულებშია დამწყვდეული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება - აი ჩემი წესი! მოითმინე, იშრომე, ილოცე და იმედი იქონიე - აი ჭეშმარიტება, რის შთაგონებასაც კაცობრიობისთვის ერთი ცდით ვისურვებდი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა ხშირად თავმოყვარე არაა, ახალგაზრდა თავმოყვარეობა კი თითქმის ყოველთვის მშიშარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ორჯერ მეტად ფრთხლად უნდა იყო უბედურებაგამოვლილ ადამიანთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ისეთია ადამიანის თავმოყვარეობა, რომ საკუთარ თავშიც არ ეტევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = სიყვარული ალამაზებს სახეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ყოველი საქმე ღირსეულად, მამაცურად უნდა გააკეთო, მაგრამ ყვირილისა და წყენის გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ფული მტრედია, მოფრინდება და უთუოდ ისევ გაფრინდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ადამიანური იმედები მატყუარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მწამს, რომ მეცნიერება, ხელოვნება... ქანდაკება, მთელი ეს მაღალი იდეები ასე ვთქვათ, თავისებურ მომხიბვლელ მხარეებს ფლობენ, მაგრამ ისინი ვერ შეცვლის ქალებს! ქალები, ქალები, ახალგაზრდავ, გაყალიბებენ თქვენ და ამიტომაც, მათ გარეშე შეუძლებელია, შეუძლებელია ახალგაზრდა ადამიანო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ლოცვებს მთელი ღამე თქვენთვის ვჩურჩულებდი, ვცდილობდი თქვენი ბედნიერება მეპოვნა. მაგრამ ვერ ვიპოვე, რადგან ბედნიერება კეთილის ქმნაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მისთვის სერიოზულად რომ ეთხოვა ვინმეს მხრებით წამიყვანე ორი ვერსის მანძლზეო, შესაძლოა წაიყვანდა კიდევაც: ისეთი კეთილი იყო, დანამდვილებით მისცემდა ყველაფერს პირველივე თხოვნისას და უკანასკნელ პერანგს გაუნაწილებდა პირველ მთხოვნელს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} === ''ბიძის სიზმარი'' (1859) === {{Q | ციტატა = ტყუილი საპატიოა თუ მას სიცოცხლის გადასარჩენად ამბობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენს შვილებში ვცოცხლობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყოველივე კვდება, ყოველივე, მოგონებებიც კი! ჩვენი კეთილშობილური გრძნობებიც კვდება. მათ ნაცვლად კი კეთილგონივრულობა დგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ტირანია მოთხოვნილებაში გადაზრდილი ჩვევაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სილამაზე ახალგაზრდობისგან არ შესდგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თქვენ არ შეგიძლიათ კეთილი საქმეების გამოაშკარავების გარეშე, საზიზღარ საქმეშიც კი. სჯობს თქვათ პირდაპირ და უბრალოდ: „ზინა ეს მუხთლობაა, მაგრამ ხეირიანი, ამიტომ დათანხმდი ამაზე!“ უკიდურეს შემთხვევაში გულწრფელობა იქნებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მეტი აღარ მსურს ვდუმდე ამ ადამიანების წინაშე, რომელთა აზრებიც მძულს და რომლებიც ჩვენს დასაცინად ჩამოვიდნენ! არ მსურს მათგან წყენა წავიღო; არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება ტალახი მესროლოს. ყველანი მზად არიან ახლავე ათასჯერ უარესი რამ გააკეთონ, ვიდრე მე ან თქვენ! გაბედავენ რომ ჩვენი მოსამართლენი იყვნენ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე ბოროტული და გამხეცებული სიხარულით ვხვდებით სკანდალს, რომელიც ჩვენს რომელიმე ახლობელს ემართება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} === ''ორი თვითმკვლელობა'' (1876) === {{Q | ციტატა = ტანჯვა გონებიდანაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = იცით თუ არა, რომ რაც არ უნდა დაწეროთ, რაც არ უნდა გამოიყვანოთ, რაც არ უნდა შენიშნოთ მხატვრულ ნაწარმოებში - ვერასოდეს ვერ გაუტოლდებით სინამდვილეს. რაც არ უნდა გამოსახოთ, ყველაფერი უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე სინამდვილეშია. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაწარმოებში მიაღწიეთ ყველაზე კომიკურს ცნობილ ცხოვრებისეულ მოვლენაზე, რეალურად კი დაიჭირეთ მხოლოდ ყველაზე მახინჯი მხარე მისი - არც მეტი, არც ნაკლები! სინამდვილე მაშინვე შემოგთავაზებთ ისეთ ეტაპს, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ და რომელიც ყველაფერს აჭარბებს, რაც კი შეეძლო შეექმნა თქვენს საკუთარ დაკვირვებასა და წარმოსახვას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = დააკვირდით სხვა, ცხოვრების სინამდვილის შეიძლება მართლაც თავდაპირველად არც თუ ისე ნათელ ფაქტს - და თუ თქვენ შეგწევთ ძალა და გაქვთ თვალები, მასში ნახავთ ისეთ სიღრმეს, რომელიც შექსპირსაც არა აქვს. მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს კითხვა: ვისია თვალი და ვის ძალუძს? რადგან მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, რომ შექმნა მხატვრული ნაწარმოები? არამედ ასევე საჭიროა ასახო ფაქტი, რასაც ცალკე მხატვრობა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგი დაკვირვებულისთვის, ყველა ცხოვრებისეული მოვლენა ყველაზე მგრძნობიარე უბრალოებაში მოდის და იმდენად გასაგებია, რომ დასაფიქრებელიც არაფერია, დასანახიც არ არის არაფერი და ამად არც კი ღირს. ზოგ დაკვირვებულს კი იგივე მოვლენები სხვა დროს იმდენად გარჯის, (რაც არც ისე იშვიათად ხდება) რომ - არ ძალუძს საბოლოოდ განავრცოს და უბრალოება შემატოს, წამოჭიმოს სწორ ხაზზე და ამით დაწყნარდეს - ის მიდის სხვა სახის გაუბრალოებასთან და ასე უბრალოდ იხლის შუბლში ტყვიას, რათა თავისი გატანჯული გონება მთელი თავისი კითხვებითურთ სულ ერთიანად ჩააქროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერასოდეს ამოვწურავთ ცხოვრების მოვლენებს თუ მის საწყისთან და ბოლოსთან არ მივალთ. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ არსებული, მიმდინარე, ხილვადი და ისიც მხოლოდ დაკვირვების შემდეგ, დასასრული და დასაწყისი - ეს ყველაფერი ადამიანისთვის ჯერ ფანტასტიკურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = გაზეთში ძალიან ბუნდოვნად იყო ნახსენები ეს ამბავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ძალზედ აღძრა ერთ ვითარებამ: მან ქლოროფილით დაასველა ბამბა, სახეზე შემოიხვია და საწოლზე დაწვა... ასეთნაირადვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ასეთი წერილი დაწერა: „Je m'en vais entreprendre un long voyage. Si cela ne reussit pas qu'on se rassemble pour feter ma resurrection avec du Cliquot. Si cela reussit, je prie qu'on ne me laisse enterrer que tout a fait morte, puisqu'il est tres desagreable de se reveiller dans un cercueil sous terra. Ce n'est pas Chic!“ რაც შემდეგნაირად ითარგმნება : „ფრთებს ვასხამ გრძელ მოგზაურობას. თუ თვითმკვლელობა არ გამოვა, მაშინ დაე, შეიკრიბონ ყველანი, მკვდრებისგან ჩემი აღდგომის აღსანიშნავად ბოკალი კლიკით ხელში. და თუ თვითმკვლელობა შედგება, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ დამმარხოთ, ოღონდ საბოლოოდ დარწმუნდით, რომ მკვდარი ვარ, რადგან რომ სრულიად უსიამოვნოა კუბოში გაღვიძება, მიწის ქვეშ. ძალზედ მოკრძალებულად გამოვა!“ ამ საზიზღარ, უხეშ ლაზათში, ჩემი აზრით შეიძლება გულისწყრომა და ბრაზი ისმის - მაგრამ რის მიმართ? უბრალოდ უხეში ნატურები ანადგურებენ საკუთარ თავს თვითმკვლელობით, მხოლოდ მატერიალური, ხილვადი, გარეგნული საბაბით, ხოლო იმ წერილით ჩანს, რომ მას არ შეიძლებოდა ისეთი მიზეზი ჰქონოდა, რის მიმართ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მისი გულისწყრომა?... წარმოდგენილის უბრალოებაზე, ცხოვრების სიცარიელეზე? ეს ის ძალიან ცნობილი მოსამართლე და ცხოვრების უარმყოფელნი არიან, რომლებიც გამწყრალნი არიან „სისულელეზე“, წყრებიან ადამიანის მიწაზე გაჩენის გამო, ამ გაჩენის უშედეგო შემთხვევითობაზე, ტირანიაზე უმოქმედო მიზეზით, რომელთანაც არ შეიძლება შერიგება? აქ ისმის სწორედ „სწორხაზოვანი“ მოვლენების წინააღმდეგ უკმაყოფილო სულის ხმა, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობაში, მამის სახლში ემცნო. და ყველაზე მეტად უშნოა ის, რომ მოკვდა ყოველგვარი მკაფიო დაეჭვების გარეშე. ეგრეთ წოდებული სიფრთხილის დაეჭვება - როგორც კითხვები, სავარაუდოდ არ ჰქონდა სულში; ყველაფერი, რაც მან ისწავლა, ბავშვობიდან იყო, სწამდა პირდაპირ, სიტყვაზე, აი ესაა სიმართლე. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ მოკვდა, „ცივი სიბნელისა და მოწყენილობისაგან“, ასე ვთქვათ ცხოველური ტანჯვითა და უიმედობით, უბრალოდ, ცხოვრება გახდა მხუთავი, თითქოს ვერ მისწვდა ჰაერს. სულმა ვერ გაუძლო სწორხაზოვნებას, უვნებლობისა და სიფრთხილის გარეშე მოითხოვა შედარებით ძნელი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ რამეზე, გარეგნულად როგორი უბრალოც არ უნდა იყოს, დიდხანს ვერ ეშვები ფიქრს, რაღაცნაირად არ ნებდება ფიქრი და რა თქმა უნდა, თქვენ ამაში დამნაშავე ხართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} === ''მარადი ქმარი'' (1870) === {{Q | ციტატა = დამეთანხმეთ, ეს საუკუნის უდიდესი ავადმყოფობაა, როცა არ იცი ვინ დააფასო, ასე არ არის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მახინჯი არის - მახინჯი, კეთილი გრძნობებით: მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, პაველ პავლოვიჩ. მაგრამ თქვენ დამნაშავე არ ხართ პაველ პავლოვიჩ, არ ხართ დამნაშავე: თქვენ მახინჯი ხართ და ამიტომ ყველაფერი მახინჯი უნდა გქონდეთ - ოცნებებიც და იმედებიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = სულ ხომ არ შეიძლება იტანჯებოდე მოგონებებით: შეიძლება მოისვენო და ანტრაქტებში გაისეირნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ, რამდენადაც დიდი გრძნობებისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიახ, მრისხანებით მიყვარდა, ეს ყველაზე ძლიერი სიყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = კარგი მტერი მკვდარი მტერია, ცოცხალი კი უკეთესი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = რქიანი რომ არ იყოს, მას არ შეუძლია, ისევე როგორც მზეს არ შეუძლია რომ ანათოს, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, თუნდაც ბუნების კანონებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი უკანასკნელ საფეხურამდე გრძნობენ საკუთარ თავს სამართლიანებად და, რა თქმა უნდა, უმანკოებად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = საკუთარ თავს უსამართლოდ და დამნაშავედ არასოდეს თვლიდა. ქმრის მუდმივი, ურიცხვი ღალატი მას საერთოდ არ ამძიმებდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = არის ფიზიონომია, რომელიც ყველაზე უსახო და უმიზნო გარყვნილებასაც აღაგზნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = - აი, ხომ ზრუნავს ვიღაცა ჩემი ზნეობისათვის, ამ წყეულ მოგონებებს თუ „სინანულის ცრემლებს“ რომ მიგზავნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} {{Q | ციტატა = უძილო ღამეებში და, საერთოდ, ღამის ფიქრებისა და განცდების მკვეთრი ცვალებადობა „ძლიერი მოაზროვნე და მგრძნობიარე პიროვნებებს“ სჩვევიათ და ზოგჯერ უძილობის მელანქოლიური ზეგავლენის შედეგად მთელი ცხოვრებისეული მრწამსი მოულოდნელად იცვლება. ისიც ხდება, რომ სრულიად მოულოდნელად საბედისწერო ნაბიჯსაც კი გადადგამსო კაცი. და ბოლოს, თუ სუბიექტი აშკარად გრძნობს ამ გაორებას, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ საქმე სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს. მაშასადამე ზომების მიღებაა საჭირო. საუკეთესო საშუალება გახლავთ ცხოვრებისეული წესის რადიკალური შეცვლა, დიეტა და მოგზაურობა. კუჭის ამორეცხვაც არ იქნება ურიგო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} === ''ორეული'' (1846) === {{Q | ციტატა = თავად კარგად მოგეხსენებათ, პატარა კაცი ვარ; მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არა ვდარდობ, პატარა კაცი რომ ვარ. პირიქით, კრესტიან ივანოვიჩ, უნდა გამოგიტყდეთ, ვამაყობ იმით, რომ პატარა კაცი ვარ და არა დიდი. არც ინტრიგანი გახლავართ და ესეც დიდად მეამაყება. ჩუმჩუმად კი არ ვმოქმედებ, პირიქით, ყველას დასანახად, სააშკარაოდ; არ ქვებუდანობ, თუმცა, ჩემდა თავად ბევრს შემიძლია ვუმტრო, მაგრადაც ვუმტრო, ისიც კი ვიცი რანაირად ვუმტრო, კრესტიან ივანოვიჩ, მაგრამ არ მინდა გავისვარო და ამით ყველაფერზე ხელი დამიბანია; ამ აზრით, მოგახსენებთ, დამიბანია-მეთქი ხელი, კრესტიან ივანოვიჩ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგ-ზოგიერთებს ეხერხება, დროულად მიულოცოს ვინმეს რამე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = არიან ადამიანები, ბატონებო, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = აი, როგორ წესს მივდევ მე, ბატონებო: არ გამომივა? - გულს ვიმაგრებ. გამომივა და თავს ვიჭერ, და ყოველ შემთხვევაში ძირს არავის ამოვუთხრი. ინტრიგანი არა ვარ, ვამაყობ კიდეც ამით, არც დიპლომატად ვივარგებდი. ასეც ამბობენ ხოლმე, ბატონებო: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო. მართალი ნათქვამია, მეც მზად ვარ დავეთანხმო, მაგრამ ვინ კატაა და ვინ თაგვი, ეს კიდევ საკითხავია, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = სადამდის მიჰყავს ზოგჯერ სიბოროტეს კაცი, სადამდის შეიძლება მივიდეს ღირსებისა და ამბიციისათვის შურისმაძიებელი გვამის გამძვინვარება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = იქნება, მხოლოდ ჩემი შეშინება უნდათ, და როცა დაინახავენ - ხმას არ ვიღებ, არ ვეწინააღმდეგები და სრულად ვემორჩილები, მორჩილებით ვიტან ყოველივეს, იქნებ მაშინვე დაიხიონ უკან, სულაც პირველებმა დაიხიონ უკან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი საქმე სულ უბრალო საქმეა. ყველაფერი სულ უბრალოდ, წვრილმანებით თავდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = მეგობრის ჭერქვეშ შიშველ იატაკზეც რბილად დამეძინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თურქები, ერთის მხრივ, მართალნი არიან, ძილშიც რომ ღმერთს უხმობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ არაკეთილმოსურნეობა და შური თავისი ყოველდღიური ბილწი საზრდოს ძებნაში არავითარ პიროვნებას არ ინდობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = პირადი შეურაცხყოფა წესიერ საზოგადოებაში დაუშვებელია; | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩემს თავზე მოგახსენებთ, ჩემო ბატონო, რომ მე, მაგალითისთვის, ნიღაბს მაშინ ვიკეთებ, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ კარნავლის დროს და მხიარულ წვეულებებში, პირდაპირი აზრით მოგახსენებთ ამას; მაგრამ ყოველდღიურად კი არ ვინიღბები ადამიანების წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თქვენი უსირცხვილო და თავხედური გამოხდომები ჩემს მიმართ, მოწყალეო ბატონო, რის მოწმეც წეღან გავხვდი, უფრო მეტად გამხელენ თქვენ, ვიდრე ჩემი სიტყვები, მაგ უხეირო ოინების იმედი ნუ გექნებათ, არაფერი გამოგივათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თვითმარქვეობითა და უსირცხვილობით, ჩვენს დროში ვერაფერს მიაღწევთ. თვითმარქვეობა და უსირცხვილობა, მოწყალეო ბატონო ჩემო, ხეირს არ დაგაყრით, სახრჩობელამდე მიგიყვანთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ პიროვნებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ შეურაცხყონ და მოატყუონ ხალხი, განსაკუთრებით კი პატიოსანი და კეთილი ზნის ადამიანები; უფრო მეტიც, ზურგს უკან ლანძღავენ მათ და უკუღმართობად ლაპარაკობენ, მხოლოდ შურისა და კიდევ იმის გამო, რომ თვითონ ასეთებად ვერ გაასაღებენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ან თქვენ უნდა იყოთ, ან მე. ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია! და ამიტომაც გიცხადებთ, რომ უცნაური, სასაცილო და ამასთანავე შეუძლებელი სურვილი თქვენი-ჩემს ტყუპის ცალად მოაჩვენოთ თავი ხალხს, სხვას არაფერს გამოიწვევს, თუ არა თქვენს საბოლოო პატივის აყრასა და დამარცხებას. და ამიტომაც გთხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე სიკეთისათვის, განზე გადგეთ და გზა მისცეთ ჭეშმარიტად კეთილშობილ და კეთილსაიმედო მიზნების მქონე ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვარ, უკიდურესი ზომები მივიღო. ვდებ კალამს და ველი... სხვაფრივ, მზად გახლავარ, როგორც სამსახურისთვის, ასევე-პისტოლეტებისათვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} === ''ნეტოჩკა ნეზვანოვა'' (1849) === {{Q | ციტატა = მაგრამ რა? რა მაჩუმებს მაშინ, როდესაც ლაპარაკია საჭირო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ხასიათის ადამიანებიც, რომელთაც უყვართ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნონ, ამაზე ხმამაღლა იწუწუნონ ან მარტოობაში დაიმშვიდონ თავი, ქედი მოიხარონ თავიანთი აუღიარებელი სიდიადის წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ტალანტს თანაგრძნობა უნდა, მას სჭირდება რომ მისი ესმოდეთ, შენ კი ნახავ რა სახეები შემოგეხვევიან გარშემო, როგორც კი ოდნავ მაინც მიაღწევ მიზანს, ისინი არფერს ჩათვლიან და შურით დააკვირდებიან იმას, რასაც შრომით, აკრძალვებით, შიმშილით, უძილო ღამეებით მიაღწიე. ისინი არ გაგამხნევებენ, არ გითანაგრძნობენ, შენი მომავალი მეგობრები; ისინი არ მიგითითებენ თუ რა არის შენში კარგი და ჭეშმარიტი, მაგრამ ბოროტი სიხარულით წამოწევენ შენს ყოველ შეცდომას, მიგითითებენ ზუსტად იმაზე, რაც ცუდია შენში, რაშიც შეცდომას უშვებ და შურითა და მლიქვნელობით ალბათ გაუხარდებათ შენი ყოველი შეცდომა (თითქოს უშეცდომოდ იყო ყველაფერი!) შენ ხომ დიდგულა ხარ, შენ ხშირად ამაყიც ხარ და შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავზე შეყვარებულ არარაობას და მაშინ უბედურება - შენ მარტო იქნები, ისინი კი ბევრნი, ისინი ქინძისთავებით გაწამებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის გარეგნულად მშვიდი იყო, მაგრამ ეს მისი სიმშვიდე უფრო მაღელვებდა, ვიდრე ყოველგვარი მისი ნერვიულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ყოველ ჩვენგანს ჰქონად ზღვარი, რომლამდეც მიდიოდა ჩვენი სიახლოვე, ზღვარს გადაბიჯება ვერ გავბედეთ, თუმცა კი გვინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტებამ ის თავისი აუტანელი ბრჭყვიალით დააბრმავა და ის რაც სიცრუე იყო, მისთვისაც სიცრუედ დარჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის მოკვდა, რადგან ასეთი სიკვდილი მისთვის აუცილებლობა იყო, ერთადერთი მიზანი მთელი მისი ცხოვრებისა. ის ასე უნდა მომკვდარიყო, როდესაც ყოველივე, რასაც მისი ცხოვრება ეკავა უცაბედად ჩამოინგრა, გაიფანტა როგორც მოჩვენება, როგორც უსხეულობა, ცარიელი ოცნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ნუთუ მას არ შეეძლო იმის გაგება, რომ ასე ძნელია მოატყუო ნატურა, რომელსაც სწყურია შეგნებული შტაბეჭდილებები, ვინც ბოლომდე იგრძნო ბევრი ბოროტება და სიკეთე? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ცნობიერებით უფრო მეტს გადაიტან, ვიდრე მთელს წელიწადში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = თითქოს და ჩანდა, რომ ეს უბედური, დაღუპული ტალანტი თავადვე ეძებდა გარეგნულ შემთხვევებს, რისთვისაც შეიძლებოდა დაებრალებინა მთელი წარუმატებლობა, მთელი უბედურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მხოლოდ ერთი სიამოვნება მქონდა - მეფიქრა და მეოცნება მასზე, მხოლოდ ერთი ნება - მეკეთებინდა ყველაფერი, რაც მას უმცირეს სიამოვნებას მოჰგვრიდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასზე იმედის ჩრდილიც კი ახდენდა გავლენას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მას დიდება სურდა და თუ არტისტისთვის დიდების სურვილი მამოძრავებელი მთავარი ძალაა, მაშინ ის არტისტი არაა, რადგან მან უკვე დაკარგა მთავარი მხატვრული ინსტინქტი, ანუ ხელოვნების სიყვარული, ერთადერთი იმის გამო, რომ ის არის ხელოვნება და არა სხვა რამ, მაგალითად დიდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საბრალო შეშლილი ადამიანი მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადამიანს თვლიდა ტალანტად, მხოლოდ ერთ არტისტს და ეს არტისტი რა თქმა უნდა, თვითონვე იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მან დაგტოვა ერთ აუხსნელ მიზანთან, რომელიც შენც კი არ აგიხსნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შენ ხომ ღუპავ საკუთარ თავს შენივე სასოწარკვეთით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = უყურე, კიდევ ერთხელ გიმეორებ: ისწავლე და ფიალები არ განასხვავო. და თუ ტკივილისგან შედრკები (ტკივილი კი ბევრი იქნება!) - საკვები გაქრება, ყველაფერი ეშმაკისკენ წავა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შეშლილი თავიდან იშორებდა ყველას, ვისზეც გაბრაზებული იყო, რადგან საკუთარი თავისა და საკუთარი მძვინვარების ეშინოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მერე შევამჩნიე, რომ ბევრი ბავშვი სიმახინჯემდე გულგრილია, მაგრამ თუკი ვინმეს შეიყვარებენ, საბოლოოდ შეიყვარებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = იმ წუთას ვიგრძენი, რომ არ ვეცოდებოდი და არ ვუყვარდი, რადგან ვერ ხედავდა როგორ მიყვარდა და ფიქრობდა, რომ სასტუმროს გამო მზად ვიყავი მისთვის მემსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მდაბალი ვარ, არარაობა ვარ, სასაცილო ვარ, სასაცილოზე უარესი კი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ვნება შენ მიერ აღძრული სიყვარული არ ყოფილა, - მე სიყვარულის მეშინოდა: ვერ გავბედე შენი შეყვარება; სიყვარულში ურთიერთდამოკიდებულებაა, ეჭვიანობაა, მე კი არ ვიყავი ამის ღირსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე უკვე მესმოდა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა - არ არის ტალანტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = სიღარიბეში ყოფნის შენს ექვს წელს უკვალოდ არ ჩაუვლია: სწავლობდი, აცნობიერებდი საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებს, შენ უკვე გაგეგება შენი ხელოვნებისა და შენი დანიშნულებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = როდესაც იმ შენმა მასწავლებელმა, რომელზეც მიყვებოდი, შენში ხელოვნებისადმი სიყვარული აღძრა და გაააღვიძა, მაშინაც იგივე მძიმედ იგრძენი ეს, როგორც ახლა გრძნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ბედნიერება, როგორც აუტანელი ტვირთი ისე მაწვებოდა და ატირებული მეუბნებოდა: „რისთვის ეს ყოველივე? რით დავიმსახურე? რით დავიმსახურე ნეტარება?“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასწავლე, მე ხომ არ მესმის, არ მესმის, ვერანაირად ვერ გამიგია - მასწავლე, როგორ გავხლიჩო ცხოვრება შუაზე, როგორ ამოვიგლიჯო გული მკერდიდან და მის გარეშე როგორ ვიცხოვრო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე დაუცველი და მარტოხელა ვიდექი ადამიანის წინაშე, რომელსაც ქალის შეურაცხყოფა შეუძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ...მაგრამ საბოლოოდ კი ყველას მოაწყინა თავი, მის ბოლო როლშიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საშინელებაა მიუღწეველ იდეასთან განშორება, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე, რომლის იდეაც მაინც ღრმა და სერიოზულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} ===''მის შესახებ''=== {{Q | ციტატა = დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას. | ავტორი = [[ფრიდრიხ ნიცშე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყოველი ხელოვნება პოეტურ მოსაზრებათა მთელ წყებებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ერთი იდეა ვერ გამოიხატება მეორე, მასთან კავშირში არმყოფ ფორმაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რა შეიძლება იყოს ჩემთვის უფრო ფანტასტიკური, ვიდრე სინამდვილეა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მიყვარს რეალიზმი, როდესაც ის ფანტასტიკურობამდე აღწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მაშინ, როცა ირონიას, ალეგორიას და ხუმრობას ვეღარ იგებენ, ეს ცუდის ნიშანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = თანამედროვე დასავლეთ ევროპას იგი შემდეგნაირად ახასიათებდა: „უარყვეს გადარჩენის ერთადერთი ფორმულა, რომელიც ღმერთისგან მოდიოდა და ხსნად ჰუმანურობას აცხადებენ, „შენ ის გიყვარს როგორც საკუთარი თავი“ — ეს მცნება ჩაანაცვლეს უფრო პრაქტიკული დასკვნით chacun pour soi et Dieu pour tous („ყველა თავისთვის და ღმერთი ყველასთვის“) ანდა სხვა მეცნიერული სლოგანებით, მაგალითად „ბრძოლა გადარჩენისთვის“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ნუ, ნუ გჯერათ ადამიანთა თანაზიარობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} ==რესურსები ინტერნეტში== {{commons|Category:Fyodor Dostoyevsky}} * [http://www.FyodorDostoevsky.com FyodorDostoevsky.com] * [http://www.fedordostoievsky.com/ingles/ingles1.htm FedorDostoievsky.com] * [http://Dostoyevsky.thefreelibrary.com/ Brief biography and works at The Free Library] * [http://www.kiosek.com/dostoevsky/contents.html Dostoevsky Research Station] {{DEFAULTSORT:დოსტოევსკი, თედორე}} [[კატეგორია:რუსი მწერლები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] fvqi7q95jczoaubw2sr9xm9wxcg24co 47514 47513 2026-04-14T19:51:12Z გიორგაძე.ლანა 5265 /* იდიოტი (1868) */ 47514 wikitext text/x-wiki [[ფაილი:Dostoevsky 1872.jpg|thumb|right|150პქ]] '''[[:w:ფიოდორ დოსტოევსკი|ფიოდორ დოსტოევსკი]]''' (დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821 – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881) — რუსი მწერალი. =='''ციტატები'''== [[ფაილი:Dostoevsky.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = ''„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს...“'' | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.) }} [[ფაილი:Dresden Dostojewski-Denkmal.JPG|thumb|right|150პქ]] [[ფაილი:Dostoevskaya.jpg|thumb|right|150პქ]] [[ფაილი:Image dost 01.jpg|thumb|right|150პქ]] [[ფაილი:Fjodor Michailowitsch Dostojewski.jpg|thumb|right|150პქ]] {{Q | ციტატა = კოლუმბმა მაშინ კი არ იგრძნო ბედნიერება, როცა ამერიკა აღმოაჩინა, არამედ მაშინ, როცა მის აღმოსაჩენად ესწრაფებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „იდიოტი“ }} === ''ძმები კარამაზოვები'' (1880) === [[ფაილი:Trutovsky 004.jpg|thumb|right|150პქ|ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს.]] {{Q | ციტატა = ადამიანები, ავკაცნიც კი, უმეტესად, ბევრად უფრო მიამიტნი და გულუბრყვილონი არიან, როგორც საერთოდ გვგონია. თავად ჩვენც ასეთნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თქვენი თავისა ნუ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს, ყველაზე უწინარეს განაწყენდება. განაწყენება ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ასე არ არის? თანაც ხომ იცის, რომ არავის უწყენინებია და წყენას თავად მიეცა, ყოველივე თავად შეთხზა და შესაფერადებლად მოიგონა, თავად გააზვიადა, რათა სასურველი სურათი შეექმნა, სიტყვას გამოეკიდა და წვრილმანი მსხვილმანად აქცია, - ეს თავადაც იცის, მაგრამ მაინც ყველაზე უწინარეს განაწყენდება, უკიდურესი ტკბობის შეგრძნებამდე განაწყენდება, ხოლო შედეგად ნამდვილი მტრობა ეუფლება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი, ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არა მარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არა მარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა? - დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება. - ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური! - რატომ უბედური? - იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება. - შესაძლოა, მართალი ხარ!... მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია... - მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უდიდეს ძალად გაერთიანებულმა საერთო მეცნიერებამ, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, ყველაფერი განიხილა, რაც კი ჩვენთვის წმინდა წიგნებში ზეცითაა ნაანდერძევი და მკაცრი ანალიზის შემდეგ მთელი მსოფლიოს მეცნიერებს ხელში აღარაფერი შემორჩათ იმისგან, რაც ადრე წმიდათაწმიდა იყო. მაგრამ ისინი ნაწილნაწილ განიხილავდნენ, მთლიანი კი თვალთაგან გამორჩათ, თანაც გასაოცარი სიბრმავით. რამეთუ მთლიანი მათსავე თვალთა წინაშე როგორც უწინ, ახლაც ურყევად დგას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ. განა იგი ცხრამეტ საუკუნეს არ ცოცხლობდა და განა ახლა არ ცოცხლობს ცალკეული ადამიანებისა თუ ხალხთა მასების სულის მიმოქცევაში? თვით მათი სულის მიმოქცევაშიც ურყევად ცოცხლოს კვლავინდებურად! რამეთუ ქრისტიანობის უარმყოფელთა და მის წინააღმდეგ ამბოხებულთა არსი იმავე ქრისტეს სახებაა, ისინი ისეთივენი დარჩნენ, რადგან აქამდე ვერც მათმა სიბრძნემ, ვერც მათი გულის მხურვალებამ ადამიანს და მის ღირსებას ვერ შეუქმნა სხვა უმაღლესი ხატება, ვიდრე წარსულში ქრისტეს ნაჩვენები ხატებაა. როცა კი შექმნას შეეცადნენ, ხელთ მხოლოდ სიმახინჯე შერჩათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ყველამ დაუცხრომლად უნდა უთხრას აღსარება საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ცოდვისა, თუნდაც მაშინ, როცა შეიცნობთ, ოღონდაც მოინანიეთ და ღმერთს პირობას ნუ დაუთქვამთ. კვლავ გეუბნებით - ნუ გაამაყდებით. ნუ გაამაყდებით მცირეთა ზედა, ნუ გაამაყდებით ნურც დიდთა წინაშე. ნუ შეიძულებთ თქვენს უარმყოფელებს, თქვენს მძრახველებს, თქვენს მძაგებლებს, თქვენს ცილისმწამებლებს. ნუ შეიძულებთ ათეისტებს, ავის მქადაგებლებს, მატერიალისტებს, მათ შორის ღვარძლიანებსაც კი, არათუ კეთილებს, რამეთუ ბევრი მათგანი კეთილია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ლოცვისას ისინი ასე მოიხსენიეთ: ღმერთო, ყველა იხსენ, ვისთვისაც არავინ ლოცულობს, იხსენ ისინიც, ვისაც შენს წინაშე ლოცვა არ სურს. იქვე დაუმატეთ, ამას ჩემი სიამაყის გამო არ გთხოვ, ღმერთო, რამეთუ თავად ყველასა და ყოველზე უარესი ვარ... გიყვარდეთ ხალხი ღვთისა, სამწყსოს გადამთიელთ ნუ დაანებებთ, რამეთუ ძილსა და სიზარმაცეს თუ მიეცემით მოზიზღნი, გაამპარტავნებული და, რაც უარესია, ანგარებადაუფლებულნი, მაშინ ყოველი ქვეყნიდან მოვლენ და სამწყსოს წაგგვრიან. ხალხს სახარება დაუცხრომლად განუმარტეთ... მექრთამეობას განეშორეთ... ვერცხლი და ოქრო ნუ გეყვარებათ, ნუ გაეკარებით... გწამდეთ და რწმენის დროშა მაღლა აღმართეთ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. რაც მთავარია, სიცრუეს განერიდეთ, ყოველგვარ სიცრუეს, განსაკუთრებით საკუთარ სიცრუეს. დააკვირდით თქვენს სიცრუეს და შეეცადეთ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ჩასწვდეთ. ზიზღიც განიშორეთ, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ის, რაც საკუთარ არსებობაში სიბილწედ მიგაჩნიათ, უკვე განიწმინდება, თუნდაც მხოლოდ იმით, რაკიღა შეამჩნიეთ. შიშსაც განერიდეთ, თუმცაღა შიში მხოლოდ შედეგია ყოველგვარი სიცრუისა. სიყვარულის ძიებისას ნურასოდეს შეგათრობთ საკუთარი სულმოკლეობა, თქვენივე ცუდი საქციელიც ძალიან ნუ შეგაშინებთ. ვწუხვარ, რომ სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, რამეთუ ოცნებით წარმოსახული სიყვარულისაგან განსხვავებით, ქმედითი სიყვარული სასტიკი და შემაძრწუნებელი რამ გახლავთ. ოცნებით წარმოსახულ სიყვარულს კმაყოფილების მსწრაფად მომნიჭებელი, მყისიერი, თანაც ყველასთვის საჩინო გმირობა სწყურია. ამგვარი მისწრაფებათა შედეგად მართლა შეიძლება, თავიც გაწირონ, თუკი ეს დიდხანს არ გასტანს, სწრაფად მოხდება, როგორც სცენაზე, ყველა ნახავს და ხოტბას შეასხამს. ქმედითი სიყვარული კი შრომა და თავშეკავებულობაა, ხოლო ზოგთათვის კი მთელი მეცნიერებაა. მაგრამ აი, რას გიწინასწარმეტყველებთ: შესაძლოა ზუსტად იმ წუთს, როცა შეძრწუნებული იქნებით იმით, რომ თუმცა ბევრს ეცადეთ, მიზანს არათუ მიუახლოვდით, არამედ თითქოს დაშორდით კიდევაც, - გიწინასწარმეტყველებთ, რომ იმ წუთს მიზანს უეცრად მიაღწევთ და აშკარად იხილავთ თქვენზე გარდმოვლენილ სასწაულმოქმედ ძალას ღმერთისას, ვისაც ნიადაგ უყვარხართ და ვინც ნიადაგ იდუმალად წაგმართავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის არსებობის საიდუმლო ის კი არ არის, რომ მხოლოდ იცხოვროს, არამედ ის, თუ რისთვის იცხოვროს. ადამიანს თუ მყარი წარმოდგენა არა აქვს, რისთვის უნდა იცხოვროს, სიცოცხლეს არ ისურვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბებერ მოთამაშეთ, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებით მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმ წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: „ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი „წმინდა“ მრისხანებისა და მრისხანებიის „წმინდა“ წუთის მიუხედავად.“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წლები და თვეები რა არის, დღეების თვლა რა საჭიროა, ადამიანს ერთი დღეც ეყოფა, ბედნიერება მთლად რომ შეიგრძნოს. ჩემო კარგებო, რას ვდაობთ, ერთმანეთთან თავს რად ვიქებთ, ერთმანეთზე წყენას გულში რად ვიჩერებთ? გვირჩევნია, ბაღში გავიდეთ, ვისეირნოთ და ვინავარდოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი ვაქოთ, ერთმანეთს ვკოცნიდეთ და სიცოცხლეს ვლოცავდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ახლა ყველა მიისწრაფის, სხვებს რაც კი შეიძლება მეტად გაემიჯნოს, საკუთარ არსებობაში სიცოცხლე სრულად განიცადოს, მაგრამ მისი მცდელობის შედეგი სიცოცხლის სრულად განცდის ნაცვლად მხოლოდ თვითმკვლელობაა, რამეთუ თავისი არსების სრულად განსაზღვრის მაგიერ წილად ხვდება სრული განმარტოება. რადგან ჩვენს საუკუნეში ყოველივე ერთეულებად დანახევრდა, ყველა თავის სოროში განმარტოვდა, ყველანი სხვებს ემიჯნებიან, ერთმანეთს ემალებიან, თუკი რამ გააჩნიათ, მალავენ და იმით ამთავრებენ, რომ ადამიანებისგან თავს განარიდებენ და ადამიანებს განირიდებენ. სიმდიდრეს განცალკევებით იხვეჭენ და ფიქრობენ, ძლიერნი და უზრუნველყოფილნი ვართო, მაგრამ უგუნურებმა არ იციან, რაც მეტს მოიხვეჭენ, მით უფრო ეუფლებათ თვითმომსპობი უძლურება. რამეთუ მხოლოდ თავის იმედად ყოფნას არიან მიჩვეულნი, მთლიანს ერთეულებად გამიჯვნიან, მიჩვეულან, რომ ადამიანთაგან შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადამიანებისა და კაცობრიობის რწმენა დაუკარგავთ და მხოლოდ ფულსა და მოპოვებული უფლებების დაკარგვისა ეშინიათ. ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით. მაგრმა ამ საშინელ განმარტოებასაც ჟამი უსათუოდ დაუდგება და ყველანი ერთბაშად მიხვდებიან, ერთმანეთს რა არაბუნებრივად გაემიჯნენ. მაშინ დროების ასეთი სიო დაჰქროლებს და გაიკვირვებენ, წყვდიადში დიდხანს რომ ისხდნენ და სინათლეს ვერ ხედავდნენ, მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე... მანამდე კი დროშას უნდა მოვუაროთ და თითო-ოროლა ვინმემ მაინც მაგალითი უეცრად აჩვენოს, განმარტოებას განერიდოს, გმირობა გამოიჩინოს და ძმური სიყვარული თუნდაც შმაგურად გაამჟღავნოს. რათა დიადი აზრი არ ჩაკვდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი მართალთა დამდაბლებისა და შერცხვენის მოყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცხოვრება ცრემლიანი მორჩილება კი არა, დიადი სიხარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძნელად სატვირთველი ტვირთი ყველას კუთვნილი ვერ იქნება, ზოგნი ვერ გაუძლებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბევრი ადამიანი პატიოსანი სწორედ იმიტომ არის, რომ სულელია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თომამ იმიტომ კი არ ირწმუნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა, არამედ იმიტომ, რომ მანამდე თვითონ უნდოდა ერწმუნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაზე ცუდი ოჯახისგანაც შეიძლება ძვირფასი მოგონებები შემოგრჩეს, თუ შენს სულს „ძვირფასის ძიების“ უნარი გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სისულელეები სჭირდება დედამიწას, სისულელეებზე დგას მსოფლიო, ამის გარეშე იქნებ არც არაფერი მომხდარიყო ამქვეყნად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ მსჯავრს დამდებთ ამ მსჯავრისთვისაც მადლობელი ვიქნები! მაგრამ დამინდეთ, ღმერთს ნუ წამართმევთ, რადგან ვიცი, ბედს დავემდურები, ჩემს სულს უმძიმს, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე ის მაწამებდა მხოლოდ, რომ კეთილშობილება მწყუროდა. ფარნით ვეძებდი, დიოგენეს ფარნით, და მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე მაინც მხოლოდ სისაძაგლეებს ჩავდიოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვარ და მე მიყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მსჯავრს ვდებ ჩემს სიცოცხლეს და ვზღავ სიცოცხლით ამ მსჯავრისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, მით უფრო ირწმუნებთ ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას. თუ მოყვასთა თქვენთა თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ადამიანი უყვარს, მას მათი სიხარულიც უნდა უყვარდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტე ადამიანთა მწუხარებას კი არა, სიხარულს ეწვია, პირველი სასწაულის ქმნით ადამიანთა სიხარულს შეეწია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მიწა სიხარულის ცრემლებით დანამე და შეიყვარე ცრემლები შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რა შემზარავ ტრაგედიებს უწყობს ადამიანებს რეალიზმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიარულზეც შეატყობთ რა ხასიათისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუმცაღა ყველაზე უადგილო ფიქრმა იქნებ სიკვდილით დასასჯელ დამნაშავესაც გაუელვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან უაღრესად მგრძნობიარე, მაგრამ როგორღაც გატეხილი ადამიანები. მათი ჯამბაზობა ერთგვარი ღვარძლიანი ირონიაა იმათ მიმართ, ვისაც სიმართლეს პირში ვერ ეუბნებიან მათ წინაშე ხანგრძლივი დამამცირებელი შიშის გამო. ასეთი ჯამბაზობა ზოგჯერ უაღრესად ტრაგიკულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ზეციური პურისთვის ათასი ან თუნდაც ათი ათასი გამოგყვება, იმ მილიონებს რა ეშველება, რომელთაც უარი ვერ თქვეს მიწიურ პურზე ზეციურის სანაცვლოდ? თუ შენთვის მხოლოდ ის ათი ათასი ძლიერი და დიადია ძვირფასი, მილიონები კი, ქვიშასავით მრავალრიცხვოვანი სუსტი, მაგრამ შენი მოყვარული მილიონები მხოლოდ იმ დიადთა გამოსადეგარი მასალაა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველანი თითქოს ოდესღაც შეთანხმებულან, რომ ამის თაობაზე ეცრუათ და აქამდე ცრუობენ, რომ სისაძაგლე სძულთ, გულში კი უყვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეიძლება ამ კატორღელ კაცს ჩამკვდარი გული აღუდგინო და აუღორძინო, შეიძლება წლობით ულოლიავო და ბოლოს ბუნაგიდან მზის სინათლეც გამოიყვანო, უკვე ამაღლებული სული, განაწამები ცნობიერება, ანგელოზი აღადგინო, გმირი ააღორძინო! ისინი კი მრავალი, ასობით არიან. ჩვენ ყველანი კი მათ გამო დამნაშავენი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენი დიადი მწუხარებით კვლავ აღვადგენთ სიხარულს, ურომლისოდაც ადამიანის არსებობა არ შეიძლება, ღმერთი კი არის, რამეთუ ღმერთი გვანიჭებს სიხარულს, ეს მისი დიდი პრივილეგიაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდაც ჩემს თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში - ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული - მაგრამ ვარსებობ! მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის, ეს მთელი სიცოცხლეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = აბა სცადე და ქალის წინაშე დანაშაული აღიარე, იმავ წუთს საყვედურებს სეტყვასავით დაგაყრის! პირდაპირ, უბრალოდ არაფრის დიდებით არ გაპატიებს. დაგამცირებს, მოგმჩვარავს, რაც არ ყოფილა, იმასაც გიანგარიშებს, ყველაფერს მოხვეტავს, არაფერს დაივიწყებს, თავისას დაუმატებს და მერეღა გაპატიებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დაძალებულ რწმენას რა ფასი აქვს? რწმენას არ შველის არავითარი საბუთი, განსაკუთრებით მატერიალური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სატანა ვარ და ყოველივე ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიმართლე თითქმის ყოველთვის არამახვილგონივრულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენ იცი, რომ ეშმაკი ვარ და რომ ვარსებობ, შენ მუდამ ბრაზობ, მე კი გიმეორებ, მთელ ვარსკვლავზედა ცხოვრებას, ყოველ წოდებას დავთმობდი მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჭრის შვიდფუთიანი ცოლის სულად გარდავსახულიყავი და ღმერთისთვის სანთელი დამენთო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უცნაურობა და ახირებულობა საზიანო უფროა, ვიდრე უფლების მომცემი ყურადღების მოპყრობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ცალკერძოებანი ერთიანყოს და საყოველთაო აბდაუბდას რაიმე ერთიანი აზრი გამოუძებნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებულია, ეროვნულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მონობიდან თავისუფლებისკენ ადამიანს ზნეობრივი სრულყოფისთვის მრავალგზის ნაცადი, ათასწლოვანი იარაღი, შესაძლოა, ორლესურ მახვილად გადაიქცეს, ისე რომ ზოგი იქნებ თვინიერებისა და სრული თავშეკავებულობის ნაცვლად, პირიქით, უაღრეს სატანურ ქედმაღლობამდე, ანუ ხუნდებამდე და არა თავისუფლებამდე მიიყვანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენი წილხვედრია ცოდვა, სიცრუე და საცდური, ამქვეყნად ხომ იქ, სადღაც, მაინც არის წმინდანი და უმაღლესი; სამაგიეროდ, ის არის მფლობელი სიმართლისა, სამაგიეროდ, მან იცის სიმართლე; მაშასადამე ამ ქვეყნად სიმართლე არ კვდება, ჰოდა, ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევს და მთელს დედამიწაზე დამკვიდრდება, როგორც აღთქმულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ხალხმა მდუმარე და მრავლისმომთმენი მწუხარება იცის. ეს მწუხარება გულში ჩაგუბდება და დუმს. მაგრამ არის ბობოქარი მწუხარება, გულდარდიანს ცრემლები რომ წასკდება და მალე მოთქმა-გოდებად გადაიქცევა. ასეთი რამ უმეტესად ქალებს ემართებათ. მაგრამ ეს მდუმარე მწუხარებაზე იოლი არ არის. დამწუხრებულს მოთქმა-გოდება გულს უფრო მეტად უწამლავს და უკლავს. ასეთი მწუხარება ნუგეშს კი არ ესწრაფვის, პირიქით, ტკივილის დაუამებლობით საზრდოობს. მოთქმა-გოდება მოთხოვნილებაა ჭრილობის განუწყვეტელი გაღიზიანებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიენები ბედნიერებისათვის არიან შექმნილნი და ვინც სრულად ბედნიერია, მას პირდაპირ შეუძლია თქვას: „ამქვეყნად ღვთის აღთქმა შევასრულეო“. ყველა უმწიკვლო, ყველა წმინდანი, ყველა წმინდა მოწამე ბედნიერი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - იცით, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: თუ ყველას სწამს, ეს აზრი საიდან გაჩნდა? გვარწმუნებენ, რომ თავდაპირველად ყოველივე ბუნების მრისხანე ძალთა წინაშე შიშმა გამოიწვია და ყოველივე ეს არ არსებობს. ჰოდა, ვფიქრობ, მთელი სიცოცხლე მჯეროდა - მოვკვდები და უცებ აღარაფერი იქნება, მხოლოდ „ძირხვენა ამოვა საფლავზე,“ ეს შემზარავია! როგორ დავიბრუნო რწმენა, როგორ? თუმცაღა, მხოლოდ მაშინ მწამდა, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვფიქრობდი და მექანიკურად მწამდა... ახლა იმიტომ მოვედი, რომ გკითხოთ, ეს რით უნდა დამტკიცდეს? ამ შემთხვევასაც თუ გავუშვებ ხელიდან, ჩემს სიცოცხლეში უკვე ვეღარავინ მიპასუხებს. რით უნდა დამტკიცდეს, რით უნდა დარწმუნდე? რა უბედურება მხვდა წილად! ვდგავარ და ირგვლივ ვხედავ, რომ ყველასთვის, თითქმის ყველასთვის, ყველაფერი სულ ერთია, ამაზე ახლა აღარავინ წუხს; მხოლოდ მე, ერთადერთს არ შემიძლია ამის გადატანა. ეს მომაკვდინებელია, მომაკვდინებელია! - ნამდვილად მომაკვდინებელია. მაგრამ დამტკიცება არაფრისა შეიძლება, რომ დარწმუნდე, ეს კი შეიძლება. - როგორ? რანაირად? - ქმედითი სიყვარულის გამოცდილებით. შეეცადეთ, მოყვასი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას მით უფრო ირწმუნებთ. თუ მოყვასთა თქვენთა სრული თანგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ზუსტად ასეთივე რამ, თუმცა დიდი ხნის წინ, მითხრა ერთმა ექიმმა, უკვე ხნიერმა და უდავოდ ჭკვიანმა კაცმა. ისიც თქვენსავით გულწრფელად ლაპარაკობდა, მაგრამ სევდიანად ხუმრობდა. ამბობდა, კაცობრიობა მიყვარს, მაგრამ ჩემი თავისა მევე მიკვირსო: რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა ზოგადად, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ადამიანი კერძოდ, ანუ ცალ-ცალკე, როგორც განცალკევებული პიროვნებანი. ოცნება ხშირად კაცობრიობის მსახურების მგზნებარე წადილით აღმავსებდა და, შესაძლოა, ხალხის გულისთვის თავიც გამეწირა, თუკი უეცრად ეს საჭირო გახდებოდა. ამავე დროს, ერთ ოთახში ვინმესთან ერთად ორ დღესაც კი ვერ გავძლებ; ეს გამოცდილებით ვიცი. ოდნავი სიახლოვეც კი ვინმესი თავმოყვარეობას მილახავს, თავისუფლებას მიბორკავს. საუკეთესო ადამიანსაც კი ერთ დღეში შევიძულებ: ერთს იმის გამო, რომ სადილობისას ჭამა ვერა და ვეღარ მოათავა, მეორეს იმის გამო, რომ სურდო აქვს და ცხვირს წარამარა იხოცავს. გამეკარება თუ არა ვინმე, უმალ მის მტრად გადავიქცევი. სამაგიეროდ, აი, ნიადაგ რა მემართება: ცალკეულ ადამიანებს რაც უფრო მეტად შევიძულებ, კაცობრიობის მიმართ ჩემი სიყვარული მით უფრო მგზნებარებას იძენსო. - მაშ რა უნდა ქნა? ასეთ დროს რა უნდა ქნა? სასოწარკვეთას უნდა მიეცე? - არა, რამეთუ ისიც კმარა, რომ ამის გამო წუხილი გიპყრობთ. ის ჰქმენით, რაც შეგიძლიათ, რადგან საკუთარ თავს ასე გულწრფელად და ღრმად ჩაუკვირდით! ოღონდ თუ ახლა ასე გულწრფელად მხოლოდ იმიტომ მელაპარაკებოდით, რომ ჩემგან შექება დაგემსახურებინათ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ქმედითი სიყვარულის ასპარეზზე ვერაფერს მიაღწევთ. ყოველივე მხოლოდ ოცნებად დაგრჩებათ და მთელი თქვენი ცხოვრება მოჩვენებასავით გაიელვებს და გაქრება. ასე, რა თქმა უნდა, მომავალ ცხოვრებასაც დაივიწყებთ და ბოლოს როგორღაც დამშვიდდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მე ვეყრდნობი დებულებას, რომ ელემენტთა ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ცალკეულად აღებულ არსთა ამგვარი შერევა, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება, თუმცაღა ეს შეუძლებელია და ვერასოდეს მიაღწევს არათუ ნორმალურ, არამედ რამდენამდე შეწონასწორებულ მდგომარეობას, რამეთუ საქმის თვით საფუძველშივე დევს სიცრუე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორც, მაგალითად, სასამართლოს საკითხია, მე მგონი, სრულყოფილი და წმინდა არსით შეუძლებელია. სასულიერო პირი, რომელსაც შევედავე, ამტკიცებს, რომ ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ხოლო მე ვეკამათები, რომ ეკლესიას სახელმწიფოში მხოლოდ რაღაც კი არ უნდა განეკუთვნებოდეს, პირიქით, თვით ეკლესიამ უნდა შეითავსოს მთელი სახელმწიფო, და თუ ეს ამჟამად რატომღაც შეუძლებელია, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, არსებითად, მთელი შემდგომი განვითარების პირდაპირ და უმთავრეს მიზნად უდნა დაისახოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ყოველივე თუ ეკლესიად იქცევა, მაშინ ეკლესია დამნაშავესა და ურჩს თავს კი არ მოკვეთდა, თავისი წიაღიდან განკვეთდა, - განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა. ახლა გეკითხებით, განკვეთილი სად წავიდოდა? მაშინ ხომ იგი არა მხოლოდ ხალხს, როგორც ამჟამადაა, არამედ ქრისტესაც უნდა განშორებოდა. მისი დანაშაული არა მხოლოდ ხალხის, არამედ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხიც იქნებოდა. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამჟამადაც ასეა, მაგრამ განცხადებული ხომ მაინც არ არის და ამჟამინდელი დამნაშავის სინდისი ძალზე ხშირად თავის თავთან გარიგებას იწყებს: „მოვიპარე, მაგრამ ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, ქრისტეს მტერი არ ვარო,“ - აი, რას ეუბნებიან ამჟამინდელი დამნაშავენი საკუთარ თავს ერთპირად, ხოლო როცა ეკლესია სახელმწიფოს ადგილს დაიკავებს, მაშინ ამას ისე ვეღარ იტყოდა, თუ ამქვეყნად არსებულ მთელ ეკლესიას არ უარყოფდა: „ყველანი ცდებიან, ყველა განდგომილია, ყველა ცრუ ეკლესიაა და მხოლოდ მე, ქურდი და მკვლელი ვარ სამართლიანი ქრისტიანული ეკლესიაო.“ ეს ხომ ძალზე ძნელი სათქმელია, უზარმაზარ პირობებს და გარემოებებს საჭიროებს, რაც არც ისე ხშირად არსებობს. ახლა, მეორე მხრივ, ავიღოთ თვით ეკლესიის შეხედულება დანაშაულის თაობაზე: განა, არ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი, თითქმის წარმართული შეხედულების საპირისპიროდ და ნაცვლად დასნებოვნებული წევრის მექანიკური განკვეთისა, როგორც ამჟამად საზოგადოების დასაცავად ხდება. არ უნდა გარდაიქმნას და სრულად, სიყალბის გარეშე, ადამიანის აღორძინების, მისი აღდგომისა და ხსნის იდეად არ უნდა იქცეს? - მაინც რა არის ეს? ახლაც ვერ გამიგია, - შეაწყვეტინა მიუსოვმა, - ისევ რაღაც ოცნებაა. უფორმო რაღაცაა და გაგება შეუძლებელია. რა განკვეთა, როგორი განკვეთა? მე მგონი, უბრალოდ, თავის შესაქცევად ლაპარაკობთ, ივან ფიოდოროვიჩ. - ახლაც ხომ სინამდვილეში იგივე ხდება, - უეცრად წამოიწყო ბერ-მოძღვარმა და უკლებლივ ყველა მას მიაჩერდა, - ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ხომ მაშინ ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, როგორც ახლა ბრძანეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება. - ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რანაირად? - უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მიუსოვმა. - აი, ამნაირად, - წამოიწყო ბერ-მოძღვარმა. - ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარ გაროზგვით ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არც ერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამაზე უნდა დამეთანხმოთ. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიის წინაშე. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიას წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდადების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს რა დაემართებოდა, ო, უფალო! თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, მას ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდადების შემდეგ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რუსი დამნაშავისთვის, რამეთუ რუსი დამნაშავენი ჯერ კიდევ მორწმუნენი არიან. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა - დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებით კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ევროპაში საკუთარ თავზე) - სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან, უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული. ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამართლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არა მარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობით შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებს, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, - ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია. ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეკლესია არ გადიქცევა სახელმწიფოდ! ეს რომია და მისი ოცნება. ეს ეშმაკის მესამე ცდუნებაა! პირიქით, სახელმწიფო გარდაიქცევა ეკლესიად, ეკლესიამდე აღმაღლდება და ეკლესია იქნება მომცველი მთელი ქვეყნიერებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ის „უწმინდური,“ „ცუდი ყოფაქცევის ქალი,“ შესაძლოა, თავად თქვენზე წმინდა იყოს, თავის ხსნისთვის მზრუნველო ბატონო მღვდელმონაზვნებო! - შეუტია ფიოდორ პავლოვიჩმა. - იქნებ სინორჩისას იმსხვერპლა საზოგადოებამ. მაგრამ მან „შეიყვარა ფრიად,“ ხოლო ვინც ფრიად შეიყვარა, მას ქრისტემაც შეუნდო... - ქრისტეს ასეთი სიყვარულის გამო არ შეუნდვია... - ვეღარ მოითმინა და შესძახა თვინიერმა მამა იოსებმა. - არა, ასეთი სიყვარულის გამო, სწორედ ამ სიყვარულის გამო, ბერებო, ამ სიყვარულის გამო! თქვენ აქ კომბოსტოთი გწადიათ, თავი იხსნათ და გგონიათ, რომ წმინდანები ხართ! ლიფსიტებს ჭამთ, დღეში თითო ლიფსიტას, და გგონიათ, რომ ღმერთს გულს მოუგებთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შენთან არს ქრისტე. დაიფარე გულსა შინა შენსა და ისიც დაგიფარავს. დიად მწუხარებას იხილავ და მწუხარებასა შინა იქნები ბედნიერი. ამას გიანდერძებ: მწუხარებაში ეძიე ბედნიერება. იღვაწე, დაუცხრომლად იღვაწე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სალოსებმა ასე იციან: სამიკიტნოს წინ პირჯვარს იწერენ, ტაძარს კი ქვას უღერებენ. შენი ბერ-მოძღვარიც ამას სჩადის: წმინდანს ჯოხის ცემით გააგდებს, ხოლო მკვლელს თავდახრით დაუჩოქებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცს შეუყვარდება რაიმე სილამაზე, ქალის სხეული, ანდა ქალის სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი (ამას ავხორცი მიხვდება), ჰოდა, ეს სიყვარული გააწირვინებს საკუთარ შვილებს, დედ-მამასა და სამშობლოს; პატიოსანი კაცი იქურდებს, თვინიერი ყელს გამოსჭრის ვინმეს, ერთგული მოღალატედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წმინდა ბერო, მზა ლუკმისთვის მონასტერში კი ნუ ხარ გამოკეტილი და ჯილდოს იქ, მაღლა კი ნუ ელი, ცხოვრებაში იყავი სათნო და საზოგადოებას სარგებლობა მოუტანე, - აი ეს უფრო ძნელი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის ატანა არ შემიძლია, რომ ზოგნი, ამაღლებული სულისა და მაღალი გონების მქონენიც კი, მადონას იდეალით იწყებენ და სოდომის იდეალით ამთავრებენ. უფრო შემზარავია, როცა ვინმე, სულში უკვე სოდომის იდეალის მქონე, არც მადონას იდეალს უარყოფს, გულში ეს იდეალი უღვივის, ჭეშმარიტად უღვივის, როგორც სიყრმის უმწიკვლო წლებში. ეშმაკმა უწყის, ეს რა არის! რაც გონებას სამარცხვინოდ მიაჩნია, გულს ჭეშმარიტ მშვენიერებად ესახება. მშვენიერება სოდომშია? დამიჯერე, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის სოდომშია. საშინელებაა, რომ მშვენიერება მხოლოდ შემზარავი კი არა, საიდუმლოებით მოცულიცაა. აქ სატანა და ღმერთი იბრძვიან, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კაცმა ზოგჯერ აღტაცების გამო შეიძლება თავი მოიკლას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს, მის ირგვლივ მყოფთა შორის სიცოცხლის ღირსი ვინ არის და ვინ ნაკლებად ღირსია? - ღირსია თუ არა, ამის მიხედვით გადაწყვეტა რა საჭიროა? ადამიანთა გულებში ეს საკითხი უმეტესად იმის მიხედვით კი არ წყდება, ვინ რისი ღირსია, არამედ სხვა, ბევრად უფრო ბუნებრივი მიზეზით. ხოლო თუ უფლებაზე მიდგება საქმე, სურვილის უფლება ვიღას არა აქვს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩემო კეთილნო, უწყოდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი უეჭველად დამნაშავეა ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის მაგიერ არა მარტო ზოგადი მსოფლიო დანაშაულის გამო, არამედ თითოეული პირადად მთელი ხალხისა და ყოველი ადამიანის განვლილი გზისა. რამეთუ ბერები სხვანაირნი კი არა, ისეთივენი არიან, როგორც მართებს ამქვეყნად ყოველ ადამიანს. მხოლოდ მაშინ აღგევსება გული უსასრულო, ქვეყნიერების მომცველი, ზღვარდაუდებელი სიყვარულით. ყოველი თქვენგანი მხოლოდ მაშინ შეძლებს, მთელი სამყარო სიყვარულით მოიპოვოს და ცრემლით თავისით მსოფლიო ცოდვანი განრეცხოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიბილწეს ყველა აგინებს, ყველანი კი მაინც სიბილწეს ეტანებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = კატერინა ივანოვნას არასოდეს ვყვარებივარ! მე რომ მიყვარს, ეს ყოველთვის იცოდა, თუმცა მასთან ჩემს სიყვარულზე ერთი სიტყვაც არ დამცდენია. იცოდა, მაგრამ არ ვუყვარდი! მისი მეგობარიც არასოდეს, ერთ დღესაც არ ვყოფილვარ; ზვიად ქალს ჩემი მეგობრობა არ ესაჭიროებოდა. ახლოს მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ გამუდმებით შური ეძია. შურს იძიებდა იმ შეურაცხყოფათა გამო, რასაც გამუდმებით, ყოველ წუთას დიმიტრისგან იტანდა მათი პირველი შეხვედრიდან დღემდე... იმიტომ რომ პირველი შეხვედრაც მის გულში შეურაცხყოფად ჩარჩა. აი, როგორი გული აქვს! მე ახლა მივდივარ, კატერინა ივანოვნა, მაგრამ იცოდეთ, რომ მართლა მხოლოდ იგი გიყვართ. თანაც, რაც უფრო მეტად შეურაცხგყოფთ, მით უფრო მეტად და მეტად გეყვარებათ. აი, ეს არის თქვენი თვითგვემა. იგი სწორედ ისეთი გიყვართ, როგორიც არის, გიყვართ თქვენი შეურაცხმყოფელი. თუ გამოსწორდება, უმალ მიატოვებთ და მისი სიყვარული საერთოდ გაგიქრებათ. იგი გჭირდებათ, რათა მისდამი თქვენს თავგანწირულ ერთგულებას განუწყვეტლივ ჭვრეტდეთ, ხოლო მას ორგულობას უსაყვედურებთ. ეს ყოველივე თქვენი ზვიადობის გამოა. ოჰ, აქ მრავალგზის დამცირება და დამდაბლებაა, მაგრამ ყოველივე ზვიადობის შედეგია... მე ძალზე ახალგაზრდა ვარ და ძალზე ძლიერად მიყვარდით. ვიცი, რომ ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, უბრალოდ განგშორებოდით და ეს თქვენც ნაკლებად შეურაცხგყოფდათ. მაგრამ მე ხომ შორს მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები. მე ხომ სამუდამოდ გშორდებით... არ მსურს, თვითგვემის დამსწრე ვიყო... მშვიდობით, კატერინა ივანოვნა, ჩემზე არ უნდა გაბრაზდეთ, იმიტომ რომ მე თქვენზე ასჯერ მეტად ვარ დასჯილი: დასჯილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ვეღარასოდეს გიხილავთ. მშვიდობით. ხელს ნუ გამომიწვდით. თქვენ ძალზე შეგნებულად მტანჯავდით და ახლა არ ძალმიძს, რომ შეგინდოთ. მერე შეგინდობთ, ახლა კი ხელს ნუ გამომიწვდით. Den Dank, Dame, begehr ich nicht, - ჯილდო არ მჭირდება, ქალბატონო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = დამცირებულ კაცს ძალიან უმძიმს, ყველანი კეთილიმსყოფლებივით რომ დაუწყებენ ცქერას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანებზე ერთთავად როგორც ბავშვებზე, ისე უნდა ვმზრუნველობდეთ, ხოლო ზოგს როგორც საავადმყოფოში ავადმყოფებს, ისე უნდა ვუვლიდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუნდაც ცხოვრების რწმენა დავკარგო, საყვარელმა ქალმა იმედი გამიცრუოს, ქვეყნიერებაზე წესრიგი თუა, აღარ მჯეროდეს, პირიქით, თუნდაც დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მოუწესრიგებელია, დაწყევლილია და ყველგან ეშმაკური ქაოსი სუფევს, ამქვეყნად ყოველივეზე გული რომ გამიტყდეს, სიცოცხლის წყურვილი მაინც არ გამინელდება და რაკიღა ამ თასს დავეწაფე, აღარც მოვცილდები, ვიდრე მთლად არ დავცლი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე მწყურია და ვცოცხლობ თუნდაც ლოგიკის საპირისპიროდ. ამქვეყნიური წესრიგი, ვთქვათ, არ მწამს, მაგრამ მიყვარს გაზაფხულზე გაფურჩქნული კვირტები. ლურჯი ცა, მიყვარს ზოგი ადამიანი, რომელიც, თუ დამიჯერებ, ზოგჯერ არც კი ვიცი, რატომ მიყვარს, მაგრამ გულით მაინც ძველებურად ვეთაყვანები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე უნდა შეიყვარო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი - აზრი ღმერთის აუცილებლობაზე - გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს. ხოლო მე, დიდი ხანია, გადავწყვიტე, არ ვიფიქრო ამაზე: ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არსებობს თუ არ არსებობს ღმერთი? ეს საკითხი სრულიად უჩვეულოა მხოლოდ სამი განზომილების გაგების უნარით შექმნილი გონებისათვის. მაშასადამე, ღმერთს ვაღიარებ, თანაც ხალისით, უფრო მეტიც, ვაღიარებ მის სიბრძნეს, მის მიზანსაც, ჩვენთვის სრულიად შეუცნობელს, მწამს წესრიგიანობა და აზრი ცხოვრებისა, მწამს მარადიული ჰარმონია, რისკენაც თითქოს ყველა მივემართებით, მწამს სიტყვა, რომლისკენაც სამყარო მიისწრაფვის და რომელიც თვით იყო ღმერთთან და რომელიც თვით არის ღმერთი. მგონი, სწორ გზას ვადგავარ, არა? მაგრამ, წარმოიდგინე, საბოლოო ჯამში ღმერთის საუფლო ქვეყნიერებას არ ვაღიარებ და არ შემიძლია, რომ ვცნო. ამასაც დავუმატებ: ყრმასავით მწამს, რომ ტანჯვა დასრულდება და წყლულებები მოშუშდება, ადამიანთა წინააღმდეგობის მთელი სამარცხვინო კომიზმი უსუსური მირაჟივით, უძლური და კნინი გონების მონაჩმახივით, ადამიანის ევკლიდური გონების ატომივით გაქრება და ბოლოს, სამყაროს ფინალში, მარადიული ჰარმონიის ჟამს, ქვეყნიერებას მოევლინება რაღაც ისეთი ძვირფასი, რაც ყველას გულს აღავსებს, ყოველნაირ გულისწყრომას დააცხრობს, რაც იკმარებს კაცთა მთელი ბოროტების, მათგან დაღვრილი მთელი სისხლის გამოსასყიდად, იკმარებს არა მარტო შესანდობად, არამედ გასამართლებლადაც იმისა, რაც ადამიანებს ჩაუდენიათ, - დაე, ეს მოხდეს, დაე, ეს მოგვევლინოს, მაგრამ მე ამას არ ვაღიარებ და არც მინდა, ვაღიარო! პარალელური ხაზები თუნდაც შეერთდეს და ეს თავად დავინახო: დავინახო და ვთქვა, რომ შეერთდა, მაინც არ ვაღიარებ. აი, ალიოშა, ჩემი მრწამსი, აი, ჩემი თეზისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანში, რა თქმა უნდა, მხეცი იმალება, მრისხანე მხეცი, განაწამები მსხვერპლის ყვირილით ტკბობის ავხორცული ჟინით ანთებული მხეცი, ჯაჭვებაწყვეტილი, დაუოკებელი მხეცი, გარყვნილების ჟამს რომ შეჰყრია მრავალი სენი, ნიკრისი, თირკმლების დაავადება და სხვა. ამ ხუთი წლის საბრალო გოგონას განათლებული მშობლები რანაირად არ აწამებდნენ. სცემდნენ, წკეპლავდნენ, წიხლს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რას ერჩოდნენ, მთელი სხეული დაულურჯეს. ბოლოს უკიდურეს დახვეწილობას მიაღწიეს: სიცივეში, ყინვაში, მთელ ღამეს ფეხისადგილში ამწყვდევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით გადაყენებას არ ითხოვდა (ანგელოზური ღრმა ძილით მძინარე ხუთი წლის ბავშვს თითქოს ისიც შეუძლია, რომ გადაყენება ითხოვოს), - ამის გამო მთელ სახეს განავლით უთხუპნიდნენ, აიძულებდნენ, ეს განავალი ეჭამა, და მას დედა სჩადიოდა, დედა! თანაც ამ დედას შეეძლო სძინებოდა, როცა ღამით უწმინდურ ადგილას ჩამწყვდეული ბავშვის კვნესა გაისმოდა! გესმის, თუ არა, პატარა არსება, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაუგია, რას ერჩიან, უწმინდურ ადგილას, სიბნელესა და სიცივეში ერთი ბეწვა მუშტს აქვითინებულ მკერდში იბაგუნებს და სისხლნარევი, უწყინარი, თვინიერი ცრემლებით ღმერთს შესტირის, დამიცავიო, - გესმის, ეს რა უაზრობაა, ჩემო მეგობარო და ჩემი ძმაო, ჩემო ღვთის მორჩილო და თვინიერო, გესმის, ეს უაზრობა რა საჭიროა და რატომაა შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ამქვეყნად ვერც იარსებებდა, რამეთუ სიკეთესა და ბოროტებას ვერ შეიცნობდაო. რა საჭიროა ამ ეშმაკეული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა, თუკი ასეთ ფასად დაჯდება? მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ადამიანის „მხეცურ“ სისასტიკეზე ლაპარაკობენ, რაც მხეცების მიმართ ძალზე არასამართლიანი და დამამცირებელია: მხეცი ვერასოდეს იქნება ისეთი სასტიკი, როგორიც ადამიანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გაივლის საუკუნეები და კაცობრიობა თავისი სიბრძნისა და მეცნიერების პირით იტყვის, რომ დანაშაულობანი არ არსებობს და, მაშასადამე, არც ცოდვა არსებობს, არიან მხოლოდ მშიერნი. „დააპურე და სათნოება მერე მოსთხოვე!“ - აი, რას დააწერენ იმ დროშაზე, რომელსაც შენს წინააღმდეგ აღმართავენ და რომლითაც შენი ტაძარი დაემხობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის დაეუფლება, ვინც მის სინდისს დაამშვიდებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = გათავისუფლებული ადამიანისთვის იმაზე უფრო გამუდმებული და მტანჯველი საზრუნავი არა არის რა, როგორც კი თავისუფალი შეიქნება, სასწრაფოდ მოძებნოს ის, ვისაც თაყვანი უნდა სცეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სამი ძალა, მხოლოდ სამი ძალა არსებობს, რის მეშვეობითაც შესაძლოა ამ ძალნაკლულ მეამბოხეთა სინდისის საუკუნოდ ძლევა და მოხიბვლა მათივე ბედნიერებისთვის. - ეს სამი ძალაა: სასწაული, საიდუმლოება და ავტორიტეტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი სასწაულს ოდნავ უარყოფს თუ არა, უმალ ღმერთსაც უარყოფს, რამეთუ ადამიანი ღმერთს ისე არ ეძიებს, როგორც სასწაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჭკვიან კაცთან საუბარი საინტერესოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ეს გავიგოთ, ამის გაგებას თუ ვინდომებთ, მთელი ქვეყნიერება სამოთხედ გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მზის ამოსვლას ყოველდღიურად შევხარი, ჩემი გული ყოველდღიურად უმღერის, მაგრამ უკვე უფრო მეტად მზის ჩასვლა, მისი გრძელი, ალმაცერი სხივები მიყვარს, მასთან ერთად წყნარი, თვინიერი, გულის ამაჩუყებელი მოგონებანი, საყვარელი სახებანი, რაც ხანგრძლივი და კურთხეული სიცოცხლის მანძილზე გულში ჩამრჩენია - ხოლო ყველაფერს გულის მომლბობი, შემრიგებელი, ყოვლის შემნდობი ღვთიური სიმართლე ასხივოსნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = უბირი კაცის გულში ჩაგდებული თესლი არ მოკვდება, მარად იცოცხლებს, წყვდიადსა და ცოდვათა წიაღში ნათელი წერტილივით იკიაფებს, როგორც დიადი შეგონება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვისაც ღმერთი არ სწამს, ღვთის ხალხისაც არაფერს ირწმუნებს. ვინც ღვთის ხალხისას ირწმუნებს, იმასაც განჭვრეტს, რაც ხალხისთვის წმინდათაწმიდაა, თუნდაც მისი რწმენა მანამდე სრულებით არ ჰქონდეს. მხოლოდ ხალხი და მისი მომავალი სულიერი ძალა მოაქცევს მშობლიური მიწიდან მოწყვეტილ ჩვენს ათეისტებს. რა არის ქრისტეს სიტყვა მაგალითის გარეშე? ხალხი ღვთის სიტყვის გარეშე დაიღუპება, რამეთუ მის სულს სიტყვა და ყოველგვარი მშვენიერების აღქმა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე ღვთიური რა კარგი, რა დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანის გარდა ყოველივე სრულყოფილია, უცოდველია და ჩვენზე უწინარეს მათთანაა ქრისტე, რამეთუ სიტყვა ყველასთვისაა, ყოველი ქმნილება და ყოველი არსი, ყოველი ფოთოლი სიტყვისკენ მიისწრაფის, ღმერთს სადიდებელს უგალობს, ქრისტეს გამო ტირის, თავისდა უცნობელად იდუმალ, უცოდველ არსებობას აღასრულებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შეუმზადებელი ერისკაცი სირცხვილისკენ ისეა მიდრეკილი, ზოგჯერ თავისი უსამართლიანესი საქციელისაც რცხვენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამანო და მოძღვარნო, რა არის ბერი? განათლებულ სამყაროში ზოგნი ამ სიტყვას ჩვენს დროში დაცინვით წარმოთქვამენ, ზოგნი კი სალანძღავად. რაც ხანი გადის, ეს უფრო მატულობს. მართალია, ოჰ, რა მართალია! ბერთა შორის მრავლად არიან მუქთახორები, ფუფუნების მოყვარენი, გემოთმოყვარულნი და თავხედი მაწანწალები. ამას მიგვითითებენ განათლებული ერისკაცნი: „თქვენ უქნარები და საზოგადოების უსარგებლო წევრები, სხვისი ნაოფლარით მცხოვრებნი, უსინდისო მათხოვრები ხართო“. ამ დროს ბერთა შორის რამდენნი არიან თავმდაბალნი და თვინიერნი, განმარტოებისა და მყუდროებაში მგზნებარე ლოცვის მსურველნი. განმარტოებით მყოფთ უძველეს მამათა, მოციქულთა და წამებულთაგან ღვთიური სიმართლის სიწმინდით გადმოცემული ქრისტეს სახება დიდმშვენიერად და შეურყევლად აქვთ გულში ჩამარხული და როცა საჭირო იქნება, წარმოუჩენენ სიმართლეშერყეულ ქვეყნიერებას. დიადია აზრი ესე. ვარსკვლავი ესე აღმოსავლეთით აღმობრწყინდება. ამას ვფიქრობ ბერზე და ნუთუ ეს მცდარია, ნუთუ ქედმაღლურია? შეხედეთ ერისკაცებს და ღვთის ხალხზე ყოველგნით განდიდებულთა სამყაროს, ღვთის სახება და მისი სიმართლე იქნებ იქ დამახინჯდა? მათ მეცნიერება აქვთ, ხოლო მეცნიერებას მხოლოდ ის გააჩნია, რაც გრძნობებს ექვემდებარება. ხოლო სულიერი სამყარო, ადამიანში არსებობის უმაღლესი ნახევარი საერთოდ უარყოფილია, ერთგვარი ზარ-ზეიმით, სიძულვილითაც კი, განდევნილია. ქვეყნიერებამ თავისუფლება გამოაცხადა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. მერედა რას ვხედავთ ამ თავისუფლებაში: მხოლოდ მონობას და თვითმკვლელობას! რამეთუ ქვეყნიერება ამბობს: „რადგან მოთხოვნილება გაგაჩნია, მაშ დაიკმაყოფილე, რამეთუ ისეთი უფლებები გაქვს, როგორც წარჩინებულებს და მდიდრებს. დაკმაყოფილებას ნუ მოერიდები, პირიქით, მეტი ინდომე“ - აი მსოფლიოს ამჟამინდელი მოძღვრება. ამას უწოდებენ თავისუფლებას. რას იძლევა ეს უფლება მოთხოვნილებათა მატებისა? მდიდართათვის განცალკევებასა და თვითმკვლელობას, ღატაკთათვის შურსა და მკვლელობას, რამეთუ უფლებები კი მისცეს, მაგრამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებანი არ მიუთითეს. როცა თავისუფლება მოთხოვნილებათა მატება და დაკმაყოფილება ჰგონიათ, თავიანთ ბუნებას ამახინჯებენ, რამეთუ გულში აღიძრავენ მრავალ უაზრო და უგუნურ სურვილს, ჩვევას და სულელურ გამონაგონს. მხოლოდ ერთმანეთის შურისთვის, ფუფუნებისა და ამპარტავნობისთვის არსებობენ. წვეულებათა გამართვა, ცხენები, ეტლები, ჩინები, მონა-მსახურები უკვე ისეთ აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ ამას თუნდაც სიცოცხლეს, ღირსებას, კაცთმოყვარეობას ანაცვალებენ, რათა ეს აუცილებლობა დაიკმაყოფილონ და თავსაც კი იკლავენ, თუ დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. ვინც მდიდრები არ არიან, ასეთივე რამ ემართებათ, ხოლო ღატაკები მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობასა და შურს ჯერხანად ლოთობით იხშობენ. მაგრამ მალე ღვინით კი არა, სისხლით დათვრებიან, მათ აქეთკენ უბიძგებენ. გეკითხებით: ასეთი ადამიანი განა თავისუფალია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად სულ უფრო და უფრო ქრება აზრი კაცობრიობის სამსახურისა, ძმობისა და ადამიანთა ერთიანობისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = თუ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, დანაშაული როგორღა იარსებებს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანთა ცოდვები ნუ შეგაშინებთ, ადამიანი მისი ცოდვებიანად გიყვარდეთ, რამეთუ ეს უკვე ღვთიური სიყვარულის მსგავსია და მიწიერი სიყვარულის მწვერვალია. გიყვარდეთ ყოველივე, რაც ღვთის შექმნილია, ერთიანადაც და ყოველი ქვიშის მარცვალიც. ყოველი ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი გიყვარდეთ. გიყვარდეთ ცხოველები, გიყვარდეთ მცენარენი, გიყვარდეთ ყოველი საგანი. თუ ყველა საგანი გეყვარებათ, საგნებში არსებულ ღვთიურ საიდუმლოს ჩასწვდებით. ერთხელ თუ ჩასწვდები, მერე განუწყვეტლივ იწყებ მის შეცნობას სულ უფრო მეტად და მეტად, ყოველდღიურად. და ბოლოს მთელ ქვეყნიერებას უკვე მთლიანად შეიყვარებ ყოვლისმომცველი სიყვარულით. ცხოველები შეიყვარეთ: მათ ღმერთმა აზრის საწყისი და უშფოთველი სიხარული მიანიჭა. ნუ შეაშფოთებთ, ნუ გააწვალებთ, სიხარულს ნუ წაართმევთ, ღვთიურ აზრს ნუ აუმხედრებთ. ადამიანო, ცხოველს ზვიადად ნუ მოეპყრობი: ისინი უცოდველნი არიან, ხოლო შენ შენი სიდიადით დედამიწას აბინძურებ ამქვეყნად შენი არსებობისას და ამქვეყნად წასვლის მერე ბინძურ კვალს ტოვებ. ვაი, რომ ასეთია თითქმის ყოველი ჩვენთაგანი! განსაკუთრებით ბავშვები გიყვარდეთ, რამეთუ ისინიც უცოდველნი არიან, როგორც ანგელოზები, და ჩვენი გრძნობების აღმძვრელებად, ჩვენი გულის განსაწმენდად და გზის მიმთითებლად არსებობენ. ვაი მას, ვინც ბავშვს შეურაცხყოფს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბრიყვები იმიტომ არსებობენ, რომ ჭკვიანები ასარგებლონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყოველივე, რაც ჭეშმარიტი და მშვენიერია, მუდამ ყოვლისმიმტევლობით აღვსილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რანაირ შერცხვენასა და ზნეობრივ დაცემას ეგუება ეჭვიანი ისე, რომ სინდისის ქენჯნას ოდნავადაც არ განიცდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვერც კი წარმოიდგენთ, რას შეეგუება და შეურიგდება, რას მიუტევებს ზოგი ეჭვიანი! ეჭვიანები ყველაზე უწინარეს მიუტევებენ და ეს ყველა ქალმა იცის. ეჭვიანს ძალზე მალე (რა თქმა უნდა, თავდაპირველად საშინელი სცენების გამართვის შემდეგ) შეუძლია, მიუტევოს, მაგალითად, უკვე თითქმის დამტკიცებული ღალატი, თავისივე თვალით ნანახი ხვევნა-კოცნა, თუკი ამავე დროს დაიჯერებს, რომ ეს „უკანასკნელად“ მოხდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია და ამიტომაც აკრძალულიც აღარაფერი არ უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არა გწამთ? - პირიქით, ღმერთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთი მხოლოდ ჰიპოთეზაა... მაგრამ.... ვაღიარებ, რომ იგი საჭიროა, წესრიგისათვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტიანული სარწმუნეობა მდიდრებმა და დიდგვაროვნებმა დაბალი კლასის დასამონებლად გამოიყენეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ვაღიარებ, რომ ქალი ქვემდგომი არსებაა და უნდა გემორჩილებოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როცა ადამიანები დანაშაულს ესწრაფვიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მრავალნი პატიოსნები არიან იმის გამო, რომ ბრიყვები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი გიჯობს მტრად გყავდეს, ვიდრე მეგობრად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წარმოგიდგენიათ, მათ ჰგონიათ, რომ რწმენისთვის სასარგებლონი არიან, რადგან ეშმაკები საიქიოდან რქებს უჩვენებენ. „ეს უკვე იმის, ასე ვთქვათ, მატერიალური საბუთია, საიქიო რომ არსებობსო.“ საიქიო და მატერიალური საბუთი, რა ხალხია! ამასთანავე, ეშმაკი თუნდაც დასაბუთებული იყოს, განა გვეცოდინება, რომ ღმერთიც დასაბუთებულია? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ძილში, განსაკუთრებით კოშმარში, ადამიანს ზოგჯერ ისეთი მხატვრული რამ ესიზმრება, ისეთი რთული და რეალური სინამდვილე, ისეთი მოვლენები ანდა მოვლენათა მთელი სამყაროც კი, ისეთ ინტრიგებზე აგებული, ისეთი მოულოდნელი წვრილმანები, თქვენებური უმაღლესი გამოვლენებიდან დაწყებული, გულისპირის უმცირესი ღილით დამთავრებული, ლევ ტოლსტოიც რომ ვერ შეთხზავდა. ზოგი ხომ სიზმარში ბედსაც კი ეწვევა ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ამქვეყნად ყველაფერი კეთილგონივრულად რომ იყოს, მაშინ არაფერი მოხდებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ტანჯვა არის ცხოვრება. სატანჯველის გარეშე ცხოვრებაში რა სიამოვნება იქნებოდა - ყველაფერი უსასრულო პარაკლისად გადაიქცეოდა, რაც წმინდაა, მაგრამ მოსაწყენია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - ნუთუ ღმერთი არც შენ გწამს? - რანაირად გითხრა, მაგრამ თუ სერიოზულად მეკითხები... - ღმერთი არის თუ არ არის? - დაჟინებით შეჰყვირა ივანმა. - მაშ სერიოზულად მეკითხები? ჩემო კარგო, ღმერთმანი არ ვიცი, სიმართლეს გეუბნები. - არ იცი, ღმერთს კი ხედავ? არა, შენ თავად შენ არა ხარ, შენ ხარ მე, მხოლოდ მე და მეტი არაფერი! სისაძაგლე ხარ, ჩემი ფანტაზია! - უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მე და შენ ერთი და იგივე ფილოსოფიის მქონენი ვართ. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, - ეს ნამდვილად ვიცი, ხოლო ყოველივე დანარჩენი, რაც ჩემს ირგვლივაა, მთელი სამყაროები, ღმერთი და თვით სატანაც კი - ჩემთვის დამტკიცებული არ არის, თავისთავად არსებობს თუ მხოლოდ ჩემი ემანაციაა, ჩემი ნაადრევად არსებული და ერთპიროვნული მეს თანამიმდევრული განვითარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რწმენასა და ურწმუნოებას შორის მონაცვლეობით გატარებ, რადგან ჩემი მიზანი მაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = - როდისმე თუ გიცდუნებიათ ისეთნი, კალიებით რომ საზრდოობენ და უკაცრიელ უდაბნოში ჩვიდმეტ წელიწადს ლოცულობენ, ხავსი რომ მოსდებიათ? - ჩემო კარგო, მხოლოდ ამას ვაკეთებდი. მთელ ქვეყნიერებას, მთელ ქვეყნიერებებს დაივიწყებ, ასეთ ვინმეს კი აღარ დაეხსნები, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი ბრილიანტია. ერთი ასეთი სული ხან მთელი თანავარსკვლავედის ტოლფასია - ჩვენ ხომ სხვა არითმეტიკა გვაქვს. ასეთი გამარჯვება ხომ ძვირფასია! ხოლო ზოგი მათგანი ხომ, ღმერთმანი, განვითარებით შენ არ ჩამოგივარდება, თუცმა ამას არ დაიჯერებ: ერთსა და იმავე ჟამს რწმენისა და ურწმუნოების ისეთ უფსკრულებს ჭვრეტენ, ზოგჯერ მართლა მოგეჩვენება, ერთი მისხალიც და კაცი „თავდაყირა“ გადაეშვებაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ო, მე მიყვარს ჩემი ფიცხი, ახალგაზრდა სიცოცხლის წყურვილით ათრთოლებული მეგობრების ოცნებები! იმათ ჰგონიათ, რომ ყველაფერს დაანგრევენ და ანთროპოფაგიით დაიწყებენ. სულელები, მე არ დამეკითხნენ! მე მგონი, არაფრის დანგრევა არ არის საჭირო, ადამიანს მხოლოდ ღმერთის იდეა უნდა მოუსპო, აი, საქმეს რით უნდა შეუდგე! ამით, დიახ, ამით უნდა დაიწყო - ბრმები არიან, არაფერი გაეგებათ! როცა კაცობრიობა ღმერთს უკლებლივ განუდგება, მაშინ თავისთავად, ანთროპოფაგიის გარეშე, მთელი ადრინდელი მსოფლმხედველობა და, რაც მთავარია, მთელი ადრინდელი ზნეობა დაემხობა, შემდეგ კი ყოველივე ახალი დაიწყება. ადამიანები გაერთიანდებიან, რათა ცხოვრებისგან მიიღონ ყველაფერი, რის მოცემაც კი ცხოვრებას შეუძლია, მაგრამ უსათუოდ მარტო ამქვეყნად ბედნიერებისა და სიხარულისთვის. ადამიანს ღვთაებრივი, ტიტანურად ამაყი სული განადიდებს და ღმერთკაცად აქცევს. ნებისყოფისა და მეცნიერების შემწეობით ბუნებას იგი ყოველ წუთას უკვე შეუზღუდველად დაამარცხებს, რაც ყოველ წუთას ისეთ სიამოვნებას მიანიჭებს, რომ ეს ადრინდელ ზეციურ სიამეთა სასოების მაგივრობას გაუწევს. ყველა შეიმეცნებს, რომ სრულად მოკვდავია, აღარასოდეს აღდგება და სიკვდილს ღმერთივით მშვიდად, ამაყად შეეგებება. სიამაყე მიახვედრებს, რომ არ უნდა დრტვინავდეს იმის გამო, რომ სიცოცხლე წარმავალია და ძმასსა თვისსა უკვე ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეიყვარებს. სიყვარული დააკმაყოფილებს მარტოოდენ წამიერი სიცოცხლისას, მაგრამ თვით იმის შეგრძნება, რომ სიცოცხლე წამიერია, სიყვარულის ცეცხლს იმდენად გააძლიერებს, რამდენადაც ადრე იმქვეყნიურ და უსასრულო სიყვარულის სასოებას ბადებდა. და ასე შემდეგ, ასე შემდეგ ამგვარადვე. დიდებულია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ბნედით ძალზე გატანჯული სნეულნი ერთთავად განუწყვეტელი და, რა თქმა უნდა, ავადმყოფური თვითდადანაშაულებისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი იტანჯებიან რაღაცაში და ვიღაცასთან თავიანთი „დანაშულობის“ გამო, სინდისის ქენჯნა აწამებთ, ხშირად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშეც კი, აზვიადებენ, ხანაც თავიანთ თავს თავადვე უგონებენ სხვადასხვა დანაშაულსა და ბოროტმოქმედებას. ასეთი სუბიექტი შიშისა და დაშინების შედეგად მართლა დამნაშავე ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შებღალული ბუნება და დამნაშავე გული, ყოველგვარ მიწიერ მართლმსაჯულებაზე უფრო სრულად არის თავისივე განმსჯელი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ეს გახლავთ ჟამი ცხოველური შიშის ჭვრეტისა, როცა დამნაშვე უკვე ხედავს, რომ ყველაფერი უკვე დაკარგულია, მაგრამ მაინც იბრძვის, თქვენთან ბრძოლას მაინც აპირებს. ეს ის ჟამია, როცა თვითგადარჩენის ყველა ინსტიქტი მის არსებაში ერთბაშად აღსდგება და იგი თავის გადასარჩენად მოგაპყრობთ შეკითხვის გამომხატველ, ტანჯულ, გამჭოლ მზერას, თქვენს შესწავლას, თქვენი სახის შესწავლას, თქვენს აზრებში ჩაწვდომას ცდილობს, ელის, რომელი მხრიდან დაარტყამთ და მშფოთვარე გონებაში ათასნაირ გეგმას მყისიერად ქმნის, მაგრამ სიტყვა მაინც ვერ დაუძრავს, შიშობს, რაიმე არ წამომცდესო! ეს დამამცირებელი მომენტები ადამიანის სულსა, გზანი სულის წამებისანი, ეს ცხოველური წყურვილი თავის გადარჩენისა ისეთი შემზარავია, ზოგჯერ თვით გამომძიებელსაც კი შესძრავს და დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას ჩაუნერგავს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფული ყველანაირ ვითარებაში აუცილებელია! ფულიანი კაცი ყველგან კაცია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რომანისტიც კი შეიძლება, კუთხეში მიიმწყვდიო და გააცამტვერო წვრილმანებით, იმ წვრილმანებით, რითაც მუდამ ასე მდიდარია სინამდვილე და რაც ამ საცოდავ, უნებურ მთხზველებს არაფრად მიაჩნიათ და თავში არც მოუვათ, როგორც თითქოს სრულიად უმნიშვნელო და უსარგებლო რაღაცა. ო, იმათ იმ წუთას ამისთვის არ სცალიათ, მათი გონება გრანდიოზულ მთლიანს ქმნის - ამ დროს კი ისეთ წვრილმანებს აჩეჩებენ! მაგრამ სწორედ ამით გააბამენ ხოლმე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ფსიქოლოგია თუმცა უღრმესი რამ გახლავთ, მაგრამ მაინც ჯოხსა ჰგავს, რომელსაც ორი ბოლო აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = წუთისოფლად ჩვენი ყოფნა ხანმოკლეა, მრავალ ავ საქმეს ვჩადივართ და ურიგო სიტყვებს წარმოვთქვამთ. ამიტომ ყველანი შევეცადოთ, ერთად ყოფნისას ხელთ ვიგდოთ ხელსაყრელი წუთი, რათა ერთმანეთს კარგი სიტყვაც ვუთხრათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ქრისტეს ცნება ჯერ თავად უნდა აღვასრულოთ და თავს ნება მხოლოდ ამის მერე მივცეთ, რომ ჩვენს შვილებს მოვთხოვოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = შურიანსა და თავმოყვარე კაცს ბევრ ფულს ერთბაშად ნუ აჩვენებთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია უფლება, მით უფრო შემზარავია მისი გამოყენება! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არაფრისგან სიყვარულის შექმნა შეუძლებელია, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = მამა ჯერ კიდევ არ არის ის, ვინც შვა, მამა ის არის, ვინც შვა და დაიმსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ნამდვილ ცხოვრებაში, რომელსაც არა მარტო საკუთარი უფლებები გააჩნია, არამედ უდიდეს მოვალეობებსაც აწესებს, თუ გვინდა, რომ ჰუმანურები, ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანები ვიყოთ, მოვალენი ვართ, იმ მრწამსს მივყვეთ, რაც გონებითა და გამოცდილებით შემოწმებულია, ანალიზის ქურაში გამოტარებულია, ერთი სიტყვით, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და არა უგუნურად, როგორც სიზმარში და ბოდვისას, რათა ადამიანს არ ვავნოთ, რათა იგი არ გავტანჯოთ და არ დავღუპოთ. აი, ეს იქნება ნამდვილი ქრისტიანული საქმე, არა მხოლოდ მისტიკური, არამედ გონივრული და ჭეშმარიტად კაცთმოყვარული საქმე... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეზღუდულობის გამო მთელ ქვეყნიერებას ადანაშაულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ადამიანი კეთილსა და კარგ გრძნობებს ხშირად დასცინის, მხოლოდ ქარაფშუტობის გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი, რასაც სხვა ვერავისთან ნახავ; ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს, აი ეს არის მთავარი! ეს უკვე ნიჭია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} === ''ეშმაკნი'' (1872) === [[ფაილი:Dosto3.jpg|thumb|right|150პქ|ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით, მეტსაც ვიტყვი, ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, იმასაც დროებით, ასე იცის თურმე მწუხარებამ.]] {{Q | ციტატა = არის ამქვეყნად უცნაური სახის მეგობრობა: ორმა მეგობარმა შეიძლება ცოცხლად დაჭამონ ერთმანეთი და მაინც ვერა და ვერ დაშორდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გადიდგულებული მეგობარი პირველი თვითონ გახდება ავად და შეიძლება დარდსაც გადაჰყვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო დიდბუნოვანია კაცი, მით უფრო სჩვევია უხეში აზროვნება, თუნდაც თავისი მრავალმხრივი განვითარების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალის გული დღემდე არავის ამოუცვნია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ რა ნაღველით და ბოღმით აგევსება გული, როცა წლების მანძილზე წმინდად ნალოლიავებ შენს დიდ იდეას უვიცები აიტაცებენ, ქუჩაში გაათრევენ და თავისთანა რეგვენების სათრევად გახდიან! როცა ამ შენს იდეას უეცრად ქუჩაში წააწყდები, სულ შეცვლილს, დამახინჯებულსა და ლაფში ამოსვრილს, ყოველგვარი ჰარმონიის, აზრისა და სილამაზისგან გაძარცულს და ბრიყვების საბურთაოდ გამხდარს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = აზრის წარმოსაშობად პირველ ყოვლისა შრომაა საჭირო, საკუთარი შრომა, საკუთარი თაოსნობა, საკუთარი გამოცდილება! ხელის გაუნძრევლად არასოდეს არაფერი გაკეთებულა. ვიმუშაოთ და ჩვენი აზრიც გვექნება. მაგრამ მუშაობის თავი ჩვენ ვინ მოგვცა, მაშ აზრიც იმათგან უნდა ვისესხოთ, ვინც აქამდე ჩვენს მაგიერ მუშაობდა და მაშასადამე, ისევ ევროპასა და ისევ იმ გერმანელებს მივაკითხოთ, ვინც აგერ ორასი წელია ჩვენი ჭკუის მასწავლებლები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსეთი იმდენად დიდი გაუგებრობა გახლავთ, გერმანელებისა და შრომის გარეშე ჩვენ ამ გაუგებრობას ვერც მოვერევით და ვერც თავს გავართმევთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არ შემიძლია მართლა და მართლა ისე ვიწამო, როგორც ჩემს ნასტასიას (მოახლე) ან რომელიმე ბატონკაცს სწამს, ასე ვთქვათ, „ყოველი შემთხვევისათვის“ - ან როგორც ჩვენს საყვარელ შატოვს, - თუმცა არა, შატოვი სათვალავში ჩასაგდები არ გახლავთ, შატოვს მოსკოველი სლავიანოფილივით იძულებით სწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქრისტიამობამ ქალი ვერ დააფასა, - რაც დიდებულად განავითარა ჟორჟ სანდიმ თავის ერთ-ერთ გენიალურ რომანში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სამარხვო ზეთსა და ცერცვის შეჭამანდში ხომ არ შეეძლო მართლა და მართლა ბელინსკის გზა ხსნისა ეპოვა!... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ორმოცდაშვიდ წელს, ბელინსკიმ საზღვარგარეთ ყოფნისას გოგოლს თავისი ცნობილი წერილი გაუგზავნა, სადაც სასტიკად უსაყვედურა, „ვიღაც ღმერთის“ როგორ გწამსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისი ხალხისა არა ესმის რა და ვინც მას მოწყდება, მყისვე მამულის რწმენასაც დაჰკარგავს და ათეისტი ან ყველაფერზე გულაყრილი კაცი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მარადიულმა, წმიდათა წმიდა სევდამ ერთხელ თუ აუძგერა გული რომელიმე მგრძნობიარე სულის ადამიანს, მერე თავის დღეში არ გაცვლის იმას სხვა არავითარ სიამოვნებაზე. ზოგს ხომ სევდა ყოველგვარ სიამოვნებას ურჩევნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ პატარა წვრილმანიც კი საოცრად გაგაკვირვებს და გონებაში დიდი ხნით ჩაგრჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო...“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავგანწირვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მეგობრებისათვის ზოგჯერ მართლაც მავნე გახლავთ განმარტოება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხშირად რომელიმე მწერალი ხალხს წლების მანძილზე ღრმა აზრების მატარებლად მიაჩნია, ჰგონია, საზოგადოების გარდაქმნაზე განსაკუთრებულსა და საოცარ გავლენას ახდენსო, მაგრამ ბოლოს მისი ღრმა აზრები ეგზომ წყალწყალა და უსუსური გამომდგარა, გული არავის დასწყვეტია, ასე მალე რატომ გამოიფიტაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გვხვდება ორი ჯურის ხალხი: ვინც დიდი მწუხარებისა და გაბოროტებისგან იკლავს თავს, ან შეშლილობით მოსდით თუ რაღაც სხვა მიზეზით, ისინი ბევრს არ ფიქრობენ, უცებ გადასწყვეტენ ხოლმე. ტკივილი ნაკლებ ადარდებთ; მაგრამ თუ სრულ გონებაზე მყოფი იკლავს თავს, - ის ბევრს ფიქრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - ვითომ შეიძლება სრულ გონებაზე მყოფმა მოიკლას თავი? - ძალიან ბევრი იკლავს. ტკივილის შიში რომ არა, უფრო მეტი იქნებოდა. ყველა. - მაშ თქვენი ფიქრით, რა უშლის ხელს ადამიანებს თავი მოიკლან? - მე... მე ჯერ ცოტა რამ ვიცი... ისე კი ორი რამ უშლის, მხოლოდ ორი: ერთი ძალიან პატარაა, მეორე კი ძალიან დიდი, მაგრამ ეს პატარაც ძალიან დიდია. - პატარა რაღაა? - ტკივილი. - მეორე დიდი მიზეზი რაღაა? - საიქიო. - ესე იგი სასჯელი, არა? - რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოს ფიქრია, - მხოლოდ საიქიოსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულ ერთია. აი, თავი და თავი მიზანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის იმიტომ ეშინია. მე ასე მესმის. ბუნებაც ამას გვკარნახობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ყოველივე ტკივილი და შიშია. ახლა ადამიანს სიცოცხლე უყვარს, რამეთუ ტკივილი და შიში უყვარს. ასე მოუწყვეს. სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშს ფასად ეძლევა ადამიანს, აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის, გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი, ბედნიერი და ამაყი და მისთვის სულ ერთი იქნება სიკვდილ-სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - თქვენის აზრით, მაშ ის ღმერთი მაინც არსებობს? - ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი სიკვდილის შიშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ჩასწვდება ტყუილის არსს. ამის მიღმა თავისუფლება არ არსებობს. ყოველივე აქ არის, ამის იქით აღარაფერია. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ღმერთია. ახლა ყველას შეუძლია ისე გააკეთოს, აღარც ღმერთი იყოს და აღარც არაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის გაუკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ, რუსები, ამერიკელებთან შედარებით უსუსური ბალღები ვართ, კაცი ან ამერიკაში უნდა დაიბადო, ან კარგა ხანს უნდა იცხოვრო იქ, თუ გინდა იმათ დონემდე მიაღწიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მესმის, მოწყენამ როგორ უნდა აიტანოს კაცი. დარდმა არ უნდა გძლიოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = „რატომზე“ ელით პასუხს? ამ პატარა სიტყვას ჰგოდებს ქვეყნიერების გაჩენის პირველი დღიდან მთელი დედამიწა. ყოველ წუთს და წამს ამას შეჰღაღადებს თავის გამჩენს ბუნება, და პასუხი აგერ უკვე შვიდი ათასი წელია ვერ მიუღია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ისეთი სახეები, ყოველ ნახვაზე რომ მუდამ სხვანაირი გეჩვენება, მუდამ რაღაც ისეთს შეამჩნევ, რაც მანამდე არ შეგიმჩნევია, გინდა ასჯერ გყავდეს ნახული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა კაცს უჭირს თვითონ ლაპარაკი, ჰოდა, აუცილებელია ეს მესამე პირმა იკისროს, ვისაც არ გაუჭირდება ზოგიერთი საჩოთირო ამბის გადმოცემა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო საშინელ დღეშია ადამიანი, ან რაც უფრო დაჩაგრული და ღარიბია ხალხი, მით მეტი სიკერპით ეჭიდება ოცნებას, სამოთხეში ამინაზღაურდება ყველაფერიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედები მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, არც იცი, რატომ და რისთვის - იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, დროებით, ასე იცის მწუხარებამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიმართლე მუდამ დაუჯერებელია. სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რუსები უნდა მავნე პარაზიტებივით გაჟლიტონ კაცობრიობის საკეთილდღეოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვეულებრივ თუ ამქვეყნად ბოლო არაფერს აქვს, უთუოდ ექნება, უთუოდ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს უბედურება სწორედ ისევე სჭირია, როგორც ბედნიერება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე ეშმაკური არაფერია, კაცი რომ საკუთარ თავს თამაშობ, არავინ დაგიჯერებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმდენი უნდა იქაქანო და უმტკიცო შენი, ბოლოს შენვე აგერიოს, მსმენელმაც ვერაფერი გაიგოს და თავი დაგანებოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა რომ დიდი ბოროტება ჩაიდინო, ისეთი სამარცხვინო, თავმოსაჭრელი და ამასთან... ისეთი სასაცილო... მთელი ათასი წელი არავინ დაგივიწყოს და ათასი წელი ყველამ გაფურთხოს, უცბად კი ეს იფიქრო: „შუბლში ერთი ტყვია და მორჩა ყველაფერიო“, განა სულ ერთი არ იქნება, ვინ რას იტყვის და რას იზამს შენს შემდეგ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ადამიანისთვის დრო უცბად გაჩერდება და საუკუნოდ ასე იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი რომ სრულ ბედნიერებას მიაღწევს, მაშინ ჟამი აღარ იქნება, ვინაიდან აღარც არის საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დრო საგანი არ არის, დრო იდეაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავ წუთს ბედნიერი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არც ერთ ერს არ მოუწყვია თავისი ცხოვრება მეცნიერებისა და გონების საწყისებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გონება და მეცნიერება ადამიანთა ცხოვრებაში მუდამ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა დასაბამიდან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჯერ არასდროს მომხდარა, ყველა ერსა თუ რამდენიმეს ერთი საერთო ღმერთი ჰყოლოდათ, თითოეულს თავისი ჰყავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი კაცობრიობისა, მიზანი ყოველი ერისა, მისი არსებობის მანძილზე არის მარტოოდენ ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება და რწმენა მისი, ვითარცა ერთარსებისა, ჭეშმარიტებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი არის სინთეტიკური პიროვნება მთელი ხალხისა, ამ ხალხის არსებობის დასამაბიდან დასასრულამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცოცხლე ტკივილი და შიშაა, ადამიანი კი უბედურია. ვინც ტკივილსა და შიშს დაძლევს, თვითონ გახდება ღმერთი. ღმერთი სიკვდილის შიშია. ვინც მხოლოდ შიშის მოსაკლავად მოიკლავს თავს, უმალ ღმერთი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = რას დაიჩემეთ ეს ოცი წელი! ეს ოცი წელი [მეგობრობის] მარტო საკუთარი თავმოყვარეობის ამბავი იყო და მეტი არაფერი. წერილებს ჩემთვის კი არა, შთამომავლობისთვის წერდით. თქვენ სტილისტი ხართ და არა ჩემი მეგობარი. მეგობრობა სინამდვილეში გაბუქებული სიტყვაა: გულის ჭუჭყის გადმონთხევა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ჩვენ ყველას კატეხიზმოთი გვასწავლეს: „თუ პატივს სცემ მამასა შენსა და მშობლებსა შენსა, დღეგრძელიც იქნები და სიმდიდრეც მოგეცემაო“. ასე არის ათ მცნებაში. ჰოდა, თუ ღმერთმა საჭიროდ სცნო სიყვარულის წილ ჯილდოს დანიშვნა, მაშასადამე, ეგ თქვენი ღმერთი უზნეო არის-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ. უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე }} {{Q | ციტატა = ცალკეულ ხალხთა გაქრობის ნიშანი საერთო ღმერთის აღიარება გახლავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც და ისპობა რწმენაც თვით ხალხთან ერთად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც უფრო ძლიერია ხალხი, მით განსაკუთრებულია ღმერთი მისი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტებისა, საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ხალხებს საერთო ცნება ექმნებათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მაშინ იწყება მათი გადაგვარება და მაშინ იშლება სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ხალხი ამყავს ღმერთამდე. ან ყოფილა კი ოდესმე სხვანაირად? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხალხი ეს სხეულია ღვთისა. ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვინემ საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლივ ჰგმობს. ვინემ სწამს, რომ მისი ღმერთი სხვა ღმერთებს დაამარცხებს და განდევნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ებრაელები მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მოლოდინით სულდგმულობდნენ და ქვეყნიერებას ახალი ღმერთი დაუტოვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბერძნები ბუნებას აღმერთებდნენ და მსოფლიოს თვისი რელიგია უანდერძეს ანუ ფილოსოფია და ხელოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომმა ხალხი გააღმერთა სახელმწიფოს სახით და კაცობრიობას სახელმწიფო დაუტოვა ანდერძად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ დიად ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას, თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალა არის და არა დიდი ერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - მითხარით, თქვენ თვითონ გწამთ თუ არა ღმერთი? - მე რუსეთი მწამს, მართლმადიდებლობა მწამს მისი... მწამს ქრისტეს სხეული... მწამს, რომ მეორედ მოსვლა რუსეთში მოხდება... მწამს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვაი, რომ პიგმეები ვართ ამერიკის ჩრდილოეთ შტატების აზრთა გაქანებასთან შედარებით; რუსეთი ეს ბუნების შეცდომაა და არა ჭკუისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც დიდი ადამიანი უნდა იყო, საღმა აზრმაც არ შეგაყოყმანოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რწმენა რომ ხალხის გასაპირუტყვებლად გინდათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დიდი ნიჭის ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოყვასის უბედურება უცხო თვალს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მუდამ სიამეს ჰგვრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სინამდვილეში მოწყალების გაცემით მინიჭებული სიამოვნება ამპარტავნული და უზნეო სიამოვნებაა, ეს მდიდარი კაცის განცხრომაა, აქაოდა სიმდიდრე და ძალაუფლება მაქვსო და მათხოვარზე მაღლა ვდგავარო. მოწყალება ათახსირებს გამკითხავსაც და გაკითხულსაც და ვერც მიზანს აღწევს, ვინაიდან მხოლოდ ამრავლებს გლახაკებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეულ რუსეთს ყველაზე ნაკლებ ძალუძს ამქვეყნად რასმე გაუმკლავდეს. უბირი ხალხი კიდევ ჰა, რუსთა ღმერთს ეჭიდება და იმით უდგას სული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კურთხეული რუსეთი ფიცრისგან ნაგები ქვეყანა არის, ღატაკი და... საშიში ქვეყანა, სადაც ბატონებად ქედმაღალი გლახაკნი სხედან, დანარჩენი უმრავლესობა კი ხუხულებში ცხოვრობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსული რევოლუციური იდეის მთელ არსს სინდისის უარყოფა შეადგენს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცისთვის სინდისი მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და მუდამ ტვირთი იყო, მთელი მისი ისტორიის მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თავის მოკვლა იმიტომ მინდა, ეს იმიტომ ვიფიქრე, არა მსურს სიკვდილისა მეშინოდეს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით, ყველაზე ძლიერ რა მოქმედებს ამ ხალხზე? რა და მუნდირი. მუნდირის ჯადოს ვერავინ უძლებს. მეც განზრახ ვიგონებ ჩინებსა და თანამდებობებს: ეს მდივნებიო, ეს ფარული მეთვალყურენიო, ხაზინადარნიო, თავმჯდომარენიო, ეს რეგისტრატორნიო, მათი თანაშემწენიო - ამ ანკესზე ყველა ეგება. ამასთან სენტიმენტალობაც დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე თუმცა სულ მთლად არა მწამს, მაინც არ ვიტყვი, ღმერთი უნდა დაიხვრიტოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა საკუთარი ჭკუით არავინ ცხოვრობს. საკუთარი ჭკუა ახლა ძალიან ცოტასა აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უდესპოტიზმოდ არც თავისუფლება ყოფილა ქვეყნად და არც თანასწორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნიერებას ერთი რამ აკლია მხოლოდ და ეს ერთი მორჩილებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სწავლის წყურვილი უკვე დიდკაცური სურვილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბატონკაცი რომ დემოკრატიას იწამებს, ამაზე მომხიბლავი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იმაზე აუტანელი არაფერია, როცა გაუბედურებულ კაცს ასი მეგობარი დაადგება თავზე და ჩასჩიჩინებს, ბრიყვულად მოიქეციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მთლიანად არასოდეს ინანიებს დანაშაულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ საზოგადოებაში მოიძებნება ნაძირალა ადამიანები, ყოველ გარდამავალ ხანაში ამოტივტივდებიან ხოლმე ისინი ზედაპირზე და არა მარტო მიზანი, ჭკუისა და აზრის ნიშანწყალიც არ გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ მოუსვენრობასა და მოუთმენლობას გამოხატავენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე არ მესმის, რად იქცევიან ეს ჩვენი ბატონი გენიოსები თავიანთი დიდებული წლების მიწურულს, როგორც პატარა ბიჭები? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მსუბუქი ლიტერატურული კითხვის დროს, რაც უნდა გენიოსი იყო, საზოგადოებას ოც წუთზე მეტი გული არ უნდა გაუწყალო, თორემ დაუსჯელად ვერ გადარჩები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცობრიობის ბედ-იღბალისთვის სისულელე ისევე საჭირო გახლავთ, როგორც უდიდესი გენია... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანიის გარეშეც გაძლებს, რუსი კაცის გარეშე ხომ გაძლებს და გაძლებს, მეცნიერების, პურის გარეშეც გაძლებს, მაგრამ სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს, რამეთუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე! ამაშია მთელი საიდუმლოება, ეს არის, რაც არის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იცით კი, რომ მეცნიერებაც წუთით ვერ გასძლებს სილამაზის გარეშე, ეს იქნება ხეპრეობა და არა მეცნიერება, ლურსმანსაც ვერ გამოიგონებს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ - მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ; უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“ და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საერთოდ, რუსი ქალის სილამაზეს უზადოება აკლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტების თვალნათლივ დანახვამ არ შეიძლება მაინც არ შეგაძრწუნოს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ო, რა საზიზღარი, რა სულმდაბალი პირუტყვია ადამიანი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი და მისი შეხედულება - ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთმანეთისგან განსხვავებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ზოგჯერ ისეთი წამები, ეს ხუთი თუ ექვსი წამია მხოლოდ, როცა შენს სულში განუწყვეტელი ჰარმონია ისადგურებს. ამას მიწიერი არაფერი აქვს. მე არც ზეციურს დავარქმევდი, უბრალოდ მიწიერი ადამიანი ამას ვერ გაუძლებს, ან ფიზიკურად უნდა შეიცვალოს, ან მოკვდეს. ეს არის ნათელი, უდავო შეგრძნება. თითქოს უცბად შეიგრძნობ მთელ ბუნებას და უცებ ამბობ: ეს კი მართალიაო. როცა ღმერთმა ეს ქვეყანა გააჩინა, გაჩენის ყოველი დღის ბოლოს ასე ამბობდა: „ეს მართლა კარგიაო“. ეს... გულაჩუყება არაა, ეს უბრალოდ სიხარულია. თქვენ აღარც პატიება გჭირდებათ ვისიმე, ვინაიდან საპატიებელი აღარაფერი გაქვთ. ეს სიყვარულზე მეტიცაა! საშინელი ის არის, რომ ყველაფერი ასე საშინლად ცხადია და ასე დიდად სახარბიელო. ეს კიდევ ერთი წამი რომ გაგრძელდეს, შენი სული ვერ გაუძლებს და გაქრება. ამ ხუთ წამში მე მთელ სიცოცხლეს განვიცდი და მთელ სიცოცხლეს არ დავიშურებ ამ წამებისათვის. ათი ასეთი წამის გასაძლებად ფიზიკური გარდაქმნაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობდი, ლიტონი სიტყვები არ ყოფილიყო. მხოლოდ ამიტომ ვცოცხლობდი. ახლაც ყოველდღე ამას ვნატრობ, ლიტონი სიტყვები არ იყოს-მეთქი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ ღმერთი არის, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ. თუ არ არის, ყველაფერი ჩემი ნებაა და მოვალე ვარ ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნუთუ ამ პლანეტაზე ისეთი არავინ მოიძებნება, ღმერთი უარყოს, თვითნებობა ირწმუნოს და მერე გაბედოს ეს თვითნებობა გამოავლინოს? ეს იგივეა, გლახაკმა მემკვიდრეობა მიიღოს და შიშით სალაროს ვერ გაეკაროს. მე მინდა ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. თუ სხვამ არა, მე ერთი გავაკეთებ ამას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მოვალე ვარ თავი მოვიკლა, ვინაიდან ჩემი თვითნებობის მთავარი მუხლია - შენი ხელით მოიკლა თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემთვის ყველაზე დიდი იდეა ის არის, რომ ღმერთი არ არსებობს. ამას ადასტურებს კაცობრიობის ისტორია. ადამიანს სხვა არაფერი უკეთებია, გარდა ღმერთის გამოგონებისა, რა არის თავი არ მოეკლა და ეცოცხლა. მთელი მსოფლიოს ისტორია დღემდე ეს არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იყო ამ ქვეყნად ერთი დღე და იმ დღეს დედამიწაზე სამი ჯვარი იდგა. ერთს, იმ ჯვარზე გაკრულს, ისე სწამდა, მეორეს უთხრა: „დღეს ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდებიო“. დასრულდა დღე, ორივე მოკვდა. იარეს, იარეს და ვერც სამოთხე ნახეს, ვერც მკვდრეთით აღდგომა იხილეს. ნათქვამი არ ახდა. მისმინე: ეს კაცი იყო უდიადესი არსება ამ ქვეყანაზე, მისთვის ღირდა მხოლოდ ესულდგმულა ქვეყნიერებას. მთელი პლანეტა, ყოველივე, რაც მასზე არის, ამ კაცის გარეშე სიგიჟეა და სხვა არაფერი. არც მანამდე და არც მერე მისი მსგავსი არ შექმნილა და არც შეიქმნება, რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს. სასწაულიც სწორედ ის არის, რომ მისი მსგავსი არც ყოფილა და არც იქნება. ხოლო თუ ასეა, თუ ბუნების კანონებმა ისიც არ დაინდეს, თავისივე სასწაულიც გასწირეს, ისიც იძულებული გახადეს ამ ცრუ წუთისოფელში ეცხოვრა და სიცრუისთვის მომკვდარიყო, მაშასადამე, ეს პლანეტა სიცრუეა, სიცრუეზე დგას და ყველაფერი მხოლოდ ადამიანის დაცინვაა. მაშასადამე, თვით პლანეტის კანონები სიცრუე და ეშმაკისეული ვოდევილი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვერ გამიგია, როგორ შეიძლება სცოდნოდა ათეისტს, ღმერთი არ არისო, და მაშინვე თავი არ მოეკლა? იცოდე, ღმერთი არ არის და ისიც იცოდე, შენ თვითონ ღმერთი ხარ - ამაზე მეტი უაზრობა არ შეიძლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ვიკლავ თავს, რომ დავამტკიცო ჩემი ურჩობა და ჩემი ახალი საშინელი თავისუფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ ყველას, უპირველეს ყოვლისა, შევუნდოთ და ვაპატიოთ მუდამ და ყოველთვის... იმედია, ჩვენც შეგვინდობენ. რამეთუ ყველანი ერთმანეთის წინაშე დამნაშავენი ვართ... დიახ, დამნაშავენი!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოო, ბედნიერია ის, ვისაც ღმერთი ცხოვრების გზაზე ქალს შეახვედრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ ქვეყანასთან რომ ანგარიში გაასწორო და სრული თავისუფლება მოიპოვო, შენდობა, შენდობა და შენდობაა საჭირო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძნელი ყოფილა ამ ქვეყანაზე ისე იცხოვრო, არ მოიტყუო... და... შენივე ტყუილი არ დაიჯერო, დიახ, სწორედ ასეა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ეს ეშმაკნი, გამოსულნი სნეულისგან და შესულნი ღორებში (ბიბლიური სიუჟეტი) - ეს სულ მუწუკები და წყლულებია, უწმინდურება და სიბინძურე, ეშმაკნი და ეშმაკეულნი, რომელთაც შეჭირვებული ჰყავთ ჩვენი ტკბილი სნეული, ჩვენი დიდი რუსეთი საუკუნეთა მანძილზე. დიახ, რუსეთი, რომელიც მე მუდამ მიყვარდა. მაგრამ აზრი ზენარი და ნება ზენარი მოევლინება მას ზეციდან, როგორც იმ ეშმაკებისგან შეპყრობილ შეშლილს და გამოვლენ მისგან ყველა ეს ეშმაკნი, ეს უწმინდურება, მთელი ის სიბილწე, ზედაპირზე ჩირქიან მუწუკებად გამოსული... და თვითონვე შეიხვეწებიან, გაგვიშვიო, ღორებში შევალთო. თუმცა, იქნებ უკვე შესულნიც არიან! დიახ, დიახ, ეს ჩვენ ვართ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი ახლა თუნდაც იმიტომ არის ჩემთვის აუცილებელი, რომ ადამიანს მარტო მისი სიყვარული შეუძლია ნიადაგ... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უკვდავება თუნდაც იმიტომ მომენიჭება, ღმერთი არ იქნება ისე უსამართლო, გულში ჩამიქროს მისი სიყვარულის ერთხელ ანთებული ლამპარი: სიყვარულზე ძვირფასი კი განა რა არის? სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს? თუ მე შევიყვარე იგი და სიხარული მომგვარა ამ სიყვარულმა - შეიძლება კი გამაქროს მეც, ჩემი სიხარულიც და არად გვაქციოს? თუ ღმერთი არის, მეც უკვდავი ვარ! Voila ma pfofession de foi (აი, ჩემი რწმენა სჯულისა) | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს... უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, მალული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ჩემზე უსაზომოდ სამართლიანი და ბედნიერი, უკვე მეც მავსებს უზომო სასოებით, როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მქონდეს ჩადენილი! ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასათვის და ყოველივესთვის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანმა მუდამ შეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთილება მოკლავთ. უსაზღვრო და უსაზომო ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც ის პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობრებო და კეთილებო: გაუმარჯოს დიად აზრს, უკვდავ, უსაზომო აზრს, ყოველმა კაცმა მუხლი უნდა მოიდრიკოს იმის წინაშე, რასაც დიადი აზრი ჰქვია. დიადი ხომ ყველაზე სულელსაც სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ამ წარმოუდგენლად პატივმოყვარე ლიტერატორებს თითქოსდა მოვალეობად მიაჩნიათ არც დამალონ ეს თავისი პატივმოყვარეობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ისეთი ლიბერალი, რომელსაც არავითარი მიზანი არ გააჩნია, მარტო რუსეთში გახლავთ შესაძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენი შრომით ცხოვრება არ შეგვიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ღმერთი მწამს, მაგრამ ამას გარკვევა უნდა: მწამს არსება, რომელსაც მე ჩემში ვატარებ და ჩემში შევიცნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც არ იცი, ვერც შეიყვარებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ყველა და ჩვენც ყველა ახლა - ან სულმდაბალი ათეისტები ვართ, ან გულაყრილი, გათახსირებული ვიგინდარები და მეტი არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი რამის აღიარება მართლაც ძნელია ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე ისეთ რამეებზე არ ვმსჯელობ, რაც უკვე გადაწყვეტილია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი ყოვლის მხილველ თვალსაც მოატყუებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგ საგანზე არამცთუ არ შეიძლება კაცმა ილაპარაკოს, ლაპარაკის წამოწყებაც კი უჭკოუბაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ აჯანყებას დაიწყებ, უთუოდ ათეიზმიდან უნდა დაიწყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რომის კათოლიციზმი ქრისტიანობა აღარ არის, რომმა ის ქრისტე იწამა, რომელსაც ეშმაკის მესამე ცთუნებამ სძლია. კათოლიკებმა რომ გამოაცხადეს, ამქვეყნიური მეუფების გარეშე ქრისტე ფეხს ვერ მოიკიდებსო, ამით ანტიქრისტე აღიარეს და მთელი დასავლეთი დაღუპეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სოციალიზმი უკვე თავისი შინაარსით ათეიზმია, რამეთუ პირველივე სტრიქონი აცხადებს, რომ ის ათეისტური მოძღვრებაა და განზრახული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისა და გონების საწყისებზე მოაწყოს ყველაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საფრანგეთი მთელი თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რომაული ღმერთის იდეის განვითარება იყო, ხოლო თუ თავისი რომაული ღმერთი ბოლოს უფსკრულში გადაისროლა და ათეიზმი ირწმუნა, რასაც ჯერჯერობით სოციალიზმად ნათლავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ათეიზმი რომის კათოლიციზმზე უფრო ჯანსაღი არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთს ვერ იწამებ, თუ ღმერთი არა გყავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იშრომეთ და შრომით ჰპოვეთ ღმერთი; ეს არის ყველაფრის დედაარსი, ანდა გაქრით, ვით საზიზღარი ობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლა ჭკვიანები აღარ ყბედობენ, პირი აქვთ დაცული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შრომა გვეზარება, ფულის მადა კი დიდი გვაქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მათხოვრობამ არ შეიძლება კაცი არ გარყვნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგიერთი პროკლამაციის ერთ სტრიქონში უფრო მეტი აზრია, ვინემ რომელიმე კანცელარიის მთელ საქმიანობაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ზოგად საკაცობრიო მიზნების მიღწევა გაცილებით მაღლა დგას ხორციელ სიამოვნებაზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ღმერთი აუცილებელია და ამიტომაც უნდა იყოს, მაგრამ მე ვიცი, ღმერთი არ არის და არც შეიძლება იყოს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი მაინც ქალია, გინდაც მონაზვნის სამოსელი ეცვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენს ცოდვილ დროში რწმენა მამა ზეციერისა ადამიანის ერთადერთი სასოებაა ამ ტანჯვისა და ვაების წუთისოფელში, ისევე როგორც მართალთათვის აღთქმული საუკუნო ნეტარება... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''საწყალი ადამიანები'' (1846) === [[ფაილი:Dostoevskij 1863.jpg|thumb|right|150პქ|მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს.]] {{Q | ციტატა = ოჰ, ნეტავი რა მომელის, როგორი იქნება ჩემი ბედი! რა მძიმეა ცხოვრება, როცა აწმყო გაურკვეველია, არა გაქვს მომავალი, არ იცი რა გელის. უკან მიხედვისა კი გეშინია. იქ ყველაფერი მწუხარებით არის მოცული, მისი ერთხელ მოგონებაც კი გულს მისერავს. მთელი სიცოცხლე უნდა ვიტირო ჩემი დამღუპველი ბოროტი ადამიანების გამო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხანდახან ხდება ხოლმე, ადამიანი დაიბნევა საკუთარ გრძნობებში და ჩმახავს რაღაცას. ამის მიზეზი სხვა არაფერი არ არის რა, თუ არა სისულელემდე გადაჭარბებული გულის სიფიცხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თქვენ ინატრეთ ვარდები, დღეს კი გიგზავნით, ხომ ხედავთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის ხოლმე, მადლობა უფალს, რომ ჩვენი უბედურებანიც მთავრდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუმცა ბნელი ადამიანი ვარ, შეიძლება ჩერჩეტიც, მაგრამ მათგან განსხვავებით ვიცი, რომ გული მეც ისეთი მაქვს, როგორიც ყველა სხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არ მიყვარს, როცა ბავშვი ჩაფიქრებულია, სამძიმოა მათი ყურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი. ადრე კი ეს აზრადაც არ მომდიოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საწყალი ადამიანი საშინლად მომკითხველია, ის ღვთის გაჩენილ ქვეყანასაც სხვა თვალით უყურებს, ყველა გამვლელს ალმაცერად უცქერს და თავის ირგვლივ შემკრთალი იყურება, თითოეულ სიტყვას აკვირდება - ვინ იცის, იქნებ ჩემზე ამბობენ რამესო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რაც გინდა წერონ, რაც გინდა ჯღაბნონ მჯღაბნელებმა, საწყალი ადამიანის ცხოვრებაში მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამას წინათ ემელია მეუბნებოდა, რომ რაღაცაზე ხელი მოაწერინეს და ათშაურიანი მისცეს იმის გამო, რომ იდგა უბრალოდ გაუნძრევლად, მას ეგონა სიკეთის გამო მისცეს და თურმე, ისინი ფულს იხდიდენ საწყალი ადამიანის ნახვაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დღეს სიკეთეს რაღაც უცნაურად სჩადიან, ვინ იცის, იქნებ მუდამ ასე იყო. მათ ან არ იციან როგორ აკეთონ ეს საქმე, ანდა ამ საქმის დიდი ოსტატები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანს შიშველი თითი რომ მოუჩანს, იდაყვთან გამოხეული ტანისამოსი რომ აცვია, ამას თავისებურად აღწერენ და ყიდიან. თქვენ ხომ ყველას წინაშე არ გაშიშვლდებით, სწორედ ასევე საწყალი ადამიანს არ უყვარს, როცა მის გალიაში იყურებიან და აკვირდებიან, როგორი ოჯახური პირობები აქვს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის წლები, საიდან სად! ხანდახან ერთი კაპიკიც კი არ გამაჩნდა. მციოდა, მშიოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. დილით ნევსკაიაზე გავივლიდი, ვინმე ლამაზმანს წავაწყდებოდი და მთელი დღე ბედნიერი ვიყავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} === ''დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი'' (1861) === [[ფაილი:Fyodor Mikhailovich Dostoyevsky 1876.jpg|thumb|right|150პქ|თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით.]] {{Q | ციტატა = ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს ერთ წელიწადში გამოივლის ადამიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თქვენთვის, მჯღაბნელებისათვის ყველა მომხიბვლელია, ვისაც კაბა აცვია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ასე მოსდით ზოგჯერ უგულკეთილეს, ამავე დროს სუსტი ძარღვების მქონე ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი გულკეთილობისა, თვით ნეტარებამდე აჰყვებიან ხოლმე საკუთარ ვარამსა და რისხვას, ეძებენ საბაბს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველაფერი გადმოანთხიონ, თუნდაც გული ატკინონ სხვა უდანაშაულო და მეტწილად მათთვის ყველაზე მახლობელ ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = ქალს მაგალითად ზოგჯერ მოთხოვნილება აქვს, თავი უბედური და დაჩაგრული ეგონოს, თუნდაც არც წყენა მიეყენებინოს ვინმეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც სამუდამოდ დაკარგულია, იმას ვეღარ დაიბრუნებ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ ქალი რამეში დამნაშავედ გრძნობს თავს, უმალ ამჯობინებს შემდგომში ათასგვარი ალერსით გამოასწოროს თავისი დანაშაული, ვიდრე დანაშაულის აშკარა მხილების დროს აღიაროს იგი და პატიება ითხოვოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო მეტია სათნოება და სიკეთე, მით მეტი ეგოიზმია მასში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} {{Q | ციტატა = უკეთუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ }} === ''ყმაწვილი'' (1875) === [[ფაილი:Valikhanov.jpg|thumb|right|150პქ|თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.]] {{Q | ციტატა = რასაც არ უნდა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა ,,ნაკადული'' თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა ხომ ერთნაირი ბუნებისა არ არის; ბევრ ადამიანს ლოგიკური დასკვნა ხანდახან გადაექცევა ხოლმე უძლიერეს გრძნობად, რომელიც დაეუფლება მთელ მის არსებას, რომელსაც ასე იოლად ვერ განდევნი და ვეც გადაასხვაფერებ. ასეთი კაცი რომ განკურნო, თვითონ ის გრძნობა უნდა შეუცვალო, ეს კი შეუძლებელია, თუ სანაცვლოდ არ მოინახა რომელიმე სხვა, ისეთივე სიძლიერის გრძნობა. ეს მუდამ ძნელია, ხოლო ხშირ შემთხვევაში კი - შეუძლებელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული ერთადერთი გზაა, რომელიც არარა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამისა და თანაც მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია - პატიოსანია ის თუ უპატიოსნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, უთუოდ შემონახული აქვს ხსოვნაში რაიმე მოგონება ისეთი ამბისა, რაც მას გადახდენია და რაც მას შეუფასებია ან მზადაა შეაფასოს როგორც ფანტასტიკური, უჩვეულო, იშვიათი, თითქმის სასწაულებრივი რამ, სიზმარი იქნება ეს, შეხვედრა, მკითხაობა, წინაგრძნობა, თუ რაღაც ამგვარი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უჭირს ადამიანს იცოდეს ყველა შეცოდება, გაერკვეს რა არის ცოდვა და რა არა: აქ საიდუმლოებაა, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეიცან ყოველივე, რამეთუ როცა შეეყრები უღმერთოს ვისმეს ან თავაშვებულს, შეგეძლოს პასუხი მიაგო, რათა მან არ გაგაბრუოს მკრეხელობით და არ აგიმღვრიოს უმწიფარი ფიქრები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად რჩება; ხოლო თუ მოკვდა მრავალ ნაყოფს გამოიღებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ცუდია თუ შეწყვიტე წიგნების კითხვა, სამწუხარო იქნება თუ ცხოვრების აღსასრულს ჩემსავით ეტყვი შენს თავს: მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ კარგი არაფერი ვიცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მწამს ღმერთი, რადგანაც შემიძლია ვიწამო ის, და მწამს იმდენად, რამდენადაც შემიძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეტისმეტად ამაყ ადამიანს უყვარს სწამდეს ღმერთი, მეტადრე ისეთს, ვინც ადამიანებს ცოტა არ იყოს ზიზღით შესცქერის. მრავალ ადამიანს აქვს რაღაცნაირი ბუნებრივი მოთხოვნილება - იპოვნოს ვინმე ან რამე, რის წინაშეც ქედს მოიხრის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ახლანდელი დრო ესაა უკიდურესობათა რიდისა და უგრძნობლობის დრო, უმეცრებისკენ, სიზანტისკენ ისწრაფვის დრო, საქმის გაკეთების შნო აღარავის აქვს, ყველა მზამზარეულს მოითხოვს. არავინ არაფერს უფიქრდება, იშვიათად რომ შეიქმნეს რაიმე იდეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძლიერ ადამიანს ხანდახან ძალიან უმძიმს საკუთარი სიძლიერის ატანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენ გულწრფელად გვინდა პატიოსნები ვიყოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უსაზიზღრესი გარყვნილება კისერზე ჩამოკიდებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საუკეთესონი კაცთა შორის არც სხვებზე მეტნი არიან რამით და არც ნაკლებნი, ისინი მხოლოდ შეშლილები არიან. მარტოოდენ საშუალონი და უნიჭონი არიან მოლხენილნი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ხე რომ დარგო კაცმა, ყველა ირგვლივ დაგცინებს: რაღას რგავ, შენ მაგ ხეს ვერ მოესწრებიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზნის მიღწევა მათემატიკურადაა უზრუნველყოფილი. საქმე მეტად მარტივია, მთელი საიდუმლო ორად ორ სიტყვაშია: შეუპოვრობა და განუწყვეტლობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა რელიგია და ყველა ზნეობრიობა რაც კი ქვეყნად არსებობს, ერთნაირია ერთ რამეში: „გიყვარდეს სათნოება და გაურბოდე ბიწიერებას.“ ხომ თითქოს არაფერია ამაზე ადვილი არა? აბა სცადეთ ერთი, ჩაიდინეთ სათნო და გაექეცით თქვენს თუნდაც ერთ ბიწიერებას. აი, ამიტომ მეორდება ეს ორი სიტყვა საუკუნეების მანძილზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე მინდა მხოლოდ ის, რაც ძლიერებით მოიპოვება, რასაც სხვა გზით, თუ არა ძლიერებით ვერ მოიპოვებ. ესაა განმარტოვება და საკუთარი ძალის მშვიდი შეგნება! აი, ყოვლად სრული განმარტება თავისუფლებისა, რაზეც ასე თავს იტეხს კაცობრიობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანი ხშირად გულწრფელად განიცდის, მაგრამ მაინც თამაშობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებიც როგორც კი ცივი წყალი გადაევლებათ, მაშინვე უარს ამბობენ არა მარტო თავის საქციელზე, არამედ იდეაზეც და თვითონვე დასცინიან იმას, რაც ერთი საათის წინ წმიდათა წმინდად მიაჩნდათ, ო, რა იოლად ახერხებენ ამას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მართლაც ბევრია თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ჩვეულების გამო, ისევ ახალგაზრდა თაობა ჰგონია თავი, რაკი ჯერ კიდევ გუშინ ასეთი იყო, და იმას კი ვერ ხვდება, რომ უკვე გარიყულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნდა შეგეძლოს ცხოვრების პატარ-პატარა უბედურებათა ატანა. უბედურებანი თუ არ იქნა, ცხოვრება არცა ღირს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = წვრილმანები არ დაგავიწყდეს, რაც უფრო პატარაა რაიმე ხაზი, მით უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალზე არ უნდა უამბო მესამე პირს, კონფიდენტი ვერ მიგიხვდება. ანგელოზი რომ ანგელოზია, ისიც ვერ მიგიხვდება. თუ ქალს პატივს სცემ, ნუ გაიჩენ კონფიდენტს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ოტელომ დეზდემონა იმიტომ კი არ მოკლა და მერე თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ეჭვიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას იდეალი წაართვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მხიარულება თავიან-ფეხებიანად გასცემს ადამიანს. ზოგი ხასიათი ისეთია, დიდ ხანს ვერ გაუგებ, მაგრამ გაიცინებს ადამიანი უცებ ძალზე გულწრფელად და მთელი მისი ხასიათი თითქოს ხელის გულზე გადაშლილაო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მოცინარი და მხიარული ბავშვი სამოთხის შუქია, მომავლის გამოცხადებაა, როცა ადამიანი ბოლოს და ბოლოს ბავშვივით უმანკო და გულუბრყვილო შეიქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა მწარეა მოხუცის ავადმყოფობა, ხომ თიითქოს სული რაღაში უდგიაო, მაგრამ მაინც რომ ცოცხალია და შეჰხარის ქვეყნიერებას და ვგონებ სიცოცხლე თავიდან რომ ჰქონდეს დასაწყები, არც ეს შეუკრთობდა სულს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი დრტვინვით ან უკმაყოფილებით შეხვდა სიკვდილს, ესე არს ცოდვა უდიდესი. ხოლო თუ სულის სიმხიარულემ შეაყვარა სიცოცხლე, მაშინ ვფიქრობ უფალიც მიუტევებს ყველაფერს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაფერი საიდუმლოებაა მეგობარო, ყველაფერი უფლის საიდუმლოებაა. ეს საიდუმლობაა დატანებული ყოველ ხეში, ბალახის ყოველ ღეროში, პაწია ჩიტუნა გალობს თუ ვარსკვლავთა ხომლი კაშკაშებს ღამით ზეცაში - სულ ერთი საიდუმლოებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = დააკვირდით წყლის წვეთს და დაინახავთ მთელ ახალ სამყაროს, ცოცხალ არსებათა მთელს ცხოვრებას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთონი არ შემხვედრიან, მხოლოდ მოუსვენარი ადამიანები მხვდებიან, აი მათი ნამდვილი სახელი, ვინაიდან მთელი თავისი დღე და მოსწრება სულ კითხულობენ, წიგნიერი სიტკბოთი გამძღარნი ერთს მსჯელობაში არიან, თვითონ კი მაინც ვერაფერში გარკვეულან, არაფრის გადაწყვეტის შნო და უნარი არა აქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი. გამოდის რომ რითაც შუქი გვეფინება, იმასვე ვწყევლით და არც კი ვიცით, რომ ასეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება თუ რამეს არ ეთაყვანა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უღმერთო ათეისტი კი არა, ის არის, ვინც მართლა უღმერთოა და პირზე ღვთის სახელი აკერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვექილი დაქირავებული სინდისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ან კი რა არის შენი „ამ ქვეყნად?“ განა მარტოოდენ ოცნება არა? აიღე ქვიშა და დათესე ქვაზე; როცა ის ქვიშა იმ ქვაზე ამოვა და გაიხარებს, მაშინ შენი ოცნებაც ამქვეყნად ხორცს შეისხამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ მეკითხებოდეს, ყოველ განვითარებულ ადამიანს მცნებად დავუსახავდი, რომ თავისი სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად და რაღაცით გააბედნიეროს თუნდაც ერთი არსება. ოღონდ პრაქტიკულად, ესეიგი ნამდვილად გააბედნიეროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა იდეალისტი შუბლით შეასკდება სინამდვილეს, სხვებზე უმალ ყოველთვის სწორედ ის წარმოიდგენს ყოველგვარ სისაძაგლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩვენში ხომ სწორედ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს თუნდაც რაიმენაირი წესრიგი, ოღონდ კი ბოლოს და ბოლოს საკუთარი იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მუდამ ასე ემართებათ ხოლმე „უმწეოებს“: იციან, რომ იღუპებიან, და მაინც არ იშლიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსი ხალხი არის მეორეხარისხოვანი ხალხი, რომელსაც წილად რგებია იყვეს მხოლოდ მასალა უფრო კეთილშობილი მოდგმისა, თვითონ კი ვერ ითამაშებს დამოუკიდებელ როლს კაცობრიობის ბედ-იღბალში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქვეყნად არიან სამი ჯურის არამზადები: მიამიტი არამზადები, ე.ი. დარწმუნებულნი, რომ მათი არამზადობა უმაღლესი კეთილშობილებაა; არამზადები, რომელთაც რცხვენიათ, - ესე იგი ერცხვინებათ საკუთარი არამზადობისა, მაგრამ უსათუოდ უნდათ მაინც ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი სიგლახე, და დასასრულ უბრალოდ არამზადები, წმიდა წყლის არამზადები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = თუ კაცი იმდენად სამართლიანი და დიდსულოვანია, რომ, თავისდა საზიანოდ, სხვას მიაგებს კუთვნილს, ასეთი კაცი, თავისი ღირსებით, უფრო მაღლა დგას სხვებზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქორწინების საქმე რომ მარტო ქალებზე იყოს დამოკიდებული - არც ერთი ქორწინება არ შერჩებოდა ბოლომდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქ, სადაც საქმე ეხება არა რწმენას, არამედ იმას, რაც მათ რწმენად მიაჩნიათ, და, მაშასადამე, მათებურად, წმიდაცაა, იქ თუ გინდა ჯვარს ეცმევიან, წამებას აიტანენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უნარი - პატივი სცე საკუთარ თავს, მეტად იშვიათია ქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, ისევე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი საკუთარი ღირსება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყოველი კაცის ცხოვრებაში არის ხოლმე იმდენად თითქოსდა ექსცენტრული წადილი და ოცნება, რომ ერთი შეხედვით შეუცდომლად შეიძლება სიგიჟედ ჩაითვალოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = საოცარია, რამდენი გარეშე ფიქრი გაუელვებს ხოლმე გონებაში ადამიანს სწორედ მაშინ, როცა სულ ერთიან შეძრულია რაიმე უდიდესი ამბით, რომელსაც, სინამდვილეში, უნდა ჩაეხშო სხვა გრძნობები და გაეფანტა ყველა სხვა, მეტადრე კი წვრილმანი ფიქრები; პირიქით კი ხდება ხოლმე, ასეთ დროს სწორედ წვრილმანი ფიქრები დაესევიან და საშველს არ აძლევენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რუსები - ფრენოლოგიის, კრანიოლოგიისა და თვით მათემატიკის საფუძველზეც კი - მეორეხარისხოვანი მოდგმის ხალხია, და რომ, მაშასადამე, არც ღირს რუსად სიცოცხლე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, მუდამ აცალე ხოლმე ადამიანს ცოტა წაიტყუილოს - ამით ვის რა დაუშავდება. ბევრიც აცალე. ჯერ ერთი, ამით გამოიჩენ შენს ზრდილობას, მეორეც, სანაცვლოდ შენც გაცლიან ტყუილს - ერთბაშად ორი უდიდესი ხეირია. Que diable! უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო მეგობარო, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან, შეუძლებელი რამაა. და, მაინც, უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე სთესე სიკეთე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უფლება არა გაქვს სხვები განსაჯო, რადგან სხვების მსაჯული რომ იყო, ტანჯვით უნდა მოიპოვო განსჯის უფლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მეგობრებთან, გულით საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრება - აი სამოთხე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სიცილი სულის შეუმცდარი ჭაშნიკია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = არის ხოლმე ისეთი მიამიტობა, რომელიც მიენდობა ყველასა და ყველაფერს და ეჭვადაც არა აქვს, დამცინიანო. ასეთი ადამიანები მუდამ გონებაშეზღუდულები არიან, ვინაიდან შეუძლიათ პირველ შემხვედრს გადაუშალონ გული და რაც კი რამ სანუკვარი აქვთ, გადმოულაგონ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს ვერ ეთაყვანა; ვერ გაუძლებს თავის თავს ასეთი კაცი, ვერც ვერანაირი კაცი. ღმერთიც რომ უარჰყოს, კერპს დაუწყებს თაყვანისცემას - ხის, ოქრისი თუ გონების კერპს. სულ კერპთაყვანისმცემლები არიან ასეთები, და არა უღმერთონი, აი რა უნდა დავარქვათ მათ. უღმერთო ვითომ რატომ არ უნდა იყოს ქვეყნად? არიან ისეთები, რომლებიც მართლაც უღმერთონი არიან, ოღონდ ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან ამათზე, რადგან პირზე ღვთის სახელი აკერიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მამაკაცი ნამდვილად ზნეობრივად ემონება დედაკაცს, მეტადრე თუ დიდსულოვანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნახულა ქალი სულმდაბალი რომ არ იყოს? ამიტომაც უნდა ბატონობდეს მასზე მამაკაცი, ამიტომაც გაუჩენია ქალი ღმერთს დამოკიდებულ არსებად. ქალი - ბიწია და ცთუნება, მამაკაცი კი - კეთილშობილება და დიდსულოვნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მიზანი იყოს დიადი, თორემ რა უჭირს, პატარა ჭუჭყი თუ გაერევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესად განვითარებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ზეიმურად და ძლევამოსილად ბედნიერი სახე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ძალდატანებული, გადარეული სიყვარული ისე მოქმედებს, როგორც ავი ზნე, როგორც მარყუჟი, როგორც ავადმყოფობა, და - როგორც კი ნატვრას შეისრულებს კაცი - მაშინვე ჩამოეცლება ბისტი და ჩნდება სულ საწინააღმდეგო გრძნობა: ზიზღი და სიძულვილი, მოსპობის, განადგურების სურვილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ნება მომეცით მოგახსენოთ „წმინდა წყლის არამზადაზე“. მე ერთი ამხნაგი მყავდა, ლამბერტი, რომელიც ჯერ კიდევ თექვსმეტი წლისა მეუბნებოდა: როცა მდიდარი ვიქნები, ჩემთვის ყველაზე დიდი ნეტარება ის იქნება, რომ პურისა და ხორცის ჭმევას დავუწყებ ძაღლებს იმ დროს, როცა ღატაკთა შვილები შიმშილისაგან სიკვდილის პირას იქნებიან მისულნიო, ხოლო როცა შეშა აღარ ექნებათ, მთელ საწყობ შეშას ვიყიდი, მინდვრად დავაწყობ და ცეცხლს გავუჩაღებ, ღარიბ-ღატაკთ ერთ ღერსაც არ მივცემო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ას წლამდე რომ ვიცოცხლო, ხელმეორედ აღარ დავუბრუნდები ავტობიოგრაფიის წერას. ზედმეტად უნდა გიყვარდეს თავი, რომ მასზე წერო და არ შეგრცხვეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება?! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ვინაიდან სამყაროს შექმისას ჩემთვის არაფერი უკითხავთ, მეც ვიტოვებ უფლებას, ამ მხრივ საკუთარი შეხედულება ვიქონიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როგორ შეიძლება კაცს უთხრა, გასაკეთებელი არაფერიაო? ვერ წარმომიდგენია ისეთი მდგომარეობა, რომ ოდესმე აღარაფერი იქნეს გასაკეთებელი! იშრომეთ კაცობრიობისთვის და დანარჩენზე ნუ ზრუნავთ. საქმე იმდენია, რომ ამისთვის მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა, თუკი დაკვირვებით მიმოვიხედავთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რა დიდი რამ უნდა მშვენიერი იდეის უარყოფას? მთავარი ისაა, ასევე მშვენიერით ჩაანაცვლო იგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ადამიანები ამჯობინებენ ღმერთს, რათა ქედი არ მოუხარინ ადამიანებს, - ცხადია, თვითონაც არ უწყიან, როგორ ემართებათ ეს – ღვთის წინაშე ქედის მოხრა არც ისე შეურაცხმყოფელია. ასეთები ხშირად მეტისმეტად მორწნუნენი ხდებიან ხოლმე, უფრო სწორად, გულმხურვალედ მოსურნენი, რომ სწამდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იქნებ უკეთესიც იყოს, როცა ადამიანები შეურაცხყოფას გვაყენებენ: ყოველ შემთხვევაში, ეს თავიდან აგვაცილებს იმ უბედურებას რომ შევიყვაროთ ისინი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მე რომ რევოლვერი მქონდეს, სადმე ცხრაკლიტულში დავმალავდი, ღმერთს გეფიცებით, დიდი მაცდუნებელი რამაა. მე, იქნებ, არც მჯერავს თვითმკვლელობის ეპიდემიის, მაგრამ თუ აი, ეს ყოველ წუთს თვალში გეჩხირება კაცს, - ღმერთმანი არის ხოლმე წუთები, რომ შეიძლება გაცდუნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე ძნელად გასაგები სწორედ ის იდეებია, რომლებიც ყველაზე მარტივია და ნათელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ყველაზე უბრალოს მხოლოდ სულ ბოლოს გაიგებ კაცი ,როცა მოსინჯავ ყველაფერს, რაცაა ბრძნული და რაცაა ბრიყვული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = სრულიადაც არ არიან ადამიანები ისეთი მშვენიერები, რომ მათზე ესოდენ ზრუნვა ღირდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ქალი უდიდესი ძალაუფლებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რეალიზმი, რომელიც საკუთარი ცხვირის წვეტით განისაზღვრება, ყველაზე უგუნურ ფანტასტიკურობაზე უფრო საშიშია, ვინაიდან ბრმაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = კიდევ ის მიყვარს თქვენში, რომ ღიმილი არ გშორდებათ სახიდან: ეს ჩემი სამოთხეა!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ჩემო კარგო, სრულიადაც არ მინდა შენი იდეალების სანაცვლოდ რომელიმე ბურჟუაზიულ სიკეთეს დაგახარბო. არ ჩაგჩიჩინებ, დევგმირობას ბედნიერება სჯობია-მეთქი; პირიქით, დევგმირობა ყოველგვარ ბედნიერებაზე მაღლა დგას, და თუნდაც მარტოოდენ უნარი ამისა – თავისთავად ბედნიერებაა… სწორედ ამიტომაც გცემ პატივს, რომ ამ ჩვენს დამყაყებულ დროში შეძელი, საკუთარ სულში გაგეჩინა რაღაც „შენი იდეა“, მაგრამ მაინც შეუძლებელია, არ ვიფიქროთ ზომიერებაზე, ვინაიდან შენ სწორედ ახლა გსურს გიჟმაჟი სიცოცხლე, გინდა რაღაც ააგიზგიზო, დაამსხვრიო, მთელ რუსეთზე მაღლა დადგე, საავდრო ღრუბელივით გადაუარო თავზე, ყველანი შიშითა და აღტაცებით მოცულნი დატოვო, თავად კი გადაიმალო ჩრდილო ამერიკის შტატებში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = - უნდა გწამდეს ღმერთი, ჩემო კარგო. - და თუკი არ მწამს ეს ყოველივე? – წამოვიძახე ერთხელ გულმოსულმა. - ჰოდა, საუცხოოა, ჩემო კარგო… ეგ საუკეთესო ნიშანია, ჩემო მეგობარო, ყოვლად კეთილსაიმედოც კი, ვინაიდან რუსი ათეისტი, თუ ის მართლა ათეისტია და სულ მცირე ჭკუა მაინც აქვს – საუკეთესო ადამიანია მთელ დედამიწის ზურგზე და მუდამ მზადაა, მიეფეროს ღმერთს იმიტომ, რომ უსათუოდ კეთილია, ხოლო კეთილია იმიტომ, რომ უზომოდ კმაყოფილია თავისი ათეისტობით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან. და მაინც უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე და ისე თესე სიკეთე. მოითმინე მათგან სიავე, შეძლებისდაგვარად, გულს ნუ მოიყვან, „გახსოვდეს, რომ შენც ადამიანი ხარ“… ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე; არ წამოეგო ასეთ სიყვარულზე და განუწყვეტლივ გეზიზღებოდეს. ყურანში ალაჰი უბრძანებს თავის წინასწარმეტყველს, „ჭირვეულთ“ ისე მოეპყარი, როგორადაც თაგვებს, სიკეთე უყავი და გვერდი აუარეო – ცოტა ქედმაღლური ნათქვამია, მაგრამ მართალია. შეძელი, გეზიზღებოდეს მაშინაც კი, როცა კარგები არიან, ვინაიდან სწორედ აქ არიან ხოლმე ისინი ცუდები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = იდეებით ცხოვრება მოსაწყენია, უიდეებოდ კი მუდამ მხიარულად ცხოვრობს კაცი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = მთელ ამ ჩვენს პროგრესულ მოძრაობაში ბოლო ოცი წლის მანძილზე, უწინარეს ყოვლისა, ის დავამტკიცეთ, რომ ბინძურად გაუნათლებლები ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უბრალოება, კაცმა რომ თქვას, უმაღლესი ეშმაკობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ფული თუმცა ღმერთი არაა, მაგრამ მაინც ნახევარღმერთია - უდიდესი ცდუნებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = რარიგ მიიჩქარიან თავიანთ კუთხეში სამუშაოდან და საშოვრიდან მომავალი მდაბიო, დაღვრემილი ადამიანები! ყველას სახეზე აწერია თავისი მძიმე საფიქრალი და ამ ბრბოში იქნებ ერთიც არაა საერთო, გამაერთიანებელი აზრი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = როცა ჭკუაში გაგიჯდება რაღაც უძრავი, მარადიული, ძლიერი, რომლის გარდა სხვა არაფრისთვის აღარ გცალია, - ამით თითქოს ქვეყნიერებას ერიყები და უდაბნოში გადადიხარ, და ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სადღაც შენს მიღმა მიმდინარეობს, მთავარის გვერდის ავლით. შთაბეჭდილებებიც კი არასწორად აღიქმება. და, გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ მუდამ გაქვს თავის გასამართლებელი. რარიგ ვაწვალებდი მთელი ეს ხანი დედას, რა სამარცხვინოდ ვტოვებდი ჩემს დას: „ე, მე „იდეა“ მაქვს, სხვა დანარჩენი კი წვრილმანია“, - აი, თითქოს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს. მეც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, და მტკივნეულადაც, - მოვდიოდი შეურაცხყოფილი და მერე უცებ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ე, მე სულმდაბალი ვარ, მაგრამ მაინც მაქვს „იდეა“, მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ“. „იდეა“ მანუგეშებდა და მიადვილებდა შერცხვენასაც და არარაობასაც; ჩემი ყველა სისაძაგლეც თითქოს ამ იდეის უკან იმალებოდა; ის, ასე ვთქვათ, მიმსუბუქებდა ყველაფერს, მაგრამ თან ბურუსითაც ფარავდა, რაც რამ იყო ჩემ წინ; მაგრამ შემთხვევათა და საგანთა ასეთ ბუნდოვან გაგებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ავნოს თვით „იდეასაც“ კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} {{Q | ციტატა = უზენაესი და განვითარებული ადამიანი, უზენაეს აზრს რომ ემსახურება, ზოგჯერ სულ გადაუხვევს ხოლმე არსებითს, და სასაცილო, ჟინიანი და ცივი, ანდა უბრალოდ გეტყვი - სულელი ხდება ხოლმე, და არა მხოლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში, არამედ დასასრულ, თავის თეორიებში კი სულელი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი }} === ''მკვდარი სახლის ჩანაწერები'' (1862) === [[ფაილი:Dostoyevsky on his Bier, Kramskoy.jpg|thumb|right|150პქ|ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება.]] {{Q | ციტატა = სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ განათლება ადამიანში მედიდურობას აღვივებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ნაკლი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარი მორჩილი და მომთმენია გარკვეულ მიჯნამდე, მაგრამ არსებობს უკიდურესობა, რომელსაც არ უნდა გადასცდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მზა თვალსაზრისით დანაშაულის შეცნობა ძნელია და მისი ფილოსოფიაც უფრო რთულია, ვიდრე ვარაუდობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რასაკვირველია, საპყრობილე და იძულებითი მუშაობის სისტემა დამნაშავეს ვერ გამოასწორებს; ამით მას მხოლოდ სჯიან და საზოგადოების სიმშვიდეს უზრუნველყოფენ; ბოროტმოქმედთა თავდასხმისგან იცავენ. დამნაშავეს კი საპყრობილე და იძულებითი მუშაობა მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილსა და საშინელ თავქარიანობას უვითარებს. მტკიცედ მწამს, რომ კარგად ცნობილი ეს სისტემაც აღწევს მხოლოდ მცდარ, მოჩვენებით, გარეგნულ მიზნებს. იგი ფიტავს ადამიანს, უღიზიანებს სულს, ასუსტებს და აშინებს, შემდეგ ზნეობრივად გამომშრალ მუმიას, ნახევრად შეშლილს, გამოსწორებისა და მონანიების ნიმუშად წარმოადგენს. რასაკვირველია, დამნაშავეს სძულს საზოგადოება, რომელიც მას დამნაშავედ მიიჩნევს, საკუთარი თავი კი ყოველთვის მართალი ჰგონია. გარდა ამისა, დანაშაულისთვის ის უკვე დაისაჯა, ამიტომ თავს განწმენდილად თვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ფული გარკვეულწილად თავისუფლებაა, ამიტომაც თავისუფლებააღკვეთილი კაცისთვის ათჯერ უფრო ძვირფასია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ ნაამბობი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რამდენი ხასიათიცაა, იმდენივე ვარიაციაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = განათლებულ, პატიოსან, შეგნებულ და მგრძნობიარე კაცს სასჯელად საკუთარი გულისტკივილიც ეყოფა. მას ყველა სასჯელზე მეტად ეს სატანჯველი ღრღნის, საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო შეუბრალებლად და მკაცრად გაკიცხავს, ვიდრე ყველაზე უწყინარი კანონი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი ადამიანი იმდენად კეთილშობილია, ღვთისგან იმდენად დაჯილდოებული, რომ მათი უარესობისკენ შეცვლა შეუძლებელად მოგეჩვენებათ. მათი იმედი ყოველთვის გაქვთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზოგი რამ პირადად თუ არ გამოსცადე, ისე ვერ განსჯი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ზნეობრივი გაჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე მძიმეა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიცოცხლო და ვიცოცხლებ კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. სწორედ ასეთი „უბედურები“ საჭიროებენ ყველაზე ადამიანურ მოპყრობას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საქმის მოღალატეებმა, ცხვრის ფარაში გარეულმა მგლებმა, როგორადაც უნდა იმართლონ თავი, მუდამ დამნაშავეები იქნებიან, მით უმეტეს, თუ ყველაფერთან ერთად კაცთმოყვარეობაც აკლიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = დასასჯელს, როგორც წესი, იპყრობს რაღაც მძაფრი, მაგრამ წმინდა ფიზიკური, უნებლიე და დაუძლეველი შიში, რომელიც ადამიანის მთელ მეობას იმორჩილებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვეფხვივით მუდამ სისხლი სწყურიათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანია - ჩვეულებაა, რომელიც განვითარების თავის გზას გადის და ბოლოს, ავადმყოფობად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვეულებამ შეიძლება საუკეთესო ადამიანიც გააუხეშოს და იქამდე გადააგვაროს, რომ მხეცისგან ვეღარ გაარჩიოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სისხლი და ძალაუფლება ადამიანს ათრობს, სიტლანქესა და გახრწნილებას უღვივებს: ყველაზე არანორმალური მოვლენები გრძნობა-გონებისთვის მისაღები, დაბოლოს, დამატკბობელიც კი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ტირანში ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ კვდება; მისთვის ადამიანური ღირსებისკენ, მონანიებისა და აღდგომისკენ შემობრუნება თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს, ამგვარი თავნებობის მაგალითი მთელ საზოგადოებაზე გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცდურია. საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. ერთი სიტყვით, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ფიზიკურად დასჯის უფლება, ჩვენი საზოგაოების წყლულია, ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა ჩანასახშივე მოსპოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყოველგვარი მცდელობა და მის გარდაუვალ გადაგვარებას საფუძველი შეუქმნას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უცხო წრეში ცხოვრებაზე საშინელი არაფერია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = მიზან და იმედდაკარგული ადამიანი დარდისგან ხშირად ნამდვილ ნადირად იქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საპყრობილეში კაცი მოთმინებას ეჩვევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ყველაფერს ეჩვევა. ვფიქრობ, ესაა საუკეთესო განმარტება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = უსაქმურად, კანონიერი საკუთრების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, გაირყვნება, მხეცად გადაიქცევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოების უმაღლეს კლასს წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ზრუნავენ „უბედურებზე“ ვაჭრები, მეშჩანები - მთელი ჩვენი ხალხი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = თუ ადამიანის მოსპობა და განადგურება უნდათ, ის უნდა დასაჯონ ყველაზე საშინელი სასჯელით, ისეთით, უდიდეს ავაზაკ კაცისმკვლელსაც რომ შეაძრწუნებს და დააფრთხობს. ამისთვის საკმარისია ეს ადამიანი დაასაქმონ მისთვის სრულიად უსარგებლო და უაზრო სამუშაოზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველგვარი ზომების მიუხედავად, ცოცხალ ადამიანს ფიტულად ვერ გადააქცევ; შერჩება გრძნობები, ცხოვრებისა და შურისძიების წყურვილი, ვნებები და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = სინამდვილე სულ სხვა რამეა, ვიდრე ის, რასაც ცოდნით და სხვათა ნათქვამით წარმოიდგენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კატორღაში მიმავალი მდაბიო თავის საზოგადოებაში მიდის, თუმცა, შეიძლება იგი მასზე განვითარებული იყოს. რასაკვირველია, მან ბევრი რამ დაკარგა - სამშობლო, ოჯახი, ყველაფერი... მაგრამ მისი გარემო არ შეცვლილა. განათლებული კაცი კი, რომელსაც კანონით მდაბიოს იდენტური სასჯელი აქვს, ხშირად მეტს კარგავს. მან ყველა მოთხოვნილება, ყველა ჩვევა უნდა დაიოკოს, გადავიდეს მისთვის დაუკმაყოფილებელ გარემოში, მიეჩვიოს სხვა ჰაერით სუნთქვას... ის წყლიდან ამოგდებული თევზია. ხშირად კანონით გათვალისწინებული სასჯელი მისთვის სხვაზე ათჯერ უფრო მტანჯველია. ეს ჭეშმარიტებაა... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. თავისუფალი ადამიანიც, რასაკვირველია, იმედით ცოცხლობს, (მაგალითად, ბედის შეცვლის, ახალი საქმის დაწყების...), მაგრამ ის მოქმედებს და ცხოვრების ორომტრიალში სავსებით ერთვება, პატიმრის საქმე სხვაგვარადააა. დავუშვათ ესეც ცხოვრებაა - ყაზარმული, კატორღული; მაგრამ, ვინც უნდა იყოს კატორღელი და რა ვადითაც უნდა იყოს გადასახლებული, ვერ შეძლებს გადაჭრით, ინსტიქტურად, უპირობოდ მიიღოს თავისი ხვედრი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანი, თუნდაც ინსტინქტურად, თუნდაც შეუგნებლად, რაგინდ დაბეჩავებულიც უნდა იყოს, მაინც მოითხოვს პატივისცემას თავისი ადამიანური ღირსებისადმი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = პატიმარმა თვითონაც იცის თავისი მდგომარეობა, რომ პატიმარია, განკიცხულია, იცის თავისი ადგილი უფროსობის წინაშე; მაგრამ ვერავითარი დაღებით, ვერავითარი ბორკილებით ვერ აიძულებ დაივიწყოს, რომ ადამიანია. რადგან ის ჭეშმარიტი ადამიანია, მაშასადამე ადამიანურად უნდა მოეპყრა. ღმერთო ჩემო! დიახ, სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = კანონის ამ უნიჭო შემსრულებლებს სრულიად არ ესმით და არც შეიძლება იცოდნენ, რომ კანონის ზუსტად და უაზროდ, არსის გაუცნობიერებლად შესრულებას სწორედაც რომ უწესრიგობა მოჰყვება და არც არასოდეს გამოუღია სხავ შედეგი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საკმარისია მოაცილოთ გარეგანი ქერქი და ყურადღებით, ცრურწმენის გარეშე ჩაიხედოთ ხალხის გულში, ისეთ იშვიათ რამეს აღმოაჩენთ იქ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აკი საზოგადოებას ჯალათი სძულს, მაგრამ განა ჯალათი - ჯენტლმენი არაა?! ამაზე ახლახანს გამოთქვეს საპირისპირო აზრი, თანაც მხოლოდ წიგნებში, განყენებულად. ჯერჯერობით შორს ვართ იმისგან, რომ თვითმპყრობელური ჟინი ყველამ ჩაიკლას. თუნდაც ყოველი ფაბრიკანტი, ანტრეპრენიორი, უთუოდ უნდა გრძნობდეს, ერთგვარ გამაღიზიანებელ სიამოვნებას, რომ მასთან დასაქმებული მუშა ზოგჯერ თავისი ოჯახით მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დიახ, რეალურად სწორედ ასეა; თაობებს უჭირთ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც მემკვიდრეობით ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. ამგვარი სახელდახელო გადატრიალება შეუძლებელია. გააცნობიერო წინაპართა დანაშაული და ცოდვა, ჯერ კიდევ ცოტას ნიშნავს; საჭიროა სავსებით გათავისუფლდე მისგან. ეს კი უცებ როდი ხდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = ძნელი წარმოსადგენია, სადამდე შეიძლება დამახინჯდეს ადამიანის ბუნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = რაიმე მიზნის გარეშე ცოცხალი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} {{Q | ციტატა = აგრე ღმერთი შეგეწიოთ! თავისუფლება! ახალი ცხოვრება! მკვდრეთით აღდგომა... რა საამური წუთია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011 }} === ''თვინიერი'' 1876 === {{Q | ციტატა = ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაი რომ, სულმდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვარ კაცთა შორის უკეთილშობილესი, თუმც მევე არ მჯერა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = როცა ადამიანს ასამართლებ, უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორი იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა სულგრძელია, მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგახსენებთ, სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგცდა - უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს კი ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ - აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი მთელი სიცოცხლე სხავ არაფერი მიკეთებია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მეც ხომ უბედური ვიყავი! მეც ხომ ყველამ გამრიყა, გამრიყა და დამივიწყა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა - მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ, რომ მუქთად მოსდის, იმიტომ, რომ უშრომლად მოსდის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია, ეს ხომ აქსიომა გახლავთ, ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს კიდეც ხიბლავს ზოგჯერ უცნაურობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იცით, ბატონებო, ზოგი იდეა ხმამაღლა თუ ითქვა, სიტყვად თუ იქცა, ისეთ სისულელედ მოგეჩვენებათ, შენვე შეგრცხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = თქვენ მე გამრიყეთ, ადამიანებო, უხმოდ, ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაცხყოფა მიაგებეთ. მაშასადამე, უფლება მაქვს კედელი აღვმართო ჩემ და თქვენ შორის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამქვეყნად არაფერი ყოფილა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჩვენ დაწყევლილები ვართ, ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწ და მარადის! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = გოროზი, ამაყი, ნუგეშისა და ნამუსის მოწმენდას არავის სთხოვს, უსიტყვოდ იტანჯება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ნუ შეშინდები, ადამიანო, იყავი ამაყი! შენ არ ხარ დამნაშავე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, როცა, საუბედუროდ, ყველაფერი შენს დასაღუპად დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის ღრუბელივით ჩაევლო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ახლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო, დავრჩი ობლად. აგერ წიკწიკებს და წიკწიკებს საათი, რა ენაღვლება, ან რა აწუხებს. მე კი არავინ დამრჩა, არავინ მყავს მე უბედურს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = რა ჭირად ვიხლი ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაში მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ადათი, თქვენი ცხოვრება, სახელმწიფო, თქვენი მრწამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ, მე ვეტყვი, არაფერი არა მწამს-მეთქი. რად დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ ის, რაც ყველაზე მეტად მიღირდა? რა თავში ვიხლი ახლა თქვენს კანონებს? განზე გავდგები ყველაფრისგან. ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახლავთ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = „ერთმანეთი გიყვარდეთ ხალხნო“, - ვინა თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ...მე ვიღუპები, მაგრამ გოეთეს დიდებულ სიტყვებს გაუმარჯოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = მე მინდა ვიყო ჩემი თავის მსაჯული და ვიქნები კიდეც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე სთესოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ის იყო ჩემთვის ყველაფერი, ის იყო ჩემი ოცნებების, ჩემი მომავლის იმედი! ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც საჩემოდ ვამზადებდი, სხვა მე არავინ მინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტება ჩემს გულში იყო ჩამარხული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} {{Q | ციტატა = ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011 }} [[ფაილი:The Soviet Union 1971 CPA 4027 stamp (Fyodor Dostoyevsky (after Vasily Perov)).jpg|thumb|right|150პქ|მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით.]] === ''მოთამაშე'' (1867) === {{Q | ციტატა = მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით და სანამ მჭირდებით - უნდა გაგიფრთხილდეთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} [[ფაილი:Dostoevski grave at Alexander Nevsky Monastry.jpg|thumb|right|150პქ|ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა.]] {{Q | ციტატა = რაც შეეხება გამორჩენასა და მოგებას, მარტო რულეტზე კი არა, სადაც არ გინდათ, ადამიანები მუდამ ერთმანეთს აცლიან ლუკმას და მუდამ მოგებას ცდილობენ. ხოლო გამორჩენა და მოგება რაოდენ საძაგლობაა, ეს უკვე სხვა საკითხია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = პირდაპირ საკვირველი და სასაცილოა, რარიგ მეტყველია ხოლმე მორცხვი და ავადმყოფურად კდემამოსილი შეყვარებული კაცის თვალები, თუმცა უმალ მიწის გასკდომასა და შიგ ჩავარდნას არჩევს, ვინემ თავისი გრძნობები სიტყვითა და მზერით გაამჟღავნოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = იცით წარმოუდგენელი რამ? მე თქვენ ყოველდღე უფრო ძლიერ მიყვარხართ, ეს კი თითქმის შეუძლებელი რამაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უიმედოდ მიყვარხართ და ვიცი, ამის შემდეგ ათასჯერ უფრო მეტად მეყვარებით. თუ ოდესმე მოგკლავთ, საკუთარი თავის მოკვლაც იქნება საჭირო; ასე რომ, საკუთარ თავს რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ მოვიკლავ, რათა ეს აუტანელი ტკივილი უთქვენოდ ავიტანო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს ყველა გარემოებაში შეუძლია ღირსება შეინარჩუნოს. თუ საამისოდ ბრძოლა დასჭირდა, ეს კიდევ უფრო აამაღლებს, განა დაამცირებს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მარტოოდენ ფრანგებსა და კიდევ, მგონი, ევროპელებიდან ზოგს გააჩნიათ ისეთი გარეგნული ფორმა, უღირსი ფრიად ღირსეულად აჩინოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვიცი, არავითარი იმედი არა მაქვს და თქვენთვის ნული ვარ. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით: ყველგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გხედავთ, სხვა ჩემთვის არაფერი არსებობს. რად მიყვარხართ ასე, ვერ გეტყვით. იცით კი, რომ შეიძლება სულაც არ ხართ ლამაზი? წარმოიდგინეთ, ისიც არ ვიცი, მართლა ლამაზი სახე გაქვთ თუ არა? გული ნამდვილად ცუდი გაქვთ, არა მგონია, ჭკუაც კეთილშობილი გქონდეთ. კი, კი, შესაძლოა ასეც იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = რატომ მიწყრებით? იმიტომ, რომ თქვენს მონად ვაცხადებ თავს? მერე რა, მიმსახურეთ, ჰო, მიმსახურეთ მონასავით! იცით თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოგკლათ? იმიტომ კი არა, გადაგიყვარეთ ან ვიეჭვიანე, არა, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მინდა გშთანთქოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სიამოვნებაც ხომ ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო ცხოველური, უსაზღვრო ძალაუფლება თუნდაც ბუზზე, ესეც ხომ თავის მხრივ სიამოვნებაა. ადამიანი ბუნებით მტარვალია, სხვისი წვალება უყვარს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შესაძლოა ამდენი გრძნობის გადალახვის შემდეგ სული არ ივსება, მხოლოდ ღიზიანდება და მეტ შეგრძნებებს ითხოვს, სულ უფრო ძლიერ და ძლიერ, საბოლოო დაღლამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ბუნებრივად თავაზიან ფრანგს იშვიათად შეხვდები. მუდამ ნაძალადევად, მუდამ ანგარიშით არის თავაზიანი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = როცა გვჭირდება, ჩვენთვის საძულველ ადამიანებთანაც კი საქმის დაჭერას არ ვთაკილობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ყველა ქალი ერთნაირია! ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტად სიბერეშიაც მოგკითხავს და დაგსჯის ღმერთი სიამაყისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ... კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერი და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მიმიფურთხებია ყველასთვის! ვინ ვარ უკვე? ზერო. ვინ შემიძლია ვიყო ხვალ? ხვალ შემიძლია მკვდრეთით აღვსდგე და ცხოვრება ახლიდან დავიწყო! ვიპოვო ადამიანი ჩემში, სანამ ის არ გაქრა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს. მეგობრობის დიდი ნაწილი დამცირებაზეა დაფუძნებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მეკითხებით რა საჭიროა ფული? როგორ თუ რა საჭიროა? ფული ყველაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = უდიდესი სიამოვნებით მივატოვებდი ყველას და ყველაფერს! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = შენ ჭკვიანი და კეთილი ადამიანი ხარ... და... და სამწუხაროა, რომ ამასთანავე სულელიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მე თუ ვერ მიყიდით, ჩემი პატივისცემა შეიძლება იყიდოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ეს ზუსტად ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება. დაემეთანხმებით იმაში, რომ არ იხრჩობოდეს, ხავსს არ ჩათვლიდა ხის ტოტად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = მართლა რაღაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა უცხო მხარეში გადახვეწილი, შენს ქვეყანას, შენს მეგობრებს მოშორებული, ხვალ რომ არ იცი, რას შეჭამ, აიღებ და უკანასკნელ, შენს უკანასკნელ გულდენს ჩამოხვალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ჯერ კიდევ არ მესმის ჩემი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = ვერ ამიტანია ისეთი პატიოსანი ხალხი, ახლოს მისვლა რომ გეშინია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''უგვანო ანეკდოტი'' (1862) === {{Q | ციტატა = ჩვენ ყველანი ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის ძალგვიძს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} {{Q | ციტატა = სუფრაზე დაჯდომის ზუსტად ორი წუთის შემდეგ ერთმა ფიქრმა მოიცვა მთლიანად და შეზარა.ანაზდად იგრძნო, რომ უბედურად მთვრალია, წინანდელივით შეჭიკჭიკებული კი არადა, გალეშილი მთვრალია.ამის მიზეზი ერთი ჭიქა არაყია, შამპანურს რომ დააყოლა და მაშინვე მოერია.მთელი არსებით გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა.რა თქმა უნდა, სითამამე კი მოემატა, მაგრამ შეგნებამ არ უღალატა და უკიჟინებდა: "არ ვარგა, არა, არც შეგფერის და არც გეკადრება! ცხადია, მთვრალის მერყევ ფიქრებს ერთ წერტილზე რა გააჩერებს.თვითონაც გრძნობდა, მის სულში რო თითქოს ორი ძალა შეჭიდებოდა ერთმანეთს:ერთი ჩასძახოდა, შენს მიზანს უთუოდ მიაღწევო.მეორე კი მწარედ ღრღნიდა და გულს უწიწკნიდა: „რას იტყვიან? რით დამთავრდება? ხვალ, ხვალ რა იქნება!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „უგვანო ანეკდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ. }} === ''წერილი ძმას კატორღიდან'' === {{Q | ციტატა = კატორღაში გატარებული ოთხი წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლებია, იქ გავიგე ძალზედ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ადამიანები ყოველთვის ცოდვილები არ არიან, მათ ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როდესაც წმინდანები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ძმაო, საყვარელო მეგობარო ჩემო... არ გავზარმაცებულვარ, არც სულიერად დავცემულვარ, ცხოვრება ყველგან ცხოვრებაა, ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენს გარშეო. იყო ადამიანთა შორის და დარჩე ბოლომდე ადამიანად, არ გაზარმაცდე, არც სულიერად დაეცე - ეს არის ჩემთვის ცხოვრება, ეს არის ცხოვრების აზრი, ეს იდეა ღრმად გაჯდა ჩემში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = დიახ! მართალია, ის თავი, რომელიც ქმნიდა, ცხოვრობდა უმაღლესი ხელოვნებით, რომელმაც შეიცნო და შეეგუა სულის ამაღლებულ მოთხოვნილებებს, ის თავი უკვე მოკვეთილია ჩემი მხრებიდან. დარჩა მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი ჯერ კიდევ განუხორციელებელი ხსოვნა და გამოსახულებები. ისინი დამასნეულებენ, მართლა! მაგრამ ჩემში დარჩა ისევ ის გული, ისევ ის სისხლი და ხორცი, რომელთაც ასევე ძალუძთ უყვარდეთ და იტანჯებოდნენ, სურდეთ და ახსოვდეთ, ეს კი ცხოვრებაა. On voit le soleil! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო ჩემო! რამდენი იერსახე ჩემ მიერ გამოძერწილი, ახლიდან შექმნილი, ჩაქრება ჩემს გონებაში ან საწამლავად ჩაიღვრება სისხლში. წერას თუ ვერ შევძლებ, დავიღუპები! უმჯობესია თხუთმეტი წელი ვიჯდე, ოღონდ ხელში კალამი მეჭიროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 1“ }} {{Q | ციტატა = ნუ წუხხარ ჩემთვის, ღვთის გულისათვის! იცოდე, რომ არ ვარ ნაღვლიანი, გახსოვდეს, რომ ჩემში იმედი არ მომკვდარა, ოთხ წელიწადში შემსუბუქდება ბედი, რიგითი ვიქნები - ეს კი ტუსაღზე უკეთესია, და გაითვალისწინე, რომ ოდესღაც ჩაგეხუტები! ხომ ვიყავი დღეს სიკვდილის წინაშე? - საათის სამი მეოთხედი ამაზე ფიქრში გავატარე, უკანასკნელ საზღვრამდეც მივედი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვცხოვრობ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = თუ ვინმეს ბოროტად ვახსოვარ, თუ ვინმეს ჩემგან წყენა უდევს გულში, ყველას უთხარი, რომ დაივიწყონ, მაპატიონ. არ არის ჩემს სულში ბოროტება და წყენა. ეჰ, როგორ გადავეხვეოდი და მეყვარებოდა ნებისმიერი ჩემი წარსულიდან აქ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = როგორც კი უკან მოვიხედავ, მეფიქრება თუ რამდენი დროა გაფლანგული, რამდენი დრო დაიკარგა გზააბნეულობაში, შეცდომებში, სიცოცხლის არცოდნაში, როგორ არ ვუფრთხილდებოდი მას. რამდენჯერ შემიცოდავს საკუთარი გულისა და სულის წინაშე, გულიდან სისხლად გადმომდის ეს ყოველივე. ცხოვრება საჩუქარია, ცხოვრება ბედნიერებაა, ყოველი წუთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 2“ }} {{Q | ციტატა = ახლა ყველაფერს ვშორდები, რაც კი ნაზი იყო, ძნელია მოსწყდე ამ ყოველივეს, ძნელია გატეხო საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან, ნაწყვეტი 3“ }} === ''ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან'' (1864) === {{Q | ციტატა = მე არა მარტო ის ვერ შევძელი, რომ ანჩხლი გავმხდარიყავი, არამედ სხვაც ვერაფერი გავხდი: ვერც ბოროტი, ვერც კეთილი, ვერც უსინდისო, ვერც პატიოსანი, ვერც გმირი, ვერც მწერი. ახლა ჩემს კუთხეში ვცხოვრობ და თავს ღვარძლიანად ვანუგეშებ არაფრის მაქნისი აზრით, რომ ჭკიან კაცს სერიოზულად არც შეუძლია, რაიმე გახდეს და რაიმე მხოლოდ ბრიყვი გახდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭკვიანი კაცი ზნეობრივად მოვალეა, რომ უპირატესად უნებისყოფო არსება იყოს, ხოლო ნებისყოფიან, მოღვაწე ადამიანს მეტწილად გონებაშეზღუდულობა მართებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ახლა ეს ვთქვათ: წესიერი კაცი ყველაზე უფრო მეტი სიამოვნებით რაზე ილაპარაკებს? პასუხი: საკუთარ თავზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მრავლის შეცნობა სნეულებაა, ნამდვილი, სრული სნეულება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მაინც მყარად მწამს, რომ არათუ ძალზე დიდი ცნობიერება, არამედ ყოველგვარი ცნობიერება სნეულებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = რაც უფრო სრულად აღვიქვამდი სიკეთისა და ყოველივე „მშვენიერისა და ამაღლებულის“ არსს, მით უფრო ღრმად ვეფლობოდი ჩემს კუთვნილ წუმპეში და მით უფრო მეტად შემეძლო, ამ წუმპით ამოვთითხნილიყავი. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყოველივე შემთხვევით კი არ მემართებოდა, არამედ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეს ჩემი სრულიად ნორმალური მდგომარეობა გახლდათ და არა სნეულება და წახდენა, ისე რომ, ბოლოს წახდენასთან შებრძოლების სურვილიც გამიქრა. ეს იმით დასრულდა, რომ ლამის ვირწმუნე, რომ ჩემი ნორმალური მდგომარეობა სწორედაც ასეთი ყოფა იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სიამოვნებას, სახელდობრ, იწვევდა თავის დამცირების ძალზე აშკარა აღქმა, იმის შეგრძნება, უკანასკნელ ზღვართან რომ ხარ მიმდგარი, იმის შეგრძნება, ეს სისაძაგლე რომ არის, მაგრამ არც შეიძლება სხვაგვარად რომ იყოს, საშველი რომ არ გაქვს, სხვა ადამიანად ვერასოდეს რომ ვერ გადაიქცევი, თუნდაც დრო ჯერ კიდევ გქონდეს და რწმენაც გაგაჩნდეს, სხვა რაიმედ გადაქცევა რომ ძალგიძს. ამას თავად მაინც არ ისურვებდი და თუ ისურვებდი, მაინც არაფერს მოიმოქმედებდი, რამეთუ სინამდვილეში ვერაფრადაც ვერ გადაიქცეოდი. ხოლო მთავარი, ბოლოს და ბოლოს, ის გახლავთ, რომ ეს ყოველივე ხდება ჭარბი ცნობიერების ნორმალური და ძირითადი კანონებით და ამ კანონებიდან გამომდინარე ინერციით. მაშასადამე, არათუ რაიმედ ვერ გადაიქცევი, საერთოდაც ვერაფერს გახდებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჭარბი ცნობიერებიდან, მაგალითად, აი, რა გამომდინარეობს: თუ არამზადა თავადვე გრძნობს, რომ ნამდვილი არამზადაა, ეს თითქოს მისი მანუგეშებელი უნდა იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მძაფრი სიამოვნება სწორედ სასოწარკვეთის ჟამს გეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე ძლიერად აცნობიერებ, რომ უსაშველო ვითარებაში იმყოფები. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = დამნაშავე, ჯერ ერთი, იმიტომ ვარ, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა შორის ყველაზე ჭკვიანი გახლავართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = განა შეგნებულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავის ოდნავ პატივისმცემელი მაინც რომ იყოს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი სისტემისა და განყენებული დასკვნის მიმართ იმდენად მიკერძოებულია, რომ მზად არის, სიმართლე განზრახ დაამახინჯოს, მზად არის, არც დაინახოს რამე და არც გაიგონოს, ოღონდაც თავისი ლოგიკა გაამართლოს. აბა ირგვლივ მიმოიხედეთ: სისხლი ზღვად მოედინება, თანაც ისეთი მხიარულებით, თითქოს შამპანური იყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცივილიზაცია ადამიანში მხოლოდ შეგრძნებათა მრავალმხრივობას გამოიმუშავებს და მეტს არაფერს. ხოლო იმ მრავალმხრივობის განვითარებით ადამიანი ლამის იქამდეც კი მივა, რომ სისხლისღვრაში სიამოვნებას მოიძიებს. ეს ხომ უწინაც ყოფილა. არ შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე დახვეწილი სისხლისმღვრელნი თითქმის ერთიანად ყველაზე ცივილიზებული ბატონები გახლდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = იმ ბრძენთა ბრძენებმა საიდან გამოჩხრიკეს, რომ ადამიანს მაინცდამაინც ნორმალური, მაღალზნეობრივი წადილი ესაჭიროება? რანაირად წარმოიდგინეს, რომ ადამიანს უსათუოდ კეთილგონივრულად სასარგებლო წადილი სჭირდება? ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი წადილი ესაჭიროება, ეს დამოუკიდებლობა რადაც უნდა დაუჯდეს და სადამდეც უნდა მიიყვანოს. ხოლო წადილი, წადილი ხომ ეშმაკმა უწყის... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ნამდვილი სისულელე ზოგჯერ იმიტომ გვსურს, რომ უგუნურობის გამო ეს სისულელე ამა თუ იმ წინასწარ ნავარაუდევი სარგებლის მოსაპოვებელ უიოლეს გზად მიგვაჩნია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ბატონებო, ვთქვათ, ადამიანი უგუნური არ არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მსოფლიო ისტორიაზე ყველაფრის თქმა შეიძლება, ყველაფრისა, რაც კი თავში მოუვა უაღრესად გაღიზიანებულ წარმოსახვას. მხოლოდ იმას ვერ იტყვი, კეთილგონივრული რა არის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანები ჯერ კიდევ ადამიანები არიან და არა ფორტეპიანოს კლავიშები, რაზედაც თვით ბუნების კანონები უკრავს, მაგრამ იქამდე დაუკრავს, სანამ კალენდრის გარდა სასურველიც აღარაფერი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანობის განმსაზღვრელი, ვგონებ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი თავის თავს ყოველ წუთას უმტკიცებდეს, წკირი კი არა, ადამიანი ვარო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი უპირატესად შემოქმედი ცხოველია, რომელსაც დაკისრებული აქვს, მიზნისკენ შეგნებულად მიისწრაფოდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ფუქსავატი და უმსგავსი არსებაა და, შესაძლოა, მოჭადრაკისნაირად მხოლოდ მიზნის მიღწევის პროცესი უყვარს და არა თვით მიზანი. ჰოდა, ვინ იცის, შესაძლოა, მთელი მიზანი მთელ ქვეყნიერებაზე, საითკენაც კაცობრიობა მიისწრაფვის, მხოლოდ და მხოლოდ მიღწევის უწყვეტი პროცესია, სხვაგვარად თუ ვიტყვით, თვით ცხოვრებაა და არა საკუთრივ მიზანი, რაც, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, გარდა ორჯერ ორი ოთხისა, ანუ ფორმულაა, ხოლო ორჯერ ორი ოთხი, ბატონებო, ცხოვრება კი არა, სიკვდილის დასაწყისია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ასე მტკიცედ, ასე მძლეთამძლედ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ნორმალური და დადებითი რამ, ერთი სიტყვით, მხოლოდ კეთილდღეობაა ადამიანისთვის სასარგებლო? გონება სარგებელთა თაობაზე ხომ არ ცდება? ადამიანს იქნებ არა მარტო კეთილდღეობა უყვარს? სატანჯველიც იქნებ იმდენადვე უყვარს? მისთვის სატანჯველი იქნებ იმდენადვე მომგებიანია, რამდენადაც კეთილდღეობა? ხოლო ადამიანს სატანჯველი ზოგჯერ მთელი ჟინით რომ უყვარს, ეს ხომ უეჭველია. თქვენსავე თავს შეეკითხეთ, თუ ადამიანი ხართ და რაღაც ხანი გიცხოვრიათ. პირადად ჩემი აზრით კი მხოლოდ კეთილდღეობის სიყვარული, ცოტა არ იყოს, უხამსობაა. რიგიანია თუ ურიგო, ზოგჯერ რაღაცის დამსხვრევა ძალზე სასიამოვნოა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცნობიერება ადამიანისთვის უდიდესი უბედურებაა, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანს უყვარს და არავითარ დაკმაყოფილებაზე არ გაცვლის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = სურვილები მომისპეთ, იდეალები წარმიხოცეთ, უკეთესი რამ დამისახეთ და სადაც გინდათ, იქ გამოგყვებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თქვენ ცხოვრება გწყურიათ და ცხოვრებისეულ საკითხებს აბდაუბდა ლოგიკით თავად წყვეტთ. თქვენი გამოხდომები ასეთი მომბეზრებელი, ასეთი თავხედურია და ამავე დროს როგორი შიში გიპყრობთ! სისულელეს ლაპარაკობთ და ამით კმაყოფილი ხართ. უტიფრად ლაპარაკობთ, თანაც ამის გამო ერთთავად შიშით კანკალებთ და ბოდიშს იხდით. გვარწმუნებთ, რომ არაფრისა გეშინიათ და ამავე დროს ჩვენი აზრის შეტყობას ლაქუცით ცდილობთ. გვარწმუნებთ, რომ კბილებს აღრჭენთ და ამავე დროს ხუმრობთ, რათა გაგვაცინოთ. იცით, რომ თქვენი ხუმრობანი მახვილგონივრული არ არის, მაგრამ, ცხადია, ამ ხუმრობათა ლიტერატურული ღირსებებით ფრიად კმაყოფილი ხართ. შესაძლოა, ზოგჯერ მართლა გატანჯულხართ, მაგრამ თქვენს ტანჯვას პატივს ოდნავადაც არ სცემთ. თქვენი გულ-გონება სიმართლეს კი მეტყველებს, მაგრამ თქვენს არსებას უბიწობა არ გააჩნია. უწვრილმანესი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სიმართლეს ბერავთ და თვალებში სამარცხვინოდ გვჩრით... რაღაცის თქმა კი მართლა გსურთ, მაგრამ თქვენს საბოლოო სიტყვას შიშის გამო მალავთ, რამეთუ სათქმელად გამბედაობა არ გყოფნით და მხოლოდ ლაჩრული თავხედობა გაგაჩნიათ. ცნობიერებით ტრაბახობთ, მაგრამ მარტოოდენ მერყეობთ, რამეთუ ჭკუა-გონება კი გიმუშავებთ, მაგრამ თქვენი გული გარყვნილებას მოუცავს, ხოლო უმწიკვლო გულის უქონლად სრული, წესიერი ცნობიერება ვერ იარსებებს, თქვენი პრანჭვა-გრეხა თავის გამოჩინებაა, რარიგ მოსაბეზრებელია! სიცრუეა, სიცრუეა, სიცრუე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ყოველი ადამიანის მოგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი დროის ყოველი წესიერი ადამიანი მხდალი და მონაა და მოვალეც არის, რომ იყოს. ეს მისი ნორმალური მდგომარეობაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ერთადერთი ვარ, ხოლო ისინი ყველანი ერთნაირები არიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მეორეხარისხოვანი როლში ყოფნას ვერც კი წარმოვიდგენდი და სწორედ ამიტომაც სინამდვილეში უკანასკნელ როლს ძალზე მშვიდად ვიკავებდი. ან გმირი უნდა ვყოფილიყავი, ან წუმპეში ამოგანგლული. საშუალო რამ არ არსებობდა. სწორედ ამან დამღუპა, რადგან წუმპეში თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ სხვა დროს გმირი ვიყავი, ხოლო გმირი წუმპის გამამართლებელი გახლდათ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ზოგი ქალი ისეთია, ქმარი რაც უფრო ძლიერ უყვარს, მით უფრო ხშირად ეჩხუბება. „რაკი ძალიან მიყვარხარ, უნდა გაგტანჯო კიდევაც და ამას უნდა გრძნობდეო“. იცით თუ არა, ვინც უყვართ, განზრახ რომ აწამებენ? ამას უმეტესად ქალები სჩადიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = არავინ, არც ერთმა სულიერმა არ უნდა იცოდეს, ქმარსა და ცოლს შორის რა ხდება, თუკი მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი წაჩხუბებულნიც უდნა იყვნენ, განმსჯელად მშობელ დედასაც არ უნდა მოუხმონ და ერთიმეორეზე სასაყვედურო არაფერი თქვან. თავიანთი განმსჯელნი თავად უნდა იყვნენ. სიყვარული ღვთაებრივი საიდუმლოა და ყველას თვალთაგან ფარული უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც მთელი ქვეყნიერება დაიქცეს, ოღონდ მე ჩაის მუდამ ვსვამდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ჩემთვის სიყვარული ტირანულად მოპყრობას, ზნეობრივ უპირატესობას ნიშნავდა. მთელ სიცოცხლეში სხვაგვარი სიყვარულის წარმოდგენაც კი არ შემეძლო და ახლა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიყვარული სიყვარულის საგნისგან ნებაყოფლობით უფლების მოცემაა მასზე ტირანული მოპყრობისა. მიწისქვეშეთში ოცნებისას სიყვარულს მხოლოდ ქიშპობად წარმოვისახავდი, ყოველთვის მძულვარებით ვიწყებდი და ზნეობრივი დამორჩილებით ვასრულებდი, ხოლო შემდეგ აღარ ვიცოდი, დამორჩილებულს როგორ მოვქცეოდი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = ცხოვრებას ყველანი გადავეჩვიეთ, ყველანი მეტად თუ ნაკლებად მოვიკოჭლებთ. ისე გადავეჩვიეთ, რომ ზოგჯერ ნამდვილი, „ცოცხალი ცხოვრების“ მიმართ ერთგვარი ზიზღი გვეუფლება და ამის გამო ვერ აგვიტანია, როცა შეგვახსენებენ. იქამდე ვართ მისულნი, რომ ნამდვილი „ცოცხალი ცხოვრება“ ლამის შრომად, თითქმის სამსახურადაც კი მიგვაჩნია და ყველანი ვაღიარებთ, რომ წიგნისმიერად ცხოვრება გვიჯობს. დროდადრო რას ვფაციფუცობთ, რას ვჟინიანობთ, რას მოვითხოვთ თავადაც არ ვიცით. ჩვენთვის ხომ უარესი იქნება, ჟინიან მოთხოვნებს თუ აღგვისრულებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = აბა, შეეცადეთ, აბა, მაგალითად, ცოტათი მეტი დამოუკიდებლობა გვიბოძეთ, რომელ ჩვენგანსაც გინდათ, ხელები გაგვიხსენით, საქმიანობის სივრცე გაგვიფართოვეთ, მეურვეობა შეასუსტეთ... ჩვენ ხომ... გარწმუნებთ, ჩვენ ხომ უმალ შეგევედრებით, რომ მეურვეობა აღგვიდგინოთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} {{Q | ციტატა = მე ხომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ უკიდურესობამდე მივიყვანე ის, რისი მიყვანაც თქვენ ნახევრამდეც ვერ გაბედეთ, ამასთანავე თქვენს სიმხდალეს კეთილგონიერებად მიიჩნევდით და თავს ამით ინუგეშებდით, თავს ამით იტყუებდით. ისე რომ, მგონი თქვენზე უფრო „ცოცხალი გახლავართ“. გულ-გონება გაიმახვილეთ! ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით, ეს ცოცხალი სად არის, რა არის და რა ეწოდება? მარტონი რომ დაგვტოვოთ, უწიგნოდ რომ დაგვტოვოთ, უმალვე თავგზა აგვებნევა - არ გვეცოდინება, რას მივეკედლოთ, რას ვებღაუჭოთ, რა გვიყვარდეს და რა გვძულდეს, პატივი რას ვცეთ და რა შევიზიზღოთ! ადამიანებად ყოფნაც კი, ნამდვილ, საკუთარ სხეულის და სისხლის მქონე ადამიანებად ყოფნაც კი გვიმძიმს, გვეჩოთირება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია და რაღაცნაირ, არარსებულ, ზოგად ადამიანებად ყოფნისკენ მივისწრაფვით. მკვდრადშობილნი ვართ, უკვე დიდი ხანია ცოცხალი მამები აღარ წარმოგვშობენ და ეს სულ უფრო და უფრო მოგვწონს. გაგვიტკბა კიდევაც. მალე იმასაც გამოვიგონებთ, რომ იდეისგან ვიშვით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ }} === ''მწერლის დღიური'' (1873-1881) === {{Q | ციტატა = გაიგონ ადამიანებმა, რომ ბედნიერება უსაქმურობაში არ არის, მიხვდნენ იმას, რომ აზრი ჩაქრება უსაქმურში, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ახლობელი ისე, რომ არ შრომობდე მისთვის, რომ მოსაწყენია იცხოვრო საჩუქრით, რომ ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, არამედ მის მიღწევაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იტყვით, რომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ბავშვები. მისმინეთ: ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბავშვებზე მაღლა, რადგან ჩვენ მათზე უარესნი ვართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ სულ ცოტათიც კი არ ვპატიობთ ჩვენი აზრისგან ოდნავ გადახრილ აზრს, ჩვენთან ოდნავ უთანხმოებაში მყოფს არამზადად ვთვლით, გვავიწყდება ის, რომ ვინც ასე ადვილად დაკარგავს სხვის დაფასებას, ის საკუთარ თავსაც არ აფასებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე კი გიცხადებთ გულწრფელი სიტყვით, რომ არც შექსპირს და არც ჰომეროსს, ერთად რომ აგვეღო ყველა, მაინც ვერ ვიპოვიდით უფრო მშვენიერს ვიდრე ახლა, ამ თეთრ დარბაზში შეიძლებოდა აღმოგეჩინათ თქვენ შორის. რა არის შექსპირი! აქ ისეთი გამომჟღავნდებოდა, რომ არც კი დაესიზმრებოდათ ჩვენს სწავლულებს. მაგრამ უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თვითონაც არ იცით თუ რაოდენ მშვენიერნი ხართ! იცით თუ არა, ნებისმიერ თქვენგანს რომ მოესურვებინა შესძლებდა გაებედნერებინა ყოველი ამ დარბაზში და ყველას აიყოლიებდა? და ეს ძალა ყოველ თქვენგანშია, მაგრამ იმდენად ღრმადაა ჩამალული, რომ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენლად გვეჩვენება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ყველანი ღელავენ, ყველა ყველაფერში იღებს მონაწილეობას, ყველას სურს გამოთქვას აზრი და წარადგინოს საკუთარი თავი. და აი, მხოლოდ ერთი ვერ ამომიხსნია, რა უფრო მეტად სურთ: იზოლირებული დარჩება ყველა თავის აზრში თუ ერთ აზრად იქცევიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = უმაღლესი იდეა დედამიწაზე ერთია - იდეა ადამიანის სულის უკვდავებისა, რადგან სხვა დანარჩენი „მაღალი“ იდეები, რომლითაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, მხოლოდ მისგანვე გამოედინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ძველი წესია: საგანში კი არაა საქმე, არამედ თვალშია. თუ გაქვთ თვალები - მოიძებნება საგანი, თუ არ გაქვთ - ესე იგი ბრმა ხართ და ვერც ერთ საგანში ვერაფერს ნახავთ. თვალები მნიშვნელოვანია, ის რაც ერთის თვალში პოემაა, სხვის თვალში უბრალო ფუთაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ოჯახიც ხომ მწიფდება, მზად ხომ არ გაძლევენ და არც ერთი წესი და არც ერთი ვალდებულება არ მოდის მზად, არამედ ეს ყოველივე თავისით იქმნება, ერთი მეორეს წარმოქმნის. მხოლოდ მაშინაა ოჯახი ძლიერი, სწორედ მაშინაა ეს წმინდა. ოჯახი დაუღლელი სიყვარულის შრომით ხდება სრულყოფილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = წარმოისახება ამოუხსნელი კითხვა: ტალანტი ფლობს ადამიანს თუ ადამიანი ტალანტს? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ თანდათან უფრო შევწყვიტეთ ერთმანეთის გაგება. ვგულისხმობ სერიოზულ და გულწრფელ ხალხს - მხოლოდ ამათ არ ესმით ერთმანეთის; გადამყიდველები კი სხვა საქმეა - მათ ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თქვენ იცით რას ნიშნავს ბავშვის შეურაცხყოფა? მათი გულები უმანკო, თითქმის გაუცნობიერებელი სიყვარულითაა აღსავსე. ასეთი დარტყმები კი მათში მწუხარე გაკვირვებასა და ცრემლებს იწვევს, რასაც ღმერთი ხედავს და იმახსოვრებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მხოლოდ სიყვარულით ვიყიდით ბავშვების გულს და არა მხოლოდ ბუნებრივი უფლებით მათზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თითქმის ყველანი ტალანტები არიან, მაგრამ გრამითაც არ არიან პოეტები. მჭედელიც კი ტალანტურია. პოეზია, ასე ვთქვათ, შინაგანი ცეცხლია ყოველგვარი ტალანტისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ გამოაშკარავებული, მიმდინარე და ისიც დაკვირვებით, დასასრული და დასაწყისი - ეს ჯერ ფანტასტიკაა ადამიანისთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მე ყოველთვის პირიქით მეჩვენებოდა, რომ უდიდესი ბედნიერებაა იცოდე ის, რის გამოც ხარ უბედური. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = თუ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რათა უკეთესები გავხადოთ, ისინი თავის მხრივ ჩვენ გვაქცევენ უკეთესებად, თუნდაც მათზე ერთი შეხებით. ისინი ადამიანურს ხდიან ჩვენს სულს, მხოლოდ ჩვენს შორის გაჩენით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ბედნიერი ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაცებით უკმაყოფილო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გაისაზრო და შეიგრძნო შეიძლება სწორადაც და პირველივე ჯერზეც, მაგრამ ადამიანად გახდომა არ შეიძლება პირველივე ჯერზე, უნდა გამოიკვეთო ადამიანად. აქ დისციპლინა... მოაზროვნეები ახმოვანებენ კანონებს, იმ საერთო კანონებს, რითაც ყველანი ბედნიერნი გახდებოდნენ, განურჩველად ყველა, ოღონდ ეს კანონები შექმნილიყო. ეს იდეალი, შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, დაუსრულებელ ადამიანებში არც კი განხორციელდებოდა, არანაირი კანონი, თუნდაც ყველაზე ცხადიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მისტიკურ იდეებს უყვარს თვალთვალი, ისინი ამით იქმნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ჭკუის შეცდომები და გაუაზრებლობა უფრო სწრაფად და უკვალოდ ქრება, ვიდრე შეცდომები, რომელსაც გული უშვებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = შენს მიღმა კი არა, შენშია სიმართლე, იპოვე შენი თავი შენში, წაიკითხე შენი შენში, დაეუფლე შენს თავს და შეიცნობ სიმართლეს. ნივთებში არ არის ეს სიმართლე, არც შენ ირგვლივ და არც ზღვას იქით სადმე, არამედ უპირველეს ყოვლისა, შენს საკუთარ თავზე შრომაში. გაიმარჯვებ საკუთარ თავზე, მოთოკავ თავს და გახდები ისეთი თავისუფალი, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, დაიწყებ დიად საქმეს და სხვებსაც თავისუფლად აქცევ, შეიცნობ ბედნიერებას, რადგან შეივსება შენი სიცოცხლე, გაუგებ შენს ხალხს და იპოვი მათ წმინდა სიმართლეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ევროპისთვის რუსეთი გაუაზრებლობაა და მისი ყოველი საქმეც გაუაზრებლად მიაჩნია, ასე იქნება მუდამ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = გავლილი ტანჯვა შეიძლება სულისთვის სიწმინდედ იქცეს. ადამიანი საერთოდ ისეა შექმნილი, რომ უყვარს საკუთარი განვლილი ტანჯვა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ომი მასის საბაბია, რომ საკუთარი თავი დააფასოს. ამიტომაც უყვარს ერს ომი: ის ქმნის ომზე სიმღერებს, დიდი ხნის მანძილზე ქმნის ლეგენდებს და მოთხრობებს მასზე. სისხლისღვრა მნიშვნელოვანი რამაა. ომი აუცილებელია ჩვენს დროში, ომის გარეშე ქვეყანა იქცეოდა რაღაც დორბლად, რაიმე ცრუ სისველედ, დაბინძურდებოდა დამპალი ჭრილობებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადამიანი ბუნებრივადაა გადახრილი სიმხდალისა და უსირცხვილობისაკენ, და კარგადაც იცის ეს; შესაძლოა ამიტომაც წყურია მას ომი და ამიტომ უყვარს ასე ძლიერ: მასში გრძნობს წამალს. ომი აღვივებს ძმის სიყვარულს და აერთიანებს ქვეყნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ადვოკატი დაქირავებული სინდისია, ადვოკატს არ ძალუძს არ ითამაშოს საკუთარი სინდისით, თუნდაც სურდეს, რომ არ ითამაშოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = ამჟამად იმდენად არ ომობენ იარღით, როგორც ჭკუით, ეს უკანასკნელი ვითარება განსაკუთრებულად არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = არ მინდა ვიყო მართალი - რადგან შევცვლი საკუთარ თავს. არ მინდა ვიყო ცოდვილი - რადგან არაფერში ვარ დამნაშავე, არ მინდა ვირჩევდე - რადგან გრძნობები ერთი სიძლიერისაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} {{Q | ციტატა = მწვერვალისკენ სვლის დროს თუ გაჩერდები და ყოველ მყეფარე ძაღლს ქვის სროლას დაუწყებ, მწვერვალს ვერასოდეს მიაღწევ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მწერლის დღიური“ }} === ''სასაცილო ადამიანის სიზმარი'' (1877) === {{Q | ციტატა = მე სასაცილო ადამიანი ვარ. ისინი უკვე შეშლილს მეძახიან. ეს წოდების ამაღლება იქნებოდა, ისევ ისეთივე სასაცილოდ რომ არ მთვლიდნენ, როგორც წინათ. ახლა კი არ მწყინს, ისინი ყველანი საყვარლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამცინიან. თვითონაც ვიცინებდი მათთან ერთად, - საკუთარ თავზე კი არა, უბრალოდ მათი შემხედვარე, ვიცინებდი ასე დამწუხრებული რომ არ ვიყო მათი შემყურე. დამწუხრებული ვარ, რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება, მე კი ვიცი. ოჰ, რა ძნელია მარტომ იცოდე ჭეშარიტება! მაგრამ ამას ისინი ვერ გაიგებენ. არა, ვერ გაიგებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = გააზრება გააზრებას მოსდევდა. ცხადი ხდებოდა, რომ თუ მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს და ვგრძნობდე სირცხვილს საკუთარ საქციელზე, დაე. მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მაგალითად ორი საათის შემდეგ, მაშინ რაა გოგონა და რა საქმე მაქვს სირცხვილთან და ყოველივესთან ამქვეყნად? მე ვიქცევი ნულად, აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ შეიძლება შეგნება იმის, რომ მე ახლა საერთოდ არ ვიქნები და ასევე არაფერი არ იქნება, უმცირესი შეგრძნებაც კი გოგონას შეცოდებისა, არც სირცხვილი ჩადენილი სიმხდალის გამო? მე ხომ იმის გამო გავუბრაზდი და დავუყვირე ველური ხმით უბედურ ბავშვს, რომ „განმეცხადებინა, მე არა მარტო არ ვგრძნობ შეცოდებას, არამედ თუ არაადამიანურ ნაძირლობას ჩავიდენ, ახლა შემიძლია, რადგან ორ საათში ყველაფერი ჩაქრება“. გჯერათ, რომ ამის გამო დავუყვირე? მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვლინდებოდა, რომ ცხოვრება და მსოფლიო რაღაცნაირად დამოკიდებულია ჩემზე. ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: გავისვრი და მსოფლიო არ იქნება, ყოველივ შემთხვევისთვის, ჩემთვის არ იქნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შესაძლოა, მართლაც არ იყოს არავისთვის ჩემს მერე, და მთელი მსოფლიო ხალხითურთ გაქრება ჩემთან ერთად, როგორც ჩემი ცნობიერების მოჩვენება - ერთადერთი მე ვარ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმრები, როგორც ცნობილია, საოცრად უცნაური რამაა: ზოგი საშინელი სიცხადით გესახება, ოქრომჭედლის გამოკვეთილი დეტალებით და შემდეგ მეორეში გადადიხარ იმის შეუმჩნევლად, რომ განზომილებასა და დროში გადაინაცვლე. გეჩვენება, რომ სიზმრებს არა გონება, არამედ სურვილი, არა თავი, არამედ გული წარმოსახავს და ამავე დროს მათ შორის რა ეშმაკური მახეები გადაულახავს ჩემს გონებას სიზმარში! ამასთანავე, სიზმარში, სრულიად მიუღწეველი მოვლენები ხდება. ჩემი ძმა მაგალითად, ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა. ხანდახან სიზმარში ვხედავ მას: ის მონაწილეობას იღებს ჩემს საქმეებში, ძალზედ დაინტერესებულნი ვართ თან ამ დროს და მთელი სიზმრის განმავლობაში სრულიად ვიცი, რომ ჩემი ძმა გარდაცვლილია და დამარხული. რაც არ უნდა ვარწმუნო ჩემს თავს, რომ ის მკვდარია, მაინც მუხთლად ჩემ გვერდით არ მოძრაობს? რატომ აძლევს ნებას ამ ყოველივეს ჩემი გონება? მაგრამ საკმარისია. მაგრამ საკმარისია. ვუბრუნდები ჩემს სიზმარს. დიახ... მაშინ დამესიზმრა, ჩემი სამი ნოემბრის სიზმარი! ახლა უკვე მაჯავრებენ ისინი, რადგან ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მაგრამ განა სულერთი არაა სიზმარი იყო თუ ცხადი, თუკი ამ სიზმარმა ჭეშმარიტება მანახა? რადგან თუ ერთხელ ნახავ ჭეშმარიტებას, შემდეგ ყოველთვის იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა და სხვა ვერ იქნება, არც ძალუძს, რომ იყოს, მიუხედავად იმისა, გძინავთ თუ რეალობაში ხართ. დაე, იყოს სიზმარი, იყოს, მაგრამ ეს ცხოვრება, რომელსაც ასე აღამაღლებთ, მე მინდოდა თვითმკვლელობით მომესპო, სიზმარმა კი, ჩემმა სიზმარმა, ო, მან მამცნო მე ახალი, დიადი, განახლებული და ძლიერი სიცოცხლე! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარში თქვენ ხან სიმაღლიდან ვარდებით ან დანით გჭრიან, ან გირტყამენ, მაგრამ არასოდეს გრძნობთ, თუ თქვენ თვითონ, როგორმე ცხადში არ დაიზიანებთ თავს საწოლში, აქ თქვენ იგრძნობთ ტკივილს და თითქმის ყოველთვის ტკივილისგან გამოგეღვიძებათ. ასევე იყო ჩემს სიზმარშიც: ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ჩემი გასროლით ჩემში ყოველივე შეიძრა, უცებ ჩაქრა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი შემზარავად გაშავდა. თითქოს დავბრმავდი და დავმუნჯდი. და აი, ვწევარ რაღაც მკვრივზე გაჭიმული, ვუცქერ სიბნელეს და ოდნავი მოძრაობის გაკეთებაც არ შემიძლია. ირგვლივ დადიან და ყვირიან, როხროხებს კაპიტანი, წიკვინებს დიასახლისი, და უცებ, ისევ შესვენება და უკვე მიმათრევენ დახურულ კუბოში მოთავსებულს. ვგრძნობ კუბოს ჭრაჭუნს და ვაანალიზებ ამას, უცებ პირველად მახსენდება - მე ხომ მკვდარი ვარ, ვიცი რომ მოვკვდი, ვერ ვინძრევი, ვერ ვხედავ და ამავდროულად შემიძლია ვიაზროვნო. მაგრამ უმალვე ვეჩვევი ამას და ჩვეულებისამებრ, როგორც სიზმარში, სინამდვილეს უდავოდ ვეგუები. და აი, უკვე მმარხავენ მიწაში. ყველა მიდის, მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, ვერ ვმოძრაობ. ყოველთვის, როდესაც ადრე წარმოვიდგენდი თუ როგორ მმარხავენ საფლავში, ყოველთვის საფლავთან ნესტსა და სიცივეს ვუკავშირებდი. ასევე ახლაც ვიგრძენი, რომ ძალიან მცივა, განსაკუთრებით ფეხის თითებზე, მაგრამ მეტი არაფერი მიგრძვნია. ვიწექი და უცნაურია - არაფერს ველოდი, უდავოდ ვიღებდი იმ ვითარებას, რომ მკვდარი ვერ ელოდება ვერაფერს. მაგრამ ნესტი იყო. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა - საათები თუ რამდენიმე დღე. მაგრამ აი, ჩემს დახუჭულ მარცხენა თვალზე დაეცა კუბოში შემოპარული წყლის წვეთი, მას წუთის შემდეგ მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეორდებოდა ერთი წუთის ინტერვალით. ღრმა გულისწყრომა აენთო ჩემს გულში და უცებ მასში ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი: „ეს ჩემი ჭრილობაა - გავიფიქრე, - გასროლა, იქ ტყვიაა...“ წვეთი კი ისევ ვარდებოდა, ყოველ წუთს და პირდაპირ დახურულ თვალზე მეცემოდა. და უცებ შევძახე არა ხმით, რადგან უძრავი ვიყავი, არამედ მთელი არსებით, ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა იმის მფლობელს: - ვინც არ უნდა იყო, და თუ შენ ხარ და არსებობს რაიმე უფრო გონივრული ვიდრე ის, რაც ახლა ხდება, მიეცი ნება რომ აქაც იყოს. თუ შენ შურს იძიებ ჩემზე ჩემი გაუცნობიერებელი თვითმკვლელობის გამო, უხამსობასა და უაზრობაზე ამგვარი ყოფით, მაშინ იცოდე, რომ არასოდეს და არანაირ წამებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის, ვერ შეედრება ეს სიძულვილი, რომელსაც მდუმარედ უნდა ვგრძნობდე, თუნდაც მილიონი წელი ამ წამებაში! ამოვიძახე და დავდუმდი. თითქმის მთელი წუთი გრძელდებოდა ღრმა მდუმარება და ერთი წვეთიც დამეცა თვალზე, მაგრამ ვიცოდი, უსაზღვროდ ვიცოდი და მწამდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. და უცებ, გაიხსნა ჩემი სამარე. არც კი ვიცოდი, გახსნეს ის თუ ამოთხარეს, მაგრამ ამიყვანა რაღაც შავმა და უცნობმა არსებამ, სულ სხვა განზომილებაში. უცებ ამეხილა თვალი: იყო უკუნი ღამე, და არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი სიბნელე! განზომილებაში მივქროდით, შორს დედამიწისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „იქნებ სამარის შემდეგაც არსებობს სამყარო!“ - გავიფიქრე სიზმრის მსუბუქი აზრით, მაგრამ ჩემი გულის არსი სიღრმეში ჩემთან რჩებოდა: „და თუ უნდა მეცხოვრა - გავიფიქრე ისევ - ვინმეს უბერებელი სურვილისამებრ, მაშინ არ მინდა, რომ დამამარცხონ და დამამცირონ!“ - „შენ იცი, რომ მეშინია შენი და ამიტომაც გეზიზღები“ - ვუთხარი ჩემს თანამგზავრს და გულში ნემსივით ჩხვლეტა ვიგრძენი დამცირებისგან. ჩემს კითხვას არ უპასუხა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ არ ვძულდი არავის და არ დამცინოდნენ, არც კი მიცოდებდნენ და რომ ჩვენს გზას აქვს მიზანი, უცნობი და საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მე მეხება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მე მიყვარს, მე შემიძლია მხოლოდ ის მიწა მიყვარდეს, რომელიც დავტოვე, რომელზეც დარჩა ჩემი სისხლის წვეთები, როდესაც მე უმადურმა, გულში ტყვია დავიხალე და ცხოვრება მოვისპე. მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია იმ დედამიწის სიყვარული, იმ ღამითაც კი, როდესაც ვეთხოვებოდი მას, შეიძლება უფრო მეტი ტანჯვით მიყვარდა, ვიდრე ოდესმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენს პლანეტაზე ჭეშმარიტად მხოლოდ ტანჯვაში შეგვიძლია გვიყვარდეს! რადგან სხვაგვარად არ შეგვიძლია გვიყვარდეს და არ ვცნობთ სხვა სიყვარულს. მე მინდა ტანჯვა, რათა მიყვარდეს. მე მინდა, მე მწყურია, ყოველ წამს, ყოველ წუთს ვკოცნო, ცრემლების ღვრით ვკოცნო მხოლოდ ის ერთი დედამიწა, რომელიც დავტოვე და არ მინდა, არ ვიღებ ცხოვრებას ნებისმიერ სხვა პლანეტაზე!.. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მათ თითქმის არ ესმოდათ ჩემი, როდესაც სამუდამო სიცოცხლეზე ვეკითხებოდი, მაგრამ ჩანდა, რომ ამაში იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კითხვად არ აღიქვამდნენ. მათ არ ჰქონდათ ტაძარი, მაგრამ ჰქონდათ იდეალური, გამორჩეული ერთობა მთელს სამყაროსთან, მათ არ ჰქონდათ რწმენა, მაგრამ ჰქონდათ მყარი ცოდნა იმისა, რომ როდესაც დასრულდებოდა ნეტარება მიწაზე, მათვისაც და გარდაცვლილთათვისაც კიდევ უფრო გაღრმავებული შეგრძნება იქნებოდა მთელს სამყაროსთან ერთობისა. ისინი ამ მომენტს სიხარულით ელოდნენ, მაგრამ არა სულსწრაფობით, კი არ იტანჯებოდნენ ამის გამო, არამედ უკვე ჰქონდათ მისი შეგრძნება საკუთარ გულებში, რომლის შესახებაც ერთმანეთს ამცნობდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი ჩემი ტვინისთვის მიუღწევლად რჩებოდნენ, სამაგიეროდ ჩემი გული მათში აუხსნელად და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ მე ეს ყოველივე უკვე ვიგრძენი დიდი ხნის წინ, რომ მთელი ეს სიხარული და დიდება იგრძნობოდა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე, მყვირალა ტანჯვაში, მაშინ, როდესაც გარდაუვალ გლოვას ვუახლოვდებოდი; რომ მე წინასწარ ვიგრძენი ისინი ყველა თავიანთი დიდებულებით, ჩემი გულის სიზმრებში და გონების ოცნებებში, რომ მე ხშირად არ შემეძლო მეჭვრიტა მზის ჩასვლისთვის ცრემლების გარეშე... რომ ჩემი სიძულვილი ადამიანების მიმართ ყოველთვის სევდისგან შედგებოდა ჩემს მიწაზე: რატომ არ შემიძლია, რომ მძულდნენ ისინი, როდესაც არ მიყვარდნენ და რატომ არ შემეძლო არ მეპატიებინა მათთვის და არ მყვარებოდნენ სევდით: რატომ არ შემიძლია მიყვარდნენ ისინი მათ მიმართ სიძულვილში? მისმენდნენ და ვიცოდი, ვერ წარმოიდეგნდნენ იმას, რასაც მე ვეუბნებოდი, მაგრამ არ ვნანობდი, რომ მათ ამას ვეუბნებოდი: ვიცოდი, რომ მათ ესმოდათ მთელი ჩემი სევდა მათ მიმართ, ვინც მივატოვე. დიახ, როდესაც ისინი მიცქერდნენ თავიანთი ჭკვიანი, სიყვარულით სავსე გამჭოლი თვალებით, როდსაც ვგრძნობდი, რომ მათთან ყოფნით ჩემი გულიც იგივე უსაზღვრო სიყვარულით ივსებოდა, როგორც მათ გულები, მაშინ არ ვნანობდი, რომ მათი არ მესმოდა. ცხოვრების სისრულის შეგრძნებისგან სული მევსებოდა და ჩუმად ვლოცულობდი მათთვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, ყველანი იცინიან ჩემს თვალში და მარწმუნებენ, რომ სიზმარშიც კი შეუძლებელია ნახო ასეთი დაწვრილებით ყველაფერი, რასაც მე გადმოვცემ, რომ ჩემს სიზმარში მე ვიგრძენი ან ვიხილე მხოლოდ გრძნობა, ჩემი გულის ბოდვაში დაუფლებული, დეტალები კი თვითონ მოვიდა თავში გამოღვიძებისთანავე. როდესაც მათ გავუმხილე, რომ სინამდვილეშიც შეიძლებოდა ასეთ ყოფილიყო - ღმერთო ჩემო, როგორი ხარხარი დაიწყეს და რაოდენ დიდი მხიარულება მივიღე! ო, დიახ, მე ვიყავი დამარცხებული მხოლოდ იმ ერთი სიზმრით და მხოლოდ ის გადარჩა სისხლამდე დაჭრილ ჩემს გულში: მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიზმრის სახეები და ფორმები, ანუ ისნინი, რომლებიც მე სინამდვილედ ვიხილე ჩემს სიზმარში, იმდენად ამაღლებული იყო, იმხელა ჰარმონიამდე, რომ გამოღვიძებულს მათი გადმოცემა უბრალო, ადამიანური სიტყვებით არ შემეძლო. ასე, რომ ისინი უნდა ჩამეხშო გონებაში და იქნებ, შეიძლება ნამდვილადაც - მე თვითონ, გაუცნობიერებლად ვალდებული ვიყავი, გამესუფთავებინა დეტალები და რა თქმა უნდა მათი წარმოთქმით, განსაკუთრებით ასეთი ვნებიან სურვილის დროს, რათა რაც შეიძლება უცებ და სრულად გამომეხატა. თან როგორ არ უნდა მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი იყო? თუნდაც სიზმარი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს არ შეეძლო რომ არ ყოფილიყო. იცით რა, საიდუმლოდ გეტყვით: ეს ყველაფერი შესაძლოა არც იყო სიზმარი, რადგან აქ მოხდა რაღაც ისეთ, რაღაც ისეთი საშინლად ჭეშმარიტი, რომ შეუძლებელი იყო სიზმარში მენახა. თუნდაც სიზმარი შეექმნა ჩემს გულს, განა მხოლოდ გულს ძალუძდა შეექმნა ის საშნელი სიმართლე, რომელიც მე შემემთხვა შემდეგ? როგორ შემეძლო მხოლოდ მე, ერთს გამომეგონებინა გულით? ნუთუ ჩემს მოკლე გულსა და წუწუნა, უბადრუკ გონებას შეეძლო ავეტაცე სიმართლის ამხელა სიმაღლეზე! ო, თვითონ განსაჯეთ: აქამდე ვმალავდი, მაგრამ ამჯერად ბოლომდე ვიტყვი სიმართლეს. საქმე იმაშია რომ მე... გავრყვენი ისინი ყველა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი. როგორც საზიზღარი ჭია, როგორც ჭირის ატომი, რომელმაც მოწამლა მთელი სახელმწიფოები, ასევე მოვწამლე მთელი ის მიწა, ჩემამდე უცოდველი და ბედნიერი. მათ ისწავლეს ტყუილი, შეიყვარეს სიცრუე და შეიცნეს მისი სილამაზე. ო, შესაძლოა ეს უნებურად დაიწყო, ხუმრობიდან, სასიყვარულო თამაშიდან, მართლაც შეიძლება ატომიდან, მაგრამ ეს სიცრუის ატომი მათ გულებში შევიდა და მოეწონათ. შემდეგ მალევე იშვა სიტკბოსმოყვარეობა, რომელმაც შვა ეჭვიანობა, ეჭვიანობამ - სისასტიკე... ო, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მალევე, ძალიან მალე გადმოწვეთა სისხლმა: მათ გაიკვირვეს, შეეშინდათ და დაშლა დაიწყეს, მთლიანისგან გადიოდნენ. იქმნებოდა ერთობები, მაგრამ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დაიწყო დაცინვა, გამოკეტვა. გრძნობდნენ სირცხვილს და სირცხვილი სიკეთედ აღამაღლეს. იშვა წოდების საკითხი და ყოველ ერთობაში შეიქმნა თავისი ცოდნა. დაიწყეს ცხოველების წამება და ცხოველები ტყეში გაიქცნენ, მათ მტრებად იქცნენ. დაიწყო ბრძოლა განცალკევებაზე, ჩამოყალიბებაზე, პიროვნებაზე, ჩემსაზე და შენსაზე. დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი. შეიცნეს გლოვა და ამავე დროს შეიყვარეს იგი. სწყუროდათ ტანჯვა და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ტანჯვით მოიპოვება. მაშინ მათ გამოეცხადათ მეცნიერება. როდესაც ბოროტებად იქცნენ, მაშინ დაიწყეს ლაპარაკი ძმობასა და ჰუმანურობაზე, გაიგეს ეს იდეები. როდესაც დამნაშავეებად იქცნენ, გამოიგონეს სამართალი და საკუთარ თავს მთელი კოდექსები მიაწერეს, რათა დაიცვან ის, ხოლო კოდექსის უზრუნველსაყოფად დადგეს გელიოტინა, ისინი მხოლოდ ოდნავ ხვდებოდნენ თუ რა დაკარგეს, არ სურდათ ამის გაგება, რომ ოდესღაც უმანკონი და ბედნიერნი იყვნენ. იცინოდნენ თუნდაც იმის შესაძლებლობაზე, რომ ასეთი ბედნიერება იქნებოდა და მას ოცნებას არქმევდნენ. არ შეეძლოთ წარმოედგინათ ის ფორმასა და სახეში, მაგრამ უცნაური და ჯადოსნური საქმეა: ყოველგვარი რწმენის დაკარგვის შემდეგ, ყოფილი ბედნიერების ოცნებად შერაცხვისას, მათ იმდენად მოუნდათ ყოფილიყვნენ ისევ უმანკონი და ბედნიერნი, რომ საკუთარი გულის სურვილის წინაშე დაემხნენ როგორც ბავშვები, გააღმერთეს ეს სურვილი, ააგეს ტაძრები და დაიწყეს საკუთარი იდეის მიმართ ლოცვა, საკუთარი „სურვილის“ მიმართ, ამავე დროს სრულებით სწამდათ მისი არასრულების და არარსებობის, მაგრამ ცრემლებით აღმერთებდნენ და ემორჩილებოდნენ. თუმცა კი, თუ შეიძლებოდა, რომ ასეც მომხდარიყო, რომ შეძლებოდათ აღედგინათ საკუთარი წარსული ბედნიერება ან ვინმეს ხელახლა ენახებინა მათი წინა მდგომარეობა და ეკითხა სურდათ თუ არა უკან დაბრუნება, - მაშინ ალბათ უარს განაცხადებდნენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თუნდაც ჩვენ ცრუნი ვართ, ბოროტები და უსამართლონი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვტირით ამის გამო, საკუთარ თავს ვტანჯავთ და ვანადგურებთ, ვსჯით საკუთარ არსებას მეტად, ვიდრე შეგვიძლია და ამასვე ვუშვრებით იმ მოწყალე მსაჯულს, რომელიც განგვსჯის და რომლის სახელიც უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეცნიერება და ამით ისევ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მას უკვე შეგნებულად მივიღებთ. ცოდნა გრძნობაზე მაღალია, ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია.. მეცნიერება მოგვცემს სიბრძნეს, სიბრძნე გახსნის კანონებს, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალია“. აი რას ამბობდნე ისინი და ამ სიტყვების შემდეგ თითოეულმა შეიყვარა საკუთარი თავი ყველაზე მეტად და არც კი შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ყოველი მათგანი იმდენად ეჭვიანი გახდა საკუთარი პიროვნების მიმართ, რომ მთელი ძალით ცდილობდნენ მხოლოდ დაემცირებინათ საკუთარი თავი სხვების წინაშე და მთლიანად ამაში აქცევდნენ საკუთარ ცოხვრებას. გაჩნდა მონობა, გაჩნა ასევე ნებითი მონობა: სუსტები ემორჩილებოდნენ უძლიერესთ, რათა ეს უკანასკნელი მათვე დახმარებოდა, მათზე სუსტებზე ზეწოლის მოხდენაში. დნებოდნენ მართალნი, რომელნიც ამ ადამიანებთან აცრემლებულნი მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ საკუთარ სიამაყეზე, ზომის და ჰარმონიის დაკარგვაზე, დაკარგულ სირცხვილის გრძნობაზე. მათ დასცინოდნენ ან ქვებით ქოლავდნენ. ტაძრების შესასვლელთან წმინდა სისხლი იღვრებოდა. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები რომელთაც გამოგონება დაიწყეს: რათა ყველანი ისევ გაეერთიანებინათ, ისე რომ არც ერთს არ შეეშალა სხვისთვის ხელი, თან ამავე დროს არ შეეწყვიტა საკუთარი თავის ყველაზე მეტად სიყვარული და ეცხოვრათ ასე, ყველას ერთად, როგორც შეთანხმებულ საზოგადოებას. ამ იდეისთვის მთელი ომები გაიმართა. ყოველ მეომარს სჯეროდა, რომ მეცნიერება სიბრძნეთა სიბრძნეა და რომ მას თვითშენახვის ინსტინქტთან ერთად შეეძლო საზოგადოება ექცია ურთიერთშეთანხმებულ საზოგადოებად, ამის დასაჩქარებლად კი „ბრძენნი“ იღწვოდნენ „ნაკლებადბრძენთა“ გასანადგურებლად, რომელთაც არ ესმოდათ მათი იდეები, იშორებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ მათ ბატონობაზე. მაგრამ თვითგადარჩენის გრძნობამ მალევე დაიწყო შესუსტება. გამოჩნდნენ ამაყნი და ტკბილმოყვარულნი, რომელთაც პირდაპირ მოითხოვეს ყველაფერი ან არაფერი. ყველაფრის მოსახვეჭად ყაჩაღობას მიმართავდნენ და თუ არ გამოვიდოდა - თვითმკვლელობას უხმობდნენ. გამოჩნდნენ რელიგიები არყოფნის კულტებითა და თვითგანადგურებით, არარაობაში მოსვენებისათვის. ბოლოს და ბოლოს დაიღალა ეს ხალხი უაზრო შრომაში და მათ სახეზე ტკივილი გამოჩნდა. და ამ ადამიანებმა გაახმოვანეს, რომ ტანჯვა არის სილამაზე, რადგან მხოლოდ მასშია აზრი. სიმღერა დაიწყეს ტანჯვაზე. დავდიოდი მათ შორის თითების მტვრევით და ვტიროდი მათ გამო, მაგრამ მიყვარდა ისინი, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე, როდესაც მათ სახეებზე ჯერ კიდევ არ იყო ტანჯვა და როდესაც უმანკონი და მშვენიერნი იყვნენ. შევიყვარე მათ მიერ შელახული მიწა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სამოთხე იყო, იმის გამო, რომ მასზე წარმოიშვა ტკივილი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სამწუხაროდ, მე ყოველთვის მიყვარდა ტკივილი და გლოვა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის... მათზე ვტიროდი მხოლოდ მათივე სიბრალულის გამო. ვიშვერდი მათკენ ხელებს, სასოწარკვეთილი ვიხუტებდი და ვწყევლიდი საკუთარ თავს. ვეუბნებოდი, რომ ყოველივე ეს მე გავაკეთე, მე ერთმა, რომ მე მოვუტანე მათ გარყვნილება, ჭირი და ტყული! ვევედრებოდი, რომ ჯვარზე გავეკარი, მე ვასწავლიდი, როგორ დაეჭედათ ჯვარი. არ შემეძლო, არ ძალმიძდა თავი მომეკლა, მაგრამ მინდოდა მათგან სატანჯველი მიმეღო, მწყუროდა წამება, მწყუროდა, რომ ამ წამებაში დაღვრილიყო ჩემი სისხლი ბოლო წვეთამდე. მაგრამ ისინი დამცინოდნენ და საბოლოოდ ცრუდ ჩამთვალეს. ისინი მამართლებდნენ, ამბობდნენ, რომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ თვითონ და ის, რომ რაც არსებობს ახლა, არ შეიძლებოდა რომ არ არსებულიყო. საბოლოოდ განმიცხადეს, რომ მათთვის საშიში ვხდებოდი და რომ საგიჟეთში მომათავსებდნენ თუ არ დავდუმდებოდი. მაშინ გლოვა ჩემს სულში გლოვა აღიძრა ისეთი ძალით, რომ გული შემეკუმშა და ვიგრძენი, რომ მოვკვდებოდი, და აქ... და აქ მე გამომეღვიძა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ო, აწი ცხოვრება და ცხოვრება! აღვაპრყე ხელები და მოვუწოდე სამუდამო ჭეშმარიტებას; კი არ მოვუხმე, არამედ ავტირდი, აღმაფრენა, შეუცვლელი აღმაფრენა აღამაღლებდა მთელ ჩემს არსებას. დიახ, ცხოვრება და ქადაგება! ო, ქადაგება მე იმ წუთასვე გადავწყვიტე და რა თქმა უნდა მთელი ცხოვრების მანძილზე! მივდივარ საქადაგებლად, მე მინდა ვიქადაგო - რა? ჭეშმარიტება, რადგან მე ვიხილე ის, ვიხილე საკუთარი თვალებით, მთელი მისი სიდიადით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მიყვარს ის, ვინც დამცინის. რატომაა ასე?- არ ვიცი და არც შემიძლია ავხსნა, მაგრამ დაე, ასე იყოს. ამბობენ, რომ მე უკვე ვცოტავდები და რა იქნება შემდეგ? სიმართლე, ჭეშმარიტება: მე ვიკლებ და შემდეგშიც უფრო უარესად იქნება ალბათ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, რამდენჯერმე შევეცდები, რათა ვიპოვო სწორი სიტყვები და ფორმა ქადაგებისა, ეს ხომ ძალზედ რთულია განსახორციელებლად. მე ამ ყოველივეს დღესავით ნათლად ვხედავ, მაგრამ მითხარით: ვინ არ დასრულებულა! ამავდროულად ყველანი საბოლოოდ ერთთან მიდიან, იღწვიან ერთისკენ - ჭეშმარიტებისკენ, აი სიახლე, ასე რომ ბოლომდე დასრულება არ შემიძლია. რადგან მე ვნახე ჭეშმარიტება, მე ვნახე და ვიცი, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი, მიწაზე ცხოვრების საშუალების დაკარგვის გარეშე. არ მინდა, არ შემიძლია რწმენა იმისა, რომ ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა შეიძლება ბოროტება იყოს. ისინი ხომ ამ ჩემს რწმენაზე იცინიან. მაგრამ როგორ არ მწამდეს: მე ვნახე ჭეშმარიტება - არა თუ გამოვიგონე გონებით, არამედ ვნახე, ვნახე და მისმა ცოცხალმა სახემ ჩემი სული საუკუნოდ აღავსო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სიზმარი? რა არის სიზმარი? და ჩვენი ცხოვრება სიზმარი არ არის? მეტსაც ვიტყვი: დაე, დაე, არასოდეს ასრულდეს ეს და არ იყოს სამოთხე (ეს მე კარგად გამეგება) - მაგრამ მე მაინც ვიქადაგებ. ამასობაში რა უბრალოა ამის მოწყობა: ერთ დღეში, ერთ საათში - ყველაფერი უცებ მოეწყობოდა! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მთავარია - გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, აი ეს არის მთავარი და მორჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = „ცხოვრების შეგნება - ცხოვრებაზე მაღალია, ბედნიერების კანონების ცოდნა კი - ბედნიერებაზე მაღალი!“ აი რასთან უნდა იბრძოლო! და ასეც ვიზამ. თუკი ყველანი მხოლოდ მოინდომებენ, ყველაფერი ახლავე მოიწყობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ის პატარა გოგონა კი მოვძებნე.... და წავალ! წავალ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ }} === ''სტეპანჩიკოვოს სოფელი'' (1859) === {{Q | ციტატა = ეს ერთ-ერთი იმ კეთილისმყოფელ ადამიანთაგანი იყო, რომელთაც ესირცხვილებათ სხვა ადამიანს ცუდი შესთავაზონ, სიჩქარით მოსავენ საკუთარ ახლობლებს ყოველგვარი კეთილი საქმით, უხარიათ სხვისი წარმატება, ცხოვრობენ ამ წესით, მუდმივად იდეალურ მსოფლიოში, წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირველ რიგში, საკუთარ თავს ადანაშაულებენ. თავის გაწირვა სხვისი ინტერესებისათვის მათი მოწოდებაა. ზოგნი მათ როგორც პატარა სულის, უხასიათო და სუსტ არსებებად იცნობენ. რა თქმა უნდა, ის სუსტი და ზედმეტად რბილი ხასიათის იყო, მაგრამ არა ხასიათის სიმყარის ნაკლებობისგან, არამედ შიშის გამო, რომ შეურაცხყოფდა, მრისხანედ მოექცეოდა ვინმეს გადამეტებული პატივისცემისთვის ახლობლისა თუ უცხო ადამიანის მიმართ. საერთოდ, უხასიათო და პატარა სულისკვეთების იყო მაშინ, როდესაც თავის სარგებლობას ეხებოდა საქმე, რასაც ის დიდად უგულებელყოფდა, რის გამოც მთელი ცხოვრება სასაცილოდ იგდებდნენ და თან ხშირად იმათგან, ვისთვისაც ამ სარგებელს სწირავდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რისხვას გადასული პატარა სული თვითონვე ავლენს რისხვას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = პირველად შხამით დაგათრობენ და შემდეგ იმასაც გკითხავენ, მისაყოლებელი ხომ არ გინდაო. გულის ჭრილობები უნდათ რომ განკურნონ რაიმე მომწამვლელი სოკოთი ან დამპალი ვაშლებით! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = რითაც არ უნდა დაფარო ჭუჭყი, ჭუჭყი მაინც ჭუჭყად რჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = და თუ აქამდე არავინ არ ჩასვა საგიჟეთში, ეს იმის გამო, რომ მასზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა დაქორწინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ღმერთო! რატომ არის ადამიანი გაბოროტებული? რატომ ვარ ხოლმე ბოროტი, როდესაც ასე კარგი და მშვენიერია კეთილად ყოფნა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მინდა მიყვარდეს, ადამიანი მიყვარდეს... ისინი კი არ მაძლევენ ადამიანს, მიკრძალავენ შეყვარებას, მართმევენ ადამიანს! მომეცით, მომეცით ადამიანი, რათა შევძლო მისი შეყვარება! სად არის ეს ადამიანი? სად დაიმალა? როგორც დიოგენე, ფარნით დავეძებ მას მთელი ცხოვრება და ვერ მიპოვია, არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს, სანამ არ ვიპოვი იმ ადამიანს. ვაი მას, ვინც კაცთმოძულედ მაქცია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = თუ გინდა დაამარცხო მთელი მსოფლიო, დაამარცხე საკუთარი თავი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = კარგი დრო ციდან არ ვარდება, არამედ მას ჩვენ ვქმნით; ის ჩვენს გულებშია დამწყვდეული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება - აი ჩემი წესი! მოითმინე, იშრომე, ილოცე და იმედი იქონიე - აი ჭეშმარიტება, რის შთაგონებასაც კაცობრიობისთვის ერთი ცდით ვისურვებდი! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ახალგაზრდობა ხშირად თავმოყვარე არაა, ახალგაზრდა თავმოყვარეობა კი თითქმის ყოველთვის მშიშარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ორჯერ მეტად ფრთხლად უნდა იყო უბედურებაგამოვლილ ადამიანთან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ისეთია ადამიანის თავმოყვარეობა, რომ საკუთარ თავშიც არ ეტევა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = სიყვარული ალამაზებს სახეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ყოველი საქმე ღირსეულად, მამაცურად უნდა გააკეთო, მაგრამ ყვირილისა და წყენის გარეშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ფული მტრედია, მოფრინდება და უთუოდ ისევ გაფრინდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ადამიანური იმედები მატყუარაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მწამს, რომ მეცნიერება, ხელოვნება... ქანდაკება, მთელი ეს მაღალი იდეები ასე ვთქვათ, თავისებურ მომხიბვლელ მხარეებს ფლობენ, მაგრამ ისინი ვერ შეცვლის ქალებს! ქალები, ქალები, ახალგაზრდავ, გაყალიბებენ თქვენ და ამიტომაც, მათ გარეშე შეუძლებელია, შეუძლებელია ახალგაზრდა ადამიანო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = ლოცვებს მთელი ღამე თქვენთვის ვჩურჩულებდი, ვცდილობდი თქვენი ბედნიერება მეპოვნა. მაგრამ ვერ ვიპოვე, რადგან ბედნიერება კეთილის ქმნაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} {{Q | ციტატა = მისთვის სერიოზულად რომ ეთხოვა ვინმეს მხრებით წამიყვანე ორი ვერსის მანძლზეო, შესაძლოა წაიყვანდა კიდევაც: ისეთი კეთილი იყო, დანამდვილებით მისცემდა ყველაფერს პირველივე თხოვნისას და უკანასკნელ პერანგს გაუნაწილებდა პირველ მთხოვნელს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სტეპანჩიკოვოს სოფელი“ }} === ''ბიძის სიზმარი'' (1859) === {{Q | ციტატა = ტყუილი საპატიოა თუ მას სიცოცხლის გადასარჩენად ამბობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ჩვენ ჩვენს შვილებში ვცოცხლობთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყოველივე კვდება, ყოველივე, მოგონებებიც კი! ჩვენი კეთილშობილური გრძნობებიც კვდება. მათ ნაცვლად კი კეთილგონივრულობა დგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ტირანია მოთხოვნილებაში გადაზრდილი ჩვევაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = სილამაზე ახალგაზრდობისგან არ შესდგება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = თქვენ არ შეგიძლიათ კეთილი საქმეების გამოაშკარავების გარეშე, საზიზღარ საქმეშიც კი. სჯობს თქვათ პირდაპირ და უბრალოდ: „ზინა ეს მუხთლობაა, მაგრამ ხეირიანი, ამიტომ დათანხმდი ამაზე!“ უკიდურეს შემთხვევაში გულწრფელობა იქნებოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = მეტი აღარ მსურს ვდუმდე ამ ადამიანების წინაშე, რომელთა აზრებიც მძულს და რომლებიც ჩვენს დასაცინად ჩამოვიდნენ! არ მსურს მათგან წყენა წავიღო; არც ერთ მათგანს არ აქვს უფლება ტალახი მესროლოს. ყველანი მზად არიან ახლავე ათასჯერ უარესი რამ გააკეთონ, ვიდრე მე ან თქვენ! გაბედავენ რომ ჩვენი მოსამართლენი იყვნენ? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე ბოროტული და გამხეცებული სიხარულით ვხვდებით სკანდალს, რომელიც ჩვენს რომელიმე ახლობელს ემართება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ბიძის სიზმარი“ }} === ''ორი თვითმკვლელობა'' (1876) === {{Q | ციტატა = ტანჯვა გონებიდანაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = იცით თუ არა, რომ რაც არ უნდა დაწეროთ, რაც არ უნდა გამოიყვანოთ, რაც არ უნდა შენიშნოთ მხატვრულ ნაწარმოებში - ვერასოდეს ვერ გაუტოლდებით სინამდვილეს. რაც არ უნდა გამოსახოთ, ყველაფერი უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე სინამდვილეშია. აი, თქვენ ფიქრობთ, რომ ნაწარმოებში მიაღწიეთ ყველაზე კომიკურს ცნობილ ცხოვრებისეულ მოვლენაზე, რეალურად კი დაიჭირეთ მხოლოდ ყველაზე მახინჯი მხარე მისი - არც მეტი, არც ნაკლები! სინამდვილე მაშინვე შემოგთავაზებთ ისეთ ეტაპს, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ და რომელიც ყველაფერს აჭარბებს, რაც კი შეეძლო შეექმნა თქვენს საკუთარ დაკვირვებასა და წარმოსახვას! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = დააკვირდით სხვა, ცხოვრების სინამდვილის შეიძლება მართლაც თავდაპირველად არც თუ ისე ნათელ ფაქტს - და თუ თქვენ შეგწევთ ძალა და გაქვთ თვალები, მასში ნახავთ ისეთ სიღრმეს, რომელიც შექსპირსაც არა აქვს. მაგრამ ზუსტად ამაში მდგომარეობს კითხვა: ვისია თვალი და ვის ძალუძს? რადგან მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, რომ შექმნა მხატვრული ნაწარმოები? არამედ ასევე საჭიროა ასახო ფაქტი, რასაც ცალკე მხატვრობა სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგი დაკვირვებულისთვის, ყველა ცხოვრებისეული მოვლენა ყველაზე მგრძნობიარე უბრალოებაში მოდის და იმდენად გასაგებია, რომ დასაფიქრებელიც არაფერია, დასანახიც არ არის არაფერი და ამად არც კი ღირს. ზოგ დაკვირვებულს კი იგივე მოვლენები სხვა დროს იმდენად გარჯის, (რაც არც ისე იშვიათად ხდება) რომ - არ ძალუძს საბოლოოდ განავრცოს და უბრალოება შემატოს, წამოჭიმოს სწორ ხაზზე და ამით დაწყნარდეს - ის მიდის სხვა სახის გაუბრალოებასთან და ასე უბრალოდ იხლის შუბლში ტყვიას, რათა თავისი გატანჯული გონება მთელი თავისი კითხვებითურთ სულ ერთიანად ჩააქროს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერასოდეს ამოვწურავთ ცხოვრების მოვლენებს თუ მის საწყისთან და ბოლოსთან არ მივალთ. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ არსებული, მიმდინარე, ხილვადი და ისიც მხოლოდ დაკვირვების შემდეგ, დასასრული და დასაწყისი - ეს ყველაფერი ადამიანისთვის ჯერ ფანტასტიკურია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = გაზეთში ძალიან ბუნდოვნად იყო ნახსენები ეს ამბავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ძალზედ აღძრა ერთ ვითარებამ: მან ქლოროფილით დაასველა ბამბა, სახეზე შემოიხვია და საწოლზე დაწვა... ასეთნაირადვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ასეთი წერილი დაწერა: „Je m'en vais entreprendre un long voyage. Si cela ne reussit pas qu'on se rassemble pour feter ma resurrection avec du Cliquot. Si cela reussit, je prie qu'on ne me laisse enterrer que tout a fait morte, puisqu'il est tres desagreable de se reveiller dans un cercueil sous terra. Ce n'est pas Chic!“ რაც შემდეგნაირად ითარგმნება : „ფრთებს ვასხამ გრძელ მოგზაურობას. თუ თვითმკვლელობა არ გამოვა, მაშინ დაე, შეიკრიბონ ყველანი, მკვდრებისგან ჩემი აღდგომის აღსანიშნავად ბოკალი კლიკით ხელში. და თუ თვითმკვლელობა შედგება, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ დამმარხოთ, ოღონდ საბოლოოდ დარწმუნდით, რომ მკვდარი ვარ, რადგან რომ სრულიად უსიამოვნოა კუბოში გაღვიძება, მიწის ქვეშ. ძალზედ მოკრძალებულად გამოვა!“ ამ საზიზღარ, უხეშ ლაზათში, ჩემი აზრით შეიძლება გულისწყრომა და ბრაზი ისმის - მაგრამ რის მიმართ? უბრალოდ უხეში ნატურები ანადგურებენ საკუთარ თავს თვითმკვლელობით, მხოლოდ მატერიალური, ხილვადი, გარეგნული საბაბით, ხოლო იმ წერილით ჩანს, რომ მას არ შეიძლებოდა ისეთი მიზეზი ჰქონოდა, რის მიმართ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მისი გულისწყრომა?... წარმოდგენილის უბრალოებაზე, ცხოვრების სიცარიელეზე? ეს ის ძალიან ცნობილი მოსამართლე და ცხოვრების უარმყოფელნი არიან, რომლებიც გამწყრალნი არიან „სისულელეზე“, წყრებიან ადამიანის მიწაზე გაჩენის გამო, ამ გაჩენის უშედეგო შემთხვევითობაზე, ტირანიაზე უმოქმედო მიზეზით, რომელთანაც არ შეიძლება შერიგება? აქ ისმის სწორედ „სწორხაზოვანი“ მოვლენების წინააღმდეგ უკმაყოფილო სულის ხმა, რომელიც მას ჯერ კიდევ ბავშვობაში, მამის სახლში ემცნო. და ყველაზე მეტად უშნოა ის, რომ მოკვდა ყოველგვარი მკაფიო დაეჭვების გარეშე. ეგრეთ წოდებული სიფრთხილის დაეჭვება - როგორც კითხვები, სავარაუდოდ არ ჰქონდა სულში; ყველაფერი, რაც მან ისწავლა, ბავშვობიდან იყო, სწამდა პირდაპირ, სიტყვაზე, აი ესაა სიმართლე. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ მოკვდა, „ცივი სიბნელისა და მოწყენილობისაგან“, ასე ვთქვათ ცხოველური ტანჯვითა და უიმედობით, უბრალოდ, ცხოვრება გახდა მხუთავი, თითქოს ვერ მისწვდა ჰაერს. სულმა ვერ გაუძლო სწორხაზოვნებას, უვნებლობისა და სიფრთხილის გარეშე მოითხოვა შედარებით ძნელი... | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ რამეზე, გარეგნულად როგორი უბრალოც არ უნდა იყოს, დიდხანს ვერ ეშვები ფიქრს, რაღაცნაირად არ ნებდება ფიქრი და რა თქმა უნდა, თქვენ ამაში დამნაშავე ხართ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორი თვითმკვლელობა“ }} === ''მარადი ქმარი'' (1870) === {{Q | ციტატა = დამეთანხმეთ, ეს საუკუნის უდიდესი ავადმყოფობაა, როცა არ იცი ვინ დააფასო, ასე არ არის? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად მახინჯი არის - მახინჯი, კეთილი გრძნობებით: მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, პაველ პავლოვიჩ. მაგრამ თქვენ დამნაშავე არ ხართ პაველ პავლოვიჩ, არ ხართ დამნაშავე: თქვენ მახინჯი ხართ და ამიტომ ყველაფერი მახინჯი უნდა გქონდეთ - ოცნებებიც და იმედებიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = სულ ხომ არ შეიძლება იტანჯებოდე მოგონებებით: შეიძლება მოისვენო და ანტრაქტებში გაისეირნო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ, რამდენადაც დიდი გრძნობებისგან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = დიახ, მრისხანებით მიყვარდა, ეს ყველაზე ძლიერი სიყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = კარგი მტერი მკვდარი მტერია, ცოცხალი კი უკეთესი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = რქიანი რომ არ იყოს, მას არ შეუძლია, ისევე როგორც მზეს არ შეუძლია რომ ანათოს, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, თუნდაც ბუნების კანონებით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = ისინი უკანასკნელ საფეხურამდე გრძნობენ საკუთარ თავს სამართლიანებად და, რა თქმა უნდა, უმანკოებად. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = საკუთარ თავს უსამართლოდ და დამნაშავედ არასოდეს თვლიდა. ქმრის მუდმივი, ურიცხვი ღალატი მას საერთოდ არ ამძიმებდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = არის ფიზიონომია, რომელიც ყველაზე უსახო და უმიზნო გარყვნილებასაც აღაგზნებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ }} {{Q | ციტატა = - აი, ხომ ზრუნავს ვიღაცა ჩემი ზნეობისათვის, ამ წყეულ მოგონებებს თუ „სინანულის ცრემლებს“ რომ მიგზავნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} {{Q | ციტატა = უძილო ღამეებში და, საერთოდ, ღამის ფიქრებისა და განცდების მკვეთრი ცვალებადობა „ძლიერი მოაზროვნე და მგრძნობიარე პიროვნებებს“ სჩვევიათ და ზოგჯერ უძილობის მელანქოლიური ზეგავლენის შედეგად მთელი ცხოვრებისეული მრწამსი მოულოდნელად იცვლება. ისიც ხდება, რომ სრულიად მოულოდნელად საბედისწერო ნაბიჯსაც კი გადადგამსო კაცი. და ბოლოს, თუ სუბიექტი აშკარად გრძნობს ამ გაორებას, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ საქმე სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს. მაშასადამე ზომების მიღებაა საჭირო. საუკეთესო საშუალება გახლავთ ცხოვრებისეული წესის რადიკალური შეცვლა, დიეტა და მოგზაურობა. კუჭის ამორეცხვაც არ იქნება ურიგო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მარადი ქმარი“ გამომცემლობა არტანუჯი 2014 წ. }} === ''ორეული'' (1846) === {{Q | ციტატა = თავად კარგად მოგეხსენებათ, პატარა კაცი ვარ; მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არა ვდარდობ, პატარა კაცი რომ ვარ. პირიქით, კრესტიან ივანოვიჩ, უნდა გამოგიტყდეთ, ვამაყობ იმით, რომ პატარა კაცი ვარ და არა დიდი. არც ინტრიგანი გახლავართ და ესეც დიდად მეამაყება. ჩუმჩუმად კი არ ვმოქმედებ, პირიქით, ყველას დასანახად, სააშკარაოდ; არ ქვებუდანობ, თუმცა, ჩემდა თავად ბევრს შემიძლია ვუმტრო, მაგრადაც ვუმტრო, ისიც კი ვიცი რანაირად ვუმტრო, კრესტიან ივანოვიჩ, მაგრამ არ მინდა გავისვარო და ამით ყველაფერზე ხელი დამიბანია; ამ აზრით, მოგახსენებთ, დამიბანია-მეთქი ხელი, კრესტიან ივანოვიჩ! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგ-ზოგიერთებს ეხერხება, დროულად მიულოცოს ვინმეს რამე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = არიან ადამიანები, ბატონებო, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = აი, როგორ წესს მივდევ მე, ბატონებო: არ გამომივა? - გულს ვიმაგრებ. გამომივა და თავს ვიჭერ, და ყოველ შემთხვევაში ძირს არავის ამოვუთხრი. ინტრიგანი არა ვარ, ვამაყობ კიდეც ამით, არც დიპლომატად ვივარგებდი. ასეც ამბობენ ხოლმე, ბატონებო: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო. მართალი ნათქვამია, მეც მზად ვარ დავეთანხმო, მაგრამ ვინ კატაა და ვინ თაგვი, ეს კიდევ საკითხავია, ბატონებო! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = სადამდის მიჰყავს ზოგჯერ სიბოროტეს კაცი, სადამდის შეიძლება მივიდეს ღირსებისა და ამბიციისათვის შურისმაძიებელი გვამის გამძვინვარება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = იქნება, მხოლოდ ჩემი შეშინება უნდათ, და როცა დაინახავენ - ხმას არ ვიღებ, არ ვეწინააღმდეგები და სრულად ვემორჩილები, მორჩილებით ვიტან ყოველივეს, იქნებ მაშინვე დაიხიონ უკან, სულაც პირველებმა დაიხიონ უკან. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩვენი საქმე სულ უბრალო საქმეა. ყველაფერი სულ უბრალოდ, წვრილმანებით თავდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = მეგობრის ჭერქვეშ შიშველ იატაკზეც რბილად დამეძინება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თურქები, ერთის მხრივ, მართალნი არიან, ძილშიც რომ ღმერთს უხმობენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგჯერ არაკეთილმოსურნეობა და შური თავისი ყოველდღიური ბილწი საზრდოს ძებნაში არავითარ პიროვნებას არ ინდობს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = პირადი შეურაცხყოფა წესიერ საზოგადოებაში დაუშვებელია; | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ჩემს თავზე მოგახსენებთ, ჩემო ბატონო, რომ მე, მაგალითისთვის, ნიღაბს მაშინ ვიკეთებ, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ კარნავლის დროს და მხიარულ წვეულებებში, პირდაპირი აზრით მოგახსენებთ ამას; მაგრამ ყოველდღიურად კი არ ვინიღბები ადამიანების წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თქვენი უსირცხვილო და თავხედური გამოხდომები ჩემს მიმართ, მოწყალეო ბატონო, რის მოწმეც წეღან გავხვდი, უფრო მეტად გამხელენ თქვენ, ვიდრე ჩემი სიტყვები, მაგ უხეირო ოინების იმედი ნუ გექნებათ, არაფერი გამოგივათ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = თვითმარქვეობითა და უსირცხვილობით, ჩვენს დროში ვერაფერს მიაღწევთ. თვითმარქვეობა და უსირცხვილობა, მოწყალეო ბატონო ჩემო, ხეირს არ დაგაყრით, სახრჩობელამდე მიგიყვანთ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ზოგიერთ პიროვნებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ შეურაცხყონ და მოატყუონ ხალხი, განსაკუთრებით კი პატიოსანი და კეთილი ზნის ადამიანები; უფრო მეტიც, ზურგს უკან ლანძღავენ მათ და უკუღმართობად ლაპარაკობენ, მხოლოდ შურისა და კიდევ იმის გამო, რომ თვითონ ასეთებად ვერ გაასაღებენ თავს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} {{Q | ციტატა = ან თქვენ უნდა იყოთ, ან მე. ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია! და ამიტომაც გიცხადებთ, რომ უცნაური, სასაცილო და ამასთანავე შეუძლებელი სურვილი თქვენი-ჩემს ტყუპის ცალად მოაჩვენოთ თავი ხალხს, სხვას არაფერს გამოიწვევს, თუ არა თქვენს საბოლოო პატივის აყრასა და დამარცხებას. და ამიტომაც გთხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე სიკეთისათვის, განზე გადგეთ და გზა მისცეთ ჭეშმარიტად კეთილშობილ და კეთილსაიმედო მიზნების მქონე ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვარ, უკიდურესი ზომები მივიღო. ვდებ კალამს და ველი... სხვაფრივ, მზად გახლავარ, როგორც სამსახურისთვის, ასევე-პისტოლეტებისათვის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორეული“ }} === ''ნეტოჩკა ნეზვანოვა'' (1849) === {{Q | ციტატა = მაგრამ რა? რა მაჩუმებს მაშინ, როდესაც ლაპარაკია საჭირო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არიან ისეთი ხასიათის ადამიანებიც, რომელთაც უყვართ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნონ, ამაზე ხმამაღლა იწუწუნონ ან მარტოობაში დაიმშვიდონ თავი, ქედი მოიხარონ თავიანთი აუღიარებელი სიდიადის წინაშე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ტალანტს თანაგრძნობა უნდა, მას სჭირდება რომ მისი ესმოდეთ, შენ კი ნახავ რა სახეები შემოგეხვევიან გარშემო, როგორც კი ოდნავ მაინც მიაღწევ მიზანს, ისინი არფერს ჩათვლიან და შურით დააკვირდებიან იმას, რასაც შრომით, აკრძალვებით, შიმშილით, უძილო ღამეებით მიაღწიე. ისინი არ გაგამხნევებენ, არ გითანაგრძნობენ, შენი მომავალი მეგობრები; ისინი არ მიგითითებენ თუ რა არის შენში კარგი და ჭეშმარიტი, მაგრამ ბოროტი სიხარულით წამოწევენ შენს ყოველ შეცდომას, მიგითითებენ ზუსტად იმაზე, რაც ცუდია შენში, რაშიც შეცდომას უშვებ და შურითა და მლიქვნელობით ალბათ გაუხარდებათ შენი ყოველი შეცდომა (თითქოს უშეცდომოდ იყო ყველაფერი!) შენ ხომ დიდგულა ხარ, შენ ხშირად ამაყიც ხარ და შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავზე შეყვარებულ არარაობას და მაშინ უბედურება - შენ მარტო იქნები, ისინი კი ბევრნი, ისინი ქინძისთავებით გაწამებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის გარეგნულად მშვიდი იყო, მაგრამ ეს მისი სიმშვიდე უფრო მაღელვებდა, ვიდრე ყოველგვარი მისი ნერვიულობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ყოველ ჩვენგანს ჰქონად ზღვარი, რომლამდეც მიდიოდა ჩვენი სიახლოვე, ზღვარს გადაბიჯება ვერ გავბედეთ, თუმცა კი გვინდოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჭეშმარიტებამ ის თავისი აუტანელი ბრჭყვიალით დააბრმავა და ის რაც სიცრუე იყო, მისთვისაც სიცრუედ დარჩა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ის მოკვდა, რადგან ასეთი სიკვდილი მისთვის აუცილებლობა იყო, ერთადერთი მიზანი მთელი მისი ცხოვრებისა. ის ასე უნდა მომკვდარიყო, როდესაც ყოველივე, რასაც მისი ცხოვრება ეკავა უცაბედად ჩამოინგრა, გაიფანტა როგორც მოჩვენება, როგორც უსხეულობა, ცარიელი ოცნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ნუთუ მას არ შეეძლო იმის გაგება, რომ ასე ძნელია მოატყუო ნატურა, რომელსაც სწყურია შეგნებული შტაბეჭდილებები, ვინც ბოლომდე იგრძნო ბევრი ბოროტება და სიკეთე? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = არის წუთები, როდესაც ცნობიერებით უფრო მეტს გადაიტან, ვიდრე მთელს წელიწადში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = თითქოს და ჩანდა, რომ ეს უბედური, დაღუპული ტალანტი თავადვე ეძებდა გარეგნულ შემთხვევებს, რისთვისაც შეიძლებოდა დაებრალებინა მთელი წარუმატებლობა, მთელი უბედურება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მხოლოდ ერთი სიამოვნება მქონდა - მეფიქრა და მეოცნება მასზე, მხოლოდ ერთი ნება - მეკეთებინდა ყველაფერი, რაც მას უმცირეს სიამოვნებას მოჰგვრიდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასზე იმედის ჩრდილიც კი ახდენდა გავლენას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მას დიდება სურდა და თუ არტისტისთვის დიდების სურვილი მამოძრავებელი მთავარი ძალაა, მაშინ ის არტისტი არაა, რადგან მან უკვე დაკარგა მთავარი მხატვრული ინსტინქტი, ანუ ხელოვნების სიყვარული, ერთადერთი იმის გამო, რომ ის არის ხელოვნება და არა სხვა რამ, მაგალითად დიდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საბრალო შეშლილი ადამიანი მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადამიანს თვლიდა ტალანტად, მხოლოდ ერთ არტისტს და ეს არტისტი რა თქმა უნდა, თვითონვე იყო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მან დაგტოვა ერთ აუხსნელ მიზანთან, რომელიც შენც კი არ აგიხსნა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შენ ხომ ღუპავ საკუთარ თავს შენივე სასოწარკვეთით. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = უყურე, კიდევ ერთხელ გიმეორებ: ისწავლე და ფიალები არ განასხვავო. და თუ ტკივილისგან შედრკები (ტკივილი კი ბევრი იქნება!) - საკვები გაქრება, ყველაფერი ეშმაკისკენ წავა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = შეშლილი თავიდან იშორებდა ყველას, ვისზეც გაბრაზებული იყო, რადგან საკუთარი თავისა და საკუთარი მძვინვარების ეშინოდა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მერე შევამჩნიე, რომ ბევრი ბავშვი სიმახინჯემდე გულგრილია, მაგრამ თუკი ვინმეს შეიყვარებენ, საბოლოოდ შეიყვარებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = იმ წუთას ვიგრძენი, რომ არ ვეცოდებოდი და არ ვუყვარდი, რადგან ვერ ხედავდა როგორ მიყვარდა და ფიქრობდა, რომ სასტუმროს გამო მზად ვიყავი მისთვის მემსახურა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე მდაბალი ვარ, არარაობა ვარ, სასაცილო ვარ, სასაცილოზე უარესი კი არაფერია! | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ვნება შენ მიერ აღძრული სიყვარული არ ყოფილა, - მე სიყვარულის მეშინოდა: ვერ გავბედე შენი შეყვარება; სიყვარულში ურთიერთდამოკიდებულებაა, ეჭვიანობაა, მე კი არ ვიყავი ამის ღირსი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე უკვე მესმოდა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა - არ არის ტალანტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = სიღარიბეში ყოფნის შენს ექვს წელს უკვალოდ არ ჩაუვლია: სწავლობდი, აცნობიერებდი საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებს, შენ უკვე გაგეგება შენი ხელოვნებისა და შენი დანიშნულებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = როდესაც იმ შენმა მასწავლებელმა, რომელზეც მიყვებოდი, შენში ხელოვნებისადმი სიყვარული აღძრა და გაააღვიძა, მაშინაც იგივე მძიმედ იგრძენი ეს, როგორც ახლა გრძნობ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ჩემი ბედნიერება, როგორც აუტანელი ტვირთი ისე მაწვებოდა და ატირებული მეუბნებოდა: „რისთვის ეს ყოველივე? რით დავიმსახურე? რით დავიმსახურე ნეტარება?“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მასწავლე, მე ხომ არ მესმის, არ მესმის, ვერანაირად ვერ გამიგია - მასწავლე, როგორ გავხლიჩო ცხოვრება შუაზე, როგორ ამოვიგლიჯო გული მკერდიდან და მის გარეშე როგორ ვიცხოვრო? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = მე დაუცველი და მარტოხელა ვიდექი ადამიანის წინაშე, რომელსაც ქალის შეურაცხყოფა შეუძლია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = ...მაგრამ საბოლოოდ კი ყველას მოაწყინა თავი, მის ბოლო როლშიც კი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} {{Q | ციტატა = საშინელებაა მიუღწეველ იდეასთან განშორება, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე, რომლის იდეაც მაინც ღრმა და სერიოზულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ნეტოჩკა ნეზვანოვა“ }} ===''მის შესახებ''=== {{Q | ციტატა = დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას. | ავტორი = [[ფრიდრიხ ნიცშე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ყოველი ხელოვნება პოეტურ მოსაზრებათა მთელ წყებებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ერთი იდეა ვერ გამოიხატება მეორე, მასთან კავშირში არმყოფ ფორმაში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = რა შეიძლება იყოს ჩემთვის უფრო ფანტასტიკური, ვიდრე სინამდვილეა? | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მიყვარს რეალიზმი, როდესაც ის ფანტასტიკურობამდე აღწევს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = მაშინ, როცა ირონიას, ალეგორიას და ხუმრობას ვეღარ იგებენ, ეს ცუდის ნიშანია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = თანამედროვე დასავლეთ ევროპას იგი შემდეგნაირად ახასიათებდა: „უარყვეს გადარჩენის ერთადერთი ფორმულა, რომელიც ღმერთისგან მოდიოდა და ხსნად ჰუმანურობას აცხადებენ, „შენ ის გიყვარს როგორც საკუთარი თავი“ — ეს მცნება ჩაანაცვლეს უფრო პრაქტიკული დასკვნით chacun pour soi et Dieu pour tous („ყველა თავისთვის და ღმერთი ყველასთვის“) ანდა სხვა მეცნიერული სლოგანებით, მაგალითად „ბრძოლა გადარჩენისთვის“. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ნუ, ნუ გჯერათ ადამიანთა თანაზიარობა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} ==რესურსები ინტერნეტში== {{commons|Category:Fyodor Dostoyevsky}} * [http://www.FyodorDostoevsky.com FyodorDostoevsky.com] * [http://www.fedordostoievsky.com/ingles/ingles1.htm FedorDostoievsky.com] * [http://Dostoyevsky.thefreelibrary.com/ Brief biography and works at The Free Library] * [http://www.kiosek.com/dostoevsky/contents.html Dostoevsky Research Station] {{DEFAULTSORT:დოსტოევსკი, თედორე}} [[კატეგორია:რუსი მწერლები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] q5mr2f7k8qxc7lcn2didmyy89jiec85 მამა გაბრიელი 0 3250 47497 46734 2026-04-14T16:54:22Z გიორგაძე.ლანა 5265 /* სწავლებანი */ 47497 wikitext text/x-wiki [[ფაილი:Mama gabrieli.jpg|200px|მინიატიურა|მამა გაბრიელი]] '''[[:w:მამა გაბრიელი|მამა გაბრიელი]]''' (ერისკაცობაში '''გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე'''; დ. 1929 — გ. 2 ნოემბერი, 1995) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე - არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი. =='''სწავლებანი'''== ,,არავინ იცის ეს ცხოვრება ვის რას უმზადებს, დღეს შეიძლება მეფე იყო ან დედოფალი, ხვალ კი მათხოვრად იქცე! ამიტომ გიყვარდეთ გულით უბრალო ადამიანები. ნუ გადმოხედავთ ღარიბებს ზემოდან, რადგან ჩვენს ზემოთ მარტო უფალი დგას, ეს სულ იცოდეთ. სიღარიბე ნაკლი არ არის, ღარიბის სახლში მეტი სითბო და სიყვარულია, იქ უფალი სახლობს.'' {{Q | ციტატა = „ხშირად თვალით ნანახსაც და ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებთ,შეიძლება ერთმაც მოგატყუოთ და მეორემაც.“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} თუ შენს სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვგონებ, იმ ურწმუნოზე უარესი ხარ {{Q | ციტატა = „ვინც ენას და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სიყვარულით, შეიძლება ბევრი ვერ გიყვარდეს, მაგრამ ცუდი არავისთვის უნდა გინდოდეს.“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ადამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი.“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = შეიცან შენი უძლურება და უფალი გაგაძლიერებს შენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3109 ბერის დიადემა გვ. 304] }} {{Q | ციტატა = მარხვა ცოდვების სინანულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=2994 ბერის დიადემა გვ. 298] }} {{Q | ციტატა = პირობის დარღვევა დიდი ცოდვაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3129 ბერის დიადემა გვ. 305] }} {{Q | ციტატა = ერში იკარგება მონასტრის მადლი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3147 ბერის დიადემა გვ. 306] }} {{Q | ციტატა = თუ გინდა ბერობა, შენ უკვე ბერი ხარ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3159 ბერის დიადემა გვ. 307] }} {{Q | ციტატა = სიყვარული ლომს ქედს მოადრეკინებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=2972 ბერის დიადემა გვ. 296] }} {{Q | ციტატა = კარგ ბერს ერთი სეფისკვერი უნდა ეყოს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3142 ბერის დიადემა გვ. 306] }} {{Q | ციტატა = ბერთან მიახლოება ცეცხლთან თამაშია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3156 ბერის დიადემა გვ. 307] }} {{Q | ციტატა = როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3465 ბერის დიადემა გვ. 313] }} {{Q | ციტატა = გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=2991 ბერის დიადემა გვ. 298] }} {{Q | ციტატა = კადნიერება ყველა ბოროტების დასაბამია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3163 ბერის დიადემა გვ. 307] }} {{Q | ციტატა = ბერსაც სჭირდება თანაგრძნობა და ნუგეში. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3158 ბერის დიადემა გვ. 307] }} {{Q | ციტატა = მონასტრიდან ხანგრძლივი დროით ნუ გახვალ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3148 ბერის დიადემა გვ. 306] }} {{Q | ციტატა = გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3174 ბერის დიადემა გვ. 308] }} {{Q | ციტატა = ღვთის განგების იმედი არასოდეს დაჰკარგო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3473 ბერის დიადემა გვ. 313] }} {{Q | ციტატა = მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3201 ბერის დიადემა გვ. 309] }} {{Q | ციტატა = სადაც მეტი მადლია, საჩუქარიც მეტი იქნება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3379 ბერის დიადემა გვ. 311] }} {{Q | ციტატა = მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3051 ბერის დიადემა გვ. 303] }} {{Q | ციტატა = ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3387 ბერის დიადემა გვ. 312] }} {{Q | ციტატა = ღმერთი უმაღლესი განგებით სცდის ადამიანებს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3117 ბერის დიადემა [გვ. 304] }} {{Q | ციტატა = ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=2969 ბერის დიადემა გვ. 296] }} {{Q | ციტატა = დიდი მადლია მტრედებს და ჩიტებს აჭამო საჭმელი. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3468 ბერის დიადემა გვ. 313] }} {{Q | ციტატა = ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3125 ბერის დიადემა გვ. 305] }} {{Q | ციტატა = ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან გრჩება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3128 ბერის დიადემა გვ. 305] }} {{Q | ციტატა = ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=2999 ბერის დიადემა გვ. 299] }} {{Q | ციტატა = საერო გაზეთებში ხატების დაბეჭდვა დიდი დანაშაულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3127 ბერის დიადემა გვ. 305] }} {{Q | ციტატა = ჩემი ჯვარი სრულიად საქართველო და ნახევარი რუსეთია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3385 ბერის დიადემა გვ. 312] }} {{Q | ციტატა = მონაზვნობა ანგელოზის ხარისხია, ცეცხლში უნდა გაიარო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3119 ბერის დიადემა გვ. 304] }} {{Q | ციტატა = მონასტერი სასტუმრო არაა, მონასტერი დიდი სიყვარულია. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3146 ბერის დიადემა გვ. 306] }} {{Q | ციტატა = ასჯერ მრუში ჯობია იყო, ვიდრე სარწმუნოებას გადაუხვიო. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3184 ბერის დიადემა გვ. 308] }} {{ვიკიპედია}} {{DEFAULTSORT:გაბრიელი, მამა}} [[კატეგორია:ქართველი რელიგიური მოღვაწეები]] [[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] tel0pxqfx81b31udz91dg8kaos2vsvo ტირანია 0 3332 47486 47166 2026-04-14T14:14:29Z გიორგაძე.ლანა 5265 47486 wikitext text/x-wiki {{Q | ციტატა = „ხალხები არასოდეს არ იღუპებოდნენ, თვით ყველაზე მკაცრი ტირანიის რეჟიმის დროსაც კი.“ | ავტორი = [[გიორგი დიმიტროვი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „უმრავლესობის ბატონობა, რაც დემოკრატიული ხალხებისთვისაა დამახასიათებელი, შეიძლება გადაიქცეს ტირანიად, თუკი მას ადამიანთა თავისუფლება დააკლდა.“ | ავტორი = [[ალექსის დე ტოკვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სადაც კანონის ძალა ქრება, იქ ტირანია იმარჯვებს.“ | ავტორი = [[ჯონ ლოკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მიეცით ხელისუფლება შტერს და თქვენ შექმნით ტირანს.“ | ავტორი = [[პლატონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ტირანია მართლაც ძალიან სასიამოვნო მწვერვალია, მაგრამ მას უკან ჩამოსასვლელი გზა აღარ აქვს.“ | ავტორი = [[სოლონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] nvdorrvqziogn911uju7s5vx9dgqwan 47487 47486 2026-04-14T14:15:15Z გიორგაძე.ლანა 5265 47487 wikitext text/x-wiki {{Q | ციტატა = „ხალხები არასოდეს არ იღუპებოდნენ, თვით ყველაზე მკაცრი ტირანიის რეჟიმის დროსაც კი.“ | ავტორი = [[გიორგი დიმიტროვი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „უმრავლესობის ბატონობა, რაც დემოკრატიული ხალხებისთვისაა დამახასიათებელი, შეიძლება გადაიქცეს ტირანიად, თუკი მას ადამიანთა თავისუფლება დააკლდა.“ | ავტორი = [[ალექსის დე ტოკვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დემოკრატია ამერიკაში” }} {{Q | ციტატა = „სადაც კანონის ძალა ქრება, იქ ტირანია იმარჯვებს.“ | ავტორი = [[ჯონ ლოკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მიეცით ხელისუფლება შტერს და თქვენ შექმნით ტირანს.“ | ავტორი = [[პლატონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ტირანია მართლაც ძალიან სასიამოვნო მწვერვალია, მაგრამ მას უკან ჩამოსასვლელი გზა აღარ აქვს.“ | ავტორი = [[სოლონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] 6rc0ti64r1h4of9yzkj959bevu2o3fg 47488 47487 2026-04-14T14:56:50Z გიორგაძე.ლანა 5265 47488 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== =='''ბ'''== =='''გ'''== =='''დ'''== {{Q | ციტატა = „ხალხები არასოდეს არ იღუპებოდნენ, თვით ყველაზე მკაცრი ტირანიის რეჟიმის დროსაც კი.“ | ავტორი = [[გიორგი დიმიტროვი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ე'''== =='''ვ'''== =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== =='''კ'''== =='''ლ'''== {{Q | ციტატა = „სადაც კანონის ძალა ქრება, იქ ტირანია იმარჯვებს.“ | ავტორი = [[ჯონ ლოკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== =='''ნ'''== =='''ო'''== =='''პ'''== {{Q | ციტატა = „მიეცით ხელისუფლება შტერს და თქვენ შექმნით ტირანს.“ | ავტორი = [[პლატონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ჟ'''== =='''რ'''== =='''ს'''== {{Q | ციტატა = „ტირანია მართლაც ძალიან სასიამოვნო მწვერვალია, მაგრამ მას უკან ჩამოსასვლელი გზა აღარ აქვს.“ | ავტორი = [[სოლონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ტ'''== {{Q | ციტატა = „უმრავლესობის ბატონობა, რაც დემოკრატიული ხალხებისთვისაა დამახასიათებელი, შეიძლება გადაიქცეს ტირანიად, თუკი მას ადამიანთა თავისუფლება დააკლდა.“ | ავტორი = [[ალექსის დე ტოკვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დემოკრატია ამერიკაში” }} =='''უ'''== =='''ფ'''== =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== =='''ჩ'''== =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== =='''ხ'''== =='''ჯ'''== =='''ჰ'''== [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] tr39fjjd3k7c8kkkla1sao9mdtnc0eb შეცდომა 0 5580 47501 47085 2026-04-14T17:18:38Z გიორგაძე.ლანა 5265 /* ჰ */ 47501 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== {{Q | ციტატა = „იმას, ვისაც არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახლის შექმნა.“ | ავტორი = [[ალბერტ აინშტაინი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შეცდომა ბევრჯერ შეიძლება, სწორ საქციელს კი მხოლოდ ერთი გზა გააჩნია.“ | ავტორი = [[არისტოტელე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ბ'''== {{Q | ციტატა = „ადამიანებს ახასიათებთ შეცდომების დაშვება, თუმცა უფრო ხშირად ისინი საკუთარი შეცდომების სხვაზე გადაბრალებით ხასიათდებიან.“ | ავტორი = [[არტურ ბლოხი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “მერფის კანონები” (1982 წ.) }} =='''გ'''== {{Q | ციტატა = „შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია და, ღმერთის გარდა უსაქმო ძილისგუდა. ვინც ჰმოქმედობს, იღვწის, შეცდომას ვერასოდეს ვერ ასცდება.“ | ავტორი = [[იაკობ გოგებაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, როცა ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვატაროთ ის.“ | ავტორი = [[გოეთე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შენი ერთი გადაბრუნებული ნაბიჯის გამო გადაგივლიან და მაშინვე დაივიწყებენ, რომ გუშინ უყვარდი.“ | ავტორი = [[ნიკო გომელაური]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შეცდომების ნუ გეშინიათ ─ მათ გარეშე ვერ იცხოვრებთ.“ | ავტორი = [[მაქსიმ გორკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''დ'''== {{Q | ციტატა = „საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ბადებს.“ | ავტორი = [[დემოკრიტე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მთავარია, რომ შეიგნო შენი შეცდომა და ყველაფერი რიგზე იქნება.“ | ავტორი = [[გურამ დოჩანაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ე'''== {{Q | ციტატა = „ადამიანები ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას მაშინ უშვებენ, როდესაც ვერ ხვდებიან, რა ახლოს არიან წარმატებასთან და უბრალოდ ნებდებიან.“ | ავტორი = [[ტომას ედისონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „უკეთესია, ისწავლო სხვის შეცდომებზე, ვიდრე შენსაზე.“ | ავტორი = [[ეზოპე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ვ'''== =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== {{Q | ციტატა = „გონიერების პირველი ნიშანი საკუთარი შეცდომების, ცოდვების შეგნებაა.“ | ავტორი = [[ილია II]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''კ'''== {{Q | ციტატა = „ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულად უცდომელად მიიჩნევს.“ | ავტორი = [[ტომას კარლაილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ერთადერთი ნამდვილი შეცდომაა, არ გამოასწორო შენ მიერ ჩადენილი შეცდომები.“ | ავტორი = [[კონფუცი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ადამიანი, რომელმაც შეცდომა დაუშვა და მის გამოსწორებას არ ცდილობს, ახალ შეცდომას უშვებს.“ | ავტორი = [[კონფუცი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ლ'''== {{Q | ციტატა = „როდესაც გააცნობიერებ, რომ შეცდომა დაუშვი, დაუყოვნებლივ დაიწყე მისი გამოსწორება.“ | ავტორი = [[დალაი ლამა XIV]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ჩემი ცხოვრების უდიდესი შეცდომა იყო, როცა ვფიქრობდი, რომ სხვებსაც ისე ვეყვარებოდი, როგორც მე მიყვარდნენ ისინი.“ | ავტორი = [[ჰიტ ლეჯერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ქალები უფრო იოლად აღიარებენ თავიანთ შეცდომებს, ვიდრე მამაკაცები, ამიტომაც ისე ჩანს, თითქოს ქალები მეტ შეცდომებს უშვებენ.“ | ავტორი = [[ჯინა ლოლობრიჯიდა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== {{Q | ციტატა = „შენ უშვებ შეცდომებს და შეცდომები გაყალიბებენ შენ.“ | ავტორი = [[მაქსველ მალცი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ადამიანი საკმარისად დიდსულოვანი უნდა იყოს, რომ აღიაროს თავისი შეცდომები; საკმარისად ჭკვიანი, რომ ისწავლოს მათგან და საკმარისად ძლიერი, რომ შეძლოს მათი გამოსწორება.“ | ავტორი = [[ჯონ მაქსველი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „აბსოლუტურად უშეცდომო მხოლოდ მატყუარაა, რომელიც სამყაროს სათავისოდ ირგებს.“ | ავტორი = [[გია მურღულია]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ნ'''== {{Q | ციტატა = ''„არასოდეს შეუშალოთ ხელი თქვენს მტერს, როდესაც ის შეცდომას უშვებს.“'' | ავტორი = [[ნაპოლეონ I]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ო'''== =='''პ'''== =='''ჟ'''== =='''რ'''== {{Q | ციტატა = „სცდებიან ადამიანები იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ ─ ვიცითო.“ | ავტორი = [[ჟან-ჟაკ რუსო]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ს'''== {{Q | ციტატა = „მცირე, გამოუსწორებელი შეცდომები ადვილად გადადის დიდ მანკიერებაში.“ | ავტორი = [[სენეკა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შეცდომა ყოველი ადამიანის თვისებაა, მაგრამ ვინც ცდება, მას არამც და არამც არ შეიძლება ეწოდოს გამოუსწორებელი სულელი, თუკი ის შეცდომის დაშვების შემდეგ ცდილობს მის გამოსწორებას და არ ჯიუტობს.“ | ავტორი = [[სოფოკლე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ტ'''== {{Q | ციტატა = „შეცდომის მეორედ დაშვება, უკვე არჩევანია.“ | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს, თუმცა სწორედ ეს არის მისი მთავარი შეცდომა.“ | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ადამიანები მუდამ სცდებოდნენ და მომავალშიაც შესცდებიან, და ყველაზე მეტად შესცდებიან იმაში, რაც მათ სამართლიანად და უსამართლოდ მიაჩნიათ.“ | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''უ'''== =='''ფ'''== {{Q | ციტატა = „ჩვენ ყოველთვის არ ვართ დაზღვეულები იმ შეცდომებისგან, რომელთა გამოც სხვებს დავცინით!“ | ავტორი = [[ზიგმუნდ ფროიდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== {{Q | ციტატა = „ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ შეცდომა მისი წერაა, უამისოდ კაცი ღმერთი იქნებოდა!“ | ავტორი = [[ალექსანდრე ყაზბეგი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''შ'''== {{Q | ციტატა = „გაანთავისუფლო ადამიანი მისი შეცდომისაგან არ ნიშნავს, რომ მას რაღაც წაართვი, პირიქით, შენ მას მიეცი ძალიან ბევრი.“ | ავტორი = [[არტურ შოპენჰაუერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შეცდომებში გატარებული ცხოვრება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე უსაქმოდ გაცდენილი.“ | ავტორი = [[ჯორჯ ბერნარდ შოუ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ჩ'''== {{Q | ციტატა = „ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია ─ ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.“ | ავტორი = [[ირაკლი ჩარკვიანი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თავად არ უშვებს ─ სხვასაც უტოვებს ამის შესაძლებლობას.“ | ავტორი = [[უინსტონ ჩერჩილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „დიდი უპირატესობა აქვს იმას, ვინც ადრევე დაუშვა ის შეცდომები, რომელზეც რაიმეს სწავლა შეიძლება.“ | ავტორი = [[უინსტონ ჩერჩილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ც'''== {{Q | ციტატა = „შეცდომებზე ვსწავლობთ; გამოუსწორებელ შეცდომებზე ─ ადამიანებს ვკარგავთ...“ | ავტორი = [[ხატია ცაბაურაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შეიძლება ცდებოდეს ყოველი ჩვენგანი, ოღონდ შეცდომას ბოლომდე იცავს მხოლოდ გიჟი.“ | ავტორი = [[ციცერონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== {{Q | ციტატა = :მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი :ჩემს დაღლილ ხელზე შემთხვევით იდო, :შეცდომით იდო და ნელა-ნელა :თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ. | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „გაზაფხულის პირველი დღე“ }} {{Q | ციტატა = :მე ჩემს თავს უფრო ძლიერად ვთვლიდი, :სხვა არაფერი შემშლია მეტი. | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ჩადენილი შეცდომები ბევრია და ყველა მათგანის თუნდაც აღსანუსხავად არც დრო გვეყოფა, არც ადგილი.“ | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სიცოცხლისათვის” (1988 წ.) }} {{Q | ციტატა = „ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის.“ | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “გოდორი” (2003 წ.) }} {{Q | ციტატა = „ადამიანს თუ წამოიკიდებ და შეცდომის დაშვების გარდა, სხვა გზას არ დაუტოვებ, ის ადამიანი აუცილებლად დაუშვებს შენს მიმართ შეცდომას.“ | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ხ'''== =='''ჯ'''== =='''ჰ'''== შეცდომა რომელიც გხდის თავმდაბალს სჯობს {{Q | ციტატა = „ტანგოში არ არსებობს შეცდომები ─ ისევე, როგორც ცხოვრებაში... თუ შეგეშლება, თავი ისე უნდა დაიჭირო, რომ ასე იყო საჭირო და განაგრძო ცეკვა.“ | ავტორი = [[ ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = კინოფილმი „ქალის სურნელი“ (1992 წ.) }} არ უნდა გჭირდებოდეს მთელი ოკეანის დალევა იმის მისახვედრად, რომ ის მლაშეა.. {{Q | ციტატა = „ჩემი შეცდომები მე მითხარი და არა ─ სხვებს, რადგან ისინი მე უნდა გამოვასწორო და არა ─ სხვებმა.“ | ავტორი = [[ ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ და ახალ შეცდომებს უშვებენ.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „აუცილებლად დაუშვით ყველა ის შეცდომა, რაც ბედნიერს გაგხდით.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „როცა ვინმე შეცდომას დაუშვებს, წამიერად ნუ დაუვიწყებთ ყველა კარგ საქმეს, რაც კი ოდესმე უკეთებია!“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შეცდომის დაშვების შიშით არაფრის კეთება, ყველაზე დიდი შეცდომაა.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ერთი ალილუია მღვდელსაც შეეშლებაო. | ავტორი = [[ქართული ანდაზები|ქართული ანდაზა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ვინც ცხენიდან არ ჩამოვარდნილა, ის ცხენოსნობას ვერ ისწავლისო. | ავტორი = [[ქართული ანდაზები|ქართული ანდაზა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = შეცდომა სიყალბედ არ ითვლება. | ავტორი = [[გერმანული ანდაზები|გერმანული]] და რუსული ანდაზა | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ცდომილება კაცის თვისებაა. | ავტორი = [[გერმანული ანდაზები|გერმანული ანდაზა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ერთი შეცდომა მეორეს იწვევს. | ავტორი = [[გერმანული ანდაზები|გერმანული ანდაზა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = შეცდომას ის იწვევს, რომ უკეთესი არ ვიცით. | ავტორი = [[დემოკრიტე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987 }} {{Q | ციტატა = ვინც ბევრს გაბედავს, ბევრჯერაც შეცდება. | ავტორი = მენანდრე | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987 }} {{Q | ციტატა = ადამიანი მუდამ ცდება, ვიდრე ისწრაფვის. | ავტორი = [[გოეთე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987 }} {{Q | ციტატა = ყველაზე მეტად ქების ღირსი იგია, ვისაც იმდენი ვაჟკაცობა აქვს, რომ თავისი შეცდომა აღიაროს და გაასწოროს. | ავტორი = ფ. ფენელონი | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987 }} {{Q | ციტატა = შეცდომა მოსდის ყველა ადამიანს, ოღონდ დიდი ადამიანები აღიარებენ თავის შეცდომებს. | ავტორი = ბ. ფონტენელი | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987 }} {{Q | ციტატა = მორცხვობა იქნებ მისაღები იყოს ყველგან, ოღონდ არა საკუთარი შეცდომების აღიარებისას. | ავტორი = [[დორის ლესინგი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987 }} {{Q | ციტატა = რაკი შენი შეცდომა სცან და აღიარე, უჭკვიანესი შეიქმენ. | ავტორი = ა. პოპი | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987 }} {{Q | ციტატა = კაცი ძლიერი ხდება, როცა თავის სისუსტეს აღიარებს. | ავტორი = [[ონორე დე ბალზაკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987 }} {{Q | ციტატა = ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულიად უცდომელად მიიჩნევს. | ავტორი = ტ. კარლეილი | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987 }} {{Q | ციტატა = შეცდომა ყველაზე უფრო ღრმა ფორმაა გამოცდილებისა. | ავტორი = მ. კესელი | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987 }} {{Q | ციტატა = შეცდომები ირონიულად მიგვასწავლიან გზას ჭეშმარიტებისაკენ. | ავტორი = ა. რაიცი | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987 }} ერთადერთი შეცდომა ისაა, რომელიც არაფერს გასწავლის ზოგიერთი შეცდომა ისეთი სასიამოვნოა, საწყენია მათი მხოლოდ ერთხელ ჩადენაო, ჯეკ ნიკოლსონს უთქვამს [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] e8uyhjghyrh591sv2gns3cjtepenktp დემოკრატია 0 6612 47489 47160 2026-04-14T15:16:10Z გიორგაძე.ლანა 5265 /* ტ */ 47489 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== =='''ბ'''== =='''გ'''== {{Q | ციტატა = „კორუფცია და ფარისევლობა არ უნდა იყოს დემოკრატიის გარდაუვალი შედეგი, როგორც ეს დღესაა.“ | ავტორი = [[მაჰათმა განდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''დ'''== =='''ე'''== =='''ვ'''== =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== =='''კ'''== =='''ლ'''== {{Q | ციტატა = „დემოკრატია არის ხალხის მთავრობა, ხალხის მიერ, ხალხისთვის.“ | ავტორი = [[აბრაამ ლინკოლნი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== =='''ნ'''== =='''ო'''== =='''პ'''== =='''ჟ'''== =='''რ'''== =='''ს'''== =='''ტ'''== {{Q | ციტატა = „დემოკრატიის გზით მხოლოდ მმართველობის საშუალო დონე მიიღწევა.“ | ავტორი = [[ალექსის დე ტოკვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დემოკრატია ამერიკაში” }} =='''უ'''== =='''ფ'''== =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== =='''ჩ'''== {{Q | ციტატა = „დემოკრატია მმართველობის ყველაზე საშინელი ფორმაა, მაგრამ ─ უკეთესი არ არსებობს.“ | ავტორი = [[უინსტონ ჩერჩილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტია ხუთწუთიანი საუბარი საშუალო ამომრჩეველთან.“ | ავტორი = [[უინსტონ ჩერჩილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== =='''ხ'''== =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „ნამდვილ დემოკრატიას პარლამენტი საერთოდ არ სჭირდება.“ | ავტორი = [[ადოლფ ჰიტლერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „დემოკრატია ─ ეს არის მმართველობის ფორმა, როცა ორი იმბეცილის ხმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცისა.“ | ავტორი = [[ადოლფ ჰიტლერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = დემოკრატია-ჩემი თავისუფლებაა და არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://egoti.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-2/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D/ ციტატები თუ ფრაზები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია არის გზა ყველაზე მოწესრიგებული ქაოსისკენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://egoti.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-2/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D/ ციტატები თუ ფრაზები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, თუკი გამოვრიცხავთ ყველა დანარჩენს, რომელთაც დროდადრო მოსინჯავდნენ ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://egoti.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-2/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D/ ციტატები თუ ფრაზები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = ნამდვილ დემოკრატიას პარლამენტი საერთოდ არ სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://egoti.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-2/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D/ ციტატები თუ ფრაზები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = რისი მაქნისია ლიბერალიზმი თუ ის სახელმწიფოს და სარწმუნოებას ვნებს,რისი მაქნისია დემოკრატია თუ ჩემს ქვეყანაში სხვა ერები ჩემს ხმას გადააჭარბებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://egoti.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-2/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D/ ციტატები თუ ფრაზები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია ეს არის მმართველობის ფორმა,როცა ორი იმბეცილის ხმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://egoti.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-2/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D/ ციტატები თუ ფრაზები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = ყველაზე საუკეთესო ადამიანიც კი არასაკმარისად კარგია იმისათვის, რომ მართოს სხვა ადამიანი მისი თანხმობის გარეშე | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://psage.tsu.ge/ ცნობილი გამონათქვამები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = ხალხის მმართველობა, ხალხის მეშვეობით და ხალხისათვის არგაქრება დედამიწაზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://psage.tsu.ge/ ცნობილი გამონათქვამები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატიას შესაძლებელს ხდის ადამიანთა უნარი დაადგინონ კანონები, ხოლო ადამიანური ცდუნება გვერდი აუარონ კანონებს, დემოკრატიას აუცილებელს ხდის | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://psage.tsu.ge/ ცნობილი გამონათქვამები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატიის ყველა ავადმყოფობის წამალი კიდევ უფრო მეტი დემოკრატიაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://psage.tsu.ge/ ცნობილი გამონათქვამები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = ხმებს კი არ უნდა თვლიდნენ, არამედ წონიდნენ; სახელმწიფო, რომელშიც გადაწყვეტილება უმრავლესობით და უგუნურებით მიიღება, ადრე თუ გვიან დაიღუპება | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = თანამედროვე დემოკრატია სახელმწიფოს დაცემის ისტორიული ფორმაა | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = უცნაურია, რომ აქ ყველაფრის წაკითხვა და თქმა შეგიძლია | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატიის პირველი პრინციპი ისაა, რომ ადამიანები არსით გააერთიანოს და არა დაყოს | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატიას არ აქვს ფერი, ის სპექტრია | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = გამოხატული სრული თავისუფლება ინდივიდსა და სახელმწიფოს გარდაქმნის მაქსიმალურ მონურ სისტემად... ანუ ტირანია სხვა არაფრისგან არ წარმოიშობა, თუ არა დემოკრატიისა და მონობის განუსაზღვრელი თავისუფლებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია სამ ძირითად პრინციპს ემყარება: 1) სინდისის თავისუფლებას, 2) სიტყვის თავისუფლებას და 3) გონიერებას, რომ ამ ორიდან, არცერთი იქნას გამოყენებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია არის ხალხის მმართველობა ხალხის მიერ ხალხისათვის | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია სოციალიზმის წინა საფეხურია | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = არ ვისურვებდი ვიყო მონა, თუმცა არც მათ ბატონობას ვისურვებდი, ესაა ჩემი დემოკრატიაზე | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია უნდა იყოს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ორი მგელი და ერთი ცხვარი, რომლებიც კენჭს იყრიან იმაზე, თუ რა ჭამონ სადილად. | ავტორი = [[ბენჯამინ ფრანკლინი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] ebcudzq6piui07dq4nfgmhfaucqtmt4 47490 47489 2026-04-14T15:17:50Z გიორგაძე.ლანა 5265 /* ტ */ 47490 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== =='''ბ'''== =='''გ'''== {{Q | ციტატა = „კორუფცია და ფარისევლობა არ უნდა იყოს დემოკრატიის გარდაუვალი შედეგი, როგორც ეს დღესაა.“ | ავტორი = [[მაჰათმა განდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''დ'''== =='''ე'''== =='''ვ'''== =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== =='''კ'''== =='''ლ'''== {{Q | ციტატა = „დემოკრატია არის ხალხის მთავრობა, ხალხის მიერ, ხალხისთვის.“ | ავტორი = [[აბრაამ ლინკოლნი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== =='''ნ'''== =='''ო'''== =='''პ'''== =='''ჟ'''== =='''რ'''== =='''ს'''== =='''ტ'''== {{Q | ციტატა = „დემოკრატიის გზით მხოლოდ მმართველობის საშუალო დონე მიიღწევა.“ | ავტორი = [[ალექსის დე ტოკვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დემოკრატია ამერიკაში” }} {{Q | ციტატა = „დემოკრატიის ძირითადი ფასეულობა არის ის, რაც კეთდება მისი წყალობით.“ | ავტორი = [[ალექსის დე ტოკვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დემოკრატია ამერიკაში” }} =='''უ'''== =='''ფ'''== =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== =='''ჩ'''== {{Q | ციტატა = „დემოკრატია მმართველობის ყველაზე საშინელი ფორმაა, მაგრამ ─ უკეთესი არ არსებობს.“ | ავტორი = [[უინსტონ ჩერჩილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტია ხუთწუთიანი საუბარი საშუალო ამომრჩეველთან.“ | ავტორი = [[უინსტონ ჩერჩილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== =='''ხ'''== =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „ნამდვილ დემოკრატიას პარლამენტი საერთოდ არ სჭირდება.“ | ავტორი = [[ადოლფ ჰიტლერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „დემოკრატია ─ ეს არის მმართველობის ფორმა, როცა ორი იმბეცილის ხმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცისა.“ | ავტორი = [[ადოლფ ჰიტლერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = დემოკრატია-ჩემი თავისუფლებაა და არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://egoti.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-2/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D/ ციტატები თუ ფრაზები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია არის გზა ყველაზე მოწესრიგებული ქაოსისკენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://egoti.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-2/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D/ ციტატები თუ ფრაზები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, თუკი გამოვრიცხავთ ყველა დანარჩენს, რომელთაც დროდადრო მოსინჯავდნენ ხოლმე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://egoti.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-2/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D/ ციტატები თუ ფრაზები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = ნამდვილ დემოკრატიას პარლამენტი საერთოდ არ სჭირდება. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://egoti.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-2/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D/ ციტატები თუ ფრაზები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = რისი მაქნისია ლიბერალიზმი თუ ის სახელმწიფოს და სარწმუნოებას ვნებს,რისი მაქნისია დემოკრატია თუ ჩემს ქვეყანაში სხვა ერები ჩემს ხმას გადააჭარბებენ. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://egoti.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-2/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D/ ციტატები თუ ფრაზები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია ეს არის მმართველობის ფორმა,როცა ორი იმბეცილის ხმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://egoti.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-2/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D/ ციტატები თუ ფრაზები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = ყველაზე საუკეთესო ადამიანიც კი არასაკმარისად კარგია იმისათვის, რომ მართოს სხვა ადამიანი მისი თანხმობის გარეშე | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://psage.tsu.ge/ ცნობილი გამონათქვამები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = ხალხის მმართველობა, ხალხის მეშვეობით და ხალხისათვის არგაქრება დედამიწაზე. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://psage.tsu.ge/ ცნობილი გამონათქვამები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატიას შესაძლებელს ხდის ადამიანთა უნარი დაადგინონ კანონები, ხოლო ადამიანური ცდუნება გვერდი აუარონ კანონებს, დემოკრატიას აუცილებელს ხდის | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://psage.tsu.ge/ ცნობილი გამონათქვამები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატიის ყველა ავადმყოფობის წამალი კიდევ უფრო მეტი დემოკრატიაა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://psage.tsu.ge/ ცნობილი გამონათქვამები დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = ხმებს კი არ უნდა თვლიდნენ, არამედ წონიდნენ; სახელმწიფო, რომელშიც გადაწყვეტილება უმრავლესობით და უგუნურებით მიიღება, ადრე თუ გვიან დაიღუპება | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = თანამედროვე დემოკრატია სახელმწიფოს დაცემის ისტორიული ფორმაა | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = უცნაურია, რომ აქ ყველაფრის წაკითხვა და თქმა შეგიძლია | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატიის პირველი პრინციპი ისაა, რომ ადამიანები არსით გააერთიანოს და არა დაყოს | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატიას არ აქვს ფერი, ის სპექტრია | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = გამოხატული სრული თავისუფლება ინდივიდსა და სახელმწიფოს გარდაქმნის მაქსიმალურ მონურ სისტემად... ანუ ტირანია სხვა არაფრისგან არ წარმოიშობა, თუ არა დემოკრატიისა და მონობის განუსაზღვრელი თავისუფლებისა. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია სამ ძირითად პრინციპს ემყარება: 1) სინდისის თავისუფლებას, 2) სიტყვის თავისუფლებას და 3) გონიერებას, რომ ამ ორიდან, არცერთი იქნას გამოყენებული. | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია არის ხალხის მმართველობა ხალხის მიერ ხალხისათვის | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია სოციალიზმის წინა საფეხურია | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = არ ვისურვებდი ვიყო მონა, თუმცა არც მათ ბატონობას ვისურვებდი, ესაა ჩემი დემოკრატიაზე | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114518-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/22/ ცნობილი ადამიანების 10 საინტერესო ფრაზა დემოკრატიის შესახებ] }} {{Q | ციტატა = დემოკრატია უნდა იყოს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ორი მგელი და ერთი ცხვარი, რომლებიც კენჭს იყრიან იმაზე, თუ რა ჭამონ სადილად. | ავტორი = [[ბენჯამინ ფრანკლინი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] omdyrohqlrqazqbfig0ytypfth0urx3 განშორება 0 6651 47498 46806 2026-04-14T17:14:27Z გიორგაძე.ლანა 5265 /* რ */ 47498 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== {{Q | ციტატა = „როცა შორდები მთას, მაშინ ამჩნევ მის მშვენიერებას, ასევეა მეგობრებთანაც.“ | ავტორი = [[ჰანს კრისტიან ანდერსენი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ბ'''== {{Q | ციტატა = „სიყვარული განშორებაზე ძლიერია, მაგრამ განშორება ─ უფრო ხანგრძლივია...“ | ავტორი = [[იოსებ ბროდსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მაშასადამე, არ არსებობს განშორებები ─ არსებობს ერთი დიდი შეხვედრა.“ | ავტორი = [[იოსებ ბროდსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''გ'''== =='''დ'''== {{Q | ციტატა = „განშორების ტკივილი არაფერია ხელახლა შეხვედრის სიხარულთან შედარებით.“ | ავტორი = [[ჩარლზ დიკენსი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ე'''== =='''ვ'''== =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== {{Q | ციტატა = „გაქცევა ყოველთვის არ არის სიმხდალე ─ არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის!“ | ავტორი = [[ოტია იოსელიანი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''კ'''== {{Q | ციტატა = „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო უახლოვდები ადამიანის გულს... სიშორე სიყვარულით გავსებს, ხოლო საყვარელი ადამიანის მონატრება ყოველ გამვლელში მის სახეს გახსენებს...“ | ავტორი = [[პაულო კოელიო]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ვისაც უგულოდ ემშვიდობებიან ─ დაბრუნებისას ბევრს არაფერს უნდა ელოდეს.“ | ავტორი = [[მილან კუნდერა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “შეუცნობელი” ( წ.) }} {{Q | ციტატა = „ვინც გაბრაზებული წავა ─ აუცილებლად დაბრუნდება; ვინც წავა მშვიდი ─ უკან არასოდეს მოვა!“ | ავტორი = [[ლუკა კუხიანიძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სუნთქვა ცალი ფილტვით” (2021 წ.) }} {{Q | ციტატა = „ვინც შენგან წავიდა, შენზე მეტი სურს, მაგრამ შენზე ნაკლებს მიიღებს.“ | ავტორი = [[ლუკა კუხიანიძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ლ'''== {{Q | ციტატა = „განშორება ანელებს მსუბუქ გატაცებას, მაგრამ ამძაფრებს ბობოქარ ვნებას ─ ისევე, როგორც ქარი აქრობს სანთელს, მაგრამ აჩაღებს ხანძარს.“ | ავტორი = [[ფრანსუა დე ლაროშფუკო]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== {{Q | ციტატა = „ფეხს რომ ვერ იცვლი ადგილიდან, ისაა სიყვარული... აბა, წასვლა ყველას შეუძლია ─ უკლებლივ ყველას!“ | ავტორი = [[იოსებ მთავრიშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „თუ გიყვარს ─ გაუშვი; თუკი გეკუთვნის ─ აუცილებლად დაგიბრუნდება.“ | ავტორი = [[გაბრიელ გარსია მარკესი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სასიყვარულო ომში იმარჯვებს ის, ვინც პირველი გარბის ბრძოლის ველიდან.“ | ავტორი = [[ანრი მატისი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://www.brainyquote.com/quotes/henri_matisse_379360/ Henri Matisse Quotes] }} {{Q | ციტატა = „შეიძლება მჭიდროდ შეკრათ ორი ადამიანი თოკით, და მაინც ერთმანეთისაგან შორს დარჩნენ.“ | ავტორი = [[ჯოზეფ მერფი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები” }} =='''ნ'''== =='''ო'''== =='''პ'''== =='''ჟ'''== =='''რ'''== {{Q | ციტატა = „არ შეიძლება ადამიანებს მთელი გულით მიეჯაჭვო. ეს ცვალებადი და საეჭვო ბედნიერებაა. უარესია ─ გული მთლიანად სხვა-ერთადერთ ადამიანს მისცე. აბა, რა დაგრჩება მაშინ, როცა ის წავა? ის კი ყოველთვის მიდის...“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შესაძლოა, ადამიანი გიყვარდეს, გიყვარდეს მთელი არსებით, ─ თუმცა მის გვერდით ყოფნა აღარ გსურდეს.“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.) }} {{Q | ციტატა = „მე მომწონს როგორც მიდიან ლამაზი და ამაყი ქალები ─ სწრაფად და მიზანმიმართულად, ქუსლების კაკუნით და კარების ჯახუნით... შეიძლება შემდეგ ისინი სიმწრისგან ხმამაღლა ტირიან, მაგრამ... ისინი მიდიან შესანიშნავად!“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სამი მეგობარი” (1936 წ.) }} {{Q | ციტატა = „წასვლა ყოველთვის არაა გამოსავალი ─ განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი თავიც თან მიგაქვს...“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ნასესხები სიცოცხლე” (1959 წ.) }} {{Q | ციტატა = „არასოდეს გამოეკიდო იმას, ვინც გაგირბის ─ ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას, ვინც მხოლოდ იმიტომ გარბის, რომ ჰგონია, გამოეკიდებიან!“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „როცა ვუთხარი შენი დანახვა არ მინდა-მეთქი ─ ადგა და ოთახში შუქი ჩააქრო... სხვა უბრალოდ ადგებოდა და დამტოვებდა... აი, რატომ ავირჩიე ის!“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „განშორებას მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვინც თვალებით ხედავს, რადგან მათთვის, ვინც გულით გრძნობს და სულით უყვარს ─ განშორებები არ არსებობს!“ | ავტორი = [[ჯალალედინ რუმი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ს'''== {{Q | ციტატა = „ვინც შენს გვერდით ყოფნას არ თვლის შენაძენად, ის არც შენს არყოფნას მიიჩნევს დანაკარგად...“ | ავტორი = [[აჰმედ ას-საირი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ტ'''== {{Q | ციტატა = :რაც უფრო შორს ხარ ─ მით უფრო ვტკბები! :მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი... | ავტორი = [[გალაკტიონ ტაბიძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „თუ თქვენი წასვლა ვერავინ შეამჩნია ─ ტყუილად არ წასულხართ!..“ | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''უ'''== {{Q | ციტატა = „ისწავლე ─ შენი არყოფნა აჩუქო მათ, ვინც არ აფასებს შენს ყოფნას.“ | ავტორი = [[ოსკარ უაილდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ფ'''== {{Q | ციტატა = „ყველა, ყოველთვის სამუდამოდ მიდის... დაბრუნება შეუძლებელია ─ ჩვენ მაგივრად ყოველთვის ვიღაც სხვა ბრუნდება.“ | ავტორი = [[მაქს ფრაი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ჩვენ არ შეგვიძლია ხშირად შეგვიყვარდეს, რადგან ყოველი განშორებისას ვტოვებთ საკუთარი თავის ნაწილს.“ | ავტორი = [[ზიგმუნდ ფროიდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== =='''ჩ'''== =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== {{Q | ციტატა = „კაცს თუ წასასვლელი ეგულება ─ აუცილებლად წავა კიდეც, რადგან ყველას იქ ურჩევნია, სადაც თვითონ არ არის...“ | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” (1973 წ.) }} {{Q | ციტატა = :მერჩია, სულ არ შეგხვედროდი, :რადგან მაშინვე :დაიწყო განშორებაც... | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = :წამსვლელი თვითონ დგება და მიდის ─ :ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი... | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ხ'''== =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „სადაც არ უნდა წახვიდეთ ─ საკუთარ თავს ვერ გაექცევით...“ | ავტორი = [[ერნესტ ჰემინგუეი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} მე ვერ გეტყოდი იმდენს ვერასდროს, რამდენსაც გეტყვის უჩემოდ ყოფნა... {{Q | ციტატა = „თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება.“ | ავტორი = [[ ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „როდესაც გადაწყვეტ საბოლოოდ წახვიდე ახალ გზაზე ─ წადი... მაგრამ არასოდეს მოიხედო უკან, რადგანაც აუცილებლად დაინახავ იმას, რის გამოც უკან დაბრუნება მოგინდება...“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შენ უნდა შეეგუო, რომ წასვლა ზოგჯერ სამუდამოა, და მას აღარ მოსდევს - “მაინც მოხვედი?!” | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} თუ უკან დაბრუნება მოუნდება, არ დაგავიწყდეს როგორ დაგტოვა გახსოვდეს ის ისევ წავა; გაუშვით იდიოტები და კლოუნები თქვენი ცხოვრებიდან - ცირკი გასტროლებზე უნდა დადიოდეს. [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] hfpqcniseiw5yp1lzc257tax1ae6ape 47499 47498 2026-04-14T17:16:04Z გიორგაძე.ლანა 5265 /* რ */ 47499 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== {{Q | ციტატა = „როცა შორდები მთას, მაშინ ამჩნევ მის მშვენიერებას, ასევეა მეგობრებთანაც.“ | ავტორი = [[ჰანს კრისტიან ანდერსენი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ბ'''== {{Q | ციტატა = „სიყვარული განშორებაზე ძლიერია, მაგრამ განშორება ─ უფრო ხანგრძლივია...“ | ავტორი = [[იოსებ ბროდსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მაშასადამე, არ არსებობს განშორებები ─ არსებობს ერთი დიდი შეხვედრა.“ | ავტორი = [[იოსებ ბროდსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''გ'''== =='''დ'''== {{Q | ციტატა = „განშორების ტკივილი არაფერია ხელახლა შეხვედრის სიხარულთან შედარებით.“ | ავტორი = [[ჩარლზ დიკენსი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ე'''== =='''ვ'''== =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== {{Q | ციტატა = „გაქცევა ყოველთვის არ არის სიმხდალე ─ არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის!“ | ავტორი = [[ოტია იოსელიანი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''კ'''== {{Q | ციტატა = „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო უახლოვდები ადამიანის გულს... სიშორე სიყვარულით გავსებს, ხოლო საყვარელი ადამიანის მონატრება ყოველ გამვლელში მის სახეს გახსენებს...“ | ავტორი = [[პაულო კოელიო]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ვისაც უგულოდ ემშვიდობებიან ─ დაბრუნებისას ბევრს არაფერს უნდა ელოდეს.“ | ავტორი = [[მილან კუნდერა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “შეუცნობელი” ( წ.) }} {{Q | ციტატა = „ვინც გაბრაზებული წავა ─ აუცილებლად დაბრუნდება; ვინც წავა მშვიდი ─ უკან არასოდეს მოვა!“ | ავტორი = [[ლუკა კუხიანიძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სუნთქვა ცალი ფილტვით” (2021 წ.) }} {{Q | ციტატა = „ვინც შენგან წავიდა, შენზე მეტი სურს, მაგრამ შენზე ნაკლებს მიიღებს.“ | ავტორი = [[ლუკა კუხიანიძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ლ'''== {{Q | ციტატა = „განშორება ანელებს მსუბუქ გატაცებას, მაგრამ ამძაფრებს ბობოქარ ვნებას ─ ისევე, როგორც ქარი აქრობს სანთელს, მაგრამ აჩაღებს ხანძარს.“ | ავტორი = [[ფრანსუა დე ლაროშფუკო]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== {{Q | ციტატა = „ფეხს რომ ვერ იცვლი ადგილიდან, ისაა სიყვარული... აბა, წასვლა ყველას შეუძლია ─ უკლებლივ ყველას!“ | ავტორი = [[იოსებ მთავრიშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „თუ გიყვარს ─ გაუშვი; თუკი გეკუთვნის ─ აუცილებლად დაგიბრუნდება.“ | ავტორი = [[გაბრიელ გარსია მარკესი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სასიყვარულო ომში იმარჯვებს ის, ვინც პირველი გარბის ბრძოლის ველიდან.“ | ავტორი = [[ანრი მატისი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = [https://www.brainyquote.com/quotes/henri_matisse_379360/ Henri Matisse Quotes] }} {{Q | ციტატა = „შეიძლება მჭიდროდ შეკრათ ორი ადამიანი თოკით, და მაინც ერთმანეთისაგან შორს დარჩნენ.“ | ავტორი = [[ჯოზეფ მერფი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები” }} =='''ნ'''== =='''ო'''== =='''პ'''== =='''ჟ'''== =='''რ'''== {{Q | ციტატა = „არ შეიძლება ადამიანებს მთელი გულით მიეჯაჭვო. ეს ცვალებადი და საეჭვო ბედნიერებაა. უარესია ─ გული მთლიანად ერთ ადამიანს მისცე. აბა, რა დაგრჩება მაშინ, როცა ის წავა? ის კი ყოველთვის მიდის...“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შესაძლოა, ადამიანი გიყვარდეს, გიყვარდეს მთელი არსებით, ─ თუმცა მის გვერდით ყოფნა აღარ გსურდეს.“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.) }} {{Q | ციტატა = „მე მომწონს როგორც მიდიან ლამაზი და ამაყი ქალები ─ სწრაფად და მიზანმიმართულად, ქუსლების კაკუნით და კარების ჯახუნით... შეიძლება შემდეგ ისინი სიმწრისგან ხმამაღლა ტირიან, მაგრამ... ისინი მიდიან შესანიშნავად!“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სამი მეგობარი” (1936 წ.) }} {{Q | ციტატა = „წასვლა ყოველთვის არაა გამოსავალი ─ განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი თავიც თან მიგაქვს...“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ნასესხები სიცოცხლე” (1959 წ.) }} {{Q | ციტატა = „არასოდეს გამოეკიდო იმას, ვინც გაგირბის ─ ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას, ვინც მხოლოდ იმიტომ გარბის, რომ ჰგონია, გამოეკიდებიან!“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „როცა ვუთხარი შენი დანახვა არ მინდა-მეთქი ─ ადგა და ოთახში შუქი ჩააქრო... სხვა უბრალოდ ადგებოდა და დამტოვებდა... აი, რატომ ავირჩიე ის!“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „განშორებას მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვინც თვალებით ხედავს, რადგან მათთვის, ვინც გულით გრძნობს და სულით უყვარს ─ განშორებები არ არსებობს!“ | ავტორი = [[ჯალალედინ რუმი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ს'''== {{Q | ციტატა = „ვინც შენს გვერდით ყოფნას არ თვლის შენაძენად, ის არც შენს არყოფნას მიიჩნევს დანაკარგად...“ | ავტორი = [[აჰმედ ას-საირი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ტ'''== {{Q | ციტატა = :რაც უფრო შორს ხარ ─ მით უფრო ვტკბები! :მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი... | ავტორი = [[გალაკტიონ ტაბიძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „თუ თქვენი წასვლა ვერავინ შეამჩნია ─ ტყუილად არ წასულხართ!..“ | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''უ'''== {{Q | ციტატა = „ისწავლე ─ შენი არყოფნა აჩუქო მათ, ვინც არ აფასებს შენს ყოფნას.“ | ავტორი = [[ოსკარ უაილდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ფ'''== {{Q | ციტატა = „ყველა, ყოველთვის სამუდამოდ მიდის... დაბრუნება შეუძლებელია ─ ჩვენ მაგივრად ყოველთვის ვიღაც სხვა ბრუნდება.“ | ავტორი = [[მაქს ფრაი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ჩვენ არ შეგვიძლია ხშირად შეგვიყვარდეს, რადგან ყოველი განშორებისას ვტოვებთ საკუთარი თავის ნაწილს.“ | ავტორი = [[ზიგმუნდ ფროიდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== =='''ჩ'''== =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== {{Q | ციტატა = „კაცს თუ წასასვლელი ეგულება ─ აუცილებლად წავა კიდეც, რადგან ყველას იქ ურჩევნია, სადაც თვითონ არ არის...“ | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” (1973 წ.) }} {{Q | ციტატა = :მერჩია, სულ არ შეგხვედროდი, :რადგან მაშინვე :დაიწყო განშორებაც... | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = :წამსვლელი თვითონ დგება და მიდის ─ :ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი... | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ხ'''== =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „სადაც არ უნდა წახვიდეთ ─ საკუთარ თავს ვერ გაექცევით...“ | ავტორი = [[ერნესტ ჰემინგუეი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} მე ვერ გეტყოდი იმდენს ვერასდროს, რამდენსაც გეტყვის უჩემოდ ყოფნა... {{Q | ციტატა = „თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება.“ | ავტორი = [[ ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „როდესაც გადაწყვეტ საბოლოოდ წახვიდე ახალ გზაზე ─ წადი... მაგრამ არასოდეს მოიხედო უკან, რადგანაც აუცილებლად დაინახავ იმას, რის გამოც უკან დაბრუნება მოგინდება...“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შენ უნდა შეეგუო, რომ წასვლა ზოგჯერ სამუდამოა, და მას აღარ მოსდევს - “მაინც მოხვედი?!” | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} თუ უკან დაბრუნება მოუნდება, არ დაგავიწყდეს როგორ დაგტოვა გახსოვდეს ის ისევ წავა; გაუშვით იდიოტები და კლოუნები თქვენი ცხოვრებიდან - ცირკი გასტროლებზე უნდა დადიოდეს. [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] g3iouo856udhczg2ev4fm894wlw6y5o პატიება 0 6688 47500 47482 2026-04-14T17:17:47Z გიორგაძე.ლანა 5265 /* ა */ 47500 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანსო იციან კითხვა, ადამიანი მიყვარდეს და რაიმე არ ვაპატიო? სისულელეა... მთავარია იმ ადამიანს ეყოს ძალა და ადამიანობა, რომ ნაპატიების მეორედ პატიება არ დასჭირდეს. =='''ა'''== {{Q | ციტატა = „იქამდე გავაგრძელე პატიება, სანამ სული არ დამიმახინჯდა.“ | ავტორი = [[გოგა აბაშიძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება.“ | ავტორი = [[მარკუს ავრელიუსი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ბ'''== {{Q | ციტატა = „პატიება პირველ ჯერზე სიბრძნეა, მეორედ ─ გულმოწყალება, ხოლო მესამედ ─ სისულელე.“ | ავტორი = [[ნაპოლეონ ბონაპარტი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''გ'''== {{Q | ციტატა = „არასდროს მოიბოდიშო შენი სიმართლისთვის ან იმისთვის, რომ უსწრებ დროს.“ | ავტორი = [[მაჰათმა განდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სუსტს არ შეუძლია პატიება ─ პატიების უნარი აქვთ მხოლოდ ძლიერებს.“ | ავტორი = [[მაჰათმა განდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''დ'''== {{Q | ციტატა = „ერთი ბეწო სახის შეცვლას ვერ ვპატიობთ ადამიანს და იმას კი არ ვკითხულობთ, რამ შეუცვალა სახე...“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „იცით, ჩემის აზრით, სასაცილო კაცობა ზოგჯერ უკეთესიც კია: უფრო იოლად შევუნდობთ ერთმანეთს და უფრო იოლად მოვიდრეკთ ქედს.“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “იდიოტი” (1868 წ.) }} =='''ე'''== {{Q | ციტატა = „ადამიანები საინტერესო არსებები არიან ─ ბოროტებას ერთმანეთს უკეთებენ, პატიებას კი ღმერთს სთხოვენ.“ | ავტორი = [[უმბერტო ეკო]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ვ'''== =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== {{Q | ციტატა = „რამდენიც გინდა მიუტევე, მტერი ─ მტერია!“ | ავტორი = [[ოტია იოსელიანი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''კ'''== {{Q | ციტატა = „მიუტევეთ თქვენს მტრებს, მაგრამ არასდროს დაივიწყოთ მათი სახელები.“ | ავტორი = [[ჯონ კენედი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „და რაკი ახსნა ასე გაინტერესებს, ესე იგი, პატიებაც კი გინდა სადღაც...“ | ავტორი = [[ლუკა კუხიანიძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სუნთქვა ცალი ფილტვით” (2021 წ.) }} =='''ლ'''== {{Q | ციტატა = „ბედნიერი რომ იყო, ამისთვის უნდა ისწავლო შენი თავის პატიება.“ | ავტორი = [[ედუარდ ბულვერ-ლიტონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „როგორც იქნა, მივხვდი რას ვერ ვაპატიებდი საყვარელ ადამიანს ─ სიკვდილს.“ | ავტორი = [[ლია ლიქოკელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== {{Q | ციტატა = „შერიგების წუთი ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე მეგობრობა.“ | ავტორი = [[გაბრიელ გარსია მარკესი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მე ვპატიობ საკუთარ თავს, ეს კი ნიშნავს, რომ მაპატიეს.“ | ავტორი = [[ჯოზეფ მერფი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა” }} {{Q | ციტატა = „პატიების სწავლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მივხვდებით, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავის დავადანაშაულებთ.“ | ავტორი = [[ჯოზეფ მერფი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა” }} =='''ნ'''== =='''ო'''== =='''პ'''== =='''ჟ'''== =='''რ'''== {{Q | ციტატა = „შეიძლება ღმერთმა მოგიტევოთ, მაგრამ ქალმა ─ არა.“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ხანდახან ადამიანებს ადვილად ვპატიობთ, რადგან ჯერ კიდევ გვსურს ჩვენს ცხოვრებაში დარჩნენ... და სწორედ აქ ვცდებით...“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ს'''== =='''ტ'''== {{Q | ციტატა = ''„ქალს მანამდე უნდა სთხოვო პატიება, სანამ მიხვდება, რომ შენ გარეშე უფრო კარგადაა.“'' | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ''„მუდამ, მრავალჯერ, დაუსრულებლად შეუნდე, აპატიე ყველას, რადგან არ მოიპოვება ისეთი ადამიანი, რომელიც თვითონ არ იყოს დამნაშავე.“'' | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ''„მომიტევე არა იმიტომ, რომ ღირსი ვიყო ამისა, არამედ შენი მოწყალების გამო.“'' | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ანა კარენინა” (1873-1877 წწ.) }} =='''უ'''== {{Q | ციტატა = „ყოველთვის მიუტევე შენს მტრებს ─ მათ ამაზე მეტად არაფერი აღიზიანებთ.“ | ავტორი = [[ოსკარ უაილდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ფ'''== {{Q | ციტატა = „თუ ადამიანს აპატიე ყველაფერი, ესე იგი მასთან ყველაფერი დამთავრებულია.“ | ავტორი = [[ზიგმუნდ ფროიდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ქ'''== {{Q | ციტატა = „არის რაღაც, რასაც გონება პატიობს, თუმცა გული ─ ვერასოდეს.“ | ავტორი = [[ლევან ქართლელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== {{Q | ციტატა = „ნამდვილი დიდსულოვნება ის არის, როცა პატიობენ უმადურობას.“ | ავტორი = [[კოკო შანელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ჩ'''== {{Q | ციტატა = „გონიერების პირველი ნიშანი ─ შემწყნარებლობაა.“ | ავტორი = [[ლორდი ჩესტერფილდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ც'''== {{Q | ციტატა = „შეცდომა ადამიანურია, პატიება ─ ღვთიური.“ | ავტორი = [[ციცერონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ძ'''== =='''წ'''== {{Q | ციტატა = :რა შეცდომას უფრო აპატიებ კაცს? :ყოველგვარს, თუკი შეინანებს. | ავტორი = [[აკაკი წერეთელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ''იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ'' }} =='''ჭ'''== =='''ხ'''== =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „ადამიანი, რომელიც სხვას არ პატიობს, ამტვრევს ხიდს, რომელზეც თვითონ უნდა გაიაროს!“ | ავტორი = [[ჯორჯ ჰერბერტი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მამაკაცები, რომლებიც არ პატიობენ ქალებს პატარა ნაკლოვანებებს, ვერასოდეს დატკბებიან მათი უდიდესი ღირსებებით.“ | ავტორი = [[არაბული სიბრძნე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „პატიება საკმაოდ ეგოისტური რამაა ─ ის უკეთესს ხდის მას, ვინც აპატია, მაგრამ არაფერს ცვლის მასში, ვისაც აპატიეს.“ | ავტორი = [[ ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} ჩემი საპატიებელიც მან მაპატია. {{Q | ციტატა = „პატიება გადაწყვეტილებაა, რომელიც თავისუფლებას გვჩუქნის.“ | ავტორი = [[ ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ყველა მიმტევებელი ადამიანის უკან დგას ადამიანი, რომელმაც იცის საკუთარი ცოდვის სიმძიმე.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „არსებობს დანაშაული, რომლისთვისაც ძალიან ცოტაა სიტყვა მაპატიე.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მხოლოდ მაშინ შეგიძლია აპატიო, როცა იგრძნობ მის ხმაში სევდას, ჩაიხედავ მის თვალებში და მიხვდები, რომ მან საკუთარ თავს უფრო ავნო, ვიდრე შენ!..“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „როცა უყვართ, პატიობენ, მაგრამ როცა ძალიან ბევრჯერ პატიობ, სიყვარული ქრება.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} ბოდიშს იხდის ის,ვისთვისაც ურთიერთობა ღირებულია./რამდენი ურთიერთობა დასრულდა დროზე არ თქვა ქალს შეუძლია გაპატიოს რაც არ ჩაგიდენია [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] bc85bw5obs0tf2jqlse6vw09y1hj0iw უბედურება 0 6692 47511 46553 2026-04-14T19:47:07Z გიორგაძე.ლანა 5265 /* დ */ 47511 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== =='''ბ'''== {{Q | ციტატა = „და განა უბედურება ხასიათთა საცდელ ქვად არ გვევლინება?“ | ავტორი = [[ონორე დე ბალზაკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ვენდეტა” (1830 წ.) }} {{Q | ციტატა = „შესაძლებელია, ცხოვრებაში ადამიანები ყველაზე მეტად უბედურებამ დააკავშიროს.“ | ავტორი = [[ონორე დე ბალზაკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ვენდეტა” (1830 წ.) }} =='''გ'''== {{Q | ციტატა = „უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძიე.“ | ავტორი = [[გოეთე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''დ'''== {{Q | ციტატა = „რაც გინდა დიდი უბედურება შეგვამთხვიოს ბედმა, ყველას გავუძლებთ, თუ უბედურებას სინდისის ქენჯნა არ მოსდევს.“ | ავტორი = [[დარსონვალი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „უბედურების მოლოდინი უფრო მწარეა, ვიდრე თვით უბედურება.“ | ავტორი = [[დანიელ დეფო]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “რობინზონ კრუზო” (1719 წ.) }} {{Q | ციტატა = „ყოველგვარ უბედურებას ორი წამალი აქვს: დრო და სიჩუმე.“ | ავტორი = [[ალექსანდრე დიუმა (უმცროსი)]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “გრაფი მონტე-კრისტო” (1844-1846 წწ.) }} {{Q | ციტატა = „როცა უბედურები ვართ, უფრო ძლიერ ვგრძნობთ სხვის უბედურებას.“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “თეთრი ღამეები” (1848 წ.) }} =='''ე'''== =='''ვ'''== {{Q | ციტატა = „ამ სამყაროში იმდენი უბედურებაა, საჭირო არ არის კიდევ მეტის ძებნა.“ | ავტორი = [[ლორა ვუდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ოქროსფრად მოხატული ცა” (2018 წ.) }} {{Q | ციტატა = „ადამიანი უბედური ყველგან შეიძლება იყოს.“ | ავტორი = [[ლორა ვუდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ოქროსფრად მოხატული ცა” (2018 წ.) }} =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== {{Q | ციტატა = „ჭირის დღე მძიმე-მძიმედ გადის, მიჯახირობს, მიიზლაზნება, თუ გათენდა, დაღამება არ ეღირსება და თუ დაღამდა ─ გათენებას არ დაადგება საშველი. მაგრამ ერთი კია ─ ცხოვრებას ასწრებ.“ | ავტორი = [[ოტია იოსელიანი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''კ'''== {{Q | ციტატა = „ადამიანი დიდ უბედურებას ვერ ეთვისება, ამიტომ თავს ირწმუნებს, უბედურება არარეალურია, ეს ცუდი სიზმარია და ქარს გაჰყვებაო...“ | ავტორი = [[ალბერ კამიუ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “შავი ჭირი” (1947 წ.) }} {{Q | ციტატა = „ადამიანთა ყველა უბედურება იქიდან მოდის, რომ ნათლად ვერ გამოუთქვამთ სათქმელი.“ | ავტორი = [[ალბერ კამიუ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “შავი ჭირი” (1947 წ.) }} {{Q | ციტატა = „თუ არავის არ უყვარხართ, ეს უბრალოდ წარუმატებლობაა, მაგრამ როდესაც თქვენ არ გიყვართ არავინ ─ აი, ესაა უბედურება. “ | ავტორი = [[ალბერ კამიუ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ჩემი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერს ვაცნობიერებ.“ | ავტორი = [[ალბერ კამიუ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „წაართვით ადამიანს იმედი და სიზმარი, თქვენ მას აქცევთ ყველაზე უბედურ არსებად დედამიწაზე.“ | ავტორი = [[იმანუელ კანტი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მოგიტანს თუ არა შავი კატა უბედურებას, დამოკიდებულია იმაზე, ადამიანი ხარ თუ ვირთხა.“ | ავტორი = [[კონფუცი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ლ'''== =='''მ'''== {{Q | ციტატა = „თუკი იმაზე ნაკლები ხარ, ვიდრე შეგიძლია იყო, მთელი ცხოვრება უბედური იქნები.“ | ავტორი = [[აბრაჰამ მასლოუ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ნ'''== =='''ო'''== =='''პ'''== {{Q | ციტატა = „უბედურებას თუ შეუშინდი, ბედნიერებაც აღარ იქნება.“ | ავტორი = [[პეტრე I დიდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ჟ'''== =='''რ'''== {{Q | ციტატა = „ყველა უბედურებას მაშინ მიეცა დასაბამი, როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ.“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.) }} =='''ს'''== {{Q | ციტატა = „როგორც ცეცხლი ცდის ოქროს, უბედურება ცდის ძლიერ ადამიანს.“ | ავტორი = [[სენეკა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = :- როდის არის ადამიანი ყველაზე უბედური, ოტია? :- როდესაც სხვის დასანახად ბედნიერებას თამაშობს... | ავტორი = [[სულა სულაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “მზე, რომელიც ღამე ამოდის” }} =='''ტ'''== {{Q | ციტატა = ''„რა არარაობა შეიძლება გახდეს ადამიანთა უბედურების მიზეზი!“'' | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''უ'''== {{Q | ციტატა = „თქვენ იქამდე იქნებით უბედური, სანამ ჩათვლით, რომ ბედნიერებას სხვები განიჭებენ.“ | ავტორი = [[ოსკარ უაილდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ფ'''== {{Q | ციტატა = „ყველაზე უბედურია ის ადამიანი, რომელსაც არ ჰყვარებია და რომელიც არ ჰყვარებიათ.“ | ავტორი = [[ზიგმუნდ ფროიდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ადამიანთა უბედურება მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია.“ | ავტორი = [[ერიხ ფრომი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== =='''ჩ'''== =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== {{Q | ციტატა = :რომელია ყველაზე დიდი უბედურება? :გულუმაძღრობა. | ავტორი = [[აკაკი წერეთელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = ''იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ'' }} {{Q | ციტატა = „ჭირნახულობა არის კაცის სიმტკიცე და გვირგვინი. თუ კაცი ბედნიერებაში და ფუფუნებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა და პირუტყვივით გადაყოლილა თავის მძორს.“ | ავტორი = [[აკაკი წერეთელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ჭ'''== {{Q | ციტატა = „ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს...“ | ავტორი = [[ილია ჭავჭავაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „დამალული ჭირი ძნელია ─ პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი.“ | ავტორი = [[ილია ჭავჭავაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ოთარაანთ ქვრივი” (1887 წწ.) }} {{Q | ციტატა = „თუ მართლა შეგტკივა ჩემზე გული, ნუკი მომატყუებ, ბედნიერი ხარო, გამარკვიე, რატომ ვარ უბედური.“ | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ხ'''== =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „მიჰყევი ქარს და დახვდი უბედურებას, როცა კარზე მოგადგება.“ | ავტორი = [[ერნესტ ჰემინგუეი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მოხუცი და ზღვა“ (1951 წ.) }} {{Q | ციტატა = „უბედურება მჭედლის ჩაქუჩივითაა: ის დამანგრეველიცაა და ბედის გამომჭედელიც.“ | ავტორი = [[ვიქტორ ჰიუგო]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ვიმედოვნებ, ერთ დღესაც იპოვი იმის გამბედაობას, რომ გაექცე ყველაფერს, რაც უბედურს გხდის.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “მოჩვენებებით გატაცებულნი” (2001 წ.) }} {{Q | ციტატა = „სხვისი უბედურება რომ გაგახარებს, ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა დაგემართოს?!“ | ავტორი = [[ ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა. [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] kxswfu3tmk0lp4ua23afwyrkl3tysom სიკეთე 0 6698 47510 47384 2026-04-14T19:46:15Z გიორგაძე.ლანა 5265 /* დ */ 47510 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== {{Q | ციტატა = „არაფერი პატივისცემა და კეთილი საქმე არაა, გაჭირვებულს შენი ლუკმა რომ გაუტეხო ─ კაცის მოვალეობაა ეგ!“ | ავტორი = [[ჭაბუა ამირეჯიბი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.) }} {{Q | ციტატა = „ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს.“ | ავტორი = [[ჭაბუა ამირეჯიბი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სამყაროსთვის სიკეთის მოტანა ერთადერთი საშუალებაა, რათა ბედნიერი გახდე.“ | ავტორი = [[ჰანს კრისტიან ანდერსენი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ბ'''== {{Q | ციტატა = „სიკეთე, რომელიც მოითხოვს სიკეთითვე მიპასუხეო, აღარ არის სიკეთე ─ ეს ვაჭრობაა.“ | ავტორი = [[აკაკი ბაქრაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ამქვეყნად სიკეთის ფასი არაფერია, მაგრამ თუ კაცი კაცს სიკეთეს გაუწევს და თვითონვე მოითხოვს საფასურს, მაშინ მისი სიკეთე ერთი მუჭა ბზის ფასი ხდებაო!“ | ავტორი = [[ნინო ბეზარაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ერთი მუჭა ბზე” }} {{Q | ციტატა = „ზოგჯერ სიკეთეს შუა ჯოჯოხეთში აღმოაჩენ ხოლმე.“ | ავტორი = [[ჩარლზ ბუკოვსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ქალები“ (1978 წ.) }} =='''გ'''== {{Q | ციტატა = „მე ქედს ვიხრი განათლებული ხალხის წინაშე, მაგრამ კეთილი ადამიანის წინაშე მუხლებზე ვდგები.“ | ავტორი = [[გოეთე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = :[...] კარგი, ვინა ხარ, მაშ, შენ, ნეტავი? :- მე ვარ ნაწილი იმ დიად ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის. | ავტორი = [[გოეთე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ფაუსტი” (1810 წ.) }} =='''დ'''== {{Q | ციტატა = „ყველა სიკეთეში დევს ბოროტება და სიკეთე.“ | ავტორი = [[ჯონი დეპი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „არსებობს იმდენად შეუფასებელი სიკეთეც, რომლის გადახდაც მხოლოდ უმადურობით შეიძლება.“ | ავტორი = [[ალექსანდრე დიუმა (უფროსი)]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ჩვენ ყველანი სასაცილომდე კეთილები ვართ.“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “იდიოტი” (1868 წ.) }} {{Q | ციტატა = „გასაოცარია, როგორ აკეთილშობილებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება.“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “თეთრი ღამეები” (1848 წ.) }} {{Q | ციტატა = „ცალკეული სიკეთე არასოდეს მოისპობა, რამეთუ ის პიროვნების მოთხოვნილებას წარმოადგენს, რომელიც ერთი ადამიანის მეორეზე უშუალო გავლენიდან გამომდინარეობს.“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “იდიოტი” (1868 წ.) }} =='''ე'''== =='''ვ'''== {{Q | ციტატა = „ყოველი ადამიანი დამნაშავეა იმ სიკეთის გამო, რომელიც მან არ გააკეთა.“ | ავტორი = [[ვოლტერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ზ'''== =='''თ'''== {{Q | ციტატა = „ვინც ბევრს ფიქრობს იმაზე ─ სიკეთე ვქნაო, დრო აღარ რჩება იმისთვის, რომ კეთილი იყოს.“ | ავტორი = [[რაბინდრანათ თაგორი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ი'''== {{Q | ციტატა = „კეთილისა ძალით შეიქმნა ყოველი.“ | ავტორი = [[პეტრე იბერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით.“ | ავტორი = [[ილია II]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მთავარია, ადამიანებს რაც შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ სამყაროს საოცრება ─ სიკეთის შუქი თვალებში.“ | ავტორი = [[რევაზ ინანიშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ, გულგრილები ─ გივიწყებენ, თავხედები კი ─ უფრო თავხედდებიან.“ | ავტორი = [[ოტია იოსელიანი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''კ'''== {{Q | ციტატა = „სიკეთე ის კი არ არის, შენ რომ სხვას გაუკეთებ ─ აი, შენ რომ დაიმახსოვრებ სხვამ რა სიკეთე გაგიკეთა, აი, ეს არის სიკეთე.“ | ავტორი = [[კახი კავსაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „თუ კეთილ საქმეს მეტისმეტად გავაზვიადებთ, ამით ჩვენდა უნებურად ხოტბას ვასხამთ ბოროტებას.“ | ავტორი = [[ალბერ კამიუ]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “შავი ჭირი” (1947 წ.) }} {{Q | ციტატა = „დიდებულებს თუ ხშირად აქვთ საშუალება, სიკეთე მოგვიტანონ, იშვიათად აღეძვრებათ ეს სურვილი.“ | ავტორი = [[იმანუელ კანტი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სიკეთე რაღაც მხრივ არ არის სალხინებელი.“ | ავტორი = [[ფრანც კაფკა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „შეეცადეთ ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ.“ | ავტორი = [[კონფუცი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ლ'''== {{Q | ციტატა = „სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას. სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს. სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს.“ | ავტორი = [[ლაო ძი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== {{Q | ციტატა = „როდესაც ბავშვები კეთილ ზღაპრებს მოისმენენ, ისინიც მოსიყვარულე, კეთილი, გულთბილი ადამიანები იქნებიან.“ | ავტორი = [[პაატა მოისწრაფიშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სიკეთე” }} {{Q | ციტატა = ''„სიკეთეა უმიზეზო, თორემ სხვა ყველაფრისთვის იპოვი მიზეზს.“'' | ავტორი = [[ვახტანგ მოსიაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.) }} {{Q | ციტატა = „ადამიანს, რომელსაც სიკეთეს უკეთებ, მადლიერების გრძნობა უნდა გაუჩნდეს შენ მიმართ და არა ─ ვალდებულების.“ | ავტორი = [[ზურაბ მხეიძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ნ'''== =='''ო'''== {{Q | ციტატა = „კაცისა დიდი სიკეთე იგია, რომე სიავე არ იმახსოვროს და სიკეთით დაფაროს.“ | ავტორი = [[სულხან-საბა ორბელიანი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „აწე კარგი საქმე ასე უნდა ქმნას, ან ღმერთმან დაუმადლოს, და ან კაცმან მოუწონოს.“ | ავტორი = [[სულხან-საბა ორბელიანი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „ორმოში ჩაგდებული მეფე“ }} =='''პ'''== =='''ჟ'''== =='''რ'''== {{Q | ციტატა = „სიკეთე ადამიანს ძალას მატებს, თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია.“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.) }} {{Q | ციტატა = :კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების. | ავტორი = [[შოთა რუსთაველი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.) }} {{Q | ციტატა = :ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! | ავტორი = [[შოთა რუსთაველი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.) }} =='''ს'''== {{Q | ციტატა = „სიკეთე სიკეთეს აჩენს.“ | ავტორი = [[სოფოკლე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სიკეთე მაშინ არის სიკეთე, როდესაც მისი გაკეთება შენ უფრო გაბედნიერებს, ვიდრე მას, ვისთვისაც ამას აკეთებ.“ | ავტორი = [[სულა სულაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “მზე, რომელიც ღამე ამოდის” }} =='''ტ'''== {{Q | ციტატა = „შენთან მოსული ისე არავინ გააბრუნო, ოდნავ მაინც უკეთესად და ბედნიერად არ იგრძნოს თავი; ყველას სიკეთე დაანახე ─ გამომეტყველებით, თვალებით ან ღიმილით...“ | ავტორი = [[დედა ტერეზა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სიკეთე ─ ეს არის ის, რასაც დაინახავს ბრმა და გაიგონებს მუნჯი.“ | ავტორი = [[მარკ ტვენი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ''„კეთილ ხალხთან ურთიერთობას ბედნიერება მოაქვს.“'' | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „არ არსებობს ამ ქვეყანაზე იმაზე მშვენიერი გრძნობა, ვიდრე შეგრძნება, რომ შენ გაუკეთე ადამიანებს ერთი წვეთი სიკეთე მაინც.“ | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = ''„კეთილ ადამიანებს აქვთ უნარი დაინახონ და იწამონ სიმართლის შესაძლებლობა, იმავე დროს ისინი მეტად ცხადად ხედავენ ცხოვრების ბოროტებასა და სიცრუეს, რაც შეუძლებელს ხდის მიიღონ სერიოზული მონაწილეობა ამ ცხოვრებაში.“'' | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ააშენე კეთილი საქმეების ციხესიმაგრე და იმაზე მყარი არაფერი იქნება.“ | ავტორი = [[დათო ტურაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''უ'''== {{Q | ციტატა = „სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება ─ კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის ─ ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია...“ | ავტორი = [[გოდერძი ურგებაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ფ'''== {{Q | ციტატა = „სიკეთის გაცემით ჯერ არავინ გაღარიბებულა.“ | ავტორი = [[ანა ფრანკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== {{Q | ციტატა = „მამაკაცი, რომელსაც კეთილშობილური საქციელის ჩადენა შეუძლია, ქალების მხრიდან სიყვარულისთვის განწირულია.“ | ავტორი = [[კოკო შანელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ჩ'''== =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== {{Q | ციტატა = „ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.“ | ავტორი = [[ილია ჭავჭავაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = :სიკეთით სძლიე შენს მტერსა, :ერიდე სისხლით ზღვევასა: :სულგრძელობითა ძლევა სჯობს :ვაჟკაცობითა ძლევასა. | ავტორი = [[ილია ჭავჭავაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დამაკვირდი” }} {{Q | ციტატა = :სიკეთის ფასი არ ითქმის, :სულ მისხლით იწონებაო, :ჰქმენ და საზღაურს ნუ ელი, :წადი, წინ დაგიხვდებაო!.. | ავტორი = [[ილია ჭავჭავაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ყველაფერი, რაც სხვის საკეთილდღეოდ კეთდება, სიკეთის გამოვლინებაა.“ | ავტორი = [[ილია ჭავჭავაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „დამუნათებული, წაყვედრებული კეთილი, ... ბოროტზე უარესია და უმძიმესი ასატანად.“ | ავტორი = [[ილია ჭავჭავაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „გაუმართლებელი, გადამეტებული სიკეთე ბოროტებას აღვივებს მხოლოდ.“ | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.) }} {{Q | ციტატა = „ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს.“ | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ხ'''== {{Q | ციტატა = :შპალერის ყვავილს :ლურსმანი მოარიდა :და უკვე იცი, :არავის გაწირავს. | ავტორი = [[ვაჟა ხორნაული]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „45 წლიანი კვლევა-ძიების შემდეგ, საუკეთესო რჩევა, რაც მე შემიძლია ადამიანებს მივცე, ისაა, რომ ოდნავ უფრო კეთილად მოექცნენ ერთმანეთს.“ | ავტორი = [[ოლდოს ჰაქსლი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც.“ | ავტორი = [[ვიქტორ ჰიუგო]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „არ უნდა გაუკეთო ადამიანს ათასი სიკეთე, როცა თვლა ათამდე იცის!..“ | ავტორი = [[ენტონი ჰოპკინზი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} მიმოფანტე სიკეთე და როცა თავად დაგჭირდება შველა, წინ კონად შეკრული დაგხვდება! {{Q | ციტატა = „დაე, შენი სიკეთე თოვასავით იყოს, რომელიც არ არჩევს არავის და ყველას ათოვს.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ვისაც სჯერა, რომ კეთილი ადამიანი ვარ ─ დიდი მადლობა; ვინც მიცნობს, გთხოვთ ─ არაფერი უთხრათ სხვებს.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სიკეთე ყოველთვის დაგიბრუნდებათ.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სიკეთე, მზისგან განსხვავებით, დღედაღამ ანათებს!“ | ავტორი = [[აღმოსავლური]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „თუ სიკეთეს თესავ და არ ამოდის, დასათესად სხვა ადგილი შეარჩიე.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სიკეთე არ დაიმალება.“ | ავტორი = [[ძველი რომაული გამოთქმა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} ყოველთვის მინდოდა, რომ ყველასთვის სიკეთით მეპასუხა, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ ყველას ისე მოვექცე, როგორც დაიმსახურებენ! სიკეთე ძაღლსაც არ დაავიწყდება. [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] 8ycpon6aztox0bqoe5ipcw1l25faed8 ღამე 0 6705 47517 46225 2026-04-14T19:53:56Z გიორგაძე.ლანა 5265 /* დ */ 47517 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== =='''ბ'''== {{Q | ციტატა = „ღამე ბრწყინვალებას მატებს ვარსკვლავებსა და ქალებს.” | ავტორი = [[ჯორჯ გორდონ ბაირონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''გ'''== {{Q | ციტატა = „ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!“ | ავტორი = [[კონსტანტინე გამსახურდია]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.) }} {{Q | ციტატა = „ხშირად ვფიქრობ, რომ ღამე უფრო ცოცხალი და ფერადია, ვიდრე დღე.“ | ავტორი = [[ვინსენტ ვან გოგი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''დ'''== {{Q | ციტატა = „არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ.“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “თეთრი ღამეები” (1848 წ.) }} =='''ე'''== =='''ვ'''== =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== =='''კ'''== {{Q | ციტატა = „ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია…“ | ავტორი = [[კარლო კაჭარავა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ლ'''== =='''მ'''== {{Q | ციტატა = ''„ღამევ! შენ ავადმყოფისათვის და იმათთვის, ვინც მასთან ერთად წუხს, მოგაქვს ეს მტანჯველი, მძიმე, უსასრულო, კუს ნაბიჯით მიმავალი საათები, უძილო საათები, როცა იკარგება დროის შეგრძნება და გეჩვენება, რომ სამუდამოდ გაჩერდა იგი.“'' | ავტორი = [[ლუის ა. მარტინესი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სანაპიროსკენ” (1904 წ.) }} =='''ნ'''== =='''ო'''== =='''პ'''== {{Q | ციტატა = „ღამით, უპირველეს ყოვლისა, მშვენიერია სინათლის რწმენა.“ | ავტორი = [[პლატონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ჟ'''== =='''რ'''== {{Q | ციტატა = „ღამით ბევრი რამ მუქ ფერებში ეხატება ადამიანს.“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.) }} =='''ს'''== =='''ტ'''== {{Q | ციტატა = :მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, :იცის ჩემი საიდუმლო – ყველა იცის თეთრმა ღამემ... | ავტორი = [[გალაკტიონ ტაბიძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “მე და ღამე” }} =='''უ'''== {{Q | ციტატა = „არ არსებობს ისეთი ღამე და პრობლემა, რომელსაც ვერ დაამარცხებს მზის ამოსვლა და იმედი.“ | ავტორი = [[ბერნარდ უილიამსი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ფ'''== =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== =='''ჩ'''== =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== =='''ხ'''== =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „ვიცი, რომ ღამე სხვაა და დღე – სხვა: ყველაფერი გადასხვაფერებული გეჩვენება, ღამით მომხდარს დღისით ვერ ახსნი, რადგან დღისით ამისთანა რამე არ არსებობს. თუკი კაცს მარტოობის გრძნობა დაეუფლა, მისთვის ყველაზე საშინელი სწორედ ღამე იქნება.“ | ავტორი = [[ერნესტ ჰემინგუეი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = „მშვიდობით, იარაღო!“ (1929 წ.) }} {{Q | ციტატა = „რა არის ღამე? ღამე არის დღის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი.“ | ავტორი = [[ვიქტორ ჰიუგო]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “კაცი, რომელიც იცინის” (1869 წ.) }} {{Q | ციტატა = „უცნაურია, ღამით, ადამიანები, – ადამიანებს ჰგვანან..!“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ღამეს ორი ნაკლი აქვს... ძილისთვის ძალიან მოკლეა და ფიქრისთვის ძალიან გრძელი...“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] 96lvd8mnwg6x8zjn03fbup642yj3dz3 თანადგომა 0 6792 47502 47082 2026-04-14T17:22:21Z გიორგაძე.ლანა 5265 /* ჰ */ 47502 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== {{Q | ციტატა = „სხვა ადამიანს რომ დაეხმარო, აუცილებელი არ არის, იყო მდიდარი და ძლიერი ─ საკმარისია, იყო კეთილი...“ | ავტორი = [[სიმეონ ათონელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ბ'''== =='''გ'''== {{Q | ციტატა = „კაცმა რომ მეორე კაცს არგოს, ხესავით უნდა დაიწვას მისთვის და დანაცრდეს.“ | ავტორი = [[ზვიად გამსახურდია]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „გაჭირვებაში ანგელოზები ადამიანების სახით მოდიან ჩვენთან.“ | ავტორი = [[რამაზ გიგაური]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „დაეხმარე გვერდით მყოფებს, მაგრამ ნუ გახდი მათ შენზე დამოკიდებულს.“ | ავტორი = [[გიორგი გურჯიევი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''დ'''== {{Q | ციტატა = „მეგობრების თანადგომა იმდენად არ გვჭირდება, რამდენადაც რწმენა იმისა, რომ ისინი დაგვეხმარებიან.“ | ავტორი = [[დემოკრიტე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „აი, მაშინ ხარ ადამიანი, თუ ხელჩაქნეულ ადამიანს თავიდან დააწყებინებ სიცოცხლეს...“ | ავტორი = [[გურამ დოჩანაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი... შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი...“ | ავტორი = [[გურამ დოჩანაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სამოსელი პირველი” (1975 წ.) }} =='''ე'''== {{Q | ციტატა = „იოლია ბედნიერმა ანუგეშოს უბედური.“ | ავტორი = [[ესქილე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ვ'''== =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== {{Q | ციტატა = „საოცარი ის არის, რომ ვინც ეხმარება, იმას უფრო უხარია, ვიდრე ვისაც ეხმარებიან. საკითხავი ის არის ─ ჩვენ ვეხმარებით თუ ისინი გვეხმარებიან?“ | ავტორი = [[ილია II]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''კ'''== {{Q | ციტატა = „განსაცდელის დროს მხარში რომ გიდგას, ის არის შენი... დანარჩენი ─ ხელოვნურია!..“ | ავტორი = [[პაატა კვარაცხელია]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ლ'''== {{Q | ციტატა = ''„სამუშაო ვერ მოგივლის ავადმყოფობის დროს, ამას მხოლოდ მეგობრები და მშობლები აკეთებენ ─ გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.“'' | ავტორი = [[დალაი ლამა XIV]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== {{Q | ციტატა = ''„ბევრს რო იშოვი, უნდა გვერდზეც გაიხედო და დაინახო, ამ დალოცვილ ქვეყანაზე მარტო არა ცხოვრობ.“'' | ავტორი = [[ვახტანგ მოსიაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.) }} =='''ნ'''== =='''ო'''== {{Q | ციტატა = „შენ იზრუნე ღვთისაზე და ღმერთიც იზრუნებს შენსაზე.“ | ავტორი = [[იოანე ოქროპირი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''პ'''== =='''ჟ'''== =='''რ'''== {{Q | ციტატა = „ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ, და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.) }} {{Q | ციტატა = :ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. | ავტორი = [[შოთა რუსთაველი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.) }} =='''ს'''== =='''ტ'''== {{Q | ციტატა = ''„როცა შენს ხალხს უჭირს, მაშინ სულიერი მყუდროება ─ არამზადობაა.“'' | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''უ'''== =='''ფ'''== =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== =='''ჩ'''== =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== =='''ხ'''== {{Q | ციტატა = :ნატკენ ფრთაზე კრაზანას :ფუტკარმა მალამო დაადო :და ღმერთს :ცრემლი მოადგა თვალებზე. | ავტორი = [[ვაჟა ხორნეული]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „ადამიანები არასოდეს გაუწვდიან დახმარების ხელს მას, ვინც არაფერს აკეთებს და სირთულეებს გაურბის.“ | ავტორი = [[კაკაში ჰატაკე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ნარუტო: შიპუდენი” (2007-2017 წწ.) }} {{Q | ციტატა = „დაიმახსოვრე, თუ ოდესმე დახმარების ხელი დაგჭირდა, ის შენი მკლავის ბოლოშია...“ | ავტორი = [[ოდრი ჰეჰპერნი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ჩვენგან ერთ-ერთი, მეორე ყოველთვის გვერდითაა.“ | ავტორი = [[ერნესტ ჰემინგუეი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} უჭირს არავინ არ იცნონს, .... ხელმა ხელი დაბანა და ორივემ - პირიო {{Q | ციტატა = „როცა ადამიანს სჭირდები, მაშინ უნდა იყო მის გვერდით, თორემ მკვდართან სავალდებულო თაიგული ყველას მიაქვს.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ის ადამიანი დააფასე, ვინც შენთან მაშინ მოდის, როცა შენ გჭირდება და არა ─ მაშინ, როცა მას სჭირდები.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „პური ყველას აჭამე, შვილო, მაგრამ ─ პურს ყველასთან ნუ შეჭამ!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = სვანური დარიგება შვილს }} {{Q | ციტატა = „გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ თავად გაჭირვებაში მყოფი ─ ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას! არაფერია იმაზე დიდი ტრაგედია, ვიდრე უღირსი კაცის წინაშე ვალში ყოფნა!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = სვანური დარიგება შვილს }} {{Q | ციტატა = „კაცი ხრამში რომ გადაიჩეხება, მერე ავფორიაქდებით, მერე გვინდა გადავარჩინოთ. ხრამის პირზე მდგომს უნდა შველა, თორემ ვის უნახავს გაცოცხლებული მკვდარი?!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „თუ ადამიანის გვერდით მაშინ არ ხარ, როცა ცუდადაა ─ ნურც მაშინ გამოჩნდები, როცა კარგად იქნება!“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „გახსოვდეს ის ადამიანები, რომლებმაც გასაჭირში ხელი გამოგიწოდეს, მაშინ, როცა სხვები უბრალოდ წუხდნენ.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} მაშინაც უნდა შეძლო სხვისი ნუგეში, როცა ეს შენ ყველაზე მეტად გჭირდება! [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] 7aybgpkw0gvlmkwup0p84bxg7hdhn30 47503 47502 2026-04-14T17:22:39Z გიორგაძე.ლანა 5265 /* ჰ */ 47503 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== {{Q | ციტატა = „სხვა ადამიანს რომ დაეხმარო, აუცილებელი არ არის, იყო მდიდარი და ძლიერი ─ საკმარისია, იყო კეთილი...“ | ავტორი = [[სიმეონ ათონელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ბ'''== =='''გ'''== {{Q | ციტატა = „კაცმა რომ მეორე კაცს არგოს, ხესავით უნდა დაიწვას მისთვის და დანაცრდეს.“ | ავტორი = [[ზვიად გამსახურდია]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „გაჭირვებაში ანგელოზები ადამიანების სახით მოდიან ჩვენთან.“ | ავტორი = [[რამაზ გიგაური]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „დაეხმარე გვერდით მყოფებს, მაგრამ ნუ გახდი მათ შენზე დამოკიდებულს.“ | ავტორი = [[გიორგი გურჯიევი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''დ'''== {{Q | ციტატა = „მეგობრების თანადგომა იმდენად არ გვჭირდება, რამდენადაც რწმენა იმისა, რომ ისინი დაგვეხმარებიან.“ | ავტორი = [[დემოკრიტე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „აი, მაშინ ხარ ადამიანი, თუ ხელჩაქნეულ ადამიანს თავიდან დააწყებინებ სიცოცხლეს...“ | ავტორი = [[გურამ დოჩანაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი... შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი...“ | ავტორი = [[გურამ დოჩანაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სამოსელი პირველი” (1975 წ.) }} =='''ე'''== {{Q | ციტატა = „იოლია ბედნიერმა ანუგეშოს უბედური.“ | ავტორი = [[ესქილე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ვ'''== =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== {{Q | ციტატა = „საოცარი ის არის, რომ ვინც ეხმარება, იმას უფრო უხარია, ვიდრე ვისაც ეხმარებიან. საკითხავი ის არის ─ ჩვენ ვეხმარებით თუ ისინი გვეხმარებიან?“ | ავტორი = [[ილია II]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''კ'''== {{Q | ციტატა = „განსაცდელის დროს მხარში რომ გიდგას, ის არის შენი... დანარჩენი ─ ხელოვნურია!..“ | ავტორი = [[პაატა კვარაცხელია]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ლ'''== {{Q | ციტატა = ''„სამუშაო ვერ მოგივლის ავადმყოფობის დროს, ამას მხოლოდ მეგობრები და მშობლები აკეთებენ ─ გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.“'' | ავტორი = [[დალაი ლამა XIV]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== {{Q | ციტატა = ''„ბევრს რო იშოვი, უნდა გვერდზეც გაიხედო და დაინახო, ამ დალოცვილ ქვეყანაზე მარტო არა ცხოვრობ.“'' | ავტორი = [[ვახტანგ მოსიაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.) }} =='''ნ'''== =='''ო'''== {{Q | ციტატა = „შენ იზრუნე ღვთისაზე და ღმერთიც იზრუნებს შენსაზე.“ | ავტორი = [[იოანე ოქროპირი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''პ'''== =='''ჟ'''== =='''რ'''== {{Q | ციტატა = „ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ, და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.) }} {{Q | ციტატა = :ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. | ავტორი = [[შოთა რუსთაველი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.) }} =='''ს'''== =='''ტ'''== {{Q | ციტატა = ''„როცა შენს ხალხს უჭირს, მაშინ სულიერი მყუდროება ─ არამზადობაა.“'' | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''უ'''== =='''ფ'''== =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== =='''ჩ'''== =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== =='''ხ'''== {{Q | ციტატა = :ნატკენ ფრთაზე კრაზანას :ფუტკარმა მალამო დაადო :და ღმერთს :ცრემლი მოადგა თვალებზე. | ავტორი = [[ვაჟა ხორნეული]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „ადამიანები არასოდეს გაუწვდიან დახმარების ხელს მას, ვინც არაფერს აკეთებს და სირთულეებს გაურბის.“ | ავტორი = [[კაკაში ჰატაკე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ნარუტო: შიპუდენი” (2007-2017 წწ.) }} {{Q | ციტატა = „დაიმახსოვრე, თუ ოდესმე დახმარების ხელი დაგჭირდა, ის შენი მკლავის ბოლოშია...“ | ავტორი = [[ოდრი ჰეპბერნი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ჩვენგან ერთ-ერთი, მეორე ყოველთვის გვერდითაა.“ | ავტორი = [[ერნესტ ჰემინგუეი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} უჭირს არავინ არ იცნონს, .... ხელმა ხელი დაბანა და ორივემ - პირიო {{Q | ციტატა = „როცა ადამიანს სჭირდები, მაშინ უნდა იყო მის გვერდით, თორემ მკვდართან სავალდებულო თაიგული ყველას მიაქვს.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ის ადამიანი დააფასე, ვინც შენთან მაშინ მოდის, როცა შენ გჭირდება და არა ─ მაშინ, როცა მას სჭირდები.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „პური ყველას აჭამე, შვილო, მაგრამ ─ პურს ყველასთან ნუ შეჭამ!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = სვანური დარიგება შვილს }} {{Q | ციტატა = „გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ თავად გაჭირვებაში მყოფი ─ ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას! არაფერია იმაზე დიდი ტრაგედია, ვიდრე უღირსი კაცის წინაშე ვალში ყოფნა!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = სვანური დარიგება შვილს }} {{Q | ციტატა = „კაცი ხრამში რომ გადაიჩეხება, მერე ავფორიაქდებით, მერე გვინდა გადავარჩინოთ. ხრამის პირზე მდგომს უნდა შველა, თორემ ვის უნახავს გაცოცხლებული მკვდარი?!“ | ავტორი = | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „თუ ადამიანის გვერდით მაშინ არ ხარ, როცა ცუდადაა ─ ნურც მაშინ გამოჩნდები, როცა კარგად იქნება!“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „გახსოვდეს ის ადამიანები, რომლებმაც გასაჭირში ხელი გამოგიწოდეს, მაშინ, როცა სხვები უბრალოდ წუხდნენ.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} მაშინაც უნდა შეძლო სხვისი ნუგეში, როცა ეს შენ ყველაზე მეტად გჭირდება! [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] lum807j4ntq12csdl6h70i4oqp7a7pe საიდუმლო 0 6804 47516 46997 2026-04-14T19:53:25Z გიორგაძე.ლანა 5265 47516 wikitext text/x-wiki {{Q | ციტატა = „საიდუმლო, რა სახისაც არ უნდა იყოს იგი, ყოველთვის ამძიმებს ქალის გულს.“ | ავტორი = [[ალექსანდრე პუშკინი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ქარბუქი” (1830 წ.) }} {{Q | ციტატა = „თვით საუკეთესო ადამიანიც ყოველთვის თითქოს რაღაცას უმალავს მეორეს, ერიდება, გულისნადები გაუზიაროს...“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “თეთრი ღამეები” (1848 წ.) }} {{Q | ციტატა = „ადამიანი არის საიდუმლოება. ეს საიდუმლოება გამოცნობილი უნდა იქნას და თუ მთელ ცხოვრებას მის გამოცნობას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე. მე ამ საიდუმლოებას მივსდევ, რადგან მინდა ადამიანი ვიყო.“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სამი რამ, რაც საიდუმლოდ უნდა შეინახო: 1. შენი პირადი ცხოვრება; 2. შენი შემოსავალი; 3. შენი შემდეგი სვლა.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ყველას აქვს ცხოვრების ისეთი თავი, რომელსაც ხმამაღლა არ კითხულობს.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია.“ | ავტორი = [[ბენჯამინ ფრანკლინი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მამაკაცი საკუთარ საიდუმლოზე ერთგულად სხვის საიდუმლოს ინახავს, ქალი კი ─ პირიქით.“ | ავტორი = [[ჯინა ლოლობრიჯიდა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „არასდროს არ უნდა გაუხსნათ თქვენს მეგობრებს თქვენი ქორწინების არაბედნიერი მხარის საიდუმლო.“ | ავტორი = [[ჯოზეფ მერფი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები” }} [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] geg5g3959sik6kxwhl9tnpwoyw7ot8h სიმამაცე 0 6817 47492 47443 2026-04-14T15:38:48Z გიორგაძე.ლანა 5265 /* რ */ 47492 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== {{Q | ციტატა = „გამბედაობის გარეშე ამქვეყნად ვერაფრის გაკეთებას შეძლებ ─ ღირსების შემდეგ გამბედაობა გონების ყველაზე დიდი თვისებაა.“ | ავტორი = [[არისტოტელე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ბ'''== {{Q | ციტატა = „თვით ყველაზე უფრო ზრდილ ქალიშვილებსაც კი მამაკაცებივით შეუძლიათ სითამამის გამოჩენა, ოღონდ ისინი ამას სხვაგვარად გამოხატავენ.“ | ავტორი = [[ონორე დე ბალზაკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ვენდეტა” (1830 წ.) }} =='''გ'''== =='''დ'''== {{Q | ციტატა = „სიმამაცე ბედისწერის დარტყმებს არარაობად აქცევს.“ | ავტორი = [[დემოკრიტე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის.“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.) }} =='''ე'''== {{Q | ციტატა = „სიმამაცე ადვილია, როცა დაცულ დისტანციაზე იმყოფები.“ | ავტორი = [[ეზოპე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ჩვენს გზას რომ არ გადავუხვიოთ, არანაკლები გამბედაობაა საჭირო, ვიდრე ეს კარგ ჯარისკაცს სჭირდება.“ | ავტორი = [[რალფ ემერსონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ვ'''== =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== =='''კ'''== {{Q | ციტატა = „გაიძვერას თავგამოდებული გამბედაობა უაღრესად სახიფათოა.“ | ავტორი = [[იმანუელ კანტი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ნამდვილი მტრის წინ შენში უსაზღვრო გამბედაობა იბადება.“ | ავტორი = [[ფრანც კაფკა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ლ'''== {{Q | ციტატა = „მხდალსაც კი გაამამაცებს სიტყვა „სამშობლო“. | ავტორი = [[ლუკიანე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== {{Q | ციტატა = „შენ ვერ იქნები მამაცი, თუ შენს ცხოვრებაში მხოლოდ კარგი ამბები ხდება.“ | ავტორი = [[მერი ტაილერ მური]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ნ'''== =='''ო'''== =='''პ'''== {{Q | ციტატა = „სიმამაცე ─ ეს იმის ცოდნაა, რისი არ უნდა გეშინოდეს.“ | ავტორი = [[პლატონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ჟ'''== =='''რ'''== {{Q | ციტატა = „გამბედაობა ყოველთვის არ ნიშნავს ღრიალს; ზოგჯერ გამბედაობა არის დღის ბოლოს ჩურჩულით ნათქვამი: „ხვალ ისევ თავიდან ვცდი.“ | ავტორი = [[მერი ენ რედმაჰერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = :წესი არის მამაცისა, მოჭირვება, ჭირთა თმენა... | ავტორი = [[შოთა რუსთაველი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.) }} {{Q | ციტატა = :კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა? | ავტორი = [[შოთა რუსთაველი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.) }} =='''ს'''== {{Q | ციტატა = „სიმამაცე ბოლომდე შეგნებული პასუხისმგებლობაა.“ | ავტორი = [[სოლონი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ტ'''== {{Q | ციტატა = „მამაცია ის, ვისაც იმის ეშინია, რისიც უნდა ეშინოდეს და არა იმის, რისიც არ უნდა ეშინოდეს.“ | ავტორი = [[ლევ ტოლსტოი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''უ'''== =='''ფ'''== {{Q | ციტატა = :სამშობლოსათვის მამაცი :არის მადლი და დიდება. :მალე დაჰღუპავს ქვეყანას :ლაჩართა გადაკიდება. | ავტორი = [[ვაჟა-ფშაველა]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სისხლის ძიება” თავი XV }} =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== =='''ჩ'''== {{Q | ციტატა = „წარმატება არ არის საბოლოო; მარცხი არ არის ფატალური ─ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სიმამაცეს, რომ გააგრძელო.“ | ავტორი = [[უინსტონ ჩერჩილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „სიმამაცე გაძლევს საშუალებას, წამოდგე და ილაპარაკო, ─ ასევე სიმამაცეა, როდესაც უბრალოდ ზიხარ და უსმენ.“ | ავტორი = [[უინსტონ ჩერჩილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== =='''ხ'''== =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „განათლებული ხალხთა ჭეშმარიტი სიმამაცე მდგომარეობს თავგანწირვისათვის მზად ყოფნაში სამშობლოს გულისათვის.“ | ავტორი = [[გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მხიარული ადამიანები ყველაზე მამაცნი არიან და ყველაზე პირველი იღუპებიან.“ | ავტორი = [[ერნესტ ჰემინგუეი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = :მგელი არ მოშლის მგლობასა, :კაი ყმა ─ მამაცობასა... | ავტორი = ''ხალხური'' | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “კაი ყმა” }} გადადგა ნაბიჯი როცა კიბის საფეხურს ვერ ხედავ {{Q | ციტატა = „გიჟს მაშინ გიძახიან, როდესაც აკეთებთ იმას, რის გასაკეთებლადაც მათ გამბედაობა არ ეყოთ.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „გულადისა ტყვიასაც კი ეშინიაო.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ათას უგულო მეომარს, ორი გულადი სჯობიაო.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] in4qi2o2bnbb4gnpy7rncu1bge8385u ოცნება 0 6825 47512 47206 2026-04-14T19:47:51Z გიორგაძე.ლანა 5265 /* დ */ 47512 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== {{Q | ციტატა = „არ გაგიტაცოს, ეს იცოდე, ოცნებამ ფუჭმა, ფრთების შერხევა როდი ნიშნავს გაფრენას მუდამ...“ | ავტორი = [[დანტე ალიგიერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ღვთაებრივი კომედია” }} =='''ბ'''== =='''გ'''== {{Q | ციტატა = „ოცნებები სრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნება არ დაგვაჯილოდოებდა მეოცნებე ხასიათით.“ | ავტორი = [[ბილ გეითსი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = :ოცნებები, მცნებებივით ირღვევიან... | ავტორი = [[ნიკო გომელაური]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ან რაღა დრო მიძღვნებია...” }} =='''დ'''== {{Q | ციტატა = „ხშირად იმისთვის, რომ ოცნება აისრულო, უნდა გარისკო ყველაფრით, რაც გაგაჩნია.“ | ავტორი = [[უოლტ დისნეი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ყველაზე ადვილი იმ ოცნებების ახდენაა, რომელშიც ეჭვი არ ეპარებათ.“ | ავტორი = [[ალექსანდრე დიუმა (უფროსი)]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას.“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “თეთრი ღამეები” (1848 წ.) }} =='''ე'''== =='''ვ'''== {{Q | ციტატა = „ადამიანების უმეტესობა იმდენად დათრგუნულია თავისი ყოფით, რომ ოცნებებშიც კი ვერ ახერხებს ჯადოსნური წრის გარღვევას.“ | ავტორი = [[ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== =='''კ'''== =='''ლ'''== {{Q | ციტატა = „ოცნებები ─ ეს ჩვენი შესაძლებლობების ყვირილია [...] უბრალოდ გზაა მოსაფიქრებელი, თუ როგორ აისრულოთ სურვილი; მთავარია, არ აჩქარდეთ და ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ამ ოცნების ახდენას ემსახურებოდეს!“ | ავტორი = [[მიხეილ ლიტვაკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== {{Q | ციტატა = „მთელი ცხოვრება რაღაცაზე რომ ოცნებობ, მერე ის რაღაც რეალური რომ ხდება, გეშინია... ისეთი რომ არ აღმოჩნდეს, როგორიც გეგონა, არ იცი გადაიტან თუ არა.“ | ავტორი = [[ვახტანგ მოსიაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.) }} =='''ნ'''== =='''ო'''== =='''პ'''== =='''ჟ'''== =='''რ'''== {{Q | ციტატა = „მხოლოდ ოცნება გვაიძულებს, შევურიგდეთ სინამდვილეს.“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.) }} {{Q | ციტატა = „მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც საკუთარი ოცნებების ჭეშმარიტების სწამს.“ | ავტორი = [[ელეონორ რუზველტი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ს'''== =='''ტ'''== =='''უ'''== =='''ფ'''== {{Q | ციტატა = „იოცნებე ბევრად მასშტაბურზე, ვიდრე მიღწევა შეგიძლია და ნუ ეცდები იყო სხვაზე უკეთესი, იყავი საკუთარ თავზე უკეთესი.“ | ავტორი = [[უილიამ ფოლკნერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ნებისმიერ ადამიანს აქვს სანუკვარი ოცნება, რომლიც შესახებაც არავის უყვება. და აქვს ისეთი ოცნებაც, რომლის შესახებაც საკუთარ თავსაც არ უტყდება.“ | ავტორი = [[ზიგმუნდ ფროიდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== =='''ჩ'''== =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== {{Q | ციტატა = :ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ, :თავისით გაქრა ბევრი სურვილი... | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის” }} =='''ხ'''== =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „ხანდახან, როცა ოცნების ახდენას მივუახლოვდებით, ბოლო წამს უკან ვიხევთ ─ გვაშინებს ის, რაც ყველაზე მეტად გვინდა.“ | ავტორი = [[ლუიზა ჰეი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “მართე შენი ბედი” }} "ოცნებებს მაშინ აგიხდენს სამყარო, როცა ფეხქვეშ მიწა გეცლება და ფიქრობ, რომ დასასრულია" {{Q | ციტატა = „მათ, ვინც ამბობენ, რომ შენი ოცნებები სასაცილოა, დიდი ხანია ხელი ჩაიქნიეს თავიანთ ოცნებებზე.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების ─ მათ გარეშე წარმოუდგენელია ოცნებების ასრულება!“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ფრთხილად აირჩიეთ ოცნება ─ ის შეიძლება მართლა ახდეს!“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} თქვენ შეგიძლიათ მთელი ცხოვრება შეალიოთ ერთ ადამიანზე ოცნებას, ხოლო შემდეგ იპოვოთ ბედნიერება აბსოლუტურად სხვა ადამიანთან. [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] ar0mmwyhaqxw18f81znd0930ix19nhf 47515 47512 2026-04-14T19:52:26Z გიორგაძე.ლანა 5265 /* დ */ 47515 wikitext text/x-wiki {{საძიებელი}} =='''ა'''== {{Q | ციტატა = „არ გაგიტაცოს, ეს იცოდე, ოცნებამ ფუჭმა, ფრთების შერხევა როდი ნიშნავს გაფრენას მუდამ...“ | ავტორი = [[დანტე ალიგიერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ღვთაებრივი კომედია” }} =='''ბ'''== =='''გ'''== {{Q | ციტატა = „ოცნებები სრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნება არ დაგვაჯილოდოებდა მეოცნებე ხასიათით.“ | ავტორი = [[ბილ გეითსი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = :ოცნებები, მცნებებივით ირღვევიან... | ავტორი = [[ნიკო გომელაური]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ან რაღა დრო მიძღვნებია...” }} =='''დ'''== {{Q | ციტატა = „ხშირად იმისთვის, რომ ოცნება აისრულო, უნდა გარისკო ყველაფრით, რაც გაგაჩნია.“ | ავტორი = [[უოლტ დისნეი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ყველაზე ადვილი იმ ოცნებების ახდენაა, რომელშიც ეჭვი არ ეპარებათ.“ | ავტორი = [[ალექსანდრე დიუმა (უფროსი)]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას.“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “თეთრი ღამეები” (1848 წ.) }} {{Q | ციტატა = „მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება.“ | ავტორი = [[ფიოდორ დოსტოევსკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “თეთრი ღამეები” (1848 წ.) }} =='''ე'''== =='''ვ'''== {{Q | ციტატა = „ადამიანების უმეტესობა იმდენად დათრგუნულია თავისი ყოფით, რომ ოცნებებშიც კი ვერ ახერხებს ჯადოსნური წრის გარღვევას.“ | ავტორი = [[ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ზ'''== =='''თ'''== =='''ი'''== =='''კ'''== =='''ლ'''== {{Q | ციტატა = „ოცნებები ─ ეს ჩვენი შესაძლებლობების ყვირილია [...] უბრალოდ გზაა მოსაფიქრებელი, თუ როგორ აისრულოთ სურვილი; მთავარია, არ აჩქარდეთ და ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ამ ოცნების ახდენას ემსახურებოდეს!“ | ავტორი = [[მიხეილ ლიტვაკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''მ'''== {{Q | ციტატა = „მთელი ცხოვრება რაღაცაზე რომ ოცნებობ, მერე ის რაღაც რეალური რომ ხდება, გეშინია... ისეთი რომ არ აღმოჩნდეს, როგორიც გეგონა, არ იცი გადაიტან თუ არა.“ | ავტორი = [[ვახტანგ მოსიაშვილი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.) }} =='''ნ'''== =='''ო'''== =='''პ'''== =='''ჟ'''== =='''რ'''== {{Q | ციტატა = „მხოლოდ ოცნება გვაიძულებს, შევურიგდეთ სინამდვილეს.“ | ავტორი = [[ერიხ მარია რემარკი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.) }} {{Q | ციტატა = „მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც საკუთარი ოცნებების ჭეშმარიტების სწამს.“ | ავტორი = [[ელეონორ რუზველტი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ს'''== =='''ტ'''== =='''უ'''== =='''ფ'''== {{Q | ციტატა = „იოცნებე ბევრად მასშტაბურზე, ვიდრე მიღწევა შეგიძლია და ნუ ეცდები იყო სხვაზე უკეთესი, იყავი საკუთარ თავზე უკეთესი.“ | ავტორი = [[უილიამ ფოლკნერი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ნებისმიერ ადამიანს აქვს სანუკვარი ოცნება, რომლიც შესახებაც არავის უყვება. და აქვს ისეთი ოცნებაც, რომლის შესახებაც საკუთარ თავსაც არ უტყდება.“ | ავტორი = [[ზიგმუნდ ფროიდი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} =='''ქ'''== =='''ღ'''== =='''ყ'''== =='''შ'''== =='''ჩ'''== =='''ც'''== =='''ძ'''== =='''წ'''== =='''ჭ'''== {{Q | ციტატა = :ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ, :თავისით გაქრა ბევრი სურვილი... | ავტორი = [[ოთარ ჭილაძე]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის” }} =='''ხ'''== =='''ჯ'''== =='''ჰ'''== {{Q | ციტატა = „ხანდახან, როცა ოცნების ახდენას მივუახლოვდებით, ბოლო წამს უკან ვიხევთ ─ გვაშინებს ის, რაც ყველაზე მეტად გვინდა.“ | ავტორი = [[ლუიზა ჰეი]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = “მართე შენი ბედი” }} "ოცნებებს მაშინ აგიხდენს სამყარო, როცა ფეხქვეშ მიწა გეცლება და ფიქრობ, რომ დასასრულია" {{Q | ციტატა = „მათ, ვინც ამბობენ, რომ შენი ოცნებები სასაცილოა, დიდი ხანია ხელი ჩაიქნიეს თავიანთ ოცნებებზე.“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების ─ მათ გარეშე წარმოუდგენელია ოცნებების ასრულება!“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} {{Q | ციტატა = „ფრთხილად აირჩიეთ ოცნება ─ ის შეიძლება მართლა ახდეს!“ | ავტორი = [[]] | კომენტარი = | ორიგინალი = | დამოწმება = }} თქვენ შეგიძლიათ მთელი ცხოვრება შეალიოთ ერთ ადამიანზე ოცნებას, ხოლო შემდეგ იპოვოთ ბედნიერება აბსოლუტურად სხვა ადამიანთან. [[კატეგორია:თემატური სტატიები ანბანის მიხედვით]] sxnzda8gwqgeoj8ih6d0nnil4ygmiqs